forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (122) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> MMA - შერეული საბრძოლო ხელოვნება (ნაწილი 15), UFC, Bellator, ONE FC და ა.შ.
 
1 მილიონის სანაცვლოდ რომელს დათანხმდებოდით? ოღონდ არავინ გაძლევთ იმის გარანტიას რომ საერთოდ ცოცხალი გადარჩებით.
ნგანუს აპერკოტი [ 2 ]  [6.45%]
მასვიდალის მუხლი [ 4 ]  [12.90%]
ბარბოსას spinning heel kick [ 8 ]  [25.81%]
ჯონსის ჰედქიქი [ 9 ]  [29.03%]
ტიაგო სანტოსის ჰამერფისტები [ 8 ]  [25.81%]
Total Votes: 31
  
zeppelnick
BMF prediction-ის ავტორი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8707
წევრი No.: 164018
რეგისტრ.: 21-March 13

  გამოგზავნილია: 21 Oct 2019, 00:35  #55389421      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
user posted image

MMA - Mixed Martial Arts შერეული საბრძოლო ხელოვნება საბრძოლო სპორტის ერთ-ერთი გამორჩეული სახეობაა, სადაც გამარჯვებისათვის აუცილებელია ფლობდე რამდენიმე საბრძოლო ხელოვნებას. დღეს სპორტის ეს სახეობა ბევრად განვითარებული და პოპულარულია, აგრეთვე კარგად ანაზღაურებადია თუ მებრძოლი გამოდის UFC - Ultimate Fighting Championship-ში. არსებობს რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც თავისი ეგიდით ატარებს ივენთებს. ასეთი ორგანიზაციებია UFC, Bellator, ONE, Cage Warriors, Wsof, M1-Global და სხვები.

ყველა ორგანიზაციისგან გამორჩეული და საუკეთესოა UFC - Ultimate Fighting Championship, სადაც თავს იყრიან მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლები. ორგანიზაცია წელიწადში რამდენჯერმე ატარებს ე.წ. ივენთებს და ათამაშებს რამდენიმე წონით კატეგორიაში ჩემპიონის ქამრებს. აღნიშნული ივენთები მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და ყურებადი მმა-ს ივენთებია, შესაბამისად ყველაზე დიდია ანაზღაურებით.

ამ შესანიშნავი სპორტის მცირე ისტორია კი ასეთია.

ბრძოლა წესების გარეშე სათავეს იღებს ძველი საბერძნეთიდან როდესაც ტარდებოდა შეჯიბრებები ე.წ. პანკრატიონში და ეს სახეობა შესული იყო ოლიმპიურ თამაშებზე 648 წელს ჩვენს წელთ აღრიცხვამდე.
თანამედროვე ბრძოლა წესების გარეშე, რომელსაც უკვე მოგვიანებით ეწოდა შერეული საბრძოლო ხელოვნება (1995 წ. (Mixed martial arts) - სათავეს იღებს 1900 წლიდან.
გრეისების ოჯახის ვალე ტუდო შერეული ხელოვნებებში ტურნირები ტარდებოდა 1920 წლიდან.
იაპონიაში სპორტის ეს სახეობა გამოჩნდა 1970 წელს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ სპორტმა თავი იჩინა 1993 წელს, როდესაც შეიქმნა Ultimate Fighting Championship (UFC). ბრაზილიელი როის გრეისი იყო პირველი ვინც მოიგო პირველი ჩემპიონატი და გახდა ჩემპიონი.
ამავე დროს, იაპონიაში Shooto-მ (ვალე ტუდო) პოპულარობის ისეთ პიკს მიაღწია, რომ 1997 წელს შეიქმნა Pride fighting Championship. იგივე წლების განმავლობაში ამ სპორტის პოპულარობა იზრდებოდა, რამაც გამოიწვია უამრავი სხვა შერეული საბრძოლო ხელოვნების პრომოუტერი კომპანიის შექმნა. თუმცა, ლიდერები ამ საქმეში დარჩნენ UFC და Pride FC. 2007 წელს პრაიდი დაიკეტა. გამოჩნდა ბევრი სხვა პრომოუტერი. მაგალითად, STRIKEFORCE, M1 global, bellator fc, UFC-ის შვილობილი WEC, K-1. K-1 გვთავაზობს როგორც შერეული საბრძოლო ხელოვნების ტურნირებს, აგრეთვე K-1 კიკბოქსინგს შეცვლილი წესებით.

რომ არ დავუკარგოთ თავისი უდიდესი დამსახურებები ამ სპორტის სახეობის პოპულარობასა და ცნობადობაში მსოფლიოს მასშტაბით, დავძენ რომ უდიდესი წვლილი შეიტანეს 90-იანი წლებიდან მოყოლებული ისეთმა მებრძოლებმა როგორებიც იყვნენ როის გრეისი, დან სევერნი, დონ ფრაი, ფრენკი და კენ შემროკები, ტანკ აბოტი, მარკ კოულმენი, ფედორ ემილიანენკო, ბას რუტენი, კიმბო, დან ჰენდერსონი, ვიტორ ბელფორტი, კაზუში საკურაბა, პატ მილეტიჩი და კიდევ სხვები..... ჩამოთვლილ სიაში რა თქმა უნდა ყველა არ არის.

ქალების დაინტერესება, სპორტის ამ სახეობაში ჩართვა და პოპულარობა კი დიდწილად არის ამერიკელი ძიუდოისტის, რონდა როუზის დამსახურება, რომელმაც ძიუდოში ოლიმპიური ბრინჯაოსა და მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის, აგრეთვე პანამერიკული თამაშების ოქროს მედლის მფლობელია.

ამ თემის ძველი ლინკები:

MMA - შერეული საბრძოლო ხელოვნება (ნაწილი 14)
MMA - შერეული საბრძოლო ხელოვნება
MMA - შერეული საბრძოლო ხელოვნება (ნაწილი 12)
Mixed Martial Arts - UFC, Bellator and etc
MMA - UFC * Bellator * ACB * FGN etc.
UFC Ultimate Fighting Championship - And All MMA
MMA, UFC, Bellator and Other
Mixed Martial Arts / VoL 7
Mixed Martial Arts / VoL 6
MMA - შერეული საბრძოლო ხელოვნება (ნაწილი 5)
MMA- შერეული საბრძოლო ხელოვნება (VOL 4)
MMA- შერეული საბრძოლო ხელოვნება (ნაწილი 3)
MMA - შერეული საბრძოლო ხელოვნება
UFC - ბრძოლა წესების გარეშე

სასარგებლო საიტების ლინკები საიდანაც შეგიძლიათ გადმოწეროთ ყველა მმა-ს ივენთები

http://fighttracker.ru/
http://rutracker.org/forum/viewforum.php?f=257
http://mmatracker.ru/
http://sport.adjara.com/tags/29110/main

საიტების ლინკები, საიდანაც შეგიძლიათ ონლაინში უყუროთ მმა-ს ივენთებს

https://mmashare.fullfight.video/
https://www.allthebestfights.com/
https://www.mma-core.com/
https://ringside24.com/ru/
https://www.myvideo.ge/?user_id=1124798
https://qcq.su/

შერეული საბრძოლო ხელოვნების საინფორმაციო საიტები სადაც ყველანაირი ინფორმაცია და სიახლე იდება

https://www.sherdog.com/
https://mmajunkie.usatoday.com/
https://www.lowkickmma.com/
https://www.mmafighting.com/
https://www.bjpenn.com/

ორგანიზაციების ოფიციალური საიტები

https://www.ufc.com/
http://www.bellator.com/
https://www.onefc.com/
https://cagewarriors.com/
https://www.pflmma.com/
https://www.wsofmma.com/

MMA პრომოების იუთუბ არხები

https://www.youtube.com/user/DreistStudios/videos
https://www.youtube.com/channel/UCMEyHPe9sl3rDlqtC_Nnq2g

ბრძოლის ანალიზები ვისაც გაინტერესებთ

https://www.youtube.com/user/TheWeasle17
https://www.youtube.com/channel/UCNMZWa1QP42jHrmmzayFEeg
https://www.youtube.com/user/tristargymcanada
https://www.youtube.com/channel/UCQ2xsPeC159i2RzHAme1gmg

UFC-ს POUND-4-POUND TOP RANK ათეული და ამჟამინდელი მოქმედი ჩემპიონები

user posted image
user posted image
user posted image

შერდოგის POUND-4-POUND TOP RANK

user posted image

მოქმედი ჩემპიონების პირადი პროფილები იუ-ეფ-სი-ს საიტზე

მძიმე წონის ჩემპიონი სტიპე მიოჩიჩი - https://www.ufc.com/athlete/stipe-miocic

ქვემძიმე 94 კგ-მდე წონის ჩემპიონი ჯონ ჯონსი - https://www.ufc.com/athlete/jon-jones

საშუალო წონის 84 კგ-მდე ჩემპიონი ისრაელ ადესანია - https://www.ufc.com/athlete/israel-adesanya

ქვესაშუალო წონის 77 კგ-მდე ჩემპიონი კამარუ უსმანი - https://www.ufc.com/athlete/kamaru-usman

მსუბუქი წონის 70 კგ-მდე ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი - http://www.ufc.com/fighter/Khabib-Nurmagomedov

ქვემსუბუქი წონის 65 კგ-მდე ჩემპიონი მაქს ჰოლოვეი - http://www.ufc.com/fighter/Max-Holloway

ზემსუბუქი წონისა 62 კგ-მდე და ყველაზე მსუბუქი წონის 57 კგ-მდე ჩემპიონი ჰენრი სეხუდო - http://www.ufc.com/fighter/Henry-Cejudo

ქალთა შორის ჩემპიონები

65 კგ-მდე წონის ჩემპიონი ამანდა ნუნეში - https://www.ufc.com/athlete/amanda-nunes

61 კგ-მდე წონის ჩემპიონი ამანდა ნუნეში - https://www.ufc.com/athlete/amanda-nunes

58 კგ-მდე წონის ჩემპიონი ვალენტინა შევჩენკო - https://www.ufc.com/athlete/valentina-shevchenko

52 კგ-მდე წონის ჩემპიონი ჟანგ ვეილი - https://www.ufc.com/athlete/zhang-weili

ეს კი ორგანიზაცია უფც-ს ვიკიპედიის გვერდი - https://en.wikipedia.org/wiki/Ultimate_Fighting_Championship

აქვე ახალი უსერებისთვის დავწერ რამდენიმე საინტერესო მომენტს რათა უფრო დაგეხმაროთ ამ სპორტის დაფასება და შეყვარებაში

ყოველი წლის ბოლოს ვლინდება ხოლმე გამარჯვებულის ნომინაციები სხვადასხვა კატეგორიებში, მაგალითად წლის მებრძოლი, წლის ჩხუბი, წლის ტრენერი და ა.შ.

აღნიშნული ნომინაციები სათავეს განსხვავებული წლებიდან იღებს

2008 წლიდან კი იმართება ნომინაცია წლის ბრძოლა, წლის ნოკაუტი და წლის საბმიშენი (მტკივნეული ილეთი), სადაც აღნიშნულ წელს ჩატარებული ორთაბრძოლებიდან საუკეთესო სახელდება და რომელსაც გირჩევთ, რომ აუცილებლად უყუროთ რათა უფრო დააფასოთ ეს სპორტის სახეობა და ამასთან ბევრად უკეთესად გარკვევაშიც დაგეხმარებათ, ეს კი გამარჯვებულები.

დაჯილდოებებს ატარებენ პოპულარული და წონადი სხვადასხვა მმა გამოცემები/ჟურნალები/ტელევიზიები/მმა პერსონები, მაგალითად World MMA Awards, Sports Illustrated, MMAjunkie, Yahoo! Sports, Sherdog, Bleacher Report, CBS Sports, MMAWeekly.com, Inside MMA

ყველა ვერსიებს არ დავდებ რადგან ბევრი ხშირ შემთხვევაში ერთმანეთის იდენტურია, ჩამოვთვლი რამდენიმე დასახელებულ ჩხუბს, რომელიც უნდა ნახოთ თუ არ გინახავთ და რომლითაც უბრალოდ ისიამოვნებთ, ესენია:

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


წლევანდელი მაგარი მეინ ივენთები:

UFC Fight Night: Błachowicz vs. Santos
UFC Fight Night: Till vs. Masvidal
UFC Fight Night: Thompson vs. Pettis
UFC on ESPN: Barboza vs. Gaethje
UFC 236: Holloway vs. Poirier 2
UFC 237: Namajunas vs. Andrade
UFC 238: Cejudo vs. Moraes
UFC 239: Jones vs. Santos
UFC on ESPN: dos Anjos vs. Edwards
UFC 240: Holloway vs. Edgar
UFC on ESPN: Covington vs. Lawler
UFC 241: Cormier vs. Miocic 2
UFC Fight Night: Cowboy vs. Gaethje
UFC 243: Whittaker vs. Adesanya

2008 წლიდან კი იმართება ნომინაცია წლის ბრძოლა, წლის ნოკაუტი და წლის საბმიშენი (მტკივნეული ილეთი), სადაც აღნიშნულ წელს ჩატარებული ორთაბრძოლებიდან საუკეთესო სახელდება და რომელსაც გირჩევთ, რომ აუცილებლად უყუროთ რათა უფრო დააფასოთ ეს სპორტის სახეობა და ამასთან ბევრად უკეთესად გარკვევაშიც დაგეხმარებათ, ეს კი გამარჯვებულები.

user posted image

ჩხუბები, რომელსაც ძალიან ველოდებით და იმედია, არცერთი ჩაიშლება.

Maia vs. Askren
Masvidal vs. Diaz
Kelvin Gastelum vs. Darren Till
Stephen Thompson vs. Vicente Luque
Corey Anderson vs. Johnny Walker
Kevin Lee vs. Gregor Gillespie
Zabit Magomedsharipov vs. Calvin Kattar
Kamaru Usman © vs.Colby Covington
Max Holloway © vs. Alexander Volkanovski
Amanda Nunes © vs. Germaine de Randamie

ჩხუბები, რომლებიც არ არის ჯერ დაანონსებული, მაგრამ ძალიან გვინდა რომ მოხდეს.

tony ferguson vs khabib nurmagomedov
robert whittaker vs paulo costa
max holloway vs zabit magomedsharipov
zhang weili vs rose namajunas
jon jones vs janmrteli thiago santos
jon jones vs johnny walker
jorge masvidal vs kamaru usman
kamaru usman vs santiago ponzinibbio
justin gaethje vs khabib nurmagomedov
conor mcgregor vs justin gaethje
henry cejudo vs dominick cruz
yair rodriguez vs zabit magomedsharipov

user posted image

ქართველები UFC-ში:

რომან დოლიძე 0-0
user posted image

ლიანა ჯოჯუა 0-1
user posted image

მერაბ დვალიშვილი 2-2
user posted image

გიგა ჭიკაძე 1-0
user posted image

წინა თემის ტოპ 10 მპოსტავი:
user posted image

QUOTE
მე რო მმას ჩხუბს ვუყურებდი ფორუმზე მმას თემა შეიძლება არც იყო გახსნილი მაშინ გორფუჯის ტელეები იყო მოდაში

© Vanpersie18


Diaz
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1323
წევრი No.: 249258
რეგისტრ.: 11-March 19

გამოგზავნილია: 21 Oct 2019, 00:57  #55389499      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
zeppelnick

up.gif up.gif up.gif up.gif up.gif up.gif up.gif

ბოლო ციტატაა ძააან ღადაობაა
lol.gif
zeppelnick
BMF prediction-ის ავტორი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8707
წევრი No.: 164018
რეგისტრ.: 21-March 13

გამოგზავნილია: 21 Oct 2019, 01:00  #55389510      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Diaz

გამოკითხვასთან დაკავშირებით რა ღლეობა დამემართა facepalm.gif ვთხოვ მოდერატორს რომ შეასწოროს

ცოტა ვიხალისოთ
Diaz
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1323
წევრი No.: 249258
რეგისტრ.: 11-March 19

გამოგზავნილია: 21 Oct 2019, 01:10  #55389530      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
zeppelnick

გაასწორებს
და ისე ჩამოთვლილებიდან ჯონსის ჰედქიქს ავირჩევდი
დანარჩენი ვარიანტები უფრო ცუდია აშკარად biggrin.gif
Mr-Raptor
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7739
წევრი No.: 209227
რეგისტრ.: 21-October 15

გამოგზავნილია: 21 Oct 2019, 10:15  #55389941      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
10-დან 10 შეფასება ბოლო ფრაზას )))))))))))))))))))

ფორუმის მმა-ს ეპიკ ფრაზად გაეძრო ეგ )))

ისიც შეგვიძლია დავამატოთ მე ხაბიბის 27-ვე ჩხუბი მაქვს ნანახი და ყველაზე ფული დადებულიო biggrin.gif

გამოკითხივდან მე ხორხეს მუხლი მირჩევნია biggrin.gif ნგანუს აპერკოტი და ჯონსის ჰედკიკი ჩემ მტერს მოხვდეს biggrin.gif აშკარად მუხლი ჯობია უფრო ჰუმანურია biggrin.gif

რა არის მანდ ჰუმანური მაგრამ რავი biggrin.gif
daniel_kowalski
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12498
წევრი No.: 152433
რეგისტრ.: 27-July 12

გამოგზავნილია: 21 Oct 2019, 10:56  #55390047      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
უსადაზე დიაზიც პოსტიც კლასიკაა :დ
დარწმუნებული ვარ დაგუგლა ობი ვანმა:დ


--------------------
-I'm waiting for the punchline.
-There is no punchline.
chuvak_lexo
ზეპ ვოლცოვი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8151
წევრი No.: 52291
რეგისტრ.: 24-January 08

გამოგზავნილია: 21 Oct 2019, 11:03  #55390066      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Mr-Raptor
QUOTE
გამოკითხივდან მე ხორხეს მუხლი მირჩევნია  ნგანუს აპერკოტი და ჯონსის ჰედკიკი ჩემ მტერს მოხვდეს  აშკარად მუხლი ჯობია უფრო ჰუმანურია

85 კილო ვარ, 110 კგ ჯონსის ჰედკიკი, 120 კგ ნგანუს ან 100 კგ სანტოსის ჰამერ ფისტს რა თქმა უნდა 80 კგს ხორხეს მუხლი მირჩევნია, ჰაჰა ყბა გამიტეხოს ან ცხვირი, ნგანუმ რო აბერკოტი მომარტყას სულსაც გამაფრთხობინებს


--------------------
- ###ზე დაიკიდე
- რა დავიკიდო 25 წელი მომისაჯეს

გინდა სურათი გადაგიღო? © კახა
https://www.youtube.com/watch?v=1ERP54s7-2Y#t=43


ადმინ პირში აღებით მელაპარაკე
viblz
uchatlaxesi member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1188
წევრი No.: 105455
რეგისტრ.: 21-November 09

გამოგზავნილია: 21 Oct 2019, 11:07  #55390076      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არ ვიცი, არ ვიცი.. რომერომ რაც ვაიდმანს უქნა იმის მერე მუხლის ძაან მეშინია. ალბათ სანტოსის ჰამერფისტები რა. გაუძლებ კაცი : ))))))
Vanpersie18
I’m gonna smash your boy


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22414
წევრი No.: 153731
რეგისტრ.: 5-September 12

გამოგზავნილია: 21 Oct 2019, 11:16  #55390109      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვაა 1 ზე ვარ პოსტებით ნეიტას ვუსწრებ givi.gif

კაი თემააა

და სულ კაი ივენთები დადებულიყოს

This post has been edited by Vanpersie18 on 21 Oct 2019, 12:35

მიმაგრებული სურათი
P5ivvi3ti_4ey.png


--------------------
XaBiB nUrMaGoMeDoV

KaMaRu UsMaN


ani-barcelona
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 633
წევრი No.: 251619
რეგისტრ.: 15-July 19

გამოგზავნილია: 21 Oct 2019, 13:23  #55390544      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბრუსლედანია აკლია სიას მარა ალბათ იცი რო თავის წონაში ყველას მოუგებს და აღარ გაინტერესებს :დდ
chuvak_lexo
ზეპ ვოლცოვი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8151
წევრი No.: 52291
რეგისტრ.: 24-January 08

გამოგზავნილია: 21 Oct 2019, 13:35  #55390596      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ხაბიბის წონის კლების ფორმულა გაშიფრულა ნეტში


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Vanpersie18
I’m gonna smash your boy


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22414
წევრი No.: 153731
რეგისტრ.: 5-September 12

გამოგზავნილია: 21 Oct 2019, 13:45  #55390640      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ტონის უთქვია ხაბა გამიყლისძირებსო და აღარ შევხვდებიო
chuvak_lexo
ზეპ ვოლცოვი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8151
წევრი No.: 52291
რეგისტრ.: 24-January 08

გამოგზავნილია: 21 Oct 2019, 15:55  #55391117      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გაცე ბიწოო lol.gif


...................
Hotstreak
zd all


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1990
წევრი No.: 144224
რეგისტრ.: 11-March 12

გამოგზავნილია: 21 Oct 2019, 15:55  #55391119      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
zeppelnick პერსიკას ჯერი იყო თემის გახსნის რა პონტია ბრატ mad.gif
წარმომიდგენია როგორ გააფორმებდა love.gif
zeppelnick
BMF prediction-ის ავტორი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8707
წევრი No.: 164018
რეგისტრ.: 21-March 13

გამოგზავნილია: 21 Oct 2019, 16:10  #55391171      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Hotstreak
QUOTE
წარმომიდგენია როგორ გააფორმებდა


ვაიმე biggrin.gif წარმოდგენაც არ მინდა.

დაახლოებით ასე დაიწყებოდა

QUOTE
MMA - Mixed Martial Arts შერეული საბრძოლო ხელოვნება საბრძოლო სპორტის ერთ-ერთი გამორჩეული სახეობაა, სადაც ხაბიბობისთვის აუცილებელია ფლობდე ხაბიბის რამდენიმე საბრძოლო ხელოვნებას. დღეს ხაბიბის სპორტი ბევრად განვითარებული და პოპულარულია, აგრეთვე კარგად ანაზღაურებადია თუ გამოდიხარ იქ, სადაც ხაბიბი გამოდის.

1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (122) [1] 2 3 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0367 ]   [ 14 queries used ]   [ GZIP Disabled ]