Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > ფეხი მტკივა


Posted by: *hedgehog* 3 Sep 2007, 16:51
მოკლედ რაშია ახლა საქმე. ფეხი მტკივა კოჭთან. ძლივს დავდივარ. ვერ ვამოძრავებ წესიერად. უკვე 2 თვეა ასე ვარ. ზოგჯერ უფრო მეტად მტკივა, ზოგჯერ ნაკლებად. მარა სულ მტკივა. მგონი ვკოჭლდები.

სპირტიანით შეხვევა ვცადე და არ მშველის. რაღაც კრემები წავისვი არც იმან მიშველა. არადა უკვე ძალიან მტკივა.

დედაჩემს აქვს მსგავსი ტკივილები ხელზე. ნევროლოგთან და ქირურგთან იყო, ორიველ რაღაც უმკურნალა, მარა საბოლოოდ არ უშველა არცერთმა. კიდე რის ექიმთან შეიძლება წავიდეს ადამიანი. ან იქნებ ვინმე კარგი ნევროლოგი და ქირურგი მითხრათ?

სავარაუდოდ არანაირი ტრამვა არ მიმიღია. უბრალოდ ერთ დღეს მთელი ფეხი ამტკივდა, ისე რო ვერ დავდიოდი და მერე მაგ ერთ ნაწილში დამრჩა ტკივილი sad.gif

ვინმემ რამე მასწავლეთ რა რა ვქნა

Posted by: tat 3 Sep 2007, 17:16
*hedgehog*
მე ეგრე ხელის ტიტზე მქონდა-ვერავინ დიაგნოზი ვერ დასვა, რენდგენზე შავი ლაქა ჩანდა და ონკოლოგიურში გამიშვეს, გზიდან ახლობელმა მიმაბრუნა ღუდუშაურში-კაკიტელაშვილ მარკთAნ, რაღაც წამალი დამინიშნა და მალამო, რომ დავამტავრე და უნდა მივსულიყავი აღმოჩნდა რომ მოკვდა.ეხლა მეც ეგრე ვზივარ და არ ვიცი რა ვქნაsad.gif
ასე რომ მეც მაინტერესებს ეს ტემა................................smile.gif

Posted by: *hedgehog* 3 Sep 2007, 17:42
tat
მართლა? აუ რა მალამოს ისმევდი? გიშველა ცოტა მაინც? დედაჩემიც ისმევს მალამოს, მარა არ შველის. სახელი არ მახსოვს სამწუხაროდ.

Posted by: basa-ttt 3 Sep 2007, 17:44
ისე, ერთი რენტგენი არ გაწყენდა...

Posted by: *hedgehog* 3 Sep 2007, 17:51
basa-ttt
ეგ კი ვიცი რო დამჭირდება, მაგრამ მერე მე იმ რენტგენს რა გავუგო? სად იღებენ რენტგენს საერთოდ? ექიმის გაგზავნა ან რამე არ ჭირდება?


ისე დედამ გაიკეთა, ქირურგმა დაავალა, მარა არაფერი არ გამოჩნდა.

Posted by: Gedsa_Neo 3 Sep 2007, 17:52
*hedgehog*
უზნაძეზე არ მისული მიხაილოვის სავადმყოფისთან არის ეზოში შესასვლელი არ მახსოვს გარეთ რა აწერია ორთოპედიული და ტრავმატოლოგიური მოკლედ კათედრაა ეზოში რომ შეხვალთ
თქვენ გაწუხებთ სახსრები, მანდ დავდიოდი დოდო ქართველიშვილთან ძალიან ბევრი ხალხი ჰყავს, კიდევ არის კაცი მაგრამ იმის სახელი არ მახსოვს ისიც ძალიან კარგია.
საერთოდ ერთეული სახსრის ტკივილით იწყება რევმატიზმი, (საშინელი დაავადებაა) სწორედ მაგაზე ჩავიტარე გამოკვლევა რენტგენი, სისხლში ცე რეაქტიული ცილა და კიდევ რამდენიმე ანალიზი.
მეც ზუსტად თვენნაირი ნიშნები მქონდა სრულიად ჯანმრთელი ხარო რაღაც პროცედურები დამინიშნეს.
მე ბავშვობიდან სუსუტი სახსრები მაქ და მაგას ვაბრალებ ახლაც ძალიან მშველის ზღვის წყალი და ურეკის ქვიშაა კიდევ კარგი

Posted by: *hedgehog* 3 Sep 2007, 17:57
Gedsa_Neo
სახსრები ხელი დადებითაც მტკივნეულია? მე ვიცი რო მოძრაობის დროს არის ეგ მტკივნეული sad.gif



Posted by: Gedsa_Neo 3 Sep 2007, 18:03
კი მოძრაობის დროს არის მტკივნეული, ხელის დადებით არ ვიცი, ალბათ შეშუპების დროს არის მე ხელის დადებით არ მტკიოდა.
ალბათ ერთხელ მისვლა და გამოკვლევა საჭიროა რაც მთავარია დარწმუნდე რომ რევმატიზმი არ არის
რაც მე იქ ვნახე ღმერთმა ყველა დაიფაროს ხალხი ხმამაღლა ტიროდა ტკივილისგან cry.gif
ჯერ არა და რამდენიმე წლის მერე კიდევ მივალ აუცილებლად და გამოვიკვლევ ხანდახან ახლაც მტკივა sad.gif

Posted by: *hedgehog* 3 Sep 2007, 18:08
Gedsa_Neo
QUOTE
ალბათ შეშუპების დროს არის

არა, გარეგნულად არაფერი მეტყობა. არც დალურჯებულია, არც შეშუპებული, არც გაწითლებული, არც არაფერი. ჯანმრთელი შეხედულება აქვს. თუ მტკივა არ აქვს მნიშვნელობა ვზივარ, დავდივარ თუ ვწევარ. ხვალ ჩავეწერები ექიმთან და ვნახოთ რა იქნება sad.gif

Posted by: tat 3 Sep 2007, 18:11
Gedsa_Neo
QUOTE
მაგაზე ჩავიტარე გამოკვლევა რენტგენი,

რენტგენზე რა გამოჩნდა?
QUOTE
მე ბავშვობიდან სუსუტი სახსრები მაქ

მეც ვკიოდი ისე მტკიოდა 5 წლამდე-გლანდებს სანამ ამომაჭრიდნენ და შეიძლება ეხლა ეგ იყოს?...აბა რატომ ვერ მიხვდა ვერავინ რა მჭირს?
*hedgehog*
მალამო იყო დოქტორ ტაისის არნიკა
წამალი არ მახსოვს-სადღაც მაქვს ჩაწერილი თუ გაინტერესებს მოვძებნიდი................

Posted by: *hedgehog* 3 Sep 2007, 18:16
tat
ხვალ მივალ ექიმთან ან ზეგ და მერე გეტყვი მე რას დამინიშნავენ. არ გაწვალებ ტყუილად.

აუ მე არც გლანდები მაქვს, არც არასდროს მქონია. შენ ონკოლოგიურში რატო გაგზავნიდნენ/ შეიძლება სიმსივნე იყოს? ფეხის სიმსივნე არსებობს? sad.gif(((((

Posted by: Gedsa_Neo 3 Sep 2007, 18:19
tat
QUOTE
რენტგენზე რა გამოჩნდა?

აბსოლიტურად არაფერი პათოლოგიური, საერთოდ რენტგენზე ჩანს თუ არის ძვლოვანი ან ხრტილოვანი პათოლოგია, თუ ასეთი არ არის იქ არც არაფერი გამოჩნდება
QUOTE
მეც ვკიოდი ისე მტკიოდა 5 წლამდე-გლანდებს სანამ ამომაჭრიდნენ და შეიძლება ეხლა ეგ იყოს?...აბა რატომ ვერ მიხვდა ვერავინ რა მჭირს?

გლანდებს მე სანამ ამომაჭრიდნენ ალერგიული ბრონხიტი მქონდა, სახსრებიც მითხრა რომ ალერიულიაო ზამთარში სიცივეზე მიშუპდება. შეიძლება შენიც ალერგიულია. მე დღესაც მაწუხებს სახსრები გამოკვლევები ჩავიტარე და რაც შეიძლებობა ვიმკურნალე ამაზე მეტს ვერაფერს გავაკეთებ... საერთოდ ძალიან ალერგიული ვარ ეხლა სეზონური რინიტით ვკვდები
შეიძლება შენიც ალერგიულია, თუმცა თუ გამოკველვა ჯერ არ ჩაგიტარებია აუცილებად რევმატიზმი გაადაამოწმე. ეგ მარტო სახსრების დაავადება არ არის პირველ რიგში გულს აზიანებს... მაგასთან ხუმრობა არ შეიძლება
* * *
QUOTE
აუ მე არც გლანდები მაქვს, არც არასდროს მქონია. შენ ონკოლოგიურში რატო გაგზავნიდნენ/ შეიძლება სიმსივნე იყოს? ფეხის სიმსივნე არსებობს? (((((


რათქმაუნდა არსებობს ძვლოვანი ქსოვილის სიმსივნე მაგრამ ასე დაპანიკება საჭირო არ არის chups.gif

Posted by: tat 3 Sep 2007, 18:29
quote]აუ მე არც გლანდები მაქვს, არც არასდროს მქონია. შენ ონკოლოგიურში რატო გაგზავნიდნენ/ შეიძლება სიმსივნე იყოს? ფეხის სიმსივნე არსებობს? (((((



რათქმაუნდა არსებობს ძვლოვანი ქსოვილის სიმსივნე მაგრამ ასე დაპანიკება საჭირო არ არის [/quote]
ხო რა....................................
QUOTE
რევმატიზმი გაადაამოწმე

ესეიგი ტავიდან ჩამოწერე რა-რანაირად უნდა გადამოწმდეს რევმატიზმი?
რენტგენი მაქვს( თითზე შავი წერტილით)
კიდევ?-სისხლის ანალიზი?

Posted by: Doloress 3 Sep 2007, 18:42
*hedgehog*
რის ექიმთან უნდა წახვიდე და არის ასეთი თემა, (სხვათაშორის ჩემი გახსნილი givi.gif) სადაც რომ არ იცი რა გჭირს, ჩამოწერ სიმპტომებს და გირჩევენ, რის ექიმთან წახვიდე.. ვოტ! tongue.gif

Posted by: ტანკე 3 Sep 2007, 18:55
პირველ რიგში ტრავმატოლოგთან მიდი.

Posted by: Gedsa_Neo 3 Sep 2007, 19:30
tat
როგორც ტანკემ გითხრა yes.gif
მე ჩემი ვარიანტი გირჩიე დოდო ქართველიშვილთან ვიყავი, ჯერ აუცილებლად ექიმთან უნდა მიხვიდე და ის გეტყვის რა გამოკვლევები დაგჭირდება, შეიძLება შენ მანამდე შეაგროვო მან კიდევ მოგთხოვოს დამატებით და ეს ყველაფერი დროს და ნერვებს ჭამს. ამიტომ ჯერ ექიმი yes.gif

Posted by: *hedgehog* 14 Sep 2007, 15:56
დავუბრუნდი ჩემს თემას smile.gif


ბევრი კვლევების მერე დადგინდა რო მჭირს ნიკოლო პოლოსის სინდრომი. იქნებ ვინმემ ინტერნეტში მომაძებნინოთ ეს სინდრომი?


მადლობაა

Posted by: *hedgehog* 17 Sep 2007, 11:50
ორთოპედები არ შემოდიან აქ? მომაძებნინეთ რა ინტერნეტში ეს სინდრომი sad.gif

Posted by: XAO 26 Mar 2008, 14:10
ეს ბოლო1 კვირაა დილაობით რო ვიღვიძებ და ფეხზე ვდგები რო ვადგავ კოჭის დაბლა მტკივა ერთ 15-20 მეტრს რო გავივლი მერე მივლის. მაგრად მაინტერესებს რისი ბრალია :| არც დალურჯებული არც გაწითლებული და არც არსად არ მიმირტყია smile.gif
აი აქ სადაც გაშავებულია smile.gif შუაში არ მტკივა მარცხენა მხარეს.

Posted by: gvamer 26 Mar 2008, 14:11
შეიძლება გადაგიბრუნდა და ცოტა იღრძე, არ გახსოვდეს

ალბათ გაგივლის

ხომ გაგიგია ძაღლი კოჭლობით არ კვდებაო smile.gif

Posted by: XAO 26 Mar 2008, 14:13
gvamer
QUOTE
შეიძლება გადაგიბრუნდა და ცოტა იღრძე, არ გახსოვდეს

ალბათ გაგივლის

ხომ გაგიგია ძაღლი კოჭლობით არ კვდებაო 

არ გადამბრუნებია დარწმუნებული ვარ smile.gif როდისღა გამივლის კვირაზე მეტია მტკივა უკვე.

Posted by: *hedgehog* 26 Mar 2008, 14:25
XAO
სადღაც მანდ მეც მტიკვა, მაგრამ მინდა გითხრა რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო.

შეიძლება ნერვის ბრალია, ან მყესი გაქვს დაჭიმული, ან..... მოკლედ სანამ გივლის თავისით ბედნიერი ხარ smile.gif მე ხან მთელი დღე მტკივა smile.gif

Posted by: XAO 26 Mar 2008, 15:06
*hedgehog*
QUOTE
სადღაც მანდ მეც მტიკვა, მაგრამ მინდა გითხრა რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო.

შეიძლება ნერვის ბრალია, ან მყესი გაქვს დაჭიმული, ან..... მოკლედ სანამ გივლის თავისით ბედნიერი ხარ  მე ხან მთელი დღე მტკივა 

ვაიმე ეხლა მეც რო მთელიდღე დამეწყოს ტკივილი smile.gif რამდენიხანია შენ რაც გტკიოდა?

Posted by: *hedgehog* 26 Mar 2008, 15:11
XAO
მე შარშან ზაფხულიდან მტკივა, პიკი შემოდგომაზე ქონდა, მერე ბევრი წამლები ვსვი და ცოტა გამიარა. ახლა ისევ იწყება. მე როცა მტკივა, თითქმის ყოველთვის აუტანლად მტკივა და

როგორც ამიხსნენს ბევრი მიზეზით შეიძლება გტკიოდეს ფეხი, დაწყებული გდაბრუნებით დამთავრებული ზურგის პრობლებებით.

მოკლედ თუ შემაწუხებელი ტკივილია ალბათ ჯობია ისევ ექიმს აჩვენო.

Posted by: XAO 26 Mar 2008, 15:24
*hedgehog*
QUOTE
მე შარშან ზაფხულიდან მტკივა, პიკი შემოდგომაზე ქონდა, მერე ბევრი წამლები ვსვი და ცოტა გამიარა. ახლა ისევ იწყება. მე როცა მტკივა, თითქმის ყოველთვის აუტანლად მტკივა და

როგორც ამიხსნენს ბევრი მიზეზით შეიძლება გტკიოდეს ფეხი, დაწყებული გდაბრუნებით დამთავრებული ზურგის პრობლებებით.

მოკლედ თუ შემაწუხებელი ტკივილია ალბათ ჯობია ისევ ექიმს აჩვენო.

არა ეხლა საერთოდ არ მტკივა დილაობით მტივა ხოლმე :| და შენ შიგნითა მხარეს გტკივა თუ გარეთა?

Posted by: *hedgehog* 26 Mar 2008, 15:36
XAO
მე მტკივა კოჭის დაბლა შიგნითა მხარეს ერთი წერტილი თავიდან, ახლა ტერფიც მტკივა. შენ გმერთმა დაგიფაროს ამ ტკივილისგან, ბოლოს სიარულიც კი მიჭირდა ისე მტკიოდა. ახლა არანაირ მოძრაობაში არ გტკივა?

ჩემი ექიმების რჩევების მიხედვით:
პრიველ რიგში უნდა შეამოწმო ფეხსაცმელი ხომ არ გტკენს ფეხს ანუ შეამოწმე შიგნით რაც დევს ფეხსაცმელში იმეორებს თუ არა (შენი) ტერფის ფორმას...
მერე კარგად უნდა გაიხსენო რამეს ხომ არ მიარტყი ან ხომ არ გადაგიბრუნდა ფეხი, უჩვეულოდ ბევრი იარე ბოლო პერიოდში...
და მესამე უნდა დააკვირდე როცა გტკივა კიდე სადმე ხომ არ გადაეცემა ეგ ტკივილი

სავარაუდოდ შენ ჩემნაირი ტკივილი არ გაქვს. თუ გცალია იქნებ ექიმთანაც მისულიყავი smile.gif


Posted by: XAO 26 Mar 2008, 15:49
*hedgehog*
QUOTE
მე მტკივა კოჭის დაბლა შიგნითა მხარეს ერთი წერტილი თავიდან, ახლა ტერფიც მტკივა. შენ გმერთმა დაგიფაროს ამ ტკივილისგან, ბოლოს სიარულიც კი მიჭირდა ისე მტკიოდა. ახლა არანაირ მოძრაობაში არ გტკივა?

ჩემი ექიმების რჩევების მიხედვით:
პრიველ რიგში უნდა შეამოწმო ფეხსაცმელი ხომ არ გტკენს ფეხს ანუ შეამოწმე შიგნით რაც დევს ფეხსაცმელში იმეორებს თუ არა (შენი) ტერფის ფორმას...
მერე კარგად უნდა გაიხსენო რამეს ხომ არ მიარტყი ან ხომ არ გადაგიბრუნდა ფეხი, უჩვეულოდ ბევრი იარე ბოლო პერიოდში...
და მესამე უნდა დააკვირდე როცა გტკივა კიდე სადმე ხომ არ გადაეცემა ეგ ტკივილი

სავარაუდოდ შენ ჩემნაირი ტკივილი არ გაქვს. თუ გცალია იქნებ ექიმთანაც მისულიყავი

არა ეხლა როგორც არ უნდა ვირბინო სულ თავდაყირაზე რო დავდგე არ მტკივა smile.gif ფეხიც არ გადამბრუნებია ეგ ნამდვილათ ვიცი. აი გუშინ რო ავდექი მაგ ადგილასაც მტკიოდა და და კოჭის წინ ზევითაც smile.gif მარა ორივემ ერთად გამიარა. ისე მტკიოდა 2-3 წუთი რო სიარული მიჭირდა.
ექიმს რაც შეეხება არ წავალ რა აზრიაქ biggrin.gif მუხლზეც მქონდა ადრე რაღაცა პრობლემა და ვერაფერი ვერ მითხრეს და არამგონია ამაზე რამე მითხრან smile.gif

Posted by: *hedgehog* 26 Mar 2008, 16:07
XAO
QUOTE
ექიმს რაც შეეხება არ წავალ რა აზრიაქ

ჰო მეც მაგიტომ მეზარება წასვლა, მაგრამ თან რო მტკივა?

QUOTE
მუხლზეც მქონდა ადრე რაღაცა პრობლემა და ვერაფერი ვერ მითხრეს და არამგონია ამაზე რამე მითხრან 

იქნებ ეგეც მუხლის ტკივილის ერთ-ერთი გაგრძელებაა?

ისე მეც ასე უაზროდ მტკივა, შეიძლება ვირბინო და არ მტკიოდეს და შეიძლება ჩემთვის წყნარად მეძინოს და ტკივლმა გამაღვიძოს.

საბოლოო გამოსავალი ისევ ექიმია, არ მოგიმატოს მერე ტკივილმა თორე.... მე თანახმა ვიყავი ფეხის მოჭრაზეც ისეთდ ღესი ვიყავი sad.gif

Posted by: XAO 26 Mar 2008, 16:31
*hedgehog*
QUOTE
მე თანახმა ვიყავი ფეხის მოჭრაზეც ისეთდ ღესი ვიყავი 

wow.gif ეგრე როგორ გტკიოდა.

არა მუხლის ბრალი არაა ეხლ მარჯვენა ფეხი მტკივა და მაშინ მარცხენა მუხლი მტკიოდა მტკიოდა რა არ მტკიოდა სითხე ჩამიდგა 3 ჯერ. ეხლა აგარ მომდის ეგრე სამუხლეს ვიკეთებ პახოდში ან ფეხბურთს თუ ვთამაშობ smile.gif

Posted by: *hedgehog* 26 Mar 2008, 16:43
XAO
24 საათი კვირაში შვიდ დღე რარაც რო გტკივა 2 თვეზე მეტ ხანს, მერე ყველაფერზე თანახმა ხარ smile.gif ამას დაუმატე საშინელი კუჭის ტკივილი, რაც წამლება გამოიწვიეს და პრაქტიკულად ჯოჯოხეთში ხარ.

ახლაც მტკივა, მაგრამ ფსიქოლოგიურად ვებრძვი ცემ თავს და ვარწმუნებ რომ არ მტკივა. მეზარება ექიმებთან სიარული, მგონი არც ჯერათ რო რამე მტკივა გარეგნულად ისეთი ჯანსაღი ვიდი აქვს ჩემს ფეხს gigi.gif

Posted by: XAO 26 Mar 2008, 16:50
*hedgehog*
QUOTE
24 საათი კვირაში შვიდ დღე რარაც რო გტკივა 2 თვეზე მეტ ხანს, მერე ყველაფერზე თანახმა ხარ  ამას დაუმატე საშინელი კუჭის ტკივილი, რაც წამლება გამოიწვიეს და პრაქტიკულად ჯოჯოხეთში ხარ.

ახლაც მტკივა, მაგრამ ფსიქოლოგიურად ვებრძვი ცემ თავს და ვარწმუნებ რომ არ მტკივა. მეზარება ექიმებთან სიარული, მგონი არც ჯერათ რო რამე მტკივა გარეგნულად ისეთი ჯანსაღი ვიდი აქვს ჩემს ფეხს 

ეგრე მაგრად ტეხავს sad.gif რენდგენი გადაიღე?

ჩემმა ფეხმაც ეგრე არ დაუცყოს ტკივილი თორე გავგიჟდები smile.gif ძლივს მოვიდა პახოდების სეზონი biggrin.gif

Posted by: *hedgehog* 26 Mar 2008, 17:19
XAO
იმედია არ დაიწყებს, მაგიტომ ჯობია ჯასტ ერტი ვიზიტით მაინც ეწვიო ექიმს. იქნებ უბრალო მიზეზ აქვს რამე და მე გაშინებ აქ უჯასებს გიყვები smile.gif

Posted by: mtvareuli 26 Mar 2008, 19:22
XAO

სანამ თემას გახსნი, გადახედე ხოლმე რა! http://forum.ge/?showtopic=33777430&view=findpost&p=6973070


Posted by: XAO 27 Mar 2008, 00:06
*hedgehog*
QUOTE
იმედია არ დაიწყებს, მაგიტომ ჯობია ჯასტ ერტი ვიზიტით მაინც ეწვიო ექიმს. იქნებ უბრალო მიზეზ აქვს რამე და მე გაშინებ აქ უჯასებს გიყვები 

რა უჟასებიც არ უნდა მომიყვე დავიჯერებ biggrin.gif biggrin.gif
mtvareuli
QUOTE
სანამ თემას გახსნი, გადახედე ხოლმე რა! განყოფილების წესები,გზამკვლევი,კატალოგი (post #6973070)

საჭირო არ იყო ესეთი ტონით მომართვა smile.gif

Posted by: tata-bata 28 Mar 2008, 19:28
QUOTE
ფეხი მტკივა, რის ექიმთან უნდა წავიდე?


ფეხოლოგთან yes.gif

Posted by: *hedgehog* 31 Mar 2008, 10:41
tata-bata
QUOTE
ფეხოლოგთან

კარგი ფეხოლოგი ხომ არ იცი ვინმე gigi.gif

ისე რევმატოლოგიური ცენტრი თუ რაღაც ყოფილა მარჯანიშვილზე, ვინმემ ზუსტად იცით სად არი და როგორ უნდა მოვხვდე იქ? მაგ. წინასწარ ჩაწერა ან რამე ხომ არ უნდა?

Posted by: XAO 10 Apr 2008, 01:42
*hedgehog*
როგორ ხარ? კიდე გაწუხებს ფეხი? smile.gif ტფუ ტფუ ტფუუ და მე უკვე გამიარა smile.gif

Posted by: *hedgehog* 10 Apr 2008, 09:59
XAO
გილოცააააავ smile.gif

მე თავიდან დამეწყო ამ ბოლო დროს ყველაფერი და გადავწყვიტე ისევ მივიდე ექიმთან. წინასწარ ვკვდები user.gif

Posted by: augun-446 11 Apr 2008, 14:01
QUOTE
ისე რევმატოლოგიური ცენტრი თუ რაღაც ყოფილა მარჯანიშვილზე, ვინმემ ზუსტად იცით სად არი და როგორ უნდა მოვხვდე იქ? მაგ. წინასწარ ჩაწერა ან რამე ხომ არ უნდა?

დ.უზნაძის 10 მემგონი . უზნაძეზე TBS-დან ქორწინების სახლისკენ რო წახვალ ასე 500მ-ში მარცხნივ არის რევმატოლოგია, აწერია. შესასვლელი ეზოდაან აქ. მიხვალ დადგები რიგში და მიიღებ კონსულტაციასაც და თუ საჭიროა გამოკვლევებსაც გაიკეთებ.

Posted by: *hedgehog* 11 Apr 2008, 14:38
augun-446
დიდი მადლობა, სამშაბათს ვარ ჩაწერილი ექიმთან.... იმედია ცუდს არაფერს მეტყვიან smile.gif

Posted by: XAO 11 Apr 2008, 16:18
*hedgehog*
გვითხარი მერე რს გეტყვის რისი ბრალიაო smile.gif

Posted by: XAO 26 Apr 2008, 14:02
*hedgehog*
რაო რა გითხრეს როგორ გაქ ფეხი კიდე გტკივა ხოლმე?

Posted by: *hedgehog* 29 Apr 2008, 10:21
XAO
კიდე მაკვირდებიან, ჯერ ჯერობით ვერ დაადგინეს რატო მტკივა.

შენ რას შვები> გაგიარა და გაგიარა? მუაგარიააა

Posted by: @@@@ 29 Apr 2008, 12:08
ფეხები რო გისივდება რის ექიმთან უნdა მიხვიდე?

Posted by: XAO 29 Apr 2008, 12:59
*hedgehog*
QUOTE
კიდე მაკვირდებიან, ჯერ ჯერობით ვერ დაადგინეს რატო მტკივა.

შენ რას შვები> გაგიარა და გაგიარა? მუაგარიააა

ამდენი ხანი რით ვერ გაიგეს რისი ბრალი smile.gif მაგარი ექიმები გვყავს რა biggrin.gif
მე რო გამიარა იმის მერე აღარც ამტკივებია smile.gif

Posted by: *hedgehog* 29 Apr 2008, 14:22
XAO
QUOTE
ამდენი ხანი რით ვერ გაიგეს რისი ბრალი  მაგარი ექიმები გვყავს რა

პაციენტიც არ ვაკლებ gigi.gif აუ რავი მართლა რაღაც უჩვეულობა მჭირს მეც ვხვდები lol.gif მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ვერ დაადგინეს რა მჭირს, მე ჩემ ექიმებს მაინც ძალიან ვაფასებ. ძაან ბევრს ვაფიქრებ ჩემზე user.gif

Posted by: @@@@ 1 May 2008, 14:54
ფეხები რო გისივდება რის ექიმთან უნdა მიხვიდე?

Posted by: *hedgehog* 1 May 2008, 15:07
@@@@
QUOTE
ფეხები რო გისივდება რის ექიმთან უნdა მიხვიდე?

ალბათ ჯობია თერაპევტს ეჩვენო, გაიგებს რის გამო გისივდება ფეხები და ან თვითონ გიმკურნალებს ან საჭირო სპეციალისტთან გაგიშვებს.


ვინმემ იცის წამალი დალევიდან რამდენ ხანში მოქმედებს?

Posted by: @@@@ 2 May 2008, 15:34
QUOTE
ვინმემ იცის წამალი დალევიდან რამდენ ხანში მოქმედებს?


ტკივილგამაყუჩებელი, მაგალითად, დალევიდან 15 წუთში მოქმედებს

Posted by: exploit 8 Jun 2008, 17:23
იქნებ მირჩიოთ რამე

2 თვეა კუნთი მტკივა ფეხზე მივედი ვიღაც ფინაჩ ქირურგთან დამინიშნა რაღაცა მაზის წასმა ვისვი ეს მაზი ფეხზე ელასტიურ ბინტს ვიჭერდი
არ მიშველა და აღარ მივედი მაგ ექიმთან
ეხლა ტრავმატოლოგთან მივედი ვუთხარი ფეხი მტკივა თქო
კუნთია დაჭიმულიო არც კი უნახია ფეხი ეგრე მითხრა რაღაც მაზის შეზელვა დამინიშნა ეს კონსულტაცია იყო და ფული გადაიხადეო ეგრევე ამახია მაყუთი
რა მაგარი ექიმები გვყავს ეხლა კი ვისმევ მესამე დღეა ამ მაზს და შედეგი არ აქვს
როგორ უნდა მოვიქცე???

დედამიჯმულებმა ხელით მაინც გასინჯოს კუნთი თვალით მაინც შეხედონ ეგრევე სრაზუ იციან დიაგნოზი........

60 ლარი ისე დავხარჯე ფეხი არც კი უნახიათ და შედეგიც არაა

Posted by: თეოგოგო 8 Jun 2008, 17:35
exploit
რა მალამოებს ისვამ(დი)?

Posted by: exploit 8 Jun 2008, 17:59
თეოგოგო
QUOTE
რა მალამოებს ისვამ(დი)?

SAVARIX ვისმევდი + ბინტს ვიჭერდი წვივზე

ეხლა ვისმევ ტრაუმელის მალამოს და ფონოფორეზი უნდა გამიკეთონ 10 ჯერ


Posted by: თეოგოგო 8 Jun 2008, 19:09
სავარიქსი, როგორც გავარკვიე, ჰეპარინის შემცველი მალამოა და ძირითადად ჰემატომებზე, ვენურ შეგუბებას, შეშუპებასა და მსგავს რამეებზე იხმარება.

ტრაუმელი კი ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ჰომეოპათიური მალამოა.
ფონოფორეზი ფიზიოპროცედურა იქნება და დუეტში, მგონი კარგი ეფექტი უნდა მოგცეს.
მე არც ტრავმატოლოგი ვარ და არც ქირურგი. იქნებ ჩემზე კომპეტენტურმა გიპასუხოს ვინმემ. smile.gif


პ.ს. ჩემ ძმას აქვს ტრავმირებული ხელის მტევანი (კედელზე მოუხვდა უხეშად). გვიან მივაკითხეთ და ექიმმა ჩვენც მარტო ლიოტონი(ჰეპარინია იგივე.ხომ ხედა რა მოდაშია biggrin.gif) გამოგვიწერა . რენდგენის გადაღებას რა აზრი აქვს? უკვე შეხორცდებოდაო. ეს წაისვი და ხელით არ იმუშაოო biggrin.gif

Posted by: exploit 9 Jun 2008, 00:25
თეოგოგო
QUOTE
სავარიქსი, როგორც გავარკვიე, ჰეპარინის შემცველი მალამოა და ძირითადად ჰემატომებზე, ვენურ შეგუბებას, შეშუპებასა და მსგავს რამეებზე იხმარება.

QUOTE
ტრაუმელი კი ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ჰომეოპათიური მალამოა.

არადა არც ანთება არ მაქვს არც არც ვენური შეშუპება
სარბენი ბილიკი ვიყიდე და თავიან იმდენი ვირბინე რომ კუნთი მეტკინა მას მერე აღარ დავრბივარ სანამ არ მოიჩენ არ ირბინოო მეგობარმა მითხრა

ხოდა ეხლა იმაზე ვფიქრობ რა აზრიაქვს ამ ანთების საწინააღმდეგო მალამოს წასმას ან იმას რა აზრი ქონდა ვენური შეშუპების წამალს რომ ვისმევდი
მოკლედ თუ არ მომირჩინა ექიმმა შეიძლება ძალიან ვეუხეშო მერე sad.gif




Posted by: თეოგოგო 9 Jun 2008, 02:13
exploit
წაისვი ტრაუმელი და გაიკეთე ფორეზი.და საერთოდ ლაზერი და მისი "მეზობელი" ფიზიო-პროცედურები ძალიან კარგად მოქმედებს მსგავს შემთხვევებში.მე მეორე დანიშნულება უფრო "საიმედოდ" მიმაჩნია, თმც ზემოთ ვთქვი, რომ არ ვარ მთლად კომპეტენტური მაგ საკითხში.


მჯდომარე სამუშაო გაქვს?
დატვირთვას იღებს ფეხი დღის განმავლობაში?




QUOTE
მოკლედ თუ არ მომირჩინა ექიმმა შეიძლება ძალიან ვეუხეშო მერე

და მასე მოგირჩება? biggrin.gif


მერე მესამე ექიმთან წახვალ, მერე მეოთხესთან და.. კუნთი თავისით ჩადგება მწყობრში ამასობაში.. შენ კი გეგონება "აი რა კაი ვქენი, რომ არ შევეშვი და მეხუთე ექიმთან მაინც მივედიო"


გამოჯანმრთელებას გისურვებ. smile.gif

Posted by: exploit 9 Jun 2008, 17:41
თეოგოგო
QUOTE
მჯდომარე სამუშაო გაქვს?
დატვირთვას იღებს ფეხი დღის განმავლობაში?

თითქმის მთელი დღე ვზივარ cry.gif

მაგიტომ ვიყიდე სარბენი ბილიკი რომ ფიზიკური აქტივობა ორგანიზმს ქონოდა

Posted by: თეოგოგო 10 Jun 2008, 01:56
exploit
QUOTE
თითქმის მთელი დღე ვზივარ

ეს ცუდია. ასეთ შემთხვევაში ხდება სწორედ შეგუბება ვენურ სისტემაში. user.gif

QUOTE
მაგიტომ ვიყიდე სარბენი ბილიკი რომ ფიზიკური აქტივობა ორგანიზმს ქონოდა

მერე სიარულით ვერ დაიწყე? ზედმეტი დატვირთვა მოგივიდა ალბათ პირველივე ჯერზე cry.gif
იმედია ყველაფერი კარგად იქნება smile.gif

Posted by: nosperato 16 Jun 2008, 18:54
მამაჩემს ტკივა ფეხის ტერფები და კოჭები სიარული უჭირს რითი შეიძლება იყოს გამოწვეული ეს ტკივილი ?

Posted by: exploit 16 Jun 2008, 19:53
თეოგოგო
ვერც ფონოფორეზმა და ტრაუმელის მალამომ ვერ მომცა შედეგი
დღეს ტატიშვილის კლინიკაში ექოსკოპია გადამიღეს და ესეთი პასუხი მომცეს

მარცხენა დიდი წვივის ძვლის პროქსიმალური მიდამოს დორსალურად სიგრძივი კვეთისას ძვლოვანი ზედაპირი მცირედ არათანაბარკონტურიანია. შედარებით კონტრლატერალურ მხარესთან გათხელებულია. ამავე საპროექციო არეში რბილი ქსოვილები მცირედ შეშუპებულია, შესაძლებელია კორტიკალიტის სურათი. აუცილებლად მიგვაჩნია ამ მიდამოს დამიზნებითი რენტგენოგრაფია. ვინაიდან შედარებით კონტრლატერალურ მხარესთან განსხვავება ერთმნიშვნელოვნად მცირეა. თვით კანჭის ტყუპი კუნთების გამოსახულება ნორმალურია.

user.gif

* * *
რენტგენი სად გადავიღო ეგებ მირჩიოთ?
მაშინვე აღარ გამახსენდა მანდვე ტატიშვილის კლინიკაში რომ გადამეღო

Posted by: ikebana 16 Jun 2008, 20:07
exploit
როგორც ჩანს თავიდანვე დიდი დატვირთვა მიიღე უმოძრაო ცხოვრების წესის ფონზე.
ჯობდა სხვაგვარად დაგეწყო და თანდათან გაგეზარდა დატვირთვა.
მეც მქონია მასე, რამდენიმე დღე. მაგრამ 2 თვე ნამეტანია. იქნებ იოგია დაზიანებული?

ისე აქ ტრავმატოლოგი გვყავს დაითიო დ აიქნებ ეთქვა რამე უკეთესი.

Posted by: exploit 16 Jun 2008, 20:16
ikebana
QUOTE
მაგრამ 2 თვე ნამეტანია. იქნებ იოგია დაზიანებული?

რენდგენზე გამოჩნდება ალბათ ისე კი 3 თვეზე მეტია მგონი user.gif
მარტის შუა რიცხვებიდან დაახლოებით...


Posted by: ikebana 16 Jun 2008, 20:32
exploit
იოგების დაზაიენება არამგონია რენტგენზე გამოჩნდეს. უფრო გასინჯვით.
ისე იქნებ სისხლძარღვებია დაზიანებული? ანგიოგრაფია არ გაუკეთებიათ?

Posted by: exploit 16 Jun 2008, 20:53
ikebana
QUOTE
ისე იქნებ სისხლძარღვებია დაზიანებული? ანგიოგრაფია არ გაუკეთებიათ?

რავი არაფერი არ გაუკეთებიათ გამგზავნეს ექოსკოპიაზე ექოსკოპიიდან რენდგენზე
სად მირჩევ რენდგენის გადაგებას?

Posted by: თეოგოგო 16 Jun 2008, 21:04
ikebana
exploit
მანდ ძვალზეა გამახვილებული ყურადღება მგონი, უმეტესად. არამგონია კუნთების მდგომარეობის გასარკვევად გაეგზავნოთ რენდგენზე.

რენდგეexploit
ნის გადაღება ყველგან შეგიძლია. მგონი პრობლემა არ უნდა იყოს კარგი სურათი. მთავარი რენდგენის "წაკითხვაა", თორემ სურათს ყველგან გადაიღებენ, სადაც (არცთუ დენიკინის დროინდელი, ოღონდ... biggrin.gif) რენდგენის კაბინეთი აქვთ .

Posted by: ikebana 16 Jun 2008, 21:37
თეოგოგო
QUOTE
მანდ ძვალზეა გამახვილებული ყურადღება მგონი, უმეტესად. არამგონია კუნთების მდგომარეობის გასარკვევად გაეგზავნოთ რენდგენზე.

თავისთავად, რენტგენზე აბა რისთვის გაგზავნიდნენ.

exploit
http://forum.ge/?f=43&showtopic=33630006
http://forum.ge/?f=43&showtopic=33722586
http://forum.ge/?f=43&showtopic=33767806
ესენი ნახე აბა

Posted by: exploit 17 Jun 2008, 20:21
ესეიგი ჩემი ფეხის და ექიმების ისტორიის გაგრძელება ესეთია
ტატიშვილის კლინიკიდან გარკვევით ვერ მითხრეს პასუხი და რენტგენზე გამიშვეს რენტგენის პასუხი მივიტანე ტრავმატოლოგთან
ეხლა მითხრა ტომოგრაფიული გამოკვლევა ჩაიტარეო
mo.gif

ჯერჯერობით ზუსტი პასუხი არაა mad.gif

Posted by: exploit 19 Jun 2008, 18:55
კაროჩე 200 ლარამდე ფული და უფრო ძვირადღირებული ჩემთვის დრო და ნერვები წაიღო ამ მკურნალობამ საბოლოო ჯამში დიაგნოზიც ვერ გაიგეს დავანებე ექიმებთან სიარულს თავი და ჩემით გამივლის 1-2-3 წელიწადში


მაგარი ექიმები გვყავს ძალიან მაგარი bis.gif

Posted by: თეოგოგო 19 Jun 2008, 23:17
exploit
QUOTE
მაგარი ექიმები გვყავს ძალიან მაგარი

sad.gif
* * *
ტრაუმელის ანოტაცია მოვნახე ქართულად. შეიძლება აქტუალური აღარაა, მაგრამ ჩვენებას მაინც დაგიწერ და იქნებ მოგინდეს მკურნალობის გაგრძელება smile.gif
შემადგენლობა: 100გ მალამო შეიცავს:
Arnica D3- 1,5გ; Calendula o, Hamamelis o- შესაბამისად 0.45გ. Echinacea angustifolia o, Echinacea purpurea o, Camomila o -შესაბამისად 0.15 გ; Symhpytum D4, Bellis perenis o -შესაბამისად0.1 გ; Hypericum D6, Millefolium o -შესაბამისად 0.09 გ; Belladona D1, Aconitum D1 - შესაბამისად 0.05გ; Mercurius solubilis Hahnemanni D6 - 0.04გ , Hepar sulfuris D6 0.025გ ეთანოლით სტაბილიზირებული ჰიდროფილური მალამო (DAB).12.5 vol % ethanol.
ჩვენება: სხვადასხვა დაზიანება(სპორტული, სატრანსპორტო ან საყოფაცხოვრებო შემთხვევა), შეშუპება, დაჟეჟილობა, დაჭიმულობა, ამოვარდნილობა, მოტეხილობა, სისხლჩაქცევა. კონტუზია. ანთებითი და დეგენერაციული პროცესები სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებში. განსაკუთრებით საყრდენ-მამოძრავებელ აპარატში (ტენდოვაგინიტი, ბურსიტი, მხრის ეპიკონდილიტი, ართროზი). ასევე პაროდონტიტის, პაროდონტოზის და ღრძილების დაჩირქებისას.
წინააღმდეგ ჩვენება: მომატებული მგრძნობელობა მცენარე არნიკის მიმართ.
გვერდითი ეფექტი: მალამოს ხმარებისას იშვიათად კანზე ალერგიული რეაქცია მოსალოდნელი.
სხვა პრეპრატებთან ურთიერთქმედება: აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.
დოზირება: დილა-სარამოს ან აუცილებლობის შემთხვევაში უფრო ხშირად.
გამოყენების წესი:მალამოს 2-3 სმ სვეტი მტკივნეულ ადგილას შეიზილეთ მსუბუქი ხელსმით. შესაძლებელია ნახვევის დადებაც.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: დაიცავით გადახურებისაგან! შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ტუბი დახურეთ გამოყენებისთანავე.
შეფუთვა: 50 ან 100 გრ. ტუბში.
აფტიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტით.
ინფორმაცია პაციენტებისათვის: ფირმა "ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ"-ის პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული,მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით, მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.
მწარმოებელი ფირმა:
"ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელი გმბჰ",
დოქტორ რეკევეგის შტრასე 2-4
D-76532 ბადენ-ბადენი, გერმანია
ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში:
შ.პ.ს. "ნატუროპათი"
1077. თბილისი. ალ. ყაზბეგის გამზ.33




eek.gif ტიტუუუ, რამოტოლა დამიწერიააა! მგონი ასე დაწვრილებით ამდენი მე არ წამიკითხავს ეგ მალამო, როცა ვიყიდე lol.gif


გამოჯანმრთელებაშიიიი! smile.gif

პ.ს. სადაც o წერია. მანდ ყველგან ირიბად გადახაზული 0 ეწერა. მე ეგ სიმბოლო ვერსად მოვნახე და "მოდიფიცირება გავუკეთე" biggrin.gif

Posted by: exploit 20 Jun 2008, 00:46
თეოგოგო
დიდი მადლობა 2kiss.gif
გავაგრძელებ ტრაუმელის წასმას სანამ გამოილევა

ექიმებში სიარული უაზრობაა

Posted by: თეოგოგო 20 Jun 2008, 01:14
exploit
QUOTE
გავაგრძელებ ტრაუმელის წასმას სანამ გამოილევა

yes.gif
მგონი სარბენი ბილიკის სასიარულოდ გამოყენება უკეთეს შედეგს მოგცემს. სანამ დაღლას იგრძნობ, მანამდე იარე პირველ ხანებში. ტკივილის წარმოშობის ან გაძლიერების შემთხვევაში ეგრევე შეჩერდი! ჩემი აზრით სიარული უნდა "წაგეხმაროს" მკურნალობაში. smile.gif

QUOTE
დიდი მადლობა

არაფრის smile.gif




იმედია თვის ბოლოს
QUOTE
ექიმებში სიარული უაზრობაა
ასე აღარ გაგვლანძღავ biggrin.gif

Posted by: exploit 23 Jun 2008, 13:18
თეოგოგო
შარშან დეკემბერში მოხუცი პაპა მივიყვანეთ სავადმყოფოში გადასხმა დაუყენეს 1 საათიც ვერ იცოცხლა

გუშინ ბებიაჩემი მივიყვანეთ მიხაილოვში კიბიდან ჩამოვარდა დაჟეჟილი ქონდა გვერდი
დღეს ორი საათის წინ გადასხმა დაუყენეს და სულ გალურჯდა კვდებოდა დროულად რომ არ გამოერთოთ გადასხმა კიდევ კაი პალატაში დეიდაჩემი იყო და დროულად ატეხა ხმაური


ზუსტად იგივე მოხდა მეორე ოთახში კაცი რამის მოკლეს ცოლმა გადაარჩინა ეგეც დღეს მოხდა
ის თემა ვერ ვიპოვე ექიმების არაპროფესიონალიზმზე რომ იყო

QUOTE
ასე აღარ გაგვლანძღავ

smile.gif

Posted by: თეოგოგო 23 Jun 2008, 21:06
exploit
QUOTE
შარშან დეკემბერში მოხუცი პაპა მივიყვანეთ სავადმყოფოში გადასხმა დაუყენეს 1 საათიც ვერ იცოცხლა

ვწუხვარ sad.gif

QUOTE
გუშინ ბებიაჩემი მივიყვანეთ მიხაილოვში კიბიდან ჩამოვარდა დაჟეჟილი ქონდა გვერდი
დღეს ორი საათის წინ გადასხმა დაუყენეს და სულ გალურჯდა კვდებოდა დროულად რომ არ გამოერთოთ გადასხმა კიდევ კაი პალატაში დეიდაჩემი იყო და დროულად ატეხა ხმაური

ეს, რას ნიშნავს? შეცდომით დაუდგეს რამე?






ფეხი, როგორ გაქვს?

Posted by: exploit 23 Jun 2008, 21:35
თეოგოგო
QUOTE
ეს, რას ნიშნავს? შეცდომით დაუდგეს რამე?

ხო რავი რა დაუდგეს ეგრე უთქვიათ სისტემის ბრალიაო ცუდებია შემოტანილიო
ცუდები თუა შემოტანილი რატომ იყენებენ დასახოცები არ არიან?


QUOTE
ფეხი, როგორ გაქვს?

ისევ ისე biggrin.gif

მივანებე თავი ექიმებში სირბილს როცა გამივლის გამივლის

Posted by: lexomd 23 Jun 2008, 22:46
exploit
არასწორად არ გამიგო, მაგრამ არსებობს მედიცინაში სიტუაციები, როდესაც ზუსტი დიაგნოზის დასმა გაძნელებულია და ექიმების არაპროფესიონალიზმი არაფერ შუაშია, თან ამდენ ექიმთან ყოფილხარ, აქედან ერთიც არ იყო "ჭკვიანი"? საზღვარგარეთ პირველივე მისვლაზე ჩაგიტარებდნენ ყველანაირ გამოკვლევას ტომოგრაფიის ჩათვლით (დაზღვევა იხდის და "გაწეწავდნენ" smile.gif ) და დიაგნოზსაც რამდენიმე საათში დასვამდნენ.
ჩემი აზრით, აუცილებელია ზუსტი დიაგნოზის დასმა, ამისთვის ნამდვილად ღირს თავის შეწუხება.

პ.ს. აბა ერთი ტკივილის ხასიათი დაწერე, და როდის გტკივა, დღე,ღამე, სიარულის მერე და ა.შ.

Posted by: kopa 23 Jun 2008, 22:47
QUOTE
ფეხი მტკივა, რის ექიმთან უნდა წავიდე?

ყელ-ყურის ექიმთან smile.gif

Posted by: exploit 24 Jun 2008, 01:09
lexomd
QUOTE
არასწორად არ გამიგო, მაგრამ არსებობს მედიცინაში სიტუაციები, როდესაც ზუსტი დიაგნოზის დასმა გაძნელებულია და ექიმების არაპროფესიონალიზმი არაფერ შუაშია, თან ამდენ ექიმთან ყოფილხარ, აქედან ერთიც არ იყო "ჭკვიანი"? საზღვარგარეთ პირველივე მისვლაზე ჩაგიტარებდნენ ყველანაირ გამოკვლევას ტომოგრაფიის ჩათვლით (დაზღვევა იხდის და "გაწეწავდნენ

საქმეც მაგაშია რომ დაზღვევაშიც რაღაც სირობები დაიწყეს და ტომოგრაფიაზე უარი მითხეს
კაროჩე გურჯისტანია რა




lexomd
QUOTE
პ.ს. აბა ერთი ტკივილის ხასიათი დაწერე, და როდის გტკივა, დღე,ღამე, სიარულის მერე და ა.შ.

ტერფის წინა ნაწილის მიწაზე დაჭერით გინდა სირბილის გინდა სიარულის დროს დღის ნებისმიერ დროს

გაუსაძლისი ტკივილი არ მაქვს ნამდვილად არც მივიდოდი ექიმთან არ მივაქცევდი ყურადღებას მაგრამ ზღვის სეზონისთვის სერიოზულად ვაპირებდი წონის დაგდებას უნდა მერბინა ხოდა 3 თვეზე მეტია ასე გავწვალდი ექიმებში სიარულით

Posted by: lexomd 24 Jun 2008, 08:51
exploit
და ტკივილი რა ადგილას გაქვს? წვივზე?

Posted by: Bivrili 24 Jun 2008, 12:01
აქ რომ მივაწერო ჩემი ფეხის ამბები ხომ არ გამიბრაზდებით?.....................

კვედა კიდურები მტკივა დაახლოებით 2 კვირაა, და წვივის ძვლები , თითქოს ხელს რომ ვადებ მეჩვენება რომ ვენები გადიდებული არის .............

Posted by: lexomd 24 Jun 2008, 18:45
Bivrili
QUOTE
კვედა კიდურები

რას გულისხმობ? და რა დროს გტკივა?

Posted by: exploit 28 Oct 2008, 18:40
კიდევ დავწერ ჩემი პრობლემის შესახებ და იქნებ კაი ექიმი მირჩიოთ
მაგნიტური ტომოგრაფია გავიკეთე დასკვნაც მომცეს და კიდე დოპლერგრაფიული კვლევა უნდა გაიკეთოო
მგონი მეკაიფებიან ბოლო არ უჩანს ერთი ექიმიდან მეორესთან გაშვებას
რა ჯდება ეგ დოპლეგრაფული კვლევა ხომ არ იცით?
და კაი ექიმი თუ იცით სავარაუდოდ ვენაა გაგანიერებული და მაგისგან მაქვს პრობლემა

Posted by: Жми На Газ 24 May 2010, 07:34
იტოკში ბუნებში ვიყავი რა და ხე იყო მოჭრილი ძირში ერთი 10 სანტიმეტრიღა იყო ზემოდან ბალახებში ვერ დავინახე და რასაცქვია მაგრად მივარტყი წინიდან ფეხი
ხოდა წინ სპიჩკის თვის ხელა სისხლჩაქცევა მქ ( ეს მკიდია)
მარა თითს რო ხრი დაახლოებით მანდ მძვალი მტკივა მაგრა (მგონი სახსარში)
გინდა ხელი დაიდო გინდ მოხარე თითი აზრი რაქ Yველნაირი მოქმედებაზე მტკივა
მაგ ხეს მოუთღან მომჭრელი რაააააა

ხოდა მე რა მჩრის?????????? მეშველება რამე? რამდენ ხანში გამივლის
ეხლ არ დამიწყოთ ექიმს გაესინჯე, რედგენული ფოტო გადაიგე და ეგეთები givi.gif

Posted by: Thandrus 24 May 2010, 10:27
Жми На Газ

http://forum.ge/?showtopic=33722586&f=&st=435&#entry19720945

აქაც დასვი ეს შეკითხვა.

Posted by: ქართლოსი 16 Jul 2012, 00:06
exploit
ეგ რა ავატარი გიყენია

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)