გამარჯობა. ყველას მოგესალმებით. ვფიქრობ პოსტს სწორ განყოფილებაში ვდებ. ძაან ბევრი სტატია წავიკითხე, ბევრის რჩევაც მოვისმინე და ყველამ სხვადასხვა მირჩია. თქვენი რჩევა ძალიან გამომადგება და ვინც კომპეტენტური ხართ ამ საკითხში იქნებ დამეხმაროთ. მაცივრის შეძენა გადავწყვიტე. ბიუჯეტში ვარ შეზღუდული ამიტომ ორი მოდელი შევარჩიე და მათი მახასიათებლებიდან გამომდინარე გთხოვთ მირჩიოთ რომელზე შევაჩერო არჩევანი. ესენია:
1) Hisense DB35DCUR-INOX
2) Indesit DS 3181 W (UA)
ჩემი მთავარი მოთხოვნაა იყოს ნახევრად მშრალი (ამის გამო დიდი არჩევანიც არ მაქვს) და რაც უფრო დიდი ლიტრაჟობის იქნება მით უკეთესი. ორივე ნახევრად მშრალია, ლიტრაჟობა განსხვავებული საგრძნობლად რაც ვნახე, მაგრამ ისიც მითხრეს, რომ ზომებში 5 სანტიმეტრია სხვაობები და ლიტრაჟობაში ამხელა სხვაობა არ უნდა იყოსო, მაგრამ სადაც არ გადავამოწმე ესე წერია. არჩევანის გაკეთებაში იქნებ დამეხმაროთ რომელი უფრო ხარისხიანია. სპილენძის მილები უნდა ქონდეს სადაც ფრეონი მოძრაობსო, წარმოდგენა არ მაქვს სპილენძია, ალუმინი თუ სხვა მეტალი. ეს მოდელები რომ დააკოპიროთ დევს მაღაზიებში. განვიხილავ სხვა მოდელსაც თუ სხვას მირჩევთ.
https://megatechnica.ge/ge/product/1428/mat...e-db35dcur-inoxhttps://alta.ge/home-appliance/home-applian...w-ua.html?sl=en ვინც კომპეტენტური ბრძანდებით გთხოვთ გამომეხმაუროთ.
მადლობა წინასწარ.