#49264170 · 14 Nov 2016, 10:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Ormurin_Langi არა, ინვესტორი ეგრევე დედას უტირებს - როგორც ეს საქართველოშია მიღებული - და თავის თავზე მოირგებს 100%-ით. ჯობია სახელმწიფომ აიღოს თავის თავზე.
ევროპის განვითარებულ ქვეყნებში განსაკუთრებით კეთილმოწყობილია პარკები, და აგერ ფინანსური კრიზისის ქვეშ მყოფ რუსეთში (მოსკოვში) აბსოლუტურად ყველა ტყე-პარკი თუ უბრალოდ დასასვენებელი პარკი ქალაქის შიგნით აქტიური სპორტის მიმართულებით ვითარდება. უკვე გაკვალულია სათხილამურო ტრასები. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აბსოლუტურად უფასოდ ისარგებლოს ამ სათხილამურო ტრასებით.
მოსკოვის ფარგლებში არსებობს უზარმაზარი ტყე-პარკი Лосиный Остров. მანდ თვითონ ტყეში გაუკვალავ თოვლში ერთი სიამოვნებაა თხილამურებით სრიალი/ვარჯიში. მანდვე ქალაქის მერიის ფინანსებით შუა ტყეში გაკეთებულია 4.7 კმ-იანი და 3 კმ-იანი ასფალტის ტრასები ველოსიპედებისათვის. უამრავი ადამიანი სარგებლობს სეზონზე, მათ შორის Road Bike სპორცმენები.
ნიუ იორკის პარკი ისედაც ყველამ კარგად იცის როგრაა განვითარებული.
ჩვენ ასეთი უნიკალური შანსი გვაქვს თბილისის ზღვის განვითარების და ხელს არ კიდებს ქალაქის მერია.
This post has been edited by _Giorgi001_ on 14 Nov 2016, 10:53
|