Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სტომატოლოგია > ღრძლის დაჩირქება


Posted by: DRAGON99 29 Jun 2019, 01:17
საღამომშვიდობის.

უკვე სადღაც ერთი თვე იქნება ერთ-ერთ ღრძილი მიჩრქდება თითქმის ყოველ დღე.
ანუ გამომებერება ხოლმე ოდნავ, მერე იცლება და ა.შ (იმედია არ ჭამთ)
დაპლომბილი კბილია ეს, როგორც ჩანს არც თუ ისე კარგად და ერთხელაც არ ამტკივნია მას შემდეგ რაც დაჩირქებები დამეწყო.
სტომატოლოგთანაც ვიყავი, მაგრამ ძალიან ახალბედა სტომატოლოგი იყო და მითხრა ანთება გაქო და უნდა ამოვიღოთ კბილი უეჭველიო. სანამ ტკივილი არ შეგაწუხებს შეგიძლია არ ამოიღოვო
და ცოტა არ იყოს და მეშინია. არც თუ ისე სანდოდ გამოიყურებოდა ის გოგო და რაიმე ცუდში ხო არ გადამეზრდება ნეტა? არი მაგის შანსი? მართლა შემიძლია ვიყო ესე სანამ არ ამტკივა?

"შენც ადექი და ამოიღე" პასუხები არ მინდა. ამოვიღებ უახლოეს მომავალში, მარა იქნებ ხვალ დილითვე ვარ გასაქცევი? sleep.gif

Posted by: Sucess 3 Jul 2019, 21:32
DRAGON99

არასწორად დაგიპლომბეს და მაგიტო დაგემართა ეგ.
ევროპაში კბილი რომელიც სტკივა ადამიანს ნერვს არ უკლავენ და ისე უპლომბავენ
თავს იზღვევენ ასეთი დაპლომბილი შეიძლებ 2-3 კვირაც ტკიოდეს ადამიანს
მაგრამ არ დაჩირქდება და ამოსაღები არ გახდება.
მანდ კიდე ეგრევე ნერვებს აძრობენ მერე ანთება რჩება და როცა იქნება ჩირქდება.
ამოქსაცილინი შეგიძლია დალიო 5 დღე.

Posted by: tbilisiforum 12 Sep 2019, 02:09
ეც იგივე პრობლემა მაქვს, დიპლომბეს და 2 თვის მერე ეხლა დამიჩირქდა, გამაგრებულია ღრძილი და ლოყა გასიებული, ხელის დადების დროს მტკივა მხოლოდ, 2 დრეა ანტიბიოტიკებს ვსვავ და სავლებს ვიკეთებ, ევროპაში ვარ და აქ სასწაული ფასები აქვს ექიმთან ვიზიტს და რა ვუშველო ხომ ვერ მირჩევთ?

Posted by: nnn_lll 3 Dec 2019, 01:54
მეც იგივე პრობლემა მაქვს ერთ კბილზე, რუთ ქანალს აპირებდა ჩემი სტომატოლოგი და გულის შეტევა დამემართა სანამ გამიკეთებდა.
მერე რათქმაუნდა წავიდა, გამწვავდა და დაჩირქდა ღრძილში...
ახლა ეს კბილი რომ გავიკეთო წამლები უნდა შევწყვიტო და მკლედ შარში ვარ და წამლებით ვაკავებსავით biggrin.gif
ამოქსიკლავი აპო 500მგიანმა მიშველა მე დღეში 2-ჯერ.

Posted by: just smile19 5 Dec 2019, 23:46
Sucess

QUOTE
არასწორად დაგიპლომბეს და მაგიტო დაგემართა ეგ.
ევროპაში კბილი რომელიც სტკივა ადამიანს ნერვს არ უკლავენ და ისე უპლომბავენ
თავს იზღვევენ ასეთი დაპლომბილი შეიძლებ 2-3 კვირაც ტკიოდეს ადამიანს
მაგრამ არ დაჩირქდება და ამოსაღები არ გახდება.
მანდ კიდე ეგრევე ნერვებს აძრობენ მერე ანთება რჩება და როცა იქნება ჩირქდება.
ამოქსაცილინი შეგიძლია დალიო 5 დღე.


ძველი პოსტია, მაგრამ ძაან მაინტერესებს ასე ევროპაში აგიხსნეს? biggrin.gif
აჰა ადამიანმა ევროპაში უცბად დაამუღამა და დანიშნულებასაც წერს givi.gif givi.gif givi.gif

nnn_lll
QUOTE
ახლა ეს კბილი რომ გავიკეთო წამლები უნდა შევწყვიტო


რომელი წამლის შეწყვეტა გიწევს?
\

Posted by: nnn_lll 6 Dec 2019, 00:56
just smile19
პლავიქსი და ასპირინი მგონი

Posted by: just smile19 11 Dec 2019, 20:10
nnn_lll

QUOTE
პლავიქსი და ასპირინი მგონი


წამლის შეწყვეტა იმ შემთხვევაში მოგიწევს, თუკი კბილი ამოსაღებია. მკურნალ ექიმთან კონსულტაციით, არ წარმოადგენს პრობლემას.

Posted by: nnn_lll 13 Dec 2019, 21:47
just smile19
კი, მაგრამ ექიმის სკამზე დაჯდომაც სტრესთანაა დაკავშირებული და ვცდილობ თავიდან ავირიდო 1 წელი მაინც.

Posted by: pilo772 18 Aug 2022, 16:33
მეც იგივე პრობლემა მაქვს, 2 ჯერ ვიყავი დანტისტთან, მითხრა ჯიბე გაქვსო. რენტგენზე ვნახეთ და გარედანაა ღრძილში პარკუჭი. გამომიქექა გამომისუფთავა პირველად. პლომბი შემიცვალა ისე რომ ღრძილზე არ მოდებოდა არაფერი. სადღაც 1 თვე არა მიშავდა. მერე ისევ დაჩირქდა. მეორედ მივედი ისევ გამომიქექა გამოასუფთავა ჯიბე. დამინიშნა სავლები, ყოველ დღე ვერ ვივლებ სამწუხაროდ, მავიწყდება ხოლმე sad.gif
1 კვირის მერე ისევ დამიჩირქდა.
რამე საშველი არის? ვხვდები აზრი არა აქვს ექიმთან მისვლას

Posted by: FDA 25 Aug 2022, 23:19
pilo772
ცაცხვის ნახშირი და ცაცხვის თაფლი აურიე და ისვი, საოცრებას შვრება,

Posted by: pilo772 26 Aug 2022, 10:09
FDA
QUOTE
ცაცხვის ნახშირი და ცაცხვის თაფლი აურიე და ისვი, საოცრებას შვრება,

თუ ცაცხვზე ალერგია მაქვს? cry.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)