Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ლიტერატურა > დახმარება


Posted by: საბუნია 11 Jan 2008, 13:46
მსგავსი შეკითხვები აქ!

თუ გაინტერესებთ ესა თუ ის ნაწარმოები ვისია,
სად შეიძლება იშოვოთ და ა.შ. იკითხეთ აქ.

Posted by: MARIOOOO 11 Jan 2008, 21:29
იქნებ ვინმე დამეხმაროს ერთხელ მოვისმინე ლექსი დაახლოებით ამ შინაარსის... ~მაღალ ტახტრევანზე იჯდა მამა ღმერთი~ მგონი ესე იწყებოდა შემდეგ შინაარსი ესეთი იყო ღმერთი მიწებს არიგებდა ყველა ეროვნებაზე რიგში ვის აღარ ნახავდით მაგრამ ამ რიგში არ იყვნენ ქართველნი ბოლოს , რომ გაიყო ყველაზე მიწები მაშინ გამოჩნდნენ ქართველნი , ღმერთს გაუკვირდა ვინახართ საიდან მოსულხართ ქართველებმა უთხრეს ჩვენ ქართველები ვართ რიგში დგომა არ ქვჩვევია ჩვენ ვქეიფობდით და ღმერთის სადღეგრძელოს ვსვავდით... დაახლოებით ესეთი შინაარსი იყო იქნებ მითხრად ვისია ? ზოგმა მითხრა ნონეშვილის არისო ,მაგრამ მაგ ციგნში ვერ ვიპოვე sad.gif
მადლობა წინასწარ დახმარებისთვის

Posted by: bja 11 Jan 2008, 21:34
MARIOOOO
იოსებ ნონეშვილი

მაღალ ტახტრევანზე იჯდა მამაღმერთი,
თეთრი ღრუბლები ეწყო ბალიშებად,
მყინვარი შანდლად ედგა
შიგ მზე სანთლად ენთო
და ხალხს ელვის კვერთხით სურვილს ამიშნებდა.

წყალობა უფლისა თურმე ყველას მისწვდა
მიწის ყველა მკვიდრი თავისთან შეჰყარა
გაშლილ ხელისგულზე ედო დედამიწა
რომ კაცთა მოდგმისთვის გაეყო ქვეყანა

მის წინ რიგში იდგენენ ზანგნი თუ არაბნი
ფრანგნი თუ..ვინ მოსთვლის ღვთის ნებას მინდობილთ

ზიგს ველი არგუნა, ზოგს მთების ქარაფი,
ზოგს ცხელი უდაბნო, ზოგს ვრცელი მინდორი
ზოდს მთა მოუწია, ზოგს მთის კალთები
უფლის განაჩენი არ იყო სადაო

მხოლოდ ამ გრძელ რიგში არ ჩანდნენ ქართველნი
რიგი და ქართველი? სადან სადაო

და როცა პირწმინდად დარიგდა მთა ბარი,
გოჯიც კი მიწისა არ დარჩა უბრალოდ,
უეცრად ჩვენები, სად იყვნენ სად არა
წარუდგნენ და ჰკითხეს
ჩვენ რა ვქნათ უფალო?

მიწის ამზომველნი სულს ძლივსღა ღაფავდნენ
ფრიად დამაშვრალი ჩანდა თვით მეუფეც,
განცვიფრდა
ვინა ხართ, სადა ხართ აქამდე
მთელი დედამიწა გავყავი მე უკვე...

ქართველნი გახლავართ
გავშალეთ ნაბდები
შენი სადგეგრძელო თასები დავცალეთ
რიგს ლხინი ვარჩიეთ, გაქეთ და გადიდეთ
და დაგვაგვიანდა ჰე ღმერთო მოწყალევ....

დავლოცეთ შენს მიერ შექმნილი სამყარო
მეუფევ მაღალო!

და რადგან ეს მიწა ყველას გაუყავი,
ცუდი თუ კარგი კუთხე გაეცი მთლიანად
რა უყოთ, ნუ სწუხარ, შენ კარგად იყავი
ოღონდ დაგვიცალე ეს ერთი ფიალა!

.....ალპებად
ანდებად
თუ კავკასიონის მთებად
აიწიენ წარბები შეკრული...

სად დაგაბინაოთ არ არის იოლი,
ასეთი ლამაზნი.
მამაცნი
ერთგულნი...

სულ ყველა გავეცი ბილიკიც ჭიუხვიც
მარტო დავიტოვე პატარა წალკოტი
იქ კალთა დავბერტყე
სიტურფის
სიუხვის,
საჩემოდ სამოთხის ხეხილით ვამკობდი,
მე ჩემთვის მინდოდა მზიური ქედები
და რადგან მიწის სხვა ნამცეციც არ არის,
ზეცაში ვიცხოვრებ..
ხოლო ეს ედემი
თქვენთვის დამითმია
დე იყოს ალალი!

და ასე წაბრძანდა ღმერთი ცათა შინა,
და ჩვენ დაგვიტოვა ღვთიური მთა ბარი,
მიტომ საქართველოს რა არ გააჩნია
ქუხს მისი სიტურფის
სიუხვის ამბავი.....

www.google.ge smile.gif

Posted by: MARIOOOO 11 Jan 2008, 21:43
დიდი მადლობელივარ გაიხარე ამას დავიკოპირებ მანამდე კი ვეძებდი ნონეშვილის წიგნსი მაგრამ ვერ ვიპოვე

Posted by: საბუნია 11 Jan 2008, 21:44
კაროჩე რა!

იმისთანა მარაზმატიკი ხალხი ვართ ეს ქართველები ღმერთიც კი გავაგდეთ დედამიწიდან.

Posted by: bja 11 Jan 2008, 22:18
საბუნია

biggrin.gif
არც წამიკითხავს ეგ ლექსი, პროსტო დავაკოპირე. დასაწყისი არ მომეწონა givi.gif

Posted by: საბუნია 11 Jan 2008, 22:20
bja
QUOTE
არც წამიკითხავს ეგ ლექსი, პროსტო დავაკოპირე. დასაწყისი არ მომეწონა givi.gif


მაგ ლექსს ჩემს სოფელში კითხულობენ ხოლმე ყოველ სუფრაზე, თან სამშობლოს სადღეგრძელო როცაა მაშინ biggrin.gif

Posted by: NieR@ 11 Jan 2008, 23:34
ხალხო "რად უწოდებენ საქართველოს მგოსანთა მხარეს" ეს ვისია და რომელ საიტზე იდება???

Posted by: libra_girl 12 Jan 2008, 18:56
ლიტერატურის საიტი მინდა ქართულად როა.ადრე ვიცოდი და დამავიწყდა sad.gif

Posted by: bja 12 Jan 2008, 21:20
libra_girl

www.lib.ge
ესა?

Posted by: Ratibati13 14 Jan 2008, 21:49
ამ ლექსის ავტორი ხომ არ იცით შემთხვევით? ნაწყვეტს დავწერ:

აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება,
ყალყზე შემდგარი რაშით.
გული გაიმაგრე,გული გაიმაგრე,
გული გაიმაგრე დავით......

აქვე კიდევ ერთი კითხვა მაქვს, ლექსი "ფეხი დამადგით, გულზე დამადგით" ანა კალანდაძის არის ხომ?
მადლობთ smile.gif

Posted by: bja 15 Jan 2008, 00:35
Ratibati13

თინათინ მღვდლიაშვილის ყოფილა თურმე, მაგრამ არ ვიცი ვინ არის.

QUOTE
"ფეხი დამადგით, გულზე დამადგით" ანა კალანდაძის არის ხომ?

ხომ.

მე რა უსაქმური ვარ gigi.gif

Posted by: საბუნია 16 Jan 2008, 11:58
bja

"პალაჩკა ვირუჩალაჩკა" ხარ რა biggrin.gif აქაც და პროგრამებში ხო ვაბშე biggrin.gif

Posted by: naniko83 16 Jan 2008, 22:40
უუუუკაცრავად, დამავალეთ და მითხარით რა იცით გიორგი ზანგურზე???? baby.gif

Posted by: xviara 17 Jan 2008, 02:17
naniko83

მსახიობია ქუთაისის და თუმანიშვილის თეატრის.. ძალიან ნიჭიერი მსახიობი, ნუკრი ქანთარიას სახელოსნო დაამთავრა თეატრალურში.. ახლა თამაშობს რამდენიმე სპეკტაკლში.. უფრო მეტწილად ქუთაისშია..

Posted by: Frankens†ein 17 Jan 2008, 21:15
მარტოობის 100 წელიწადის ელექტრონული ვერსია ხომ არა გაქვთ?

უცხოეთშია მეგობარი და მინდა გავუგზავნო

ქართულ ენაზე ოღონდ

Posted by: Blackrider 19 Jan 2008, 16:19
საპკოვსკის ნაწარმოებები სად ვიშოვო? თუნდაც E-book

Posted by: m-jemali 27 Jan 2008, 05:20
naniko83
QUOTE
რა იცით გიორგი ზანგურზე????


xviara
QUOTE
მსახიობია ქუთაისის და თუმანიშვილის თეატრის


გიორგი ზანგურის ლექსი

ქურდი

"ლოგინს შეეპარა გლეხის გოგო
ისე თამამი და კალმახური
ტანზე არ მაკმარა საბანი და
თავის სიმხურვალეც დამახურა.
ჯერ ჩამოიშალა ნაწნავები,
როგორც ქალწულობის მიტოვება,
ჩემზე გაიზმორა დალოცვილი
ისე ვნებიანად იტორება?!
სუნიც ისე ჰქონდა ალესილი-
ველურ ყვავილების სატევარი
ჩემდა უნებურად გავიფიქრე
"ღამე გამიხდება სათევარი".
ისე დამათენა ამბორები,
ისე გადიპარა აივნიდან,
მისი უტაქტობის მონატრება
ვიცი არასოდეს გაივლიდა
დამმშვიდობებოდა მაინც! " smile.gif





Posted by: earth 30 Jan 2008, 17:43
ვინმემ ხომ არ იცით სად იყიდება სამხედრო წიგნები?

Posted by: Contralto 2 Feb 2008, 22:13
earth
QUOTE
ვინმემ ხომ არ იცით სად იყიდება სამხედრო წიგნები?


სულაკაურის გამომცემლობა გამოსცა 10-ტომეული, სადაც შესულია სხვადასხვა ავტორების წიგნები სამხედრო თემებზე. სულ ძველი, ანტიკურიდან დაწყებული, თანამედროვეებით დამთავრებული.

ნებისმიერი მაღაზიაში ექნებათ. ნუ, გუშინ, მაგალითად, "სანტა ესპერანსაში" ვნახე ნამდვილად. მარჯანიშვილზე, ბანკთან ახლოს, პეტერბურგის ქ. #12-ში.

Posted by: DOLPHIN 5 Feb 2008, 11:10
ლიტერატურულ პრემია "საბა"-ს საიტი აქვს?

Posted by: Kate789 5 Feb 2008, 19:29
რატი ამაღლობელის ლექსების კრებული რომელ საიტზე შეიძლება ვნახო???
www.lib.ge-ზე საერთოდ არ არის. sad.gif

Posted by: Darko 6 Feb 2008, 23:40
ორჰან ფამუქის "შავი წიგნი" -ს ქართული თარგმანი ჯერ არ გამოსულა ხო?
საერთოდ თუ იგეგმება თარგმნა ან რა პროცესშია, თუ იცით ვინმემ?

Posted by: eloiza 11 Feb 2008, 20:33
DOLPHIN
QUOTE
ლიტერატურულ პრემია "საბა"-ს საიტი აქვს?

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90_(%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90)
აეა აქვს ეტყობა. ეს აღმოვაჩინე მარტო

Posted by: BASTURMA 12 Feb 2008, 19:52
იქნებ იცოდეთ Herman Melville ის " მობიდიკი" თუ არის ქართულად თარგმნილი და სად შეიძლება შეძენა?

Posted by: xachapuridze 12 Feb 2008, 20:38
'მობი დიკის" რამდენიმე გამოცემა არსებობს ამ წუთში ხელში მიჭირავს 1983წ. გამოცემა. ალბათ უფრო ბუკინისტებთან იყიდი. გივი გეგეჭკორისა და ტარიელ ჭანტურიას თარგმანია (ალბათ რუსულიდან).

Posted by: OHOI_IKA 19 Feb 2008, 03:11
პოეზია ეხება ჩემი კითხვა, აი ნაწყვეტები ლექსიდან და თუ შეგიძლიათ მითხარით: ვინ არის ავტორი და დალექსი დაპოსტეთ რა მთლიანად თუ არ შეგეზარებათ

"იქნებ ტრფიალმა გადახვეწა ყველა მელექსე,
თეიმურაზი, ვახტანგ მეფე, არჩილ მეექვსე..."


ბოლოს ასე მთავრდება:
"სარკმელს გააღებს ამღვრეული გალაქტიონი
და ქვაფენილზე შურდულივით დაენარცხება"

ბავშვობაში ვიცოდი და რაც წამოვედი საქართველოდნ, ვეღარ ვიპოვე
გმადლობთ წინასწარ

Posted by: bja 19 Feb 2008, 03:31
OHOI_NANA

საქართველო
მუხრან მაჭავარიანი

რა წვამ აშკარამ,
რა წვამ ფარულმა,
რამ გადმოგაგდო,
რამ გადმოგხვეწა?
-რამ?-სიყვარულმა.
მაშ თქვენ ფიქრობთ, რომ
არ ჰყოლია მტერი რუსთაველს?
არ გაჰქცევია სამშობლოდან სულთა მხუთავებს?
და მარტოოდენ უიმედო ტრფობის ბრალია
თუ ამ ქართველმა უცხოეთში სული დალია?
იქნებ ტრფიალმა გადახვეწა ყველა მელექსე:
თეიმურაზი, არჩილ მეფე, ვახტანგ მეექვსე,
საბა სულხანი გაახვია ბერის კაბაში,
თავშესაფარი დაუკარგა ბესიკ გაბაშვილს,
მამულს მოსტაცა სამუდამოდ გურამიშვილი
და ბარათაშვილს ამოხადა სული შიმშილით.
იქნებ ტრფიალმა ჭავჭავაძეს ესროლა თყვია,
და ან მაჩაბელს გაუწოდა ხელი სამიწე,
ან იქნებ მასაც სიყვარულის სახელი ჰქვია
რამაც შეშალა მთის არწივი მოჩხუბარიძე.
არა, ქართველთ გზა როდის არის ასე იოლი,
თვითმკვლელობაა ჩვენში დიდი საქმის დაქყება,
სარკმელს გაააღებს გულამღვრეული გალაქტიონი
და ქვაფენილზე შურდულივით დაენარცხება.
იქნებ გგონიათ დადუმდეს ენა.
ვერ მოესწრებით არა და ვერა,
ერეკლე მეფე ხომ არ გგონივართ,
თანხმობა მოგცეთ, არა და ვერა,
შოთა რომ არა, ტატო რომ არა,
ვაჟა რომ არა, კიდევ რომ არა,
ესენი როა,ესენი როა, ესენი როა,
ახლა კი დროა სოლომონ რომა,
კვლავ დაიქუხოს საქართველომა,
ირიჟრაჟებს, დილა მოვა კრიალა,
ტოროლა ცას შეასკდება იარად,
მიწიანა, ჩირგვიანად, ციანად,
საქართველო ყვავის ყველაფრიანად,
ნაკუწ-ნაკუწ, ნაკუწ-ნაკუწ,კი არა
საქართველოს გაუმარჯოს მთლიანად.
ტყეებს, ველებს, წყაროს, მდელოს მთლიანად.
საქართველოს მოთმინების ფიალას!
რა ძნელია საქართველო,
მეტეხო და დიღმის ველო,
მიდიოდე და ჰფიქრობდე
ეს არ არის საქართველო.

Posted by: OHOI_IKA 19 Feb 2008, 20:49
bja
არ იცი ეხლა როგორ გამახარეეეეე

აი მუხრანის რო იკო, მახსოვდა, მარა თან ეჩვი მეპარებოდა!

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!

აი თუ სადმე წააწყდი, იქნებ წელიც მითხრა რა

Posted by: bja 19 Feb 2008, 22:38
OHOI_NANA

წელი არ ვიცი. იცი როგორ ვიპოვნე? smile.gif www.google.ge ქართულად რომ აკრიფავ ეძებ ქართულ საიტებზე. რაღაც ფორუმზე ვიღაცას ჰქონდა დაპოსტილი ეს ლექსი და მანდედან იპოვნა wink.gif

Posted by: live_less 20 Feb 2008, 18:37
რემარკის ლისაბონის ღამე
ქართულად არ არის? spy.gif

Posted by: NIII_ 21 Feb 2008, 02:02
QUOTE
რემარკის ლისაბონის ღამე
ქართულად არ არის? 




yes.gif

Posted by: xachapuridze 23 Feb 2008, 00:12
"იქნებ ტრფიალმა გადახვეწა..." მიხეილ ქვლივიძისაა.

Posted by: dimonX 28 Feb 2008, 15:27
ხალხო ინეტში კაპიტანი მიხალისის შოვნა სად შეიძლება?

ხომ არ იცით?

ან ბერძენი ზორბასი

Posted by: Beroname 29 Feb 2008, 21:06
სალამი =)

ხომ ვერ მიმასწავლით სად შეილება მოვნახო ცნობილი ქართველი პოეტების აუდიო ჩანაწერები?


მადლობთ წინასწარ =)

Posted by: xviara 1 Mar 2008, 01:10
ვარდისფერი ავტობუსის თემას ვეღარ ვპოულობ და წაიშალა? რატომ?

Posted by: ILG 3 Mar 2008, 23:11
user posted image


დევს სადმე ინგლისურად ნეტში?

Posted by: eloiza 5 Mar 2008, 18:16
xviara
http://forum.ge/?f=36&showtopic=33693828

Beroname

QUOTE
ხომ ვერ მიმასწავლით სად შეილება მოვნახო ცნობილი ქართველი პოეტების აუდიო ჩანაწერები?

კერძოდ?
http://www.babaduli.de/news_cats.php?cat_id=19
აქ ნახე აბა

Posted by: dimitriiiii 6 Mar 2008, 18:07
ხალხო ავთანდილ პაპაშვილი იყო ასეთი პოეტი, ვინმეს ხომ არ გაქვთ მისი ლექსები?

Posted by: WiseMan 8 Mar 2008, 16:11
კონსტანტინე გამსახურდიას ,,ხოგაის მინდია'' მჭირდება სად ვნახო ვერ მეტყვით??

Posted by: DOLPHIN 12 Mar 2008, 10:36
ვეძებ რეზო გაბრიაძის "უცხო ჩიტს" (იგივე "შერეკილებს"). ვიცი, რომ ტირაჟი აღარ არსებობს, მაგრამ ეგებ ვინმეს სადმე გეგულებათ, ან ონლაინ-ვერსია არსებობს.
user posted image

Posted by: Moreira 15 Mar 2008, 14:12
WiseMan
მე-11 კლასის
ქართულის
სახელმძღვანელოში
:

Posted by: _R@uL_ 8 Apr 2008, 20:54
ხალხო ჰიტლერზე მინდა რამის წაკითხვა...ბიოგრაფიის პონტში რა...მაინ კაფი ვიცი და რამე სხვაც მინდა და ხომ ვერ მეტყვით რომელი წიგნი იქნება კარგი?

ინგლისურ სახელწოდებას თუ მეტყვით ვაფშე ჯიგრები იქნებით, იმიტომ რომ ამჟამად არ ვარ საქართველოში

Posted by: forever`s_NEVER 11 Apr 2008, 13:11
გაგა ნიჟარაძის "ჩვენ - ქართველები" მინდა ქართულადაც და ინგლისურადაც სასწრაფოდ.

ხომ არავის მოგეპოვებათ?

Posted by: dianalo 23 Apr 2008, 18:00
მეგობრებო, გიგა ნასარიძის მოთხრობები სად შეიძლება წავიკითხო?

Posted by: eloiza 23 Apr 2008, 19:37
dianalo
QUOTE
გიგა ნასარიძის მოთხრობები სად შეიძლება წავიკითხო?

რომელი გიგა ნასარიძის? eek.gif კარდუ?

Posted by: dianalo 23 Apr 2008, 19:42
eloiza
QUOTE
კარდუ?

არ ვიცი, მაგრამ შენ ვისზეც იფიქრე ეგ არის smile.gif

Posted by: eloiza 23 Apr 2008, 19:51
QUOTE
არ ვიცი, მაგრამ შენ ვისზეც იფიქრე ეგ არის

ხოო, არ ვიცოდი მოთხრობებს თუ წერდა. მაშინ თავად უნდა მიმართოsmile.gif

Posted by: dianalo 23 Apr 2008, 20:20
eloiza
QUOTE
ხოო, არ ვიცოდი მოთხრობებს თუ წერდა. მაშინ თავად უნდა მიმართო

რატომ მას, ფორუმზეც არიან მაგის შემოქმედების ცოდნენი და რატომღაც არ მეხმარებიან sad.gif
თU მომცემ მის კოორდინატებს თავადაც ვკითხავდი რა პრობლემაა smile.gif

Posted by: eloiza 24 Apr 2008, 17:21
dianalo
მე ვარანაირ კოორდინატებს ვერ მოგცემ. ალბათ პმ უნდა მისწეროsmile.gif

Posted by: unknown lady 24 Apr 2008, 20:30
მუხრან მაჭავარიანის ”უცხოელ პოეტს” არ გაქვთ ვინმეს?
რაღაცაში დამჭირდა და კრებულში არ არის, ვერც ინტერნეტში ვნახე sad.gif

Posted by: dianalo 25 Apr 2008, 10:17
eloiza
QUOTE
ალბათ პმ უნდა მისწერო

QUOTE
კარდუ
ნიკია მისი?

Posted by: macciavelli 7 May 2008, 16:46
ედგარ ალან პოს მოთხრობაა, რომელშიც რომელიღაც პერსონაჟის გამონათქვამი იყო "ყველაფერი საუკეთესოდაა ამ საუკეთესო მსოფლიოში შესაძლებელთა შორის" (თუ რაღაც მსგავსი - ძაან ადრე მაქვს წაკითხული, თან რუსულად chups.gif)

ხოდა რომელია? user.gif

Posted by: Miss_Witch 7 May 2008, 20:00
ხალხო გეხვეწებით მიშველეთ რა?!
ხომ არ იცით სად შეიძლება ვიშოვო ჯოზეფ კონრადის ნაწარმოები "ლაგუნა" .
შემდეგ პარასკევს უნდა ჩავაბარო ამის გარჩევა არა და ვერ ვშოულობ, დღეს საჯარო ბიბლიოთეკაში ვიყავი და არ ქნოდათ! სად ვიშოვო? ან იქნებ ინტერნეტშო მოძებნოს ვინმემ, ძალიან გთხოვთ გეხვეწებით! ქართულად მინდა ოღონდ! sad.gif

Posted by: the_lizard_king 10 May 2008, 03:23
dianalo
გიგა ნასარიძის ცოტ ცოტა "ვეშები" დევს "საკუთარი მოთხრობების" თემაში, როგორც პირველ, ისე მეორე ნაწილში smile.gif
Kardu-ა მისი ნიკი

Posted by: Miss_Witch 12 May 2008, 03:18
QUOTE
ჯოზეფ კონრადი

ნუთუ არავის არ გსმენიათ ასეთი ცნობილი მწერალი?

Posted by: banker 27 May 2008, 00:54
ხეთილო ხალხო, გთხოვთ დამეხმაროთ... user.gif

ვისია ეს ლექსი, ან რა ჰქვია ამ ლექსს?
სრულ ვერსიას ვეძებ...
უფრო სწორად ერთ-ერთი სტროფი არ ვიცი და ნახვა მინდა...

"ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს
და ენძელების იქცე ძიებად,
გძულდეს და მაინც გიყვარდეს ძლიერ,
ეს ყველაფერი ხომ შეიძლება?!"

Posted by: france 28 May 2008, 18:34
banker


"ხომ შეიძლება სხვა იცინოდეს,
შენ კი ვერა და ვერ გაიცინო,
ხომ შეიძლება დაგღალოს ღამემ,
ბალიშზე მაინც ვერ მოისვენო,
ხომ შეიძლება მომავლის ნაცვლად,
გარდასულ დღეთა ფიქრზე იღელო,
სულ ერთი ჭიქა დალიო მაგრამ
დათვრე და დარდი ამოიმღერო,...
ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს
და ენძელებიც იქცნენ იებად,
გძულდეს და მაინც გიყვარდეს ძლიერ,
ეს ყველაფერი ხომ შეიძლება?!
დრო და დრო მასზე ფიქრებსაც გაჰყვე
მასთან შეხვედრით ცრემლები ღვარო,
ასეც ხომ ხდება უყვარდე ძლიერ,
შენ კი ვერა და ვერ შეიყვარო."

წარმოდგენა არ მაქვს ვისია, უბრალოდ ინტერნეტში ვნახე.

Posted by: banker 31 May 2008, 12:05
france

დიდი მადლობა! smile.gif

მაგრამ რაც დაწერე, იმის მერე კიდევ რამდენიმე სტროფია smile.gif
ბოლოს წინა სტროფის ნახევარი არ ვიცი და მაგის გაგება მინდოდა... sad.gif

Posted by: vinchenz@ 31 May 2008, 17:58
პროსპერ მერიმეს მოთხრობები სად ვნახო ინ ნეტში-რუსულად?

Posted by: Ode_Rock 3 Jun 2008, 22:09
ernest hemingwei kilimanjaros tovliani mta


გთხოვთ დამეხმაროთ.

Posted by: nikalashka 3 Jun 2008, 22:22
ეროვნული ბიბლიოთეკის საიტზე ნახე?????? http://www.nplg.gov.ge/ აქ კარგად დაძებნე შეიძლება იყოს მეტით ვერ დაგეხმარები მგონი sad.gif smile.gif

Posted by: dimitriiiii 10 Jun 2008, 01:04
ბოტკოველის რამე ლექსი თU გაქვთ დაწერეთ რააააააა

Posted by: Vika 11 Jun 2008, 23:05
vinchenz@
http://www.lib.ru/INOOLD/MERIME/


Ode_Rock
http://www.lib.ru/INPROZ/HEMINGUEJ/kilimandzharo.txt რუსულად, ინგლისურად ვერ ვიპოვე.




Posted by: vinchenz@ 11 Jun 2008, 23:53
Vika
დიდი მადლობაsmile.gif...................................................

Posted by: MALI 13 Jun 2008, 13:41
აბო თბილელი Xომ გახსოვთ მაინტერესებს მისი წარმოშობა
მახსოვს რომ არაბი იყო?!;)

Posted by: mainc 14 Jun 2008, 14:16
აიტმატოვის ნაწარმოებს მანქურთზე როა
რა ქვია გამახსენეთ რა
2 დღეა ვერ ვიხსენებ სათაურს

mo.gif

Posted by: Chopin 15 Jun 2008, 01:20
mainc
дольше века длится день smile.gif

Posted by: lika-laki 15 Jun 2008, 22:41
თავშესაფარი დაუკარგა ბესიკ გაბაშვილს,
მამულს მოსტაცა სამუდამოდ გურამიშვილი
და ბარათაშვილს ამოხადა სული შიმშილით.
იქნებ ტრფიალმა ჭავჭავაძეს ესროლა თყვია,
და ან მაჩაბელს გაუწოდა ხელი სამიწე

მიხეილ ქვლივიძეა ეს.

Posted by: სექსტეტი 25 Jun 2008, 21:15
MALI
QUOTE
აბო თბილელი Xომ გახსოვთ მაინტერესებს მისი წარმოშობა
მახსოვს რომ არაბი იყო?!;)


კი ბატონო.

ესე ნაშობი იყო აბრამეანი, ძეთაგან ისმაელისთა, ტომისაგან სარკინოზთასა _ უფრო დაწვრილებით smile.gif

Posted by: MALI 26 Jun 2008, 09:04
სექსტეტი
შენ გაიხარე

Ode_Rock
შენც გაიხარე wink.gif


Posted by: @guro@ 27 Jun 2008, 23:58
ესენი მინდა ძალიან და რომელ საიტზე ვნახო ხომ არ იცით?
ან ლინკი დამიდეთ გადმოსაწერი, ძალიან გთხოვთ smile.gif
ჯობია თუ ინგლისურად იქნება თუ არა და რუსულადაც იყოს


Fyodor Dostoevsky - The Possessed (Бесы)
და
Honoré de Balzac - Le Père Goriot (Father Goriot)

Posted by: kanonika 28 Jun 2008, 02:01
თემას რომ გადავხედე ჭრიჭინა გამახსენდა:

"დედოფალი მარგო მინდა!"
"მე - შოლოხოვის წყნარი დონი" biggrin.gif

Posted by: Fall_For_You 10 Jul 2008, 23:24
აი ძალიან გეხვეწებით

ლორდ კლარენდონის "დიდი ამბოხის ჟამს"


სად ვიშოვო??

cry.gif

ძალიან მინდა რაა cry.gif



Posted by: forever`s_NEVER 25 Jul 2008, 15:40
საიდან შეიძლება გადმოვქაჩო/წავიკითხო Philip K. Dick-ის Do Androids Dream of Electric Sheep?

Posted by: jorjieli 26 Jul 2008, 02:05
forever`s_NEVER
QUOTE
Philip K. Dick-ის Do Androids Dream of Electric Sheep?


ბოლომდეა თუ არა არ ვიცი, აქ 97გვერდია:
http://www.kejvmen.sk/dadoes.pdf


* * *
კიდევ ვნახე, მე მგონი ბოლომდეა
http://officine-cinematografiche.noblogs.org/gallery/1524/dick_phillip_k_do_androids_dream_of_electric_sheep.txt
ან
http://newark.pardey.org/book/Philip_K._Dick_-_Do_Androids_Dream_of_Electric_Sheep.txt

Posted by: forever`s_NEVER 29 Jul 2008, 19:54
jorjieli
დიდი მადლობა smile.gif

Posted by: gvantsuli 1 Aug 2008, 19:11
ვერ ვნახე თემა სადაც მსგავსი შეკითხვის დასმა შეიზლებოდა და გადავწყვიტე მაინც აქ დამესვა smile.gif

მოკლედ: მინდა მეგობარს ვაჩუქო რამე საინტერესო წიგნი, უფრო რომ "წაუფსიქოლოგიურებს" ისეთი, რამეს ხომ ვერ მირჩევდით? smile.gif

პ.ს. მეგობარი 19 წლისაა (ყოველ შემტხვევისთვს... )

Posted by: ninichka1 4 Aug 2008, 17:27
ხელოვნების ისტორიაზე მირჩიეთ რაიმე ლიტერატურა user.gif


პს. ქართულ ენაზე თუ იქნა ხომ კარგი, თუ არადა რუსული იყოს user.gif

Posted by: medzebari 11 Aug 2008, 13:41
ებიჯო ვერ ვნახე ეს ლექსი ვერსად აკაკი წერეთლისაა ასე იწყება "კავკასიონს რომ გასცდები სულ ვაკე და ვაკე ....." ბოლოს მთავრდება ესე ".... მე იმის დედა ვატირე ვინც რუსეთი აქო" თუ ვინმეს გგულებათ მითხარით სადაა ან გამომიგზავნეთ ნუ დამზარდებით wink.gif

Posted by: ბობო 8 Sep 2008, 09:04
სანათას წიგნი - http://www.geowebi.com/sanatha/

Posted by: dimitriiiii 12 Sep 2008, 14:28
"მე ერთი რამე მაწუხებს მარად,
ვაი თუ მოვკვდე საწოლში წყნარად" ეს ვისი ლექსია????????????

Posted by: ninachka 18 Sep 2008, 16:46
მე ძალინ მინდა გავიგიო ვისი დაწერილია ლექსი რომელიც არის ქართულ მხატვრულ ფილმში "მევლუდი" რო მთავრდება ფილმი სიკვდილის წინ მევლუდი ამბობს ლექსს აჭარელი ვიყავ განა და მაინტერესეს თუ იცით ვინ დაწერა ან რა არის ლექსის სათაური?

მადლობა წინასწარ

Posted by: dimitriiiii 20 Sep 2008, 22:44
კოტეტიშვილის ის ლექსი არ გაქვთ? (წერტილი არის მძიმეო რო ამბობს?)

Posted by: beqaG 28 Sep 2008, 21:30
ე.ი ხალხნო, ეს ლექსი ვის ეკუთვნის?

მელიქიშვილის გამზირი
ია ვარდი და ბზა

და გაგრძელება აღარ მახსოვს, სიმღერაც რომ არის მოკლედ.

მურმან ლებანიძის არისო თითქოსდა ასე ამბობდნენ, მაგრამ არა არ არის მისიო, ბოლო ხანებში ამას მიმტკიცებს ერთი ორი.....


იქნებ იცოდეთ???????????????

smile.gif

Posted by: ბობო 30 Sep 2008, 13:30
QUOTE (beqaG @ 28 Sep 2008, 21:30 )
მურმან ლებანიძის არისო თითქოსდა ასე ამბობდნენ, მაგრამ არა არ არის მისიო, ბოლო ხანებში ამას მიმტკიცებს ერთი ორი.....


იქნებ იცოდეთ???????????????

smile.gif

ეს იმათ ანახვე, ვინც გეუბნება, მურმან ლებანიძის არ არისო - http://www.lib.ge/body_text.php?2999

Posted by: beqaG 1 Oct 2008, 20:12
ბობო
QUOTE
ეს იმათ ანახვე, ვინც გეუბნება, მურმან ლებანიძის არ არისო - http://www.lib.ge/body_text.php?2999


ok ვანახებ yes.gif შენ კი დიდი მადლობა smile.gif
* * *
კოტეტიშვილის ლექსი... ქალებზე რომ დაწერა,,,, მგონი ბოლო ერთი წლის ლექსია..... TV-ში იყო ადრე და ბევრი ვიცინე.... ხომ გაქვთ?????????? smile.gif

Posted by: mankunia 3 Oct 2008, 14:12
აქაც დავწერ user.gif
Алекса́ндр Иса́евич Солжени́цын ის წიგნი ჩანაწერები ესეები რამე ხომ არ მოგეპოვებათ?

Posted by: PIPOO 8 Oct 2008, 16:30
კარგო და კეთილო ხალხო თქვენი დახმარაება მჭირდება პირფერულად კი გამომივიდა მაგრამ ეს ამ წიგნის მოპოვების სურვილის ბრალიაsmile.gif)))
მოკლედ სად შეიძლება მოვიძიო:ემზარ გაბრიელაშვილის "ჯიბგირი და სიყვარულის თავშესაფარი"
გამომადგება ყველა ინფორმაციაა დაწყებული ინტერნეტ მისამართით დამთავრებული ქუჩის ძველი წიგნების ბაზრობებითsmile.gif)
მადლობა წინასწარsmile.gif))))))))

Posted by: bja 8 Oct 2008, 17:50
PIPOO

მე მაქვს და გაჩუქებ თუ გინდა. მაგრამ რად გინდა ეგ წიგნი? biggrin.gif

Posted by: loza 10 Oct 2008, 01:22
OHOI_NANA
ოჰოი ნანინაო!!!
QUOTE
არ ჰყოლია მტერი რუსთაველს? არ გაჰქცევია სამშობლოდან სულთა მხუთავებს? და მარტოოდენ უიმედო ტრფობის ბრალია თუ ამ ქართველმა უცხოეთში სული დალია? იქნებ ტრფიალმა გადახვეწა ყველა მელექსე: თეიმურაზი, არჩილ მეფე, ვახტანგ მეექვსე, საბა სულხანი გაახვია ბერის კაბაში, თავშესაფარი დაუკარგა ბესიკ გაბაშვილს, მამულს მოსტაცა სამუდამოდ გურამიშვილი და ბარათაშვილს ამოხადა სული შიმშილით. იქნებ ტრფიალმა ჭავჭავაძეს ესროლა თყვია, და ან მაჩაბელს გაუწოდა ხელი სამიწე, ან იქნებ მასაც სიყვარულის სახელი ჰქვია რამაც შეშალა მთის არწივი მოჩხუბარიძე. არა, ქართველთ გზა როდის არის ასე იოლი, თვითმკვლელობაა ჩვენში დიდი საქმის დაქყება, სარკმელს გაააღებს გულამღვრეული გალაქტიონი და ქვაფენილზე შურდულივით დაენარცხება.

მიხეილ ქვლივიძეა.
* * *
macciavelli
QUOTE
ედგარ ალან პოს მოთხრობაა, რომელშიც რომელიღაც პერსონაჟის გამონათქვამი იყო "ყველაფერი საუკეთესოდაა ამ საუკეთესო მსოფლიოში შესაძლებელთა შორის" (თუ რაღაც მსგავსი - ძაან ადრე მაქვს წაკითხული, თან რუსულად )

ვოლტერია და არა პო. კანდიდი, თუ არ ვცდები - დოქტორი პანგლოსის სიტყვებია. ანუ ამ სიტყვებით ვოლტერი თავის გრძელი ჭკუით დასცინის გერმანულ იდეალიზმს და ლაიბნიცს და გუტენბერგს.
ვაი, ფრანგების პატრონს...

Posted by: macciavelli 10 Oct 2008, 01:50
loza
QUOTE
ვოლტერია და არა პო.

მასე ყოფილა, დავგუგლე პანგლოსი. არადა ვოლტერის არაფერი წამიკითხავს user.gif

Posted by: datosia 6 Nov 2008, 00:46
მეგობრებო დეილ კარნეგის წიგნები ხო არ იცით სად იყიდება?

Posted by: martsyvunia 19 Nov 2008, 14:21
სად ვიშოვო კამასუტრა მიტხარიიით რაა

Posted by: israfel 20 Nov 2008, 04:29
ვეძებ დიდი ხანია უკვე არტუტ კესლერის "Ghost in the machine" არსად არ ჩითავს, მეგობრისთვის მინდა..

Posted by: ლლევ 20 Nov 2008, 18:50
კოტე ყიფიანი ვინ იყო?

მე-20ს პირველ ნახევარში მოღვაწეობდა.

Posted by: მამა_ლოზა 20 Nov 2008, 23:35
ლლევ
QUOTE
კოტე ყიფიანი

დავით ყიფიანი ცვეტში ვიცი, მეოცე საუკუნის მეორე ნახევარია biggrin.gif

Posted by: ლლევ 21 Nov 2008, 11:23
მამა_ლოზა

დავითი მეც ვიცი

კონსტანტინე მინდა smile.gif

Posted by: pupp 24 Nov 2008, 18:10
ჟურნალები პდფ ფორმატში სად ვიშოვო. დეილი ტელეგრაფი, გეო, ფორბსი, ფორბდ თრეველერი და მისთ. ჰა?!

Posted by: DOLPHIN 27 Nov 2008, 20:59
ლლევ
QUOTE
კოტე ყიფიანი ვინ იყო?

მე-20ს პირველ ნახევარში მოღვაწეობდა.

დიმიტრი ყიფიანის შვილი (1849-1921). რეჟისორობდა და მსახიობობდა სახელმწიფო თეატრში. წერდა დრამატულ ნაწარმოებებს, წერილებს თეატრსა და მსახიობის ოსტატობაზე, მოთხრობებს. თარგმნიდა პოლიტიკურ და მხატვრულ ლიტერატურას. შედგენილი აქვს რუსულ-ქართულ-ლათინური ბოტანიკური ლექსიკონი. იყო იმ პერიოდის საზოგადო მოღვაწე.

Posted by: soli 29 Nov 2008, 13:38
იქნებ ვინმე დამეხმაროთ: გამომცემლობა "ნაკადული" 60-70-წლებში გამოსცემდა ”სათავგადასავლო ბიბლიოთეკას”. ეხლა მინდა მაგ ტომების შევსება, თუ არ ვცდები ოცდაათ ტომამდეა და ზოგს აწერია რომელი ტომია, ზოგს - არა. თუ ვინმეს მოგეძევებათ ეგ ტომეულები, იქნებ სრული ჩამონათვალით შემეწიოთ.

წინასწარ დიდი, ძალიან დიდი მადლობა

smile.gif

Posted by: Nnino 1 Dec 2008, 10:18
soli
სრულად არც მე არ მაქვს. შენ ჩამოწერე, რა მოგეპოვება და საღამოს მეც ჩამოვწერ. იქნებ კიდევ ვინმე გამოგვეხმაუროს და ასე შეივსება სია.

30-ზე მეტი არაა ვითომ?

Posted by: soli 2 Dec 2008, 16:16
Nnino

მოკლედ, მე მაქვს შემდეგი ტომები:

#4 რობინზონ კრუზოს თავგადასავალი
#9 განძის კუნძული & შავი ისარი
#13 ფრეგატი პალადა
#14 მეწამული ღრუბლების ქვეყანა
#15 უკანასკნელი მოჰიკანი
#17 საიდუმლო კუნძული
#24 მაგელანის ღრუბელი
#28 ალმოდებული კუნძული
#29 კაპიტან ბლადის ოდისეა.

კიდევ მაქვს ამ სერიიდან "პროფესორ დოულეის თავი" (1966), თუმცა თავფურცელი ამოხეულია და ვერ დავადგინე რომელი ტომია. ვიცი, რომ ამავე სერიითა გამოცემული ”80 ათასი კილომეტრი წყალქვეშ” და ”უჩინარი კაცი”, თუმცა ესენი ჯერ არ მიშოვია.

მოკლედ, თუ ვინმე სრული ჩამონათვალით დამეხმარება, დიდად მადლობელი დავრჩები

Posted by: Archer 4 Dec 2008, 20:12
რუსი ქალი პოეტის დაწერილ ლექსს ვეძებ. ადრე წავიკითხე სადღაც. რუს ქალებზე წერდა, რომ როგორ დაძვრებიან კავკასიელებთან და ღალატობენ ქმრებს. აფხაზეთში დასვენებაზე იყო და მოკლედ იმაზე რომ ვერ აყენებენ რუსი ქალები "ერთ ადგილს". ვისი დაწერილია და რა ქვია ლექსს? smile.gif

Posted by: Nnino 6 Dec 2008, 14:42
soli

ტომის ნომრები არ მთხოვო, რა გადმოყრის თაროდან. ისეა გაცვეთილი, გამოყურებაზე ვცნობ, რა რა არის. smile.gif

"სამი მუშკეტერი"
"კაპიტან გრანტის შვილები"
"ინჟინერ გარინის ჰიპერბოლოიდი"
"ადამიანი ამფიბია"
"ოქროს ჯაჭვი"
"ტომ სოიერის თავგადასავალი"
"გულივერის მოგზაურობა"
"ორი კაპიტანი"
"ბრილიანტების გამტცებლები"

დანარჩენი შენც ქე გქონია...

კიდევ ჩემი ძმის სახლშია რაღაცაები, ბელიაევის ფანტასტიური მოთხრობების კრებული მახსოვს...

Posted by: soli 7 Dec 2008, 18:07
QUOTE
Nnino


გაიხარე up.gif უღრმესი მადლობა up.gif


Posted by: chorven:) 7 Dec 2008, 18:39
ჰამლეტი ვისი დაწერილია, ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: Nnino 7 Dec 2008, 23:29
chorven:)

ჰამლეტი დაწერილია საერთოდ?

და შენ რომელი დაწერილი ჰამლეტი გაინტერესებს?


Posted by: chorven:) 8 Dec 2008, 02:05
Nnino
QUOTE
ჰამლეტი დაწერილია საერთოდ?

ხო, მეც მგონია, პირდაპირ დადგმულია, დაუწერავად...
QUOTE
და შენ რომელი დაწერილი ჰამლეტი გაინტერესებს?

ავთო ვარსიმაშვილის chups.gif

Posted by: mishka-007 26 Dec 2008, 19:36
გიორგი გეთიაშვილის ლექსია კახეთი, თუ გაქვთ ვინმეს მომწერეთ

Posted by: TATA79 27 Dec 2008, 20:26
ზაზა დარასელის ნაწარმოებებს ვეძებ...მოთხრობები,თარგმანები,ნებისმიერი...სად იქნბა ხომ არ იცით?........

Posted by: Jasper Morello 1 Jan 2009, 11:49
ჯაბა იოსელიანის "სამი განზომილება" ხომ არ იცით სად შეიძლება ვნახო ნეტში??



Posted by: strixnina 1 Jan 2009, 14:59
TATA79
QUOTE
ზაზა დარასელის ნაწარმოებებს ვეძებ

ეგ ვიტალი დარასელიაა chups.gif

Posted by: TATA79 4 Jan 2009, 19:47
კი,მაგრამ თან წერდა.
მე მისი ნათარგმნი პატარა ჩანახატი მაქვს-მარკესიდან,რომელიც სიკვდილის წინ უთარგმნია,და ძალიან მომწონს და მიყვარს!
გავიგე თვითონაც წერდა...

Posted by: Jayson 5 Jan 2009, 15:02
შტეFან ცვაიგის
"უცნობი ქალის წერილი" მინდა ძალიან...
ნეტში სად ვნახო?
ქართულად (ეჭვი მეპარება იყოს)
ან ინგლისურად მაინც ^_^

Posted by: ბობო 7 Jan 2009, 20:47
რა ხდება ამ ფორმუზე? -http://armuri.4forum.biz/forum.htm

Posted by: Jayson 9 Jan 2009, 02:01
QUOTE (Jay_Son @ 5 Jan 2009, 15:02 )
შტეFან ცვაიგის
"უცნობი ქალის წერილი" მინდა ძალიან...
ნეტში სად ვნახო?
ქართულად (ეჭვი მეპარება იყოს)
ან ინგლისურად მაინც ^_^

არავინ იციიით? sad.gif

help.gif help.gif help.gif

..............


ცვაიგიი :შ: (

Posted by: Nnino 11 Jan 2009, 14:41
http://web.archive.org/web/20060112100452/http://www.nightlightpress.com/fiction/letter.htm


ინგლისურადაა...

Posted by: memento mori 12 Jan 2009, 13:59
ისა ქრიტინა ნესტლინგერი ასეთი მწერალი ვისაც გაუგია ონლაინ რეჟიმზე მაინც სად შეიძლება ვიპოვნო, ვერ დამეხმარებით? sad.gif

Posted by: Jayson 13 Jan 2009, 14:31
QUOTE (Nnino @ 11 Jan 2009, 14:41 )
http://web.archive.org/web/20060112100452/http://www.nightlightpress.com/fiction/letter.htm


ინგლისურადაა...

დიდი მადლობა

2kiss.gif

გაიხარე =]]]]]]]

Posted by: TATA79 18 Jan 2009, 16:14
ლიტერატურულ კატალოგში ოსკარ უაილდი არ იხსნება და რატო?
უაილდის "ქალი თეთრებში"მინდა რა.......ინგლისურად და თუ არის ქართულადაც.

Posted by: dimi26 28 Jan 2009, 20:35
სტენდალის წითელი და შავი სად შეიძლება ვიშოვო?

Posted by: xanka 29 Jan 2009, 15:00
სად შეიძლება ვიშოვო ნათელა მდინარაძის ლექსები?

Posted by: anakonda1982 29 Jan 2009, 16:00
ერთი შეკითხვა..ლექსია ასეთი შენი შემყურე,მთავრდება სიტყვებით მეც ასე დავრჩი შენი შემყურე

იქნებ მომწეროთ ვისია და თუ ლექსსაც დაწერთ ხომ საერთოდ wink.gif

გმადლობთ

Posted by: xanka 30 Jan 2009, 10:48
აბა გაიხსენეთ
ვინაა ავტორი/? შეყვარებული გოგონა დაქალს სწერს ესპანეტსში წერილებს სადაც უ ყვება ტავის სასიყვარულო ისტორიას გოგონა ფეხმზიმედაა შეყვარებული კი გაუჩინარდა .ოჯახი სხვაგან მიდის და დედა იბრალებს ბავშვის გაჩენას :

Posted by: GoodFella 8 Feb 2009, 00:22
მინდა შევიძინო ჯაბა იოსელიანის წიგნები.ადრე მახსოვს რამოდენიმე წიგნი იყო გამოსული მაგრამ გადავდე გადავდე და რაღაცა მერე.....
თუ იყიდება სადმე,ხომ არ იცის ვინმემ? მაგალითად "სამი განზომილება"(თუ არ მეშლება სახელწოდება)

Posted by: tako44 8 Feb 2009, 23:53
ლადო ასათიანის ლექსში "ყაყაჩოები" მოხსენიებულია ოჟა ჯურხაის ფარი...ვერსად ვერ მოვძებნე და მაინტერესბს, ვინ იყო ოჟა ჯურხაი?

Posted by: Mesaflave 9 Feb 2009, 00:24
ვინმეს ნანახი გაქვთ სპექტაკლი სხვა საქართველო სადარის?
აი მანდ რომ მურმან ჯინორია ლექსებს კითხულობს, ავტორები ვინ არიან და რომელი ლექსებია კერძოდ არავინ იცით?
ნუ ტერენტი და გალაკტიონი გასაგებია, მაგრამ კონკრეტულად რა ლექსებია?
მაგ: ორშაბათს წერილი გავუგზავნე, სამშაბათს .... ოთხშაბათს.. პარასკევს...
და კიდევ ეს უღმრთო შემიყვარდაო და რაღაც, სამწუხაროდ ვერ დავიმახსოვრე ტექსტი smile.gif
დამეხმარეთ ვინმე ძალიან გთხოვთ smile.gif

Posted by: TATA79 9 Feb 2009, 16:03
Mesaflave
მაგ სპექტაკლს ქვია "და სიმღერით ვკვდები..."
ესეთი საიტია:babaduli.de -და იქ არის.კიდევ ბევრი სხვა სპექტაკლია,და საინტერესო რამეები...

Posted by: Mesaflave 9 Feb 2009, 17:58
TATA79
QUOTE
მაგ სპექტაკლს ქვია "და სიმღერით ვკვდები..."

ვინ გითხრა რომ ეგრე ჰქვია? მგონი "სხვა საქართველო..." ჰქვია.
აი ნახე http://rustavelitheatre.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=8&info_id=433
ბაბადულიზე ვნახე და ძალიან დიდი მადლობა 2kiss.gif

ვინმე ლექსებსაც თუ გამიჩითავს ხო ძნ მაგარი იქნება smile.gif

Posted by: TATA79 10 Feb 2009, 22:26
მაგას კარგად ვერ ვხსნი,მაგრამ როგორც ვხვდები,ეტყობა ახალია.შეიძლება სპექტაკლები შეაერთეს და ახალი ვერსია გააკეთეს.იმიტომ ,რომ მე მაქვს და სიმგერით ვკვდები...ბაბადულიდან გადმოვწერე.თან მახსოვს ჯინორია მაგა" ერთი მსახიობის
თიატრში "თამაშობდა.

ლექსები კი ყველგანაა,სადაც გალაქტიონი,ტერენტი და სხვებია...

Posted by: Nnino 11 Feb 2009, 22:35
xanka

QUOTE
აბა გაიხსენეთ
ვინაა ავტორი/? შეყვარებული გოგონა დაქალს სწერს ესპანეტსში წერილებს სადაც უ ყვება ტავის სასიყვარულო ისტორიას გოგონა ფეხმზიმედაა შეყვარებული კი გაუჩინარდა .ოჯახი სხვაგან მიდის და დედა იბრალებს ბავშვის გაჩენას :


სათაური არ მახსოვს ნამდვილად, მაგრამ ნარგიზა მგელაძისაა უეჭველი.


Mesaflave


QUOTE
რშაბათს წერილი გავუგზავნე, სამშაბათს .... ოთხშაბათს.. პარასკევს...
და კიდევ ეს უღმრთო შემიყვარდაო და რაღაც, სამწუხაროდ ვერ დავიმახსოვრე ტექსტი


შოთა ნიშნიანიძისაა, გენაცვალე, ასევე ჯინორიას ძალიან მაგრად წაკითხული "ჩქარი მატარებელიც". აკრეფა მეზარება ნამეტანი ახლა. ნებისმიერ კრებულში იქნება...

Posted by: chorven:) 11 Feb 2009, 22:39
Nnino
QUOTE
xanka

QUOTE აბა გაიხსენეთ ვინაა ავტორი/? შეყვარებული გოგონა დაქალს სწერს ესპანეტსში წერილებს სადაც უ ყვება ტავის სასიყვარულო ისტორიას გოგონა ფეხმზიმედაა შეყვარებული კი გაუჩინარდა .ოჯახი სხვაგან მიდის და დედა იბრალებს ბავშვის გაჩენას :

სათაური არ მახსოვს ნამდვილად, მაგრამ ნარგიზა მგელაძისაა უეჭველი.

აუ, რა გამახსენეთ, მაგას კიდევ მეორე მოთხრობა ჰქონდა ძაან ტასკა, გერმანულის კოჭლი მასწავლებელი რომ უყვარდება გოგოს და მერე თავს იკლავს user.gif
რა მძიმე ბავშობა მქონდა biggrin.gif

Posted by: Nnino 11 Feb 2009, 23:05
chorven:)

აბაა... მაგისი სათაურიც კი არ დამვიწყებია - "მოლოდინი" ჰქვია, მთავარი მოქმედი პირები - მაკა და ბაქარი... თითქმის ზეპირად მახსოვს. მე-9 კლასის გამოცდებისას ჩემი მეგობრის მამიდის დაკეტილ ერთოთახიანში ვმეცადინეობდით. იქ აღმოვაჩინეთ და შესვენებისას ვკითხულობდით ხოლმე სახალისოდ, მაშინვე გვეცინებოდა...

სხვათა შორის, ნარგიზა მგელაძე თეა გვასალიას დედაა...

Posted by: QYGe1T290980MQ5-8 12 Feb 2009, 17:15
V. S. Naipaul
The Nobel Prize in Literature 2001


ამ კაცის

"Half life"- ვეძებ ინგლისურ ენაზე და ვინმე დამეხმარეთ რა მოძიებაში

Posted by: memento mori 13 Feb 2009, 13:58
QUOTE (chorven:) @ 11 Feb 2009, 22:39 )
Nnino
QUOTE
xanka

QUOTE აბა გაიხსენეთ ვინაა ავტორი/? შეყვარებული გოგონა დაქალს სწერს ესპანეტსში წერილებს სადაც უ ყვება ტავის სასიყვარულო ისტორიას გოგონა ფეხმზიმედაა შეყვარებული კი გაუჩინარდა .ოჯახი სხვაგან მიდის და დედა იბრალებს ბავშვის გაჩენას :

სათაური არ მახსოვს ნამდვილად, მაგრამ ნარგიზა მგელაძისაა უეჭველი.

აუ, რა გამახსენეთ, მაგას კიდევ მეორე მოთხრობა ჰქონდა ძაან ტასკა, გერმანულის კოჭლი მასწავლებელი რომ უყვარდება გოგოს და მერე თავს იკლავს user.gif
რა მძიმე ბავშობა მქონდა biggrin.gif

მაგას ჰქვია , ანუ წერილებს რომ წერს გოგო, "ერთი სიყვარულის ქრონიკა"

კოჭლ მასწავლებელზე რომაა, მაგას ჰქვია "მოლოდინი"


რაის ცუდი ბავშვობა, დღემდე ვაფრენ მაკაზე

baby.gif

Posted by: QYGe1T290980MQ5-8 14 Feb 2009, 11:56
V. S. Naipaul
The Nobel Prize in Literature 2001


ამ კაცის

"Half life"- ვეძებ ინგლისურ ენაზე და ვინმე დამეხმარეთ რა მოძიებაში

Posted by: Pinturicch10 15 Feb 2009, 15:00
ორშაბათს გოგონა გავიცანი, გოგონა ნახატი კალმისანი.
მისი ღიმილი და დალალები სამშაბათს გამიხდა საფიცარი...

...

...

ვისია? მურმან ჯინორია კითხულობს მემგონი smile.gif

და კიდევ აი ის ლექსი გურამ საღარაძემ რომ წაიკითხა მზის გადაცემაში თუ იცით...

Posted by: Nnino 15 Feb 2009, 15:31
pinturicio
QUOTE
ორშაბათს გოგონა გავიცანი, გოგონა ნახატი კალმისანი.
მისი ღიმილი და დალალები სამშაბათს გამიხდა საფიცარი...

შოთა ნიშნიანიძეა ავტორი...

გურამ საღარაძემ თუ "მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ" წაიითხა, შანდორ პეტეფია გრიგოლ აბაშიძის ნათარგმნი...

ვოოტ...

Posted by: Pinturicch10 15 Feb 2009, 19:09
Nnino

QUOTE
შოთა ნიშნიანიძეა ავტორი...

გურამ საღარაძემ თუ "მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ" წაიითხა, შანდორ პეტეფია გრიგოლ აბაშიძის ნათარგმნი...

ვოოტ...


მადლობა 2kiss.gif


მაგრამ რომ ვერ ვნახე? user.gif

lib.ge-ს გარდა სხვაგან სად შეიძლება ვნახო? და კიდევ მერაბ კოსტავას ლექსები მაინტერესებს თუ იცით?

..

Posted by: Lile 16 Feb 2009, 03:19
მაპატიეთ ოფისთვის, მაგრამ სხვაგან სად შეიძლებოდა დამეპოსტა არ ვიცი, ქართული პროზა და პოეზია სად შეიძლება ვნახო ონლაინ, lib.ge-სა და literatura.ge-ს გარდა სხვა რა რესურსებია?

Posted by: xanka 19 Feb 2009, 17:00
იქნებ ვინმემ იცოდეთ? "ფრინდი ფრინდი ჭრელ კაბავ
დედა გამიხარეო
სხვასთან არის მამიკო
ჩვენთან მოიყვანეო.' ძალიან გთხოვთ.

Posted by: Sestrichka 20 Feb 2009, 14:39

ვინმეს ხო არ წაგიკითხავთ ჩინელი მწერალი ლუ სინი?

გუშინ ვიყიდე და მაინტერესებს...


Posted by: Hahnne 21 Feb 2009, 18:45
ფრანც კაფკა სად შეიძლება ვიყიდო ხომ არ იცით user.gif

Posted by: aurelianno 22 Feb 2009, 15:10
მესკალიტო რომელი ნაწარმოების გმირია? და ავტორი ვინ არის ხომ არ იცით?

Posted by: Pinturicch10 24 Feb 2009, 15:55
კითხვები, კითხვები, კითხვები...

პასუხები არ ჩანს.. user.gif

Posted by: Ocelot 24 Feb 2009, 17:00
aurelianno
QUOTE
მესკალიტო რომელი ნაწარმოების გმირია? და ავტორი ვინ არის ხომ არ იცით?

Карлос Кастанеда “Учение дона Хуана”

მემგონი ეს.

Posted by: Unico 26 Feb 2009, 21:57
დავეძებ ინტერნეტში და დღემდე ვერ მიპოვია თომას მანის ესსეებს smile.gif

ელ ბიბლიოთეკების თემაში შევედი, იქიდან აქა იქ გავედი მაგრამ სულ რომანები და მოთხრობებია, მე კი ვეძებ მის ესსეებს, სასურველია რუსულად.. თუ რამეა და ინგლისურად იყოს smile.gif

ვინმე რამეს ხომ არ მირჩევს? baby.gif

Posted by: WoodenMonkey 28 Feb 2009, 23:34
მურმან ლებანიძის ლექსი როა გალაქტიონზე მაგას არ იცით რა ქვია ან სად დევს??

ოღონდ ეს არა სხვა ლექსიც აქვს მგონი ==>

ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ
(ის მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის):
_ ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ,
დაგვისახელეთ
მეორე პოეტი...
უცებ ჭინკებით გაევსო თვალი _
თვისი სიმაღლით ის იყო მთვრალი,
_ საქართველოში??? _ ჩაიქირქილა
და ლომურ წვერზე
მოისვა ბრჭყალი...

Posted by: ni_ca 2 Mar 2009, 00:05
WoodenMonkey
[quote]
მურმან ლებანიძის ლექსი როა გალაქტიონზე მაგას არ იცით რა ქვია ან სად დევს??

ლებანიძეს რამდენიმე ლექსი აქვს გალაკტიონზე და თითქმის ყველა კრებულშია შესული.
იქნებ,რამე ციტატა გაიხსენო ლექსიდან.ასე უფრო მარტივი იქნება შენი დახმარება

Posted by: OPIZELI 2 Mar 2009, 15:01
სად შეიძლება ვიყიდო ტოლკიენის ჰობიტი ინგლისურად?

პარნასში არის ბეჭდების მბრძანებელი და ჰობიტი ერთად და ეგ 78 ლარი ღირს.

მე მარტო ჰობიტი მინდა ჯერ, იმათი წაკითხვის დრო მაინც არ მაქვს და ცალკე სად შეიძლება ვიყიდო ჰობიტი ინგლისურად?

Posted by: Starsailor 2 Mar 2009, 18:18
ჰარი პოტერის ბოლო წიგნი მჭირდება რუსულად. რამე საიტი არ იცით, საიდანაც შეიძლება დავქაჩო?

Posted by: ninichka1 5 Mar 2009, 16:54
დანიელ გრანინის "მაძიებელი" ვინმეს წაკითხული აქვს? baby.gif

Posted by: _DelgadA_ 8 Mar 2009, 15:29
დათა თუთაშხიაში სეთურის ეპიზოდი რომელ კარშია მითხარით რაა გთხოოოვთ...


* * *
დათა თუთაშხიაში სეთურის ეპიზოდი რომელ კარში მოვძებნო???

Posted by: გიარია 9 Mar 2009, 13:27
_DelgadA_
თავიდანვეა ეგ ეპიზოდი, პირველ კარში chups.gif

Posted by: BUTUSA 9 Mar 2009, 20:55
help.gif help.gif help.gif

აი ძალიან ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება !!!!!

ეს 2 წიგნი
Кaрпелес Г., Библейские пророки и библейское пророчество, Москва, 1987 г.
Телушкин И., Еврейский мир, Москва, 1995 г.

ქართულად რა სისულელეა და ინგლისურ ენაზე თუ იშოვება რომელიმე საიტზე??????
ძალიან ძალიან მჭირდება ...

cry.gif cry.gif cry.gif

Posted by: Kobalty 9 Mar 2009, 23:24
http://forum.ge/?f=36&showtopic=33590230

ეს თემა წაიშალა?
ანუ ვაჟა ფშაველაზე თემა აღარ არსებობს?

Posted by: gotagota 11 Mar 2009, 23:07
ერთხელ ამერიკაში საერთოდ ეგეთი წიგნი არსებობს? ხოდა თუ არსებობს ქართულ ენაზე არის გადათარგმნილი? ხოდა თუ არის გადათარგმნილი ბარემ ეგეც მითხარით სად შეიძლება ვიყიდოო biggrin.gif

Posted by: zviomed 13 Mar 2009, 14:38
მაინტერესებს ტუ იცით ვისია "წუხელის ბიცჰი დაბადებულა"? ავტორი მითხარით, დაწერას არ გთხოვთ მეთვითონ მოვძებნი. წინასწარ გიხდით მადლობას

Posted by: Nnino 13 Mar 2009, 14:42
zviomed
ანზორ აბულაშვილია, რამდენადაც მახსოვს...

Posted by: zviomed 13 Mar 2009, 21:55
დიდი მადლობა დახმარებისათვის მოვძებნი ახლავე.

Posted by: agnes 13 Mar 2009, 22:53
ორიგინალში ინგლისური წიგნები სად შეიძლება ვიყიდო???

Posted by: გიარია 17 Mar 2009, 23:19
კაფკას მეტამორფოზა ხომ არ იცით სადმე რომ იდოს user.gif

Posted by: GoodFella 18 Mar 2009, 12:13
QUOTE
ერთხელ ამერიკაში საერთოდ ეგეთი წიგნი არსებობს?


არსებობს.ქართულად არ ვიცი,რუსულად მაქვს წაკითხული.არ გირჩევ რაიმე დრო დახარჯო ამ წიგნის ან ძიებაზე ან წაკითხვაზე - piece of shit,ძაან ძიშოვი რაღაცაა.ფილმთან შედარებაც კი უხერხულია.

Posted by: gigivip7777 19 Mar 2009, 00:01
მოგესალმებით იქნებ დამეხმაროთ ერთი ლექსის ავტორის დადგენაში ლექსი ასე იწყება :
თოვლი დნება თოვლი ლხვება
პირს იბანენ მთები დარი დგება ია
ჩნდება ისმის სიმღერები......

Posted by: TATA79 20 Mar 2009, 16:33
თუ შეიძლება,მასწავლეთ,სად მოვძებნო
ოსკარ ვაილდის-ქალი თეთრებში
და
ცვაიგის-უცნობი ქალის წერილი-
ინგლისურად
და საერთოდ ეს მწრლები...
მადლობა.
* * *
--------------------------------------------------------------------------------
Nnino
http://web.archive.org/web/20060112100452/...tion/letter.htm
ინგლისურადაა...


ამ საიტზე ვერ შევდივარ და ვერ დამეხმარებით?
აქ ცვაიგის სხვა ნაწარმოემბებიც არის?

Posted by: Greaser 20 Mar 2009, 20:14
gigi.gif
თემა ამერია
-------------------------

Posted by: strixnina 20 Mar 2009, 20:24
Greaser
QUOTE
ვცვლი შემდეგ წიგნებს:
А.Куприн - Избранное(მაგარი ყდით)
Г.Уэллс - Машина времини, Воина миров, Рассказы(რბილი ყდით, КС სერიიდან)
А.Беляев - Избранное(1989 წლის გამოცემაა მაგარი ყდით)
რავი ნებისმიერ წიგნზე გავცვლი რომელიც არ მაქვს. 

კეთილი. მე გაგიცვლი შემდეგ წიგნებში:
1. ვანო ურჯუმელაშვილი - "დედაშვილობა";
2. გიგი ხორნაული - "შვინტლიკა";
3. სიმონ წვერავა - "ფოლადის გზებზე". chups.gif

Posted by: Greaser 20 Mar 2009, 20:31
ვნახავ სხვა შემოთავაზებებს, თუ არა ბიბლიოთეკაში ჩავაბარებ user.gif

Posted by: strixnina 20 Mar 2009, 20:45
Greaser
ეგებ, ამ წიგნებმა მაინც დაგაინტერესოთ? ბელიაევი განსაკუთრებით მეძვირფასება.
აი, ამ წიგნების სანაცვლოდ, იქნებ ბელიაევი დამითმოთ.

1.“Conversations with Saul Bellow”;
2.“Correspondence between Elizabeth Bishop and Robert Lowell”;
3.А. Оппенхейм - «Древняя Месопотамия».
chups.gif

Posted by: Greaser 20 Mar 2009, 20:51
ინგლისური არ ვიცი ისე კარგად, რომ წავიკითხო, მესამე არ მაინტერესებს. რამე უფრო მარტივი შემომთავაზე. მაგალითად ნოდარ დუმბაძე ან გურამ ფანჯიკიძე smile.gif

Posted by: strixnina 20 Mar 2009, 20:53
Greaser
QUOTE
1.“Conversations with Saul Bellow”;
2.“Correspondence between Elizabeth Bishop and Robert Lowell”;
3.А. Оппенхейм - «Древняя Месопотамия».

QUOTE
ინგლისური არ ვიცი ისე კარგად, რომ წავიკითხო, მესამე არ მაინტერესებს. რამე უფრო მარტივი შემომთავაზე. მაგალითად ნოდარ დუმბაძე ან გურამ ფანჯიკიძე

biggrin.gif biggrin.gif კაიჰ.

Posted by: Greaser 20 Mar 2009, 20:59
ბიბლიოთეკაში ჩავიტან ხვალ და ეგ არის რა.

Posted by: strixnina 20 Mar 2009, 21:15
Greaser
უიჰ, კიდევ მქონია. აბა, ბოლოჯერაც ვცდი, ეგებ დაგაინტერესოთ.
1. ბოეთიუსი - "ნუგეში ფილოსოფიისაგან";
2. მონტენი - "ცდები";
3. პესტალოცი - რჩეული, ორ ტომად.

Posted by: GITANA 20 Mar 2009, 21:21
strixnina

ფარნა ფსუტურის "შებღალული ყოჩივარდები" ხომ არ გაქვთ შემთხვევით? ვერსად მივაგენი. თქვენზე მითხრეს რარიტეტები გქონიათsmile.gif არ შეგეშინდეთ მოვუფრთხილდები, წიგნებს არ ვეპყრობი უდიერად.

Posted by: chorven:) 20 Mar 2009, 21:29
Greaser
გეხვეწები, გაუცვალე რა, ან მითხარი, რა გინდა და გაგიცვლი, რა ხანია მეწუწუნება, ეგ წიგნები როგორ მინდოდა არადაო

Posted by: unknown lady 21 Mar 2009, 00:04
მუხრან მაჭავარიანის უცხოელ პოეტს მაპოვნინეთ რა sad.gif

Posted by: xachapuridze 21 Mar 2009, 00:27
strixnina
შემოგთავაზებდი ია ეკალაძის დაუვიწყარ თხზულებას "ნომერი 21 ჯვრით", პავლე საყვარელიძის სქელტანიან რომანს"დაფანტული ფურცლები" და მუნტიკოვა-ჩაჩიბაიას "თავზარდაცემულს". ეს უკანასკნელი 70-იანების დასასრულისა და 80-იანების დსაწყისის ბესტსელერია.

Posted by: strixnina 21 Mar 2009, 01:28
xachapuridze
გაიხარეთ, კეთილო ადამიანო. ჩემის მხრივ, სრულიად უანგაროდ გავცემდი ფურმანოვისა და დემიან ბედნის რჩეულებს. cry.gif
ბეგლარ ახოსპირელის ნანინანატრ წიგნს დავეძებ ამაოდ.

Posted by: xachapuridze 21 Mar 2009, 01:39
strixnina
QUOTE
ბეგლარ ახოსპირელის ნანინანატრ წიგნს დავეძებ ამაოდ.

ბეგლარ ახოსპირელი რომელია, დავით თურდოსპირელი?

Posted by: strixnina 21 Mar 2009, 01:43
xachapuridze
QUOTE
ბეგლარ ახოსპირელი რომელია, დავით თურდოსპირელი?

არა, არსენ მეკოკიშვილის ფსევდონიმით ინიღბებოდა. შიგადაშიგ, ცხადია.

Posted by: Greaser 21 Mar 2009, 11:57
QUOTE (strixnina @ 21 Mar 2009, 01:28 )
xachapuridze
გაიხარეთ, კეთილო ადამიანო. ჩემის მხრივ, სრულიად უანგაროდ გავცემდი ფურმანოვისა და დემიან ბედნის რჩეულებს. cry.gif
ბეგლარ ახოსპირელის ნანინანატრ წიგნს დავეძებ ამაოდ.

ფურმანოვს თუ იზბრანნოე ქონდა არ ვიცოდი. givi.gif

Posted by: strixnina 21 Mar 2009, 16:24
Greaser
QUOTE
ფურმანოვს თუ იზბრანნოე ქონდა არ ვიცოდი.

არა უშავს, სხვა ავტორების ხო იცოდი?! wink.gif

Posted by: Greaser 21 Mar 2009, 20:17
QUOTE (strixnina @ 21 Mar 2009, 16:24 )
Greaser
QUOTE
ფურმანოვს თუ იზბრანნოე ქონდა არ ვიცოდი.

არა უშავს, სხვა ავტორების ხო იცოდი?! wink.gif

user.gif
-----------------------------

Posted by: Simperia 21 Mar 2009, 20:58
"სხვისი ოცნების ქალი" ასეთი წიგნი თუ გაგიგიათ, ვისია ხომ არ იცით? user.gif

Posted by: strixnina 21 Mar 2009, 22:20
Greaser
.............. 2kiss.gif

Posted by: Count Szegedi 22 Mar 2009, 21:25
strixnina
სტრიხნინ, გივი კარბელაშვილის "გათანგულნი" და პარმენ ლორიას "ჩაი" შემიძლია შემოგაშველო.
ხომ არ იცი, კანზას და არკანზას ლორიები პარმენს ენათესავებიან?

Posted by: xachapuridze 23 Mar 2009, 00:55
Count Szegedi
QUOTE
ხომ არ იცი, კანზას და არკანზას ლორიები პარმენს ენათესავებიან?

მე მგონი, ეგენი უფრო ქუჩულორიას ნათესავები უნდა იყონ.

Posted by: strixnina 23 Mar 2009, 01:10
xachapuridze
Count Szegedi
ახლა რაფერაა... ქუჩულორიას მეუღლე (პაპასკირის ქალი) იყო კანზას-არკანზასის ალალი მამიდაშვილი დედის მხრიდან, მარა კონტაქტი, როგორც ასეთი, მაგენთან არ ქონია. რაც კანზასი დიდი კაცი შეიქნა, მერე ამოძრავდნენ ქუჩულორიები (რავარც იციან ხოლმე).

Posted by: Count Szegedi 23 Mar 2009, 01:40
xachapuridze
strixnina
ჰო, ეგ უფრო ჰგავს სიმართლეს. პარმენი რომ კანზას-არკანზასის ნათესავი ყოფილიყო, არკანზასი ერთ კაი ლექსს მიუძღვნიდა ასეთ სახელოვან ახლობელს. "ოდა პ.ლ.-ს" ან რაიმე მსგავსს დაარქმევდა.



Posted by: xachapuridze 23 Mar 2009, 21:09
Count Szegedi
QUOTE
ჰო, ეგ უფრო ჰგავს სიმართლეს. პარმენი რომ კანზას-არკანზასის ნათესავი ყოფილიყო, არკანზასი ერთ კაი ლექსს მიუძღვნიდა ასეთ სახელოვან ახლობელს.

არქივები უნდა დავჩხრიკოთ კარგად.

Posted by: Count Szegedi 24 Mar 2009, 00:23
xachapuridze
QUOTE
არქივები უნდა დავჩხრიკოთ კარგად.

მგონი, მივაგენი რაღაცას. იგავ-არაკებში დავაგდე.

Posted by: gigivip7777 25 Mar 2009, 23:41
მოგესალმებით იქნებ დამეხმაროთ ერთი ლექსის ავტორის დადგენაში ლექსი ასე იწყება :
თოვლი დნება თოვლი ლხვება
პირს იბანენ მთები დარი დგება ია
ჩნდება ისმის სიმღერები......

Posted by: tako44 27 Mar 2009, 21:45
პატრიოტული ლექსები მიმანისნეთ რა ვინმემ....

Posted by: xanka 1 Apr 2009, 23:45
ძალან გთხოვთ ვინმემ იცით ნათელა მდინარაძის ლექსები? იქნებ მიმანიშნოთ სად შეიძლება ვიშოვო?

Posted by: Nnino 3 Apr 2009, 00:01
xanka
ნოდარ მდინარიძის ლექსებს გაშოვნინებ ხათრით, თუ გინდა... biggrin.gif

Posted by: gigivip7777 6 Apr 2009, 23:39
ძალიან გთხოვთ იქნებ დამეხმაროთ ერთი ლექსის ავტორის დადგენაში ლექსი ასე იწყება :
თოვლი დნება თოვლი ლხვება
პირს იბანენ მთები დარი დგება ია
ჩნდება ისმის სიმღერები......

Posted by: antosia 10 Apr 2009, 22:49
QUOTE
გაგა ნიჟარაძის "ჩვენ - ქართველები" მინდა ქართულადაც და ინგლისურადაც სასწრაფოდ


გაგა ნიჟარაძემ არაფერი იცის საქართველოსა და ქართველების შესახებ

Posted by: xanka 15 Apr 2009, 16:46
QUOTE (Nnino @ 3 Apr 2009, 00:01 )
xanka
ნოდარ მდინარიძის ლექსებს გაშოვნინებ ხათრით, თუ გინდა... biggrin.gif

გმადლობ! მაქვს ნოდარ მდინარაძის წიგნი ავტორის "ავტოგრაფით"და ძალიან მომწონს. სხვათაშორის ვამაყობ მისი მეზობლობით! gigi.gif

Posted by: Giji-Gogo-Zeppelin 21 Apr 2009, 14:09
გამარჯობათ იქნებ მითხრათ, სალვადორ დალის ,,მაგიური ხელოვნების 50 საიდუმლო'' სად ვიშოვო....საკმაო ხანია ვეძებ.....

Posted by: Thomas Hobbes 25 Apr 2009, 03:40
მაინტერესებს ჯეიმს ჯოისის "ულისეს" სრული თარგმანი ახალი გამოცემა არსებობს? სად შეიძლება ვიყიდო?

Posted by: acdachi 26 Apr 2009, 13:29
გამარჯობათ...

"მონანიება" რო არის კინო (ბერია და გადასახლებები) ....წიგნიც არის მაგაზე?ანუ მაგ სცენარით....

Posted by: Nnino 26 Apr 2009, 13:48
acdachi
ნოდარ წულეისკირის რომანია ასეთი "აფთარი" თუ "აფთრები", ამის მიხედვითაა გადაღებული. ბიბლიოთეკებს აქვთ, ბოლოს სადღაც 90–იანი წლების შუა ხანებში გამოიცა. მაგრამ მე მახსოვს, რომ მას ნაწარმოების იდეას ვიღაც ედავებოდა (სახელი და გვარი აღარ მახსოვს, სამწუხაროდ).

Posted by: xachapuridze 26 Apr 2009, 23:35
Nnino
QUOTE
მას ნაწარმოების იდეას ვიღაც ედავებოდა (სახელი და გვარი აღარ მახსოვს, სამწუხაროდ).

პირიქით, მკვდრის ამოთხრის იდეა ნოდარ წულეისკირმა მიაწოდა , მაგრამ შემდეგ რატომღაც მისი გვარი არ ეწერა ტიტრებში და სადავო გახდა.

Posted by: old jack 28 Apr 2009, 10:06
QUOTE
მაინტერესებს ჯეიმს ჯოისის "ულისეს" სრული თარგმანი ახალი გამოცემა არსებობს? სად შეიძლება ვიყიდო?

სულაკაურის გამომცემლობა აპირებს წელს გამოუშვას სრული სახით, საიტზეც უდევთ კატეგორიაში - "მალე " tongue.gif

Posted by: მოთამაშე 28 Apr 2009, 12:45
დათო ტურაშვილის ნაწარმოების წაკითხვა მინდა თან რომ ამოვბეჭდო და იქნებ ლინკი დამიგდოთ საიტის smile.gif


დიდი მადლობა წინასწარ !!!

Posted by: მონიკა 28 Apr 2009, 12:51
მოთამაშე

QUOTE
დათო ტურაშვილის ნაწარმოების წაკითხვა მინდა თან რომ ამოვბეჭდო და იქნებ ლინკი დამიგდოთ საიტის

დიდი მადლობა წინასწარ !!!

http://www.lib.ge/each_author.php?107

Posted by: gio_boy 30 Apr 2009, 01:47
რამე ისეთის წაკითხვა მირჩიეთ რომ ცხოვრების აზრი მომეცეს ოდნავ მაინც ....
თუ მაინც აზრი არა აქვს რამის წაკითხვას ? user.gif

Posted by: Nnino 30 Apr 2009, 13:03
gio_boy

"მარტინ იდენი" წაიკითხე, ოღონდ სადღაც 3/4-მდე რომ მიხვალ, შეეშვი. მერე მე მოგიყვები... smile.gif

Posted by: perfectstranger 1 May 2009, 09:50
Nnino
QUOTE
"მარტინ იდენი" წაიკითხე, ოღონდ სადღაც 3/4-მდე რომ მიხვალ, შეეშვი. მერე მე მოგიყვები...


არ მაქვს წაკითხული. თუ ვიპოვე სახლში წავიკითხავ და მერე 3/4 -მდე რომ ავალ იქნებ მეც მომიყვე?

-----------------------
კი, წულეისკირს ედავებოდა ვიღაც, ოღონდ მგონი სისატურაზე...
"სისატურა ჩემი დაწერილია "
წიგნიდან "ბრძოლა სატანასთან"

Posted by: Sestrichka 11 May 2009, 12:12

ხალხ, ხო არ იცით პანაიტ ისტრატი სად შეიძლება ვიპოვო?

ძაან მაინტერესებს და მინდა წაკითხვა... ვიცი, რომ რუმინელი მწერალია და ბალკანელების მაქსიმ გორკის ეძახიან... და პირველი იყო, ვინც ჰომოსექსუალების ბუნება აღწერა თავის ნაწარმოებებში... smile.gif

Posted by: xachapuridze 11 May 2009, 23:16
Sestrichka
პანაიტ ისტრატისაა "ქოჩორა თურინჯი" მიხეილ ჯავახიშვილის თარგმნილი. შედის მის ტომეულებში ჯერ ეგ ნახე.

Posted by: Sestrichka 11 May 2009, 23:49
xachapuridze

QUOTE
პანაიტ ისტრატისაა "ქოჩორა თურინჯი"


მადლობა ინფორმაციისთვის : )

Posted by: LadyDay___ 12 May 2009, 00:11
QUOTE (xachapuridze @ 11 May 2009, 23:16 )
Sestrichka
პანაიტ ისტრატისაა "ქოჩორა თურინჯი" მიხეილ ჯავახიშვილის თარგმნილი. შედის მის ტომეულებში ჯერ ეგ ნახე.

მგონი წაკითხული მაქვს ეგ spy.gif

ახლა ჩემი თხოვნა:
ხალხო, ვინმეს თენგიზ კვირკველიას "ძველთბილისური დასახელებანი" ხომ გაქვთ, რომ მათხოვოთ ან გამიცვალოთ?

Posted by: niki_ niki 18 May 2009, 19:09
სად შეიძლება მოვძებნო საბავშვო პიესები, ტექსტების სახით, საბავშვო ბაღისთვის,
წარმოდგენა, რომ დავდგა biggrin.gif

წინასწარ დიდი მადლობა 2kiss.gif

Posted by: Heаd 23 May 2009, 01:36

ამ წიგნებიდან - H. Rap Brown-ის Die Nigger Die-ს გარდა - რომელიმე ხომ არ იცით სად შეიძლება ვიშოვო?

Posted by: LionDark 28 May 2009, 01:25
კონან დოილის Белый Отряд ან აივენჰო ან რამე მაგვარი შუა საუკუნეებზე რო იყოს და თან სათავგადასავლო, ოღონდ "დედოფალი მარგო"-ს ნაირი არა no.gif უფრო "ექშენი" user.gif მირჩიეთ რა რამე წიგნი ასეთი user.gif





P.S. დამავიწყდა დამეწერა- რამე კარგი ნაწარმოები ოღონდ user.gif

Posted by: Nnino 28 May 2009, 09:37
LionDark
უოლტერ სკოტის "რობ როი" წამოვიდა ასოციაციით პირველად. სცადე, აბა...

Posted by: Ocelot 29 May 2009, 02:16
LionDark
QUOTE
კონან დოილის Белый Отряд ან აივენჰო ან რამე მაგვარი შუა საუკუნეებზე რო იყოს და თან სათავგადასავლო, ოღონდ "დედოფალი მარგო"-ს ნაირი არა უფრო "ექშენი"

QUOTE
11 March 1990

spy.gif
რაღა დროს შენი ეგეთებია. დროა უკვე სელინჯერზე გადახვიდე და რემარკზე.


რავი, საბატინის Морской ястреб ნახე ან სტივენსონის შავი ისარი.

Posted by: LionDark 29 May 2009, 18:38
Ocelot
ლოლ ეგ წავიკითხე 4 წლის წინ user.gif
უბრალოდ ეხლა გამიჩნდა რატომღაც ეგეთი ჟანრისადმი ხელახალი ინტერესი

Posted by: otosa 30 May 2009, 03:38
ეგებ მითხართ ასე ლექსი ვისია?

შორს ცის კამარას მიწიერთაგან
ალი ეკიდა მზის ცხელ სხივებში
ცეცხლს ასდიოდა კვამლი ქათქათა
და იხრჩობოდა მაღალ მორევში

რკინის ღრუბლებად ამოჭედილი
ცხრა საფეხური ამაღლებულა
მართლა ღვთის ტახტი იდგა მოქნილი
დროში ქცეული უკვდავ სხეულად

იქ ღმერთი იჯდა, ამაყი ღმერთი,
და მკაცრი მზერიდ აჩენდა რისხვას
გოლიათებმა ზურგს მტაცეს ხელი
და მიმიყვანეს დარბაზის მიჯნას

მუხლჩამოყრილი ფიცარნაგებზე
შიში მახრჩობდა ჩემ თავთა ზედა
მე დედამიწის იალაღებზე
ამდენი ცოდვა დავტოვე წეღან

და თითქოს ლოდი გულ მკერდზე მეცა
ღვთის ხმამაღალი, ამაყი სიტყვა
ირგვლივ დაიძრა შავფერი ზეცა
ირგვლივ დადუმდა ცა, მზე და მიწა

- ადამიანო! სასუფეველში
ადრე მომხვდარხარ რომ დარჩე მარად
მე შენი სულის წვეთებრ მორევში
იმ ბოროტება რომელსაც მალავ

მოგიახლოვდა ღვთისა მართალი
დასჯა ყოველი სუფთა და წმინდა
სთქვი შენი სიტყვა რომ ხარ მართალი
გულის სიღრმეში ამის თქმა გინდა.

თავი ავწიე და ღმერთი ვნახე
ისევ ადუღდა ძარღვებში სისხლი
ოფლით დასველდა ცოდვილი სახე
ჩემში გაცოცხლდა მომკვდარი ზიზღი

- უფალო! ხალხმა დაგარქვა ღმერთი.
მე ჯოჯოხეთით მაშინებ განა?..
დედამიწაზე რა ვნახე მეტი?
სხვა ჯოჯოხეთი არ არის! არა!

მე ცრემლს და დაღლას ვუძლებდი დიხანს
მე ვგრძნობდი ტკივილს, მზდიოდა ოფლი
ხელის დაქნევა და შენი რისხვა,
არ მინდა ღმერთო, ისედაც მყოფნის.
სიმართლე გინდა? აგერ ვარ, შენს წინ
მუხლჩამოყრილი ლაპარაკს ვბედავ
გული ჯერ კიდევ სიცოცხლით მეწვის
ნახე თვალებზე ცრემლი მაქვს. ხედავ?

იცი უფალო რა არის ცრემლი?
ვერ მიამსგავსებ შენს შექმნილ წვიმას
ცრემლი ისაა როდესაც ებრძვი,
ცრემლი ისაა როდესაც გტკივა.

მაგრამ არ ვიცი უფალო რადგან
შენს მკაცრ თვალებს და შენს ამაყ სახეს
არ მოუხდება ეხლა ცრემლი და დაღლა
რომ არ გაფანტოს ეს სიამაყე.

მე გეტყვი მართალს, დამსაჯე მერე.
ადამიანი ამდენს რომ ვბედავ, მაგრამ,
რომ მითხრა ვერ დავიჯერებ
მე დამნაშავე რაში ვარ ნეტავ...

თუ ეს სამყარო შეიქმნა ღვთისგან?
თან კი ცოდვები თითოდ და თითოდ
შენ ღმერთო პასუხს მოითხოვ ვისგან?
თუ ყველაფერი შექმენი თვითონ.

ცოდვებით არის სამყარო სავსე
რადგან შევცოდავთ და ვმალავთ ვითომ
შენ ეს სამყარო შექმენი ასე
და დამნაშავეც შენა ხარ თვითონ!

ადგა უფალი, დატოვა ტახტი,
და ისევ შიშმა უეცრად დამჭრა
შემხედა ზედა, ყველაფრით დაღლილს
და თითქოს მონას პასუხი გამცა:

- გტკივა, და ასე იქნება მარად.
რადგან ეს არის სამყოფი ხალხის
რადგან ცოცხალი აქციეთ მკვდარად
რადგან ბრალს მადებთ სანაცვლოდ მადლის.

ნახეთ სამყარო, ჩვილი და სუფთა
მერე დაგლიჯეთ, დაკოდეთ, ეცით,
მტვერი ააგდეთ სინათლის შუქთან
ეხლა იმ მტვერში სამართალს ეძებთ?

არ იყო ცუდი, არ იყო კარგი,
არც განსხვავება არ იყო დროში
მაგრამ სიწმინდეს ვერ მიხვდა ხალხი
და გულში დაჭრა მიწიერ ომში
შენ მართალი ხარ, უკვდავი სული
არ გაღონდება ცოცხალი სევდით
მაგრამ ოდესღაც მეც მქონდა გული
ეხლა რომელიც ხალხს დააქვს მკერდით

ოდესღაც ასე უცრემლო, მშვიდი
დიდხანს ვეძებდი ბოლო არჩევანს
და ერთადერთი გავწირე შვილი
ამდენი შვილის გადასარჩენად

გოლიათებზე ზედ იწვა ზეცა,
ცეცხლი ეკავათ უფლისებრ ...დებს
მე ცხოვრებაში პირველად შემრცხვა,
არა, ეს იყო ცხოვრების მერე

თავი დავხარე, დავმალე სახე
ასე უეცრად ჩემს სასჯელს ვიხდი
ასე უფლის წინ სიმართლე ვნახე
ჭეშმარიტებას გვიან რომ მივხვდი

თუ მეზობელი სახლს აგიშენებს,
შენ კი იმ სახლის დაიწყებ ლესვას,
არ დააბრალო მერე მშენებელს
სახურავიდან წყალი თუ წვეთავს

უფალს შევთხოვე, დრო აზრებს არ წყვეტს,
ჩემი სასჯელი მითხარი ღმერთო
თვითონ გავაღებ მაგ რკინის კარებს
შავ ჯოჯოხეთში რომ დავიფერფლო

ძნელ ტკივილისგან არ მქონდა ფიქრი
და გვიან გიხსნი ჩემს ცოდვებს მალულს
მე დამნაშავედ იმიტომ გვთლიდი რომ
უკვდავებში ვეძებდი ბრალულს

დედამიწაზე ვეძებდი მართლებს
და მოსამართლე არ მყავდა არსად,
შენა ხარ ჩემთვის დღეს მოსამართლე
და შვილი შენი მოველი დასჯას!

Posted by: TATA79 31 May 2009, 13:39
ხომ არ იცით ეს ლექსი ვისია:

მე არ ვარ ევა,მაგრამ ვარ ქალი.
ვიცი,შენს თვალში ესეც ნაკლია...
გაჩენის დღიდან მაქვს შენი ვალი,
შენ ხომ ჩემს გამო ნეკნი გაკლია...

ხუმრობა იქით-შენ შეგიყვარდა
მოცილებული შენს სხეულს ძვალი...
ყველა ნეკნს დათმობ იმ ერთის გარდა,
რომელსაც ღმერთმა უწოდა -ქალი.

Posted by: LadyDay___ 2 Jun 2009, 11:10
TATA79

http://forum.ge/?f=20&showtopic=33903568&st=480

Posted by: natka-q 5 Jun 2009, 11:13
ხომ არ იცით, "უზნეო ბავშვები" ვისი დაწერილია?! თუ არ ვცდები, ფრანგი მწერლისაა, მაგრამ რომლის არ მახსოვს.

Posted by: xachapuridze 6 Jun 2009, 15:55
natka-q
QUOTE
ხომ არ იცით, "უზნეო ბავშვები" ვისი დაწერილია?! თუ არ ვცდები, ფრანგი მწერლისაა,

ფილიპ ერია.

Posted by: natka-q 11 Jun 2009, 11:29
xachapuridze
დიდი მადლობა.

Posted by: dianalo 16 Jun 2009, 15:56
8 წლის ბავშვისთვის მირჩიეთ საბავშვო წიგნი, რომელსაც თავად წაიკითხავს, უფრო ტომ სოიერის სტილში რაც კი გაგახსენდებათ დიდი სიყვარულით და სითბოთი ყველაფერი დაწერეთ. გმადლობთ წინასწარ smile.gif
თუ რამე თანამედროვეს გაიხსენებთ მთლად უკეთესი smile.gif

Posted by: sophya 17 Jun 2009, 13:32
dianalo
8 წლის ასაკის ბავშვმა შეიძლება ჯეინ ეარიც წაიკითხოს, გააჩნია რამდენად დააინტერესებს...
ხო და კიდევ ჟიულ ვერნის სათავგადასავლო მოთხრობები...
რობინზონ კრუზო, ან ბიძია თომას ქოხი...


Posted by: dianalo 17 Jun 2009, 20:49
sophya
არა, რას ამბობ, ჯეინ ეარი ძალიან ადრეა smile.gif
თუ ვინმეს წაუკითხავს მაგ ასაკში მეეჭვება ამ ნაწარმოების სიღრმეებს და იმას რითიც არის მომხიბვლელი ჩასწვდომოდა. smile.gif
ამიტომაც აღვნიშნე ტომ სოიერის ტიპის რამეთქო smile.gif
ჟიულ ვერნი შეიძლება smile.gif

Posted by: Nnino 17 Jun 2009, 21:03
dianalo
ასტრიდ ლინდგრენი დააბულბულა უკვე? ყველაზე მაგარი ეგაა მაგ ასაკისთვის, თუ, რა თქმა უნდა ვუნდერკინდი არაა. არადა, ახლაც დიდის სიამით ვკითხულობ...

Posted by: strixnina 17 Jun 2009, 22:36
dianalo
QUOTE
8 წლის ბავშვისთვის მირჩიეთ საბავშვო წიგნი, რომელსაც თავად წაიკითხავს

QUOTE
თუ რამე თანამედროვეს გაიხსენებთ მთლად უკეთესი 

ერლომ ახვლედიანის წიგნები.

Posted by: TATA79 19 Jun 2009, 18:30
ვინმემ ხომ არ იცით ,სად შეიძლება "გრაფი მონტე კრისტო"ვნახო?-აუდიო ვერსია-მთლიანად...
ერთგან ვნახე,მაგრამ ბოლომდე არ ყოფილა...
გმადლობთ!

dianalo
ასტრიდ ლინგრენი
ჟიულ ვერნი
მაინ რიდი
მაგრამ ქართველები ცოტაა?..........
ვაჟა,ყაზბეგი,აკაკი,დუმბაძე ბოლო-ბოლო.....(უ.სწ.პირველ რიგში!)
თანამედროვე-ოტია იოსელიანი არაჩვეულებრივ საბავშვო ნაწარმოებებს წერს!
მგონი კოტეტიშვილიც....
სულაკაური და დოჩანაშვილიც თანამედროვეა...

Posted by: Sunrise 21 Jun 2009, 21:56
ვეძებ ტოლკიენის – "ჰობიტი ანუ იქით და აქეთ" ქართულ ენაზე
2002 წლის გამოცემა
გამომცემელი ოთარ ყარალაშვილი
ISBN 99928-0-302-0

სად (რომელ მაღაზიებში, მისამართი) შემიძლია ვიყიდო ეს წიგნი და დაახლოებით რა ფასში?

გმადლობთ

Posted by: Roverandom 21 Jun 2009, 23:02
1. ტოლკიენი კი არა, ტოლკინი
2. მაღაზიებში აღარ არის. 2002-ში გამოვიდა და მალევე გაიყიდა, რარიტეტი გახდა.
3. იყიდება მხოლოდ ახალი გამოცემა.

Posted by: Elbereth_Gilthoniel 21 Jun 2009, 23:08
Roverandom
QUOTE
1. ტოლკიენი კი არა, ტოლკინი 2. მაღაზიებში აღარ არის. 2002-ში გამოვიდა და მალევე გაიყიდა, რარიტეტი გახდა. 3. იყიდება მხოლოდ ახალი გამოცემა.

ზუსტად ახლა ეს უნდა მომეწერა და როგორც ყოველთვის დამასწარი! fingal.gif 2kiss.gif
ხოდა
Sunrise
უკვე საჭირო გიპასუხეს და მე მხოლოდ იმას დავამატებდი, რომ ეს თემა ცალკე არ უნდა გაგეხსნა! როცა დარეგისტრირდი, უნდა წაგეკითხა ფორუმის წესები!!!
ტოლკინის თემა ცალკე არსებობს ამ განყოფილებაში - http://forum.ge/?showtopic=33949124&view=findpost&p=13167870
ახალი ბაკურ სულაკაურის გამოცემა - იყიდება თითქმის ყველა წიგნის მაღაზიების ქსელებში! smile.gif

ასევე ძალიან ვთხოვ მოდერატორს ეს კითხვა გადაიტანოს ან ჩვენს თემაში, ან კიდევ წაშალოს!!!

Posted by: chixuaxua 22 Jun 2009, 16:44
ხომ არ იცით ვინმემ არის თუ არა ჰიტლერის mein kampf და მარქსის კაპიტალი ქართუად ნათარგმნი? და სად შეიძლება ვნახო, თუნდაც ინგლისურად smile.gif იდეოლოგიებმა გამიტაცა ამ ბოლო დროს user.gif

Posted by: strixnina 22 Jun 2009, 17:52
chixuaxua
"კაპიტალი", ცხადია, ნათარგმნია. "მაინ კამფი" სრულად არა.

Posted by: chixuaxua 22 Jun 2009, 21:17
strixnina

კაპიტალზე გასაგებია, ექნებათ ბიბლიოთეკებში, მაგრამ მაინ კამფი სად ვნახო, თუნდაც ინგლისურად sad.gif კომპიუტერში არ შემიძლია კითხვა და ან ბიბლიოთეკის ან ყიდვის ბაზარი არის სადმე?

Posted by: strixnina 22 Jun 2009, 21:27
chixuaxua
QUOTE
ბიბლიოთეკის ან ყიდვის ბაზარი არის სადმე?

კოსტავაზე, გამომცემლობასთან ქონდათ მეწიგნეებს. რუსულად. თუ გულით გინდა წაკითხვა, მაშინ ამაზონიდან გამოიწერე ინგლისურად.

Posted by: chixuaxua 22 Jun 2009, 23:50
strixnina

გაიხარე smile.gif
ხალხო მიშველოთ იქნებ, "მასების ამბოხი" მინდა ხოსე ორტეგა ი გასეტის
ხვალ ბიბლიოთეკაში წავალ და თუ არ ქონდათ იქნებ ლინკი დამიგდოთ, სადაც ინგლისურად იქნება sad.gif
პლზპლზპლზ

Posted by: strixnina 23 Jun 2009, 00:05
chixuaxua
ქართულად წავა? კარგი თარგმანია. ბრეგვაძის. ყველგან ნახავ ბუკინისტებში.

Posted by: chixuaxua 23 Jun 2009, 00:23
strixnina
კიი რა ჯობია ქართულს smile.gif უბრალოდ ხვალ მინდა სასწრაფოდ და ამიტომ უკიდურეს შემთხვევაში ინგლისურენოვანი ვარიანტიც განვიხილე

Posted by: Sunrise 23 Jun 2009, 00:56
Roverandom

QUOTE (Roverandom @ 21 Jun 2009, 23:02 )
1. ტოლკიენი კი არა, ტოლკინი
2. მაღაზიებში აღარ არის. 2002-ში გამოვიდა და მალევე გაიყიდა, რარიტეტი გახდა.
3. იყიდება მხოლოდ ახალი გამოცემა.


ამ წიგნის ყდაზე წერია "ტოლკიენი"
მაგრამ თქვენ მართალი ბრძანდებით - უნდა იყოს "ტოლკინი" !!!

Posted by: Roverandom 23 Jun 2009, 01:12
Sunrise

ეგრეა smile.gif tolkien-ს ინგლისელები კითხულობენ, როგორც 'ტოლკიინ'. მოკლედ, სამწუხაროა, მაგრამ წიგნის ეს გამოცემა უკვე არ არის გაყიდვაში. თუ არ ვცდები, პირველად ჯერ კიდევ ფილმის პრემიერებზე იყიდებოდა. შემდეგ მხოლოდ ციფრული სახით შემოგვრჩა.

Posted by: poker 23 Jun 2009, 12:00
ამაზე ზედგამოჭრილი თემა ეხლა არ არსებობს ჩემთვის biggrin.gif
აი ეს ლექსი დაახლოებით ასე არის არ ვიცი ვისია და მეტყვით
ცოლო ცოლო ცოლობასა რაგცა რაგაცა სიკვდილ მისჯილ მინაცვალე თუ რაღაც მაგდაგვარი

Posted by: Nnino 23 Jun 2009, 13:46
poker
ხალხურია...

გენაცვლები შენსა მზესა, გზა საით არს, გამასწავლე

- დედავ, დედაშვილობასა,
სიკვდილ მითხოვს, მენაცვალე.
- მე შენ არას გენაცვლები,
მამა გყავს და ინაცვალე.
- მამავ, მამაშვილობასა,
სიკვდილ მითხოვს, მენაცვალე.
- მე შენ არას გენაცვლები,
დაი გყავს და ინაცვალე.
- დაო, დაო, დაძმობასა,
სიკვდილ მითხოვს, მენაცვალე.
- მე შენ არას გენაცვლები,
ძმაი გყავს და ინაცვალე.
- ძმაო ძმაო, ძმათძმობასა,
სიკვდილ მითხოვს, მენაცვალე.
- მე შენ არას გენაცვლები,
ცოლი გყავს და ინაცვალე.
- ცოლო, ცოლო, ცოლ-ქმრობასა,
სიკვდილ მითხოვს, მენაცვალე.
- მე შენ არას გენაცვლები,
საყვარელ გყავს ინაცვალე.
- საყვარელო, საყვრობასა,
სიკვდილ მითხოვს, მენაცვალე.
- გენაცვლები შენსა მზესა,
გზა საით არს, გამასწავლე.

Posted by: Freud 23 Jun 2009, 15:02
ქართულად არა, მაგრამ რუსულად კი მაქვს... ისე რა წიგნია...

Posted by: dianalo 23 Jun 2009, 15:13
სანტა ესპერანსაში იყიდება, სულ ახალთ ახალია smile.gif
სანკტ პეტერბურგის 12-ში

ფესტივალზე მოდი და დიდი ფასდაკლებით შეიძენ მაგ წიგნსაც და სულაკაურის გამომცემლობის სხვა ბევრ წიგნს.
ფესტივალი 25-ში იხსნება. წერეთლის 118 მე-11 პავილიონი.

Posted by: Roverandom 23 Jun 2009, 15:39
dianalo

ძველ გამოცემას ითხოვს ეს ადამიანი და არა ახალს smile.gif

Posted by: tako44 23 Jun 2009, 21:27
გამარჯობა ყველას...დამეხმარეთ ერთ საკითხში, 10-11 წლის ბავშვებს ზაფხულსჰი წასაკითხი ლიტერატურა უნდა მივცე და კი მოვიფიქრე საბავშვო რაღაცეები, მაგრამ თქვენც თუ მირჩევთ, გამიხარდება smile.gifsmile.gifsmile.gif

Posted by: Sunrise 23 Jun 2009, 23:50
dianalo

მადლობა ინფორმაციისთვის, მაგრამ მე მაინტერესებ:
2002 წლის გამოცემა
გამომცემელი ოთარ ყარალაშვილი
ISBN 99928-0-302-0

Posted by: lurdes 24 Jun 2009, 00:00
თუ მხოლოდ ნახვა გინდა რამის დასაზუსტებლად, ბიბლიოთეკაში მოძებნე
მაღაზიებში მეეჭვება, იყოს

Posted by: nick_el_son 24 Jun 2009, 00:10
Sunrise
პდფ ვერსია თუ გაწყობს, აგიტვირთავ smile.gif


Posted by: poker 24 Jun 2009, 01:29
Nnino
გაიხარეეეეეეეე და პატარა გაგრძელებაც აქვს თუ არა? მიმაქორლებსო ურეი როგორც პარტიზანსო თუ რაღაც ამდაგვარი არა? sad.gif

Posted by: Laverne_de_Montmorency 24 Jun 2009, 09:41
Sunrise
ახალი გამოცემაა მაღაზიებში...

ისე არის რაიმე განსხვავება ახალსა და ძველს შორის?

Posted by: Roverandom 24 Jun 2009, 11:40
Laverne_de_Montmorency

რა და მთარგმნელი biggrin.gif + ყდა + კიდევ ბევრი სხვა რამ. ის რომ ახალში მხოლოდ ორი რუკაა, ძველში კი ყველა ილუსტრაცია ორიგინალური გამოცემიდან.

Posted by: Glorfindel 24 Jun 2009, 11:44
შემთხვევით თუ წააწყდები სადმე ... ნახმარს.


Posted by: მონიკა 24 Jun 2009, 23:33
Roverandom
შენ ხომ გქონდა ძველი ვერსია ატვირთული?

Posted by: vinchenz@ 28 Jun 2009, 20:04
სტეიგ ლარსონის მილენიუმის სერია სად მოიპოვება ხომ არ იცით კეთილო ხალხო?

Posted by: TATA79 1 Jul 2009, 14:20
კაცი რომელიც იცინის ვისია?..............

Posted by: grublis qula 1 Jul 2009, 20:57
გამარჯობაა

ერიხ ფრომის "თავისუფლებისგან გაქცევა" სად შემიძლია ვიშოვო? საერთოდ არის ქართულად? იყიდება თუ ბიბლიოთეკაში იქნება?

QUOTE
კაცი რომელიც იცინის ვისია?..............


ჰიუგოსი smile.gif

Posted by: TATA79 3 Jul 2009, 15:39
მადლობა!

გრაფი მონტე კრისტო მინდა რააა ,აუდიო,რუსულად......................

Posted by: Nnino 5 Jul 2009, 23:07
TATA79
რა კაი რამეა გუგლი, მოკლედ...
მაგარი...

http://audiobooks.md6.ru/content/view/10/2/ აჰა!

Posted by: teaukateauka 7 Jul 2009, 00:48
QUOTE (otosi @ 30 May 2009, 03:38 )
ეგებ მითხართ ასე ლექსი ვისია?

შორს ცის კამარას მიწიერთაგან
ალი ეკიდა მზის ცხელ სხივებში
ცეცხლს ასდიოდა კვამლი ქათქათა
და იხრჩობოდა მაღალ მორევში

რკინის ღრუბლებად ამოჭედილი
ცხრა საფეხური ამაღლებულა
მართლა ღვთის ტახტი იდგა მოქნილი
დროში ქცეული უკვდავ სხეულად

იქ ღმერთი იჯდა, ამაყი ღმერთი,
და მკაცრი მზერიდ აჩენდა რისხვას
გოლიათებმა ზურგს მტაცეს ხელი
და მიმიყვანეს დარბაზის მიჯნას

მუხლჩამოყრილი ფიცარნაგებზე
შიში მახრჩობდა ჩემ თავთა ზედა
მე დედამიწის იალაღებზე
ამდენი ცოდვა დავტოვე წეღან

და თითქოს ლოდი გულ მკერდზე მეცა
ღვთის ხმამაღალი, ამაყი სიტყვა
ირგვლივ დაიძრა შავფერი ზეცა
ირგვლივ დადუმდა ცა, მზე და მიწა

- ადამიანო! სასუფეველში
ადრე მომხვდარხარ რომ დარჩე მარად
მე შენი სულის წვეთებრ მორევში
იმ ბოროტება რომელსაც მალავ

მოგიახლოვდა ღვთისა მართალი
დასჯა ყოველი სუფთა და წმინდა
სთქვი შენი სიტყვა რომ ხარ მართალი
გულის სიღრმეში ამის თქმა გინდა.

თავი ავწიე და ღმერთი ვნახე
ისევ ადუღდა ძარღვებში სისხლი
ოფლით დასველდა ცოდვილი სახე
ჩემში გაცოცხლდა მომკვდარი ზიზღი

- უფალო! ხალხმა დაგარქვა ღმერთი.
მე ჯოჯოხეთით მაშინებ განა?..
დედამიწაზე რა ვნახე მეტი?
სხვა ჯოჯოხეთი არ არის! არა!

მე ცრემლს და დაღლას ვუძლებდი დიხანს
მე ვგრძნობდი ტკივილს, მზდიოდა ოფლი
ხელის დაქნევა და შენი რისხვა,
არ მინდა ღმერთო, ისედაც მყოფნის.
სიმართლე გინდა? აგერ ვარ, შენს წინ
მუხლჩამოყრილი ლაპარაკს ვბედავ
გული ჯერ კიდევ სიცოცხლით მეწვის
ნახე თვალებზე ცრემლი მაქვს. ხედავ?

იცი უფალო რა არის ცრემლი?
ვერ მიამსგავსებ შენს შექმნილ წვიმას
ცრემლი ისაა როდესაც ებრძვი,
ცრემლი ისაა როდესაც გტკივა.

მაგრამ არ ვიცი უფალო რადგან
შენს მკაცრ თვალებს და შენს ამაყ სახეს
არ მოუხდება ეხლა ცრემლი და დაღლა
რომ არ გაფანტოს ეს სიამაყე.

მე გეტყვი მართალს, დამსაჯე მერე.
ადამიანი ამდენს რომ ვბედავ, მაგრამ,
რომ მითხრა ვერ დავიჯერებ
მე დამნაშავე რაში ვარ ნეტავ...

თუ ეს სამყარო შეიქმნა ღვთისგან?
თან კი ცოდვები თითოდ და თითოდ
შენ ღმერთო პასუხს მოითხოვ ვისგან?
თუ ყველაფერი შექმენი თვითონ.

ცოდვებით არის სამყარო სავსე
რადგან შევცოდავთ და ვმალავთ ვითომ
შენ ეს სამყარო შექმენი ასე
და დამნაშავეც შენა ხარ თვითონ!

ადგა უფალი, დატოვა ტახტი,
და ისევ შიშმა უეცრად დამჭრა
შემხედა ზედა, ყველაფრით დაღლილს
და თითქოს მონას პასუხი გამცა:

- გტკივა, და ასე იქნება მარად.
რადგან ეს არის სამყოფი ხალხის
რადგან ცოცხალი აქციეთ მკვდარად
რადგან ბრალს მადებთ სანაცვლოდ მადლის.

ნახეთ სამყარო, ჩვილი და სუფთა
მერე დაგლიჯეთ, დაკოდეთ, ეცით,
მტვერი ააგდეთ სინათლის შუქთან
ეხლა იმ მტვერში სამართალს ეძებთ?

არ იყო ცუდი, არ იყო კარგი,
არც განსხვავება არ იყო დროში
მაგრამ სიწმინდეს ვერ მიხვდა ხალხი
და გულში დაჭრა მიწიერ ომში
შენ მართალი ხარ, უკვდავი სული
არ გაღონდება ცოცხალი სევდით
მაგრამ ოდესღაც მეც მქონდა გული
ეხლა რომელიც ხალხს დააქვს მკერდით

ოდესღაც ასე უცრემლო, მშვიდი
დიდხანს ვეძებდი ბოლო არჩევანს
და ერთადერთი გავწირე შვილი
ამდენი შვილის გადასარჩენად

გოლიათებზე ზედ იწვა ზეცა,
ცეცხლი ეკავათ უფლისებრ ...დებს
მე ცხოვრებაში პირველად შემრცხვა,
არა, ეს იყო ცხოვრების მერე

თავი დავხარე, დავმალე სახე
ასე უეცრად ჩემს სასჯელს ვიხდი
ასე უფლის წინ სიმართლე ვნახე
ჭეშმარიტებას გვიან რომ მივხვდი

თუ მეზობელი სახლს აგიშენებს,
შენ კი იმ სახლის დაიწყებ ლესვას,
არ დააბრალო მერე მშენებელს
სახურავიდან წყალი თუ წვეთავს

უფალს შევთხოვე, დრო აზრებს არ წყვეტს,
ჩემი სასჯელი მითხარი ღმერთო
თვითონ გავაღებ მაგ რკინის კარებს
შავ ჯოჯოხეთში რომ დავიფერფლო

ძნელ ტკივილისგან არ მქონდა ფიქრი
და გვიან გიხსნი ჩემს ცოდვებს მალულს
მე დამნაშავედ იმიტომ გვთლიდი რომ
უკვდავებში ვეძებდი ბრალულს

დედამიწაზე ვეძებდი მართლებს
და მოსამართლე არ მყავდა არსად,
შენა ხარ ჩემთვის დღეს მოსამართლე
და შვილი შენი მოველი დასჯას!

როგორც ვიცი, ამ ლექსის ავტორია თემურ ელიავა smile.gif

Posted by: baby_boo 7 Jul 2009, 10:40
იყო ასეთი წიგნი,მერაბ აბაშიძის რომელიც ძალიან მიყვარდა ბავშვობაში "ანგელოზი" თუ რაღაც მსგავსი ერქვა smile.gif ვეღარ ვპოულობ ვერსად , ჩემიც ვიღაცას ვათხოვე და აღარ მახოვს და დაიკარგა და სად იყიდება ხო არ იცით ? ან საერთო სად იშოვება ,მომინდა გადამეკითხა smile.gif

Posted by: TATA79 7 Jul 2009, 13:33
QUOTE
TATA79
რა კაი რამეა გუგლი, მოკლედ...
მაგარი...



გმადლოოობ!

კაცი რომელიც იცინის არსად იცით ონლაინში-ქართულად?

Posted by: MyDecember 8 Jul 2009, 09:56
კეთილო ხალხო დამეხმარეთ biggrin.gif არის ასეთი მწერალი ზოშენკო აქვს მოთხრობების (ნოველების კრებული) " голубая книга " ვინმემ თუ იცით საიდან შეიძლება გადმოვწერო ადრე წავიკითხე და ეხლა ვეღარ ვპოულობ წიგნს... vik.gif

Posted by: Nnino 8 Jul 2009, 13:28
MyDecember
აუდიოწიგნები ყრია მარტო... http://freebooks.net.ua/17584-zoshhenko-m.m.-golubaja-kniga.html

Posted by: MyDecember 8 Jul 2009, 18:48
QUOTE (Nnino @ 8 Jul 2009, 13:28 )
აუდიოწიგნები ყრია მარტო... http://freebooks.net.ua/17584-zoshhenko-m.m.-golubaja-kniga.html

გაიხარე მადლობა smile.gif

Posted by: gel@ 8 Jul 2009, 23:46
ხალხო იქნებ მითხრათ სად ვიშოვო ენტონი ბერჯესის მექანიკური ფორთოხალი ქართულად? შემოვიარე ყველა წიგნების საკანცელარიო და ასე შემდეგ მაღაზია მაგრამ ვერსად ვერ ვნახე... დამეხმარეთ რა გეხვეწებით... ოღონდ ბიბლიოთეკაო არ მითხრათ ეხლა biggrin.gif



user posted image

Posted by: Nnino 9 Jul 2009, 00:14
gel@

რად ეჯავრება ხალხს ასე გუგული ძია, არ ვიცი, რა...

http://www.files.ge/file/88951/Meqanikuri-Fortoxali--offline-ge--by-FixYou-pdf.html

Posted by: gel@ 9 Jul 2009, 11:06
QUOTE
Nnino


მადლობა მაგრამ წიგნი მინდა ელექტრონული არა ამას ვერ ვკითხულობ თვალები მტკივა.... მაგრამ მაინც დიდი მადლობა smile.gif

Posted by: C C C P 9 Jul 2009, 11:11
gel@
QUOTE
არა ამას ვერ ვკითხულობ თვალები მტკივა

lol.gif ბრუციან.....


და დაიცა შენ აქ რა გინდა ups.gif


Posted by: gel@ 9 Jul 2009, 11:16
C C C P

QUOTE
ბრუციან.....


biggrin.gif biggrin.gif

რავი ველოდები როდის გაიღვიძებენ ჩემები რო წავიდე biggrin.gif

Posted by: Merengues 9 Jul 2009, 11:27
gel@
კაი მაშინ სანამ წახვალ რამე ვიმაიმუნოთ ...biggrin.gif


Posted by: gel@ 9 Jul 2009, 11:28
Merengues

აბა რას მთავაზობ givi.gif

Posted by: Merengues 9 Jul 2009, 11:43
gel@
ცომე ინ ფლამე


...ბოდიში ხალხ გაგიოფეთ....

Posted by: ashley judd 14 Jul 2009, 22:39
რობაქიძის "ლონდა" მინდა, სადმე არ დევს თუ იცით?

Posted by: novalisi 16 Jul 2009, 14:31
ხომ არ იცით სად იყიდება(და რა ფასად?) გერმანელი სოციოლოგის, ნორბერტ ელიასის ახლადთარგმნილი წიგნი „ცივილიზაციის პროცესის შესახებ“ ?
ვრცლად ამ წიგნის შესახებ იხილეთ: http://www.tavisupleba.org/content/article/1774208.html

Posted by: i_ka 21 Jul 2009, 23:38
ახლა აბა დამეხმარეთ ვინმე, ვის წაგიკითხავთ კალიდასას მეგჰადუტა-ღრუბელი მაცნე, გამაგიჟა ჩემმა მათემატიკის მასწავლებელმა ( რაოდენ გასაკვირად არ უნდა ჟღერდეს smile.gif) , ამ სანსკრიტულ ეპოსზე მითხრა ვეფხისტყაოსნის "ჩონჩხიაო", მაინტერესებს მართლა არის თუ არა რაიმე მსგავსება, ნუ ზოგადად ორივე სიყვარულზე თუ წერს ამას არ ვგულისხმობ, რამე უფრო კონკრეტული...

Posted by: LUCKY7 22 Jul 2009, 18:42
ეს წიგნი სად შევიძინო? smile.gif
............

Posted by: დღნაჩვი 25 Jul 2009, 03:34
ხლა აბა დამეხმარეთ ვინმე, ვის წაგიკითხავთ კალიდასას მეგჰადუტა-ღრუბელი მაცნე, გამაგიჟა ჩემმა მათემატიკის მასწავლებელმა ( რაოდენ გასაკვირად არ უნდა ჟღერდეს ) , ამ სანსკრიტულ ეპოსზე მითხრა ვეფხისტყაოსნის "ჩონჩხიაო", მაინტერესებს მართლა არის თუ არა რაიმე მსგავსება, ნუ ზოგადად ორივე სიყვარულზე თუ წერს ამას არ ვგულისხმობ, რამე უფრო კონკრეტული...
არ არის შენი მათემატიკის მასწავლებელი მართალი. ახლოსაც ვერ მივა კალიდასა რუსთველთან.
კალიდასას შესახებ ასეთი ლეგენდაა: მას შეუყვარდა მეფის ასული, რომელსაც სურდა, გაყოლოდა ყველაზე განათლებულ ადამიანს. კალიდასას ეს ქალი უყვარდა, მაგრამ არ იყო ყველაზე მეტად განათლებული. მან თქვა, რადგან არა ვარ ყველაზე მეტად განათლებული და ვერც გავხდები, ყველაზე გულადის სახელს მაინც მოვიხვეჭო. კალიდასამ, თავისი სიმამაცის დასამტკიცებლად, განიზრახა, ღამე გაეთია ქალღმერთ კალეს(მრავალხელება) ტაძარში, რასაც ვერავინ ბედავდა. საღამოს კალიდასა ტაძრამდე მიაცილეს და იქ დატოვეს. პირობისამებრ, მას შუაღამისას მური უნდა წაესვა ქალღმერთის ქანდაკებისათვის. მოემზადა კალიდასა ქალღმერთის ქანდაკებისათვის მურის წასასმელად. ამ დროს მას გამოეცხადა კალე და უთხრა: ოღონდ ნუ შეურაცხმყოფ და ერთ სურვილს შეგისრულებო. კალიდასამ სთხოვა,მინდა ვიყო ყველაზე განათლებული, ბრძენი ადამიანიო. კალემ უთხრა: ამ თხოვნის შესრულება არ სემიძლია, შედი ტაძრის ბიბლიოთეკაში და რამდენი წიგნის გადაფურცვლასაც მოასწრებ დილამდე, რაც იქ წერია, ყველაფერი გეცოდინებაო. კაიდასა მთელი ღამე ფურცლავდა წიგნებს. ის ვერ გახდა ყველაზე მამაცი, მაგრამ შეიძინა ღრმა ცოდნა და მიზანს მიარწია.ასე ხსნიდნენ კალიდასას დიდი ცოდნის საიდუმლოს ინდოელები.
* * *
ზოშენკო ქართულადაც არის გამოცემული . ძალიან კარგი იუმორისტული მოთხრობები და ნოველები აქვს საბჭოთა სინამდვილიდან. მე მქონდა ეს წიგნი, მაგრამ ვიღაცას ვათხოვე და დავკარგე, 80-იან წლებშია გამოცემული.
* * *
საკანცელარიო მაღაზიაში წიგნს როგორ იშოვიდი?
* * *
QUOTE
გამარჯობა ყველას...დამეხმარეთ ერთ საკითხში, 10-11 წლის ბავშვებს ზაფხულსჰი წასაკითხი ლიტერატურა უნდა მივცე და კი მოვიფიქრე საბავშვო რაღაცეები, მაგრამ თქვენც თუ მირჩევთ, გამიხარდება

--------------------


1.ოსკარ უაილდი' ბროწეულის სახლი"
2. ნინო ნაკაშიძე "ყველამ მიულოცა"
3.ლემი 'კარიკასა და ვალიას საოცარი თავგადასავალი"
4.ილინი "წიგნის თავგადასავალი"
5. ნოსოვი "არიციას თავგადასავალი"
6. ჯანი როდარი "ჩიპოლინოს თავგადასავალი" და "ტელეფონით მოყოლილი ზღაპრები"
7, გაბრიელა პაჩკა "ლურსმანას თავგადასავალი"
8.ვაჟა -ფშაველას საბავშვო მოთხრობები
9. მარკ ტვენი" ტომ სოიერისა და ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი"
10. დიკენს" დევიდ კოპერფილდი"
11. მონტელუუ "ყვითელი კოდალას ორდერი"
12. ჯონათან სვიფტი "გულივერი"
თუ გამომეხმაურებით, კიდევ გირჩევთ საინტერესო წიგნებს, რომლებიც დააინტერესებს და გემოვნებასაც ჩამოუყალიბებს. გირჩევთ, ამ ასაკში მეტი ზღაპრები წააკითხეთ,ნუ მისცემთ უფრო სერიოზულ წიგნებს, თორემ კითხვა შეჯავრდება. მისტვის ჯერ ადრეა ჟიულ ვერნი, მაინ რიდი და ჟეკ ლონდონი.
* * *
წლის ბავშვისთვის მირჩიეთ საბავშვო წიგნი, რომელსაც თავად წაიკითხავს, უფრო ტომ სოიერის სტილში რაც კი გაგახსენდებათ დიდი სიყვარულით და სითბოთი ყველაფერი დაწერეთ. გმადლობთ წინასწარ
თუ რამე თანამედროვეს გაიხსენებთ მთლად უკეთესი

This post has been edited by dian
თქვენც იმავეს გირჩევთ, რაც ზემოთ დავპოსტე, რაც შეიძლება მეტი ზღაპრები წააკითხეთ. არსებობს ტომები"მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები". განსაკუთრებით კარგია გერმანული, იტალიური, სპარსული ზღაპრები და ,რა თქმა უნდა, ქართული ხალხური ზღაპრები, თუ ასე მოიქცევით, პირველ ეტაპზე თვითონ წაიკითხავთ და თქვენს შვილს უამბობთ (და არა წაუკითხავთ )ერთი ათი დღე მაინც, თვითონ დაიწყებს კითხვას და წიგნი მუდამ ეყვარება. ენდეთ ჩემს გამოცდილებას. დაიწყეთ ძმები გრიმების კრებულით"გულადი თერძი". (სამტომეული არ აიღოთ, ცუდი თარგმანია)ზღაპარი"პეტრიკა და პეტრიკელა" და" ჯუფას ზღაპრები"
* * *
QUOTE
ომ არ იცით ვინმემ არის თუ არა ჰიტლერის mein kampf და მარქსის კაპიტალი ქართუად ნათარგმნი? და სად შეიძლება ვნახო, თუნდაც ინგლისურადიდეოლოგიებმა გამიტაცა ამ ბოლო დრო
"
"mein kampf" ხშირად მინახავს ვაგზალზე და დინამოსთან ყიდიან, თხელი ყდითაა, ჰიტლერი ახატია.
* * *
QUOTE
კონან დოილის Белый Отряд ან აივენჰო ან რამე მაგვარი შუა საუკუნეებზე რო იყოს და თან სათავგადასავლო, ოღონდ "დედოფალი მარგო"-ს ნაირი არაუფრო "ექშენი"მირჩიეთ რა რამე წიგნი ასეთი

მე მგონი მოგეწონება:
1."გუსტავ ფლობერის"სალამბო*
,2.პროსპერ მერიმეს"შარლ IX -ის მეფობის ქრონიკა",
3.ჰაინრიხ მანის 'მეფე ანრი IV ნავარელი".
4.დანიელ დეფოს"მოლ ფლენდერსი"
5. რაიდერ ჰაგარდის "მონტესუმას ასული"
* * *
QUOTE
მაინტერესებს ტუ იცით ვისია "წუხელის ბიცჰი დაბადებულა"? ავტორი მითხარით, დაწერას არ გთხოვთ მეთვითონ მოვძებნი. წინასწარ გიხდით მადლობას

მახარობელი
ანზორ აბულაშვილი

წუხელის ბიჭი დაბადებულა,
გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით,
ისეთი ბიჭი დაბადებულა,
დაურქმევიათ თურმე დავითი!
წუხელის ბიჭი დაბადებულა,
დაურქმევიათ იმისთვის – ცოტნე,
შენ – ორგულობავ, აბა გაბედე
და გული ჩვენი ისევე კორტნე.
წუხელის შოთაც დაბადებულა,
დაბადებულა თურმე დემეტრე,
განგებავ, ჩვენი საქართველოსთვის
რა სიხარული გამოიმეტე!

წუხელ ცის კარი ცხრავე გააღო
ყველა გმირმა და თავდადებულმა,
დაბადებულა თურმე ვახტანგი,
წუხელ დემეტრე დაბადებულა.
საქართველოს ცა, ისეც მაღალი,
უფრორე მეტად ამაღლებულა,
დაბადებულა მთვარე-გიორგი,
თურმე ილია დაბადებულა!

წუხელის მტერი – ერთპირად ჩვენი
მოსპობის მდომი – დადარდებულა;
დაბადებულა თურმე სულხანი,
გრიგოლ ხანძთელი დაბადებულა.
დაბადებულა ბიჭი პაატა.
გათენებულა წუხელის თეთრად:
დაბადებულა სამასი გმირი,
ვით დაიხოცნენ, ისევე ერთად!

წუხელის გოგოც დაბადებულა,
ცის ნამი, ცისფრად ნაკამკამარი,
ისეთი გოგო დაბადებულა,
დაურქმევიათ თურმე თამარი.
დაბადებულა წუხელის ნინო
და ქეთევანი დაბადებულა.
ის ბნელი ღამე თურმე უეცრად
ღვთიურის ნათლით განათლებულა.

ყველა ზღაპარი – ნაოცნებარი
ახდენილა და გამართლებულა:
დაბადებულა თურმე ნესტანი
და თინათინი დაბადებულა.
და გიხაროდენ! ქართველთა შორის
ღვიძლ ძმათა ხიდი კვლავ გადებულა
და ერთიანი, ნანატრი დროის,
ქართლი ხელახლა დაბადებულა!

* * *
QUOTE
მაგრამ რომ ვერ ვნახე?

lib.ge-ს გარდა სხვაგან სად შეიძლება ვნახო? და კიდევ მერაბ კოსტავას ლექსები მაინტერესებს თუ იცით?

..

შოთა ნიშნიანიძე
სახუმარო

ორშაბათს გოგონა გავიცანი,
გოგონა ნახატი ყალმისანი,
მისი ღიმილი და დალალები
სამშაბათს გამიხდა საფიცარი.
ოთხშაბათს წერილი გავუგზავნე
და თავს მოსაკლავად ვიმეტებდი,
ჩემი გასაჭირი ავუხსენი,
ჩემი ეჭვები და იმედები.
პარასკევს პასუხი მომივიდა,
ვაიმე, ბედო უკეთურო!
დაბერებულხარო გნოლივითა,
ცოლ-შვილს მიხედეო, უბედურო.
თეთრად გავათენე პარასკევი,
ფიქრში გავატარე შაბათ-კვირე,
თავმოჭრილი ვარ-თქო - დავასკვენი.
ჰოდა, თავის მოკვლაც დავაპირე.
მოვიდა მეორე ორშაბათი,
ისევ შემეფეთა ის უღმერთო,
ელვამ დამიარა კოჭებამდი,
დილამშვიდობისას გისურვებთო.
მე ახლა თავის მომკვლელი ვარ?
უნდა სხვანაირად ვძლიო სვე-ბედს,
მე ვიცი, რაცხა ოხერი ვარ,
ლექსებს დავწერ და ვიოცნებებ.

• • •

ღმერთია ჩემი მწყალობელი,
მე კი იმ უღმერთოს მგალობელი.

* * *
აბო თბილელი Xომ გახსოვთ მაინტერესებს მისი წარმოშობა
მახსოვს რომ არაბი იყო?!;)

აბო თბილელი არაბი იყო, ცხოვრობდა VIII საუკუნეში(764-786 წ.წ.) იგი ქართლში ჩამოიყვანა ნერსე ერისმთავარმა, რომელიც სტუმრად მიიწვია, შემდეგ კი ბოროტი ხალხის დასმენის საფუძველზე დაატუსაღა ხალიფა მანსურ-აბდილამ(სამართლიანმა). აბო ნერსეს ემსახურებოდა ციხეში. მისგან გაეცნო ქრისტიანობას და გულით შეიყვარა იესო მაცხოვარი. ხალიფა აბდილას გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მისი მემკვიდრე მაჰდი, რომელმაც სამწლიანი ტყვეობის შემდეგ ციხიდან გაათავისუფლა ნერსე და ქართლში გამოუშვა ერისმთავრად. ქრისტეს სიყვარულის გამო ნერსეს მსახურად დაუდგა აბო და ქართლში გამოჰყვა.მაშინ იგი 17-18 წლის ჭაბუკი იყო. აბომ დატოვა მშობლები, და-ძმები, ქონება. იგი ,პროფესიით ,მენელსაცხებლე იყო, იცოდა არაბული დამწერლობა .ქართლში აბო ნერსეს ოჯახში ცხოვრობდა, მალე ისწავლა ქათულად მეტყველება, წერა-კითხვა. ჩაუღრმავდა სასულიერო ლიტერატურას. იგი ქრისტიანული ცხოვრების წესს მისდევდა.ნერსე განაგრძობდა არაბების წინააღმდეგ ბრძოლას, რის გამოც იძულებული გახდა, გაქცეულიყო ჩრდილოეთ კავკასიაში, ხაზარეთში. აბოც თან ახლდა . აბო ხაზარეთში ქრისტიანად მოინათლა,შემდეგ აფხაზეთს შეაფარეს თავი. ქართლის ერისთავად მაჰდიმ ნერსეს ძმისშვილი - სტეფანოს გურგენისძე დანიშნა. მისი დახმარებით ნერსე ,ამალასთან ერთად, ქართლში დაბრუნდა. აბო უკვე არ მალავდა თავი ქრისტიანობას და არაბთა გულისწყრომას იწვევდა. სამი წელი ასე იცხოვრა, შემდეგ კი სხვა არაბებსაც მოუწოდებდა გაქრისტიანებისაკენ, რაც არ აპატიეს. 9 დღე ჰყავდათ საპატიმროში, მაგრამ მისი რწმენა ვერ შეარყიეს. მეათე დღეს ამირას სასახლეში(დღევანდელი ბოტანიკური ბაღის ტეტრიტირიაზე) მიიყვანეს, ვერც ამირამ შესძლო აბოს გადაბირება და მისი მოკვლის ბრძანება გასცა. აბო სასახლის ეზოში თავი მოჰკვეთეს, გვამი მტკვრის გაღმა, სასაფლაოზე, წაიღეს(მეტეხის ტაძართან) და დაწვეს. ცხვრის ტყავში გახვეული ძვლები კი მტკვარში გადააგდეს. ეს მოხდა 786 წლის 6(19) იანვარს. პარასკევს, ნათლისღების დღესასწაულზე. აბო თბილისის მფარველი წმინდანია, ჩემი ანგარიშით, იგი 4-5 წლით უმცროსი იყო გრიგოლ ხანძთელზე. სხვათა შორის, ორივე წმინდანი ნერსე ერისთავის აღზრდილია. აბოს სესახებ მოთხრობა აქვს დაწერილი ნოდარ წულეისკირს-"აბოს ცხოვრების 10 დღე".
* * *
მურმან ლებანიძე
* * *

მელიქიშვილის გამზირი,
ია, ვარდი და ბზა...
უშენოდ ვეღარ გავძელი,
ჩემი ბალღობის გზავ.

გზად სტუდენტობა იჩქარის,
მძებნელი მზის და გზის.
სად არის ახლა ის ქალი?!
ალბათ, აკვანთან ზის.

იქნებ რუსთავი არჩია,
იქნებ სამგორშიც ჰქრის.
იქნება ისევ ბავშვია,
თვალებიც შერჩა შვლის.

და ელანდება დამწველი
კვლავ სტუდენტობის გზა -
მელიქიშვილის გამზირი,
ია, ვარდი და ბზა.

1951


* * *
მურმან ლებანიძე
* * *

მელიქიშვილის გამზირი,
ია, ვარდი და ბზა...
უშენოდ ვეღარ გავძელი,
ჩემი ბალღობის გზავ.

გზად სტუდენტობა იჩქარის,
მძებნელი მზის და გზის.
სად არის ახლა ის ქალი?!
ალბათ, აკვანთან ზის.

იქნებ რუსთავი არჩია,
იქნებ სამგორშიც ჰქრის.
იქნება ისევ ბავშვია,
თვალებიც შერჩა შვლის.

და ელანდება დამწველი
კვლავ სტუდენტობის გზა -
მელიქიშვილის გამზირი,
ია, ვარდი და ბზა.

1951


* * *
თინათინ მღვდლიაშვილი

დავით მეფეს

აღმაშენებელი
თბილისს მობრძანდება
ყალყზე შემდგარი რაშით!
გული გაიმაგრე,
გული გაიმაგრე,
გული გაიმაგრე,
დავით!

რა დაგვიტოვე,
და რას გახვედრებთ,
რით მოვიწონოთ თავი?
ვერ ვიდავითეთ,
ვერ ვითამარეთ,
ვერ ვიდიდგორეთ,
დავით!

მიწა გაგვიყიდეს,
ხორცი დაგვიფლითეს,
გული ამოგგვგლიჯეს ტანჯვით!
გარეჯს გვიფეთქებენ,
რუსთველს გვიგინებენ,
სულში გვაფურთხებენ,
დავით!

გადამთიელები,
უცხოტომელები,
ტაძრებს გვიფხაჭნიან დანით!
გადამიარეთო! -
ასე დაგვიბარე,
გადაგვიარეს,
დავით!

ვერ დავიცავით
სრულიად საქართველო,
ვერ მოვუფრთხილდით წამით!
ხმალი დაგვიჟანგდა,
სისხლი გაგვიწყალდა,
დავპატარავდით,
დავით!

მტერმაც გვლეწა
და ერთურთიც ვლეწეთ,
ვლეწეთ დღისით და ღამით!
ტაოს მივტირით,
ჰერეთს მივტირით,
სამცხეს მივტირით
დავით!

კვნესის საქართველო,
შენი საქართველო,
გულში დაჭრილია ხარი!
მუხლი მაგარი აქვს,
არ დაიჩოქებს,
ნუ გეშინია,
დავით!

თბილისი მაინც
ისევ თბილისობს,
გელათი ისევ ყვავის!
იბადებიან დღესაც ლეკვები,
სადიდგორენი
დავით!

მეფედ შენ გვსურხარ,
შენ გვიპატრონე,
შენი ხმლითა და ფარით!
სხვა ღმერთს
არა ვცნობთ!
სხვა ხატს არა ვცნობთ!
სხვა კაცს
არა ვცნობთ
დავით!

აღმაშენებელო,
თბილისს შემობრძანდი,
თეთრი გიორგის მადლით!
მუმლი მუხასაო!
მუმლი მუხასაო!
მუმლი მუხასაო!
დავით!

1989 წ.

Posted by: Kate789 26 Jul 2009, 17:21
"Twilight" სად დევს ხომ ვერ მეტყვით???

Posted by: NIII_ 26 Jul 2009, 18:27
Kate789
http://join.ge/e-books/12170-the-twilight-complete-saga-1-5-books-rus.html

Posted by: Kate789 26 Jul 2009, 18:54
NIII_
მადლობა.
მაგრამ ეგ მთხოვს ოპერაში გახსნას და ჩვეულებრივად ვორდის ფაილში რომ იხსნებოდეს, ისეთი არ გაქვს???
ინტერნეტი არ მექნება იქ, სადაც უნდა წავიკითხო, მარტო ლეპტოპი მექნება.

Posted by: NIII_ 26 Jul 2009, 19:03
Kate789
ვორდის ფაილშია ორივე,
ინგლისურიც და რუსულიც smile.gif

Posted by: Kate789 26 Jul 2009, 19:07
NIII_
ააა უი...
ისა.
იცი რა არის.
ახლა რა კომპიუტერთანაც ვზივარ, იქ როგორც ჩანს ვორდი არ აყენია და მერე ჩემს ლეპტოპში უნდა წავიკითხო.
და ახლა რა პროგრამაში შევინახო, რომ მერე სახლში გახსნას ლეპტოპმა???

Posted by: NIII_ 26 Jul 2009, 19:13
Kate789
ვინრარით შეინახე და სახლში დააარქივე smile.gif

Posted by: Kate789 26 Jul 2009, 19:17
NIII_
ძალიან დიდი მადლობა smile.gif

Posted by: NIII_ 26 Jul 2009, 19:36
Kate789
არაფრის : ))))))

Posted by: ashley judd 26 Jul 2009, 22:03
რემარკის ''სამი მეგობარი" მინდა ინგლისურად, ხომ არ იცით ხალხო სადმე ინტერნეტში ჰა?

Posted by: xanka 26 Jul 2009, 23:07
. . რაკი გაზაფხულმა უერთმანეთოდ ჩაიარა..
და ყვავილობა ყინვამ დააზრო...
რაკი გაწყრა ღმერთი და ჩემი აპრილი შენს მარტს ვერ შეხვდა.
... მაგრამ სულ მაინც არ გავიწირეთ
და ერთმანეთი ნამაისევს მაინც გვეღირსა
და ამ გაზაფხულს ერთმანეთს გვაზიარა..
ახლა ჩვენ ბევრი რამ გვართებს უერთმანეთობის...
რა ქნას წარსულმა და უერთმანეთობის ღია თვალებმა ?
უერთმანეთობის შენს დაღლილ და
ჩემს დაუღლელ სევდას ვინ გაუღიმოს,
და იერთმანეთობის უსიყვარულობა ვინ შეიყვაროს ? ....
ის ხომ გზა იყო, რომელმაც მოგვიყვანა -
შენ ჩემთან და მე - შენთან.
უერთმანეთოდ ერთმანეთთან
ვერ მივიდოდით.
ჩვენ დიდ ვალში ვართ მასთან,
ის ეულია და მარტოსული. . . .
. . . . მაგრამ (ღმერთმა დაგვიფარის და..)
ხვალინდელი დღისაც კი მეშინია !
არ მინდა ამის გაფიქრება,
გულში გავლებაც მზარავს და მზაფრავს.
მაგრამ ხვალის იმდედიც არ მაქვს . . .
ჩვენს ზაგხულს - უგაზაფხულოს,
ექნება შემოდგომა,
ზამთარზე რომ არაფერი ვთქვათ?
ჩვენი უმარტ-აპრილო ყვავილობა
ნაყოფს დაისხამს?
ხვალინდელი მარტოობა
და უნუგეშობა არ ელოდება ?
რაც უმარტ-აპრილო მარტოსულობამ შვა,
უერთმანეთობა არ ემუქრება?
ჩვენ უერთმანეთობის გადაუხდელი ვალი გვაქვს,
ვინ იცის რა გადაიტანა, როგორ ეწამა
ჩვენი ერთგული უერთმანეთობა. .
და თუ დღეს ძალიან, ძალიან მოგეფერო,
იმაზე მეტად, ვიდრე შეიძლება,
ნუ გაიკვირვებ,
მე ხომ ჩვენს წარსულ სევდიან და
მომავლის მტანჯველ უერთმანეთობასაც ვეალერსები . . . .








Posted by: PETRA_ 28 Jul 2009, 15:59
ხომ ვერ მეტყვით ჰიუ ლორის (ექიმი ჰაუსი) წიგნი "the gun seller" არის თბილში სადმე?


Posted by: Kate789 29 Jul 2009, 16:18
აუ "ბინდი" -ს რუსული ელ. ვერსია ხომ არ მოგეპოვებათ სადმე???



Posted by: NIII_ 29 Jul 2009, 19:22
Kate789
ზემოთ ხო დაგიდე biggrin.gif

Posted by: gigivip7777 1 Aug 2009, 00:50
ძალიან გთხოვთ იქნებ დამეხმაროთ ერთი ლექსის ავტორის დადგენაში ლექსი ასე იწყება :
თოვლი დნება თოვლი ლხვება
პირს იბანენ მთები დარი დგება ია
ჩნდება ისმის სიმღერები......

Posted by: Kate789 1 Aug 2009, 15:59
NIII_

ეგ ინგლისური იყო. mo.gif

Posted by: LionDark 2 Aug 2009, 17:30
რამე რომანი მირჩიეთ რა Fენტეზი ან საინს Fიქშნ, ან უბრალოდ სტრაშილკების სტილში user.gif
როჯერ ჟელაზნის სტილში...ან თუნდაც კინგის ან კუნცის სტილში...
აიზეკ აზიმოვი კარგი მწერალიაო და მაგის რა წავიკითხო?
ოღონდ მოთხრობა არა, რამე რომანი კარგი.

Posted by: Kubera 4 Aug 2009, 12:38
გამარჯობა! არ ვიცი შეიძლება თუ არა მსგავსი კითხვის აქ დასმა. თუ არა მომიტევეთ. იქნებ ვინმემ იცოდეს. ნაპოლეონ ბონაპარტის სიტყვებს ვეძებ, მხოლოდ ზუსტად, ან მეტნაკლებად ზუსტად, რომ იყოს - ,,Если судьба верит тебе ты всегда окажешся в нужное время в нужном месте лутче врага, а если нет то даже если зароешся в землю на глубину 20 метров пуля там все равно найдёт тебя.,, ძალიან მჭირდება და თუ დამეხმარებით დიდ სამსახურს გამიწევთ. დიდი მადლობა წინასწარ.

Posted by: paata_3dartist 5 Aug 2009, 10:44
ხალხო მაინტერესებს სადმე თუ არის უილიამ საროიანის (ამერიკელი მწერალი,ეროვნებით სომეხი) ნაწარმოებები
ინტერნეტში ,
სასურველია ქართულად რომ იყოს , თუ აუდიო იქნება უკეთესი (მაგრამ არამგონია რომ არსებობდეს ) ,
თუ ქართულად არა , რუსულად მაინც თუ იცით ლინკი მითხარით , ინგლისურად მოვძებნე უკვე ბევრი რაღაცა.
თუ მომიძებნის ვინმე , დიდი მადლობელი დაგრჩებით.

თან მაინტერესებს ვინმემ თუ იცით , ქართულად რამდენი წიგნია გამოსული (საროიანის ნაწარმოებები) ?
მე ერთი მაქვს.


Posted by: აზნაური კიკნაველიძე 8 Aug 2009, 01:42
მოგესალმებით . მაინტერესებს მურმან ლებანიძის ლექსი რომელშიც იგი დავით აღმაშენებელზე წერს და ამბობს რომ დავითს მივყავდით აღმოსავლეთით დასავლეთისკენ. ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ . ძალიან მჭირდება .
* * *
სად დაიკარგეთ ხალხო ? გთხოოოოოოოოოოოოოოოოვთ

Posted by: Takeda Shingen 10 Aug 2009, 19:55
დეიდებო და ბიძიებო, სად შემიძლია ვიყიდო პლატონის "ნადიმი", რა თქმა უნდა ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი.
მქონდა და დაკარგეს, არადა ძალიან მიყვარს ეგ წიგნი და მინდა , რომ მქონდეს.ძალიან გთხოვთ, თუ ვინმემ იცით, მტყორცნეთ ინფორმაცია.
წინასწარ ძალიან დიდი მადლობა.

Posted by: baby_boo 11 Aug 2009, 01:02
დიურასის წიგნები ხომ არ შეგხვედრიათ სადმე ? თუნდაც ნეტში ?

Posted by: luk@ 14 Aug 2009, 18:06
ტარლეს ნაპოლეონზე დამატაბით რის თქმა შეგიძლიათ ? იშოვება? მოკლედ ცოტა მეტი ინფორმაცია რა sad.gif

Posted by: TATA79 16 Aug 2009, 00:21
ზაზა დარასელის ნაწარმოებები სად შიძლება ვნახო ონლაინში?მაგ:უჩინარი.........

Posted by: minerva 16 Aug 2009, 00:30
კონკრეტულ რაღაც-რაღაცებს ვეძებ...
იქნებ მოვიკითხო კიდეც ამ თემაში, საკითხავად როცა მოვიცლი.
ვნახოთ, ჯერჯერობით თემას მაინც "ტომ! პასუხი არ არის..." მიმართულება აქვს yes.gif biggrin.gif

Posted by: demna_ 16 Aug 2009, 01:02
QUOTE (Takeda Shingen @ 10 Aug 2009, 19:55 )
დეიდებო და ბიძიებო, სად შემიძლია ვიყიდო პლატონის "ნადიმი", რა თქმა უნდა ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი.
მქონდა და დაკარგეს, არადა ძალიან მიყვარს ეგ წიგნი და მინდა , რომ მქონდეს.ძალიან გთხოვთ, თუ ვინმემ იცით, მტყორცნეთ ინფორმაცია.
წინასწარ ძალიან დიდი მადლობა.

ვაკეში ,პირველი კოპრუსის წინ რომ არიან ბუკინისტები მანდ ვიყიდე მე ადრე როგორც მახსოვს. მაგ წიგნს მხოლოდ ბუკინისტებში თუ მიაგნებ

Posted by: FsdasD 17 Aug 2009, 00:42
ადრე 70ებში გამოვიდა შერლოკ ჰოლმსის 4 ტომეული.ყველა მოთხრობაა შიგნით,ელგუჯა მაღრაძეს ნათარგმნი.

ხოდა I და II ნაწილი მაქვს და III,IV ვერსად ვიპოვე და ვინმემ ხო არ იცის სად იყიდება?

Posted by: Takeda Shingen 17 Aug 2009, 09:55
demna_

დიიიიდი მადლობა!

Posted by: limona 18 Aug 2009, 21:46
პუშკინის ანეგინის პახაბნი ვერსია ხომ არ იცით სად შეიძლება ვიშოვო? აქვე, ინტერნეტში

Posted by: აზნაური კიკნაველიძე 21 Aug 2009, 01:43
ჩემ ლექსზე მიშველეთ რაააააააააააააააა. !

Posted by: nakash 22 Aug 2009, 18:57
QUOTE (FsdasD @ 16 Aug 2009, 23:42 )
ადრე 70ებში გამოვიდა შერლოკ ჰოლმსის 4 ტომეული.ყველა მოთხრობაა შიგნით,ელგუჯა მაღრაძეს ნათარგმნი.

ხოდა I და II ნაწილი მაქვს და III,IV ვერსად ვიპოვე და ვინმემ ხო არ იცის სად იყიდება?

არ გამოსულა მეტი როგორც მახსოვს.. მეც ეგ 2 ტომი მქონდა smile.gif

Posted by: samuraj 25 Aug 2009, 02:05
გამარჯობათ ფორუმელებო, ვეძებ წიგნს ქართულ ტრადიციებთან დაკავშირებით ძირითადათ სუფრასთან,საახალწლო და სხვა ოღონც ეთნოლოგიური თვალსაზრისით აღწერილი იქნებ ვინმეს ახსოვს ავტორი ან წიგნის დასახელება წინასწარ მადლობას გიხდით დახმარებისთვის

Posted by: karamel11 29 Aug 2009, 11:59
გამარჯობათ

მე ვეძებ აიტმატოვის .."და დღე იყო უფრო გრძელი წუთისოფელზე", რომელიც ვერსად ვიპოვე თბილისის წიგნის მაღაზიებში.
ვინმემ ხომ არ იცით სად შეიძლება მისი შეძენა ან ონლაინ ვერსია სად შეიძლება ვნახო, ოღონდ ქართულად.
წინასწარ მადლობაააა

yes.gif

Posted by: SanJox 8 Sep 2009, 21:28
Ричард Брэнсон К черту все! Берись и делай!
ამ წიგნის ყიდვა სად შეიძლება
ან ინეტიტ როგორ ვიყიდო? მაგალითად აქედან
http://www.ozon.ru/context/detail/id/2804907/

Posted by: LadyDay___ 9 Sep 2009, 12:24
QUOTE (karamel11 @ 29 Aug 2009, 11:59 )
გამარჯობათ

მე ვეძებ აიტმატოვის .."და დღე იყო უფრო გრძელი წუთისოფელზე", რომელიც ვერსად ვიპოვე თბილისის წიგნის მაღაზიებში.
ვინმემ ხომ არ იცით სად შეიძლება მისი შეძენა ან ონლაინ ვერსია სად შეიძლება ვნახო, ოღონდ ქართულად.
წინასწარ მადლობაააა

yes.gif

ქართულად ბუკინისტებში თუ ნახავ, არის ერთი ძველი გამოცემა, მაგრამ ცუდი თარგმანია smile.gif ნეტში არამგონია ქართულად იყოს

Posted by: Nnino 9 Sep 2009, 15:22
SanJox
http://www.link.ge/file/281379/richard-branson.rar.html

ეს ელექტროვერსიაა, თუ მაინცადამაინც ვერ კითხულობ მონიტორზე, იმ ფულით, წიგნში რომ უნდა გადაგეხადა, ამოაბეჭდინე.

:მამაჩემსკიდევჰყავსჩემნაირიჭკვიანებისმაილიკი:

Posted by: SanJox 9 Sep 2009, 16:00
Nnino
მადლობ ლინკისთვის smile.gif)
ელიკტორული ვერსია წაკითხული მაქვს smile.gif)
წიგნი მჭირდება პორსტო

Posted by: despina 13 Sep 2009, 11:15
კაფიაობის თემა აღარ არის?
--------------------------------

Posted by: LadyDay___ 16 Sep 2009, 14:12
ხალხნო და ჯამაათნო, ამ განყოფილებაში იყო ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თემა: ირანული მოთხრობები ერქვა თუ არა ვსცდები! ჰოოდა... იმ თემას ვეღარ ვჰპოულობ sad.gif ოცელოტო, იქნებ შენ მაინც მითხრა, სად გაქრა? პატარა მოთხრობები იყო, თავად მთარგმნელი დებდა, მზია ივანიშვილი (?) ზუსტად აღარ მახსოვს სახელი. რაღაც თხოვნაც მაქვს, ირანისტები თუ შემოდიან აქ: ახლახან წავიკითხე სადეყ ჰედაიათის "ბრმა ბუ" (უფრო სწორად, გუშინ ღამით), ახლაც შთაბეჭდილების ქვეშ ვარ და ალბათ კარგახანს გამყვება bis.gif უუუმაგრესია. ჰედაიათის მოთხრობების კრებული რამდენი ხანია სახლში მიდევს და მხოლოდ მას შემდეგ ავიღე ხელში, რაც სა,მსახურიდან ალალბედზე მოვხიკე ირანული ფილმები, საღამოს რაცხას ვუყურებ, გავერთობი მეთქი. ამ დისკებს შორის ხელს მორადიზადეს რამდენიმეწუთიანი ანიმაციაც მომყვა, სწორედ ჰედაიათის "ბუს" მიხედვით გადაღებული, ვებერნის მუსიკადადებული biggrin.gif tongue.gif
თხოვნა კი რაში მდგომარეობს: ქართული თარგმანი, მე რომ მაქვს (მთარგმნელის სახელი აღარ მახსოვს) ვერ არის ხეირიანი და იქნებ ვინმე, ამ საქმისა და ენის რიგიანად მცოდნე და გემოვნებიანი ირანისტი დაინტერესებულიყო ამ მოთხრობის ხელახლა თარგმნით sad.gif თორემ ცოდვაა sad.gif

მერე ავტვირთავ მულტფილმსაც და დავდებ, იქნებ ჰედაიათის თემაც გავხსნა, რავიცი, რავიცი rolleyes.gif

Posted by: oftwig 16 Sep 2009, 21:13
გურამ დოჩანაშვილის ჩანაწერი მინდა შვილზე, ვინმეს თუ მოგეპოვებათ ძალიან დამავალებთ
* * *
დამეხმარეთ რა cry.gif cry.gif cry.gif cry.gif cry.gif
* * *
QUOTE (oftwig @ 16 Sep 2009, 21:13 )
გურამ დოჩანაშვილის ჩანაწერი მინდა შვილზე, ვინმეს თუ მოგეპოვებათ ძალიან დამავალებთ
* * *
დამეხმარეთ რა cry.gif cry.gif cry.gif cry.gif cry.gif

არავის არ გაქვთ ხალხოო??????????????????????????????????????????????????????????

Posted by: abronia 17 Sep 2009, 20:29
ჰაა აქ რახდება? ყველაფერი მაინტერესებს sad.gif სად ვარ როგორ ვარ რა ვაკეთო sad.gif დამეხმარება ვინმე ნეტავ?biggrin.gif

Posted by: oftwig 17 Sep 2009, 21:35
გურამ დოჩანაშვილიზ ჩანაწერი გარდაცვლილ შვილ ირაკლიზე, დავიჯერო არავინ იცით? sad.gif

Posted by: uvargisi 18 Sep 2009, 13:32
გამარჯობათ ვინმემ ხომ არ იცით ლევან გოთუას ცოლი სადაური იყო?

Posted by: Minion of Fortune 20 Sep 2009, 13:39
QUOTE
ხალხო მაინტერესებს სადმე თუ არის უილიამ საროიანის (ამერიკელი მწერალი,ეროვნებით სომეხი) ნაწარმოებები
ინტერნეტში ,


lib.ru- ზე იდო რამდენიმე ძალიან მაგარი მოთხრობა.

http://lib.ru/INPROZ/SAROQN/
ჩემი უსაყვარლესია!

Posted by: ანესთეზია 21 Sep 2009, 03:49
ხალხნო, დედა მამა რვა ბავშვი და სავარგო მანქანა სად ვიშოვო? user.gif

Posted by: monogamist 21 Sep 2009, 15:52
რევაზ გაჩეჩილაძის :ჩემი XX საუკუნეის" II ნაწილი როდის გამოვა არ იცით?

Posted by: tarsha 24 Sep 2009, 18:50
მიშველეთ !!!

გიორგი ლეონიძის "ჭამპურა" მჭირდება ძალიან. იქნებ ვინმემ იცოდეს სად ვნახო, ლიბ.ჯე-ზე არ არი.

Posted by: ni_ca 24 Sep 2009, 23:20
tarsha
ეგ ჭამპურა "ჩირიკი და ჩიკოტელას"პერსონაჟია.ჭამპურა ჭამაპურაძე თუ ჭამაპურიძე,რომელიც ჭამა-სმის დიდი მოყვარული იყო.

Posted by: Hashbolber 28 Sep 2009, 15:14
კონსტანტინე გამსახურდიას 'დიდოსტატის მარჯვენაში"
ვინ ამბობს "ღამევ სულის ჩემისაებრ ბნელო, მამცნე იდუმალი ზრახვანი შენი"
ფარსმან სპარსი თუ მამაზე?

არა ვართ საქართველოში და ..... smile.gif

Posted by: Nnino 28 Sep 2009, 16:41
Hashbolber
რამდენადაც მახსოვს, მამამზე... ეს გიორგისთან რომაა სტუმრად და ელვარე ხმლებს რომ დაინახავს... ვცდები?

Posted by: paata_3dartist 29 Sep 2009, 09:28
Minion of Fortune
QUOTE
lib.ru- ზე იდო რამდენიმე ძალიან მაგარი მოთხრობა.

http://lib.ru/INPROZ/SAROQN/ ჩემი უსაყვარლესია!


დიდი მადლობა .
ძალიან ძლიერი მწერალია .
ერთი წიგნი მაქვს ქართულად , რამოდენიმე მოთხრობაა .


Posted by: Clps 29 Sep 2009, 21:34
პროფილში რომ წაიკიტხა გურამ საღარაძემ "მიყვარხარ, ძლიერ, ძლიერ..." ვისი ლექსია და სათაური რა ქვია?

Posted by: minerva 29 Sep 2009, 21:46
Clps
QUOTE
პროფილში რომ წაიკიტხა გურამ საღარაძემ "მიყვარხარ, ძლიერ, ძლიერ..." ვისი ლექსია და სათაური რა ქვია?


მიყვარხარ ძლიერ..ძლიერ...
რაც გადის დრო და ხანი,
მე უფრო მეტად მიყვარს
შენი პატარა ტანი.... და ა.შ.


პროფილისთვის არ მიყურებია, მაგრამ თუ ამ ლექსს გულისხმობ, შანდორ პეტეფისაა.. smile.gif

Posted by: Clps 29 Sep 2009, 21:47
minerva
მადლობ smile.gif


'''''''''''''''''

Posted by: Hashbolber 1 Oct 2009, 18:36
Nnino
მადლობა და...
წავაგე sad.gif sad.gif

Posted by: Nnino 2 Oct 2009, 00:16
Hashbolber
QUOTE
Nnino
მადლობა და...
წავაგე 

გითანაგრძნობ... smile.gif

Posted by: აზნაური კიკნაველიძე 3 Oct 2009, 18:58
QUOTE (ანესთეზია @ 21 Sep 2009, 03:49 )
ხალხნო, დედა მამა რვა ბავშვი და სავარგო მანქანა სად ვიშოვო? user.gif

ბუკინისტებთან . მაგის ორი წიგნია , ქალაქში რო ცხოვრობენ და მეორე სოფლის ამბავი .

Posted by: RINO 4 Oct 2009, 12:30
ნიკოლოზ ბარათაშვილის "ბედი ქართლისა"ში რომაა სოლომონ ლიონიძე მის შესახებ იქნებ უცებ ვინმემ რამე ინფორმაცია მომაწოდოს?დღესვე მჭირდება სასწრაფოდ sad.gif

Posted by: strixnina_ 4 Oct 2009, 12:35
RINO
ინებეთ, ბატონო
http://publish.dlf.ge/vaxtangvi/lionidzesolomon/biografia.htm

Posted by: RINO 4 Oct 2009, 12:38
strixnina_
დიდი მადლობა

Posted by: IKA-5137 4 Oct 2009, 23:31
ვირგილიუსისი მეტამორფოზა სად დავითრიო? user.gif

Posted by: queen4 10 Oct 2009, 13:24
ოსტინი სად შეიძლება ვიშოვო ??? :-ს
ოღონდ ინგლისურად :|

Posted by: just smile19 10 Oct 2009, 19:38
ასეთი ლექსი გაგიგიათ ვინმეს - "ღმერთი და ხელები"

თითქოს მახსოვს რომ შოთა ნიშნიაძისაა, ორი წიგნი ვნახე ნიშნიანიძის მარა არ იყო იქ...

ხოდა ვინმემ თუ იცით მითხარით რა user.gif

Posted by: ni_ca 10 Oct 2009, 20:18
just smile19

QUOTE
ასეთი ლექსი გაგიგიათ ვინმეს - "ღმერთი და ხელები"

თითქოს მახსოვს რომ შოთა ნიშნიაძისაა, ორი წიგნი ვნახე ნიშნიანიძის მარა არ იყო იქ...

no.gif
იოსებ ნონეშვილის კრებულში მოძებნე

Posted by: just smile19 10 Oct 2009, 20:26
ni_ca


უი ხოოო მართალი ხარ საიდან მოვიტანე ნიშნიანიძე user.gif

ეხლა გამახსენდა გაიხარე 2kiss.gif

ბავშვობაში ზეპირად იცოდი ეგ ლექსი და იმის მერე ვეძებ : |||

Posted by: ni_ca 10 Oct 2009, 20:30
just smile19
QUOTE
ეხლა გამახსენდა გაიხარე

2kiss.gif

.......................................

Posted by: erix from 10 Oct 2009, 21:02
karamel11
QUOTE
მე ვეძებ აიტმატოვის .."და დღე იყო უფრო გრძელი წუთისოფელზე",

მე მაქვს ეგ წიგნი შემიძლია გაჩუქო

Posted by: Chiellini_3 11 Oct 2009, 04:50
გორგი ალიმონაკი ასეთი პიროვნება არსებობს ამ სფეროში ვინმე ?

Posted by: xachapuridze 11 Oct 2009, 10:26
Chiellini_3
QUOTE
გორგი ალიმონაკი ასეთი პიროვნება არსებობს ამ სფეროში ვინმე ?

არსებობს ლერი ალიმონაკი - მთარგმნელი. შეიძლება შვილი ჰყავს, გიორგი, არ ვიცი.

Posted by: loza 16 Oct 2009, 23:20
ხალხო
ბებიამ კატა დაინახა და წიხლი ამოარტყა და უღრიალა "გააჯვი აქედან!" ვისია??
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

არ ვღადაობ, მე ვიყო...

უბედურო საქართველოვ, საით მიექანები...

Posted by: კრიტიკ-ოსი 17 Oct 2009, 13:48
თეოდორ შტორმის "თეთრცხენიან მხედარს" ვეძებ ინტერნეტში, ინგლისურად ან რუსულად. ვინც მომიძებნის, ძალიან გამახარებს sad.gif(( "Der Schimmelreiter", "The Rider on the White Horse", "Всадник на белом коне" smile.gif

Posted by: Chiellini_3 18 Oct 2009, 17:50
xachapuridze
კი ეგ ლერი აზრზე ვარ მაგრამ ესეც ფიგურირებს მწერლებში , მემგონი ქაღალდის ნავი რო არის კინო მაგისი ავტორია თუ თანა ავტორი :

Posted by: GoodFella 18 Oct 2009, 18:28
მინდა შევიძინო ჯაბა იოსელიანის "მესამე განზომილება".

შევიძენ used მდგომარეობაში,ადეკვატურ ფასად.ან მადლობელი ვიქნები ვინმე თუ მეტყვის სად შეიძლება რო დავითრიო.მაღაზიებში კაი ხანია არ ვყოფილვარ და სიტუაცია არ ვიცი.თუ არ ვცდები ახალი გამოცემა უნდა გამოსულიყო.

Posted by: nalbo 18 Oct 2009, 20:58
წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო
მწყურვალს დაგტოვებს ცაიყვები ვინცო
ცოლშვილს გაგყრის და აგარევინებსო
შენტვის თუ უთქვამთ პატარა გოგო


ამის გაგრძელება მინდა სასწრაფოდ და ვისაც გეცნოთ იქნება დამეხმაროთ wink.gif თუ აქ არუნდა მეკითხა მაპატიეთ

Posted by: xachapuridze 18 Oct 2009, 22:04
nalbo
QUOTE
წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო
მწყურვალს დაგტოვებს ცაიყვები ვინცო
ცოლშვილს გაგყრის და აგარევინებსო
შენტვის თუ უთქვამთ პატარა გოგო

მურმან ლებანიძისაა და შენ თვითონ ჩაიხედე.

Posted by: Nnino 18 Oct 2009, 22:05
nalbo
შენთვის თუ უთქვამთ, პატარა ციცო...

მე იმ ასაკში არ ვარ ახლა და
არც იმ ჭკუაზე – ცოლ-შვილს გავეყარო!
მაგრამ შემომიჩნდა სურვილის მახრა და
პატარა ციცო, უნდა დამეხმარო!

ხოლო ციცუნია ტოლებში დაქრის
და შენი მახრა ფეხებზე ჰკიდია,
თუმცა სავსე მკერდი მიუგავს სახნისს
და ეს შეახსენებს, რომ უკვე დიდია!

ისე ჩამოგივლის მიწაგასახეთქი,
ვითომც ქვეყანაზე მარტო ის ერთია.
როგორც ხეჭეჭური, ქვაზე დასათხლეში _
ციცო ისეთია!

წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო, დაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო _
შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცო!

მურმან ლებანიძის ლექსია...

Posted by: nalbo 18 Oct 2009, 22:21
Nnino

მადლობა თან დიდი

Posted by: better late than never 20 Oct 2009, 11:03
სად შემიძლია ვნახო თბილისში არსებული წიგნის მაღაზიების და გამომცემლობების ნუსხა(მისამართებით და ტელ.ნომრებით) , ძალიან მჭირდება. განსაკუთრებით წიგნის მაღაზიების.

Posted by: Opteron 21 Oct 2009, 10:38
მეგობრებო იქნებ დამეხმაროთ.

მექანიკური ფორთოხალი ქართულ ენაზე, სად შეიძლება ვიყიდო იქნებ იცოდეთ. ძალიან მჭირდება....

Posted by: luk@ 21 Oct 2009, 21:38
აკაკი გელოვანის "მითოლოგიური ლექსიკონი" რამდენად ხელმისწვდომია? იყიდება თუ ბიბლიოთეკას უნდა მივმარათო?

Posted by: gionapireli 23 Oct 2009, 21:22
მაინტერესებს წიგნები ვალიკო ჯუღელის მემუარები და ნოდარ წულეისკირის საბავშვო წიგნი - მურიკელა ღრრრ
სად შეიძლება მათი მოძებნა , შეძენა , ვინმეს თუ შეუძლია რო მათხოვოს ან დაასკანეროს და ინტერნეტში დადოს

წინასწარ მადლობა



Posted by: Opteron 24 Oct 2009, 11:52
მემგონი ამ განყოფილებაში არავინ შემოდის და ტყუილად არის გახსნილი....

Posted by: Nnino 24 Oct 2009, 12:09
Opteron
ელ–ვერსია არ წავა?

http://join.ge/e-books/8113-bbbbbbbbbb-bbbbbbbbb.html

Posted by: teo_charkviani 24 Oct 2009, 12:18
Opteron


პლეხანოვზე ვიყიდე მე და შენც ნახე აბა
ბუკინისტური წიგნები თუ არ ვცდები ასე აწერია მაღაზიას

Posted by: Opteron 24 Oct 2009, 15:10
Nnino

არა წიგნი მინდა

teo_charkviani

კაი მადლობა, გავივლი და ვნახავ smile.gif და რა ღირდა თუ გახსოვს?

Posted by: just smile19 24 Oct 2009, 15:40
დოჩანაშვილის "სამოსელი პირველი" სად ვიყიდო?


და დაახლოებით რა ეღირება ? rolleyes.gif

Posted by: teo_charkviani 24 Oct 2009, 22:54
Opteron
7 ლარი მგონი

just smile19
QUOTE
დოჩანაშვილის "სამოსელი პირველი" სად ვიყიდო?


ეგეც მანდ ნახე
20 ღირს


Posted by: monte cristo2009 25 Oct 2009, 01:57
ვეძებ ახალგაზრდა მწერალს ბათუმიდან , რომელიც როგორც მახსოვს სამწუხაროდ 80-იან წლებში ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა , მისი პატრა, მაგრამ ძალიან საინტერსო მოთხრობები დაიბეჭდა
ჯურნალ ,,მნათობში,, ან ,,ცისკარში,,.

მწერალი მამაკაცი იყო. ორი მოთხრობის შინაარსი ბუნდოვნად მახსოვს მაგრამ მაინც მოგიყვებით :
ერთში გადმოცემული იყო ასეთი ისტორია - ერთ პიროვნებას ქალიშვილს მოსტაცებს იმავე ქალაქში მცხოვრები თავზეხელაღებული ბიჭი. მამა მეტად ორიგინალურ ხერხს მოიფიქრებს შვილის დასახსნელად - მივა ამ ბიჭის ოთჯახში და მის დედას წამოიყვანს საქმის გასარკვევად თავის სახლში - ხოლო ამ ბიჭს შეუთვლის: თუ შვილს არ დამიბრუნებ რასაც ჩემს შვილს უზამ იგივეს გავუკეთებ დედაშენსო...

მეორე მოთხრობაში კი გადმოცემული იყო ერთი ჩუმი და ჭკვიანი კაცის ამბავი რომელსაც კონფლიქტი მოუხდება იმავე ქალაქში თავზეხელაღებულ კრიმინალთან, ეს კაცი მეტად ორიგინალურად დააღწევს თავს ამ კონფლიქტს.

იქნებ გახსენოთ ამ მოთხრობების ავტორი....

Posted by: just smile19 25 Oct 2009, 01:58
teo_charkviani


გაიხარე მადლობა 2kiss.gif

Posted by: Opteron 25 Oct 2009, 09:48
teo_charkviani

მადლობა smile.gif

Posted by: Slackerbitch 2 Nov 2009, 17:05
ბავშვებო,
თქვენი დახმარებ ამჭირდება!
მირჩიეთ სად შეიძლება შევიძინო,
ქართველ მხატვრებზე წიგნი,
ოღონდ იგლისურენოვანი?
კატალოგივით რომ იყოს smile.gif
ანოტაციით და ნახატებით!

Posted by: xachapuridze 2 Nov 2009, 18:07
monte cristo2009
QUOTE
ვეძებ ახალგაზრდა მწერალს ბათუმიდან , რომელიც როგორც მახსოვს სამწუხაროდ 80-იან წლებში ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა , მისი პატრა, მაგრამ ძალიან საინტერსო მოთხრობები დაიბეჭდა
ჯურნალ ,,მნათობში,, ან ,,ცისკარში,,.

ასეთი მახსოვს მერაბ აბაშიძე, მისი მოთხრობა "აქეთ მაშხალები, კვაზიმოდო!" და"პოეზიის ცეცხლის ქალიშვილი", მაგრამ შინაარსი თითქოს სხვა იყო. არ ვიცი, ერთსა და იმავე მწერალზე ვამბობთ თუ არა. ბათუმელი იყო და ახალგაზრდა გარდაიცვალა.

Posted by: monte cristo2009 2 Nov 2009, 18:20
QUOTE (xachapuridze @ 2 Nov 2009, 18:07 )
monte cristo2009
QUOTE
ვეძებ ახალგაზრდა მწერალს ბათუმიდან , რომელიც როგორც მახსოვს სამწუხაროდ 80-იან წლებში ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა , მისი პატრა, მაგრამ ძალიან საინტერსო მოთხრობები დაიბეჭდა
ჯურნალ ,,მნათობში,, ან ,,ცისკარში,,.

ასეთი მახსოვს მერაბ აბაშიძე, მისი მოთხრობა "აქეთ მაშხალები, კვაზიმოდო!" და"პოეზიის ცეცხლის ქალიშვილი", მაგრამ შინაარსი თითქოს სხვა იყო. არ ვიცი, ერთსა და იმავე მწერალზე ვამბობთ თუ არა. ბათუმელი იყო და ახალგაზრდა გარდაიცვალა.

დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის
თქვენი დასახელებული მოთხრობები არ მახსოვს.
შესაძლებელია ავტორი ერთია - მერაბ აბაშიძე.
სად შეიძლება მივაკლვიო აბაშიძის ყველა მოთხრობის კრებულს..?

Posted by: Nnino 2 Nov 2009, 19:07
xachapuridze
მერაბ აბაშიძე თუ ახალგაზრდა გარდაიცვალა, არ ვიცოდი... sad.gif

არადა, თავის დროზე "ტანჯვით ნაშობმა" გადატრიალება მოახდინა ჩემში.

ნუ, "კვაზიმოდო" გენიალურია... ეს არის რადიოდადგმა...

http://litsakhelebi.ge/audio.php?id=55

Posted by: xachapuridze 2 Nov 2009, 20:00
Nnino
QUOTE
ნუ, "კვაზიმოდო" გენიალურია... ეს არის რადიოდადგმა...

პირველად მაგავე სახელწოდების მოკლემეტრაჟიანი ფილმით გახდა ცნობილი. მამუკა კიკალეიშვილი თამაშობდა. აღარც ეს არის ცოცხალი. თვითონ მერაბ აბაშიძე მძიმე ფსიქიკური ავადმყოფი იყო. "პოეზიის ცეცხლის ქალიშვილი" სწორედ ასეთი კაცის დაწერილია.

Posted by: Nnino 2 Nov 2009, 23:41
xachapuridze
სხვათა შორის, ეს ფილმიც ვიცი, მამუკა განსაკუთრებით შთამბეჭდავ სახეს "კერავს", ასანთს რომ გაკრავს გაკვეთილზე. smile.gif
სათაური არ მახსოვს და კიდევ აქვს მოთხრობა ბოროტ მევიოლინეზე...

აუ, ავძარღვიანდი ახლა, ინტერნეტში არსად დევს და ბიბლიოთეკაში უნდა ვნახო.

"ტანჯვით ნაშობი" 1991 წელს გამოქვეყნდა, თუ არ ვცდები, "განთიადში", მას მერე სულ ვეძებ და ვერსად მივაგენი.

http://www.nplg.gov.ge/ec/search.php?lang=en&cmd=search&db=cart&pft=biblio&sf=advanced&qs=a:2:{s:2:%22sf%22;s:8:%22advanced%22;s:5:%22query%22;a:1:{i:0;a:2:{s:1:%22q%22;s:37:%22%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94%20%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%91%22;s:1:%22f%22;s:3:%22700%22;}}}

რიმელიმე იქნებ ვიშოვო აქედან...

Posted by: არწივი9 5 Nov 2009, 13:18
ხალხო დიდი ხანია ვეძებ ამ მოთხრობას ინგლისურ ენაზე-Robert Silverberg. The Sixth Palace smile.gif წაკითხული მაქვს ქართულად და მინდა ორიგინალში წავიკითხო და საიდან ჩამოვტვირთო? სადაც ვნახე ყველგან ფულს ითხოვენ smile.gif

Posted by: tako44 7 Nov 2009, 22:55
სად შეიძლება ვნახო ლექსები ზამთარზე და ახალ წელს, ან თოვლზე....მოკლედ სკოლაში საახალწლო კარნავალის მმსგავსს ვაკეთებ და თუ დამეხმარებით, მადლობელი დაგრჩებით smile.gif

Posted by: თბილისელი 7 Nov 2009, 23:23
დანტე ალიგიერის ღვთაებრივი კომედია სად შეილება იყოს?

Posted by: VIKA1 8 Nov 2009, 12:13
მოგესალმებით


" ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდა ხვადია" - მაინტერესებს ეგ ფრაზა ზუტად როგორ არის ნათარგმნი ინგლისურად

ხომ არ იცით ვინმემ?smile.gifsmile.gif

Posted by: tsiklauri 10 Nov 2009, 13:24
უმორჩილესად გთხოვთ,იქნებ დამეხმაროთ და მითხრათ თუ ვინმემ იცით,მუხრან მაჭავარიანის ლექსზე შექმნილი რომელიმე სიმღერა,ძალიან მჭირდება...ძალიან...იქნებ დამეხმაროთ?

Posted by: Nnino 10 Nov 2009, 16:44
ninitsiklauri
საბავშვო საახალწლო სიმღერა იყო ასეთი:

ახალი წელია...
თოვლიც გვესალმება...
თოვლიც გვესალმება ციდან...
- ცრემლები?!
- ცრემლებზე - ბოდიში!
- ღიმილი?!
- ღიმილი -
რამდენიც გინდა...

ირმა სოხაძე მღეროდა, თუ არ ვცდები...

Posted by: MONTY 14 Nov 2009, 03:02
ერთ ლექს ვეძებ ძალიან და იქნებ დამეხმაროთ რა
ლექსი იწყებოდა დაახლოებით ასე " კარი გააღეთ და შემოუშვით ციხეში ქალი, შემოიტანოს ცხოვრების აზრი " მეტი აღარ მახსოვს . ეს ლექსი 40 წელზე მეტი ციხეში კედელზე ეწერა ყველას დასანახად და არავის არ წაუშლია და თუ ვინმეს გაგიგიათ იქნებ მითხრათ ვისი დაწერილია და თვითონ ლექსი სად შეიძლება რომ ვიპოვო
მადლობთ წინასწარ

Posted by: დადა 14 Nov 2009, 20:32
გამარჯობა,

ზიგმუნდ ფროიდის წიგნები
სად იყიდება თბილისში არ იცით?

ჩემი ძმა არის ჩამოსული თბილისში და
მოსაძებნი დრო არ აქვს ნამდვილად.
სამშაბათს ტოვებს საქართველოს და
იქნებ ზუსტად მითხრათ სად არის,
რომ პირდაპირ მივიდეს და იყიდოს?

Posted by: ApoPhis 15 Nov 2009, 16:39
აუ ხალხნოო გთხოვთ რა დამეხმარეეთ... ქართულში თემა მაქვს დასაწერი და რომ არ დავწერო არ გამოდის... მოცემული მაქვს ვახანგ ორბელიანის რაგაც ლექსი სადაც პოეტი ამბობს რომ მე არ ვარ პოეტიოო და აი პოეტური ნიჭი არ მაქვსო და რაღაც ეგეთები რაა... ხოდა მერე მთხოვენ რომ რამე ლიტერატურული პარალელი გავავლო სხვა რომელიმე ნაწარმოებთან.. აზრი არა აქვს რომელთან.. ან მოთხრობა ან ლექსი ან რამეე რაა... ხოოდაა თქვენ ეგეთი პონტის ხო არავინ არაფერი იცით? დამეხმარეთ რა მაგრად მჭირდებაა smile.gif)))

Posted by: lali_ko 25 Nov 2009, 18:20
თვითონ მერაბ აბაშიძე მძიმე ფსიქიკური ავადმყოფი იყო.
არადა არ იყო. ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო, ცოტათი უცნაური და ცხოვრებაც ასეთი ჰქონდა

Posted by: nonanoniko 27 Nov 2009, 01:04
აუ ვინმემ არ იცის სად შეიძლება ვიპოვო "მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი"-ს ელექტრონული ვერსია? მქონდა და სადღაც დავკარგე sad.gif და სასწაულად მომინდა ცაკითხვა

Posted by: არწივი9 27 Nov 2009, 14:54
ხალხო დიდი ხანია ვეძებ ამ მოთხრობას ინგლისურ ენაზე-Robert Silverberg. The Sixth Palace smile.gif წაკითხული მაქვს ქართულად და მინდა ორიგინალში წავიკითხო და საიდან ჩამოვტვირთო? სადაც ვნახე ყველგან ფულს ითხოვენ smile.gif

Posted by: baggins 27 Nov 2009, 15:02
QUOTE (tbilisidan @ 7 Nov 2009, 23:23 )
დანტე ალიგიერის ღვთაებრივი კომედია სად შეილება იყოს?

მე კ. გამსახურდიას თარგმანი ვიცი ტომეულებშია, რომელი აღარ მახსოვს

Posted by: fotoni 29 Nov 2009, 02:40
QUOTE (dimitriiiii @ 12 Sep 2008, 14:28 )
"მე ერთი რამე მაწუხებს მარად,
ვაი თუ მოვკვდე საწოლში წყნარად" ეს ვისი ლექსია????????????

ეს ლექსი ეკუთვნის უნგრელ პოეტს და რევოლუციონერს, შანდორ პეტეფს. საინტერესოა ვინ თარგმნა..

Posted by: xachapuridze 29 Nov 2009, 14:37
fotoni
QUOTE
საინტერესოა ვინ თარგმნა..

ალბათ გრიგოლ აბაშიძემ. სხვები იმისია.

Posted by: არწივი9 1 Dec 2009, 15:27
ხალხო დიდი ხანია ვეძებ ამ მოთხრობას ინგლისურ ენაზე-Robert Silverberg. The Sixth Palace smile.gif წაკითხული მაქვს ქართულად და მინდა ორიგინალში წავიკითხო და საიდან ჩამოვტვირთო? სადაც ვნახე ყველგან ფულს ითხოვენ smile.gif

Posted by: Nnino 3 Dec 2009, 16:28
ხალხნო და ჯამაათნო, გადამეკეტა ტვინი და ვეღარაფერს ვიხსენებ...

ქართულ ლიტერატურაში გალაკტიონი, როგორც პერსონაჟი, სად გვხვდება...

უთხარით, დეიდა ნინოს, თორემ მოეჭრა თავი სოფელ-ქალაქში... smile.gif

Posted by: vice-chairman 3 Dec 2009, 18:13

mainc
QUOTE
აიტმატოვის ნაწარმოებს მანქურთზე როა რა ქვია გამახსენეთ რა 2 დღეა ვერ ვიხსენებ სათაურს

mo.gif


"თეთრი აქლემი". ეგრე ქვია. smile.gif

Posted by: LatitudeF35 3 Dec 2009, 18:17
გამარჯობა ყველას... ეს წიგნი მაინტერესებს >>დაუმორჩილებელნი<< ვინაა ამის ავტორი ???და სად შეილება რო ვიშოვო ეს წიგნი ან (ვიყიდო),,,

Posted by: Nnino 3 Dec 2009, 19:34
vice-chairman

იქნებ "და დღე იყო უფრო გრძელი წუთისოფელზე"...

Posted by: perfectstranger 3 Dec 2009, 21:06
Nnino

QUOTE
ქართულ ლიტერატურაში გალაკტიონი, როგორც პერსონაჟი, სად გვხვდება...


დუმბაძის რომელიღაც რომანში, მგონი "მზიან ღამეში"


Posted by: Nnino 3 Dec 2009, 21:51
perfectstranger
მადლობა, ეგ მეც გავიხსენე, კი, "მზიან ღამეშია"...

კიიდოოო... smile.gif

Posted by: perfectstranger 4 Dec 2009, 18:34
Nnino
QUOTE
კიიდოოო... 


smile.gif
ვახტანგ ჯავახაძის "უცნობი", მაგრამ ეგ უშუალოდ გალაკტიონზეა

Posted by: lady t 5 Dec 2009, 16:39
მოგესალმებით,ეხლახანს შემოგიერთდით,იქნებ დამეხმაროთ,ფროიდის ნაწარმოებები და საერთოდ მის შესახებ ინტერნეტით რა შეიძლება ვნახო და სად?

სასურველია ქართული ვარიანტი.


გმადლობთ

Posted by: domina333 5 Dec 2009, 19:24
lady t
ქართული ვარიანტები, არ ვიცი და რუსულები აქ არის----- http://torrents.ru/forum/viewtopic.php?t=597710
მეც მაქვს რაღაცეები ( აუდიო ვერსია), როგორ გამოგიგზავნო?

Posted by: michael_ 5 Dec 2009, 21:04
გამარჯობათ

იქნებ დამეხმაროთ

ე.ი რა მინდა ახლა მე... თუ იცით თბილისში სად შეიძლება შევიძინო რამე სათავგადასავლო ლიტერატურა ინგლისურად, ოღონდ სასწავლო დონეებზე მორგებული არ მინდა.. ორიგინალები თუ იშოვება სადმე?

ქართულად დიდი ხანია მოვრჩი სათავგადასავლოების კითხვას და ახლა მინდა რამე წავიკითხო ინგლისურად ორიგინალში...

ჰო ინტერნეტშიც თუ იცით ეგეც კაი იქნება user.gif

Posted by: nakash 7 Dec 2009, 12:15
QUOTE (michael_ @ 5 Dec 2009, 20:04 )
გამარჯობათ

იქნებ დამეხმაროთ

ე.ი რა მინდა ახლა მე... თუ იცით თბილისში სად შეიძლება შევიძინო რამე სათავგადასავლო ლიტერატურა ინგლისურად, ოღონდ სასწავლო დონეებზე მორგებული არ მინდა.. ორიგინალები თუ იშოვება სადმე?

ქართულად დიდი ხანია მოვრჩი სათავგადასავლოების კითხვას და ახლა მინდა რამე წავიკითხო ინგლისურად ორიგინალში...

ჰო ინტერნეტშიც თუ იცით ეგეც კაი იქნება user.gif

პროსპეროში
რუსთაველის 34 ეზოში უნდა შეხვიდე და ხელმარჯვნივ

Posted by: michael_ 7 Dec 2009, 16:42
nakash
QUOTE
პროსპეროში
რუსთაველის 34 ეზოში უნდა შეხვიდე და ხელმარჯვნივ

მადლობ smile.gif

Posted by: lady t 14 Dec 2009, 17:53
საღამო მშვიდობისა, იქნებ ვინმემ იცით შოთა ნიშნიანიძის რომელ კრებულში იქნება ლექსი: "ბალადა კაპიტანძე" ან ტუ ვინმემ იცით ეგ ლექსი მომწეროთ,ძალიან მჭირდება.

გმადლობთ

Posted by: Nnino 14 Dec 2009, 22:32
lady t
გრძელია ნამეტანი... biggrin.gif

ბალადა კაპიტანზე
შოთა ნიშნიანიძე

I

ასეთი ბიჭუნა სადღაც მყავს ნანახი:
ვეება ჩექმები, ვეება ფაფახი,

წიგნში თუ კინოში? ან იქნებ სიზმარში?
იღვიძებს... იღვიძებს ბავშვობის რიჟრაჟი...

დიდებს და ძლიერებს სულ ყინჩად უდექი,
ისეთი მხნე იყავ, ისეთი უტეხი,

ისეთი ღმერთმანი, კაცს ღიმილს მოგვრიდი,
ჩაპაის ვარსკვლავთან მეგობრის ჭოგრიტი,
ჩაპაის ფაფახთან კაპიტნის კორტიკი?

გიყვარდა წიგნები: "კრაზანა", "სპარტაკი",
კრივი, ჭიდაობა, ბურთი და ჭადრაკი.

მარცხი და წაგება არასდროს არცერთი!
მართლა არაფერი მინახავს ასეთი:

მოგებულ მეტოქეს სულ უკან დასდევდი,
არ გსურდა, არ გწამდა წაგება არცერთი.

– ერთხელად, ერთხელაც, ხელახლა! თავიდან!
მეჩხუბე, მეჭიდე, მომიგე, რა გინდა!

გიყვარდა მოხმობა გარდასულ გრიგალთა
და სამოქალაქო ომები გიყვარდა.

გქონდა დაჩხაპნილი წიგნების გვერდები,
გიყვარდა წითლები და გძულდა თეთრები.

იბრძოდი დაჭრილი, მთლად ღონემიხდილი
და თუკი მოგკლავდნენ არ გსურდა სიკვდილი.

ყვიროდი: "ხელახლა! თავიდან, თავიდან!"
ბრაზობდნენ ბიჭები: "მკვდარი ხარ, კაპიტან!"

– ხელახლა! თავიდან! არა, არ ითვლება!
ასე არ კვდებიან, ბიჭებო, წითლები.

და რევოლუციებს ხელახლა იწყებდი,
ხელახლა უტევდი მტერს თავდავიწყებით.

ათასჯერ გკლავდნენ და არასდროს კვდებოდი...

II

და როცა წლები და ბავშვობა გავიდა,
შენ მართლა დაეცი ბერლინთან, კაპიტან!

იქ ნამდვილ სროლაში, იქ ნამდვილ სანგარში
ნამდვილად დამთავრდა სიკვდილთან თამაში.

ნამდვილად კვდებოდი და არა გჯეროდა,
წვეთავდა სიკვდილი წარბების ჩეროდან.

შენ სიკვდილს ერთჯერადს არ იყავ ჩვეული,
სხვა ტყვია ყოფილა მტრის ტყვია წყეული!

გინდოდა გეყვირა: "ხელახლა! თავიდან!"
ტიროდნენ ბიჭები: "ნუ ღელავთ, კაპიტან!"

ეჰ, ხვეწნა მუდარა არ ჭრიდა სიკვდილთან
და ისე კვდებოდი, სიკვდილი გიკვირდა...

დიახ, სამშობლოსთვის ხელახლა მოვკვდებით,
ხელახლა ვეცემით მტერს გაბოროტებით.

ხელახლა! ხელახლა! თავიდან! თავიდან!
კაპიტან, მომწონხართ, სწორი ხართ, კაპიტან!

III

ხელახლა! ხელახლა! თავიდან! თავიდან!
მეც მინდა, მეც მინდა, მოგბაძოთ, კაპიტან!

და თუკი ვეცემი და თუკი ვმარცხდები,
ჩემი დამარცხება არ მჯერა არცერთი.

ეჭვებს და შეცდომებს, მარცხებს და წაგებებს
მაგ ბავშვურ ჟინსა და სიკერპეს ვაგებებ.

არც სიტყვა, არც ბედი არ მიყვარს უკმარი,
მეც ვებრძვი, მეც ვუტევ ხვეწნით და მუქარით.

ერთხელაც მეჭიდე, ერთხელაც წყეულო,
მარცხსა და წაგებას არა ვარ ჩვეული.

ხელახლა! ხელახლა! თავიდან! თავიდან!
მიზანსაც მივაღწევ, ლელოსაც გავიტან.

და თუმცა ცხოვრება უჩინრად გავიდა
შენსავით დავეცე – მზადა ვარ, კაპიტან!..

Posted by: lady t 15 Dec 2009, 18:39
ძალიან ძალიან ძალიან დიდი მადლობა ნნინ,მაგრად დამეხმარე

Posted by: LatitudeF35 15 Dec 2009, 19:46
დაუმორჩილებელნი<< ამის ავტორი ვინაა ხო არ იცით ან სად იყიდება ?? ელეკტრო ვერსიის ლინკს თუ დადებთ დიდი მადლობელი დავრჩები და მგონი არა მარტო მე კიდე ბევრს გაახარებთ თუ დადებთ ლინკს...........

Posted by: aLEXandre vasha 16 Dec 2009, 10:46
გტოვთ სასწრაფოდ მჭირდება ამ ლექსის ავტორი

xviara
naniko83
საბუნია
bja
Ratibati13
NieR@
MARIOOOO


გენიოსო” (პასუხად “მესაფლავეს”) G გენიოსო, შენ ამბობ რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება! მე მაოცებს რად იგონებ ყველა ტრფობის მლანძღავ ზღაპარს, რომ მუდმივი ტრფობის გლოვა აღარავის არ უნახავს, რომ ივიწყებს ყველა ხსოვნას,ვისაც სატრფო მოუკვდება, რომ სუყველას გლოვის შემდეგ სხვა ტრფიალი მოუნდება რომ თითქოსდა აღარავის აღარ ჰქონდეს წრფელი სული, რომ ერთ სატრფოს სამუდამოდ შემოავლოს სიყვარული! რაღად გინდა ეგ ცინიზმი რომ მღერიხარ დიდო გონო ან ვის გინდა ცოდვიანი სტრიქონები გააგონო?! მილიონში რომ ერთია ვიცი ჩემი ლექსის ქება, მაგრამ სწორედ იმ ერთშია ტრფიალების უკვდავება! სკოლის მერხთან მუდამ ერთად იჯდა ლაღი გოგო-ბიჭი, და უბოძა მათ უფალმა ერთმანეთის ტრფობის ნიჭი უბოძა და გაიხარა ორმა ნორჩმა,წრფელმა გულმა და ამაყად იწყო წინსვლა ამ უბადლო სიყვარულმა ზეიმობდა და ხარობდა სილამაზით ორი გონი ტრფობის ცაზე ნავარდობდა უკვდავების ფაეტონი მაგრამ ბედმა ვარდის კოკრებს გადაფურჩქვნა არ აცალა მოუვლინა მიწიერი უკვდავების გამოცანა, სამუდამოდ შეაჩერა ვაჟის გულში სისხლი ცხელი ქალიშვილს კი მიუსაჯა ურთულესი განსაცდელი დაითუთქა მწუხარებით თოთხმეტი წლის გოგოს გული მიაცილა სამარემდე უკოცნელი სიყვარული დაიტირა შავი ძაძით მოუსველა გულზე მიწა უწრფელესი ცრემლთა ღვარით შეაძრწუნა დედამიწა ვაჟის დედას ეახლა და უთხრა თქვენი ვარო რძალი და მიიღო დედამთილმა ქალიშვილი პატარძალი! გენიოსო კიდევ იტყვი რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?! და მის მერე სატრფოს საფლავს არ სცილდება გოგო_ქალი მიწიერი მწუხარების ,მგლოვიარე დედოფალი ზეციური სილამაზის სახეს ადებს ვაჟის გულზე აღარც ფიქრობს ამ უზომო მწუხარების დასასრულზე თმას გაიშლის დაემხობა საცოდავად ტირის,კვნესის მის ცრემლების სიკამკამეს ვეღარ იტევს ჩემი ლექსი განა მისთვის არ უნდოდათ მიერთმიათ ნორჩი ვარდი?! და მწუხარედ ეჩურჩულათ შემიყვარდი, შემიყვარდი?! მაგრამ როგორ კადრებ ტრფობას როცა გიდგას თვალწინ ქალი ღვთისმშობელი მარიამის თვალებიდან მომზირალი! ვაჟის დედაც დასტრიალებს უბადლო რძალს მუდამ თავზე არავინ ჰყავს მისი ფასი გამოცდათა პლანეტაზე მოხიბლულა მისი ქცევით დედის გული მგრძნობიარე სიგიჟემდე უყვარს რძალი უკვდავების მოტრფიალე! ამოწურა მიწიერი წლების რიცხვი დედა_ქალმა ღირსეულად დაიტირა დედამთილი ქვრივმა რძალმა! გენიოსო არ გეცვლება ხედვა შენი დიდი ნიჭის?! ნუთუ არ გშურს სიმდიდრისა გარდაცვლილი ლაღი ბიჭის?! და მის მერეც წლების რისხვას ქალიშვილი ებრძვის მარტო, რაღათ უნდა ამ სრულყოფას სხვა სიტყვები მივუმატო ვაჟის ხსოვნა,წმინდა გრძნობა ააცურა მაღლა ცაზე ამაყად და ღირსეულად დააბიჯებს ქვეყანაზე კვლავ ერთგული არის ხსოვნის კვლავ ერთგული არის ღვთისა როგორ გინდა არ იწამო ამ განგების რჩეულისა! მიილია მისი წლებიც მიწიერი გამოცდისა წლეულს გახდა მშვენიერი ქალიშვილი სამოცისა! შენკი ამბო ბარ არსებობს უკვდავება დაგიკარგავს ჩემულობდი მაგრამ ნუთუ არასოდეს არ გინახავს?! ან გმირები მოღალატე,უერთგულო როცა ნახე მაშინ ერთი ღირსეული ქართველი ვერ გამონახე გამაგონე გენიოსო ამ ღალატით რის თქმა გსურდა რომ თქვენს დროში ერთგულება აღარავის არ ძალუძდა როგორ ამბობ სულ ერთგული რომ არავინ იყო უწინ, და თუ იყო რატომ გახდი მისთვის ასე სიტყვაძუნწი”! რატომ ცდილობ უკვდავ ტრფობას გაუჩინო შავი ბზარი მილიონში იმ ერთისთვის ვერ გამოყავ ერთი ბწკარი?! აღარ იყო?ვერ გიცვნია არ გცოდნია ტრფობის ფასი, ნუთუ აღარ დაგიცლია უკვდავების თავად თასი ნუთუ თავად არ ძალგიძდა ერთგულება მარად მწვანე, ნუთუ მერის რომ ეტრფოდი სხვა ტრფიალზე გადაცვალე, ნუთუ ის სხვა მოგიკვდა და ვერ შეძელი გლოვა მისი, ნუთუ ისე გაბოროტდი რომ შეგძულდა გლოვა სხვისი, ღირსეულს რომ ყვარებოდი არ ყოფილხართ თურმე ღირსი მერისთანაც გახდებოდი მოტრფიალე ალბათ სხვისი ვხედავ ვეღარ შეგიცვნია ჭეშმარიტი უფლის მრწამსი რომ ღალატი მრავლობს მიტომ ერთგულებას ჰქონდეს ფასი განკითხვამდე უსაზღვროა ცდუნებების რიგთა წყება ერთგულების ღირსება კი არასოდეს იფარგლება მაგრამ, ვხედავ გენიოსი ამ სიწმინდეს ვეღარ მისწვდა და ვაი შენ რომ სიკვდილი სიცოცხლეშივ დაგავიწყდა! დაგავიწყდა რადგან ასე მსჯელობს შენი დიდი გონი გსურს უფრსკულში გადაჩეხო უკვდავების ფაეტონი სხვა რად მინდა ჩემი გითხრა ერთგულების სიმფონია რა სატრფო ვარ გარდაცვლილი სატრფო თუ ვერ მიგლოვია დამიფაროს ღმერთმა მაგრამ თუ წამერთვა სატრფოს სული მის საფლავზე მიჯაჭვული მეყოლება სიყვარული მიჯაჭვული მეყოლება სანამ სუნთქვის მექნა ნება ასე მესმის გენიოსო მიწიერი მე ცხოვრება ვუერთგულებ სატრფოს საფლავს ვუერთგულებ უფლის ნებას ვუერთგულებ ღირსებას და ტრფიალების უკვდავებას?! ზარსა სცემენ იმ ქალს ვინაც დაამარცხა ბედი მწარე მოწიწებით სულ უბრალო კუბოში შჭედს მესაფლავე შჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე ეხლა კიარ იღიმება სტირის ჩვენი მესაფლავე ასე უნდა ეგრეც ხდება ეახლება ქალი ედემს თუ მიგიწვდა მასთან სული უპასუხე გენიოსო რად ატკინე ოქროს გული უპასუხე რად უარყავ არ გინდოდა მხელა რისი უპასუხე რად არიყავ სიყვარულის თავად ღირსი და უთხარი რომ შეიცან ჭეშმარიტი უფლის მრწამსი რომ არსებობს რომ არსებობს ერთგულება ქვეყნად მსგავსი რომ გრცხვენია რომ გრცხვენია მოიფიქრე კიდევ რამე რომ აკლია “მესაფლავეს” სიყვარულის სიკამკამე თავად ხედავ აღარა გაქვს ნება რაც თქვი კვლავ იგი თქვა ვერასოდეს შეიწირავს წმინდა ტრფობას სამარის ქვა მეკი გეტყვი განა გჯიბრობ და გიცხადებ ლექსით მტრობას გედავები მარადიულ უერთგულეს გრძნობის გმობას გიღიარებ გატოლება ლექსით შენთან არის ძნელი მაგრამ, გკითხავ რად ირგუნე უკვდავების სავარძელი?! წამოდექი სავარძლიდან ჩამომართვი ხელზე_ხელი არ მელოდი გენიოსო? Uუკვდავება გეახელი!!! * * *


Posted by: chioreli 16 Dec 2009, 18:30
ფურუმელებო ეგება დამეხმაროთ სად ვნახო ილია ჭავჭავაძის დუელის შესახებ რამე დოკუმენტი? ვინმეს აქვს ამის შესახებ მოგონებები ან რაიმე მსგავსი დაწერილი? სიტყვაზე არ მიჯერებენ თან არც მე მახსოვს დაწვრილებით რა და როგორ იყო სკოლის ასაკში მითხრეს sad.gif

Posted by: Nnino 16 Dec 2009, 22:05
chioreli
გეხმარები. biggrin.gif

ილიას დუელი ჰქონდა ნიკო ნიკოლაძესთან 1880 წლის 1 მარტს, 29 თებერვალს "დროებაში" გამოქვეყნებული წერილის გამო, რომელიც ნიკოლაძის "ობზორის" წინააღმდეგ იყო მიმართული. საქმე შერიგებით დამთავრდა.

იხ. "ილიას სამრეკლო", თბ. 1987, გვ. 71. გრიგოლ ყიფშიძის წერილი "ილია ჭავჭავაძე".

Posted by: aLEXandre vasha 17 Dec 2009, 13:46
Nnino
მეც დამეხმარე რა
ვისია ეგ ლექსი?


QUOTE
გენიოსო” (პასუხად “მესაფლავეს”) G გენიოსო, შენ ამბობ რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება! მე მაოცებს რად იგონებ ყველა ტრფობის მლანძღავ ზღაპარს, რომ მუდმივი ტრფობის გლოვა აღარავის არ უნახავს, რომ ივიწყებს ყველა ხსოვნას,ვისაც სატრფო მოუკვდება, რომ სუყველას გლოვის შემდეგ სხვა ტრფიალი მოუნდება რომ თითქოსდა აღარავის აღარ ჰქონდეს წრფელი სული, რომ ერთ სატრფოს სამუდამოდ შემოავლოს სიყვარული! რაღად გინდა ეგ ცინიზმი რომ მღერიხარ დიდო გონო ან ვის გინდა ცოდვიანი სტრიქონები გააგონო?! მილიონში რომ ერთია ვიცი ჩემი ლექსის ქება, მაგრამ სწორედ იმ ერთშია ტრფიალების უკვდავება! სკოლის მერხთან მუდამ ერთად იჯდა ლაღი გოგო-ბიჭი, და უბოძა მათ უფალმა ერთმანეთის ტრფობის ნიჭი უბოძა და გაიხარა ორმა ნორჩმა,წრფელმა გულმა და ამაყად იწყო წინსვლა ამ უბადლო სიყვარულმა ზეიმობდა და ხარობდა სილამაზით ორი გონი ტრფობის ცაზე ნავარდობდა უკვდავების ფაეტონი მაგრამ ბედმა ვარდის კოკრებს გადაფურჩქვნა არ აცალა მოუვლინა მიწიერი უკვდავების გამოცანა, სამუდამოდ შეაჩერა ვაჟის გულში სისხლი ცხელი ქალიშვილს კი მიუსაჯა ურთულესი განსაცდელი დაითუთქა მწუხარებით თოთხმეტი წლის გოგოს გული მიაცილა სამარემდე უკოცნელი სიყვარული დაიტირა შავი ძაძით მოუსველა გულზე მიწა უწრფელესი ცრემლთა ღვარით შეაძრწუნა დედამიწა ვაჟის დედას ეახლა და უთხრა თქვენი ვარო რძალი და მიიღო დედამთილმა ქალიშვილი პატარძალი! გენიოსო კიდევ იტყვი რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?! და მის მერე სატრფოს საფლავს არ სცილდება გოგო_ქალი მიწიერი მწუხარების ,მგლოვიარე დედოფალი ზეციური სილამაზის სახეს ადებს ვაჟის გულზე აღარც ფიქრობს ამ უზომო მწუხარების დასასრულზე თმას გაიშლის დაემხობა საცოდავად ტირის,კვნესის მის ცრემლების სიკამკამეს ვეღარ იტევს ჩემი ლექსი განა მისთვის არ უნდოდათ მიერთმიათ ნორჩი ვარდი?! და მწუხარედ ეჩურჩულათ შემიყვარდი, შემიყვარდი?! მაგრამ როგორ კადრებ ტრფობას როცა გიდგას თვალწინ ქალი ღვთისმშობელი მარიამის თვალებიდან მომზირალი! ვაჟის დედაც დასტრიალებს უბადლო რძალს მუდამ თავზე არავინ ჰყავს მისი ფასი გამოცდათა პლანეტაზე მოხიბლულა მისი ქცევით დედის გული მგრძნობიარე სიგიჟემდე უყვარს რძალი უკვდავების მოტრფიალე! ამოწურა მიწიერი წლების რიცხვი დედა_ქალმა ღირსეულად დაიტირა დედამთილი ქვრივმა რძალმა! გენიოსო არ გეცვლება ხედვა შენი დიდი ნიჭის?! ნუთუ არ გშურს სიმდიდრისა გარდაცვლილი ლაღი ბიჭის?! და მის მერეც წლების რისხვას ქალიშვილი ებრძვის მარტო, რაღათ უნდა ამ სრულყოფას სხვა სიტყვები მივუმატო ვაჟის ხსოვნა,წმინდა გრძნობა ააცურა მაღლა ცაზე ამაყად და ღირსეულად დააბიჯებს ქვეყანაზე კვლავ ერთგული არის ხსოვნის კვლავ ერთგული არის ღვთისა როგორ გინდა არ იწამო ამ განგების რჩეულისა! მიილია მისი წლებიც მიწიერი გამოცდისა წლეულს გახდა მშვენიერი ქალიშვილი სამოცისა! შენკი ამბო ბარ არსებობს უკვდავება დაგიკარგავს ჩემულობდი მაგრამ ნუთუ არასოდეს არ გინახავს?! ან გმირები მოღალატე,უერთგულო როცა ნახე მაშინ ერთი ღირსეული ქართველი ვერ გამონახე გამაგონე გენიოსო ამ ღალატით რის თქმა გსურდა რომ თქვენს დროში ერთგულება აღარავის არ ძალუძდა როგორ ამბობ სულ ერთგული რომ არავინ იყო უწინ, და თუ იყო რატომ გახდი მისთვის ასე სიტყვაძუნწი”! რატომ ცდილობ უკვდავ ტრფობას გაუჩინო შავი ბზარი მილიონში იმ ერთისთვის ვერ გამოყავ ერთი ბწკარი?! აღარ იყო?ვერ გიცვნია არ გცოდნია ტრფობის ფასი, ნუთუ აღარ დაგიცლია უკვდავების თავად თასი ნუთუ თავად არ ძალგიძდა ერთგულება მარად მწვანე, ნუთუ მერის რომ ეტრფოდი სხვა ტრფიალზე გადაცვალე, ნუთუ ის სხვა მოგიკვდა და ვერ შეძელი გლოვა მისი, ნუთუ ისე გაბოროტდი რომ შეგძულდა გლოვა სხვისი, ღირსეულს რომ ყვარებოდი არ ყოფილხართ თურმე ღირსი მერისთანაც გახდებოდი მოტრფიალე ალბათ სხვისი ვხედავ ვეღარ შეგიცვნია ჭეშმარიტი უფლის მრწამსი რომ ღალატი მრავლობს მიტომ ერთგულებას ჰქონდეს ფასი განკითხვამდე უსაზღვროა ცდუნებების რიგთა წყება ერთგულების ღირსება კი არასოდეს იფარგლება მაგრამ, ვხედავ გენიოსი ამ სიწმინდეს ვეღარ მისწვდა და ვაი შენ რომ სიკვდილი სიცოცხლეშივ დაგავიწყდა! დაგავიწყდა რადგან ასე მსჯელობს შენი დიდი გონი გსურს უფრსკულში გადაჩეხო უკვდავების ფაეტონი სხვა რად მინდა ჩემი გითხრა ერთგულების სიმფონია რა სატრფო ვარ გარდაცვლილი სატრფო თუ ვერ მიგლოვია დამიფაროს ღმერთმა მაგრამ თუ წამერთვა სატრფოს სული მის საფლავზე მიჯაჭვული მეყოლება სიყვარული მიჯაჭვული მეყოლება სანამ სუნთქვის მექნა ნება ასე მესმის გენიოსო მიწიერი მე ცხოვრება ვუერთგულებ სატრფოს საფლავს ვუერთგულებ უფლის ნებას ვუერთგულებ ღირსებას და ტრფიალების უკვდავებას?! ზარსა სცემენ იმ ქალს ვინაც დაამარცხა ბედი მწარე მოწიწებით სულ უბრალო კუბოში შჭედს მესაფლავე შჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე ეხლა კიარ იღიმება სტირის ჩვენი მესაფლავე ასე უნდა ეგრეც ხდება ეახლება ქალი ედემს თუ მიგიწვდა მასთან სული უპასუხე გენიოსო რად ატკინე ოქროს გული უპასუხე რად უარყავ არ გინდოდა მხელა რისი უპასუხე რად არიყავ სიყვარულის თავად ღირსი და უთხარი რომ შეიცან ჭეშმარიტი უფლის მრწამსი რომ არსებობს რომ არსებობს ერთგულება ქვეყნად მსგავსი რომ გრცხვენია რომ გრცხვენია მოიფიქრე კიდევ რამე რომ აკლია “მესაფლავეს” სიყვარულის სიკამკამე თავად ხედავ აღარა გაქვს ნება რაც თქვი კვლავ იგი თქვა ვერასოდეს შეიწირავს წმინდა ტრფობას სამარის ქვა მეკი გეტყვი განა გჯიბრობ და გიცხადებ ლექსით მტრობას გედავები მარადიულ უერთგულეს გრძნობის გმობას გიღიარებ გატოლება ლექსით შენთან არის ძნელი მაგრამ, გკითხავ რად ირგუნე უკვდავების სავარძელი?! წამოდექი სავარძლიდან ჩამომართვი ხელზე_ხელი არ მელოდი გენიოსო? Uუკვდავება გეახელი!!! * * *


Posted by: nikaaa07 17 Dec 2009, 13:51
aLEXandre vasha
QUOTE
ვისია ეგ ლექსი?

მე ვიცი, ადრე ეგ ლექსი აქ დადო ერთ ერთმა იუზერმა ტემა ჰქონდა გახსნილი და მან თქვა რომ ჩემი შვილის დაწერილიაო ეგ ლექსიო..


* * *
http://forum.ge/?showtopic=33819156&view=findpost&p=14273373


აჰა აი ეს ნახე აქაა ვიპოვე..



Posted by: aLEXandre vasha 17 Dec 2009, 14:17
nikaaa07
ჩემი ძმა ხარ...ისევ შენ....მპუა 2kiss.gif

Posted by: chioreli 17 Dec 2009, 22:10
Nnino

გაიხარე, ძალიან დიდი მადლობა smile.gif

Posted by: Nnino 18 Dec 2009, 00:31
chioreli
არა, შემეშალა, შემეშალა... sad.gif

"ილიას სამრეკლო"-ში არაა, 1987-ში გამოვიდა წიგნი "მოგონებები გარდასულ დღეთა. ილია". და იქაა. ერთად მოიტანა მამაჩემმა მაშინ და ერთად წავიკითხე. ასოციაციურად შემეშალა, მაპატიე. sad.gif

Posted by: onlinebariga 18 Dec 2009, 10:07
მეც მჭირდება ერთი ფრაზის გარკვევა.

.@@@@. და მზე ზღვაში ხარსშავს თავის ორეულს..@@@@


თუ ვინმემ იცით გთხოვთ არ დაიზაროთ. გმადლობთ წინასწარ

Posted by: stenka 18 Dec 2009, 21:04
.............................................

Posted by: xorumi 18 Dec 2009, 21:06
ახლა რა ხდება, ვეძებ ამ წიგნებს, და მაინტერესებს თუა ქართულად ნათარგმნი, თუ კი სად ვიყიდო ხომ არ იცით, თუ არა მაშინ ონლაინ სად ვნახო ინგლისურ ენაზე? smile.gif


ჟან პოლ სარტი - კედელი
(Jean-Paul Sartre, The Wall)

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი- ადამიანთა მიწა

ანდრე ობრეხტი-ჯალათის შავი დღიური
(André Obrecht -The Executioners' Black Diary)

Posted by: Nnino 21 Dec 2009, 10:50
xorumi
QUOTE
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი- ადამიანთა მიწა

ეს გამოვიდა "ბავშვთა ბიბლიოთეკის" სერიით 2007 წელს მგონი. ახლაც იყიდება. "პატარა უფლისწული" აწერია ზედ.

Posted by: xorumi 21 Dec 2009, 12:15
Nnino
გაიხარე smile.gif

......................................

Posted by: lady t 21 Dec 2009, 14:36
მოგესალმებით,იქნებ დამეხმაროთ, "მესაფლავეს" ელექტრონული ვერსია სად ვნახო,სასწრაფოდ მჭირდება,იქნებ ლინკი დამიდოთ?

გმადლობთ

Posted by: lady t 24 Dec 2009, 11:19
სად გაქრიიიით?
rolleyes.gif rolleyes.gif

Posted by: Hate_eternal 24 Dec 2009, 13:44
ესეიგი საბავშვო წიგნია
ქართულად თარგმნილი წავიკითხე ღრმა ბავშვობაში
ხოდა ესეთი ამბავაი ხდება რო ერთი ბიჭი შემთვევით აღმოჩნდება მეორესთან რომელსაც აქ ჯადოსნური ასანთები და ერთ ასანთს რო გადატეხავს ჩაფირებული სურვილი უხდება
ხოდა ერთდ მოპრავს
და თავიდან რაღაც დებილობებს ჩაიფიქრებს
დან 10 კლასამდე ყველა გაკვეთილი რო ზეპირად იცოდეს და ეგეთები
და მერე ცოტა სერიოზულებზე გადადის როგორც მახოვს
და ვინმემ მაგ წიგნის სათაური არ იცით??

Posted by: ninachka 25 Dec 2009, 10:50
Hate_eternal


აქ ტყილად დადევი მაინც რ გიპასუხებენ ..... biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Nnino 25 Dec 2009, 12:19
lady t
მესაფლავე

მესაფლავე, შენ ამბობ, რომ
ქვეყანაზე ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი
ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც...
მომაბეზრე კიდეც თავი,
და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს,
ეგ დაცინვა გულსაკლავი.

ვარდის თვეა, მაისია,
ნორჩ ბალახებს სიო არხევს,
ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი,
როგორც თოვლი, ისე აწევს,

მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს
და სითბოში მთა-ბარს ახვევს,
ყვავილებით მოქარგულა
არემარე მომხიბლავი.

ვერა ხედავ, იმ საფლავზე,
როგორ სტირის ობლად ქვრივი?
რარიგ შვენის ახალგაზრდა
ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი!

განა გუშინ არ იყო, რომ
ამ მოკლულმა დარდით ქალმა
ცრემლი ღვარა, როცა სატრფო
ცივ სამარეს მიესალმა?

დღესაც იგი იმ სამარეს
გულმოკლული დაჰქვითინებს,
დღით არ იცის მოსვენება
და ღამითაც არ იძინებს.

მოვა ხოლმე და დაჯდება
ცივ სამარის გაშლილ ქვაზე,
დარდით არის გაჟღენთილი
მისი უღვთო სილამაზე:

თმას გაიშლის, დაემხობა
და ცრემლები სცვივა, სცვივა...
სულს მიშფოთებს ეგ ქვითინი,
გული მტკივა, გული მტკივა!

მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე,
ჩუმად იყავ, უგდე ყური...
გესმის, გესმის, როგორ კვნესის
დაღლილი და უბედური?—

"გავქრე ისე, როგორც ნისლი,
როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს
სიმშვიდე და მოსვენება.

შენი სახე გულს კაწრავდეს,
როგორც ვიყო, სადაც ვიყო,
თუ როდისმე არ მახსოვდე...
თუ როდისმე დაგივიწყო!"

მესაფლავე, კიდევ იტყვი,
რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი
ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

აი, თუნდაც გალავნისას
მესაფლავე აღებს კარებს:
ახალგაზრდა ვინმე ვაჟი
კიდევ სატრფოს ასამარებს.

გულმოკლული ძვირფას კუბოს
არ სცილდება, არ შორდება,
განა როსმე სხვა ამგვარი
სიყვარული მეორდება?

უსაზღვროა მისი სევდა,
უსაზღვროა მწუხარება,
და გადმოსჩქეფს გულმოკლულ
ვაჟს თვალთგან ცრემლთა მდუღარება.

ფიცით ამბობს: "ოჰ, შეშფოთდეს
სამარეში ჩემი ძვლები,
არ ათბობდეს ჩემს სამარეს
გაზაფხულის მზის სხივები,

გავქრე ისე, როგორც ნისლი,
როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს
სიმშვიდე და მოსვენება,

შენი სახე გულს კაწრავდეს,
სადაც ვიყო, როგორც ვიყო,
თუ როდისმე არ მახსოვდე,
თუ როდისმე დაგივიწყო!"

მესაფლავე, კიდევ იტყვი,
რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი
ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

ის ქალი კი, წეღან რომ ვთქვი,
ისევ მოდის თმაგაშლილი
და სამარეს დაუვიწყარს
თავს ადგება, ვით აჩრდილი,

ხელში ვარდის მთელი ბუჩქი,
ჯერ ისევე დაუმჭკნარი,
მოაქვს, რომ მით დაამშვენოს
სამარისა თეთრი ჯვარი.

ოჰ, ეს ქალი ალბათ დარდით
ყვავილივით ჭკნება, ჭკნება...
სევდას სახე დაუფარავს
და სიყვითლე ეპარება.

საცოდავი! თვალებსაც კი
დასჩნევია უძილობა, —
ასე ხდება, როცა ღამით
მოგონებებს იწვევს გრძნობა, —

ახლა? ახლა კიდევ იტყვი,
რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი
ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

და ის ვაჟიც, გუშინწინ რომ
მიაბარა სატრფო საფლავს,
არ სცილდება სასაფლაოს,
სევდიანს და გულმოსაკლავს:

სახე თაფლის სანთელს უგავს,
სანთელივით დნება, დნება,
თავს დასცქერის დაუვიწყარს,
გლოვის სიტყვას ეუბნება.

მის თვალებსაც დასჩნევია
ღამის თევა, უძილობა, —
ასე ხდება, როცა ღამით
მოგონებებს იწვევს გრძნობა!

მესაფლავე, ახლაც იტყვი,
რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი
ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

დღეს იმ ქალმა გულმოკლულ ვაჟს
უნებურად მოჰკრა თვალი,
გაიფიქრა: "ისიც ჩემებრ
ტირის ცრემლებშეუმშრალი;

უძიროა კაცის სევდა,
უძიროა კაცის გული,
რას არ ითმენს სიყვარულის
ცხოველ ნათელს მოკლებული", —

ასე ამბობს სევდიანი
ქალის ცისფერ თვალთა ცქერა.
ალბათ, ვაჟსაც ამ უსიტყვო
ცქერამ გული აუძგერა...

ასე იცის თანაგრძნობამ...
შენ კი ისე იღიმები,
თითქოს მართლა იბმებოდეს
იმათ შორის ის სიმები,

რომლის ძალით ორი გული
სამუდამოდ შეერთდება...
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც,
ქვეყნად ეგრე როდი ხდება.

როცა ფიცით აცილებენ
მიცვალებულს სამარემდე,
ფიცს არ სტეხენ… ფიცს არ სტეხენ
უკანასკნელ ყოფნის დღემდე.

გამიგონე, მესაფლავე,
შენ არ იცი კაცის დარდი,
თორემ რაა — ჩემს თქმაზე რომ
სულელივით ახარხარდი?!

რა ვუყოთ, რომ იმ ვაჟმა ქალს
მოუტანა ნორჩი ვარდი
და მწუხარედ წასჩურჩულა:
"შემიყვარდი, შემიყვარდი,

ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება,
შევაერთოთ სულთან სული...
გამომყევი, ქალო, ცოლად...
ძლიერი მაქვს სიყვარული...

მართალია, ის სატრფონი
არც შენ, არც მე აღარა გვყავს,
მაგრამ მათი მოგონება
ვერ გაარღვევს უხმო საფლავს.

დავივიწყოთ ის წარსული,
სატირალი, სავალალო,
და ახალი შევქმნათ ყოფნა...
გამომყევი ცოლად, ქალო!"

დაუცადე, მესაფლავე,
თუ რა პასუხს მისცემს ქალი,
შენ გგონია, რაკი ვაჟმა
დაივიწყა თავის ვალი,

ქალიც ასე მოიქცევა?
მე მგონია - არა, არა...
განა გუშინ არ იყო, რომ
სატრფო მიწას მიაბარა?

მკვდრის აჩრდილთან ვინ იცინის,
მკვდრის აჩრდილთან ვინ იხუმრებს?
აი, ნახავ - აბეზარ ვაჟს
რა პასუხით გაისტუმრებს!

მაგრამ ქალი, ღმერთო ჩემო,
მორცხვად თავს ხრის და ჩურჩულებს:
"თანახმა ვარ! ერთადერთი
მომავალი მასულდგმულებს...

ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება,
ნუ ვიგონებთ დროს უბედურს,
მე შენი ვარ სამუდამოდ...
წამიყვანე, სადაცა გსურს"...

მესაფლავე, ახლა კი გაქვს ნება,
რაც გსურს, კვლავ იგი თქვა...
სამუდამოდ ასამარებს
კაცთა ხსოვნას სამარის ქვა.

ალბათ ქალ-ვაჟს დღეს ერთი აქვს
ბინა... ხედავ, გადის ხანი,
არ ნახულობს სასაფლაოს
დღეს არც ერთი იმათგანი,

საფლავთაგან მტვერს და ბალახს
დღეს არავინ არ აცილებს
და მოვლასთან ერთად ფერი
წართმევიათ ვარდ-ყვავილებს...

განისვენეთ, განისვენეთ
დავიწყებულ არსთა ძვლებო...
თქვენს ყოფნაში არ ერევა
ცოცხალთ ფიქრი საარსებო...

განისვენეთ, ძლიერი და
უკვდავია თქვენი ძილი...
რაღად უნდათ, რად სჭირიათ
თქვენს საფლავებს ვარდ-ყვავილი?

ან რას გარგებთ მოკვდავ კაცთა
სამუდამო ცრემლთა ფრქვევა?
ძილით ვეღარ გამოგარკვევთ
ვერრა ძალა, ვერც შემთხვევა...

ასე ხდება ქვეყანაზე -
ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება,
და ვაი მას, ვის სიკვდილი
სიცოცხლეშივ ავიწყდება...

ზარსა სცემენ... იმ ორს, რომელთ
დაივიწყეს ბედი მწვავე,
იმ ორს ერთად გადავერცხლილს
კუბოში სჭედს მესაფლავე—

სჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე
თან ველურად იღიმება, —
იცის, იცის მესაფლავემ,
როგორც უნდა... როგორც ხდება...

განისვენეთ, განისვენეთ,
დავიწყებულ არსთა ძვლებო,
თქვენს ყოფნაში მე ბევრი მაქვს
მწუხარე ჟამს საოცნებო!

Posted by: pleita 26 Dec 2009, 20:14
ე.ი მოგესალმებით საზოგადოებავ, გუშინ ტრიუფში ნანა ცინცაძემ წაიკითხა თავისი ლექსი, ლьუბოვь მარკოვь, ი ტ.დ ხომ არ მოგეძებნებათ ? mo.gif ძალიან მინდა

Posted by: lady t 28 Dec 2009, 11:14
lady t
მესაფლავე




გმადლლოოოობ,ზლიან დამეხმარე..

Posted by: sandro-aleksander 30 Dec 2009, 15:23
მოგესალმებით ყველას.

დიდი ხნის წინ, 90-იან წლებში ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნდა ქართველი პოეტის უსათაურო, პატარა ლექსი, რომელიც ძალიან მომეწონა, ამოვჭერი და შევინახე.
სამწუხაროდ დღეს ამ ლექსს ვეღარ ვპოულობ, ზუსტად არც ავტორი მახსოვს (მგონი ვახტანგ ჯავახაძის უნდა ყოფილიყო).

იქნებ დამეხმაროთ ამ პატარა ლექსისა და მისი ავტორის "პოვნა"-ში.

მახსოვს 2 სტრიქონი:

მე რომ შვილიშვილი მეყოლება
მტერი თავისთავად დამარცხდება

Posted by: seeman 3 Jan 2010, 17:59
სალამი მაინტერესებს ერიხ მარია რემარკის რომანი "ჰემ" ნაკლებად ცნობილი რომანია მაგრამ გენიალური რამეა იქნებ ვინმემ იცის წიგნი სად შეიძლება ვიშოვო ან რუსული ან ქართული სულ ერთია


* * *
P.S ვისაც წაკითხული არ აქვს ვურჩევ წაიკითხოს აუცილებლად

Posted by: Nnino 3 Jan 2010, 18:59
seeman
http://lib.ru/INPROZ/REMARK/gem.txt

Posted by: seeman 4 Jan 2010, 21:08
Nnino love.gif გაიხარე მაგრამ წიგნი მინდოდა თუ არსებობს ეგეთი თარგმნილი თორე აქ კი წავიკითხე მაგრამ ისე მინდა უშუალოდ წიგნად ვიშოვო სადმე

Posted by: ninkasu1 16 Jan 2010, 16:08
მონტესუმას ასულის ქართული ვარიანტი თუ არის?

Posted by: Crøs 16 Jan 2010, 18:47
xorumi
QUOTE
ჟან პოლ სარტი - კედელი (Jean-Paul Sartre, The Wall)

http://www.knigka.su/english/fiction_literature/228222-Jean_Paul_Sartre_The_Wall.html

Posted by: perry_mason 21 Jan 2010, 02:47
ვინაა ჯერალდ ნიუმანი?
ახალი თემაც კი გავხსენი, მითხარით რა თუ იცით
აქაა რამდენიმე

http://alltoart.blogspot.com/

Posted by: temart 22 Jan 2010, 14:40


* * *
მოგესალმებით ფორუმელებო.ასეთი ლექსია შალამბერიძის;
,,დედაო მიწავ მე სწორედ ის ვარ,
ვინც შენი ძე და შენი სისხლია
შენთვის ვინახავ ერთადერთ სიზმარს,
რომელიც ჯერაც არ დამსიზმრია.''
ხომ ვერ დამეხმარებით ამ ლექსის მთლიანი ტექსტის მოძიებაში

* * *

Posted by: temart 26 Jan 2010, 12:51
ძებნა რომ გაგიადვილოთ,ჩემი ვარაუდით ოთარ შალამბერიძის უნდა იყოს ეს ლექსი.

Posted by: Minion of Fortune 26 Jan 2010, 22:53
Nnino
QUOTE
ქართულ ლიტერატურაში გალაკტიონი, როგორც პერსონაჟი, სად გვხვდება...

შეიძლება ძალიან დავაგვიანე, მაგრამ "მზიანი ღამე" გამახსენდა ეგრევე...
იქ ხვდებიან ბიჭები გალაკტიონს და ელაპარაკებიან....

Posted by: Nnino 26 Jan 2010, 23:05
Minion of Fortune

გმადლობ... smile.gif

Posted by: leko-letsi 27 Jan 2010, 20:41
იქნებ ვინმემ იცოდეთ სად ვნახო შემდეგი ავტორების წიგნები:
1. რობერტ კიუსაკის "მდიდარი და ღარიბი მამა, ფულადი ნაკადის კვადრატი
2. ნაპოლეონ ჰილის "იფიქრე და გამდიდრდები"
3. ჯიმ დორნერის "ვიტამინები ჭკუისათვის"
4. ჯიმ რუნის "წარმატებების გარანტია"

წინასწარ გიხდით მადლობას..... smile.gif

Posted by: asklipiodota 30 Jan 2010, 19:15
ninkasu1
QUOTE
მონტესუმას ასულის ქართული ვარიანტი თუ არის?

კი არის ძველი გამოცემაა..

Posted by: ashley judd 2 Feb 2010, 19:32
the best laid plans of mice and men often go awry
რობერტ ბერნსის ეს სიტყვები როგორ არის ქართულად, ხალხოოოო? ჩქარა, მიშველეეეეეეეეეეეეეეთ................

Posted by: TOMMY11 2 Feb 2010, 22:08
აუ ნუ მადძებნინებთ და იქნებ მითხრათ ოთარაანთ ქვრივში რამდენი წლის იყო გიორგი, როდესაც დაიღუპა?

Posted by: პროვოკაცია 9 Feb 2010, 17:06
აუ ხალხო ბელინსკის დაწერილ წიგნებს ვერ ჩამომითვლით? ვერსად ვერ ვნახე რომელი წიგნები აქვს დაწერილი biggrin.gif

Posted by: ~RU~ 9 Feb 2010, 18:54
ისა შექსპირის ჰამლეტი (ქართულად ნათარგმნი) სად შეიძლება ვიპოვო (ინტერნეტი მაინტერესებს)

გმადლობთ

Posted by: ANNNA 11 Feb 2010, 17:41
"ლიტერატურა თავისის ფართო მნიშვნელობით, გონების ნაჭირნახულევი ხვავია, საცა წმინდა ხორბალიც არის და ბალახბულახის თესლიცა" - ეს სიტყვები ეკუთვნის ილია ჭავჭავაძეს და მაინტერესებს რომელი ნაწარმოებიდან თუ პუბლიცისტური ნამუშევრიდან არის ამოღებული. სათაური მაინტერესებს რა იმ ტექსტის საიდანაცაა ეს სიტყვები.
* * *
TOMMY_HILFIGER

ოცდაერთის იყო.

Posted by: Crøs 11 Feb 2010, 17:54
ANNNA
QUOTE
"ლიტერატურა თავისის ფართო მნიშვნელობით, გონების ნაჭირნახულევი ხვავია, საცა წმინდა ხორბალიც არის და ბალახბულახის თესლიცა" - ეს სიტყვები ეკუთვნის ილია ჭავჭავაძეს და მაინტერესებს რომელი ნაწარმოებიდან თუ პუბლიცისტური ნამუშევრიდან არის ამოღებული. სათაური მაინტერესებს რა იმ ტექსტის საიდანაცაა ეს სიტყვები.

ილია ჭავჭავაძე,წერილები ლიტერატურასა და ხელოვნებაზე
ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგან "შეშლილის" თარგმანზედა
http://www.allshares.ge/download.php?id=5921FAB417
* * *
პროვოკაცია
QUOTE
აუ ხალხო ბელინსკის დაწერილ წიგნებს ვერ ჩამომითვლით? ვერსად ვერ ვნახე რომელი წიგნები აქვს დაწერილი biggrin.gif

ხუმრობ? biggrin.gif

http://az.lib.ru/b/belinskij_w_g/

http://www.belinskiy.net.ru/lib/sa/author/177

Posted by: ANNNA 11 Feb 2010, 18:00
cros

დიდი მადლობა, ვერ წარმოიდგენ როგორ დამეხმარე 2kiss.gif

Posted by: ANNNA 14 Feb 2010, 18:21
თავისუფლების თემაზე (ადამიანის პიროვნულ თავისუფლებას ვგულისხმობ) რაიმე ნაწარმოები ან ფრაზები ხომ არ იცით, ან რომ მითხრათ ვის უწერია..

Posted by: Marthin_Luther_King 1 Mar 2010, 21:37
"გახსოვდეს, რომ ქვეყანაზე ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი." , ვის შეუძლია განმიმარტოს, რას ნიშნავს ილია ჭავჭავაძის ეს ფრაზა??????????

Posted by: passko 2 Mar 2010, 23:13
გამარჯობათ. თუ შეგიძლიათ მითხრათ, სად ვიპოვო ელექტრონული ვერსია :

1) პოლ ანდერსონის "გახსენება" - "Memory" Poul Anderson (ამ ნაწარმოების ძველი სათაურია "A World Called Maanerek" (გერმანულად " Erinnerung")
2) ალან დინ ფოსტერის "მოაზროვნე ტყეები" -- Alan Dean Foster " Midworld" 1975 (გერმანულად " Die denkenden Wälder")
3) ბენ ბოვას (Ben Bova) "The Winds of Altair" 1973 (გერმანულად " Der Planet der Katzenwölfe")

ან ქართულად, ან რუსულად, ან გერმანულად
წინასწარ დიდი მადლობა smile.gif
* * *
უი პოლ ანდერსონი ვიპოვე აი აქ http://lib.ru/ANDERSON/ smile.gif

დანარჩენს, მე რაც მინდა ვერ ვპოულობ
* * *
ოღონდ არ ვიცი ნაწარმოები ბოლომდეა თუ არა user.gif

Posted by: MONTY 3 Mar 2010, 08:42
ერთ ლექს ვეძებ და არ ვიცი რა ქვია

ლექსი ეწერა 40 წლის განმავლობაში ციხის კედელზე და არავის წაუშლია, და იწყება,

"კარი გააღეთ და შემოუშვით ციხეში ქალი, შემოიტანოს ცხოვბრების აზრი "


ასე იწყება და მერე აღარ მახსოვს და თუ შეგიძლიათ და თუ იცით იქნებ მითხრათ რა ლექსია და სრული ტექსტი მაინბტერესებს
მადლობთ წინასწარ !

Posted by: bumagi 10 Mar 2010, 14:36
smile.gif)))))))) აბა ვინ დამეხმარება და ვინ მეტყვის ვის ეკუთვნის ან რა ქვია შემდეგი შინაარსის მოთხრობას: საავადმყოფოში რომ ორი კაცი წევს, ერთს წოლოთი რეჟიმი რომ აქვს და მეორე ფანჯარასთან რომ ზის და პირველი რომ ეკითხება რა ჩანს ფანჯრიდანო? ესეც რომ უყვება და უღწერს რაღაცეებს და ბოლოს რომ გაირკვევა, რომ ფანჯარასთან რომელიც იყო, თურმე ბრმა იყო.

ვერაფრით ვერ მივაგენი, ბავშვობაში წავიკითხე და გაგებაში არ ვარ ვისია ან რა ქვია. ვინც იცის მითხრას რა

მადლობა smile.gif

Posted by: Hektorinia 26 Mar 2010, 16:50
[b]bumagi[/b
ომის დროს ხდება? დაჭრილები არიან? და ქალზე უყვება?
ასეთ შEმთხვევაში ესაა მორის დრუონი "ქერათმიანი ქალიშვილი"

Posted by: Glorfindel 7 Apr 2010, 18:03
მიდიოდა მატარებელში ზურა ყიფშიძის პერსონაჟი რომ ლექსს ამბობს :

ნაძირალებო და ტირანებო, მე მეზიზღებით და მიჩუქნია ეგ ზიზღი თქვენთვის,
კახპებო და ლოთებო მე მებრალებით და მიჩუქნია ეგ სიბრალული თქვენთვის,
დიდსულოვნებო და გმირებო მე თქვენ მიყვარხართ და მიჩუქნია ეგ სიყვარული თქვენთვის.
ჩემო სამშობლოვ, მე უკვდავი ვარ და მიჩუქნია ეგ უკვდავება შენთვის.


ვისია ?


Posted by: finika 7 Apr 2010, 23:05
ძალიან გამიხარდება და გავბედნიერდები თუ მაპოვნინებთ ამ შინაარსის ავტორს ან წიგნის სათაურს.: ბავშვობისას მიყვარდა ძალიან და ყდა არ ჰქონდა smile.gif)) და დაიკარგა ეს წიგნი, და ვეძებ იმის მერე.
ქართული რომანტიკული ჟანრის რომანია, თუ არ ვცდები, ქალი იყო ავტორი. შინაარსია ასეთი: პიანისტ სოლიკოს უყვარს დეა და ქორწილის დღეს ის სხვას გაყვება ცოლად. ბონდო ჰქვია იმ ტიპს. და ძალიან საკაიფოდ არის აღწერილი რაღაცები, როგორი იყო ეს პიანისტი და როგორ შეიცვალა, როგორ არ ევასებოდა ამ ქალს და მძღოლს გაჰყვა და ბოლოს უბრუნდება მგონი. ბოლოც არ ჰქონდა user.gif ერთი შეხედვით სერიალის შინაარსია : D არადა მაგარი წიგნი იყო.
მცირე ფორმატის.
პირველ თავს 'წვიმაში' ერქვა.

მაპოვნინეთ რა sad.gif : )

Posted by: eqeti 8 Apr 2010, 20:38
ზამთარია სიცივეა, შემოდგომა მიდის <<--- ეს ვისი ლექსია?

Posted by: Dovi 15 Apr 2010, 19:20
Marthin_Luther_King
QUOTE
"გახსოვდეს, რომ ქვეყანაზე ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი." , ვის შეუძლია განმიმარტოს, რას ნიშნავს ილია ჭავჭავაძის ეს ფრაზა??????????

ქაღალდი - ქაღალდზე იწერება
სინდისი - თუ გინდა სინდისი შეინარჩუნო მაშინ ხმა უნდა აიმაღლო ქვეყანაში არსებული უსამართლობის წინააღმდეგ.

ანუ წერის გარდა საქმეცო. ალბათ. ია ტაკ დუმაიუ. შეიძლება საერთოდ სხვა რამ იყოს და არანაირი კავშირი არ ჰქონდეს ჩემს ვარაუდთან, წინასწარ ბოდიშს ვიხდი.

Posted by: xanka 19 Apr 2010, 17:05
QUOTE (finika @ 7 Apr 2010, 23:05 )
ძალიან გამიხარდება და გავბედნიერდები თუ მაპოვნინებთ ამ შინაარსის ავტორს ან წიგნის სათაურს.: ბავშვობისას მიყვარდა ძალიან და ყდა არ ჰქონდა smile.gif)) და დაიკარგა ეს წიგნი, და ვეძებ იმის მერე.
ქართული რომანტიკული ჟანრის რომანია, თუ არ ვცდები, ქალი იყო ავტორი. შინაარსია ასეთი: პიანისტ სოლიკოს უყვარს დეა და ქორწილის დღეს ის სხვას გაყვება ცოლად. ბონდო ჰქვია იმ ტიპს. და ძალიან საკაიფოდ არის აღწერილი რაღაცები, როგორი იყო ეს პიანისტი და როგორ შეიცვალა, როგორ არ ევასებოდა ამ ქალს და მძღოლს გაჰყვა და ბოლოს უბრუნდება მგონი. ბოლოც არ ჰქონდა user.gif ერთი შეხედვით სერიალის შინაარსია : D არადა მაგარი წიგნი იყო.
მცირე ფორმატის.
პირველ თავს 'წვიმაში' ერქვა.

მაპოვნინეთ რა sad.gif  : )

თუ არ ვცდები ""თოფის ხმა გათენებისას" ავტორი: კანდელაკი.
ასე მახსოვს.

Posted by: finika 21 Apr 2010, 23:04
xanka
არ არსებობს....: ) ) ) მგონი ეგ არის მართლა.... ვაი როგორ გამიხარდა... თითქმის ვერ წარმომედგინა რომ ოდესმე ვიპოვიდი . . საჯაროში ჰქონიათ და ამ შაბათ კვირასვე წავაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააალ
აუუუუუუუუუუუუუუუუუ შენ გაიხარეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე :********************************

bis.gif არ არსებობს, არ მჯერა, ვაშაააააააააააააააააააააააააააააააააააა
bis.gif bis.gif bis.gif

xanka
xanka
xanka
xanka
xanka 2kiss.gif 2kiss.gif

bis.gif bis.gif bis.gif

აუ ეგრე გაგიხარდეთ და აგისრულდეთ ყველაფერი smile.gif

Posted by: lady t 24 Apr 2010, 14:38
მოგესალმებით,ძალიან გთხოვთ იქნებ ვინმემ იცის, თეოდორ დრაიზერის-"ჯენი გერხარდი" არის თუ არა ქართულად და სად შემიძლია ვიშოვო? გთხოვთ ძალიან მჭირდება და იქნებ დამეხმაროთ ვინმემ...

Posted by: benedeto 25 Apr 2010, 00:51
დამეხმარეთ რა smile.gif)
რა ქვია კითხვას რომელიც პასუხის გაცემას არ საჭიროებს_ვერაპრით
გავიხსენე და ვიღაცას გაგახსენდებათ შანსი არაა smile.gif))))


Posted by: ქაფქიანა 25 Apr 2010, 00:59
benedeto

QUOTE
რა ქვია კითხვას რომელიც პასუხის გაცემას არ საჭიროებს_ვერაპრით


რიტორიკული კითხვა?

აქსიომა? მაგრამ აქსიომა სულ სხვა რაღაცაა...

Posted by: benedeto 25 Apr 2010, 01:07
აქსიომა სხვა რამეა, რიტორიკული ქვია ხო?ეგრე მახსოვდა მაგრამ, დარწმუნებული არ ვარ,ნუ რიტორიკა
სხვა რამე უპროა, თუ მაგასაც რიტორიკული კითხვა ქვია? smile.gif))))

Posted by: ქაფქიანა 25 Apr 2010, 01:13
benedeto

აი რიტორიკული კითხვა როგორი სტილისაა იცი, ვთქვათ მასწავლებელი რომ მიმართავს მოსწავლეს: ,,შე უბედურო, თავში ჭკუა გაქვს?" ამაზე პასუხის გაცემა არ ხდება.

რიტორიკულია კითხვა, რომელზეც პასუხი ან არ არსებობს, ან მკითხველმაც კარგად იცის და მხოლოდ ემოციური მიზნით სვამს კითხვას.

Posted by: benedeto 25 Apr 2010, 01:15
ხოო რა მეც ვნახე ეხლა სხვაგან,ეგრე ქვია, ნუ ვფიქრობდი რო სხვა სახელი ერქვა,გაიხარე მადლობა,ამ შუაგამეზე შეგაწუხე smile.gif)))))

Posted by: Nnino 25 Apr 2010, 01:57
lady t

სადღაც ინტერნეტშიც კი შემხვდა, დავძებნო... თუ არა და ბოლო წლებში გამოვიდა "ბავშვთა ბიბლიოთეკის" სერიით. მაღაზიებში ისევ უნდა იყოს სადმე.
* * *
ვაშა!

http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/000143/draizeri.pdf

Posted by: qeti-qetusia 25 Apr 2010, 09:11
"ნასესხები სიცოცხლე" ვისია ხომ ვერ მიმკითხავებდით? biggrin.gif

Posted by: innuendo7 25 Apr 2010, 09:46
qeti-qetusia
QUOTE
ნასესხები სიცოცხლე"

რემარკის

Posted by: lady t 25 Apr 2010, 17:36
Nnino
გმადლობ,სულ შენ მეხმარები ხოლმე როგორც მახსოვს 2kiss.gif

Posted by: xanka 26 Apr 2010, 10:00
მოგესალმებით,ძალიან გთხოვთ იქნებ ვინმემ იცის, თეოდორ დრაიზერის-"ჯენი გერხარდი" არის თუ არა ქართულად და სად შემიძლია ვიშოვო? გთხოვთ ძალიან მჭირდება და იქნებ დამეხმაროთ ვინმემ...

" ჯენი გერჰარდი"- 25 წლის წინ მაქვს ქართულად წაკითხული.მისი შოვნა ძნელი არ არის და 7 ლარი ღირს. (წიგნების მაღაზიეებში)

Posted by: qeti-qetusia 27 Apr 2010, 09:25
innuendo7

მადლობა=]

xanka

საბავშვო ბიბლიოთეკა რომ უსვებს წიგნებს, მათ გამოსცეს, წიგნის მაღაზიებში იყიდება ყველგან.

Posted by: Mako Subladze 6 May 2010, 20:59
ხომ არ იცით:
''ჩაძინებული ქალაქის ღამე'' ვისი ნაწარმოებია?
ჩემს შვილიშვილს დავალებად აქვს და პასუხს ვერ ვპოულობთ.

Posted by: caram-l 6 May 2010, 23:02
QUOTE (Mako Subladze @ 6 May 2010, 20:59 )
ხომ არ იცით:
''ჩაძინებული ქალაქის ღამე'' ვისი ნაწარმოებია?
ჩემს შვილიშვილს დავალებად აქვს და პასუხს ვერ ვპოულობთ.

დათო ტურაშვილის "ჩაძირული ქალაქის ღამეს" გულისხმობთ ალბათ.

<http://burusi.wordpress.com/2009/05/30/დათო-ტურაშვილი-ჩაძირული/

Posted by: dato1991 7 May 2010, 15:21
გამარჯობათ,თუ ვინმემ იცით ლექსი დაბადების დღეზე ან ლექსი ნინოზე(სახელი ნინო რომ იყოს მოხსენიებული).გთხოვთ აქ დაწეროთ.

Posted by: BesiCH87 9 May 2010, 23:15

ეს ლექსი ვისია, ან ვინ კითხულობს ან საერთოდ რამე იცით ამ ლექსზე?

Posted by: xanka 10 May 2010, 14:53
შორს ცის კამარას მიწიერთაგან
ალი ეკიდა მზის ცხელ სხივებში (თემურ ელიავა)
ცეცხლს ასდიოდა კვამლი ქათქათა
და იხრჩობოდა მაღალ მორევში

რკინის ღრუბლებად ამოჭედილი
ცხრა საფეხური ამაღლებულა
მართლა ღვთის ტახტი იდგა მოქნილი
დროში ქცეული უკვდავ სხეულად

იქ ღმერთი იჯდა, ამაყი ღმერთი,
და მკაცრი მზერიდ აჩენდა რისხვას
გოლიათებმა ზურგს მტაცეს ხელი
და მიმიყვანეს დარბაზის მიჯნას

მუხლჩამოყრილი ფიცარნაგებზე
შიში მახრჩობდა ჩემ თავთა ზედა
მე დედამიწის იალაღებზე
ამდენი ცოდვა დავტოვე წეღან

და თითქოს ლოდი გულ მკერდზე მეცა
ღვთის ხმამაღალი, ამაყი სიტყვა
ირგვლივ დაიძრა შავფერი ზეცა
ირგვლივ დადუმდა ცა, მზე და მიწა

- ადამიანო! სასუფეველში
ადრე მომხვდარხარ რომ დარჩე მარად
მე შენი სულის წვეთებრ მორევში
იმ ბოროტება რომელსაც მალავ

მოგიახლოვდა ღვთისა მართალი
დასჯა ყოველი სუფთა და წმინდა
სთქვი შენი სიტყვა რომ ხარ მართალი
გულის სიღრმეში ამის თქმა გინდა.

თავი ავწიე და ღმერთი ვნახე
ისევ ადუღდა ძარღვებში სისხლი
ოფლით დასველდა ცოდვილი სახე
ჩემში გაცოცხლდა მომკვდარი ზიზღი

- უფალო! ხალხმა დაგარქვა ღმერთი.
მე ჯოჯოხეთით მაშინებ განა?..
დედამიწაზე რა ვნახე მეტი?
სხვა ჯოჯოხეთი არ არის! არა!

მე ცრემლს და დაღლას ვუძლებდი დიხანს
მე ვგრძნობდი ტკივილს, მზდიოდა ოფლი
ხელის დაქნევა და შენი რისხვა,
არ მინდა ღმერთო, ისედაც მყოფნის.
სიმართლე გინდა? აგერ ვარ, შენს წინ
მუხლჩამოყრილი ლაპარაკს ვბედავ
გული ჯერ კიდევ სიცოცხლით მეწვის
ნახე თვალებზე ცრემლი მაქვს. ხედავ?

იცი უფალო რა არის ცრემლი?
ვერ მიამსგავსებ შენს შექმნილ წვიმას
ცრემლი ისაა როდესაც ებრძვი,
ცრემლი ისაა როდესაც გტკივა.

მაგრამ არ ვიცი უფალო რადგან
შენს მკაცრ თვალებს და შენს ამაყ სახეს
არ მოუხდება ეხლა ცრემლი და დაღლა
რომ არ გაფანტოს ეს სიამაყე.

მე გეტყვი მართალს, დამსაჯე მერე.
ადამიანი ამდენს რომ ვბედავ, მაგრამ,
რომ მითხრა ვერ დავიჯერებ
მე დამნაშავე რაში ვარ ნეტავ...

თუ ეს სამყარო შეიქმნა ღვთისგან?
თან კი ცოდვები თითოდ და თითოდ
შენ ღმერთო პასუხს მოითხოვ ვისგან?
თუ ყველაფერი შექმენი თვითონ.

ცოდვებით არის სამყარო სავსე
რადგან შევცოდავთ და ვმალავთ ვითომ
შენ ეს სამყარო შექმენი ასე
და დამნაშავეც შენა ხარ თვითონ!

ადგა უფალი, დატოვა ტახტი,
და ისევ შიშმა უეცრად დამჭრა
შემხედა ზედა, ყველაფრით დაღლილს
და თითქოს მონას პასუხი გამცა:

- გტკივა, და ასე იქნება მარად.
რადგან ეს არის სამყოფი ხალხის
რადგან ცოცხალი აქციეთ მკვდარად
რადგან ბრალს მადებთ სანაცვლოდ მადლის.

ნახეთ სამყარო, ჩვილი და სუფთა
მერე დაგლიჯეთ, დაკოდეთ, ეცით,
მტვერი ააგდეთ სინათლის შუქთან
ეხლა იმ მტვერში სამართალს ეძებთ?

არ იყო ცუდი, არ იყო კარგი,
არც განსხვავება არ იყო დროში
მაგრამ სიწმინდეს ვერ მიხვდა ხალხი
და გულში დაჭრა მიწიერ ომში
შენ მართალი ხარ, უკვდავი სული
არ გაღონდება ცოცხალი სევდით
მაგრამ ოდესღაც მეც მქონდა გული
ეხლა რომელიც ხალხს დააქვს მკერდით

ოდესღაც ასე უცრემლო, მშვიდი
დიდხანს ვეძებდი ბოლო არჩევანს
და ერთადერთი გავწირე შვილი
ამდენი შვილის გადასარჩენად

გოლიათებზე ზედ იწვა ზეცა,
ცეცხლი ეკავათ უფლისებრ ...დებს
მე ცხოვრებაში პირველად შემრცხვა,
არა, ეს იყო ცხოვრების მერე

თავი დავხარე, დავმალე სახე
ასე უეცრად ჩემს სასჯელს ვიხდი
ასე უფლის წინ სიმართლე ვნახე
ჭეშმარიტებას გვიან რომ მივხვდი

თუ მეზობელი სახლს აგიშენებს,
შენ კი იმ სახლის დაიწყებ ლესვას,
არ დააბრალო მერე მშენებელს
სახურავიდან წყალი თუ წვეთავს

უფალს შევთხოვე, დრო აზრებს არ წყვეტს,
ჩემი სასჯელი მითხარი ღმერთო
თვითონ გავაღებ მაგ რკინის კარებს
შავ ჯოჯოხეთში რომ დავიფერფლო

ძნელ ტკივილისგან არ მქონდა ფიქრი
და გვიან გიხსნი ჩემს ცოდვებს მალულს
მე დამნაშავედ იმიტომ გვთლიდი რომ
უკვდავებში ვეძებდი ბრალულს

დედამიწაზე ვეძებდი მართლებს
და მოსამართლე არ მყავდა არსად,
შენა ხარ ჩემთვის დღეს მოსამართლე
და შვილი შენი მოველი დასჯას!










-

Posted by: K-A-X-A 11 May 2010, 17:46
Mako Subladze
QUOTE
ჩემს შვილიშვილს დავალებად აქვს


რომელ სკოლელია თქვენი (შენი) შვილიშვილი???


Posted by: d1GmeLa 11 May 2010, 20:28
ესეიგი რა ხდება ქიმიის მასწავლებელმა მოგვცა დავალება, ერთი სტროფი წაგვიკითხა რომელიღაც პოეტის, რომელიც თურმე იმ პოეტს სადღაც ქარხნის გახსნისას წაუკითხია (დაპატიჟეს და იმანაც ლექსი წაუკითხა ექსპრომტად)

აი ასე ჟღერს..

"მეგობრებო რა რიგად მიხარია
თქვენთან მე რომ საქეიფოდ მოვედი
პოეტიც ხომ სიტყვის ფეიქარია
და რა რირა რარარო (ბოლო სტრიქონი აღარ მახსოვს)"

ხო კიდე წამოსცდა რომ ეს პოეტი 1963 წელს გარდაიცვალა, გუგლში მოვძებნე რომ ლეო ქიაჩელი და ნიკო სამადაშვილი გარდაცვლილან ამ დღეს(ნიკო მწერალია მარა არ გამოვრიცხოთ)

ხო კიდე თუ იპოვით ბარემ ბოლო სტრიქონიც დაწერეთ.. smile.gif

Posted by: lovetheme 13 May 2010, 15:36
მოლიერის ტარტიუფი მჭირდება სასწრაფოდ vis.gif შარში ვარ ხვალამდე უნდა წავიკითხო.. ელექტრონული ვერსია ხო არ იცით ვინმემ სად შეიძლება ვნახო? user.gif weep.gif

Posted by: bego-18 17 May 2010, 21:22
გამარჯობათ ხალხო,აუ გეხვეწებით სადმე მითხარით ლიტერატურული კაფე რა...ოგონდ როგორი იცით?თუ მოიძებნება (რა თქმა უნდა) ისეთი კაფე სადაც ჯერ უცნობ პოეტებს შეეძლებათ წაიკითხონ თავიანთი ლექსები...ან ჩვეულებრივი ლიტერატურული კაფე მაინც...დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: leo1353 18 May 2010, 19:33
ალექსანდრე ყაზბეგის ელგუჯა რა გვარია

Posted by: Nnino 20 May 2010, 02:05
d1GmeLa
არც ქიაჩელს ჰგავს (საერთოდ, ლექსებს თუ წერდა, არ ვიცი) და სამადაშვილს ხომ – საერთოდ!

იოსებ გრიშაშვილი მგონია მიუხედავად იმისა, რომ 1965–ში გარდაიცვალა

Posted by: jurnalistka 20 May 2010, 03:40
bego-18
ამირანის ლიტკაფე.
პრაქტიკულად ყველას შეუძლია მანდ საღამოს/შუადღის მოწყობა.

Posted by: dato198613 27 May 2010, 11:45
გამომცემლობა "აისი_ს ვებ გვერდი ან რამე საკონტაკტო ინფორმაცია ხომ არ იცით?

Posted by: alJAZZeera 28 May 2010, 19:29
ერთი მოთხრობის წაკითხვა მინდა, მაგრამ არ ვიცი არც სათაური, არც ავტორი.. ადრე ერთმა ახლობელმა მომიყვა შინაარსი და მიახლოებით ესეთი რაღაც არის: მოკლედ, რამოდენიმე საუკუნეა გასული ჩვენი დროიდან და საქართველოს ტერიტორიაზე გათხრებისას ჯვარს იპოვნიან, და ერთ-ერთი მეცნიერი ამბობს, რომ აქ თურმე ერთ დროს ქართველები ცხოვრობდნენ, თურმე ქრისტიანები ყოფილან, ვაჟკაცი ხალხი ყოფილა და ა.შ.

ვერ ვიხსენებ მეტს ვერაფერს, რომელიღაც გაზეთში ან ჟურნალში იყო დაბეჭდილი ადრე, ისიც არ ვიცი რომელში.. ვინმეს თუ გეცნოთ ან მიხვდით ჩემი მწირი მინიშნებით რისი პოვნაც მინდა იქნებ დამეხმაროთ.. smile.gif

Posted by: Paranormal 31 May 2010, 00:35
Besi (dinamobat)
თემურ ელიავა არის ეგ ბიჭი ვინც კითხულობს და მაგისივე ლექსია smile.gif

Posted by: Spotify 2 Jun 2010, 22:04
ირვინ შოუს "მდიდარი კაცი, ღარიბი კაცი" ქართულად არის?

Posted by: akhala 5 Jun 2010, 12:32
ხალხნო რამდენი ხანია ვეძებ ლექს რომლის ერთი მონაკვეთი მახსოვს "თვითნ ბახუსი დაჯდა ტამადად მერიქიფედ კი ოდისევისა"
ვისი ლექსია ხო არ იცით???????????????????????????

Posted by: Nnino 5 Jun 2010, 12:44
akhala
ნიშნიანიძისა უნდა იყოს, ინტერნეტში ვერ ვნახე, ახლა წიგნში მოვძებნი.

Posted by: dudi1X2 5 Jun 2010, 14:14
QUOTE
ნიშნიანიძისა უნდა იყოს, ინტერნეტში ვერ ვნახე, ახლა წიგნში მოვძებნი.

კი ნიშნიანიძისაა შოთასი.

Posted by: akhala 6 Jun 2010, 18:17
Nnino
თუ იპოვე მომწერე ლექს რა ჰქვია...

Posted by: Nnino 6 Jun 2010, 19:07
akhala
ლექსს ჰქვია "ელასა-მელასა ანუ ქართული ნადიმი"... იმხელაა, ვერ აგიკრეფ მიუხედავად ჩემი შენდამი დიდი პატივისცემისა... smile.gif

Posted by: rawerfas 13 Jun 2010, 19:57
ვერ ვიხსენებ!!!!! დამეხმარეთ!!!!

ბავშვობაში მაქვს წაკითხული და არ მახსოვს არც ავტორი და არც წიგნის დასახელება, მაგარი უცნაური წიგნი იყო და იქნებ გადამეკითხა და უფრო მეტი რამ გამეგო თქო? იქნებ ვინმემ იცის?
ყველაფერი კარგად არ მახსოვს, რაც მახსოვს, იმას დავწერ. მთავარი გმირი წერილიდან გაიგებს, რომ მისი ცოლი უნდა შეხვდეს ვიღაცა ტიპს, რომელთანაც ღალატობს. ჯერ იმ ტიპს გაყვება, პახოდუ ეჭვიანობს, მიდის ჯერ ერთ ბარში, გამოთვრება, ეჭვიანობს, მერე პლიაჟზე წავა და მასტურბირებს, ისევ ეჭვიანობს, მერე ისევ ბარში წავა, სადაც გაიცნობს ვიღაცა ტიპს, ისევ დალევენ.. პარალელურად კიდევ ვიღაცეები იჩითებიან. მერე მგონი ბარდელშიც მოხვდებიან, მოეჩვენება, რომ ქალად იქცა, თან ვითომ ცოლს უთვალთვალებს ღალატის დროს... მეორე ტიპს დედამისი ელანდება საფლავიდან ამოსული. მერე მივლენ მთავარ გმირთან სახლში და ფინალში ჩაეძინება და სანამ ჩაეძინება, რაღაცა მაგარი სტრანი ტექსტები იჩითება. მოკლედ მაგარი აბდაუბდა წიგნი იყო.. ხომ არ იცით ვენმემ, რა უნდა ყოფილიყო?????!!!!!

Posted by: alJAZZeera 17 Jun 2010, 12:22
rawerfas
LOST ის მე 6-ე სეზონია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: rawerfas 17 Jun 2010, 12:32
alJAZZeera

არა, ნამდვილად წიგნი იყო, თან 2 ტომეული! ნუთუ არავის ეცნობა??????

Posted by: alJAZZeera 17 Jun 2010, 12:52
rawerfas
არ ვიცი, და არც მეცნობა ეგ სიუჟეტი, სიამოვნებით დაგეხმარებოდი.. smile.gif მეც დავწერე ერთი თხოვნა, და ჯერ-ჯერობით ვერავინ მეხმარება.. user.gif

Posted by: rawerfas 17 Jun 2010, 13:09
alJAZZeera

აბა თხოვნა? თუ არ დაგეზარება, გაიმეორე აბა smile.gif იქნებ და... smile.gif
* * *
მოკლედ გავარკვიე, მეგობარს მოვუყევი და ის წიგნი აღმოჩენილა... ჯოისის "ულისე" eek.gif smile.gif

Posted by: asita 24 Jun 2010, 19:45
ვეძებ ლექსს:
ახლა ღამეა და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე,
მე ვზივარ მარტო ჩემს მაგიდასთან და ჩემს წინ სუფთა ქაღალდებს ვუმზერ...
აწმყო,წარსული და მომავალი დამდგარან ჩემი ფიქრების ზღურბლზე..
ვისი ლექსია?

Posted by: alJAZZeera 24 Jun 2010, 20:04
rawerfas
no.gif
ეგ სხვა რამეა, ულისე არ მაქვს წაკითხული, მაგრამ ვიცი რო ის არ არის რასაც მე ვეძებ smile.gif
მადლობა დახმარებისთვის smile.gif

Posted by: rawerfas 25 Jun 2010, 09:13
alJAZZeera

არა, შენ რაც გაინტერესებდა, ისკი არაა, მე რაც დავპოსტე და ვიკითხე, ის ყოფილა თურმე "ულისე" smile.gif

Posted by: snex 25 Jun 2010, 11:39
გალაკტიონ ტაბიძის ლექსი მინდა მერკვილაძე და იქნებ იცოდეთ ვინმემ სადმე ან აქ დააგდეთ პირდაპირ

Posted by: ფრენოლოგი 25 Jun 2010, 17:07
ვინმემ გამაგებინეთ რა
მოემის წიგნის სათაური -"ჭრელი საბურველი"
რა კავშირშია წიგნის შირნაარსთან? user.gif



რატომ ჰქვია ასეთი სათაური : user.gif

asita
QUOTE
ვეძებ ლექსს:
ახლა ღამეა და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე,
მე ვზივარ მარტო ჩემს მაგიდასთან და ჩემს წინ სუფთა ქაღალდებს ვუმზერ...
აწმყო,წარსული და მომავალი დამდგარან ჩემი ფიქრების ზღურბლზე..
ვისი ლექსია?



ახლა ღამეა და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე...
მე მაგიდასთან ვზივარ ძვირფასო, და ჩემს წინ სუფთა ქაღალდებს ვუმზერ.
აწმყო, წარსული და მომავალი დამდგარან ჩემი ფიქრების ზღურბლზე.
ძალიან მშვიდ და იდუმალ ღამეს ჩასძინებია ატმის მკლავებზე... თავში
ტრიალებს ათასი კითხვა და ყველა თავის პასუხს დაეძებს.
არ შემხვედრიხარ, არ მინახიხარ, ალბათ იქნება ათასი წელი, ათასი წელი
იქნებ ცოტაა, ან იქნებ არის ძალიან ბევრი. მე ახლა მხოლოდ სიზმარში მახსოვს
შენი ლამაზი თვალების ფერი.
ეს ყველაფერი ადრე დაიწყო, ადრე, ძალიან, ძალიან ადრე, როცა თებერვლის
მსუსხავი ქარი ეხეთქებოდა გათოშილ ჭადრებს, როს ცხოვრებიდან შენ ჭრიდი
დღეებს, ვით რეჟისორი ფირიდან ჭრიდეს ფილმისთვის ყოვლად უვარგის კადრებს.
იმდენად ახლოს მოვედი შენთან, რომ უსასრულოდ აღმოვჩნდი შორი, მერე ვიღაცამ
შეთხზა რაღაცა, შენც კარგად იცი, მე რომ არ გითხრა, როგორ ვრცელდება ქალაქში
ჭორი!
..გახსოვს?- ცისფერი ხეობის გასწვრივ მზერა შველივით მორბოდა შენსკენ და
მოწმენდილი ივნისის ზეცა ირეკლებოდა მდინარის ფსკერზე...
ქუჩაში იყო იმდენი ხალხი, მეჩვენებოდა, რომ იმ საღამოს სადღაც გარბოდა
დამფრთხალი ქუჩა...ჩვენ მივდიოდით. მე შევაგებე აბაზიანი ქუჩის კუთხეში
მათხოვრის მუჭას.
..გახსოვს? – ოთახში იმ გაზაფხულზე ძალიან წითლად ჰყვაოდა ბალბა, შენ
დაიღალე იმ ბალბის ცქერით, შენ საერთოდაც გადაიღალე და გამეცალე, მე კი სულ
შენთან ვიქნები ალბათ.
შენ გიხაროდა შენი არსება. შენ ის გეგონა შენი ერთგული ვინც მოგიტანდა
თავის სიყვარულს მარტში მანეთად ნაყიდ იებად (კი, ზღვაც ამაყობს თავის
ხმაურით, მაგრამ იცოდე, ზღვა სხვა არის და ზღვას ყველაფერი ეპატიება).
ჩემი ფიქრები უბრალო გოგოს რაღაც უცნაურ შუქით გმოსავდნენ და მაღონებდა
ძალიან ხშირად, რაც არ ვიცოდი მე შენს შესახებ, რაც შენ აკეთე ჩემთან
მოსვლამდე.
რატომ გგონია, რომ მე სათქმელი დაგიგვიანე?! შენ ვერ მიმიხვდი, ჩემი
სათქმელი ადრევე გითხარ და ვერ ამჩნევდი, რომ მე შენგან ველოდი პასუხს, რომ მე
ქცეული ვიყავი კითხვად... მე სიყვარული ვიცი, რაც არის, მაგრამ არ ვიცი
შენ როგორ გითხრა! და თუ ქამანდი გამოვდე სიტყვას, მოვალ მოვალ და უცებ
ყველაფერს გეტყვი?- არა! არ არის ის სიყვარული, რასაც საერთოდ მას უწოდებენ,
ის არის ბევრად იმაზე მეტი!..
მე ვარ მდინარე!
ყველა მდინარე მუდამ მეორე მდინარეს ეძებს, მეორეს ეძებს, რომ შეუერთდეს
და მერე ერთად გავიდნენ ზღვებზე, არ შეიძლება მთელი ცხოვრება გეძინოს
მარტოს, ამიტომ მუდამ ვიღაცას ეძებ და ეს ძიება გტანჯავს და გართობს.
ძალიან დიდი მაქვს სიყვარული და მოთმინება მაქვს უფრო დიდი, დღეს ჩემი
აწმყო არის წარსული, რომელიც ლამაზად ინიღბავს თავს და რომელიც სადღაც უჩემოდ
მიდის, მე გადმოვედი იმ ბილიკიდან და ახლა სულ სხვა ბილიკზე ვდგები, დღეს
ჩვენი გზები ისე გაიყო, ვით ნატახტართან იყოფა გზები.
მე კარგად ვიცი, ვიცი თუ ვხვდები, რომ შენ აღარსად არ მელოდები, ალბათ ეს
არის იმის მიზეზი, რომ უმიზეზოდ ხშირად ვღონდები... განმეორდება ეს
ყველაფერი, ოღონდ ჩვენ აღარ განვმეორდებით.
შენ გაფრინდები, შენ დამშორდები, ახლა შენ ჩემთვის არა გცალია, გთხოვ
მაპატიო, გთხოვ მაპატიო, რომ მე მიყვარდი და რომ მიყვარხარ ახლაც ძალიან!
ალბათ სჯობია ნანატრი ბაღი კაცმა იხილო მხოლოდ გარედან და გულგრილობა,
შენი თუ თვისი, ავი ძაღლივით ებას კარებთან. ღობის გარედან ჰკრეფდე ნაყოფებს
და დასახევი გხა გქონდეს უკან, ანდა ზევიდან ჭვრეტდე ყველაფერს, ვით
მაგიდაზე გადაშლილ რუკას. სჯობია კაცმა ნანატრი ბაღი მუდამ იხილო მხოლოდ
გარედან და საკუთარი ცივი გონება ერთგულ ძაღლივით გებას კარებთან, მაგრამ
პირველად როცა შევედი, მე ვერ ვხვდებოდი ამ სიბრძნეს მაშინ, მე არც დღესა მაქვს
ცივი გონება და კვლავ თამამად შევდივარ ბაღში;
გვირილებს ვკრეფდი იმ დღეს ფერდობზე, უცებ გაწვიმდა და დაიქუხა, სადღაცას
მუხას დაეცა მეხი. შეშინებული გამოვიქეცი და მე რომ უნდა მომეძღვნა
შენთვის, იმ ყვავილს ალბათ დავადგი ფეხი!..
მორჩა! დაეშვა სცენაზე ფარდა, თოვლმა წაშალა სუყველა კვალი... მინდა
გავიგო ხვალ რა იქნება, ახლა ვმკითხაობ: ნეტა რას ნიშნავს გულის ბიჭი და აგურის
ქალი?
პასუხისათვის ნუ გაირჯები, მე არაფერი მიკითხავს შენთვის. ალბათ არსებობს
ისეთი რაღაც, საკუთარ თავსაც ვერასდროს ეტყვი. ყველა პასუხი ბოლოს და
ბოლოს უნდა ისევე გადიქცეს ისევე კითხვად... მე დავიღალე ამდენი ძებნით და
ძლივს ვიპოვე საჭირო სიტყვა!..
ასეა თურმე, თუ რამ გაწუხებს, როცა იქნება, უნდა დაჯდე და ვინმეს ყველაზე
ძვირფასს მისწერო...
არა! შეცდომა არ მეორდება! თუ მეორდება-საბედისწეროდ!
არა! ვერასდროს ვერ დავივიწყებ მე იმ შეთხვევებს და იმ შეცდომებს. მე ისევ
მინდა შენთან ვიყო და შენ ჩემი ისე ისე გესმოდეს, მაგრამ მე ვიცი, ჩემო
ძვირფასო, რომ ეს არასდროს განმეორდება, ვერ დავიბრუნებ წარსულს ვერასდროს
და ფიფქსაც ფიფქი მანამდე ჰქვია, სანამ მიწაზე დაეცემოდეს.
.. არ შეგიძლია შენ არაფერი, შენ დავიწყებაც არ შეგიძლია, თუმც ახლა ალბათ
არაფერს დარდობ, მე დავდიოდი ძალიან ჩქარა, ნაბიჯს ვერაფრით მიწყობდი
კარგო! უკვე დასრულდა ჩვენი თამაში, ქვეყნად ყველაფერს ჰქონია ბოლო, ჩვენ
არაფერი გვქონდა საერთო და ესა გვქონდა საერთო მხოლოდ!
მე შენს შესახებ მეტი ვიცი, ჩემო ძვირფასო, ვიდრე შენ იცი საკუთარი თავის
შესახებ. მე აღარ მოვალ შენთან არასდროს და თმებზე თითებს აღარ შეგახებ.
სულაც არ მინდა ვიყო ერთ-ერთი და სასაცილოც არ მინდა ვიყო, მე დავიბენი
ახლა ძალიან და მინდა მხოლოდ ერთი რამ გკითხო, მაგრამ არ გკითხავ, რა საჭიროა
შენი პასუხი ზეპირად ვიცი – მხრებს აიჩეჩავ, წარბებს აზიდავ და მერე
ბავშვივით დაიწყებ სიცილს.
შენ შეიცვალე.
მეც შევიცვალე.
სხვა ყველაფერი ამ ქვეყანაზე როგორიც იყო ჩვენს გამოცვლამდე ისევ ისეა.
ბოლო დროს ბევრი საქმე გაგიჩნდა და საიდუმლოც გაგიჩნდა ბევრი. მე შენთვის
ისე ზედმეტი გავხდი, როგორც დამწვარი ასანთის ღერი.
შენ ახლა ცივი მარმარილო ხარ, მე კი მინდა რომ ეგ მარმარილო მაძებნინებდეს
დაკარგულ სითბოს და თუ ვიპოვი ოდესმე მაინც, ისე გამათბოს და მომეფეროს,
არც დამიკარგავს არასდროს თითქოს, მაგრამ ეს ახლა არის ზღაპარი “იყო და არა
იყო რას” მასგავსი და თუმცა ზღაპრის მჯეროდეს მინდა, მე ბავშვი უკვე არა
ვარ ახლა და მე ზღაპრების ასაკსაც გავცდი.
ძალიან ბევრი გაგიჩნდა საქმე და მეგობარიც გაგიჩნდა ბევრი. მე შენთვის ისე
ზედმეტი გავხდი, როგორც ასანთის დამწვარი ღერი.
შენ შეყვარება თავისა იცი, შენ სიყვარული არ იცი მხოლოდ... და თუმცა ახლა
იმ სიყვარულით, იმ მოგონებით ვცოცხლობ და ვცხოვრობ, მე ვხვდები უკვე
ძალიან კარგად, რომ შენ არასდროს არ გყვარებივარ, მე გჭირდებოდი მხოლოდ და
მხოლოდ.
შენ გაფრინდები და გადალახავ უსაზღვროების სუყველა საზღვარს, ხელში აიღებ
მზერის ისრებს და დაემსგავსები მერე მოისარს, უნდა მოისხა შენ ანგელოზის
მსუბუქი ფრთები და მერე ყველას მადლი მოისხა.
ვეღარ გაგდევნე ჩემი ფიქრიდან, არ ვიცი ახლა რა უნდა გთხოვო... შენ მაშინ
იყავ უფრო ძვირფასი, როცა ძალიან შორი იყავი და ოცნებებში მხვდებოდი
მხოლოდ...
მარტო ვარ შუა ოკეანეში,
სადღაც ძალიან შორს დარჩა ახლა ჩემი კეთილი იმედის კონცხი.
მე შენ მაშინაც მემახსოვრები შენს ხსოვნაში რომ აღარ ვიქნები და
დაგივიწყებ, როს გაყუჩდება ყველა ტკივილი სულის და ხორცის.
ჩვენს შორის ჩადგა უსასრულობა (მანძილით როდი გაიზომება ან სიშორე და ან
სიახლოვე), ვერ მიგატოვებ მე შენ ვერასდროს, თუ შეგიძლია შენ მიმატოვე!
რომც წამოვიდე ამ წუთში შენსკენ, რომც დავივიწყო წარსული წამით, გზას
გადამიჭრის შუმერი კატა, ყველა კატაზე დიდი და შავი! და აღმოჩნდება ესეც ამაო, მე
ვერ ვიპოვნი სასურველ ფერებს... ბარემ გადავდგათ თითო ნაბიჯიც და მე
ნეტაში დაგახრჩობ მერე.
მე სხვათაშორის გავიარე შენს ცხოვრებაში. შენ გამაყოლე ისეთი მზერა, რომ
მე მთელი ხმით მსურდა მეყვირა:
-რა დაგემართა!
-ვერა მცნობ?
-მე ვარ!
მე დავიღალე, მე აღარ ძალმიძს აღარაფერი, ვეღარ ვერევი საკუთარ ფიქრებს...
ხვალ შეიცვლება სუყველაფერი, ხვალ სულ ახალი რამ დაიწყება, თუმცა არ ვიცი,
ხვალ რა იქნება, ხვალ არაფერი არ მოხდეს იქნებ?
მე დავიღალე, დრო არის ძილის. ალბათ მდინარეც იძინებს წამით, რომ
დაივიქყოს მთელი დღის დაღლა... იქნებ სიზმარში მაინც შემომხვდე, თუმცა მე ვიცი,
რომ არაფერი დამესიზმრება, ვერ დავიძინებ უბრალოდ ალბათ.
უკვე თენდება.
თენდება უკვე, ღამე ტყვესავით ნებდება დილას. წვიმის წვეთები, როგორც
ცრემლები დაჰკიდებია ბალახს და მინას.
მე დავიღალე, მე აღარ ძალმიძს აღარც თხოვნა და აღარც მოთხოვნა, მე უშენობა
ძალიან მიჭირს...(გარეთ პატარა ალუბლის ტოტზე სულ პაატარა შემოჯდა ჩიტი).
მე მენატრები, როგორც ბავშვობა (მე აღარასდროს ვიქნები ბავშვი). მე მაინც
მჯერა, შენ მოხვალ ჩემთან, მაგრამ მე აღარ დაგხვდები სახლში!
თუმც ყველაფერი განვსაზღვრე თითქოს, ხვალ რა იქნება მაინც არ ვიცი, იქნება
ხვალე ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირად უნდა აეწყოს, უეჭველი კი ის არის
მხოლოდ, რომ ყველაფერი არის საეჭვო.
მე ვარ მდინარე!
ყველა მდინარე მუდამ მეორე მდინარეს ეძებს, მეორეს ეძებს, რომ შეუერთდეს
და მერე ერთად გავიდნენ ზღვებზე, არ შეიძლება, არ შეიძლება მთელი სიცოცხლე
გეძინოს მარტოს, ამიტომ მუდამ ვიღაცას ეძებ, მუდამ ვინმესთან შეხვედრას
ნატრობ (დღემდე ამის თქმას ვერ ვახერხებდი, დღეს კი ფრჩხილებში მოგწერო
უნდა: ვისაც ეძებდი, ის არ აღმოვჩნდი, არც შენ ყოფილხარ, მე ვინცა მსურდა).
შენ ახლა ალბათ ტირიფთან ზიხარ და ვიღაც ბიჭი სიყვარულს გიხსნის, შენთვის
ხომ მუდამ სულერთი იყო სუყველა სიტყვა-ჩემი თუ სხვისი.
შენ ახლა ალბათ სულ სხვასთან ზიხარ და არაფერი არ გახსოვს ჩემი: მე შენს
ხსოვნაში მალე გავქრები, ვით ღია ზღვაში თვალს და ხელს შუა ჰქრება პორტიდან
გასული გემი!
შენ არ გეგონოს, რამეს ვითხოვდე, ან გამომქონდეს მე განაჩენი. არც
სიახლოვე, არც სინანული, არც დაბრუნება, არც აღსარება, მე არაფერი არ მინდა შენი.
ვერ ამიხსნია ეს გაორება, მე ახლა უკვე სხვაცა ვარ თითქოს, ჩემში ჩამჯდარა
ორი არსება, ორივე, ორივე თავის სიმართლეს იცავს, კაცის ცრემლივით
ტკბილ-მწარე ღვინოს ორივე თვალის დოქიდან მისხამს.
შენ რა ღირსი ხარ ამ წერილისა, მაგრამ მე მაინც მოგწერე იგი, მე არაფერი
არ მეგულება შენი მეტყველი თვალების იქით: მგონი ვიღაცამ ჩართო
რადიო,-ჩემსკენ მოიწევს ბებერი გრიგი,... იქნებ წერილი არც ღირს ამდენად, მაგრამ შენ
მაინც გახსენი იგი. მე არაფერი არ მეგულება მაგ მშვენიერი თვალების
იქით!...
ეს არის ალბათ უკანასკნელი, მე აღარასდროს მოგწერ ბარათებს, დღესაც
არაფერს გეტყოდი, მაგრამ, მგონი სიმთვრალე მალაპარაკებს.
მე ველი წერილს, მე ველი წერილს, რადგანაც რამეს ელოდო უნდა, ეს იყოს
თუნდაც მხოლოდ სალამი, ეს იყოს სუფთა ფურცელი თუნდაც






ეს გინდა ჰომ? smile.gif
არ ვიცი ოღონდ. ავტორი ვინ არის....

პ.ს. ისე გუგლი ჩვენი არსობისაო user.gif ...ამბობდნენ მავანნი

Posted by: merkantila 26 Jun 2010, 16:24
QUOTE (rawerfas @ 13 Jun 2010, 19:57 )
ვერ ვიხსენებ!!!!! დამეხმარეთ!!!!

ბავშვობაში მაქვს წაკითხული და არ მახსოვს არც ავტორი და არც წიგნის დასახელება, მაგარი უცნაური წიგნი იყო და იქნებ გადამეკითხა და უფრო მეტი რამ გამეგო თქო? იქნებ ვინმემ იცის?
ყველაფერი კარგად არ მახსოვს, რაც მახსოვს, იმას დავწერ. მთავარი გმირი წერილიდან გაიგებს, რომ მისი ცოლი უნდა შეხვდეს ვიღაცა ტიპს, რომელთანაც ღალატობს. ჯერ იმ ტიპს გაყვება, პახოდუ ეჭვიანობს, მიდის ჯერ ერთ ბარში, გამოთვრება, ეჭვიანობს, მერე პლიაჟზე წავა და მასტურბირებს, ისევ ეჭვიანობს, მერე ისევ ბარში წავა, სადაც გაიცნობს ვიღაცა ტიპს, ისევ დალევენ.. პარალელურად კიდევ ვიღაცეები იჩითებიან. მერე მგონი ბარდელშიც მოხვდებიან, მოეჩვენება, რომ ქალად იქცა, თან ვითომ ცოლს უთვალთვალებს ღალატის დროს... მეორე ტიპს დედამისი ელანდება საფლავიდან ამოსული. მერე მივლენ მთავარ გმირთან სახლში და ფინალში ჩაეძინება და სანამ ჩაეძინება, რაღაცა მაგარი სტრანი ტექსტები იჩითება. მოკლედ მაგარი აბდაუბდა წიგნი იყო.. ხომ არ იცით ვენმემ, რა უნდა ყოფილიყო?????!!!!!

user.gif user.gif user.gif user.gif user.gif user.gif user.gif user.gif

Posted by: rawerfas 26 Jun 2010, 16:27
merkantila

გეთანხმები biggrin.gif მაგრამ, имеющий уши, услышал бы wink.gif

Posted by: asita 26 Jun 2010, 17:51
ფრენოლოგი
დიდი მადლობა smile.gif

Posted by: xanka 27 Jun 2010, 15:59
ფრენოლოგს- და asitaს ეგ ლექსი ეკუთვნის პაატა ნაცვლიშვილს. ახლა დავწერ საავარაუდო პასუხს ლექსზე.(ნ. მდინარაძე)
ღამეა..მარტოს,დაღლილს ფიქრებით,შენი წერილის წაკითხვის შემდეგ,ამტკივდა თავი და იმას ვფიქრობ,პასუხი გაგცე?_ნეტავ თუ შევძლებ?!
ცაზე ვარსკვლავებს აქრობს ღრუბელი,მხრებზე მაწვება კუპრივით ღამე,სანთელს ვანთებ და გულს ვეკითხები,რა ვუპასუხო?!მითხარი რამე.....
ჩურჩულებს სიო და თმის კულულებს ელამუნება ჩემს ყვრიმალებთან,ყელზე მევლება ვით შენი ხელი,შენგან მოსული იდუმალება.......
ისევ გახსოვარ და ისევ ნატრობ ჩემი თავლების ხილვას და ციმციმს.სიმართლე გითხრა მეც მენატრები,უშენოდ ყოფნა ძალიან მიმძიმს.........ქალისთვის განა ადვილი არის?!გადავიწყება ლამაზი ბიჭის?!
სულაც არ მიყვარს მე ის ცივგული,ვინც იებს აძრობს დედამიწიდან,შენ კი გეგონა,შენ თავს მერჩივნა ყველა.ვინც კი ოდესმე იებს მიძღვნიდა...
არ ხარ მართალი,ჩემო ძვირფასო,მე ორგულობის არამაქვს ნიჭი,ქალაქში დღესაც არ მეგულება შენზე კარგი და ლამაზი ბიჭი...
ეს შენ შეგეძლო არ გყვარებოდი,არვიცი ჩემზე ნაკლებ თუ ძლიერ,მაგრამ ფაქტია,რომ სიყვარულმა მე ცხოვრებაში დამტოვა კენტად....
ეჭვებისაგან შეშლილი იყო ჩემი სული და ჩემი სხეული,მაგრამ სიტყვაც კი არ დამცდენია,მე საყვედურის არ მქონდა ძალა,რა საჭიროა ხვეწნა_მუდარა,ვინც წამსვლელია ის მაინც წავა smile.gif
არც მერე მითქვამს მე საყვედური,როცა წახვედი დამტოვე მარტო,დანაშაული შენ თუ არ გქეჯნის,სხვამ გაგრძნობინოს_არამგონია.შენ მე აკრძალულ მკვლელობით მომკალ,ვით აღელვებულ ზღვაში თოლია.......
სიკვდილი ბევრად ჯობია ღალატს,ვინა თქვა თითქოს მისი ტოლია?!სიკვდილის შემდეგ კაცი ისვენებს,ღალატის შემდეგ არამგონია....
დიდხანს ველოდე საწადელ სიტყვებს,არ გაიმეტე,აღმოჩნდი ძუნწი.არ ვიცი ვისთვის გადაინახე,შენ იქნებ ახლაც ვიღაცას უცდი....
მე რას ვფიქრობდი?!აბა რა გითხრა,შენ ყველაფერი იყავი ჩემთვის:ადამიანი,სატრფო,მიჯნ�

რი,ყოვლის მძლეველი იყავი ღმერთი....
ვიყავით ორნი,მთელი ქალაქი ჩვენს სიყვარულზე ლეგენდებს თხზავდა,არც გაგონილი,არც წაკითხული სხვა სიყვარული ჩვენსას არ ჰგავდა....
მარტის თვესავით არეულია,შენი აზრები,სენი ფიქრები და მეჩვენება,რომ სიბერემდე,სულ გაზაფხულის ფერი იქნები smile.gif
კვლავ მტანჯავს შენი ხილვის სურვილი,არ თქვა,რომ ამის არამაქვს უფლება,მე სიყვარულის თვით ღმერთი მწყალობს,მოდის და შენზე მესაუბრება....
ღმერთს არ ვახსოვარ დაბადებიდან,არ გამითენა დღე ჯერ მზიანი,ვერ ამიხსნია,ნუთუ დარდისთვის ჩნდება ამქვეყნად ადამიანი?!
რომ დაგივიწყო?არ შემიძლია,
გრძელი დღეების რიგები მიმდის,და ნუ გგონია ნუ გეჩვენება,ვინც ჩემს კართან დგას ყველა მე მიცდის....
შენ გჯერა კატის და გეშინია,ჩემსკენ მომავალ გზაზე არ იდგეს smile.gifსასაცილოა,რა ესმის კატას,რომელ ქუჩაზე რა დროს გადირბენს.ერთი მათგანი მე შინაც მიზის_შავი ფერია,მწვანეთვალება,თუ გაუჯავრდი გაიბუტება,კარებს აღებს და მიიპარება,მასაც შენსავით ახასიათებს შეყვარება და გადაყვარება smile.gif
თუ ბედნიერი ვიყავით როგორ,მის გახსენებას არა აქვს აზრი,რადგან არასდროს არ მოგაქროლებს აწ ჩემს ჭიშკარტან ლამაზი რაში.ეს იყო წინათ,ეს იყო მაშინ...მაშინ ორივე ვიყავით ბავშვი..........
დრომ მოიტანა და გულგრილობა,ყველა მამაკაცს ახასიათებს,რად გინდა მასაც ყულფი არგუნო,ავი ძაღლივით გებას კარებზე.ბაღში შემსვლელი თუ სურვილი აქვს,იკან დასახევ კარებს არ ეძებს....
წერილს მწერ ,მაგრამ სიმართლეს არა და მსგავსს კვლავ დაწერ ალბათ ბარათებს,რადგან გრძნობები კი არ გაწუხებს,შენ მხოლოდ მუზა გალაპარაკებს.....
ჰა_ეს ბარათი უკანასკნელი და გთხოვ ულმობლად ნუ განმიკითხავ,ნურც პასუხს დაწერ,ნუ შეწუხდები,მე სულერთია,არ წავიკითხავ........
როცა მოვკვდები,შენ არ იფიქრო არ დამჭირდება სითბო მაგ ხელის,მიცვალებულსაც პატრონი უნდა,მიცვალებულიც ვიღაცას ელის
ჩამოდნა ღამე და იფეთქა ცაზე ნათელმა,ვარდისფერ ნისლით აივსო ბინა........მე მთელი ღამე ამ ბარათს ვწერდი,გათენებამდე არ დამეძინა...რა ძნელი არის ასე რომ გიყვარს,ვის გულშიადაც არაგაქვს ბინა..........






Posted by: -KONSTANTINE- 27 Jun 2010, 21:32
ბერძენი პოეტის ესქილის ნაწარმოები რომელია, რომელშიც პრომეთეზეა საუბარი? ან ხომ არ იცით (ზუსტად) რაზე მიაბეს პრომეთე?

წინასწარ მადლობა.

Posted by: KillBill 29 Jun 2010, 01:34
"одарю тебя трижды" - ანუ "სამოსელი პირველი" რუსულად. ამ წიგნს ვეძებ. იქნებ მირჩიოთ სად შეიძლება შევიძინო. გმადლობთ!

Posted by: elee 29 Jun 2010, 23:38
ანნა გავალდას რამის წაკითხვა მინდა და იცით ვინმემ ან თუ წაგიკითხიათ მოკლედ ვინმემ რამე მირჩიეთ რა

Posted by: xanka 1 Jul 2010, 16:44
ანნა გავალდი.: "სისხლი სამელნეში" " არისტოტე" და 'უბრალოდ ერთად" -?

Posted by: MEDS 2 Jul 2010, 00:18
ვინ არის?

ბრმაა და სამხრეთ ამერიკიდანაა.....

Posted by: Bruno Dumont 2 Jul 2010, 00:39
MEDS
ბორხესი.

You must enter a message to post! Minimum 30 chars!

Posted by: გიარია 5 Jul 2010, 18:06
ქართულ ფილმ ,,მევლუდში,, ბოლოს რომ კვდება და ლექსს კითხულობს, იმ ლექსის ავტორი ხომ არ იცით ვინ არის?

Posted by: -KONSTANTINE- 9 Jul 2010, 03:19
დავიჯერო არავის არ შეგიძლიათ მუპასუხოთ ამაზე? ასე ცუდად ვიცით ბერძნული ლიტერატურის შესახებ? sad.gif

QUOTE (-KONSTANTINE- @ 27 Jun 2010, 21:32 )
ბერძენი პოეტის ესქილის ნაწარმოები რომელია, რომელშიც პრომეთეზეა საუბარი? ან ხომ არ იცით (ზუსტად) რაზე მიაბეს პრომეთე?

წინასწარ მადლობა.


Posted by: Kmuno 9 Jul 2010, 15:06
ზუაბ გორგილაძეზე თემა არ არის თუ მეჩვენება?

Posted by: elee 12 Jul 2010, 19:53
xanka
QUOTE
ანნა გავალდი.: "სისხლი სამელნეში" " არისტოტე" და 'უბრალოდ ერთად" -?

ხო მგონი ეს რაც ჩამოთვალე მაგისია ხო? და ბიბლიოთეკაში ვიკითხე და ვეძებე და არ ქონდათ არაფერი mo.gif არადა მაინტერესებს ძალიან, რატომღაც მგონია კარგი უნდა იყოს mo.gif

Posted by: qeti-qetusia 12 Jul 2010, 19:59
elee


"მინდა რომ ვიღაც სადღაც მელოდეს"

მე მომეწონა,ქალურ განცდებზეა და კარგად იკითხება, მსუბუქია.
მეგობარმა მათხოვა,თარგმნეს უკვე და წიგნის მაღაზიებსი იყიდება.

Posted by: ane mekeshi 12 Jul 2010, 22:55
QUOTE
ბერძენი პოეტის ესქილის ნაწარმოები რომელია, რომელშიც პრომეთეზეა საუბარი? ან ხომ არ იცით (ზუსტად) რაზე მიაბეს პრომეთე?



"მიჯაჭვული პრომეთე" ჰქვია, პირველი და მესამე ნაწილი დაკარგულია, მაგრამ ვიცით, რომ მესამე ნაწილში ზევსი ურიგდება პრომეთეს... ესქილეს მიხედვით პრომეთე შუაბოძზეა მიჯაჭვული და არა - კავკასიონზე...მიჯაჭვის პროცესი დაწვრილებითაა აღწერილი ( ჰეფესტოც მონაწილეობს ამ ყველაფერში ზევსის ბრძანებით და კვდება წუწუნით: არ უნდა პრომეთეს დასჯაში მონაწილეობის მიღება)

Posted by: xanka 16 Jul 2010, 10:34
ჩემო პოეზზისს მოყვარულნო,იქნებ ვინმემ შემთხვევით იცოდეს ეს ლექსი, წლებია ვეძებ:

არ არსებობდეს ღალატი, იჭვი,
და სადღაც სოფლის ბოლოს,
ვიყოთ მარტონი, სოფლელი ბიჭი მიყვარდე სოფლელ გოგოს...
მეფერებოდეს მზეზე დამწვარი, მზით გარუჯული მკლავი.... (ხომ,ვერ წარმიდგენთ, როგორ გამახარებთ?!)

Posted by: iza 18 Jul 2010, 17:00
მაქვს კითხვა: ვიყიდე გოლზუორთის ,,ფორსაიტების საგა". 1965 წელს გამოცემული. მთარგმნელები ელგუჯა მაღრაძე და ვახტანგ ჭელიძე. წიგნზე მითითებულია 1. გამყიდველს ვკითხე მეორე ნაწილიც აქვს - თქო? და არა, იგეგმებოდა გოლზუორთის ნაწარმოებების მეორე ტომის გამოცემა და შემდეგ აღარ გამოიცაო, საკუთრივ ,,ფორსაიტების საგა"-ს მეორე ნაწილი არა აქვს, ყველაფერი მაგ ერთ წიგნშიაო.

წიგნი შედგება 649 გვერდისგან. მთავრდება ,,გამოღვიძებით." მაინტერესებს, ამ ერთ წიგნში სრულდება ,,ფორსაიტების საგა" თუ მომატყუა გამყიდველმა? smile.gif

ფილმი მაქვს ნანახი და ძალიან მომწონს, ამიტომ წიგნის შეძენაც გადავწყვიტე
smile.gif

ბიბლუსში ვნახე ახალი გამოცემა, რომელსაც ჰქვია ,,ფორსაიტების ხსნა." ვერ ვხვდები, ერთიდაიგივეა? (ანუ სხვადასხვანაირად თარგმნეს სახელწოდება?), მაგრამ რაც მე ვიყიდე იმ წიგნის ნახევარია და დავიბენი user.gif

Posted by: GUDU_PLANT 18 Jul 2010, 23:50
მოგესალმებით
ძნელი საშოვნია ვიცი მაგრამ იქნებ ვინმემ იცით ძმები კარამაზოვები ქართულად სად ვიშოვო smile.gif
არც რუსულად არ არის (ОПТОМ) მაგრამ თუ იცით სად შევიძინო.
იმედია გამომეხმაურებით

Posted by: Ocelot 19 Jul 2010, 00:07
iza
QUOTE
საკუთრივ ,,ფორსაიტების საგა"-ს მეორე ნაწილი არა აქვს, ყველაფერი მაგ ერთ წიგნშიაო.

ეტყობა ამოკრებილია თავები, თორე 8 ტომის წამკითხველი არა მგონია ბევრი იყოს biggrin.gif

http://lib.aldebaran.ru/author/golsuorsi_dzhon/

GUDU_PLANT
QUOTE
ძნელი საშოვნია ვიცი მაგრამ იქნებ ვინმემ იცით ძმები კარამაზოვები ქართულად სად ვიშოვო
არც რუსულად არ არის (ОПТОМ) მაგრამ თუ იცით სად შევიძინო

ქართულად მგონი სტადიონთან რო ბუკინისტია იქ აქვთ, მაგრამ 60 ლარს აფასებს biggrin.gif რუსულად კიდე პლეხანოვზე ქონდათ, ვარანცოვის მხარეს რო მიდიხარ, გზაზეა ბუკინისტი. იქაც თუ არაა, თავისუფლების მეტროს აქეთ რო სტენდებია, იქ ჭაღარა აჩკებიანი კაცი დგას და იმას კითხე, მგონი უნდა ქონდეს.

Posted by: iza 19 Jul 2010, 00:09
QUOTE
ეტყობა ამოკრებილია თავები, თორე 8 ტომის წამკითხველი არა მგონია ბევრი იყოს


ვიტირებ ახლა sad.gif

Posted by: GUDU_PLANT 19 Jul 2010, 00:34
გმადლობთ გამოხმაურებისთვის
60 ლარი დიდი ფულია ნაღდად ვერ გადავიხდი სამწუხაროდ.
რუსულად 1 თვე მოვუნდები რა წაიკითხავს არადა საჭიროა biggrin.gif:D

Posted by: Ocelot 19 Jul 2010, 01:46
iza
QUOTE
ვიტირებ ახლა

პირიქით, სიხარულისგან უნდა ხტუნაობდე biggrin.gif რაღა დროს ფორსაიტებია. ბარემ ვენესუელური სერიალების ყურებაც დაიწყე biggrin.gif

GUDU_PLANT
QUOTE
რუსულად 1 თვე მოვუნდები რა წაიკითხავს არადა საჭიროა

პრინციპში არაა მაინცდამაინც რთული ენით დაწერილი. პროსტა ინკვიზიტორზე და კიდე რამოდენიმე მომენტში შეიძლება დაიტანჯო, ეგაა და ეგ biggrin.gif

Posted by: tuttta 19 Jul 2010, 15:04
არ ვიცი შეიძლება ვინმეს უკითხავს ადრე..

ozon.ru ზე ხო არ გიყიდიათ წიგნი? ან რამე მაღაზიას შეიძლება რომ შევუკვეთო რუსული წიგნი?

Posted by: GUDU_PLANT 19 Jul 2010, 22:07
QUOTE
zon.ru ზე ხო არ გიყიდიათ წიგნი? ან რამე მაღაზიას შეიძლება რომ შევუკვეთო რუსული წიგნი?



http://elva.ge/index.php?option=com_calculator&view=calculator&Itemid=18
თან ქართულია მარტივი და მგონი კარგი უნდა იყოს smile.gif

Posted by: Lizikuna3 20 Jul 2010, 14:49
ედგარ პოს ტყუპები არსებობს ასეთი მოთხრობა? ან რაიმე რომელიც ტყუპებზე იქნება?

Posted by: merkantila 21 Jul 2010, 22:04
ვინმემ თბილისის ბუკინისტების სრული სია მომაწოდეთ მისამართებით და შესაძლებლობებით.. საშუალო ფასებსაც თუ მაცნობებით მადლობელი დაგრჩებით.. არცთუ ისე მოკრძალებული თხოვნააა

Posted by: GUDU_PLANT 21 Jul 2010, 23:04
სრულ სიას ვერავინ ვერ მოგცემს მე მგონი მაგრამ რამოდენიმეს დავწერ.
შედარებით იაფი ღირს წიგნები გლდანში მეტროდან რო გამოხვალ იქ არის ნორმალურ ფასებსი. არის სარაჯიშვილის მეტროს ამოსასვლელთან, თავისუფლებაზე პარლამენტისკენ დაყოლებაზე. ასევე ძველი მერიისკენ რო მიდიხარ.
ყველაზე დიდი არჩევანი არის რუსთაველზე ფილარმონიისკენ ღია გვირაბი რო არის ერთ ერთი ეგ არის მაგრამ ეგ ქალი ძალიან ძვირად ყიდის. რავი ბევრგან არის. კიდე wink.gif
შემთხვევით რო გადააწყდე იქ იშოვი შედარებიტ იაფად wink.gif

Posted by: merkantila 21 Jul 2010, 23:11
რემარკის "ტრიუმფალური თაღი" მინდოდა და 13 ლარი მომითხარა ალბათ იფიქრა ცოტას ვივაჭრებთ ათ ლარამდეო და ფორა აიღო ოპერის მოპირდაპირედ არის ერთი...

Posted by: GUDU_PLANT 21 Jul 2010, 23:13
ტრიუმფალური თაღი მაგარია ძაან.
13 ძვირია იაფადაც იშოვი.
მე პირადად მგონი5 ად ვიყიდე ზუსტად არ მახსოვს.
ეხლა განათხოვრებული მაქვს თორე გათხოვებდი.
3 მეგობარი და ერთი სიყვარულის ამბავი მაქვს თუ გინდა გათხოვებ smile.gif
მეორე მეც არ მაქვს ჯერ ზაკითხული და შესავალში წერია რემარკის საუკეთესო ნაწარმოები არისო wink.gif

Posted by: iza 22 Jul 2010, 22:59
თეოდორ დრაიზერი არის ქართულად ნათარგმნი? ან თუ არის, კონკრეტულად რა არის ნათარგმნი მისი???

ძალიან გთხოვთ, მიპასუხოთ

Posted by: ane mekeshi 22 Jul 2010, 23:30
iza
QUOTE
თეოდორ დრაიზერი არის ქართულად ნათარგმნი? ან თუ არის, კონკრეტულად რა არის ნათარგმნი მისი???

ძალიან გთხოვთ, მიპასუხოთ


"კერი"
"ჯენი გერჰარდტი"
(რაც ნამდვილად ვიცი, რომ არის ქართულად... სხვებზე ვერაფერს გეტყვი...)

Posted by: ARCHill 23 Jul 2010, 13:52
-KONSTANTINE-
QUOTE
ბერძენი პოეტის ესქილის ნაწარმოები რომელია, რომელშიც პრომეთეზეა საუბარი? ან ხომ არ იცით (ზუსტად) რაზე მიაბეს პრომეთე?

წინასწარ მადლობა.

ოლიმპოს მთაზე არ მიაბეს? :?

Posted by: iza 23 Jul 2010, 19:16
ane mekeshi

დიდი მადლობა smile.gif

Posted by: Bruno Dumont 23 Jul 2010, 20:51
QUOTE
"კერი" "ჯენი გერჰარდტი"

ფინანსისტი თუ რაღაც ასეთი რო ქვია,ეგეცაა ნათარგმნი.
პ.ს არ მიყვარს ეგ მწერალი .
QUOTE
რემარკის "ტრიუმფალური თაღი" მინდოდა და 13 ლარი მომითხარა

ძვირია.

Posted by: EVErgreen 29 Jul 2010, 14:25
სადმე გეგულებათ ონლაინ ს რ უ ლ ი ვერსია "სამოსელი პირველის"??? დავიტანჯე ძებნაში და ვერ ვიპოვე.. sad.gif არადა ბოვში გაიზარდა უკვე და წავაკითხო უნდა... ჯერ ზღაპრად smile.gif .... მერე კი როგორც წესია, კიდევ რო გაიზრდება.

Posted by: Solveig 31 Jul 2010, 01:58
QUOTE (EVErgreen @ 29 Jul 2010, 13:25 )
სადმე გეგულებათ ონლაინ ს რ უ ლ ი ვერსია "სამოსელი პირველის"??? დავიტანჯე ძებნაში და ვერ ვიპოვე.. sad.gif არადა ბოვში გაიზარდა უკვე და წავაკითხო უნდა... ჯერ ზღაპრად smile.gif .... მერე კი როგორც წესია, კიდევ რო გაიზრდება.

ზღაპრად რა უნდა წააკითხო, კამორას ამბები და მაგალითად, მანუელოს წამება? რამდენი წლისაა შენი შვილი?

არსად არაა მაგ წიგნის სრული ვერსია ინტერნეტში ერთი მიზეზის გამო-ძალიან დიდია იმისათვის, რომ ერთმა ადამიანმა აკრიფოს. ლიბ-გე-ზე კი მაინც მცირე ზომის ნაწარმოებებს ამჯობინებენ, ალბათ, მათაც არ ჰყავთ ხალხი.

ვინმე თუ დაგისკანერებს და გამოგიგზავნის ნაწილ-ნაწილ, სხვა შანსი არაა.

http://www.lib.ge/body_text.php?4425

ალბათ იცი ეს უკვე..თუმცა იყოს მაინც.


Posted by: GUDU_PLANT 8 Aug 2010, 12:14
სამოსელი პირველზე დიდი მოთხოვნაა. გავაკეთოთ ფან კლუბი smile.gif)
50 ში რო შევიდეს და გამოსცემენ იმედია

Posted by: aRbano 12 Aug 2010, 00:55
ეხლა არავის სცალია აქ შემოსასვლელად, ყველა უელბეკის მოსწავლის თემაშია შევარდნილი თავქუდგლეჯით მარა მაინც ვიკითხავ: დღეს წავაწყდი სახლში მორავიას წიგნს "ჩოჩარა", ძველი გამოცემაა, საბჭოთა კავშირის დროს ნათარგმნი (99 კაპიკი ღირდა sad.gif ) ხოდა მაინტერესებს თუ იცით დე სიკას ფილმი რომაა ჩოჩარა ამის მიხედვით არის გადაღებული? ნეტში ძებნა მეზარება, ეგეთ რამეებზე ძაან მშრალი ინფო აქვთ ხოლმე. უბრალოდ ის ფილმი ძაან მიყვარს და თუ ამ წიგნის მიხედვითაა აუცილებლად ჩავსვამ მას ჩემს წასაკითხთა "ლისტში" smile.gif

Posted by: Nnino 12 Aug 2010, 02:30
aRbano
დიახ, მორავიას მიხედვითაა გადაღებული, სოფი ლორენი თამაშობს შიდ. wink.gif

Posted by: aRbano 12 Aug 2010, 12:48
Nnino
და ჟან პოლ ბელმონდო smile.gif
ფილმი ძაან მაგარია, მაგიტომ დამაინტერესა წიგნმაც

Posted by: iza 12 Aug 2010, 13:46
ლინკი ვერ დავდე, არაფერი...........

Posted by: aRbano 12 Aug 2010, 13:53
iza
აი ეს გამიხსნა მაგ ლინკზე
http://img576.imageshack.us/i/newpictureb.png/
spy.gif

უიH წაგიშლია სანამ მე დავასკრინშოტე smile.gif

Posted by: Bruno Dumont 12 Aug 2010, 13:57
aRbano
QUOTE
და ჟან პოლ ბელმონდოფილმი ძაან მაგარია, მაგიტომ დამაინტერესა წიგნმაც

მგონი მორავიას წგნებზე უფრო კარგი ფილმები გამოდის ვიდრე თვითონ წიგნები.
ახლა ზიზღს ვკითხულობ და მაგაზე გამახსენდა,გოდარის ფილმი მაგარია .
ჩოჩარა ფილმი მინახავს კარგია.წიგნი ბებიაჩემთან მაქვს მგონი,მაგრამ არ წამიკითხავს,შინაარსი ვიცოდი და მეზარებოდა :დ.

Posted by: aRbano 12 Aug 2010, 14:00
Bruno Dumont
რო დაუკვირდე რა ხალხი იღებს - გოდარი, დესიკა კი უნდა გამოვიდეს კარგი smile.gif
თან დესიკას სოფი სულ სხვანაირია რა, უფრო ბუნებრივია და ცაკალელი smile.gif

Posted by: iza 12 Aug 2010, 14:31
aRbano

ჰო, არ დაიდო რატომღაც

Posted by: GUDU_PLANT 12 Aug 2010, 19:37
რა მაინტერსებს smile.gif
მოკლედ ჰემინგუეის რო აქვს დაწერილი ვიცი მოხუცი და ზღვა.
ჯეკ ლონდონს რამე მაგდაგვარი ნაწარმოები ააქვს? ?
კაპიტანზეა მგონი თავისი ხომალდის წევრებს რო ჭამსო თუ ჩტოტა ტაკოე smile.gif)
ვიპოვე smile.gif Морской Волк ყოფილა smile.gif

Posted by: iza 19 Aug 2010, 19:24
ჯეინ ოსტინის ,,სიამაყე და წინასწარგანწყობა" ქართულად ნათარგმნია თუ იცით???

Posted by: between 3 and 32 19 Aug 2010, 23:02
რეი ბრედბერის წიგნები სად შევიძინო? რუსთაველზე ბუკინისტები ისევ არიან?

Posted by: xachapuridze 20 Aug 2010, 16:51
iza
QUOTE
ჯეინ ოსტინის ,,სიამაყე და წინასწარგანწყობა" ქართულად ნათარგმნია თუ იცით???

არა. ჩემი ახლობელი თარგმნის.

Posted by: Solveig 21 Aug 2010, 00:58
aRbano
QUOTE
აი ეს გამიხსნა მაგ ლინკზე

ოღჩ..

წერილ არს: არა ქმნა თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი....

Bruno Dumont
QUOTE
მგონი მორავიას წგნებზე უფრო კარგი ფილმები გამოდის ვიდრე თვითონ წიგნები.
ახლა ზიზღს ვკითხულობ და მაგაზე გამახსენდა,გოდარის ფილმი მაგარია .
ჩოჩარა ფილმი მინახავს კარგია.წიგნი ბებიაჩემთან მაქვს მგონი,მაგრამ არ წამიკითხავს,შინაარსი ვიცოდი და მეზარებოდა :დ.

ჩოჩარა წიგნად ძალიან კარგია.

ფილმს მირჩევნია. სოფი ყველგან სოფია, და დე სიკაც ასევე, მაგრამ წიგნი საკმაოდ ღირებულია..არაა მარტო ის 1 ფურცელი, რომელიც ყველა ძველ ეგზემპლარში ამოხეული იყო biggrin.gif

Posted by: ane mekeshi 23 Aug 2010, 13:48
between 3 and 32
QUOTE
რეი ბრედბერის წიგნები სად შევიძინო? რუსთაველზე ბუკინისტები ისევ არიან?


მარჯანიშვილზე ვნახე ადრე "ფარენჰეიტი" და "მარსის ქრონიკა", მაგრამ ისევ ექნებათ თუ არა, არ ვიცი..

Posted by: Qali 23 Aug 2010, 21:35
გამარჯობათ ხალხნო. რევაზ ინანიშვილის მოთხრობას ვეძებ - საცოდავად ლამაზები რომ არიან შეყვარებულები - და ვერ ვპოულობ, ზუსტად სახელიც არ მახსოვს - ხომ არ იცით რა ქვია?

Posted by: purple_girl 24 Aug 2010, 01:07
გთხოვთ დამეხმარეთ რააა user.gif


დიდი ხანია ვეძებ დეილ კარნეგის ”როგორ შევიძინოთ მეგობრების” ელექტრონულ ვერსიას, ხომ არ იცით სად შეიძლება ვიპოვო? გადავქექე გუგლი mo.gif

Posted by: NIII_ 24 Aug 2010, 02:09
purple_girl
რუსულად თუ გაწყობს,აგერაა http://bin.ge/file/10875/karnegi---friends.doc.html

Posted by: domina333 24 Aug 2010, 02:28
NIII_
შენც უძილობა გჭირს პაწუ?
2kiss.gif

purple_girl
QUOTE
დიდი ხანია ვეძებ დეილ კარნეგის ”როგორ შევიძინოთ მეგობრების” ელექტრონულ ვერსიას, ხომ არ იცით სად შეიძლება ვიპოვო? გადავქექე გუგლი mo.gif

მაგის აუდიოვერრსიები მახსოვს რუ, ტრეკერზე იდო.
ზუსტად მახსოვს, კი


Posted by: NIII_ 24 Aug 2010, 02:30
domina333
უძილობა,რავი... არა biggrin.gif

Posted by: domina333 24 Aug 2010, 02:32
NIII_
QUOTE
უძილობა,რავი... არა biggrin.gif

არა?
rolleyes.gif

ჰო, ასეც ვიფიქრე yes.gif

smile.gif

Posted by: NIII_ 24 Aug 2010, 02:36
domina333
rolleyes.gif 2kiss.gif

Posted by: purple_girl 24 Aug 2010, 11:07
NIII_
domina333


მადლობთ user.gif მაგრამ ერთადერთი რაც არ მინდოდა რუსულადაა cry.gif


ინგლისურად ან ქართულად არ იცით? mo.gif

Posted by: domina333 24 Aug 2010, 11:34
purple_girl
ქართულებს საერთოდ ვერ მივაგენი sad.gif

მანდ ინგლისურენოვანი ლიტ-რაც დევს, კარგად ნახე..

Posted by: purple_girl 24 Aug 2010, 12:00
domina333


QUOTE
რუ, ტრეკერზე



ეს რა არის? user.gif
* * *
დამეხმარეთ რააა.... ძალიან მინდა მაგის წაკითხვა http://www.SmileS.Ge http://www.SmileS.Ge

Posted by: domina333 24 Aug 2010, 14:18
purple_girl
http://rutracker.org/forum/tracker.php
აქ არის
* * *
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=670068

http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=612806

http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=612766
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=612784

Posted by: purple_girl 24 Aug 2010, 15:37
domina333


ვაიმე რამხელა მადლობა შენ ხო არ იცი http://www.SmileS.Ge


user posted image givi.gif

Posted by: domina333 24 Aug 2010, 23:26
purple_girl
არაფრის ჩემო კარგო. შეგარგოს smile.gif

Posted by: Nnino 25 Aug 2010, 09:58
domina333
QUOTE
“ის მარტოსული “

კირკეგორი გიყვარს?

Posted by: domina333 25 Aug 2010, 14:17
Nnino
QUOTE
კირკეგორი გიყვარს?

smile.gif

Posted by: digitalhome007 27 Aug 2010, 21:58
მოკლედ აქ უნდა დამეპოსტა თუ სხვაგან არ ვიცი, მაინც აქ ვიკითხავ პირვლეად ვპოსტავ აქ და მეპატიება.

მაინტერესებს არსებობს თუ არა რამე პროგრამა ლიტერატურლ მუშოაბას რაც აიოლებს, ბევრჯერ მსმენია ასეთი პროგრამის შესახებ და მაინტერესებს კონკრეტულად რა ქვია და ვინმეს თუ გამოუყენებია. ყველა პროფესიის ადმიანებს აქვთ თავინთი პროგრამა ანიმატორებს, ასტროლოგებს, კინემატოგრაფისტებს, ასტროლოგებს და ასე შემდეგ რაც მათ შრომაში ხელს უწყობს და ეხმარება. რა დავაშავეთ ჩვენ ლიტერატორებმა ვორდის ანაბარა რომ ვართ.

კონკრეტულად მაინტერესებს პროგრამა რომელშიც შეიყვან მასალას და ის ალგებს ვთქვათ სიტყვებს და წერს ლექსს, ქარგას და წერს სიუჟეტს და მსგვასი რაღაცეები, ასეთი კომპიუტერული პროგრამით დაწერილი ლექსიც წამიკითხავს და მოთხრობაც, მაგრამ რა პროგრამით კეთდება არ ვიცი იქნებ მითხრათ. იმაზე ნუ ვიმსჯელებთ ასე დაწერიი თხზულება რამდენად გამოირჩევა მხატვრული ღირსებით. ამ კლასის პროგრამები დავასახელოთ.

Posted by: Ania 28 Aug 2010, 13:34
ინგლისური წიგნების დიდი არჩევანი სად არის? ეს ე გუგლში რაც არ ვეძებე ვერ ვიპოვე. დამილინკეთ რა რამე წესიერი საიტი.

Posted by: ninicool 28 Aug 2010, 22:37
QUOTE
ინგლისური წიგნების დიდი არჩევანი სად არის? ეს ე გუგლში რაც არ ვეძებე ვერ ვიპოვე. დამილინკეთ რა რამე წესიერი საიტი.

Ania
librivox.org

Posted by: Ania 28 Aug 2010, 22:58
ამ საიტს ვერაფერი ვერ გავუგე sad.gif

Posted by: ninicool 28 Aug 2010, 23:11
Ania
QUOTE
ამ საიტს ვერაფერი ვერ გავუგე

http://librivox.org/newcatalog/search.php?title=&author=&status=complete&action=Search
მთლიანი კატალოგია ალფავიტის მიხედვით, ტექსტით და აუდიო მასალით. მემგონი ამაზე უკეთესს ვერც ინატრებს ადამიანი. თუმცა ბევრი წიგნი, რაც დამაინტერესდა არ იყო, მაგრამ თუ ინგლისურის შესასწავლად გინდა, არ უნდა ქონდეს მნიშვნელობა რას წაიკითხავ.

Posted by: Ania 28 Aug 2010, 23:40
ninicool
გმადლობ, ეხლა გავარკვიე მაგრამ აქ როგორ გადახვედი ეგ არ ვიცი smile.gif

თუ კიდე გაქვთ დამილინკეთ რა, მარტივი მენიუ რომ ჰქონდეს.

Posted by: JSN 30 Aug 2010, 22:38
ფორუმელებო, ძველ წიგნებს ვინ აფასებს?

smile.gif

Posted by: elee 31 Aug 2010, 00:41
მე ვეძებ ფაუსტს, რაც შეიძლება ძველი მინდა რომ იყოს, თუ ვინმეს გაქვთ და ყიდით ან თუ იციტ სადმე თუ შეიძლება ყიდვა მომწერეთ smile.gif

Posted by: riz 1 Sep 2010, 06:36
ვისია ხომ ვერ მეტყვით ?
"უკაცრავად . . .მაპატიეთ სითავხედე. . .
ვხედავ ჩქარობთ, მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ,
ვერ მიცანით? სულ ვერაფერს მიგახვედრეთ?
თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ ქალბატონო.
რატომ შეკრთით, ღაწვებს ფერი დაჰკრავს თეთრი,
ნუთუ გულში ძველი გრძნობა კვლავ ბატონობს?
გამოცვლილხარ. . . თუმც თვალები ძველებური შეგრჩენიათ ქალბატონო.
მე როგორ ვარ, რას ვაკეთებ, რად არ მკითხავთ?
ცოლი მყავს და შვილიც უნდა გავათხოვო,
დღეს ყველაფერს ერთად გეტყვით, რაც არ მითქვამს ქალბატონო. . .
მაგ სიმკაცრით თუ უზომო სიამაყით, რა მოიგეთ,
რა საჩუქარს ელით ბოლოს?. . . მენანებით. . .
ლოდინით და დარდით დაღლილს, სიბერეც კი შეგპარვიათ ქალბატონო. . .
თქვენს წინაშე თუკი რამე დავაშავე,
ამიხსენით! . .მიმანიშნეთ! . .არ დამზოგოთ!..
საკუთარ თავს ჩათვლით ალბათ დამნაშავედ;
სინანული გვიანია ქალბატონო. . .
ეს ცხოვრება ბილიკია ეკლიანი, ბევრი დადის,
ლუკმას ეძებს სამათხოვროს,
არ მოგწყინდათ მარტოდ-მარტო ხეტიალი?
გულახდილად მიპასუხეთ ქალბატონო. . .
დრო მოვიდა უკვე ჩვენი განშორების,
ქედს მოგიხდით ამ წუთების სამახსოვროდ,
გახსოვთ? მაშინ. . .თვალს, რომ ვეღარ გაშორებდით,
ახლა კიდევ რა გატირებთ ქალბატონო. . .
თუ გიყვარდით, ამიხსენით რატომ დამგმეთ,
დღეს ვინა გყავთ პატრონი ან საპატრონო, მომიტევეთ. . .
ერთხელ კიდევ პატივს დაგდებთ
და სახლამდე მიგაცილებთ ქალბატონო . . ."

Posted by: ლლევ 1 Sep 2010, 07:31
JSN

ბუკინისტები

-----------------------------

Posted by: Nnino 1 Sep 2010, 09:25
cryzn
გიორგი საჯაიაა, თუ არ ვცდები... smile.gif

Posted by: riz 1 Sep 2010, 14:09
Nnino
http://www.SmileS.Ge

Posted by: xorumi 1 Sep 2010, 14:13
QUOTE
ვისია, სად არის, ვინ არის და ა.შ

ადრეც ბევრჯერ მიკითხავს...მაგრამ უშედეგოდ user.gif


მოკლედ 1 სპარსული პოეზიის მარგალიტს დავეძებ ...უკვე პრინციპში კი დამავიწყდა როგორი იყო... biggrin.gif

მოკლე 1 თუ 2 სტროფიანი ლექსია...მეგობრობაზე

...ჰა, ფაქტიურად გაგიხსენით ყველა კვანძი და მითხარით რა ლექსია baby.gif

Posted by: rozoma 12 Sep 2010, 13:58
ალბათ აქ უნდა ვიკითხო

ქართული მოთხრობაა
მოხუცი პედაგოგია ქართულის მასწავლებელი სულ ბავშვების რვეულებს ასწორებს
ცოლი ყავს კონტრაბანდით ვაჭრობს
მერე ამ კაცს სკოლიდანაც გამოუშვებენ
რა მოთხრობაა და ვისია? user.gif

Posted by: xachapuridze 12 Sep 2010, 22:23
rozoma
მგონი, ჯემალ ქარჩხაძის "სოლომონიანს" უნდა გულისხმობდე.

Posted by: Solveig 13 Sep 2010, 02:33
xachapuridze
QUOTE
მგონი, ჯემალ ქარჩხაძის "სოლომონიანს" უნდა გულისხმობდე.

ეგაა..მეც ეგ მახსოვს.

Posted by: rozoma 13 Sep 2010, 10:47
xachapuridze
Solveig
თქვენ გაიხარეთ 2kiss.gif

Posted by: dima zestafan 16 Sep 2010, 17:00
ვერავინ მეტყვის 19 საუკუნეში მოგვაწე გამოჩენილ იტალიელი მწერლის სახელსს : )რენესანსის ხანასჰი მოგვაწეობდა ევროპაში biggrin.gif თუ ვინმემ იცით მითხარით

Posted by: Nnino 21 Sep 2010, 14:05
ვეძებ –
რუსი მწერლის მოთხრობაა, ასე მეცხრამეტე–მეოცის მიჯნისა, რატომღაც ბუნინი მოდის ასოციაციით, მაგრამ დანამდვილებით არ მახსოვს, ოფიცერი საცოლესთან დარჩება სამი დღით, იდეზერტირებს, ჩამოაკითხავენ და იქვე, საცოლის თვალწინ ხვრეტენ. ჰო, თოვლი და ქარბუქია. სკოლის პერიოდში წავიკითხე, სიამოვნებით გადავიკითხავდი ახლაც.

Posted by: RINO 22 Sep 2010, 16:31
თბილისის წიგნებსი მაღაზიების მისამართების სია ხომ არ აქვს ვინმეს?
ან საიტები

Posted by: omagio4 23 Sep 2010, 15:50
RINO
http://parnasi.ge/
http://elva.ge/
http://biblusi.ge/

Posted by: kato_stropa 24 Sep 2010, 00:24
რეზო თაბუკაშვილისეული თარგმანები მინდა შექსპირის სონეტების...კომპში პროგრამა რომ ჩაწერეს აურია და ქართული შრიფტით ვეღარ ვსარგებლობ და წესიერად ვერ ვეძებ.დამეხმარეთ რა ძაან ძაან მინდა და გეხვეწებით,საიტი დამილინკეთ სად მოვნახო cry.gif

Posted by: lars von trier 24 Sep 2010, 00:39
kato_stropa
აქ რასაც დაწერ გუგლში დააკოპირე კონტროლ ც-თი biggrin.gif

Posted by: kato_stropa 24 Sep 2010, 00:54
lars von trier
მოფიქრება ხო უნდა givi.gif მადლობა,კაი კაცი biggrin.gif

Posted by: quso13 26 Sep 2010, 00:41
სიმონ ჩიქოვანის- ვინა სთქვა გამიჩითეთ რა

Posted by: kamikadze_teroristi 27 Sep 2010, 02:01
"მაი აფერია" ვისი ლექსია? და სად შეიძლება ვნახო სრული ვერსია ან ვიდეოსი და ან ლექსის?
აი აქ არის 38წამი ჯინორია კითხულობს
აი ლინკი http://www.youtube.com/watch?v=p4rlQbWKDzI



Posted by: joniloo 29 Sep 2010, 13:10
ადამიანი, რომელიც იცინის (თუ ზუსტად მახსოვს) ვისია?

Posted by: xorumi 29 Sep 2010, 17:03
joniloo
QUOTE
ადამიანი, რომელიც იცინის (თუ ზუსტად მახსოვს) ვისია?

კაცი რომელიც იცინის? ჰიუგოსია baby.gif

Posted by: Nnino 30 Sep 2010, 23:26
kamikadze_teroristi
გალაკტიონისაა და, თუ სწორად მახსოვს, ეგ ერთი სტროფია...

Posted by: Solveig 2 Oct 2010, 00:11
QUOTE
ვერავინ მეტყვის 19 საუკუნეში მოგვაწე გამოჩენილ იტალიელი მწერლის სახელსს : )რენესანსის ხანასჰი მოგვაწეობდა ევროპაში

მეცხრამეტე საუკუნეში რა უნდოდა რენესანსს?

Posted by: Perfectum 2 Oct 2010, 00:13
QUOTE
მეცხრამეტე საუკუნეში რა უნდოდა რენესანსს?

biggrin.gif:D

Posted by: donara123 2 Oct 2010, 01:07
გიორგი ზანგური ქუთაიშია მესხიშვილის თეატრში.27 სექტემბერს ქონდა სპეკტაკლი ,,ბამბაზიის სამოთხე,, რომელშიც მთავარ როლს თამაშობს!!

Posted by: monogamist 3 Oct 2010, 00:56
პალიტრა რომ გამოსცემ ჟურნალებთან ერთად წიგნებს, რაც გამოსულია სრული სია სად ვნახო?

Posted by: lazy 4 Oct 2010, 21:18
ხალხო , რამე წიგნი არ იშოვება ლიტერატურული მიმდინარეობების ანალიზის დახასიათებების შესახებ ?

Posted by: Perfectum 4 Oct 2010, 22:16
lazy
QUOTE
ხალხო , რამე წიგნი არ იშოვება ლიტერატურული მიმდინარეობების ანალიზის დახასიათებების შესახებ ?

ლიტერატურული მიმდინარეობის ანალიზის დახასიათება? არის წიგნები ლიტერატურულ მიმდინარეობებზე.
http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%90%D0%BB%D0%BB%D0%BE,_%D0%A0%D0%B5%D0%BD%D0%B5 აი, მაგალითად ეს კაცი ყოფილა ყოფილა სიმბოლიზმის მკვლევარი.
თუ ქართული ლიტერატერატურის მინდინარეობების ანალიზი გაინტერესებს , რომანტიზმის შესახებ ლევან ასათიანი მახსენდება , აკაკი გაწერელია, გურამ ასათიანი.
კვლევების და ანალიზის დახასიათებებიც იქნება, კი. მაგრამ აქ უკვე მხოლოდ ცალკეული გამონათქვამები მახსენდება.

მოკლედ, ამ პოსტმა თუ არაფერი მოგცა , არ მიწყინო smile.gif

Posted by: lazy 5 Oct 2010, 11:16
рerfectstranger
არ მწყენია 8==)
ეგეთი კვლევეი არ მინდა , რამე ისეთი წიგნი , სადაც ერთად იქნება თავმოყრილი ლიტერატურილი მიმდინარეობების დახასიათებები ...თუნდაც , სიმბოლიზმი , რეალიზმი, რომანტიზმი და კიდევ ბევრია

Posted by: Perfectum 5 Oct 2010, 11:49
lazy
საჯაროში უნდა მიხვიდე.

Posted by: lazy 5 Oct 2010, 12:06
рerfectstranger
ეგ ძნელი საქმე არაა : )
შენ ის მითხარი შემდგომ რა მოვიმოქმედო : )

Posted by: Perfectum 5 Oct 2010, 12:11
lazy
შემდეგ კატალოგში დაძებნე რომატიზმი, სიმბოლიზმი და ა.შ.
ადრე ენციკლოპედიები იდო პირველ დარბაზში, იქ მოძებნე ლიტერატურული მიმდინარეობების დახასითებები,
წიგნები და ავტორებიც იქნება ჩამოთვლილი და მერე ის წიგნები მოძებნე კატალოგში და გამოიწერე. : )

Posted by: Nnino 6 Oct 2010, 00:28
lazy

შენ გჭირდება 1996 წელს გამოცემული "ლიტერატურის თეორიის საკითხები". გორში ვარ, თორემ გათხოვებდი. მას მერე, 2009-ში გამოვიდა "ლიტერატურის თეორია" ირმა რატიანის რედაქტორობით, მოკლედ და კონკრეტულად აქ იქნება ყველაფერი.

სიმონ გაჩეჩილაძეს აქვს კიდევ მეორე "ლიტმცოდნეობის საფუძვლები", მაგრამ, მგონი 60 წლის წინათაა გამოცემული, თუ უფრო მეტი არა. smile.gif

Posted by: Perfectum 6 Oct 2010, 00:51
lazy
QUOTE
შენ გჭირდება 1996 წელს გამოცემული "ლიტერატურის თეორიის საკითხები". გორში ვარ, თორემ გათხოვებდი. მას მერე, 2009-ში გამოვიდა "ლიტერატურის თეორია" ირმა რატიანის რედაქტორობით, მოკლედ და კონკრეტულად აქ იქნება ყველაფერი.

სიმონ გაჩეჩილაძეს აქვს კიდევ მეორე "ლიტმცოდნეობის საფუძვლები", მაგრამ, მგონი 60 წლის წინათაა გამოცემული, თუ უფრო მეტი არა.

აჰა, გეშველა smile.gif

Posted by: lazy 6 Oct 2010, 16:51
გმადლობათ !
:*
8==)
...................

Posted by: eka-li 9 Oct 2010, 23:45
ხომ ვერ მეტყვით, სად შეიძლება, ვნახო კაფკას "მეტამორფოზა" და მისი სხვა ნაწარმოებების ელექტრონული ვერსია? ძალიან მჭირდება, თან სასწრაფოდ. გმადლოობთ smile.gif

Posted by: xorumi 17 Oct 2010, 22:05
ისტორიაში კი ვიკითხე მაგრამ ...საქართველოს ისტორიაზე მინდა რამე წიგნი ფრანგულ ენაზე ან თუ ფრანგული ვერ ვნახე, ინგლისურიც მოსულა. baby.gif
იცით რამე? user.gif

Posted by: minerva 17 Oct 2010, 22:09
xorumi
QUOTE
იცით რამე?

ეგ არ ვიცით, მარა მოდერობა რატო არ გინდოდა ის გვითხარი შენ biggrin.gif

Posted by: Crøs 18 Oct 2010, 00:18
eka-li
QUOTE
ხომ ვერ მეტყვით, სად შეიძლება, ვნახო კაფკას "მეტამორფოზა" და მისი სხვა ნაწარმოებების ელექტრონული ვერსია? ძალიან მჭირდება, თან სასწრაფოდ. გმადლოობთ

ეს მეტამორფოზები რუსულად.თუ გინდა სხვებსაც აგიტვირთავ.
http://www.allshares.ge/download.php?id=2770D3FB38

xorumi
QUOTE
.საქართველოს ისტორიაზე მინდა რამე წიგნი ფრანგულ ენაზე ან თუ ფრანგული ვერ ვნახე, ინგლისურიც მოსულა.

რუსულად მაქვს თუ გინდა user.gif
ისე მარი ბროსე გამოგადგება შენ და კიდევ ეს Alexandre Manvelichvili, Histoire de la Géorgie

Posted by: xorumi 18 Oct 2010, 01:06
minerva
QUOTE
ეგ არ ვიცით, მარა მოდერობა რატო არ გინდოდა ის გვითხარი შენ biggrin.gif

"რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს" pop.gif biggrin.gif

cros
QUOTE
რუსულად მაქვს თუ გინდა user.gif

ნწუ user.gif

QUOTE
კიდევ ეს Alexandre Manvelichvili, Histoire de la Géorgie

bis.gif 2kiss.gif კი ეს ისაა რაც ერს უნდა...სადმე ონლაინ ხო არსად იყიდება თუ იცით baby.gif

Posted by: Crøs 18 Oct 2010, 12:50
xorumi
QUOTE
სადმე ონლაინ ხო არსად იყიდება თუ იცით

აი აქედან,მაგრამ როგორ შეძლებ ამას არ ვიცი...
http://www.amazon.fr/Alexandre-Manvelichvili-Histoire-G%C3%A9orgie-Pr%C3%A9face/dp/B0017XGNWS
http://www.itineraires.com/displayFindedBook.php?destination=226&type_ouvrage=13&recherche.x=55&recherche.y=6

ესეც გამოგადგება,დაბლა კარგი ლიტერატურაა მითითებული...
http://www.clio.fr/BIBLIOTHEQUE/l_Age_d_or_de_la_georgie_xe-xiiie_siecle.asp

Posted by: xorumi 18 Oct 2010, 16:47
cros
მეღსი ბოკუ 2kiss.gif

QUOTE
აი აქედან,მაგრამ როგორ შეძლებ ამას არ ვიცი...

სხვისთვის მინდა, მივცემ ლინკს და იმტვრიოს თვითონ თავი გამოწერაზე biggrin.gif
* * *
ეს უპოვია თვითონ და უყიდია.
http://www.amazon.ca/Histoire-G%C3%A9orgie-cl%C3%A9-du-Caucase/dp/2262026459/ref=sr_1_1?s=books&ie=UTF8&qid=1287410232&sr=1-1

ვინმეს გსმენიათ? ... ამით ეცნობა კაცი საქართველოს და რამე "სომხური მაიმუნობა" არ იყოს biggrin.gif


user posted image

Posted by: koscielny 21 Oct 2010, 23:40
მე დავწერე და რავი თუ გამოგადგება sad.gif(((((((

ნინიკო ჩემო ლამაზო
გუშინ წინ გნახე ბუტკის წინ
როგორ იჯექი ღვთაებავ
შენ ჩემო ლამაზ თვალებავ

Posted by: kvebis_bloki 21 Oct 2010, 23:43
პაცეპალმის ძებნა მეზარება და ჩათვალეთ რო დავწერე mo.gif mo.gif

Posted by: xorumi 22 Oct 2010, 22:10
ჟურნალებს რომ წიგნები მოყვება, თვალში მომხვდა ტროცკი გამოსულა...ყევლგან II ტომი მხვდება biggrin.gif

ჰოდა ვინც იყიდეთ, ვისი ავტორობითაა, ტროცკის მთლიანი ბიოგრაფიაა...როგორ იკითხება? biggrin.gif I ტომს სად ვიშოვი? user.gif

Posted by: GUDU_PLANT 26 Oct 2010, 14:15
ვიცი არის და თავისივე დაწერილია. ლევ ტროცკი - ჩემი ცხოვრება ყიდვა მგონი არ გაგიჭირდება წიგნის მაღაზიებში იქნება.მე ვნახე იგივე ზუსტად ოღონდ უკეთესი ხარისხის 24 ლარი ღირს wink.gif

მე კიდე მინდა იცით რა smile.gif
გადაცემა რო იყო ვ მირე ჯივოტნიხ ეგ კომპოზიცია. მუს გე ზე არის მაგრამ 8 წუთიანია და 2 წუთი უკრავს.
მოკლედ ორიგინალი ვერსია თუ იცით სადმე ლინკი დადეთ smile.gif

Posted by: xorumi 26 Oct 2010, 21:10
GUDU_PLANT
QUOTE
ვიცი არის და თავისივე დაწერილია. ლევ ტროცკი - ჩემი ცხოვრება ყიდვა მგონი არ გაგიჭირდება წიგნის მაღაზიებში იქნება.მე ვნახე იგივე ზუსტად ოღონდ უკეთესი ხარისხის 24 ლარი ღირს wink.gif

ვააა ავტობიოგრაფიაა? ინწერესნო, შევიძენ აუცილებლად ...გაიხარეalk.gif
x-mode-ის ვერსია წავა, მგონი ორიგინალი არაა მაგრამ ბოლო დროს ეგ იყო ცვეტში biggrin.gif
http://gol.ge/index.php?cat=music&details=4070&filter=9.6.35

Posted by: earth 7 Nov 2010, 21:16
ვისაც თანამედროვე ქართული ლიტერატურა იზიდავს და გარკვეულია

ძალიან მჭირდება ლიტერატურილი ნაწარმოებები ( პროზა, ნოველა, იგავი, პიესა, ) საქართველოს თემაზე

ვისაც რა მოგეპოვებათ ლინკი დადეთ რა ან ლიტერატურა მიმითითეთ


წინასწარ დიდი მადლობა ყველას

Posted by: elee 8 Nov 2010, 11:31
დარაჯან სუმბაძეს ,,მეტალის პეპლის'' გარდა სხვა წიგნი აქვს გამოცემული?

Posted by: Crøs 8 Nov 2010, 12:20
elee
QUOTE
დარაჯან სუმბაძეს ,,მეტალის პეპლის'' გარდა სხვა წიგნი აქვს გამოცემული?

კი.
http://www.biblusi.ge/index.php?page=shop.product_details&flypage=flypage.tpl&product_id=1045&category_id=10&manufacturer_id=449&option=com_virtuemart&Itemid=12

Posted by: elee 8 Nov 2010, 13:34
cros
QUOTE
კი.

მადლობა, ეს მეტალის პეპელა რაღაც მომეწონა და საინტერესოა : )) შევიძენ მერე

Posted by: _Lali_ 10 Nov 2010, 21:06
ძალიან გთხოვთ, წაიკითხეთ ეს ლექსი და იქნებ ვინმემ იცოდეს ავტორი. დიდი ხანია ვეძებ და ვერ გავარკვიე. ვიცი მხოლოდ, რომ ავტორი ქალია

გამოცხადება

ძველი დღეები საძვალეს ათოვს და ჩემთან ერთად სცივათ ფანტელებს.
მე მეშინია, ჩემო ძვირფასო, შენი ნაბიჯის ხმა მომაშველე.
ო, რა ამაოდ გადავითვალე დღენი, მიწისგან დანავალები.
მე გარიჟრაჟზე გარდავიცვალე და კარებისკენ დამრჩა თვალები.
შენ არ მოხვედი… ცა იყო თეთრი და აჟრჟოლებდათ ფრთოსან ასულებს.
რო მოსულიყავ, მე გაგიმხელდი სიზმარს, რომელიც ვერ დავასრულე.
დამიჭკნა შენგან გამოყოლილი უუნაზესი ყვავილი ფიცის.
ეჰ, არ ღირს, არ ღირს, არ ღირს ლოდინი! არ ღირს და მაინც… მე მაინც ვიცდი!
აღარ დავტირი დამსხვრეულ კერპებს, არ მენანება ყოფნის შორეთი.
ო, ერთხელ მაინც… ო, ერთადერთხელ მოდი და ჩუმად მითხარ: "მოვედი".
ჟამი დაგაყრის წარსულს ისრებად და შეგაწუხებს ღამეთა წყება.
ეს ბოლოს, როცა გარდაიცვლება მზე შემოდგომის და შეგცივდება.
ო, მეშინოდა ზამთართ არულის და ის ზმანებაც აცხადდა ახლა…
ვინ დამანათლა მე სიყვარული და მარტოობა, ვინ დამანათლა!
ააწრიალებს წუხილი ქარებს და აჩრდილებიც სადღაც მიდიან.
მეც აჩრდილი ვარ, რას დაგიშავებ… მოგეფერები, ნუ გეშინია!
ვინ დააყარა თოვლი ყვავილებს, ვინ აურია საღამოები!
მე ახლა ვიცი, საით წავიდე, არ ვიცი ოღონდ, რატომ მოვედი.
მახსოვს, ბილიკებს ნისლი ეფარა და ყოველივე მოხდა შემთხვევით.
მე მაინც, მაინც მოვალ შენთან და ფიქრით გათოშილ თვალებს ვემთხვევი.
მე ისიც ვიცი, რატომ არ მოხველ და ცად ზარები რატომ შფოთავდნენ.
უუნათლესი მზენი გწყალობდენ, გღლის მოსული და ელი მოსასვლელს!
ახლა ზამთარი ყურში ჩამალულ ფიფქების ბანქოს თავისთვის იშლის…
მე რა ვიცოდი, კაცის სიყვარულს რომ უნდა ახლდეს დაკარგვის შიში.
მე რა ვიცოდი, ფარსი ფერების, ბოლოსდაბოლოს გზა რომ ორდება.
რომ შარშანდელი ფოთოლცვენები დამაცხრებოდნენ ყვითელ ორბებად.
რომ მირაჟები ასე თავდება და სინანულად არ ღირს სხეული…
ძვირფასო, ჩემი შემოღამება არ იქნებოდა ასე ეული.
შორს გარიჟრაჟის ზარები რეკენ და ზამთრის შოლტზე წუხან იფნები.
გაგეღვიძება და გაიხსენებ, რომ სიზმრად მნახე და გაფითრდები.
იტყვი, რომ მოველ თეთრი სუდარით და შებინდების მოვგავდი ლოცვას.
რომ დაგიბრუნე შენი სურათი და გადავიქეც მწუხარე ფოთლად.
რომ მიდიოდი სადღაც და უცებ აგაწრიალა ძველმა იარამ…
მერე შეჰყვირე და დაიფერფლე და იმ ბილიკზე მზემ ჩაიარა.
რომ დასტიროდი საკუთარ ნაცარს და აგროვებდი იმ ნაცარს ვითომ…
რომ არსაიდან არარა ჩანდა და დაბრუნებაც გვიანი იყო.
იტყვი, არ ვიცი, მესიზმრა რატო… მე კი, ეჰ, მე კი ვიცი რამდენი!
ვიცი, ო, ვიცი, ჩემო ძვირფასო, რომ გეშინოდა ჩემი დარჩენის.
ვიცი! მწველია თეთრი სინათლე, ჭეშმარიტების სხივო, მარტვილო,
ვიცი! რომ სძულდე - უნდა გიყვარდეს და რომ უყვარდე - უნდა დასცინო.
ვინ წააყარა თოვლი ყვავილებს, ვინ აურია საღამოები!
ვიცი, ჰო, ვიცი, უნდა წავიდე, არ ვიცი ოღონდ, რატომ მოვედი.
მივდივარ… ო, იქ ზართა რეკაა და წყვდიადების ცივი სისველე.
ეჰ, მაპატიე, რა დროს ეგაა… გემუდარები, რამე მიშველე!
აღარ დავტირი დამსხვრეულ კერპებს, არ მენანება ყოფნის შორეთი.
ო, ერთხელ მაინც… ო, ერთადერთხელ მოდი და ჩუმად მითხარ: "მოვედი!"
ჰე! მიმიხმობენ ზარები მორჩილს, და გალობანი ფრთოსან ასულთა…
მადლობელი ვარ, რომ არსებობდი… და რომ სიზმარი ასე დასრულდა…


Posted by: earth 10 Nov 2010, 21:52
QUOTE (earth @ 7 Nov 2010, 21:16 )
ვისაც თანამედროვე ქართული ლიტერატურა იზიდავს და გარკვეულია

ძალიან მჭირდება ლიტერატურილი ნაწარმოებები ( პროზა, ნოველა, იგავი, პიესა, ) საქართველოს თემაზე

ვისაც რა მოგეპოვებათ ლინკი დადეთ რა ან ლიტერატურა მიმითითეთ


წინასწარ დიდი მადლობა ყველას

რაიყო ხალხო არაფერი გაგიიათ მსგავსი? help.gif

Posted by: Crøs 11 Nov 2010, 14:45
_Lali_
QUOTE
ძალიან გთხოვთ, წაიკითხეთ ეს ლექსი და იქნებ ვინმემ იცოდეს ავტორი.

ლია რუსიაშვილი

Posted by: _Lali_ 11 Nov 2010, 15:21
cros
გაიხარე! დიდი მადლობა. ვერ წარმოიდგენ, როგორ დამეხმარე! 2kiss.gif

Posted by: iza 14 Nov 2010, 17:33
ეს ლექსი მინდა მთლიანად და ავტორი;

,ქორწილი აქვს ჭავჭავაძეს სასახლეში, დედოფლის შუქა ჭაღებიც კი ნატრობს
შენ რატომ ხარ მოწყენილი, დარდიანი, შენ რატომ არ მხიარულობ ტატო?"

Posted by: evalota 14 Nov 2010, 20:05
iza
სამწუხაროდ, პოეტი არ მახსოვს. იმედია, ამ ლექსს გულისხმობდი. ინებე.

შენი სულის,ობოლ სულის სალოცავად
წინანდალი აღმართულა მარტო,
გზა მიუდის ციცაბო და დამრეცილი,
გვიანია, იქ ნუ მიხვალ ტატო.

ქორწილია ჭავჭავაძის სასახლეში,
დედოფლის შუქს ბროლის ჭაღიც ნატრობს,
გულსაკლავად ჟღერს ლამაზი როიალი
და შენს სანთელს დადიანი აქრობს.

გულის ძგერას ვაჟკაცურად გაუძელი,
აბა სხვა რით განუგეშო ტატო,
ქორწილია ჭავჭავაძის სასახლეში,
გრიბოედოვს დადიანი ართობს.

შენ რატომ ხარ მოწყენილი, დარდიანი
შენ რატომ არ მხიარულობ ტატო?

Posted by: iza 15 Nov 2010, 17:51
evаlota

უღრმესი მადლობა. ეს სრული ტექსტია ხომ???

Posted by: evalota 15 Nov 2010, 22:07
iza
QUOTE
უღრმესი მადლობა. ეს სრული ტექსტია ხომ???

არაფრის 2kiss.gif
კი, როგორც ვიცი, სრული ტექსტია.
აი, ეს ვერსიაც ვნახე.

შენი სულის, ობოლ სულის სალოცავად,
წინანდალი აღმართულა მარტოდ,
გზა მიუძღვის ციცაბო და დაგრეხილი
გვიანია, ნუღარ წახვალ ტატო.
ქორწილია ჭავჭავაძის სასახლეში,
დედოფლობას ჭაღებიც კი ნატრობს,
გულსაკლავად ჟღერს ლამაზი როიალი
და შენ სანთელს დადიანი აქრობს.
ჰა ავარდნენ მაშხალების ჩირაღდნები,
შენ კი სევდამ მოგაკითხა მარტოს,
გულისტკივილს ვაჟკაცურად გაუძელი,
აბა, სხვა რით განუგეშო ტატო.


Posted by: iza 18 Nov 2010, 15:26
evаlota

QUOTE
არაფრის 2kiss.gif კი, როგორც ვიცი, სრული ტექსტია. აი, ეს ვერსიაც ვნახე.

შენი სულის, ობოლ სულის სალოცავად, წინანდალი აღმართულა მარტოდ, გზა მიუძღვის ციცაბო და დაგრეხილი გვიანია, ნუღარ წახვალ ტატო. ქორწილია ჭავჭავაძის სასახლეში, დედოფლობას ჭაღებიც კი ნატრობს, გულსაკლავად ჟღერს ლამაზი როიალი და შენ სანთელს დადიანი აქრობს. ჰა ავარდნენ მაშხალების ჩირაღდნები, შენ კი სევდამ მოგაკითხა მარტოს, გულისტკივილს ვაჟკაცურად გაუძელი, აბა, სხვა რით განუგეშო ტატო.


კიდევ ერთხელ გმადლობ ჩემო კარგო 2kiss.gif

Posted by: gi_2_gi 19 Nov 2010, 21:49
ვაიმე მანველიძის მგლებზე ვნახე თემა დახურული აქ გადმოამისამართეს და ონლინე ვერსია მართლა არსებობს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: salom_e_a 19 Nov 2010, 23:46
Sex, Drugs, and Cocoa Puffs: A Low Culture Manifesto -ამ წიგნს ვეძებ free ვერსიას და ხო არ იცით სად შეიძლება ვიპოვო?რაც ამოვაგდე search-ით არცერთი არაა free...
Chuck Klosterman-ია ავტორი... chups.gif tongue.gif

Posted by: elee 21 Nov 2010, 13:17
ერნესტ ჰემინგუეის მარადიული დღესასწაული თუ არის ქართულად თარგმნილი? moveable feast ჰქვია სინამდვილეში და ქართულად განუყრელი დღესასწაული უფრო ალბათ?

Posted by: shprotisbanka 21 Nov 2010, 17:24
elee
კი,არის ოთხტომეული რო გამოიცა იმაშიც შევიდა smile.gif
ხო,განუყრელი დღესასწაული ქვია.

Posted by: Nnino 21 Nov 2010, 23:28
salom_e_a
აუდიოვერსია თუ გინდა, აქაა. http://www.ebook3000.com/Chuck-Klosterman---Sex--Drugs--and-Cocoa-Puffs--A-Low-Culture-Manifesto_37537.html

Posted by: salom_e_a 22 Nov 2010, 00:12
Nnino
ძაან დიდი მადლობა იყოს აუდიო არაუშავს smile.gif

Posted by: elee 22 Nov 2010, 09:03
shprotisbanka
და სად იყიდება ხომ არ იცი?

Posted by: shprotisbanka 22 Nov 2010, 11:24
elee
სად იყიდება არ ვიცი,შეიძლება ბუკინისტებში წააწყდე,ისე ნებისმიერ თავმოყვარე ბიბლიოთეკაში იქნება smile.gif

Posted by: Manowarrior 24 Nov 2010, 03:31
ერთი კითხვა მაქვს და იქნება აქ ვინმემ იცოდეს პასუხი.

მოკლედ, ღრმა ბავშვობაში წავიკითხე ქართულად ნათარგმნი რომელიღაც უნგრელი მწერლის წიგნი, რომლის სახელიც არ მახსოვს. არ მახსოვს არც წიგნის სათაური, მახსოვს რომ მთავარ პერსონაჟს (7 - 8 წლის ბავშვს) ჰქვია ჟოლტ კოვაჩი, ეზიზღება მჟაუნას სუპი ოცნებობს საკუთარ კუნძულზე და ბოლოს ისრულებს კიდეც ამ ოცნებას. მოკლედ, თუ ვინმეს გეცნობათ, იქნებ დაწეროთ ან მწერალი ან ნაწარმოების სათაური.

Posted by: Sophist 6 Dec 2010, 05:54
ვეძებ ინტერნეტში წასაკითხად ძალიან კაი წიგნს Anything Can Happen ავტორი George and Helen Papashvily

Posted by: Taro 8 Dec 2010, 00:14
ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის "დიდი გეთსბი" სად ექნებათ? ინგლისურად ორიგინალში

Posted by: ANNNA 8 Dec 2010, 18:32
ლექსი მითხარით რა რომელიმე დიალოგი რო იყოს შიგნით

Posted by: Crøs 8 Dec 2010, 18:50
ANNNA
QUOTE
ლექსი მითხარით რა რომელიმე დიალოგი რო იყოს შიგნით


აჰა,ჩემი ერთ-ერთი საყვარელიsmile.gif

ფრანსუა ვიიონი - გაბაასება საკუთარ გულთან

-ვინ არის? - მე ვარ, შენი გული. - ვინ? - შენი გული.
ნახე რას ვგავარ სისხლგამშრალი და გადაღლილი
ბეწვზე ვკიდივარ. - აკი გიძლებს. - გიჟი ხარ სრული!
-რატომ, რას მერჩი? - დაწანწალებ ქუჩის ძაღლივით,
მე კი გამლიე - არ ვიცოდ- ღმერთი და რჯული.
-მაშ რაა, ჯიქურ გამიმართე სიკვდილთან დავა!
-რა და სიცოცხლის წყურვილია. - არა, ცოფია!
- შემეშვი! - მინდა მიგახვედრო! - მივხვდები თავად!
-მერედა როდის? - სიყმაწვილე როდესაც გავა.
-რა უნდა გითხრა. - ნურას მეტყვი, ასე ჯობია.

-თქვი, რას აპირებ? - კაცი ვიყო. - თუ ავაზაკი?
ოცდაათის ხარ! - მომპარვია ჯორის ასაკი.
-ყმაწვილი ვარო? - სიტყვას მოჰყვა. - რა სიკვდილს ეძებ!
-არ ვიცი. - ღმერთო აღარ შერჩა ჭკუის ნასახი!
-იცი კი რამე? - ვიცი. - მაინც? - ვთქვათ ბუზი რძეზე
ზის შავი თეთრზე. - სულ ეგ არის? - გეცოტავება?
- მაგ ცოდნით ისევ მომიხერხებ შარში გავება!
ზის შავი თეთრზე! წამომიწყო ფილოსოფია!
- ნუ აყირავდი, არ გიხდება ეს გაავება.
-რა უნდა გითხრა. - ნურას მეტყვი, ასე ჯობია.

-არა, სულელი მაინც იყო, ჭკუანაკლული,
ან ბავშვობაში თავი გქონდეს ქვაზე დაკრული,
რაღაცა ახსნა იქნებოდა, რაღაც მიზეზი!
სიბინძურისკენ რომ მიიბრძვი თავგადაკლული,
გაქვს სილამაზის განცდა ბრიყვო? - უფაქიზესი.
-ეტყობა გიჟთან ვლაპარაკობ და არა საღთან,
ანაც ეგ თავი რიყის ქვაზე მაგარი გახდა,
ნახე, გასინჯე, ზედ რამდენი ჭდე და კოპია!
ზნე რომ იცვალო... - მე პირველი დავრჩები სახტად.
-რა უნდა გითხრა. - ნურას იტყვი ასე ჯობია.

-ვერ გავჩუმდები! - მაშ ვიდაოთ? - მაშ ნუ ვიდავებთ?
როდიდან მიდრკი სიბნელისაკენ? - შობის ღიდანვე,
როცა სატურნმა ავბედითი ტვირთი ამკიდა,
- რა სიგიჟეა! თურმე ცოდვებს სიყრმით ზიდავენ!
უმანკო ძილით როცა სძინავთ, იმ ასაკიდან!
ბრიყვი რომ თვითონ შეეყრება ჭირსა და სნებას,
თურმე ნუ იტყი, დამნაშავე ცის მნათობია!
ბრძენს უთქვამს: სიბრძნით დაიურვის მნათობთა ნება.
- სულ ტრაბახია, ვინც რად ჩნდება, იმადვე კვდება.
- რა უნდ აგითხრა. - ნურას იტყვი, ასე ჯობია.

-ვინძლო სიცოცხლე დიდხანს გინდა! - ღმერთმა ინებოს.
-იჯმენ, იქენჯნე, მიეჩვიე... - რას? - მოთმინებას!
იწვრთენ, ისწავლე, ნუ ჩაგითრევს ბნელი დინება,
ორმოს ნუ ითხრი, გმე, ქველთაგან რაც საგმობია!
ნუ ამჩატდები, მთავარია გულმოდგინება!
იმედით იყავ! - მაშ შევთანხმდით: იღბლის იმედად!
- რა უნდ აგითხრა. - ნურას იტყვი, ასე ჯობია.

Posted by: ANNNA 8 Dec 2010, 19:01
cros

ძალიან დიდი მადლობაა smile.gif

ლიტ.მცოდნეობაში მჭირდება დიალოგი პოეზიაშიც რო არის ხოლმე იმის მაგალითად უნდა დავწერო smile.gif

Posted by: litterator 9 Dec 2010, 14:19
QUOTE (Taro @ 8 Dec 2010, 00:14 )
ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის "დიდი გეთსბი" სად ექნებათ? ინგლისურად ორიგინალში

დოლიძეზე ”international house”-ის წიგნების მაღაზიაში, ან უნივერსიტეტის (თუ არ ვცდები II კორპუსის) წიგნების მაღაზიაში

CAC-საც აქვს ინგლისურენოვანი წიგნების მაღაზია და უფრო იაფია ვიდრე დოლიძეზე
fig.gif

Posted by: xachapuridze 9 Dec 2010, 21:15
Sophist
QUOTE
ვეძებ ინტერნეტში წასაკითხად ძალიან კაი წიგნს Anything Can Happen ავტორი George and Helen Papashvily

წიგნი არსებობს ქართულად: ქვეყანა, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს~ მთარგმნელი ანდუყაფარ ჭეიშვილი.
ეს ნაწარმოები თავის დროზე ამერიკაში სასკოლო სახელმძღვანელოებში იყო შეტანილი.

Posted by: err2 9 Dec 2010, 23:54
ძალიან მაინტერესებს რა ქვია სვეტის მსგავს ძეგლებს და თუ ვინმემ იცით მითხარით რა

Posted by: xevsuri2 10 Dec 2010, 21:30
QUOTE (err2 @ 9 Dec 2010, 23:54 )
ძალიან მაინტერესებს რა ქვია სვეტის მსგავს ძეგლებს და თუ ვინმემ იცით მითხარით რა

ობელისკი yes.gif

Posted by: ANNNA 10 Dec 2010, 23:15
თუ შეგიძლიათ ჩამომითვალოთ:
ნაწარმოებები რომლებსაც საფუძვლად უდევთ: ლეგენდა, გადმოცემა, შემთხვევა, ფაქტი ან ისტორიული ქრონიკა...

Posted by: hank 11 Dec 2010, 01:10
რომელი ეპოქიდან გინდა? ისე უცბად რაც თავში მომდის არის - ,,სიმრერა ნიბელუნგებზე" მთლიანად მითებზე არის დაფუძნებული, ან ნებისმიერი მითოლოგიური ნაწარმოები, თუნდაც ჰომეროსის ოდისეა და ილიადა smile.gif

Posted by: ANNNA 11 Dec 2010, 17:31
hank

სულ ერთია ეპოქა, უფრო ახლები მირჩევნია. და კიდევ ლუარსაბ თათქარიძისნაირი (ის რომ ათასს ჰგავს და ათასი მას) ტიპიური გმირი რომელ ნაწარმოებშია?ანუ ზოგადად ტიპიური გმირი ან ტიპიური გარემოება user.gif


Костанжогло из «Мертвых душ» Гоголя, Тушин из «Обрыва» Гончарова, Штольц из романа «Обломов»,

ესენი შეიძლება ტიპებად რო ჩავთვალოთ?

Posted by: minerva 11 Dec 2010, 18:22
ANNNA
QUOTE
ტიპიური გმირი რომელ ნაწარმოებშია?ანუ ზოგადად ტიპიური გმირი ან ტიპიური გარემოება


"გარგანტუა და პანტაგრუელი"


QUOTE
ნაწარმოებები რომლებსაც საფუძვლად უდევთ: ლეგენდა, გადმოცემა

მითოლოგია, როგორც უკვე ზემოთ გირჩიეს smile.gif

Posted by: ANNNA 11 Dec 2010, 18:39
minerva

QUOTE
"გარგანტუა და პანტაგრუელი"


გარგანტუა და პანტაგრუელი არიან ტიპიური გმირები?

Posted by: MissLu 12 Dec 2010, 13:15
სექსოლოგიაზე მინდა ლიტერატურა, "მაღალი" სამედიცინო ტერმინებით რომ არ იყოს დაწერილი..
თუ იცით მირჩიეთ გთხოვთ

Posted by: earth 12 Dec 2010, 17:57
ქალი ცვედანი ვისია? ავტორი ვინ არის?

Posted by: Perfectum 17 Dec 2010, 22:24
მე თქვენზე ერთი ცრემლით ვარ მეტი- ეს ვისია?

Posted by: NIII_ 17 Dec 2010, 22:41
рerfectstranger
ხარანაულის smile.gif

Posted by: მილანი 18 Dec 2010, 12:39
რატომ გგონიათ ქალბატონო, თითქოს წუხელის
თქვენით შეშლილი მივეძალე ასე კონიაკს,
არა, ეს მხოლოდ ახირება იყო წუხილის,
თქვენ კი გგონიათ,
ქალბატონო, თქვენ კი გგონიათ,
რომ მარტოოდენ თრობისათვის უაზროდ ვსვამდე,
ან სასიკვდილოდ შევიტოვე მეშვიდე ტყვია;
მე შემიძლია გიერთგულოთ იმ სადგურამდე,
რომელსაც ბოლო, ან უბრალოდ, სიკვდილი ჰქვია.
მიეძინება ამ ვნებასაც დროის მირაჟში,
მიეძინება როგორც მზისგან ნაგმობ ფოლიანტს,
თქვენ მომღიმარი დაბრუნდებით მყუდრო ბინაში,
მე კი სად წავალ, ქალბატონო, როგორ გგონიათ?!
ეს არც ფიცია, არც ღაღადი, არც აღსარება
თუ თქვენი კდემა გავიხადე სიგიჟის ძეგლად...
და ყველა მზერა, თუ უსიტყვო ამკვნესარება
იკმარეთ ჩემი თავხედობის მოსატევებლად...
და ნუ გგონიათ, მარტოოდენ თრობისთვის ვსვამდე,
ან საფეთქლისთვის ჩავარჩინე ლულაში ტყვია;
არა! უბრალოდ ერთგულება მწამს სადგურამდე,
რომელსაც ბოლო, ან უბრალოდ, სიკვდილი ჰქვია.

ამ ლექსის ავტორი მინდა რა smile.gif

Posted by: xanka 19 Dec 2010, 17:34
ავტორი მითითებულია ასე: ლევანა.
* * *
უფრო ზუსტად: ლევან
ალავერდაშვილი: აი კიდევ მისი ერთი ლექსი:
დამიბრუნეთ!...
ეხლა უფრო ვეცოდები ღამეს,
პირველია და დაიწყო ორი,
ახლოსა ვგრძნობ სინანულის წამებს,
სიხარულის წამებია შორი.
ეხლა ჩემთან განშორება სახლობს
და ლოგინი ცივ სამარედ იქცა,
წუხელ ვგრძნობდი ზეცა იყო ახლოს,
ეხლა უფრო ახლოსაა მიწა.
ეხლა აზრი გაგიჟებას ითხოვს,
ლანდი მეფობს აქაცა და იქაც,
მეჩვენება ვიღაც ელის სითბოს,
კიბეებზე ამოვიდა ვიღაც...
და ეს ღამე უძილობას მისევს,
გული კვნესის მოვსებული გესლით,
სიყვარული დამიბრუნეთ ისევ!
დამიბრუნეთ!
დამიბრუნეთ!
გესმით?!

Posted by: kato_stropa 21 Dec 2010, 15:41
ფსიქოლოგიაზე ლიტერატურა მინდააა

სად ვნახოო?

Jules Winnfield
დამავიწყდააsad.gif(

Posted by: Alan Lerua 21 Dec 2010, 15:44
kato_stropa
http://www.davit.ge/

Posted by: Jules Winnfield 21 Dec 2010, 18:11
kato_stropa
QUOTE
დამავიწყდაა

რა დაგავიწყდა? spy.gif


Posted by: kato_stropa 21 Dec 2010, 19:55
Alan Lerua
მადლობა მადლობა 2kiss.gif love.gif

Jules Winnfield
QUOTE
რა დაგავიწყდა?

ყავის ლიქიორის პროპორციები...

აის საიტი,შენ რომ დამილინკე,ფსიქ.ლიტერატურაზე,გაიხსენეეე sa.gif

Posted by: Jules Winnfield 21 Dec 2010, 19:59
kato_stropa
აა, ბიბლიოთეკის საიტი. http://www.nplg.gov.ge/

http://www.nplg.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=354

სამოქალაქო საზოგადოების ციფრული ბიბლიოთეკა - ამაში მოძებნე რაც გინდა. yes.gif

Posted by: kato_stropa 21 Dec 2010, 20:08
Jules Winnfield
მიყვ love.gif

რაღაც იდეებმა გამჭოლა idea.gif

Posted by: PANTALONE 22 Dec 2010, 11:20
სულ მთლად ჩვენს თანამედროვეობაში ზღაპრებს ვინ წერს?

ოღონდ რუსულები არ მინდა. ბრედბერი არ მინდა , კოზლოვი არ მინდა, ეგზიუპერიარ მინდა. მაგრამ რაღაც ამ განზომილებაში.

ქართული იქნებოდა იდეალური

Posted by: minerva 22 Dec 2010, 15:05
PANTALONE
QUOTE
ქართული იქნებოდა იდეალური


თეა თოფურია ნახე smile.gif

თამრი ფხაკაზეც..

Posted by: PANTALONE 25 Dec 2010, 00:41
minerva
დანქე შონ /

Posted by: zukita 3 Jan 2011, 02:45
ვერ მივაჰენი ჩEმი ლექსების თემას და სადაა???

Posted by: ANNNA 5 Jan 2011, 11:20
სპირიდონ მცირიშვილი, ტარიელ მკლავაძე, გოგია უიშვილი << ეს გმირები სადაც არიან ნაწარმოებების სახელები აღარ მახსოვს და ეგებ გამახსენოთ.

Posted by: Nnino 5 Jan 2011, 13:06
ANNNA
შაყირობ თუ ფორუმელების ქართული ლიტერატურის ცოდნის დონე გაინტერესებს? wink.gif

სპირიდონა მცირიშვილი და ტარიელა მკლავაძე ეგნატია ნინოშვილის "ჩვენი ქვეყნის რაინდის" პერსონაჟებია. გოგიე უიშვილი კი ამავე მწერლის ამავე სახელწოდების მოთხრობიდანაა.

ეგეც შენ! smile.gif

Posted by: fermina 5 Jan 2011, 17:13
QUOTE
ლექსი მითხარით რა რომელიმე დიალოგი რო იყოს შიგნით

-კონიაკს დალევ?
-მანგოს წვენს
-უნდა გაკოცო
-მაკოცე
-შენ არ მაკოცებ?
-მე არა
-მაშინ მე ორჯერ გაკოცებ biggrin.gif

* * *
elee
QUOTE
ანნა გავალდას რამის წაკითხვა მინდა და იცით ვინმემ ან თუ წაგიკითხიათ მოკლედ ვინმემ რამე მირჩიეთ რა


ძველი პოსტი კი არის მაგრამ მაინც ვუპასუხებ - ისეთმა ხალხმა გაუწია აღფრთოვანებით რეკომენდაცია, ახალ ფრანსუაზა საგანს უძახიანო და რა ვიცი, ამ ფონზე სასტიკად არ მომეწონა. შტერული, ტრივიალური სასიყვარულო ისტორია იყო "ჰეფი ენდით", სახელიც აღარ მახსოვს, მგონი "პროსტო ვმესტე". გასართობად კარგია, მსუბუქი საკითხავია.
ფრანსუაზასთან საერთო მხოლოდ ის აქვს, რომ ფრანგი ქალია. თან ახალგაზრდამ დაიწყო წერა ალბათ biggrin.gif

Posted by: elee 6 Jan 2011, 00:32
fermina
QUOTE
ძველი პოსტი კი არის მაგრამ მაინც ვუპასუხებ - ისეთმა ხალხმა გაუწია აღფრთოვანებით რეკომენდაცია, ახალ ფრანსუაზა საგანს უძახიანო და რა ვიცი, ამ ფონზე სასტიკად არ მომეწონა. შტერული, ტრივიალური სასიყვარულო ისტორია იყო "ჰეფი ენდით", სახელიც აღარ მახსოვს, მგონი "პროსტო ვმესტე". გასართობად კარგია, მსუბუქი საკითხავია.
ფრანსუაზასთან საერთო მხოლოდ ის აქვს, რომ ფრანგი ქალია. თან ახალგაზრდამ დაიწყო წერა ალბათ


წავიკითხე უკვე smile.gif

,,უბრალოდ ერთად'' მეც ვიცი რომ მხოლოდ სცენარია და მშრალი წასაკითხი, მე ეგ არ წამიკითხავს. პატარა მოთხრობების კრებული წავიკითხე ,,მინდა სადღაც ვიღაც მელოდეს'' და ძალიან მომეწონა, happy end-ით კი არც ერთი არ დამთავრებულა no.gif

Posted by: ANNNA 6 Jan 2011, 23:08
აუ ბავშვობაში წავიკითხე ერთი წიგნი და სახელს ვერ ვიხსენებ ეხლა.

ქალის ისტორია იყო რა. ყველა ეხოცება, და ბოლოს რო 2 ბავშვს იშვილებს. ფრანგული ლიტერატურიდან იყო თუ არ ვცდები....

Posted by: Lizikuna3 7 Jan 2011, 22:10
ხომ არ იცით ეს წიგნი ქართულად არის ნათარგმნი თუ არა?
http://www.radikal.ru

Posted by: გიუშა 10 Jan 2011, 00:16
1984 თუ არის ქართულად ნათარგმნი და სად შეიძლება ყიდვა შეგიძლიათ მითხრათ?

Posted by: sophie marceau1 10 Jan 2011, 05:39
გიუშა
ქართულად კი არის ნათარგმნი მაგრამ ძალიან ზნელი საშოვნია.
პეკინზე წიგნის სახლი როა ბიბლიოთეკა იქ არის ორი ეგზემპლიარი,მარა თითქმის სულ გატანილია.

Posted by: Melpomene 10 Jan 2011, 05:50
გიუშა
ბოლო ბოლო საჯაროში იარე.

Posted by: Back_To_Back 14 Jan 2011, 11:10
ხალხნო იქნებ მირჩიოთ გერმანელი მწერლები, ეჭვი მაქვს იმათ გარდა ვისაც მე ვიცნობ (ასე თუ ისე) კიდე იქნებოდნენ სერიოზული ავტორები smile.gif
მოკლედ გოეთე, შილერი, ნიცშე, ძმები მანები, ჰესსე, ბიოლი, ცვაიგი - არ მირჩიოთ smile.gif
ეხლა თემებს გადავხედე და მგონი იუზერი iza უნდა ერკვეოდეს კარგად, იქნებ აქაც შემოიხედოს user.gif

Posted by: innuendo7 14 Jan 2011, 11:46
Back_To_Back
QUOTE
გოეთე, შილერი, ნიცშე, ძმები მანები, ჰესსე, ბიოლი, ცვაიგი - არ მირჩიოთ


რემარკი?

Posted by: goga_g 14 Jan 2011, 12:37
Back_To_Back
გრასი
http://lib.ru/INPROZ/GRASS/
ბრეხტი
http://lib.ru/INPROZ/BREHT/
smile.gif

Posted by: Back_To_Back 14 Jan 2011, 16:03
innuendo7
QUOTE
რემარკი?

მიუხედავად იმისა რომ მწერლების ასაკობრივ დანაწილებას სასტიკად ვეწინააღმდეგები მაინც რემარკის ეხლა წაკითხვა ჩემთვის ცოტა ნი-ტო-ა, მითუმეტეს რომ მისი ყველა მეტნაკლებად "ცნობილი" ნაწარმოები თავის დროზე წაკითხული მაქვს smile.gif

QUOTE
გრასი

QUOTE
ბრეხტი

goga_g
ორივე გამიგია მაგრამ არ ვიცნობ, ბრეხტის პიესის მიხედვით თუ არ ვცდები ჩვენთან სპექტაკლიც არის დადგმული ორ თუ სამ გროშიანი ოპერა smile.gif
მადლობა რჩევისთვის აუცილებლად ვეცდები წავიკითხო ოღონდ თუ წიგნი ვიშოვე, კომპში კითხვა არ შემიძლია sad.gif

პ.ს. ისე გახსენებაზე ჰესსე-ს ნარცისი და გოლდმუნდი ხო არ გაქვთ ვინმეს, ან ხო არ იცით სად შეიძლება ვიშოვო?

Posted by: sophie marceau1 14 Jan 2011, 16:36
Back_To_Back
QUOTE
პ.ს. ისე გახსენებაზე ჰესსე-ს ნარცისი და გოლდმუნდი ხო არ გაქვთ ვინმეს, ან ხო არ იცით სად შეიძლება ვიშოვო?

მაღაზიებში იყიდება,პარნასში და წიგნის სახლში,თუ სწორად მახსოვს.

Posted by: goga_g 14 Jan 2011, 17:39
Back_To_Back
QUOTE
თუ არ ვცდები ჩვენთან სპექტაკლიც არის დადგმული ორ თუ სამ გროშიანი ოპერა

კავკასიური ცარცის წრეც yes.gif
smile.gif
QUOTE
ჰესსე-ს ნარცისი და გოლდმუნდი ხო არ გაქვთ ვინმეს

yes.gif

Posted by: Back_To_Back 14 Jan 2011, 21:46
QUOTE (goga_g @ 14 Jan 2011, 17:39 )

QUOTE
ჰესსე-ს ნარცისი და გოლდმუნდი ხო არ გაქვთ ვინმეს

yes.gif

კარგია, მეც მინდა.... წაკითხვა მაინც user.gif

Posted by: goga_g 15 Jan 2011, 11:12
Back_To_Back
QUOTE
კარგია, მეც მინდა

თუ ვერ გიშოვია და გაინტერესებს - გათხოვებ,ნოუ ფრაბლ'მ. boli.gif

Posted by: seeman 15 Jan 2011, 13:06
ოლდოს ჰაქსლის "მშვენიერი ახალი სამყარო" ან ქართულად ან რუსულად სად ვიშოვო ? არის საერთოდ გაყიდვაში მაღაზიებში

Posted by: ANNNA 15 Jan 2011, 15:55
ანა კალანდაძის "არაბი ხარ" ლექსი–დიალოგის მაგალითად ივარგებს? თუ არადა სხვას რას შემომთავაზებთ?
* * *
და კიდევ ეგებ მომაწოდოთ ამათი კარგი მაგალითები რომელიმე ნაწარმოებიდან:

სადაც გვხვდება:

ერთი პერსონაჟის დახასიათება სხვა პერსონაჟის საშუალებით
პერსონაჟის ჩვევების წარმოსახვა
პერსონაჟის ბიოგრაფია
პერსონაჟის იდეალების წარმოსახვა

წინასწარ უღრმესი მადლობა მას ვინც დამეხმარება smile.gif))

Posted by: Back_To_Back 15 Jan 2011, 17:21
goga_g
კი მაინტერესებს, თუ ვერ ვიშოვე მოგმართავ smile.gif

Posted by: xachapuridze 15 Jan 2011, 20:13
ANNNA
QUOTE
ანა კალანდაძის "არაბი ხარ" ლექსი–დიალოგის მაგალითად ივარგებს? თუ არადა სხვას რას შემომთავაზებთ?

არა, მანდ დიალოგი არ არის. დიალოგში ორი კაცი უნდა მონაწილეობდეს, მაგ., ნოდარ დუმბაძის "მანან და ლალი"
- ლალი, ლალი, ჩემო ლალი!
- რაო, ჩემო მანანა?
--------------------------------------------- და სხვა.

Posted by: Nnino 15 Jan 2011, 20:48
ANNNA
ქარჩხაძის "დეიდა ტასო" გამახსენდა უცებ და რა ვიც...

Posted by: ANNNA 15 Jan 2011, 21:14
Nnino

დეიდა ტასო რასთან დაკავშირებით გაგახსენდა?

xachapuridze

ვა დუბაძეს ლექსებიც აქვს? ოკ მაგას ჩავწერ smile.gif))

Posted by: Nnino 15 Jan 2011, 21:21
ANNNA
პერსონაჟის მიერ სხვა პერსონაჟების დახასიათებასთან დაკავშირებით...

Posted by: ANNNA 15 Jan 2011, 22:01
Nnino

ვა კაი ვერსიაა მადლობა smile.gif)

მიდით აბა ეგებ სხვებიც გაიხსენოთ smile.gif

Posted by: Nnino 16 Jan 2011, 16:57
ANNNA
ჰიუგოს "საბრალონი". ჟან ვალჟანის დახასიათება ტენარდიეს მიერ ბოლოს. შემდეგ მარიუს პონმერსიც გაუბერავს.

ფანტინზეც ესაუბრება თავად ჟან ვალჟანი კოზეტს. რა ვიცი, ნებისმიერი რომანიდან შეიძლება ასეთი რაღაცების ამოღება.

Posted by: ANNNA 16 Jan 2011, 19:27
Nnino

სხვა ვარიანტებიც

პერსონაჟის ჩვევების წარმოსახვა
პერსონაჟის ბიოგრაფია
პერსონაჟის იდეალების წარმოსახვა

Posted by: xachapuridze 16 Jan 2011, 19:36
ANNNA
რამე საყვარელი წიგნი არა გაქვს? ყველგან იქნება.

Posted by: ANNNA 16 Jan 2011, 19:56
xachapuridze

კი მარა ორიგინალურები გახსენდებათ ხოლმე თქვენ smile.gif

Posted by: Camel 16 Jan 2011, 23:41
ამ ბიჭზე არის ამ ფორუმზე თემა?


Posted by: ANNNA 17 Jan 2011, 19:06
ჩაცკის მონოლოგის დასაწყისი დამიდეთ რა ქართულად ვინმემ

Posted by: AnnabelLee 18 Jan 2011, 01:10
Camel
QUOTE
ამ ბიჭზე არის ამ ფორუმზე თემა?

კარგი ბიჭ ია რას ერჩი smile.gif
http://onlinefreevideos.net/v/T5FhajJrleo/--.html

სულ უფრო მეტად მომწონს ეს ბიჭი smile.gif

http://www.youtube.com/watchOEDiRb?v=H1tVc&feature=related

Posted by: Camel 18 Jan 2011, 01:33
AnnabelLee


არ ვერჩი. ეგ რუსული ლექსი თუ მაგისია , მართლა ყოჩაღ წიეს.

* * *
მე ის მიკვირს უბრალოდ ,რომ პოეტები როდესაც ლექსებს წერდნენ, ამას განიცდიდნენ და რა" სლუჩაინი ვალს"-ზე ბაზრობს ეს 18 წლის ყმაწვილი..smile.gif

Posted by: katrini 18 Jan 2011, 17:06
შემთხვევით ვინმეს ხომ არ გახსოვთ,ბავშვობაში მაქვს წაკითხული საბავშვო ქართული ნაწარმოებია ,ორ დაზე ნინო(როგორც მახსოვს) და ნათიაზე...ძალიან საყვარელი წიგნი იყო,პირველ ნაწილში უფროსი და წერდა და მეორე ნაწილში უმცროსი(ნათია)...ვიცი რომ ძალიან ცოტა ინფორმაცია მოგაწოდეთ,მაგრამ თუ ვინმეს წაკითხული აქვს,იმედია გაახსენდება...მადლობა წინასწარ

Posted by: Nirvana11 18 Jan 2011, 20:08
შევარდნაძის მემუარები ხომ არ იცით სად იყიდება? ან საერთოდ იყიდება?

Posted by: AnnabelLee 19 Jan 2011, 17:24
Camel
QUOTE
არ ვერჩი. ეგ რუსული ლექსი თუ მაგისია , მართლა ყოჩაღ წიეს.

არა მგონია, ესენინს გავს smile.gif
ისე ინტერნეტში ვერსად ვნახე ეგ ლექსი smile.gif
http://onlinefreevideos.net/v/T5FhajJrleo/--.html
აქ რომ კითხულობს ეგ ლექსი მომეწონა ძალიან, თუ გავითვალისწინებთ აბ ბიჭის ასაკს ძალიან გამბედავი უნდა იყოს,
ორი დღეა ამ ბიჭით დავინტერესდი, smile.gif

Posted by: Camel 19 Jan 2011, 17:43
AnnabelLee

მეც ვფიქრობ ,რომ ნიჭიერია უდავოდ. ესეც მაგ ლექსიდან,.. არის აქ რაღაც!

მე გეტყვი მართალს, დამსაჯე მერე.
ადამიანი ამდენს რომ ვბედავ, მაგრამ,
რომ მითხრა ვერ დავიჯერებ
მე დამნაშავე რაში ვარ ნეტავ…

თუ ეს სამყარო შეიქმნა ღვთისგან?
თან კი ცოდვები თითოდ და თითოდ
შენ ღმერთო პასუხს მოითხოვ ვისგან?
თუ ყველაფერი შექმენი თვითონ.

ცოდვებით არის სამყარო სავსე
რადგან შევცოდავთ და ვმალავთ ვითომ
შენ ეს სამყარო შექმენი ასე
და დამნაშავეც შენა ხარ თვითონ!

Posted by: letodiniusi 23 Jan 2011, 16:18
მოკლედ მაინტერესეებს წიგნი "სუნამო" ვისია დაა ონლაინში თუა შესაძლებელი სადმე ვნახო/???აი ფილმიცაა მგონი parfium თუ რაღაც მაგდაგვარიი და ამ ფილმის მიხედვითაა წიგნიი დაძაალიან მაინტერესეებს....იქნებ დამეხმაროოთ smile.gif
* * *
პატრიკ ზიუსკინდის ყოფილა....ხოდა ეხლაა ვითხოოოვ ამ წიიგნს,ან მირჩიეთ სად იქნებაა,ვინმეს თუ გაქვთ წაკითხული... smile.gif

Posted by: elee 24 Jan 2011, 20:53
letodiniusi
QUOTE
"სუნამო" ვისია


ეს წიგნი პარნასში იყიდება ვიცი, ონლაინში ვერ გეტვი, ჯერ წიგნი დაიწერა და მერე გადაიღეს ფილმი smile.gif

ძალიან კარგი წიგნია smile.gif

Posted by: N i n i a_ts 26 Jan 2011, 23:22
QUOTE
ძალიან კარგი წიგნია

+111111111111111111111111111111111111

Posted by: ფაშისტი 31 Jan 2011, 10:58
"მერი" -ინგლისურად დავით აკრიანმა რომ თარგმნა ხომ არ გეგულებათ სადმე ნეტში?

Posted by: Janiashvili 1 Feb 2011, 17:10
რაღაცა იყო გრძელი ლექსის მსგავსი კარგი ხნის წინ მოვუსმინე რადიოში გადიოდა. სამწუხაროდ მხოლოდ მცირედი ნაწილი მოვისმინე, მაგრამ ძაან საინტერესო იყო.
რაღაც იაპონურს გავდა, ხშირად ერია სიტყვები:
"და შემრჩა მე გრძელი ხმალი, მოკლე ხმალი და სამურაი;
გრძელი ხმალი, მოკლე ხმალი და სამურაი;
გრძელი ხმალი, მოკლე ხმალი, და სამურაი..."

დაახლოებით ესეთი შინაარსის იყო:
სამურაი ესტუმრა ვიღაცას, რომელსაც არ სიამოვნებდა მაგ სამურაის სახში მიწვევა და საბოლოოდ მაინც მოკლა ეგ სამურაი.

შეიძლება ეს არასწორედ მახსოვს, მაგრამ "გრძელი ხმალი, მოკლე ხმალი და სამურაი" საკმაოდ ხშირად მეორდებოდა, იმედია ვინმეს გეცოდინებათ. :შ

რაიმე მაინც თუ გეცოდინებათ მაგის შესახებ მითხარით user.gif

Posted by: NikolOzzI 4 Feb 2011, 13:32
თოვს თოვს თოვს
მესამე დღე არის თოვს
სუროზე მოფრინდნენ მშიერი შაშვები
ამინდი დაუდგა თოფს

აგი ლექსი ვისია და სრულად თუ იცით ვინმემ?

Posted by: kactus 8 Feb 2011, 19:01
ხალხო,დამეხმარეთ რა! მირჩიეთ რამე!
მასწავლებელმა ხვალისთვის საშინაო დავალებად მეხუთეკლასელ ბავშვებს მისცა ასეთი რამ.მოიძიეთ რამე მოთხრობა ოცნებაზე.წაიკითხეთ და მოკლე შინაარსი დაწერეთო.
წინასწარ გიხდით მადლობას.

Posted by: zgapariko 8 Feb 2011, 19:43
katrini
QUOTE
შემთხვევით ვინმეს ხომ არ გახსოვთ,ბავშვობაში მაქვს წაკითხული საბავშვო ქართული ნაწარმოებია ,ორ დაზე ნინო(როგორც მახსოვს) და ნათიაზე...ძალიან საყვარელი წიგნი იყო,პირველ ნაწილში უფროსი და წერდა და მეორე ნაწილში უმცროსი(ნათია)...ვიცი რომ ძალიან ცოტა ინფორმაცია მოგაწოდეთ,მაგრამ თუ ვინმეს წაკითხული აქვს,იმედია გაახსენდება...მადლობა წინასწარ


ეგ არის "თეას და ნათიას თავგადასავალი"ნარგიზა მგელაძისაა.

Posted by: Nnino 8 Feb 2011, 21:20
kactus
მთლად ოცნებას ვერ დავარქმევ, მაგრამ ჩოხელის "თევზის წერილები" წამოვიდა უცებ.

Posted by: შევარდენი1906 9 Feb 2011, 12:33
* * *
და განა რამე?
სიამოვნებით დავწვებოდი შენი საწოლის ცარიელ მხარეს.
ისე უბრალოდ სისულელეებს მოგიყვებოდი,
თუნდაც კვადრატულ განტოლებას აგიხსნიდი
და მოძრავი A პუნქტიდან B პუნქტისკენ მიმავალ
მატარებლის მსგავსად შემცირდებოდა მანძილი
სხეულებს შორის.
მოგიყვებოდი თუნდაც ჭორებს საკუთარ თავზე, ეჰ იმდენია.
შენ კი იცინებდი და თავს მხარზე დამადებდი.
გამოზომილი სუნთქვით შენს ყურთან განვიხილავდი
სამი იმპერატორის ომს.
გენიალურ მხედართმთავრებს, დავცინებდი კარის მხატვრებს.
მერე თითებსაც დავატოლებდით, ისე უბრალოდ
მიზიდულობის კანონსაც გაგახსენებდი.
შენ კი ამომხედავდი და მეტყოდი :
-მაკოცე რა..
და განა რამე?
საიმოვნებით დავწვებოდი შენი საწოლის ცარიელ მხარეს.

ვისია?

Posted by: ლოტოსი 9 Feb 2011, 15:18
გამარჯობა
მაინტერესებს სად შეიძელება ელექტრონული წიგნების (reader)-ების გასაკეთებელი პროგრამის სწავლა, ვინმემ იქნებ იცოდეთ და დამეხმაროთ
დიდი მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: innuendo7 9 Feb 2011, 22:30
შევარდენი1906
QUOTE
ვისია?


Posted by: შევარდენი1906 10 Feb 2011, 02:23
innuendo7
QUOTE
შევარდენი1906 QUOTE ვისია?


გიო ანდრონიკაშვილის ყოფილა გავიგე უკვე ...

Posted by: xanka 13 Feb 2011, 20:14
ქარმა გამომწვევად ცაცხვებს ჩაუქროლა

და ერთ ლამაზ ფოთოლს გული აუთრთოლა,

წამო გამომყევი ცხრა მთას გაგატარებ
...
მერე მოგიყვან და დედას ჩაგაბარებ.

ფოთოლს ამის მეტი არა გაუგია,

გრძნობით ანთებულმა თავი დაუქნია...

ქარმაც სიყვარული აღარ გააცია,

გრძნობის ქარიშხალში ისევ გაახვია.

ახლა აფარფატებს ქარი ლამაზ ფოთოლს

გულსაც აუთრთოლებს ალბათ წარამარა-

მერე? - მერე მიატოვებს სადმე ქუჩის ბოლოს

ქურთი მეეზოვის ცოცხის ანაბარა.


ავტორის ვინაობა მაინტერესებს?-გთხოვთ...

Posted by: ghost22th 13 Feb 2011, 22:01
იქნებ რაიმე წინგნი მირჩიოთ რა საინტერესო ქართულად...ელ-ვერსია თუ იქნება კარგი იქნება smile.gif

Posted by: dybbuk 14 Feb 2011, 02:23
ვინმემ მომაძებნინეთ რა Arthur Hailey-ს "აეროპორტი" ოღონდ აუდიო ვიდეო და რაგაც სისულელეები არ მინდა რა,
ადრე მაგარი პოპულარული იყო და ბოლო დროა არსად აგარ გამიგია ვინმეს ეხსენებინოს დაჟე ტორენტებზეც ვერ ვნახე ნორმალური ვერსია და ინქებ ვინმე დამეხმაროთ მოძებნაში.

Posted by: err2 15 Feb 2011, 01:16
გამარჯობათ, შეიძლება აქ არ უნდა ვწერდე ამ კითხვას მარა შესაბამისი განყოფილება ვერ ვიპოვე და გადავწყვიტე აქ დავწერო: მაინტერესებს რომელი ქვეყნის ფულია დინოსი და კიდევ სად შეიძლება ნუმიზმატიკასთან დაკავშირებული სტადიების პოვნა, თუ იცით ვინმემ დამიწერეთ რა პლზ :*

Posted by: ANNNA 17 Feb 2011, 18:00
"ლექსი" "ნაწარმოებია" ხომ? "ნაწარმოები" შეილება ლექსს რო ვუწოდო?

Posted by: _Lali_ 17 Feb 2011, 21:55
ANNNA
შეილება - შეილება
რო - რომ

დიახ, ნაწარმოებია

Posted by: nabaxusevi89 21 Feb 2011, 12:43
გამარჯობა (თ) ! თ. პირველის ნოველები მაქვს , მაგრად მომწონს, მაგრამ წიგნს ყდა აქვს დაკარგული და რამდენიმე საწყისი გვერდი. მაინტერესებს რა იმალება ამ თ.-ს (წისით მამრობითი სქესის წარმომადგენლის სახელის პირველი ასო უნდა იყოს ) მიღმა და სად შეიძლება ამ წიგნის მოძიება. გმადლობთ!
* * *
ANNNA
დიალოგი რომ გინდოდა, ანა კალანდაძის ლექსი ნახე: არჯაკველი ხვიარა ქვია ( :
-თქვი არჯაკველო ხვიარა-ქსანზე ვინ ჩამოიარა?
-რავი ღრუბლებზე ვფიქრობდი და არა გამიგია რა...
-მეც სხვათაშორის ვიკითხე, სალაპარაკოდ კი არა...

( :

Posted by: ANNNA 21 Feb 2011, 18:47
ის ლექსი როგორ არის? საქართველოდან რომ მიდიოდნენ მიწა მიჰქონდათო და რაღაც smile.gif

_Lali_

ხო ვიცი, უბრალოდ მოკლედ ვწერ ხოლმე biggrin.gif

nabaxusevi89

მადლობა smile.gif

Posted by: Nnino 21 Feb 2011, 21:07
nabaxusevi89
თენგიზ პირველი, რამდენადაც მახსოვს. იუმორისტულ მოთხრობებს წერდა, მგონი,

Posted by: nabaxusevi89 22 Feb 2011, 21:36
Nnino

კი იუმორისტულია, გმადლობ! თენგიზ პირველი

Posted by: galaqtikosi 23 Feb 2011, 21:35
ესე იგი, თუ მეტყვით ვისი ნაწარმოებია მადლობელი დაგრჩებით.. მე მომიყვნენ და დამაინტერესა.. ტიპი შედის ციხეში,სიკვდილმისჯილთა საკანში რო დაწეროს ერთი დღე მაგათი ცხოვრებიდან, მაგრამ ვერ წერს იმიტო რო იცის ვერ მოკლავენ,მერე ეუბნებიან რო მაგის ნაცნობი პროკურორი შეცვალეს და მართლა სიკვდილი ელის და მერე დაწერს ნაწარმოებს.. ესეთი შინაარისა დაახლოებით , გეცოდინებათ ვინმეს : ))

Posted by: Samsungiii 13 Mar 2011, 17:45
მარკესის მარტოობის 100 წელი სად ვიყიდო ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: Pink_ Panther 13 Mar 2011, 19:03
QUOTE
ტიპი შედის ციხეში,სიკვდილმისჯილთა საკანში რო დაწეროს ერთი დღე მაგათი ცხოვრებიდან, მაგრამ ვერ წერს იმიტო რო იცის ვერ მოკლავენ,მერე ეუბნებიან რო მაგის ნაცნობი პროკურორი შეცვალეს და მართლა სიკვდილი ელის და მერე დაწერს ნაწარმოებს.. ესეთი შინაარისა დაახლოებით , გეცოდინებათ ვინმეს : ))



ვაიმე როგორ მეცნობა (((


Posted by: demna_ 13 Mar 2011, 19:40
QUOTE (შევარდენი1906 @ 9 Feb 2011, 12:33 )
* * *
და განა რამე?
სიამოვნებით დავწვებოდი შენი საწოლის ცარიელ მხარეს.
ისე უბრალოდ სისულელეებს მოგიყვებოდი,
თუნდაც კვადრატულ განტოლებას აგიხსნიდი
და მოძრავი A პუნქტიდან B პუნქტისკენ მიმავალ
მატარებლის მსგავსად შემცირდებოდა მანძილი
სხეულებს შორის.
მოგიყვებოდი თუნდაც ჭორებს საკუთარ თავზე, ეჰ იმდენია.
შენ კი იცინებდი და თავს მხარზე დამადებდი.
გამოზომილი სუნთქვით შენს ყურთან განვიხილავდი
სამი იმპერატორის ომს.
გენიალურ მხედართმთავრებს, დავცინებდი კარის მხატვრებს.
მერე თითებსაც დავატოლებდით, ისე უბრალოდ
მიზიდულობის კანონსაც გაგახსენებდი.
შენ კი ამომხედავდი და მეტყოდი :
-მაკოცე რა..
და განა რამე?
საიმოვნებით დავწვებოდი შენი საწოლის ცარიელ მხარეს.

ვისია?

არა,რა
წიგნი მართლა საჭიროა vik.gif

Posted by: qeti-qetusia 13 Mar 2011, 19:44
QUOTE (შევარდენი1906 @ 9 Feb 2011, 12:33 )
* * *
და განა რამე?
სიამოვნებით დავწვებოდი შენი საწოლის ცარიელ მხარეს.
ისე უბრალოდ სისულელეებს მოგიყვებოდი,
თუნდაც კვადრატულ განტოლებას აგიხსნიდი
და მოძრავი A პუნქტიდან B პუნქტისკენ მიმავალ
მატარებლის მსგავსად შემცირდებოდა მანძილი
სხეულებს შორის.
მოგიყვებოდი თუნდაც ჭორებს საკუთარ თავზე, ეჰ იმდენია.
შენ კი იცინებდი და თავს მხარზე დამადებდი.
გამოზომილი სუნთქვით შენს ყურთან განვიხილავდი
სამი იმპერატორის ომს.
გენიალურ მხედართმთავრებს, დავცინებდი კარის მხატვრებს.
მერე თითებსაც დავატოლებდით, ისე უბრალოდ
მიზიდულობის კანონსაც გაგახსენებდი.
შენ კი ამომხედავდი და მეტყოდი :
-მაკოცე რა..
და განა რამე?
საიმოვნებით დავწვებოდი შენი საწოლის ცარიელ მხარეს.

ვისია?

მ ა რ ი თინაშვილი, ასე ქვია ავტორს,
მაგრამ
მე ვიტყოდი მარიამი.


Posted by: gegelidzeebi 15 Mar 2011, 19:39
Samsungiii
მაღაზიაში ვერ იყიდი, არ არის. მარტო ბუკინისტებთან, ალექსანდროვის ბაღში.

Posted by: Samsungiii 15 Mar 2011, 19:41
gegelidzeebi

დაახლოებით რა ეღირება ხომ არ იცი ? მაღაზიაში რატო არაა ? sad.gif

Posted by: herMajesty 15 Mar 2011, 19:54
Samsungiii
ლიტერატურულში იყიდება პეკინზე. ფასი არ მახსოვს, 20 ლარზე მეტი არ იქნება.

Posted by: gegelidzeebi 18 Mar 2011, 19:54
Samsungiii
ტირაჟი არ აქვს. არ დაუბეჭდიათ დიდ ხანია. 15 -დან 20 ლარამდე ღირდა, მეც ასე მახსოვს.

Posted by: -KONSTANTINE- 31 Mar 2011, 02:55
QUOTE (ane mekeshi @ 12 Jul 2010, 22:55 )
QUOTE
ბერძენი პოეტის ესქილის ნაწარმოები რომელია, რომელშიც პრომეთეზეა საუბარი? ან ხომ არ იცით (ზუსტად) რაზე მიაბეს პრომეთე?



"მიჯაჭვული პრომეთე" ჰქვია, პირველი და მესამე ნაწილი დაკარგულია, მაგრამ ვიცით, რომ მესამე ნაწილში ზევსი ურიგდება პრომეთეს... ესქილეს მიხედვით პრომეთე შუაბოძზეა მიჯაჭვული და არა - კავკასიონზე...მიჯაჭვის პროცესი დაწვრილებითაა აღწერილი ( ჰეფესტოც მონაწილეობს ამ ყველაფერში ზევსის ბრძანებით და კვდება წუწუნით: არ უნდა პრომეთეს დასჯაში მონაწილეობის მიღება)

ane mekeshi,

რამდენი ხანია პასუხს ველოდებოდი და ახლა ვნახე. მადლობა. smile.gif

ესე იგი, არასწორად ვიცოდი მეც რო კავკასიაზე იყო მიჟაჭვულიო. ძალიან გთხოვ, მეტი რომ არ შეიძლება, ის რასაც წერ საიდან იცი? იქნებ მომაწოდო რაიმე წიგნი, სადაც ეგ ყველაფერი წერია. დიდად დამავალებ.

Posted by: sabas 5 May 2011, 09:58
ნანუკას შოუში იყო ერთი ბიჭი ლექსი წაიკითხა. ორსულ ქალზე. მე მარტო მანდ მოვისმინე სხვაგან თუ სადმეა არე ვიცი. მოკლედ ვეღარ ვპოულობ ვერაფრით. იქნებ დამეხმაროთ.

Posted by: mateofalkone 6 May 2011, 15:04
mokleed damexmareT ra xalxno movkvdi kaci, erTi leqsi mainteresebs an ra qvia da an eseTi Janris leqsebs ra hqvia iqneb icodeT vinmem?exla agixsniT ra xdeba.erTi adamiani uZRvnis meores leqss im meores hgonia rom kargs eubneba da sinamdvileSi piriqiTaa, getyviT magaliTs: ,,Sensa tanad …raRaca,, mokled aq avtorma mimarTvisas igulisxma : ,,Sen satana d,, da eseTebi kidev bevri uTxra ra magram ar maxsovs, es kiTxva iyo odesRac ,,ra?sad?rodis?,,-Sic magram ar maxsovs romelSi samwuxarod da verc vpoulob.mokled ras gTxovT me, an es leqsi Tu iciT vinmem an amis msgavsi da an eseT Janrs ra hqvia?madloba winaswar da genacvaleT sulSi da gulSiii. levanhunter@mail.ru - ze momwereT Tu rames damexmarebiiT

Posted by: minerva 6 May 2011, 15:11
mateofalkone
მსგავსი შეკითხვებისთვის გვაქვს ლიტერატურაში თემა http://forum.ge/?f=18&showtopic=33809192
და იმას მივუერთებ..

Posted by: mateofalkone 6 May 2011, 15:24
მოკლეედ დამეხმარეთ რა ხალხნო,მოვკვდი კაცი.მოკლედ რაშია საქმე,ერთი ლექსი მაინტერესებს ან რა ჰქვია ამ ლექსს ან ესეთი ჟანრის ლექსებს რა ჰქვიათ იქნებ იცოდეთ ვინმემ?ეხლა აგიხსნით რა ხდება,ერთი ადამიანი უძღვნის მეორეს ლექსს,იმ მეორეს ჰგონია რომ კარგს ეუბნება,მაგრამ სინამდვილეში პირიქითაა,გეტყვით მაგალითს: ,,შენსა ტანად ...რაღაცა... ,, ,ოკლედ აქ ავტორმა მიმართვისას იგულისხმა ,, შენ სატანა,, დ და ესეთები კიდევ ბევრი უთხრა და არ მახსოვს,ეს კითხვა იყო ოდესღაც ,, რა? სად? როდის?- შიც მაგრამ არ მახსოვს რომელში სამწუხაროდ და ვერც ვპოულობ,მოკლედ რას გთხოვთ მე, ან ეს ლექსი თუ იცით ვინმემან ამის მსგავსი და ან ესეთ ჟანრს რა ჰქვია? მადლობა წინასწარ და გენაცვალეთ სულში და გულშიი. levanhunter@mail.ru - ზე მომწერეთ თუ რამენაირად დამეხმარებით.
* * *
მოკლეედ დამეხმარეთ რა ხალხნო,მოვკვდი კაცი.მოკლედ რაშია საქმე,ერთი ლექსი მაინტერესებს ან რა ჰქვია ამ ლექსს ან ესეთი ჟანრის ლექსებს რა ჰქვიათ იქნებ იცოდეთ ვინმემ?ეხლა აგიხსნით რა ხდება,ერთი ადამიანი უძღვნის მეორეს ლექსს,იმ მეორეს ჰგონია რომ კარგს ეუბნება,მაგრამ სინამდვილეში პირიქითაა,გეტყვით მაგალითს: ,,შენსა ტანად ...რაღაცა... ,, ,ოკლედ აქ ავტორმა მიმართვისას იგულისხმა ,, შენ სატანა,, დ და ესეთები კიდევ ბევრი უთხრა და არ მახსოვს,ეს კითხვა იყო ოდესღაც ,, რა? სად? როდის?- შიც მაგრამ არ მახსოვს რომელში სამწუხაროდ და ვერც ვპოულობ,მოკლედ რას გთხოვთ მე, ან ეს ლექსი თუ იცით ვინმემან ამის მსგავსი და ან ესეთ ჟანრს რა ჰქვია? მადლობა წინასწარ და გენაცვალეთ სულში და გულშიი. levanhunter@mail.ru - ზე მომწერეთ თუ რამენაირად დამეხმარებით

Posted by: IRAKLI_1o 7 May 2011, 18:34
პლატონის ''სახელმწიფო'' , ''ტიმეოსი'', ''ადრეული დიალოგები'', ''იონი. დიდი ჰიპია. მენონი'' სად შეიძლება ვიყოდოო? rolleyes.gif


Posted by: Spotify 8 May 2011, 16:50
წიგნი მინდა, სადაც სვანეთის სილამაზე იქნება აღწერილი, ტრადიციები და ა.შ.
უფრო მხატვრული ლიტერატურა მინდა smile.gif
არ იცით ვინმემ მსგავსი?

Posted by: კრაფტ 9 May 2011, 20:40
ჯეიმზ ფენიმორ კუპერის უკანასკნელი მოჰიკანი დავითრიე და ღირს წაკითხვა?

Posted by: goga_0013 10 May 2011, 00:39
გამარჯობათ...

ვინმემ თუ იცით დიმიტრი გლუხოვსკის Metero 2033 ქართულ ენაზე იშოვება თბილისში სადმე?


დიდი მადლობა წინასწარ.

Posted by: iza 11 May 2011, 13:22
QUOTE (Back_To_Back @ 14 Jan 2011, 11:10 )
ხალხნო იქნებ მირჩიოთ გერმანელი მწერლები, ეჭვი მაქვს იმათ გარდა ვისაც მე ვიცნობ (ასე თუ ისე) კიდე იქნებოდნენ სერიოზული ავტორები smile.gif
მოკლედ გოეთე, შილერი, ნიცშე, ძმები მანები, ჰესსე, ბიოლი, ცვაიგი - არ მირჩიოთ smile.gif
ეხლა თემებს გადავხედე და მგონი იუზერი iza უნდა ერკვეოდეს კარგად, იქნებ აქაც შემოიხედოს user.gif

სრულიად შემთხვევით ვნახე ეს პოსტი. პმ-ში რომ მოგეწერა, უფრო მალე გაგცემდი პასუხს:

გრასის თუნუქის დოლს თარგმნის ეხლა სულაკაური, დაელოდე.

ასევე მომწონს ფრიდრიხ ვულფი. ძირითადად პიესები აქვს, მაგრამ მისი რომანი Kreatur ძალიან კარგია. გიუნთერ ჰერლიხიც კარგია. ახლა გუსტავ მაირინკს ვკითხულობ, ორმა ადამიანმა მირჩია და ძალიან მომწონს, თუმცა ეს ავსტრიელია.

smile.gif

ჰო, კიდე ეს ძალიან მაგარია

http://pix.ge/

Posted by: mateofalkone 13 May 2011, 08:26
მოკლეედ დამეხმარეთ რა ხალხნო,მოვკვდი კაცი.მოკლედ რაშია საქმე,ერთი ლექსი მაინტერესებს ან რა ჰქვია ამ ლექსს ან ესეთი ჟანრის ლექსებს რა ჰქვიათ იქნებ იცოდეთ ვინმემ?ეხლა აგიხსნით რა ხდება,ერთი ადამიანი უძღვნის მეორეს ლექსს,იმ მეორეს ჰგონია რომ კარგს ეუბნება,მაგრამ სინამდვილეში პირიქითაა,გეტყვით მაგალითს: ,,შენსა ტანად ...რაღაცა... ,, ,ოკლედ აქ ავტორმა მიმართვისას იგულისხმა ,, შენ სატანა,, დ და ესეთები კიდევ ბევრი უთხრა და არ მახსოვს,ეს კითხვა იყო ოდესღაც ,, რა? სად? როდის?- შიც მაგრამ არ მახსოვს რომელში სამწუხაროდ და ვერც ვპოულობ,მოკლედ რას გთხოვთ მე, ან ეს ლექსი თუ იცით ვინმემან ამის მსგავსი და ან ესეთ ჟანრს რა ჰქვია? მადლობა წინასწარ და გენაცვალეთ სულში და გულშიი. levanhunter@mail.ru - ზე მომწერეთ თუ რამენაირად დამეხმარებით.

Posted by: ane mekeshi 13 May 2011, 21:20
mateofalkone

ასეთ ლექსს კალამბური ჰქვია (ფრანგული ტერმინია), ქართულად - ზმა, სპარსულად - მაჯამა... აკაკი წერეთელს უყვარდა ძალიან ზმების გამოყენება ლექსებში smile.gif

Posted by: I_Am_Winter 13 May 2011, 21:32
QUOTE (craft1k @ 9 May 2011, 20:40 )
ჯეიმზ ფენიმორ კუპერის უკანასკნელი მოჰიკანი დავითრიე და ღირს წაკითხვა?

თუ სათავგადასავლო რომანები გიყვარს მაშინ კი
და ისედაც კი yes.gif


-----------------------------------------------------------------------------------


ხოდა მე რა მაინტერესებს

ვინმეს გაგიგიათ ასეთი მწერალი : მისიმა ლოურენსი.

სად შეიძლება ვნახო მისი წიგნები
* * *
"მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა" - წიგნების სერიის "ჯადოსნური მთა" სად ვიყიდო ხომ არ იცით?ორივე ნაწილი მჭირდება
გამომცემლობა - "საბჭოთა საქართველო"

Posted by: Jimmy Jazz 23 May 2011, 16:16
კითხვები / რჩევები / საინტერესო საუბრები
ასეთი თემა ვერ ვიპოვე განყოფილებაში და გადავწყვიტე გამეხსნა ეს თემა
თუ რაიმე არასწორად გავაკეთე მოდერატორს ვთხოვ დახუროს თემა


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: eXc 23 May 2011, 21:18
წიგნი მირჩიეთ გიჟებზე რომ იყოს,საგიჟეზე თუ იქნება super smile.gif

Posted by: Back_To_Back 25 May 2011, 10:36
iza
დიდი მადლობა საინტერესო რჩევებისთვის smile.gif
QUOTE
ახლა გუსტავ მაირინკს ვკითხულობ, ორმა ადამიანმა მირჩია და ძალიან მომწონს, თუმცა ეს ავსტრიელია.

წაიკითხე? როგორია?
ისე სხვათაშორის ბროხ-ზეც ავსტრიელიაო ზოგიერთ წყაროში წერია, ისევე როგორც კაფკაზე ზოგი ჩეხად რო ასაღებს ზოგი ავსტრიელად და ზოგი გერმანელად biggrin.gif

Posted by: iza 26 May 2011, 22:30
Back_To_Back

QUOTE
წაიკითხე? როგორია?


რასაც ქვია დაგლიჯა smile.gif

:სოფონიჟარაძისსმაილი:. biggrin.gif


Posted by: Ocelot 27 May 2011, 02:15
iza
მადლობა ვის? boli.gif "გოლემი" წაიკითხე? მერე ერთი "ვერგილიუსის სიკვდილი" ნახე რა biggrin.gif

Back_To_Back
QUOTE
ისე სხვათაშორის ბროხ-ზეც ავსტრიელიაო ზოგიერთ წყაროში წერია

ბროხი საიდან იცი? biggrin.gif

Posted by: Back_To_Back 27 May 2011, 10:13
Ocelot
არსაიდან, ორი პოსტით ზემოთ იზამ რო მომწერა მაშინ გავიგე პირველად

iza
გუთ გუთ, ესეიგი "მოვინიშნე" biggrin.gif

Posted by: iza 27 May 2011, 10:42
Ocelot

QUOTE
მადლობა ვის?


შენ, ჩემს მეგობარ დათოს და პატრულს
yes.gif 2kiss.gif

QUOTE
მერე ერთი "ვერგილიუსის სიკვდილი" ნახე რა biggrin.gif


ვერ ვნახე, სად ვნახო???

თუ გოლემივით კარგია, აგვისტოში ვიყიდი გერმანიაში...

Back_To_Back

QUOTE
ისე სხვათაშორის ბროხ-ზეც ავსტრიელიაო ზოგიერთ წყაროში წერია, ისევე როგორც კაფკაზე ზოგი ჩეხად რო ასაღებს ზოგი ავსტრიელად და ზოგი გერმანელად


კლასიკოსების მისაკუთრებას ყველა ცდილობს. რუსთაველიც ხო სომეხი იყო biggrin.gif

QUOTE
გუთ გუთ, ესეიგი "მოვინიშნე" biggrin.gif


yes.gif 2kiss.gif

Posted by: Ocelot 27 May 2011, 14:11
iza
QUOTE
ვერ ვნახე, სად ვნახო???

წიგნი თუ ელ. ვერსია? რავი, ინტერნეტში უნდა იყოს.
QUOTE
თუ გოლემივით კარგია

არა, სხვა პონტშია biggrin.gif იმინა გადასაყირავებელი რომანია biggrin.gif

მთვარეულები წაიკითხე? რომელი ნაწილია ყველაზე კაი?

ბარემ ესეც ნახე და ეგ ავტორი სრულად იქნება ამოწურული biggrin.gif რამოდენიმე ნოველა ძაან მაგარია.

Posted by: Bacci 27 May 2011, 15:33
Back_To_Back
QUOTE
ისე სხვათაშორის ბროხ-ზეც ავსტრიელიაო ზოგიერთ წყაროში წერია, ისევე როგორც კაფკაზე ზოგი ჩეხად რო ასაღებს ზოგი ავსტრიელად და ზოგი გერმანელად

ბროხი არ ვიცი და კაფკა ებრაელი იყო წარმოშობით, გერმანულენოვანი მწერალი, რომელიც პრაღაში დაიბადა და გაიზარდა (სტუდენტობამდე), მარა პრაღა მაშინ ავსტრია-უნგრეთის ტერიტორია იყო, სანამ გაიყვებოდა. ზო ისთ დას : )

Posted by: Back_To_Back 27 May 2011, 18:08
Bacci
QUOTE
ბროხი არ ვიცი და კაფკა ებრაელი იყო წარმოშობით, გერმანულენოვანი მწერალი, რომელიც პრაღაში დაიბადა და გაიზარდა (სტუდენტობამდე), მარა პრაღა მაშინ ავსტრია-უნგრეთის ტერიტორია იყო, სანამ გაიყვებოდა. ზო ისთ დას : )

უაუ biggrin.gif
iza
QUOTE
კლასიკოსების მისაკუთრებას ყველა ცდილობს. რუსთაველიც ხო სომეხი იყო

ეგ ხო მაგრამ ავსტრიელები და გერმანელები ხო არ არიან სომხები givi.gif

Posted by: Bacci 27 May 2011, 18:18
Back_To_Back
QUOTE
ეგ ხო მაგრამ ავსტრიელები და გერმანელები ხო არ არიან სომხები givi.gif

როდის ისაკუთრებენ რო? :\

Posted by: Back_To_Back 27 May 2011, 18:24
Bacci
QUOTE
როდის ისაკუთრებენ რო?

მაგდენი არ ვიცი, უბრალოდ ის გამიკვირდა რო სხვადასხვა წყაროებში სხვადასხვა ნაციონალობა წერია

Posted by: Bacci 27 May 2011, 18:28
Back_To_Back

ცუდი წყაროები ეგენი user.gif

: ))

Posted by: Back_To_Back 27 May 2011, 18:30
Bacci
QUOTE
ცუდი წყაროები ეგენი

ბინძური givi.gif

Posted by: Bacci 27 May 2011, 18:35
Back_To_Back

QUOTE
ბინძური

გარყვნილები biggrin.gif

როგორ ხარ ისე, სად იყავი დაკარგული? rolleyes.gif

Posted by: Back_To_Back 27 May 2011, 22:19
Bacci
QUOTE
როგორ ხარ ისე, სად იყავი დაკარგული?

biggrin.gif


Posted by: iza 29 May 2011, 11:58
Ocelot

QUOTE
მთვარეულები წაიკითხე? რომელი ნაწილია ყველაზე კაი?


ვერცერთს ვერ გამოვყოფ, ნუ მესამე ალბათ უფრო

QUOTE
ბარემ ესეც ნახე და ეგ ავტორი სრულად იქნება ამოწურული biggrin.gif რამოდენიმე ნოველა ძაან მაგარია.


შევიძენ ამას 2kiss.gif

Posted by: Koko_ 30 May 2011, 17:35
შიო გვეტაძის "მონანიება"
ძალიან მჭირდება ამ ნაწარმოების შინაარსი და იქნებ დამეხმაროთ
დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: papunaleo 31 May 2011, 21:19
გამარჯობატ წიგნს ვეძებ ასე ქვია "რა დიდი გზა დარჩა" გთხოვთ მიპასუხოთ

Posted by: gio-giorgi54 8 Jun 2011, 21:39
იქნებ ვინმემ იცოდეთ:
"სტუმარ-მასპინძელში" იმ კაცს რა ერქვა, ჯოყოლას სახლში ზვიადაური რომ დაინახა და ქალაქში რომ გაიქცა მტერი შემოგვესიაოოო??

Posted by: Bacci 8 Jun 2011, 22:33
gio-giorgi54

მუსო

user.gif

Posted by: xachapuridze 8 Jun 2011, 23:56
Bacci
QUOTE
მუსო


მუსო არა ისა!
იძრო ხანჯალი, მუსასა გულში უმარჯვა ვადამდე. - მუსა, მუსა!
ოროსნებო! mad.gif

Posted by: Bacci 9 Jun 2011, 00:08
QUOTE (xachapuridze @ 8 Jun 2011, 23:56 )
Bacci
QUOTE
მუსო


მუსო არა ისა!
იძრო ხანჯალი, მუსასა გულში უმარჯვა ვადამდე. - მუსა, მუსა!
ოროსნებო! mad.gif

ოო, რა მოხდა 1 ასო ამიცდა
თანაც ახალგაზრდობაში ნასწავლი baby.gif user.gif

Posted by: gio-giorgi54 9 Jun 2011, 00:30
გმადლობთ, მაგრამ სნამა დაწერეეთ უკვრ ვნახე ტექსტში givi.gif

Posted by: Spotify 9 Jun 2011, 02:00
gio-giorgi54
ტექსტი თუ გქონდეს ხელმისაწვდომი აქ რაღაც წერდი = )

"რაო? ქოფაკო?! შენ ამბობ?
ახლა ძაღლადაც გამხადე?! -
იძრო ხანჯარი, მუსასა
გულში უმარჯვა ვადამდე. "

რა მაგარია ვაჟაააააა!!!!!!

Posted by: gio-giorgi54 9 Jun 2011, 14:04
Spotify
QUOTE
ტექსტი თუ გქონდეს ხელმისაწვდომი აქ რაღაც წერდი = )

არ მახსოვდა რა ადგილას იყო givi.gif

Posted by: sabas 14 Jun 2011, 15:14
ნანუკა ჟორჟოლიანი შოუში იყო ერთი ბიჭი სახელი და გვარი არ ვიცი, ლექსი წაიკითხა ორსულზე იქნებ ვინმეს გსმენიათ ან იცით ის ლექსი ?

Posted by: GAG100 14 Jun 2011, 20:26
QUOTE (sabas @ 14 Jun 2011, 15:14 )
ნანუკა ჟორჟოლიანი შოუში იყო ერთი ბიჭი სახელი და გვარი არ ვიცი, ლექსი წაიკითხა ორსულზე იქნებ ვინმეს გსმენიათ ან იცით ის ლექსი ?

+1

მეც მაინტერესებს ნანახი მაქვს ეგ გადაცემა ლამაზი ლექსია.

Posted by: seeman 15 Jun 2011, 22:21
ვინმემ თუ იცით დამეხმარეთ

Эрнст Теодор Амадей Гофман

ამ გერმანელი მწერლის წიგნები თუა თარგმნილი რუსულად და სად იშოვება ბუკინისტებში იქნება ვითომ ?

Posted by: earth 15 Jun 2011, 23:32
რა მინდა გკითხოთ biggrin.gif


სიტყვა და საქმეს მოყვება მგონი რეცეპტების წიგნია "იტალიური სამზარეულო" იყო I ნაწილი, ახლა გამოვიდაო

ვინმემ იყიდეთ? რეალური რამეები წერია და ღირს ყიდვა?

Posted by: questa 18 Jun 2011, 16:44
სალამი ყველას.. ერთი რამ უნდა გთხოვოთ თუ შეძლებთ დახმარებას: ) აი ამ ლექსს ვეძებ და ვერსად ვშოულობ და იქნებ ვინმემ ან ავტორი დამიწეროთ ან მითხრათ სად შეიძლება გაგება მადლობა წინასწარ: ) ეს ლექსია. ortachalis lamaz bagshi gadipara chumad qurdi, qurds ar sdzalobs tamamad tqvas kaci var da mxuravs qurdi, aivanze mdgarma qalma lamazma da mshvenierma gadiyvira qurdi qurdi da mezoblebs shexmiana, qurdma utxra ra gayvirebs miyvarxar da maocebo . . ...... და ამის მერე აღარ ვიცი :$ თქვენი დახმარების იმედი მაქვს wink.gif

Posted by: seeman 18 Jun 2011, 18:10
აუ ვინმეს სადმე თბილისში თუ აქვს ეს წიგნი ნანახი 2010 წლის გამოშვებაა "ჟაკ ტატი" არის ავტორი

როკ ჯგუფ RAMMSTEIN-ზეა


Posted by: questa 18 Jun 2011, 18:31
სალამი ყველას.. ერთი რამ უნდა გთხოვოთ თუ შეძლებთ დახმარებას: ) აი ამ ლექსს ვეძებ და ვერსად ვშოულობ და იქნებ ვინმემ ან ავტორი დამიწეროთ ან მითხრათ სად შეიძლება გაგება მადლობა წინასწარ: ) ეს ლექსია. ortachalis lamaz bagshi gadipara chumad qurdi, qurds ar sdzalobs tamamad tqvas kaci var da mxuravs qurdi, aivanze mdgarma qalma lamazma da mshvenierma gadiyvira qurdi qurdi da mezoblebs shexmiana, qurdma utxra ra gayvirebs miyvarxar da maocebo . . ...... და ამის მერე აღარ ვიცი :$ თქვენი დახმარების იმედი მაქვს

Posted by: stinky 19 Jun 2011, 19:05
ხალხო და ჯამაათნო, ჩემო საყვარელო ქართველებო, 2kiss.gif რა თხოვნა მაქვს თქვენთან, ადრე ერთმა გოგომ მომწერა ლექსი, რომელიც იყო სიყვარულზე და ისეთი ლამაზი იყო რომ კინაღამ შევწუხდი, ბოლოს კი დაახლოებით მთავრდებოდა ამ სიტყვებით, უფრო სწორად ასეთი სიტყვები იყო შიგ გამოყენებული, "მოხუცები ჭადრის ხის ძირას"

პ.ს შეიძლება სხვა ხეა, rolleyes.gif

მოკლედ ვისაც გაქვთ ასეთი ლექსი დაწერეთ და გული გამიხარეთ 2kiss.gif rolleyes.gif

Posted by: Nirvana11 20 Jun 2011, 18:36
პატივცემულნო, აქ განათლებული ხალხი პოსტავთ და იქნებ ესეც იცოდეთ ჩეხოვის მოთხრობა ,,პალატა #6”-ს სადმე ვნახავ? თუ კი, სად ვნახავ? user.gif

Posted by: Crøs 20 Jun 2011, 19:39
seeman
QUOTE
Эрнст Теодор Амадей Гофман

ამ გერმანელი მწერლის წიგნები თუა თარგმნილი რუსულად და სად იშოვება ბუკინისტებში იქნება ვითომ ?

არის რუსულად,ბუკინისტებშიც უნდა იყოს. ელექტრონული ვერსიები თუ გამოგადგება...
http://etagofman.narod.ru/glavnaya.html

Nirvana11
QUOTE
ჩეხოვის მოთხრობა ,,პალატა #6”

http://lib.ru/LITRA/CHEHOW/6.txt

Posted by: Le fou 20 Jun 2011, 19:42
Nirvana11
QUOTE
ჩეხოვის მოთხრობა ,,პალატა #6”-ს სადმე ვნახავ? თუ კი, სად ვნახავ?


ბიბლიოთეკებში აქვთ მოთხრობების კრებული )))

Posted by: seeman 20 Jun 2011, 20:06
cros

გაიხარე

.........................

Posted by: Bwin 24 Jun 2011, 20:49
ჰერმან ჰესეს რა შეიძლება ვიშოვო? (ტრამალის მგლის გარდა)
სად შეიძლება ვიშოვო?
რა ფასში?

Posted by: Pink_ Panther 24 Jun 2011, 21:26
Bwin
''დამსვენებელი ''
იყიდება ნებისმიერ წიგნის მაღაზიაში... ფასი ზუსტად არ მახსოვს, მგონი 6 გელაზე მეტი არ ყოფილა

Posted by: madridiSSta1988 30 Jun 2011, 10:47
http://en.wikipedia.org/wiki/H._P._Lovecraft
ამ კაცზე თემა არ გვაქვს ?

Posted by: Bobgure 30 Jun 2011, 21:08
მერაბ არაბულის ლექსები თუ გაქვთ დადეთ ვინმემ .

Posted by: megamiako 6 Jul 2011, 15:26
ვისია ეს ლექსი ვინმემ თუ იცის მითხარით რა smile.gif

ნამდვილი მგელი სხვა ხმაზე ყმუის,
ნამდვილი კაცი გულით მგელია,
კაცურად ცხოვრობს, არასდროს ტყუის,
...უჭირს და მაინც ბედნიერია.

ომი მოიგე შენზე ძლიერთან
და არ დაჩაგრო სუსტი უძლური,
მგლის გული გქონდეს, თორემ მერწმუნე,
ძაღლმაც კი იცის მგლური ძუნძული.

Posted by: Ballack* 7 Jul 2011, 11:59
დათო მაღრაძის "ყაზბეგის 14"
თუ გაქვთ ვინმეს user.gif

Posted by: lazy 9 Jul 2011, 21:03
გუგულის ბუდეში ერთი ფრაზაა ბელადი ამბობს თავის მამაზე, რომ სმისას ალკოჰოლი წრუპავდა მას და არა პირიქით :0 ხოდა ეგ ფრაზა მინდა ინგლისურად და მიშივეთ რაა

Posted by: seeman 16 Jul 2011, 20:32
თუ ვინმეს აქუს ინფორმაცია "Я здесь не для того, чтобы говорить речи" მარკესის ახალი წიგნი იშოვება თბილისში ?

რუსულად ოღონდ

Posted by: xanka 20 Jul 2011, 16:53
ეჭვიანობ ყველაფერზე ყოვლად შეუძლებელზე
ეჭვიანობ ახალგაზრდაზე და ეჭვიანობ ბებრებზე...

ეს ციტატა ლექსიდანაა,ავტორი ქალია...იქნებ ვინმემ იცოდეს სრულად?

Posted by: Nnino 20 Jul 2011, 19:24
megamiako
სტილის მიხედვით და, რამდენადაც მახსოვს, შოთა ნიშნიანიძეა ავტორი.

Posted by: მაწო 2 Aug 2011, 19:05
ხალხო რუსი დისიდენტი, მწერალი, მსახიობი ვასილ შუშკინი, თუ იცით მასზე რამე ინფო? rolleyes.gif გუგლმა ვაბშე სუ სხვა ვიღაც ამომიგდო biggrin.gif

Posted by: xachapuridze 2 Aug 2011, 21:48
მაწო
http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A8%D1%83%D0%BA%D1%88%D0%B8%D0%BD,_%D0%92%D0%B0%D1%81%D0%B8%D0%BB%D0%B8%D0%B9_%D0%9C%D0%B0%D0%BA%D0%B0%D1%80%D0%BE%D0%B2%D0%B8%D1%87

Posted by: მაწო 3 Aug 2011, 13:36
xachapuridze
დიდი მადლობა


Posted by: K A K U 6 Aug 2011, 23:25
ვარდის სახელს რამდენად ვიყიდი და რა ასაკისთვისაა რეკომენდირებული? baby.gif

Posted by: xachapuridze 7 Aug 2011, 13:54
K A K U
QUOTE
ვარდის სახელს რამდენად ვიყიდი და რა ასაკისთვისაა რეკომენდირებული? 

1. 30 ლარი ღირს.
2. გააჩნია, რამდენი წლისა ხარ, რა წაგიკითხავს აქამდე და , საერთოდ, გაქვს თუ არა კითხვის ჩვევა. yes.gif

Posted by: gvancunci 8 Aug 2011, 00:27
აუუუუ josefin hart-ის damage-ს ელექტრონული ვერსია სად ვნახოოო?

Posted by: serafita_asuli zevaxisa 8 Aug 2011, 18:07
xachapuridze

თქვენ ხო დიოგენეს რედაქტორი ხართ? smile.gif

იქნებ ჯონ ფაულზის ”ფრანგი ლეიტენანტის ხასა” თარგმნონ?




ამელი ნოტომებს და ვიღაცებს თარგმნიან და თარგმნონ ამ კაცის ერთი ნაწარმოები მაინც.

Posted by: კახელო 9 Aug 2011, 09:29
აბა ვინ დამეხმარება... smile.gif
მოკლედ ვისი ლექსია და რა ლექსია არ ვიცი... ბავშვმა მოისმინა სადრაცას და მთხოვა მასწავლე მთლიანიო...

ასე იწყება მგონი...


შენ ჩემი რტო ხარ...
მე შენი ფესვები...
შენ მაღლა მიდიხარ...
მე, დაბლა ვეშვები...



თუ ვინმემ იცით ეს ლექსი დამიპიემეთ
დიდი მადლობა წინასწარ! smile.gif

Posted by: salvatore 20 Aug 2011, 20:11
და რა მაინტერესებს,გილერმო კაბრერა ინფანტე ვინმეს წაგიკითხავთ? ვარგა? ვიყიდო?

Posted by: გიუშა 20 Aug 2011, 21:01
ლატერნა ისაა ხო რუსთაველზე როა?
––––––––––––––––––––––

Posted by: innuendo7 20 Aug 2011, 22:02
serafita_asuli zevaxisa
QUOTE
იქნებ ჯონ ფაულზის ”ფრანგი ლეიტენანტის ხასა” თარგმნონ?


მართლაც ბრწყინვალე წიგნია! ოღონდ "ხასა" რატომ? ორიგინალში ხომ French Lieutenant's Woman არის?

Posted by: serafita_asuli zevaxisa 21 Aug 2011, 13:05
innuendo7

კი ეგრეა. მაგრამ ქალი რაღაც შვილად ჟღერს. მე ხასად თარგმნას ვამჯობინებდი. smile.gif

თამარ ლომიძეს აქვს ნათარგმნი რაღაც რეცენზია ჯონ ფაულზის ამ წიგნთან დაკავშირებით და იქ აქვს ხასად ნათარგმნი და მომეწონა. smile.gif

ფრანგებმა საერთოდაც სარა და ფრანგი ლეიტენანტი უწოდეს.. biggrin.gif

Posted by: Qolga 21 Aug 2011, 18:08
http://lib.ge/body_text.php?1691

გრიგოლ ორბელიანის "სადღეგრძელო ანუ, ომის შემდგომ ღამე ლხინი, ერევნის სიახლოვეს" ვეძებ ინგლისურ ან ფრანგულ თარგმანს ან ინტერნეტში ან ბეჭდვით ვერსიას, თუ ვინმეს მოგეპოვებათ არ დაიზაროთ დასკანერება, ძალიან მჭირდება smile.gif

ინტერნეტში მოვიძიე სათაურის ინგლისური თარგმანი და გამიჩნდა იმედი, რომ მოვიძიებ სრულ ტექსტსაც.

"A Toast, or A Night Feast after War near Yerevan"

წინასწარ დიდი მადლობა, თქვენი იმედი მაქვს smile.gif

Posted by: innuendo7 21 Aug 2011, 22:46
serafita_asuli zevaxisa
QUOTE
კი ეგრეა. მაგრამ ქალი რაღაც შვილად ჟღერს. მე ხასად თარგმნას ვამჯობინებდი.


მესმისsmile.gif
თუმცა მე მაინც მგონია 'ხასა' ნაწარმოების კონტექსტიდან ამოვარდნილია. სარას ხასად ვერ აღვიქვამwink.gif

Posted by: gochaj 21 Aug 2011, 23:18
innuendo7
QUOTE
მართლაც ბრწყინვალე წიგნია! ოღონდ "ხასა" რატომ? ორიგინალში ხომ French Lieutenant's Woman არის?


Woman-ს ერთი მნიშვნელობა ინგლისურში საყვარელია.
სიტყვა უნდა ითარგმნოს კონტექსტიდან გამომდინარე.
თუ ჟარგონი გევასებათ 50-70-იანი წლების "ნაშა" შეიძლება.

Posted by: innuendo7 21 Aug 2011, 23:23
gochaj

კონტექსტზე ზემოთ უკვე მოგახსენეთ. თუმცა, არაა გამორიცხული განსხვავებული აღქმა ნაწარმოებისა.
არც WOMAN-ის მნიშვნელობაზე ღირს კამათიwink.gif
ამოვწურეთ თემა...

ისე, მართლა უნდა ითარგმნოს ეს წიგნი. სათაურს რაც შეეხება, მთარგმნელის პრეროგატივაა.

Posted by: spamwriter 22 Aug 2011, 05:22
აუქციონისტი ავტორები თუ გევასებათ იხილეთ აგერ ნუგატოვის თარგმანები

http://goo.gl/9cQRU

http://goo.gl/9cQRU


http://goo.gl/9cQRU



Posted by: iza 22 Aug 2011, 17:34
გალაკტიონის რომელიმე ლექსის ინგლისური ან ფრანგული თარგმანი მჭირდება სასწრაფოდ help.gif

ასევე თუ არის ნათარგმნი ტერენტი გრანელი, ნიკა გომელაური, ლადო ასათიანი, მირზა გელოვანი.. იქნებ ამიტვირთოთ სადმე ან ლინკი დამიდოთ. ძალიან მჭირდება user.gif

Posted by: salvatore 22 Aug 2011, 21:23
iza
http://galaktiontabidze.blogspot.com/

Posted by: spamwriter 23 Aug 2011, 16:10
თქვენგანაც მიითვისეს?

http://wp.me/p1BTyf-hN

Posted by: ინდიგო 26 Aug 2011, 11:39
პატარა, რამდენიმეგვერდიანი ნოველები მინდა წავიკითხო.. რომელ ავტორებს მირჩევდით? smile.gif აი როგორიც შტეფან ცვაიგს აქვს, ან ჯეკ ლონდონს... რომანტიულები მაინტერესებს უფრო.. user.gif

Posted by: Lene :) 26 Aug 2011, 13:20
________________________-ფსდფსდფსდფსდფსდ

Posted by: jangojango 26 Aug 2011, 13:22
ს ა ს წ რ ა ფ ო დ, იყიდება ერთ კვირიანი, ორ კაციანი საგზური ბათუმში შერატონში რომელიც მოვიგე კონკურსში და ვყიდი,990$ დოლარად, სამჯერადი კვება, დღეში ერთხელ ხილის კალათა შამპანირთან ერთად, ღია და დახურული აუზები, სპა და ა.შ. იჩქარეთ ბოლო ვადაა 29 აგვისტო, ხოლო დასვენება იწყება პირველი სექტემბრიდან. საგზურის რეალური ფასი შეადგენს 1800 $დოლარს და მე ვყიდი 990$ დოლარად იჩქარეთ . 555 53 43 37 ირაკლი

Posted by: სოხა 26 Aug 2011, 14:54
დიუმას 10 წლის შემდეგ ან 20 წლის შემდეგ სად ვიყიდო მიმასწავლეტ რა sad.gif

Posted by: ფრენოლოგი 26 Aug 2011, 15:04
ინდიგო
QUOTE
პატარა, რამდენიმეგვერდიანი ნოველები მინდა წავიკითხო.. რომელ ავტორებს მირჩევდით?აი როგორიც შტეფან ცვაიგს აქვს, ან ჯეკ ლონდონს... რომანტიულები მაინტერესებს უფრო..

რავი ბუნინის მოტხრობები წაიკითხე
მე არ გადავრეულვარ მაგრამ მგონი შენ ეგეთ მოთხრობებს ეძებ

Posted by: xachapuridze 26 Aug 2011, 15:17
ფრენოლოგი
QUOTE
რავი ბუნინის მოტხრობები წაიკითხე

მინდოდა დამეწერა, დამეზარა და დაგიწერია. მე ძალიან მიყვარს მოთხრობები სიყვარულზე. თუკი კითხულობს ადამიანი რუსულად. თუმცა ქართულადაც არის ნათარგმნი. პერიოდიკაში იყო აქა-იქ. კრებულად არსებობს თუ არა - არ ვიცი.

Posted by: ფრენოლოგი 26 Aug 2011, 15:21
xachapuridze
QUOTE
თუმცა ქართულადაც არის ნათარგმნი.

მე მაქვს ძველი გამოცემა "ცივი შემოდგომა"

ახლა მგონი
კიდევ გამოვიდა ახალი კრებული – "ნატალი"


ისე არ იყო ცუდი თარგმანი
ნუ რა თქმა უნდა სჯობდა რუსულად მქონოდა მაგრამ მაინც . \:

Posted by: ინდიგო 26 Aug 2011, 17:41
xachapuridze
ფრენოლოგი
დიდი მადლობა, სხვებსაც ვერ მირჩევთ? smile.gif

Posted by: ფრენოლოგი 26 Aug 2011, 18:00
ინდიგო
QUOTE
სხვებსაც ვერ მირჩევთ?

სასიყვარულო მოტხრობები დიდად არ მიყვარს
ისე აუცილებლად მოთხრობები გინდა?

რამე კარგი რომანი რომ იყოს?



ისე
იუმორი
ირონია
ვნება და სიყვარული ერთად
თუგინდა
კაზანოვას "სასიყვარულო თამაშები " წაიკითხე biggrin.gif


რომანტიკას მოკლებულია მაგრამ მაინც გირჩევ რავი user.gif



Posted by: ინდიგო 26 Aug 2011, 18:38
ფრენოლოგი
რომანებს ვკითხულობ ბლომად და ამ ბოლოს ნოველებისადმი გამიჩნდა მისწრაფება smile.gif) არ არის აუცილებელი სასიყვარულო იყოს

2kiss.gif
QUOTE
კაზანოვას "სასიყვარულო თამაშები " წაიკითხე
წავიკითხავ აუცილებლად smile.gif

Posted by: ფრენოლოგი 26 Aug 2011, 18:55
ინდიგო
QUOTE
არ არის აუცილებელი სასიყვარულო იყოს

მაშინ მარკ ტვენის მოთხრობები




ქართულად არ ვიცი არის თუ არა ოღონდ user.gif


QUOTE
წავიკითხავ აუცილებლად

: )



2kiss.gif

Posted by: MaXinJi_k0nkia 30 Aug 2011, 01:45
iza


QUOTE
შენ ხარ ჩემი სამოსელი პირველი©anjelli



შენი სიყვარულის კაქტუსი ))


რამე წიგნი მირჩიეთ ))

რომ გავიღვიძებ გამახარეთ ))


Posted by: gektor21 1 Sep 2011, 05:10
ერთ წიგნს/ნაწარმოებს ვეძებ, მემგონი თემა სწორედ შევარჩიე, თუ არადა გადაიტანეთ

მოკლედ ფილმში მოიხსეია ერთმა გმირმა და მეც დამაინტერესა, აი მონაკვეთსაც დავდებ (MP3, 2.83MB) → http://sendfile.su/416075
როგორც გავიგე ავტორი ესაა → http://ru.wikipedia.org/wiki/Бахман,_Ингеборг

წინასწარ მადლობა

Posted by: gektor21 3 Sep 2011, 16:32
არავინ იცით?

Posted by: weish 6 Sep 2011, 12:19
napoleon hill-ის "think and grow rich" თუ იცით ქართული თარგმანი არსებობს და თუ არის იყიდება სადმე? : X

Posted by: passko 12 Sep 2011, 16:15
სად შემიძლია წიგნი ავაკინძინო? თუ იცით?
smile.gif
---------
ვიპოვე
http://copyprint.ge/

Posted by: Kallen 12 Sep 2011, 22:08
ისა
მქონდა წიგნი რომელსაც არ ჰქონდა არც დასაწყისი და არც ბოლო.
გოგონას ჰქვია ელი და ქარიშხალმა კანზასიდან, დეიდას და ბიძას სახლიდან წამოიყვანა ჯადოსნურ ქვეყანაში. ხვდება რკინის კაცს, საფრთხობელას და ლომს.
ინტერნეტში მოვძებნე და აღმოვაჩინე ფრენკ ბაუმის "ოზის ჯადოქარი". ყველაფერი ემთხვევა მაგრამ მტავარ გმირს ელი კიარა დოროთი ჰქვია cry.gif

Posted by: xanka 19 Sep 2011, 16:11
Kallen

ზურმუხტის ქალაქის ჯადოქარი — მწერალ ალექსანდრე ვოლკოვის
* * *
QUOTE (NikolOzzI @ 4 Feb 2011, 13:32 )
თოვს თოვს თოვს
მესამე დღე არის თოვს
სუროზე მოფრინდნენ მშიერი შაშვები
ამინდი დაუდგა თოფს

აგი ლექსი ვისია და სრულად თუ იცით ვინმემ?

მე ვიცი. გივი ძნელაძის ლექსია და სახლში გვაქვს....(შენი დედიკო)

Posted by: lado8877 22 Sep 2011, 21:39
შევიძენ წიგნს
ემზარ გაბრიელაშვილის - ჯიბგირი და სიყვარულის თავშესაფარი

Posted by: nat_nat777 25 Sep 2011, 23:49
"ღრმა მდინარება" ასეთი წიგნი გაგიგიათ ? ვისია, როგორია ?

ნურაფერს დამიმალავთ... biggrin.gif

Posted by: serafita_asuli zevaxisa 30 Sep 2011, 20:45
დიოგენეს შაბათები კიდევ იმართება????

Posted by: Lomgul Orbeli 3 Oct 2011, 05:34
ერთხელ წავიკითხე ნოველა შემდეგი სიუჟეტით biggrin.gif

დისერტაციის დასაწერად სოფელში საკუთარი მანქანით მიემგზავრება ყმაწვილი კაცი, გზად გაიყოლებს სოფლელ გოგონას ჭორფლიანი ცხვირით (2) , რომელიც იმავე სოფელში ცხოვრობს ლოთ მამასთან ერთად სადაც ჩვენს გმირს დისერტაციაზე სამუშაოდ განმარტოვება აქვს გადაწყვეტილი.
(2) დისერტაციის დაწერა მნიშვნელოვნად გაძნელდება იმ უბრალო გარემოების გამო რომ გოგონას უყვარდება ყმაწვილი ეს უკანასკნელი კი მიამიტად ცდილობს თავი დააღწიოს კარსმომდგარ ბედნიერებას მაგრამ მზარდი რისკი ტრაგიკული კატასტროფისა რომელიც მით უფრო ძლიერდება რაც მეტად შორდება ყმაწვილი იმ "დაწყველილ" სოფელს სადაც დისერტაცია უნდა დაეწერა და გოგონა გაიცნო. (2)
რაც უფრო შორდება ყმაწვილი სადისერტაციო სოფელს გოგონათი მით მეტად ღელავს ბუნება,მით მეტად
საშიში ქარტეხილები ატყდება თავს ჩვენს გმირს.(2)
ფინალი საკმაოდ კარგი აქვს ამ ნოველას "პატარძალი კმაყოფილი იყო".

კაი ნოველაა იქნებ ვისია იცით? smile.gif wink.gif

Posted by: agnes 4 Oct 2011, 14:43
ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ ლექსს ვეძებ დედაზე. გთხოვთ

Posted by: _Lali_ 4 Oct 2011, 15:41
agnes
QUOTE
ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ ლექსს ვეძებ დედაზე. გთხოვთ

http://lib.ge/search.php?search=%E1%83%93%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90
აირჩიე, რომელიც გინდა

Posted by: Geo-Geo 5 Oct 2011, 01:03
აი ესეც მსახიობი
http://wp.me/p1BTyf-mA

Posted by: IRAKLI_1o 18 Oct 2011, 21:22
თუ ყოველივე არის სიზმარი, თუ ბინდისფერი არის სოფელი,
რატომ დგას, რატომ, კლავ მცხეთის ჯვარი, რატომ დგას ისევ სვეტიცხოველი?



ვისი ლექსის ნაწყვეტია ხომ არიციით? rolleyes.gif

Posted by: Jack. 23 Oct 2011, 15:19
გამარჯობა ხალხო

ძალიან მაინტერესებს სად ცხოვრობს გურამ დოჩანაშვილი?

გავიგე მასთან სტუმრად მიდიან ხალხი და მეც გამიჩნდა ამის სურვილი. იქნებ მიმასწავლოთ ან ის მაინც მითხრათ სად გავიგო თუ სად ცხოვრობს ის?

Posted by: IRAKLI_1o 23 Oct 2011, 15:23
Jack.

საბურთალოზე, იოსებიძეზე მამიდაჩემის მეზობელია biggrin.gif

Posted by: Jack. 23 Oct 2011, 15:27
IRAKLI_1o
ზუსტი მისამართი იქნებ მითხრა რა თუ არ შეწუხდები smile.gif

Posted by: IRAKLI_1o 23 Oct 2011, 15:40
Jack.
59 ნომერში. მეტი ზუსტად აღარ ვიცი უკვე : )))

Posted by: seeman 23 Oct 2011, 22:54
კაფკას წიგნების შედარებით ფართო არჩევანი რუსულად არის სადმე ??


Posted by: Ocelot 23 Oct 2011, 23:22
seeman
QUOTE
კაფკას წიგნების შედარებით ფართო არჩევანი რუსულად არის სადმე ??

ფართო არჩევანი ვერ იქნება მაგის, ვოლტერ სკოტი ან ჩარლზ დიკენსი არაა biggrin.gif ან რაღათ გინდა, ყველაფერი წაიკითხე უკვე biggrin.gif ერთი ყიდის 50 ლარად, დიდი სქელი წიგნია, ყველაფერი შედის მგონი.

კაი ამინდი რო იქნება შაბათ-კვირას, ჩაიარე მშრალ ხიდზე. იქაა ის ქალი. რამოდენიმე ჰაქსლი აქ.

Posted by: seeman 24 Oct 2011, 17:47
QUOTE
ფართო არჩევანი ვერ იქნება მაგის, ვოლტერ სკოტი ან ჩარლზ დიკენსი არაა 


lol.gif lol.gif

ეხლა ვეძებ ხოლმე სულ 3 ავტორს

ჰაქსლი (სადაც ვნახე 20 ლარიო და მეძვირება)

კაფკას მოთხრობებს რუსულად ( პრინციპში რასაც ვეძებ იმათი ქართული ვერსია კი არსებობს იმ ჟურნალის გამოცემული "გზა" თუ რაღაც მასეთი, მაგრამ 4 ლარიანი + ქართული ნათარგმნი კაფკა რაღაც არ მიზიდავს)

და მაზოხის "ვენერა ვ მეხახ" ეგეც ვერსად ვერ ვიპოვე დაჟე შევუკვეთე და მგონი გადამაგდეს



Posted by: Ocelot 24 Oct 2011, 20:54
seeman
QUOTE
ჰაქსლი (სადაც ვნახე 20 ლარიო და მეძვირება)

ე ბიჯო, შვიდი ცალი აქ მგონი იმ ქალს biggrin.gif
QUOTE
და მაზოხის "ვენერა ვ მეხახ" ეგეც ვერსად ვერ ვიპოვე

მე მქონდა, პატარა წიგნი, აზბუკასი და რაღაცაში გადავცვალე ადრე biggrin.gif ვინ გირჩია ვაბშე ეგ რომანი? biggrin.gif არაფერი განსაკუთრებული არაა.

Posted by: seeman 24 Oct 2011, 21:22
QUOTE
ე ბიჯო, შვიდი ცალი აქ მგონი იმ ქალს


იმ ქალამდე ცვეტში ვერ ჩავედი ვერაფრით biggrin.gif biggrin.gif

QUOTE
მე მქონდა, პატარა წიგნი, აზბუკასი და რაღაცაში გადავცვალე ადრე  ვინ გირჩია ვაბშე ეგ რომანი?  არაფერი განსაკუთრებული არაა


მაგ წიგნიდან ნაწყვეტი ( ნაკაჟი მენია დარაგაია და რამე biggrin.gif biggrin.gif ) აქ დააციტირა ვიღაცამ და მევასა, მერე ინტერნეტში ვნახე დასაწყისი და კიდე უფრო მომეწონა დიალოგი ვენერასთან რო ესიზმრებოდა და რავი მეთქი კარგია

თან აზბუკა ასწორებს ტო იაფიცაა და მაგარი წიგნები აქვთ, აბა ადრე მურაკამი მომეწონა რატომღაც biggrin.gif და 3 წიგნში კი ვთხლიშე ერთი 60 ლარამდე დღემდე ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის ბლიად

Posted by: Ocelot 24 Oct 2011, 21:35
seeman
QUOTE
იმ ქალამდე ცვეტში ვერ ჩავედი ვერაფრით

აბა მაშინ აზაკაზე 20 ლარად და სახლში მოგიტანენ biggrin.gif
QUOTE
მაგ წიგნიდან ნაწყვეტი ( ნაკაჟი მენია დარაგაია და რამე ) აქ დააციტირა ვიღაცამ და მევასა, მერე ინტერნეტში ვნახე დასაწყისი და კიდე უფრო მომეწონა დიალოგი ვენერასთან რო ესიზმრებოდა და რავი მეთქი კარგია

თავის დროისთვის სკანდალური იყო. ვიღაც ტიპი თავს როგორ აწვალებინებს ქალს. ტერმინი მაზოხიზმი მაქედან წამოვიდა biggrin.gif მამენტ საინტერესო რომანია. პროსტა არაფერი განსაკუთრებული. მაგას ჯობია დე სადის ჟუსტინა წაიკითხო ან ჯულიეტა.

Posted by: Melpomene 24 Oct 2011, 21:51
seeman
QUOTE
ნაკაჟი მენია დარაგაია და რამე

ხუმრობა რომ იყო არ იცი?
__________________________________________________
საკაიფოდ აღწერს ტიპის კომლექსს, კარგი წიგნია საერთო ჯამში...

QUOTE
მურაკამი მომეწონა რატომღაც

მახსოვს შენი პოსტები მაგ პერიოდში... გმადლობ რომ წერდი... smile.gif lol.gif მთელი ზამთარი, მაგ პოსტებით მაქვს გადაგორებული.... biggrin.gif


Ocelot
QUOTE
ტერმინი მაზოხიზმი მაქედან წამოვიდა

ოჰო!... biggrin.gif
QUOTE
დე სადი

ისე, მაგრად მოითბეს ხელი ფსიქოლოგებმა მარკიზას ბოდვებზე...

Posted by: Ocelot 24 Oct 2011, 22:15
Melpomene
QUOTE
ისე, მაგრად მოითბეს ხელი ფსიქოლოგებმა მარკიზას ბოდვებზე...

არაფერი ბოდვები არაა boli.gif მომენტებში ძაან სწორსაც ბაზრობს. პროსტა ძაან რადიკალია და ქაოსის მოყვარული. ნუ ეხლა გოგოები მაგას ვერ გაიგებენ biggrin.gif

Posted by: Melpomene 24 Oct 2011, 23:16
Ocelot

ნუუ, იზვრაშენიკის უსაზღვრო ფანტაზიები ვისაც აინტერესებს მაგრად დაევასება მარკიზი... ეგხო, ეეგ ხოო... biggrin.gif






Posted by: Ocelot 24 Oct 2011, 23:24
Melpomene
QUOTE
ნუუ, იზვრაშენიკის უსაზღვრო ფანტაზიები ვისაც აინტერესებს მაგრად დაევასება მარკიზი... ეგხო, ეეგ ხოო...

იზვრაშენიების გარდა კიდე ბევრ თემას ეხება. და საერთოდ, შენ რა იცი რა არის იზვრაშენიე? biggrin.gif

Posted by: Melpomene 25 Oct 2011, 00:14
Ocelot
QUOTE
იზვრაშენიების გარდა კიდე ბევრ თემას ეხება.

მაგას რო ერთი კაი ქალი ყოლოდა, ნორმალურ რაღაცეებს დაწერდა biggrin.gif

Posted by: Back_To_Back 25 Oct 2011, 10:04
Ocelot
QUOTE
ჰაქსლი

QUOTE
შვიდი ცალი აქ მგონი იმ ქალს

ბჯო სადოურულად აქვს და ვინაა ვაფშე "ის ქალი"?
All new world მინდა
ვიწერ ეხლა და ტყუილად რო არ ველოდო თუ სადმე იღება ვიყიდი smile.gif

Posted by: Ocelot 25 Oct 2011, 15:30
Back_To_Back
QUOTE
ბჯო სადოურულად აქვს და ვინაა ვაფშე "ის ქალი"?

მშრალ ხიდზე დგას, დაბალი, ცოტა მსუქანი, ჭაღარა ქალია, რუსი. შაბათ-კვირას თუ კაი ამინდებია, არის ხოლმე. ზოგჯერ ისე დღეებშიც. რუსულად აქვს.

Posted by: agr_bak 25 Oct 2011, 17:13
გიზო ნიშნიანიძის ლექსს ვეძებ ''ოდა კახეთზე''

თუ ვნმეს გაქვთ არ დაიზაროთ და მომწერეთ რააა.

ინტერნეტი გადავქექე და ვერ ვიპოვე sad.gif

Posted by: seeman 25 Oct 2011, 20:47
Melpomene

ვარ რა ქალი გამოჩდა biggrin.gif შენ დაწერე მაშინ ხომ აი მალადეეც

QUOTE
ხუმრობა რომ იყო არ იცი?


როგორღაც გავიგე. ისე დიიიდი მადლობა გულისხმიერებისთვის მაინც რო შემახსენეთ Schönes Fräulein თქვენი წიგნების ხედვა რო ვიცი lol.gif მითუმეტეს გავითვალისწინებ აწი თქვენს ღრმად პატივცემულ აზრს მიუხედავად იმისა რომ ვერ ვნახე

Posted by: merkantila 29 Oct 2011, 10:04
მსოფლიო ლიტერატურის, მუქი შინდისფერყდიანი შტეფან ცვაიგის ტომისთვის ხომ არ მოგიკრავთ თვალი სადმე?

Posted by: ane mekeshi 1 Nov 2011, 21:28
ხალხნო, nplg.gov.ge-დან ნაწარმოებების გადმოწერას ახერხებთ? თუ კი, მითხარით, რა, როგორ... მე ვერაფერი მოვუხერხე, არადა, ძალიან მჭირდება....

Posted by: IRAKLI_1o 1 Nov 2011, 22:55
ane mekeshi

http://www.radikal.ru

Posted by: ane mekeshi 1 Nov 2011, 23:20
IRAKLI_1o

ძალიან დიდი მადლობა!!!!!!!!!!

Posted by: IRAKLI_1o 2 Nov 2011, 11:52
ane mekeshi

არაფრის wink.gif

Posted by: natttiii 17 Nov 2011, 22:17
რამე უცხოელი მწერლის ნაწარმოები მითხარით რაა, აი ძაან ცოტა მაქვს წაკითხულო უცხოელები, სულ ქართულებს ვკითხულობდი ხოლმე დადასაწყისისთვის რითი დავიწყო მირჩიეთ რაა))))))

Posted by: maco79 23 Nov 2011, 03:32
ეგზიუპერის პატარა უფლისწული წაიკითხე, სელინჯერის თამაში ჭვავის ყანაში,
რემარკის სამი მეგობარი,

Posted by: natttiii 23 Nov 2011, 11:48
რემარკი წავიკითხე უკვე)) მადლობ)))

Posted by: seeman 24 Nov 2011, 21:17
პრუსტის "По направлению к Свану" სადმე იყიდება თბილისში?

Posted by: Geo-Geo 25 Nov 2011, 00:54

ჩემი ვინაობის გათვალისწინებით
ფული არც უნდა გამომართვათ.
ღმერთი ვარ თქვენი დედა მოვ ტ ყან
დამიჩოქეთ და ილოცეთ
სულს ამოგხდით თქვე ნაძირლებო
ცოდვილებო
თქვენს გამო ვარ აქ.


http://wp.me/p1BTyf-p9

Posted by: xachapuridze 27 Nov 2011, 20:58
Geo-Geo
QUOTE
ჩემი ვინაობის გათვალისწინებით
ფული არც უნდა გამომართვათ.

რა ძვირფასი ენჯიოური ქართულია!


Posted by: qeti-qetusia 28 Nov 2011, 21:28
რეზო ჭეიშვილი მუსიკა ქარში ხომ არ მოგეპოვებათ ელ. ვერსია ან ნეტში ხომ არ იცით სადმე?

მე ვერ ვპოულობ mo.gif

Posted by: xanka 28 Nov 2011, 21:34
'ჩამოთოვა ისევ იისფერი მთები,
შენს ხმას ვეღარ ვისმენ და ვეღარსად გხვდები...
თეთრი ფიფქისდარი ფიქრი მემატება,
შენთან საუბარი, როგორ მენატრება...
თუ იცით ავტორი?-არ დაიზაროთ,მამცნეთ.

Posted by: iza 1 Dec 2011, 03:44
QUOTE
ჩამოთოვა ისევ იისფერი მთები,
შენს ხმას ვეღარ ვისმენ და ვეღარსად გხვდები...
თეთრი ფიფქისდარი ფიქრი მემატება,
შენთან საუბარი, როგორ მენატრება...
თუ იცით ავტორი?-არ დაიზაროთ,მამცნეთ.


როგორც ვიცი ჩარკვიანისაა. ვგიჟდები მაგ სიმღერაზე


Posted by: xanka 1 Dec 2011, 23:48
ამ სიმღერას ჩარკვიანიც მღერის,მაგრამ ტექსტის ავტორი?-ჯანსუღი?

Posted by: xachapuridze 2 Dec 2011, 01:51
xanka
QUOTE
ამ სიმღერას ჩარკვიანიც მღერის,მაგრამ ტექსტის ავტორი?-ჯანსუღი?

უჰუ!

Posted by: xanka 3 Dec 2011, 20:54
QUOTE (xachapuridze @ 2 Dec 2011, 01:51 )
xanka
QUOTE
ამ სიმღერას ჩარკვიანიც მღერის,მაგრამ ტექსტის ავტორი?-ჯანსუღი?

უჰუ!

http://www.geolyrics.com/1938
რა უჰუ?!-ვკითხულობ ვინაა ტექსტის ავტორი,რა არ იცი,რომ ჯანსუღი ჩარკვიანია,თუ რა გაიკვირვე არ მესმის?

Posted by: ANNNA 9 Dec 2011, 23:07
ბედისწერის გარდაუვალობით გამოწვეულ ტრაგიკულ სიყვარულზე რა ნაწარმოებები გახსენდებათ??

Posted by: ChiLD In TiMe 16 Dec 2011, 19:24
სულში ატირებულ იადონებს,
მხრებზე აწერიათ სიმარტოვე,
უკვე მეშინია სიყვარულის,
რადგან მიყვარდი და მიმატოვე


ვისიაააააააა??

Posted by: []D [] []v[] []D 18 Dec 2011, 15:23
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

Posted by: tako44 22 Dec 2011, 11:43
სალამი ყველას, მინდა პლატონის სახელმწიფოს პირველი 5 თავის ელ-ვერსია, ოღონდ ქართულად და ხომ ვერ მიმასწავლით ინტერნეტში სად შეიძLება იდოს? smile.gif დიდი მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: erer 26 Dec 2011, 15:40
არ ვიცოდა სად მეკითხა და აქ დავწერ. სიბნელეში წიგნის საკითხავი სპეციალური ფანარი რომ არის ( წიგნის ყდაზე მაგრდება და სურვილისამებრ შეგიძლია მიაბრუნ-მოაბრუნო. ძალიან პატარა რაღაცაა და მაგრად ანათებს) სადმე იყიდება თბილისში? თუ არის, სად?

Posted by: IRAKLI_1o 26 Dec 2011, 16:01
tako44

QUOTE
სალამი ყველას, მინდა პლატონის სახელმწიფოს პირველი 5 თავის ელ-ვერსია, ოღონდ ქართულად და ხომ ვერ მიმასწავლით ინტერნეტში სად შეიძLება იდოს?  დიდი მადლობა წინასწარ


აგიტვირთავ ცოტახანში ეხლა არმცალია smile.gif
* * *
http://www.radikal.ru

http://allshares.ge/download.php?id=05BFD4FE49

wink.gif

Posted by: Magdala 5 Jan 2012, 15:05
მახსოვს რომ რობაქიძის არის
ქალს გაიტაცებს, რაღაც ავაზაო, ცხენზე დაისვამს და კლავს მერე

მაგრად ავღწერე რა biggrin.gif

ლექსია

Posted by: ilove_ipod 7 Jan 2012, 17:51
აბა, ეს ვისია?
ისე ლანძღეს დებმა დები,
კაცი გამოდებილდები.
გაიჩინეთ, დებო, შეფი,
და შეწყდება დებოშები.

Posted by: Magdala 10 Jan 2012, 15:56
ilove_ipod
ეს ლექსი ვისზეა? biggrin.gif

უფრო სწორად ვინებზე givi.gif

Posted by: B A R O N 10 Jan 2012, 19:07
არ ვიცი იქნებ უადგილო ადგილას ვსვამ შეკითხვას მაგრამ ვერცერთ ონლაინ ბიბლიოთეკაში ვერ ვნახე და იქნებ თქვენ დამეხმაროთ?
სვეტა კვარაცხელიას რომანები ხომ არავინ იცით სად ვნახო ელექტრონული ვერსია?
ან ვინმეს ხომ არ გაქვთ კომპში?

Posted by: milaneel 13 Jan 2012, 15:18
ხალხო იქნებ დამეხმაროთ..

ადრე მოვისმინე რადიოში თქვეს მგონი ეს ლექსი "ურიის გოგო".. ვერც ავტორი გავიგე და აღარც სიტყვები მახსოვს, სათაური ესაა მარტო ეგ ვიცი.. იქნებ მიპოვოთ თუ ვინმეს შეგიძლიათ, გამახარებთ..

Posted by: Magdala 18 Jan 2012, 15:27
წიგნის ღირებულება ვისთან შეიძლება დავადგინო?
ძველი წიგნია
ხოდა არც მე ვიცი ფასი და არც წიგნის პატრონმა

Posted by: AUSCHWITZ 19 Jan 2012, 00:53
თემა მჩირდება "მითოსური ელემენტები კონსტანტინე გამსახურდიას ნოველებიდან" ხომ არ გეგულებათ სადმე რამე დამეხმარეთ რაა... :შ

Posted by: Возвращение 19 Jan 2012, 13:39
იცით რა მინდა?
გრიშაშვილის ბოჰემა როა მაგ სტილში რამე სხვა ნაწარმოები არსებობს ქართული?

Posted by: xachapuridze 20 Jan 2012, 23:36
Возвращение
QUOTE
გრიშაშვილის ბოჰემა როა მაგ სტილში რამე სხვა ნაწარმოები არსებობს ქართული?

თუ ძველი თბილისის ამბები გაინტერესებს, აქვე, ფორუმზე ნახე თემა "ძველი ტფილისის ფოტოები~ ვერ მოსწყდები. შიგადაშიგ ლიტრატურაც არის დასახელებული. yes.gif
* * *
უკაცრავად, "ტფილისის ძველი ფოტოები" უნდა დამეწერა.
http://forum.ge/?f=51&showtopic=33638164&st=0
მერე შენ თვითონ გააგნებ.

Posted by: Возвращение 21 Jan 2012, 11:57
xachapuridze
მადლობა
ეგ თემა ნანახი მაქვს, თან არაერთი წიგნი მაქვს გადაქექილი ძველი თბილისის ფოტოებზე მაგრამ უფრო ცოცხლად მინდა ამ ყველაფრის დანახვა რა
მორჩილაძეს რო ქონდა იმედზე გადაცემა უცნობი საქართველო, რაღაც მასეთ სტილში smile.gif

Posted by: xachapuridze 21 Jan 2012, 16:28
Возвращение
QUOTE
მორჩილაძეს რო ქონდა იმედზე გადაცემა უცნობი საქართველო, რაღაც მასეთ სტილში

აკა მორჩილაძეს ამოკრეფილი ჰქონდა მაშინდელი პრესიდან და მხატვრული ლიტერატურიდან. უნდა წაიკითხო იმდროინდელი მწერლები: ვასილ ბარნოვი, ეკატერინე გაბაშვილი და სხვები. ახლა "ტფილისის ჰამქარი" აპირებს, გამოსაცემად მოამზადოს ძალიან საინტერესო მოგონებები. აქ აუცილებლად შეიტყობ, როცა გამოვა.

Posted by: milaneel 27 Jan 2012, 17:07
http://www.businessnewsonline.net/?jnow=1&ref=31833

აქ შედით და დარეგისტრირდით, ლოტოს პონტია და ფულის მოგებაა შესაძლებელი, რაც მთავარია ბილეთებს უფასოდ აკეთებ და ერთ რეკლამაზე უნდა დაკლიკო

Posted by: bebera 29 Jan 2012, 01:03
Возвращение
QUOTE
გრიშაშვილის ბოჰემა როა მაგ სტილში რამე სხვა ნაწარმოები არსებობს ქართული?

ცისფერყანწელებზე მოგონებები და მაგათზე ამბები.
მე მაქვს ერთი წიგნი,ბებიაჩემმა მაჩუქა,ტიციანის ცოლის,ნინა მაყაშვილი-ტაბიძისას მოგონებები,მართალია გვიანდელი პერიოდისაა,ნაკლებადაა ქართულ ბოჰემაზე,მარა არის ბევრი საინტერსო რამე,ესენინის თბილისში ყოფნის ამბავით(ხაშიშ ქვაბში მოხარშული ქუდით) და ბევრი ამბებით....
თუმცა იქ ძირითადად საბჭოთა ამბებია...
ისე თუ რამეს იშოვი მეც მითხარი რა biggrin.gif



ყველაზე მაგარი რამე


Posted by: ssvoapnoi 16 Feb 2012, 12:17
მეგობრებო ვეძებ ერთ ნაწარმოებს რომელიც არის ბენო თათარიშვილის..არ ვიცი სათაური,რადგან სოფელში ვიპოვე ნახევრად განადგურებული წიგნის ნარჩენი..როგორც ჩანს რომანია,ისტორიული რომანი. თორნიკე ერისთავის დროზე წერს,მისი ქალიშვილი ნათია და გელა თმოგველი,რომელიც უსაზღვროდ არის შეყვარებული ამ ნათიაზე..გთხოვთ თუ ვინმემ იცით ეს ნაწარმოები,იქნებ სათაური მითხრათ რომ მოვძებნო როგორმე..

Posted by: xachapuridze 16 Feb 2012, 15:19
ssvoapnoi
QUOTE
იქნებ სათაური მითხრათ რომ მოვძებნო როგორმე..

არა მგონია, ბენო თათარიშვილს კიდევ სხვა რომანებიც ჰქონოდა. ის უფრო ჟურნალისტი იყო. თუ ბიბლიოთეკაში წასვლას არ დაიზარებ, ავტორითაც ადვილად მიაგნებ. ამ ბენოს მამა იყო კონდრატე თათარიშვილი, 'მამელუკის" ავტორი. ეს, ისე, ცნობისათვის.

Posted by: Возвращение 16 Feb 2012, 23:07
bebera
xachapuridze
აუ რა გამახსენდა ვიღაც ქუთაისელ აფერისტზე როა, ევროპაში რო ცხოვრობს თუ რაღაც ეგეთი... ჯავახიშვილისაა? გამახსენეთ რა, წაკითხული არ მაქვს მაგრამ ადრე მზეზე იყო მულტსერიალი და მაგრად მევასებოდა... იქნებ მიხვდეთ რასაც ვამბობ...

Posted by: xachapuridze 16 Feb 2012, 23:31
Возвращение
ალბათ მიხეილ მიხეილ ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე" გაქვს მხედველობაში.

Posted by: gvanca dgebuadze 17 Feb 2012, 15:05
საოცარი ხარ შიმშილო მართლაც,
შენ შეგიძლია მომაკვდავი საწოლიდან წამოაყენო
გადაიყვანო მთიდან მთაში ქარში, წვიმაში
მოაჩიჩქნინო გაყინული თითებით მიწა,
ჩააგდებინო ხნულში თესლად რწმენის მარცვალი
და აცდევინო მოთმინებითმანამდე ვიდრე
თვით ეს მარცვალი არ იქცევა დასათეს მარცვლად
მორის ფოცხიშვილი

Posted by: celestiales 17 Feb 2012, 16:37
ერთი მოთხრობის თუ რომანის სიუჟეტი ამომიტივტივდა თავში რამდენიმე დღეა და ვერც ავტორს ვიხსენებ ვერც სათაურს, წლების წინ მაქვს წაკითხული
ბავშVია რა, სკოლაში, ბოლო კლასში თუ არ ვცდები, ხოდა ახალი კლასელი გადადის მაგასთან, რომელსაც დაუმეგობრდება, სახლშI პატიჟებს ხოლმე ის ბავშვი და რაღაც, ყოველდღე წამალს სვამს და ამ ბავშვს რო გაუკვირდება, ეტყვიან მოსაღონიერებლი წამალიაო თუ რაღაც ეგეთი.. ხოდა მერე აღმოჩნდება რომ სისხლის გათეთრება აქვს ამ ბავშვს და მერე კვდება...
იქნებ იცოდეთ ვინმემ givi.gif

Posted by: haLogeN 19 Feb 2012, 22:24
გერმანელი მწერლის ნაწარმოებია მგონი და თუ ვინმემ იცით სახელი მითხარით რა smile.gif
სიუჟეტია ასეთია დაახლოებით : პატარა გოგოა და ტყეში დადის , პეპლები და ჩიტები უყვარს (ცოტა მოსაწყენი დაწყება აქვს biggrin.gif) და მერე რო გაიზრდება ქალაქში უშვებენ და იქ თხოვდება , ეს კაცი სულ ეჭვიანობს და სცემს და მერე ეს ქალი შეხვდება ვიღაცას,ვისაც იცნობდა მანამდე და უყვარდა და მერე ამ კაცთან ერთად გაიქცევა და ბედნიერია რა smile.gif)

Posted by: ფრენოლოგი 20 Feb 2012, 14:26
haLogeN
მგონი ლეონჰარდ ფრანკის მატილდაზე
ამბობ


Posted by: haLogeN 20 Feb 2012, 17:42
ფრენოლოგი
ჰო ეგაა, მადლობა დიდი jump.gif wink.gif

Posted by: ფრენოლოგი 20 Feb 2012, 20:14
haLogeN
არაფრის
იმდენად არ მომეწონა

რომ სამუდამოდ დამამახსოვრდა biggrin.gif

არადა ერთი 5 წლის წინ წავიკითხე.

Posted by: haLogeN 20 Feb 2012, 20:44
ფრენოლოგი
biggrin.gif ნაცნობს აინტერესებდა , თორე მეც არ მომწონს biggrin.gif

Posted by: ფრენოლოგი 21 Feb 2012, 01:33
celestiales
შენ კიდევ ქრაჩხაძის "ქარავანზე" ამბობ მე მგონია

მოთხრობა არ არის რომანია
და ეგეთი ნაწილი არის დასაწყისში

მთავარ გმირს აბელი ჰქვია.

მარა ეს ბოლო კლასში არ არის
და რავი


ეგ არის?

Posted by: gamyrela 22 Feb 2012, 12:31
პოეზიაზე მოთხოვნები მოსულა?
ილო ბეროშვილის ლექსია მგონი სადღეგრძელო ქვია
ესე იწყება თუ სწორად მახსოვას :" სუფრად სამშობლოს ძოწისფერი კალთა გავშალეთ"


თუ იშოვით ან ლინკი დამიდეთ ან დამიკოპირეთ biggrin.gif ბოლობოლო ის მაინც დამიდასტურეთ აქვს თუ არა ამ კაცს მსგავსი ლექსი

Posted by: Antonio Montana 2 Mar 2012, 01:34
QUOTE
რაღაცა მაგარი სტრანი ტექსტები იჩითება. მოკლედ მაგარი აბდაუბდა წიგნი იყო

ჯეიმს , აპატიე.

Posted by: x360Soulja 2 Mar 2012, 02:04
მეთერთმეტე კლასის მწვანე წიგნში(ვასაძე,შარაშენიძე) სტუმარ-მასპინძელი და ალუდა ქეთელაური ვერ ვიპოვე და სად წერია ხო ვერ მეტყვით?


სასწრაფოდ მჭირდება და დამეხმარეთ რა.

Posted by: Zichi 2 Mar 2012, 13:15
x360Soulja
http://www.nplg.gov.ge/ebooks/authors/vaja_pshavela/Poemebi/stumar-maspindzeli.pdf
http://www.nplg.gov.ge/ebooks/authors/vaja_pshavela/Poemebi/aluda%20ketelauri.pdf

Posted by: x360Soulja 2 Mar 2012, 14:20
Zichi
მადლობა ^^

Posted by: SMOG 4 Mar 2012, 16:47
მეგობრებო დამეხმარეთ, დაახლოებით ერთ გვერდიანი მონოლოგი მინდა უარყოფითი გმირის, მირჩიეთ ვინმე, არ მინდა შექსპირის გმირები, არც გოეთეს და ა.შ. ქართული პროზა, რომელიმე მწერლის, ვის რა გახსენდებათ აბა, ან დუმბაძის ან დოჩანაშვილის, რავიცი, სახასიათო გმირი, თუნდაც ფატალისტური მონოლოგი იყოს, ტრაღიკული, მოკლედ ხომ მიხვდით..

Posted by: Galahad 4 Mar 2012, 21:43
SMOG
QUOTE
მეგობრებო დამეხმარეთ, დაახლოებით ერთ გვერდიანი მონოლოგი მინდა უარყოფითი გმირის, მირჩიეთ ვინმე, არ მინდა შექსპირის გმირები, არც გოეთეს და ა.შ. ქართული პროზა, რომელიმე მწერლის, ვის რა გახსენდებათ აბა, ან დუმბაძის ან დოჩანაშვილის, რავიცი, სახასიათო გმირი, თუნდაც ფატალისტური მონოლოგი იყოს, ტრაღიკული, მოკლედ ხომ მიხვდით..


ქართული ლიტერატურიდან უარყოფითი პერსონაჟის მონოლოგი რაღაც არ მახსენდება უცებ... მოცარტის მუსიკის მოსმენისას პუშკინის "მოცარტი და სალიერი" გამახსენდა. სალიერის ორი მონოლოგი ძალიან კარგი იქნება თემისთვის. smile.gif

Posted by: SMOG 5 Mar 2012, 14:35
QUOTE (Galahad @ 4 Mar 2012, 21:43 )
SMOG
QUOTE
მეგობრებო დამეხმარეთ, დაახლოებით ერთ გვერდიანი მონოლოგი მინდა უარყოფითი გმირის, მირჩიეთ ვინმე, არ მინდა შექსპირის გმირები, არც გოეთეს და ა.შ. ქართული პროზა, რომელიმე მწერლის, ვის რა გახსენდებათ აბა, ან დუმბაძის ან დოჩანაშვილის, რავიცი, სახასიათო გმირი, თუნდაც ფატალისტური მონოლოგი იყოს, ტრაღიკული, მოკლედ ხომ მიხვდით..


ქართული ლიტერატურიდან უარყოფითი პერსონაჟის მონოლოგი რაღაც არ მახსენდება უცებ... მოცარტის მუსიკის მოსმენისას პუშკინის "მოცარტი და სალიერი" გამახსენდა. სალიერის ორი მონოლოგი ძალიან კარგი იქნება თემისთვის. smile.gif

მადლობთ, smile.gif ვნახავ თუ მოეწონებათ..

Posted by: emily2012 5 Mar 2012, 18:16
დამეხმარეთ ძალიქნ გტხოვთ.თუ ვინმეს გაგიგიათ ზვიად გამსახურდიას დაწერილი ვეფხისტყაოსნის გარჩევა,იქნებ ზუალსტად სახელი მითხრათ და სად ვიშოვო ისიც.

Posted by: Galahad 5 Mar 2012, 19:22
emily2012
QUOTE
დამეხმარეთ ძალიქნ გტხოვთ.თუ ვინმეს გაგიგიათ ზვიად გამსახურდიას დაწერილი ვეფხისტყაოსნის გარჩევა,იქნებ ზუალსტად სახელი მითხრათ და სად ვიშოვო ისიც.


"ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება". ქუჩაში წიგნებს რომ ყიდიან, აქა-იქ შეიძლება შეგხვდეს. ბოლო დროს არ მინახავს. საჯარო ბიბლიოთეკაში არის ეგ წიგნი.

Posted by: kristt 5 Mar 2012, 20:20
Ratibati13
აქვე კიდევ ერთი კითხვა მაქვს, ლექსი "ფეხი დამადგით, გულზე დამადგით" ანა კალანდაძის არის ხომ?
მადლობთ
კი ეს ლექსი ეკუთნის ანა კალანდაძეს

Posted by: emily2012 6 Mar 2012, 12:39
Galahad
მადლობა გაიხარეეეე

Posted by: katka 6 Mar 2012, 14:23
ხომ ვერ გამახსენებთ რომელიმე პოეტის ლექსს მამაზე?

Posted by: სურამელი 8 Mar 2012, 13:07
QUOTE
ხომ ვერ გამახსენებთ რომელიმე პოეტის ლექსს მამაზე?

ქვლივიძეს აქვს მამაზე ლექსებიwink.gif

Posted by: elee 8 Mar 2012, 14:31
ხომ არ იცით ზურა სალუქვაძის ლექსების კრებული არსებობს?

Posted by: likako1305 8 Mar 2012, 15:04
QUOTE
ხომ ვერ გამახსენებთ რომელიმე პოეტის ლექსს მამაზე?

ექვსი წელია მე არ მენახე
ჩემო საყვარელო მამა.
შენი სითბო და ალერსი
მაკლდა,არ მაკლდა განა?
.....
როცა დამინახე და გადამკოცნე
ხელები აგითრთოლდა,
მე კი შევნიშნე შენს თმებში,
რომ განუწყვეტლივ თოვდა
..............
გაიძახოდი: აწი რა მიჭირს,
ყველა ჩემს ირგვლივ არი,
მაგრამ ეს მკაცრი სიკვდილი,
დაუნდობელი არის....
..............
მოულოდნელად ხელიდან,
გამოგვეცალე...წადი,
თვალცრემლიანი მუდამ გიხსენრბ,
რა დამამშვიდებს აწი...
...........
ისღა დამრჩენია სანთლები დაგინთო,
ჩემო ძვირფასო მამიკო,
შენმა სიკვდილმა იცი რა მიყო?
გული შუაზე გამიყო.
..............
ამ ჩემს გულის ჯავრს ვიცი...
ვერავინ გამიქარწყლებს,
შენს მოსაგონრად შევსვამ
შესანდობარის ყანწებს..
..............
იძინე ჩემო მამიკო,
მუდამ იყავი მშვიდად,
ყოველთვის მიგულე იცოდე,
საუკეთესო შვილად....

Posted by: სურამელი 9 Mar 2012, 10:39
likako1305
ან მე ვერ ვერკვევი საერთოდ პოეზიში ანდა ეს ლექსი მართლა სუსტიაsad.gif(( მამას უკეთესი შეეფერბაwink.gif

Posted by: ფრენოლოგი 10 Mar 2012, 01:57
QUOTE (katka @ 6 Mar 2012, 14:23 )
ხომ ვერ გამახსენებთ რომელიმე პოეტის ლექსს მამაზე?

მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია…
ყოველ დილით, ნახევარზე შვიდის,
მამა დგება, უბრალოდ და კოპწიად
იმოსება და სახლიდან მიდის.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია…
მამას იქნებ შია, მაგრამ იცის,
ოჯახს უფრო წაადგება ჭამა
და მშიერი მიაშურებს მიწის-
ქვეშა გადასასვლელს მამა.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია…
გიტარით და გასაშლელი სკამით,
მიდის, ჯდება ჩასასვლელთან მეტროს
და ბრუნდება სახლში გვიან ღამით,
მამა – დიდი მუსიკოსი ერთ დროს.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია…
უკრავს მამა და მადლს ფეხთან უყრის,
ყველა, ვინც კი წამოვა და წავა.
არის ბედის ირონია, უფრო
წამებაა – ამაყია მამა.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია…
ერიდება, მაგრამ რა ჰქნას – უჭირს
(მამას ალბათ სულ სხვა ბედი სურდა)
და პოეტ შვილს, თან მასსავით – ქუჩის,
სახლში პური მიუტანოს უნდა.
მამაჩემი დიდი მუსიკოსია…
ყოველ დილით, ნახევარზე შვიდის,
მამა დგება, უბრალოდ და კოპწიად
იმოსება და სახლიდან მიდის.




(გიორგი საჯაია)












აი, ეს ხეა მამაჩემი.
გაგიკვირდა?
მუხას ელოდი?
არა, ეს ხეა მამაჩემი,
ეს ტანწვრილი
და არც ისე ხანდაზმული,
რომელსაც ფხიზლად ძინავს ზამთარში
და გაზაფხულზე პირველივე სითბო აღვიძებს.
ის არ ჩრდილავს ნახევარ ეზოს,
არ აბნელებს დანარჩენ ხეებს,
მისი ჩრდილი მსუბუქია და თვინიერი –
მას შემოდგომის სუსტი მზეც კი
სულ ადვილად ატრიალებს ღერძის გარშემო,
ხოლო ზაფხულში, როცა ჩვენკენ უზომოდ ცხელა,
მისი ჩრდილი, მეტს თუ არა, ხუთ-ექვს ჩვენგანს ნამდვილად იტევს
და ჩვენ ეს გვყოფნის. მეტი არც ვართ.
მეტი არც გვინდა.



(ზვიად რატიანი_

Posted by: ranase 10 Mar 2012, 16:00
ვინმემ ხო არ იცით შერლოკ ჰოლმსზე სად ვნახო მოთხრობები?

Posted by: გიარია 10 Mar 2012, 17:43
მოხუცი მამა სასხლავით ხელში დადის ვენახში

Posted by: x360Soulja 12 Mar 2012, 21:02
"სინიდისი" და "მგელი" მაპოვნინეთ რა ვინმემ user.gif

Posted by: ssvoapnoi 21 Mar 2012, 12:20
xachapuridze
QUOTE
არა მგონია, ბენო თათარიშვილს კიდევ სხვა რომანებიც ჰქონოდა. ის უფრო ჟურნალისტი იყო. თუ ბიბლიოთეკაში წასვლას არ დაიზარებ, ავტორითაც ადვილად მიაგნებ. ამ ბენოს მამა იყო კონდრატე თათარიშვილი, 'მამელუკის" ავტორი. ეს, ისე, ცნობისათვის.



ვიცი რომ კონდრატე მამა იყო..წიგნს ქვემოთ აწერია ბ.თათარიშვილი და ე.ი ბენო თათარიშვილის ნაწარმოებია არ მეთანხმები?ამიტომაც ვიკითხე

Posted by: Magdala 26 Mar 2012, 22:38
"მარადცოცხალი ხელოვნება" ვისია არ გახსოვთ?
ქართველი ავტორი ყავს
ბოლოში მიქელანჯელოს ლექსებიც იყო

Posted by: MariiiaM 26 Mar 2012, 23:21
"სიმღერა როლანდზე" ავტორი არ ყავს ... მაპოვნინეთ რააააა user.gif

Posted by: NikaKuprashvili 27 Mar 2012, 19:05
მუხრან მაჭავარიანის - ისევ საბა

შეგიძლიათ მომაწოდოთ?

Posted by: სურამელი 28 Mar 2012, 10:08
QUOTE
მუხრან მაჭავარიანის - ისევ საბა

შეგიძლიათ მომაწოდოთ?

მგონი ეს გინდოდა ხო?wink.gif


ისევ საბა

მოიპარიზა,

მოირომა,

მოისტამბოლა,--

მობრუნდა შინ და

იუდასი ეძღვნა ამბორი...

მომოსკოვება არ ადროვა ყინვამ ძლიერმა,-

მოსკოვმა შთანთქა ძვალნი მისნი,-

სატანძიენი.

...

მკერდზე გეფინა ჩანჩქერივით ქათქათა წვერი,

გადმოალაჯე საკუთარ საფლავს.......

კურთხეულ იყოს სახელი შენი,-

ს ა ბ ა!

Posted by: BENDZOYA 29 Mar 2012, 13:28
ნაპოლეონის ბიოგრაფიის ყიდვა მინდა და რომელი ავტორის გამოცემაა საუკეტესო? ანუ მარტო ისტორია რომ არ იყოს მხატვრულად შელამაზებუი თუ იქნება მთლა უკეთესი smile.gif

კიდე მაინტერსებს სახლში მაქვს რაღაც ძველი წიგნი შექსპირის "ტრაღედიები" აწერია smile.gif ხოდა როგორც ვიცი ილია თარგმნიდა ტრაღედიებს, კი გავარკვევდი რომელი წლისაა და რომელი გამომცემლობაა მარა ამოგლეჯილია ეგ ფურცლები სადაც უნდა ეწეროს და როგორ გავარკვიო ეგაა თუ არა?

Posted by: სურამელი 30 Mar 2012, 11:56
QUOTE
ნაპოლეონის ბიოგრაფიის ყიდვა მინდა და რომელი ავტორის გამოცემაა საუკეტესო

ბიბლუსში იყიდება - 100ადამიანი, რომელმაც შეცვალა სამყარო და მანდ შედის ნაპოლეონი და საკმაოდ კარგიაwink.gif

Posted by: gioscorpi 1 Apr 2012, 15:20
გამარჯობათ მეგობრებო, ერთ წიგნს ვეძებ, რომლის სათაურიც არის "გამოცხადება", ქართული რომანია, მაგის მიხედვით ფილმიც არის გადაღებული, ლევან უჩანეიშვილი და გოგი ხარაბაძე თამაშობენ მთავარ როლებს, ხო და მაგ წიგნის ავტორი მაინტერესებს user.gif ადრე კი მაქვს წაკითხული მაგრამ ვინ მათხოვა აღარ მახსოვს თორემ არ შეგაწუხებდით user.gif
იქნებ დამეხმაროთ ვინმე, თუ ელ. ვერსიასაც გაჩითავთ ხო ვაფშე მაგარი იქნება givi.gif
http://geocinema.ge/ge/index.php?filmi=482
წინასწარ უღრმესი მადლობა

Posted by: xachapuridze 1 Apr 2012, 22:27
gioscorpi
QUOTE
გამარჯობათ მეგობრებო, ერთ წიგნს ვეძებ, რომლის სათაურიც არის "გამოცხადება", ქართული რომანია, მაგის მიხედვით ფილმიც არის გადაღებული,

იქვე წერია - იუზა ყაჭეიშვილი.

Posted by: gioscorpi 1 Apr 2012, 22:53
xachapuridze
givi.gif givi.gif givi.gif

Posted by: cvangurashka 2 Apr 2012, 21:52
მიშველეთ რააააა... კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოების თემები მინდა.. სად ვნახოო დამეხმარეთ გთხოვთ.

Posted by: x360Soulja 2 Apr 2012, 23:18
ჰაკი აძბა მაქვს სასწავლი ხვალისთვის,უნდა ვიშოვო ASAP.



დამეხმარეთ რა ვინმე user.gif ^^

Posted by: gioscorpi 3 Apr 2012, 21:19
მეგობრებო შოთა ნიშნიანიძის ლექსი "დედო ზარი" _ მჭირდება, გთოვთ თუ ვინმეს მოგეპოვებათ დამიწერეთ რა, თუ არ დაგეზარებათ? წინასწარ დიიიდი მადლობა
user.gif user.gif user.gif

Posted by: gioscorpi 20 Apr 2012, 16:28
მეგობრებო ჯეიმს ჰ. ჩეიზის "დათარსული კაცი" _ ს ელ. ვერსია ამილინკეთ რა რუსულად, გადავატრიალე ინტერნეტი და ვერ ვნახე, იქნებ იცოდეს ვინმემ?

Posted by: borkona 28 Apr 2012, 11:49
ტარიელ ჭანტურიას "ორნი" სად შეილება ვნახო მიმასწავლეთ რა თუ ვინმემ იცით

Posted by: Zichi 28 Apr 2012, 17:06
ვისია ხოარიცით? user.gif

არა, გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას,
მოგძებნი სადმე და სიყვარულს დაგიმტკიცებ,
მე შენი თვალებით შევხვდები ყვავილობას
არ გჯერა? თუ გინდა იებზე დაგიფიცებ!
-პატარა იების სიცოცხლეს გეფიცები,
მათ ახლად ახელილ თვალებს,
ო, ისე ლამაზად მეყვარები
კიდევაც შეშურდება მთვარეს...
არა, გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას
მოგძებნი სადმე და სიყვარულს დაგიმტკიცებ!
არ გჯერავს? თუ გინდა იებზე დაგიფიცებ!
-ლურჯთვალა იების სიცოცხლეს გეფიცები...

Posted by: სურამელი 28 Apr 2012, 17:40
QUOTE
ვისია ხოარიცით? 

არა, გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას,
მოგძებნი სადმე და სიყვარულს დაგიმტკიცებ,
მე შენი თვალებით შევხვდები ყვავილობას
არ გჯერა? თუ გინდა იებზე დაგიფიცებ!
-პატარა იების სიცოცხლეს გეფიცები,
მათ ახლად ახელილ თვალებს,
ო, ისე ლამაზად მეყვარები
კიდევაც შეშურდება მთვარეს...
არა, გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას
მოგძებნი სადმე და სიყვარულს დაგიმტკიცებ!
არ გჯერავს? თუ გინდა იებზე დაგიფიცებ!
-ლურჯთვალა იების სიცოცხლეს გეფიცები...


http://www.mary.ge/711-bbbb-bbbbbbebbbb-v-david-kratsashvili-1963-v-1980.html
* * *
QUOTE
ტარიელ ჭანტურიას "ორნი" სად შეილება ვნახო მიმასწავლეთ რა თუ ვინმემ იცით

QUOTE
ტარიელ ჭანტურიას "ორნი" სად შეილება ვნახო მიმასწავლეთ რა თუ ვინმემ იცით

ორნი


რამდენიც გინდათ იყავით,ოღონდ
რაც მთავარია იყავით ორნი.
და საქორწინო კიბეზე -- ორნი,
წავლენ-წამოვლენ,რჩებიან ორნი.

წყვილი თვალივით ლამაზი წყვილი,
საწამლავი და სატევრის წვერი,
და წყვილი ყური,დაცული ცვილით;
მკლავი და მკლავი,ხელი და ხელი...

გადაჯაჭვული ბედი და ბედი,
შეტოლებული მიხაკი მიხაკს.
წყვილი ბეღურას ლამაზი ბუდე,
ცოტა ბალახი და ცოტა თიხა...

თუ მომენატრე უთუოდ მოვალ,
თუ მოგენატრო უთუოდ მოდი.
ყური არ უგდო მავანს და მავანს
მე მუდამ გელი...
უთუოდ მოდი...

ორი ფრთა,ორი...
ნიჩაბი---ორი,
ბორბალი---ორი...
რეკავს და რეკავს,ზარი და ზარი,
ახლოს და ახლოს,შორით და შორით...

ჩუმად!რა კარგი ღამეა,ჩუმად...
ჩუმად!რა ბევრი ცრემლია,ჩუმად...
როგორ სჭირდება ბედნიერებას
ცოტაოდენი ტკივილი...
ჩუმად!

გადაჭდობილი ყელი და ყელი,
სხვები წავიდნენ...
რჩებიან ორნი.

Posted by: borkona 30 Apr 2012, 17:28
Zichi
QUOTE

არა, გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას,
მოგძებნი სადმე და სიყვარულს დაგიმტკიცებ,        მგონი "სიყვარულის"ნაცვალ "ქვეყანა"
მე შენი თვალებით შევხვდები ყვავილობას
არ გჯერა? თუ გინდა იებზე დაგიფიცებ!
-პატარა იების სიცოცხლეს გეფიცები,
მათ ახლად ახელილ თვალებს,
ო, ისე ლამაზად მეყვარები                                                      "ლამაზად" კი არა "ნაზად"
კიდევაც შეშურდება მთვარეს...                                              "შენს თავს შენატროდე გწამდეს"
არა, გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას
მოგძებნი სადმე და სიყვარულს დაგიმტკიცებ!                     
-ლურჯთვალა იების სიცოცხლეს გეფიცები...


Posted by: Zichi 30 Apr 2012, 17:45
borkona
ვერგავიგე user.gif

Posted by: სურამელი 30 Apr 2012, 17:48
Zichi
აქ შედი

http://www.mary.ge/711-bbbb-bbbbbbebbbb-v-...963-v-1980.html

Posted by: Zichi 30 Apr 2012, 22:48
სურამელი
აწწ მადლობა jump.gif

Posted by: luka123 2 May 2012, 20:10
გამარჯობა ყველას.
გთხოვთ მიპასუხოთ ვინც იცის არის თუ არა გამოცემული წიგნად ქართველი დრამატურგების ნაწარმოებები? ძალიან მჭირდება და იქნებ დამაკვალიანოთ? თუ გამოცემ,ულია სად შეიძლება შეძენა?

Posted by: Koko_ 10 May 2012, 19:09
ხალხნო
მინდა ჩემმა შვილებამ ცოდნა გაიღრმავონ თუ გაიღრმაონ?
რომელია სწორი?

Posted by: Nnino 10 May 2012, 20:30
QUOTE
გაიღრმავონ

KoKo:)

http://spelling.ge

Posted by: Koko_ 10 May 2012, 21:10
Nnino
მადლობა

Posted by: shumeri 12 May 2012, 02:50
არ ვიცი აქ უნდა ვიკითხო თუ არა, მაგრამ მაინტერესებს ერთი რამ.
გამოდიოდა "ქართული მწერლობის საუნჯე", ვყიდულობდი ყოველთვის და ახლა დიდი დრო გავიდა აღარ გამოსულა. შეჩერდა მე 15 ტომზე, (ვაჟას პოემები), ნუთუ შეჩერდა გამოცემა? როგორ შეიძლება და ვისგან ამის გარკვევა? ძალიან გული დამწყდება, რადგან სწორედ მე-20 საუკუნის ქართული მწერლობა მაინტერესებდა. იქნებ ვინმემ დამაკვალიანოთ, ძალიან გთხოვთ.

Posted by: Nnino 12 May 2012, 08:42
shumeri
+1

მეც მაინტერესებს.

Posted by: Koko_ 16 May 2012, 18:26
რამე ლექსი არ იცით სკოლაზე? დამიწერეთ რაა

Posted by: Silverdrop 17 May 2012, 09:51
გამარჯობა! მიპასუხეთ გთხოვთ, ლალი მოროშკინას ახალი წიგნი "საქართველო გისოსებს მიღმა"გამოვიდა უკვე?
მადლობა წინასწარ

Posted by: lali_ko 26 May 2012, 18:55
იქნებ ვინმემ იცოდეს, ვინ არის ამ ლექსის ავტორი:
"თუკი კახეთში არ სვი მანავი,
ქართლში ურმული თუ არ გსმენია,
თუ არ მოგხიბლა იმერეთის ცამ
და ან სვანეთის კლდეთა გენიამ...
თუ აჭარაში არ გყავს ძმაკაცი,
გურიის მთებში თუ არ გივლია,
არ გიტირია სამეგრელოში,
ბროწეულები როცა ტირიან...
თუ თბილისელი ქალების ეშხმა
გული ბოლომდე არ გადახია,
მაშინ ყოფილხარ საქართველოში
და საქართველო არ გინახია.."

Posted by: cliff 13 Jun 2012, 18:16
აუ რაღაც წიგნი მინდა და სახელი არ მახსოვს, თუ არ მეშლება მარკ ტვენისაა და ეშმაკზე და ღმერთზეა ერთმანეთს წერილებს წერენ თუ რაღაც ეგეთი, მოკლედ ეშმაკზე და ღმერთზეა რა smile.gif

Posted by: erer 16 Jun 2012, 12:34
არ ვიცი აქ არის ამ კითხვის ადგილი თუ არა, მაგრამ არაუშავს. სულ მაინტერესებდა, ბურატინოს დაწერის რა მუღამი ქონდა ალექსეი ტოლსტოის? ან რატომ იყო ბურატინო ასე პოპულარული და კოლოდის სახელი გაგონილი არ ქონდა უმეტესობას. საბჭოთა ბავშვები პინოქიოს ვერ გაიგებდნენ და ამიტომ პერსონაჟებს სახელები შეუცვალეს? სიუჟეტი ხო ერთი და იგივეა.

Posted by: seeman 16 Jun 2012, 21:16
erer

დრო იყო მასეთი .ეტყობა კომპარტიამ პინოქიოში ბურჟუაზიული აზროვნების ელემენტები დაინახა.

ტოლსტოიმაც აიღო და გადმოარუსულა

ისე მე ბურატინო უფრო მევასებოდა კაი როჟა იყო. პაპა კარლო იქეთ გასპაჟა ტარტილა კარაბას ბარაბასი ოქროს გასაღები ისა ესა (ფილმი ცალკე აღსანიშნავია ძალიან მაგარი იყო)

პინოქიოს რა მუღამი ქონდა მოდებილო ბავშვის შტაბეჭდილებას ტოვებდა ტყიულს იტყვი ცხვირი გაგეზრდება

Posted by: Rhaegar 17 Jun 2012, 15:17
Fiction ზუსტად რას ნიშნავს ქართულად იქნებ მითხრათ?

მგონი ლიტერატურაში ჩვენ არ ვხმარობთ "ფიქციას" და ამის მაგივრად რა სიტყვას ვიყენებთ?

Posted by: MAIN KAMPF 4 Jul 2012, 02:53
თუ შეიძლება ვინმემ მითხრას როგორ შევიდე საიტზე ლიტერატურა.გე ადრე აქ ვაქვეყნებდი ჩემს ნაწერებს,ეხლა რომ შევდივარ მიგდებს ლიტ.გეს ეს სულ სხვაა.იმ საიტზე მრავალი პიროვნება აქვეყნებდა ნაწარმოებებს

Posted by: სურამელი 4 Jul 2012, 09:56
QUOTE
თუ შეიძლება ვინმემ მითხრას როგორ შევიდე საიტზე ლიტერატურა.გე ადრე აქ ვაქვეყნებდი ჩემს ნაწერებს,ეხლა რომ შევდივარ მიგდებს ლიტ.გეს ეს სულ სხვაა.იმ საიტზე მრავალი პიროვნება აქვეყნებდა ნაწარმოებებს

http://literatura.lit.ge

Posted by: loveway 6 Jul 2012, 11:06
ბუდენბროკებს ვყიდი ავტ, თომას მანი 5 ლარად ქართულად
მსოფლიო ლიტერატურის 2 ტომეული ქართულად
(მაღაზიებში 60 ლარია ორუვე) მე ვყიდი 45 ლაად ( უხმააააააააააარიაააააააააა)\

ასევე თურქი მწელები დ თუ ყოფაზე წიგნები
ფერდინანდ დიუშენი "თამილა+ +ფაქირ ბიქურთი " ჭოფლიანი ქალი" =7 ლარი ქართულაააააააადდ

Posted by: სურამელი 6 Jul 2012, 11:15
თუ ვინმეს უნდა "პატრიარქის შემოდგომა". 15 ლარადwink.gif ტირაჟი ამოწურულია და თითქმის ახალიაsmile.gif) პირადში შემეხმიანეთ თუ გენდომებათ ვინმესwink.gif

Posted by: loveway 6 Jul 2012, 14:49
უდენბროკებს ვყიდი ავტ, თომას მანი 5 ლარად ქართულად
მსოფლიო ლიტერატურის 2 ტომეული ქართულად
(მაღაზიებში 60 ლარია ორუვე) მე ვყიდი 45 ლაად ( უხმააააააააააარიაააააააააა)\

ასევე თურქი მწელები დ თუ ყოფაზე წიგნები
ფერდინანდ დიუშენი "თამილა+ +ფაქირ ბიქურთი " ჭოფლიანი ქალი" =7 ლარი ქართულაააააააადდ


+
ამას გოგი მაისურაძის "კერპი და ჯვარი"

Posted by: სურამელი 17 Jul 2012, 17:15
ლისაბონის ღამე რემარკის ქართულად არის? თუ არის სად სეიძლება ვნახო ხო ვერ მეტყვით? ძალიან მჭირდეა და დამეხმარეთ რაsmile.gif

Posted by: ent1c3d 23 Jul 2012, 13:14
აუ გამარჯობათ ხალხო..

მოკლედ დღეს რაღაც გამახსენდა და თან გამახსენდა არასრულყოფილად..

წლების წინ სკოლაში მასწავლებელმა წაგვიკითხა უცხოელი მწერლის პატარა მოთხრობა, რათქმაუნდა არმ ივაქციე მაშIნ ავტორის სახელს ყურადღება, მოთხრობას გონი ერქვა "გავუსწორდეთ მათხოვარს" თუ რაღაც მსგავსი... აზრი იყო ის რომ ადამიანმა ქუჩაშI ნახა მათხოვარი, სასოწარკვეთილი, მაგრამ თვალებში სიამაყის ნაპერწკალი ქონდა და მისი გამოღვიძების მიზნით უსამართLოდ მოექცა მას, ცემა დაუპირა და ამან სიამაყე გააღვიძა მათხოვარში.. მოკლედ ვისაც წაკითხული გაქვთ გეცნობოდათ... მჭირდება საოცრად და იქნებ დამეხმაროთ :|

Posted by: სურამელი 23 Jul 2012, 14:06
QUOTE
წლების წინ სკოლაში მასწავლებელმა წაგვიკითხა უცხოელი მწერლის პატარა მოთხრობა, რათქმაუნდა არმ ივაქციე მაშIნ ავტორის სახელს ყურადღება, მოთხრობას გონი ერქვა "გავუსწორდეთ მათხოვარს" თუ რაღაც მსგავსი... აზრი იყო ის რომ ადამიანმა ქუჩაშI ნახა მათხოვარი, სასოწარკვეთილი, მაგრამ თვალებში სიამაყის ნაპერწკალი ქონდა და მისი გამოღვიძების მიზნით უსამართLოდ მოექცა მას, ცემა დაუპირა და ამან სიამაყე გააღვიძა მათხოვარში.. მოკლედ ვისაც წაკითხული გაქვთ გეცნობოდათ... მჭირდება საოცრად და იქნებ დამეხმაროთ :|

სამოქალაქო განათლებაში ისწავლებოდა ეგwink.gif დღეს როცა მივალ ვნახავ და გეტყვიwink.gif 7 საათამდე წესით გაგიგებsmile.gif))))
* * *
ent1c3d
მოკლედ იმ მოთხრობას ქვია "მივასიკვდილოთ უპოვარნი". ბოდლერისაა. ინტერნეტში ვეძებე და ვერ ვნახეwink.gif
სამოქალაქო განათლების წიგნშიაwink.gif
პირადში მოგწრეwink.gif

Posted by: ent1c3d 23 Jul 2012, 20:02
სურამელი
უღრმესი მადლობა... გაიხარე შენ და რავი ძალიან ძალიან დიდი მადლობა..

Posted by: chioreli 24 Jul 2012, 13:17
ხალხო ელვა ჟის რამდენ ხანში ჩამოაქვს წიგნები?
მესამე კვირა დაიწყო უკვე წილიფონიც არ ვიცი რომ დავურეკო და ვკითხო რას შვებიან და ვინმეს თუ გაქვთ შეკვეთილი რამდენ ხანში ჩამოგსვლიათ?
სავრაუდოდ რუსეთიდან მოაქვთ

Posted by: სურამელი 24 Jul 2012, 13:27
QUOTE
წილიფონიც არ ვიცი რომ დავურეკო

2-38-26-73; 2-38-26-74; 2-38-26-76

http://www.elva.ge

Posted by: chioreli 24 Jul 2012, 13:42
სურამელი

გაიხარე smile.gif

ხანდახან რა მარტივად შეიძლება რამის გაკეთება და საიდან შემოვუარე.

facepalm.gif smile.gif

Posted by: სურამელი 24 Jul 2012, 15:07
QUOTE
ხანდახან რა მარტივად შეიძლება რამის გაკეთება და საიდან შემოვუარე.

სამწუხაროდ ყველაფერი ასე მარტივად არ ხდება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: gioscorpi 4 Aug 2012, 11:48
წიგნს ვეძებ სადაც ტიპი ყვება თითქოს კარტს იპოვნის და საიდანაც ქალები გადმოდიოდნენ და სექსი ქონდა ამ გოგოებთან, თუ არ ვცდები უცხოელი ავტორი უნდა იყოს, ვინმეს გეცნობათ? დამეხმარეთ რა.

Posted by: MONTY 7 Aug 2012, 07:18
QUOTE
14 Nov 2009, 03:02

QUOTE
ერთ ლექს ვეძებ ძალიან და იქნებ დამეხმაროთ რა
ლექსი იწყებოდა დაახლოებით ასე " კარი გააღეთ და შემოუშვით ციხეში ქალი, შემოიტანოს ცხოვრების აზრი " მეტი აღარ მახსოვს . ეს ლექსი 40 წელზე მეტი ციხეში კედელზე ეწერა ყველას დასანახად და არავის არ წაუშლია და თუ ვინმეს გაგიგიათ იქნებ მითხრათ ვისი დაწერილია და თვითონ ლექსი სად შეიძლება რომ ვიპოვო
მადლობთ წინასწარ

cry.gif

Posted by: wuma 8 Aug 2012, 14:22
იქნებ ვინმემ იცოდეთ ამ ლექსისი ავტორი ?


უცებ ცხელ გულზე დამადგეს ფეხი,
როცა მედეა მომგლიჯეს მკერდით.
ძველი ქართულით, ნუსხურ-მთავრულით
ბოლნისის ქვაზე ჩემს ვარამს ვწერდი.

ხელში ბატის ფრთით, გაშლილ ეტრატზე
მე სიყვარულის პოემას ვწერდი.
ჩემი ხატია, გულს მახატია:
იყალთო, გრემი და ალავერდი.

ზედ გულზე შემდგა მე თემურ ლენგი,
კოჭლი ფეხებით როცა გამთელა,
მაშინ მამულის საკურთხეველზე
ჩემი თითები ენთო სანთლებად.

მე თავი მედო გატენილ თოფზე,
მე ძილვფხიზლობდი, მე არ მეძინა.
ხან თეირანში და ხან სტამბოლში,
როგორც სამკაულს მყიდდნენ მე ძვირად.

ერთხელ ვარსქენმა თმებით მათრია,
განუკურნები დამრჩა იარა.
მაწამა და ვერ გადამარჯულა,
მომკლა და კერპებს ვერ მაზიარა.

გაზით დამგლიჯეს ათივე ფრჩხილი
და წამებული მიწოდა ხალხმა,
თუმც კაცი რაა, სიკვდილის წინაც,
მე დაჩოქილი ვერავინ მნახა!
...................................

Posted by: სურამელი 8 Aug 2012, 14:59
QUOTE
იქნებ ვინმემ იცოდეთ ამ ლექსისი ავტორი ?


უცებ ცხელ გულზე დამადგეს ფეხი,
როცა მედეა მომგლიჯეს მკერდით.
ძველი ქართულით, ნუსხურ-მთავრულით
ბოლნისის ქვაზე ჩემს ვარამს ვწერდი.

ხელში ბატის ფრთით, გაშლილ ეტრატზე
მე სიყვარულის პოემას ვწერდი.
ჩემი ხატია, გულს მახატია:
იყალთო, გრემი და ალავერდი.

ზედ გულზე შემდგა მე თემურ ლენგი,
კოჭლი ფეხებით როცა გამთელა,
მაშინ მამულის საკურთხეველზე
ჩემი თითები ენთო სანთლებად.

მე თავი მედო გატენილ თოფზე,
მე ძილვფხიზლობდი, მე არ მეძინა.
ხან თეირანში და ხან სტამბოლში,
როგორც სამკაულს მყიდდნენ მე ძვირად.

ერთხელ ვარსქენმა თმებით მათრია,
განუკურნები დამრჩა იარა.
მაწამა და ვერ გადამარჯულა,
მომკლა და კერპებს ვერ მაზიარა.

გაზით დამგლიჯეს ათივე ფრჩხილი
და წამებული მიწოდა ხალხმა,
თუმც კაცი რაა, სიკვდილის წინაც,
მე დაჩოქილი ვერავინ მნახა!


ბერიაშვილი ბერდია

http://biblioteka.litklubi.ge/view-nawarmoebi.php?id=3565

Posted by: wuma 8 Aug 2012, 15:11
სურამელი
გაიხარე
ვეძებდი კარგა ხანია ავტორს

Posted by: ნი–ცა.. 12 Aug 2012, 21:40
გამარჯობათ
ერთხელ მოვისმინე ლექსი,მხოლოდ ერთი ფრაზა მახსოვს:
"გავაბოლე სულის სიღრმე ჩათბა..."
იქნებ ვინმემ იცით ეს ლექსი?

Posted by: სურამელი 12 Aug 2012, 23:39
QUOTE
ერთხელ მოვისმინე ლექსი,მხოლოდ ერთი ფრაზა მახსოვს:
"გავაბოლე სულის სიღრმე ჩათბა..."
იქნებ ვინმემ იცით ეს ლექსი?



დილის ბინდში ვერის ხიდზე მოვხვდით...
თოვდა, თოვდა...რა კარგია თოვა...
გადამიდგა და ბოდიშის მოხდით,
გამაჩერა სიგარეტი მთხოვა...
მივაწოდე გაიხარა კაცმა,
მოვუკიდეთ,-მთვრალი ვარო,მითხრა,
გავაბოლეთ,-გულის ფსკერზე დათბა,
სთქვა მადლობა,რა დროაო,მკითხა...
მე ვუთხარი,-ხუთი იყო დილის,
ხიდზე დავრჩი,ის გავიდა გაღმა,
ეჰეჰეი!"შეუძახა თბილისს
და ღიღინით ვერის აღმართს აჰყვა...
თოვდა,თოვდა,სიგარეტი გვქონდა,
თოვდა,თოვდა..რა კარგია თოვა...
რა კარგია-რა ბევრი და ცოტა...
თოვლში კაცმა სიგარეტი მთხოვა!

მურმან ლებანიძე - დილის ბინდში ვერის ხიდზე მოვხვდიwink.gif

Posted by: ნი–ცა.. 13 Aug 2012, 03:13
სურამელი
როგორ გამახარე..დიდი ხნის წინ მოვისმინე და სულ დამავიიწყდა აქ მეკითხა.
დიდი მადლობა 2kiss.gif
* * *
ისე მე უფრო ლამაზად მხსომებია rolleyes.gif
"გავაბოლე...სულის სიღრმე ჩათბა"
პირველად მომინდა მაშინ მოწევა და შესაძლოა მე განვიცადე ამგვარადsmile.gif))
დამღუპა ლებანიძემsmile.gif))

Posted by: სურამელი 13 Aug 2012, 09:30
QUOTE
ისე მე უფრო ლამაზად მხსომებია 
"გავაბოლე...სულის სიღრმე ჩათბა"

ნუ, ლებანიძეს ცოტა აკლდა შენამდე, მაგრამ მაინც მაგარი იყო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ნი–ცა.. 13 Aug 2012, 16:31
QUOTE
ნუ, ლებანიძეს ცოტა აკლდა შენამდე, მაგრამ მაინც მაგარი იყო   

სურამელი
კარგი იყოოო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
თუმცა ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად ლიბანიძისადმი,მინდა ავღნიშნო,რომ სულაც არ იქნება გასაოცარი რომელიმე ფრაზის ჩემეული ინტერპრეტაცია უკეთესი რომ გამოვიდეს...კაცია და გემოვნება...მე ესე უფრო კარგად გამოვხატე ალბათ..თუმცა არა განზრახ...
ნებისმიერ ვარიანტში,დიდი მადლობა შენ და გავიპარე ეხლა მე აქედან,სანამ თემის გაოფებისთვის დავისაჯეsmile.gif)

Posted by: სურამელი 13 Aug 2012, 17:20
QUOTE
თუმცა ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად ლიბანიძისადმი,მინდა ავღნიშნო,რომ სულაც არ იქნება გასაოცარი რომელიმე ფრაზის ჩემეული ინტერპრეტაცია უკეთესი რომ გამოვიდეს...კაცია და გემოვნება...მე ესე უფრო კარგად გამოვხატე ალბათ..

გეთანხმები 100%wink.gif

Posted by: რუსთაველი 22 Aug 2012, 04:26
    ✹ ✹ ✹

    „რა ვქნისა“ ციხე ავაგე
    ჯავრი შევაბი კარადა.
    საიქიოდამ მოიდნენ
    ამ ციხის სანახავადა.

    ბევრი უარეს ციხესა,
    კარ ვერ გატეხეს ძალადა.
    მერმე თქვეს: დრო რო მოალის
    კარ გაიღებს თავადა.

ამ ლექსის ავტორი ვინ არის ხომ არ იცით?

სავარაუდო ვერსია მაქვს, რომ ზვიად გამსახურდიას
დაწერილია და რამდენად გაქვთ ამის შესახებ სწორი
ინფორმაცია, იქნებ მითხრათ smile.gif

Posted by: cliff 1 Sep 2012, 14:42
ნაპოლეონი მინდა მანფრედის. (რუსულად,ქართულად) ხო არ იცით სად შეიძლება იყოს?

Posted by: Magdala 10 Sep 2012, 00:05
ბარაბა, სული დაგიხრა ეჭვმა
შენც შავეთისკენ მიემგზავრები
გტანჯავს მარადი სინდისის ქენჯნა,
ვით ელიაჰუს ნაიარევი.
ბარაბა! - რისხვით გიხმობს გრიგალი
ბარაბა! - მეხი ჩამოტეხს ცის პირს.
სად არის ახლა ნეტავ ის ქალი?
ქალი, რომელიც მორჩილად გიცდის.
ქალის საყდარი და ქალი-სახლი,
ქალი-ნუგეში, ქალი-იმედი,
ქალი, რომელსაც სავსე აქვს ნაღვლით
თვალები, შენი მომლოდინენი.
შენ შეგაჩვენა ჩასახვის წინვე
შეუქცევადმა ჯადოსნურ ძალამ.
ბარაბა! მიხვალ და მხრებს გიმძიმებს
მიუტევები ცოდვების გალა.
ბარაბა, მტკივხარ და მებრალები
მინდა ვილოცო, რომ სული გიხსნა;
მე ურწმუნობას დამაბრალებენ,
ვერ ავიცილებ მავანთა რისხვას.
არ მაქვს სურვილი აწ გადარჩენის,
როგორც ისრიმში დასეტყვილ მტევანს;
ჩემვის შენდობა არის სასჯელი,
მეც შენი სულის და ხორცის მტე ვარ.
ჭეშმარიტებს უნდა მიგნება,
მოდი, ავავსოთ თასი პირთამდის,
ჩვენ არ გვჭირდება, ჩვენ არ ვიქნებით
სხვისი ჯვრისა და ცოდვის მტვირთავი.
მაგ უკუღმართი გზებით ნუ ივლი,
გამოაბიჯე სამიჯნე-სამანს,
მე მესმის შენი სული კივილი,
გაგიგებ როგორც ძმას ანდა მამას.
როგორც გენებოს ისე მიწოდე,
გინდ ძმა დამარქვი, გინდ მეგობარი.
ბარაბა, ოღონდ სული გიცხონდეს ,
ვთქვათ ერთმანეთის შესანდობარი




ეს ვისი "ბარაბაა" smile.gif
* * *
ამირან ღოღაძეო
გმადლობთ smile.gif
...............

Posted by: ნი–ცა.. 18 Sep 2012, 16:08
გამარჯობათ
ინტერნეტში ვერსად ვნახე გიორგი ლეონიძის ლექსი "ოლე", ვინმემ ხომ არ იცით?

Posted by: madamshosha 26 Sep 2012, 21:55
ძალიან გთხოვთ იქნებ დამეხმაროთ... ვეძებ Joseph Heller-ის "Catch-22" თუ წაგიკითხავთ ვინმეს ან ქართულად ადაპტირებული თუ არის სადმე რას იტყვით ამ წიგნზე?

Posted by: Ocelot 27 Sep 2012, 00:16
madamshosha
QUOTE
ვეძებ Joseph Heller-ის "Catch-22" თუ წაგიკითხავთ ვინმეს ან ქართულად ადაპტირებული თუ არის სადმე რას იტყვით ამ წიგნზე?

ქართულად ადაპტირებული რას ქვია? შუშანიკის წამებაა თუ ვეფხისტყაოსანი? biggrin.gif მაგ მწერლის არაფერი არაა ნათარგმნი.

Posted by: madamshosha 27 Sep 2012, 00:40
QUOTE (Ocelot @ 27 Sep 2012, 00:16 )
madamshosha
QUOTE
ვეძებ Joseph Heller-ის "Catch-22" თუ წაგიკითხავთ ვინმეს ან ქართულად ადაპტირებული თუ არის სადმე რას იტყვით ამ წიგნზე?

ქართულად ადაპტირებული რას ქვია? შუშანიკის წამებაა თუ ვეფხისტყაოსანი? biggrin.gif მაგ მწერლის არაფერი არაა ნათარგმნი.

გმადლობთ უკვე ვიპოვე... და შენ წარმოიდგინე ყოფილა.

Posted by: Ocelot 27 Sep 2012, 00:50
madamshosha
QUOTE
გმადლობთ უკვე ვიპოვე... და შენ წარმოიდგინე ყოფილა

ეგ რომანი?

Posted by: Antonio Montana 27 Sep 2012, 00:53
madamshosha
QUOTE
Joseph Heller-ის "Catch-22

ეს არსებობს ქართულად ? :O

Posted by: Magdala 30 Sep 2012, 18:38
შენ მუჭა-მუჭა გაგიტანეს საქართველოდან და მიწავ ჩემო ამიტომაც დაპატარავდი



რა ბედენაა (რაღაც) და მთაწმინდის მიწა, თუ სიკვდილია აი წოლა მესმის დიდგორში


ეს ორი
მურმანი თუ მუხრანი?
თუ არცერთი?

Posted by: Antonio Montana 30 Sep 2012, 19:36
ვინც სამშობლოში დაბრუნებას აღარ ელოდა,
მიწა გაჰქონდა, მიწა თბილი, მიწა მარადი
შენ მუჭა-მუჭა გაგიტანეს საქართველოდან
და მიწავ ჩემო, ამიტომაც დაპატარავდი

კრაწაშვილი დათო yes.gif

Magdala

Posted by: ლაბარნა 30 Sep 2012, 23:46
Magdala,

თუ სიკვდილია...

მუხრან მაჭავარიანი


გადავლახავდი დრო-ჟამის მიჯნას,
ვიქათქათებდი,
ვით ალავერდი, —
მიზანს და სიკვდილს მიზნისას მიზნად, —
დედა რომ არა
ორთავეს ერთი.

ვერ მივაღწიე,
ვერ ვეღირსე უკეთუ მიზანს.
ვერ გავისწორე უკეთუ ხოში, —
რა ბედენაა დიდუბის და მთაწმინდის მიწა!..

თუ სიკვდილია! —
აი, წოლა მესმის შამქორში.

აი ასეთი რამე ვიპოვე ინტერნეტში, მუხრანისას გავს.

ისე, შამქორს მეც დიდგორი მირჩევნია, უფრო გმირულია.

Posted by: Magdala 2 Oct 2012, 13:29
Antonio Montana
არ ვიცოდი დათო კრაწაშვილი
დავგუგლე და აი ეს ვიპოვე
რაღაც მეცნობა

QUOTE
აბა გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას,
გიპოვი სადმე და ქვეყანას დაგიმტკიცებ,
მე შენი თვალებით შევხედავ სამყაროს.
არ გჯერა?
თუ გინდა იებზე დაგიფიცებ,
”პატარა იების სიცოცხლეს გეფიცები,
მათ ახლად ახელილ თვალებს”.
ო! ისე ლამაზად მეყვარები,
შენს თავს შენ თვითონვე შეგაყვარებ,
არა გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას,
გიპოვი სადმე და ქვეყანას დაგიმტკიცებ.
მე შენი თვალებით შევხედავ ყვავილებს.
არ გჯერა? თუ გინდა იებზე დაგიფიცებ,
”პატარა იების სიცოცხლეს გეფიცები”


love.gif

ლაბარნა

მადლობა
მე ცოტა სხვანაირად მხსომებია user.gif

Posted by: ნი–ცა.. 4 Oct 2012, 19:12
გამარჯობათ
პლატონის "სახელმწიფო", ელექტრონული ვერსია მინდა და სად უნდა ვნახო,ვერ დამეხმარებით?

Posted by: Nnino 4 Oct 2012, 22:06
----------------------------------------------------------------------------------------

Posted by: Rhaegar 28 Oct 2012, 12:33
QUOTE
მსგავსი შეკითხვები აქ


მაინტერესებს ქართულად როგორ არის ერთი სიტყვა.

ძველად ურმის ბორბლები რომ იყო და საერთოდ ძველებურ ბორბლებს შუაში ხომ ქონდათ ორი (ან მეტი) გადაჯვარედინებული ჯოხი, რომ გამაგრებულიყო ეს ბორბალი. რა ქვიათ ამ ჯოხებს?

თუნდაც ველოსიპედს, მყარად რომ დარჩეს ბორბალი ბევრი წვრილი რკინა რომ აქვს დიამეტრულად, რა ჰქვია მაგას ქართულად?

ინგლისურად მგონი spoke არის, მაგრამ ლექსიკონები რაღაც მანად თარგმნიან და სხვა მნიშვნელობას აძლევნ ამ სიტყვას.

იქნებ თქვენ დამეხმაროთ!

Posted by: La Dame 4 Nov 2012, 13:07
იქნებ ვინმემ იცოდეთ "სალამი, სევდავ" ან "გიყვართ ბრამსი?" ფრანგულად სად ვიშოვო??? ელექტრონული ვერსიაც წავა ))))

Posted by: Alien_Piglet 19 Nov 2012, 21:16
ვინმე მიშველით? ბავშვობაში წაკითხულ მოთხრობებს ვეძებ,კრებულში რამდენიმე მოთხრობა იყო, მარტო ერთი ვიპოვე: ”მოზეიმე ასპიტები” - ქადაგიძე ნუნუ. მაგრამ არ მახსოვს დანარჩენიც მისი იყო თუ არა.
სპოილერებში თავიდან ბოლომდე ვწერ შინაარსს, ასე რომ, სიფრთხილით მოეკიდეთ wink.gif

1. რომელიღაც პირველყოფილი წესებით მცხოვრებ ტომზეა, რომლებიც ხარის ქანდაკებას ეთაყვანებიან. ამას მგონი ოქროს მზე ერქვა.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


2. ეს ცოტა ფუტურისტულია. აქ ადამიანებმა ანტიგრავიტაციული ქამარი მოიგონეს და ფრენა ერთი ჩვეულებრივი ატრაქციონია, ფრთებს და ქამარს იქირავებ და ეგაა, დაფარფატებენ.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


მითხარით რა, ვინმეს გაქვთ წაკითხული ესენი? sad.gif ღრმა ბავშვობის მოგონებებია და ძალიან მინდა ვიპოვო cry.gif

Posted by: A. Durer 20 Nov 2012, 15:13
მაჭავარიანს აქვს ლექსი თემურ ლენგზე?
გამახსენეთ რა

Posted by: ortnet 21 Nov 2012, 14:19
A. Durer
სააკაშვილის ფეისბუქის გვერდზე იკითხე, მაგან იცის მაჭავარიანის ლექსები, თან ზეპირად

Posted by: Zichi 21 Nov 2012, 20:09
ილიამ რო გამოცა ბარათაშვილის ლექსების კრებული და ზოგადად სიკვდილის მერე რო აღმოაჩინეს ბარათაშვილის პოეზია, მაგაზე ცოტა ვრცლად სად ვნახო ხოარიცით? ა ვინმე ვერ მომიყვებით? cry.gif

Posted by: A. Durer 22 Nov 2012, 13:23
QUOTE (ortnet @ 21 Nov 2012, 14:19 )

სააკაშვილის ფეისბუქის გვერდზე იკითხე, მაგან იცის მაჭავარიანის ლექსები, თან ზეპირად

მე არ მაქვს ფეისბუქი და თუ მოგინდათ თქვენ თვითონ შედით
რა გააპოლიტიკურეს უცებ

Posted by: ortnet 22 Nov 2012, 22:13
A. Durer
პოლიტიკა რა შუაშია? უბრალოდ იცის!
მე რატომ შევიდე, არც თემურ ლენგზე მაინტერესებს ლექსები და მითუმეტეს არც მიშას პოსტების ნახვა მხიბლავს. იკითხე და გიპასუხე უბრალოდ, პოლიტიკოსიც ადამიანია მემგონი და შეიძლება შეკითხვა რომ დაუსვა საყვარელი პოეტის შემოქმედებაზე

Posted by: damomoda 25 Nov 2012, 18:42
სიტყვა ინტერპოლაციის ეტიმოლოგიური ისტორია მაინტერესებს. 'პოლუსი' რაიმე კავშირში არის თუ არა

Posted by: xachapuridze 25 Nov 2012, 19:14
damomoda

QUOTE
სიტყვა ინტერპოლაციის ეტიმოლოგიური ისტორია მაინტერესებს. 'პოლუსი' რაიმე კავშირში არის თუ არა

ინტერპოლაცია [ლათ. interpolatio განახლება, შეცვლა] – 1. რაიმე ნაწარმოების ტექსტში გვიანდელი ჩანართი, რომელიც ავტორს არ ეკუთვნის. 2. (მათემ.). ფუნქციის შუალედ მნიშვნელობათა მოხაზვა მისი ზოგიერთი ცნობილი მნიშვნელობის მიხედვით.

Posted by: damomoda 25 Nov 2012, 20:09
xachapuridze
მნიშვნელობა ვიცი უბრალოდ ეტიმოლოგია მაინტერესებს. დაბოლოება "პოლაცია" არის თუ არა კავშირში სიტყვა 'პოლუსთან'.

Posted by: alexandra91 26 Nov 2012, 22:55
ხალხნო სანტა ესპერანსა სანქტ-პეტერბურგის ქუჩაზეაო და მარჯანიშვილის ქუჩის პარალელური რომაა პატარა ქუჩა მანდ არის? მანდ რაღაც არ მახსოვს აშკარად წიგნის მაღაზია

Posted by: IRAKLI_1o 26 Nov 2012, 23:04
alexandra91
https://maps.google.com/maps?hl=ka&q=%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A2-%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%A5%E1%83%A3%E1%83%A9%E1%83%90+12&ie=UTF-8&hq=&hnear=0x40440cd8605c992d:0xc8dd4ad4a82c0b93,12+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A2-%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%A5%E1%83%A3%E1%83%A9%E1%83%90,+%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98&gl=ge&ei=4LyzUMPvJcPTtAbAiID4AQ&ved=0CCYQ8gEwAA
აქ ნახე wink.gif

Posted by: alexandra91 26 Nov 2012, 23:09
IRAKLI_1o
    სპააას biggrin.gif აზრზე ვარ... ის ქუჩაა რაც მეგონა ოღონდ მაღაზია არ შემიმჩნევია.... ბრმა ვარ მგონი biggrin.gif

    Posted by: IRAKLI_1o 26 Nov 2012, 23:13
    alexandra91
    არაფრის wink.gif არაუშავს, ხდება ხოლმე biggrin.gif

    Posted by: gioscorpi 26 Nov 2012, 23:59
    მეგობრებო ერთ ძაან მაგარ ლექსს ვეძებ, და იქნებ დამეხმაროთ ჰა? კაროჩე არც სათაური ვიცი, და არც ავტორი, შინაარსი მახსოვს დაახლოვებით, მეორე სამამულო ომზეა, გერმანელი ფაშისტები ხალხს გაიყვანს დასახვრეტად და მათ შორის ერთი პატარა ბავშვიც არის, ეს ბავშვი ეუბნევა ფაშისტებს სახლში გამიშვითო, დედის საათი მაქვს წამოღებული, მივუტან და დავბრუნდებიო, გაუშვებენ და დაბრუდება.
    გთხოვთ, ვისაც გეცნობათ, დამიწერეთ როგორ მოვძებნო? ან ავტორი? ან სათაური?


    წინასწარ დიდი მადლობა.

    Posted by: ortnet 27 Nov 2012, 16:00
    ვიქტორ ჰიუგოს ლექსია ეგ. საფრანგეთის რევოლუციის დროინდელი,XVIII-XIX საუკუნეში დაწერილი. კომუნისტებმა თუ მოიპარეს და გადააკეთეს ეგ აღარ ვიცი

    Posted by: gioscorpi 27 Nov 2012, 18:02
    ortnet



    QUOTE
    საფრანგეთის რევოლუციის დროინდელი



    14 ივლისი 1789 - 26 ივლისი 1794


    QUOTE
    ვიქტორ ჰიუგოს ლექსი



    26 თებერვალი 1802 - 22 მაისი 1885


    აშკარად რაღაცას ურევ givi.gif

    Posted by: ortnet 27 Nov 2012, 19:21
    QUOTE
    აშკარად რაღაცას ურევ 

    აღარ მახსოვდა ზუსტად ჰუგოს დაბადების წელი და იმიტომ დავწერე XVIII-XIX საუკუნეშითქო.
    QUOTE
    14 ივლისი 1789 - 26 ივლისი 1794

    საფრანგეთში ერთი რევოლუცია კიარ ყოფილა მერე. ისე 1793 წელსაც არ ყოფილა დაბადებული მაგრამ კი დაწერა "ოთხმოცდაცამეტი წელი"

    * * *
    ВИКТОР ГЮГО
    «На баррикаде»

    За баррикадою, на мостовой старинной,
    Что кровью смочена преступной и невинной,
    С бойцами мальчик был десятилетний взят.
    «Ты тоже дрался?» – Да,- взметнул он смелый взгляд.
    «Что ж, – буркнул офицер: – тебя мы шлепнем тоже.
    Стань в очередь.» Малец стоял, глядя без дрожи,
    Как падали бойцы у стенки роковой.
    Вдруг к офицеру он: – Позвольте мне домой
    Слетать, я матери отдам часы; я скоро.
    «Ты хочешь улизнуть?» – Нет, я вернусь. – «Умора,
    Как струсил! Где живешь?» – «Тут, близко, где фонтан.
    И, право, я вернусь, клянусь вам, капитан. -
    «Ступай, стервец!» И тот помчался прочь. Солдаты
    Смеялись хитрости, столь незамысловатой;
    С хрипеньем раненых сливался грубый смех.
    Вдруг смолк он, и глаза расширились у всех:
    Ребенок, бледный весь, внезапно появился
    И твердо стал к стене, сказав: – Я воротился.



    Смерть устыдилась тут. Был мальчик пощажен.
    * * *
    http://www.victorhugopasaia.net/archivos/archivo_en_35.pdf აქაც გადაამოწმე
    * * *
    ბარიკადებზე შუა ქუჩაში
    სადაც სიკვდილმა უმძვინვარესმა
    ცოდვილის სისხლი ხალხი სპეტაკი
    და უცოდველი სისხლით წარეცხა-
    კომუნარების გევრდით შეიპყრეს
    პატარა ბიჭი ალბათ თორმეტის,
    -შენც ამათთან ხარ?-მან უპასუხა:
    -დიახ,მე ამათ ვერ მოვშორდები
    -შენ ჯერს მოუცდი.ყველას დახვრეტენ.
    -ასეთი იყო სიტყვა ოფიცრის.
    და იდგა ბავშვი ტყვიის კაშკაშში,
    რომ გაემართა მზერა თოფისთვის.
    ის შეჰყურებდა თუ კომუნარებს
    როგორ ხოცავდნენ სახლის კედლებთან.
    იმ ოფიცერათნ მიიჭრა ბიჭი
    და მის თვალებში იყო ვედრება,
    უთხრა:-გამიშვით თუ შეიძლება,
    მე საათს აქვე დედას მივუტან.
    -გაქცევა გინდა?-მე დავბრუნდები...
    -იმეორედბა ბავშვი ჯიუტად
    -ხომ არ შეშინდი?სად ცხოვრობ, ლეკვო?
    -აქვე,შადრევნის წინ რომ სახლია.
    გთხოვთ კაპიტანო,მე დავბრუნდები...
    -ჯარისკაცები სიცილს აყრიან
    წადი ჯანდაბას!...-თქვა კაპიტანმა
    -ჯილდო გეკუთვნის ეშმაკობისთვის!...
    და მთელ მიდამოს ეფინებოდა
    ხარხარი რაზმის და იმ ოფიცრის.
    ის ირეოდა კაცთა ხროტინში
    და იცინოდა თითქოს სიკვდილი
    მაგრამ უეცრად შეწყდა ხარხარი,
    ბავშვი ამაყი და ფერმიხდილი
    კვლავ აღიმართა მოულოდნელად,
    უკვე არავინ ელოდა რადგან,
    -აი მოვედი...-უთხრა კაპიტანს
    და ქედმაღალი კედელთან დადგა.

    Solveig
    ensom



    ჯგუფი: Moderators
    წერილები: 33562
    წევრი No.: 8096
    რეგისტრ.: 6-January 05
    ქართულად აქ ვნახე

    Posted by: A. Durer 28 Nov 2012, 10:24
    მოთხრობას ვეძებ "სკვინჩა"
    ზამთრის აღწერა და შეციებული სკვინჩას თივაში დამალვა
    ეს ეპიზოდები მახსოვს

    Posted by: gioscorpi 1 Dec 2012, 21:54
    ortnet


    ქართული ვერსია რომ დადე ეგ არის, ოღონდ მე რომ ვეძებ ის უფრო დახვეწილი და გათანამედროვებულია, იქნებ ისიც დადოს ვინმემ?

    Posted by: georgiana05 6 Dec 2012, 20:17
    რამდენიმე დღის წინ მეცხრე არხზე ღვინის კომპანია ქიმერიონის სარეკლამო რგოლებს მივაქციე ყურადღება,კითხულობდნენ ნაწყვეტებს ლექსებიდან (გალაქტიონის,ტიციანის,კოლაუ ნადირაძის...)
    მათ შორის იყო ორი.რომლის ავტორები ვერაფრით ვერ გავიხსენე.იქნებ ვინმე მომეხმაროს? ამეკვიატა და ვცდილობ გახსენებას...
    ნაწყვეტები-რაც მახსოვს-ასეთია

    ფირუზ კიბეზე მე ავდივარ ...რიდით
    ნეტავ თუ ვინმე ...მომეშველება

    მეორე
    სძინავს მაყრიონს და......
    ვინ შეარხია ფანჯარაზე თეთრი არშია
    და პატარძალი გაურკვეველ....სიზმარშია


    რუსთაველი

    QUOTE


    „რა ვქნისა“ ციხე ავაგე
    ჯავრი შევაბი კარადა.
    საიქიოდამ მოიდნენ
    ამ ციხის სანახავადა.

    ბევრი უარეს ციხესა,
    კარ ვერ გატეხეს ძალადა.
    მერმე თქვეს: დრო რო მოალის
    კარ გაიღებს თავადა.

    ამ ლექსის ავტორი ვინ არის ხომ არ იცით?

    სავარაუდო ვერსია მაქვს, რომ ზვიად გამსახურდიას



    არა.ეს ლექსი ხალხურია.
    * * *

    ნი–ცა..

    QUOTE
    ინტერნეტში ვერსად ვნახე გიორგი ლეონიძის ლექსი "ოლე", ვინმემ ხომ არ იცით?


    ოლე
    შენ ლიახვის კლდეზე დგახარ,
    ძველი მოსასხამით, ―
    ოლე, ოლე, მარტოხეო,
    დღისითა და ღამით;

    შიგნიდანვე გამომწვარო
    მარტოობის შხამით,
    შიგნიდანვე გაბზარულო,
    დახეთქილო კეცად;
    ხე ბრუნდევ და ხე მართალო,
    ხეო, ერთო ბეწვა.

    დგახარ, როგორც სახრჩობელა ―
    თვით გახრჩობენ მთები;
    დაკიდებულ არწივს ჰგევხარ
    მომსხვრეული ფრთებით.

    რაშო, მიწას მიჭედილო,
    ვეღარ აიქროლე;
    პარტახო და ნამეხარო,
    მარტოხეო ოლე!

    გელანდება ნაჯახები
    და გრიგალი დამჯახები
    მწარედ აგათრთოლებს.
    ცას ჯანღების აჯანყებით,
    სეტყვას, მბრწყინავ თოვლებს
    დამდნარ ძვლებით ეგებები,
    მარტოხეო ოლე!

    ზღვიდან ქარი წამოვიდა
    და ღრუბელი ბუნდრად,
    ცაში ელვა შეიკლაკნა,
    შენკენ შემობრუნდა.
    ქარის ეშვებს, მეხი ბრეშას,
    შენი მოთხრა უნდათ!

    ყინვის კარჩხი თვალს გიკაწრავს,
    ლაჟვარდს ვეღარ უმზერ,
    წვიმის შუბი გალესილი
    გიკაკუნებს გულზე;

    მზე შემწველი, ცოფიანი,
    ხრჩოლად აგაბოლებს,
    ტყავდამსკდარო,
    ნაოხარო, მარტოხეო ოლე!

    მარტო ხარ და მარტო დგახარ,
    ძმა არა გყავს, დედა,
    მარტი ჩოხას შეგიკერავს
    ზანზალებით ზედა,

    წვიმით ქოჩორს დაივარცხნი,
    ღამის წვეთს სვამ რძედა…
    მხიარული საკრავებით
    გაზაფხულის ვარსკვლავები
    შენს ტოტებზე სხედან;

    ოქროსხმიან სიმღერაში
    თვალს ჰხუჭავ და ჰხედავ, ―
    შენზედ მარტო არვინ არი,
    შენზე უფრო მეტად;

    ბალღამის და ცრემლის სვეტო,
    შენ, ქცეულო ხედა!

    ვის გასცქერი, ვის მოელი,
    გული ვისთვის გტკივა?
    ვის მიაღწევს შენი ხმები,
    ვის კერამდე მივა?

    ვაჲ, თუ გზაში დაიღალა,
    ვერ იარა სწრაფად;
    ვაჲ, თუ კვირას ვერ მოვიდეს,
    ვერც გამოჩნდეს შაბათს!

    თუ მოწამლეს საყვარელი
    შავი დარიშხანით,
    და მის პერანგს აფრიალებს
    გზაზედ ქარიშხალი!

    წადი, ძებნე მეგობარი,
    ვინმე წაიყოლე;
    სხვა რომელი დაგიძახებს
    მცირე სახელს, ― ოლე!

    ტყე გეძახის მწვანე მხრიდან,
    თავქოჩორა ღელე;
    ტყეს უნდიხარ დიდიხნიდან,
    გიქნევს ათას ხელებს,

    ტყე გეძახის ახვეტილი
    ფალავნების ჯარით,
    როგორც ვაჟი არხვატელი,
    შავს რკინაში მჯდარი!

    ― გეყო, მარტო ერხეოდე,
    გამიღია კარი!
    გეყო, მხრებზე გეხვეოდეს
    ეხოების ქარი!

    მოდი ჩემთან, დაგაპურო,
    არ გინახავს ხემსი,
    მე აგიყვან ხელში,
    როგორც ნაპოვნ ბატკანს მწყემსი!

    მოდი, მოგცე, გაგახარო,
    ცოლი ― მესაწოლე;
    ოხერო და ნამეხარო,
    მარტოხეო ოლე!

    მაგრამ ცისკენ იყურება
    შენი ოქროს თავი,
    კოშკებად და ჯიხურებად
    მოჰქრის ღრუბლის შვავი.

    მოჰქრის ცაში წასაყვანად
    აკიბული კიბე,
    დაგაყრიან ტოროლები
    ატლასებს და დიბებს.

    მზე, მარჯანზე უწითლესი,
    მოგეგება წინა,
    დაგიკოცნა ყველა ფესვი,
    გულზე მიგიწვინა.

    დაგესივნენ ვარსკვლავები,
    დაირით და დოლით,
    გაკვრევინეს სალამური,
    გათამაშეს გოლი,

    სთქვეს:
    ნურც გტკივა, ნურცა გცივა,
    ნუღარც აგათრთოლებს, ―
    ტოტზე ტოტით გადამხვეო,
    მარტოხეო ოლე!

    ოლე, ოლე, მე ლიახვზე
    დაგინახე წამით;
    შიგნიდანვე გამომწვარი
    მარტოობის შხამით,

    შიგნი-შიგან დახლეჩილი
    შრეებად და კეცად;
    ყორანისგან ჩაყეფილო,
    ხეო, ერთო ბეწვა!

    მაღლა ზეცა პრიალებდა,
    ძირს კავკასის მთები.
    დაკიდებულ არწივს ჰგავდი
    გაწყვეტილი ფრთებით…

    რაშო, მიწას მიჭედილო,
    გასჭერ, აიქროლე,
    მარტოობის არტახები
    გადახიე, ოლე!

    რომ სთქვა:
    გული თუ მტკიოდა,
    ახლა აღარ მტკივა,
    რომ ლიახვის რძიან ქაფში
    შემოცურდე ტივად,

    რომ გაგჩარხო და გაგთალო,
    როგორც წმინდა ბროლი,
    რომ შენ იყო ჩემს დარბაზში
    შუაბოძის ტოლი,

    რომ გრძელ ტივებს მოუძღოდე
    ხეთა წინამძღოლი!

    მოდი ჩემთან, ვიდრე მეხი
    დაგკრავს, აგაბოლებს,
    ტყავდამსკდარო, ნაოხარო,
    მარტოხეო ოლე!

    Posted by: სურამელი 8 Dec 2012, 10:40
    გუშინ ვკითხულობდი და მაგრად მომეწონა. ასე იწყებოდა:
    რომელმან შექმნა სამყარო...
    მეტი არ მახსოვს.
    ხო არ იცით ვისია ან სად შეიძლება ვნახო?

    Posted by: ortnet 8 Dec 2012, 17:48
    QUOTE
    რომელმან შექმნა სამყარო...
    მეტი არ მახსოვს.
    ხო არ იცით ვისია ან სად შეიძლება ვნახო?

    ვიღაც სომეხის დაწერილია, მემგონი ვიცი სადაც უნდა ნახო. გაპოლიტიკურებაში დამადანაშაულებენ ისევ, მაგრამ მაინც მიგითითებ http://www.youtube.com/watch?v=dHvvSv23Z24
    ამან იცის რა მაგის ლექსები. ჰკითხე ფეისბუქზე, ეგ ლექსიც ეცოდინება

    Posted by: სურამელი 8 Dec 2012, 18:22
    QUOTE

    ვიღაც სომეხის დაწერილია, მემგონი ვიცი სადაც უნდა ნახო. გაპოლიტიკურებაში დამადანაშაულებენ ისევ, მაგრამ მაინც მიგითითებ http://www.youtube.com/watch?v=dHvvSv23Z24
    ამან იცის რა მაგის ლექსები. ჰკითხე ფეისბუქზე, ეგ ლექსიც ეცოდინება

    biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

    Posted by: alexandra91 8 Dec 2012, 22:25
    მოკლედ რა უნდა გკითხოთ... კერუაკის გზაზე smile.gif ეს წიგნი მგონი ახლა გამოვიდა და... შემთხვევით მაგ წიგნის ეკრანიზაცია ხო არ არის on the road ფილმი? 2012წლის ფილმი როა

    Posted by: George Best :) 10 Dec 2012, 12:19
    alexandra91
    კი,ეგ არის
    http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4250735

    Posted by: სურამელი 12 Dec 2012, 13:41
    ძალიან მჭირდება ქვლივიძის ლექსი - ასანთის მონოლოგი
    იქნებ ან ელ-ვერსია მითხრათ სადაა რა. ძალიან მჭირდებნა

    Posted by: alexandra91 12 Dec 2012, 13:41
    ფილმი არ მომეწონა და ნეტა წიგნი როგორია smile.gif ერთადერთი ტომ სტარიჯი მომეწონა თავისი სათვალით ფილმში biggrin.gif

    Posted by: სურამელი 12 Dec 2012, 13:49
    QUOTE
    ძალიან მჭირდება ქვლივიძის ლექსი - ასანთის მონოლოგი
    იქნებ ან ელ-ვერსია მითხრათ სადაა რა. ძალიან მჭირდებნა


    Posted by: lemona 18 Dec 2012, 21:24
    შენთან საუბარი მენატრება როგორ
    ეს ვისია?

    Posted by: Aurellius 18 Dec 2012, 22:35
    lemona
    მამუკა ჩარკვიანის სიმღერაა smile.gif

    http://www.youtube.com/watch?v=ew8ZFGEpVs8

    Posted by: davgor 29 Dec 2012, 13:04
    ვის გახსოვთ ლექსის ავტორი ან სათაური? მხოლოდ სიუჯეტი მახსოვს, მგონი საფრანგეთის რევოლუციონერების დასახვრეტად ემზადებიან და პატარა ბიჭი ითხოვს დახვრეტამდე სახლში გაშვებას ცოტა ხნით, რომელსაც მართლა გაუშვებენ, ის კი უკან დაბრუნდება.
    * * *
    QUOTE
    ვის გახსოვთ ლექსის ავტორი ან სათაური? მხოლოდ სიუჯეტი მახსოვს, მგონი საფრანგეთის რევოლუციონერების დასახვრეტად ემზადებიან და პატარა ბიჭი ითხოვს დახვრეტამდე სახლში გაშვებას ცოტა ხნით, რომელსაც მართლა გაუშვებენ, ის კი უკან დაბრუნდება.


    Posted by: სურამელი 5 Jan 2013, 10:01

    ხალხო ეს მინდა და იქნებ მითხრათ სად ვნახო.
    ჰერბერტ ნიუტონ კესონი
    მჭირდებ ამგრად და დამეხმარეთ რა aba.gif

    Posted by: Brruto 8 Jan 2013, 02:20
    ჩესტერფილდი - წერილები ვაჟიშვილს
    მარკუს ავრელიუსი - ფიქრები
    პლატონი - დიალოგები
    არისტოტელე- მეტაფიზიკა
    ლეოპარდი - დიალოგები
    ლა ბრუიერი- ხასიათები
    იპოლიტ ტენი-ხელოვნების ფილოსოფია
    კოტრელი - ანტიკური საოცრებანი
    სვავი ვივეკენანდა- ჯნანა იოგა

    ამ წიგნებს ვეძებ და თუ ვინმემ იცით სად შეიძლება შეძენა დიდად დამავალებთ

    მადლობა წინასწარ smile.gif))

    Posted by: ფორთო 15 Jan 2013, 15:11
    კაფკას პროცესს ვერ მივაგნებ ინტერნეტში? სადმე იდოს იქნებ ; /

    Posted by: სურამელი 17 Jan 2013, 17:02
    აკა მორჩილაძის ”ტოტო მუკამბას” ბიჭების ელ-ვერსია არის სადმე? მაგრად მჭირდება wink.gif

    Posted by: Magdala 23 Jan 2013, 11:18
    The Ballad of Reading Gaol
    ქართულად არ დევს სადმე?

    Posted by: giorgi --- 29 Jan 2013, 00:26
    კონსტანტინე გამსახურდიამ კნუტ ჰამსუნის მისტერიების პერსონაჟზე - ნაგელზე რო რაღაც დაწერა, ეგ რაღაც (მგონი ლექსი) ხო არ იცის ვინმემ? rolleyes.gif

    Posted by: VisualBB 30 Jan 2013, 04:56
    აქტიური მზის წელიწადი, ამ ნაწარმოებზე იქნებ ვინმემ გარკვეულმა რაიმე მცირედი დაწეროს... კონკრეტულად, რისი მიღება შეუძლია იმ მკითხველს, ვისთვისაც ეს წიგნი დაიწერა?

    Posted by: ტურგენევი 9 Feb 2013, 16:24
    გამარჯობათ, მაინტერესებს, რომელიმე ქართველ მწერალს სანქტ-პეტერბურგზე თუ აქვს ლექსი დაწერილი, ან ქართულად თუ არის გადმოთარგმნილი იმ რუსი მწერლის ლექსები, რომლებმაც ლექსი პეტერბურგს მიუძღვნეს. სახელი და ავტორი დამიწერეთ, თუ იცით, ელექტრონული ვერსია თუ იქნება იმ ლექსის, ხომ მთლად უკეთესი.

    Posted by: kazeshini 9 Feb 2013, 19:31
    მოკლედ დახმარება მჭირდება ძლიერ, The Silver Linings Playbook დაThe Perks of Being a Wallflower ნოველებს ვეძებ , ბევრი წიგნის მაღაზია(მათ შორის პროსპეროც) მოვიარე , ვერ ვიპოვე ვერსაც, იქნება ვინმემ იცოდეთ რა

    Posted by: georgiana05 12 Feb 2013, 23:45
    ტურგენევი
    QUOTE

    გამარჯობათ, მაინტერესებს, რომელიმე ქართველ მწერალს სანქტ-პეტერბურგზე თუ აქვს ლექსი დაწერილი, ან ქართულად თუ არის გადმოთარგმნილი იმ რუსი მწერლის ლექსები, რომლებმაც ლექსი პეტერბურგს მიუძღვნეს. სახელი და ავტორი დამიწერეთ, თუ იცით, ელექტრონული ვერსია თუ იქნება იმ ლექსის, ხომ მთლად უკეთესი.


    მაგალითად-პუშკინის "ბრინჯაოს მხედრიდან" ნაწყვეტი-მიძღვნილი პეტერბურგისადმი.ქართული თარგმანი არის აქ
    http://biblioteka.litklubi.ge/view-nawarmoebi.php?id=5031

    არსებობს მანდელშტამის "ლენინგრადის" ქართული თარგმანი.სამწუხაროდ ხელთ არ მაქვს ახლა.


    Posted by: ტურგენევი 13 Feb 2013, 19:25
    აუ გაიხარე georgiana05 იქნებ მაგ მანდელშტამის "ლენინგრადის" ელ. ვერსიაც მომაწოდო ძაან მადლობელი დაგრჩები, ძაან მჭირდება რაა. sad.gif

    Posted by: georgiana05 14 Feb 2013, 01:32
    ტურგენევი

    მანდელშტამის "ლენინგრადის" თარგმანი, სამწუხაროდ, ვერ მოვნახე. თუ არ ვცდები, ვახუშტი კოტეტიშვილისაა.
    თუ რამეში დაგეხმარებათ,აგიკრეფთ მიხეილ ქვლივიძის ადრეულ ლექსს 'ლენინგრადი'

    მიხეილ ქვლივიძე

    ლენინგრადი

    მდინარე, როგორც მკლავის მოქნევა,
    რუსის გულივით მხნე და ალალი,
    ქერათმიანი მზის დაღონება
    და ჩაძირული წყალში დალალი.

    ო, ეს ქალაქი თითქოს ჩემია,
    თეთრი ქალაქი, ბროლისხელება,
    თქვენი არ ვიცი, მე კი მსმენია
    მისი ქუჩების ამეტყველება,

    მინახავს მათი თვალის გახელა
    და ნატყვიარი მახსოვს კედელი...
    შეტევა,-
    არა უკანდახევა,
    სიცოცხლის ძალა დაუშრეტელი!

    * * *

    კიდევ ერთი ლექსი-ისევ მიხეილ ქვლივიძის-

    ლენინგრადის გახსენება

    აღარ დავეძებ მთებს და იალაღს,-
    შენი ქუჩების წესრიგს ვეშვილე.
    მე შენს ქუჩებში მახეტიალა
    და თუნდაც მომკლა შენს ქუჩებშივე!
    რაც უნდ ნაღველმა გული დასეროს
    ან წამახდინოს ბედთან რკინებამ,
    გამახსენდება,
    რომ შენ არსებობ
    და... უცებ შვებით გამეღიმება


    ორივე ლექსი შედის ნაკვეთში 'მემღერებოდა ასე' (1944-1954)
    ამოკრეფილია წიგნიდან 'სარკე' .გამ-ბა 'საბჭოთა საქართველო' 1988წ.

    Posted by: ტურგენევი 14 Feb 2013, 14:19
    აუ ჯიგარი ხარ georgiana05 ძააან დიდი მადლობა

    Posted by: georgiana05 14 Feb 2013, 18:21

    ტურგენევი

    კიდევ გინდათ?

    ტიციან ტაბიძე.
    პეტერბურგი

    კუნძულებიდან მოჰქრის ქარი დაუდეგარი,
    აწვება ქუჩებს ყუმბარების ცეცხლით გადამწვარს.
    თუ სცივა ვინმეს, როსკიპების ხროვას გადამთვრალს,
    ჩრდილების სუსხში მოდის ლანდი თვითონ ედგარის.

    ჯერ არ ყოფილა შებრძოლება ასე მედგარი,
    ასდის სიმყრალე შინელების გაგუდულ მაყრულს,
    რეცხავს მოიკა მატროსების გვამებს ჩაყურულს,
    თუჯის მხედარსაც უბნელდება გული ბედქარი.

    ვინ გამოუშვა, ვინ დაიჭერს, ვინ დააკავებს?
    ჭაობის ნისლში სიმწრის ოფლი გამოდის მკლავებს,
    მოიგონებენ მხოლოდ მარტო ლენინის სახელს.

    გასიებული ძირს ეშვება ჰოლანდიელი,
    სოველი ჭინკა დაბლა უყეფს ანდრეი ბელი
    და უერთდება პეტერბურგი ქაოსის ნახველს.

    25 ოქტომბრის ღამე,
    1917 წ.
    * * *

    გალაკტიონ ტაბიძე. რამდენიმე დღე პეტროგრადში
    http://lib.ge/book.php?author=20&book=2249

    Posted by: ტურგენევი 14 Feb 2013, 23:52
    კიდევ დიდი მადლობა. გაიხარე
    ==================================

    Posted by: georgiana05 16 Feb 2013, 14:10
    ტურგენევი

    კიდევ გამახსენდა

    თამაზ ჭილაძე

    ***
    ქუჩას გადაივლის პიკის ქალბატონი,
    სროლა,
    თოვლი,
    დოლი,
    ხვრეტენ დეკაბრისტებს...

    ქუჩის ჩრდილებს ნევას ატოლებენ,
    ისაკის ტაძარში ისვენებს ქრისტე.

    მივდივარ, ვუყურებ,
    ყურს ვუგდებ, განვიცდი,
    გრანიტი,
    გრანიტი,
    ბრინჯაო,
    ბრინჯაო...
    მე აქ არავინ,არავინ არ მიცნობს
    და სასახლეები ლორნეტით მსინჯავენ.

    მივდივარ, რაღაცას შორეულს ვიხსენებ,
    სულს თითქოს ზღაპრული ქალაქი უცვნია.
    მდინარის ნაპირას დამსხდარან სფინქსები
    და პეტრეს გემების ჩამოვლას უცდიან...
    1957

    მეორე ლექსი-ისევ თამაზ ჭილაძის

    ***
    დაეფინება გრანიტის ლოდებს
    რბილი, წითელი აბრეშუმები,
    პეტრე-პავლე და საადმირალო
    მზეს გადასწევენ ოქროს შუბებით.
    დაიჭიხვინებს ბრინჯაოს ცხენი
    და შეასკდება მკერდით გრანიტებს,
    ერმიტაჟიდან წყნარი სიმღერით
    გაიშრიალებს უცებ ტაიტი...
    1957

    და კიდევ-თამაზ ჭილაძის

    ***
    ნელა მიღელავს ჭაღარა ნევა,
    სასახლეები ჩრდილებს ატანენ,
    თითქოს ადიან ცაში სტუმრებად
    და მე ქუჩაში ვრჩები პატარა.

    ნაფეხურები პუშკინის, ბლოკის,
    ქვაფენილებზე ცვენა ფოთლების,
    ნავი ნაპირზე დაბმული თოკით,
    ცა მინასავით შენაორთქლები.

    გრანიტის ჯებირს მდინარე ლოკავს,
    როგორც ზღაპრული, ბრინჯაოს ხარი.
    ნაქეხურები პუშკინის, ბლოკის
    და მოგუგუნე ლექსების ქარი,
    1957


    Posted by: Gam3Master 18 Feb 2013, 11:19
    ამის ადგილი აქ ნამდვილად არ არის მაგრამ განკადნიერდები და მაინც ვიკითხავ )

    europe-bet-მა ახლახან გამოუშვა წიგნი პოკერის შესახებ,რომლის ავტორიც არის გიგა გალდავა, თუმცა მისი საკონტაქტო ინფორმაცია ვერსად ვერ გავიგე, თვითონ europe-bet-იც არ მეუბნება.
    და იქნებ თქვენ დამეხმაროთ მის მოძებნაში?

    Posted by: XeoPsa 18 Feb 2013, 15:36
    სეიგი ერთი წიგნია რა, დეტექტივის პონტი, ბავშვობაში წავიკითხე ნათხოვარი სოფლელისგან

    თეთრი ბრილიანტიო, თუ მარგალიტიო თუ რაღაც ასეთი ჰქვია. მგონი ქათველისაა, თუმცა თავს ვერ დავდებ.

    ერთი მთავარი გმირია, ბლატნოი ტიპი, დიდი ძარცვებს აკეთებს, მერე რთი გოგო ჰყავს, დაჩა აქვს აფხაზეთში სადღაც მგონი აუზით და რამე, ემრე ამისნათლულს თუ ვიღაცას გაიტაცებენ და თბილისში ეძებს მგონი კრიმინალებში და მერე ეს იპოვის თავისი ხოდით.

    მერე ბოლოს ციხეში კვდება კიბო აქვს მგონი ღვიძლის და კოვზით მოიკლავს მგონი თავს.

    არ ვიცი რამდენიმე წიგნი ავურიე თუ არა ერთმანეთში, ვეცადე მარტო იმ წიგნიდან გამეხსენებინა მომენტები. იმედია მწერალს და სახელს ვიპოვით ამ რომანის, მინდა გადავავლო თვალი, ბავშვობის მოგონებებს მაგარი მოაქვთ ზოგჯერ.



    იგივე პოსტი რამდენიმე დღის უკან შეცდომით ძებნაში დამიპოსტავს. ეხლა ვნახე და აქაც დავპოსტავ user.gif

    Posted by: galaqtikosi 23 Feb 2013, 11:19
    გული ოცნებით მინდა ვიჯერო.დედა მე შენზე ფიქრმა დამღალა.შინ რომ არ მოვალ,არ დაიჯერო,არ დაიჯერო რომ აღარა ვარ.ჩვენ დავბრუნდებით ზღაპრად თქმულებად,ანდა ვისიმე დაწერილ წიგნში.ან დავბრუნდებით გაზაფხულებად ან გავცოცხლდებით ბავშვის ღიმილში.ჩვენ არ ვიქნებით,მაგრამ მამული ისევ იბრწყინებს ზურმუხტ ფერებით.და დამარხულებს ქართულ მიწაში მოგვიგონებენ მადლიერებით. დ ე დ ა ომია,ომი მედგარი მიწურში შენზე ფიქრმა დამღალა.შინ რომ არ მოვალ არ დაიჯერო,არ დაიჯერო რომ აღარა ვარ...

    ეს ლექსი ხომ არ იცით ვისია??

    Posted by: Eldrad 24 Feb 2013, 12:14
    science-fiction fantasy, ან ფენტეზი-ს ჟანრის წიგნები მირჩიეთ რა....

    Posted by: fropa 1 Mar 2013, 23:43
    Eldrad
    ბრედბერის 451 ფარენჰეიტით, მარსის ქრონიკები, The Illustrated Man.
    აზიმოვის მარადისობის აღსასრული.

    Posted by: Aparatisonya200 2 Mar 2013, 23:25
    თუ წაგიკითხავთ პაატა ნაცვლიშვილის პოემა „წერილი“ იქნებ იცოდეთ ვინ არის ადრესატი???

    ინტერნეტში არის ვინმე ნათელა მდინარაძის პასუხი, ძალიან მაინტერესებს რეალურია თუ არა ეს ვერსია:/ ფეისბუქზე გვერდიც არის წერილოფილია, ადრესატს ეძებენ მაგრამ ჯერჯერობით ვერ გაიგეს. თუ ვინმემ იცით იქნებ დაპოსტოთ...

    Posted by: aleko633 3 Mar 2013, 19:26
    ჯემალ ქარჩხაძე - იგი

    ეს სისულელეა თუ მე ვერ გავუგე რაცხა??

    Posted by: georgiana05 3 Mar 2013, 21:39
    Eldrad
    science-fiction fantasy, ან ფენტეზი-ს ჟანრის წიგნები მირჩიეთ რა....

    J.R.R. Tolkien.The Lord Of The Rings
    Douglas Adams. The Hitchhiker's Guide To The Galaxy
    George Orwell.1984
    George Orwell. ცხოველების ფერმა
    აზიმოვი. მე,რობოტი
    Aldous Huxley. Brave New World
    Kurt Vonnegut.Slaughterhouse-Five
    მერი შელლი.ფრანკენშტაინი
    Stephen King. The Dark Tower
    არტურ კლარკი.2001
    არტურ კლარკი.Childhood's End

    Posted by: seeman 4 Mar 2013, 20:45
    QUOTE
    J.R.R. Tolkien.The Lord Of The Rings
    Douglas Adams. The Hitchhiker's Guide To The Galaxy
    George Orwell.1984
    George Orwell. ცხოველების ფერმა
    აზიმოვი. მე,რობოტი
    Aldous Huxley. Brave New World
    Kurt Vonnegut.Slaughterhouse-Five
    მერი შელლი.ფრანკენშტაინი
    Stephen King. The Dark Tower
    არტურ კლარკი.2001
    არტურ კლარკი.Childhood's End


    ორუელი ეხლა სადაცაა იქაც ექნება სიუციდის მცდელობა დარწმუნებული ვარ biggrin.gif

    Posted by: weasel 4 Mar 2013, 22:01
    სალამი. იქნებ დამეხმაროთ, რაღაცა მაინტერესებს.
    "ტარტარენ ტარასკონელი", "წერილები ჩემი წისქვილიდან", "უკანასკნელი გაკვეთილი".
    ამათ გარდა კიდევ დოდეს რომელიმე ნაწარმოები თუ არის ქართულ ენაზე თარგმნილი და გამოცემული? smile.gif

    Posted by: resurgam 9 Mar 2013, 22:39
    მწერლობას რომელი აპირებთ?

    http://www.astrologi.ge/astro-themebi/astro-ambebi/885-zodiaqos-nishani-da-literaturuli-nitci.html

    Posted by: Anomalyous 31 Mar 2013, 02:36
    ვინმეს შეუძლია გააკეთოს ტოპიკი სად არის თბილისში კარგი ბიბლიოთეკები და არტ კაფეები?

    user.gif

    Posted by: mister-ako 1 Apr 2013, 01:27
    http://chiaturainfo.ge/index.php?newsid=27 ამ ლინკზე გადადით ეს მგელები 5_ის ელ. ვერსიაა ჩემი შედგენილი და ვისაც გაინტერესებთ შეგიძლიათ წაიკითხოთ. ასევე სხვა ელ. წიგნებიც შეიგიძლიათ ნახოთ, მაგალითად ქართული დეტექტივი "მონანიება" სადაც ვერსად ნახავთ ელ. ვერსიას გარდა ამ საიტისა. http://chiaturainfo.ge/

    Posted by: poker 4 Apr 2013, 15:41
    თუ არ ვცდები დიუმას ლექსია და მაინტერესებს სრული ვერსია ასე იწყება
    მე თუ მეფე ვარ შენი იყოს ეს იმპერია....
    იქნებ დამეხმაროთ?!

    Posted by: Onyx′ 12 Apr 2013, 01:47
    სკანდინავიურ მითოლოგიაზე მოიპოვება რამე ?
    ქართულად ოღონდ

    Posted by: Misplaced 12 Apr 2013, 17:27
    QUOTE (aleko633 @ 3 Mar 2013, 19:26 )
    ჯემალ ქარჩხაძე - იგი

    ეს სისულელეა თუ მე ვერ გავუგე რაცხა??

    შენ ვერ გაუგე ძალიანsmile.gif
    .......................................

    Posted by: VisualBB 15 Apr 2013, 06:18
    გურამ ფანჯიკიძე - ქტიური მზის წელიწადი.

    დაწერთ მოკლედ რას შეეხება? რა თემაზე, ვის მიმართ დაიწერა, და ამბობს თუ არა იმას, რისი თქმაც სურს ავტორს. და რა არის ეს?

    თქვენ, ვინც წაიკითხეთ მიიღეთ რაიმე (მის მთავარს ვგულისხმობ)?

    Posted by: mister-ako 16 Apr 2013, 00:24
    QUOTE (poker @ 4 Apr 2013, 15:41 )
    თუ არ ვცდები დიუმას ლექსია და მაინტერესებს სრული ვერსია ასე იწყება
    მე თუ მეფე ვარ შენი იყოს ეს იმპერია....
    იქნებ დამეხმაროთ?!

    მე თუ მეფე ვარ, შენი იყოს, ეს იმპერია,
    და ჩემმა სკიპტრამ დაგიმონოს ცხოვრების ეტლი,
    ოქროს გვირგვინის დანაცრება, ჩემთვის ძნელია,
    მაგრამ მზერისთვის დამეფერფლოს, გრძნობებზე მეტი.

    ღმერთი რომ ვიყო, დაგითმობდი სოფლის საუფლოს,
    ჯერ გაგიკვლევდი სიღრმისაკენ გაუვალ ქაოსს,
    გაიძულებდი ვნებიანად ალღო აუღო,
    ჩემს ამბორს,
    რომ მან სამუდამოდ, დაგალაქაოს.

    Victor Hugo - \"A une femme\"
    * * *
    QUOTE (poker @ 4 Apr 2013, 15:41 )
    თუ არ ვცდები დიუმას ლექსია და მაინტერესებს სრული ვერსია ასე იწყება
    მე თუ მეფე ვარ შენი იყოს ეს იმპერია....
    იქნებ დამეხმაროთ?!

    მე თუ მეფე ვარ, შენი იყოს, ეს იმპერია,
    და ჩემმა სკიპტრამ დაგიმონოს ცხოვრების ეტლი,
    ოქროს გვირგვინის დანაცრება, ჩემთვის ძნელია,
    მაგრამ მზერისთვის დამეფერფლოს, გრძნობებზე მეტი.

    ღმერთი რომ ვიყო, დაგითმობდი სოფლის საუფლოს,
    ჯერ გაგიკვლევდი სიღრმისაკენ გაუვალ ქაოსს,
    გაიძულებდი ვნებიანად ალღო აუღო,
    ჩემს ამბორს,
    რომ მან სამუდამოდ, დაგალაქაოს.

    Victor Hugo - \"A une femme\"
    * * *
    QUOTE
    მე თუ მეფე ვარ, შენი იყოს, ეს იმპერია, და ჩემმა სკიპტრამ დაგიმონოს ცხოვრების ეტლი, ოქროს გვირგვინის დანაცრება, ჩემთვის ძნელია, მაგრამ მზერისთვის დამეფერფლოს, გრძნობებზე მეტი. ღმერთი რომ ვიყო, დაგითმობდი სოფლის საუფლოს, ჯერ გაგიკვლევდი სიღრმისაკენ გაუვალ ქაოსს, გაიძულებდი ვნებიანად ალღო აუღო, ჩემს ამბორს,  რომ მან სამუდამოდ, დაგალაქაოს.                                                          Victor Hugo - \"A une femme\"


    Posted by: poker 19 Apr 2013, 14:11
    mister-ako
    უ მერსი
    ..................

    Posted by: va_qeti 19 Apr 2013, 21:01
    QUOTE
    ჯემალ ქარჩხაძე - იგი

    ეს სისულელეა თუ მე ვერ გავუგე რაცხა??


    შენ ვერ გაუგე რაცხააა
    biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
    * * *
    QUOTE
    გურამ ფანჯიკიძე - ქტიური მზის წელიწადი.

    დაწერთ მოკლედ რას შეეხება? რა თემაზე, ვის მიმართ დაიწერა, და ამბობს თუ არა იმას, რისი თქმაც სურს ავტორს. და რა არის ეს?

    თქვენ, ვინც წაიკითხეთ მიიღეთ რაიმე (მის მთავარს ვგულისხმობ)?

    მოკლედ არ ვიცი რა გითხრა..ეს არის ჩემი სამაგიდო წიგნი...რომლისთვისაც სხვათა შორის ფანჯიკიძეს შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია მიენიჭა. რამდენჯერაც არ უნდა ავიღო ეს წიგნი ხელში კვლავ დიდი სიამოვნებას მანიჭებს და ვიღებ ბევრ რამეს ))) შენ წაკითხული გაქვს?
    http://radio1.ge/media-view/8710

    Posted by: zani_tanha 26 Apr 2013, 14:52
    ადრეულ ასაკში წავიკითხე "იბერიის დედოფალი". დღემდე ვეძებ ამ წიგნს და ვიხსენებ ავტორს, მაგრამ ამაოდ sad.gif

    Posted by: ninino 8 May 2013, 20:09
    გამარჯობათ smile.gif მე ბოდიში, თუ იქ არ ვწერ, სადაც საჭიროა, მაგრამ სასწრაფოდ მჭირდება ლინკი,'' პეპი გრძელიწინდა'' ქართულად ხომ არ იცით სადმე რომ იდოს? მადლობა წინასწარ smile.gif

    Posted by: ქაფქიანა 9 May 2013, 00:03
    zani_tanha

    QUOTE
    ადრეულ ასაკში წავიკითხე "იბერიის დედოფალი". დღემდე ვეძებ ამ წიგნს და ვიხსენებ ავტორს, მაგრამ ამაოდ


    დეიდაჩემს აქვს. დიდი არაფერია.

    ჯერ მარტო რამხელა უხეში შეცდომაა. ფარსმანის მეფობისას ეგვიპტეში ქაირო სად იყო?

    გაგირკვევ ავტორს.

    Posted by: zani_tanha 10 May 2013, 12:44
    QUOTE (ქაფქიანა @ 9 May 2013, 00:03 )


    გაგირკვევ ავტორს.

    ძალიან დამავალებ. გელოდებით... მადლობა წინასწარ smile.gif

    Posted by: poker 10 May 2013, 14:27
    ე.ი. რა ხდება ეხლა ოჩოკოჩებზე ტყაშმაფებზე ჭინკებზე და მისთანებზე მინდა მეტი იფრომაცია სად შეიძლება ვნახო ზღაპრები მეგრული აფხაზური მითოლოგიები რამე წიგნები მიმასწავლოთ ეგება და......smile.gif

    Posted by: ალექსანდრა91 10 May 2013, 19:04
    QUOTE
    ოჩოკოჩებზე ტყაშმაფებზე

    ესენი ვინ არიან? biggrin.gif rolleyes.gif

    Posted by: ninino 11 May 2013, 10:23
    poker
    ოჩოკოჩებზე და ტყაშმაფებზე კონტანტინე გამსახურდია წერდა ხოლმე რაღაც-რაღაცეებს wink.gif აი, ''დიონისოს ღიმილი'' ნახე, იქ მახსოვს მე smile.gif))
    ისე მეგრული თუ იცი, აჰა, ეს ლინკი ნახე:
    http://kolkhuri.wordpress.com/2007/06/28/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%94/



    * * *
    ალექსანდრა91
    ოჩოკოჩი იგივე ოჩოპინტრეა და ტყაშმაფა ტყის ქალი, იგივე ალი smile.gif

    Posted by: poker 15 May 2013, 10:45
    ninino
    მადლობა ვნახავ
    ......................................

    Posted by: Alice_In_Wonderland 17 May 2013, 13:19
    ტრუმენ კეპოტის მოთხრობები მინდა

    სადმე იყიდებოდეს ხომ არ იცით?
    ბუკინისტებში უნდა იყოს წესით

    Posted by: poker 17 May 2013, 18:06
    QUOTE
    ე.ი. რა ხდება ეხლა ოჩოკოჩებზე ტყაშმაფებზე ჭინკებზე და მისთანებზე მინდა მეტი იფრომაცია სად შეიძლება ვნახო ზღაპრები მეგრული აფხაზური მითოლოგიები რამე წიგნები მიმასწავლოთ ეგება და......


    Posted by: Alice_In_Wonderland 18 May 2013, 00:58
    QUOTE (Alice_In_Wonderland @ 17 May 2013, 13:19 )
    ტრუმენ კეპოტის მოთხრობები მინდა

    სადმე იყიდებოდეს ხომ არ იცით?
    ბუკინისტებში უნდა იყოს წესით


    Posted by: OHOI_IKA 18 May 2013, 09:16
    Alice_In_Wonderland
    რა ენაზე გინდა?

    Posted by: Alice_In_Wonderland 18 May 2013, 18:28
    OHOI_IKA

    ქართულად მინდა

    Posted by: beatlesflacone 19 May 2013, 00:32
    [b/ბოლდი]ხომ არ იცით თანა მედროვე ქართველი მწერალი ასევითე რო წერდეს? მე არ ვიცი ვისგანაა ეს პოემა მოპარულ კომპიუტერშია ჩაწერილი მაგრამ რაღატომღაც მომეწონა აქ პატარა ბავშის ნიკია ქაჯი და ვერ ბაზრობს ნიმოია რა
    ან ტვითონ ეს ვინ დაწერა ეს იცის ვინმემ მანდ?[/bბოლდი]

    I

    ,,პატარა ქაჯანა“ გახლავთ მეტი სახელი ერთი სოფლელი პატარა ბიჭისა, რადგანაც ამას ლაპარაკში ხშირად უყვარდა სიტყვა ,,ქაჯანას“ ხმარება, მაგალითებრ: ,,ქაჯან, წავიდეთ მინდორში,“ ,,ქაჯან, ერთი ვაშლი მე მომეცი,“ ამის გამო მას სოფლელმა პატარა ამხანაგებმა დაარქვეს ,,ქაჯანა“. წინაპირველად სიმონას ცოტა არ იყოს, წყინდა ეს სახელი, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა შეაჩვია ყური და ბოლოს ისე შეეთვისა, რომ სიმონა რომ დაეძახნა ვისმე მისთვის, ის ყურადღებასაც არ მიაქცევდა ხოლმე; ,,ქაჯანა“ კი რომ დაგეძახნა, საჩქაროზედ ან ხმას გაგცემდა, ან არა და ერთს ციბრუტივით შემოტრიალდებოდა და თვალის დახამხამებაზედ შენ წინ დაიბადებოდა. გაუვარდა სიმონას ეს სახელი! მთელი სოფელი: დიდი თუ პატარა, შინაურები თუ მეზობლები სიმონას ეძახოდნენ ,,ქაჯანას“. - ქაჯან, გაიქე, დედაშენს უთხარი: ერთი პური გვასესხეთქო!.. - ბიჭო, ქაჯანა, წამო, ე ჩვენ ლომა კამეჩზე შეგსვა... - ქაჯანა, წავიდეთ, ჩიტის ბუდე ჩამოვშალოთ... ეძახოდნენ ხოლმე სიმონას... სიმონა კარგად ხედავდა, რომ ამ სახელით მისი დაცინვა, ან გაჯავრება კი არ უნდოდათ, არამედ მასში იხატებოდა დაყვავება, ალერსი, სიყვარული მისდამი... სიმონა საჩქაროზედ გაჰქანდებოდა შინისაკენ და, თუ სავსეთ არა ჰქონდათ, ხტუნაობით გამოურბენინებდა პურს... მერმე მეორეს აუსრულებდა თხოვნას, შემდეგ მესამისაკენ გაიქცეოდა... დახტოდა, დაცუნცულებდა, მღეროდა და ისეთის სიმარდით და მოხერხებით აკეთებდა საქმეს, რომ განცვიფრებაში მოჰყავდა თავისი მნახველები... უნდა დაგენახათ, როგორის სიცქვიტით ავარდებოდა მსხმოიარე, ან ფრინველის ბუდიან ხეებზედ, როგორ დაჰქანდებოდა იქიდამ და სრიალით ჩამოვიდოდა ძირს; ან კიდევ იმისი მარდი სირბილი, სახრისა და ჯოხის ხმარება, მისი წმინდა კილოიანი ხმა, როდესაც საყდრის კარებთან შეგროვილს თავის ტოლებში ჩაჯდებოდა და დაიძახებდა: ,,დელია, დელია, დელია და ბიჭებო“, ან ,,კურდღელი მოცანცალებდა, ფეხმოტეხილი, საწყალი“, მაგრამ ყველაზე კარგა სიმონამ სათამაშო ,,გოგონას“ სიმღერა იცოდა... როდესაც ამას დაიწყებდა, დიდი კაცებიც კი მივიდოდნენ ხოლმე, დადგებოდნენ მათ შორი-ახლო და დაუგდებდნენ ყურსა... მათ დაღვრემილს სახეზედ ღიმილი ჩნდებოდა და კმაყოფილების შუქი გამოდიოდა მათი კეთილი თვალებიდგან... ყველანი მოიმხიარულებდნენ ხოლმე, მაგრამ ყველაზე მეტი სიამოვნება იხატებოდა ერთს ჭაღარაშერთულ, ცოცხალ სახიან და დაბალტანიანი გლეხის, კიკოლას სახეზედ... ,,ოი, შენი გამჩენის ჭირიმე, შვილო, შენი!!“ - დაიძახებდა ხოლმე ეს, როდესაც სიმონას ზარივით ხმა უკანასკნელად დაიწკრიალებდა ჰაერში...
    - რა ბიჭი გყავს, კიკოლა, რა ბიჭი!.. - მხიარულად მიაძახებდნენ ხოლმე კიკოლას იქ მდგომი გლეხები და შემდეგ მიუბრუნდებოდნენ მის შვილს: ,,ქაჯანა, ერთი, კიდევ ერთი!..“ და ქაჯანას ხმა ხელმეორედ გაისმოდა ჰაერში... მას მიჰბანებდნენ სხვები და ხელ-ახლად გაიმართებოდა ბავშვების სიმღერა და თამაში...

    II

    ქაჯანას მამა, კიკოლა, იყო ერთი ჩვენი გონიერი და გამოცდილი გლეხთაგანი... საქართველოს რომელ კუთხეს იტყვით, რომ კიკოლა არა ყოფილიყვეს იქ თავის სიყმაწვილეში; ჯერ ოცი წლისაც არ იყო, რომ მას ორჯელ-სამჯერაცა ჰქონდა მოვლილი კავკავის გზები. ოცი წლისა კიკოლა გუმბრის გზაზედ გახდა... ამის შემდეგ თითქმის ყოველ სამს წელიწადში ერთხელ მიდიოდა გუმბრში მარილის მოსატანად... სამი-ოთხი პირობა ორპირშიაც წაიღო ქირა... შემდეგ შეირთო ცოლი და, როდესაც მამა მოუკვდა
    და მარტოხელი გახდა, დაანება ქირაობას თავი და მიჰყო ხვნა-თესვას ხელი. ამ დროს კიკოლას და მის ცოლს, მართას, მიეცათ პირველი ვაჟი; შემდეგ მეორე, მესამე, ამათ მიჰყვნენ ორი ქალი და დაწვრილშვილდა კიკოლა. რაღაც საცოდავი სამიოდ დღის მიწა ჰქონდა და ერთი პატარა ვენახი... წელებზედ ფეხს იდგამდა, ამ ცისმარე დღე და ღამე სულ განუწყვეტლად მუშაობდა, მაგრამ წლის სარჩო მაინც არ მოსდიოდა. კიკოლა მაინც იხტიბარს არ იტეხდა: ვალს არ იღებდა, კარზედ არავის ადგებოდა სათხოვნელად და ხალხშიაც მუდამ მხიარული გამოდიოდა... მის მოსწრებულ სიტყვა-პასუხს, მის კვიმატ
    ლაპარაკს, მის მოშაირობას და ხუმრობასა სახელი ჰქონდა გავარდნილი მთელს იმ ახლომახლო სოფლებში. მაგრამ უცებ ისეთი ამბავი დაატყდა კიკოლას თავსა, რომ დროებით ყველა ესენი სრულიად დაავიწყდა და თვით მხიარული კიკოლა გადააქცია სახედაღვრემილ, სულით და გულით დაცემულ ადამიანად. ერთს ზამთარში შეუდგა კიკოლას საოფლე, დაერია იმის პატარა შვილებს და ორჯელ წყვილ-წყვილი კუბო გამოიტანეს იმისი სახლიდამ... სამი ვაჟი და ერთი ქალი სამუდამოდ მოწყდნენ კიკოლას გულიდამ. დარჩა მხოლოდ ერთი უმცროსი ქალი, რომელიც ეხლა თერთმეტი წლისაა ... ერთი წლის შემდეგ მიეცა კიკოლას ვაჟი და ამის შემდეგ აღარავინ მიმატებია მის ოჯახს. ეს ვაჟი გახლავთ ჩვენი უკვე გაცნობილი პატარა ქაჯანა. ამნაირად კიკოლას ჰყავდა ორი ზედიზედ მიმდევნო შვილი: ქალი და ვაჟი. მთელი თავისი მშობლიური სიყვარული კიკოლამ ამ ორ ბავშვს შემოახვია. მომეტებულად კი უფრო სიმონა უყვარდა და, როგორც კი შეეძლო, უვლიდა და ანებივრებდა მას. უნდა გენახათ, რა მშვენივრად გაკეთებული პატარა გუთანი, პაწაწინა საძნე და საბარო ურემი, ლამაზი პატარა კომბლები და ჯოხები
    ჰქონდა სიმონას! მინდვრის სამუშაოს რომ მორჩებოდა, სიმონას სათამაშოებს მიჰყობდა ხოლმე კიკოლა ხელსა... ნელ-ნელა სთლიდა პატარა ჩხირებს და თანაც მხიარულად შესცქეროდა თავის საყვარელ შვილს... ბევრჯელ ამ დროს მოაგონდებოდა ხოლმე თავისი პატარა, დაჩიტული შვილები და მისი სახე მსწრაფლად იქცეოდა დატანჯული სულის სარკედ. ,,რო ი წყეული საუფლე კიდევ გამიტყვრეს საიდგანმე და ესეც მომტაცოს, რაღა მეშველება მაშინ?!“ იტყოდა ხოლმე კიკოლა და წარბშეკრული გაჩოჩდებოდა შვილისაკენ. შემდეგ აიღებდა თავს მაღლა, მიიხედ-მოიხედავდა სახლში და, რა დაინახავდა მას, ვისაც ათვალიერებდა, დაიძახებდა:
    - შვილო, კატო, მოდი შენც ჩემთან, შენი ჭირიმე!..
    კატო მარდად გაჰქანდებოდა და კოპწიად ამოუჯდებოდა ხოლმე თავის
    მამას მუხლისძირას.

    III


    საშინელი ეშმაკი და კუდიანი გოგონა იყო ეს კატო! ერთი რომ შეგეხედნათ მის ცოცხალ, მუდამ აქეთ-იქით მაცქერალ, კუნაპეტივით შავი თვალებისთვის, იმის დაცქვეტილი ყურებისთვის და მაღლა აწეული პატარა წარბებისათვის, უსათუოდ იტყოდით: ,,ამ პატარა გოგოს სწორედ თავის ტოლა კუდი ებმისო“. კუდისა კი რა მოგახსენოთ და ეშმაკი კი ძალიან იყო. იმისგან მოსვენება არა ჰქონდათ მეზობლებს. ვთქვათ, დაინახა, სოფლის რამდენიმე დედაკაცი სხედან ერთად კედელთან ან ბაკის გვერდზე და გულგახსნით რაღაზედაც ლაპარაკობენ... უცებ გაჩნდებოდა იქ კატო, მიეპარებოდა და ნამდვილის ყვავის ხმით დასჩხავლებდა ზემოდამ... საწყალ დედაკაცებს ენა ჩაუვარდებოდათ ხოლმე; ყოველ მათგანს გული გაუქანდებოდა თავიანთ საყვარელ ქმრისა, შვილებისა, ანუ ძმებისაკენ, მაგრამ საჩქაროზედვე მოაგონდებოდათ კატო და წამოცვივდებოდნენ ფეხზე. კატო ხარხარით გარბოდა ქვემოთკენ.
    - უი შენ და შენ თავსა! შე წყეულო, შენა! - მისძახებდნენ ხოლმე უკანიდამ მომღიმარე დედაკაცები.
    მერმე მიეპარებოდა სხვებს და ახლა კაჭკაჭის ხმით დაიწყებდა ჭიყჭიყსა...
    - კაი ამბავი, კაჭკაჭო, კაი ამბავი... ოქროს ნისკარტი, შენ პირ შაქარი, - მოისმოდა ხმა; მაგრამ ამ ხმას მაშინვე კატოს ხარხარი მიჰყვებოდა და იმათშიაც გაჩნდებოდა სიცილი და ,,უი, ქალოს“ ძახილი.
    შემდეგ მივიდოდა კატო და აიტუზებოდა რომელიმე გლეხის კარებთან... უცებ გააბამდა ბოხ ხმაზე ყეფას, შემდეგ აურევდა ერთმანეთში ქოფაკი ძაღლებისა და ლეკვების ხმაზედ ყეფას.
    - ე ვისი ოხერ-ტიალები შეგროვილან აქა! - მოისმოდა სახლიდამ გაჯავრებული გლეხის ხმა და ცოტა ხანს უკან გაღებულის კარებიდგან გამოჩნდებოდა ის კეტმოღერებული...
    - ერთი პური გვასესხეო! - წყნარად და დინჯად ეტყოდა მას კატო.
    - აი შე გომბიო, შენა!... შე წყეულო, შენა! - სიცილით წარმოსთქვამდა გლეხი და შებრუნდებოდა შინ პურის გამოსატანად. გამოიტანდა და, სადღაა კატო!..
    - აი დასწყევლა ღმერთმა ი გოგოი!... ერთ წუთში ორჯელ არ მომატყუილა ი თითისტოლა გომბიომ ამხელა კაცი! - წაიბუტბუტებდა გლეხი და შებრუნდებოდა უკანვე...
    ერთ ბებერ დედაკაცს კატომ სულ ერთიანად დაახოცინა რაც რომ მამლები და ყვინჩილები ჰყავდა... ბინდბუნდი რომ შეიქნებოდა, კატო მიიპარებოდა იმ ბებრის საქათმესთან და დაიძახებდა: ,,ყიყლიყოოო“.
    ბებერი გაიგონებდა და ელდა ეცემოდა ხოლმე.
    - ეგ რომელი ყივის ასე უდროვოდ, ეგ ჩემი ცოდვით სავსეი, ეგა! - კვნესით იტყოდა ბებერი, აანთებდა მკვარსა, დაათვალიერებდა მამლებს და, რომელ მათგანსაც თავი მაღლა ჰქონდა აღებული, სტაცებდა მას ხელს, გამოიყვანდა და საჩქაროზედ დააკვლევინებდა... მთელი ერთი კვირა შეუჩნდა ასე კატო ამ ბებრუცუნას და სულ გააჩანაგებინა მამლის სახსენებელი.
    რამდენსამე წამს ამნაირად მოირბენდა კატო მთელს თავიანთ პატარა სოფელს და, როდესაც მოიკლავდა თავის კვიმატობის სურვილს, გატკრციალებულის სახით გაიქცეოდა ხოლმე შინისაკენ. შევიდოდა, დაგვიდა, დააკრიალებდა სახლსა; შემდეგ ან წინდას წამოავლებდა ხელს და თავის დედის ჩვენებით, იწყებდა მის ნელ-ნელა ქსოვას, ანაც მოიკეცავდა, დაიდებდა მუხლზე ხარის დიდ თეთრ ბეჭს, დაიჭერდა ხელში ინდოურის, ანუ ბატის კანჭის კალამს და ყაყაჩოს მქრალი მელნით სწერდა მასზედ: ,,უფალო ღმერთო, იესო ქრისტე, სწავლა კეთილად მოუვლინე მხევალსა შენსა კატოსა“.
    - ეგ რა ასოა, კატო, ჰაა? - გაისმოდა ხოლმე დის გვერდზე მჯდომი ქაჯანას ხმა... ამ დროს კატო შეაყენებდა კალამს და გულმოდგინებით აძლევდა პასუხს თავის საყვარელ ძმას.

    IV


    ერთ საღამო ჟამს ასე ერთად ისხდნენ და-ძმა სახლში და რაღაზედაც გაცხარებული ტიკტიკებდნენ. მათ შორიახლო იდგნენ კიკოლა და ამის ცოლი და ესენიც ნელ-ნელა ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. ცოტა ხანს უკან კიკოლა მოტრიალდა ბავშვებისკენ და დაიძახა:
    - ბიჭო, ქაჯანა, ამაღამ რომ ჭიაკოკონობაა და შენ კი არა გაქ რა?
    - როგორ არა მაქ, - დაიძახა ქაჯანამ, - გუშინდელი დღე სულ კაჭაჭი ვაგროვე.
    - ი რას გეყოფა, ბიჭო, მერე! - სთქვა კიკოლამ, - ისეთი ჭიაკოკონა უნდა დაანთო, რო ცამდინ ადიოდეს იმისი ალი...
    - მაშ გავიქცევი ნაფუძრებში და კიდევ ავკრეფავ კაჭაჭს, - წამოიძახა ქაჯანამ და წამოხტა ფეხზედ.
    - არა, შვილო, ეხლა გვიანღაა. მე წავალ და საბძლიდან ერთ კაი კონა ჩა-
    ლას და ცოტა თივას მოგიტან, - სთქვა კიკოლამ და გასწია კარებისაკენ.
    - დილილ მე, დილილ მე, - სიხარულით დაიძახა ქაჯანამ და, რაც ძალა და ღონე ჰქონდა, შეხტა მაღლა და შეიკუნტრუშა.
    - ახლა, შარშან ჭიაკოკონობას რო ჩვენებიანთ საბძელი დაიწვა? ეხლაც რო კიდევ დაიწვას, მერე? - წამოიძახა კატომ.
    - მართლა, დედა, რო კიდევ დაიწვას? - განიმეორა ქაჯანამ. - უნდა ფრთხილად ვიყვეთ, შვილო, და არაფერი არ დაიწვება, - უპასუხა მართამა.
    - ახლა, რა არი, დედა, რო ჭიაკოკონა არ დავანთო? - დაიძახა კვალად კატომ.
    - ჭიაკოკონას რათ ვანთებთ ხოლმე, დედა? - მიაძახა ქაჯანამ.
    - ემღამეს, შვილო, უნდა უსათუოდ დაინთოს ჭიაკოკონა ყველა სახლის კარებზედა... ეს იმიტომ რომა, ხო დაგინახავთ, აი ზემოდამ რო მაღალი მთა მოჩანს, იალბუზს რომ ეძახიან, იქა, შვილო, ამაღამ ეშმაკები, ქაჯები, ჭინკები შეგროვდებიან ერთად და ქორწილებს გამართავენ ხოლმე. იქიდან გახარებულები გამოფრინდებიან, შვილო, დაერევიან სოფლებსა და, თუ ცეცხლი არ დაინახეს ვისმე სახლის კარებზედ (ცეცხლისა ძლიერ ეშინიათ იმათა), მაშინვე შევლენ იმ სახლში, ან დაახრჩობენ ვისმე, ან გააგიჟებენ; ხანდიხან მოიტაცებენ ხოლმე კიდეცა, მომეტებულად პატარა ბავშვებსა, წაიყვანენ იმ იალბუზზედ, დაჰკლამენ და შეჰსჭამენ...
    - დედა, - დაიძახა ქაჯანამ, - ე ერდოდამ რომ ჩამოვიდნენ?
    - აგერა, შვილო, - უპასუხა დედამ, - აი ჯვარედინად როა ერდოში გადებულ-გამოდებული ეკლიანი ასკილები, იმიტომ გააკეთა წეღან მამაშენმა, რომ ვეღარ ჩამოვიდნენ იქიდანა... ჯვარისა და ეკლისა ძლიერ ეშინიანთ კუდიანებსა...
    მართა გაჩუმდა; ბავშვებიც სულგანაბულნი ისხდნენ.... ასე დარჩნენ ესენი კარგა დიდ ხანსა. მათი სახის გამოხატულება და მოძრაობა ამ სახის ასოებისა ცხადად აჩვენებდნენ, რომ ამ პატარაების პაწაწკინა გულები მოსვენებით არ იყვნენ ეხლა. ორთავენი ფიქრობდნენ, მაგრამ, როგორცა სჩანდა, ერთნაირად კი არა... ქაჯანას ფიქრში შიში იყო ჩარეული, ეს დაღვრემილი სახით თავჩაღუნული იდგა და გაშტერებით დაიცქირებოდა მიწაზე. კატოც ფიქრობდა, მაგრამ მის თვალებს სიცოცხლე კი არ მოჰკლებოდა, თითქო ერთი ორად მომატებოდა: თვალებს ხან აქით აცეცებდა, ხან იქით, თითქო ეძებს რასმეო... ბოლოს რაღაც კვიმატური ღიმილი გადაეფინა სახეზედ... და ამ დროს შემოჰკრა ტაში და წამოხტა ფეხზედ... ანება ძმას თავი, ისარივით გავარდა კარზე, ავიდა პატარა წნულზედ და გადახტა სათონეში... მივიდა ვარცლთან და სტაცა ხელი პურის ცომის დიდ ტყავს და საჩქაროზედ გაეხვია მასში... შემდეგ მოტრიალდა, აიღო ერთი პირგანიერი ქოთანი და ჩამოიცვა თავზედ... დაიჭირა ხელში თონის საჩხრეკი და ბურტყუნ-ტორტმანით დაიწყო სათონეში სიარული... უცებ შესდგა, გაიკისკისა ერთი და საჩქაროზე გაიძრო ყველაფერი ტანიდამ...
    - ჯერ ადრეა, ჯერ ადრეა კიდევ... - წაიბუტბუტა და გადმოხტა ისევ უკანვე...
    ახ, ჩემო საწყალო ქაჯანავ! სად იყავ ამ დროს, რომ ვერ დაინახე სათონეში შენი კუდიანი და?!

    V


    ჭიაკოკონობა გაჩაღებული იყო: მთელი ის პატარა სოფელი სულ ცეცხლის ალში იჯდა; თითქმის ყოველი სახლის წინ ენთო ჭიაკოკონა, რომელსაც გარშემო ეხვივნენ დიდით პატარამდე წევრნი იმ ოჯახისა. დიდები მომეტებულად სეირს უყურებდნენ; ზოგიერთ მათგანს კი, უფრო ქალებს, სული წასძლევდა ხოლმე, გაექანებოდა და ხტებოდა ანთებულ ცეცხლზედ. ამას მოჰყვებოდა საზოგადო კიჟინა და სიცილი. ახალგაზრდები და პატარები დიდს სიხარულში იყვნენ: ერთი განუწყვეტელი ჟღავიჟღუვით ურბენდნენ ჭიაკოკონას გარშემო, ხტუნაობდნენ მასზედ და ჰყვიროდნენ: ,,ალული კუდიანებსა, ჯვარი აქაურობასა“.
    კიკოლას სახლის კარებზედაც ენთო ჭიაკოკონა... სახლის პატრონნი, ცოლ-ქმარი, ძარის ქვეშ ქვებზედ ისხდნენ და ჩუმათ გასცქეროდნენ თავიანთ ქაჯანას... ეს და ახლო მეზობლების რამდენიმე გოგო-ბიჭი ჟივილ-ხივილით უხტოდნენ გარშემო ჭიაკოკონასა და თანაც ნელ-ნელა უმატებდნენ ჩალაბულას. კატო იქ არსად არა სჩანდა, მაგრამ იმისი დარდი ვის ექნებოდა მაშინ? ქაჯანა გადგა შორს, გამოჰქანდა იქიდამ, დაჰკრა ფეხი ჭიაკოკონას წინ და მარდად გადაევლო ზედ გაძლიერებულ ცეცხლსა, მაგრამ იქით თავი ვეღარ შეიმაგრა, ტორტმანით წავიდა წინ და ბაკის ღობესთან წაჰყო თავი... წამოიწია, უნდოდა მარდად წამომხტარიყო, მაგრამ იქვე თავის წინ, ბაკის ღობის ჩრდილში, უცებ დაინახა რაღაც ბანჯგვლიანი და უთავო; დიდ კეტზე დაბჯენილი, შეინძრა ის და ბუტბუტით გამოსწია ქაჯანასაკენ. ქაჯანა წამოხტა, უნდოდა დაეყვირა, პირი გააღო, მაგრამ ყელიდამ სუსტი ხავილის მეტი აღარ ამოუვიდა-რა. მაინც გამოტრიალდა უკან, გადმოსდგა რამდენიმე ნაბიჯი და უცებ, მოწყვეტილი ყვავილივით, უგრძნობლად დაეცა დედამიწაზედ. კიკოლამ დაინახა ეს, წამოვარდა ქვიდგან და სტაცა თავის შვილს ხელი. მაგრამ რას ხედავს საწყალი ბერი-კაცი? გაფითრებული, პირდაღებული, თვალებდაჭყეტილი და უგრძნობელი შვილი კი შერჩა ხელში.
    - ვაიმე, შვილო სიმონა! - დაიღრიალა ერთი კიკოლამ და მუხლმოკვეთილი ჩაჯდა იქვე.
    მივარდა დედაც. მიეხვივნენ პატარა ბავშვებიც და გაჩნდა ერთი საშინელი, სულისა და გულის შემაძრწუნებელი წიოკობა. ამ წიოკობაზედ მოსქდა მთელი სოფელი და გრიალით მიაწყდა კიკოლას კარ-მიდამოს...
    - რა ამბავია, ქალო,რა ამბავია? - იძახოდნენ აქეთ-იქიდან...
    - საცოდაობა, გენაცვალეთ, საცოდაობა! - უპასუხებდა რამდენიმე ხმა. - ქაჯანას ავი სული დასცემია!..
    - ვაიმე, დედავ, ქაჯანაი, დედავ! - ისმოდა მომტირალი ბავშვების ხმა.
    - ოჰ, კაცო რა უბედურება მოუვიდა მა საწყალ კიკოლას!! - ეუბნებოდნენ ერთმანეთს თვალცრემლიანი გლეხები.
    -ბარბარე მოდის, ბარბარე! - დაიძახეს... ხალხი გაიყო ორად და შუაში დარჩენილ გზაზე გამოჩნდა თითქმის მოხუცებული, კარგა ლაზათიანად ჩასუქებული, კეთილსახიანი დედაკაცი, მანდილოსანი ბარბარე, ექიმობით განთქმული მთელს იმ მხარეში. სჩანდა, ძლიერ ერბინა: ოფლის ხვითქი წურწურით ჩამოსდიოდა სახეზედ... ის მივიდა კიკოლასთან, რომელიც არავის არ ანებებდა თავის შვილს, გულდამშვიდებით გამოართვა ბავშვი, მიიკრა ძუძუებთან და ნელ-ნელა გასწია კიკოლას სახლისაკენ... დედა, მამა, ხალხი მიჰყვა მას უკან... ბარბარე დადგა კარებში. შეუშვა ბავშვის დედ-მამა სახლში, შემდეგ რამდენიმე გამოცდილ დედაკაცს დაუძახა, შეიყვანა ესენიც შიგ და სხვებს ჩაუკეტა მაგრა კარები... ბარბარე დაჯდა ჭილობზედ, გადასწერა რამდენჯერმე ქაჯანას პირჯვარი, დაიწყო რაღაც ტუტუნი და თანაც მაგრა უსვამდა ხელს ქაჯანას გულსა და თავზედ, გავიდა ცოტა რამ ხანი და ქაჯანამ პირიც მოკუმა, თვალებიც დახუჭა... დედ-მამამ და იქ მყოფმა დედაკაცებმა ამოუშვეს ქვითქვითი... გარედ მყოფმა ხალხმა ეს ქაჯანას სიკვდილით ახსნა. უცებ ბანიდამ, კარებიდამ, სანათურიდან მოისმა ხალხის ტირილი... ბარბარემ დინჯად აიღო თავი მაღლა, მიიხედ-მოიხედა და ერთის საშინლის ჭექის ხმით დაიძახა:
    - რას დაგიჟებულხართ, ხალხო, ბავშვი კარგათა ხდება და თქვენ კი ღმერთი გიწყრებათ!..
    ხალხმა, გარეთ, თუ შიგნით, ხმა გაიკმინდა... მხოლოდ ერთი ვიღაც პატარა გოგო არ ჩუმდებოდა; მას, ფრჩხილებით დაკაწრული, სისხლიანი სახე ჩამოეყო ბანში და გულამოსკვნით საცოდავათ ტიროდა...
    ნეტავ ვინ იყო ის გოგო?


    VI


    თითქმის ნახევარი წელიწადი გავიდა ამ ამბის შემდეგ... ვგონებ, რაღაც უქმე დღე იყო და ამის გამო კარგა ბლომად მოეყარა ხალხს თავი ერთს ადგილას და ჰქონდათ ერთი რაღაც ყაყანი... მათ შორიახლო ძირს დაყრილ დიდ ხეებზედ გადამსხდარიყვნენ ათი-თორმეტი პატარა ბიჭი და მხიარულად მღეროდნენ... ერთი ამ პატარა ბიჭთაგან ამხანაგებზედ კარგა მოშორებით იჯდა... მისი დაღონებული სახე, მაგრა მოკუმული პირი ცხადათ აჩვენებდნენ, რომ ის არავითარ მონაწილეობას არ იღებდა იმ სიმღერა-მხიარულებაში. პატარაებმა დაიწყეს ,,გოგონა“, დაჰკრეს ტაში და ერთი პატარა ბიჭი დატრიალდა სათამაშოთ... დაღონებული ბიჭი მობრუნდა მათკენ... თვალები გაუცოცხლდა და თითქო რაღაც კანკალმა აიტანა... უცებ გააღო პირი, ვგონებ სიმღერა უნდა ჩამოერთმია ერთი უხეირო მომღერლისთვის... მაგრამ პირიდამ რაღაცნაირი პირუტყვული ზმუილის მეტი არა ამოუვიდა რა... თითქო თავისი ხმისა თვითონვე შეეშინდა... თავში დაკრულისავით დაბარბაცდა და მსწრაფლ მოკუმა ისევ მაგრა პირი... სახე უფრო მომეტებულად დაუღონდა და თვალებიდგან ღაპაღუპით წამოუვიდნენ ცრემლები.
    - რათა ტირი, შენ გენაცვალე?.. ნუ ტირი, შენი სახელის ჭირიმე! - ალერსით უთხრა მომტირალს ერთმა გოგომ, რომელმაც უცებ საიდანღაც მოირბინა და მოუჯდა მას გვერდზედ... ბავშვი მიტრიალდა, წაავლო ხელი მის ნიკაპს და მიახედა ის მომღერალი ბიჭებისაკენ... მერე თავის პირზე მიიდო ხელი და თავი მწუხარედ გაიქნ-გამოიქნია... გოგოს თვალები ცრემლებით აევსო... მოეხვია ბავშვს და კვნესით დაიძახა:
    - ვაი მე და დიდი ჭირი!.. ოი, შენ გენაცვალე, შენა!..
    ეს დაინახეს იქვე მსხდომმა კაცებმა. გაწყვიტეს ლაპარაკი და დაუწყეს ამ ორ ბავშვს ცქერა....
    - ოჰ, ოჰ, რა ბავშვი წახდა, რა ბავშვი!! - დაიძახა ერთმა. - ახლა, ეგრე მუნჯად უნდა დარჩეს?!
    - ღმერთია შენი თავდები, რომ ე გოგო უფრო მეცოდება, - სთქვა მეორემ, - ამ ქალაქ დღე სუ ეგრე უზის, კაცო, გვერდზედ და განუწყვეტლად დასტირის ზედა... საწყალი, როგორ გახდა, ხედამთ?..
    - კატების ნათრევს დაემსგავსა საწყალი გოგო, - დაურთო მესამემ, - სადღაა, შვილოსან, მაგისი ხუმრობა და ეშმაკობა!.. საწყალ კიკოლას ორი შვილი ეღუპება, ორივე ერთად.
    - კიკოლა დღეს მკითხავთან წავიდა... ვნახოთ, ერთი რას იტყვის ი მკითხავი? - სთქვა მეოთხემ...
    ჯერ არც კი გაეთავებინა ამას უკანასკნელი სიტყვა, რომ უცებ უკანიდან მოისმა ფეხის ხმა... ზოგიერთებმა მიიხედეს უკან და თითქმის ერთხმად დაიძახეს:
    - აგერ, კიკოლაც მოდის...
    - რა ჰქენი, კიკოლა?.. დაეკითხა რამდენიმე ერთად ჯერ ისევ მომავალ კიკოლას...
    - ძაან იმედი კი მამცა და არ ვიცი! - სთქვა სრულიად გათეთრებულმა და წელში საცოდავად მოხრილმა კიკოლამ, - სათაურას წმინდა გიორგში წაიყვანეთ და ალოცეთო. იქ იმდენ ხანს უნდა დარჩეთ, სანამ თითონ წმინდა გიორგი არ დაგითხოვთო... ვენაცვალე იმის მადლსა და სახელსა!! თუნდ ჩემ სიცოცხლეს სუ იქ დავლევ, ოღონც კი ჩემ სიმონას ეშველოს რამე... ავი სული დასცემია თავზედაო...
    - მაშ, მალე წადი, კაცო,- უთხრა მას ერთმა გლეხმა, - აი, ძმაო, როცა გინდა, კამეჩები, გინდა ხარები, წაიყვანე.
    - კიკოლა, - დაიძახა მეორემ,- ჩემი ურემი სუ მზამზარეული დგა... თუ გინდა, წაიღე...
    - ღმერთმა გადღეგრძელოთ, თქვენი ჭირიმე!.. მაშ, დღეს შევემზადები და ხვალ დილა ადრიან გავუდგები გზასა, - სთქვა კიკოლამ და გასწია თავის ბავშვებისაკენ.


    VII


    კავკასიის მთის ერთს მაღალ ტოტზედ, მივარდნილ ციცაბო ადგილას არის გაშენებული პატარა სოფელი, სათაურა. ხანგრძლივი ზამთრისა და სიცივის გამოისობით მინდვრისა თუ ხეხილის მოსავალი ძალიან ღარიბად იცის აქ. ვაზი ხომ სრულებით არა ხეირობს აქეთკენ. სიცივესა და ღვინის უქონლობას არყის ხდისათვის წაუვლებინებია ხელი აქაური მცხოვრებლებისათვის... თავიანთ დიდი, უზარმაზარი ტყეებიდან ჩააქვთ ძირს სოფლებში წნელი, ფიჩხი, შეშა, ხე-ტყე, ყავარი... შოულობენ ამითი თითო-ოროლა გროშსა; ან კიდევ, სცვლიან ყველა ამას პურში, სიმინდში და ღვინოში; მოაქვთ შინ: ზოგსა სჭამენ და სმენ, ზოგსაც არაყად ხდიან... არაყს, მომეტებულად იქვე ადგილობრივა
    ჰყიდიან და კაი შემოსავალიც აქვთ აქედან... - თქვენ, იქნება, გაჰკვირდეთ და იკითხოთ: აქვე, იმ მივარდნილ და პატარა, საწყალ სოფელში ვისზედ ჰყიდიან არაყსაო? ამ სოფელს კვლავ, როდისმე, უფრო დაწვრილებით გაგაცნობთ, ჩემო კეთილო! ეხლა კი მხოლოდ თითს მიგიშვერთ ა იმ საყდრისკენ... ხედავთ სოფლის ცოტა ზემოთ მაღალ, კოშკის მსგავს გორაზედ. დიდი დაბურული ხეების ტოტებიდან რომ თეთრი კედელი გამოჩანს?! ეგ გახლავთ წინა კედელი მთელს საქართველოში განთქმული სათაურას წმიდის გიორგის ეკლესიისა, რომელშიაც, როგორც ამბობენ, ასვენია თავის სარქველი მოხსენებული წმინდანისა... გაზაფხულდება თუ არა, დაიძვრის ამის მლოცავი და საქართველოს ყოველი კუთხიდან მოდის აქ შესაწირავი... რაკი თვით ეკლესიასთან ურმით არ შეიძლება ასვლა, ამის გამო ყოველი მლოცავი აყენებს ურემს სოფელში, ჰყრის აქ საქონელსა და თვით ბარგი-ბარხანით მიდის ზემოთკენ... ამ დროს წინ უხვდებიან მათ აქაური მცხოვრებლები და მომეტებულად გოგო-ბიჭები, აჩვენებენ ქათმებს, ყველს. უფრო კი არაყს და იმართება მათ შორის ნამდვილი ქალაქური ვაჭრობა... ამ გარემოებას, ცოტა არ არის, ცუდი გავლენა მოუხდენია სათაურელი გლეხის ზნეობაზედ; მასში გახსნილა ვაჭრული სიცრუე, სხვის მოტყუების სურვილი და ცოტა კრიჟანგობაც... ამას, სამწუხაროდ, ვერ ხედავენ სათაველი გლეხები, ამის გამო მლოცველების მოსვლა ძლიერ სასიამოვნო რამ არის ხოლმე მათთვის... თუ რამდენმამე დღემ გაიარა და მლოცავი არსაიდან არ გამოჩნდა, სათაურელებმა აღარ იციან ხოლმე რა ჰქმნან... მოცლილი გოგო-ბიჭები გადასხდებიან მაღალ ადგილებზედ და გულის ცემით ათვალიერებენ მათკენ მიმავალ გზებს...
    ერთს დღეს ამგვარად ისხდნენ ორი აბრანძული, კარგა მოზრდილი გოგო და გადაიცქირებოდნენ გზებისაკენ... ერთმა მათგანმა უცებ ყურები ცქვიტა და წამოხტა ფეხზედ...
    - მოდიან, მოდიან ურმითა, - დაიძახა მან და გაჰქანდა შინისაკენ... მეორეც გამოუდგა მას უკან.
    მართლა და, საშინლად ამოღმართ გზაზედ გამოჩნდა ნელ-ნელა ზემოთ მომავალი უჩარდახო ურემი... გავიდა რამდენიმე ხანი და ურემი შემოვიდა სოფელში... ვგონებ, თქვენც მიხვდებოდით, ვინც იქნებოდნენ ამ ურემში... კიკოლა გადმოხტა ურმის თავიდან, გამოუშვა საქონელი და ძირს დაშვებული ურმიდგან გადმოვიდნენ მართა, კატო და ქაჯანა... ურემი და საქონელი ერთმა გლეხმა მიიბარა. ბარგი კი რაც რამა ჰქონდათ, აიღეს ხელში, გაიგდეს წინ გზაზედ ნაყიდი, კაი დიდი ცხვარი და ნელ-ნელა გასწიეს ეკლესიისკენ... ამათთანა ღარიბი მლოცავები ვერაფრად იამათ სათაურელებს...


    VIII


    ავიდნენ თუ არა ეკლესიასთან, მაშინვე ჩვენმა მლოცავებმა დაიბარეს მღვდელი, პარაკლისი გადაახდევინეს, დაამწყალობლებინეს თავიანთი ქაჯანა... მუხლის თავებით რამდენიმეჯერმე შემოუარეს გარშემო საყდარს; შემდეგ დაკლეს ცხვარი და ლუკმაც არ აუღიათ თავიანთთვის, სულ სხვებს დაურიგეს... საწყალი კიკოლა საყდრის კარებს აღარა შორდებოდა... უნთებდა ხატებს სანთელს და მაღალი ხმით ევედრებოდა მათ ქაჯანას გასაღებასა... აგრეთვე ცოლიც, მაგრამ კატო აკვირვებდა ყველა თავის მნახველს! წმინდის გიორგის დიდი ხატის წინ იდგა მუხლებზედ და თვალცრემლიანი ევედრებოდა: ,,წმინდაო გიორგი, შენ თეთრ ცხენს ვენაცვალე, ამოადგმევინე ენა ჩემს ქაჯანასა და, თუ გინდა, მე დამამუნჯე.“ თვითონ ქაჯანაც არ იყო მოცლილი: ესეც მამის გვერდზედ იდგა, იწერდა მალ-მალ პირჯვარს და თვალებგაშტერებული შესცქეროდა ბჭყვრიალა და ლამაზ ცხენიან წმინდა გიორგის... მაგრამ წმინდა გიორგი ხმას არვის არ სცემდა. ქაჯანას უკეთობა არაფერში არ შეეტყო. მაინც ღვთის ვედრებას არავინ არა სწყვეტდა... გაიარეს დღეებმა, გაიარა კვირამ, და ქაჯანა მაინც ისევ მუნჯი იყო... შემოაკლდათ საგზალი და გაუჭირდათ ცხოვრება... ითმინეს, და როდესაც შიმშილმა ძლიერ შეაწუხა, გაგზავნეს კატო სოფელში პურის სათხოვნელად. პირველ დღეს შვიდი-რვა პური მოიტანა კატომ, მეორეს–ამაზედ ცოტა და მესამეს ერთი ხმიადი ძლივს ეშოვნა, თუმცა მთელი სოფელი კი შემოევლო საწყალ კატოს... დაღონებული მოვიდა და უთხრა თავი მამას: ,,აღარავინ არას იძლევა, ერთმა ბებერმა დედაკაცმა ჯოხით გამომაგდო თავიანთ დერეფნიდამაო“. კიკოლა დაღონდა; სახლი შორსა ჰქონდა. ეს დალოცვილი წმინდა გიორგიც არც ცხადივ და არც სიზმარში არაფერს არ ეუბნებოდა შინ დაბრუნებაზე... შესწუხდა კიკოლა... ,,ამასაც მოვესწარი?“ - სთქვა მან და გაჯავრებით გადააფურთხა სოფლისაკენ... არც სოფელი იყო მისი მადლიერი.
    ერთ საღამოს სათაურელი ახალგაზრდა ბიჭები იდგნენ სათავის ქვეშ და რაღაცას სიცილით ლაპარაკობდნენ.
    - ღმერთმანი, ეგრე კარგი იქნება, ძმაო, - სთქვა ერთმა, - ეგენი იძახიან: სანამ წმინდა გიორგი არ გვეტყვის, არ წავალთო... ერთი პატარა ბიჭი გადავაძვრინოთ ფანჯრიდამ საყდარში და დავაძახებინოთ: წადით, დრო არის ეხლა კიო... ისინი ხო სუ კარებში სხედან... გაიგონებენ, შვილოსან, წმიდა გიორგი ეგონებათ და გაგვეცლებიან აქედან...
    - ანგრე იყვეს, ანგრე იყვეს! - დაიძახეს აქეთ-იქიდან. შემდეგ გადასწყვიტეს მაშინვე წასვლა... მართლა და, დაუძახეს დიაკვნის პატარა ბიჭსა, დაარიგეს ის კარგად, წაიყვანეს თანა და გასწიეს ეკლესიისაკენ. კარგა ბინდი იყო დაცემული დედა-მიწაზედ, როდესაც ეს ბიჭები მოფარვით ავიდნენ საყდართან და მიიპარნენ ფანჯარასთან... ერთმა მათგანმა აიყვანა ხელში პატარა ბიჭი და საყდრის უმინო სარკმელში გადააყოფინა ფეხები. პატარამ შეიხედა შინ და მაგრა მოებღაუჭა ფანჯრის რკინებს...
    - ვერა, ვერა, თქვენი ჭირიმე!.. ბნელა, მეშინიან... - დაიძახა მან.
    - ბიჭო, ბიჭო, ნუ გეშინიან, ნუ... აქ არა ვართ ჩვენა, - დაუძახა მას ორმა, თუ სამმა ბიჭმა.
    - დედა არ მამიკვდება, ისეთ კურდღლებს მოგიყვან, რო შენოდენები იყვნენ, - უთხრა მას ერთმა... პატარა დათანხმდა და შიშის კანკალით ნელ-ნელა ჩაეშვა ძირსა... ამ დროს გაიღო კარი და საყდარში შემოვიდა მართა. მას უკან შემოჰყვა ანთებული წმინდა სანთლით ქაჯანა... პატარა ბიჭს შეეშინდა და რაღაც ნაირის ხმით დაიძახა: ,,წადით, წადით“, და მიიკუჭა კედლის ბნელ კუნჭულში... მართა გამოჰქანდა უკან... ,,ვაიმე, კიდევ!..“ დაიყვირა უცებ ქაჯანამ და გაყვითლებული გამოვარდა კარზედა.
    - რა იყო, შვილო, რაი, შენი ჭირიმე... - დაიძახა კიკოლამ და მივარდა შვილს.
    - წმინდა გიორგი დადის საყდარშიიი! - კანკალით წამოიძახა ქაჯანამ... ამ სიტყვების გაგონება და კიკოლას წაქცევა ერთი იყო... კატო სულ მთლად გიჟს დაემსგავსა... მორთო ერთი საშინელი ხარხარი და ამასთანავე ცრემლის ღვრა... კუტივით იჯდა ერთს ალაგას და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, იქნევდა აქეთ-იქით ხელებს... მართა ეცა კიკოლას, დაასხა ცოტაოდენი წყალი და მოასულიერა ის, შემდეგ ჩაისვა ქაჯანა კალთაში და მაგრა მიეკრა ძუძუებთან... კიკოლა წამოჯდა, შეხედა თავის შვილს და დ<

    Posted by: ninino 19 May 2013, 02:25
    beatlesflacone
    ნიკო ლომოურის მოთხრობაა ეგ და "ქაჯანა" ჰქვია smile.gif

    Posted by: beatlesflacone 19 May 2013, 03:40
    ninino
    QUOTE
    ნიკო ლომოურის მოთხრობაა ეგ და "ქაჯანა" ჰქვია

    მადლობელი აუ კინოც ვნხე
    http://www.geocinema.ge/ge/exkino.php?id0=098
    და ფანი ვარ მაგ ქაჯის ნიკიანი ბავსის
    აუ მადლობა
    user posted image
    აი ქაჯის ნიკიანი ბავშის სიზმრის ღამე იყოს
    * * *
    ბარემ სუ ჩავკრი პოემს ბილომდე : )))

    კიკოლა წამოჯდა, შეხედა თავის შვილს და დაიძახა:
    - შვილო, შვილო, ერთი სიტყვა კიდევ მითხარი, შენი ჭირიმე!..
    ქაჯანა გამოუძვრა დედას ხელიდამ და მოეხვია მამას...
    - ენა ამამედგა, მამა, ენაი... - სიხარულით დაიძახა მან...
    კიკოლა მოეხვია თავის შვილს და მორთო ერთი საშინელი ტირილი... სათაურელმა ბიჭებმა საჩქაროზედ გადაიყვანეს პატარა ბიჭი საყდრიდგან და ფაცხა-ფუცხით დაეშვნენ სოფლისაკენ... კარგა მოშორებით იყვნენ, როდესაც კიკოლას ღრიალი გაიგონეს... დადგნენ და დაიწყეს საყდრისკენ ცქერა...
    - ბიჭო, ბიჭო, შეხედეთ, რა ამბავი აქვთ... - დაიძახა ერთმა, - ი წმინდი გიორგის მადლმა, სუ დაგიჟებულან...
    - წავიდეთ, ძმაო, წავიდეთ, - თქვა მეორემ, - ემანდ ხათაბალა არა გაჩნდეს რა. – და მართლაც, ისევ მოუსვეს სოფლისკენ.
    ჩვენმა მლოცველებმა კი ის ღამე, როგორც იყო, გაატარეს აქა და მეორე დღეს დილა ადრიან შეაბეს ურემი და სიხარულით გამოსწიეს შინისაკენ...


    IX


    როდესაც გახარებული კიკოლას ურემი შემოდიოდა ჩვენს სოფელში, იმ დროს ქვემო გზით მე გავდიოდი ამ სოფლედამ... წამოველ და მთელი ერთი წლის განმავლობაში აღარ მიმიხედნია იქითკენ... ჩემი ყური და თვალები ამ ხანებში ქალაქელ ქაჯანებთან იყო გართული, ჩემი სოფლელი საყვარელი ქაჯანა არა თუ არ მინახავს, მისი ამბავიც კი არ გამიგონია. ამ ორი-სამი დღის წინათ მარტოკა ვიჯექი ოთახში და ვწერდი ამ ამბის მერვე თავის უკანასკნელ სტრიქონებს... ამ დროს გაიღო კარები და ოთახში შემოვიდა ერთი ჩემი ძველი მეგობარი და ამხანაგი – სანდრო.
    ეს ახალგაზრდა კაცი ჯერ ისევ ყმაწვილი იყო, როდესაც მას ჩაენერგა გულში გლეხკაცის სიბრალული და ძმური სიყვარული. იტანჯებოდა და უნდოდა შეეტყო, გაეგო, თუ რად არიან გლეხკაცნი მწუხარებაში და რით შეიძლებოდა გაქრობა ამ მდგომარეობისა. მას ამ დროს ჩაუვარდა ხელში რამდენიმე, ამ საგანზედ დაწერილი წიგნი, გულმოდგინებით დაიწყო მათი კითხვა... მაგრამ, უცებ ერთხელ თავს წაადგა ჩვენი სკოლის უფროსი, რომელმაც მაშინათვე გამოარიცხვინა ის სკოლიდამ. ობოლო, ღარიბი და საწყალი, გამოუცდელი სემინარელი გაუყენეს შარა გზას. ამის გამო, მეორე დღესვე დაანება თბილისს თავი და გასწია თავისი საწყალი მოხუცებული დედისაკენ... ეს იყო და ეს! მოგვეფარა თვალიდან და მას აქეთ აღარაფერი არ გაგვიგონია მასზედ. წარმოიდგინეთ, როგორ გამეხარდებოდა, როდესაც ის უცებ ჩემს ოთახში დავინახე... წამოვვარდი და, შემდეგ სალამ-მოკითხვისა, დავსხედით ერთადა...
    - როგორ ხარ, სანდრო? სად იყავი აქამდისინ და ან ეხლა სადა ხარ? - უთხარი მას.
    - ხომ გახსოვს, ჩემო ძმაო, მე ჩემ თავზედ ლაპარაკი არ მიყვარს... - მითხრა მან, - ამიტომ არაფერს არ გეტყვი ეხლა ჩემს წარსულზედ... ჩემი აწმყო კი სამიოდ სიტყვით გამოიხატება: მე დღეს ვარ თქვენებური სკოლის მასწავლებელი. მართალია, სიღარიბე ბევრნაირად მაწუხებს, მაგრამ რაკი ჩემს მიზანს ვემსახურები, მასთან სიტკბოებასაც ბევრსა ვგრძნობ. შენის თვალით რომ ხედავდე შენი შრომის კეთილ ნაყოფს, განა ეს ბედნიერება არ არის?! უნდა შემოხვიდე როდისმე ჩემს სკოლაში და დაინახო, როგორის მოსაზრებით და სიცოცხლით იძენენ და ამბობენ ყველა მას, რასაც კი იგონებენ ჩემგან! იცი? ორმოცამდის შეგირდი მყავს, ორი განყოფილება არის: ერთი ვაჟებისა და მეორე ქალებისა... ერთმანეთის მიხედვით ისეთნაირად არიან წახალისებულნი, რომ თქმა გაგიჭირდება: რომლები სჯობიან, ბიჭები თუ ქალები!..
    - დაიცა, დაიცა, შენი ჭირიმე, - გავაწყვეტინე მე, - კიკოლას ქალ-ვაჟი არ დადიან სკოლაში?
    - ოჰ, რას ამბობ, კაცო! - დაიძახა სანდრომ, - კიდეც ისინი არიან და!.. და ქალებშია პირველი, ძმა-ვაჟებში... უნდა დაგანახვა ეს და-ძმა რომ გაუჯიბრდებიან ხოლმე ერთმანეთს არითმეტიკაში... ღმერთმანი. სიხარულისაგან ბევრჯელ ცრემლები მომივა ხოლმე თვალებში... მაგრამ ცრემლები ბევრჯელ უილაჯობისაგანაც კი მომსვლია!!.. ერთი მითხარი: რა უნდა ჰქნან, სად უნდა წავიდნენ ეს ნიჭიერი ბავშვები, როდესაც ჩვენს სკოლაში გაათავებენ სწავლას!! მე დარწმუნებული ვარ, იმათ რომ სწავლა გააგრძელონ, სახელოვანი შვილები გამოუვლენ ჩვენს დაცემულ ქვეყანას... მაგრა, რითი? ამ ერთი ძველი ჩოხის მეტი არა მაბადია რა! - სთქვა და მწუხარეთ დაჰკიდა თავი ძირსა.
    - იცი, ძმაო, ჩამომგვარე ქაჯანა აქა...
    - კარგი, - სიხარულით წამოიძახა სანდრომ, - ქაჯანა შენ, კატო მე... უკანასკნელ ტყავს გავიძრობ და კატოს კი სწავლას გავაგრძელებინებ.
    - ძალიან, ძალიან კარგი, მაგრამ ერთი ესეც მითხარი, სანდრო, - კიკოლა როგორ არის, კიკოლა?
    - კიკოლას რა უშავს, კაცო! რამდენიც დრო გადის ის უფრო ყმაწვილდება. სადაც კი ქორწილი გაჩნდება, კიკოლა უსათუოდ იქ მაყრად არის მიწვეული... წლეულ მამასახლისად ამოირჩიეს ის, მაგრამ უარი თქვა; ვაი თუ ან ჩემ სულს დაუმძიმო და ან მეზობელს ვაწყენინო ვისმეო. მეც ბევრი ვეხვეწე, მაგრამ არ დათანხმდა: ცუდი ხელობაა ძიელაო.
    - ქაჯანა და კატო ხომ კარგად იყვნენ, რომ წამოხვედი?
    - კარგად... ძლიერ კარგად, მაგრამ ქაჯანა ცოტა მშიშარაა... მომეტებულად ტყავისა ეშინიან: ტყავიანი კაცი რომ დაინახოს, სულ ელეთ-მელეთი მოსდის ხოლმე. არ ვიცი, იცი შენ თუ არა?.. ერთხელ, ამ ერთი წლის წინად, კატოს ტყავი წამოესხა და იმითი ისე შეეშინებინა ქაჯანა, რომ ამ უკანასკნელს ენაც კი ჩავარდნოდა... შემდეგ ეთქვა კატოს ყველა ეს, მაგრამ ქაჯანას შიში მაინც არ ამოფხვრილიყო ამითი... კატოზედ ამბობენ, წინათ ძლიერ ეშმაკი იყოო... თუმცა სიცოცხლე და კუდიანობა არც ახლა აკლია, მაგრამ უფრო დინჯი, უფრო მოფიქრებული ყოფა-ქცევა აქვს.
    ამის შემდეგ კარგა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა ჩვენ შუა. შემდეგ ლაპარაკის საგანი გამოიცვალა, გავებით ხუმრობა-ლაზღანდარობაში... სანდრო გუშინ დაბრუნდა თავის საყვარელ სკოლაში და აღმითქვა ქაჯანას მალე გამოგზავნა.
    დღე-დღეზე ველი ჩემ სოფლელ პატარა ქაჯანას; მაგრამ, ვინ იცის რამდენი ,,ქაჯანები“ დარჩებიან ჩვენ საცოდავ სოფლებში?!.

    Posted by: Pirate 21 May 2013, 12:08
    "ასე იტყოდა ზარატუსტრა"

    ქართულად თუ არის სადმე?

    Posted by: Alice_In_Wonderland 21 May 2013, 12:38
    QUOTE (Alice_In_Wonderland @ 17 May 2013, 13:19 )
    ტრუმენ კეპოტის მოთხრობები მინდა

    სადმე იყიდებოდეს ხომ არ იცით?
    ბუკინისტებში უნდა იყოს წესით

    სანამ არ მაპოვნინებთ არ მოგეშვებით mad.gif

    Posted by: beatlesflacone 22 May 2013, 01:10
    Pirate
    QUOTE
    "ასე იტყოდა ზარატუსტრა"

    ქართულად თუ არის სადმე?


    ერეკლე ტატიშვილის კონგენიალურ თარგმანში - 15 - 20 წლის წინ გამოიცა

    Posted by: Solveig 25 May 2013, 18:46
    Alice_In_Wonderland

    ლიბ.ჯიზეც დევს რამდენიმე.
    * * *
    ეჰ, იყო დრო, "ქაჯანას" სკოლაში ვსწავლობდით....მაგას თუ არა, რა ჯანდაბას ასწავლიან ახლა სკოლებში? sad.gif

    Posted by: Aurellius 25 May 2013, 21:34
    Solveig
    QUOTE
    ეჰ, იყო დრო, "ქაჯანას" სკოლაში ვსწავლობდით....მაგას თუ არა, რა ჯანდაბას ასწავლიან ახლა სკოლებში?

    რა "ძველებივით" ლაპარაკობ smile.gif

    Alice_In_Wonderland
    რაც შეეხება კაპოტეს, ლიგამუსში აქვთ მაგის მოთხრობები.
    ბუკინისტებთან(თსუს მიწისქვეშაში) ჰქონდათ კაპოტეს ზუსტად ისეთი წიგნი მე რომ მაქვს. Breakfast at Tiffany's და The Grass Harp არი შესული.
    (ოღონდ რამდენიმე თვის წინ და არა მგონია კიდე ჰქონდეთ, ასე რომ მხოლოდ ამ წინადადებებიდან პირველი გაითვალისწინე)
    და საერთოდ, კაპოტე არც ისეთი მაგარია, ჯობია ეგ "ძვირფასი" დრო უფრო "ძვრიფასი" წიგნების წაკითხვისთვის "დახარჯო".

    ახლა წავიკითხე, მგონი ქართულად გდომებია, მე ინგლისურებზე ვთქვი. და გინდა ქართულად გინდა ინგლისურად, მაინც არ ღირს smile.gif

    Posted by: Solveig 25 May 2013, 23:31
    davgor
    QUOTE
    ვის გახსოვთ ლექსის ავტორი ან სათაური? მხოლოდ სიუჯეტი მახსოვს, მგონი საფრანგეთის რევოლუციონერების დასახვრეტად ემზადებიან და პატარა ბიჭი ითხოვს დახვრეტამდე სახლში გაშვებას ცოტა ხნით, რომელსაც მართლა გაუშვებენ, ის კი უკან დაბრუნდება.
    * * *


    ვიქტორ ჰიუგო "ბარიკადებზე"
    * * *
    Aurellius
    QUOTE
    რა "ძველებივით" ლაპარაკობ


    ძველი ვარ, აბა რა ვარ. სკოლა 1996 წელს დავამთავრე.

    beatlesflacone

    ნიკი მართლა შენია?
    1971 წელი გიწერია და მაგ ასაკისას წარმოუდგენელია, რომ ქაჯანა არ გქონდეს გაგონილი...


    ჰოდა, კიდევ: "ქაჯანა" პოემა კი არა, მოთხრობაა....

    Posted by: Alice_In_Wonderland 27 May 2013, 13:52
    Solveig
    არ მინდა ლიბ.გე-ის sad.gif ბიბლიოთეკიდანაც გამოვიტანე, მაგრამ არ წავიკითხე
    ჩემი მინდა მქონდეს და იმას ვკითხულობდე cry.gif

    Aurellius
    ხო ქართულად მინდა
    და მგონია რო ძალიან უნდა მომეწონოს smile.gif

    QUOTE
    ჯობია ეგ "ძვირფასი" დრო უფრო "ძვრიფასი" წიგნების წაკითხვისთვის "დახარჯო".

    დრაკულა გამახსენდა biggrin.gif

    Posted by: Aurellius 27 May 2013, 17:29
    Alice_In_Wonderland
    QUOTE
    დრაკულა გამახსენდა biggrin.gif

    user posted image

    QUOTE
    ხო ქართულად მინდა

    QUOTE
    ჩემი მინდა მქონდეს და იმას ვკითხულობდე

    ახირება . ჰმ. პრინციპში კაპოტეც ახირებული ვიღაც იყო. მოგეწონება. ხო. ისე როგორც მახსოვს, მოთხრობებში ბევრი ახირებული გოგოა.

    Posted by: daalage-sakartvelo 28 May 2013, 02:00
    ხომ ვერ მეტყოდით გამოთქმა-"ძაღლის თავია დამარხული", საიდან დამკვიდრდა? რამე იგავარაკი იყო თუ, რამე რიტუალი იყო ჩვენთან ან სხვაგან? ან ვინმე ისტორიულმა მწერალმა ან პოლიტიკოსმა ხომ არ იხმარა ეს ფრაზა,და იქიდან დაედო სათავე?

    Posted by: Alice_In_Wonderland 28 May 2013, 02:39
    Aurellius
    QUOTE
    ჩემი მინდა მქონდეს

    bis.gif
    http://www.radikal.ru
    QUOTE
    ახირება . ჰმ. პრინციპში კაპოტეც ახირებული ვიღაც იყო. მოგეწონება. ხო. ისე როგორც მახსოვს, მოთხრობებში ბევრი ახირებული გოგოა.

    ჰო, საჩემოა ზუსტად love.gif

    Posted by: Aurellius 28 May 2013, 09:43
    Alice_In_Wonderland
    წიგნის ყდას დააკვირდით :
    user posted image

    ბალახის ჩანგი რომ მოთხრობა არაა, უფრო მოზრდილი რაღაცაა.
    ზღაპარივითაა. ზაფხულში წაიკითხე და შენც იქ გეგონება თავი.



    Posted by: Alice_In_Wonderland 28 May 2013, 13:26
    Aurellius
    QUOTE
    წიგნის ყდას დააკვირდით :

    რა ჭირს? mo.gif
    QUOTE
    ზღაპარივითაა. ზაფხულში წაიკითხე და შენც იქ გეგონება თავი.

    უკვე იქ მგონია თავი, წაუკითხავად მიყვარს biggrin.gif და
    მენანება წასაკითხად biggrin.gif
    ამისთვის და პიტერ პენისთვის განსაკუთრებულად ვემზადები biggrin.gif

    Posted by: Qetty 28 May 2013, 20:02
    ვინმემ ხომ არ იცით რენესანსზე წიგნი ან რამე საიტი სადაც იქნება-რენესანსული სკოლები,რენესანსული რომანი,რო შედიოდეს იტალიური და ინგლისური სკოლები,ძველი და ახალი ჟანრი ))

    Posted by: Aurellius 28 May 2013, 20:53
    Alice_In_Wonderland
    QUOTE
    რა ჭირს? 

    რა სჭირს და საურონის თვალს არ ჰგავს? : )
    დააკვირდი ყდას smile.gif


    Posted by: ალექსანდრა91 30 May 2013, 09:27
    QUOTE
    რა სჭირს და საურონის თვალს არ ჰგავს? : )

    მეც დავამგვანე და ნეტა რა შუაშია? smile.gif ისე ეგ ბალახის სიმღერა ტიფანიზე მეტად მომეწონა, არადა ერთი პერსონაჟის სახელიც არ მახსოვს ამ დროს, ტიფანიდან უფრო მახსოვს

    Posted by: LOLZ 30 May 2013, 22:14
    ემილ ვერჰარნის "სამგლოვიარო მარში მიწის გარდაცვალებაზე" სადმე დევს ქართულად?

    Posted by: rozoma 31 May 2013, 01:47
    ქართული მოთხრობაა, ბიჭს დაარქმევენ ნინოს


    ვისია, რა არის მითხარით რა, დავიტანჯე sad.gif

    Posted by: Ninadi 1 Jun 2013, 23:11
    არიან ადამიანები ჩაეხუტები და გრძნობ-"სახლში ხარ" თუ ვინმემ იცით ვის ეკუთვის ეს ფრაზაა მითხარით

    Posted by: ალექსანდრა91 1 Jun 2013, 23:16
    QUOTE
    არიან ადამიანები ჩაეხუტები და გრძნობ-"სახლში ხარ"   

    მსგავსი რამ ლიტერატურულ პალიტრაში წავიკითხე smile.gif მაგრამ ზუსტად ასე არ იყო.... ჩახუტებაზე არ იყო.... სხვანაირად იყო.... რუბრიკა იყო: ორი ფინჯანი

    Posted by: chuvak_lexo 1 Jun 2013, 23:47
    begaiushi za vetrom


    ავღანელი მწრელისააო და შეგიძლიათ დამილინკოთ ან და მისამართი მიმასწავლთ სად შეიძლება ვიშოვო?


    განიხილება როგორც ქართული ისე - ინგ. და რუს. ვარიანტები smile.gif

    Posted by: iza 10 Jun 2013, 20:07
    Qetty
    QUOTE
    ვინმემ ხომ არ იცით რენესანსზე წიგნი

    http://sulakauri.ge/books/single/563/
    QUOTE
    ან რამე საიტი სადაც იქნება-რენესანსული სკოლები,რენესანსული რომანი,რო შედიოდეს იტალიური და ინგლისური სკოლები,ძველი და ახალი ჟანრი ))

    გუგლით მოიძიე ინფორმაცია. ბევრია ძალიან.

    Posted by: Perfectum 18 Jun 2013, 09:22
    ჯაბა იოსელიანის სამი განზომილება თუ გაქვთ წაკითხული? ღირს რამედ?

    Posted by: Switchback 21 Jun 2013, 00:39
    გამარჯობათ.
    თუ არსებობს რომელიმე მწერლის მიერ დაწერილი წიგნი,უბრალო ჩანაწერი,ჩანახატი ყაზბეგის შესახებ.
    თვითონ სტეფანწმინდის და მისი შემოგარენის შესახებ.

    თუ არსებობს იქნებ დამიწეროთ ავტორი

    Posted by: _Lali_ 21 Jun 2013, 00:42
    ვინმეს ხომ არ მოგეპოვებათ სანდრო კაკულიას "რადიო ამბავი"? ან თვალი ხომ არ მოგიკრავთ ინეტში? მე ვერ ვიპოვე ვერსად sad.gif

    Posted by: red-one 25 Jun 2013, 20:06
    ინგლისურ და იტალიურ ლიტერატურულ სკოლებთან დაკავშირებით ვინ განმანათლებს? : )

    Posted by: sunseeeker 26 Jun 2013, 16:32
    აუ ხალხო სად? რომელ წიგნის მაღაზიაში შეიძლება კაცმა იშოვნოს როულინგის ქეჟუალ ვექენსი ? ინგლისურად მინდა რა აი ძალიან გამოწერით არ მაწყობს და თუა აქ სადმე ეგეთი ადგილი მითხარით რა ფლიზ smile.gif

    Posted by: salvatore 26 Jun 2013, 20:57
    QUOTE
    აუ ხალხო სად? რომელ წიგნის მაღაზიაში შეიძლება კაცმა იშოვნოს როულინგის ქეჟუალ ვექენსი ? ინგლისურად მინდა რა აი ძალიან გამოწერით არ მაწყობს და თუა აქ სადმე ეგეთი ადგილი მითხარით რა ფლიზ smile.gif

    პარნასში ჰქონდათ,ყოველ შემთხვევაში მაშინ კი, ბოლოს როცა ვიყავი.

    Posted by: sunseeeker 27 Jun 2013, 01:17
    QUOTE
    პარნასში ჰქონდათ,ყოველ შემთხვევაში მაშინ კი, ბოლოს როცა ვიყავი.

    გაიხარე ჯიგარი ხარ შევირბენ აუცილებლად smile.gif ხომ არ იცი ფასიც დაახლოებით ?

    Posted by: salvatore 27 Jun 2013, 11:34
    sunseeeker
    QUOTE
    ხომ არ იცი ფასიც დაახლოებით ?

    ფასი არა,მაგისთვის არ ვიყავი შესული და არ შემიმოწმებია smile.gif

    Posted by: burnchurch 27 Jun 2013, 11:54
    ა. ლ. ჩერნიახოვსკიზე ინფორმაცია სად ვნახო ხომ არ იცით ?
    "სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე" აქვს დაწერილი, ახლა ვკითხულობ და ინტერნეტში მინდა ინფორმაცია მოვიძიო ამ მწერალზე, ხომ ვერ დამეხმარებით ?

    Posted by: _Moxuci_ 28 Jun 2013, 23:12
    "გაუმარჯოს დონ კიხოტს" ვისი ნაწარმოებია და ელ ვერსია ხომ არ დევს სადმე იცით ვინმემ?

    Posted by: ^Nos_ka 30 Jun 2013, 21:14
    ველური ძაღლი დინგო ვისია?
    ბავშვობაში მაქვს წაკითხული და აღარ მაგხსოვს

    Posted by: 024 2 Jul 2013, 18:54
    გადავირიე ვერ ვიხსენებ ამ ქალის გვარს, ადარებენ კაფკას, ქალი კაფკააო, წავიკითხე ადრე ერქვა холод ან лед

    Posted by: iza 3 Jul 2013, 17:09
    tos_ka
    QUOTE
    ველური ძაღლი დინგო ვისია?

    რუვიმ Fრაერმანის

    024
    QUOTE
    გადავირიე ვერ ვიხსენებ ამ ქალის გვარს, ადარებენ კაფკას, ქალი კაფკააო, წავიკითხე ადრე ერქვა холод ან лед

    ანნა კავანს გულისხმობ ალბათ. კაფკას ინგლისელ დას უწოდებენ smile.gif

    Posted by: fat man2 11 Jul 2013, 13:29
    1983 წელს მატარებელში ვიღაც მგზავრმა მათხოვა, პატარა მოთხრობების კრებული იყო. მწერალი, ბათუმელი ახალგაზრდა ბიჭი მაშინ უკვე ავარიაში იყო დაღუპული. ეგების ვინმემ იცით მისი გვარი და სახელი.
    მოთხრობები ძირითადად ბათუმის ახალგაზრდების ცხოვრებაზე იყო. ცოტა ქუჩური ჟანრი გადაკრავდა.

    Posted by: salvatore 11 Jul 2013, 14:13
    fat man2
    ჯემალ თოფურიძეზე ხომ არ ამბობ,ნოდარ დუმბაძის სიძეზე?

    Posted by: fat man2 11 Jul 2013, 15:09
    salvatore
    QUOTE
    ჯემალ თოფურიძეზე ხომ არ ამბობ,ნოდარ დუმბაძის სიძეზე?

    აღაც გვარი მახსოვს აღარც სახელი. თოფურიძე ნაღდად არაა. მაგ ბიჭს მაგ მოთხრობების მეტი არაფერი არ დაუწერია.
    მოთხრობებია ქურდებზე, ციხეზე. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს საკუთარ თავგადასავალს ყვება.
    სხვათა შორის, ბოლო მოთხრობის გმირი ზუსტად ისე იღუპება, როგორ რამდენიმე თვის მერე ავტორი დაიღუპა.

    Posted by: zedka 15 Jul 2013, 23:17
    აი რა აქ საკითხავია და მაკულატურას სად იბარებენ ? ბიბლუსის გარდა ?
    ან მიმასწავლეთ სად ვიკითხო

    Posted by: salvatore 15 Jul 2013, 23:34
    zedka
    QUOTE
    აი რა აქ საკითხავია და მაკულატურას სად იბარებენ ? ბიბლუსის გარდა ?
    ან მიმასწავლეთ სად ვიკითხო

    რა მაკულატურაა? ისე პლეხანოვზე აწერია სადღაც ვიბარებთ მაკულატურასო,ასე ზააბრიუკენის მოედნისკენ,ჯერ არ მისულზე,ნიკორა რომაა იმ მხარეს,ცოტა აქეთ.

    Posted by: zedka 16 Jul 2013, 00:57
    არაფერი ღირებული smile.gif ჟურნალები . ბიბლუსში აქვთ აქცია მაგრამ ისეთ წიგნებს იძლევიან , მირჩევნია სხვაგან ჩავაბარო და მეთვითონ ავარჩიო

    Posted by: Georgios 16 Jul 2013, 14:28
    გთხოვთ, მაპოვნინეთ პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის ერთი სასიყვარულო ლექსი. ლექსი მთავრდება სატრფოსადმი მიმართვით, რომ პოეტი გაბედავს, ჩაიდენს მკრეხელობას და მის თვალებს მიახატავს ღვთისმშობლის ფრესკას. მისი ლექსების კრებული არის, გარეკანზე პეტრეს ფოტო იყო, იქ ეწერა ეს ლექსი მაგრამ ვერსად ვიშოვნე და დამეხმარეთ, ძალიან მიყვარდა ის ლექსი.

    Posted by: _Lali_ 16 Jul 2013, 22:19
    სკოლის წიგნები მაქვს უამრავი, ძველები, რომ აღარ გამოიყენება სასწავლოდ და ხომ არ იცით სად ჩაიბარებენ? გადაყრა მენანება

    Posted by: Nnino 22 Jul 2013, 11:06
    Georgios
    მე ვამჯობინებ ცოდვას გამხელილს
    ბევრჯერ დასჯილი დამსაჯოს ღმერთმაც,
    ამ ეკლესიას მე შევარქვი შენი სახელი,მე ერთადერთამა.
    თუ ეს ცოდვაა-მე ჩავიდენ კიდევ ერთ ცოდვას
    და რჩევას მივცემ მაღალ ღმერთს ცაში :
    ღვთისმშობლის ხატებს მიახატონ შენი თვალები
    და თვით სატანაც ღვთისმოსავი გახდება მაშინ.

    ამ ტექსტით მღეროდა გოგი ცაბაძე, მეტი არ ვიცი.

    Posted by: Georgios 22 Jul 2013, 12:49
    Nnino
    QUOTE
    მე ვამჯობინებ ცოდვას გამხელილსბევრჯერ დასჯილი დამსაჯოს ღმერთმაც,ამ ეკლესიას მე შევარქვი შენი სახელი,მე ერთადერთამა.თუ ეს ცოდვაა-მე ჩავიდენ კიდევ ერთ ცოდვასდა რჩევას მივცემ მაღალ ღმერთს ცაში :ღვთისმშობლის ხატებს მიახატონ შენი თვალები და თვით სატანაც ღვთისმოსავი გახდება მაშინ. ამ ტექსტით მღეროდა გოგი ცაბაძე, მეტი არ ვიცი.


    კი! ეს არის. დიდი მადლობა 2kiss.gif

    Posted by: OHOI_IKA 23 Jul 2013, 19:33
    sunseeeker
    QUOTE
    აუ ხალხო სად? რომელ წიგნის მაღაზიაში შეიძლება კაცმა იშოვნოს როულინგის ქეჟუალ ვექენსი ? ინგლისურად მინდა რა აი ძალიან გამოწერით არ მაწყობს და თუა აქ სადმე ეგეთი ადგილი მითხარით რა ფლიზ

    რუსულად მაქვს მაღაზიაში. ბათუმში

    Posted by: quintaessentia 6 Aug 2013, 16:00
    სად ვნახო ჟანრების მიხედვით დახარისხებული წიგნები ინტერნეტში?

    Posted by: San1 13 Aug 2013, 01:10
    გეტსბი რუსულად თბილისში რომელიმე მაღაზიაში იყიდება თუ იცით?

    Posted by: HDreamer 13 Aug 2013, 03:45
    მეგობრებო დამეხმარეთ გთხოვთ , მხოლოდ ერთხელ მოვისმინე ეს ლექსი და მის მერე სულ თავში ტრიალებს ეს სიტყვები რაც დამამახსოვრდა ,
    "დედაზე დიდი მხოლოდ გმერთია და ღმერთზე დიდი მემგონი დედა, ამიტომ არის რომ ამბობს შვილი , ვაიმე დედა მიშველე ღმერთო , დაკვირვებულხართ რა თბილი სიტყვაა დედაა? შვილიც ხომ პირველად მას წარმოიშობს , და შემდეგ აღარ მახსოვს , ძალიან დიდი თხოვნა მაქვს თუ ვინმემ იცით ეს ლექსი , ავტორი სიტყვები რომ მომწეროთ პირადში , ძალიან გთხოვთ მეგობრებო

    Posted by: juve1111 2 Sep 2013, 21:24
    წიგნები: მათიას შანდორი და თავზარდაცემული ?

    Posted by: PET 2 Sep 2013, 21:28
    juve1111
    მათიას შანდორს ვერსად ვერ იშოვი მგონი.

    მე კი მაქვს, ოღონდ ძაან ძველი გამოცემა.

    Posted by: juve1111 2 Sep 2013, 21:34
    QUOTE (PET @ 2 Sep 2013, 21:28 )

    მათიას შანდორს ვერსად ვერ იშოვი მგონი.

    მე კი მაქვს, ოღონდ ძაან ძველი გამოცემა.

    ბუკინისტებში არ გამივლია ჯერ. შენს მსგავსად ბევრმა მითხრა სახლში მაქვსო. გარეთაც იმედია არ გაჭირდება :/
    ისე რამე რომ იყოს არ მომყიდი ? და რა ფასად ?

    Posted by: monogamist 2 Sep 2013, 22:04
    juve1111
    ძაან ძნელი საშოვია ეგ

    Posted by: vedzma 9 Sep 2013, 12:32
    Kami Garcia and Margaret Stohl "beautiful creatures" საერთოდ თუ არის ნეტა სადმე საქართველოში??? ხომ არ შეხვედრიათ სადმე

    Posted by: levani---1 11 Sep 2013, 20:31
    საბავშვო ლიტერატურის განვიტარების ფონდის კოორდინატები სად ვნახო ხომ არ იცით? სად არიან ტერიტორიულად ან ნომერი რომ მიტხრას ვინმემ


    აქ არ უწერიათ არაფერი

    http://libofund.blogspot.com/

    http://fundlibo.blogspot.com/2011/09/blog-post_5970.html

    Posted by: orovela87 23 Sep 2013, 14:16
    მაინტერესებს თუ არის ფორუმზე თემა გახსნილი "ქართული უცხო სიტყვების განმარტება ქართულ ენაზე."

    მაგ: რას ნიშნავს სიტყვა პარმაღი ?

    კონტექსტში: 1. "სავარძლით რომ აიყვანეს პარმაღზე..."
    კონტექსტში: 2. "ისმოდა სასტუმროს პარმაღიდან გააფთრებული კივილი".

    Posted by: xachapuridze 23 Sep 2013, 20:18
    პარმაღ-ი (პარმაღისა) აივანი, დერეფანი. დაიჭექა თოფმა და გულგანგმირული სიკო უსულოდ დაეცა პარმაღის იატაკზე (ე. ნინოშ.). აი, პარმაღზე ვწევარ გულაღმა (ი. გრიშ.).


    ალბათ სხვა დროსაც დაგჭირდება და იხ. http://www.ena.ge/
    აქ ორთოგრაფიული ლექსიკონიცაა და ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონიც.

    Posted by: orovela87 24 Sep 2013, 13:14
    xachapuridze
    გაიხარე დიდი მადლობა

    Posted by: sangria808 26 Sep 2013, 14:52
    სად ვიშოვნო ედუარდ ლიმონოვი? ერთი რომანი მაქვს მხოლოდ წიგნად, რამდენიმე - ინტერნეტში მაქვს წაკითხული და ვერ ვიტან ამ ინტერნეტში კითხვას: (
    მინდა ლიმონოვის გადაშლა და ისე კითხვა. იყიდება სადმე?
    გამოწერაზე ჩალიჩი მეზარება: (
    * * *
    პარმაღი - არის ასევე კარის ზღურბლი. ანუ, ის ხაზი, რომელზეც დახურული კარი გადის. როცა კარს გამოაღებ, ის წარმოსახვითი ხაზი ხომ რჩება და ეგ...

    Posted by: თაიკო 8 Oct 2013, 14:54
    ვინმემ ხომ არ იცით, პატარა ეგზისტენციალური მოთხრობაა, რომელიც მთავარი გმირის წყალში სუიციდით სრულდება: ტყუილად ჩამოვედიო, ცოლი ყურადღებას არ მაქცევსო, მანიკურებს ივამსო, - ბავშვს ელეპარაკება და თავს იკლავს : )

    Posted by: xachapuridze 9 Oct 2013, 13:58
    თაიკო
    QUOTE
    ტყუილად ჩამოვედიო, ცოლი ყურადღებას არ მაქცევსო, მანიკურებს ივამსო, - ბავშვს ელეპარაკება და თავს იკლავს : )

    სელინჯერის "ბანანა თევზის ამინდზე" ხომ არ ამბობ?

    Posted by: ფაშისტი 9 Oct 2013, 17:22
    xachapuridze
    ვამე რა კაი ხარ რომ იცოდე..

    თაი ეგაა ურააააააააა

    აუ სელინჯერი..კიდე კარგად ვარ

    Posted by: Addict 10 Oct 2013, 22:41
    ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება. ახლობელს აქვს ძალიან ძველი წიგნი, გეოგრაფიული ატლასი, სურს რომ შეაფასებინოს და სავარაუდოდ გაყიდის. ხომ ვერ მეტყვით ვის შეიძლება მივმართოთ?

    Posted by: _Moxuci_ 11 Oct 2013, 10:04
    "გაუმარჯოს დონ კიხოტს" ვისი ნაწარმოებია და სად შეიძლება ვიშოვო? ან ელ. ვერსია ხომ არ აქვს ვინმეს?

    Posted by: Kaxa___ 14 Oct 2013, 17:39
    ბავშვობაში წავიკითხე ეს მოთხრობა და ჩამრჩა და ჩამრჩა მეხსიერებაში ,თან უფრო იმიტომ ჩამრჩა რომ ბოლო არ ქონდა იმ წიგნს(როგორია მერე გულით რომ კითხულობ წიგნს და ბოლო არ აქვს)

    მოკლეთ იმედია არ გაგეცინებეთ და წიგნის სიუჟეტი ასეა მოზვერი( რომელსაც ავტორი ფიქრების ენით ადამიანივით ალაპარაკებს) არ გავს სხვა მოზვრებს(ვინც არ იცით მოზვერი ახალგაზრდა ხარია) უნდა დაკოდონ როგორც სხვა მოზვრები ეს კიდევ ხვდება ყველაფერს და განსაცდელს გაურბის მაგრამ სხვა გზა არაა ....

    მინდა რომ ეს წიგნი დავამთავრო და ავტორი და წიგნის სათაური არ მახსოვს ,ძალიან პატარაობისას წავიკითხე და იმედია დამეხმარებით ავტორის დადგენაში

    Posted by: Ania 23 Oct 2013, 04:13
    მოკლედ ძალიან დავინტერესდი ამ წიგნით, ვინაიდან არ მინდა ქართულად წაკითხვა ვერ გავიგე რუსულად -ინგლისურად რა სათაური აქვს. the second sex ? второи пол?
    Ocelot ძია, ჰელფ ))



    ბოვუარი სიმონ დე - სასოწარკვეთილი ქალი

    Posted by: enukka 25 Oct 2013, 16:24
    ამ კითხებზე მაინტერესებს პასუხი რაც შეიძლება ვრცლად.

    რატომ არის ,,აბოს წამება" პატრიოტული ნაწარმოები
    (შეეცადეთ გაანალიზოთ და შეაფასოთ ყველა ის მსოფლმხედველობრივი და მხატვრული წანამძღვარი, რაც ნაწარმოების პატრიოტულ ფონსა და პათოსს უკავშირდება ) ??



    სიკვდილის შიში და რწმენის თავისუფლება (შეეცადეთ ტექსტის მიხედვით გაანალიზოთ და შეაფასოთ აბოს და სხვა პერსონაჟების ქცევის მოტივაცია ამ თვალსაზრისით).


    ძალიან გთხოვთ არ დაგეზაროთ :**

    Posted by: tatia777 26 Oct 2013, 13:07
    გამარჯობათ
    დღეს ვიყიდე ''გოგონა დრაკონის ტატუთი''
    კარგი ჩანს და რა მაინტერესებს
    '''გოგონა რომელიც ცეცხლს ეთამაშება'' და ''გოგონა რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია'''ერთიდ ა იგივე ნაწარმოებია ხო ?
    თუ ცალ ცალკე????

    Posted by: merciamercia 26 Oct 2013, 14:57
    tatia777
    QUOTE
    გამარჯობათდღეს ვიყიდე ''გოგონა დრაკონის ტატუთი''კარგი ჩანს და რა მაინტერესებს'''გოგონა რომელიც ცეცხლს ეთამაშება'' და ''გოგონა  რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია'''ერთიდ ა იგივე ნაწარმოებია ხო ?თუ ცალ ცალკე????

    ტრილოგიაა, პირველი ნაწილი არის ,,გოგონა დრაკონის ტატუთი,'' მერე ,,გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა'' და მესამე ნაწილი ,,გოგონა რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია''.

    Posted by: yellow -fresh 26 Oct 2013, 19:53
    დიოგენე ს მაღაზიები სა დ არის/?

    Posted by: tatia777 26 Oct 2013, 20:28
    merciamercia
    გასაგებია
    ესეიგი ერთი ნაწარმოებია
    მადლობა ყურადღებისთვის

    Posted by: weisenhaus 27 Oct 2013, 00:10
    ბავშვობაში ვკითხულობდი. მგონი, ვიღაც ინგლისელი თუ ამერიკელი მწერლის მოთხრობაა.
    მოკლედ, ზუსტად არ მახსოვს და მოქმედება დაახლოებით ასეთია.
    სასტუმროში არიან რამდენიმე კაცი და ყაჩაღები ალყაში მოაქცევენ. ხოდა, ამ დროს ისტორიების მოყოლას დაიწყებენ. თითქმის მთელი წიგნი 4 ისტორიაზეა. პირველი ორ ძმაზეა, ერთი დადებითი პერსონაჟია, მეორე - უარყოფითი. ბოლოს ერთი კლავს მეორეს.
    მეორე ისტორია - ერთ ღარიბ ტიპზეა, რომელიც სულს მიყიდის ვიღაცას სიმდიდრის სანაცვლოდ, მაგრამ ვერანაირ ბედნიერებას ვერ ნახავს ამაში და საბოლოოდ უკან მოპარავს სულს ამ ვიღაცას.
    დანარჩენი ორი არ მახსოვს.

    მოკლედ, თუ ვინმემ იცით რა ჰქვია ამ წიგნს და ვისი დაწერილია, დამეხმარეთ. დიდი მადლობელი ვიქნები. smile.gif

    Posted by: Egyptian 28 Oct 2013, 15:00
    გელა ჩარკვიანის ინტერვიუ მამასთან რა ღირს არ იციტ? ;

    Posted by: სურამელი 28 Oct 2013, 17:21
    QUOTE
    გელა ჩარკვიანის ინტერვიუ მამასთან რა ღირს არ იციტ? ;

    12 ლარი

    Posted by: Pegasos 30 Oct 2013, 13:32
    თბილისის რომელი ბიბლიოთეკებიდან ატანენ წიგნებს სახლში?

    Posted by: Gio_1986 5 Nov 2013, 06:57
    ეკა ჩიხლაძის წიგნი '' დახვრეტილთა საქმე '' ( თვითმფრინავის ბიჭებზე ) სად იყიდება თბილისში და რა ღირს ?

    ეროვნულ ბიბლიოთეკაში არ აქვთ ვიყავი და ვიკითხე

    წიგნის მეორადებში ეხლა თუ ვინმემ ნახეთ იქნებ მისამართი დაწეროთ ან PM ში მომწეროთ

    ყიდვა მინდა და ვერსად ვერ ვნახე

    არავინ იცით სად იყიდება ? თუნდაც ნახმარი იყოს ოღონდ კარგად შენახული


    ან ვინმეს თუ გაქვთ ეგ წიგნი გთხოვთ 1 საათით მათხოვეთ და გადავაქსეროქსებ და წიგნს უკან დაგიბრუნებთ 1 საათში !!!

    თუ იმის შიში გაქვთ რომ წიგნს უკან არ დაგიბრუნებთ ჩემს პირადობის მოწმობას დაგიტოვებთ არაა პრობლემა

    Posted by: British-Beret 9 Nov 2013, 20:08
    ცოტა უცნაური კითხვა მაქვს , ვინმემ ხომ არიცის წიგნი რომელსაც აქვს რაიმე უცნაური განსხვავებული უჩვეულო ყლდის დიზაინი ( ნახატი ) რომ საქართველოში იყიდებოდეს ზომით სიგრძე 20 სმ ზე მეტი და სიგანე 13
    სმ ზე მეტი . წინასწაარ მადლობა დახმარებისათვის

    Posted by: bakari91 15 Dec 2013, 14:10
    გამარჯობა, ჯინსების თაობა მინდა რუსულად და სად შევიძინო ხომ არ იცით ზუსტად?

    Posted by: erer 23 Dec 2013, 14:03
    QUOTE (British-Beret @ 9 Nov 2013, 20:08 )
    ცოტა უცნაური კითხვა მაქვს , ვინმემ ხომ არიცის წიგნი რომელსაც აქვს რაიმე უცნაური განსხვავებული უჩვეულო ყლდის დიზაინი ( ნახატი ) რომ საქართველოში იყიდებოდეს ზომით სიგრძე 20 სმ ზე მეტი და სიგანე 13
    სმ ზე მეტი . წინასწაარ მადლობა დახმარებისათვის

    QUOTE
    უჩვეულო ყლდის დიზაინი

    QUOTE
    ზომით სიგრძე 20 სმ ზე მეტი

    gigi.gif

    Posted by: ფრენოლოგი 23 Dec 2013, 15:20
    Pegasos
    აღმაშენებელზე, მერიის ბიბლიოთეკიდადნ .

    Posted by: eleonichka 24 Dec 2013, 00:49
    დეტექტივის მოყვარულებო მირჩიეთ აგატა კრისტის გარდა რამე საინტერესო

    Posted by: tako1989 29 Dec 2013, 01:36
    ჟორჟ სიმენონის - კომისარი მეგრე

    ასევე სახალისო დეტექტიური რომანებია

    Posted by: eleonichka 3 Jan 2014, 02:02
    დიდი მადლობა წავიკითხავ
    ........................................................

    Posted by: makaveli2244 7 Jan 2014, 17:00
    ადრე, ძალიან ადრეულ ბავშვობაში წაკითხული მაქვს რაღაც წიგნი

    შინაარსი საერთოდ არ მახსოვს, მგონი რაღაც ზამთრის კურორტზე მიდის მოქმედება, და სასიყვარულო თემებია

    ასეთი ფრაზა მახსოვს:
    ალუბლის (?) ცხელი სურნელი საბნის ქვეშ შემოცურდა და ჩაეკრო

    კიდე ბოლო სცენა მახსოვს:
    მთავარი გმირი (მათეუში ან თადეუში ან რაღაც ეგეთი შეიძლება ერქვას) დუელში გამოიწვევს ვიღაცას, დაშნებით უნდა იყოს ორთაბრძოლა, ის ვიღაცა აზრზე არ არის "ხმალაობის" :დ მაგრამ იტოგში ეს მთავარი გმირი შემოაკვდება



    საერთოდ ვერ ვიხსენებ სხვას ვერაფერს sad.gif

    Posted by: Sunny_Sunday 8 Jan 2014, 13:49
    მეფე მათიუშ პირველი?? user.gif

    იანუშ კორჩაკის არის.

    smile.gif

    Posted by: makaveli2244 22 Jan 2014, 09:27
    Sunny_Sunday
    Aრა, მათიუში არაsmile.gif

    Posted by: Pickering 6 Feb 2014, 11:44
    "ლიტერატურული პალიტრის" თებერვლის ნომერი როდის გამოდის(ან გამოვიდა), ხომ არ იცით? და რა ღირს იქნებ იცოდეთ.

    ფასი დავადგინე...

    Posted by: JusTInSaNe 6 Feb 2014, 15:23
    პარფიუმერი თუ არის ქართულად ნათარგმნი? და სად შემიძლია შევიძინო ვერ მეტყვით?

    Posted by: სურამელი 6 Feb 2014, 17:40
    QUOTE
    პარფიუმერი თუ არის ქართულად ნათარგმნი? და სად შემიძლია შევიძინო ვერ მეტყვით?

    კი არის და ქართულ თარგმანს ქვია -"სუნამო" . 7.90 ღირს წიგნის მაღაზიებში wink.gif

    Posted by: Pinturico 6 Feb 2014, 18:19
    კარლოს კასტანედას დონ ხუანის მოძღვრება.

    ვიცი რომ ერთადერთი წიგნია ნათარგმნი ქართულ ენაზე.

    აი ეს.
    https://www.facebook.com/media/set/?set=a.348598385216669.81964.107549415988235&type=3

    ვინმეს ხომ არ გეგულებათ სადმე გასაყიდი? ან სად შეიძლება რომ ვეძებო?


    Posted by: FairiesWearBoots 8 Feb 2014, 23:17
    გამარჯობათ, ხომ არ იცით ინგლისურ-ქარტული ლექსიკონის pdf სადმე?

    Posted by: melodyman/ 10 Feb 2014, 13:46
    წიგნის სახელს ვერ ვიხსენებ და იქნებ აქ დამეხმაროთ
    2 ან 3 წლის წინ წავიკითხე.

    მოკლედ
    ისტორია არის პატარა ებრაელ ბავშვზე,რომლის მშობლებს საკონცენტრაციო ბანაკში წაიყვანენ
    ამ ბავშვს კი თუ სწორად მახსოვს ოჯახის მეგობრები დაეხმარებიან და ერთ-ერთი სოფლის კათოლიკურ ეკლესიაში წაიყვანენ
    ეკლესიას რაღაც სკოლასავით აქვს და ბავშვებს ზრდიან
    ამ ებრაელის გარდა არიან კიდე ებრაელები,მაგრამ არ ხმაურდება მათი ეროვნება
    ამ ეკლესიის მოძღვარი თუ რაცაა დაუმეგობრდება ამ ბავშვს
    ნუ მერე მისი მოშბლებსაც გამოუშვებენ და ა,შ,
    იქნებ იცოდეს ვინმემ

    Posted by: BEASTY 10 Feb 2014, 16:17
    გამარჯობათ ! რამე კარგი წიგნის წაკითხვა მინდა და იქნებ მირჩიოთ რამე. სასურველია ცოტა თანამედროვე იყოს და ორიგინალური ლირიკით. მაღალფარდოვანი სიტყვებით ბუნების აღწერა როარ იყოს ნახევარი წიგნი ან პარიზის რვთისმშობლის ტაძრის ... :დ

    Posted by: აბულაბას 11 Feb 2014, 09:27
    BEASTY
    უელბეკი წაიკითხე
    პლატფორმა ან ელემენტარული ნაწილაკები

    ან ერიკ ემანუელ შმიტიც შეიძლება ნებისმიერი...

    Posted by: BEASTY 11 Feb 2014, 14:51
    ოქ ! მადლობა რჩევისთვის... ისე სტივენ კინგზე რა აზრის ხართ? არცერთი ნაწარმოები არ წამიკითხავს, არადა ბევრმა მირჩია უკვე.

    Posted by: აბულაბას 11 Feb 2014, 15:06
    BEASTY
    სტივენ კინგიც ეგეთია
    რაც შენ გინდა ისაა კინგი მოკლედ
    ნებისმიერი აიღე მაგისი ქართულადაცაა
    მიზერით დაიწყე გირჩევ
    მერე მწვანე გზა....

    Posted by: christine_christine 12 Feb 2014, 21:02
    QUOTE (melodyman/ @ 10 Feb 2014, 13:46 )
    წიგნის სახელს ვერ ვიხსენებ და იქნებ აქ დამეხმაროთ
    2 ან 3 წლის წინ წავიკითხე.

    მოკლედ
    ისტორია არის პატარა ებრაელ ბავშვზე,რომლის მშობლებს საკონცენტრაციო ბანაკში წაიყვანენ
    ამ ბავშვს კი თუ სწორად მახსოვს ოჯახის მეგობრები დაეხმარებიან და ერთ-ერთი სოფლის კათოლიკურ ეკლესიაში წაიყვანენ
    ეკლესიას რაღაც სკოლასავით აქვს და ბავშვებს ზრდიან
    ამ ებრაელის გარდა არიან კიდე ებრაელები,მაგრამ არ ხმაურდება მათი ეროვნება
    ამ ეკლესიის მოძღვარი თუ რაცაა დაუმეგობრდება ამ ბავშვს
    ნუ მერე მისი მოშბლებსაც გამოუშვებენ და ა,შ,
    იქნებ იცოდეს ვინმემ

    ეს არის ერიკ ემანუელ შმიტის „ნოეს შვილი“ არაჩვეულებრივი რამეა, ჩემი აზრით.

    იქნებ დამეხმაროთ. ბავშვობაში მქონდა ზღაპრების წიგნი რომელსაც რატომღაც არ ჰქონდა ყდა, შესაბამისად არც მისი ავტორი ვიცი და არც სათაური. თუმცა, ეს იყო ფანტასტიური ქართული ზღაპრები რომელიც სავარაუდოდ (გადმოცემით ვიცი და შეიძლება არასწორი ინფორმაციაა) დედამ დაუწერა თავის შვილებს. ერთერთი ზღაპრის სათაური იყო „მარადუჭკნობი ყვავილების თაიგული“. იყო ზღაპარი მხატვარზე რომელმაც მოხატა გაბზარული მინა, იყო ზღაპარი გზაზე რომელიც ძალიან გრძელი იყო, კიდევ იყო ლექსად დაწერილი ზღაპარი სადაც ბავშვები დარგავენ მარცვალს და ჯადოსნური ნაძვის ხე ამოვა და დიდი ხურჯინით მოვა თოვლის პაპა.

    იქნებ ვინმეს გეცნობათ, გთხოვთ გამომეხმაურეთ, ძალიან მჭირდება.

    Posted by: severuss 12 Feb 2014, 23:45
    Pinturico
    საჯაროში მაქვს წაკითხული. სხვაგან არსად არ შემხვედრია.

    Posted by: Onise_ok 13 Feb 2014, 15:47
    გამარჯობა ხალხო.
    ტურისტულ გიდად მინდა ვიმუშავო და ჯერ-ჯერობით თბილისით მინდა დავიწყო შესწავლა.
    რამე წიგნებს ხომ ვერ მირჩევდით?
    ერთი მინდა ვახტანგ ბერიძის - ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.
    კიდე რაღაცეები ვნახე აქედან: http://www.radiotavisupleba.ge/content/article/24548491.html

    ალექსანდრე ელისაშვილის – როგორ იცვლებოდა თბილისი–ც გამომადგება.

    კიდევ რამეს ხომ ვერ მირჩევდით? : ))

    Posted by: აბულაბას 13 Feb 2014, 17:50
    Onise_ok
    მინიმუმი რაც შემიძლია გირჩიო თბილისის ცნობილი ადგილები, ძეგლები დაგუგლე და მათი ისტორია ისწავლე

    Posted by: Bulgakova 14 Feb 2014, 13:34
    გამარჯობა,
    მოკლედ ძალიან მინდა რამე წავიკითხო "გობლინთა ნაკრძალის" დუხში, ქართულად ოღონდ თუ არის რამე მსგავსი იქნებ მირჩიოთ.

    Posted by: აბულაბას 14 Feb 2014, 20:31
    Bulgakova
    ამბერის ქრონიკები მაგალითად
    ქართულადაც არის

    Posted by: Bulgakova 15 Feb 2014, 00:10
    QUOTE
    ამბერის ქრონიკები


    აუ რა კარგი გამახსენე, დიდი მადლობა

    Posted by: აბულაბას 15 Feb 2014, 08:02
    Bulgakova
    ყველა ნაწილი რამდენად ნათარგმნია ოღონდ არ ვიცი.

    Posted by: Onise_ok 16 Feb 2014, 00:28
    აბულაბას
    გაიხარე.
    ეგ ვქენი უკვე და ნელნელა მივყვები.
    ბიბლიოთეკიდან გამოვზიდე ბლომად წიგნები : D
    კიდე რაღაცეები მაქვს საშოვნი. ვიშოვნი იმედია : D : ))

    Posted by: ATWA 25 Feb 2014, 05:25
    აბულაბას
    The Corwin cycle აირის 5ივე ნათარგმნი ამბერის ქრონიკებიდან.

    Posted by: _Moxuci_ 6 Mar 2014, 19:48
    გერმანული საგმირო ეპოსის "სიმღერა ნიბელუნგებზე" აკაკი გელოვანის თარგმანის ელ ვერსია ხო არ გაქვთ ვინმეს ან თუ იცით სად შეიძლება ინტერნეტში ვნახო?


    http://lib.ge/mybook/index.php?book=06286&rel=undefined

    ეს ვიპოვე, მაგრამ პროზა მინდა.

    Posted by: Giorgi984 30 Mar 2014, 20:12
    მოგესალმებით,

    მჭირდება ქართული მხატვრული ნაწარმოებების გამოცდილი რედაქტორი.
    თუ ვინმეს იცნობთ ასეთს მომეცით მათი საკონტაქტო ინფორმაცია. თავად თუ ხართ რედაქტორი - შემომეხმიანეთ პირადში.

    პატივისცემით

    გიორგი

    Posted by: Your unique security code 12 Apr 2014, 17:24
    მოკლეთ სამ წიგნს დავასახელებ და მითხარით რომელია კაი წიგნი და რომელია მაკულატურა?

    იუზა ყაჭეიშვილი - გამოცხადება

    ჯემალ ქირია - მარადი მხედარი

    ნოდარ წულეისკირი - ძველი სამრეკლო

    Posted by: Don2 13 Apr 2014, 10:58
    ე.ი მეგობარს აქვს დაბ დღე, ძალიან უყვარს პარიზი, საშუალება არ მაქვს თორე დიდი სიამოვნებით ვაჩუქებდი საგუზურს sad.gif
    ხოდა მინდა, რომ ვაჩუქო ისეთი წიგნი, რომელიც იქნება ძალიან ლამაზი ისტორიით დს ამოგზაურებს პარიზი და კიდე უფრო შეუყვარდება. აბა გაქვთ იდეები?
    კიდე, მითხარით რამე, რაც პარიზს უკავშირდება, აუცილებელი არ არის იყოს წიგნი და ეიფელის მინიატურული კოშკი. სხვა რამე :შ

    Posted by: Pegasos 15 Apr 2014, 15:50
    Don2

    QUOTE
    ე.ი მეგობარს აქვს დაბ დღე, ძალიან უყვარს პარიზი, საშუალება არ მაქვს თორე დიდი სიამოვნებით ვაჩუქებდი საგუზურს ხოდა მინდა, რომ ვაჩუქო ისეთი წიგნი, რომელიც იქნება ძალიან ლამაზი ისტორიით დს ამოგზაურებს პარიზი და კიდე უფრო შეუყვარდება.  აბა გაქვთ იდეები? კიდე, მითხარით რამე, რაც პარიზს უკავშირდება, აუცილებელი არ არის იყოს წიგნი და ეიფელის მინიატურული კოშკი. სხვა რამე :შ


    თუ იყიდება სადმე დისკზე ჩაწერილი ვიდეო-ექსკურსიები პარიზზე, კარგი საჩუქარი იქნება.

    Posted by: _Lali_ 21 Apr 2014, 11:19
    ძალიან ბევრი ძველი წიგნი დამიგროვდა სკოლის სახელმძღვანელოები, რომლებიც არავის არაფერში გამოადგება და ხომ არ იცით, იბარებენ სადმე წიგნებს, როგორც მაკულატურას?

    Posted by: JSB14BSJ 21 Apr 2014, 17:40
    Your unique security code
    QUOTE
    იუზა ყაჭეიშვილი - გამოცხადება

    არის
    QUOTE
    მაკულატურა

    დანარჩენები არ ვიცი.

    Posted by: chchuta 26 Apr 2014, 09:45
    მეგობრებო, დამეხმარეთ რა, გთხოვთ. http://www.youtube.com/watch?v=NeOEeidcFw4 ამ ვიდეოში დასაწყისში ლექსს რომ ამბობს მედეა, რა ლექსია, სრულად სად ვიპოვო ან ვისია, ხომ არ იცით? თუ შეგიძლიათ, მაპოვნინეთ.

    Posted by: gia4147 28 Apr 2014, 22:15
    თუ არ ვცდები ჩემს ახლობლად ცხოვრობს ერთი რედაქტორი, გადავამოწმებ ინფორმაციას და შეგეხმიანები.

    Posted by: aninanuchi 11 May 2014, 17:03
    ძალიან მჭირდება ისეთი ლექსი რომელიც ასახავს ადამიანის ცხოვრებას. ტუ იცით რაიმე მსგავსი იქნებ მომწეროთ. წინასწარ დიდი მადლობა

    Posted by: aninanuchi 13 May 2014, 01:21
    ხალხო თქვენი დახამრება მჭირდება. თუ იცით იქნებ მოწმეროთ ისეთი ლექსი რომელშიც ადამიანის მთელი ცხოვრება ეტევა, დაბადებიდან გარდაცვალებამდე, ისეთი რომელიც გვეუბნება რომ ცხოვრება ღირს.თუ იცით ასეთი ლექსი ძალიან გთხოვთ მოწმერეთ <3

    Posted by: Rainbow_Rainbow 13 May 2014, 16:18
    რის წაკითხვას მირჩევდით 19 წლის ასაკში?
    სხვა შესაფერისი თემა ვერ ვნახე ამ კითხვის დასასმელად..

    Posted by: აბულაბას 13 May 2014, 20:01
    QUOTE (Rainbow_Rainbow @ 13 May 2014, 16:18 )
    რის წაკითხვას მირჩევდით 19 წლის ასაკში?
    სხვა შესაფერისი თემა ვერ ვნახე ამ კითხვის დასასმელად..

    http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90

    Posted by: Keta023 13 May 2014, 20:54
    Rainbow_Rainbow
    რა ჟანრი გიყვარს? წაკითხული გაქვს აქამდე რამე წიგნი?

    Posted by: Rainbow_Rainbow 13 May 2014, 21:59
    Keta023
    ნებისმიერ ჟანრს წავიკითხავდი ახლა ფანტასტიკის გარდა.
    კი როგორ არა biggrin.gif ბევრი მაქვს წაკითხული-მეთქი ვერ დავიკვეხნი მაგრამ არც ცოტა ალბათ smile.gif

    Posted by: aninanuchi 14 May 2014, 00:21
    თუ იცით ძალიან გთხოვთ მომწეროთ ისეტი ლექსი რომელიც ძალიან დადებითად ახასიათებს ადამიანის დაბადებას გარდაცვალებამდე. ანუ ლექსი რომელშიც ნათქვამია რომ ცხოვრება ამ ქვეყნად ღირს

    Posted by: tatia777 14 May 2014, 10:38
    ვინმეს ''ფირმა '' თუ გაქვთ წაკითხული და თუ მოგეწონათ?
    user posted image

    Posted by: bubesh 5 Jun 2014, 20:28
    ადრე წავიკითხე ნაწარმოები "აღმაფრენა" ერქვა მემგონი, ერთ ბიჭზე იყო ვინც ჩააბარა პილოტობაზე. ლექსიც მახსოვს ამ ნაწარმოებიდან:

    მცივა, ჰოი როგორ მცივა,
    ცრემლი მცვივა,
    გამეყინა ზურგი,
    მაიორო, გენაცვალე,
    მომაწოდე ქურქი.

    დასასრული არ მახსოვს მაგრამ იმით იწყებოდა როგორ დაშალა მთავარმა პერსონაჟმა პატარა ასაწყობი თვითმფრინავი და მგონი გააფუჭა კიდევაც. ზურა ერქვა თუ დათო არ ვიცი. იქნებ არც ერთი არ ერქვა. საბჭოთა კავშირის პერიოდში იყო დაწერილი და ავტორი ხომ არ იცით ვინმემ? არა მგონია ცნობილი იყოს მაგრამ... ინტერნეტშიც ვეძებე და ვერ ვიპოვე. ავტორია კაცი რომაა ეგ მახსოვს :ს

    Posted by: cheshire cat 6 Jun 2014, 18:41
    ხომ არ გახსოვთ, ვისია ფრაზა, ნათქვამი საბჭოთა პერიოდში სისტემის სახოტბო ტექსტებთან დაკავშირებით გამოთქმული - ეს იმ კაცის საქციელს ჰგავს, სახლში რომ პური მიაქვს და უკან დადევნებულ ქოფაკს თითო ლუკმას უგდებს, თავი რომ დაიძვრინოს ქოფაკის ეშვებისგანო.
    თუ არ ვცდები, ბაქრაძის სიტყვებია კონსტანტინეზე
    მაგრამ ვერ ვიხსენებ ზუსტ წყაროს
    არადა ციტატა მჭირდება...

    Posted by: bulbula1986 7 Jun 2014, 15:14
    წიგნი აკაკი ავტოგრაფით, გამოცემული 1911 წელს გამოცემული, ყიდის ტიპი და მეუბნება რომ რაფასსაც მივცემ მომცემს. უმაღლესი ფასი რა ვუთხრა?

    150 ლარი ბევრია თუ ცოტა?

    Posted by: perpetua2 8 Jun 2014, 20:12
    მაკულატურას სადმე იბარებენ, ან წიგნებში თუ ცვლიან? ხომ არ იცით?

    Posted by: _Lali_ 9 Jun 2014, 00:55
    perpetua2
    ეგ მეც მაინტერესებს, მაგრამ ვერავინ გამცა პასუხი სამწუხაროდ

    Posted by: YOUR-სEX-GIRLFRIEND 9 Jun 2014, 16:15
    David Coupland-ის რომელიმე ნაწარმოები არის ქართულად ნათარგმნი?
    თუ კი რომელი?
    გუგლ სერჩს თუ ვენდობი არ არის სარეთოდ იქნებ დამეხმაროთ

    Posted by: perpetua2 10 Jun 2014, 09:09
    _Lali_
    გავიგე, წერეთელზე ყოფილა გამოფენასთან, ჯორჯიტა რომ არის, იმ ქუჩის გაყოლებაზეა ეზოში, იქ იბარებენ განუსაზღვრელ რაოდენობას და მანდვე გიცვლიან წიგნებზე

    Posted by: temart 10 Jun 2014, 14:21
    aninanuchi
    QUOTE
    თუ იცით ძალიან გთხოვთ მომწეროთ ისეტი ლექსი რომელიც ძალიან დადებითად ახასიათებს ადამიანის დაბადებას გარდაცვალებამდე. ანუ ლექსი რომელშიც ნათქვამია რომ ცხოვრება ამ ქვეყნად ღირს

    ლექსი იესოზე, გურამიშვილის.

    მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი

    ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
    ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,
    მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო,
    დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

    ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
    ღვთის საიდუმლო გაგტეხეს, გულში ვერ დაგიტიესო,
    ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს, ისიც კი განაბნიესო,
    დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

    ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
    შეგიპყრეს თვისი დამხსნელი, საბელი მოგახვიესო;
    მაგრა შეგიკრეს ხელები, უფალსა არა გთნიესო,
    დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

    ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
    ავაზაკზედა გაგცვალეს, ბარაბა მათ ირჩიესო;
    ურიგო სიტყვა შეგკადრეს, გაგლანძღეს, გაგათრიესო,
    დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

    ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
    ფრჩხილთა გიყარეს ლერწამი, ნუნები აგატკიესო,
    ყვრიმალს გცეს თვალებ-აკრულსა. გკითხეს: ვინ გცემა, თქვი ესო?
    დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

    ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
    ბრალი ვერ გპოვეს, დაგსაჯეს, პილატე მოგისიესო,
    ბრალობის სისხლი თავზედა შვილითურთ გარდინთხიესო.
    დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

    ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
    ხელ-დაბანილთა შოლტით გცეს, მსხვერპს სისხლი შეურიესო;
    დაგადგეს ეკლის გვირგვინი, გოლგოთას მიგიწვიესო,
    დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

    ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
    შესამოსელი გაგხადეს, ქლამინდი მოგახვიესო!
    ჯვარზედ გაგაკრეს. ხელ-ფეხთა ლურსმანი გაგიწიესო,
    დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

    ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
    წყალი ითხოვე, მოგართვეს, ძმარში ნაღველი რიესო;
    წმინდასა შენსა საღმრთოსა გვერდსა ლახვარი მიესო,
    დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

    ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
    მოგკლეს უბრალო ბრალითა, ქვეყანა შეარყიესო;
    მზე დანაბნელეს, მთვარეცა, ვარსკვლავნი დააფრქვიესო.
    თავს კრეტსამბელი განაპეს, ბოლომდი შუა ხიესო.

    ჯვარით გარდმოგხსნეს, წაგგრაგნეს, ტილოში წაგახვიესო:
    დაგმარხეს, მკვდარსაც არ გენდვნენ, გარს მცველი შემოგხვიესო.
    ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
    დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

    ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
    დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
    დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

    ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
    არ ვიცი, რად ქნეს უგბილთა, ავი რა შეგამჩნიესო?
    მკვდარს აღუდგენდი, კურნავდი კეთროვანს, წყალ-მანკიერსო;
    ბრმას თვალთ უხელდი, ცისცისად არჩენდი ეშმაკიერსო.

    უტყვს ენას ძღვნიდი, ყრუს – სმენას, საპყართა – სვლას შვენიერსო,
    პურს მცირეს დიდად, წყალს ღვინოდ უქცევდი, - ჭამე, სვი ესო.
    ამის მეტს არას ეტყოდი: ესევდით ღმერთს ზეციერსო!
    მშვიდად ცხოვრებდით, ნუ უზამთ ერთმანეთს თქვენ უდიერსო!

    განიკითხევდით გლახაკთა, ასმევ-აჭმევდით მშიერსო;
    რასაც კეთილს იქმთ, ღმერთი თქვენ მოგაგებთ მის მაგიერსო!
    ორსავ გზას წრფელს წინ უდებდი: ხორციელს და სულიერსო.
    ამის სანუფქოდ შენ მათა სიკვდილსა შეგამთხვიესო!
    ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
    დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
    ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
    დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
    დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

    დავით გურამიშვილი

    ------------------------------------------------------


    ერთი კითხვა , რამდენად მაქვს უფლება ჩემს ნაწარმოებში ვიკიპედიიდან და გუგლიდან აღებული მასალების გამოყენების?


    * * *
    ერთი კითხვა , რამდენად მაქვს უფლება ჩემს ნაწარმოებში ვიკიპედიიდან და გუგლიდან აღებული მასალების გამოყენების?
    ხომ არ მექნება რაიმე ფინანსური ვალდებულება გუგლიდან გამოყენებული ფოტოს ან სხვა მასალის ავტორის წინაშე?



    Posted by: Lamorac 12 Jun 2014, 12:55
    კაროჩე ხშირად შემხვედრია ეს ფრაზა :,,ვერ დაეწევა კუს აქილევსი" და ხომ არ იცით რას ნიშნავს? სად შეიძლება ვიპოვო საერთოდ საიდან მოდის ეს ფრაზა? რაღაც ანტიკური სიბრძნეა თუ არ ვცდები და ვინმემ რომ მომცეთ ლიტერატურა საიდან მოდის ეს ფრაზა. ძალიან დამავალებთ biggrin.gif

    Posted by: bubesh 13 Jun 2014, 13:32
    QUOTE (Lamorac @ 12 Jun 2014, 12:55 )
    კაროჩე ხშირად შემხვედრია ეს ფრაზა :,,ვერ დაეწევა კუს აქილევსი" და ხომ არ იცით რას ნიშნავს? სად შეიძლება ვიპოვო საერთოდ საიდან მოდის ეს ფრაზა? რაღაც ანტიკური სიბრძნეა თუ არ ვცდები და ვინმემ რომ მომცეთ ლიტერატურა საიდან მოდის ეს ფრაზა. ძალიან დამავალებთ biggrin.gif

    ზენონის პარადოქსიდანაა ცნობილი მემგონი. აი ვიდეო ინგლისურადაა ოღონდ 1 წუთი დაახლოებით:

    http://www.youtube.com/watch?v=skM37PcZmWE

    მარათონში კუ და აქილევსი ეჯიბრებიან ერთმანეთს. კუ აქილევსზე 100 მეტრით წინ დააყენეს, ასე ვთქვათ შეღავათი მისცეს რა. დაიწყეს სირბილი. რომ წარმოვიდგინოთ ეს ყველაფერი, ადვილია.
    მაგრამ ახლა ავხსნათ ყველაფერი: აქილევსი რომ გაირბენს ამ 100 მეტრს, კუც ხომ რაღაც მანძილით წაიწევს წინ, ვთქვათ 10-ით? მერე აქილევსი ამ 10 მეტრსაც რომ გაირბენს, ამასობაში კუ ვთქვათ 1 მეტრით
    წინ ხომ წაიწევს? ამის შემდეგ აქილევსი ამ 1 მეტრსაც რომ გაირბენს, ამასობაში კუ ხომ კიდევ წინ წაიწევა? ასე უსასრულოდ ბევრჯერ შეგვიძლია ვთქვათ, რომ როცა აქილევსი აღწევს წერტილს, რომელზეც კუ უკვე იყო,
    მასსა და კუს შორის ყოველთვისაა დარჩენილი რაღაც მანძილი მაინც. ასე, რომ რახან აქილევსსა და კუს შორის უსასრულოდ ბევრი წერტილია, აქილევსი ვერასდროს ვერ გაასწრებს კუსო. მაგრამ ეს სწორი არაა,
    იმიტომ რომ ადვილადაა შესაძლებელი წარმოიდგინო ის, თუ როგორ ასწრებს აქილევსი კუს.

    http://en.wikipedia.org/wiki/Zeno%27s_paradoxes

    Posted by: Lamorac 13 Jun 2014, 16:31
    bubesh
    მადლობა გაიხარე. ახლა უკვე მივხვდი რაც ხდება. ნუ ეგ პარადოქსიც გავიგე რაშია საქმე. ტიპურ დემაგოგიას მიაწვა ჩვენი ზენონი up.gif
    ისე მაგარი პარადოქსი კი შექმნა.

    Posted by: sunseeeker 13 Jun 2014, 23:21
    აუ ერთ ნაწარმოებს ვეძებ შემოდგომის ფოთოლი თუ რაღაც ეგეთი ჰქვია მგონი აღარ მახსოვს >>> ბავშვი კვდება და მისი ფანჯრიდან ჩანს ხე რომელსაც ცვივა ფოთლები და რაც უფრო მეტი სცვივა მით მეტად ცუდადაა და ერთი კაცი ფანჯარაზე დაუხატავს ხის ტოტზე ფოთოლს ვითომ ჯერ კიდევ არ ჩამოვარდნილაო >>>არ ვიცი რამდენად სწორი შინაარსია smile.gif არ წამიკითხავს გაგონილი მაქვს და მინდა წავიკითხო .თუ დამეხმარებით ჯიგრები იქნებით smile.gif

    Posted by: bubesh 14 Jun 2014, 07:32
    QUOTE (sunseeeker @ 13 Jun 2014, 23:21 )
    აუ ერთ ნაწარმოებს ვეძებ შემოდგომის ფოთოლი თუ რაღაც ეგეთი ჰქვია მგონი აღარ მახსოვს >>> ბავშვი კვდება და მისი ფანჯრიდან ჩანს ხე რომელსაც ცვივა ფოთლები და რაც უფრო მეტი სცვივა მით მეტად ცუდადაა და ერთი კაცი ფანჯარაზე დაუხატავს ხის ტოტზე ფოთოლს ვითომ ჯერ კიდევ არ ჩამოვარდნილაო >>>არ ვიცი რამდენად სწორი შინაარსია smile.gif არ წამიკითხავს გაგონილი მაქვს და მინდა წავიკითხო .თუ დამეხმარებით ჯიგრები იქნებით smile.gif

    ო'ჰენრის უკანასკნელი ფოთოლი ჰქვია მაგ მოთხრობას

    Posted by: sunseeeker 14 Jun 2014, 19:12
    bubesh
    მადლობა გაიხარე smile.gif

    Posted by: temart 15 Jun 2014, 17:26
    წიგნის გამოცემა თუ დააპირა ადამიანმა, ვისი ნებართვებია საჭირო და რა პროცედურებია გასავლელი ხომ არ ოცით?



    Posted by: YOUR-სEX-GIRLFRIEND 19 Jun 2014, 14:08
    ჯონ გრინი – ბედის ვარსკვლავის ბრალია
    ჰარუკი მურაკამი - „კაფკა პლაჟზე“

    ამ 2 წიგნზე რა შეგიძლიათ მითხრათ ვისაც წაკითხული გაქვთ?
    ღირს მომდევნო კვირის ცხელი საღამოები დავუთმო?

    Posted by: sunseeeker 20 Jun 2014, 20:35
    კიდევ ერთ ფილმს ვეძებ ერთ დურგალს ყავს 4-5 შვილი და მდიდარ ქალს რომელმაც მეხსიერება დაკარგა კერძოდ ზღვაში გადავარდა მოატყუებს ჩემი ცოლი ხარო და მაგათ სიყვარულზეა კომედია თუ გეცნობათ მაპოვნინეთ რა >?
    * * *
    ტოპიკი შემშალა დააიგნორეთ mad.gif givi.gif

    Posted by: internethero 26 Jun 2014, 19:27
    http://forum.ge/?f=25&showtopic=34665160
    მიშველეთ რა ვინმემ არავინ იცით? biggrin.gif

    Posted by: bubesh 27 Jun 2014, 17:28
    QUOTE (internethero @ 26 Jun 2014, 19:27 )
    http://forum.ge/?f=25&showtopic=34665160
    მიშველეთ რა ვინმემ არავინ იცით? biggrin.gif

    მზიანი ღამე ჰქვია მაგ რომანს, დაწერეს უკვე და ვადასტურებ. აქვე დავწერ ნოდარ დუმბაძე მიყვარხარ <3 რაც მე ნოდარამ მაცინა ერთი ჩვიდმეტი წელი მომემატა ^_^

    Posted by: Henyd0r1 3 Jul 2014, 14:25
    QUOTE (temart @ 15 Jun 2014, 17:26 )
    წიგნის გამოცემა თუ დააპირა ადამიანმა, ვისი ნებართვებია საჭირო და რა პროცედურებია გასავლელი ხომ არ ოცით?

    ნებართვის რა გითხრა და საავტორო უფლებები არ უდნა დაარღვიო. მაგ საკითხზე საქპატენტს უნდა მიმართო.

    სხვა რა ნებართვა უნდა რავიცი user.gif გამომცემელი,ფული და მისი ჯანი.


    ______________________


    გაიმანის ამერიკელ ღმერთებს შევიძენ
    კიდევ
    ჩაპეკის "სალამანდრებთან ბრძოლა", "რ.უ.რ"

    Posted by: thanos 3 Jul 2014, 21:59
    Henyd0r1
    QUOTE
    გაიმანის ამერიკელ ღმერთებს შევიძენ

    პროსპეროში ქონდათ ადრე ანგოსაქსურად...

    Posted by: Voldemor 20 Jul 2014, 19:17
    სკოლაში მაქვს ნასწავლი ერთი მოთხრობა. ავტორი აღარ მახსოვს ოღონდ
    ძმები ჩადიან სოფელში მამასთან საბარავად და აზრზე არ არიან
    მეზობელი ყვიციანი კაცი რო ასწავლის მერე

    Posted by: Irisi 27 Jul 2014, 01:11
    ხალხნო ერთი ქართული ლექსია, სიუჟეტი დაახლოებით ასეთია: ღამეა, არაბები თუ ვიღაც სხვები ზუსტად არ მახსოვს, დაბანაკებულნი არიან თბილისთან, ბრძოლის შემდეგ, ჰოდა ქართველები სადღაც იქვე მწვადს წვავენ და ამათ სუნი მისდით... და მოკლედ მწვადზეა ფაქტიურად ლექსი smile.gif) ვერაფრით ვერ ვიხსენებ ვერც ავტორს, ვერც ლექსის სახელს, ვერც ზუსტ სიტყვებს, დამეხმარეთ რა ვინმე sad.gif

    pleeeeeeaaaaase user.gif

    Posted by: Aurellius 2 Aug 2014, 09:54
    ადრე ვკითხულობდი, ქართულად, რაღაც რუსულ "ისტორიულ" წიგნს (მხატვრული ლიტერატრა).
    რამდენიმე რაღაცა მახსოვს:
    1. მონღოლებზე იყო და რუსეთის ქალაქები. შეიძლება ნოვგოროდიც.
    2. მგონი ბავშვზეც იყო. ალყის მოლოდინი. მინდვრები, ველები.
    3. სუხარს ვჭამდი მაგას რომ ვკითხულობდი

    ერთი ნაწილი წავიკითხე და მეორე (ან დანარჩენი) ვერ ვიშოვე. იქნებ ვისმეს გახსოვთ მსგავსი?

    Posted by: ალექსანდრა91 2 Aug 2014, 16:01
    QUOTE
    3. სუხარს ვჭამდი მაგას რომ ვკითხულობდი

    ეს უეჭველი დაგვეხმარება რომ გაპოვნინოთ :დ

    Posted by: Aurellius 3 Aug 2014, 08:54
    ალექსანდრა91
    QUOTE
    QUOTE
    3. სუხარს ვჭამდი მაგას რომ ვკითხულობდი

    ეს უეჭველი დაგვეხმარება რომ გაპოვნინოთ :დ


    ოო. შენც რა მაგას მიახტი, მაგით რთულია მიხვდე, ჯერ პირველი პუნქტები უნდა მიმოგეხილა.

    მოკლედ, შეკითხვას ამ გვერდზეც გავიმეორებ:
    Aurellius
    QUOTE
    ადრე ვკითხულობდი, ქართულად, რაღაც რუსულ "ისტორიულ" წიგნს (მხატვრული ლიტერატრა).
    რამდენიმე რაღაცა მახსოვს:
    1. მონღოლებზე იყო და რუსეთის ქალაქები. შეიძლება ნოვგოროდიც.
    2. მგონი ბავშვზეც იყო. ალყის მოლოდინი. მინდვრები, ველები.
    3. სუხარს ვჭამდი მაგას რომ ვკითხულობდი

    ერთი ნაწილი წავიკითხე და მეორე (ან დანარჩენი) ვერ ვიშოვე. იქნებ ვისმეს გახსოვთ მსგავსი?



    Posted by: sangria808 4 Aug 2014, 12:25
    გამარჯობათ : )
    წიგნს ვეძებ, რომელსაც მემგონი უნდა ერქვას "ჟამი სიბრძნისა და სიყვარულისა".
    პერსონაჟია გოგონა, სახელად შილა და 2 ბიჭს უყვარს.
    ხომ ვერავინ დამეხმარებით? იქნებ ავტორი მითხრათ...

    Posted by: Henyd0r1 7 Aug 2014, 01:45
    ერთი კითხვა მაქვს '' დევიდ ბალდაჩი ღლეა?

    Posted by: thanos 7 Aug 2014, 14:31
    Henyd0r1
    QUOTE
    დევიდ ბალდაჩი

    ვინაა?

    Posted by: Henyd0r1 18 Aug 2014, 01:35
    ჰაქსლის bravenewwworld ზე რას ფიქრობთ??

    Posted by: Aurellius 18 Aug 2014, 09:21
    thanos
    QUOTE
    ვინაა?

    ბესტსელერების ავტორი ყოფილა.
    Baldacci's novels have been translated into over 45 languages and sold in more than 80 countries. Over 110 million copies of his books are in print worldwide.
    ფილმებს იღებენ მაგის წიგნებზეო.
    Baldacci's first novel, Absolute Power, tells the story of a fictional American President and his Secret Service agents who are willing to commit murder in order to cover up the accidental death of a woman with whom the President was having an affair. It was made into a film, Absolute Power (1997), starring Clint Eastwood and Gene Hackman.
    შემხვედრია საქართველოში ამის წიგნები, ბუკინისტებშიც და ისედაც, მაგრამ ისეთ ყდებში იყო ისეთი გაფორმებით რომ გადაშლაც არ მომდომებია.

    In addition to writing novels, Baldacci wrote the screenplay for the film adaptation of his novel Wish You Well; the movie was shot on location in southwest Virginia with Academy Award winner Ellen Burstyn, Josh Lucas, and Mackenzie Foy in the lead roles. Baldacci is a consulting producer on King & Maxwell, a TNT television series based on his characters Sean King and Michelle Maxwell.


    Posted by: thanos 19 Aug 2014, 14:18
    Aurellius
    QUOTE
    Baldacci's first novel, Absolute Power, tells the story of a fictional American President and his Secret Service agents who are willing to commit murder in order to cover up the accidental death of a woman with whom the President was having an affair.

    ოღჩ
    რა ორიგინალურობა და გონების სისხარტეა...

    QUOTE
    King & Maxwell

    გუშინ ვფიქრობდი ვუყურო თუ არა მეთქი ამას...

    კაი ბუკინისტები ჩამოწერეთ რა user.gif

    Posted by: flying teapot 25 Aug 2014, 16:28


    ვეძებ რევაზ მიშველაძის ნოველის/მოთხრობის სახელწოდებას.

    იხილეთ ფრაგმენტი, რომელიც ასავალ-დასავალის რომელირაცა ნომერშია გამოქვეყნებული (თავად ეს ფრაგმენტი ამოღებულია "მწერლის გაზეთიდან")

    https://scontent-a-fra.xx.fbcdn.net/hphotos-xaf1/v/t1.0-9/10553601_713095082061542_970348370829963070_n.jpg?oh=63e6359fef90506bf3adda29c60e7491&oe=5465E9D9

    იქნებ ვინმემ რამე ინფორმაცია იცოდეთ ამაზე ))))

    biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

    დიიიდად დამავალებთ ^^

    Posted by: Ocelot 25 Aug 2014, 20:42
    flying teapot
    შე უნამუსო, რეებს კითხულობ aba.gif
    QUOTE
    ვეძებ რევაზ მიშველაძის ნოველის/მოთხრობის სახელწოდებას

    ეგ მოთხრობა კი არა მგონი 37 მანეთიანი ეპოქის დროინდელი ერთ-ერთი ისტორიაა biggrin.gif

    ეგეთ "მოთხრობებს" დღეში ხუთს დაგიწერ biggrin.gif ოღონდ უელბეკმა არ გაიგოს, თორე თავის მოიკლავს biggrin.gif

    ეროსი კოლხელის შემოქმედებასაც გაეცანი biggrin.gif

    Posted by: flying teapot 26 Aug 2014, 11:33
    Ocelot
    QUOTE
    შე უნამუსო, რეებს კითხულობ aba.gif


    წახდა ქვეყანა sad.gif


    QUOTE
    ეგ მოთხრობა კი არა მგონი 37 მანეთიანი ეპოქის დროინდელი ერთ-ერთი ისტორიაა biggrin.gif

    ისეთი აქვს აკრეფილი, უეჭველი ნოველაა biggrin.gif


    QUOTE
    ეგეთ "მოთხრობებს" დღეში ხუთს დაგიწერ biggrin.gif ოღონდ უელბეკმა არ გაიგოს, თორე თავის მოიკლავს biggrin.gif

    მაგის გარდა თავის მოსაკლავ მიზეზს ვერ ნახავს მიშიკო? biggrin.gif


    QUOTE
    ეროსი კოლხელის შემოქმედებასაც გაეცანი

    მათხოვე. baby.gif


    კიარადა, როგორ ხარ? <3

    Posted by: Ocelot 26 Aug 2014, 17:40
    flying teapot
    QUOTE
    ისეთი აქვს აკრეფილი, უეჭველი ნოველაა

    რომელმაც ძაან დაგაინტერესა biggrin.gif
    QUOTE
    მაგის გარდა თავის მოსაკლავ მიზეზს ვერ ნახავს მიშიკო?

    არა ეგ უკვე კულმინაცია იქნება, როცა გაიგებს რო ვიღაც გურჯისტანელმა მიშველაძემ მიაყენა biggrin.gif
    QUOTE
    მათხოვე

    რათ უნდა თხოვება, აგერაა.
    http://forum.ge/?showtopic=34529655&hl=
    http://forum.ge/?showtopic=34572469&hl=
    QUOTE
    კიარადა, როგორ ხარ?

    ძაან ცხელა biggrin.gif თავად? boli.gif

    Posted by: rockforever 26 Aug 2014, 18:58
    ჩინური პოეზიის რომელი თარგმანია უფრო უკეთესი?



    Posted by: flying teapot 27 Aug 2014, 13:44
    Ocelot
    QUOTE
    ისეთი აქვს აკრეფილი, უეჭველი ნოველაა

    რომელმაც ძაან დაგაინტერესა


    ნამდვილად საინტერესოა. ბევრი ასპექტით biggrin.gif


    აუ, მაგის ტომეულებსი რა დაძებნის... :///

    თვითონ რეზიკოს ხომ არ დავურეკო? biggrin.gif



    QUOTE
    არა ეგ უკვე კულმინაცია იქნება, როცა გაიგებს რო ვიღაც გურჯისტანელმა მიშველაძემ მიაყენა biggrin.gif

    ერთისაც და მეორისაც :დ




    QUOTE
    რათ უნდა თხოვება, აგერაა.

    გუშინვე გავეცანი facepalm.gif

    sleep.gif


    QUOTE
    ძაან ცხელა

    yes.gif

    Posted by: Ocelot 27 Aug 2014, 17:32
    flying teapot
    QUOTE
    ნამდვილად საინტერესოა. ბევრი ასპექტით

    ვა, თან ბევრი? ერთი მაინც დაიდოს biggrin.gif
    QUOTE
    თვითონ რეზიკოს ხომ არ დავურეკო?

    ჯობია. თან გაეხარდება, არა მგონია ფანების დიდი არმია ყავდეს და სიხარულისგან გაგიჟდება biggrin.gif
    QUOTE
    გუშინვე გავეცანი

    და მერე რითია მიშველაძეზე ნაკლები? biggrin.gif სახელით? რაღაც ისტორიას მაინც ყვება biggrin.gif

    Posted by: thenumber23 28 Aug 2014, 03:13
    https://fbcdn-sphotos-d-a.akamaihd.net/hphotos-ak-xfp1/v/t1.0-9/1926768_611049692303730_4724485220562493321_n.jpg?oh=a2da04844a3c114654485e55b9e6ae6b&oe=547C8454&__gda__=1417731535_2e1cffe3dc9db5df891b5ed3cfde4138


    ხომ ვერ მეტყვით რომელი წიგნიდან არის? მადლობა წინასწარ :3

    Posted by: flying teapot 29 Aug 2014, 15:51
    Ocelot
    QUOTE
    ვა, თან ბევრი? ერთი მაინც დაიდოს biggrin.gif


    1. რა პერიოდშიც ეგ დაიწერა (სავარაუდოდ), მაგ პერიოდის ქართული პორნოგრაფიული ლიტერატურის სიმწირე.


    QUOTE
    ჯობია. თან გაეხარდება, არა მგონია ფანების დიდი არმია ყავდეს და სიხარულისგან გაგიჟდება biggrin.gif

    მეშინია, სახლში არ დამპატიჟოს განსახილველად lol.gif


    QUOTE
    რაღაც ისტორიას მაინც ყვება

    ხაშურაც კი უკეთ ყვება ასეთ "ისტორიებს" yes.gif

    Posted by: Ocelot 29 Aug 2014, 16:05
    flying teapot
    QUOTE
    1. რა პერიოდშიც ეგ დაიწერა (სავარაუდოდ), მაგ პერიოდის ქართული პორნოგრაფიული ლიტერატურის სიმწირე

    მა ავერბახი? ან ეგ რა კრიტერიუმია საერთოდ? ესეიგი თუ ნაგავი დავწერე, მაგრამ პირველი ვარ მაგაში, მაგითია ღირებული? biggrin.gif
    QUOTE
    ხაშურაც კი უკეთ ყვება ასეთ "ისტორიებს"

    ნუ ეხლა მიშველიკას ვირტუოზულ ენის ფლობას ვერ შეედრება boli.gif მაგ მოთხრობაში უკვე ჩანს რო ნაბოკოვიც კი მიყენდება biggrin.gif

    Posted by: DUT520 5 Sep 2014, 15:57
    გამარჯობათ, ხომ ვერ მეტყვით გურამ დოჩანაშვილის "კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" ცაკლე წიგნად არის თუ არა გამოცემული და თუ კი მაშინ რომელი გამომცემლობის მიერ ან სად იყიდება თუ იცით. მადლობა წინასწარ.

    Posted by: _Lali_ 5 Sep 2014, 16:13
    DUT520
    მეც მაინტერესებს ეგ smile.gif

    ...ჩამოიარა იმან, ერთ დროს საცოლემ, ეჰ, საიდუმლონარევი, შორეული სილამაზით აღსავსემ, როგორიცაა სიტყვა „მოიისფრო“, გვერდით კი მოჰყვებოდა კაცი, ისეთი უსიამო გამომეტყველებით სახეზე, როგორიცაა სიტყვა „გავძეხი“, და მე კი განზე ვიდექ, ზედმეტი, როგორც სიტყვა „მაშასადამე“... - გენიალურია!

    Posted by: DUT520 10 Sep 2014, 21:25
    QUOTE (_Lali_ @ 5 Sep 2014, 16:13 )
    DUT520
    მეც მაინტერესებს ეგ smile.gif

    ...ჩამოიარა იმან, ერთ დროს საცოლემ, ეჰ, საიდუმლონარევი, შორეული სილამაზით აღსავსემ, როგორიცაა სიტყვა „მოიისფრო“, გვერდით კი მოჰყვებოდა კაცი, ისეთი უსიამო გამომეტყველებით სახეზე, როგორიცაა სიტყვა „გავძეხი“, და მე კი განზე ვიდექ, ზედმეტი, როგორც სიტყვა „მაშასადამე“... - გენიალურია!

    თუ წიგნად ვერ ვიშოვე წავალ ვიყიდი პრინტერს, ბევრ ქაღალდს და ინტერნეტიდან ამოვბეჭდავ ძალიან ძალიან ბევრ კოპიას, წიგნად ავკინძავ და დავურიგებ ისეთ ხალხს როგორიცაა სიტყვა „გავძეხი“... )))))))

    Posted by: irondan 4 Oct 2014, 12:29
    https://www.youtube.com/watch?v=vSRJTZIIwR8
    ხომ არ იცით ვისი ლექსია?
    * * *
    მიხეილ ქვლივიძის ყოფილა - ვიპოვე smile.gif

    Posted by: crocodile 6 Oct 2014, 19:41
    ლიტერატურა.გე - აღარ არსებობს?

    თანამედროვე ქართველი მწერლების ნაწარმოებები ქვეყნდებოდა, გაფილტრულ-
    დაკომენტარებული
    საიტერესო იყო
    ანალოგიურს ვერაფერს მივაგენი

    Posted by: _Moxuci_ 6 Oct 2014, 19:48
    DUT520
    „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“. მოთხრობები. თბ., „საარი“, 2001.

    მოთხრობები. მე-2 გამოც. თბ., „საბჭოთა საქართველო“, 1987

    „კეჟერაძეები“. ოთხი მოთხრობა. თბ., „ლაშარელა“, 2005.


    Posted by: happy dreamer91 31 Oct 2014, 14:02
    რა მაინტერესებს, დორიან გრეის პორტრეტი თამარ მაღრაძის გარდა ვინმეს აქვს ნათარგმნი? თუ გაქვთ სახლში ჩახედეთ რა. მე ძველი გამოცემა მაქვს და მაღრაძისაა, 50 წიგნშიც იგივეა და სხვა გამოცემა ხომ არ არსებობს კიდე?

    Posted by: yellow -fresh 1 Nov 2014, 23:58
    რაგაც მგონი იაპონურიდან გადმოთარგმნილი ტექსტი ბოროტი იმპერატორის და მისი მსახურის დიალოგი თუ რააგაც ეგრე

    სიკეთემ რო დამარხცა

    ძან მაგარი დიალოგი იყო up.gif

    Posted by: esselte 13 Nov 2014, 16:52
    რამოდენიმე თვის წინ ვკითხულობდი ერთი ევროპელის მოგზაურობის შესახებ საქართველოში. სამეგრელოს აღწერს, დედოფალ ეკატერინეს, იქ რომ გაქურდეს (რომ ვკითხულობდი შემრცხვა კიდეც ისე აქვს აღწერილი იქაურობა), თურქების შემოსევას, თუ რაღაც მსგავსს. სადღაც სამცხემდე წავიკითხე და ეხლა ვერაფრით ვიხსენებ ვინ იყო. იმასაც კი ვერ ვიხსენებ ელ.წიგნი იყო თუ ისე წიგნი sad.gif
    დამეხმარეთ ვინმე, გამისკდა თავი ფიქრით!

    Posted by: bulbula1986 13 Nov 2014, 17:02
    QUOTE
    რამოდენიმე თვის წინ ვკითხულობდი ერთი ევროპელის მოგზაურობის შესახებ საქართველოში. სამეგრელოს აღწერს, დედოფალ ეკატერინეს, იქ რომ გაქურდეს (რომ ვკითხულობდი შემრცხვა კიდეც ისე აქვს აღწერილი იქაურობა), თურქების შემოსევას, თუ რაღაც მსგავსს. სადღაც სამცხემდე წავიკითხე და ეხლა ვერაფრით ვიხსენებ ვინ იყო. იმასაც კი ვერ ვიხსენებ ელ.წიგნი იყო თუ ისე წიგნი
    დამეხმარეთ ვინმე, გამისკდა თავი ფიქრით!

    ჟან-შარდენი wink.gif
    ბიბლუსში იყიდება 2 ლარი ღირს wink.gif

    Posted by: esselte 18 Nov 2014, 15:51
    bulbula1986
    QUOTE
    ჟან-შარდენი


    დიდი მადლობა smile.gif
    ეს რომ დავწერე, მერე მომივიდა თავში აზრად და გავიარე სხვადასხვა დროის უცხოელი მოგზაურები საქართველოში. გამორიცხვის მეთოდით მეც შარდენამდე მივედი, დრო ემთხვევა.



    Posted by: Rebel=)) 12 Dec 2014, 21:47
    გამარჯობა, მაინტერესებს სახელ ონისეზე რამე ლექსი თუ იცით და თუ არსებობს, მეგონარმა მთხოვა და მე წარმოდგენა არ მაქვს...

    "ონისეს ჩასძინებოდა"-ო რაღაც ასეთი ტიპის, თუ რამე იცით დამეხმარეთ...

    Posted by: კულე 29 Dec 2014, 12:19
    თუ შეგიძლიათ რომენ გარის "ამის იქით თქვენი ბილეთი აღარ გამოდგება" ბოლო წინადადება მითხრათ. ( ანუ დასასრული და ზუსტად ყოველგვარი შეცვლის გარეშე)

    Posted by: Qetty 6 Jan 2015, 23:43
    იქნებ იცოდეთ,გამომცემლოა "ეთნოპოლიტიკა" ან სად არის ან ტელეფონის ნომერი თუ გაქვთ,წიგნი მჭირდება ამ გამომცემლობის "ქართული კინოსამსახიობო სკოლა" 2010 წლის გამოცემა,ან თუ იცით ეს წიგნი სად შეიძლება ვიშოვო? წიგნის ავტორია: ნათია კოპალეიშვილი

    Posted by: razzmus 11 Jan 2015, 17:40
    გამარჯობა!

    შემთხვევით ვინმეს ხომ არ მოეპოვება Murasaki Shikibo "The Tale of Genji"
    (იაპონურად არ მინდა wink.gif ქართულად არ იქნება. ინგლისურად ან რუსულად (თუ არსებობს)
    მაგრად მჭირდება და იქნებ დამეხმაროთ ვინმე. (მომყიდოთ თუ გაქვთ) smile.gif
    ან იქნებ მომწეროთ ვინმე ვისაც შეიძლება ჰქონდეს ... მეჩქარება მაგრად
    დიდად დამავალებთ თუ დამეხმარებით smile.gif
    (ონლაინ ყიდვის გარდა ... ვერ ვასწრებ ფიზიკურად)
    მომწერეთ აქ ან პირადში,

    მადლობა წინასწარ

    Posted by: BELLA-DONNA 11 Jan 2015, 18:23
    razzmus
    QUOTE
    გამარჯობა!

    შემთხვევით ვინმეს ხომ არ მოეპოვება Murasaki Shikibo "The Tale of Genji"
    (იაპონურად არ მინდა wink.gif ქართულად არ იქნება. ინგლისურად ან რუსულად (თუ არსებობს)
    მაგრად მჭირდება და იქნებ დამეხმაროთ ვინმე. (მომყიდოთ თუ გაქვთ) smile.gif
    ან იქნებ მომწეროთ ვინმე ვისაც შეიძლება ჰქონდეს ... მეჩქარება მაგრად
    დიდად დამავალებთ თუ დამეხმარებით smile.gif
    (ონლაინ ყიდვის გარდა ... ვერ ვასწრებ ფიზიკურად)
    მომწერეთ აქ ან პირადში,

    მადლობა წინასწარ

    ,,ლიტერატურულ პალიტრაში" იბეჭდებოდა და ბიბლიოთეკაში შეგიძლიათ მოიძიოთ. თითქოს მქონდა, მაგრამ ვეღარ ვიპოვე სამწუხაროდ. თუ ვიპოვი შეგეხმიანებით... smile.gif

    Posted by: razzmus 11 Jan 2015, 18:43
    BELLA-DONNA

    მადლობა ყურადღებისთვის smile.gif

    QUOTE
    თუ ვიპოვი შეგეხმიანებით...


    ძალიან მაგარი იქნება

    Posted by: BELLA-DONNA 11 Jan 2015, 18:47
    razzmus
    QUOTE
    მადლობა ყურადღებისთვის

    არაფრის. smile.gif

    Posted by: cucacuciko 22 Jan 2015, 12:55
    მეგობრებო, სასწრაოდ ვეძებ რეზო გაბრიაძის ნებისმიერ წიგნს. იქნებ დამეხმაროთ. შევიძენ კიდეც smile emoticon

    Posted by: სნეგირი 24 Jan 2015, 22:00
    არ ვიცი რომელ თემაში მეკითხა და აქ ვიკითხავ...
    აქ ხართ ვინმე მწერალი..?
    წიგნის დაწერა მინდა (კონკრეტულ პრობლემაზე) და რამე რჩევები ან ტუტორიალივით თუ არსებობს, რა პრობლემებსა თუ წინააღმდეგობებს შეიძლება გადავაწყდე და როგორ გავუმკლავდე, რა უნდა ვიცოდე სანამ კლავიატურას მივუჯდები და წერას დავიწყებ და ა.შ. ...

    Posted by: Qetty 26 Jan 2015, 18:23
    QUOTE (სნეგირი @ 24 Jan 2015, 22:00 )
    არ ვიცი რომელ თემაში მეკითხა და აქ ვიკითხავ...
    აქ ხართ ვინმე მწერალი..?
    წიგნის დაწერა მინდა (კონკრეტულ პრობლემაზე) და რამე რჩევები ან ტუტორიალივით თუ არსებობს, რა პრობლემებსა თუ წინააღმდეგობებს შეიძლება გადავაწყდე და როგორ გავუმკლავდე, რა უნდა ვიცოდე სანამ კლავიატურას მივუჯდები და წერას დავიწყებ და ა.შ. ...

    https://www.youtube.com/watch?v=81iwOVdWfIY
    https://www.youtube.com/watch?v=FF0weBfizKo
    https://www.youtube.com/watch?v=Pfj_05UE2CM
    https://www.youtube.com/watch?v=wCzuAMVmIZ8
    იმედია დაგეხმარება smile.gif))

    Posted by: სნეგირი 26 Jan 2015, 23:52
    Qetty
    მადლობა... smile.gif

    Posted by: GentlеGirl 8 Feb 2015, 03:38
    QUOTE
    სად არის

    თემიდან ოდნავ გადახვევით: სად არის თემა "წაშლილი ფაილების სასაფლაო" ?
    ადრე მოვკარი თვალი,არსებობდა. ახლა ვერ ვნახულობ და თუ არ არის, სხვა ინერპრეტაციით რომ გახსნილიყო ეს მეტად ინტიმური თემა მგონი მშვენიერი იქნებოდა smile.gif

    თუ არადა, არც ეგ უშავს. =))

    Posted by: weasel 8 Feb 2015, 21:20
    პერსეპოლისი ნათარგმნია ქართულად ? თუ კი, რომელი გამოცემაა და რა ღირს?

    Posted by: ალექსანდრა91 8 Feb 2015, 23:47
    weasel
    კი ახლა გამოსცეს )) 15ლარი ღირს.
    მგონი დიოგენემ თარგმნა. ზუსტად აღარ მახსოვს. ან სულაკაურმა. პრინციპში რა მნიშვნელობა აქ

    Posted by: weasel 10 Feb 2015, 17:01
    ალექსანდრა91
    რა ძვირია drug.gif drug.gif drug.gif

    Posted by: Werner Voss 19 Feb 2015, 15:22
    სუნ ძის ომის ხელოვნებას (სულაკაურის) ვიშოვი სადმე? user.gif

    Posted by: ErykaBadu 19 Feb 2015, 19:26
    50 წიგნი რომელიც უნდა წაიკითო, თემა ქონდა ცალკე აღარ არის თუ იცით? დახურულია ძველები და ახალი ვერ ვნახე rolleyes.gif

    Posted by: კანარიო 12 Mar 2015, 18:29
    razzmus
    https://phillipkay.files.wordpress.com/2011/07/genji-seidensticker-trs.pdf
    http://www.yorku.ca/inpar/genji_kenchio.pdf

    იქნებ გამოგადგეს რომელიმე.

    Posted by: Nikusha04 17 Mar 2015, 04:11
    ესეგი ალექსანდრე ყაზბეგის რომანებს ვკითხულობ და აგერ უკვე მესამე რომანი დავიწყე ხოდა წინა ორშიც და მესამეშიც არის სახელი ონისე,რატომ არქმევდა პერსონაჟებს ონისეს სულ დამაინტერესა და ვინმემ იცის?

    Posted by: Egyptian 18 Mar 2015, 10:34
    user posted image
    სულ რამდენი ტომია ჰო არ იცით?
    ნახევარი მაქვს მგონი

    Posted by: eNEgmatuRO 12 Apr 2015, 21:50
    თუ გადამრევენ ყოჩივარდები
    სხვის რიდს წამითაც არ ვიქონიებ
    ბაღში ქარივით მოგივარდები
    და ფოთოლივით აგიყოლიებ

    ამ სტროფს მოვკარი ყური და იქნებ იცოდეთ სახელი, ავტორი, ან სრული ვერსია... ან ყველა biggrin.gif

    Posted by: ronaldo99 2 May 2015, 18:48
    ალექსანდრე ვოლკოვის ნაწარმოებების შეძენა მინდა ქართულად და თუ იცით რომელიმე წიგნის მაღაზიაში იყიდება? მადლობა წინასწარ

    Posted by: magic100 7 May 2015, 03:09
    გამარჯობათ. ვინც იცით გთხოვ დამეხმაროთ, ქართულ ენაზე მჭირდება წიგნები, სადაც ყველაფერი იქნება მატრიცის შესახებ(ფილმიც რომ არის), ხომ არ იცით რომელიმე ავტორი ან წიგნის დასახელება?

    Posted by: disney 12 Jun 2015, 17:04
    თქვენი დახმარება მჭირდება...
    მაინტერესებს, თუ იცით მწერალი (სასურველია გერმანელი), რომელსაც დოკუმენტური, სამოგზაურო ჟანრის ნაწარმოები აქვს შექმნილი?

    Posted by: Ocelot 12 Jun 2015, 22:02
    disney
    QUOTE
    მაინტერესებს, თუ იცით მწერალი (სასურველია გერმანელი), რომელსაც დოკუმენტური, სამოგზაურო ჟანრის ნაწარმოები აქვს შექმნილი?

    გულდენშტატი. წიგნადაც არის 2 ტომეული, "გულდენშტატის მოგზაურობა საქართველოში".

    Posted by: disney 12 Jun 2015, 23:30
    Ocelot

    უუუუღრმესი მადლობა... : ) შეიძლება ეგეც გამომადგეს, მაგრამ უფრო მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში შექმნილი ნაწარმოებები მაინტერესებს.

    Posted by: არისტოტელე999 3 Jul 2015, 23:47
    battle royale ეს წიგნი ქართლად არის? თქვენი დახმარება მჭირდება.

    Posted by: Muon 18 Jul 2015, 07:17
    მიშველეთ!
    სასწრაფოდ მაინტერესებს ნინო ქათამაძე რომ მღერის "ქუჩაში ერთხელ ნაცნობმა ქალმა ..." ეგ ლექსი ვისი დაწერილია?

    Posted by: bubesh 23 Jul 2015, 00:36
    არისტოტელე999
    მე მგონი არა, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული sad.gif მახსოვს მეც ვეძებდი ადრე.

    Posted by: არისტოტელე999 23 Jul 2015, 11:54
    QUOTE
    მე მგონი არა, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული  მახსოვს მეც ვეძებდი ადრე.


    mad.gif

    Posted by: Opteron 28 Jul 2015, 13:40
    ხალხო ძალიან სასწრაფოდ მჭირდება გურამ პეტრიაშვილის საკონტაქტო ინფორმაცია, ტელეფონის ნომერი.

    მის ერთ-ერთ ზღაპარზე მინდა გავაკეთო ანიმაციური მულტფილმი და ძალიან სასწრაფოდ მჭირდება მასთან დაკავშირება. !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

    მადლობა.

    Posted by: senpai 28 Jul 2015, 23:54
    საზღვაო მოგზაურობებზე ხო არ იცით რამე კარგი წიგნი ?

    Posted by: 918 Spyder 29 Jul 2015, 07:22
    მოკლედ ...
    კრებული იყო ფანტასტიკების .

    და იქ იყო მოთხრობა ასეთი "მოთანაგრძნე სვავები".
    ადამიანზე საუბარი (დიდი პრიმატი), ცივ ომზე , ბირთვულ იარაღის საფრთხეზე და ა.შ

    სიუჟეტი ასეთი რომ უცხოპლაენეტელები ელოდებიან დედამიწაზე ბირთვული ომის გაჩაღება, რომ მერე ომებისგან დაუძლურებული დედამიწა დაიპყრონ.
    მაგრამ გადაიფიქრებენ , იმიტომ რომ ერთი დედამიწელს დაიჭერენ და გაესაუბრებიან .
    აზრი შეეცვლებათ.

    თუ ვინმეს გაგახსენდათ, ავტორი მითხარით.
    * * *
    ვიპოვე,
    აზიმოვის ყოფილა
    https://en.wikipedia.org/wiki/The_Gentle_Vultures

    მიყვარს რა ეგ კაცი... love.gif

    Posted by: shushana 1 Aug 2015, 23:21
    მოგესალმებით. იგავს ვეძებ, მოკლე შინაარსს გეტყვით და იქნებ მიმასწავლოთ სად ვნახო ორიგინალი ვერსია:
    ერთ ქალაქში ბრძენი ცხოვრობდა, ერთხელ უცხო კაი მივიდა მასთან და ჰკითხა: ამ ქალაქში ვაპირებ დასახლებას და როგორი ხალხი ცხოვრობსო? ბრძენმა კითხა: სადაც ადრე ცხოვრობდი, იქ როგორი ხალხი ცხოვრობდაო? კაცმა უთხრა - გულღია და მხიარულიო, ბრძენკაცმა უთხრა - აქაც ზუსტად მასეთი ხალხი ცხოვრობსო.
    მერე სხვა უცხო კაცი მოვიდა იგივე შეკითხვით, ბრძენმა მასა თავის ძველ ქალაქზე ჰკითხა. კაცმა უთხრა - ბოღმიანი და შურიანი ხალხი ცხოვრობდა ჩემს ქალაქშიო, ბრძენი პასუხობს - ამ ქალაქშიც მასეთი ხალხი ცხოვრობსო.
    და.ა.შ.

    Posted by: Moby-Dick 2 Aug 2015, 20:18
    shushana
    ეპიმენიდე მოძებნე, მერე მიყევი და არის ინფორმაციები. მე, იასპერსი ხსნიდა მაგას და იქ ვნახე
    მაგრამ ეს, ცოტა სირთავა ბრძენია ეტყობაი, რაღაც ეფექტურად არ გამოდის biggrin.gif

    Posted by: shushana 2 Aug 2015, 20:49
    Moby-Dick


    biggrin.gif რა დამაბნეველი პოსტია biggrin.gif მადლობა

    Posted by: Moby-Dick 2 Aug 2015, 21:28
    shushana
    რა არის დამაბნეველი?! რასაც კითხულობ,ეგ შტერი ბრძენია, მაგრამ ეპიმენიდემ ისეთი სიმართლე თქვა რომ გამორიცხული იყო ეგ სიმართლე ყოფილიყო, და თუ ტყუილი იქნებოდა, ეგრეც შეუძლებელი იქნებოდა. ჰოდა მაგის სახელობის პარადოქსი დაარქვეს და შემდეგ კიდევ ერთი ბრძენი გამოჩნდა და იმან ფორმულა მოიფიქრა მაგის გდასადგენი. კიდევ იყო ერთი ეგეთი ვიღაც, იმას რა ერქვა არ მახსოვს.

    და ერთი რაღაც კიდე იყო, ეს სილოგიზმია მგონი, დამაბნეველი ეგაა
    მოკლედ, ნიანგმა დედას ბავშვი მოპარა, პირში უდევს უნდა ჩაყლაპოს, ჰოდა დედამ რომ სთხოვა დამიბრუნეო, ნიანგმა უპასუხა: იმ შემთხვევაში დაგიბრუნებ, თუ სწორ პასუხს გამცემ შეკითხვაზე - დაგიბრუნებ თუ არ დაგიბრუნებ ბავშვსო?
    დედამ რა უნდა უპასუხოს რომ დაიბრუნოს ბავშვიო? აბა მიდი და ბრძენი იქნებიbiggrin.gif

    Posted by: shushana 2 Aug 2015, 21:29
    Moby-Dick
    QUOTE
    რასაც კითხულობ,ეგ შტერი ბრძენია



    რატომაა შტერი???? მე დავეთანხმე LD


    პ.ს. მიანგს უნდა უთხრას: ყველაფერი შენს ხელშია (იმ პეპლის არ იყოს) biggrin.gif

    Posted by: Moby-Dick 2 Aug 2015, 21:33
    QUOTE (shushana @ 2 Aug 2015, 21:29 )
    Moby-Dick
    QUOTE
    რასაც კითხულობ,ეგ შტერი ბრძენია



    რატომაა შტერი???? მე დავეთანხმე LD

    ბრძენი რატომაა? თორე ქალაქში რომ კეთილი და ბოროტი ადამიანები ცხოვრობონ მაგას ყველა შტერი იტყვის biggrin.gif
    * * *
    QUOTE
    პ.ს. მიანგს უნდა უთხრას: ყველაფერი შენს ხელშია (იმ პეპლის არ იყოს) 

    რა პეპლის? ეგ არ ვიცი. დაუბრუნებს ანუ მერე? იქ სხვანაირად იყო user.gif

    Posted by: shushana 2 Aug 2015, 21:48
    Moby-Dick
    QUOTE
    რა პეპლის? ეგ არ ვიცი. დაუბრუნებს ანუ მერე? იქ სხვანაირად იყო user.gif



    ეგ ის არის, ბრძენი კაცია, ყველა შეკიტხვაზე აქვს პასუხი და მოსწავლეს უნდა მისი გამოჭერა, დაიჭერს პეპელას და ეკითხება, აბა ეს პეპელა მკვდარია თუ ცოცხალი?
    ბრძენის პასუხისამებს, გეგმ,ავს ან მოკლას ან ცოცხალი დატოვოს პეპელა და ამ გზით გამოიჭიროს smile.gif
    ბრძენი პასუხობს: ყველაფერი შენს ხელშია (თხრობის საოცარი ნიჭი მაქვს biggrin.gif ხო მაგრად მოვყევი) biggrin.gif



    QUOTE
    ბრძენი რატომაა? თორე ქალაქში რომ კეთილი და ბოროტი ადამიანები ცხოვრობონ მაგას ყველა შტერი იტყვის biggrin.gif



    მოკლედ დამეზარა მთლიანად დაწერა თავიდან. მესამე კაცი უსმენდა ამათ საუბარს და ჰკითხა: პი8რველ ადამიანს უთხარი რომ აქ გულღია და მხიარული ხალხი ცხოვრობს, მეორეს - ბოროტი და ულღრძო და როგორ გავიგოო, ბრძენმა უთხრა ყველა ისე ხედავს როგორც შეუძლია ან იმას რაც უნდა ან რაღაც ამდაგვარი არ მახსოვს მოკჯლედ. მორალი ესაა - როგორიც ხარ, ისე აღიქვამ გარესამყაროს. we don't see things as they are, we see things as we are

    Posted by: Moby-Dick 2 Aug 2015, 22:07
    shushana
    QUOTE
    თხრობის საოცარი ნიჭი მაქვს  ხო მაგრად მოვყევი

    ხო, მაგრამ იქ სხვა შემტხვევაა, ყველაფერი ნიანგის ხელში აღარაა, დედის ხელშიცაა, სწორ პასუხს გასცემს თუ არასწორს და ნიანგის ხელში რომ არ არის დედა რა პასუხს გასცემს, დედის პასუხი სწორი არ გამოვა.
    შენ კიდე ვიღაცის ბრძნული ნათქვამების გამოყენებით სცადე ბავშვის გადასარჩენად, იმის მაგივრად რომ შენთვითონ მოიფიქრო


    QUOTE
    მოკლედ დამეზარა მთლიანად დაწერა თავიდან. მესამე კაცი უსმენდა ამათ საუბარს და ჰკითხა: პი8რველ ადამიანს უთხარი რომ აქ გულღია და მხიარული ხალხი ცხოვრობს, მეორეს - ბოროტი და ულღრძო და როგორ გავიგოო, ბრძენმა უთხრა ყველა ისე ხედავს როგორც შეუძლია ან იმას რაც უნდა ან რაღაც ამდაგვარი არ მახსოვს მოკჯლედ. მორალი ესაა - როგორიც ხარ, ისე აღიქვამ გარესამყაროს. we don't see things as they are, we see things as we are

    ეხლა ესე იგი,მე რომ ის შენი შტერი ბრძენი სირთავა მგონია, მაგ მორალით მე გამოვდივარ ეგა vik.gif
    წავედი რა, შენ მაინც ვერაფერს გაგაგებინებ biggrin.gif

    Posted by: shushana 2 Aug 2015, 22:18
    Moby-Dick
    QUOTE
    შენ კიდე ვიღაცის ბრძნული ნათქვამების გამოყენებით სცადე ბავშვის გადასარჩენად, იმის მაგივრად რომ შენთვითონ მოიფიქრო



    ამკიდე ახლა სამყაროს ცოდვა. კაი ვცდი აბა ჩემით -ქალი უპასუხებს, არ აპიურებ შენ ჩემი შვილის დაბრუნებას და მომეცი უკანო. დედა რისკავს :0 იცის ნებისმიოერი პასუხის შემთხვევაში ნიანგის ხელთაა მისი შვილის ბედი biggrin.gif


    QUOTE
    ეხლა ესე იგი,მე რომ ის შენი შტერი ბრძენი სირთავა მგონია, მაგ მორალით მე გამოვდივარ ეგა vik.gif


    შარიანი ხარ ვიღაცა ხარ biggrin.gif lol.gif


    QUOTE
    წავედი რა, შენ მაინც ვერაფერს გაგაგებინებ biggrin.gif


    საერთოდ რას შემოვდიოდი

    Posted by: Moby-Dick 2 Aug 2015, 22:56
    shushana
    QUOTE
    ამკიდე ახლა სამყაროს ცოდვა. კაი ვცდი აბა ჩემით -ქალი უპასუხებს, არ აპიურებ შენ ჩემი შვილის დაბრუნებას და მომეცი უკანო. დედა რისკავს :0 იცის ნებისმიოერი პასუხის შემთხვევაში ნიანგის ხელთაა მისი შვილის ბედი

    არა. რა არ აპირებო? აწი დაბრუნებაც რომ მოინდომოს დედის პასუხი ხო არასწორი გამოვა და ვეღარ დაუბრუნებს. სიმართლე უნდა ნიანგს weep.gif
    კარგი, გაგეხუმრე რა. გააგრძელე შენი ბრძენი ძებნა აღარ შეგაწუხებ biggrin.gif

    Posted by: shushana 2 Aug 2015, 22:59
    Mობყ-Dიცკ


    არ აპირებ ჩემი შვილის დაბრუნებასო, უპასუხა დედამ. პ.ს. დილემიდან არსებობს გამოსავალი? Pასუხი მითხარი და გავაგრძელებ ბრძენის ძებნას.

    Posted by: Moby-Dick 2 Aug 2015, 23:31
    shushana
    QUOTE
    დილემიდან არსებობს გამოსავალი?

    მოგონილი ამბავია, ანუ ნიანგს რომ ბავშვის დაბრუნება სწორი პასუხით აიძულო არ არსებობს. სინამდვილეში არ შეჭამს ნიანგი, ეხუმრება ,არ იდარდო მაგის გამო biggrin.gif

    Posted by: shushana 2 Aug 2015, 23:38
    Mობყ-Dიცკ


    Gადი კაცო გამეცალე, სისულელეებზე მაცდენ :@ წავედი მე ბეძენის საძებნელად

    Posted by: Miralem Pjanić 7 Aug 2015, 01:08
    საპკოვსკიზე გახსენით ვინმემ თემა რა ვრცლად რო იყოს ყველაფერი და რამე biggrin.gif

    ვინც ჩახედული ხართ user.gif

    Posted by: galaqtikosi 15 Aug 2015, 02:23
    ტურიკას-მე რომ ფეხბურთელი ვიყო, ადრეც რომ იყო გამოცემული და ეხლაც რომ გამოიცა იგივეა? თუ არის რამე სხვაობა?

    Posted by: umbr_ella 24 Aug 2015, 18:05
    "ჩემს ქუჩაზე ისევ ჰყიდიან იებს - სევდისაგან ათრთოლებული ხმით თქვა თაბაშირის კაცმა.
    -იებს? - გაიცდა მანონ ლასაურეა - იების დრო ხომ გავიდა უკვე?
    _ ხო, იებს. ისევ დგას ის მოხუცი და ჰყიდის მოწყვეტილ იებს გროშების ფასად".....

    დიდი, ლამაზი მონოლოგი მქონდა მხატვრულად წასაკითხად ბავშვობაშო და ახლა ვეძებ ვისია ნაწარმოები..
    იქნებ ვინმემ იცოდეთ.

    Posted by: disney 25 Aug 2015, 11:49
    მოკლედ, XX საუკუნის სამოციან წლებში მოღვაწე ქართველ პროზაიკოსთა რაც შეიძლება სრული ჩამონათვალი მჭირდება. იქნებ დამეხმაროთ. user.gif

    Posted by: takome 24 Sep 2015, 21:23
    ეს საიდანაა იქნებ დამეხმაროთ?
    "დადგენილია, რომ ამ ხნის განმავლობაში თერთმეტი ათასმა კაცმა არჩია, სიკვდილით ყოფილიყო დასჯილი, ოღონდ არ დამორჩილებოდა ბრძანებას,გაეტეხათ კვერცხი წვრილი თავიდან"

    Posted by: likakacharava 19 Oct 2015, 15:19
    მოგესალმებით ფორუმელებო...
    ვინმემ ხომ არ იცით ვინ არის ან სად/როგორ დავუკავშირდე ამ წიგნის ავტორს? : მარიამ ხიდეშელი - ფეთქავს... ლატერნას გამომცემლობაა და ძალიან მჭირდება... user posted image

    Posted by: LostGirl 16 Nov 2015, 22:18
    A Song of Ice and Fire პირველი ნაწილი ინგლისურად სად იყიდება ვინმე ხომ ვერ მეტყვით? "პროსპეროში" მივაგენი, მაგრამ მესამე და მეხუთე ნაწილები აქვთ. ან ხუთივე ერთად ნაკრები. და მასე ნაკრებს ვერ ვყიდულობ. პირველი სად ვნახო?

    Posted by: Front National 21 Nov 2015, 09:30
    გამარჯობა ყველას.
    მეგობრებო, ხომ ვერ მეტყვით უნგრელი მწერლის მორ იოკაის რომელ ნაწარმოებში ხდება მოქმედება ქალაქ ბუდაპეშტში? გთხოვთ იქნებ დამეხმაროთ რა.

    Posted by: Cocka-Cola 26 Nov 2015, 01:36
    სიუჟეტით ეგებ ამოიცნოთ.
    ფანტასტიკაა.
    მოკლედ როგორც ორს უყვარდა ერთი გოგო. მერე ერთი აღმოჩნდა იმპერიის მსახური და შექმნა იარაღი. მეორე აჯანყებულებში და ასევე შექმნა იარაღი, რითაც იმპერია დაამარცხა. ეს პირველი დროზე ზემოქმედებას გადაწყვეტს, რომ ეს შეიცვალოს მაგრამ ბოლოს საათს დახედავს (რომელიც იმ გოგომ და მისმა მეგობარმა (მეორემ ანუ) აჩუქეს), გადაიფიქრებს და ისე იზამს, რომ დროში ეს იმპერიის დამარცხება სამუდამოდ აისახება.

    რავი, ეგებ გეცნოთ . user.gif

    Posted by: Cocka-Cola 27 Nov 2015, 02:00
    აუ, გაიხსენეთ რა ვინმემ

    ცოტა სრულად დავწერ.
    მოკლედ ერთი ტიპი არის, რომელმაც შექმნა იარაღი.
    ამ იარაღით იმპერია უმკლავდება ყველა მოწინააღმდეგეს.
    ერთხელაც, მოხდება ისე რომ ელოდება რომ დააჭიროს ღილაკს და ამ დროს იმპერია აღმოჩნდება დამარცხებული.
    აღმოჩნდა, რომ მისმა ძველმა მეგობარმა, რომელიც აჯანყებულების მხარეს იყო უკეთესი იარაღი შექმნა.
    ხომალდი დაზიანებულია, სარდლები ჭკუაზე აღარ არიან.
    ეს ფიქრობს და გაახსენდება , რომ ადრე ის იმ გოგოსთან პაემანზე წავიდა. და დაასკვნის, რომ მისმა მეგობარმა იმ დროში მეტი იექსპერიმენტა, რაც მას ანალოგიური მაგრამ უფრო მძლავრი იარაღის შექმნაში დაეხმარა.
    ეუბნება სარდალს, რომ თუ წარსულში ჩავერევით და იმ გოგოზე ზემოქმედებას მოვახდენთ დისტანციურად, შეიცვლება ახლანდელი დრო.
    ანუ იმ გოგომ წერილი მოსწერა მას, თუ ის იმ მეორეს მისწერს, მაშინ დრო მას მეტი ექნება და უკეთეს იარაღს ის შექმნის.
    დისტანციურად უნდა იმოქმედონ ხომალდის ენერგიის გამოყენებით.
    მაგრამ ბოლო მომენტში ის დახედავს საათს (რომელიც იმ გოგომ და მისმა მეგობარმა აჩუქეს).
    ჰოდა, ვეღარ შეძლებს
    და ეუბნება ბოლოს იმ იმპერიალისტებს ამას : "მე შევცდი, სინამდვილეში დროის გამრუდებაა მხოლოდ შესაძლებელი , მისი საწყისი და საბოლოო წერტილები არ იცვლება, რაც გინდა მიქენით მაგრამ თქვენ დამარცხება სამუდამოდ აისახა დროში."

    Posted by: barkiaroki 27 Nov 2015, 17:23
    ვინმემ არ იცით ლექსი, სადაც თითოეული სტროფი მთავრდება ასე: ''იონჯა მოვა'' ..

    სავარაუდოდ, ასე იწყება: ''გადის დღეები უკეთესი მერმისის ცდაში''..

    იქნებ დაწეროთ რა ..

    მადლობა

    Posted by: Cocka-Cola 27 Nov 2015, 23:30
    ვიპოვე.
    ჯეკ უილიამსონი "ხედვა წარსულში " Hindsight

    Posted by: iraklinio 3 Dec 2015, 01:00
    გამარჯობათ
    პრუსტის ,,დაკარგული დროის ძიებაში" ეს წიგნი გაქვთ ვინმეს რუსულ-ინგლისურად? ან თუ შეგიძლიათ მითხრათ სად შევიძინო?

    Posted by: ახალგაზრდა 1 Jan 2016, 12:21
    გილოცავთ ყველას 2016 წელს love.gif
    ისე, ვინმეს წაუკითხავს "ის კვლავ აქ არის"? როგორია?

    Posted by: bomboraN1 4 Jan 2016, 06:34
    ვინმემ იცით ვეფხის ტყაოსანი ინგლისურად სად ვიყიდო??

    Posted by: ახალგაზრდა 5 Jan 2016, 10:44
    ბიბლუსში არ გიცდია? მემგონი ინგლისურადაც აქვთ მანდ.

    Posted by: sanfol 18 Jan 2016, 12:21
    რაშია საქმე . როცა დაწერ რაღაც რომანს ან მოთხრობას და მისი გამოცე
    ა გინდა ვის უნდა დაუკავშირდე ან რა უნდა ქნა? ან საერთოდ როგორ. ხდება ეს ამბები გამარკვიეთ რა ვინმემ ❣

    Posted by: GURAM 18 Jan 2016, 23:14
    მეგობრებო
    ბავშვობაში მაქვს წაკითხული რომელიღაც სკანდინავიელი ავტორის წიგნი
    სადაც ფიგურირებს პატარა ბიჭი, რომელიც ელოდება ზღვაში გასულ მამას. ცხოვრობს ბებიასთან, რომელიც
    ყოველდღე აჭმევს ვირთევზას სუპს და მოხარშულ კარტოფილს
    ასევე არის ცირკის თეთრი ცხენი, რომელიც ამ ბიჭთან მეგობრობს
    და რაღაც შუქურა არის ნახსენები, დარნერარტის შუქურა. ასე მახსოვს.
    ყველანაირად ვეძებე, ძალიან მინდა, რომ გავიხსენო სათაური და ავტორი და არაფრით გამომდის
    იქნებ ვინმემ გაიხსენოთ smile.gif

    Posted by: Front National 21 Jan 2016, 19:02
    მეგობრებო ერთ წიგნს ვეძებ და იქნებ დამეხმაროთ.
    ქართული წიგნია, 90-ან წლებში გამოსული როგორც მახსოვს. ასტრონომიის ისტორიაზეა, უილიამ ჰერშელზე, ნიუტონზე და სხვა.
    ასე 350 გვერდიანი, საკმაოდ სქელი წიგნი იყო. ყდა სქელი, მუქი შინდისფერი, მოყავისფრო ქონდა.

    ხომ არ იცით ამ წიგნის სახელი?
    ან სად შეიძლება ვიკითხო?

    Posted by: flying teapot 26 Feb 2016, 10:52
    "ფრენკ ზაპა - ნამდვილი წიგნი" --- ამ წიგნს ვეძებ. ვინმეს თუ გაქვთ, მომყიდეთ :/ (იხ. სურათი ქვემოთ)



    * * *
    takome
    QUOTE
    ეს საიდანაა იქნებ დამეხმაროთ?
    "დადგენილია, რომ ამ ხნის განმავლობაში თერთმეტი ათასმა კაცმა არჩია, სიკვდილით ყოფილიყო დასჯილი, ოღონდ არ დამორჩილებოდა ბრძანებას,გაეტეხათ კვერცხი წვრილი თავიდან"

    გულივერის მოგზაურობის პირველ ნაწილში არაა ეგ? ლილიპუტებში ^_^


    ახალგაზრდა
    QUOTE
    ისე, ვინმეს წაუკითხავს "ის კვლავ აქ არის"? როგორია?

    ძალიან სახალისო, საინტერესო ისტორიული რაკურსი და რაც მთავარია, თანამედროვე გერმანიის ყოფა საკაიფოდ ჩანს. მშვენიერი სატირაა ჰიტლერზე და თანამედროვეობაზე smile.gif

    Posted by: aca baca banci bunca 3 Apr 2016, 16:57
    ხალხო ლიტერატურული კონკურსი არსებობს საბას გარდა სადაც შეგიძლია მიიღო მონაწილეობა? ახლა წავიკითხე და წიგნი უნდა იყოს გამოცემული და ასე შემდეგ... ესეიგი გამოდის რომ ვერ მიიღებს მონაწილეობას მოყვარული დამწყები... ხო და აი ასეთი ადამიანებისთვის თუ არის კონკურსი რაიმე წამახალისებელი პრიზებით?

    Posted by: oblaia 6 Apr 2016, 23:11
    დილის ჩამოსვლას უამრავი სატელეფონო ზარი მოჰყვა ნუ მოკლავ ჯაფარას პირველი სიტყვები ეს არის?ძველი წიგნი ვიპოვე და _XV თავიდან იწყება

    Posted by: NIA NIA 16 Apr 2016, 14:33
    Pdf წიგნები სად შემიძლია ვნახო და ჩამოვტვირთო ქათულად საიტები ხომ არ იცით ვინმემ რამე? წინასწარ დიდი მადლობა

    Posted by: fork 22 Apr 2016, 07:00
    ხალხო...
    ღრმა ბავშვობაში წავიკითხე ქართული გრძელმეტრაჟიანი სათავგადასავლო მოზღაპრო რამ...
    ახალგაზრდა ბიჭი ხვდება ქვეყანაში,სადაც ტყუილში ცხოვრობენ და მდაბიო ფენას ანბანის ასოების სახელები ჰქვიათ.
    თან კლასობრივად-ან,ბან,გან-მაღალი ფენაა
    ლას,მან,ნარ-საშუალო
    რაე,სან,ტარ-დაბალი...და ა.შ.
    ამ ბიჭს ჭაბუკა ჰქვია...
    ვერაფრით ვერ ვიხსენებ ვერც წიგნის ავტორს და ვერც თავად წიგნის სახელს.

    თუ ვინმეს გაგიგიათ მის შესახებ,აუცილებლად მომწერეთ.
    მადლობა წინასწარ.

    Posted by: MeRo 22 Apr 2016, 20:20
    ხომ არ იცით საიდან არის იქნებ ვინმე დამეხმაროთ cry.gif

    Then the men wielding the breath of fire took down the old warriors.
    They died one by one in that charge, seemingly struck down by nothing while the bright flashes and risen dust hid the row of men wearing nothing but a cloth uniform.
    A new order is coming, and it manifests in fire and smoke. No more warriors of the olden times, no more honor in battle, no more loyalty to the emperor, no more green and colorfull cities.
    Sky is gray now. But it is not mourning the warriors. It is just the same old smoke from the new factory...

    Posted by: ნარუჯევი 24 Apr 2016, 23:26
    ერთი ესეთი ლექსი თუ წერილი მახსოვს სკოლაში ვსწავლობდით მგონი

    - რა იყავით რას შვებოდით?

    თუ სწორად მახსოვს შვილები ეკითხებიან მამებს და მერე მამები პასუხობენ

    ბლინ ვისი იყო ?

    ცნობილი პოეტების 5 ში იქნება უეჭველი თუ პირველ-მეორე არა




    Posted by: 911GT2RS 24 Apr 2016, 23:36
    ნარუჯევი
    ილია ჭავჭავაძის ლექსია - რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით?

    http://geo.allgeo.org/index.php?option=com_content&view=article&id=1925&

    Posted by: ნარუჯევი 24 Apr 2016, 23:47
    911GT2RS

    აუ შენ გაიხარე გამისკდა თავი, არ მეგონა თუ ვინმე ასე მალე თუ მიპასუხებდა..

    არა და მეც ილიასი მახსოვდა, უბრალოდ ისეთი სკლეროზი დამჩემდა ვეღარ გავბედე ილიას ხსენება..

    გუგლში დავსერჩე რამოდენიმენაირად- ილიას ლექსი რას შვებოდით და ა.შ. და საერთოდ მსგავსი არაფერი ამოაგდო

    მადლობა.

    პს. წავიღებ პოლიტიკაში დაუგდებ ლექს მამა-შვილებს. დაცხეს ერთმანეთს 90-00 იანებმა და 80-70-60 იანებმა
    facepalm.gif

    Posted by: Onise_ok 30 Apr 2016, 03:54
    გამარჯობა.
    დახმარება მჭირდება.
    იცით როგორ მწერლებს ვეძებ?

    აი ბრიტანელი-ირლანდიელი-შოტლანდიელი ტიპები რო იყვნენ თანამედროვეები, როგორც ვთქვათ აკა მორჩილაძეა და წერენ ყოველდღიურობაზე მოთხრობებს, ნოველებს და ა.შ , ლონდონის, ლიმერიკის და მსგავსი ქალაქების ხალხის ცხოვრებაზე.

    უფრო მაინტერესებს კრიმინალური, იუმორით გაჯერებული წიგნები, ბევრი ''კაჩაობით" , რო საკაიფოდ დავუმუღამო მაგათ სლენგს.

    დაახლოებით მსგავსი, როგორ ფილმებსაც იღებს გაი რიჩი, მარტინ და ჯონ მაკდონაფი და ა.შ.

    აბა, ველი war.gif

    Posted by: Estrella 5 May 2016, 19:25
    გამარჯობა! smile.gif
    1. ვეძებ მოთხრობას, ათი წლის უკან სოფლის წიგნებში წაკითხულს.
    ავტორი მეოცე საუკუნის ქართველი მწერალია წესით.
    შინაარსი კარგად არ მახსოვს, გოგო მოსეირნობს დედასთან ერთა მთაწმინდიდან, ზაფხულის საღამოს.მრავალ მოსეირნეში შეეფეთება ბიჭს,ორივენი ინუსხებიან ერთმანეთით. გოგოს ყელზე თუ მკერდზე ხალი აქვს, რომელიც განსაკუთრებით იზიდავს ბიჭს.
    ერთმანეთზე ფიქრობენ და თან არ იციან ვინ არიან, სად ეძებონ. განცდების აღწერა მიდის მერე მგონი.
    გოგო ავად გახდება, ლოგინად ჩავარდება.
    მოთხრობა მთავრდება იმით, რომ ორივენი გამჭვირვალე კედელს ხედავენ სიზმარში, ერთდროულად და მიილტვიან ერთმანეთისკენ.


    2. "კაცი რომელიც იცინის" დასაწყისში რომელი კაცი პერსონაჟია, ზღვიდან ამოსული ცურვის და ბანაობის შემდეგ, შიშველ ტანს რომ ხელებით იმშრალებ-იწურავს. დაყვება ზემოდან წვეთებს. ერთ ჯერზე 2-3 ჯერ "იწურება".

    ესეც ერთი 10-11 წლის უკან იყო და ეს კადრები ისე ჩამრჩა, მე თვითონ დავიწყე ასე მოქცევა სახლში. )) ან გვერდი მიმითითეთ წიგნში ან რამე.

    მადლობა. smile.gif

    Posted by: Voldemor 5 May 2016, 21:05
    ESTRELLA

    1. მიხეილ ჯავახიშვილი - ოქროს კბილი

    Posted by: Estrella 5 May 2016, 21:09
    Voldemor
    QUOTE
    მიხეილ ჯავახიშვილი - ოქროს კბილი
    ძალიან დიდი მადლობა.

    მე კიდევ ავტორის სახელი თენგიზი მახსოვდა. ))

    Posted by: dongabo 19 May 2016, 20:01
    შექსპირის რომელიღაც სონეტს თუ ლექს ვეძებ. მგონი ასეთი სიტყვებია: წუთისოფელი სცენა არის და ამ სცენაზე ქალია თუ მამაკაცი,ყველა თამაშობს." მერე ჯერ ახალდაბადებულია,მერე სკოლის მოსწავლე,ჯარისკაცი და ა.შ.

    Posted by: Crøs 19 May 2016, 21:35
    dongabo
    QUOTE
    შექსპირის რომელიღაც სონეტს თუ ლექს ვეძებ. მგონი ასეთი სიტყვებია: წუთისოფელი სცენა არის და ამ სცენაზე ქალია თუ მამაკაცი,ყველა თამაშობს." მერე ჯერ ახალდაბადებულია,მერე სკოლის მოსწავლე,ჯარისკაცი და ა.შ.

    ეგ სონეტიდან არაა, მისი კომედიიდან "როგორც გენებოთ" ჟაკის მონოლოგი

    Posted by: dongabo 19 May 2016, 21:48
    QUOTE
    ეგ სონეტიდან არაა, მისი კომედიიდან "როგორც გენებოთ" ჟაკის მონოლოგი 
           

    მადლობა. ჩემს ბიჭუნას პირველი სპექტაკლი ჰქონდა.მოსწავლის და ჯარისკაცის როლს ასრულებდა. ინგლისურად კარგად ვერ გავიგე და ქართულად მინდა კარგად წავიკითხო. არსებობს ონლაინ ვერსია?

    Posted by: Crøs 19 May 2016, 22:46
    dongabo
    ქართულად ვერ ვნახე ინტერნეტში,წიგნიც არ მაქვს აქ თორემ ამოგიწერდი.
    რუსულ თარგმანს თუ ინებებ აგერაა

    Весь мир — театр.
    В нем женщины, мужчины — все актеры.
    У них свои есть выходы, уходы,
    И каждый не одну играет роль.
    Семь действий в пьесе той. Сперва младенец,
    Ревущий громко на руках у мамки.. .
    Потом плаксивый школьник с книжкой сумкой,
    С лицом румяным, нехотя, улиткой
    Ползущий в школу. А затем любовник,
    Вздыхающий, как печь, с балладой грустной
    В честь брови милой. А затем солдат,
    Чья речь всегда проклятьями полна,
    Обросший бородой, как леопард,
    Ревнивый к чести, забияка в ссоре,
    Готовый славу бренную искать
    Хоть в пушечном жерле. Затем судья
    С брюшком округлым, где каплун запрятан,
    Со строгим взором, стриженой бородкой,
    Шаблонных правил и сентенций кладезь, —
    Так он играет роль. Шестой же возраст —
    Уж это будет тощий Панталоне,
    В очках, в туфлях, у пояса — кошель,
    В штанах, что с юности берег, широких
    Для ног иссохших; мужественный голос
    Сменяется опять дискантом детским:
    Пищит, как флейта.. .А последний акт,
    Конец всей этой странной, сложной пьесы —
    Второе детство, полузабытье:
    Без глаз, без чувств, без вкуса, без всего.

    William Shakespeare
    from "As You Like It"

    Posted by: dongabo 20 May 2016, 00:13
    QUOTE
    cros

    მადლობა.
    შევეცდები იქნებ ქართულადაც მოვნახო.ზეპირად უნდა ვისწავლოsmile.gif

    Posted by: PeTeR4Ik 25 May 2016, 21:29
    ხომ ვერ მეტყვით როგორ შემიძლია დავუკავშირდე მწერალ გოჩა მანველიძეს? ან ვისი მეშვეობით? ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ ძალიან მჭირდება sad.gif((

    Posted by: nia4u 26 May 2016, 22:39
    არდაშელ თაქთირიძე ვინ არის?
    rolleyes.gif

    Posted by: buskunia 6 Jun 2016, 17:02
    სალამი

    პატარა უფლისწული ან ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი ბუკინისტებში ხომ არ შეგხვედრიათ?

    Posted by: LZau 11 Jun 2016, 13:42
    QUOTE (buskunia @ 6 Jun 2016, 17:02 )
    სალამი

    პატარა უფლისწული ან ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი ბუკინისტებში ხომ არ შეგხვედრიათ?

    ბევრგან აქვთ yes.gif

    თუ ძველ გამოცემებს არ ეძებთ

    Posted by: crocodile 19 Jun 2016, 20:13
    გამომცებლობა პალიტრა L-მა 2012 წ. გამოსცა "ვეფხისტყაოსანი" სერიიდან "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო...."

    ტექსტი დაბეჭდილია 1966 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით. - ო.

    ხომ არ იცით 1966 წლის საიუბილეო გამოცემის სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობა?

    კარგი იქნებოდა მიეთითებინათ, ან წინასიტყვაობა რა გაუხდათ.

    Posted by: Dwight 19 Jun 2016, 20:31
    QUOTE (crocodile @ 19 Jun 2016, 20:13 )
    გამომცებლობა პალიტრა L-მა  2012 წ. გამოსცა "ვეფხისტყაოსანი"  სერფიიდან "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო...."

    ტექსტი დაბეჭდილია 1966 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით.  - ო.

    ხომ არ იცით 1966 წლის საიუბილეო გამოცემის სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობა?

    კარგი იქნებოდა მიეთითებინათ, ან წინასიტყვაობა რა გაუხდათ.

    აბა, ამ კატალოგს გადახედე.
    http://www.nplg.gov.ge/ec/ka/cart/search.html?cmd=search&sf=advanced&qs%5B0%5D%5Bf%5D=700&qs%5B0%5D%5Bq%5D=&qs%5B0%5D%5Bb%5D=and&qs%5B1%5D%5Bf%5D=200&qs%5B1%5D%5Bq%5D=%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98&qs%5B1%5D%5Bb%5D=and&qs%5B2%5D%5Bf%5D=212&qs%5B2%5D%5Bq%5D=&qs%5B2%5D%5Bb%5D=and&qs%5B3%5D%5Bf%5D=213&qs%5B3%5D%5Bq%5D=1966&qs%5B3%5D%5Bb%5D=and&qs%5B4%5D%5Bf%5D=606&qs%5B4%5D%5Bq%5D=&pft=biblio&rnum=10&kbd=en&submit_btn=%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

    Posted by: crocodile 19 Jun 2016, 20:50
    Dwight

    ალბათ, ეს:
    რუსთაველი, შოთა
    ვეფხისტყაოსანი : [პოემა / ტექსტი მოამზადეს გამოსაცემად გ. წერეთელმა, ს. ცაიშვილმა და გ. კარტოზიამ ; ილ.:ლ. გუდიაშვილი]. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1966. - 319გვ. : ილ. ; 16სმ.. - (რუსთაველის დაბადების 800 წლისთავისადმი).

    მაგრამ მაინც რჩება ეჭვი, რადგან იმავე 1966 წელს, იგივე გიორგი წერეთელი კიდევ ერთი გამოცემის მომზადებაში მონაწილეობს
    ?
    რუსთაველი, შოთა
    ვეფხისტყაოსანი : [პოემა / რედ.: ირაკლი აბაშიძე და გიორგი წერეთელი ; ტექსტში ჩართული სერგო ქობულაძის ილუსტრაციები იბეჭდება 1937 წლის გამოცემიდან].

    უცნაურია. თუ ეს ორი გამოცემა ერთი და იგივეა, მაშინ..... რატომაა ორი გამოცემა და არა ერთი

    და თუ ეს გამოცემები განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაშინ .... რატომღა განსხვავდება, თუკი ორივეგან მონაწილეობს ერთი ექსპერტი?

    მადლობა, დუაიტ

    Posted by: Dwight 19 Jun 2016, 21:05
    QUOTE (crocodile @ 19 Jun 2016, 20:50 )
    Dwight
    უცნაურია. თუ ეს ორი გამოცემა ერთი და იგივეა, მაშინ..... რატომაა ორი გამოცემა და არა ერთი

    და თუ ეს გამოცემები განსხვავდება ერთმანეთისაგან,  მაშინ .... რატომღა განსხვავდება,  თუკი ორივეგან  მონაწილეობს  ერთი ექსპერტი?

    გამომცემლობას მისწერე და დააზუსტე.


    Posted by: anuki95 4 Aug 2016, 01:35
    ,,ალი ამაყობდა თავისი მეუღლით. ყოველთვის, როცა შინ ბრუნდებოდა და დაღლილ მარიამს გულში იკრავდა, მადლობას სწირავდა ალაჰს ასეთი თავდადებული და მზრუნველი ცოლის გამოგზავნისთვის."

    რომელი წიგნიდან არის?

    Posted by: Internet_Contraband 20 Sep 2016, 01:30
    თენგიზ კვირკველიას "ძველთბილისური დასახელებანი" ხომ არ იყიდება სადმე?

    Posted by: fork 20 Sep 2016, 06:45
    გრეის 50 ელფერი წიგნად თუ მაინც ვარგა,ვერავინ მეტყვით?

    Posted by: СAФO 20 Sep 2016, 12:30
    fork
    QUOTE
    გრეის 50 ელფერი წიგნად თუ მაინც ვარგა,ვერავინ მეტყვით?

    PDF ფორმატსჰი მაქ სამივე წიგნი თუ გინდა smile.gif რავიცი ამბობენ წიგნი აშკარად ჯობია კინოსო და ჯერ არ წამიკითხავს მე smile.gif

    Posted by: PANTALONE 19 Oct 2016, 22:47
    ეხლა რატომღაც გამახსენდა

    კაი დიდი დიალოგია რომელიღაცა წიგნში/ ირონიის შესახებ და მომინდა გადამეკითხა/
    ვიღაც 2 სპორობს უნდა აიხსნას თუ არა ირონია/


    ნუთუ "ჯადოსნური მთა" არის?

    @@@

    არა არა, შემეშალა, დავა მიდის იმაზე უნდა მიხვდეს თუ არა ის ვის მიმართაც არის ირონია

    Posted by: DeNiro94 10 Nov 2016, 00:11
    გამარჯობა ხალხო თქვენი დახმარება მინდა smile.gif ორი წიგნის ავტორი მაინტერესებს ორივე ნაცისტებზეა ერთი მარტინ ბორმანზე წიგნს კვალ და კვალ ქვია და მეორე წიგნის სახელ წოდება არის რა ხდებოდა კულისებს მიღმა

    Posted by: ginesicha 15 Nov 2016, 08:43
    ვეძებ ნაწარმოებს.
    შინაარსი ასეთია: სოფელს ყავს ბატონი, რომელიც ხალხს მართავს. დაიჭერენ გარეულ ბატს, თუმცა ბატი კარგ დროს შეარჩევ გასაქცევად და გაიქცევა. ანუ თავისუფლებას დაიბრუნებს

    Posted by: kaatinga 15 Nov 2016, 13:16
    არ ვიცი სად დავწერო და აქ დავწერ, ახალი თემის გახსნაც არ მინდა.

    https://forum.ge/?showtopic=34906267&view=findpost&p=49272404

    ეს დამოკიდებულება უკვე არასერიოზულია.
    ეს ამხანაგი ამ განყში არის ჩვეულებრივი იუზერი.
    როცა იუზერი თემას ხსნის, ეს თემა უკვე განყოფილების/ფორუმის კუთვნილება ხდება და მასზე ნამდვილად არაა დამოკიდებული თემა ღია უნდა იყოს თუ დახურული. (ვგულისხმობ სამუდამოდ დახურვას, დროებითი ზომის მიღება სწორი იყო)
    შესაბამისად, მსგავსი გადაწყვეტილება თუ ვინმემ უნდა მიიღოს ეს ამ განყოფილების მოდერატორია, და მეტი არავინ.

    ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ გახსნათ თემა, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებთ ბუნტს biggrin.gif



    Posted by: marimari11 15 Nov 2016, 13:17
    kaatinga
    მოდერმა მიიღი
    რა პრობლემა გაქვს?

    Posted by: Turf 15 Nov 2016, 13:18
    kaatinga
    +1

    უნდა გაიხნას აუცილებლად


    პატარა კონფლიქტის გამო ზოგადი თემის დახურვა უაზრობაა

    Posted by: kaatinga 15 Nov 2016, 13:23
    marimari11
    შენ არ ხარ ამ განყოფილების მოდერი.
    თუ ამ განყოფილების მოდერმა მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება ამაზე თავად დაწერდა.
    ახლა უკვე უხერხულ მდგომარეობაში აგდებ, რომ შენი პოზიცია დაიცვას.

    გახსენით თემა, თუ ისევ იქნება კონფლიქტი უბრალოდ დროულად აღკვეთეთ, როგორც გუშინ და ვისაც გვინდა მანდ უწი-პუწი პოსტები გვქონდეს და თემაში ბუშტებით ვირბინოთ მოგვეცით ამის საშუალება.

    და არასდროს ვიყავი კონფლიქტური სიტუაციის გამო თემის დახურვის მომხრე.
    თქვენ უფრთხილდებით 2-3 იუზერს და აზარალებთ უფრო მეტს.

    ამაზე იფიქრე?


    Posted by: marimari11 15 Nov 2016, 13:29
    kaatinga
    კიდევ კარგი გამახსენე თორემ აღარ მახსოვდა რომელი განყოფილების მოდერი ვიყავი.
    ჩემი თავი არ მიგულისხმია მოდერში.
    მეორეჯერ თემა მან დახურა და პოსტიც დაწერა ამასთან დაკავშირებით ან მაგისთვის მიგეწერა ან ჩემთვის.
    და მანდ რომ დავწერე პრობლემას ვერ ვხედავ.რა მნიშვნეკობა აქვს მაგას პმში გეტყოდი თუ იქ დავწერდი
    იმას თუ ხვდები რომ ეგ მარტო გუშინდელი კონფლიქტის გამო არ მომხდარა?

    Posted by: holden kolpildi 15 Nov 2016, 13:33
    მივწერე მოდერს
    გახსნის ცოტა მერე

    ისე ვთვლი რომ მარის სურვილზე და ხასითზე არ უნდა იყოს დამოკიდებული იქნება თუ არა განყოფილებაში თავისუფალი თემა

    ორი იუზერის გამო თემები არ უნდა იხურებოდეს

    Posted by: kaatinga 15 Nov 2016, 13:34
    marimari11
    მას არ დაუწერია რომ თემა სამუდამოდ დაიხურა.
    არ ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული.
    მე ვესაუბრე პმ-ში და არც იქ უთქვამს რომ ამას აპირებდა.

    ვინც ეს მოსაზრება გააჟღერა თქვენ იყავით ქალბატონო.

    მეზარება მსგავსი სულელური საკითხების გამო ან პროსტინების წერა, ან ტიმთან სირბილი, ან საპროტესტო თემების გახსნა და განყოფილების აოხრება.

    ერთიც შემიძლია, მეორეც და მესამეც.

    და არ მგონია რომ შედეგს ვერ მივაღწევ, იმიტომ რომ უსამართლო გადაწყვეტილებაა.

    მოგიწოდებთ გამოიჩინოთ კეთილგონიერება და გახსნათ თემა, დაზოგოთ თქვენი და ჩემი დრო. smile.gif

    QUOTE
    იმას თუ ხვდები რომ ეგ მარტო გუშინდელი კონფლიქტის გამო არ მომხდარა?

    არ მაინტერესებს რის გამო მოხდა მარიამ.
    გუშინდელ ღამემდე მანდ ძალიან კარგი სიტუაცია იყო, ნუ რაც მე აქ ვპოსტავდი.

    ვიმეორებ, როდესაც მოდერატორი ვიყავი და ახლაც, როცა ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ და ოლიმპოზე მდგომთ გესაუბრებით, მიმაჩნია რომ თემის სამუდამო დახურვა არ არის გამოსავალი იმისთვის რომ კონფლიქტი თავიდან ავირიდოთ. მე და დონ გაჯეტინოს თუ გვინდა შეიძლება ნებისმიერი თემა დავიმხოთ თავზე.

    თუ დავაშავებთ - დაგვსაჯეთ, მაგრამ სხვები ნუ ისჯებიან ამის გამო.
    მარტო ჩვენ არ ვპოსტავდით მანდ.

    და ბოლო-ბოლო პოსტის ადეკვატურად აღქმა რომ შეგეძლოს და უწყინარი ხუმრობა არ დაგეფეისპალმებინა არც არაფერი მოხდებოდა გუშინ.

    Posted by: marimari11 15 Nov 2016, 13:44
    kaatinga

    QUOTE

    ერთიც შემიძლია, მეორეც და მესამეც

    როგორ შემაშინე.

    კაი გახსნას მოდერმა მაშინ.
    მე არ გავხსნი smile.gif

    ეგ ხუმრობა საერთოდ არ იყო სასაცილო.ცოტა უკეთ რომ იცნობდე მაგ თემას მიხვდებოდი რომ მაქამდეც ატეხილა ამბები.
    ეხლა მე გადმომაბრალა კიდევ თავისი უკბილო ხუმრობა givi.gif

    Posted by: kaatinga 15 Nov 2016, 13:47
    marimari11
    მე იმისთვის არ ვწერ რომ ვიღაცისთვის იყოს სასიამოვნო ან სასაცილო. smile.gif იმედია არც შენ.
    არც წინაისტორია მაინტერესებს.
    ძალიან ბევრი კონფლიქტი ხდება ამ ფორუმზე და ამის გამო ყველა თემა ვერ დაიხურება.

    QUOTE
    როგორ შემაშინე.

    გინდა შეგილოცო და სამუდამოდ შინაბერად დარჩე? შემიძლია!!!

    Posted by: marimari11 15 Nov 2016, 13:49
    QUOTE (kaatinga @ 15 Nov 2016, 10:47 )


    QUOTE
    როგორ შემაშინე.

    გინდა შეგილოცო და სამუდამოდ შინაბერად დარჩე? შემიძლია!!!

    იუმორის კიდევ ერთი გამოვლინება? gigi.gif

    Posted by: kaatinga 15 Nov 2016, 13:52
    marimari11
    QUOTE
    ეხლა მე გადმომაბრალა კიდევ თავისი უკბილო ხუმრობა 

    შენი ბრალი ისაა რომ არაადეკვატურად აღიქვი ჩემი პოსტი და ამას ხაზი გაუსვი.
    შემოვიდა მთვრალი კაცი რომელიც შეიძლება სულაც არ იყო შარზე და სულაც არ აღექვა ჩემი პოსტი ისე, როგორც შენ, მაგრამ ამასობაში ჰოპლა და შენი პოსტი დაინახა.
    მთვრალი მამაკაცი ფიქრობს რომ ვიღაცას ზედმეტი მოსდის და მას ტრაკი უნდა დააყენებინოს.
    მთვრალი მამაკაცი მოქმედებაზე გადადის.
    ვიღაცა გადაწყვეტს რომ არ აჰყვეს და უკანა კარიდან იპარება.
    მთვრალი მამაკაცი ხვდება, რომ მსხვერპლი გაექცა, მას კი კიდევ აქვს ენერგია შემორჩენილი.
    მთვრალი მამაკაცი ოთახში ყველაფერს ლეწავს, მშვიდდება და იძინებს.

    აუ თავი დამანებეთ რა biggrin.gif

    უბრალოდ თემა გახსენით smile.gif

    QUOTE
    იუმორის კიდევ ერთი გამოვლინება?

    ნახე როგორ დავანამიოკე რომ ქალი და მამაკაცის განყში პოსტავ? jump.gif


    Posted by: _Pablo_ 15 Nov 2016, 14:18
    გახსენით თემა, დათვრა ტიპი და აურია, ამის გამო არ ღირს თემის დახურვა.

    არადა დღეს ტურფის დაქსეროქსებას ვაპირებდი და მერე ანაზდად ცოლის ღალატს, მაგრამ ჩამიშალეს ყველაფერი biggrin.gif

    Posted by: Turf 15 Nov 2016, 15:12
    _Pablo_
    წესიერი ქსეროქსი ნახე იცოდე:დ

    Posted by: თოვლი_ 15 Nov 2016, 16:17
    უჰუუ წავედი თაქვისუფალ თემაში ხორცები დადებულა როგორც ჩანს



    ვააჰ. უფრო დიდ ჩხუბს ველოდი მაგრამ აგრესიული გაჯეტინო მართლა მოულოდნელი იყო. საერთო ჯამში ღირდა ბოლო ორი გვერდის წაკითხვა

    Posted by: holden kolpildi 15 Nov 2016, 18:29
    სად ვპოსტო ახლა მეე cry.gif
    ..............

    Posted by: Ezekia 15 Nov 2016, 18:35
    თურმე სად ყოფილხართ

    ....................


    smile.gif

    Posted by: Adur 15 Nov 2016, 18:50
    აქ გადმოვედით?

    jump.gif jump.gif

    Posted by: Ezekia 15 Nov 2016, 18:52
    Adur

    QUOTE
    აქ გადმოვედით?



    ნუუუუუ წესით არა
    user.gif

    Posted by: Adur 15 Nov 2016, 19:18
    Ezekia


    რატო რა?
    მშვენიერი თემაა, თანაც აპინული boli.gif


    holden kolpildi

    შენ არ იდარდო,
    მომთაბარე ცხოვრებას დავიწყენთ, ჩატ-თემებს შევესევით და ავაოხრებთ bis.gif

    პ.ს. ვაოფებ?
    ნიჩოო მაინც ალტერი ვარ და jump.gif

    Posted by: holden kolpildi 15 Nov 2016, 19:20
    Adur
    QUOTE
    შენ არ იდარდო,
    მომთაბარე ცხოვრებას დავიწყენთ, ჩატ-თემებს შევესევით და ავაოხრებთ

    არ მინდა მე მომტაბარეობა user.gif არ უნდა დეხურა მარის ჩვენი თემა .. ..

    Posted by: marimari11 15 Nov 2016, 19:22
    Adur
    სანამ ყველა დაუვორნიხართ მოდერს გაოფებისთვის მორჩი ცანცარს :დ

    Posted by: Adur 15 Nov 2016, 19:26
    marimari11


    მოდერისგან იქით კომპენსაციები მეკუთვნის, ვორნი რომ მქონდეს უნდა ჩამოეკლო :დდდ
    holden kolpildi-ის არ იყოს სად ვპოსტო ახლა მე? sad.gif

    Posted by: თოვლი_ 15 Nov 2016, 19:31
    Adur
    marimari11
    holden kolpildi
    Adur
    Ezekia
    ფორუმის ინტელექტუალური მუტანტობა აქ პოსტავს https://forum.ge/?f=25&showtopic=34905807&st=105

    Posted by: kaatinga 15 Nov 2016, 19:32
    QUOTE
    ინტელექტუალური მუტანტობა

    lol.gif lol.gif

    პ.ს. ტანოსმა თქვა რომ ამ საღამოს მიხედავს ამ საკითხს.

    დაელოდეთ.

    Posted by: thanos 15 Nov 2016, 19:33
    Warning:
    ჩემი პოსტის ქვემოთ ოფებზე უკვე ვორნები წამოვა. 20 წუთი მოითმინეთ.

    Posted by: holden kolpildi 15 Nov 2016, 19:35
    Adur
    მოდერმა მალე გახსნიოოო.. მაქ. 1 საათში jump.gif jump.gif

    Posted by: MySweetAudrina 15 Nov 2016, 19:36
    საერთოდ აზრზე არ ვარ რა თემაა და ალბათ არც შემოვსულვარ არასდროს მაგ თემაში biggrin.gif ამ თემასაც შემთხვევით მოვკარი თვალი და გამიჩნდა სურვილი დავაფიქსირო საკუთარი აზრი biggrin.gif

    იუზერების მოთხოვნა სამართლიანი მგონია...

    ახლა შევამჩნიე მარიმარი11 მოდერატორი გამხდარა biggrin.gif თუმცა "სექსის და ქ&მ განყოფილების"...

    ხოდა, საერთოდ ვერ ვხვდები რატომ აძლევს სხვა განყოფილების მოდერატორი თავს უფლებას, რომ სხვა განყოფილებაში გამოიყენოს თავისი უფლებები??

    ეს არის იმ სხვა განყოფილების მოდერატორისთვის შეურაცხყოფის მიყენება.... ვითომ ცუდად მოდერირებს თუ რა არის?

    პ.ს

    მე იუზერების ადგილას თემას გავხსნიდი პირად თემებში... სასაცილოა უბრალოდ, ქ&მ განყოფილებაში საერთოდ არ შევდივარ... უაზრო განყოფილებაა, სულ ჩხუბი და დავიდარაბაა და სისულელეებზე ლაპარაკობენ ვიღაც "აზაბოჩენი ტიპები" biggrin.gif ხოდა, ასეთი განყოფილების მოდერი მიდის სხვა განყოფილებაში და სიტუაციას ურევს....

    ისმევა კითხვა, რატომ, რისთვის? ელემენტარული კოლეგიალურობის გრძნობა მაინც ხომ უნდა გაგაჩნდეს, თუ მესია ხარ და მთელი ფორუმი უნდა მოაქციო biggrin.gif

    პ.პ.ს

    მინიმუმ საჯარო ბოდიში გაქვს მოსახდელი მარი yes.gif მე ესე მგონია user.gif

    პ.პ.პ.ს

    thanos

    მოდერ, არ დამვორნო, ვწერდი უკვე, არ წამიკითხავს შენი პოსტი sad.gif

    Posted by: marimari11 15 Nov 2016, 19:39
    MySweetAudrina
    ცუნცულ 1000პოსტზე მეტი რომ გაქვს განყოფილებაში შენი გახსნილი თემის დახურა შეგიძლია
    აქ ჩემი მოდერობა არაფერ შუაშია.


    კი უეჭველი :დ 1 დიდ საბოდიშო ტექსტს დავწერ თემა რომ გაიხსნება

    Posted by: holden kolpildi 15 Nov 2016, 19:39
    MySweetAudrina
    ჯერ სიტუაცოიაში გარკვევა მაინც გეცადა სანამ მარის რაღაცეებს დაბრალებდი facepalm.gif არ უნდა დაეხურა მეც მაგ აზრზე ვარ მაგრამ დანარჩენზე კომენტარი ზედმეტია

    Posted by: thanos 15 Nov 2016, 19:50
    https://forum.ge/?f=18&showtopic=34906396

    მორჩა ოფი.

    Posted by: MeBeforeYou 4 Dec 2016, 18:04
    გერმანულ ენოვანი წიგნები სად ვიყიდო? ან თუ შეგხვედრიათ ბუკინისტებთან?

    Posted by: Nirvana11 5 Dec 2016, 23:18
    marimari11
    შენ ხარ ამ განყის მოდერი?

    როგორ არ მიყვარს ეს უაზრო გარჩევები, მაგრამ, თემას რომ აქრობ საერთოდ ან დახურე და მიზეზი მიუთითე, ან რომელიმე თემას შეუერთე, თან თემა იყო ანალიტიკაზე, სტატისტიკაზე, რა იყიდება, რას კითხულობენ, რატომ კითხულობენ, ჰოდა მინიმუმ გაქრობას არ იმსახურებდა, და დახურვას თუ იმსახურებდა, თემაშივე გთხოვე ცოტახანი არ დაგეხურა, საიდან ჩნდებით, ვინ ხართ, რა გინდათ, რატო ცხოვრობთ ასეთი კოელიოები facepalm.gif

    Posted by: marimari11 5 Dec 2016, 23:52
    Nirvana11
    QUOTE
    შენ ხარ ამ განყის მოდერი?

    არა givi.gif
    thanos ეს იყო ადრე
    ეხლა ეს არის https://forum.ge/?showuser=210076


    ვნახე ეგ წაშლილი თემა.მოდერს ეწერა რომ ამ თემაში დაგეპოსტა

    Posted by: Ras_al_Ghul 6 Dec 2016, 00:00
    Nirvana11

    გაქრობაზე ბოდიშს გიხდი, მობილურით ვიყავი და ვეღარ მოვახერხე გამოსწორება smile.gif

    და ისე აქ რომ გეკითხა არაფერი მოსარიდებელი არაა, როგორც შენ თემაში გეწერა love.gif

    Posted by: Nirvana11 6 Dec 2016, 00:33
    Ras_al_Ghul
    თქვენ იყავით კარგად და თემის დედის ,,თეთრი ღამეებიც", უბრალოდ ეს ხომარაა აქტიური განყი სადაც იუზერებს შევაწუხებდი არათემატური თემით? 1 საღამო გეცლია, კვლევისთვის მჭირდებოდა ინფორმაცია, ისედაც გადავსებულია ნაგავი თემებით და გაგექროთ მერე, მითუმეტეს ეგ თემა თავისი არსით შეიძლება განიხილო როგორც სტატისტიკა/ანალიტიკა და იმსჯელო კითხვის ტენდენციებზე, მაგრამ ნუ რაც არის არის, როგორც დასაწყისში აღვნიშნე თქვენ იყავით პირნატელი თქვენი მოვალეობების მიმართ და აღასრულეთ ის მაღალღირებული მისია რაც მოდერირებას თან გასდევს მეწამულ ფერთა პალიტრით და სტატისტიკას არ გავკარი? smile.gif





    Posted by: Ras_al_Ghul 6 Dec 2016, 00:41
    Nirvana11

    კარგი yes.gif არ მეგონა კვლევაში თუ შეგიშალე ხელი, ბოდიში.. გახსენი დროებით თემა, ხელს შეგიწყობ ყველანაირად love.gif

    » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

    Posted by: VENIAK 9 Dec 2016, 23:09
    გამარჯობათ...
    გონების მიღმა შერონ მ. დრეიპერი
    ამ წიგნიე ელექტრონული ვერსია თუ გაქვთ ვინმეს ძალიან გთხოვთ..... ძალიან მჭირდება....

    Posted by: tbilisiforum 21 Jan 2017, 14:25

    გამარჯობა ფორუმელებო.. მინდა მირჩიოთ რომელიმე რომანი რომელიც გსმენიათ გაგიგიათ მოგისმენიოათ წაგიკითხავთ ან იცით რომ საუკეთესოა და თქვენზე შთაბეჭდილება მოახდინა.. მოკლედ მინდა შეყვარებულს ვაჩუქო რომანი რომელიც წყვილზე იქნება.. საუკეთესო სიტყვებით და დიალოგებით რომლის წაკითხვა კიდვ თავიდან მოგინდება.. ბიბლუუსში მითხრეს 40 წესი სიყვარულისთვის და რაღაცეები სადაც თავებად და რამდენიმე მოთხრობაა და მინდა რომ ამ რომანმა შთაბეჭდილება მოახდინოს.. თუ რამე იცით რომელიც არის საუკეთესო თქვენი აზრით და შეესაბამება ჩემს მიერ აღწერილ წიგნს გთხოვთ დამეხმაროთ

    Posted by: საკურა. 1 Feb 2017, 01:29
    ჰელპ....
    წიგნი მინდა ადამიანისთვის, რომელიც გიჟდება star wars-ზე, უცხოპლანეტელებზე, იზიდავს შემეცნებითი სიახლეები, გალაქტიკა, ფენტეზი და არის ჭეშმარიტი smart boy.... biggrin.gif
    პ.ს. კარგად იცის რუსული და ინგლისური ენები, ამიტომ, სრულიად შესაძებელია წიგნი იყოს აღნიშნულ ენებზე....
    პ.ს. (1) წიგნი უნდა იყიდებოდეს თბილისის წიგნის მაღაზიებში და მჭირდება სასწრაფოზე სასწრაფოდ....
    მადლობა წინასწარ,.....

    Posted by: mishoji 6 Feb 2017, 13:48
    50 პერსონა - მათ შექმნეს ისტორია" - ტომი მესამე

    ამ სერიაზე რას იტყვით?

    Posted by: Lovecraft 8 Feb 2017, 21:18
    არ ვიცი სწორ განყოფილებაში ვწერ თუ არა მაგრამ იქნებ რომელიმე აქ მპოსტავთაგანი მწერალი თუ არის PM მომწეროს რაღაცის კითხვა მინდა

    Posted by: Rayleigh 8 Feb 2017, 21:20
    საკურა.
    Dune
    ძალიან დაევასება, თუ მსგავსი ინტერესები გააჩნია.
    უბრალოდ აქ იყიდება თუ არ არ ვიცი, წესით უნდა იყოს
    საკმაოდ პოპულარულია

    Posted by: საკურა. 8 Feb 2017, 22:03
    Rayleigh
    მადლობა, სხვა რაღაც ვუყიდე უკვე, მაგრამ მომავალში გავითვალისწინებ.....

    Posted by: Chiburdanidzee 12 Feb 2017, 16:13
    გამარჯობათ.
    ვეძებ წიგნს,რომელიც ვერსად ვერ ვნახე თითქმის და მაინტერესებს რაიმე ინფორმაცია ხომ არ მოგეპოვებათ მის შესახებ? ან ვინმე თუ ყიდის და თუ ყიდის მისი ფასი მაინტერესებს.
    წიგნზე ინფორმაციას მოგაწვდით:
    STRABONIS
    RERUM
    GEOGRAPHICARUM
    LIBRI XVII
    AD
    OPTIMORUM LIBRORUM FIDEM
    ACCURATE EDITTI.
    EDITIO STEREOTYPA.
    TOMUS II
    LIPSIAE
    SUMTIBUS ET TYPIS CAR. TAUCHNITII.
    1829

    ეს არის თავსართი და იქნებ დაგეხმაროთ მოძიებაში
    წინასწარი დიდი მადლობა.

    Posted by: cosanostra89 19 Feb 2017, 11:30
    გამარჯობათ! თუ არის აქ ვინმე:დ
    მოკლედ მინდა ასე 15წიგნი ფილოსოფიური ,ანუ საუკეთესო ფილოსოფიური წიგნები და რას მირჩევთ ;დ
    user.gif
    ამ ბოლო დროს ძალიან შევჯექი ,უხეშათ რომ ვთქვათ ფილოსოფიაზე.

    Posted by: HurricaneKat. 20 Feb 2017, 12:14
    cosanostra89
    ჯერ მხატვრული წაიკითხე რამე
    მერე გადადის კონკრეტულ თემატიკაზე
    მარკუს ავრელიუსი "მედიტაციები" (თანამედროვე თარგმანი)
    საბჭოთა პერიოდის გამოცემებში "ფიქრები"
    ცადე


    ...........................
    იულიუს ევოლას სადმე რამე თუ გეგულებათ შემომაშველეთ

    Posted by: cosanostra89 21 Feb 2017, 12:52
    HurricaneKat.
    მარკუს ავრელიუსი biggrin.gif წაკითხული მაქვს )) პლატონზე რას იტყვი ?
    პ.ს მადლობა გამოხმაურებისთვის

    Posted by: HurricaneKat. 24 Feb 2017, 09:43
    cosanostra89
    სხვისთვის რჩევა რთული საქმე ყოფილა sad.gif
    პლატონი არ გინდა
    რამე მარტივი უფრო

    Posted by: IRAKLI_1o 24 Feb 2017, 10:36
    cosanostra89
    თუ ეხლა იწყებ ფილოსოფიაში შებიჯებას, ჯობს ანტიკურიდან დაიწყო და მიყვე მერე ნელ-ნელა სხვა პერიოდებსაც.
    ამტიკურობაზე ზოგადი წარმოდგენა რომ შეგექმნას, წასაკითხად გირჩევდი გურამ თევზაძის – ''ანტიკური ფილოსოფიის ისტორიას'' და სავლე წერეთლის – ''ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში I – ანტიკური ფილოსოფია''ს wink.gif

    და თუ მეორადი ლიტერატურა არ გინდა და უშუალოდ რომელიმე ფილოსოფისის ტექსტით გინდა დაწყება, გირჩევდი პლატონის ''ფეონი'' და ნადიმი'' და ჰერაკლიტეს ''ფრაგმენტები'' წაიკითხო თავიდან wink.gif

    Posted by: Xendexox 26 Feb 2017, 22:13

    დოქტორი მოუდი "ცხოვრება გარდაცვალების შემდეგ" ამ წიგნს ვეძეებ დამეხმარეთ მაშოვნინეთ

    Posted by: HurricaneKat. 22 Mar 2017, 15:41
    სტალკერი გვაქვს ქართულად?
    .........................................................

    Posted by: Joiner 11 Apr 2017, 13:43
    ჩეხოვის судьба собаки მირჩიეს და მსგავსი წიგნი აქვს საერთოდ? spy.gif
    კაშტანკას ხომ არ აქვს რამე კავშირი? user.gif

    Posted by: 4L3X 21 Apr 2017, 20:18
    გამარჯობა მეგობრებო თქვენი რჩევა მჭირდება ვაპირებ წავიკითხო ხოსე სარამაგოს "სიბრმავე" და დანტე ალიგიერის "ღვთაებრივი კომედია". ვისაც პალიტრა ელის თარგმანი წაგიკითხავთ, ვარგა?

    Posted by: zviozvio 22 Apr 2017, 16:15
    საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის I და II ტომების შეძენა სად არის შესაძლებელი?
    * * *
    http://radikal.ru
    http://radikal.ru

    Posted by: vako_adidas 26 Apr 2017, 18:11
    mapovninet es wigni ra, sikvdil-sicocxlis sakitxia

    Posted by: marimari11 28 Apr 2017, 00:32
    დოსტოევსკის მოთამაშის ელ ვერსია არ გაქვთ?

    Posted by: MITIATO 30 Apr 2017, 00:29
    vako_adidas

    QUOTE
    mapovninet es wigni ra, sikvdil-sicocxlis sakitxia

    ანა გავალდა-მე ის მიყვარდა

    Posted by: ronald_wesley 1 May 2017, 01:08
    https://forum.ge/?showtopic=34945440&hl=

    Posted by: vako_adidas 2 May 2017, 00:29
    MITIATO
    Ugrmesi madloba

    Posted by: Mode-Off 7 Jun 2017, 01:07
    მეგობრებო მინდა წავიკითხო ჯადოსნური მთა, გთხოვთ მირჩიოთ ვისი თარგმანი ჯობია?
    შემთხვევით წერედიანის თარგმანი ხომ არ არსებობს?

    Posted by: DaviT-Davit 13 Jun 2017, 23:21
    მოგესალმებით. იქნებ დამეხმაროთ ვინმე და მითხრათ, ვინმე თუ ყიდის ან სადმე თუ შემიძლია შევიძინო "ბაკმი"-ს გამომცემლობის "უქარქაშო ხმლები" და სულაკაურის გამომცემლობის-"ქართული კლასიკური მწერლობა" 1,2,4,9,10 ტომები წინასწარ მადლობას გიხდით ყურადღებისთვისsmile.gif

    Posted by: DaviT-Davit 17 Jun 2017, 08:50
    არავის გაქვთ ქალი ქვიშაში? ან კანონიერი ქურდის აღსარება? ან გოეთეს-ფაუსტი ან ლაოძი ან ბოლესლავ პრუსის თოჯინა, ან ჯეიმს კერვუდის-კაზანი ან გრიზლი? ან მყუდრო აგარაკის საიდუმლოება, ან სამხილი მარლბოროს კოლოფზე, ან მკაცრი რეჟიმის სასახლე, ან საზღაური, ან ქურდები და არიფები??? გთხოვთ მომწერეთ ვისაც რომელიმე წიგნი გაქვთ და გაყიდვა გინდათ. მადლობა წინასწარ

    Posted by: DaviT-Davit 23 Jun 2017, 08:46
    მოგსალმებით. ვინმეს ხომ არ აქვს ბაკმი-ს გამომცემლობის უქარქაშო ხმლების მე-2 ტომი?

    Posted by: magic100 28 Jun 2017, 15:37
    GamarjobaT, didi Txovna iqneba matxovot oskar vaildis dorian greis portret (uvnebels dagibrunebt). Tu gindat Sanacvlod mec shemidzlia gatxovot wignebi... Gtxovt shemexmianot

    Posted by: 4L3X 7 Aug 2017, 14:17
    გამარჯობა კეთილო ხალხო, თუ შეგიძლიათ მითხრათ ozone.ru-დან წიგნი როგორ ჩამოვიტანო თბილისში?

    Posted by: _Lali_ 7 Aug 2017, 14:28
    4L3X
    ჩვეულებრივად უნდა დარეგისტრირდე და გამოიწერო აქაურ მისამართზე, მაგრამ ძალიან ძვირი ჯდება ტრანსპორტირება, რადგან სწრაფი ფოსტით გზავნიან

    Posted by: 4L3X 7 Aug 2017, 14:31
    _Lali_
    მადლობა.

    Posted by: MITIATO 7 Aug 2017, 15:49
    4L3X

    QUOTE
    ozone.ru-დან წიგნი როგორ ჩამოვიტანო თბილისში?

    ამათ ჩამოაქვთ: http://elva.ge/menu_id/12/
    ფორუმელებსაც შეუკვეთავთ და არ იყვნენ უკმაყოფილოები.

    თორემ რუსეთიდან ერთხელ გამოვიწერე პირდაპირ რაღაც და 2 თვე იყო გზაში. user.gif

    Posted by: pexuca 13 Aug 2017, 15:54
    გამარჯობათ,

    შემთხვევით მოვისმინე ნაწილი ირაკლი ლომაურის რადიო პიესა "ბუუ"

    მოკლედ ვერსად ვერ მოვიძიე ინტერნეტში. პიესა არის 2001 წლის თუ არ ვცდები.

    იქნებ ვინმემ მირჩიოს სად შეილება რო მოვიძიო ან ვინმეს ქონდეს ძალიან მადლობელი ვიქნები.

    დღეს მოვუსმწინე ნაწილს და რაღაცნაირად დამაინტერესა და იქნება ვინმემ იცოდეს სადაა ხელმისაწვდომი.

    წინასწარ უდიდესი მადლობა

    Posted by: fork 15 Aug 2017, 12:05
    სალუტ,ხალხო...
    ვეძებ ქართულ ფენტეზი მოთხრობას,სადაც ბიჭი ხვდება უკუღმართ სახელმწიფოში,სადაც მდაბიოთ ქართული ანბანის სახელები აქვთ...
    მაგ:მანი,ნარი,ინი და ა.შ.

    Posted by: RiVAi 28 Aug 2017, 21:50
    სანტა ესპერანსა არ არის სადმე ან PDF ან რამე? sad.gif

    Posted by: monty7 6 Sep 2017, 17:38
    გამარჯობა, "ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს..." ეს ფრაზა დამასრულებიეთ კრეატიულად, თემა "ქველმოქმედება", ან რაიმე ფრაზა ლიტერატურიდან/პოეზიიდან რომელიც მოერგება ქველმოქმედების/თანაგრძნობის თემას...

    Posted by: 4L3X 2 Oct 2017, 17:48
    მოკლედ 2 წლიანი რეგულიარული წიგნების ყიდვის შემდეგ მოხდა ის რაც ხდება, თაროები გამოვესო. ახლა მჭირდება რომ სახლი ვუყიდო ჩემს უსახლკაროდ დარჩენილ წიგნებს, სადმე ხომ არ შეგხვედრიათ ან ხომ არ გეგულებათ თაროები, უკეთესია თუ კოლოფის ფორმის იქნება. წინასწარ გიხდით მადლობას.

    Posted by: ნაკო 2 Oct 2017, 22:46
    მარკეტინგისა დს მენეჯმენტის PDF ფორმატები შემომიგდეთ თუ გაქვთ .

    Posted by: GIORGI XXL 3 Oct 2017, 01:07
    4L3X
    MITIATO
    QUOTE
    ozone.ru

    ესენი ყველაზე ძვირად ყიდიან. არის სხვა კარგი გამყიდველიც.
    ისე 2 დღეში (გზა) შეიძლება გამოგზავნა. გამოგზავნის ღირებულება 1კგ 150 რუბლი ანუ 2.60$
    მინიმალური ღირებულება 1000 რუბლი. ე.ი. მცირე წონის ამანათი ჩაითვლება 6,6 კილოგრამად

    Posted by: tomhardy 7 Oct 2017, 10:55
    Jason Bourne ფილმი როარის ხო იცით ეგ არის წიგნების მიხედვით გადაღებული და არ იყიდება სადმე თბილისში?

    Eric Van Lustbader:
    The Bourne Legacy (2004)
    The Bourne Betrayal (2007)
    The Bourne Sanction (2008)
    The Bourne Deception (2009)
    The Bourne Objective (2010)
    The Bourne Dominion (2011)
    The Bourne Imperative (2012)
    The Bourne Retribution

    Posted by: fork 7 Oct 2017, 16:19
    ჩემს ძმას მისცეს ბიბლიუსის 50ლარიანი სასაჩუქრე ბარათი,რომელზეც მისი სახელი წერია.
    შემიძლია სარგებლობა?
    ის ნამდვილად არაა ბიბლიუსის მომხმარებელი.

    Posted by: tomhardy 10 Oct 2017, 09:19
    Jason Bourne ფილმი როარის ხო იცით ეგ არის წიგნების მიხედვით გადაღებული და არ იყიდება სადმე თბილისში?

    Eric Van Lustbader:
    The Bourne Legacy (2004)
    The Bourne Betrayal (2007)
    The Bourne Sanction (2008)
    The Bourne Deception (2009)
    The Bourne Objective (2010)
    The Bourne Dominion (2011)
    The Bourne Imperative (2012)
    The Bourne Retribution

    Posted by: Giorgijee 11 Oct 2017, 08:50
    დიოგენეს მაღაზიის მისამართი?

    Posted by: Heart_of_Darkness 14 Oct 2017, 23:50
    ,,ამაზონიდან" რამდენიმე სახელმძღვანელოს გამოწერა მიწევს,
    ,,ამაზონის" ახალი მომხმარებელი ვარ, ზოგადად არ მიყვარს ონლაინ-შოპინგი,
    განსაკუთრებით ვირტუალურად წიგნების ყიდვა,
    თუ არ შევეხე წიგნს და თუ არ გადავფურცლე, სანამ ვიყიდი, არ შემიძლია,
    მაგრამ სხვა გამოსავალი არაა,
    ჰოდა, პირდაპირ თავის შიპინგით გამოვიწერო თუ, აქაც, USATOGEORGIA-ს დახმარებით?

    და საერთოდ, მეორადი წიგნები, ამერიკადან როგორ მდგომარეობაში ჩამოდის?
    Good- კი აწერია, მაგრამ რავიცი...

    Posted by: Joiner 24 Oct 2017, 16:14
    Heart_of_Darkness
    წიგნების მხრივ https://www.thriftbooks.com/ -ს უფრო აქებენ.

    QUOTE
    ჰოდა, პირდაპირ თავის შიპინგით გამოვიწერო თუ, აქაც, USATOGEORGIA-ს დახმარებით?

    ორივეგან USATOGEORGIA დაგჭირდება. პირდაპირ საქართველოში არ მოაქვთ.

    Posted by: Heart_of_Darkness 25 Oct 2017, 19:05
    Joiner
    QUOTE (Joiner @ 24 Oct 2017, 16:14 )
    წიგნების მხრივ https://www.thriftbooks.com/ -ს უფრო აქებენ.

    მადლობა, ვცდი აქედან გამოწერას.

    Posted by: wrangler7 29 Oct 2017, 23:11
    Giorgijee
    9,Apakidze street
    0171 Tbilisi,Georgia

    საიტზე ეს აქვთ მითითებული

    Posted by: 4L3X 6 Nov 2017, 20:43
    ხალხო 2 კითხვა მაქვს თქვენთან. ოლდუს ჰაქსლის "დრო უნდა ჩერდებოდეს" კარგათ არის თარგმნილი? და მეორე სტეინბეკის და ფოლკნერის წინებს ბევრი სხვადასხვა გამომცემლობა თარგმნის და კარგათ რომლები აკეთენ ამ საქმეს?

    Posted by: HurricaneKat. 10 Nov 2017, 14:54
    4L3X
    თუ საბჭოთა გამოცემებს იშოვნი ეგ გირჩევნია
    მე პირადად მაგათ ვანიჭებ უპირატესობას

    სტეინბეკი და ფოლკნერი ვიცი რომ არის თარგმანები
    ჰაქსლით არ დავინტერესებულვარ და ვერ გეტყვი

    Posted by: kavalashvili 8 Dec 2017, 23:53
    "სამოსელი პირველი" ინგლისურად არის ნათარგმნი? იცით ვინმემ სად შეიძლება ვნახო?

    Posted by: JSB14BSJ 17 Dec 2017, 23:17
    ფორუმზე მთარგმნელებისთვის ცალკე თემა ან ტოპიკი ან რამე მსგავსი არსებობს?
    საერთოდ მთარგმნელები შემოდიან აქ?
    მთარგმნელებს მინდა, დავიკავშირდე.

    Posted by: nino_nini 20 Dec 2017, 22:07
    ერთი წიგნის სახელი მაინტერესებს,მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში უნდა იყოს დაწერილი.მაღალი მხატვრული ღირებულება არ უნდა ჰქონდეს.სადღაც წავიკითხე ბოლო რამდენიმე ფურცელი და დავწერ რაც მახსოვს:მთავარ გმირს ჰქვია ზაზა,მგონი პოლიციელია.მის ცოლს ჰქვია ცირუ.ჰყავთ ორი შვილი.ზაზას დედაცაა ნახსენები.ზაზას მოკვლას ეცდებიან,ცირუ გადააეფარება და მოკვდება.ბოთლს ჩაარტყავენ მგონი.ზაზა ცირუს საფლავზეა ასული და მაგით მთავრდება.
    თუ იცით რა წიგნია იქნებ დაწეროთ.

    Posted by: Perske 25 Jan 2018, 21:17
    UP
    ................................................................

    Posted by: 13plus 28 Jan 2018, 04:56
    კენ ბრუენის რომანი ლონდონის ბულვარი აქ შეიძლება სადმე რომ შევიძინო? ინგლისურ ენაზე

    Posted by: copura 15 Feb 2018, 10:20
    გამარჯობა, ზარატუსტრას ვეძებ, რუსულ ენაზე. სადმე რამე გეგულებათ? ვიშოვი სადმე?

    Posted by: pusho13 17 Feb 2018, 11:34
    აკა მორჩილაძის მადათოვის ტრილოგია („გადაფრენა მადათოვზე და უკან", „გაქრები მადათოვზე", „ვეშაპი მადათოვზე" ხომ ა რგაქვთ ელექტრონულად ან ისე წიგნები რომ ჰყიდდეთ ?

    Posted by: temart 10 Mar 2018, 10:08
    ,,სხვა ყველაფერი წყალს წაუღია,
    თუ საქართველო აღარ იქნება! ''


    ეს სიტყვები გრიგოლ აბაშიძისაა. ლადო ასათიანსაც აქვს მგონი მსგავსი ლექსი.

    ხომ ვერ შემახსენებთ?


    Posted by: ეფეს_დუხი 4 Apr 2018, 20:07
    გამარჯობათ. გერმანულ ენაზე ნათარგმნი არის თუ არა "კვაჭი კვაჩანტირაძე " ? rolleyes.gif

    Posted by: JSB14BSJ 21 Apr 2018, 22:30
    ეფეს_დუხი
    კვაჭანტირაძე არ ვიცი, მაგრამ უძლიერესი ნიკი გაქვს biggrin.gif
    მე ახლა ოტმარას დუხს დავარეგისტრირებ biggrin.gif
    user posted image

    Posted by: chuvak_lexo 23 May 2018, 13:44
    ხალხებო იქნებ დამეხმაროთ user.gif

    ქინდლის არჩევანში გავიჭედე sad.gif
    https://forum.ge/?act=ST&f=25&t=35026336

    Posted by: Joiner 23 May 2018, 14:21
    chuvak_lexo
    გააჩნია ღამით (სიბნელეში) კითხულობ თუ არა. თუ კი მაშინ ფეიფერვაითი.

    Posted by: ქაფქიანა 29 May 2018, 15:30
    ტენისონის ,,მოდი" თარგმნილია ქართულად?

    Posted by: Velvet71 30 May 2018, 00:16
    Frank M. Ahearn - How to Disappear

    ვეძებე და ვერსად ვნახე pdf

    იქნებ ვინმეს გქონდეთ...

    Posted by: Greenwizard 3 Jun 2018, 21:31
    Anger Management-ზე სად შეიძლება თბილისში წიგნის შეძენა? გამოწერა ვიცი, ფიზიკურად მინდა ვიყიდო სადმე ან ვინმესგან. ან ინგლისურად ან ქართულად. მადლობა წინასწარ smile.gif

    Posted by: _Lali_ 4 Jun 2018, 12:15
    Greenwizard
    QUOTE
    გამოწერა ვიცი

    საიდან იწერ ხოლმე?

    Posted by: Greenwizard 6 Jun 2018, 17:37
    QUOTE (_Lali_ @ 4 Jun 2018, 12:15 )
    Greenwizard
    QUOTE
    გამოწერა ვიცი

    საიდან იწერ ხოლმე?

    ამაზონიდან

    Posted by: NovemberRain 7 Jun 2018, 20:39
    ვეძებ ნაწარმოებებს სადაც გარდაცვლილებიც იქნებიან მოქმედი გმირები
    აი სულ პედრო პარამბოს თუ არა , ვერნონ გენიოს ლითლის მაგვარი მაინც იქნებიან

    Posted by: kaatinga 7 Jun 2018, 22:59
    NovemberRain
    QUOTE
    პედრო პარამბო


    no.gif

    QUOTE
    პედრო ბარამბო

    yes.gif

    Posted by: NovemberRain 7 Jun 2018, 23:04
    kaatinga
    ვიცოდი რა
    კურტ ვონეგურტის არ იყოს
    გადამოწმება დამეზარა sad.gif
    ეგ დაწერილი არ ქონდა მე რომ წავიკითხე

    ვედრო ბარამბო yes.gif



    * * *
    ანუ რულფოს არ ქონდა დაწერილი მეთქი sad.gif

    Posted by: Onyx′ 17 Jul 2018, 16:08
    ქართულად რა არის ნათარგმნი ვესტერნის ჟანრში?
    კინგის დარქ თაუერი ვიცი
    სხვა მინდა რამე, კარგი ველური დასავლეთის ატმოსფერი რომ მოდიოდეს

    ან მაინცა და მაინც ვესტერნი თუ არ იქნება, მოქმედება მაინც ხდებოდეს ტექსასში ან სადმე მსგავს ადგილას

    Posted by: Zestafans 17 Jul 2018, 19:03
    მეგობრებო, რამე ინგლისური ზღაპრები ან მოთხრობები რამე მარტივი გასაგები საწყის ეტაპზე სად მოვიძიო, ბიბლიოთეკებში ან სადმე შეიძლება რომ ვიშოვო ?

    Posted by: GIORGI XXL 16 Oct 2018, 14:30
    რამდენი სიტყვაა ქართულ ენაში?
    ინგლისურში 1,5 მილიონია, რუსულში მხოლოდ 70 ათასი.
    საბჭოთა პერიოდში წერდნენე რომ ქართული ენა ყველაფრის გამოთქმის საშუალებას იძლევა და ეს რუსული ენის (თითქოს ეტალონური) ფონზე გამართლების მცდელობას გავდა.
    სინამდვილეში კი რუსული ენის სიღარიბის გამო ბევრი რამ ქართულიდან რუსულად არ ითარგმნება

    Posted by: დაუმორჩილებელი 16 Dec 2018, 17:36
    თუ იცით ვინმემ, რა ქვია ერთიდაიგივე ასოებისგან რომ შედგებიან? მაგალითად იმათ და მათი. მადლობა წინასწარ.

    Posted by: kaatinga 16 Dec 2018, 22:01
    daumprchilebeli
    ანაგრამა.

    როცა წაღმა და უკუღმა ერთნაირად იკითხება - პალინდრომი

    Posted by: დაუმორჩილებელი 16 Dec 2018, 22:45
    kaatinga

    დიდი მადლობა. smile.gif ქართული ანაგრამების მოგროვება მინდოდა და სახელი კი არ ვიცოდი. biggrin.gif

    Posted by: დაუმორჩილებელი 21 Dec 2018, 13:16
    kaatinga

    როდესაც ერთი სიტყვის შებრუნებით მეორე სიტყვა მიიღება, მაგათთვის თუ არსებობს რაიმე სახელწოდება?

    Posted by: anuki95 5 Feb 2019, 20:03
    გამარჯობა.

    ვეძებ წიგნს ნევროლოგიის შესახებ. უფრო კონკრეტულად, მაინტერესებს რა ხდება ადამიანის ტვინში, როცა ის მუსიკას უსმენს, ხატავს, ვაჯიშობს და ა.შ., მინდა წიგნი, რომელიც საინტერესო ფაქტებით იქნება სავსე. იმედია, დაახლოებით მიგახვედრეთ, რას ვეძებ.
    სასურველია, თუ წიგნი ქართულ ენაზე იქნება, მისაღებია ინგლისური ენაც.

    Posted by: GIORGI XXL 12 Feb 2019, 16:03
    anuki95
    QUOTE
    რა ხდება ადამიანის ტვინში

    ამას უმაღლესი ნერვული მოქმედება ქვია. მოძებნე ან ასე ან უბრალოდ ცენტრალური ნერვული სისტემის ფიზიოლოგია

    Posted by: achikia 17 Apr 2019, 23:16
    ოთარ შალამბერიძის ლექს ვეძებ ჩემს სოფელზე აქვს დაწერილი "რა ამბავია ნორიოს "სად ან როგორ შემიძლია მოვიძიო

    Posted by: დაუმორჩილებელი 27 Apr 2019, 21:22
    ქართული კუთხური განსხვავებული სიტყვების მნიშვნელობაზე სად შეიძლება ვიკითხო?

    Posted by: anuki95 13 Jun 2019, 17:15
    ჯეკ კერუაკის "დჰარმის მაწანწალებისა" და "გზის" მსგავსი წიგნი ხომ არ იცით რომ მირჩიოთ?

    Posted by: rockforever 13 Jun 2019, 21:31
    QUOTE
    ქართული კუთხური განსხვავებული სიტყვების მნიშვნელობაზე სად შეიძლება ვიკითხო?


    ალექსანდრე ღლონტის სიტყვა თქმათა ლექსიკონში


    Posted by: სოხა 13 Jul 2019, 15:32
    მეგობრებო, მარსელ პრუსტის "დაკარგული დროის ძიებაში" შვიდივე ციკლი არის ნათარგმნი ქართულად? თუ კი, სად შეიძლება შევიძინო ?

    Posted by: Joiner 13 Jul 2019, 23:01
    სოხა
    მარტო სამი: პირველი, მეოთხე და მეშვიდე ნაწილები.

    http://laterna.ge/?cat=38&show=19079
    http://laterna.ge/?cat=38&show=16546
    http://laterna.ge/?cat=38&show=22031

    ყიდვას რაც შეეხება, სავარაუდოდ ბიბლუსსა და პარნასში უნდა იყოს.

    Posted by: სოხა 14 Jul 2019, 22:56
    Joiner
    დიდი მადლობა.
    წიგნშებში მიმდინარე მოვლენები ერთმანეთს არ უკავშირდება, თუ რა ლოგიკით არის ესეთი თანმიმდევრობით გამოცემული ?

    Posted by: Joiner 14 Jul 2019, 23:11
    სოხა
    QUOTE
    წიგნშებში მიმდინარე მოვლენები ერთმანეთს არ უკავშირდება, თუ რა ლოგიკით არის ესეთი თანმიმდევრობით გამოცემული ?

    კავშირზე ვერაფერს გეტყვი არ წამიკითხავს, ქართული გამომცემლობები კი რანაირი ლოგიკით უშვებენ წიგნებს, ყველასთვის უცნობია. user.gif

    Posted by: anuki95 12 Aug 2019, 15:06
    მარიო ვარგას ლიოსაზე რას მეტყვით?

    "ვაცის ნადიმს" მოვკარი თვალი სადღაც და დამაინტერესა. მინდა ვიყიდო და ჯერ სხვა რამით ხომ არ დამეწყო, რას მირჩევთ?

    Posted by: Largo888 15 Aug 2019, 11:48
    გამარჯობათ! ვერ მეტყვით რა წიგნია? user posted image user posted image user posted image იქნებ ვინმემ გამარკვიოთ)

    Posted by: lepori 20 Aug 2019, 09:49
    Largo888
    სამეცნიერო და ტექნოლოგიური ტერმინოლოგიის ლექსიკონია
    ასე ითარგმნა კორეულიდან smile.gif

    Posted by: ამეტისტო 27 Sep 2019, 11:59
    თუ არ დაგეზარებათ, იქნებ წაიკითხოთ ჯერ დაუსრულებელი პოემა. ცხოვრებაში თურმე ხანდახან შეიძლება მოხდეს რაღაც ისეთი, მუზას რომ მოგიზღვავებს და სტრიქონებს დაგაწერინებს...
    წინასწარ მადლობა ყველანაირი შეფასებისთვის.

    ჯერ დავდებ პირველ ნაწილს, ინტერესის შემთვევაში დანარჩენსაც დავდებ.
    სათაურიც სამუშაო ვერსიაა

    Posted by: tant 27 Sep 2019, 12:03
    სალამი,

    https://daagrove.vendoo.ge/products/1/apple-iphone-11-64-gb-mobiluri-telefoni-aifoni?referer=rImbCruB

    უმარტივესი რეგისტრაციაა ძალიან კარგ აქციაში.
    უნდა დარეგისტრირდეთ მობილურის ნომრით და მომცეთ ქულა.

    იქნებ დამეხმაროთ, თქვენ თუ ჩაერთვებით მეც მოგცემთ ქულას smile.gif

    მადლობა წინასწარ

    Posted by: ამეტისტო 27 Sep 2019, 15:07
    თუ არ დაგეზარებათ, იქნებ წაიკითხოთ ჯერ დაუსრულებელი პოემა. ცხოვრებაში თურმე ხანდახან შეიძლება მოხდეს რაღაც ისეთი, მუზას რომ მოგიზღვავებს და სტრიქონებს დაგაწერინებს...
    წინასწარ მადლობა ყველანაირი შეფასებისთვის. 

    ჯერ დავდებ პირველ ნაწილს, ინტერესის შემთვევაში დანარჩენსაც დავდებ. 
    სათაურიც სამუშაო ვერსიაა
    * * *
    როგორ ჩავტვირთო აქ ფაილი ტექსტით? მიწერს რომ ძალიან დიდიაო. მადლობა
    * * *
    https://www.docdroid.net/ozamX8O/document-4.docx
    * * *
    თუ არ დაგეზარებათ, იქნებ წაიკითხოთ ჯერ დაუსრულებელი პოემა. ცხოვრებაში თურმე ხანდახან შეიძლება მოხდეს რაღაც ისეთი, მუზას რომ მოგიზღვავებს და სტრიქონებს დაგაწერინებს...
    წინასწარ მადლობა ყველანაირი შეფასებისთვის. 

    ჯერ დავდებ პირველ ნაწილს, ინტერესის შემთვევაში დანარჩენსაც დავდებ. 
    სათაურიც სამუშაო ვერსიაა 


    https://www.docdroid.net/ozamX8O/kldis-mosakitkhi.docx

    Posted by: saba 003 2 Oct 2019, 20:51
    გამარჯობა

    Gerald Brom ის წიგნებს სადმე ვიშოვი საქართველოში? ვინმეს თუ მოეპოვება და ყიდის შემეხმიანეთ სასწრაფოდ

    Posted by: xx3xx 16 Jan 2020, 23:20
    მეტრო 2033 წიგნი რუსულად იყიდება სადმე ან ვინმე თუ ყიდის ?

    Posted by: Skooby 18 Mar 2020, 17:38
    QUOTE (xx3xx @ 16 Jan 2020, 23:20 )
    მეტრო 2033 წიგნი რუსულად იყიდება სადმე ან ვინმე თუ ყიდის ?

    წიგნის ფესტივალზე შემხვდა შარშან. რომელი მაღაზია ყიდდა არ მახსოვს. საკმაოდ ძვირად ყიდდნენ 40 ლარი ღირდა 1 წიგნი როგორც მახსოვს

    Posted by: xx3xx 18 Mar 2020, 20:45
    QUOTE (Skooby @ 18 Mar 2020, 17:38 )
    QUOTE (xx3xx @ 16 Jan 2020, 23:20 )
    მეტრო 2033 წიგნი რუსულად იყიდება სადმე ან ვინმე თუ ყიდის ?

    წიგნის ფესტივალზე შემხვდა შარშან. რომელი მაღაზია ყიდდა არ მახსოვს. საკმაოდ ძვირად ყიდდნენ 40 ლარი ღირდა 1 წიგნი როგორც მახსოვს

    მადლობა ^_^

    Posted by: Skooby 19 Mar 2020, 22:29
    რამე ისეთი წიგნები ან მიმდინარეობა,რომ მირჩიოთ რომელიც ჩემს კომფორტის ზონიდან ცემატყეპით გამომათრევს.

    Posted by: Fe11oW 20 Mar 2020, 19:54
    გადავწყვიტე რუსულად წავიკითხო რამდენიმე წიგნი რო ცოტა გავიუმჯობესო ენის ცოდნა

    ხოდა რამე 21-ე საუკუნის მწერალი და მისი შემოქმედება მირჩიეთ

    ბარემ ქინდლისთვის გადმოსაწერ ლინკსაც თუ დაურთავ bis.gif

    Posted by: polan_romanski 20 Mar 2020, 19:57
    Fe11oW
    QUOTE
    ხოდა რამე 21-ე საუკუნის მწერალი და მისი შემოქმედება მირჩიეთ

    მურაკამი,საკაიფოდ იკითხება ,მაგაზე და ბუკოვსკიზე დავამურამე რუსულად კითXVA

    QUOTE
    რამე ისეთი წიგნები ან მიმდინარეობა,რომ მირჩიოთ რომელიც ჩემს კომფორტის ზონიდან ცემატყეპით გამომათრევს.

    კაფკა ან კამიუ

    Posted by: Heart_of_Darkness 21 Mar 2020, 00:08
    QUOTE (Skooby @ 19 Mar 2020, 22:29 )
    რომელიც ჩემს კომფორტის ზონიდან ცემატყეპით გამომათრევს.

    რაში გჭირდება ამ თვითიზოლაციის და სახლში გამოკეტვის პერიოდში :)

    Posted by: Skooby 21 Mar 2020, 11:56
    QUOTE (Heart_of_Darkness @ 21 Mar 2020, 00:08 )
    QUOTE (Skooby @ 19 Mar 2020, 22:29 )
    რომელიც ჩემს კომფორტის ზონიდან ცემატყეპით გამომათრევს.

    რაში გჭირდება ამ თვითიზოლაციის და სახლში გამოკეტვის პერიოდში smile.gif

    ამდენი თავისუფალი დრო ბოლო 6 წლის განმავლობაშ პირველად მაქვს და ვიფიქრე ხეირიანად გამოვიყენებ,რამე ისეთს გავაკეთებ რაც პრობლემაა და მოსაგვარებელი მაქვს და აი მივადეგი ამ თემას.


    QUOTE
    კაფკა ან კამიუ


    ჯერ არ დამიწყია, პროცესი და შავი ჭირი მაქვს. ვითომ შეძლებენ ამას

    Posted by: polan_romanski 21 Mar 2020, 15:31
    Skooby
    QUOTE
    ჯერ არ დამიწყია, პროცესი და შავი ჭირი მაქვს. ვითომ შეძლებენ ამას

    პროცესი წაიკითხე yes.gif yes.gif

    Posted by: Heart_of_Darkness 21 Mar 2020, 22:56
    Skooby
    ეგ კი გასაგებია და მოსაწონიც კია, მაგრამ კომფორტის ზონიდან გამოსაყვანი წიგნი რად გინდა,
    მე ისე ვარ რაღაც ისეთს ვეძებ, წიგნს ან ფილმს, უფრო ლაითი რომ იყოს.
    ისეთი დროა, ისედაც ბევრი ნეგატივია, სანერვიულო, კომფორტის ზონაში გახვევის, თბილი ჩაისა და პლედის გარდა არაფერი მინდა.

    Posted by: Krusty_the_Clown 23 Mar 2020, 13:28
    ჩემი აზრით, რაც უფრო ღრმა და მრავლისმომცველი იქნება წიგნი, ასეთ დროს სწორედაც ეგ უფროა საინტერესო, რომ არ დაკარგო ადეკვატურობა და რეალობის აღქმა yes.gif

    Posted by: Skooby 24 Mar 2020, 12:40
    QUOTE (Krusty_the_Clown @ 23 Mar 2020, 13:28 )
    ჩემი აზრით, რაც უფრო ღრმა და მრავლისმომცველი იქნება წიგნი, ასეთ დროს სწორედაც ეგ უფროა საინტერესო, რომ არ დაკარგო ადეკვატურობა და რეალობის აღქმა yes.gif



    ესეიგი ფილოსოფიურ წიგნებს უნდა მივაწვე ...



    QUOTE
    ეგ კი გასაგებია და მოსაწონიც კია, მაგრამ კომფორტის ზონიდან გამოსაყვანი წიგნი რად გინდა,
    მე ისე ვარ რაღაც ისეთს ვეძებ, წიგნს ან ფილმს, უფრო ლაითი რომ იყოს.



    რთული სტრესი და დერესია გადავიტანე და არმინდა ისევ საკუთარი სამყაროს შექმნა დავწყო და რეალობა დავკარგო.

    აჩრდილები პრობლემას თუ არ წამოადგენენ, შემიძლია ძაან კარგი რამ გირჩი "პედრო პარამო" პატარაა მაგრამ ძაან კარგ დროს გაგატარებინებს

    Posted by: NikaJiadze 30 Mar 2020, 17:28
    ლიტ.ჯის აქცია ვინმემ გამოიყენეთ? და როგორ რომ ამიხსნათ ნაბიჯ-ნაბიჯ.

    Posted by: NGelashvili 3 Apr 2020, 20:00
    მეგობრებო რომელ წიგნს მირჩევთ წასაკითხაად?

    Posted by: perchatki 15 Apr 2020, 13:13
    მოკლედ მეგობრებო თქვენი დახმარება მჭირდება, მოკლედ ორგანიზაციულ კულტურაზე ვწერ ნაშრომს საბაკალავროს და მჭირდება ზოგადად თეორიული მასალა , და თუ ვინმეს მოგეპოვებათ ან უფასოდ სად შეიძლება ვნახო მასალა, წიგნი იქნებ ჩამიგდოთ რა, რაც მეტი მით უკეთესი

    Posted by: Lemontree 17 May 2020, 19:46
    მოგესალმებით. ვცდილობ გავიხსენო ერთი ქართული მოთხრობა თუ რომანი, რომელიც 25 წლის წინ წავიკითხე, რატომღაც გამახსენდა, მაგრამ რაღაც ფრაგმენტების გარდა ვერ ვიხსენებ ვერც სათაურს, ვერც ავტორს. იქნებ ვინმეს გეცნოთ. მოკლედ, ბევრი ადამიანის ცხოვრებაა მოცემული, მოქმედება თბილისში ხდება ძირითადად. მგონი 70 იან ან 80 იან წლებში. ნახსენებია გინეკოლოგი, რომელსაც კერძო პრაქტიკა აქვს სახლში, ყავს მეშჩანი, ამპატრავანი ცოლი და სიდედრი, რომლებიც სისხხლს უშრობენ. რაღაც კავშირშია ამ გინეკოლოგთან ქალი, რომელიც უკანონო ბავშვს აჩენს (მერე ეს გინეკოლოგი როგორც მახსოვს ცოლს ტოვებს და ამ ქალთან რჩება), ასევე რაღაც კავშირშია ერთი ახალგაზრდა მამაკაცი სოფლიდან, რომელიც შეძლებულ ქალაქელ ცოლს ეძებს, რომელიც ფეხმძიმე საყვარელს მიატოვებს (ზემოთხსენებული ქალი უკანონო ბავშვით) და ახალგაზრდა მდიდარი და თანამდებობიანი მამის შვილ აფთიაქარ გოგოს მოიყვანს ცოლად. როგორც მაშინ გავიგე (ალბათ 13–14 წლის ვიქნებოდი როცა წავიკითხე), მაშინდელი გულისამრევი ქართული მენტალობაა წარმოჩენილი.
    მოკლედ არ ვიცი რატომ გამახსენდა, მაგრამ გამახსენდა და ამეკვიატა და სანამ ბოლომდე არ გავიხსენებ ვერ მოვეშვები.
    მადლობა წინასწარ

    Posted by: ტყნაჩო 15 Jun 2020, 14:46
    თბილისზე რომ იყო ლექსები ეგ თემა სად წაიღეთ mad.gif

    Posted by: decembre 16 Jul 2020, 00:47
    უპს ვიპოვე უკვე .

    Posted by: lashsh 28 Jul 2020, 19:59
    პაოლო კოელიოს ალქიმიკოსის ნაირი რამე მირჩიეთ მეგობრებო)

    Posted by: Kamanch 2 Aug 2020, 17:09
    გამარჯობა, არ ვიცი თუ სწორ ადგილას ვკითხულობ. ქინდლისთვის ვეძებ ინგლისურ-ქართულ ლექსიკონს რომ დაიანხოს სტანდარტულად და სიტყვები განმარტოს ტექსტში. თუ გაქვთ ვინმეს იქნებ დამეხმაროთ smile.gif

    Posted by: Special_1 22 Sep 2020, 13:58
    გამარჯობა! შეგიძლიათ ზუსტად განმიმარტოთ რას ნიშნავს "ჰამფლეტი"?

    Posted by: ალექსანდრა91 22 Sep 2020, 20:39
    QUOTE (Special_1 @ 22 Sep 2020, 13:58 )
    გამარჯობა! შეგიძლიათ ზუსტად განმიმარტოთ რას ნიშნავს "ჰამფლეტი"?

    თუ პამფლეტი?

      Posted by: Special_1 27 Sep 2020, 11:11
      QUOTE
      პამფლეტი?

      კი კი მე შემეშალა. ვნახე განმარტება, მაინც მადლობა.

      Posted by: ia-viola 29 Nov 2020, 16:25
      სალამი ყველას.
      თქვენი დახმარება მჭირდება.

      მოკლედ ვეძებ ქართულ ხალხურ ზღაპარს ,,სამტევანა ჭაბუკი''.

      ვისაც გაქვთ ხელმისაწვდომად, წიგნების თაროზე, შეგიძლიათ ფოტოები რომ გადაუღოთ და ჩამიყაროთ? rolleyes.gif

      Posted by: adelva 30 Nov 2020, 12:47
      გამარჯობა. ადმინს ვთხოვ მომწეროს, თემას ვერ ვშლი, მადლობა

      Posted by: elchi 2 Dec 2020, 15:17
      იქნებ მიმანიშნოთ სად დავდო იმ ნარკვევების-მოგონებების ჩანაწერები, რომლებიც ბოლო 15 წლის განმავლობაში ძალიან მოკლედ მაქვს დაწერილი.

      ეს ჩემი ნება არ არის.
      მთხოვენ რომ გამოქვეყნდეს.
      შემომთავაზეს მომეგროვებინა ყველაფერი და გამოეცათ მცირე წიგნად.
      მათი მოგროვება თითქმის კი არა, ნამდვილად შეუძლებელია.
      ერთი და იგივეს თავიდან ვერ დავწერ.
      მორჩა.
      უარზე ვარ, რადგან მხოლოდ ტექნიკური განათლება მაქვს და ბევრ გრამატიკულ შეცდომას ვუშვებ დაწერისას.

      თუ მიმასწავლით, სად და რა შეიძლება გაგაცნოთ, რამოდენიმე ნარკვევს მოგაწვდით.
      ვგონებ მოგეწონებათ.
      მწერლობაზე და ეგეთ რამეებზე პრეტენზია არ მაქვს.
      არ არის ეგ ჩემი საქმე.
      ნახეთ და ვნახოთ რა გამოდის ჩემი მოთხრობებიდან.
      არავითარი ფინანსური დაინტერესება არ მაქვს.
      უბრალოდ ვიხსენებ იმ წერილებში ჩემს წარსულს, აწმყოს და ზოგჯერ მომავალზეც რაღაცას დავაბრეხვებ ხოლმე. gigi.gif

      Posted by: masai11 15 Feb 2021, 22:35
      პატივცემულებო, თუ შეიგიძლიათ მიმითითეთ ლიტერატურული ნაწარმოებები (ძველი, არც ისე, ახალი) რომლებშიც მამა, რაღაც მორალური და ზნეობრივი პრომციპებიდ გამო ჰკლავს საკუთარ შვილს.
      ხევისბერი გოჩა და მატეო ფალკონე ხო, მაგრამ კიდევ თუ არის რამე?

      Posted by: flying teapot 24 Feb 2021, 13:32
      გამარჯობა♥

      ბევრი ვგუგლე, მაგრამ ვერსად ვიპოვე. შემდეგი შინაარსის ლექსს ვეძებ:
      აივანზე, ქოთანში ჩარგული ნერგი აყვავებულა, მაგრამ ავტორი ამბობს,რომ მას ნამდვილი მიწის გამოღვიძება არ უგრძნია და მხოლოდ სხვათა მიბაძვით ყვავის.

      იქნებ მაპოვნინოთ :/

      გმადლობთ ყურადღებისთვის

      Posted by: Foreign-Affairs 6 Mar 2021, 20:16
      გამარჯობა ვეძებ ორი წიგნის ელექტონულ epub ან mobi ფორმატს:

      - დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა;
      - დავით აღმაშენებელი;

      ხომ არც იცით სად ვიპოვო?

      Posted by: MoonKid 17 Mar 2021, 14:22
      გამარჯობა, თბილისში მაცხოვრებლებისთვის მაქვს პატარა შეთავაზება. კლასიკური ლიტერატურით და/ან პოეზიით, მუსიკით და ხელოვნებით გატაცებული თუ ხართ ვინმე, პატარა ჯგუფივით გვინდა 2 ადამიანს შევქმნათ. თუ დაინტერესდებით მომწერეთ. ჩემს ფბსაც დავდებ Luan Tragikuli .. ასაკობრივი შეზღუდვა კი არის.. 23წლამდე ახალგაზრდებისთვის იქნება. გვექნება შეკრებები, საინტერესო ადგილების მონახულება, წიგნების/ლექსების/ნახატების განხილვა, დებატები, თუ გაქვთ საკუთარი ნამუშევრები ხომ მთლად უკეთესი.. მოკლედ პატარა ოჯახივით ვიქნებით. მადლობა ყურადღებისთვის და წარმატებულ დღეს გისურვებთ.

      Posted by: Moragbe 9 Feb 2022, 12:21
      მოგესალმებით. იქნებ მომეხმაროთ. მახსოვს ლექსის რამოდნიმე სტრიქონი (იმედია სწორად). იქნებ ვინმემ იცოდეთ ავტორი:

      ჰორიზონტი ყვითლდებოდა
      ცხელი ქვიშის ნამქერებით,
      უდაბნოში ზოზინ ზოზინ
      მიდიოდნენ აქლემები

      წინასწარ დიდი მადლობა

      Posted by: masai11 12 Apr 2022, 04:54
      პატივცემულებო,
      ირანელი მწერლებიდან ვის მირჩევდით?
      წამოსული რომ არის (გამოქცეული) ისეთიც და ისევ ირანში რომ ცხვორობს ისეთიც.

      Posted by: anandadavananda 12 Sep 2022, 15:50
      მოგესალმებით, ხომ არ იცით, არის სადმე ან დისქორდის სერვერი ან რაიმე სხვა ჯგუფი - ლიტერატურული კლუბის ამბავში? ყოველკვირეული-ყოველთვიური წასაკითხი სიით და განხილვებით?

      მადლობა.
      * * *
      მოგესალმებით, ხომ არ იცით, არის სადმე ან დისქორდის სერვერი ან რაიმე სხვა ჯგუფი - ლიტერატურული კლუბის ამბავში? ყოველკვირეული-ყოველთვიური წასაკითხი სიით და განხილვებით?

      მადლობა.

      Posted by: Sarah.Batumi 7 Nov 2022, 14:11
      მეგობრებო, ჟურნალისტიკაში მინდა ვცადო ბედი, ოღონდ სტატიების წერაში. ხომ არ იცით ქართული საიტები სადაც შემიძლია უბრალოდ დავრეგისტრიდე და სტატიები დავდო ^_ ^ მადლობა წინასწარ

      Posted by: LOLZ 7 Nov 2022, 16:32
      Sarah.Batumi
      შეგიძლია medium გამოიყენო, ან რადიო თავისუფლების "თავისუფალი სივრცე".

      Posted by: sabas 23 Nov 2022, 18:31
      გთხოვთ მიპასუხოთ

      რა არის ქართული ლექსის და თურქი პროზაიკოსის რომანის სახელი ?

      გათამაშებაში ამოაგდო ეს კითხვა და ვერაფრით ვპასუხობ

      Posted by: LOLZ 23 Nov 2022, 18:35
      sabas
      თოვლი givi.gif

      პ.ს. გათამაშების წესებით ფორუმზე კითხვა არაა აკრძალული? givi.gif

      Posted by: sabas 23 Nov 2022, 18:48
      LOLZ
      მადლიერი

      არ ვიცი წესებს ვარღვევ თუ არა

      Posted by: Ekekobe 26 Nov 2022, 09:25
      user posted image
      Коммерческая корреспонденция и документация на английском языке, Израилевич Е.Е., 1992.

      მოგესალმებით!
      ეს წიგნი სად შეიძლება ვნახო? ძალიან მჭირდება

      Posted by: T-mademoiselle 26 Nov 2022, 09:45
      sabas
      კვარტალში ერთხელ რატომ იდება კითხვები??

      Posted by: henri fordi 29 Sep 2023, 21:22
      კვარტალი არა, წელიწადში ერთხელ...
      იმედი არ მაქვს, მაგრამ მაინც დავწერ

      რომელ ნაწარმოებშია სადაც გმირი ქალი წყალდიდობის დროს ცდილობს შვილი ნავით გაიყვანოს სამშვიდობოს?
      შემთხვევით ხომ არ იცით?

      Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
      © Invision Power Services (http://www.invisionpower.com)