#53003605 · 30 Jun 2018, 13:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
iverieli
QUOTE | კი ეცინიან კომუნისტებს მაგრამ ძველი თარგმანები საკმაოდ მაღალი ხარისხისაა |
ძველად ფრანგული ენა იგივე იყო, რაც დღეს არის ინგლისური. განათლებულმა ქართველებმა უთუოდ იცოდნენ ფრანგული, ბევრს წლები ჰქონდა გატარებული საფრანგეთში, პარიზში, რომელიც ფრანგული ენის, ლიტერატურისა და კულტურის ცენტრი იყო და შესაბამისად, ლიტერატურულ ფრანგულსაც ფლობდნენ. ჰოდა, ძველი თაობის ფრანგულიდან მთარგმნელები ან ეგეთი ხალხი იყო (მიხეილ ჯავახიშვილი, არისტო ჭუმბაძე, თედო სახოკია, გერონტი ქიქოძე, სერგი წულაძე), ან კიდევ, ეგეთი ხალხის უშუალო მოწაფეები. პირველმა ფრანგულიდან მთარგმნელებმა, ფრანგულის გარდა, ქართულიც ძალიან კარგად იცოდნენ და დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება და ენციკლოპედიური განათლებაც ჰქონდათ, უშუალო მოწაფეებსაც მაგას გადასცემდნენ. ცალკე არიან აღსანიშნავი ასევე გიორგი ეკიზაშვილი და გასტონ ბუაჩიძე, რომელთაც ასევე წლები გაატარეს საფრანგეთში (ბუაჩიძე სულაც ფრანგი იყო დედით). მე მგონი, ახლაც საფრანგეთში ცხოვრობს ორივე, მხოლოდ, მოხუცები არიან და არ ვიცი, თარგმნიან კიდევ, თუ არა..
* * * John-obi
QUOTE | "პინგვინთა კუნძული" მაქვს წაკითხული და შევღონდი რასაც ქვია. მასე უინტერესოდ არაფერი წამიკითხავს ცხოვრებაში, ძლივს დავამთავრე და ახლა მარტო ის მახსოვს ვიღაც ტიპი პინგვინებს რომ გააქრისტიანებს.
იმდენად უხეში ტექსტი იყო, სულ არ დავინტერესებულვარ არც ალუზიებით და არც წიგნის ბოლოში არსებული განმარტებებით. |
არადა, ძალიან მაგარი წიგნია. სასტიკი იუმორით მოთხრობილი საფრანგეთის ისტორია თარგმანიც ძალიან კარგია. გემოს დაჭერა უნდა. ძალიან მიყვარს. არც კი ვიცი, რამდენჯერ მაქვს წაკითხული 80 000 კონა თივის საქმე იყო ჩემი ფავორიტი ხოლო, ფრანსის მიერ აღწერილი ტრინკო კი, ისტორიული პიროვნების (ნაპოლეონის) ლიტერატურული კარიკატურის საუკეთესო ნიმუშია
--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur, venit mors velociter, rapit nos atrociter, nemini parcetur!
|