ლუკასა და ნიკოს მამავთხოვ მოდერ ბატონს და იქნებ გაგვიწიოს დახმარება
თუ პატივცემული კორონიე შეგვეშვება იმ შემთხვევაში:
მსოფლიო თასამდე გვიწევს 30-33 ტესტი.
დღევანდელი გადასახედიდან კი დაახლოებით ასეთი სურათი გვაქვს:
მარცხენა ბურჯი: ნარო, გოგიჩა, ზურა, იქვე ახლო მახლოს თეთრაშვილი და ნორჩი ბავშვბები, პოზიციაზე ასე თუ ისე ნორმალური კონკურენცია გვექნება;
კვაჭი: ასაკშეპარული ჯაბა(სანვულვზის დაქცევის მერე რა ბედი ეწევა ჯერ არ ვიცით), მუდამ ჯოკრად მყოფი შადრე, რომელსაც ტაიგერსში გადასვლა შორს ვერ გააფრენს, მაგრამ სულ ცოტა ფორმა/მოტივაციის შენარჩუნების პრობლემა არ ექნება, ჯერ კიდევ გაურკვეველი ბადრი და ორი ნორჩი: ვანიჩკა და ლუკა, მთლად კარგი სურათი ვერ არის ჯერჯერობით.
მარკვენა ბურჯი: გიგაშვილი-ჩილას დუო და მერე მომზერალი კანდიდატები, აქაც სავარაუდოდ კარგი კონკურენცია გვექნება.
მეორე ხაზი: სრული პიზდეცი, კოტე, ნოდარი, გიგაური=უკლუბოდ დარჩენილები, სწავლას გადაყოლილი ჯაიანი და ჭყინტი ბავშვები ესპუარებში
მესამე ხაზი: აქ სხვა პოზიციებთან შედარებით შედარებით არაგვიშავს, უკვე კაცობაში გადასული ბავშვები, რომლებიც საკმაო პრაქტიკას იღებენ კლუბებში(ოთია, ბექსონა, საღინა, ცუცქა), პლიუს 2 ნორჩი(ჯალა და იო), რომელიც დაფრთიანების გზაზეა, ამას დამატებული ყველგანმავალი კოკი, აქვე რამოდენიმე ბალღი ესპუარებში(თედოს ბიჭი, ქუთაისელი გიგი, ორიაკის მაჭარა და გუშარა, უმცროსი სორდია ფედერალში).
9 ნომერზე: ცოტათი დაღვინებული ვასიკო, დაუღვინებელი გელა, ნორჩი მიშიკო... მერე? ბეგო? ისევ ნიკორა? მატკავა კაი ბოვშიაო, მაგრამ მართლა ბოვშია
10 ჭყინტი თედო, გზააბნეული ქოქოსა, რომელიც ხან მგეზავია, ხან კი ფულბექი, ამის მერე დიდი უფრსკული, ვინ უნდა შეავსოს? ასაკობრივებში ისე ჭირს რომ პერპექტიული 9 ნომრის გადაკვალიფიცირება დავიწყეთ ფორსმაჟორად, იქით ჩამქვრალი რეზი და მუდამ ჩრდილში მყოფი ბაბუნა..
ცენტრიც დაგვქცევია ამ ხუმრობა ხუმრობაში: ფორმაში ვერ შესული თაზო, 2 წლის ნატრავმალი და უკლუბოდ დარჩენილი ბუკა, ჩემი ტოლი კაჭი, რომელსაც გულში საფრანგეთში ბურთაობა უდევს, ვერ ჩამოყალიბებული კვესო, -1 კეპიანი ასევე მობერებული ცენტრურიონობის კანდიდატი, ნორჩები, მაგრამ აქ ჩარჩენილი ლომიძე-თაფლაძის დუეტი. ასაკობრივებში აქაც ჭაკად ვართ, 3 წელი ნახსენებ დუეტს ვერ შეეცილა ვერავინ.
ფრთზებზე უბერებელი, ცოტა უკლასო, მაგრამ ყველაზე სტაბილური კოჭო, ხან და ხან ტურბოც, მუდამ ტრავმიანი მირიანა, ახლად გამოჩეკილი ტაბუცა, ამის იქით კიდევ ვინ რო?? ჰაჰა პადრე შევაშველოთ თუ ათამაშდა ორიაკში.
მთლად უკან კი.... რა ვიცი, ვინ ვთქვა... მთელი კარიერა მგეზავად გატარებული და ასაკშეპარულში მხოლოდ ნაკრებში გაფულბექებული მეკოა ისევ სანატრელი...