Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > Apple > iPhone XS Max


Posted by: გრიმი 13 Sep 2018, 18:59
iPhone XS Max წარმოდგენილია 6.5 ინჩიანი 120 ჰერციანი Oled ეკრანით. ასევე ვხვდებით ახალ პირველ 7 ნანომეტრიან A12 Bionic ჩიპს, რომელიც 6 ბირთვიანია, 2 მაღალი წარმადობის და 4 შედარებით დაბალი წარმადობის ბირთვებს მოიცავს, წინა A11 Bionic-თან შედარებით, 15 პროცენტით უფრო სწრაფია და 40 პროცენტით უფრო ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. გაუმჯობესებულია მთავარი კამერაც. განახლდა ძირითადი კამერის სენსორი და 1/2.55 დუიმის ზომის სენსორის მქონე 12 მეგაპიქსელიანი 1.4 მიკრონის ზომის პიქსელებით გვხდება, ასევე გვხდება ახალი Smart HDR ფუნქციაც. ფასი 1099 დოლარიდან იწყება და გვხვდება 64, 128, 512 GB ვერსიები.

user posted image

Posted by: სკნელი 13 Sep 2018, 22:56
https://www.facebook.com/groups/1685218808396150/permalink/2141850276066332/

lol.gif lol.gif

მოდი და შეედავე

Posted by: გრიმი 13 Sep 2018, 23:33
სკნელი
ხო ვიძახი საოცარი ხალხი ხართ , ეს ანდროიდელები biggrin.gif

Posted by: Gianni 14 Sep 2018, 00:13
თირკმელს კაი ფასში სად იბარებენ?

Posted by: სკნელი 14 Sep 2018, 01:59
გრიმი

ეს საპასუხო დარტყმა იყო lol.gif lol.gif alk.gif

Posted by: playstation 14 Sep 2018, 07:41
ეკრანი არ აქვს 120ჰერცი გვატყუებს ეფლი.
120 ჰერცი აქვს მხოლოდ სენსორის აღქმაზეო, განოსახუკებაზე არ აქვს 120ჰერცი.

მარკეტინგულად როგორც ჩვევია ისე ლამაზად შეფუთა ეგ ყველაფერი ყველას დააჯერა რომ მასეა.


ისე კი თქვენი არ ვიცი და მე მომეწონა. მიუხედავად იმისა რომ 10 სასტიკად არ მომეწონა ს ვერსია ძალიან კარგი ჩანს თუმცა მაქსი მაინც მაქსია.
ფასის გარდა ყველაფერი მომეწონა

Posted by: BoomBang 14 Sep 2018, 09:35
QUOTE
ეკრანი არ აქვს 120ჰერცი გვატყუებს ეფლი.

არ გვატყუებს.

ღონისძიებაზე გარკვევით თქვეს 120Hz touch-sensing-იო.

თქვენ თუ ინფორმაციას დამახინჯებულად იგებთ, ეფლის რა ბრალია

Posted by: გრიმი 14 Sep 2018, 10:11
playstation
თქვეს ეგ ისედაც ღონისძიებაზე, თუ იმიტო დაწერე რომ თემაში არ მიწერია , ბევრი მაინც ვერ მიხვდება რაზეა საუბარი და დაწვრილებით მაგიტო არ დავწერე.
მეც ყველაფერი მომეწონა , გუშინ ვიძახდი არ გადავალ თქო მაგრამ თუ მაქსი გავაძრე იაფად აუცილებლად გადავალ

Posted by: ოპტიმისტი 14 Sep 2018, 14:54
BoomBang
მერე?

სენსორი აქვს 120 ჰერციანი და არა ეკრანი

120 ჰერციანი ეკრანი აქვს აიპად პროს, და ეძახის პრო მოუშენს, )))

ჩვეულებრივ 10-საც 120 ჰერციანი სენსორი აქვს

Posted by: BoomBang 14 Sep 2018, 15:57
QUOTE
სენსორი აქვს 120 ჰერციანი და არა ეკრანი

ჰოდა ივენთზე არც არავის უთქვამს, რომ 120Hz-იანი ეკრანი აქვს-მეთქი და რომელ ტყუილზე ლაპარაკობთ?

შეხების სწრაფად აღქმაზე ილაპარაკეს მარტო და არა ეკრანზე.

Posted by: sevastopol 15 Sep 2018, 00:59
მე პირადად 8 პლუსიდან Max-ზე გადავდივარ.

ვინც ამბობს ეს რა უაზრობას უშვებენო, არამგონია ამის "ნაღდი" მყიდველი იყოს. smile.gif)

Posted by: tovlis-papa 15 Sep 2018, 01:16
ვინმემ გამარკვიეთ ეს e-sim რა მახინაციაა?

Posted by: გრიმი 15 Sep 2018, 08:32
tovlis-papa
ვირტუალური ბარათი .

Posted by: Tenno 15 Sep 2018, 11:21
QUOTE (გრიმი @ 15 Sep 2018, 09:32 )
tovlis-papa
ვირტუალური ბარათი .

ჩვენთან და ჩვენ ოპერატორებთან იასნია არ იმუშავებს კიდე 318 წელი ხომ?

მაქსი ხელში დაჭერით მაგარი ეფექტური რამე იქნება... yes.gif

Posted by: nodarie 15 Sep 2018, 12:30
საუკეთესო LCD ეკრანი გვაქვსო XR-ზე, მაგაზე არ მოიტყუა ეფლმა? biggrin.gif მაყურებლები აღტაზებისგან რომ კიოდნენ? smile.gif

Posted by: გრიმი 15 Sep 2018, 12:32
Tenno
არა , ეგ Eსიმ იც მხოლოდ 10 რეგიონისთვის არის , რომელ ჩვენზეა საუბარი :დ
ჩინური ბაზრისთვის განკუთვნილებს ექნებათ ორი სიმის სლოტი
nodarie
რა იცი გატესტე ?

Posted by: nodarie 15 Sep 2018, 15:17
გრიმი
კი სხვათაშორის biggrin.gif HD ეკრანი საუკეთესოო, აი ხალხის მოტყუებაც მაგას უნდა biggrin.gif

Posted by: sevastopol 15 Sep 2018, 15:37
nodarie
720p რომ არის მართლა ტეხავს, მარა რავი, ბიუჯეტურისთვის FaceID და X-ზე ცოტა დიდი ზომის ტელე მგონი ცუდი არაა.

ნუ ძერსკი გოგონები მაინც Xs-ზე გადავლენ, მარა ვინც ძაან ძერსკები არ არიან და ჯერ ახლა იწყებენ ეგენი Xr-ს იყიდიან.

Posted by: ikunna 15 Sep 2018, 19:20
Xr ის ყიდვას ჩვეულებროვი X იყიდო არ ჯობია?) X მაქვს და არვაპირებ არცერთზე გადასვლას არაფერი განსაკუთრებული არააქვს რამაც შეიძლება მიბიძგოს რო გავყიდო ეს და ვიყიდო ეგ რომელიმე.... სისწრაფით X -იც ძალიან სწრაფია

Posted by: playstation 16 Sep 2018, 11:26
QUOTE (sevastopol @ 15 Sep 2018, 15:37 )
nodarie
720p რომ არის მართლა ტეხავს, მარა რავი, ბიუჯეტურისთვის FaceID და X-ზე ცოტა დიდი ზომის ტელე მგონი ცუდი არაა.

ნუ ძერსკი გოგონები მაინც Xs-ზე გადავლენ, მარა ვინც ძაან ძერსკები არ არიან და ჯერ ახლა იწყებენ ეგენი Xr-ს იყიდიან.

რა არის ბიუჯეტური smile.gif

რ არის ბიუჯეტური?

რა ღირს შემახსენე smile.gif

facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif
720პ ეკრანი facepalm.gif
facepalm.gif

ესეც იდოს გულებს გაუხარდება

Posted by: გრიმი 16 Sep 2018, 11:42
Full HD ქონდა 8 პლასსაც და ბევრი 2K IPS გადაეწნას ###ზე .

Posted by: robox 16 Sep 2018, 12:33
.
user posted image yes.gif

Posted by: BoomBang 16 Sep 2018, 12:38
როცა 3GB RAM-ით 6GB RAM-ებს ჯობნიან და 2700 mAh-იანი ბატარეით 3500-იან ბატარიებს, საერთოდ არ გამიკვირდება ეგ LCD ეკრანი ბევრ OLED ეკრანზე უკეთესი რომ აღმოჩნდეს

Posted by: playstation 16 Sep 2018, 12:41
QUOTE (BoomBang @ 16 Sep 2018, 12:38 )
როცა 3GB RAM-ით 6GB RAM-ებს ჯობნიან და 2700 mAh-იანი ბატარეით 3500-იან ბატარიებს, საერთოდ არ გამიკვირდება ეგ LCD ეკრანი ბევრ OLED ეკრანზე უკეთესი რომ აღმოჩნდეს

lol.gif lol.gif lol.gif

ნამდვილად LCD ეკრანს დაუმატე ძლიერი პროცესორი და OLED ეკრანს სახეს გააძრობს
თუ ოპერატიულს გაუზრდი და ძლიერე ელემენტსაც ჩაუდებ საერთოდ Super Amoled-საც აჯობებ smile.gif

gigi.gif givi.gif old.gif facepalm.gif

Posted by: გრიმი 16 Sep 2018, 12:44
QUOTE
LCD ეკრანი ბევრ OLED ეკრანზე უკეთესი რომ აღმოჩნდეს

ოლედზე უკეთესი ვერ აღმოჩნდება , ვერანაირად.
მაგრამ IPS რომ ბევრს წამოიცვავს ფაქტია.
playstation
ეგ ღადაობა კაი მარა .
აქედან რომელს არ ეთანხმები?
QUOTE
როცა 3GB RAM-ით 6GB RAM-ებს

QUOTE
2700 mAh-იანი ბატარეით 3500-იან ბატარიებს,


მიხვდით და შეიგნეთ ყველამ ამ სმარტებს რაც არ უვარგა ფასია, და მაგის გამო აჯვავთ აქ ნახევარი.
ნახევარი იმის გამო აჯვავს რომ , ვიღაცა ### ბლოგერის 200$ იანი სმარტთან შედარება აქვს იუთუბზე ნანახი გონში არაა არაფრის და მართალი გონია.

ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა , როგორ ვერ უნდა დაინახო ამ სმარტებში რა დევს კარგი ,რავი მე ვერ წარმომიდგენია და ვერ მივიჩნევ რეალურად მასეთ ადამიანს საღად მოაზროვნედ.

Posted by: sevastopol 16 Sep 2018, 13:04
BoomBang
XR-ს ბატარეა 1.5 საათით მეტ ხანს გახლებს, ვიდრე 8 პლუსი.

თამამად შემიძლია ვთქვა რომ 8 პლუსით მთელი დღე ვძლებ, მიუხედავად იმისა რომ power use ვარ.

მგონი ეს ავიწყდება ყველას XR-ის გარჩევის დროს.

Posted by: გრიმი 16 Sep 2018, 13:05
მოდერ აშკარად აკლია შენი ხელი აქაურობას biggrin.gif

სადისკუსიო თემა გავხსენი თუ დაჯმის რა უბედურებაა რა ნახეთ რა იყოთ biggrin.gif

Posted by: playstation 16 Sep 2018, 13:12
გრიმი
ეგ კაი ხანია მიხვედრილი ვარ რომ აიფონი ოპტიმიზაციის წყალობით ფაქტიურად ნახევარი რესურსით უფრო მეტს აკეთებს ვიდრე ანდროიდი

იოს-ის 4გბ რამ ბევრი ანდროიდის 8გბ-ს თავზე ახტება

ელემენტსაც იდეალური ოპტიმიზაციის წყალობით ბევრად ეფექტურად იყენებს და იოს-ის 2700-იანიანმა სმარტმა თავისუფლად შეიზლება დაჩაგროს 3500-იანია.

მაგრამ ლცდ ეკრანი რომ ამოლედ ვერანაირად აჯობებს ეგ ფაქტია

ჰარდის თემაა და ჰარდის ფიზიკურ მახასიათებლებს სოფტი ვერანაირად ვერ შეცვლის.

თუმცა ბევრია ვისაც ლსდ მოსწონს უფრო მეტად ბუნებრივი ფერების გამო
ტუმცა მე ამოლედის კასკაშა ფერები ყოველთვის მირჩევნია
განსაკუთრებით როდესაც შავი ფონი ცნდება აი მანდ ამოლედი უკონკურენტოა.

Posted by: პითონი 16 Sep 2018, 14:05
იოსი რო მაგარია რათ უნდა მაგას ბაზარი smile.gif)

როგორც მომხმარებელს (ჩვეულებრივს) მირჩევნია იოსი ანდროიდს,პროსტა არასდროს მქონი იოსი მაინც wink.gif)

Posted by: BoomBang 16 Sep 2018, 14:43
QUOTE
ოლედზე უკეთესი ვერ აღმოჩნდება , ვერანაირად.

ეფლისგან არაფერი უნდა გაგიკვირდეს


Posted by: Team 16 Sep 2018, 15:02
ყოველი მეორე სამსუნგი ზოლებიანი ეკრანით რომ იყიდება ეგაა მაგარი? )) პიქსელები რომ კვდება ეგგ ? )) მქონდა სამაუნგი და გაშავდა ეკრანი ))) მეც მირჩევნია ამოლედს ბუნებრივი ფერი ყოველთვის ჯობია ხელოვნურს )) პლიუს არ კვდება მაინც ))))

Posted by: Nescafe13 16 Sep 2018, 15:04
პითონი

იცი რას გაგისწორებს
პროსტა ცოტა რაღაცეები შემეზღუდა , მაგალითად ფილმების გადმოწერას ვიყავი მიჩვეული და ისე ყურებას , აქ ვერ ვიწერ მარა მაინც არ ვწუწუნებ მაგაზე

ეხაც გული მწყდება იფონე 7 რომ გავყიდე down1.gif
6ს იც კაი ტიპია მარა 7 ბევრად განსხვავებულია

Posted by: TurmanMx 16 Sep 2018, 16:58
Nescafe13
QUOTE
პითონი

იცი რას გაგისწორებს
პროსტა ცოტა რაღაცეები შემეზღუდა , მაგალითად ფილმების გადმოწერას ვიყავი მიჩვეული და ისე ყურებას , აქ ვერ ვიწერ მარა მაინც არ ვწუწუნებ მაგაზე

ეხაც გული მწყდება იფონე 7 რომ გავყიდე

შენ გადმოხვედი ბოლო ბოლო მთლიანად აიოსზე თუ ჯერ კიდე არა? biggrin.gif

Posted by: Nescafe13 16 Sep 2018, 17:42
TurmanMx

ტელეფონით კი biggrin.gif ჯერ 7 მქონდა მერე 6ს დავითრიე. ლაპტოპს ვუყურებ აუქციონებზე და ძვირად იყიდება ჯერ ჯერობით

Posted by: playstation 16 Sep 2018, 18:18
უ რალოდ ი7 ეს თვისება რით აიხსნება
ჰოუმ ღილაკი თუ დაზიანდა რომ რითაც არ უნდა შეცვალო არამარტო ანაბეჭდი არამედ ღილაკიც კი აღარ მუშაობს მერე.
რატომ გააკეთა ასე? გამოდის ღილაკი რომ გაგიტყდეა ან დაზიანდეს ტელეფონს ტანჯვით გამოიყენებ

Posted by: BoomBang 16 Sep 2018, 18:37
ვისაც რომელიმე აიფონი არ მოგწონთ, ფული ამიგროვეთ და მე ვიყიდი

Posted by: Team 16 Sep 2018, 20:11
playstation
ღილაკი ვინ თქვა რომ აღარ მუშაობს, სხვა ღილაკის ჩანაცვლებით? ანაბეჭდი კი მაგრამ ღილაკი? smile.gif

Posted by: sharingi117 16 Sep 2018, 21:04
iPhone Xs Max 64 გიგაბაიტიანი სავარაუდოდ რაფასში იქნება საქართველოში?
ოღონდ 35000 ლარიანი არმინდა.

Posted by: გრიმი 16 Sep 2018, 21:42
sharingi117
4300 ლარი ეღირება

Posted by: playstation 16 Sep 2018, 22:32
QUOTE (Team @ 16 Sep 2018, 20:11 )
playstation
ღილაკი ვინ თქვა რომ აღარ მუშაობს, სხვა ღილაკის ჩანაცვლებით? ანაბეჭდი კი მაგრამ ღილაკი? smile.gif

არ მუშაობს უკვე 7 არც თაჩი და არც ღილაკი აღარ უმუშავებს გინდა ახალი დააყენე და რაც გინდა ის ქენი
სპეციალურად დავრეკე ხალხთან და არ მუშაობსო დამიდასტურეს.

აი რომელ გენიოსს მოუვიდა აზრად ეგრე გაეკეთებინა.
ძალიან დიდი ნაკლია ეგ. გამოდის პლატა რომ შეცვალო პიზდევი გაქვს ვერ გამოიყენებ სხვა ვერაფერს
ადრე დაჟე პლატის შეცვლაზე თაჩ არ მუშაობდა ღილაკი კი
ახლა მაგასაც ვერ აამუშავებ იდეაში სხვა პლატას რომ დაინახავს ღილაკი

Posted by: Team 16 Sep 2018, 23:34
playstation
ფორუმზე ყიდიდა ეგრე ტელეფონს არავინ ხელს არ კიდებდა როგორც წერდა, დაუდეს ვიდეობი რომ კეთდება და გააკეთა ბოლოს..
დევს ვიდეობი რომ ღილაკის შეცვლით მუშოაბს ღილაკი თან ძაან მარტივად იცვლება

Posted by: playstation 17 Sep 2018, 00:25
Team
არ მუშაობსო რავი აიფონებზე ვინც მუშაობს იმას დავურეკე დღეს სპეციალურად. მასე რომ იყოს ის ტიპი 545 ლარად 7 კნოპკის გამო ტყუილად არ გაყიდიდა გაიკითხავდა ათასჯერ და რომ ნახავდა არ კეთდება იაფად გაყიდიდა. თორე მასე გადაიხდიდა იმ 50 ლარს გააკეთებდა და 1000 გაყიდიდა

Posted by: leica 17 Sep 2018, 01:01
QUOTE (გრიმი @ 16 Sep 2018, 21:42 )
sharingi117
4300 ლარი ეღირება

ხოხოხო რა გატყავებები დაიწყება ხალხის lol.gif



პ.ს იპს ლცდ ეკრანებისგან რა გინდათ არ მესმის, მართლა ბუნებრივი ფერები აქვს და პიქსელებიც უფრო იშვიათად ებრიდება, ამოლედების ზედმეტად ჭყეტელა ფერები რა გევასებათ პროსტა

Posted by: sevastopol 17 Sep 2018, 02:32
playstation
არასწორი ინფორმაცია მოგაწოდეს.

თითისანაბეჭდს ვერ აამუშავებ თუ ღილაკს შეცვლი, ხოლო სხვა ფუნქციას მაინც გამოიყენებ.

Posted by: anycall 17 Sep 2018, 02:45
QUOTE (sevastopol @ 17 Sep 2018, 02:32 )
playstation
არასწორი ინფორმაცია მოგაწოდეს.

თითისანაბეჭდს ვერ აამუშავებ თუ ღილაკს შეცვლი, ხოლო სხვა ფუნქციას მაინც გამოიყენებ.

ვერ გამოიყენებ 7-ზე, 5ს, 6 და 6ს-ზე კიბატონო.

აგერ ინფორმაცია ifixit-ისგან.

"The iPhone 7 has an all electronic button. There is no physical actuator anymore so both the "click" and TouchID functi0ns are embedded in the electronics of the Home Button Flex.
So while you can purchase a replacement button, it will not do anything but "fill the hole"."

https://www.ifixit.com/Answers/View/470352/Is+it+possible+to+replace+the+home+button

Posted by: Discovery_Channel 17 Sep 2018, 07:11
user posted image

ვნახოთ აბა 6.5”-იანი როგორი იქნება ხმარებაში. 5.8-იანმა ვერ გაამართლა.

Posted by: Team 17 Sep 2018, 11:04
playstation
ვიდეოები ნახე ჩვეულებრივად იცვლება ღილაკი, ანაბეჭდი არა მაგრამ ღილაკი მუშაობს...

Posted by: ოპტიმისტი 17 Sep 2018, 17:10
Discovery_Channel
გილოცავ!

მეც მაგას ვაპირებ, ფულს ვგზავნი უსა-ში და გამოატანენ ვინმეს

1400 ლარამდე სხვაობაა ფასში ...

Posted by: Discovery_Channel 17 Sep 2018, 17:21
QUOTE (ოპტიმისტი @ 17 Sep 2018, 08:10 )
Discovery_Channel
გილოცავ!

მეც მაგას ვაპირებ, ფულს ვგზავნი უსა-ში და გამოატანენ ვინმეს

1400 ლარამდე სხვაობაა ფასში ...

გაიხარე, მადლობა!

რა თქმა უნდა, თუ საშუალება არის ყოველთვის ჯობს რომ აქ იყიდო / აყიდინო ვინმეს და მერე წამოგიღონ.

Posted by: sevastopol 17 Sep 2018, 21:06
ოპტიმისტი
დაწერეს ოფიციალური ფასები უკვე?

მე საერთოდ Apple Pay მაქვს მიბმული და მაგით შემიძლია გადახდა, ოღონდ რუსეთის ბარათია და არ ვიცი თუ იმუშავებს.

მაინც ჯერ აქ დაველოდები, ვნახავ 28-ში რა ფასს დაადებენ.

Posted by: playstation 18 Sep 2018, 00:32
sevastopol
i7 არ აქვს ფიზიკური ღოლაკი შესაბამისად ელექტრინული მიბმულია პლატაზე და ერთიანად ხედავს და როცა ხვდება რომ სხვა ღოლაკით ჩაანაცვლეს უარს ეუბნევა მუშაობაზე რომ დაცული იყოს ინფორმაციის მოპარვისაგან. ჯუ ანაბეჭდზეა საუბარი. აი სხვა მხრივ როგორც ღილაკი რატომ არ მუსაობს ეგ არ მესმის.
ან ეგ დედამოდღნული ანაბეჭდის ინფორმაცია ტელეფონმა პლატამ რომ შეინახოს სადმე დაცულ ნაწილში არ? ღილაკის შეცვლამ გავლენა რომ ვერ მოახდინოს მასე რომ გააკეთოს არ უნდა?

Posted by: Alameda 18 Sep 2018, 09:14
QUOTE
ფორუმზე ყიდიდა ეგრე ტელეფონს არავინ ხელს არ კიდებდა როგორც წერდა, დაუდეს ვიდეობი რომ კეთდება და გააკეთა ბოლოს..

Team
ერთი მახსოვს ეგეთი და ღილაკის ფლექს კაბელის ბრალი იყო. ღილაკი თუ დაზიანდა ვერ გააკეთებ.

Posted by: Team 18 Sep 2018, 12:13
Alameda

ანაბეჭდს არ ვიძახი, ღილაკი არ მუშაობს? ანუ ტყუილად იყიდება ღილაკები? smile.gif

Posted by: გრიმი 18 Sep 2018, 12:51
Team
არ მუშაობს არა biggrin.gif

შედი მაიმარკეტი სავსეა 550-600 ლარებად ეგეთი 7 ებით.
არც ღილაკი კეთდება და არც ანაბეჭდი

Posted by: ALASAD 18 Sep 2018, 17:48
Discovery_Channel
Apple.com-იდან იწერ რაიმე გადამზიდი კომპანიის მისამართზე? USA2Georgia-ს მისამართი მივუთითე და მეილი მომივიდა Order cannot be shipped to freight forwarder-ო და რა ვუყო არ ვიცი.

Posted by: Tenno 18 Sep 2018, 18:39
QUOTE (ALASAD @ 18 Sep 2018, 18:48 )
Discovery_Channel
Apple.com-იდან იწერ რაიმე გადამზიდი კომპანიის მისამართზე? USA2Georgia-ს მისამართი მივუთითე და მეილი მომივიდა Order cannot be shipped to freight forwarder-ო და რა ვუყო არ ვიცი.

camex.ge -ს დაურეკე და მგონი ეგეთ შემთხვევაში რაღაცნაირად თვითნ იწერენ და მოზდით.
ახლობელი ვერ ყიდულობდა და გაუყომარეს.
ცადე რავი...

Posted by: ALASAD 18 Sep 2018, 18:52
Tenno
მადლობა, გავარკვევ და იმედია ძალიან ბევრს არ გადამახდევინებენ. ან იქნებ მოტყუვდნენ და 19720 ზიპზე მიიტანონ ამასობაში user.gif

Posted by: Thunder) 18 Sep 2018, 19:03
რამდენი ჯდება გამოწერა? ანუ ბოლო ეტაპამდე

Posted by: minimal23gb 18 Sep 2018, 20:24
ALASAD
ქართული ბარათი მიიღო ისე apple.com მა?

Posted by: Alameda 18 Sep 2018, 20:43
Team
არა, ღილაკიც ელექტრონულია და კლიკის შეგრძნებას taptic engine ქმნის. ანუ არაა ფიზიკური კლიკი და ამიტომაც არ მუშაობს.
კომუნიკაცია მარტო ორიგინალ ღილაკთან შეუძლია ტელეფონს. ახალმა ღილაკმა რომ იმუშაოს, კალიბრაციაა საჭირო, რომელსაც ეფლი აკეთებს ტელეფონის ფასად, რაღაცა ჯოჯოხეთის მანქანებით biggrin.gif

ყოველშემთხვევაში ყველგან ასე წერია.
ჩემით არ შემიცვლია ნამდვილად.

Posted by: ALASAD 18 Sep 2018, 21:50
Thunder)
დაახლოებით 3400 განბაჟებიანად.

minimal23gb
ბარათამდე არ მისულა, არ ჩამომჭრია არაფერი. მაგრამ მე როგორც ვიცი იღებს ქართულს.

Posted by: sevastopol 22 Sep 2018, 15:20
iSpace-ში iPhone Xs Max - 3899 ლარიდანო.

ამას თან 5% აკლდება, თუ ნაღდი ანგარიშსწორებით შეიძენთ.

ანუ ფასია 3705 ლარი.

დღევანდელი კურსით $1100 = 2920 ლარს.

განბაჟება + 20% = 585 ლარი.

+ ჩამოტანა 20 ლარი.

---

სულ 3525 ლარი.

დაახლოებით 150-200 ლარს იდებენ ჯიბეში. მგონი ნორმალური ფასია.

Posted by: MrPhoenix 25 Sep 2018, 20:25
Aptx კოდეკი ისევ არ დაამატეს ამათმა?! facepalm.gif facepalm.gif

Aptx HD-ზე ხმას აღარ ვიღებ....

Posted by: nodarie 27 Sep 2018, 17:37
QUOTE (sevastopol @ 22 Sep 2018, 15:20 )
iSpace-ში iPhone Xs Max - 3899 ლარიდანო.

ამას თან 5% აკლდება, თუ ნაღდი ანგარიშსწორებით შეიძენთ.

ანუ ფასია 3705 ლარი.

დღევანდელი კურსით $1100 = 2920 ლარს.

განბაჟება + 20% = 585 ლარი.

+ ჩამოტანა 20 ლარი.

---

სულ 3525 ლარი.

დაახლოებით 150-200 ლარს იდებენ ჯიბეში. მგონი ნორმალური ფასია.

ძალიან ცუდად ანგარიშო! აისფეისი ოფიციალურია. მანდ ისეთივე ფასი აქვს, რაც ღირს ოფიციალურად! ანუ თუ ღირს 1000 დოლარი, 2620 ლარს არ უნდა გასცდეს! ხვდები? მანდ გასაყიდ ფასში კიარ ღებულობენ, 30 პროცენტია დაახლოებით მარჟა ოფიციალურ ფასის გათვალისწინებით smile.gif

Posted by: sevastopol 27 Sep 2018, 21:02
nodarie
Xs Max-ზეა აქ საუბარი.

იმ $1100-ში tax არ ითვლება, ანუ ამერიკაში ისედაც მეტი ემატება.

აქაც ნებისმიერ ნივთის შემოტანაზე ისედაც 20%-ს დღგ-ს იხდიან, და შემდეგ ვაჭრობითაც მთავრობას 18%-ს უტოვებენ მგონი, არაა მასე?

Posted by: nodarie 27 Sep 2018, 22:59
sevastopol
რა მნიშვნელობა აქვს რომელი სმარტფონის ფასი დათვალე, არასწორად დათვალე..... ტრანსპორტირებას და დღგ-ს ტყუილად ითვლი, საბაზრო ფასი ყველა ქვეყანაში ერთნაირი უნდა იყოს.

Posted by: sevastopol 28 Sep 2018, 11:26
nodarie
მაშინ რატომ ღირს ამერიკაზე.უფრო ძვირი ევროპასა და დიდ ბრატენტში ოფიციალურ მაღაზიაში?

Posted by: გრიმი 29 Sep 2018, 23:48
ორ სიმიანს ეფლიდან ვერ გამოვწერ?

Posted by: sevastopol 30 Sep 2018, 02:00
გრიმი
ფიზიკური ორ სიმიანი მხოლოდ ჩინეთის რეგიონზეა გათვლილი. ჩინეთიდან გამოწერა მოგიწევს, თორემ ისედაც ყველა ორ სიმიანია - უბრალოდ ოპერატორს უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა მაგის.

Posted by: Cola 30 Sep 2018, 17:48
გრიმი
როგორ აპირებ apple.com-იდან გამოწერას?


sevastopol
QUOTE
iSpace-ში iPhone Xs Max - 3899 ლარიდანო.

ალტაშიც ამ ფასიდან იწყება. რა მნიშვნელობა აქვს?

Posted by: Shamxali 30 Sep 2018, 20:02
გუშინ ვიყიდე მაქსი და ფასტ ჩარჯინგის პონტში მაქბუქის ადაპტერი ავიღე მარა ახლა ვუყურებ და ეფლის საიტზე წერია 29 w ადაპტერი უნდაო და რაც ვიყიდე იმას 30w აწერია და 30იანით რომ დავტენო ხომ არ მოუვა ბატარეას რამე?

Posted by: guccia123 30 Sep 2018, 20:10
Shamxali
რაც უფრო ნელა დატენი უკეთესია

Posted by: Shamxali 30 Sep 2018, 20:13
@guccia123


რა რომ, ფასტ ჩარჯინგი ვითომ გააფუჭებს ბატარეას? სამსუნგზე უკვე 3 წელი მაგ ტექნოლოგიას ვიყენებ, არაფერი არ მოსვლია ტელეფონს

Posted by: Cola 30 Sep 2018, 20:33
QUOTE
რა რომ, ფასტ ჩარჯინგი ვითომ გააფუჭებს ბატარეას?

როგორც ამბობენ - კი.

სწრაფი დატენვა და უკაბელო დატენვა - ბატარეას ორივე აზიანებს.

Posted by: ჰეისან 30 Sep 2018, 20:59
სწრაფი დატენვა აკუმულატორს დედას უხნავს, ხოლო უსადენო დატენვა - არა.

Posted by: sevastopol 1 Oct 2018, 00:03
Shamxali
USBC PD supported უნდა იყოს. ანკერს აქვს $20-ად.

მე მაქვს ფასტ ჩარჯერი მაგრამ პირდაპირ ლაპტოპიდან ვტენი ხოლმე. კი ახურებს აკუმულატორს, მაგრამ 80%-ზე ასვლისას უფრო ნელა ტენის, რომ ძალიან არ გახურდეს. დიდ პრობლემას მე ვერ ვხედავ, სწრაფად დატენი თუ ნელა. მაინც მაქსიმუმ 1-2 წელი გქონდეს ტელეფონი...

Posted by: Shamxali 1 Oct 2018, 04:35
sevastopol


ეგ კი მაგრამ ამ 1 2 წლის გამოყენების მანძილზე არ მინდა ბატარეა ისე გაუბანძდეს რომ მთელი დღე ვეღარ გაუძლოს. აგერ წლინახევრისწინ ვიყიდე სამსუნს გალაქსი ს8 პლიუსი და როგორც მიქაჩავდა მთელი დღე დღესაც ეგრე ქაჩავს. რაც შეეხება აკუმულატორს იმენა ნაღდი მაქვს ყველაფერი. ადაპტერი იმენა ეფლის 30 w და usb c - lightning გადამყვანი. მაგრამ მაინც რაღაც ცოტათი მაფიქრებს ეგ ამბავი იმიტომ რომ თავიდან რომ შევაერთე ერთი 4 პროცენტი მოემატა და მერე რაღაც მომენტში რომ ვეცადე ეკრანზე დამეხედა არც ღილაკზე დაჭერაზე და არც ეკრანზე შეხებაზე არ რეაგირებდა ასე 10 წამი. მერე ვითომც არაფერი ჩვეულებრივად რომ დავაჭირე ეკრანი ჩვეულებრივად ჩაირთო და მართლა ძაან მალე დატენა. იდეაში პრინციპში ამდენ ფულს რომ იხდი კიდევ ზემოდან ამ სწრაფ დატენვაზე იმაზე ნერვიულობა მაინც არ უნდა გიწევდეს რომ ესე გააფუჭებს ტელეფონს ან ბატარეას სწრაფი დატენვა მარა მაინც ვფიქრობ ხოარ დავიკიდო ეს სწრაფი დატენვა და ჩვეულებრივად დავტენო. Better safe than sorry

Posted by: sevastopol 1 Oct 2018, 11:53
Shamxali
არამგონია რაიმე დიდი პრობლემა იყოს, მითუმეტეს თუ 80%-ზე ისედაც ნელდება დატენვის სიჩქარე რომ ბატარეა ძალიან არ გადახურდეს.

ისედაც, ინაზე მეტ ენერგიას ტელეფონი დატენვის დროს არც მიიღებს რაც არ შეუძლია.

Posted by: MiuraP400SV 4 Oct 2018, 15:03
iPhone Xs Max Pro Plus Steve Jobs Calf Bone Edition-ს ველოდები მე. boli.gif

Posted by: InDiGo123 2 Nov 2018, 19:06
Xs max dual sim გაქვთ ვინმეს? ღირს ყიდვა?

Posted by: გრიმი 2 Nov 2018, 19:18
InDiGo123
პირადად ხმარებაში მქონდა რამოდენიმე დღე , იდეალური ტელეფონია.
უკეთესს დამიჯერე საშუალება თუ გაქვს ვერ იყიდი ვერაფერს.

Posted by: გრიმი 3 Nov 2018, 09:38
InDiGo123
კი .

Posted by: nksh0x01 3 Nov 2018, 15:49
გამარჯობა! მაქვს XS Max. მაქვს ასევე 60 ვატიანი სწრაფი დამტენი მაკბუქებისთვის და იმავეს ვიყენებ ჩემს ძველ ქ-ზეც და ახლა XS Max-ზეც და მშვენივრად მუშაობს. დაჟე სწრაფი დატენვით როცა ვტენი, ტელეფონი უფრო დიდხანს ძლებს მუდმივად, ვიდრე ისე

Posted by: გრიმი 3 Nov 2018, 16:12
nksh0x01
რამდენ ხანში ტენის ბოლომდე 0 იდან ?

29 ვატიანი მაქვს მე და საათი და 15 წუთი უნდა 0 იდან.

იძლევა რამე სხვაობას 60 ვატიანი?

Posted by: nksh0x01 4 Nov 2018, 12:32
გრიმი
დაახლოებით ეგრე ტენის 30 წუთში 0დან 50მდე ადის თავისუფლად მერე იტენება ცოტა ნელა 80მდე და 80-100მდე ყველაზე მეტი ხანი უნდა. ეს და მაკი დაახლოებით ერთი დროით იტენება

Posted by: InDiGo123 5 Nov 2018, 19:44
გამარჯობა. ბილაინიდან ვინმეს აიფონი გიყიდიათ? ღირს ყიდვა?

Posted by: Bacho.B 6 Nov 2018, 00:46
InDiGo123
QUOTE
გამარჯობა. ბილაინიდან ვინმეს აიფონი გიყიდიათ? ღირს ყიდვა?


ეფლის ოფიციალური რესელერი არის ალტა, ჯეოსელი, აისთორი და ელიტელექტრონიქსი. smile.gif

https://locate.apple.com/ge/en/sales/?pt=all&lat=41.69336&lon=44.801602&address=Tbilisi

Posted by: fashisti 8 Nov 2018, 21:47
მოგესალმებით,

iphone x max / iphone x max dual sim ამ ორი ტელეფონიდან რომელი ჯობია ? უფრო პრაკტიკულია ? ფასში თითქმის სხვაობა არ არის და ეგ ორ სიმიანი ტელეფონი ძალიან მაინტერესებს ხმარებაში როგორია.

ვინმეს თუ შეგიდარებიათ დაწერეთ რამე კაი )

Posted by: sevastopol 9 Nov 2018, 11:38
fashisti
Max ისედაც დუალ სიმია, უბრალოდ ჩვენთან ე-სიმი ტექნოლოგია ჯერ არ არის შემოღებული და არ მუშაობს.

დუალ სიმ ვერსია რაზეც შენ საუბრობ არის ჰონკონგის რეგიონისთვის გამოშვებული ვერსია - სადაც ფიზიკური ორი სიმი იდება.

განსხვავება მხოლოდ ეს არის.

Posted by: fashisti 9 Nov 2018, 16:19
sevastopol

მადლობა პასუხისთვის, კი მესმის ყველაფერი, უბრალოდ ვერ გადავწყვიტე ფიზიკურად ორ სიმიანი ავიღო თუ არა, ფასი ერთ ნაირი არის. რეალურად ერთი სიმის გამოყენებას ვაპირებ უახლოეს მომავალში და რამე ბაგები ხომ არ აქვს ამ ფიზიკურად ორ სიმიანს )


Posted by: sevastopol 9 Nov 2018, 18:59
fashisti
არანაირი.

იმუშავებს ჩვეულებრივად.

მაქსის რეალური ფასი 3500 ლარი არის. ყველაზე იაფი მაგდენად ვნახე.

Posted by: Stillbump1641 11 Mar 2019, 23:56
გამარჯობა რაღაც მაინტერესებს, ყიდვას ვაპირებ და როგორ უნდა გავიგო ტელეფონი ქარხნულად სიმ ფრია თუ ნაჩალიჩარი და ტურბო სიმით მოხსნილი.

Posted by: Criminall 11 Mar 2019, 23:58
Stillbump1641
ტურბო სიმს სულ ეგ ტურბო სიმი ჭირდება რო იმუშაოს ქარხნული ყველას ბარათს ქაჩავს ჩადე და გაარკვევ ეგრევე

Posted by: Stillbump1641 12 Mar 2019, 00:10
Criminall
ჯერ არ მიყიდია და მაგის გარეშე IMEI კოდით ვერ შევამოწმებ? ან, თუ უკვე ნაჩალიჩარია და კოდი აქ აქვს მოხსნილი, მაგას როგორ უნდა მივხვდე?

Posted by: leica 12 Mar 2019, 13:40
გუშინ ვნახე Xs max ზუმერში და ეკრანი ვერ ვიტყვი რომ N1 არის მაგრამ ერთერთი საუკეთესოა ალბათ

Posted by: Nescafe13 12 Mar 2019, 14:02
Stillbump1641
QUOTE
ჯერ არ მიყიდია და მაგის გარეშე IMEI კოდით ვერ შევამოწმებ? ან, თუ უკვე ნაჩალიჩარია და კოდი აქ აქვს მოხსნილი, მაგას როგორ უნდა მივხვდე?

ნაჩალიჩარი რატომაა, თუ კოდი აქვს მოხსნილი?! biggrin.gif ტურბო SIM-ზე ადვილად გაიგებ, Factory Reset გაუკეთე და თუ აღარ აღიქვა ბარათი, ესე იგი დაბლოკილია. ბევრ iPhone-ზე ჩვეულებრივ იხსნება კოდი და მუშაობენ ჯიგრულად. მეც ტურბო SIM-ზე მომუშავე მაქვს. ერთი მინუსი რაც აქვს - ვერ დაა-Reset-ებ. მუშაობით მუშაობს ჩვეულებრივად - არც მიღება ეკარგება და არც არაფერი. ისე კი, თუ XS Max-ის ყიდვა გაქვს გადაწყვეტილი, მაგაზე მაგარ არჩევანს ვერ გააკეთებ... უუმაგრესია up.gif

Posted by: Stillbump1641 14 Mar 2019, 16:52
Nescafe13

მადლობა wink.gif



............................................

Posted by: მრნ 11 Apr 2019, 11:50
მეგობრებო, ვაპირებ iphone xs max-ის ყიდვას
რომელ მაღაზიაში მირჩევთ შეძენას ალტას და ელიტ ელექტრონიქსის გარდა?

Posted by: მწიგნობართუხუცესი 11 Apr 2019, 14:50
აიტექნიკსში, თან ორ ბარათიანებიც აქვთ.

Posted by: ჰეისან 4 Jun 2019, 23:58
დღეს მაჩუქეს 256 გიგაბაიტიანი მოდელი... ძალიან მაგარი ჭკვერფონია. აკუმულატორის გამძლეობას დავაკვირდები რამდენიმე დღის განმავლობაში და შედეგებს გაცნობებთ.

Posted by: Lukkky 5 Jun 2019, 08:45
ჰეისან
მშვიდობაში! სერიოზული საჩუქარი გაუკეთებიათ biggrin.gif

Posted by: ჰეისან 5 Jun 2019, 10:28
Lukkky
მადლობა! smile.gif ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩამაგდეს

Posted by: TurmanMx 5 Jun 2019, 11:29
ჰეისან
QUOTE
დღეს მაჩუქეს 256 გიგაბაიტიანი მოდელი... ძალიან მაგარი ჭკვერფონია. აკუმულატორის გამძლეობას დავაკვირდები რამდენიმე დღის განმავლობაში და შედეგებს გაცნობებთ.

ვავა ნამდვილად მოსალოცი ამბავი ყოფილა up.gif

გვითხარი მერე გამოცდილებები

Posted by: ჰეისან 5 Jun 2019, 18:09
TurmanMx
ჯერჯერობით, მხოლოდ დადებითი შთაბეჭდილებები მაქვს. აკუმულატორს ვუსადკავებ. მაინტერესებს, როგორ გაძლებს ნორმალური დატვირთვის პირობებში.

Posted by: ჰეისან 7 Jun 2019, 16:24
ეჰ... ამისი აკუმულატორი iPhone 6 Plus-ის აკუმულატორზე უფრო სუსტია. ანუ, სუსტი კი არაა, სწორად არ არის ოპტიმიზებული ენერგიის ხარჯვა XS Max-ში sad.gif ცოტათი უკმაყოფილო ვარ. ჩემს iPhone 6 Plus-ს აკუმულატორის Health-ი 86%-ზე აქვს და უფრო დიდხანს ძლებს ერთი და იგივე მოხმარების რეჟიმში, ვიდრე ეს ცინცხალი iPhone XS Max-ი...

Posted by: Lukkky 7 Jun 2019, 17:26
ჰეისან
ვა არადა, XR-ის შემდეგ საუკეთესო ელემენტი აქვს. ახალია ჯერ და ბატარიისთვის აქვს მაგასაც მნიშვნელობა

Posted by: ჰეისან 7 Jun 2019, 17:38
Lukkky
იმედია, გამოსწორდება მალე... არ მინდა იმისი აღიარება, რომ ხუთი წლის წინანდელი მოდელის ნახმარი აკუმულატორი უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე ახალი ტელეფონის იგივე ტევადობის აკუმულატორი

Posted by: ლაშა117 7 Jun 2019, 17:48
QUOTE (ჰეისან @ 7 Jun 2019, 17:38 )
Lukkky
იმედია, გამოსწორდება მალე... არ მინდა იმისი აღიარება, რომ ხუთი წლის წინანდელი მოდელის ნახმარი აკუმულატორი უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე ახალი ტელეფონის იგივე ტევადობის აკუმულატორი

თუ ახალი გაქვს რამოდენიმე დატენვა უნდა რომ ელემენტმა ბოლომდე დადოს შედეგი smile.gif

არ აქვს მაგას ცუდი ელემენტი XR-ის ნაირი ვერ აქვს მაგრამ არც ნაკლებია

Posted by: ჰეისან 7 Jun 2019, 20:43
ლაშა117
ჰოდა, მაგიტომაც დავწერე, იმედი მაქვს მეთქი... smile.gif ვნახოთ რამდენიმე დღეში

Posted by: MrPhoenix 8 Jun 2019, 19:23
ჰეისან
ერთიდაიგივე iOS ვერსია გიყენია ორივე ტელეფონზე?

Posted by: ჰეისან 9 Jun 2019, 12:57
MrPhoenix
კი... iOS 12.3.1

Posted by: Lukkky 10 Jun 2019, 09:29
ჰეისან
აბა მოიხოდა შედარებით?

Posted by: ჰეისან 10 Jun 2019, 11:47
Lukkky
biggrin.gif ბოლომდე მინდა დავსვა ერთი-ორჯერ და სამსახური არ მაძლევს საშუალებას. დილიდან ქალაქში მაქვს ხოლმე სარბენი და საღამოს მაგიტომ ვტენი, რომ 40%-იანი მუხტით არ გავიდე დილით სახლიდან... ვიზამ რამეს ამ დღეებში

Posted by: zabzu 8 Jul 2019, 22:04
მაქვს ეს ტელეფონი,ამერიკაშია ნაყიდი AT&T ქსელში ჩართული
ტელეფონი ბოლომდე გამოვისყიდე, დაბლოკილია და ვერაფრით ვერ მოვხსენი კოდი
ხო არ გეგულებათ ვინმე ვინც დამეხმარება

Posted by: ჩეკო 11 Jul 2019, 23:59
ჰეისან
QUOTE
ეჰ... ამისი აკუმულატორი iPhone 6 Plus-ის აკუმულატორზე უფრო სუსტია.


მე ეგ გავთვალე და ვიყიდე XR LED ეკრანით, აკუმულატორი ჰყოფნის 30 საათი აქტიური ხმარებისას თან HexaCore და iOS 12 მიყენია

Posted by: giorgipr 12 Jul 2019, 10:56
ჩეკო
IPS LCD არის XR და შენ ლედ ეკრანიანი როგორ გაქვს?

Posted by: ჩეკო 12 Jul 2019, 20:13
giorgipr

შამეშალა bis.gif

liquid crystal display უნდა დამეწერა

Posted by: giorgipr 13 Jul 2019, 17:19
ჩეკო
არაუშავს მეგობარო smile.gif
გამიკვირდა რამე ახალი ხომ არაა და მე ჭურში ხომ არ ვზივართქო biggrin.gif

Posted by: ჩეკო 15 Jul 2019, 21:09
giorgipr

მე ვითრიე ჰონკონგის მოდელი A2108 2 სიმიანი, 700 გელაში მომცა ერთმა ინდივიდმა.

Posted by: zabzu 4 Sep 2019, 00:41
ეკრანი გამიტყდა და რამდენი ჯდება გამოცვლა ხომ არ იცით

Posted by: ჰეისან 20 Nov 2019, 13:34
zabzu
ახლა ვნახე ეს პოსტი... ხომ არ გამოგიცვლია უკვე?

Posted by: Co1dp1ay 3 Dec 2019, 22:47
წეღან შემთხვევით გადავაწყდი ჯეოსელის ფასებს და xs maxს ფასი რატომ აუვარდა რამდენიმე ასეული ლარით?

Posted by: sevastopol 5 Dec 2019, 14:00
Co1dp1ay
11 გამოვიდა და მაგიტომ.

Posted by: Co1dp1ay 8 Dec 2019, 01:42
QUOTE (sevastopol @ 5 Dec 2019, 14:00 )
Co1dp1ay
11 გამოვიდა და მაგიტომ.

ალბათ ჩაინიკი კითხვაა მაგრამ
რა ლოგიკით
პირიქით არ უნდა დაიკლოს?

Posted by: sevastopol 8 Dec 2019, 15:42
Co1dp1ay
ა უი, მე მეგონა დაუვარდაო.

მაშინ თუ აუვარდა დოლარიც გაიზარდა.

Posted by: Co1dp1ay 9 Dec 2019, 00:17
sevastopol
ისევ დაუვარდა მეორე დღეა :დ



აქვე მეგობრებო
ვაპირებ აიფონზე გადასვლას და მეგობარმა მითხრა საქართველოში არ ღირს ყიდვაო
მეორადებიაო, ჩამოწერილები და ა. შ
უფრო რომ გამარკვიოთ
ალტაოქეიზე მსმენია მანდ ღირსო


Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)