სასაცილო კია ადამიანები ვინც ამბობს ათეისტი ვარო და თან ყველაფრიდან ბიბლიას აციტირებენ იეჰოვას მოწმეებივით.
რადგან ეს რილიგია განყი არ არის რომ მაგ ციტატების განმარტება დავწერო. ამიტომ ზოგადად ვიტყვი. როცა ადამიანი ბიბლიის ტექსტს კითხულობს უნდა ორი მნიშვნელობით გაიგოს ზოგი ტექსტი უნდა პირდაპირ გაიგო ზოგი კი იგავურ ალეგორიულია. მაგ თუ ხელი გაცდუნებს მოიჭერი ან თვალი ამოითხარეო. ან სამყაროს შემნა 7 დღეში ზოგი რომ პირდაპირ იგებს ან ღმერთმა შექმნა სამყარო და მოეწონა მისი შექმნილი ასეთი ადგილები ბიბლიაში ათასობითაა. ამიტომ ადამიანს საკმაო ცოდნა უნდა რომ მიხვდეს თვითონვე რომელი ადგილი როგორ უნდა გაიგოს. ხოლო თუ ათეისტია ადამიანი და დიდი ცოდნა არ აქვს რელიგიურ საკითხებში როცა რამეს კითხულბს ძირითადად პირდაპირ იგებს და მერე გაკვირვებული რჩება ეს ესე რატო წერიაო. მარტივი გამოსავალი ბიბლიის ნებისმიერ ციტატას აქვს ათეულობით გვერდიანი განმარტებები. ამიტომ შეუძლია ადამიანმა მივიდეს და წაიკითხოს.
მეც როცა მაინტერესებდა ეს საკითხები ბევრ კითხვებს ვსვავდი მერე ვფიქრობდი განმარტებებს ვკითხულობდი და აშ.
ხოლო ეხლა მზამზარეულად რომ უნდათ ყველაფერი შენ განუმარტო რომ თვითონ არაფერი წაიკითხოს. ასე არ გამოვა).
საერთოდ იგავური ფორმა ეს არის საშვალება რომ მოკლე ტექსტში ჩაატიო დიდი ზომის ინფორმაცია. როგორც ვინრარის პროგრამა ეგრეა.)
ხოლო მისი ხატოვანი გამონათქვამები და მოკლე ტექსტი ადვილი დასამახსოვრებელია და შემდეგ ადამიანმა შეგიძლია იფიქრო ამ იგავზე და ნელნელა ამოარქივების პროცესი დაიწყო.
ამიტომ უფალიც ახალ აღთქმაში ხშირად მიმართავა ადამიანებზე თავისი სწავლებების გადაცემას იგავური ფორმით.
მოკლედ ქრისტიანობა ინფორმაციულად საკმაოდ დიდი სფეროა და მე რატო უნდა დავწერო ეხლა განმარტებები, როგორც მე ვფიქრობდი თავის დროზე ისე შეუძლია სხვასაც. ხოლო ზედაპირული შეხედულებებით ვინ როგორ იფიქრებს სულერთია.)
როგორც ადრე ავღნიშნე ქრისტიანობაში ქალიც და კაციც სრუალდ თანასწორი არიან. ეს პროცესი კი კაცის ქალთან გათანასწორებისა დაიწყო მაშინ როცა ძველი ხალხი პაპუასურ შეხედულებებში და ქალების და ბავშვების მსხვერპლშეწირვაზე და კანიბალიზმზე იყო.)