მოკლედ მეგობრებო ამ შაბათ-კვირას ვიყავი ასული შატილში
პრიუსით
ხოდა მოკლედ დავწერ შეიძლება ბევრს გამოადგეს რჩევის სახით
ჟინვალის ხიდზე რო გადაუხვიე არის სოფელი ჩირდილი, გზა იყო სოფლის ნორმალური, ბევრი "ბუგაროკით" და მერე ტრასა, ტრასა იყო სულ რამდენიმე კილომეტრი
შემდეგ უკვე ტრასა წყდება და ჩარგალის გადასახვევამდე ძალიან ცუდი გზაა, 20-25 კმ/სთ უნდა იარო ალბათ მაქსიმუმ, ჩარგალის მერე ცუდი გზაა რამდენიმე კილომეტრი, დანგრეული, მერე სოფლებში ბარისახო, როშკა და კორშა, ამ მონაკვეთებზე გადასარევი ასფალტია
ასფალტი რო რჩება კორშასთან იწყება ისევ ძალიან დანგრეული გზა და ასეთი გზა გრძელდება დათვიჯვარის უღელტეხილის დასაწყისამდე, სულ დადიხარ ნელა, თუნდაც ჯიპით იყო, იმიტო რო დაგენგრევა გვერდები
სოფელ გუდანიდან უკვე გზა გატკეპნილია უღელტეხილის წვერამდე, გადასარევია მოკლედ, ჯებირებიც გაკეთებულია ლამაზად
აი უღელტეხილიდან რო დაეშვები ქვევით შატილისკენ, გზა ძალიან ფუჭდება და ისევ დანგრეულია, რამდენიმე მონაკვეთზე პრიუსით ძალიან გაჭირდა გადასვლა, რამდენიმე ადგილზე წყალი მიედინება გზაზე და აფუჭებს გზას, ძირითადად ასეთი წყლის ნაკადები არიდებულია გზიდან ბეტონით და მოწესრიგებულია, ბოლო დაახლოებით 15 კილომეტრი მონაკვეთი კატასტროფულად ცუდი გზაა და დადიხარ ძალიან ნელა, მაგრამ ოდნავ თუ გაუხახუნებ მანქანის ძირს თუ ნელა ივლი, ანუ დაზიანებით ოდნავაც არ დააზიანებ
უამრავ ლოკაციაზე, ასე ალბათ 15-20 ლოკაციაზე მაინც განლაგებულნი არიან ტრაქტორები, გრეიდერები და მძიმე ტექნიკა და სერიოზულად მიდის გზის რეაბლიტაცია, გაჭრა, ბეტონის დაგება, ბეტონის ხიდების მშენებლობა და ასე შემდეგ, მუშაობენ ძალიან ბევრ ადგილას და შატილამდე იდეალური გზა იქნებაო ვისაც ვკითხე მუშებს
გზად ვინც წახვალთ პირადი მანქანით რჩევა იქნება ფანჯრები ოდნავაც არ ჩაწიოთ, რადგან მთელი ეს გზა არის გრუნტიანი, მტვრიანი და იმდენად ბინძურდება მანქანა შიგნიდან და ასევე მანქანაში მსხდომი ადამიანები რაოსაშინელებაც არ ქვია, ამიტომ ფანჯრები ორივე გზაზე აწეული გქონდეთ
მთელი ეს გზა ულამაზესია, წარამარა გხვდება დასალევი წყაროები და წყალი ძალიან გემრიელია
შატილიც ულამაზესია, მაგრამ სამწუხაროდ დაგდებული, მიტოვებული და ცუდ მდგომარეობაში, მანდ როცა გზა მივა, პროჟექტორები დაყენდება, კომპელქსი განათდება და ტროტუარები მოეწყობა, შატილი იქნება უბრალოდ საოცრება, კომპლექსი ულამაზესია
ღამე კომპელქსში კოშკში დავრჩი, ისე რო ღამე კაცი 20-25 ლარი ღირს, კოშკში 35-40 ლარს ითხოვენ, ადგილებზე აუცილებლად წინასწარ დარეკეთ თორე პრობლემურია ძალიან
მუცოში ვერ წავედი, ჩემდა სამწუხაროდ გზაზე მთის ფერდობი ჰქონდა ჩამოშლილი ტექნიკას და გზა ჩაკეტილი იყო, მუცოს გზა ისე რაც გავიარე იმ ჩამოშლილ ადგილამდე საშინლად ცუდი იყო
ანუ დაბალი მანქანით მიხვალ შატილში, მაგრამ აუცილებლად კარგი ამინდი უნდა იყოს, თორე თუ გაწვიმდა და გზა დაასველა იქიდან გამორიცხულია რო დაბრუნდე მსუბუქი მანქანით
ეხლა რო მომიწევს კიდე ერთხელ წასვლა, იმიტო რო მუცო დამრჩა სანახავი, ჩემი პრიუსით აღარ წავალ უკვე, აუცილებლად ვიქირავებ ჯიპს და იმ წვალებას ავიცილებ რაც გადავიტანე
თუმცა პრიუსითაც ჩასვლა-ამოსვლა ძალიან სახალისო იყო, ვინაიდად ხევსურები მე მხედავდნენ ყველა მხიარულად იცინოდა
სულ პიკაპები და ჯიპები დადიან და მარტო მე ვიყავი პრიუსით და 1 ბიჭი იყო კიდე პრიუს-ც -თი
გირჩევთ დარჩეთ და მეორე დღეს წამოხვიდეთ, თან დაისვენებთ და თან უკეთესად დაათვალიერებთ