forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> რელიგიის გათავისუფლება ან რელიგიისგან თავისუფალი, მსოფლიოს იდეა
atmismuraba
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 308
წევრი No.: 195603
რეგისტრ.: 23-December 14

გამოგზავნილია: 24 Mar 2020, 05:03  #56038581      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რეალურად უკეთესობა იგრძნობა, მაგრამ ძალიან შორს ვართ რელიგიისგან გათავისუფლებისგან.

რამდენი თაობა დაჭიდება იმას რომ ეს სენი საბოლოოდ ჩამოცილდეს კაცობრიობას და ბავშვობიდან აღარ უნერგავდნენ ადამიანებს ტყუილებს.

როდის დასრულდება რელიგიის სენი? 100 წელიწადში?
snis
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 856
წევრი No.: 253981
რეგისტრ.: 30-November 19

გამოგზავნილია: 24 Mar 2020, 05:13  #56038589      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რთული პროგნოზირებადია როდის რა იქნება მაგრამ ერთი რამე არის ფაქტი რომ ნელ ნელა იმატებს ათეისტების რიცხვი და იკლებს რწმენა.
ყოველი მომდევნო თაობის პირობებში უფრო და უფრო დასუსტდება რელიგიის გავლენა ადამიანებზე.
ყოველშემთხვევაში ასეთი პირი უჩანს.
მაგრამ ზუსტად როდის რა იქნება ვერ იტყვი.
შეიძლება 100 წელი არ დაჭირდეს და გაცილებით ადრე მოხვდეს.


* * *
განათლების სისტემაში უნდა შევიდეს გაკრვეული ცვლილებები.
საჭიროა კრიტიკული და სკეპტიკური აზროვნების განვითარება და არა ჩაკვლა და დაზომბირება რაც დღეს ხდება სკოლებში.
atmismuraba
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 308
წევრი No.: 195603
რეგისტრ.: 23-December 14

გამოგზავნილია: 24 Mar 2020, 07:40  #56038674      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
განათლების სისტემაში უნდა შევიდეს გაკრვეული ცვლილებები.
საჭიროა კრიტიკული და სკეპტიკური აზროვნების განვითარება და არა ჩაკვლა და დაზომბირება რაც დღეს ხდება სკოლებში.


აბსლუტურად გეთანხმები მაგრამ როგორ გინდა მოახდინო ეს ისეთ სახელმწიფოში (საქართველო) სადაც მთავრობას რელიგიური ორგანიზაციის ეშინია? და ეშინია იმიტომ რომ ხალხის მხარდაჭერა აქვს ამ ორგანიზაციას. და როგორ გინდა ასეთი საგანმანათლებლო პოლიტიკა გაატარო როცა მასწავლებლებიც რელიგიურები არიან?

არ ვიცი.
Infini
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1721
წევრი No.: 230819
რეგისტრ.: 6-April 17

გამოგზავნილია: 26 Mar 2020, 02:34  #56049705      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
atmismuraba
ეს მასწავლებლები ბატონო ჩემო ათეისტები ბრძანდებოდნენ მაგრამ შემდეგ საოცარი მუტაცია განიცადეს
Redemption*
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1257
წევრი No.: 247571
რეგისტრ.: 30-December 18

გამოგზავნილია: 26 Mar 2020, 03:45  #56049809      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
რელიგიის სენი

ხო, რელიგიაა სენი და თქვენ ხართ ჯანმრთელები. facepalm.gif

რომელმა ჭკვიანმა გადმოაგდო ეს თემა ფილოსოფიაში? დღისით რომ შემოვედი, აქ არ იყო.
იმ ადამიანებისთვის, ვინც თავს რომელიმე რელიგიას მიაკუთვნებენ, მსგავსი სათაური არის შეურაცხმყოფელი.

QUOTE
რა დრო დასჭირდება მსოფლიოს, რომ მოიცილოს რელიგიის სენი?

რა დრო დაჭირდება მსოფლიოს, რომ მოიცილოს ებრაული სენი?
ან მოიცილოს თურქული სენი?
არის შეურაცხმყოფელი გარკვეული ნაციონალური თვითიდენტიფიკაციის ადამიანებისთვის? ისევეა შეურაცხმყოფელი რელიგიური თვითიდენტიფიკაციის ადამიანებისთვის.

ასე რომ აქ თემის გადმომგდებმა კეთილი ინებოს და ბანის მისცეს ზემოთხსენებულ იუზერს, ან მინიმუმ თემა დაიხუროს.

ყველაფერზე შეიძლება მსჯელობა, მათ შორის რელიგიის თუ სხვადასხვა ეთნოსების ავკარგიანობის განხილვა, მაგრამ რა ფორმითაც თემის სათაური და პირველი პოსტია ფორმულირებული, არის ჩვეულებრივი შეურაცხყოფა.


--------------------
https://www.vogue.com/article/billie-eilish-cover-march-2020
Finwelir
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 27
წევრი No.: 254960
რეგისტრ.: 28-January 20

გამოგზავნილია: 26 Mar 2020, 05:33  #56049907      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Redemption*
"ებრაული სენის მოშორება" განსხვავდება "რელიგიური სენის მოშორებისგან". პირველი ადამიანს "აუფასურებს", მეორე -- ინსტიტუციას.
Redemption*
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1257
წევრი No.: 247571
რეგისტრ.: 30-December 18

გამოგზავნილია: 26 Mar 2020, 12:36  #56050578      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Finwelir
მთავარი ნიკით ჯობდა მოგეწერა.
ერთიც შეურაცხყოფს ადამიანს და მეორეც. მაგ ლოგიკით მავანი იტყვის რომ ებრაელ ადამიანს არაფერს ვერჩი თუ ის საკუთარ ფესვებს ბოლომდე დაივიწყებს და ასიმილირდება, მე მხოლოდ მის ნაციონალობას შეურაცხვყოფო. არაა ეგრე.

რელიგიაც და ნაციონალობაც სოციალური კონსტრუქტებია. ქრისტიანობაში მაგალითად, პირველ რიგში ხარ ქრისტიანი და მხოლოდ ამის შემდეგ ხარ რომელიმე ნაციონალობის წარმომადგენელი (აი ამდენად მნიშვნელოვანია რელიგიური ადამიანებისთვის რელიგია). ასე რომ ბევრისთვის ნაციონალური ნიშნით შეურაცხყოფაზე უფრო დიდი შეურაცხყოფაა აი ეს, რაც ამ თემის პირველ პოსტში ხდება.
Heart_of_Darkness
ツンデレ


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 3560
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16

გამოგზავნილია: 26 Mar 2020, 14:03  #56050905      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
atmismuraba
Warning:
რელიგიის როგორც სენის მოხსენიება შეურაცხმყოფელია მორწმუნეებისთვის, უფრო კორექტულად, შეურაცხმყოფელი ტერმინების გარეშე, ვიმსჯელოთ თემაზე!

Finwelir
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 27
წევრი No.: 254960
რეგისტრ.: 28-January 20

გამოგზავნილია: 26 Mar 2020, 19:35  #56052699      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Redemption*
როცა ვამბობ, რომ ინსტიტუცია უნდა გაქრეს და ამას ვინმე შეურაცხყოფად იღებს, ეს ჩემი პრობლემა არაა. სხვა დომენიდან ავიღოთ კონცეპტი. რასა მაგალითად. შეიძლება რომელიმე თეთრკანიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი ფერი/რასა და რელიგიაზე ან ნაციონალობაზე მაღლა აყენებს, მაგრამ როცა მე რასის, როგორც ასეთის, წინააღმდეგ ვიბრძვი და მას სენს ვუწოდებ, მოდერს არ უნდა ჰქონდეს ჩემი პოსტის ჩასწორების ან ჩემი დაბანვის უფლება. ისევ, თუ ვინმე ამას შეურაცხყოფად იღებს, ჩემი პრობლემა არაა.

QUOTE
მთავარი ნიკით ჯობდა მოგეწერა.

რომელი მთავარი ნიკით?
Redemption*
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1257
წევრი No.: 247571
რეგისტრ.: 30-December 18

გამოგზავნილია: 26 Mar 2020, 20:02  #56052853      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Finwelir
QUOTE
შეიძლება რომელიმე თეთრკანიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი ფერი/რასა და რელიგიაზე ან ნაციონალობაზე მაღლა აყენებს, მაგრამ როცა მე რასის, როგორც ასეთის, წინააღმდეგ ვიბრძვი და მას სენს ვუწოდებ, მოდერს არ უნდა ჰქონდეს ჩემი პოსტის ჩასწორების ან ჩემი დაბანვის უფლება.

შავკანიანობა სენია და მოუთმენლად ველოდებით ამ დაავადების გადაშენებას. მოსულა?
ჩემთვის - არა.

გარკვევით დავაფიქსირე ჩემი პოზიცია და ამ კონკრეტულ შეურაცხმყოფელ თემაში აღარაფრის განხილვას აღარ ვაპირებ.
Finwelir
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 27
წევრი No.: 254960
რეგისტრ.: 28-January 20

გამოგზავნილია: 26 Mar 2020, 20:09  #56052905      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Redemption*
QUOTE
შავკანიანობა სენია და მოუთმენლად ველოდებით ამ დაავადების გადაშენებას. მოსულა?

მე დავწერე რასა და არა -- შავკანიანობა. ისევე, როგორც თემის ავტორმა დაწერა რელიგია და არა -- მაგალითად, კათოლიკობა.

This post has been edited by Finwelir on 26 Mar 2020, 20:11
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12024
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10

გამოგზავნილია: 26 Mar 2020, 23:10  #56054082      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
ვაფიქსირებ ჩემს votum separatum-ს: ავადმყოფობა დღეს სირცხვილი არაა. სრულებით ჯანსაღი ინდივიდი სანთლით საძებნელია. შესაბამისად, ავადმყოფს თუ ვინმე გვიწოდებს, არ უნდა გვეწყინოს. თუ დიაგნოზი დამტკიცდება, მადლობა ვუთხრათ, რომ დროზე მიგვითითა. თუ დიაგნოზი არ დამტკიცდება, გავიცინებთ.

რელიგიის განყოფილებაში კიდევ მესმის ასეთებზე გამოდავება და თუ ფილოსოფიაში რელიგიის კრიტიკას დავუშლით ხალხს, ბარემ შევუერთოთ უკან რელიგიას და მოვრჩეთ მაღალი პრეტენზიების წამოყენებას. ფილოსოფიის ნაწილი რელიგიის სისხლს არ უშვებს ძირს, ისე შეურიგებელ პოზიციას იკავებს და რა ვქნათ, უარი ვთქვათ ასეთ ფილოსოფიაზე? ნიცშეზე აღარ ვიმსჯელოთ, დავუშვათ, რელიგიურებს არ ვაწყენინოთო? biggrin.gif
* * *
atmismuraba

QUOTE
100 წელიწადში?


რას ეწევით ამისთანა მურაბა და ტკბილ ბალახს? gigi.gif ჩვენი თანამედროვე პოპულაციის აიქიუს შეხედეთ და მიხვდებით, რომ ათასწლეულებიც ცოტა იქნება. sad.gif

This post has been edited by ლაბარნა on 26 Mar 2020, 23:12


--------------------
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)
Heart_of_Darkness
ツンデレ


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 3560
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16

გამოგზავნილია: 26 Mar 2020, 23:16  #56054119      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლაბარნა
ნებისმიერი ღირებულების კრიტიკა მისაღები და შესაძლებელია, უბრალოდ კორექტულობის ფარგლები უნდა დავიცვათ.
მჯერა, რომ სიძულვილის ენის გამოყენების გარეშეც შეიძლება საკუთარი აზრის დაფიქსირება.
Saturnus
ელექტრონების მაყურებელი


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1684
წევრი No.: 207692
რეგისტრ.: 16-September 15

გამოგზავნილია: 26 Mar 2020, 23:25  #56054172      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Redemption*

ეს გაქვს ნანახი?



QUOTE
რელიგიაც და ნაციონალობაც სოციალური კონსტრუქტებია.


ხო ნაციონალობა ძაან სოციალური კონსტრუქტია რო იბადები სოციუმის გამო წყდება შავკანიანი იქნები აზიელი lol.gif


--------------------
Does life have some magical essence, or is it, like any chemical reaction carried out in a science class, the product of normal physical and chemical processes? Is there something divine at the heart of a cell that brings it to life? The double helix answered that question with a definitive No
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0210 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]