ჩემი აზრით ეს თემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ჩვენს ყოფა-ცხორებაში. ამ თემაზეა აგებული ის ყველაფერი, რის გვერდითაც ჩვენ გვიწევს ცხოვრება.
არქიტექტურა, მუსიკა, ჩაცმულობა, თვითონ ადამიანები და ა.შ.
ადამიანები ქმნიან დაახლოებით საერთო გემოვნებას.
აი მაგალითად, ჩავიდეთ ბაქოში და ვნახოთ, თუ როგორ იცვამენ აზერები, როგორი მანქანები ჰყავთ, როგორ მუსიკას უსმენენ. კოსტუმის ფეხსაცმელზე თეთრი ნასკი მათთვის ჩვეულებრივი ამბავია, მანქანები შეძლებულებს ყველას დიდი ჯიპები თითზე ოქროს პერსტენით, მუსიკას რაღაც აზერულს უსმენენ. ვიღაცისთვის ეს ყველაფერი უგემოვნო და გოიმურია, ხოლო ვიღაცისთვის ძალიან კარგი და გემოვნებიანი.
ვიღაცა ლელა წურწუმიას მუსიკაში ხედავს სილამაზეს, ვიღაცა ბეთჰოვენის მუსიკაში.
არის შემთხვევა, როდესაც ორივე მართლა ღირებულია. მაგ: ბეთჰოვენი და მოცარტი, ვერდი და ვაგნერი. ან ჯექსონი და ფრედი მერკური. აქ უფრო ვიტყვით რომ გემოვნებაზე დაობენ.
მაგრამ როდესაც რადიკალურად განსხვავებული გემოვნებებია. (მაგალითად, რუსა მორჩილაძის სიმღერები და ქუინის სიმღერები). აქ უფრო შეიძლება ვთქვათ რომ გემოვნებაზე დაობენ, თუმცა ვიღაცას შეიძლება რუსა მორჩილაძის სიმღერები უფრო ღირებულად მიაჩნდეს, ვიდრე ქუინის ან ბითლზის).
საბოლოოდ გემოვნებაზე დაობენ თუ არ დაობენ?
ჩემს აზრს დავწერ და ვიტყვი, რომ გემოვნებაზე დაობენ. ნამდვილად არ მსიამოვნებს, როდესაც ჩემს საზოგადოებაში უგემოვნოდ იცვამენ, უგემოვნო მუსიკას უსმენენ და საერთოდ არ ესმით კარგი მუსიკა. როდესაც მხოლოდ აიფონები და 2017 წლის ლენდ კრუიზერები მიაჩნიათ დახვწილ ცხოვრების სტილად. ეგეთ საზოგადოებაში არ დაიბადება არანაირი დიდებული და ფასეული.
თქვენ რას ფიქრობთ?
მოდერ თემა უსათაუროში გადაიტანე, შემეშალა კაი თუ არ გადაგაქვთ ახალ თემას გავხსნი იქ
This post has been edited by brevalo on 20 Oct 2017, 18:57