ძაან კაი რამეა ეს დემნაგვასალიები, გაჩვენებს, რა სასაცილო და უფანტაზიო, ამავდროულად ზომბია ადამიანი, როგორ მიჰყვება მოდის ყველა ტენდენციას და მსგავსი რომ თავად გამოიგონოს, არც მოუვა აზრად, თუ მოუვა, ყველა დასცინებს, რადგან რიგითი ვინმეა და არა დიზაინერი, ამას გეუბნება დემნა ძაან საყვარლად, პროდუქციითაც და მათი ფასითაც.
მე პირადად, დღეს მოდური ტენდეცნიების დიდი ნაწილი მგონია უდიდესი სიმახინჯე და არ მსიამოვნებს რომ ვუყურებ ხოლმე ქუჩაში. ისეთი დაცინვა მგონია ხოლმე იმათგან, ვინც ეგ შემოგვაჩეჩა მოდურად და სიმპათიურად, თან ჩვენთან ხომ უხარისხო ტანსაცმელი ბევრია და წარმოიდგინე, ჯერ ხარისხიანი ხომ სიმახინჯეა და მერე იმის პატენტს რომ 20 ლარად იყიდი, რა დონის სიმახინჯე გამოდის.
ასევე, დავაკვირდი, რომ ორი ტიპის ადამიანები დადიან, პირველ ტიპში არც ჩანს ადამიანის სტილი და განწყობა, ზოგადად არ ჩანს ადამიანი დიდად. მეორე ტიპის ხალხი რაღაც ინდივიდუალურად და სიმპათიურად გამოიყურება, შეიძლება ისე ეცვას, რომ ჩემს გემოვნებაში არ ჯდებოდეს, მაგრამ იმდენად მოხდენილია და ჩანს რომ ადამიანს ჰქონდა მოთხოვნილება ესთეტიკის და თავის კარგად გრძნობის, განწყობაზეც გადაედო, შორიდანვე ამჩნევ, რაღაც მოხდენილი და კოხტაა ხოლმე.
ნუ, მესამე კატეგორიაა მოდას აყოლილი და ინდივიდუალობას მოკლებულები.
და კიდევ ერთ რამეს დავაკვირდი, რაც ძალიან არ მეესთეტიურება. ჯინსის შარვალი ხომ სხეულს უფრო უნდა ალამაზებდეს და აკოხტავებდეს. ახლა კიდევ იმდენნაირი ჯიშის და უაზრო მატერიის ჯინსის შარვლები გამოვიდა, მაგრად აუშნოვებს ქალის სხეულს. შეხედავ, წონაც ნორმალურია, ზომაც და ფორმაც, მაგრამ ისეთი ულამაზოა. რატომ? იმიტომ რომ ბოდიში თქვენთან და ###ობა მასალისგან ###ურად შეკერილი "ჯინსი" აცვია.
This post has been edited by Estrella on 31 May 2019, 14:56
Slow down a little.