ვინ თარგმნა ? მაგ დროს სახელწიფო აპარატი ლეკებს არ ქონდათ რომ თარგმნათ ქართული უკვე არსებული სახელები. ამიტომ მათი უმრავლესობა არსებობდა ისეთი სახელით. თუ სოფელში მოსახლეობა ქართული დარჩა მათ სახელს ვინ გადათარგმნის თათრულად ან ლეკების ენაზე ?
არის რამე წყარო რომ ამ სოფლებს მართლაც ვარდიანი ერქვა?
ხოლო რაც შეეხება მოსახლეობის გადინებას, აქ მგონი იგივე პროცესი იყო რაც სამურზაყანოში ,ოღონდაც ცოტა განსხვავებული. სამურზაყანოში იქ გაბატონებულ აფხაზებს უბრალოდ არ ეყოთ ხალხის რესურსი აითვისო ეს მხარე საკუთვრივ აფხაზებით ,ამიტომ იძულებულები იყვნენ არ შეუშალოთ ხელი მეგრელების ნაწილის დაბრუნებას მხარეში. სამურზაყანო XVII ს.ბოლოს თითქმის დაიცალა მოსახლეობისგან და XVIIIს . მოხდა ამ მხარის მოსახლეობით ავსება როგორც აფხაზური ასევე მეგრული მხრიდან.
აი რაც აბჟუაში ქონდა ადგილი სადაც მეგრული ელემენტი შემორჩა მხოლოდ დარჩენილების და არა ახლად მოსული მეგრელების ხარჯზე ნათლად გვაჩვენებს იმის სურათს რას წარმოადგენდა დაცლილი სამურზაყანო.
ნაწყვეტი გაზეთიდან "Тифлисские ведомости" 1830 г,N 82.
Поездка в Джаро-Белоканскую область.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)