Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > Apple > iPhone 8 / 8 Plus


Posted by: crysiswarhead 12 Aug 2017, 13:42
მოგესალმებით თემა ეძღვნება iPhone ის მეთერთმეტე თაობას

Apple ის ახალი დივაისი წარდგება როგორც ყოველვის სექტემბერის ივენთზე , არის ორაზროვანი ჭორი რითაც ვიმედოვნებთ რომ კომპანია აპირებს აწარმოოს აიფონ 7 ის ფლატფორმაზე გაუმჯობესებული 7S სმარტფონი ან სრულიად ახალი ინოვაციური კონცეპტი სახელად 8

სავარაუდო ცვლილებები ორივე იდეის შემთხვევაში:
1. ახალი დიზაინით 8 , თითქმის იდენტური დიზაინით 7S
2. სრულიად ახალი ეკრანი OLED, ახალი ზომები 8 , მცრეოდენი გაუმჯობესება 7S
3. ორივეს შემთხევაში ერთი ახალი ფერი ემატება არჩევანს
4. ახალი Apple A11 Fusion 10 ნანომეტრიანი TSMC 6 ბირთვიანი
5. სრულიად ახალი ორივე კამერა 4K 60FPS
6. გაუმჯობესებული ელემენტის ავზი
7. გაუმჯობესებული 3D Touch და Taptic Engine
8. 8. Home ღილაკი აღარ ექნება 8 თაობას სავარაუდოდ
9. ახალი wireless charging ის ფუნქცია
10. Facial recognition And Edge to edge display

ოფიციალური ფასი: 649 დოლარი
user posted image

https://www.macrumors.com/roundup/iphone-8/

https://www.macrumors.com/2017/08/11/iphone-8-apps-mockups/

https://www.macrumors.com/2017/08/10/iphone-8-dummy-model-hands-on/

user posted image

Posted by: RedBulla 12 Aug 2017, 14:09
ველოდები up.gif
სავარაუდოდ როდის გამოვა?
იმედია 10-15 ოქტომბრამდე იქნება საქართველოში

Posted by: RedBulla 12 Aug 2017, 14:54
2500 ლარზე არა მგონია ეღიროს აქ თუ ოფიციალური ფასი 649$ ია

Posted by: david999 12 Aug 2017, 14:58
5 პუნქტი აჩენს ეჭვებს.უკანა კიდევ შეიძლება 4კ 60 მაგრამ წინა ფანტაზიის სფერო უფრო მგონია

Posted by: ჰეისან 12 Aug 2017, 17:26
iPhone 8 საკმაოდ ძვირი ეღირება. აქა-იქ წერენ - არ გქონდეთ იმედი, iPhone 8 რომ 650 დოლარად იყიდოთო...

Posted by: crysiswarhead 12 Aug 2017, 18:56
ჰეისან
ხო ეგ უნდა მიმეთითებინა 7ს ზეა საუბარი

Posted by: Andy_Kaufman 13 Aug 2017, 21:37
მაგარი არ მესიმპატიურება ეს უჩარჩო ეკრანები და ჰოუმ ღილაკის ადგილას ანდროიდივით ექნება ნავიგავიის ღილაკი ?

Posted by: sevastopol 14 Aug 2017, 04:13
QUOTE (Andy_Kaufman @ 13 Aug 2017, 13:37 )
მაგარი არ მესიმპატიურება ეს უჩარჩო ეკრანები და ჰოუმ ღილაკის ადგილას ანდროიდივით ექნება ნავიგავიის ღილაკი ?

თვითონ ეკრანის ქვეშ იქნება ღილაკი. როგორც ახალ ს8-ს აქვს.

Posted by: <NetHunter> 14 Aug 2017, 08:54
QUOTE
არ გქონდეთ იმედი, iPhone 8 რომ 650 დოლარად იყიდოთო...

1000$ იდან დაიწყება ფასებიო, უმეტესი წყარო ასე მეტყველებს smile.gif

Posted by: crysiswarhead 14 Aug 2017, 10:13
<NetHunter>
არა მგონია 800 ის ფარგლებში ვფიქრობ

Posted by: <NetHunter> 14 Aug 2017, 14:37
crysiswarhead
ღმერთმა ქნას smile.gif

Posted by: RedBulla 14 Aug 2017, 18:16
აქ რა ეღირება ეგაა მთავარი თორეე drug.gif

Posted by: crysiswarhead 14 Aug 2017, 19:52
RedBulla
2500 ლარი იქნება დასტაბილურების მერე მგონია

Posted by: ჰეისან 14 Aug 2017, 23:05
მოგვიანებით, ამ თემას დავშლით... iPhone 7S ცალკე იქნება, iPhone 7S Plus-იც ცალკე და, რაღა თქმა უნდა, iPhone 8-საც ცალკე თემას მივუძღვნით.

Posted by: crysiswarhead 15 Aug 2017, 10:02
ჰეისან
7 და 7S Plus ერთი და იგივეა, რად უნდა ცალ-ცალკე თემა და 8 თუ გამოვა, აბა რა...

Posted by: freedemocrat 15 Aug 2017, 16:34
აიფონ 7-ის გაიაფებას უნდა ველოდოთ ანუ smile.gif

უკანა კორპუსზე კამერის ამოტრიალება არ მხიბლავს :/

Posted by: Hotstreak 15 Aug 2017, 17:17
QUOTE (freedemocrat @ 15 Aug 2017, 16:34 )
აიფონ 7-ის გაიაფებას უნდა ველოდოთ ანუ smile.gif


user posted image

Posted by: ჰეისან 15 Aug 2017, 21:16
crysiswarhead
QUOTE
7 და 7S Plus ერთი და იგივეა

ეუf... biggrin.gif როდის მერე?

Posted by: crysiswarhead 15 Aug 2017, 21:44
ჰეისან
კარგი რა მონიტორიაქ დიდი ფუნდამენტი იგივეა biggrin.gif

Posted by: sergo_bero 16 Aug 2017, 00:02
crysiswarhead
კამერებითაც განსხვავდებიან wink.gif


freedemocrat
Hotstreak
QUOTE
აიფონ 7-ის გაიაფებას უნდა ველოდოთ ანუ



user posted image

Posted by: ninicool 16 Aug 2017, 00:14
QUOTE

8. 8. Home ღილაკი აღარ ექნება 8 თაობას სავარაუდოდ
9. ახალი wireless charging ის ფუნქცია
10. Facial recognition And Edge to edge display

აშკარად სამსუნგის გამოსვლას ელოდებიან ხოლმე biggrin.gif

Posted by: gio3870X2 16 Aug 2017, 07:53
8 ში ამოლედ ეკრანს აყენებენ და ყ ელაზე დიდი შეცდომა მგობია მე. სულ ინოვაცია რო გამოვიდეს მარტო მაგის გამო არ ვიყიდი.

Posted by: crysiswarhead 16 Aug 2017, 10:13
sergo_bero
ხო ეგ გამომრჩა biggrin.gif

Posted by: sergo_bero 16 Aug 2017, 12:13
gio3870X2
QUOTE
ამოლედ ეკრანს

რას ერჩი?

Posted by: Lasha244 16 Aug 2017, 12:34
საინტერესოა... 1000$ ზე მეტი არ ეღირება...

Posted by: gio3870X2 17 Aug 2017, 07:34
QUOTE (sergo_bero @ 16 Aug 2017, 12:13 )
gio3870X2
QUOTE
ამოლედ ეკრანს

რას ერჩი?

თვალების მკვლელია ამოლედი ეს დამტკიცებულია.

Posted by: Lukkky 17 Aug 2017, 09:47
gio3870X2
OLED იქნება LG ის და ძაან მაგარი ეკრანებია.
P.S
ბოლო თაობის ამოლედთან ვერც ერთი IPS ვერ მივა

Posted by: crysiswarhead 17 Aug 2017, 10:57
Lukkky
რეტინა LED დაარქმევენ ალბათ PPI მაინტერესებს რა ექნება )

Posted by: rezi0881 22 Aug 2017, 12:12
user posted image

ზუსტად ამის შემყურეს ფორუმზე ნაყიდი 5 მაქვს უკვე მესამე წელია biggrin.gif რა ეღირება დაახლოებით 7s. თუ ვიჩალიჩო 7 ალტამ დაწია ფასი, მაგთიში ნაყიდს პახოდუ 500 მეგაბაიტი მოყვება ყოველთვე საჩუქრად. აქ ალბათ რო გაიჩითება ხევენ ეგრევე მინიმუმ 2,5კს.

Posted by: gio3870X2 22 Aug 2017, 13:18
Lukkky
ბოლო თაობისაში რომელს გულისხმობ? გალაქსი ს7 ში რაცაა მაგარი მკვლელია თვალების, უკვე ბე რი წერს იგივე ნაგავია ს8 შიცო.
შეგრძნებითაც აშკარად იგრძნობა აიპიესი არ ღლის ისე თვალებს როგორც ამოლედი. მე ორივე მააქვს და ფაქტებით ვიძახი ჩემ შემთხვევაში ასეა.

Posted by: administratorr 23 Aug 2017, 19:46
საკმაოდ უაზრო ტელეფონია და ამხელა ფასის გადაყრა არ ღირს

Posted by: TurmanMx 23 Aug 2017, 21:19
Lukkky
QUOTE
ეგ ორიგინალ ეკრანებზე რაც რეტინაა ბაზარი არაა აბა აიღე ჩინური ეკრანი , ან აიღე სხვა ანდროიდი IPS ზე და დააკვირდი.

ჩინური თუ აიღე და ხაშურული კი biggrin.gif htc, LG... მშვენიერი ეკრანები აქვთ smile.gif

Posted by: Lukkky 24 Aug 2017, 14:10
QUOTE
htc, LG.

რას ეძახი მშვენიერს 2K ს რომ iPhone ს HD ეკრანი აჯობებს მშვენიერია? biggrin.gif

Posted by: TurmanMx 25 Aug 2017, 14:25
Lukkky
QUOTE
რას ეძახი მშვენიერს 2K ს რომ iPhone ს HD ეკრანი აჯობებს მშვენიერია? 

ეგ 2K თუ აქვთ შესაბამისი ზომის ეკრანებიც აქვთ, პატარა ინჩზე HD გაფართოება იქნება თუ დიდზე 2K რა მნიშვნელობა აქ, ეკრანის ზომა მოითხოვს შესაბამის გაფართოებებს... რეალურად იგივე გამოდის, უბრალოდ აიფონის ჯობია smile.gif
ეგ HD 4.7 ინჩისთვის საკმარისია. რა მნიშვნელობა აქ მარტო გაფართოებების თქმას, 7 ინჩზე რო Full HD გააკეთო Full HD იქნება? რეალურად HD-საც არ მოგცემს ხო? smile.gif

Posted by: crysiswarhead 25 Aug 2017, 15:43
PPI ია ერთერთი მნიშვნელოვანი ეკრანის ხარისხისთვის,

Posted by: C63 AMG 26 Aug 2017, 12:14
უკანა მხარეს ქეისის საღებავი არის გადასული და რითი მოვაშორო არავინ იცით?

Posted by: ratianee 31 Aug 2017, 20:59
მაიცა,7ს და 8 ერთად გამოდის? მაგრად აურია Apple-მ ამ ბოლოს facepalm.gif

Posted by: SerLom1 1 Sep 2017, 00:44
ეგ სახელები პირობითია და მხოლოდ ხალხის ვარაუდია. ეფლის არ დაუანონსებია ეგ. ჩემი აზრით კი ან მარტო 8 გამოვა უღილაკო 5.8 ინჩიანი ეკრანით, ან ორი მოდელი - 7ს და ეს ახალი უღილაკო მაგრამ რვას არ დააექმევენ, რამე საიუბილეო სახელს დაარქმევენ 10 წლის ვარიანტში. როგორც მაგალითად რიგგარეშე მოდელი iPhone Special Edition (SE) გამოუშვეს.
აბა ზამზუნგი თვეში ცხრა მოდელს უშვებს და ვაშლუკაც იძულებულია ასე მოიქცეს

* * *

და აი ისიც!
12 სექტემბერს, ჩვენი დროით საღამოს 9 საათზე Apple Special Event Keynote LIVE !!!

Posted by: crysiswarhead 1 Sep 2017, 10:11
ratianee
რატო ყველას თავისი მყიდველი ეყოლება smile.gif თან ერთი ნაბიჯით დაეწევა განვითარების ტეპმს ამ ბოლო დროს ჩამორჩა ეიფლი და ეწევა რა biggrin.gif

SerLom1
როდის ამბობს ესა და ეს გამოივა ა გამიგია არასდროს, პროსტა მარკეტინგისთვის შესანიშნავია არჩევანის თვალსაზრისით თან მეტი ფული კეთდება ასე,

Posted by: ratianee 1 Sep 2017, 12:06
crysiswarhead
ანუ მომავალში 8ს და 9 გამოვა?

რაში ჭირდება,ისედაც უამრავ მილიარდ მოგებას იღებს ეიფლი ყოველ წელს smile.gif

Posted by: sevastopol 2 Sep 2017, 07:02
ratianee
არ ვიცით ოფიციალურად რა როგორ გამოვა. უბრალოდ ვარაუდი არის.

Posted by: crysiswarhead 2 Sep 2017, 10:15
ratianee
კრიზისია მსოფლიოში და ცდილობენ კომპანიები მეტი რამე შესთავაზონ მომხმარებლებს,

Posted by: SerLom1 8 Sep 2017, 23:11
crysiswarhead
რის კრიზისს გულისხმობ?

Posted by: crysiswarhead 8 Sep 2017, 23:23
SerLom1
ეკონომიკურს მაგრამ ამავდროულად' დიდ კონკურენციას მრავალფეროვნებას ინოვაციების სწრაფi დინამიკა ხდება ტექნოლოგიების

Posted by: ippon 12 Sep 2017, 04:38
მართლა ასეთი მონაცემებით რომ გამოუშვან ეს იქნება შოკი თან ასე მგონია ელემენტს გაზრდიან ცოტათი მაინც.
რაც აქ იწერება ასეთი რამ მაინც არ მგონია მარა ვნახოთ დაველოდოთ დღევანდწლ დღეს

Posted by: DiTrIx 12 Sep 2017, 13:15
ჩვენი დროით რომელ საათზე იწყება ივენთი მოიწერეთ რა

Posted by: massive 12 Sep 2017, 16:00
DiTrIx
საღამოს 9


Posted by: _R@uL_ 12 Sep 2017, 18:14
აბა მეგობრებო, დღეს ჩვენი დროით 21:00 საათზე იქნება ახალი აიფონის პრეზენტაცია smile.gif


https://www.apple.com/apple-events/september-2017/

Posted by: DiTrIx 12 Sep 2017, 18:26
massive


მადლობა

......................................

Posted by: natia_natia9 12 Sep 2017, 20:34
ივენთს სად ვუყურო? ამას მიწერს: Your browser doesn’t support live streaming of the event

Posted by: vikingi 12 Sep 2017, 20:45
QUOTE (natia_natia9 @ 12 Sep 2017, 20:34 )
ივენთს სად ვუყურო? ამას მიწერს: Your browser doesn’t support live streaming of the event

safari გჭირდება, სხვა ბრაუზერით ვერ უყურებ apple.com-ზე

Posted by: natia_natia9 12 Sep 2017, 20:47
vikingi
vikingi
დიდი მადლობა smile.gif)

Posted by: vikingi 12 Sep 2017, 20:52
natia_natia9
apple-ის კომპიუტერი თუ გაქვს უკვე გექნება. ვინდოუსზე თუ ხარ Edge-ით უნდა გამოვიდეს ყურება მემგონი..

Posted by: natia_natia9 12 Sep 2017, 20:54
vikingi
vikingi
ვინდოუსზე მინდა, edge რა არის არ ვიცი... ტელეფონით ვუყურებ ჯობია

Posted by: matemana 12 Sep 2017, 22:00
ეს რა არი ღადაობენ? 7 და 7 plus-ს რეკლამა მეგონა და 8 და 8 plus ყოფილა. lol აუ რა ბანძები არიან!!!

Posted by: TheAnswer 12 Sep 2017, 22:02
იგივეა ნავიდუ, პროსტა შUშAა უკან

მარა მიასკდება მაინც ხალხი

ტიპებმა არაფერი არ შEცვალეს მგონი

Posted by: matemana 12 Sep 2017, 22:05
TheAnswer
ეფლის მონები მაინც იყიდიან biggrin.gif

A10 -ს ნაცვლად A11 ჩადეს და ვსო. ზუსტად იგივეა, ოღონდ უფრო იოლად გატყდება, ორივე მხარეს შუშა აქვს.

3.5-იანი ჯეკი მაინც მიემატებინათ biggrin.gif და ეთქვათ ინოვაციააო. biggrin.gif
* * *
ჰაჰა ძლიიიივს ეღირსა wireless charging biggrin.gif

ჩემს 5 წლის nexus 4-საც კი ქონდა ეგ feature biggrin.gif

Posted by: TheAnswer 12 Sep 2017, 22:21
კაროჩე ტიპებს კიდიათ

სამსუნგი იხევა პროჭზე, რამე ინოცაცია თუ არ დადო ვერ გაყიდიან

ამათI ბრენდი დედა #####ან

მარა მაყუთი რო მქონდეს მაინც ვაშლს ვიყიდი lol.gif lol.gif lol.gif lol.gif


ვაააა მაიცა მაიცა

Posted by: Hotstreak 12 Sep 2017, 22:37
FaceID მა რო გაჭედა lol.gif არ შეიმჩნია ტიპმა

Posted by: massive 12 Sep 2017, 22:40
Hotstreak
QUOTE
FaceID მა რო გაჭედა  არ შეიმჩნია ტიპმა

აუ ძაან ეპიკი იყო ეგ და MSQRD-ით რომ იბლატავა მერე, ინოვაცია დადეს smile.gif))

Posted by: ვივიანა 12 Sep 2017, 22:40
რაოო რას ამბობენ ? ფერები ? კამერა ? შეცვალეს რამე ? იოს 11?
8 და 8 პლუსია > biggrin.gif

Posted by: Error! 12 Sep 2017, 22:42
დაიდო 8-ის ნუდები ? biggrin.gif

Posted by: estragon 12 Sep 2017, 22:48
ახალი და განსაკუთრებული რა ტექნოლოგია დადეს?

Posted by: sergo_bero 12 Sep 2017, 23:00
ყველანაირი ჭორი მართალი აღმოჩნდა biggrin.gif ფაქტიურად ვიცოდით რას უშვებდნენ, უბრალოდ დაადასტურეს

estragon
QUOTE
ახალი და განსაკუთრებული რა ტექნოლოგია დადეს?

არაფერი smile.gif

Hotstreak
QUOTE
FaceID მა რო გაჭედა  არ შეიმჩნია ტიპმა

ძაან ღადაობა იყო, მერე სახეზე ხელი გადაისვა biggrin.gif

Posted by: matemana 12 Sep 2017, 23:02
QUOTE (estragon @ 12 Sep 2017, 22:48 )
ახალი და განსაკუთრებული რა ტექნოლოგია დადეს?

უფ რამდენიც გინდა.

უკაბელო დატენვა, OLED დისპლეი, bezel-less display, face unlock facepalm.gif

თავით ფეხებდამდე მიბაძვაა. დაჟე 10 რო დაარქვეს 8-დან 10-მდე ანუ 9 გამოტოვეს ისე როგორც MS-მა ქნა windows 10-ზე LOL

ერთი რამე დაასახელეთ რაც ნამდვილად apple-მა შექმნა, რასაც შეილება ინოვაცია უწოდო! ჰა გელოდებით ეფლის ფანებო.

Posted by: sergo_bero 12 Sep 2017, 23:05
matemana
QUOTE
თავით ფეხებდამდე მიბაძვაა. დაჟე 10 რო დაარქვეს 8-დან 10-მდე ანუ 9 გამოტოვეს ისე როგორც MS-მა ქნა windows 10-ზე LOL

Windows იმიტომ გადაახტა 9-ს, რომ ბევრი პროგრამა ამოწმებდა არსებული OS 9-ზე თუ იწყებოდა ( ძველი სოფტი, ამით ანსხვავებდნენ Windows 9x იყო თუ სხვა ), ამიტომ ბევრი პრობლემები შეიქმნებოდა ამის გამო,

ამათ, მეათე საიუბილეო წლის პონტში დაარქვეს X, "Special edition"

QUOTE
ერთი რამე დაასახელეთ რაც ნამდვილად apple-მა შექმნა, რასაც შეილება ინოვაცია უწოდო! ჰა გელოდებით ეფლის ფანებო.

ამ ტელეფონში ? თუ ზოგადად smile.gif

Posted by: matemana 12 Sep 2017, 23:11
QUOTE (sergo_bero @ 12 Sep 2017, 23:05 )
ამ ტელეფონში ? თუ ზოგადად smile.gif

აქ რა არის საკითხავი? კოპირებულია ყველაფერი.
ზოგადად ვიკითხე რათქმაუნდა

ძალიან კარგი ვიდეოა

Posted by: TheAnswer 12 Sep 2017, 23:13
მეშIნოდა 7 არ გამიბანძOნ მეთQი


ტყუილად მეშIნოდა



ახალ იოს როდის დადებენ ხოარ იცით

Posted by: sergo_bero 12 Sep 2017, 23:17
matemana
QUOTE
ზოგადად ვიკითხე რათქმაუნდა

ბევრი რამეა smile.gif , მაგრამ მულტითაჩი და სქროლინგიც კი საკმარისია smile.gif

TheAnswer
QUOTE
ახალ იოს როდის დადებენ ხოარ იცით

19-ში

Posted by: matemana 12 Sep 2017, 23:18
sergo_bero

ვიცი მაგ 9 იანზე მითის შესახებ. ეგეთი პროგრამები 10-ზე კი არა 7/8-ზეც არ ეშვებიან biggrin.gif

ბოდიში მითის დანგრევისთვის მაგრამ multitouch ცერნში შეიქმნა თითქმის 15 წლით ადრე ვიდრე apple გამოიყენებდა biggrin.gif

https://en.wikipedia.org/wiki/Multi-touch

პირველი scrolling mouse-ც სხვებს შეუქმნიათ https://en.wikipedia.org/wiki/Scroll_wheel თვითონ scrolling-ზე არაფერი წერია. შეგიძლია სადმე რამე ინფო დადო რომ მართლა მათ შექმნეს?

Posted by: სკნელი 12 Sep 2017, 23:34
გილოცავთ "ვაშლისტებო" smile.gif

*************

Posted by: sergo_bero 12 Sep 2017, 23:41
matemana
მულტითაჩის ლინქი რომ დადე, არ წაიკითხე მაინც ? Brands and manufacturers-ს და პატენტებს გადახედე მაგავე სტატიაში.
სქროლინგზეც იგივე, პატენტები დაგუგლე

Posted by: cuda 12 Sep 2017, 23:48
SE
6s
7
საწყისი მოდელები (32გბ) აქამდე რა ღირდა? სანამ დააკლდებოდა

Posted by: sergo_bero 12 Sep 2017, 23:55
cuda
7 ღირდა 650$, 6ს ალბათ 550

Posted by: cuda 12 Sep 2017, 23:57
sergo_bero
QUOTE
7 ღირდა 650$, 6ს ალბათ 550

se 399 ხო?

Posted by: matemana 13 Sep 2017, 00:16
QUOTE (sergo_bero @ 12 Sep 2017, 23:41 )
matemana
მულტითაჩის ლინქი რომ დადე, არ წაიკითხე მაინც ? Brands and manufacturers-ს და პატენტებს გადახედე მაგავე სტატიაში.
სქროლინგზეც იგივე, პატენტები დაგუგლე

პატენტის ქონა არ ნიშნავს გამოგონებას სამწუხაროდ. მანდ ლინკზე მითითებულია ვინც გააკეთა. ასევე ვიდეო რომ დავდე, იქაც ამბობს ის ტიპი, რომ რამდენიმე ისეთი პანტენტი აქვს ეფლს რაც სხვამ მოიგონა. მაგ ლინკზეც წერია, რომ ამერიკაში დაპატენტება უნდოდა, მარა არ მიცეს უფლება სიტყვა generic-ს გამო biggrin.gif

Posted by: sergo_bero 13 Sep 2017, 00:34
matemana
პატენტის ქონა სწორედაც მაგას ნიშნავს, რომ ეგ მეთოდი მაგათ შექმნეს. არაა აუცილებელი უშუალოდ ტექნოლოგია ამათ შეექმნათ, საჭიროა ამ ტექნოლოგიების სწორად გამოყენება, დანიშნულების მონახვა და მეთოდოლოგიის შექმნა. მაგალითად, როდესაც ტურინგმა "კომპიუტერი" ააწყო, მისი ნაწილები ვისი გამოგონებული იყო ნაკლებად მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაშიც ასეა, ლაპტოპებში იყო მულტითაჩი იქამდე, მაგრამ ეკრანზე მულტითაჩი, gesture-ებით, სქროლინგით, rubber-band-ით და ამბებით არ იყო. აიღე ძველი HTC და ნახე როგორი თაჩი ქონდათ აიფონამდე ტელეფონებს.

იგივე იყო TouchID-ზეც, Apple-მდე ბევრს ჰქონდა სხვადასხვა მოწყობილობებში ჩადებული, ლაპტოპებსაც ჰქონდათ, მაგრამ ძალიან ბანძად იყო იმპლემენტირებული, დაცულობა არ ჰქონდათ და არც არავინ იყენებდა. თუმცა Apple-მ Secure Enclave-სა და ანაბეჭდის ერთობლიობით ძალიან მაგარი მექანიზმი შექმნა. თავიდან ყველა ცუდად უყურებდა და იძახდა ვის რაში სჭირდებაო, მაგრამ რომ ნახეს რა კარგიც იყო, სხვებმაც დაიწყეს იგივეს ჩადება.

იგივე არის FaceID-ზეც, აქვს უკვე სამსუნგს იგივენაირი ანლოქი, მაგრამ იუტუბზე ვიდეოებს მრავლად ნახავ სადაც სურათით ანლოქი ხდება, ხოლო Apple-ს შემთხვევაში, ასე მარტივად არ იქნება განბლოკვა შესაძლებელი, ბევრად უფრო წინდახედულად და დეტალებშია გათვლილი, მთელი თავისი 3D და ინფრა ანალიზით. ახლა სხვებიც იზამენ იგივეს და ა.შ.

Posted by: cuda 13 Sep 2017, 00:57
ინოვაციები არ აქვთ მარა არსებულს ისე ფუთავენ და ისე იყენებენ რო გგონია მაგათ მოიგონეს biggrin.gif biggrin.gif

Posted by: matemana 13 Sep 2017, 01:01
QUOTE (cuda @ 13 Sep 2017, 00:57 )
ინოვაციები არ აქვთ მარა არსებულს ისე ფუთავენ და ისე იყენებენ რო გგონია მაგათ მოიგონეს biggrin.gif biggrin.gif

ნამდვილად! გავა კიდე 3-4 წელი და smart watch-ზეც იტყვიან მაგათ მოიგონესო.

აქვთ პატენტები და რა? მათ მოიგონეს? ყველამ იცის, რომ ყველაზე მეტად დააგვიანეს. პატენტები კი არის სისულელე.
http://www.patentlyapple.com/patently-apple/apple-watch/

Posted by: Dface 13 Sep 2017, 01:05
მე პირადად ამ ტექნოლოგიას ველოდებოდი iPhone X-ში


Posted by: sergo_bero 13 Sep 2017, 01:13
Dface
რაღა დაგიმალო და მეც, იმედია გაისად მაინც ჩადებენ,
ვაირლეს ჩარჯინგზეც უკეთესს ველოდი ვიდრე გააკეთეს ( მთლად დადება რომ არ გიწევდეს )

Posted by: sergo_bero 13 Sep 2017, 01:24
SandroMoreira
https://www.apple.com/lae/iphone/compare/

Posted by: Dface 13 Sep 2017, 01:29
sergo_bero
QUOTE
ვაირლეს ჩარჯინგზეც უკეთესს ველოდი ვიდრე გააკეთეს ( მთლად დადება რომ არ გიწევდეს )

ულტრასონიკ სენსორის ინტეგრირების მოსწრება შედარებით რეალური იყო, მაგრამ დისტანციური თრუ ვაირლეს ჩარჯინგი რავი ცოტა შორსაა ჯერ

აი ეს კომპანია მიიწევს მაგ მხრივ დიდი ნაბიჯებით
http://www.energous.com/

კონტრაქტიც დადეს ჩიპმეიკერ Dialog Semiconductor-თან რაც კიდევ უფრო აახლოებს სამომხმარებლო ტექნიკაში ინტეგრირებას მასიური მასშტაბებით, რავიცი ვნახოთ...

Posted by: sergo_bero 13 Sep 2017, 01:40
Dface
აქამდე რომ არ ჩადეს, ვიფიქრე რამე ეგეთზე მუშაობენ თქო.
თუ "უბრალო" უნდა ჩაედოთ, რაღას უცდიდნენ

Posted by: cuda 13 Sep 2017, 03:09
sergo_bero
QUOTE
არაა ეგრე.
ეგ შეფუთვა, სწორი UX, (ხარისხიანი) ჰარდის და სოფტის ოპტიმიზაცია, არსებული ტექნოლოგიების სწორად გამოყენება... ესეც ინოვაციაა.
არც პროცესორი გამოუგონია Apple-ს, მაგრამ ისეთ A სერიების ( აიფონის ) პროცესორებს აკეთებს, რომლებთან სხვა მწარმოებლები ახლოსაც კი ვერ მიდიან. ( არა თუ A11 , A10-თანაც კი )


ნუ ეგეც მართალია , ისეთი ოპტიმიზაცია აქვთ software ის hardware თან რო ანდროიდს მგონი კაი ხანი არ დაესიზმრება, მირჩევნია ესეთი ოპტიმიზაციის ტელეფონი მქონდეს და გავკარი უკაბელო დატენვას და NFC ს

QUOTE
არსებული ტექნოლოგიების სწორად გამოყენება.

ესეც ვიგულისხმესავით შეფუთვაში, რაღაც არსებობს მარა თუ საკაიფოდ არ გამოიყენე რა აზრი აქ biggrin.gif და ვინც მოიგონა ის რაღაც თუ გააუმჯობესე და იმაზე მაგრად გამოიყენე, არაფრინ ნაკლები როჟა არ ხარ.


და ყველაფერს რო თავი დავანებოთ დღეისათვის ყველაფერი მარკეტინგია რაც ეფლს ალბათ ყველაზე მაგრად გამოსდის და ფულსაც აკეთებენ და ბევრი ლაპარაკი იმაზე რო დამპლები არიან , ინოვაციურს არაფერს აკეთებენ , სამსუნგს სწრაფი დატენვა და NFC დიდი ახნია აქ იმენა უაზრობაა რა biggrin.gif

Posted by: ippon 13 Sep 2017, 03:19
ისე ველოდებოდი რო რავიცი რაა ტელეფონს არ ვყიდულობდი რო ამას ველოდებოდი და რაც იმედები მქონდა სულ ჩამისვარეს. დროებით ვიყიდე რაღაც ქსიაომი და მგონი მომიწევს ამ ტელზე დარჩენა. რამე ინოვაცია დაემატებინათ რა მოუვიდათ ბლიაძ მოკვდა სტივი და დეენძრა იდეებს? ფუუუ მარა მაინც ვაშლისტი ვარ სულით smile.gif))
ძალიან არ მინდა ანდროიდს შევეჩვიო და სამოთხის ხილზე გამოხედვაც არ მინდოდეს

Posted by: MILANDRO 13 Sep 2017, 03:56
მაქვს 7 PLUS-ი. ღიირს კი 10-ზე გადასვლა? უკვე დავიბენი, ცოტა მეტს ველოდი

Posted by: sevastopol 13 Sep 2017, 04:07
MILANDRO
მე არ გადავიდოდი. ზომით უფრო პატარაა.

აი აქ შეადარე.

https://www.apple.com/lae/iphone/compare/

Posted by: estragon 13 Sep 2017, 07:27
ბატარეა რამდენი აქვს? სწრაფი დატენვა თუ დაამატეს?

Posted by: crysiswarhead 13 Sep 2017, 10:13
sevastopol
გბალეშიკობ შეძენაში მაინტერესებს როგორი იქნება ჩვენ რეალობაში სახმარად biggrin.gif კი ჰომს უნდა მივეჩვიოთ

Posted by: crysiswarhead 13 Sep 2017, 10:41
ვიზნიაკი მარტო მე შევამჩნიე ივენთზე biggrin.gif

Posted by: vikingi 13 Sep 2017, 11:03
მაგრად აფუჭებს რა ეს ზემოთ ჩაჭრილი ეკრანი ვიზუალს. ვიდეოს ყურების დროს ან თამაშის დროს მემგონი ძაან მოუხერხებელი იქნება...

რამენაირად ერთიანი ეკრანი რო გაეკეთებინათ იმენა ათიანში მოარტყავდნენ.

Posted by: cuda 13 Sep 2017, 12:11
QUOTE
1) ფასი, ყველაზე დიდი ნაკლი, 1K $ რაამბავია, ნამდვილათ არ აქვს არაფერი ისეთი რომ 1K გადაიხადო


სადაც note 8 ღირს 950 დოლარი იქ iphone X ღირს 1კ, 3-4 ჯერ სწრაფი პროცესორის გამო მაინც

Posted by: MFDOOM 13 Sep 2017, 12:26
QUOTE
მაგრად აფუჭებს რა ეს ზემოთ ჩაჭრილი ეკრანი ვიზუალს. ვიდეოს ყურების დროს ან თამაშის დროს მემგონი ძაან მოუხერხებელი იქნება...

+1, მეგონა ვიდეოს ყურებისას გააშავებდნენ.
user posted image

Posted by: natia_natia9 13 Sep 2017, 12:28
QUOTE (MFDOOM @ 13 Sep 2017, 12:26 )
QUOTE
მაგრად აფუჭებს რა ეს ზემოთ ჩაჭრილი ეკრანი ვიზუალს. ვიდეოს ყურების დროს ან თამაშის დროს მემგონი ძაან მოუხერხებელი იქნება...

+1, მეგონა ვიდეოს ყურებისას გააშავებდნენ.
user posted image

უი ეს მართლა ცუდია (((((

Posted by: SerLom1 13 Sep 2017, 12:32
QUOTE (crysiswarhead @ 13 Sep 2017, 10:41 )
ვიზნიაკი მარტო მე შევამჩნიე ივენთზე biggrin.gif

შევამჩნიეთ, ვოზნიაკი წვერებში biggrin.gif

Posted by: alexandrius 13 Sep 2017, 12:35
არა არ კლონავს ეფლი სამსუნგს.

Posted by: crysiswarhead 13 Sep 2017, 12:46
გააძვირეს მობილურები ძაან ცუდი ტენდენცია აწი როგორც ჩანს მაგ ფასებში გაყიდიან ახალ მობილურებს ((((

Posted by: MFDOOM 13 Sep 2017, 12:47
QUOTE (natia_natia9 @ 13 Sep 2017, 12:28 )
უი ეს მართლა ცუდია                        (((((

ვიდეოს დაპატარავებაც შეიძლება, როგორც ჩანს.

2:20-დან

Posted by: ninicool 13 Sep 2017, 13:19
ორივე კამერით ერთდროულად გადაღების ფუნქცია თუ აქვთ ამ ტელეფონებს?

Posted by: MaXXaR 13 Sep 2017, 13:37
მოკლედ 7 Plus-იდან გადასვლა ღიირს რომელიმე ამ მოდელზე თუ არა ბოლობოლო რას ფიქრობთ)))

Posted by: sergo_bero 13 Sep 2017, 14:08
ninicool
QUOTE
ორივე კამერით ერთდროულად გადაღების ფუნქცია თუ აქვთ ამ ტელეფონებს?

რას გულისხმობ? წინა და უკანა კამერას ერთად ? თუ უკან რომ 2 ცალი კამერა აქვს მათ ერთად ?

Posted by: sevastopol 13 Sep 2017, 14:35
natia_natia9
როგორც ვიცი ეგ მხოლოდ დიაგონალი. აი აქ შეადარე. 8-ზე ცოტათი დიდია. 8 Plus-ზე და 7 Plus-ზე პატარა ზომის.

https://www.apple.com/iphone/compare/

Posted by: korsikeli 13 Sep 2017, 15:19
როგორც ითქვა სექტემბრის ბოლოს გალერეა თბილისში უნდა გაიხსნას ოფიციალური რისელერის მაღაზია და იქ ალბათ თავის ფასში ექნებათ.

Posted by: CL55AMG 13 Sep 2017, 15:31
რა არ მესმის იცით? აი რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის პირველი ვინ რა გამოიგონა?მაგ ფაქტით ბანძდება Apple თუ რა?ფაქტია რო ძალიან დახვეწილი, მაღალი ხარისხის ტექნიკას უშვებს, რომელიც სტაბილურია. ვიღაცამ მაიმარკეტზე ნაჩალიჩარი თუ იყიდა ან რომელიმე ქართული მაღაზიიდან რომელიც "ოფიციალური რესელერია" და არ გამოადგა. ეგ არ ვიცი, მაგრამ მე აიფონ 5-იდან მოყოლებული 7-ის ჩათვლით ყველა გამომიყენებია და ყველასთან მქონია შეხება და არანაირი პრობლემა და ტვინის ტყვნა არ მქონია, რასაც ვერ ვიტყვი ანდროიდზე და არ მაქვს ლაპარაკი 200 ლარიან ლენოვოებზე და ელჯიზე. თუნდაც 2013 წელს გამოშვებული 5S მშვენივრად მუშაობს და 5-იც დღემდე. რათქმაუნდა აღარ არის ისეთი სწრაფი, მაგრამ ჩვეულებრივად გამოიყენებ ყოველდღიურად და არ დაგტანჯავს.

Posted by: kaxelooo 13 Sep 2017, 15:44
რაც არ უნდა აბარტყუნონ ყურები ანდროიდისტებმა რეალობა ისაა რომ იოს და ეფლისდიზაინი და ხარისხიანი ტექნიკა ფანტიკივით იბზრიალებდა და დაიბზრიალებს სირბანჯო სამსუნგებს და სხვა სირ ტელეფონებს

Posted by: მოლკო 13 Sep 2017, 15:48
jump.gif kaxelooo
არა ბრატ ნოუთს სტილუსი აქვს

ტი ჩტო
jump.gif

Posted by: BAKURMEFE 13 Sep 2017, 15:56
1. მთლიანი ეკრანის გამოყენება არ ნიშNავს ინოვაციას, რადგან ამ ყველაფერსყველა ელოდა, უბრალოდ ერთმანეთს დაასწრეს . როგორ შეიძლება აქამდე აუთვისებელი ადგილების ათვისება ინოვაციად ჩავთვალოთ ? ეგ იგივეა voice callის მერე video callი ინოვაცია არისო. აქ საქმე არის ტექნოლოგიის შექმნაშI რომელიც უზრუნველყოფს არსებულის გაუმჯობესებას. კლონირება იქნებოდა ქსიამოს თურაც ქვია, მაგის ტექნოლოგია რომ აეღო და არსებულზე დაეშენებინა საკუტარი ცოდნა.
2. თაჩ აიდიც , იდეის დონეზე ტელეფონი რომ შეიქმნა ალბათ მაშIნაც გაუევლებდა ვირაცას თავშI, მაგრამ მტავარი ტექნოლოგიის შექმნა, იყო. ადგა ვიღაც ჭუღუპუღურუ კომპანია და მოუხერხებელი და ტექნოლოგიურად ძრენი თაჩაიდი ჩააშენა თავის პროდუქტში, რომელსაც არავინ იყენებდა და ამის მერე ეიფლმა თუ იდეალური თაჩაიდი შექმნა, ესეიგი ინოვატორად მაინც ჭუღურუპუღუ როგორ უნდა ჩათვალო ?

3. ფეის აიდიც, თუ სამსუნგმა შექმნა მერე რა ? ავდგეთ და შევადაროთ სამსუნგის ფეის აიდი და ეიფლის ფეის აიდი, იდეის არსებობა ეგრე შეიძლება ვიღაც უცნობმა დაასწრო, მაგრამ ფეის აიდიც არ არის ინოვაცია, როცა კამერა შეიქმნა ტელეფონობში მაშინაც გაითვალისწინებდნენ მომავალშI ფეის აიდის არსებობას, იდეის დონეზე.

ძალიან ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება ამ მხრივ, ეიფლის სამსუნგის და ანდროიდის ფანები რომ აკეთებენ აქცენტს ეიფლის პატენტებზე, როგორ ფიქრობთ სამსუნგმა რომ შექმნა ფეის აიდი, მაშIნ მიხვდა ეიფლი რომ უი ფეის აიდის გაკეთება შეიძლებაო ? მანამდე არ მოუვიდოდათ აზრად ? მაგრამ გადადეს, ან ბაზარზე საუკეთესო პროდუქტის შექმნის მიზნით ან მარკეტინგულად გათვალეს და გადაწყვიტეს რომ მომავალ აიფონებს უკეთEსად გაყიდნენ ნელნელა გაუმჯობესებული პროდუქტების დამატებით.

ამიტომ დიდ სისულელედ მიმაჩნია იმის ძახილი, ეიფლამდე სხვებმა რომ გამოიყენეს არსებული ფუნქციები, ამჟამად ტექნოლოგიები ეიფლმა სრულყო სხვადასხვა მიამრთულებიტ ფაქტია და ვიღაცამ თუ დაკუჭული ქაღალდის თვითმფრინავი გააკეთა იმიტომ რომ არიქა სხვებს დავასწროო და მერე სხვამ დისტანციურად ამრთვადი თვითმფრინავი შექმნა, არ შეიძლება ინოვატორად პირველი დაასახელო.

Posted by: მოლკო 13 Sep 2017, 16:25
QUOTE
ამიტომ დიდ სისულელედ მიმაჩნია იმის ძახილი, ეიფლამდე სხვებმა რომ გამოიყენეს არსებული ფუნქციები, ამჟამად ტექნოლოგიები ეიფლმა სრულყო სხვადასხვა მიამრთულებიტ ფაქტია და ვიღაცამ თუ დაკუჭული ქაღალდის თვითმფრინავი გააკეთა იმიტომ რომ არიქა სხვებს დავასწროო და მერე სხვამ დისტანციურად ამრთვადი თვითმფრინავი შექმნა, არ შეიძლება ინოვატორად პირველი დაასახელო.

love.gif love.gif


მაინც ეფლის სუჩკად დარჩებიან კორეელები


ყველამ თავის დამწვარ ბატარეას მიხედოს <#33

Posted by: ninicool 14 Sep 2017, 08:54

sergo_bero
QUOTE
რას გულისხმობ? წინა და უკანა კამერას ერთად ? თუ უკან რომ 2 ცალი კამერა აქვს მათ ერთად ?

წინა და უკანა კამერას ერთად.

-------------------------
პ.ს. არ დაიდო გაბერილი და პერფორირებული სამსუნგის ფოტოები. უნიჭო ანტირეკლამა იყო.

Posted by: Mr-Raptor 14 Sep 2017, 09:11
ninicool
მოთმინება მეგობარო მოთმინება, უნიჭო ანტირეკლამის მოლოდინი ტყუილად გაქვს, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით რო მაგრად მკიდია ეფლიც და სამსუნგიც, ან ანტირეკლამის აზრი მითხარი, დღეს საღამოთი სახლში ვიქნები უკვე და შევეცდები მაქსიმალურად კარგად გადავუღო სურათები ორივე მხარეს, ფრჩხილი შედის ერთ მხარეს როცა შენც იცი პლომბირებულია მთელი კორპუსი

Posted by: ninicool 14 Sep 2017, 09:49
Mr-Raptor
გუშინ იყო უკვე ეგ დღეს საღამო.

Posted by: matemana 14 Sep 2017, 11:04
QUOTE (ninicool @ 14 Sep 2017, 08:54 )
sergo_bero
QUOTE
რას გულისხმობ? წინა და უკანა კამერას ერთად? თუ უკან რომ 2 ცალი კამერა აქვს მათ ერთად?

წინა და უკანა კამერას ერთად.

-------------------------
პ.ს. არ დაიდო გაბერილი და პერფორირებული სამსუნგის ფოტოები. უნიჭო ანტირეკლამა იყო.

ერთს ჰქონდა iPhone 7 სულ ახალი და აი ასე დებისგან კონდენსატორები უსკდებოდა რა, მერე ეკრანი ამოხტა და სუნი გაუშვა. კორპუსი ხომ ალუმინის აქვს, ჰოდა დატენვისას დენსაც ურტყამდა ხოლმე, ერთი ადამიანის სიცოცხლეც კი შეიწირა sad.gif RIP sad.gif

lol.gif

Posted by: ჰეისან 14 Sep 2017, 11:56
crysiswarhead
მე საერთოდ არ ვნერვიულობ ფასებთან დაკავშირებით. არა იმიტომ, რომ არ ვიცი, ფული სად წავიღო, არამედ იმიტომ, რომ კომპანიას მასეთი პოლიტიკა აქვს და მასე უღირს გაყიდვა. თუ მექნება საშუალება, ვიყიდი smile.gif თუ არა - გავაგრძელებ ჩემი iPhone 6 Plus-ის ხმარებას. ჯერ არ დავუღალატებივარ...

Posted by: sergo_bero 14 Sep 2017, 12:50
ჰეისან
QUOTE
მე საერთოდ არ ვნერვიულობ ფასებთან დაკავშირებით. არა იმიტომ, რომ არ ვიცი, ფული სად წავიღო, არამედ იმიტომ, რომ კომპანიას მასეთი პოლიტიკა აქვს და მასე უღირს გაყიდვა. თუ მექნება საშუალება, ვიყიდი  თუ არა - გავაგრძელებ ჩემი iPhone 6 Plus-ის ხმარებას. ჯერ არ დავუღალატებივარ...

+1 ეგრეა, საბანი სადამდეც გაგწვდებაო ნათქვამია smile.gif

ninicool
QUOTE
წინა და უკანა კამერას ერთად.

არა, ორივე კამერით ერთად არ გამოდის ( რამდენადაც ვიცი აიფონი არ იძლევა საშუალებას ), თუმცა რაღაც აპლიკაციები იყო ადრე, რომლებიც ხრიკს იყენებდნენ და წამის მეასედებში ხან წინა კამერას რთავდნენ ხან უკანას, საბოლოოდ ორივე კამერის ჩანაწერს ინახავდნენ, კიდევ თუ არის არ ვიცი

Posted by: Luka211 14 Sep 2017, 13:03
QUOTE (stinky @ 13 Sep 2017, 16:47 )



lol.gif lol.gif

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: bomji21 14 Sep 2017, 14:46
ნ1 ია 1 ი )) ძაან მაგარია რა, იფრენს smile.gif

Posted by: ninicool 14 Sep 2017, 15:22
sergo_bero
QUOTE
არა, ორივე კამერით ერთად არ გამოდის ( რამდენადაც ვიცი აიფონი არ იძლევა საშუალებას ), თუმცა რაღაც აპლიკაციები იყო ადრე, რომლებიც ხრიკს იყენებდნენ და წამის მეასედებში ხან წინა კამერას რთავდნენ ხან უკანას, საბოლოოდ ორივე კამერის ჩანაწერს ინახავდნენ, კიდევ თუ არის არ ვიცი

ალბათ სადღაც აიფონ 10-11 რომ გამოვა, იმას აღჭურვავენ მაგ ფუნქციით.

სამსუნგმა შარშანდელი ფლაგმანი გამოუშვა მაგ ვერსიით. ფულს არ გადავყრი აიფონში, როცა სამსუნგი არსებობს უკეთესი მონაცემებით და ფუნქციებით. ერთმა ისიც კი მოიყვანა არგუმენტად, მართალია, უფრო დაბალი მონაცემები აქვს, მაგრამ ხელში რომ აიფონი გიჭირავს, სხვანაირი გრძნობააო biggrin.gif

Posted by: bomji21 14 Sep 2017, 15:54
ninicool
უკეთესი მონაცემები ფურცელზე? არგუმენტი რეალური რა არის იცი? დაბალი მონაცემებით აიოსზე სამსუნგს კლავს ))) ნელია ნელი..

არასდროს ფულს არ გადავყრი კორეულ ტელში )) რომელიც ყიდვის დღიდან ლარი ხდება smile.gif
* * *
საერთოდ არავინ ადარებს აიფონს სამსუნგს, პირიქით სულ ადარებენ? რატო? ))

Posted by: Mr_Orgasm 14 Sep 2017, 17:19
matemana
QUOTE
ერთი რამე დაასახელეთ რაც ნამდვილად apple-მა შექმნა

ეპოქა შექმნა apple-მა, ტიპმა ჩაიკაკა მოტოროლოსთან ერთად, მარა მაინც არ შეეშვა, ადგა და მარტომ გააკეთა ის რაც უნდოდა და რომელმაც საერთოდ ცალკე ინდუსტრია და საფეხური მოგვცა, დღესაც კი ისევ იმ პირველის გარშემო ტრიალებს ინდუსტრიის სხვა მიმბაძველები.
QUOTE
ჰა გელოდებით ეფლის ფანებო.

ფანი არ ვარ, მაგრამ ბაზარს რასაც შეხედავ ესაა სიმართლე თუ გინდა smile.gif

Posted by: BAKURMEFE 14 Sep 2017, 18:21
ninicool
QUOTE
ერთმა ისიც კი მოიყვანა არგუმენტად, მართალია, უფრო დაბალი მონაცემები აქვს, მაგრამ ხელში რომ აიფონი გიჭირავს, სხვანაირი გრძნობააო

ან არასდროს გქონია აიფონთან შეხება, ან არ იცი რას ნიშნავს კომფორტი ტექნიკასთან მიმართებაში. საწყენად არ გეუბნები, უბრალოდ ბევრია ეგეთი და მესმის თქვენი.

შედარებას რაც შეეხება, მე მოგიყვან კარგ შედარებას smile.gif)

აიღე რუსული ავტომობილი, მერე დაანასტროიკე ელიავაზე ან სადმე , მოუმატე სიმძლავრეები, მოკლედ გადაყევი ზედ.
აიღე გერმანული რომელიმე ავტომობილი , არაფერი არ გაუკეთო.

შეადარე ერთმანეთს, გინდა ქალაქში გინდა ქალქგარეთ, აი ეს არის რეალური შედარება. მონაცემები არაფერია თუ იმ მნაცემებს ოპტიმალურად ვერ იყენებს. ოპტიმიზაცია რესურსების ერთ=ერთი მნიშვნელოვანი თემაა, რაც სამსუნგს და სხვა მის ბიძაშვილებს არ გამოსდით. ფულის ყრა ნამდვილად არ არის, 6ს მაქვს , ერთი წელზე მეტი გავა, კიდე ამდენი ხანი ვიხმარ ისე რომ ოდნავი შეფერხებაცკიარ მქონია, რა სამსუნგი რა ანდროიდის სისტემა, მაგ ტელეფონების რესურსი მთავრდება იქ როცა ახალი გამოდის, ეიფლის შემთხვევშ ტელეფონის რესურსი მინიმუმ 3 თაობას უძლებს

QUOTE
რამხელა შვებაა, რეკლამებს რომ არ ამოაგდებს მობილური ინტერნეტში ძრომიალის დროს და ყოველ თვეში ჰარდ რესეტის გაკეთება არ უნდა, რომ არ გაჭედოს სისტემამ.. :დდ

+1111

დარესტარტებაც არ დაგავიწყდეს, ბოლოს როდის დავარესტარტე არ მახსოვს.




ხალხო, ერთი რამ უნდა გაიგოთ, რაც არ გესმით თავს ნუ გამოიდებთ და ეიფლის ტელეფონს ტყუილად აფასებთ იმ კრიტერიუმებით რითაც სამსუნგს აფასებს, ეიფლის ხარისხი მეტ წილად სისტემაა და არა ის მონაცემები რასაც ესე ეჭიდებით.


ხო კიდე აიფონის ტელეფონს ფასი ძალიან ნელა ეცემა სხვა ტელეფონებთან შედარებით, რა დროც არ უნდა გავიდეს. აიღეთ ერთი და იგივე წელს გამოსული სამსუნგი და აიფონი და შეადარეთ მეტი დამაჯერებლობისთვის

Posted by: crysiswarhead 14 Sep 2017, 19:22
Desmond Miles
გეთანხმწბი აიფონ 6 ი მქონდა 2 წლის ნაყიდი და არც ერთხწლ მქონდა დანარესეტი გახსნის დღიდან და ერთი კვირის წინ დავარესეტე ჩუქების გამო. არასოდეს არ ქონია მაშტაბუეი პრობლემა

Posted by: bomji21 14 Sep 2017, 22:29
აოფნის მოყვარულები რატო არ ადარებენ სამსუნგს? ან სხვებს? და პირიქით რატო ადარებენ აიფონს?
? smile.gif smile.gif

რატოა საზომი ერთეული აიფონი თუ არ ვარგა?

Posted by: matemana 14 Sep 2017, 23:08
QUOTE (BAKURMEFE @ 14 Sep 2017, 18:21 )
მაგ ტელეფონების რესურსი მთავრდება იქ როცა ახალი გამოდის, ეიფლის შემთხვევშ ტელეფონის რესურსი მინიმუმ 3 თაობას უძლებს

სამწუხაროდ თავად ეფლი არ გეთანხმება მაგაში biggrin.gif

სასამართლოზე მოსამართლეს უთხრეს რომ მათი ტელეფონები გათვლილია მხოლოდ ერთ წელზე! და არა 3-ზე 4-ზე და 35-ზე ერთ წელზე. ოფიციალურად!!!

Apple argues that its iPhone is legally not guaranteed to last for more than a year

http://www.news.com.au/technology/gadgets/mobile-phones/apple-argues-that-its-iphone-is-legally-not-guaranteed-to-last-for-more-than-a-year/news-story/5d195f47bf0525a7bdca7caa608f3dab

Posted by: BAKURMEFE 14 Sep 2017, 23:23
matemana
სიმართლე გითხრა ეგ რომ დავწერე რომელიმე სტატიით არ მიხელმძღვანელია, ჩემს ირგვლივ და ჩემი თავით ვიხელმძღვანელე და ვფიქრობ არ ვცდები.

პირველი დევაისი რაც მქონდა ეიფლის აიპოდ 4გ იყო და მაგან პატივი მცა , ნუ რავი smile.gif)
მაგის მერე თითქმის მოვყვები და მოვყვები ამჟამად აიპად ეარ 2მდე ვარ და ტელეფონებშI 6ს-მდე, ესენიც კაი ხანია მაქვს, ჯერ არცერთს არ დავუღალატებივარ, მითუმეტეს აიპადს მემგონი ჩემსავით არავინ ხმარობს, სულ ჩართულია საწყალი ხოდა სულაც არ ვეთანხმები ოფიციალურ განცხადებს smile.gif)

Posted by: lilu777 15 Sep 2017, 01:11
როგორ მიხარია ამ ახალი ტელეფონების გამოსვლა.
მაგრად მაინტერესებს ერთი ეს დახამებული ხალხი როგორ მოახერხებს არ ჩამორჩნენ და იყიდონ
ტელეფონის ყიდვის გამო ვალებს რომ იღებენ და სახლში საჭმელი არ აქვთ

Posted by: crysiswarhead 15 Sep 2017, 01:23
lilu777
სამწუხარო რეალობაა, არადა ნეტა ფუნქციურად მაინც იყენებდნენ სრულად (((

Posted by: 200000 15 Sep 2017, 10:26
Wrest
QUOTE
პირადად მე ვთვლი, რომ ეიფლის პროდუქცია არ ღირს რეალურად ის ფასი რაც აქვს და ზედმეტად გაბერილია.

უფრო მაგიტომ არ მევასება ეფლი.

Posted by: Desmond Miles 15 Sep 2017, 10:28
Wrest

+1

QUOTE
პირადად მე ვთვლი, რომ ეიფლის პროდუქცია არ ღირს რეალურად ის ფასი რაც აქვს და ზედმეტად გაბერილია.


ამის გამო მეზიზღებოდა ეფლი. სნობიზმი და ვააააააა აიფონი და ძერსკობა ტიპჩები მეჩხირებოდა ხელში. შემწვარი გოჭი რომ ჩაეტევათ იმხელა ჩანთით მოძრაობენ და მობს მაინც ხელით ატარებენ. :დდ მე, როგორც იაპონური სისტემების მოყვარული, გადავწყვიტე მეყიდა სონი და ვიყიდე Z3 Compact, ვიდზე ძაან მომწონდა და თან სონიზე დღესაც ვაფანატებ.. გავიდა 7 თვე, ზედა მხარეს გაუჩნდა ზაზორი, შუშა ამოეწია.. მივიტანე საგარანტიოზე და დამიწერეს შეცვლაზე დასკვნა. გარემონტებას არ ექვემდებარებაო.. ადგილზე არ ქონდათ, ველოდე 10 დღე, ვერ ჩამომიტანა ალტამ ახალი და რაც გადახდილი გაქვთ, მაგ თანხაში რამე შეარჩიეო.. Z2, Z3-იც არ ქონდათ.. ავდექი და გამოვიტანე აიფონ 6, (სხვაობა დავამატე), ზუსტად 2 წელი და 10 დღეა გასული რაც მაქვს.. სულ აქტიურ რეჟიმში ვიყენებ.. მართლა არ მახსენდება სისტემური ერორი ქონდეს, რასაც ვერ ვიტყოდი იმ დროს ფლაგმანურ სონიზე.

არ ვარ ეფლის ფანი და ზევითაც დავწერე, რომ გაბერილი ფასების და ამხელა მარკეტინგის გამო არ მევასება, მაგრამ რეალურად სისტემა ვაბშე სხვაა რა..
რა აზრი აქვს ანდროიდის 4 და 6 ბირთვიან პროცესორს, თუ გვერდის ჩატვირთვას 3-5 წამი მოანდომა..
ძმაკაცს ს7 ეჯი აქ, იუთუბიზე ყოველი მუსიკის მერე იანდექს ტაქსის და რაღაცების რეკლამა თუ არ ამოაგდო, სხვა მუსიკაზე არ გადადის..

რა ვქნა.. კი ვარ და დავრჩები ისევ სონის დიდ ფანად, მაგრამ უნდა ვაღიარო, ეფლი ჯობია..

ხო, დამავიწყდა.. ძმაკაცის ცოლს Z2 ქონდა და იგივე პრობლემა დაემართა, რაც ჩემსას.. ერთად მივიტანეთ ორივემ საგარანტიოზე და ორივემ iPhone 6 წამოვიღეთ. biggrin.gif

Posted by: matemana 15 Sep 2017, 12:14
Desmond Miles

ჩათვალე რომ გაგიმართლა რადგან iphone 6-ს ცნობილი პრობლემა აქვს touch-ზე ძალიან ბევრს დაემართა და ეგერ სასამართლოშიც უჩივლეს მაგის გამო რომ apple უარს ამბობს მის შეკეთებაზე!

Posted by: Desmond Miles 15 Sep 2017, 12:48
QUOTE (matemana @ 15 Sep 2017, 12:14 )
Desmond Miles

ჩათვალე რომ გაგიმართლა რადგან iphone 6-ს ცნობილი პრობლემა აქვს touch-ზე ძალიან ბევრს დაემართა და ეგერ სასამართლოშიც უჩივლეს მაგის გამო რომ apple უარს ამბობს მის შეკეთებაზე!

მართლა? :დ

ბედი ჩემი, უდეფექტო რომ შემხვდა.
თან, შეფუთული, ქეისები, ეკრანზე დაკვრა და ასეთები არ მევასება და კიდევ კარგად არის. თვალი არ ეცეს, მობის შეცვლის თავი არ მაქ ახლა. :დდ

Posted by: sevastopol 15 Sep 2017, 14:47
Desmond Miles
ანდროიდის ყველაზე დიდი ფანი ვიყავი მგონი მთელ საქართველოში და OnePlus One-დან iPhone 6-ზე გადავედი ამ წლის იანვარში. iPhone 6 ისე მომეწონა თებერვალში iPhone 7-ზე გადავედი. smile.gif

iPhone 6 უკვე ნელი აღმოჩნდა ჩემთვის. მალე ალბათ შენც მოგიწევს გადმოსვლა.

matemana
როგორც ვიცი Touch ID-ის გაგიკეთებენ თუ მიუტან Apple-ის მაღაზიაში. თავისი სპეციალური მოწყობილობა აქვთ რომელიც ცვლის მაგ ღილაკს. მე ეკრანი ისე გამოვცვალე მაგის შეცვლა არ მომიწია. ეგ ღილაკი რომ თავად შეცვალო Touch ID აღარ გექნება.

Posted by: cuda 15 Sep 2017, 19:24
8 / 8+ -ის გაყიდვები როდის იწყება?

Posted by: amenhotep 15 Sep 2017, 22:41
რაზე საუბრობთ საერთოდ, ვინც აიფონს იყენებს ჩემს თვალში არ არის ტექნოფილი, არ არის ინტერნეტის რეალური მომხმარებელი, ამხელა ფასიან დევაისზე რომ ტორენტის გამოყენება არ შეგიძლია, ამხელა ფასიან დევაიზე რომ გარე დაკრეკილი პროგრამების ჩაწერა არშეგიძლია, ვიდეო ფაილის გადმოსაწერად რაღაც ჭ კლასის აპპებს იყენებ რაზეა საუბარი საერთოდ. რომ მაჩუქონ გავყიდი და ანდროიდს ავიღებ, რანაირად და ვინ უნდა მათქმევინოს დაკრეკილ spotifyზე უარი, 50 მილიონ მუსიკიდან ნებისმიერს შემიძლია უფასოდ ვუსმინო მაღალ ხარისხში. ნებისმიერ დროს შემიძლია სასურველი ტორენტიდან გადმოვიწერო ნებისმიერი ფაილი, ყველა პირატული სერვისის გამოყენება შეგიძლია დაწყებული popcorn timeის აპით დამთავრებული, დაკრეკილი ფასიანი საკაბელო არხების პროგრამით. როგორ უნდა მოგწონდეს დევაისი რომელზეც ფაილის ჩასაწერად ცალკე პროგრამა არის საჭირო, ესენი არის გადამწყვეტი ჩემთვის, ესენი მოაგვარონ და აიფონზე მაგარი დევაისი არ იარსებებს, სულ არ მინდა ვაირლეს ჩარჯინგი, 30წუთში 50 პროცენტზე დატენვა, და სხვა ანდროიდის პლიუსები

Posted by: ლუკატარ 15 Sep 2017, 23:18
აიფონისფასიან ანდროიდებს შეადარეთ, 400 ლარიანი ბიუჯეტური თუნდაც სამსუნგი და სონი რომ გაჭედავს, გასაგებია. 2000 ლარიანი რომელი ჭედავს, რატომ წერთ ტყუილებს. რა დარესეტება, რა გადატვირთვა, ერთი პრობლემა არ შემქმნია, 2 წელია თითქმის სამსუნგი მაქვს. და ჩემთვის კომფორტია მაგალითად რომ შემიძლია სერიალის 3 სეზონი ჩავყარო HEVC ფორმატში და სულ 5 გბ დაიკავებს, ვუყურევ მოგზაურობისას, რასაც ვერასოდეს იზამ აიფონზე

Posted by: ჰეისან 16 Sep 2017, 00:48
ამ თემაში გავარჩევთ iPhone 8 Plus-თან დაკავშირებულ პროგრამულ და აპარატულ პრობლემებს.

Posted by: estragon 16 Sep 2017, 04:09
ახალ iPhone-ებს სწრაფი დამუხტვის რეჟიმი აქვთ, თუმცა ის ძვირი დაგიჯდებათ
By გიორგი ბურდული ტექნოლოგიები

თუ 12 სექტემბერს Apple-ის პრეზენტაციას უყურეთ (და თუ არ გიყურებიათ, შეგიძლიათ ჩემი მიმოხილვა წაიკითხოთ), შეამჩნევდით, რომ ახალ iPhone 8, 8 Plus-სა და X-ს უსადენო დამუხტვის შესაძლებლობა აქვთ. ყველასთვის საკვირველად, კომპანიამ მათში კიდევ ერთი საკმაოდ კარგი ფუნქცია ჩააშენა, რომლის შესახებაც ღონისძიებაზე საერთოდ არაფერი თქმულა. ეს ფუნქცია სწრაფი დამუხტვა გახლავთ, რომელიც საშუალებას მოგცემთ, 30 წუთში iPhone-ი 50%-მდე დამუხტოთ. აღნიშნული სიახლე პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გამოჩნდა Apple-ის ბლოგზე.

სამწუხაროდ, ფუნქციით სარგებლობა საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ. პრობლემა იმაშია, რომ Apple-ი სწრაფი დამუხტვის რეჟიმის უზრუნველსაყოფად USB Power Delivery სტანდარტს მიყვება (არის კი ეს პრობლემა?). სწრაფი დამუხტვის რეჟიმით სარგებლობისთვის საჭიროა MacBook-ის ადაპტერისა და USB-C სადენის გამოყენება. გარკვეული მიზეზების გამო, ახალ iPhone-ებს საჭირო ადაპტერი და სადენი არ მოყვება, რომელთა შეძენაც თქვენით მოგიწევთ.
29, 61 და 87 ვატიანი ადაპტერების ფასი შესაბამისად $49, $69 და $79-ს შეადგენს. 1 და 2 მეტრიანი სადენების ფასი კი $25 და $35-ია. ეს იმას ნიშნავს, რომ სწრაფი დამუხტვის რეჟიმის სარგებლობა მინიმუმ $74, მაქსიმუმ კი $114 დაგიჯდებათ.

არჩევანი თქვენზეა: გიღირთ სწრაფ დამუხტვაში ამხელა ფასის გადახდა? თუ კი, მაშინ ინებეთ 29, 61 და 87 ვატიანი ადაპტერებისა და USB-C სადენის შესაბამისი ბმულები

https://review.ge/2017/09/iphone-fast-charge/

ეს მართალია? თუ მართალია, ბარემ ტელეფონებიც ნაწილებად გაყიდონ უფრო მეტ ფულს იშოვნიან.

Posted by: matemana 16 Sep 2017, 12:49
estragon

მართალია მართალი. ცხვრებზე თვლიან ტიპები იავნად. აბა ტელეფონში უხდი 1000$-ს ისიც ნაკლები მოცულობით, მეტიანში 1149$-ს. უკაბელო მომავალიო და რა მოყვება ნახე. ლაითნინგ - 3.5-იანი გადამყვანი. თუ საჭირო აღარაა 3.5-იანი მაშინ რატომ აყოლებენ გადამყვანს? უკაბელო დამტენი სადაა ცალკე უნდა იყიდო ეგეც, სწრაფი დატენვა დაამატეს და დამტენი და კაბელი ცალკე უნდა უყიდო. უკაბელო ნაუშნიკებიც ხო უნდა იყიდო? თუ არადა რა აზრი აქვს კაბელზე ლაითნინგზე იქნები თუ 3.5-იანზე? უფრო გალიმიტებს ლაითნინგიანი. ახვალ აგერ 1400-1500$-ზე და იქნები თვითკმაყოფილი biggrin.gif

Posted by: sevastopol 16 Sep 2017, 16:52
amenhotep
ანუ პირატი ყოფილხარ მაგას ამბობ? smile.gif))

Posted by: gio3870X2 16 Sep 2017, 17:28
ისევ 7 ჯობია ფასის პონტში თან უფრო გაიაფდება.

Posted by: matemana 16 Sep 2017, 17:58
estragon

ეგ ფასიდან გამომდინარე ვთქვი. 1000$ რაამბავია და არაფერ არ აყოლებენ.

ის სწორია ამერიკაში 999$ რომ ადევს და ინგლისში 999 გირვანქა სტერნილგი? ეს დაცინვა არაა? სხვები არ შვებიან ასე samsung-საც note 8 შესაბამის კურსის გადაცვლით მიღებულ გირვანქა სტერლინგებში ყიდის. ანუ ოფიციალურად ინგლისელებს ცალკე აჩმორებენ და ტყუილ უბრალოდ გაცილებით მეტს ახდევინებენ.

Posted by: estragon 16 Sep 2017, 21:07
matemana
ნუ მაგის გაგება შეიძლება. მაგ კურსთა შორის სხვაობაში გადასახადები და ტრანსპორტირება იგულისხმება. თუმცა ერთია, რომ ხალისს დაგიკარგავენ. 1500$ ტელეფონის გამართულად მუშაობაში არის ძალიან ძვირი სიამოვნება, არამარტო საქართველოში, ამერიკაშიც კი.

Posted by: matemana 17 Sep 2017, 00:50
estragon

ტრანსპორტირება როგორ? ჩინეთიდან ბრიტანეთამდე რატოა უფრო ძვირი თან მაგდენად? ან სამსუნგი თუ ყიდის ამერიკის ფასის ექვივალენტში სტერლინგებში ეფლს რა გაუჭირდა? აქამდე რატომ არ ქონდა მასე? წინა აიფონები ამერიკული დოლარები გადაყავდათ კურსის მიხედვით სტერლინგებში და ექვივალენტური ფასი ქონდა, ციფრებით რათქმაუნდა უფრო მცირე ვიდრე დოლარებში. არ აქვს ამას გამართლება. უბრალოდ მოეპრიანათ და გააკეთეს ასე რაც სამწუხაროა ბრიტანელებისთვის. რამდენიმე review-ერმაც ახსენა ეს ამბავი.

Posted by: sergo_bero 17 Sep 2017, 01:47
matemana
QUOTE
წინა აიფონები ამერიკული დოლარები გადაყავდათ კურსის მიხედვით სტერლინგებში

ამაში არაფერია გასაკვირი, კურსთა შორის სხვაობაა, ხანდახან AppStore-ზე აპლიკაციების ფასებიც იცვლება ამის გამო,
გარდა მაგისა, განბაჟების, იმპორტის და სხვა გადასახადები აქვთ გადასახდელი ევროპაში.

Posted by: sevastopol 17 Sep 2017, 23:51
matemana
იმპორტის გადასახადების გამო. აქაც დოლართან მიმართებაში 1-1-ში ხომ ვერ ჩამოიტან? 20% მაინც უნდა გადაიხადო და იგივე არის Apple-ისთვის სხვა ნებისმიერ ქვეყანაში.

Posted by: matemana 18 Sep 2017, 01:03
sergo_bero
sevastopol

მოიცა, ხალხო. გამაგებინეთ ერთი, ამერიკიდან არ მიდის აიფონები, მიდის ჩინეთიდან ხო? რა იმპორტზე ამბობთ? ერთგანაცაა იმპორტის გადასახადი და მეორეგანაც. სხვაობა რაც იყო კი, ბატონო, იყო მასეთი მცირე განსხვავება ამერიკასა და ბრიტანეთს და სხვა ქვეყნებს შორის, მაგრამ ასეთი, რომ იგივე რიცხვები ყოფილიყოს არა!
არც 7-ზე არ ყოფილა ასე და არც მანამდელებზე!
user posted image

ზუსტად იგივე რიცხვები არ ღირდა არასოდეს რაც მახსოვს USA-ში და ინგლისში.
მარტო აიფონი კი არა, სხვებსაც არ უქნიათ ეგრე. note 8-ც დაჟე USA-ში თუ ღირს 929$ ინგლისში ღირს £869. ამ განსხვავებაში შედის რაც რამე სხვაობაა გადასახადებში.

ახლა კი რა ხდება უყურეთ.
£999 = 1354,83$ მეღადავებით? USA-ში ღირს 999$ და UK-ში 1354.83$ სისულელეა.

The iPhone X, unveiled on Tuesday, will cost £999 in the UK, against a quoted price of $999 in the US - the first time that headline iPhone prices in pounds and dollars have been equal.
ხო ,მართალი ვარ, პირველად გააკეთეს ეს, რომ ერთნაერი რიცხვებია დოლარშიც და ფუნტებშიც.

ნუუ გასაგებია. მეტი ფული apple-ს... მე თუ მკითხავ და ბრიტანელების კომენტარები რომ ვნახე მეთანხმებიან. უნამუსობას აქვს ადგილი.

Posted by: sevastopol 18 Sep 2017, 01:27
matemana
"Apple sets the pricing for its products in US dollars and then adjusts internationally to account for foreign exchange rates and channel distribution costs," said Apple. "In the US pricing does not include sales tax, which varies from state to state, whereas in the UK pricing includes VAT at 20 per cent."

წყარო - http://www.telegraph.co.uk/technology/2017/09/15/apple-blames-taxes-extra-costs-higher-uk-iphone-prices/

Posted by: matemana 18 Sep 2017, 02:12
sevastopol
ვნახე ეგ და ადრეც ეგრე იყოო გადასახადი და ღირდა იდნავ მეტი ყოველთვის, ანუ ახალი არაა ეგ გადასახადი. ზემოთაც დავწერე მეც და დავლინკე კიდეც, რომ არასოდეს არ ყოფილა ერთნაერი რიცხვებით. სულ რომ ყველაფერს თავი გაანებო. გადათვალეს გადმოთვალეს და ზუსტად იგივე რიცხვი მიიღეს ხო ფუნტებში მაგ tax-ებით? biggrin.gif ფაქტია, რომ პროსტაა დამატებული თანხა, რაც ძალიან სამწუხაროა. ჯანდაბას სწრაფ დამტენს არ აყოლებ კაი ღორობ მარა ეს უკვე ნამეტანია რა. კარგია რომ ბრიტანელები კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ apple-ს ამისთვის. იქნებ მოსვან როგორმე.

Posted by: Mopirmkrtalo 21 Sep 2017, 16:11
შვიდიდან რვაზე გადასვლას მგონი არც აქვს აზრი no.gif

Posted by: sevastopol 22 Sep 2017, 17:32
Mopirmkrtalo
არ აქვს აზრი, ამიტომ ვფიქრობ გადასვლას X-ზე. wink.gif

Posted by: Team 22 Sep 2017, 21:21
matemana
სამსუნგი და სხვები არ ვიცი პირველად გავიგე ამერიკაშიც იგივე ფასი ქონდეს რაც ევროპაში.. შეგიძლია ლინკი დადო? საერთოდ ამერიკაში რაც ღირს $999 მაგალითად ევროპაში 999 ევეო ღირს. ყველა ბრენდი ეგრეა, მერსედესი, აუდი, ბმვ და ასე შემდეგ როცა მანქანა ღირს ამერიკაში $50 000 ევროპაში 50 000 ევრო ღირს..


მაგალითად
R8 Coupe quattro V10 plus $192,450
R8 Coupe quattro V10 plus 195,500 €


95% ყველაფერზე ესეა..

Posted by: sergo_bero 22 Sep 2017, 22:20
matemana
გადასახადების ამბავია, ამერიკის ფასი რაც არის, ამერიკაშივე რომ იყიდო მაგას იქაური გადასახადები ემატება, შტატის მიხედვით. ევროპაში ეგ გადასახადები უფრო ბევრია და მწარმოებელსაც უფრო მეტი ვალდებულება აქვს ( გარანტიის ამბავში ), მოკლედ უფრო ვრცლად დაგუგლე ეს ამბავი და ნახე.

რამდენიმე წლის წინ, როდესაც ევრო ბევრად უფრო მძლავრი იყო, უფრო "იაფი" ღირდა აიფონი ევროპაში, ევრო გაუფასურდა და ფასმაც აიწია,
არაა მარტო აიფონზე ეს, სხვა მწარმოებლებზეც იგივეა,

მაგალითად:

ამერიკაში ს8 $724.99
https://www.samsung.com/us/explore/galaxy-s8/buy/

გერმანიაში 799,00 €
http://www.samsung.com/de/smartphones/galaxy-s8/

Posted by: Team 22 Sep 2017, 22:34
QUOTE
ამერიკაში ს8 $724.99
https://www.samsung.com/us/explore/galaxy-s8/buy/

გერმანიაში 799,00 €
http://www.samsung.com/de/smartphones/galaxy-s8/

biggrin.gif

Posted by: TurmanMx 22 Sep 2017, 22:36
iPhone 8 Plus-ი 94 ქულით DXOMARK-ის სათავეშია smile.gif

Posted by: matemana 22 Sep 2017, 22:40
Team

შენ არ მკითხე დამიდე წყაროო? დაგიდე და კითხვაც არ იცი?

გარკვევით წერია რომ პირველი შემთხვევაა როცა ერთნაერი რიცხვები ღირს USA-შიც და UK-შიც. არასოდეს არ ყოფილა მასე apple. არც სამსუნგები და არც სხვა lg sony და ა.შ.

sergo_bero

Note 8 USA - $929 http://www.samsung.com/us/mobile/phones/galaxy-s/s/galaxy_note-galaxy_note8/_/n-10+11+hv1rp+zq1xb+trq7x/

Note 8 UK - £869 http://www.samsung.com/uk/smartphones/galaxy-note8/

S8 USA - $724.99 https://www.samsung.com/us/explore/galaxy-s8/buy/

S8 UK - £689.00 http://www.samsung.com/uk/smartphones/galaxy-s8/

მიდი Team ესეც დააქუოტე და სიცილის სმაილი მიუწერე ქვემოთ.

Posted by: Team 22 Sep 2017, 22:44
matemana
შენ კითხვა არ იცი მართლა? გადასახადების ამბავია თქო და იქნებ გაიგო, ყველაფერი ეგრეა ყველაფერი.. ჯერ სანამ კომპანიაზე საუბრობ გაიგე აბა გადასახადები რა როგორაა.. აჰა ეგ შენი ნოუთი ევეოპაში 999 ევრო ღირს. აგოიმებენ ესეიგი? ))))) რატო ღირს ამერიკაზე ძვირი მიპასუხე

http://www.samsung.com/de/smartphones/galaxy-note8/

Posted by: matemana 22 Sep 2017, 22:47
Team

შენ მეღადავები? კითხვა ვინ არ იცის ეტყობა. UK გარკვევით წერია ყველა სმარტი უფრო იაფია (ანუ დაბალი რიცხვები უწერია ფუნტებში) და მაინცდამაინც iphone-ა ზუსტად ერთნაერი.

ცოტა დაუკვირდი მაინც გადასახადები დაემატა და ზუსტად 999 გამოვიდა ხო? ალბათობაზე გაგიგია რამე რამდენია მაგის შანსი?

ვაიმე ვაიმე რა. 999 ევრო არის 882 გირვანქა სტერლინგი!!! UK-ში კიდე 999 გირვანქა სტერლინგი ღირს რაც იგივეა რაც 1131 ევრო. facepalm.gif

Posted by: Team 22 Sep 2017, 22:50
matemana
გავიგე ეს uk, და მანდაც ძვირი გამოდის )) სხვა ქვეყნებს შევხედოთ რატო ღირს გერმანიაში, საფრანგეთი უფრო ძვირი სამსუნგი ვიდრე ამერიკაში? აგოიმებენ? მიპასუხე

Note 8 USA - $929
Note 8 DE - 999 Eur

Posted by: sergo_bero 22 Sep 2017, 22:51
matemana
QUOTE
Note 8 UK - £869

= $1176.36,

QUOTE
S8 UK - £689.00

= $932,70

მაგრამ ამით რა? თვითღირებულების ფასი უნდა დაედოთ თუ რას ითხოვ ? biggrin.gif
ძალიან ბევრი ფაქტორია რაც პროდუქციის საბოლოო ფასს განაპირობებს.
როგორც ჩანს ეგრე უჯდებათ per unit ბრიტანეთში. მაგ ფასში სხვათაშორის ლოკალური სტორის თანამშრომლების ხელფასები და კიდევ ბევრი რამ იქნება გათვალისწინებული smile.gif

აქ შეგიძლია ნახო ფასები
http://money.cnn.com/2017/09/13/technology/business/iphone-x-international-prices/index.html
ზოგგან უფრო ძვირიც ღირს ვიდრე UK-ში smile.gif

Posted by: Team 22 Sep 2017, 23:13
matemana
ტყუილებზე დადიოდი მართლა? ცოტა დაუკვირდი. შენ მასწავლე რა ღირდა ახლა 6, ევროპაში უნდა მეყიდა ძვირი ღიდა დუბაიში მიწევდა წასვლა... ვიყიდე facepalm.gif

Posted by: matemana 22 Sep 2017, 23:14
Team

მე არ გასწავლი ბატონო აგერ თუ არ იცი ამდენი გადაგითარგმნი თუ გინდა The iPhone X, unveiled on Tuesday, will cost £999 in the UK, against a quoted price of $999 in the US - the first time that headline iPhone prices in pounds and dollars have been equal.

P.S.

iPhone 6 starting at US$649 and the iPhone 6 Plus starting at US$749 USA

£539 and £619 UK

ასე ღირდა ეგ შენი 6 და 6 plus USA და UK-ში. ერთნაერი არ ყოფილა არც 5 წლის წინ და არც არასოდეს დღემდე!

აბა კიდე თქვი თეთრზე შავიაო. იმინა აქ მაგარი პოსტები იწერება ხოლმე. დამიდე წყაროო დავუდე და კიდე იგივეს ამტკიცებს. facepalm.gif

რას ვკარგავ დროს უაზრობებზეე...

Posted by: Team 22 Sep 2017, 23:16
matemana
ახლა შეიძლება აიწია ფასმა X-ზე თორე 8 იგივე ღირს.

Posted by: sergo_bero 22 Sep 2017, 23:17
matemana
QUOTE
არასოდეს არ ყოფილათქო ეფლში ასე და გაიგე ქართული.

ჰო, არ ყოფილა, მერე რა? ახლა არის smile.gif
ბრექსითის შემდეგ აპლიკაციებზეც აიწია ფასებმა UK-ს სთორში smile.gif


QUOTE
თქვენ თუ ვერ ხედავთ თავად ბრიტანელები მშვენივრად ხედავენ და აპროტესტებენ კიდეც და ჩVენზე ბევრად კარგად იციან რა ხდება მათ ქვეყანაში.

ოკ smile.gif

Posted by: <NetHunter> 23 Sep 2017, 20:46
https://www.dxomark.com/apple-iphone-8-plus-reviewed-the-best-smartphone-camera-ever-tested/

ამ ფაქტს როგორ არავინ იმჩნევს biggrin.gif Dxomark ში ღლეები ზიანო მაგასაც იტყვიან ალბად ლიჟბი ცუდი თქვან რამე biggrin.gif

The best smartphone camera we’ve ever tested

Posted by: matemana 29 Sep 2017, 22:36
როგორც ყოველთვის, თავიდან საცდელი ვერსიები იყიდება და დაიწყეს უკვე გახეთქვები.

user posted image

user posted image

http://www.hardwarezone.com.sg/tech-news-reports-swollen-batteries-inside-new-iphone-8-plus-surface-online

http://www.appledaily.com.tw/column/article/528/twapple/20170929/37796409/

Posted by: RedBulla 10 Oct 2017, 13:38
რატოა ეს თემა ესეთი მიძირული?

Posted by: Aleko28 19 Oct 2017, 11:37
გამარჯობა
8+ ვიყიდე და კითხვა მაქვს, რეზოლუცია კამერის როგორ გავზარდო?

ანუ გადავიღე ღამე და მეორე ტელეფონზე გადავაგზავნე ვიბერით, და მიწერს სურათის რეზოლუცია არისო 960x1280 და 236კბ არისო, არა და ნოუთ 8-ითაც გადავიღე იგივე და 4032x3024-ზეა 4.43მბ-ით.


Posted by: Datvlas-vin-gtxovs 19 Oct 2017, 12:25
Aleko28
კამერის Settings ში შედი და Resolution იქნება ან Recording
https://recombu.com/mobile/article/iphone-camera-tips-tricks-guide

Posted by: sergo_bero 19 Oct 2017, 12:37
Aleko28
QUOTE

ანუ გადავიღე ღამე და მეორე ტელეფონზე გადავაგზავნე ვიბერით

თავად ვიბერი ხომ არ აპატარავებს ფოტოს? ბევრი აპლიკაცია ასე შვება ნაკლები ადგილის გამოსაყენებლად

Posted by: <NetHunter> 19 Oct 2017, 20:36
QUOTE
თავად ვიბერი ხომ არ აპატარავებს ფოტოს? ბევრი აპლიკაცია ასე შვება ნაკლები ადგილის გამოსაყენებლად

კი მასეა ვიბერი აფუჭებს ხარისხს და აკლებს

Posted by: ვივიანა 23 Oct 2017, 11:19
ოფიციალურად Aმერიკაში რა ღირს 8 ?
ამერიკაში ემატება რომ თანხა ღირებულებას?
საიტზე ვერ ვნახე :/

გერმანიაში 800 ევრო ღირს.


* * *
და მეხსისრება 32,64,128 აქვს ? თუ მხოლოდ 64 და ზევით?

Posted by: ირაკლო 1 Dec 2017, 01:26
QUOTE (ვივიანა @ 23 Oct 2017, 11:19 )
ოფიციალურად Aმერიკაში  რა ღირს 8 ?
ამერიკაში ემატება რომ თანხა ღირებულებას?
საიტზე ვერ ვნახე :/

გერმანიაში 800 ევრო ღირს.


* * *
და მეხსისრება 32,64,128 აქვს ? თუ მხოლოდ 64 და ზევით?


* * *
QUOTE
ოფიციალურად Aმერიკაში რა ღირს 8 ?
ამერიკაში ემატება რომ თანხა ღირებულებას?
საიტზე ვერ ვნახე :/

გერმანიაში 800 ევრო ღირს.


* * *
და მეხსისრება 32,64,128 აქვს ? თუ მხოლოდ 64 და ზევით?


user posted image

Posted by: pisooo_piso 1 Dec 2017, 02:50
მეგობრებო, მირჩიეთ რა, მინდა 8 ის ყიდვა, და მაქვს ასევე საშუალება რომ ჩემს მეგობარს გავუგზავნო თანხა ამერიკაში და ახლობელს გამოატანოს რომელიც მოდის 1 თვეში. ან აქ ვიყიდო და სად. გარდა ფასში სხვაობისა რა განსხვავება შეიძლება იყოს რა აზრის ხართ?

Posted by: sevastopol 1 Dec 2017, 03:13
pisooo_piso
სხვა რაც შეიძლება იყოს არის ის, რომ თუ ტელეფონი გაგიფუჭდა/გაგიტყდა მაშინ შენ მოგიწევს Apple-ისთვის გაგზავნა. აქ ყიდვის შემთხვევაში თვითონ მაღაზია მოგიგვარებს მაგას და სხვა ალტერნატიულ ტელეფონს მოგცემენ უკან დაბრუნებამდე.

Posted by: pisooo_piso 1 Dec 2017, 04:02
და მაგის პრეცენდენტი თუ არსებობს, ვისაც ჩემს ირგვლივ გაუფუჭდა იქით დაადანაშაულეს და არ აღირსეს არამც თუ ახალი, ისიც კი არ გაუკეთეს, მერე სხვაგან გადაამისამართეს და ასე გაფუჭებული ტელეფონი პირდაპირი და არაპირდაპირი გაგებით.
smile.gif მოკლედ მე მაქვს 6, გამომიგზავნა მეგობარმა 4 წლის უკან და უნამუსოდ კარგად მუშაობს, პირველივე დღიდან არასოდეს არანაირი დამცავი არ გამიკეთებია არანაირი ბუდე, სულ ძირს გდია, ქვაფენილი, ცემენტი, მეთლახი, აბაზანა, წყალი, ორთქლი, ბავშვები თამაშობენ ცალკე ისინი აგდებენ, მოკლედ აღარ დავწერ რას უძლებს კიდევ. და იმიტომ ვიკითხე რომ აქაური ხარისხი და ის ერთი და იგივეა თქო? რამე მაქინაციებს ხომ არ აქვს ადგილი. საქართველოში ხომ ყველაფერი მოსალოდნელია.
* * *
მაგრამ თუ ასეა აქ სად შეძენა ჯობია? პატიოსანი კომპანია რომელია მეტნაკლებად.

Posted by: Aleko28 1 Dec 2017, 08:56
pisooo_piso
QUOTE
მაგრამ თუ ასეა აქ სად შეძენა ჯობია? პატიოსანი კომპანია რომელია მეტნაკლებად.


ალტა

მე პირადად ზუმერში ვიყიდე 8+

Posted by: kaxelooo 1 Dec 2017, 22:11
მართლა ამათი დედები #####ან, ახალ სერიას უშვებ და ამოვიდა ყელში ეს 6 ის დიზაინი და გამოუშვეს 7 და დაარქვეს 8 რო სერია შეევსოთ არ ცხვენიათ ამხელა კომპანიაა და ეს მარაზმი როდემდე უნდა გააგრძელონ გინდა 10 რა ქნეს ისეთი ინოვაციური რაც აქამდე უკვე კაი ხანია აქ სხვა სმარტებს, და თან რამხელა ფასი აქ 1180 ევრო ღირს 64 იანი აქ იტალიაში , გავარტყი ეფლს აწი რა გადავალ ანდროიდზე ისევ.

Posted by: pisooo_piso 1 Dec 2017, 23:39
QUOTE (Aleko28 @ 1 Dec 2017, 08:56 )
pisooo_piso
QUOTE
მაგრამ თუ ასეა აქ სად შეძენა ჯობია? პატიოსანი კომპანია რომელია მეტნაკლებად.


ალტა

მე პირადად ზუმერში ვიყიდე 8+

ალტასია istore ხო ? უკვე ვეღარ ჩამოვყალიბდი sad.gif

Posted by: ვივიანა 3 Dec 2017, 02:14
ირაკლო
მადლობა დიდი, ვიპოვე მალევე ^^

Posted by: SerLom1 3 Dec 2017, 02:27
pisooo_piso
კი არსებობს პრეცედენტი - მე მაგალითად ზუმერში ნაყიდი აიფონ 7 მივიტანე საგარანტიოში, დინამიკების ხმა არ მომეწონა, 9 თვის თავზე აღმოვაჩინე თანაც ეგ. და გაგზავნეს ეფლში და იქიდან პასუხი მოვიდა რომ ახალში მიცვლიდნენ. მივედი ზუმერში და სულ ახალი ჩამახუტესwink.gif
განსხვავებას რაც შეეხება, ამერიკულ 7-ებს ჰქონდათ ქვალკომის მოდემი და ევროპულებს ინტელის და ამერიკული ჯობდა მაგიტომ. 8-ზე მგონი არაა ეგ განსხვავება, თუ არ ვცდები. ზუმერში მშვენიერი ფასია და არაფერი ნამაიმუნარი არ აქვთ, ეფლს ვამოწმებინრბ ხოლმე მანდ ნაყიდ პროდუქციას და ყველაფერი წესრიგში აქვთ

Posted by: pisooo_piso 4 Dec 2017, 02:15
QUOTE (SerLom1 @ 3 Dec 2017, 02:27 )
pisooo_piso
კი არსებობს პრეცედენტი - მე მაგალითად ზუმერში ნაყიდი აიფონ 7 მივიტანე საგარანტიოში, დინამიკების ხმა არ მომეწონა, 9 თვის თავზე აღმოვაჩინე თანაც ეგ. და გაგზავნეს ეფლში და იქიდან პასუხი მოვიდა რომ ახალში მიცვლიდნენ. მივედი ზუმერში და სულ ახალი ჩამახუტესwink.gif
განსხვავებას რაც შეეხება, ამერიკულ 7-ებს ჰქონდათ ქვალკომის მოდემი და ევროპულებს ინტელის და ამერიკული ჯობდა მაგიტომ. 8-ზე მგონი არაა ეგ განსხვავება, თუ არ ვცდები. ზუმერში მშვენიერი ფასია და არაფერი ნამაიმუნარი არ აქვთ, ეფლს ვამოწმებინრბ ხოლმე მანდ ნაყიდ პროდუქციას და ყველაფერი წესრიგში აქვთ

Iphone 8 silver ზუმერში არის 2359ლ. და istore ში 2220. უნდა ვიყიდო ხუთშაბათს და რას მირჩევთ. x საშინლად არ მომწონს. აისთორში ადრე 5 ვიყიდე და კარგი იყო მშვენივრად იმუშავა დღესაც ცოცხალია.
თუ აისთორში ვიყიდი როგორ უნდა გადავამოწმებინო რაც თქვენ თქვით ?

Posted by: sevastopol 4 Dec 2017, 02:34
pisooo_piso
საგარანტიო პირობები მოთხოვე iStore-ს. მე პირადად ზუმერში ან ალტაში შევიძენდი, რადგან ვიცი რომ ოფიციალურად არიან Apple-ის ავტორიზებული გადამყიდველები.

მთავარია ის საგარანტიო ფურცელი რას ამბობს, თორემ ასე ვარაუდით არ გამოვა საქმე. smile.gif

Posted by: pisooo_piso 4 Dec 2017, 04:02
QUOTE (sevastopol @ 4 Dec 2017, 02:34 )
pisooo_piso
საგარანტიო პირობები მოთხოვე iStore-ს. მე პირადად ზუმერში ან ალტაში შევიძენდი, რადგან ვიცი რომ ოფიციალურად არიან Apple-ის ავტორიზებული გადამყიდველები.

მთავარია ის საგარანტიო ფურცელი რას ამბობს, თორემ ასე ვარაუდით არ გამოვა საქმე. smile.gif

ალტაში 2500 ია, კიდევ რომელია ავტორეზებული რისელერი? აისთორს გადავამომებ დავრეკავ და ვიკითხავ თუ არიან. არადა ამერიკაში 700 ია ფასი აქ ამხელა სხვაობა რატომაა ვერ ვხვდები

Posted by: Andy_Kaufman 4 Dec 2017, 15:39
SerLom1
QUOTE
ეფლს ვამოწმებინრბ ხოლმე მანდ ნაყიდ პროდუქციას

და როგორ ამოწმებინებ ხოლმე თუ საიდუმლო არაა?
user.gif

Posted by: pisooo_piso 4 Dec 2017, 21:55
დავრკე istore ში და ჩვენც ვართ ოფიციალური რისელერებიო, აისთორი, ალტა, ელიტ ელექტორონიქსი და ჯეოსელიო.

Posted by: ragazza39 12 Dec 2017, 11:50
https://checkcoverage.apple.com/ru/ru/;jsessionid=JGF9WqVWSbMKwvh5KD0LG8Gx5jG7XkynyWn1WmV2LL6TD61yhYSx!365968038

აიტექნიკიც უკვე ,როგორც ჩანს

* * *
user posted image

ლინკი შეცდომით დავდე )))

Posted by: ragazza39 16 Dec 2017, 14:45
istore ამ ჩამონათვალში არ არის. მხოლოდ აიტექნიკი, ჯეოსელი, ალტა და ელიტ-ელექტრონიქსი.

Posted by: crysiswarhead 22 Dec 2017, 22:37
pisooo_piso
ფირის ბრალი ალბათ

Posted by: SerLom1 10 Jan 2018, 03:52
Andy_Kaufman
როგორ ვამოწმებინებ და ეფლ საფორთს მივწერ ხოლმე იმ ტელეფონიდან რომლის შემოწმებაც მინდა და იმეის მიხედვით ნახულობენ გადაფუთული ძველი ხომ არ არის. Checkcoverrage ის ვარიანტია მაგრამ უფრო დეტალებში გეტყვიან. თუ გითხრეს რომ device “as is” სტატუსი აქვს, ესეიგი საეჭვო ისტორია აქვს. წესით შენი შეძენის დღიდან რომ გაააქტიურებ იმას უნდა აჩვენებდეს

Posted by: Andy_Kaufman 10 Jan 2018, 09:40

SerLom1
გასაგებია მადლობა

Posted by: RedBulla 26 Feb 2018, 13:07
2000-ს რომ ჩამოცდება, მაშინ ვიყიდი biggrin.gif

Posted by: sevastopol 26 Feb 2018, 16:04
RedBulla
კაი ხანი არ ჩამოცდება 2000-ს.

ოფიციალური კურსით $700 + $140 = 2100 ლარს.

ისედაც ბლომად iPhone 7-ები აქვთ და მაგათ გაყიდვა ხომ უნდათ?

Posted by: RedBulla 26 Feb 2018, 20:12
sevastopol
ხო მარა აქეთ იტალიაშია იეფად biggrin.gif
მეორადები 500 ევროებშია
ახლები 730 ად ფასდაკლებებია
250 ად თუ გავასუხარე ჩემი 6ს ეგრევე ავიღებ 8ს
7 მინდოდა მარა აზრი აღარ ქონდა და 8 სკენ მიმიწევს გული
10ს ვერ გავქაჩავ და ეგრე biggrin.gif

Posted by: Closera 2 Mar 2018, 01:32
gamarjoba
ikneb mirchiot itectinikshi iphone 8 rom vikido girs tu ara da
ratom unda vikido iphone 8 da ara iphone 7 anu giirs is tanxa rac gansxvavebulia?
ritaa meti iphone 8 sad.gif zeg vapireb kidvas da ikneb mipasuxot ra

Posted by: sevastopol 3 Mar 2018, 02:55
RedBulla
ისევ 8 პლიუსზე დაჩალიჩდე მგონი შენთვის აჯობებს თუ კაი ფასში ნახე.
Closera
უფრო სწრაფია და უკაბელო სატენით შეგიძლია დატენო.

თუ ფიქრობ რომ კიდევ რამდენიმე წელი გამოიყენებ მაშინ 8 იყიდე, თორემ 7 1200 ლარად ძალიან კარგი არჩევანია. 8-სთვის 2000 ლარის გადახდას აზრი არ აქვს.

Posted by: giogiokakheli 17 Mar 2018, 02:34
იფონე 8 ის გამოწერა მინდა სპრინტის და გავიგე ტურბო სიმები დაიბლოკაო და მართალიაა? ანუ ვეღარ ვამუშავებ ამ წამებით გამოწერილი იფონე 8-ს?

Posted by: Nika303 18 Mar 2018, 03:33
giogiokakheli
მართალია, დაიბლოკა ტურბოსიმი დროებით

Posted by: Closera 25 Mar 2018, 19:13
sevastopol
მადლობა, 2 კვირაა ვიყიდე 8.
უკაბელო დამტენით როგორ დავტენო შეგიძლია მასწავლო?
ან დაახლოებით რა ღირს

Posted by: RedBulla 17 Apr 2018, 22:32
სასტიკად მომეწონა წითელი
დიდი იმედი მაქვს ზაფხულშI მოვაგდებ

Posted by: sevastopol 18 Apr 2018, 02:51
Closera
აი ეს ვიდეო ნახე -

https://youtu.be/_nudkX0ZqwY

RedBulla
წინა წლებთან შედარებით უკეთესი გამოუვიდათ, რადგან უკანა მხარე ხომ შუშისაა და წითელი კიდევ უფრო ლამაზია და წინა მხარეს შავი ხომ საუკეთესოა. smile.gif

Posted by: Delete/ 5 May 2018, 21:08
გაუხსნელ, პატარა აიფონ 8-ს ხომ არ ყიდით, მაქს. 1500 ლარად?

Posted by: borbolia777 6 May 2018, 12:51
Ara dzma 8 gasayidad vis eqneba jer

Posted by: sevastopol 7 May 2018, 16:27
Delete/
არამგონია 1500-ად იყიდო iPhone 8 ჯერ.

2300 ღირს ახლები როგორც ვიცი, iPhone 7-ს იყიდი 1200-ად და iPhone 7 Plus 1500-ად დაახლოებით.

ოფიციალურად რომ გამოიწერო Apple-ის საიტიდან, თავისი განბაჟება + ჩამოტანა = 2125 ლარი დაახლოებით.

Posted by: crysiswarhead 8 May 2018, 10:40
sevastopol
შარშან ზაფხულში მივეცი 1500 ლარი 7 ში და წელსაც შეილება გაყიდონ mymarketze ჩამოტანილი,

Posted by: sevastopol 10 May 2018, 18:27
crysiswarhead
შარშან ზამთარში ვიყიდე 7 1200 ლარად. მაშინ რომელიმე carrier-ზე უნდა იყოს მიბმული რომ უფრო იაფად გამოვიდეს ყიდვა ან blacklisted უნდა იყოს, რომელიც საქართველოში იმუშავებს.

Posted by: E.kurtz 16 May 2018, 14:19
უკვე 1999 გელა გახდა 8 wink.gif
_____

Posted by: crysiswarhead 16 May 2018, 14:40
sevastopol
ანლოქიანიც შეილება ჩამოიტანოს ვინმემ შტატებიდან მარა წელს გაძვირდა მობილურები და რამდენაც ვიშოვნით არვიცი იაფად(((

Posted by: RedBulla 17 May 2018, 18:49
2095 ლარი
იქნება ეს ზაფხული და შემოდგომაც გადავაგორებინო ჩემს 6ს და მოვაგდებ მერე user.gif
ერთიანი ფული ჯერ ნიეტუუ

Posted by: Coin 19 May 2018, 13:57
გუშინ ვიყიდე 8
7 მქონდა მანამდე
დიდ განსხვავებას ჯერ-ჯერობით ვერ ვამჩნევ

Posted by: ოპტიმისტი 21 May 2018, 17:18
ActionCoin

მცირე განსხვავებას რას ამჩნევ? მე როგორც შევადარე ეს 2, სისწრაფეშიც კიარ ჩამოუვარდება 7

Posted by: imereliaznauri 22 Aug 2018, 08:14
ვისაც ფული ჭირდება, ტელეფონს განვადებით იღებს და მერე ლომბარდში აბარებს იმათ ეხებათ ეს. გამომიტანეთ აიფონი 8+ და ლომბარდზე უკეთესს ფასს მოგცემთ ქეშად. ოღონდ მაღაზია ბრენდული უნდა იყოს.ოფიციალური რესელერები რომ ქვიათ.აი პლიუსი,ეფლისიტი და მისთანები არ გამოდგება. ველი შემოთავაზებებს.

Posted by: sevastopol 22 Aug 2018, 18:58
imereliaznauri
რამდენ ლარს სთავაზობ აბა? smile.gif)

Posted by: imereliaznauri 22 Aug 2018, 23:16
ლომბარდი რამდენსაც გადაიხდის იმაზე მეტს ძმაო გასაგებად დავწერე. მან ეს ტეეფონი იქ უნდა დატოვოს რადგან ფული ჭირდება.მე კიდე ამდენის საშუალება არამაქვს რო გადავიხადო,ასე რო ორივე მხარე კმაყოფილი რო დავრჩეთ ისე გაკეთდება ყველაფერი.

Posted by: sevastopol 22 Aug 2018, 23:53
imereliaznauri
ანუ გამოდის რომ იაფად გინდა იყიდო და მეტი არაფერი ხომ?

ლომბარდში იმიტომ ტოვებს რომ ახლა თანხა აიღოს და მერე ის ტელეფონი დაიბრუნოს - > შენ უბრალოდ მოგცემს იმ ტელეფონს და უკან თანხას დაუბრუნებ (ანუ მოგყიდის).

2000-ს გადაიხდი?

Posted by: imereliaznauri 23 Aug 2018, 00:16
აკეთებს ძმაო ასე ბევრი ვისაც ფული ქეშად უნდა მე იაფად კი არ მინდა, აი სიტუაცია ასეთია მივიდა ტიპი გამოიტანა განვადებიტ აიფონ 8 + მაგ, ღირს მაღაზიაში 2 500 ლარი ,გააკეთა განვადება წავიდა და აბარებს ლომბარდში ან იქვე ყიდის რა თქმა უნდა უფრო აიფად,შენი აზრით რამდენად გაყიდის 2500 ლარიან ტელეფონს ან რამდენად ჩაიბარებს ლომბარდი. ამას ფული ისე ჭირდება რომ ფული აიღო და ის ტელეფონი დაიკიდა სულ.ბევრია ძაან ასე აკეთებს და რაღა ლომბარდმა იხეიროს ,იმაზე მეტ ფულს მივცემ ვიდრე ლომბარდი. 2350-2500 ფარგლებში არის ეს ტელე, ლომბარდი რამდენად ჩაიბარებს კაცურად მითხარი.

Posted by: გრიმი 23 Aug 2018, 10:14
imereliaznauri
მაქსიმუმ 400 ლარიანი სხვაობით გამოაქვთ ვინც მაგას აკეთებს .
მაგალითად X რომ მინდოდა და დავდიოდი მაშინ 3400 ლარი ღირდა.
3000 ს ხიშნიკები და მაღაზიები იხდიდნენ და ნუ გექნება იმის იმედი რომ 2500 იანს 1500 ად იყიდი.
მაგას ვინც ჩალიჩობს კიდე 20 იდან ერთი კაცია ვისაც ფული ჭირდება , დანარჩენებს რაღაც თემა აქვთ მოხოდილი
და უნტკიცებენ განვადებებს და პანტაპუნტით გამოაქვთ ეგ ტელეფონები.
კიდობნის წინაც დგანაც პასაჟთანაც ეგ სასტავი.
2500 იან ნივთს 2 ზე ნაკლებად არავინ არ გამოგიტანს .
შეგიძლია მეორადი იყიდო 8 პლასი 1600-1800 ის ფარგლებში

Posted by: imereliaznauri 23 Aug 2018, 10:29
პოლემიკა გამოგვივიდა ძმა შენ შემოგევლე.მე არცა მაქვს მაგის ილუზია რო 2500 იანში 1500 მივცემ და ავშენDები ,ეგ ზემოთ არ მიწერია არსად , ოფიციალური რესელერი რო ქვიათ მაღაზიებს გამომიტანოს იქედან და მაგ 400 ლარიან სხვაობას მეც მივცემ.მე არა მგონია ლომბარდი მეტს იძლეოდეს .ჩემთვის მინდა ძმაო გადამყიდველი არა ვარ ,არც მეჩქარება არსად თუ გამოჩნდა ვინმე ხო კაი თუა რა და არც მაგაძე ვიდარდებ.კიდობანი და პასაჟი ვიცი ძმაო გარკვეული ვარ მაგათთან არ მინდა საქმის დაჭერა

Posted by: AnEeEeE=]] 21 Sep 2018, 17:52
მოკლედ გადავწყვიტე 8 პლუსი ვიყიდო,მარა ეს მინა რო აქვს უკან ეგ მაფიქრებს, ვისაც გაქვთ კარგათ ხმარობთ?

Posted by: sandr 30 Sep 2018, 18:27
QUOTE (AnEeEeE=]] @ 21 Sep 2018, 17:52 )
მოკლედ გადავწყვიტე 8 პლუსი ვიყიდო,მარა ეს მინა რო აქვს უკან ეგ მაფიქრებს, ვისაც გაქვთ კარგათ ხმარობთ?

ჩვეულებრივი 8 მაქვს მე, პლუსები არ მევასება დიდი აიფონი თავის სილამაზეს კარგავს და ჰუავეის და მსგავს ტელეფონებს ემსგავსება biggrin.gif
შუშას რაც შეეხება ფაქიზად უნდა იხმარო რა, რამდენჯერმე დამივარდა მარა გადარჩა, დაკაწვრით საკაიფოდ იკაწრება, მე თუ მკითხავ 7 ჯობია მაგ პონტში, 8 ცურავს ხელში მარა ლამაზია, მე შავი ვიყიდე 1 წლის წინ და მივქარე, თეთრი ბევრად ლამაზია, მაგრამ ცოტა ზედმეტად მდიდრულად და ტრაკში პეროდ გამოიყურება, მაგრამ ჩემი მოკრძალებული აზრით თეთრი მაინც უფრო ლამაზია old.gif

Posted by: sevastopol 1 Oct 2018, 00:07
AnEeEeE=]]
მე პრობლემა არ მქონია, თან უკანა მხარეს ცალკე დამცავიც მიკვრია ყიდვის დღიდან, დაახლოებით იმავე სტილის რაც წინ - ასე $80-მდე დამიჯდა ორივე ერთად.

კარგი ტელეფონია, რა ფასში ფიქრობ ყიდვას?

ჩემის გაყიდვას ვაპირებ და Xs Max-ის ყიდვას. შავია და ვიზუალზე 10/10 არის, თებერვლამდე ზუმერის და ეფლის გარანტია + ორიგინალი ყუთი, თავის საგარანტიო ფურცელით და თუ რამეა გადახდის ჩეკით.

Posted by: tatanashvili1 15 Oct 2018, 11:10
გამარჯობა,10დღის წინ ვიყიდე აიფონ8 ზოგჯერ ხმას დაგანათებას ეწევა ავტომატურად. აკლდება და რა შეიძლება იყოს?

Posted by: sevastopol 15 Oct 2018, 11:45
tatanashvili1
True Tone გაქვს ჩართული.

Posted by: tatanashvili1 15 Oct 2018, 12:10
sevastopol
არა არმაქვს ჩართული

Posted by: didipupi 22 Oct 2018, 20:47
გავცვლი iphone 8 შI playstation 4 slim (ახალი მოდელი) -ს 2 ჯოისტიკით თითქმის სულ ახალს მოყვება fifa 19 და gran turismos დისკები + iPhone 6 რომელიც ჩამივარდა წყალში და გაკეთება ჯდება 200 ლარი კარგ მდომარეობაშია ვიზულალურად მოყვება Yუთი თავის აქსესუარებთან ერთად + დავამათებ თანხას PS .ფიფა 19 დისკში 1 კვირის წინ გადავიხადე 200 ლარი + მეორე ჯოისტიკში 170 ლარი .

Posted by: გრიმი 22 Oct 2018, 21:50
didipupi
8 ში არ ვიცი მარა საკაიფო 7 მაქვს Jet Black ი.
ყუთით და აქსესუარებით , დისკები და აიფონ 6 არ მიმდა.
მარტო პს4 და კონტროლერები თუ გაწყობს 1-1 ში გაგიცვლი

Posted by: NB1318 13 Jun 2019, 20:52
gamarjoba iphone 8 vikide oqtombris tveshi da dgemde bataria 89% zea dasuli da normaluria tu dzaan cudi ?

Posted by: Nescafe13 13 Jun 2019, 21:17
NB1318

ახალი თუ მეორადი
ახლისთვის ცუდია ძალიან , 8 თვეში 11 % ბევრია
თუ 2-3 ჯერ ტენი დღეში არცაა გასაკვირი

Posted by: NB1318 13 Jun 2019, 21:45
1aaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa
* * *
Nescafe13
4 tve vxmarobdi 4 tve medo da amis gamo rom mosvloda sheidzleba tu ici ?

Posted by: sevastopol 14 Jun 2019, 01:03
NB1318
ნორმალურია, მაგრამ 4 თვის გამოყენების დროს 89%მდე დაცემა არ არის ნორმალური.

იმასაც გააჩნია როგორ ადგილას გედო.

Posted by: Xuco_13 3 Sep 2019, 11:25
გაუმარჯოს

True Tone რო გაქ ჩართული უფრო ინახავს ბატარეას ხო მემგონი? ანუ უფრო ნელა ჯდება?

Posted by: RedBulla 11 Sep 2019, 15:44
დროა შეცვლაზე ვიფიქრო

მაგრად მასიამოვნა თითქმის წელიწად ნახევრის განმავლობაში

გადავალთ ხრ ზე ან 11 ზე chups.gif

Posted by: Firework 11 Sep 2019, 17:20
QUOTE (RedBulla @ 11 Sep 2019, 15:44 )
გადავალთ ხრ ზე ან 11 ზე chups.gif

XR ს არ გირჩევდი მძიმეა და ხელშიც არაპრაქტიკულია, ქეისში თუ ჩადე საერთოდ სუქდება :დ ისევ X ან XS yes.gif

Posted by: ლაშა117 11 Sep 2019, 18:30
Firework
ელემენტი აქვს სამაგიეროდ კარგი და არც ისე სქელია

Posted by: Firework 11 Sep 2019, 22:13
QUOTE (ლაშა117 @ 11 Sep 2019, 18:30 )
Firework
ელემენტი აქვს სამაგიეროდ კარგი და არც ისე სქელია

კი ორი აზრი არაა ელემენტიც და ზოგადად ძლიერი ტელეფონია მაგრამ მანამდე 6,7, 8 ზე რომ ხარ მიჩვეული რომლებიც ძაან მსუბუქი მოდელებია (138გრ) ამის მერე უცებ XR საკმაოდ მძიმე გამოდის თითქმის 200 გრამია რა. მე ვერ შევეგუე თან ეკრანის გარშემო საკმაოდ დიდი სქელი ჩარჩო აქ.

X ან XS არის ჰაეროვნება :დდ
თუ თანხაში არ ხარ შეზღუდული არც უნდა ფიქრი smile.gif


Posted by: Lasha244 11 Sep 2019, 23:22
RedBulla

QUOTE
დროა შეცვლაზე ვიფიქრო

მაგრად მასიამოვნა თითქმის წელიწად ნახევრის განმავლობაში

გადავალთ ხრ ზე ან 11 ზე


ბაზარი არააა. მაგრად მასიამოვნა მეც boli.gif გადავალ ალბათ X ან ხს ზე boli.gif

Posted by: RedBulla 12 Sep 2019, 01:01
Firework
მაშინ 11 და ეგაა :დ

Posted by: PePe012 11 Dec 2019, 15:25
გამარჯობა იქნებ ი ისეთ დამეხმაროთ

აიფონი 8 ვიყიდე და შევამოწმებინე კარგ ხელოსანს, მეორედ იყო ანუ.
იდეალურად იყო ნახმარი, უპრობლემო.
რაღაც დროის მერე დაეწყო თითქმის ყოველი ზარის მერე ეს no service.
მაგრამ ყოველ ზარზე არ აკეთებს. გავთიშავ და რამდენიმე წამში ეწერება ესე.
თუ ახლიდან არ ვაპოვნინე ქსელი, არის ხოლმე ესე დიდხანს ...
მიზეზი მიკროსქემაა თუ ქლაუდის ბრალიც შეიძლება იყოს? სიმ შევცვალე.
მაგთიში მითხრეს რომ ქლაუდის ბრალია და კონკრეტულად რვებს აქვთ ეს პრობლემა.

ხუთი წლის წინ გაკეთებული და უმოქმედო ქლაუდის ექაუნთი გავააქტიურე ისევ
შეიძლება ამის ბრალი იყოს?

Posted by: Firework 11 Dec 2019, 15:48
PePe012
აიქლაუდი რა კავშირში უნდა იყოს ქსელის დაჭერასთან. თუ მაინცდამაინც ეგ გგონია პრობლემა საერთოდ მოხსენი ეფლ აიდი და ისე გამოიყენე ცოტა ხანი და დააკვირდი

Posted by: PePe012 11 Dec 2019, 15:51
Firework
არ ვიცი, ყველაფერს ვცდი ახლა, რაც შეიძლება.

მადლობა

Posted by: benito777 15 Mar 2020, 11:41
ჯუსტ დავფიქსირდები!

თან ამოვწევ თემას boli.gif

Posted by: Withay 9 Apr 2020, 21:23
ვერ ჩამოვყალბდი 7 ვიყიდო თუ 8
ფანატიზმის გარეშე მირჩიეთ რომელი ვიყიდო?

Posted by: Camus 9 Apr 2020, 21:51
Withay
ძირითადად რისთვის გინდა დაწერე

Posted by: sevastopol 9 Apr 2020, 23:21
Withay
15-ში 9 გამოდის. დაიცადე.

7 ძაან ძველია უკვე. 8-სა და 9-ის შორის გააკეთე არჩევანი ან 10 იყიდე.

Posted by: Withay 11 Apr 2020, 15:14
Camus
სოციალური ქსელები და იუთუბი
20-30 წუთი რამე პატარა თამაში დროის გასაყვანად.

sevastopol
კი 9-ზე ვფიქრობ მაგრამ გამოვა რო? ან თუ გამოვა საქართველოში შემოიტანენ ასეთ სიტუაციაში?

Posted by: sevastopol 11 Apr 2020, 15:34
Withay
შემოიტანენ, აბა რას იზამენ.

მოკლედ რამდენი გაქვს ბიუჯეტი რომ გვითხრა უფრო კარგად შემეძლება რჩევის მოცემა.

Posted by: Camus 11 Apr 2020, 16:19
Withay
სოციალურ ქსელებში არანაირ უპირატესობას არ მოგცემს 8. თამაშებისთვის 8 ჯობია. პირველი აიფონია ეფლის დამზადებული GPU ბირთვებით და ბევრად სწრაფია

Posted by: eldiablo 19 May 2020, 12:23
ნორმალური ელემენტი აქვს ამ მოდელებს?......

Posted by: Withay 19 May 2020, 21:06
eldiablo
არა არ ქონია და არ აქვს
1821 არის ზე მინიმალური. საკუთარი გენერატორით უნდა იარო

Posted by: l-e-v-a-n 2 Jun 2020, 00:40
მეგობარმა გამოიეწერა იბეიდან აიფონ 8 და მოკლედ ხმა არ ესმის საუბრის დროს კარგად რა
ხმის აწევაც მარტო ring volume ეწევა ამ დალოცვილი ანდროიდისგან განსხვავებით
მოკლედ ვერ გაუგო ვერაფერი ვერც იმან ვერც მე ვერაფერი ვურჩიე
სფიქერზე კაიაო, ისე ცუდად ისმისო რა
და ზარის volume იქნება ხო ალბათ დაწეული?

როგორ გავასწოროთ ხო ვერ დაგვეხმარებით
ან კაი ხელოსანი გვითხარით რა თბილისში თან რო არ მოატყუოს და სიტყვაზე მენიუდან ხმის აწევით მოსაგვარებელ საქმეში ნაწილის შეცვლა არ მითხოვოს

Posted by: Nescafe13 3 Jun 2020, 00:12
l-e-v-a-n

როცა საუბრობს მაშინ უნდა აუწიოს ხმას და თუ გასწორდა ესეიგი მაგის ბრალი ყოფილა
თუ არადა დინამიკია

settings - sound აქ გადავიდეს აბა იქ ხო არ აქ დაწეული

Posted by: l-e-v-a-n 3 Jun 2020, 01:17
Nescafe13
მანდ მარტო ring volume ჩანს
და ზარის დროს აწევა ხმის აიოსზეც ეგრეა? ეგ კი ვუთხარი მარა არ შვებაო და ვიფიქრე მარტო ანდროიდზეა ეგრე ალაბთთქო

კაი, სანდო ხელოსანი ხო არ იცი აიფონის?

Posted by: Nescafe13 3 Jun 2020, 12:55
l-e-v-a-n

აიფონ + ის სერვის ცენტრი , მანდ შეაკეთა 1-2 მა და კარგად მუშაობენ ახლაც , ერთ დინამიკზე ქონდა პრობლემა , მეორესი არ მახსოვს , კი იყვნენ კმაყოფილები

ხმის აწევ დაწევე გეტყვი საღამოთი ყველაფერს
აიფონიანი საღამოთი მოვა სახლში biggrin.gif

Posted by: tomhardy 9 Jun 2020, 14:22
ღირს iphone 8 ის ყიდვა ახლა? ეკრანის ზომა მომწონს ვიზუალი მომწონს სხვას რას მეტყვით როგორი ტელეფონია? თამაშებს არ ვთამაშობ დასარეკად მინდა სმს ისთვის და უმნიშვნელო აპლიკაციებისთვის

Posted by: sevastopol 9 Jun 2020, 21:56
tomhardy
კი, 8 ბევრად სწრაფია ვიდრე 7.

გეყოფა მაგისთვის + თამაშებისთვის ჩვეულებრივად. smile.gif)

Posted by: tomhardy 10 Jun 2020, 17:59
sevastopol
რამდენად ვიყიდი მეორად 8 ს 32 გბ იანს plus არ მინდა

Posted by: l-e-v-a-n 10 Jun 2020, 22:05
tomhardy
900 ლარამდე

Posted by: Just_Test 19 Jun 2020, 17:51
თამაშების დროს სიკაშკაშე იკლებს და ხან თავისით ემატება ისევ მერე და რისი ბრალი იქნება ? ადრე არა კეთებდა ეგრე ამ ბოლო დროს შვება

Posted by: K13 18 Aug 2020, 02:54
l-e-v-a-n

QUOTE (l-e-v-a-n @ 10 Jun 2020, 22:05 )
tomhardy
900 ლარამდე

იბეიზე თუ თბილისში?

Posted by: Rustavelli 11 May 2021, 17:06
მეგობრებო, ქართულ კლავიატურაზე ტექსტ პრედიქშენი როგორ შეიძლება ჩავრთო?

Posted by: ირაკლო 14 Jun 2021, 12:06
ბოლო განახლემა ჩამოტვირთა და ინსტალაციას რო ვუშვებ, ერორს აგდებს.
რამე ეშველება თუ აღარასოდეს განახლდება?

Posted by: Firework 14 Jun 2021, 12:58
ირაკლო
რას წერს და რა ერორს აგდებს?

Posted by: ირაკლო 14 Jun 2021, 18:14
QUOTE (Firework @ 14 Jun 2021, 12:58 )
ირაკლო
რას წერს და რა ერორს აგდებს?

ამას წერს. თავიდან აითუნზით ვცადე და კომშიც იგივე დაწერა. მერე ტელეფონშიც იგივეს შვება. განახლება გადმოწერილი მაქვს და გადმოწერისას ხომ არ მოხდა რამე შეცდომა? ხელახლა რო გადმოვწერო არ მოსულა?

user posted image

Posted by: zuzasniper 31 Aug 2021, 21:43
გამარჯობა,
Apple iPhone 8 - 64GB - (AT&T) A1905 (GSM) თუ იმუშავებს მაგთის ქსელზე, შესაბამისად 4გ-ს მხარდაჭერით.
მადლობა

Posted by: benito777 8 Feb 2022, 21:24
ბატარეას დაერხა და სად მირჩევთ რომ მივიტანო გამოსაცვლელად?

რამოდენიმე დღის წინ ბრონი დავაკვრევინე ტექნო-ლაბში და ბატარეას თუ გინდა 40 ლარში შეგიცვლითო… spy.gif

40 ლარად ნორმალურ ბატარეას ჩამისვამენ ვითომ?

Posted by: htconem8z 7 May 2022, 18:19
user posted image

ასე დაემართა და ეშველება რამე თუ ტყუილად უნდა ვიწვალო?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)