Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფსიქოლოგია > ზოდიაქო და ფსიქოლოგია


Posted by: Confucius 13 Jan 2019, 12:38
ფსიქოლოგები რომ იყენებდნენ ზოდიაქოებს უფრო განვითარებული იქნება თუ არა ფსიქოლოგია რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
თან რამდენიმე წლისწინ ნასამ აღმოაჩინა ზოდიაქოს თანავასკვლავედების ცვლილება და ზოდიაქოების დახასიათება გადასამოწმებელია, ეს არის ამჟამინდელი ზოდიაქოს თარიღები ქვემოთ სურათზე და ფსიქოლოგიური დაკვირვებით ამართლებს

Posted by: Aleqto 13 Jan 2019, 17:40
Confucius
გააჩნია რამდენად ზუსტ მეცნიერებად ითვლება ასტროლოგია...
თავად ფსიქოლოგიაც თავის მხრივ არც თუ ისე ზუსტი მეცნიერებაა, რადგან მილიონი ადამიანისსავე მიერ გაკეთებულ დასკვნასა თუ დაკვირვებაზე და ცდის შედეგზეა დაფუძნებული, მაგრამ მაინც...
და ან ის ვინ თქვა რომ არ იყენებენ?


ისე ეხლა ერთი კითხვა_კომენტარი გამიჩნდა...ასტროლოგია როგორაა გენეტიკასთან? უარყოფს თუ აღიარებს მას?


Posted by: Confucius 13 Jan 2019, 19:46
Aleqto
გენეტიკა საერთოდ არ განიხილება ასტროლოგიაში მგონი და ვაფშე შესაცვლელია ასტროლოგიაც, პირადი რუკების შედგენა უნდა ამოიღონ და თარიღები შეასწორონ, ოღონდ ჯერ არავინ აკეთებს ამას, ყოველშემთხვევაში საქართველოში მაინც

Posted by: sophka 13 Jan 2019, 20:00
Confucius
რატომ 13 ნიშანი? სკორპიოსა და საგიტარიუსის შორის რა ნიშანია? ან რატომ?
რა ფსიქოლოგიური დაკვირვებით? განავრცე))

კითხვას სვამ ისე, წინაპირობაც არაა.

ფსიქოლოგიაში ასტოლოგია რა სახით ან როგორ უნდა ჩართო? დაგერთო რამე მეტად))

ეს უფრო მეტად წინასწარგანწყობებია, ადამიანს კი ახასაითებს გარკვეული ნიშნებით, თუმცა ქცევაზე რამდენად ახდენს გავლენას?

საინტერესოა, პასუხები ყველა თუ არა უმეტეს კითხვაზე მაინც...

Posted by: marituna 13 Jan 2019, 20:15
როგორც ვიცი ეს მე 13 ნიშანი, რომელსაც გველმჭერად მოიხსენიებენ არ აღიარეს წამყვანმა ასტროლოგებმა.

ისე ძალიან კარგი თემაა, რადგან ადამიანის პირად ჰოროსკოპში (რუკაში) ჩანს ყველა პრობლემა, რაც შეიძლება შეემთხვეს/გამოუვლინდეს.. არსებობს სამედიცინო ასტროლოგიაც, იშვიათად გამიგია, რომ ექიმი იყენებდეს... ცაგარელი არეკლამებდა ვიღაც კბილის ექიმს.

ვფიქრობ საუკეთესო შედეგი დაიდებოდა ფსიქოლოგის და ასტროლოგის ერთობლივი მუშაობით Confucius.

Posted by: Aleqto 13 Jan 2019, 20:51
Confucius
მაშინ ასეთი კითხვა - ზუსტად იმ წამს როცა მე დავიბადე,მსოფლიოს რომელიღაც წერტილში და სულაც შეიძლება გვერდით პალატაში დაიბადა სხვაც. დარწმუნებული ვარ , რომ ხასიათით (და არა მხოლოდ შეძენილი უნარებითა და თვისებებით) ჩვენს შორის დიდი სხვაობაა...ასტროლოფიურად ეს როგორ აიხსნება?
ფსიქოლოგიურად ცხალია აიხსნება, რადგან ის, გენეტიკას არ გამორიცხავს და ჩემის მოკრძალებულის აზრით, სწორი ახსნაც ამაშია..

Posted by: penkrop 13 Jan 2019, 21:16
თავისთავად მოქმედებს, მაგალითად, ლომი ზოდიაქოს ადამიანი ნამდვილად ძლიერი ფსიქიკის ადამიანიაა, კირჩხიბი უფრო მოწყვლადია, ვერძი, თხის რქა არის ნამდვილად პრიციპული. მოერილი ხისტი ფსიქოლოგიის და ა.შ.

Posted by: d2d4 13 Jan 2019, 21:18
ფსიქოლოგია სერიოზული მეცნიერება ძვლივს გახდა და კიდე ასტროლოგია უნდა?

Posted by: PANTALONE 14 Jan 2019, 03:48
რაღაც აპარატი რო გააგზავნეს კოსმოსში ხო გახსოვთ? ჩაკრულოთი და რაღაც კაი მოკითხვებით .

არასდროს არაფერთან რო არ მიაღწევს და თუ მიაღწევს ადამიანებიც აღარ იქნებიან მანამდე.
ხოდა წარმოიდგინეთ უახლოესი ვარსკვლავი რამდენად შორსაა ეგრე ვართ უახლოეს ადამიანამდე.
ეგ ახლო ადამიანებამდე და ცოტა მოშორებული ადამიანები ხო ვაბშე სად არიან და არც მინდა წარმოვიდგინო გალაქტიკის ბოლოში რა ხდება.

ხოდა ეს მეტნაკლებად ახლო ვარსკვლავები ქმნიან თანავარსკვლავედებს.
და რაღაც მინიმალური გრავიტაცია ერთმანეთისადმი აკავებს პოზიციებზე



ზოგს განიზიდავს. და მერე
თანავარსკვლავედების ტრანსფორმაცია ხდება.


ანუ გარემოცვა იცვლება ზოგი ვარსკვლავი ისე მიდის თავისი გზა აქვს .

ხო?


Posted by: Confucius 14 Jan 2019, 10:53
sophka
QUOTE
რატომ 13 ნიშანი? სკორპიოსა და საგიტარიუსის შორის რა ნიშანია? ან რატომ?

ახალი ნიშანია გველის მჭერი ქვია და მოქმედებს ეგ ნიშანიც
QUOTE
რა ფსიქოლოგიური დაკვირვებით?

ზოდიაქოს ნიშნებს რომ ვაკვირდები ამართლებს მათი დახასიათებები
QUOTE
ფსიქოლოგიაში ასტოლოგია რა სახით ან როგორ უნდა ჩართო?

ფსიქოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად
Aleqto
QUOTE
ზუსტად იმ წამს როცა მე დავიბადე,მსოფლიოს რომელიღაც წერტილში და სულაც შეიძლება გვერდით პალატაში დაიბადა სხვაც. დარწმუნებული ვარ , რომ ხასიათით (და არა მხოლოდ შეძენილი უნარებითა და თვისებებით) ჩვენს შორის დიდი სხვაობაა...ასტროლოფიურად ეს როგორ აიხსნება?

არავითარი სხვაობა არაა დამიჯერე, ხასიათი იგივე გაქვთ უბრალოდ მსოფხედველობით განსხვავდები რომელიც ცხოვრებისეული გამოცდილებით დაგროვდა და ჩამოყალიბდა
d2d4
QUOTE
ფსიქოლოგია სერიოზული მეცნიერება ძვლივს გახდა და კიდე ასტროლოგია უნდა?

ასტროლოგიაც იგივე კატეგორიის მეცნიერებაა რაც ფსიქოლოგია
PANTALONE
QUOTE
თანავარსკვლავედების ტრანსფორმაცია ხდება.


ანუ გარემოცვა იცვლება ზოგი ვარსკვლავი ისე მიდის თავისი გზა აქვს .

ხო?

დიახ, კოსმოსი იცვლება

Posted by: Aleqto 14 Jan 2019, 11:23
Confucius

'დამიჯერე' ძალიან სუსტი და დაუჯერებელი არგუმენტია, ისევე როგორც სხვა კომენტარებზე სხვა არგუმენტები smile.gif
პ.ს. 'ჩემი აზრით','ვფიქრობ' და მისთ. საკმაოდ კარგი და საჭირო რამეებია wink.gif


Posted by: ოჩოპინტრე 14 Jan 2019, 11:29
ეგ ახალი თარიღები თავდაყირა აყენებს ასტროლოგიას, ბევრი ასტროლოგი არ ეთანხმება, რავიცი...
მაგის მიხედვით მორიელი გამოვდივარ, არა და რა მაქვს მორიელის biggrin.gif
* * *
და მორიელს რა ცოტა დღეები აქვს დარჩენილი... მემგონი ქრება ეგ ზოდიაქო lol.gif

Posted by: Confucius 14 Jan 2019, 11:35
ოჩოპინტრე
შენ ვერ შეამჩნევ მორიელის თვისებებს შენთავს სხვამ უნდა შეგამჩნიოს

Posted by: ოჩოპინტრე 14 Jan 2019, 11:36
Confucius
და მშვილდოსნისას რო ვამჩნევ rolleyes.gif

Posted by: Confucius 14 Jan 2019, 11:51
ოჩოპინტრე
QUOTE
და მშვილდოსნისას რო ვამჩნევ

კარგი დაკვირვება უნდა

Posted by: d2d4 14 Jan 2019, 16:44
QUOTE (Confucius)
ასტროლოგიაც იგივე კატეგორიის მეცნიერებაა რაც ფსიქოლოგია

ასტროლოგია მეცნიერება არ არის, შარლატანობაა.

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 14 Jan 2019, 16:48
QUOTE

ასტროლოგია მეცნიერება არ არის, შარლატანობაა.



ასე უაპელაციოდ, ძირითადად მათგან ვისაც წარმოდგენა არ აქვს ასტროლოგიაზე. )))

Posted by: Temperance 14 Jan 2019, 16:52
ოჩოპინტრე
სწორადაც ამჩნევ მეგობარო.
ეს ტიპი თვითონ ვერ იგებს რისი თქმა უნდა და სხვებს აბოლებს.
ნასამ თავად განაცხადა რო არაფერი არსად არ შეცვლილა.
პირადი რუკები სრული ჭეშმარიტებაა და ამით აიხსნება ის თუ რატომ ვერ გრძნობს ზოგი (თემის ავტორიც) თავის მზის ნიშანს.

არ მიაქციოთ ყურადღება, ოდესმე მიხვდება სიმართლეს, მანამდე დაინტაჯება ტყუილში და სხვებსაც დატანჯავს (თუ ხელი არ შეუშალეთ).

ფსიქოლოგიას რაც შეეხება ასტროლოგიური ფსიქოლოგია სხვა რამეა და სტანდარტული ფსიქოლოგია ცალკე მეცნიერებაა, რომელიც ადამიანის ტვინის ფუნქციის დარღვევებსაც შეისწავლის ხასიათთან ერთად და შეუძლია დაუნიშნოს პაციენტს რაიმე თერაპია ან უკიდურეს შემთხვევაში წამლები. აქ ასტროლოგია არაფერშუაშია. მენტალური პრობლემები ყველა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს.

ასეთი თემის გახსნა ფსიქოლოგიაში ყოველთვის არ არის აუცილებელი. ყოველი შემთხვევისთვის ყველას წარმატებები.

Posted by: d2d4 14 Jan 2019, 17:07
QUOTE (~Annabelle°Haunting~)
ასე უაპელაციოდ, ძირითადად მათგან ვისაც წარმოდგენა არ აქვს ასტროლოგიაზე. )))

ყველაფერი ემთხვევა ალბათ :დ
რათქმაუნდა უაპელაციოდ რადგან ფაქტია.
ასტროლოგიას აქვს არსებობის უფლება მაგრამ მეცნიერება არ უნდა დაირქვას.

Posted by: Confucius 21 Jan 2019, 09:27
d2d4
მეცნიერება უკვე ქვია და ფსიქოლოგიის გვერდით იკავებს ადგილს ვიკიპედიაში ფორმალური მეცნიერებებში https://ka.wikipedia.org/wiki/ფორმ

Posted by: guri8 21 Jan 2019, 11:26
QUOTE (Temperance @ 14 Jan 2019, 16:52 )
ოჩოპინტრე

პირადი რუკები სრული ჭეშმარიტებაა

სრულ ჭეშმარიტება smile.gif smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: woman_ 21 Jan 2019, 12:29
ფსიქოლოგთან მივიდე და პირადი რუკა გამიკეთოს, ეგ იგივეა კარდიოლოგთან მივიდე ღვიძლის ტკივილზე

ყველაფერს თავისი ადგილი აქვს
ასტროლოგს ასტროლოგის
ფსიქოლოგს ფსიქოლოგის



Posted by: Confucius 21 Jan 2019, 12:36
woman_
ფსიქოთერაპიებში რომ გამოიყენონ ფსიქოლოგებმა ზოდიაქოს დახასიათებები უფრო გაუადვილდებათ საქმე და ეს თემაც ამას ეხება საქმის გაადვილებას, ასტროლოგები კიდე შარლატანები არიან

Posted by: woman_ 21 Jan 2019, 13:03
QUOTE (Confucius @ 21 Jan 2019, 12:36 )
woman_
ფსიქოთერაპიებში რომ გამოიყენონ ფსიქოლოგებმა ზოდიაქოს დახასიათებები უფრო გაუადვილდებათ საქმე და ეს თემაც ამას ეხება საქმის გაადვილებას, ასტროლოგები კიდე შარლატანები არიან

ასტროლოგი იყენებს ასტროლოგიას და თუ შარლატანის
გამოდის ამბობ რომ თვითონ ასტროლოგია არის სისულელე
და თუ სისულელეა ფსიქოლოგმა რატო უნდა გამოიყენოს?


წლის კითხვა old.gif

Posted by: Confucius 21 Jan 2019, 13:12
woman_
QUOTE
ასტროლოგი იყენებს ასტროლოგიას და თუ შარლატანის
გამოდის ამბობ რომ თვითონ ასტროლოგია არის სისულელე
და თუ სისულელეა ფსიქოლოგმა რატო უნდა გამოიყენოს?

ამჟამინდელ ასტროლოგიაზე ვამბობ რომ სისულელეა, ასტროლოგიური პირადი რუკები და ზოდიაქოების ძველი თარიღები რომელიც არ განაახლეს ასტროლოგებმა

Posted by: Parabola 21 Jan 2019, 13:32


მე ვიცი ადამიანი პირადი ასტროლოგიც ყავს, ფსიქოლოგიც და მკითხავიც , მოძღვარი არ ყავს. არადა რა დააშავა ყოლოდა ეგეც.
ასტრო-ფსიქოლოგიურ- მჩხიბავურ- რელიგიურ გადაწყვეტილებებს რა აჯობებს ცხოვრებაში.

Posted by: პიანისტი 21 Jan 2019, 13:39
biggrin.gif


...........................

Posted by: Tensee 24 Jan 2019, 12:52
QUOTE
ზუსტად იმ წამს როცა მე დავიბადე,მსოფლიოს რომელიღაც წერტილში და სულაც შეიძლება გვერდით პალატაში დაიბადა სხვაც. დარწმუნებული ვარ , რომ ხასიათით (და არა მხოლოდ შეძენილი უნარებითა და თვისებებით) ჩვენს შორის დიდი სხვაობაა...ასტროლოფიურად ეს როგორ აიხსნება?


მთელ ინდივიდუალიზმს კლავს ასტროლოგია

ტუ გინდათ დატესტეთ გარკვეულმა ხალხმა
ტიპზე რომელიც გაგნებაში არა ზოდიაქოსი
მაგ. ტუარის ტიპი ვთქვათ ლომი ვუთხრათ რომ არი ქალწული ქალწულის თვისებებით ის ეგრევე აღმოაჩენს რომ არის ქალწული მაგრამ ამდროს ლომია ლომის თვისებებით ზოდიაქოს გაგებით
ცოტა იდიოტი ვინმე ვიპოვოთ >:D აბა ისე ჰეჰ biggrin.gif


Posted by: ოჩოპინტრე 24 Jan 2019, 13:50
Tensee
რა ვუყოთ იმას, რომ ფაქტი ფაქტია?
ბევრჯერ ყოფილა რომ გამომიცვნია ზოდიაქო, ან რომელი სტიქიის ნიშანია ის მაინც.
ასტროლოგია ნამდვილად მუშაობს. ოღონდ სუფთა ნიშანი არ არსებობს, ყველა ინდივიდუალურია მაინც...

Posted by: Tensee 24 Jan 2019, 14:08
QUOTE
ბევრჯერ ყოფილა რომ გამომიცვნია ზოდიაქო, ან რომელი სტიქიის ნიშანია ის მაინც.


პროცენტულად დიდი შანსი გქონდა მაგის და იმიტო


აი მე რა ზოდიაქო ვიქნები ერთ ცდაში გამოიცნობ biggrin.gif ოჩოპინტრე

Posted by: ოჩოპინტრე 24 Jan 2019, 14:35
QUOTE
აი მე რა ზოდიაქო ვიქნები ერთ ცდაში გამოიცნობ

ასე ადვილი არაა ფორუმიდან გამოცნობა biggrin.gif
აი მომიყვანე 4 სხვადასხვა სტიქიის ნიშანი, მაგალითად ვერძი, მორიელი, ქალწული, მერწყული და დიდი ალბათობით დაგილაგებ რომელი რომელია, პატარა გასაუბრების და დაკვირვების შემდეგ smile.gif

Posted by: siml11 25 Jan 2019, 01:45

ზოდიაქო არის ხალხის პაჩკა პაჩკა დაფასოვება და რეალურად ეგეთი რამე არ არსებობს ყველა ადამიანი ინდივიდია

Posted by: Tensee 25 Jan 2019, 13:04
QUOTE
პატარა გასაუბრების და დაკვირვების შემდეგ

როგორ გამოიცნობ??? ოჩოპინტრე

Posted by: predictable 25 Jan 2019, 13:19
ზოდიაქოსი არ მჯერა
ფსიქოლოგიის დონეზე როგორ შეიძლება განიხილო down1.gif

Posted by: Confucius 25 Jan 2019, 13:27
predictable
QUOTE
ზოდიაქოსი არ მჯერა

აქ სხვა ზოდიაქოებზეა ლაპარაკი რომელიც ნასამ განაახლა, ძველი ზოდიაქოების არც მე მჯერა, პირველ პოსტში დევს სწორი ზოდიაქოების თარიღები

Posted by: ოჩოპინტრე 26 Jan 2019, 10:46
QUOTE
როგორ გამოიცნობ???

ასე ახსნა ძნელია, რაღაც-რაღაცეებით ვხვდები, თუნდაც რაღაც მოქმედებით, გამოხედვით. ვისაც ვიცნობ 99%-ის ზოდიაქო ვიცი, ხშირად სხვა ამ ნიშნის ხალხსაც ვადარებ ხოლმე და ამითაც ვხვდები მსგავსებას smile.gif

Posted by: Tensee 27 Jan 2019, 00:28
ოჩოპინტრე
QUOTE
ასე ახსნა ძნელია


შეგიძლია მაგალითი მოიYვანო რამე : )

Posted by: ოჩოპინტრე 27 Jan 2019, 01:49
Tensee
მაგალითად, წყლის ნიშნები უფრო შენელებული ტიპაჟები არიან, ჰაერის უფრო სხარტი, ეს პატარა მომენტშიც შეიძლება შეამჩნიო, პატარა მოძრაობაში.
მაგალითად, მორიელი შეიძლება თვალებითაც გამოარჩიო, განსხვავებული თვალები აქვთ.
და ა.შ.
თუმცა ადვილი არაა რა თქმა უნდა გამოცნობა, ერთი შეხედვით მითუმეტეს. შეიძლება აშკარად არ ამჟღავნებდეს თავის თვისებებს, არ იყოს ტიპიური წარმომადგენელი თავის ნიშნის.
ისე გაგიკვირდება და ყველაზე მეტად ჩემს ნიშანში მომსვლია ხოლმე შეცდომა smile.gif

Posted by: Confucius 27 Jan 2019, 12:15
ოჩოპინტრე
როგორ ადგენდი ზოდიაქოს როცა სწორი თარიღები არ იცოდი რომელიც ნასამ შეგვატყობინა

Posted by: პიანისტი 27 Jan 2019, 12:36
QUOTE (Confucius @ 27 Jan 2019, 12:15 )
ოჩოპინტრე
როგორ ადგენდი ზოდიაქოს როცა სწორი თარიღები არ იცოდი რომელიც ნასამ შეგვატყობინა

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

............

Posted by: _Pablo_ 27 Jan 2019, 12:41
QUOTE
ზოდიაქოს გაგებით
ცოტა იდიოტი ვინმე ვიპოვოთ

მზად ვარ მონაწილეობა მივიღო, ბრმა რომ ავტობანზე შეაგდო ისე ვერკვევი ასტროლოგიაში.

Posted by: ოჩოპინტრე 27 Jan 2019, 14:12
QUOTE
როგორ ადგენდი ზოდიაქოს როცა სწორი თარიღები არ იცოდი რომელიც ნასამ შეგვატყობინა

არ მიმაჩნია ეგ სწორ თარიღებად smile.gif

Posted by: Confucius 27 Jan 2019, 14:33
ოჩოპინტრე
QUOTE
არ მიმაჩნია ეგ სწორ თარიღებად

რატომ არ მიგაჩნია სადმე შეცდა ნასა?

Posted by: ოჩოპინტრე 27 Jan 2019, 15:11
QUOTE
რატომ არ მიგაჩნია სადმე შეცდა ნასა?

ვერ ვატყობ ხასიათების დამთხვევას...

Posted by: painkiller1990 27 Jan 2019, 15:42
ჩემი მოკრძალებული აზრით ასტროლოგია და ჰოროსკოპები ახლოს არ უნდა გააკარონ ფსიქოლოგიას თუ უნდათ რომ სერიოზულ დონეზე დარჩნენ და არა მჩხიბავების და შამანების დონეზე დაეშვნენ. წარმოიდგინე რამდენი მილიარდი ადამიანი ცხოვრობს დედამიწაზე და ტიპებმა რამდენიმე ჯგუფში გააერთიანეს და რაღაც თვისებებს მიაწერენ, რომლებსაც მათი თქმით ვარსკვლავები განსაზღვრავენ. გამორიცხავენ გენეტიკას, აღზრდას, გარემოს სადაც აღიზარდა, ცხოვრებისეულ მოვლენებს რომლებმაც გავლენა იქონიეს ფსიქიკაზე. ძაან დიდი მარაზმია
* * *
ოჩოპინტრე
საღოლ ძმა. ბავშვობაში რაგაც მულტფილმი გადიოდა ავატარი ერქვა ჰაერის მბრძანებელი იყო. იმენა ეგ იბაზრე

Posted by: Confucius 27 Jan 2019, 16:01
ოჩოპინტრე
QUOTE
ვერ ვატყობ ხასიათების დამთხვევას...

შენ თუ ვერ ატყობ ეგ არ ნიშნავს რომ არასწორია

Posted by: marituna 27 Jan 2019, 16:57
Confucius
არ არსებობს ეს გველისმჭერი... ჯერჯერობით 12 ზოდიაქო რჩება ისევ...

Posted by: Alcest 27 Jan 2019, 17:29
ზოდიაქოსი არ მჯერა და არც მესმის ზოგი რო იძახის ადამიანების ზოდიაქოს ამოცნობა შემიძლიაო. ჩემი აზრით ვინც თავის ზოდიაქოს ეცნობა შემდეგ თავისდაუნებურად იქცევა ისე როგორც წერია. ნუ რაღაც მუღამი შეილება ქონდეს მარა გაფანატებულად რო უყურებს ზოგი ვერ ვიგებ

Posted by: Confucius 27 Jan 2019, 17:50
marituna
QUOTE
არ არსებობს ეს გველისმჭერი... ჯერჯერობით 12 ზოდიაქო რჩება ისევ...

მეცნიერულად არსებობს და ასტროლოგიაში არვიცი

Posted by: ოჩოპინტრე 27 Jan 2019, 18:03
QUOTE
გამორიცხავენ გენეტიკას, აღზრდას, გარემოს სადაც აღიზარდა, ცხოვრებისეულ მოვლენებს რომლებმაც გავლენა იქონიეს ფსიქიკაზე

საიდან მოიტანე რომ მაგ ყველაფერს გამორიცხავენ ასტროლოგები? biggrin.gif

Posted by: painkiller1990 27 Jan 2019, 20:41
ოჩოპინტრე
ერთი შეხედვით ქალწულები ბევრს ეჩვენება პრობლემებში და საყოფაცხოვრებო წვრილმანებში ჩაფლულად, მაგრამ ეს წარმოდგენა მცდარია. ეს ადამიანები ძალიან ყურადღებიანი არიან და უშიშრად აღნიშნავენ ამ სამყაროს არასრულყოფილებას, განსაკუთრებით იმ სფეროებში, სადაც საქმის გამოსწორება შეუძლიათ. სწორედ ამიტომ საშუალოსტატისტიკური ქალწული პატარა პრინცივით ცდილობს მოაწესრიგოს თავისი პლანეტა და თუ ეს შეუძლებელია, მისი კუთვნილი კუთხის მოწყობას მაინც ახერხებს.
ქალწულების უმეტესობა ჭკვიანია, აქვთ ლოგიკაც და ინტუიციაც, მაგრამ ხშირად კრიტიკულად არიან განწყობილი სამყაროსა და გარშემო მყოფების მიმართ და საკუთარ თავს უფლებას აძლევენ მკვეთრი შენიშვნები მისცენ, რომლის გამო ხშირად კარგავენ მეგობრებს და ახლობელ ადამიანებს. ქალწულებს აქვთ საკუთარი აზრი ბევრ საკითხზე, მაგრამ მის დაცვას ცდილობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპონენტი ღირსეული და საინტერესოა; სულელი, უჭკუო ოპონენტისთვის რაიმეს მტკიცებას ისინი არ დაიწყებენ.
ქალწულების უმრავლესობა შინგანად მომხიბვლელები არიან და თუ მოინდომებენ შეუდარებელნი იქნებიან. ამ ნიშნის ადამიანებისთვის დამახასიათებელია ჩრდილში ყოფნა. მათ არ უყვართ ყურადღების მიქცევა, ამიტომ მათ ხშირად ბოლომდე ვერ აფასებენ, განსაკუთრებით ისინი, ვინც მათ ცუდად იცნობს.
ჩვეულებრივ ქალწულები ძალიან მშვიდები და გაწონასწორებულები არიან, მაგრამ ამ მდგომარეობიდან ისინი ადვილად გამოჰყავს ვულგარობას, უხეშობას და სისულელეებს. ამ ყველაფერთან შეჯახებისას ქალწულები თითქოს კარგავენ კოორდინატების ჩვეულ სისტემას; გაცილებით თავშეკავებულები ცდილობენ ამ დროს გაერიდონ გამაღიზიანებელ ობიექტს, ზოგი ხელჩართულ ჩხუბში ერთვება და არ ზოგავენ ძალებს.
ქალწულები ძალიან ჭკვინაურად ხარჯავენ ფულს და ცდილობენ არავის მევალე არ იყვნენ.
მამაკც-ქალწულებს დიდი შინაგანი ძალა აქვთ, მაგრამ ამასთან საკუთარ თავს ბედის მორჩილად თვლიან და იშვიათად სჩადიან სასოწარკვეთილ საქციელს. მათ კარგი მეხსიერება აქვთ და სხვა მამაკაცებისგან განსხვავებით ძალიან ყურადღებიანი არიან წვრილმანების მიმართ. ქალი-ქალწულები ჩვეულებრივ მორიდებულები და მორცხვები არიან. თუმცა ეს არ არის მათი მთავარი ღირსება. ქალწულებში გვხვდება ქალბატონები, რომელბსაც მძიმე ხასიათი აქვთ, სამაგიეროდ ნათელი გონებით, კარგი გემოვნებით და ვნებიანი სულით გამოირჩევიან.




ძაან ღრმად არი აქ განხილული აღზრდა გენეტიკა და ცხოვრებისეული გამოცდილება ბრატ
* * *
QUOTE
საიდან მოიტანე რომ მაგ ყველაფერს გამორიცხავენ ასტროლოგები? 

დავაკონკრეტებ. ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით "დახარისხებულ" ადამიანებთან მიმართებაში გამორიცხავენ

Posted by: პიანისტი 27 Jan 2019, 20:46
გავამარიაჟოთ რუქები?

................
30 კ

Posted by: marituna 27 Jan 2019, 21:17
painkiller1990
ასე მშრალად ნიშნების დახასიათება, სისულელეა.

პირადი რუკა კი ძაალიან საინტერესოა და ემთხვევა ბევრი რამ...

Posted by: painkiller1990 27 Jan 2019, 22:19
marituna
პირადი რუკა ითვალისწინებს კონკრეტული პიროვნების გარემოს სადაც გაიზარდა, ვინ გაზარდა, როგორი ხალხი ტრიალებდა მის გარშემო, როგორი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს?

Posted by: marituna 27 Jan 2019, 22:46
painkiller1990
რათქმა უნდა ითვალისწინებს.. ეს ყველაფერი ჩანს პირად რუკაში.. ასევე ფსიქოლოგიური პრობლემებიც ადამიანის..

Posted by: popusha 27 Jan 2019, 22:51
საცდელი ზაზუნა თუ თაგვი თუ ბაყაყი თუ დაგჭირდეთ,
აქ ვარ პირადი რუქით :ხელისაწევისსმაილი:

Posted by: LTC100 27 Jan 2019, 22:53
ბავშვობაში რომ წავიკითხე მეთქი ვერ არის ამის დამწერი თქო და ბოლოს აღმოჩნდა რომ ჩემზე ეწერა boli.gif

Posted by: painkiller1990 27 Jan 2019, 23:45
marituna
ესაა პირადი რუკა? https://www.mental.ge/astro/#/
* * *
მგონი კიტხვა ვერ დავსვი ზუსტად. პირადი რუკა ადამიანის რა მონაცემებზე დაყდნობით შედგება. მე რეებიც ჩამოვთვალე თუ ისევ დაბადების თარიღებით და მაგ დროს ვისი ეტლი ვისაშიათი?

Posted by: marituna 27 Jan 2019, 23:53
user posted image

დიახ დაბადების ადგილით და ზუსტი საათით..

Posted by: პიანისტი 27 Jan 2019, 23:57
painkiller1990
დაბადების ზუსტი თარიღით საათის ჩათვლით და ადგილმდებარეობით.
რაც შენ ჩამოთვალე არავინ უარყოფს რო არ აისახება ადამიანზე, არცერთი ნიშანი არ არის იდეალური და აღზრდამ ,გარემოებამ და ინდივიდუალურობამ შეიძლება შეუვსოს ნაკლოვანება,ან პირიქით- შეიძლება ფანატიკოსმა ასტროლოგმა პარალელურად შეხედოს, მაგრამ ეს ვარაუდი არ შეიცვლება.

Posted by: painkiller1990 27 Jan 2019, 23:58
კაროჩე სექტანტებს ველაპარკო ეგ ჯობია რა ჰოროსკოპების ვისაც სჯერა იმათთან ლაპარაკს. როგორ შეიზლება ადამიანის ფორმულაში ჩასმა და ისე დახარისხება. ადამიანის აზროვნება და ქცევითი ფსიქოლოგია იმ გარემოდან ყალიბდება სადაც არსებობს და არა იმის მიხედვით როდის დაიბადა და მაგ დროს ვარსკვლავები სად იყვნენ.
გადაიტანეთ ეს თემა ფსიქოლოგიიდან ფსევდომეცნიერების თემაში

Posted by: marituna 28 Jan 2019, 13:39
ბოლოს ყველაფერი ფორმულებამდე მიდის.... რა არის საკვირველი..

Posted by: guri8 28 Jan 2019, 20:36
QUOTE (marituna @ 28 Jan 2019, 13:39 )
ბოლოს ყველაფერი ფორმულებამდე მიდის.... რა არის საკვირველი..

ამ პსოტში დევს სიმართლე მაგრამ ასტროლოგია ბოლო ჯამში
100 % - ით ზუსტი ნამდვილად არ არის შეიძლება არის კიდეც
მაგრამ ჯერ არ შეგვიძლია მისი ამ დონეზე გაშიფვრა ასე რომ
სისულელედ მიმაჩნია მისი ფანატიზმის დონეზე აყვანა მე პირადად .

Posted by: marituna 28 Jan 2019, 21:48
guri8
QUOTE
სისულელედ მიმაჩნია მისი ფანატიზმის დონეზე აყვანა მე პირადად

აი ამაში მეც გეთანხმები, მაგრამ ასტროლოგიაში კარგად ჩანს ადამიანის ფსიქოტიპი.. პოტენციალი..

Posted by: guri8 28 Jan 2019, 22:25
QUOTE (marituna @ 28 Jan 2019, 21:48 )
guri8
QUOTE
სისულელედ მიმაჩნია მისი ფანატიზმის დონეზე აყვანა მე პირადად

აი ამაში მეც გეთანხმები, მაგრამ ასტროლოგიაში კარგად ჩანს ადამიანის ფსიქოტიპი.. პოტენციალი..

გარკვეულწილად რაღაც დოზით კიბატონო smile.gif
ყურადღების მიქცევად და რაღაც დოზით გათვალასწინება ალბათ
ღირს მარა 100 % - ით დაყრდნობა არავითარ შემთხვევაში smile.gif
ერთი სიტყვით არც მისი სიზუსტე ვიცით და არც მისი არაზუსტობა
ასე რომ ვისაც სწამს და ვისაც არ სწამს ასტროლოგიის რაღაც დოზით
ორივე მართალია smile.gif .

Posted by: ახალგაზრდა 29 Jan 2019, 00:57
ზოდიაქოს ნიშნების გამოყენება ფსიქოლოგიაში იგივეა მაიერს ბრიგსის ტესტის შედეგების მიხედვით რომ გადაწყვიტო როგორ წარმართო ფსიქოთერაპია.

Posted by: Isane 4 Feb 2019, 01:19
ფსიქოლოგია არის მეცნიერება ასტროლოგიისგან განსხვავებთ. ასტროლოგია არის პარამეცნიერება (ცრუ მეცნიერება) რომელიც იყენებს ადამიანის სისუსტეებს და კომპლექსებს.
ამით საზრდოობს და იკვებება. მეცნიერებასთან მას არანაირი კავშირი არ გააჩნია..
ერთგვარი თავშესაფარია ეგზისტენციალური სიცარიელის შესავსებად. კომპლექსების დასაფარი და საკუთარი თავის გამორჩეულობის და მნიშვნელობის საშუალება.

* * *
ამიტომ ვფიქრობ რომ სისულელეა ამ ორის ერთად მოაზრება და ერთის მეორეზე დამატება.
ასტროლოგია არის სრული იდიოტიზმი.. ჩემი თუ არ გჯერათ შეადგინეთ პირადი რუქა და თვითონ დარწმუნედებით როგორ გამორიცხავს ერთი პლანეტის მიერ მონიჭებული თვისებები სხვა პლანეტისთვის დამახასიათებელ თვისებებს. სრულიად შეუსაბამო და ალოგიკურია. ერთგან რო წერია მყარი და მტკიცე ხარ გადაწყვეტილებებში, მეორეგან სრულიად საპირისპირო წერია მესამეგან კიდევ სულ სხვა "ხუინაა" და ა.შ. სრული ნონსენსია მოკლედ!


Posted by: Lаki 4 Feb 2019, 16:33
user posted image

კვირის პროგნოზია biggrin.gif

Posted by: Top-Gun 5 Feb 2019, 13:24
აი ფსიქოლოგიური დახმარება რომ დამჭირდეს, მივიდე ფსიქოლოგთან, ფული გადავიხადო და იმან ასტროლოგიაზე და ზოდიაქოებზე დამიწყოს ლაპარაკი, ეგრევე ნახუიზე გვუაშვებ fingal.gif

Posted by: ოჩოპინტრე 5 Feb 2019, 19:50
მე ვფიქრობ, კარგი ფსიქოლოგი, რომელიც ასტროლოგიაშიც ერკვევა, უნდა აქცევდეს ყურადღებას პაციენტის/კლიენტის ზოდაქოს ნიშანს. საკმაოდ დიდი კავშირი აქვს ამ ორ მეცნიერებას ერთმანეთთან და რა არის ცუდი იმაში თუ ამას სასიკეთოდ გამოიყენებს?

Posted by: Temperance 5 Feb 2019, 19:52
ოჩოპინტრე
კავშირი კი არა არის ასეთი დარგი ცალკე - ასტროფსიქოლოგია.

Posted by: d2d4 6 Feb 2019, 03:04
გააუქმეთ განყოფილება.

Posted by: გრამიტონ 9 Feb 2019, 00:05
რაღაც დონემდე საინტერესოა მაგრამ ხანდახან ძაან ლეღვობაში გადაყავთ ყველაფერი და მგონია ამ ქვეყანაზე აღარ არიან biggrin.gif

Posted by: Tensee 18 Feb 2019, 03:52
Mapatiet Mar visas jera kai goimebi Arian Chemi azrit

Tan wyalwagebulebi

Ragacas Rom ezeben adds cxovrebashi da zodiaqo agmoachins 's gacherdnen esari radar vesbdito egeti variants da egeti ambebiiii

Wavedidavizine facepalm.gif


Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)