PREDATORთევზაობა თუ გევასება სიონის ტბაზე ადი, გზა ცხვარიჭამიაზე გადის. წალკის ტბაზეც შეიძლება ჩერეზ მანგლისი.
ეკლესიებს რაც შეეხება:
1. მანგლისის სიონი (წყნეთიდან გადიხარ და მიდიხარ წინ სანამ მანგლისი არ შეგხვდება. შეხვალ მანგლისში და იკითხავ, ყველ ამიგასწავლის. დაახლოებით 55-60კმ-ა. საღამოთი გრილა მაგრად)
2. ანანური (გზა ნატახტარზე გადის, მიგნება ძალიან მარტივია. დაახლოებით 55-60კმ-ა. )
3. ბოლნისის სიონი (დაახლოებით 60კმ, გზა გადის მარნეულზე, მაგრამ თუ თბილისში 35 გრადუსია, იქ 45ია
)
4. უძო (კოჯორში, გზა გადის სოლოლაკიდან, კოჯორში ახვალ თუ არა, ცენტრში არის მარცხნივ ასახვევი და იმ გზაზეა. ჯერ ტყეში ჩადიხარ და მერე მთაზე ადიხარ. ჩასვლისას კარგი გზაა. აღმართი უკვე უასფალტოა, მაგრამ ნებისმიერი მსუბუქი მანქანით იოლად ახვალ სტანდარტული კლირენსით. მანძილი დაახლოებით 25კმ)
5. ქოროღლი (კოჯორის შესასვლელშივე არის მარცხენა მხარეს გადასახვევი და დაახლოებით 5კმ-შია. მაგრამ გზაა მტრისას. თან თუ ჯიპით არ ხარ ბოლომდე ვერ ახვალ.)
კოჯორში თუ წახვალ რამე მოსაცმელი მაინც გქონდეს თან.
სიონის ტბაზეც საღამოს საკაიფოდ გრილა,