Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > მშენებლობა და რემონტი > ელექტოგამათბობელი (ზეთის) |
Posted by: maknatuna 5 Dec 2007, 01:17 |
რამე ისეთი მინდა, 18 კვ. სპალნა რომ გაათბოს და შესაბამისად ნაკლები ელექტროენერია დაიხარჯოს. როგორს მირჩევდით? და ფასებიც, თუ შეიძლება |
Posted by: Natuka NGN 5 Dec 2007, 01:27 |
maknatuna ალბათ, ე.წ. ზეთის გამათბობლები ივარგებს მაგისათვის. 18-20 კვადრატულიანის ფასია დაახლოვებიტ 110-120 ლარი იქნება ვესტელში. ბეკოში მგონი უფრო იაფი, როგორც ვიცი 2 კილოვატიანი ან 2,5-იანებია ეს ზეტის გამათბობლები. არის კიდევ თბილ აჰერს რომ უბერავს, საკმაოდ ეფექტურია, ოღონდ არ ვიცი აქ როგორი ხარისხისებია. მე გერმანული მქონდა ადრე. |
Posted by: Kakha 5 Dec 2007, 09:47 |
maknatuna ელექტროგამათბობელზე როცა არის ლაპარაკი არავინ არ მოგატყუოთ რომ რაიმე მოდელი უფრო ეკონომიურია ვიდრე სხვა. მარტივი ფიზიკის კანონია. რა ელექტრონერგიასაც ხარჯავ, ყველაფერი შენს ოთახში რჩება, პრაქტიკულად 100% მქკ აქვს ყველა გამათბობელს. განსხვავებები რაშია 1) უსაფრთხოება - ზვტომატური გამთიშველი წაქცევისას, ხარისხიანი მავთული და "ვილკა" და ა.შ. 2) ეკოლოგიურობა - ოთახში მიკროკლიმატზე რა გავლენას ახდენს, პრომიტიული სპირალიანი გამათბობელი ჰაერს აშრობს, ანუ ტენიანობას აკლებს, კარგ გამათბობელს აქვს წყლის ავზი საიდანაც ჰაერში ტენიანობის აღდგენა ხდება. ასევე უფრო უსაფრთხო მასალაები და სხვა. 3) სითბოს განაწილება და გათბობის პრინციპი - არის ე.წ. ფენის პრინციპის გამათბობლებიც, რომელი ჯობია მაგას ცალსახად ვერ იტყვი. ჩვეულებრივი სპირალიანი ათბობს ჰაერს და ამას გარდა ინფრაწითელი გამოსხივება აქვს. ინფრაწითელი გამოსხივება უშუალოდ ადამინას ათბობს და ამ დროს ჰაერი შეიძლება გრილი იყოს. ზოგს ასე მოსწონს, ბუხრის ეფექტს ქმნის. ფენი ათბობს ჰაერს და თოთქოს დახუთული გარემო იქმნება მარა ზოგს ეგრე ურჩევნია, არის კიდე კომბინაცია ინფრაწითელი გამოსხივების და აქტიური თბური ცირკულაციის, სუსტი ვენტილატორით. არის კიდე რადიატორის პრინციპის, ეგეც კაი ეფექტს იძლევა და ჰაერსაც ნაკლებად აშრობს. თან უსაფრთხოა, თუნდაც დაჯექი ზედ, არ დაგწვავს, გამაცხელებელი ელემენტი შიგნით რადიაოტრშია ჩამალული. ანუ განსხვავება არის მხოლოდ გათბობის პრინციპში და არა ეკონომიურობაში. |
Posted by: maknatuna 6 Dec 2007, 01:40 | ||
Kakha მე მინდა რამე ისეთი, ძილის წინ ერთი სთ-ით რომ ჩავრთო . რომელი უფრო ეფექტურია ამ შემთხვევაში?
ეს ვარიანტი მომეწონა, თუმცა არაფერი ვიცი მისი ავკარგიანობის შესახებ |
Posted by: Fe_male 6 Dec 2007, 03:52 | ||
maknatuna
მე არ მომწონს.. ჯერ ვერაფერს ვერ ათბობდა და საბოლოოდ გაფუჭდა კიდეც.......)) მაგრამ მე შარშან მქონდა და წელს თუ რამე უკეთესი შემოვიდა არვიცი.........)) |
Posted by: Kakha 6 Dec 2007, 09:31 |
maknatuna თბილისში მასიურად იყიდება წყლის ავზიანი და პატარა ვენტილატორიანი გამათბობლები, 4 სპირალი აქვს თუ არ ვცდები, და დაცვა წაქცევისას გათიშვით. არა უშავს მაგ მოდელს. რადიატორის ტიპის არ გამოგადგება რადგან დიდი ხანი მოუნდება გათბობას. |
Posted by: tazo200X 6 Dec 2007, 10:30 |
maknatuna მე მაქვს "შვიდიანი" ელეკტროგამათბობელი,თბილ ჰაერსაც უბერავს და საკაიფოდ მითბობს ოთახს.ლოჯას ვათბობ გაზქურით 2 სთ რომ ჩავრთო ეს გამათბობელი,მერე მაისურში დავდივარ სახლში |
Posted by: Natuka NGN 7 Dec 2007, 23:28 |
tazo200X თაზო, ''შვიდიანი'' ვერ მივხვდი რას ნიშნავს. იქნებ სურათი დადო, რომელზე საუბრობ? Fe_male მე არ ვიცი აქ რა იყიდება. ჩემს ძმას ქონდა გერმანული, ჩამოტანილი, ახლაც აქვს და ძალიან კარგია. ბეკოსი ნამდვილად არ ვიცი როგორია. |
Posted by: tazo200X 8 Dec 2007, 03:07 | ||
Natuka NGN
ე.წ "რადიატორების" რაოდენობა რა..ჭრილების..9-ნიც იყო..მე შვიდიანი ვიყიდე |
Posted by: Spieler 17 Dec 2007, 04:00 |
აბა გამოცდილებო, რასმირჩევთ, მინდა გავათბო დაახლოებით 60 კვ.მ. პირობა ასეთია, უნდა გაათვბოს მალე, ანუ სახლში რო მოვალ გაყინული და ჩავრთავ მალე უდნა გავლღვე თან ცოტა მცივანა ვარ და კარგად უნდა გაათბოს რა ჰაერი არ უნდა დამიხუთის... თუ არსებობს რამე ისეთI გამათბობელი, გარკვეულ ტემპერტურაზე რო ავა რო გამოირთოს ტავისით, ანუ მიხვდეს, რო "საკმარისია"... ? თუ შეიძლება ფირმებიც დამიწერეთ და ფასიც რა (თუ არ დაგეზარათ, რა თქმა უნდა) მე ვნახე მეგალაინში 145 ლარად ე.წ. ზეთის გამათბობლები... რომელცი ყევლაზე გავრცელებულია დღეს თბილისში... ღირს მაგის ყუდვა? 80 კვ.მ-ს ათბობსო... |
Posted by: Kakha 17 Dec 2007, 09:36 |
Spieler ზეთის გამათბობელი ნელია, ჩქარა თუ გინდა გათბობა ვენტილატორიანი ვარიანტი გინდა ანდა სულაც კარმას ტიპის გაზის გამათბობელი (ნუ ცენტრალური გათბობის გამკეთებელი შენ არ ხარ ) |
Posted by: Natuka NGN 17 Dec 2007, 10:49 |
Spieler იმ დღეს დელისის მეტროს მიწისქევშაში აფთიაქში შევედეი და ჩემთვის ახალი გამათბობელი აღმოვაჩინე. საგორავებელი გაზის გამათბობლები რომაა ისეთი, ოღონდ დენის, უბერავს თბილ ჰაერს და ზევით აქვს ტემპერატურის ბალანსის მარეგულრებელი, თან აგჩვენებს, ოთახში არმდენია ტემპერატურა. ვერ გავიგე რა ფირმის იყო, აფთიაქარმა მით უმეტეს არ იცოდა. ჰოდა, იქნებ ნახო მსგავსი რამე. სხვა შემთხვევაში მხოლოდ ე.წ. ზეთის. და როგორ ტაზო200X დაწერა, 2 საათში უკვე თბილა ჩემთანო. თუ შეგიძლია 2 საათი მოითმინო |
Posted by: Spieler 18 Dec 2007, 00:49 | ||||||||||
Kakha
ხვალ მივდიავრ საყიდლად მერე გეტყვით რა ვიყიდე და როგორი გამოდგა
გაზის არ მინდა... ანუ ეგეთI გაზის, იმიტომ რომ...
სწორედ ამას ვაპირებ მალე და... Natuka NGN
ხო ალბათ ეგ იდეალური იქნება ჩემთვის
სახლში რო მოვალ ორ საათში დავიძIნებ ალბათ და... მინდა რომ უცებ გაათბოს რო ეგრევე არ დავიძინო მადლობა რჩევებისთვის კეთილო ხალხო ხვალ მივდივარ საყიდლად და საღამოს გამთბარი ოთახიდან მოგწერთ |
Posted by: El Topo 28 Oct 2008, 18:43 |
ზეთის გამათბობელი (ბატარეას რომ ჰგავს), სად ვიყიდო და რამდენად ვიყიდი? არის 3-იანი, 5-იანი... ხომ არ იცით ფასები? ან ლილოში ჯობია ვიყიდო თუ მაღაზიაში? |
Posted by: El Topo 28 Oct 2008, 19:01 |
ჰე, დაწერეთ ვის გაქვთ, სად იყიდეთ და რა მიეცით. სასწრაფოდ... ამ დღეებში ვაპირებ ყიდვას |
Posted by: Spieler 28 Oct 2008, 20:54 |
El Topo შარშან ვიყიდე მე, მაგრამ ზოგადად უკმაყოფილო ვარ, ცივი ზამთრისთვის არაფერში ვარგა და დენს წვავს ბლომად თან |
Posted by: misha2005 28 Oct 2008, 21:58 | ||
+1 გაგვიზიარეთ გამოცდილება რა გთხოვთ |
Posted by: lalaaa 29 Oct 2008, 02:06 |
El Topo რატომ(რის) მიხედვით გადაწყვიტე მაგი? |
Posted by: El Topo 29 Oct 2008, 07:45 |
lalaaa რას ჰქვია რის მიხედვით. გაზის გამათბობელს ვერ დავაყენებ. მიზეზის ახსნას აზრი არა აქვს. უნდა დავაყენო დენის, ელექტროგამათბობელი. უბრალო "პლიტის" ყიდვას ეგ სჯობია, როგორც ვიცი ჰაერს არ არ აშრობს... |
Posted by: pipa 29 Oct 2008, 10:44 | ||
ლილოში რატომ უნდა იყიდოთ?ნუ რამდენით იაფი იქნება, ვიდრე მაღაზიაში?იყიდეთ მაღაზიაში და გარანტიაც გექნებათ.არის ისეთები, რომლებიც ნაკლებ ენერგიას წვავენ, მე მაქვს 3 ცალი ადრე ნაყიდი, თუ არ ვცდები არისტონის ფირმის, 5-ანი |
Posted by: Spieler 29 Oct 2008, 11:35 |
El Topo შენის ნებართვით სხვა თემას მივუერთებ. |
Posted by: pipa 29 Oct 2008, 12:32 | ||
დედაჩემთან სახლში ვერ დაყენდა გაზის გამათბობელი და იყენებს ზეთის ბატარეებს.საკმაოდ კარგად ათბობს ოთახს |
Posted by: donkosta 29 Oct 2008, 13:38 |
რამდენს წვავს ზეთი გამათბობლები საშუალოდ? ნუ ავიღოთ 2 კვტ-იანი? მონაცმებეშI ხომ ტექნიკური არაფერი უწერიათ ბლინ ნუ "პოლნიზე" ჩართულზე არ მაქვს მხედველოაში, მინიმუმზე და სულ ცარტული რომ იყოს? |
Posted by: Kakha 29 Oct 2008, 13:55 |
donkosta 2-იანი გამათბობელი, 100კმ-ზე საშუალოდ 6 ლიტრას წვავს |
Posted by: El Topo 29 Oct 2008, 14:00 | ||||
Kakha
მე პასუხს ველოდები, კახა კიდევ ღადაობს... pipa
5-იანი მინდა მეც, თვეში რამდენს წვავს კილოვატს არ იცი? Kakha გამათბობელზე ვამბობ, კახ, ფერარიზე და ლიმუზინზე არა! |
Posted by: Kakha 29 Oct 2008, 14:18 |
El Topo 2 კილოვატიანმა გამათბობელმა რამდენი უნდა დაწვას? 2 კილოვატი არც მეტი , არც ნაკლები, იმიტომ რომ 2 კილოვატიანია |
Posted by: მაწაკი 29 Oct 2008, 14:22 |
ადამიანებო, 30 კვადრატულისთვის მჭირდება კარგი ელექტრო-გამათბობელი, სერიოზულად რომ გაათბობს, ისეთი. მოკლედ მითხარით, რა-ფირმა და ფასი! |
Posted by: pipa 29 Oct 2008, 14:30 |
5 კვ. თუ არ ვცდები სულ ჩართული რომ იყოს დაწერს ასე 60 ლარს, ყოველშემთხვევაში დედაჩემი 90 ლარს იხდის და დიდი ენერგია მაგის მეტს არაფერს მიაქვს |
Posted by: Kakha 29 Oct 2008, 14:46 |
რა გჭირთ ხალხნო? სკოლაში აღარაფერს არ ასწავლიან? აიღეთ კილოვატი ელექტროენერგიის ფასი (ტარიფი აირჩიეთ გამომდინარე თქვენი საშუალო ხარჯიდან, მაგალითად მაქსიმუმ ~17 თეთრი), გაამრავლეთ თვქნი გამათბობელის სიმძლავრეზე (მაგალითად 2 კვტ => 2x17) , გაამრავლეთ დღეში საათების რაოდენობაზე (თუ დღე და ღამე არაა ჩართული, მაშIნ რამდენი საათია დღე-ღამეში ჩართული იმდენზე) => 2x17x24, გაამრავლეთ თვეში დღეების რაოდენობაზე 2x17x24x30 და ეგეც თქვენი თვიური ხარჯი =245 ლარი მიახლოებით. |
Posted by: Natuka NGN 29 Oct 2008, 14:57 | ||
Kakha
სამწუხაროდ მასეა |
Posted by: donkosta 29 Oct 2008, 15:01 | ||
Kakha
wrong 2 კილოვატიანმა გამათბობელმა, 2 კილოვატი უდნა დაწვას პა პოლნიზე რომ ჩართავ მე რაც ვნახე მაგ გამათბობელებს აქვს 2 საფეხური და კიდევ თერმოსტატი, ხოდა 1 საფეხურზე აშკარად 2 კვ-ს არ დაწერს, ცხადია და თუ ორივე საფეხური ცართული იქნება და ტერმოსტატს მესამედზე დააყენებ სიტყვაზე, იმ 2 კილოვატსაც არ დაწვავს საათში, იმიტომ რომ ჰა-ჰა 20 წუთი იყოს ჩართული მთელი საათის განმავლობაში ეხლა ყურადღება კითხვა: საშუალოდ რამდენს წვავს ეგ გამათბობელი მინიმალურ სიმძლავრეზე, დღის განმავლობაში 2კვტ/სთ არის 30 თეთრი საათში და სადღაც 200 ლარი თვეში 1 ოთახისთვის ცოტა არ იყოს და ბევრია |
Posted by: Kakha 29 Oct 2008, 15:39 |
donkosta ეხლა მაშინ შენით იანგარიშე ჰაჰაა-ზე იდეაში შეგიძლია გამორთულიც გქონდეს |
Posted by: მაწაკი 29 Oct 2008, 16:46 |
კლოუნები ხართ ყველანი!!!!!!!! რა იყო, სრიოზულად, რომ მირჩიოთ, არ შეგიძლიათ? |
Posted by: Angelopulosi 29 Oct 2008, 17:03 | ||
|
Posted by: El Topo 29 Oct 2008, 17:43 |
აღარ მინდა ზეთის გამათბობელი და უბრალო რეფლექტორს ვიყიდი.... ვოტ! |
Posted by: donkosta 29 Oct 2008, 19:08 | ||||
Kakha
ამბობენ ამ დროს მაგრა ცოტას წვავსო
ეჰჰ, რომ ვიანგარიშებ მერე კია რ დავწერ დაწვრილებით ექსპერიმენტის შედეებს ჯანდაბას ვიყიდი ეხლა შაბათს და თუ ძალიან გაუბერა მაშIნ გამორთულ რეჟიმში გადავიყვან |
Posted by: RTR 29 Oct 2008, 19:56 |
კარგი რაღაცაა, ნეტავ იშოვნება თბილისში????????????????? Каминные печи Каминные печи соединяют в себе оптическое удовольствие, которое можно получить от открытого камина, и плюсы отопления. Тепло, которое возникает при сгорании, не уходит большей частью через трубу, а используется для отопления помещения. При этом Вам не придется отказываться от возможности насладиться видом огня и игрой языков пламени. Топка может быть защищена огнеупорным стеклом. |
Posted by: Saturn 29 Oct 2008, 20:40 | ||
maknatuna
გათხოვდი გენც, სპალნაც გათბება და ელექტრონეგია საერთოდ არ დაგეხარჯება + სიამოვნებების ბონუსი |
Posted by: lalaaa 29 Oct 2008, 22:42 | ||||||
El Topo
ამიტომ გკითხე ხარჯიანია ძალიან და კედლებს ვერ ათბობს, ანუ სანამ ოთახი გათბება ის სითბო იკარგება, თუ როგორ ვთქვა არ ვიცი.... ან სულ ზედ უნდა აჯდე და ეფიცხო ან კიდევ ძალიან დიდი გადასახადი გადაიხადო... ისე პრინციპში ბინაზეც არის დამოკიდებული, თუ თბილი ბინაა მაშინ კიდევ ხო და თუ კუთხის ბინა გაქვს ან პირველი სართული არ აქვს აზრი მაგის ჩართვა არ ჩართვას... ჩვენი ძველი ბინა ისეტი თბილია 1 მეტრი სისქის კედლები აქვს მგონი, გაგიკვირდება და ზამთარიში ბანძი სპირალიანი პლიტები რომ არის აი მაგი 2 საათი ჩართო ყოფნის. მეორე ბინაში კიდევ მთელიშემოდგომა-ზამთარი-გაზაფხული ''კარმას'' ვაგრიალებთ დღე და ღამ და მაინც ლამის შუბები გვაცვია ოთახში. ხო და რა ვიი აბა, ეგ მაგაზე არის დამოკიებული როგორ გათბობას ითხოვს ბინა/სახლი. კიდევ არის რარაცნაირი პლიტა გამათბობლები, ფეხზე რომ დგას, თეთრი შუშის სპირალები რომ აქვს, ნუ სპირალი თუ რაა რაც ენთება. მასეტიც მქონდა. გადასახადი იგივე. და რომ ავუწევდი დაფრინავდა პლიტა ოთახში და რომ დავუწევდი არ ენთებოდა ნორმალურად, მწველი სიცხე აქვს ახლოს რომ მიხვალ(სულ აღაჟღაჟებული ლოყები მქონდა ) და მაინც არ ათბობდა ნორმალურად არც აწეული არც დაწეული. მაგის მაყურებელი მერე ისევ ზეტისას მივტიროდი, ნესტიან ტანსაცმელს მაინც მიფენ გააშრობ ატასში ერთხელ ის სპირალიანი წვავს ყველაფერს ხო და რა იცი აწი შენ მოიფიქრე და გადაწყვიტე, თუ გაქვს საშუალება იყიდე ზეთის შენს ფართობზე გათვლილი და 24/24 ჩარული მარტლა კარგი იქება ალბათ. |
Posted by: Kakha 29 Oct 2008, 22:53 |
ცხადია ელექტროენერგია ბევრად ძვირია, კილოვატი ღირს 17 თეთრამდე, მაშინ როცა 1 კუბომეტრი გაზი იძლევა დაახლლებით 10 კილოვატს და ღირს მგონი 60 თეთრი ანუ კილოვატზე მოდის 6 თეთრი. |
Posted by: El Topo 9 Nov 2008, 11:05 |
ვიყიდე დენის ეფლექტორი, შიგ წყალი რომ ესხმება. 45 ლარი ღირს ბაზრობაზე. უბერავს მაგრამ. ჩართავ. 10 წამში გაღუდღუდებულია, თან ვენტილიატორი უქიქინებს და გამოავს გარეთ ცხელი ჰაერი. აი, დენი რამდენი მომივა გადასახდელი, ოოოოოოოოოოოოო. ზეთისას თუ არ მერჩივნოს რა... სანამ ის გაცხელდება, გაიყინები კაცი. |
Posted by: akkai 9 Nov 2008, 11:45 |
გასდის ზეთი( ძაან ცოტა მაგრამ მაინც გასდის) ჩემი გამაცხელებელს... სად შეილება გაკეთება ? თუ აზრი არ აქვს? |
Posted by: A L A B A M A 21 Nov 2008, 17:46 | ||
ვაი! ეგ რომელი ფირმისაა და სად იყიდე? გარანტია ხომ აქვს და უნდა გამოგიცვალონ! 4 წლის წინ ვიყიდე მეგალაინში და ძალიან კმაყოფილი ვარ. 50 ლარზე მეტი არასდროს დაუწვავს და მთელი სახლი გაღუღუნებული იყო, თბილის სახლია და ბოლომდე ჩართვა არც მჭირდება. |
Posted by: Kakha 21 Nov 2008, 20:30 |
30 წლის წინანდელი ზეთის გამათბობელი მაქვს სახლში ცოტა შელახულია მარა არცერთი წვეთი არ გასვლია El Topo მაგ რეფლექტორზე გაითვალისწინე რომ ინფრაწითელი გამოსხივების გამო შეიძლება სიბოს დიდი ნაწილი დაიკარგოს თუ ფანჯრისკენ შეაბურნებ, ამიტომ ეცადე რომ სპირალის მხარე ფანჯრისკენ არ იყოს. |
Posted by: helenraiz 24 Nov 2008, 08:55 | ||
ინტერნეტში არის განცხადებებში,ზუსტად საიტი არ მახსოვს,ჩამომტანი სთავაზობს 75 ლარად მასეთებს.ისე 100 ლარად მიახლოვებით ყველგან იყიდება,ელიტ ელექტრონიკშიც,ბეკოშიც და სად არა.მაგრამ დენს ჭამს ოხრად და ნელა ათბობს. |
Posted by: SOULFUL 20 Sep 2009, 22:42 | ||
საინტერესო ლინკს მივაგენი, კახამ რომელი გამათბობელებიც ახსნა ვიზუალურად შეგიძლიათ იხილოთ. მეც ამორჩევის ფაზაში ვარ ... http://www.klimat.ge/files/heating/heating.htm |
Posted by: Beqa@ 8 Nov 2009, 15:26 |
ინფრაწითელი გამათბობელი ჯობია თუ ელექტროკონვენტორი? ახლა ვაპირებ ყიდვას. 30 კვადრატულია ოთხი, ჭერი 3 მეტრი. რამდენი კილოვატიანო ჯობია? წინასწარ გმადლობთ გულისხმირებისთვის |
Posted by: maknatuna 8 Nov 2009, 23:26 | ||
Saturn
ჩემი ბედის ამბავი ხომ ვიცი, ვინმე მცივანა შემხვდება. ასეთი რაღაც ვიყიდე და მშვენივრად ათბობს ოთახს. |
Posted by: tamunia_ch 15 Nov 2009, 20:02 | ||
maknatuna
სად იყიდე, რამდენი მიეცი და რამხელა ოთახს ათბობს? |
Posted by: maknatuna 15 Nov 2009, 22:06 | ||
tamunia_ch საქართველოში არის თუ არა ასეთი, არ ვიცი საბერძნეთიდან გამომიგზავნეს.
16 კვ. საძინებელს. ორი საათით ადრე ვრთავ ძილის წინ, როცა ძალიან ცივა და მშვენივრად ათბობს. |
Posted by: tamunia_ch 15 Nov 2009, 22:37 |
maknatuna მეც მინდა ეგეთი ხვალ მინდა გავიდე გამათბობლის საყიდლად და აღარ ვიცი რა ვიყიდო :| |
Posted by: keen 16 Nov 2009, 09:57 | ||||
Kakha
გამათბობელის ზედაპირის ფართობს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს?
გათბობის პრინციპმა რა შეიზლება სულ ოდნავ მაინც ეკონომიური გახადოს გამათბობელი? მაგ. გამათბობელი, რომელიც სწრაფად ათბობს ოთახს და შემდეგ მხოლოდ ამ ტემპერატურის შენარჩუნებაა საჭირო, ვიდრე ის გამათბობელი, რომელიც გვიან ათბობს? |
Posted by: Kakha 16 Nov 2009, 11:48 |
keen გამათბობელი გამოყოფს ზუსტად იგივე რაოდენობის სითბოს რამდენ ელექტროენერგიასაც მოიხმარს, მიუხადავად ზედაპირის ფართისა და მუშაობის პრინციპისა (გარდა ე.წ. "ზიმალეტა" სისტემისა) 1-2% განსხვავებას თუ არ ჩავთვლით. შემდეგ უკვე შეგვიძლია გათბობის ეფექტურობაზე ვილაპარკოთ. ასევე უსაფრთხოებაზე. მცირე ფართიანი გამათბობელი ძაან უნდა გაცხელდეს ამიტომ სახიფათოა. ფენის ტიპის გამათბობელი ათბობს ჰაერს, საკმაოდ ჩქარა, თუმცა თბილი ჰაერი შესაძლოა ოთახიდან ჩქარა გავიდეს თუ იზოლაციაა ცუდი. სპირალიანი ათბოთბს კედლებს, აქაც იგივე პრობლემა იქნება თუ კედლები არაა იზოლირებული, მთელი სითბო უაზროდ დაიკარგება. ალბათ ბინის მიხედვით უნდა შეარჩიოთ და უსაფრთხოებაზე მოთხოვნით (ზოგს ბავშვი თუ ყავს ჯობია არ გარისკოს იაფიანი სისტემით) |
Posted by: keen 16 Nov 2009, 12:09 | ||||
Kakha
ანუ მარტივად რომ ვთქვათ, მაგ, ე.წ. სპირალიანი პლიტა აგურით და მხოლოდ იგივე სპირალი ერთნაირად გაათბობს ოთახს...
ნესტიანი ბინისთვის რომელია უკეთესი? |
Posted by: chaki 31 Oct 2010, 18:28 |
არ იცით ინტერნეტ მაღაზიები სადაც იყიდებე ეგ გამათბობლები? |
Posted by: violet 6 Nov 2012, 03:11 |
რომელს მირჩევდით დაახლოებით 30 კვადრატული მეტრი ოთახისათვის?? ამას http://gigant.ge/ka/1084-vitek.html თუ ამას ..................... http://gigant.ge/ka/elektro-gamatboblebi/4629--.html დიდი მადლობა წინასწარ |
Posted by: picxela777 6 Nov 2012, 09:53 |
http://www.radikal.ru ყველასთვის ნაცნობი გამათბობელი,ფრანგული წარნიების და ყველაზე მაგარი,არც ჰაერს არშრობს ,,, მე მინდა ყველას გითხრათ ნებისმიერი ელექტრო გამათბობელი ეკონომიური თუ გინდათ გახადოთ,აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს ფართს და შემდეგ ცოტა ეკონომიური იქნება,მაგრამ რა პრინციპია 1კვტ ენერგია არის 30მ3 ანუ 10მ2 ზე გათვლილი,თქვენ თუ გაქვთ 10 მ2 აუცილებლად უნდა აირჩიოთ 1.5კვტ,რათა ტემპერატურა მალემიაღწევს და გამათბობელიც არ იმუშავებს დატვირთვით და ხარჯიც ცოტაოდენ შემცირდება,,, მე წერეთლის 116 ში ვმუშაობ საგაში და შემიძლია თუ ვინმე მობრძანდებით აგიხსნათ თითოეული გამათბობელი და ფორუმელური შეღავათიც გავაკეთო 2356979 დათო |
Posted by: violet 6 Nov 2012, 14:56 |
picxela777 დიდი მადლობა და ეს გამათბობელი რა ღირს?? თერმოსტატი თუ აქვს? |
Posted by: picxela777 6 Nov 2012, 15:18 |
violet რათქმაუნდა აქვს ,არამარტო თერმორეგულატორი,არამედ ძალიან ბევრი ფუნქციაც, მობრძანდით წერეთლის 116 ში და დაგაკვალიანებ |
Posted by: violet 6 Nov 2012, 15:33 |
picxela777 მოვალ აუცილებლად იქნებ საორიენტაციო ფასები მითხრათ? ანუ კარგი,ეკონომიური ელექტრო გამათბობელი დაახლოებით რა დამიჯდება 30-35 კვადრატული მეტრი ფართისთვის... ასევე თქვენი აზრი მაინტერესებს ამ გამატბობელთან დაკავსირებით: http://gigant.ge/ka/elektro-gamatboblebi/4629--.html |
Posted by: picxela777 6 Nov 2012, 15:56 |
violet ცუდი არცერთი გამათბობელი არ არის,მაგრამ რომელიც უბერავს ,ის ყოველთვის აშრობს ჰაერს,როგორც ზეთის გამათბობელი,მაგრამ ყველაფერს ,რომ დსავანებოთ თავი გარანტია არ გინდა? სერვისი ააქვს?ნაწილები იშოვება?? ეს პირობაა დღეს ჩვენთან მთავარი და დანარჩენი მერე მობრძანდიუთ დავითი ვარ დაგეხმარებით |
Posted by: violet 6 Nov 2012, 16:27 |
picxela777 გმადლობ! |
Posted by: dimaopena 26 Aug 2013, 22:17 |
1500 ვატიანი,საათში რამდენს წვავს ანუ, 20 თეთრს ხო ეგრე გამოდის,დაახლოებით, ანუ 1,5 კილოვატს,თუ მეშლება მაგრა :დ |