80-90$-ე რო ჩამოვარდა და ხალხმა მაქსიმალურად დაშალა ფერმები აი მაშინ შევაგდე მანქანის ფული მქონდა არ ვიყიდე მანქანა და 5K $-ად მთლიანად ეთერიუმი ვიყიდე, ეხლა თუ წავაგებდი თავს ნაღდად არ ჩამოვიხჩობდი არც ბანკის ვალი მქონდა და არც მევალე მყავდა, ჩემი ნაგროვები იყო ფული.....
ეხლა ზაფხულზე მოვხსენი მაინც შემეშინდა სულ არ დამეკარგა და თან კიდე ისედაც მოგებაში ვიყავი, მაინდამაინ მილიონებზე კი არ უნდა იფიქრო კაცმა, ისედაც მქონდა ეთერიუმი ნაგროვები მქონდა ფერმაც და რომ დავარდა ფასი და დენის ღირებულებას გაუტოლდა მაშინ დავშალე და გავყიდე....
საერთო ჯამში მოვხსენი დაახლოებით 30K $... საერთო ჯამში რაც დავიწყე ეს მაინინგობა და ეს ფერმები მაინდამაინც არაფერი დიდი მოგება არ გამოვიდა, მთავარია მტლიანი ხარჯი გამასწორებინა, 24 ვიდეო კარტა მქონდა 1080ტი. თავის დროზე ეს ფერმა დაახლოებით 60 000 ლარი დამიჯდა. ბინის საყიდელი ფული ჩავდე ამ საქმეში. როცა ფერმა დავშალე და დავყიდე დეტალები ზოგი სულ ისე მესამედ მეოთხედ ფასებში ვიდრე გადახდილი მქონდა, ან ვის რად უნდოდა ფერმა , ეთერიუმის ფასი იმ დროს მერყეობდა სადღაც 150$-ის ფარგლებში.... საერთო ჯამში 60000-იან ტექნიკაში რომელიც გადახდილი მქონდა ძლივს ამოვიღე იმ დროს 18 000 ლარამდე.... რა უნდა მექნა საკმაოდ წაგებაში ვიყავი ეთერიუმიც დიდი არაფერი ნაგროვები მქონდა საღაც 20 ეთერიუმი მქონდა და თან კიდე იწევდა ქვემოთ... მოკლედ ვიყიდე 5000 $ და ისევ შევაგდე რომ იტყვიან ვა-ბანკზე წავედი... საერთო ჯამში მოკლედ მქონდა დაახლოებით 72 ეთერიუმი, იმ იმედით რომ შეიზლება აწეულიყო ფასი ან რავი თუ არ აიწეოდა და კიდე ვამბობ ჩემი ფული იყო და არც ბანკის მეშინოდა და არც ვინმე მევალის.... ამ ზაფხულს მოვხსენი 30K $-ზე მეტი იყო მაგრამ ამ გადატანა გამოტანამ რაღაც პროცენტები წაიღო მოკლედ სუფთა 30K მაინც მოვხსენი.... რათქმაუნდა ეხლა ვიღაც იტყვის რომ 60000 ლარი დახარჯე და დაახლოებით 100000-ლარამდე მოხსენიო მაგრამ ჯერ ერთი 4 წლის უკანდელი 60000 ლარი კი უდრის ახლანდელ თუნდაც 80000-ს და მეორეც რა ნერვიურობა, ეხლა იტყვი არ ვინერვიურებ მეთქი მაგრამ ეს ავტომატურად ხდება და მაინც გიწევს კაცს ნერვიურობა, თან კიდე მასინ ბინის ფასი კვადრატური თუ ღირდა 390-400$ ეხლა 550-600$-მდე მერყეობს.... და ყველაფერი აქედან გამომდინარე ღირს ამდენი წვალება?...
თან კიდე თუ გაქვს ეს ფერმა, ფაქტიურად ზედ ხარ მიჯაჭვული, უნდა ყურადღება, მასე არ არის ზოგიერთებს რომ ჰგონია ჩართავ გაუშვებ და მუშაობს ფულის საჭრელი დაზგა...
საერთო ჯამში რომ დავუკვირდი არაფერი დიდი მოგება არ აქვს ისიც კიდე გამართლებაზეა კიდე, თან ეს საქმეც უნდა გესმოდე, სხვას ჩააბარებ და ფული ხომ უნდა უხადო?... მოკლედ ასე, ატყდება ბუმი იმწუთში ანგარიშობ რომ შეიზლება ვთქვათ ხარჯი ამოდის 3-4 თვეში როგორც მაგალითად 2017-ში შეიყვანა ბევრი შეცდომაში, მაგრამ რეალურად ისე ხდება რომ ეს ფასები, ასევე გამომუშავება არ არის სტაბილური, გარდა ამისა ყველაფერს თავისი ცვეთაც აქვს შეიზლება დაგიზიანდეს რამე...მარტო დენის ხარჯი ურტყამდა ათას ლარამდე თვეში გადასახადი... ეს ყველაფერი რომ გადავიანგარიშე დავჯექი და მივყევი ანგარიშ-ანგარიშ...................... საერთო ჯამში გამოვიდა რომ უბრალოდ ამოვიღე ის დანაჯარჯი 100%-ით რაც ვიწვალე ამ ყველაფერში... ასე რომ ქართული ანდაზა რომ არის თხა გავყიდე თხა ვიყიდეო ეგრე მომივიდა რა...
ეხლა ხვალ და ზეგ 1000$ გახდება თუ ისევ 100$-ზე ჩამოვარდება მაგის ნერვები აღარ მქონდა კიდე და რადგან მიაღწია იმ კურს რომელიც ხარჯს გამასწორებინებდა მთლიანად კიდევაც მოვხსენი...
This post has been edited by Amper on 11 Oct 2020, 12:50