ცოტას ბენდუსგან ვიპლაგიატებ სტილს.
გირჩი 2015 წლის მაისის ბოლოს შეიქმნა. მას შემდეგ 4 წელი გავიდა. რაღაცეების გაკეთება მოვახერხეთ, რაღაცეების - ვერა. რაღაცეები შეგვეშალა, რაღაცეები სხვებს შეეშალათ. ბევრი რამ მომწონს, ზოგი რამ - არა.
მე მომწონს
- თავისუფლების იდეით ანთებული ხალხი
- ყველაზე გულწრფელი და მორალური ადამიანების ერთობა
- კრეატივი რომლითაც სხვებისგან გამორჩეული ვართ
- ბიბლიური თავისუფლება და 1 წლიანი მონობისგან ახალგაზრდების დახსნა
- გირჩის სარჩელით ნარკოპოლიტიკის ცვლილება და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადებული არგუმენტები
- სოციალურ ქსელებში და მედიაში ნებისმიერ კოლექტივისტურ იდეოლოგიას რომ ყველა დებატს ვუგებთ
- ის რომ ახალგაზრდების ნაწილს დავუბრუნეთ რწმენა და იმედი
- გირჩის სკოლის იდეა, რომელსაც მალე ხორცს შევასხამთ და გავათავისუფლებთ განათლებას და ბავშვებს
- ის რომ პოლიტიკური მიზნებისთვის ეკლესიაში სანთლებით მორბენალს ვერავინ გვხედავს
- გულწრფელად რომ ვსაუბრობთ ყველა თემაზე და ჩვენი სიმართლის ხარისხი და მასშტაბი არ არის დამოკიდებული ელექტორალურ მიზანშეწონილობაზე
მე არ მომწონს
- ის რომ რეგიონებში ნაკლებად ვაღწევთ ჩვენი სათქმელით და ნაკლებად ვართ წარმოდგენილი
- უფროსი ასაკის ადამიანებთან კომუნიკაციის არხების ნაკლებობა
- ტრაკის და, ზოგადად, უცენზურო სიტყვების ხანდახან ზედმეტად ხსენება (ჩემი მხრიდან პირველ რიგში)
- სპიკერები რომ ცოტა გვყავს და იმათი ხშირად გამოჩენაც რომ გვიჭირს
- გოგოების განსაკუთრებით
- დარა
- ჩვენი მხარდამჭერების ბაზა რომ არ გვაქვს და ვერ ვახერხებთ მათ მობილიზაციას საარჩევნო ყუთებთან
- სოც. ქსელში განსხვავებული აზრის გამო ადამიანებზე სხმა (ადრე უფრო ვუხსნიდით)
- გირჩის მხარდამჭერების მხრიდან აგრესია და ბულინგი სოც. ქსელში დებატებისას
- სხვა პოლიტიკურ, სამოქალაქო თუ საერთაშორისო მოთამაშეებთან კომუნიკაციის ნაკლებობა
- მხარდამჭერების რიცხვის ზრდის ნელი ტემპი
- განსხვავებას რომ უფრო ვეძებთ სხვების მიდგომებში და ნაკლებად იმას რაც შეიძლება გვაერთიანებდეს
- ხანდახან სრულად რომ ვიკიდებთ და აცდენილი ვართ არსებულ პოლიტიკურ დღის წესრიგს
- ხშირად ბაბლი რომ გვირევს წარმოდგენებსა და მიზნებს
- ბიზნესი და ზოგადად საკმარისი რაოდენობის ადამიანები რომ ვერ დავარწმუნეთ გირჩის იდეების მხარდაჭერის აუცილებლობაში და ამის გამო მუდმივად ვდაგავართ ფინანსური რისკების წინაშე
- პერიოდულად ზედმეტი აროგანტულობა ჩვენი მხრიდან
მომწონს არმომწონზე ცოტაა. ამის გამო გავჩერდეთ? გავჩუმდეთ? დავემსგავსოთ გალსტუკიან, უმარილო, უშინაარსო, უპრინციპო პოლიტიკოსებს? პრინციპების და ღირებულებების გადახედვა დავიწყოთ? სანთლები დავანთოთ სვეტიცხოველში? სისტემისგან გათელილების დაცვაზე უარი ვთქვათ? ხელი ჩავიქნიოთ?
არც ერთის შანსი არ არის. გირჩს ქართულ პოლიტიკაში ალტერნატივა არ ყავს. თუ რამე აჯანსაღებს გარემოს - გირჩია. ახლა უბრალოდ დროა გავიზარდოთ, ხელისუფლებაში მოსასვლელად და ქვეყნის შესაცვლელად ცოტა უკეთ მოვემზადოთ. სერიოზულად და გულწრფელად.
ამისთვის მნიშვნელოვანია რომ გირჩი მისაღები გახდეს რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის. სხვაგვარად ვერ გავიზრდებით. აგრესიული ტონი ამის შანსს კლავს.
არავის აქვს ისეთი უპირატესობა დებატებში როგორც თავისუფლების იდეით შეიარაღებულ ადამიანს. თავისუფლების ქადაგებას და დაცვას აგრესიული ტონი არ უხდება. საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია ამის თქმა. ნებისმიერ კამათში მიზანი უნდა იყოს მოწინააღმდეგის გადმობირება და არა განადგურება ან შეურაცხყოფა (ბოტები არ ითვლება). თავის დროზე გირჩმა სწორედ ასე დაიწყო.
მომავალი არის გირჩის. ამაში ვარ დარწმუნებული. ამას ხედავს ყველა. ამის ეშინია ყველას.
//The fear of death follows from the fear of life. A man who lives fully is prepared to die at any time.//