#58375491 · 17 Sep 2021, 19:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძაან საინტერესო სტრუქტურა აქვს თვითონ ტექსტს, იწყება(შესავალი რომ არ ჩავთვალოთ) მთავარი პერსონაჟის ბიოგრაფიით, ბოლოში კი ამ პერსონაჟის მიერ დაწერილი ბიოგრაფიები და ლექსებია. ამ ბიოგრაფიებიდან პირველი ორი მართლა სრულფასოვანი ნაწარმოები იყო ჩემთვის და მეორეზე ცრემლებიც ვერ შევიკავე(იშვიათი შემთხვევაა).
თვითონ თამაშის იდეა ძაან მაგარია მიუხედავად იმისა რომ რაღაც მომენტში გაუგებარია, ყველა მეცნიერების გაერთიანებაზე წერს ავტორი მომავალში, რაც რაღაცას უნდა ნიშნავდეს. და მუსიკას რომ ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ჰესეს შემოქმედებაში ეს კიდევ უფრო ნათელი გახადა ამ წიგნმა.
მე ძველი ნათარმგნი მაქვს წაკითხული და საშინელი ნათარგმნი იყო, ეს ახალი თარგმანი კარგია? სურვილი მქონდა რომ სათაური შეეცვალათ მაგრამ თუ კარგი თარგმანია წაიკითხავდა კაცი მეორედ, არც ორჯერ წაკითხვა ეყოფა მაგრამ....
This post has been edited by ძენო on 17 Sep 2021, 19:36
|