holden kolpildi
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 23356
წევრი No.: 136294
რეგისტრ.: 25-September 11
|
#51219140 · 27 Aug 2017, 11:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ტომი გაურკვევლობაში იყო მორიგი დილა გათენდა,ჰეკი არ ჩანდა,უკვე აღარ ახსოვდა რამდენი დღე,თვე,თუ წელი იყო გასული იმ დეკემბრის წყეული საღამოს მერე მოსაწევიც აღარ ქონდა დარჩენილი არც სიგარეტი,ვერ გააბოლა,აჭარაბეთის დედა მოიკითხა ფრიად უხერხული სიტყვებით და ძებნა დაიწყო... ათ წუთიანი ძებნის შემდეგ,სადღაც დაულაგებელი ოთახის კუნჭულში ჯეკ დენიელსის ნარჩენები იპოვა დაიწუწუნა--სად არის შეპირებული თემა MeBeforeYou ? გადაკრა ჯეკ დენიელსი,დაიჭყანა და ორი დღის წინ გაფცქვნილი ლიმონი მიაყოლა რა ჯეკ დენიელსის ნარჩენები? იქნებ ესეც ილუზიაა, იქნებ გუშინდელმა ღამემ ყველაფერი შეისრუტა და ახლა უკვე ვისკიც ეჩვენება. არა ნამდვილად ბოთლი ეჭირა ხელში, 1/3მდე დასული, თბილი, ეტყობოდა გუშინდელი სტრესის ნიშნები. საწოლს იქეთ კიდევ, რამდენიმე გამოცლილი ბოთლი ეგდო, ლოგინი არეული, ნეტავ იწვა ვინმესთან, ააგდო ვინმე? თუ ეს მართლა მოხდა მაშინ თავის ტკივილი რა მოსატანია, ჯობია ფეხები საწოლის კიდეს შემოდო და დატკბე. თამამად შეიძლება ეთქვა, რომ მისი ცხოვრებაც მის არეულ საწოლს გავდა, სადაც მოდიოდნენ და არასდროს ჩერდებოდნენ დიდხანს, სურვილი არ ქონდათ. თავისსავე ოთახს - რომლის მზერა ეზიზღებოდა, როგორც საკუთარი ცხოვრების გახსენება ტომი - ნახევარი დარჩენილ ვისკი და ცარიელი ბოთლები - სადაც შეგიძლია ჩაასხა ყავა, ონკანის წყალი, კოკა -კოლა. ყველაფერი რაც გაწყობთ, ოღონდ გადაიხადეთ.
რა იყო და რა დარჩა?! მხოლოდ თვალები, რომელიც ერთადერთი ძაფი იყო დასაბრუნებლად 'იქ', საიდანაც მოვიდა. ყველაზე რთულია მიხვდე, რომ საუკეთესო წამი პირველი ნაბიჯის გადასადგმელად, სწორედ ეს წამია. რა ჯანდაბა მოხდა გუშინ? გაშმაგებული ეძებდა ქალის სუნს საწოლში. მინა დოართქლილიყო დილის იშვიათი, ნამიანი წვიმისგან, განთიადის სხივები შეუსწორებლად აღწევდნენ ტომის ფანჯარაში სადაც ფარდა არ ეკიდა. მიზეზად ყოველთვის იმას ასახელებდა რომ ფანჯარა არ უნდა იყოს შებოჭილი, რომ უფრო მეტად თამამად უნდა მოიქცეს, მის სხეულში გამიოტაროს ყველა სხივი, ყველა ლამაზიტანიანი, კაშკაშა სინათლის მასა.ეს რა თქმა უნდა თავის მართლება იყო, აუცილებლად აუფერადდებოდა ღაწვები თუ სიმართლეს პირში მიახლიდნენ და ეტყოდნენ რომ ფარდის ყიდვას ფული უნდოდა, ფული კი ტომისთვის მივიწყებული მოგონებასავით იყო. არ ფიქრობდა რომ უსაქმური,ბომჟური და მოსაწყენი ცხოვრებით ცხოვრობდა თუმცა გვედიდან მაგის მეტს ვერაფერს შეამჩნევდით. ძველისძველი გიტარა რომელიც აჭრელებული იყო ,, დი ფარფლის" პლაკატებით, რომელიც საკუთარი ხელით გამართა და მოხატა, ვიღაც *ირს მიყიდა 15 ევროდ. ზუსტად ერთ დღეში, ლონდონის ცენტრალურ ხიდზე ერთი მაწანწალა ეგდო, ლუდის ბოთლით და წითელი ცხვირით, რომელიც, როგორც გამვლელებმა ახსენეს ,, დაკარგულ სიმებს" მისტიროდა და უკანასკნელ ცენტებს ყრიდა ხიდიდან.ქალის სუნმა და სიგარეტის ბოლმა ოთახში ლანდები მოიყვანა. ერთი კოლოფი მოწია რომ ხელიდან არ გასტომოდა ლანდების ყურებით გამოწვეული 'კაიფი'. ისამანისფერი კაბის ნაკეცები, ლურჯი ვეშაპი, თმების სურნელი, ელექტრული მედუზები, გეიზერების ბოლი, 'დიფ ფარფლი'ს მუსიკა. მის ოთახში ყველაფერის ადგილი გამოჩნდა. ვერ ხვდებოდა ამ ყველაფერს ხედავდა, ყნოსავდა თუ გრძნობდა. ვერ ხვდებოდა მის თავში ხდებოდა თუ მის გარშემო.ტელეფონი აწკრიალდა,ვინ ჩემი დიკაპრიოა გაიფიქრა ტომმა და ფანრიანი ნოკიის ეკრანს დახედა,დურმიშხანა ეწერა ლათინური ასოებით,მოგიტტყან სახელი გაიფიქრა ტომმა და უპასუხა -ვეა არ იუ-დაიწყო დამტვრეული ინგლისური ბურტყუნი დურმიშხანმა -ბლინ, გავარი პა რუსკი იობანი ვროტ-ტომს ყველაზე ნაკლებად დურმიშხანას დამტვრეული ინგლისურის ნერვები ქონდა დაახლოებით ხუთი წუთი ისაუბრეს რუსულ-ამერიკული აქცენტით, საბოლოოდ კი ერთ რამეზე შეთანხმდნენ. დურმიშხანმა ფულის გაკეთების საშუალებები გააცნო. ყოველ ,, შესაძლო მოგებაზე" ტომს თვალები უნათდებოდა. ის ესაუბრებოდა უდიდეს შესაძლებლობაზე, მაშინ როცა პოკერისადმი რწმენა, ნაადრევად გამოტანილ განაჩენს უფრო გავს.
- რა არის ფული?- ჰკითხა მშვიდად ტომს - ფული არის ის რითაც ყიდულობ ლუდს, სიგარეტს და ტკაცუნა სოსისს. - მეტი არაფერი არ არის?- ბოხი სიცილის ხმამ ყურები აუწვა. - მეტი რა უნდა იყოს... აა ჰო... ქალები. ქალები დამავიწყდა. -ქალები?- დურმიშხანი ცბიერად სისინებდა ყურმილს იქით. -აბა რა,ქალები ყველაზე დიდი ინვესტიციაა.
ყურმილი დაკიდა და კიდევ ერთ ღერს მოუკიდა, ფულზე ფიქრობდა, ბევრ ფულზე და ქალის იასამნისფერ კაბაზე რომელიც გუშინ დალანდა და შემოინახა. ფული და ქალი, ორი სილამაზე ერთად, ორი სიამოვნება მოსაწყენ გალაქტიკაში, ორი უწყვეტი მოთხოვნილება. ქალი და ფული
,, გამოდის ძალიან დილით გაიქცა, ვინც არ უნდა ყოფილიყო" თითქმის ნახევრამდე შეისრუტა ნიკოტინი და ფიქრი განაგრძო ,, რამ აიძულა ჩემთან სექსი?" ყველაფერი უკვე აშკარა იყო. ლოგინის გვერდითა კიდეს ყვავილების სირნელი ასდიოდა, ალაგ-ალაგ ტუჩსაცხის კვალიც...ხოლო ტომის ნაწილი ლუდისა და სიგარეტის სუნად ყარდა. ,,ჯოჯოხეთი და სამოთხე"
ტომს გულიანად გაეცინა და ამაყად გახედა ძველ, მოვერცხლილ თეფშებს რომელსაც დღეს გაყიდდა და რომელიც ფულის გამომუშავების ერთადერთი გზა იყო. სხვა არაფერი აღარ დარჩა, მხოლოდ ჭირჭელი, ყველაზე ცარიელი რამ მის არსებობაში. როგორც იქნა ერთმანეთს გააგებინეს რომ ჰანსლოუს რომელიღაც ბარში უნდა შეხვედროდნენ, "დიდი სემი, თუ "დიდი მეთთი". მთავარია სიტყვა 'დიდი' არ დაავიწყდეს. ან იქნებ დურმიშხანი "პიგ"- ში ღორს გულისხმობდა და არა დიდს. ეშმაკმა წაიღოს მაგის რუსი თავი. (იხ. ავტორის შენიშვნა. Pig - Big) ტომიმ ტელეფონი გათიშა. რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? ჰოო, უნდა ჩაიცვას. ჯინსის შარვალი და ზოლებიანი ჯემპრი. წამით ჯონი როთენი გაახსენდა Sex Pistols-იდან.ეს ჯონი არა, "დამპალი" ტომი იყო. (იხ. ავტორის შენიშვნა. Johnny Rotten - ინგლისურად "დამპალი) და ლონდონის გარეუბანში ერთადერთი საზრუნავი ქონდა: ფეხსაცმლის კვალს მიეკვლია. ყალბი მეგობრები და ფეხსაცმლის წყვილი, ყოველთვის უდროოდ იკარგებიან. ნივთები და ადამიანები - მათ შორის განსხვავება არ არსებობს. შეხვედრა საღამოს რვა საათზე იყო დათქმული,მარტივი საქმე ჩანდა შორიდან,იოლი "ძესიტ ტიშის" სუნი იგრძნობოდა დურმიშხანამ როგორც ყოველთვის დააგვიანა,ცხრის ნახევარზე მოვიდა და აბლუყუნდა -პროპკებია ბრატ ხო იცი ამ დედამოხნულ ქალაქში,ისე ლაპარაკობდა თითქოს ლონდონში "კრეივენ კოტეჯის" გვერდზე კი არა,თბილისში მიდიოდა დიღმიდან პეკინზე -იძი ნა ხუი,საქმეს მივხედოთ-ტომს ეჩქარებოდა გულში იმედის პატარა ნაპერწკალი უღვიოდა,ფულს რო უშოვიდა იქნებ იასამნისფერი კაბა კიდევ ერთხელ ენახა,ან უფრო თუ გაუმართლებდა,ის ლამაზი რაღაც-რუღაცები რაც იმალებოდა იასამნისფერი კაბის ქვეშ -კაი ხო,დავიწყოთ სტადიონის კუთხეში რო "ზაბიგალოვკაა" ხო იცი,შე ჩემა.. -მალე და გასაგებად ბლიად,-ტომს ჰანსლოუს რომელიღაც ბარში უკვე სამი ბაკლის გადაყლურწვა მოესწრო,ნელ-ნელა ალკოჰოლი მოქმედებდა და სიმთვრალის ფრიად სასიამოვნო შეგრძნებაც იღვიძებდა იასამნისფერი თეთრებთან ერთად გავრეცხო თუ მუქ ფერებთან ? - ეს საცვალი ისევ ყუთში ჩავდო თუ გადავაგდო? უნდოდა მხოლოდ ისეთი კითხვები დაესვა, რომელზედაც პასუხები ეცოდინებოდა. ფიქრს აზრი არ ქონდა. იცოდა რას აკეთებდა და ამის გაცნობიერება უფრო ტკენდა გულს. ნეტავ ტომიმ თუ იცოდა როგორი უმწეო ჩანდა?! რა მოხდებოდა ცხოვრებაში ერთხელ მაინც გვქონოდა იმის შესაძლებლობა დაგვეძინა და მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლებულიყავით როცა ყველა ქარიშხალი გადავლილი იქნებოდა, ყველა წყალდიდობა დაწყნარებული, ყველა ნანგრევი ისევ აღდგენილი?! ან იქნებ ამისთვის ძილი საჭირო არ არის, შეგვიძლია კვლავ ვიაროთ სამსახურში, ვაკოცოთ სამსახურიდან მოსულ დედას, გავუღიმოთ გაზეთების გამყიდველს ქუჩის კუთხეში, კიდევ ერთხელ ვუყუროთ 'ქარწაღებულნ'-ს, და საკუთარი თავი დავაჯეროთ რაც მოხდა ის იყო სიზმარი. ან უკეთესი - ახლა ვართ სიზმარში. სიზმარი კი სერიოზულად არ უნდა აღვიქვათ, რადგან გვგონია მასზე კონტროლი ძალა გვაქვს. არა მას ასე არ ასწავლეს. დამალვა არ შეიძლება. დასკვნა : ფიქრი არ არის საჭირო. ფიქრი უკეთესს გვხდის, ასე კი ბედნიერები ვერ ვიქნებით. გაიღიმა და კვლავ ტომი გაახსენდა. ან იქნებ იმიტომ გაიღიმა რომ ტომი გაახსენდა smile.gif)) ამას აზრი აღარ ქონდა ბევრს ვფიქრობ-რატომღაც ხმამაღლა თქვა ელეონორამ კაკრას ტელეფონმაც დარეკა,ბიტლზების იესთერდეი ეყენა ზარზე, ყოველთვის აწყნარებდა ელეონორას,თუმცა ერთადერთი მეგობარი,ბრაიტონელი კეტრინი რომელსაც თვეში ერთხელ ნახულობდა,დანარჩენი დრო კიდე სკაიპით ეჭორავებოდა სუ დაცინოდა,შენი სახელივით ძველმოდურ რამეებს უსმენო ეკრანს დახედა,ტომი იყო -ვაა ფული უშოვია ამ ჩემისას-რატომღაც ძაან უხეშად დააბრეხვა ელეონორამ და "ანსვერს" დააჭირა - ელე...
ტომის ხმამ უფრო მეტად გააღიმა გოგონა და გათხაპნილი ტუჩსაცხი თითით შეისწორა. როგორც წესი იასამნისფერს არ ისვამდა ხოლმე, საერთოდ არც მოსწონდა ფერადი ნივთები, სამოსი. მისი შეხედვის შემდეგ. რაღაც ძალიან მუქი, იდუმალი, შავი ფიქრები ჩნდებოდა რომლიც ვენასავით აუდიოდა ყველა იმ ადამიანს ვინც ერთხელ მაინც შეხებია მის ბაგეს. თუმცა ვისაც ელეონორას სიცილი ენახა, ყველა ამბობდა რომ იშვიათად ენახათ, ამაზე უფრო წმინდა და ნათელი...
იცოდა რომ ტომი მოსაკითხად და მისი საქმიანობის ინტერესით არ რეკავდა, იცოდა რომ არც მისი ჯამრთელობა (რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან შეირყა),არც მისი რომანები (რომელიც ოდითგანვე შერყეული იყო), არც მისი კატა (რომელიც ფანჯრიდან გადმოხტა და ცხრავე სიცოცხლე მიაფშვნა) არ ადარდებდა, ზუსტად იცოდა ამ ხმის გაგონებისას რისი სუნი უდიოდა ყველაფერს. ხორციელი ჟინის, ვნების, გამომყენებელი რეფლექსების (რომელიც ყველას გვაქვს და თავს ვიტყუებთ რომ ასე არ არის) , ლოგინის ჭრაჭუნის და ლუდის დალევის შესაძლებლობის... მაგრამ ელე თავიდანვე მიხვდა რომ ტომს ფული ჰქონდა და ცოტა გაუკვირდა კიდეც პაემანივით რომ დაუნიშნა შეხვედრა ერთ ღარიბ კაფეში. ყველაფერი იცოდა და გრძნობდა თუმცა მაინც ყველა ზარს პასუხობდა და ყველა შეხვედრაზე მიდიოდა, გამომწვევი, უკანალზე მომდგარი ქვედაბოლოებით...
- მოხვალ?- ტომის სექსუალურმა ხმამ ცოტა დააბნია. - როგორც ყოველთვის. - მომენატრე. - არ გინდა... - მისმინე... მე მართლა... გოგონამ ზარი გაუთიშა და საბოლოოდ შეისწორა ტუჩსაცხი რომელიც რამდენიმე წუთში ისედაც მოშორდებოდა, რადგან შეხვედრაზე სადაც გოგონები მოკლე ქვედაბოლოებით და ულიფო ზედებით დადიან კოცნა აუცილებელი წინაპირობაა თუ არა რაღაც უფრო ღრმა და...
მანქანის ხმა ოთახში გაიგო, ბოლოჯერ შეავლო თვალი საკუთარ ანარეკლს. ,, ლამაზი ვარ"- ქერა თმა უკან გადაიყარა და უყოყმანოდ გავიდა სახლიდან. ოჰ,ახალი პიჯაკი უყიდია ბიჭს-გაიფიქრა ელეონორამ ტაქსიდან გადმოსული ტომის დანახვაზე -როგორ ხარ ელეონორა?-კითხა ტომმა და აშკარად უგემოვნო,მარა ძვირფასი თაიგული მიაჩეჩა -ნუ მეძახი ელეონორას ,რამდენჯერ გითხარი-ისე უთხრა ელეონორამ,თითქოს უელსის პრინცის საცოლე იყო და დიანა ერქვა -გიხდება-სხვა ვერაფერი მოიფიქრა ტომმა და იასანმნისფერ,ღრმა დეკოლტიან კაბას დაბნეული მზერა შეავლო -სად მივდივართ?-ელეონორა ვერ ხვდებოდა რამ გააღიზიანა,ან რატო უხეშობდა,უბრალოდ მიხვდა რო დალევა მოუნდა,თან სასწრაფოდ -აქვე,დურმიშხანმა მირჩია,ხო გახსოვს დურმიშხანა?რიჟა,დებილის სიფათით,ჩემი მეგობარი, კაი რესტორანიაო სასმელი მინდა შე იდიოტო გაიფიქრა ელეონორამ,თუმცა ხმამაღლა მხოლოდ ეგ თქვა-კაი სერ,წავედით ფეხით გავიაროთ, ასე მირჩევნია. სასიამოვნო ამინდია სასეირნოდ, თანაც დღეს წესით სავსე მთვარეს ელოდებიან. მშვენიერი სანახაობა უნდა იყოს. დამშვიდდა ელეონორა, რომელიც სულ რამდენიმე წამის წინ საკმაოდ აფორიაქებული იყო და არც უნდოდა, რომ ტომი მიმხვდარიყო ამ აფორიაქების მიზეზს. ტომსაც არ გაუწევია წინააღმდეგობა, ხელი გაუწოდა და რესტორნისაკენ გზას გაუდგნენ. მიუხედავად იმისა, რომ ელეონორას საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისგან ყურადღება არ აკლდა, მაინც იშვიათად ჩუქნიდნენ საჩუქრებს. დღესაც გაუკვირდა, ტომის ახალი პიჯაკი, თაიგული, რესტორანში დაჯავშნილი მაგიდა და დანიშნული პაემანი.მნიშვნელოვნად ჩათვალა საკუთარი თავი და მისი ეგოც ახალგამოკვებილი ბავშვივით გაიტრუნა. ბავშვობაში ხშირად ჩადიოდა სარდაფში, სინათლეს აქრობდა და მორიგ მოგონილ თამაშს იწყებდა. თვალებს ხუჭავდა და ახელდა, ხუჭავდა და ახელდა. განსხვავებას ვერ ხედავდა და ეს ახალისებდა. შეეძლო წარმოედგინა რომ უსასრულოდ დიდ ოთახში იყო, ის კიდეებს იქამდე გაწევდა, სადამდეც მოისურვებდა. ოთახის ბოლომდე ისე სწრაფად მივიდოდა როგორც მოინდომებდა. უკუნით სიბნელეში ნივთებსაც გაარჩევდა, რამეს რომ ქონოდა ადგილი ამ უკიდეგანობაში. ვერ ხედავდა, მაგრამ ოთახის იტაკას ზოლიანი ფილები ეგო, კედლები არ ქონდა, მაგრამ ფანჯრების ხის ჩარჩოებით (რომლებიც ჰაერში ეკიდა) მიხვდებოდით სად იყო ზღვარი. მაშინაც სავსე მთვარე იყო, როცა შემთხვევით არყის ხის ქვეშ ჩაეძინა. ამბობდნენ, ამ დროს შეგეძლო ჯადოქრადაც გადაქცეულიყავი . არ უნდოდა ჯადოქრობა და იმიტომ არ გადაიქცა ?! ადამიანობა გაცილებით საინტერესოა იყო, თან იმ წამს, როცა მთვარის შუქი მის გარშემოც იყო და მის შიგნითაც. თვალი გახელილი ქონდა თუ დახუჭული ვერ ხვდებოდა, თითქოს ისევ სარდაფში იყო და ბნელი ფერებით სივრცეებს ქმნიდა, იმ განსხვავებით რომ სინათლეს ჰაერივით გრძნობდა და მზად იყო ახალი ოთახები შეექმნა სინათლისგან. -მოვედით,ელე..-ძლივს მოასწრო და ელეონორა არ თქვა ტომმა ელეონორა უცბად გამოფხიზლდა,რა დროს ბავშვობის უაზრო მოგონებებია გაიფიქრა და გული სიხარულით აევსო,წინ ტომთან გატარებული საღამო და ბევრი ვისკი ელოდა -შევიდეთ-თქვა გამხიარებულმა ელეონორამ და მოულოდნელად აკოცა -ვახ შენი-აშკარად უაზროდ დააბრეხვა ტომმა -შევედით-უთხრა ელონორამ და გაიცინა ხასიათზე მოვიდა,გაიფიქრა ტომმა და უცებ მიხვდა,რომ ლოგინზე გადაფენილი იასამნისფერი კაბის კვლავ ხილვის შანსებმა მნიშვნელოვნად მოიმატა ,, ერთხელ მაინც შეხედოს ჩემ ფეხებს" ამ ფიქრებში აბურდული ელე რომლის წინაც ტომი იჯდა არასახარბიელო პიჯაკით და ჩვეული ლამაზი თვალებით, უყურებდა გოგონას რომელსაც აბრეშუმის გამოყვანილი კაბა, ამოღებული ღია ფერის ზედა და არაკომფორტული მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა. რომელსაც სახე საგულდაგულოდ შეეღება ძვირადღირებული მაკიაჟით და ის ახლა მის წინ იჯდა, ის კი არსად არ უყურებდა, არც ერთ წერტილს არ უყურებდა თვალების გარდა. ელე მიხვდა რომ სციოდა, კანკალმა აიტანა. ,, ნეტავ არსებობს იმის შესაძლებლობა რომ აღარ მოვწონდე?" გოგო რომელიც ასეთი სახით ზის შენ წინ, ვერასოდეს ესიამოვნება ის ფაქტი რომ მხოლოდ თვალებში უყურებ.
- დურმიშხანი ხომ იცი? დურა... მემგონი ნანახიც გყავს. ეგ მიჩარხავს მაგარ საქმეს, ყველა ჩემ ჩავარდნას რომ უშველის. არ ვამბობ რომ ფული საუკეთესო ალტერნატივაა მაგრამ აი დღეს თუ მე ლუდს ვერ ვიყიდი, ვერ მოვწევ, ხვალ ხომ მაინც უნდა ვქნა ეგ რომ ვიცოცხლო ამ დედა ნატირებ ქვეყანაში? ვაიდა რომ სიგარეტი და მსგავსი კომფორტი ციდან არ ცვივა თორემ საწოლიდან ტრაკს არ ავწევდი... არ მინდა იფიქრო რომ უსაქმური ვარ ელე, ნუ იცინი, მიტყდება რომ იცინი ხოლმე ასე მგონია მე დამცინი. იმას ვამბობდი რომ მალე ყველაფერი უკეთესობისკენ წავა, იქ წავა სადაც საუკეთესო გზები გადის, ცენტრალური გზები.
- უკვე აღარ ვიცი, მერამდენედ მეუბნები მაგას?!- ელეს სახე შეეცვალა - რამდენჯერაც შევძლებ. -სადამდე? - სანამ არ მოვკვდები. - და კიდევ რამდენჯერ ვიწვებით ერთად? -სანამ არ მომბეზრდება. - ანუ ყველაფერი შენზეა დამოკიდებული? - შენ მომეცი ამის უფლება. -რისი უფლება? -ყველაფრის.
გოგონამ ზემოთ აწეული კაბა გაისწორა და წასასვლელად გაემზადა როცა ძლიერმა ხელმა დაიჭირა და მისკენ მიიზიდა. დაიბნა, ეგონა დედამიწა დატრიალდა მის ირგვლივ. -ძალიან ლამაზი იყავი გუშინ- უთხრა ტომმა და მის იასამნისფერ ტუჩსაცხს მიაშტერდა. წამიერად ამ ფერისვე კაბა გაახსენდა და გაეღიმა. - გუშინ?- ელე აცახცახდა- გუშინ საერთოდ არც მინახიხარ. ერთი თვეა შენგან არაფერი მსმენია.
ტომმა უნებურად დასუნა კისერთან, რამდენიმე წამი არ სწყდებოდა ყელს, ისუნთქავდა როგორც დეგუსტაციისთვის გამზადებულ პროდუქტს, როგორც მნიშვნელოვან სამხილს. თვალები დახუჭა და გაიხსენა ის სურნელი რომელიც დილაადრიან იგრძნო, რომელიც ჩაიღვარა მის სხეულში და ფორიაქი ატყდა, ზვირთები ამოძრავდნენ, ოდნავადაც არ ჰგავდა იმ სუნს, იმ საოცარ პარფიუმერულ შედევრს რომელსაც ადამიანები ბუნებრივ, თავისებურ სურნელს ვეძახით. ელეს არ ჰქონდა მისი სუნი... მისი განსაკუთრებული სუნი... კანი ისეთივე ნაზი იყო მაგრამ სურნელის დავიწყება შეუძლებელია. უბრალოდ წარმოუდგენელია ეს იგრძნო და გააქრო. გააქრობ თვალის ფერს, მკერდის ფორმას, ლაპარაკის მანერას მაგრამ სუნი არ ქრება,ის ყადაღაა რომელიც მოგონებების ზარდახშად იქცა, რომელიც გამოიგონეს ადამიანების გამოსამწყვდევად.
ტომს აღარ ახსოვდა როგორ გავარდა გამწარებული ელე რესტორნიდან, როგორ ატყდა გაუთაველებელი ზარები დურმიშხანისგან, როგორ უთხრა მიმტანმა რომ უკვე იდიოტივით ერთი საათი გაშტერებული იყურებოდა, თანხა კი ჯერ ისევ გადაუხდელი იყო.
- იცი რა არის?-კითხა მიმტანს რომელსაც სახე აწითლებოდა. - რა? - არ არსებობს იასამნისფერზე ლამაზი ფერი.
თვალი ჩაუკრა და მაგიდიდან ადგა. -თანხა?
ტომმა დოლარიანები ამოალაგ, დახედა, ნერწყვი გადაყლაპა და უკანვე ჩაიდო.
- ის ქალი გადაიხდის წეღან რომ გავიდა. რეკვიზიტები რომელიც ელეს წყალობით მისთვის ცნობილი იყო ფურცელზე დაწერა და მაგიდის ცენტრში დადო.
,, მისი კაცების ქონებით გაცილებით მეტის გადახდაა შეუძლია, მე კიდევ ლუდი მაქვს საყიდი"
ყველანაირად დამშვიდებული, შეერია ქუჩას. დედა #####ნ,დედა #####ან,დედა #####ან,დედა #####ან,დედა #####ან-იმეორებდა და იმეორებდა გაგიჟებული ტომი გუშინ იყო ეგ წყეული კაბა,ეგ წყეული იასამნისფერი კაბა,რა ჭირს ამ გოგოს?რა ჭირს?ვინმემ გამაგებინეთ?-ღრიალებდა უგზოუკლოდ გამწარებული ახმახი ამბალი გადაუდგა-ნუ იგინები-წყნარად კი უთხრა მარა ტომის ხელის ხელა კუნთი აუთამაშა -შენი არისტოკრატი დედა #####ან-ეტყობა ტომს გაახსნედა სტემფორდ ბრიჯის გვერდზე რო იყო,გააქანა და ხეთქა
ტკივილი,გულისრევა,სისხლის გემო ერთბაშად იგრძნო ყველაფერი და გაეღვიძა -ვა ტომ,ზდრასტი -ეე,დურმიშხან რას შვები,შენთან საიდან გავიჩითეთ ბლინ*-უპასუხა ტომმა -სულ გამოყლევდა ეგ საცოდავი-გაიფიქრა დურმიშხანამ და ელონორას დედას მორიგი არც თუ ისე სასიამოვნო მოკითხვ გაუგზავნა, სკოტლანდ იარდის ფრიად უსიამოვნო შენობის სარდაფიდან
*-ბლინ,ბლიად,იობანი ვროტ,ეს ცოტა უცნაური და ფრიად გაურკვეველი გინებები თუ ცუდი სიტყვები,ივარაუდება რომ ლონდონელმა ტომმა დურმიშხანისგან,ან რომელიმე რუსული მაფიის წევრისგან ისწავლა,თუმცა დაზუსტებით არაფერი ვიცით (ავტ.შენ.)
, ზედმეტად ბევრს ვფიქრობ" ტომმა შუბლი მოისრისა, ლუდის ბოთლი მოიყუდა და ფული გადათვალა. ორასი დოლარი... ეს რას მეყოფა? გასამდიდრებლად მეტია საჭირო. მის გაცხოველებულ წარმოაახვას ჯერ ისევ სჯეროდა იღბლის. ყოველ ჯერზე ამბობდა რომ ყოველი დიდებული შენობა რაც აგებულა ნულიდან დაიწყო. ჩინეთის კედელიც კი ერთი ქვით დაიწყო და შემდეგ ყველაფერს გადასწვდა. იმას კი არასოდეს აღნიშნავდა რომ ადამიანები შრომობენ,ადამიანები ცდილობენ, ადამიანები განიცდიან. ის კი სვამს, ჟიმაობს და აგებს...
უკვე მერამდენედ იჯდა პოკერის მაგიდასთან უკანასკნელი ცენტებით, მერამდენედ ურჩიეს რომ კარტზე შეყვარებული ადამიანი განწირულია. თვალის გაფართოებული გუგები, ათმაგან დაწითლებული თვალი და უკანასკნელი თანხა რაც დაიდო... ვერ აღმოჩნდა გამდიდრების ფესვი, ვერც ნერვებზე იმოქმედა კარგად, უფრო მეტიც წამოსვლა ფეხით მოუწია რადგან ტაქსისთვის ფული არ ეყო. უკან დურმიშხანი წამოეწია რომელიც მთელი სიცხადით არწმუნებდა შესაძლო მოგებაზე, რადგან მისი მახვილი მზერის წყალობით,იმ მაგიდაზე მხოლოდ იდიოტები ისხდნენ ტომი კი აუცილებლად მოხვეტდა ყველაფერს რაც შეეძლო.
- დაახვიე- ტომმა მშვიდად აიკეცა მაისურის მკლავები - მაპატიე ძმაო, ამ თურქებმა ახლა ისწავლეს თამაში, ყოველთვის აგებდნენ ეს ჩემისები, რას წარმოვიდგენდი. - ფული გაქვს?- - არა, საიდან, მეც მივხარჯე სლოტებზე. - ჩვენ შორის ისაა სხვაობა რომ შენ კიდევ გაქვს რაღაც გასაყიდი... აი მე კი, მხოლოდ ჩემი ტრაკის გაყიდვის იმედზე ვარ. - იქნება რამე ძმაო... - რამეს ვიზამ, მუშაობას დავიწყებ. დურმიშხანმა გულიანად გადაიხარხარა და მხარზე ხელი ჩამოდო. - არაა ეგ შენი საქმე. - საიდან მოიტანე? - შენნაირები ან კრიმინალები კვდებიან ან მათხოვრები. რომელს ირჩევ? - ვიმუშავებ- თქვა უფრო მტკიცედ - და რას იზამ შენი ,, ჭ" განათლებით, მაქსიმუმ ვიღაცების ნარჩენი თეფშები ზიდო, დაჟე მაგასაც გამოცდილება უნდა ამ სირ ქვეყანაში. - არაუშავს. - იფიქრე იმაზე, რაც გითხარი. - შემეშვი.
ხელი ისე მოიქნია ვითომ ბუზს იშორებდა და დურმიშხანიც დაუფიქრებლად გაემართა ნეხვისკენ, იმ ნეხვისკენ ყველაზე მეტად რომ ამყრალებს ადამიანს, ამყრალებს ცხოვრებას და საკუთარ დამიწებულ პრინციპებს. რადა ელეონორას დავურეკავდი,იქნებ შემრიგებოდა ეგ ჩემისა-ფიქრობდა ტომი თან ხმამაღლა იგინებოდა-კრუპიე შენი დედა #####ან კაროლ გულის ამოღებისთვის კაკაია ოსენ ვ ლაგერიახ,გაისმა საიდანღაც ცოტა ხანი უსმენა ტომი,ბოლოს მიხვდა-ბლიად ჩემი ტელეფონია,გამოყლევებული დურმიშხანა დააყენებდა,დახედა საცოდავ ნოკიას,ერთ დროს ერთადერთი სიამაყე ფანარი რო ქონდა და გაუკვირდა,ეკრანზე ელეონორა ეწერა -ვახ ბლიად,აბა ხმას არ გაგცემო-მაინც ხმამაღლა დააბრეხვა ტომმა და უპასუხა -ელეონორა ძვირფასო..-გაგრძელება უნდოდა თუმცა ქალის ჩუმმა,მარა აშკარად ძლიერმა ხმამ აიძულა მოეკეტა -ელეონორას ნუ მეძახი მეთქი,შე იდიოტო-მშვიდად კი ლაპარაკობდა,თუმცა ტომმა იცოდა,ამ სიმშვიდისგან კარგი არაფრრის მოლოდინი არ უნდა ქონოდა -ბოდიში-ამოღერღა ტომმა -მისმინე,მჭირდები,შეგიძლია ჩემთან მოხვიდე?-ელეონორას ხმაში იმდენად უცნაურმა ნოტმა გაიჟღერა,ტომს კარგად რო არ ცნობოდა იფიქრებდა მეხვეწებაო ის იყო ტომს პასუხი უნდა დაეპირებინა კიდევ მოესმა ელეონორას რაღაცნაირი ხმა-რო მოხვალ ელეონორა არ დამიძახო იდიოტო,და იჩქარე -კაი-სხვა ვერაფრის თქმა ვერ მოიფიქრა ტომმა,ცოტა ტვინი რო ქონოდა იმასაც მიხვდებოდა,რომ ასეთ ელონორასთან მეტის თქმას მისთვის არაფერი სახეირო არ მოყვებოდა
არა, ხომ უგრძნობდა გული, მესამე ნაფაზი რომ არ უნდა დაერტყა, მაგრამ მაგარი გოგოს როლის თამაში ბავშვობიდან უყვარდა. ჰოდა, მოქაჩა მესამეც და ისე დაბოლდა, ფეხები დაუბუჟდა, მერე საერთოდ ვეღარ გრძნობდა. მალე ისიც აღარ ახსოვდა, ან ეს ხალხი სად, როდის გაიცნო, ან თავისთან როდის დაპატიჟა. ერთი სული ჰქონდა, წასულიყვნენ. ხმამაღლა ხომ არ ვფიქრობდიო, შეეშინდა უცებ, იმიტომ რომ სტუმრები მორჩილად ადგნენ და ხუთ წუთში გაიფხიკნენ ნორტ როუდის მიკუჭული ბინიდან. ელეონორამ თვალები მოისრისა. მართკუთხედი ოთახი ოვალურად ეჩვენებოდა. – რა ჯანდაბაა, – თავი ტახტის საზურგეს მიაყრდნო. აღარ სიამოვნებდა ასეთი დაბოლება. გამოფხიზლება უნდოდა, სასწრაფოდ. სანაცნობო წრიდან, მოსაწევს ყველაზე ხშირად ტომი ეწეოდა, წესით, იმან უნდა იცოდეს, როგორ გამოვიდეო. მესიჯი ვერ აკრიფა, ეკრანიც ოვალური გამხდარიყო, გვერდებში ჩაიზნიქა და ვერ არჩევდა ასოებს. კიდევ კარგი, დარეკვა მოასწრო.
* * * იმ დღეს გათამაშებული სცენა გაახსენდა. შუადღეზე მეზობელი მოადგა, ყავა გამითავდაო. მეზობელი ორმოც წლამდე, გამხდარი და კაფანდარა ქალი იყო, ბელარუსელი, აქ გაზრდილი. ინა ერქვა. ელეანორა ხელსახოცში ორ კოვზ 'კარტ ნუარს' რომ უხვევდა, ინამ ფეხზე სამი ქლიავისფერი ლაქა დაუნახა. – მოტოციკლის 'გლუშიწელზე' მიიწვი, არა? ელეანორას ლამის კოვზი გაუვარდა გაკვირკვებისგან. რანაირად გამოიცნო? გამოშტერდა. – ჰო-ო, – დაბნეულობისგან პასუხი გაეწელა. ინამ სევდანარევი ღიმილით შეხედა და ხელი ჩაიქნია. – მეც ვიყავი შენხელა, – მერე წამოდგა და ელეანორას თავისი წილი იარები დაანახა – აი, მეც ეგრე დავიწვი და დღემდე დამრჩა. ერთმანეთს უყურებდნენ. ელეანორა თავის მომავალს ხედავდა, ინა – წარსულს. მალე ელეანორასთვისაც წარსულის მოგონებად გადაიქცეოდა ბიჭი, რომელიც დილის ხუთ საათზე ჩელსის ქუჩებში გიჟივით დააქროლებდა, მოტოციკლზე შემხტარს. მალე თვითონაც გახდებოდა ინას ასაკის და ოცდა-რაღაცა წლის გოგოების ახალგაზრდობის და თავქარიანობის შეშურდებოდა.
სადღა იყო ეგ მოტოციკლი. – უეჭველი ვიცი, სიტი უგებს მანჩესტერს, გაყიდულია ეგ თამაში, – იმდენ ხანს უბურღა ტვინი დურმიშხანმა იმ დღეს, ეგ მოტოციკლი უფრო იმიტომ დაალომბარდა, რომ ბოლოს და ბოლოს ეგ გაეჩუმებინა, თან ორასი ფუნტი ბეკის ვალი ჰქონდა, რამდენი ხანია და ბარემ, დავუბრუნებო.
— სად ტრაკშია ეს ბიჭი, — გაიფიქრა ელეანორამ. ეგონა, რომ გული ერეოდა, აი, ყელში უკვე რაღაც აწვებოდა. ლამის ფორთხვით მივიდა აბაზანაში, სცადა გადმოეფურთხებინა, მაგრამ აშკარად მოელანდა.
ოთახი ისევ ოვალურად ეჩვენებოდა. ამ დროს ტომს ტრადიციულად(უკვე მერამდენე იყო,თვითონ ტომსაც არეული ქონდა)გემრიელად ბერტყავდნენ ლონდონის გარეუბანში,ასევე ტრადიციულადვე წიხლები სიფათში დურმიშხანის გამო ხვდებოდა,თუმცა წიხლების რაოდენობით ხვდებოდა ტომი,რომ ამჯერად ასე იოლად ვერ გამოძვრებოდა -სადაა დურმიშხანი,შენი დედა #####ან-ერთი და იგივეს გაყვიროდა ოთხი წვერიანი ამბალი,ხანდახან უცნაურ სიტყვებს ურევდნენ,დურმშიხანას სტილში -ქართველები ან რუსები იქნებიან-ფიქრობდა ტომი-ხო არ ვუთხრა,შემეშვებიან მაინც,ბევრი სინიაკი თუ არ მქონდა ელეონორასაც ავუვლიდი-ტომს აშკარად კიდე ვერ ეპატიებინა დურმიშხანისთვის 0-0 მორჩენილი ბოლო მანჩესტერული დერბი -შეეშვით-გაისმა ბრძანება ვახ,ღმერთო გადავრჩი-რატომღაც ღმერთი გაახსენდა ტომს,თუმცა წამსვე გადაავიწყდა და ინსტიქტურად დურმიშხანას და აგეროს შეაგინა თუმცა ახალ მოსულის დანახვისთანავე მიხვდა,რომ კი არ გადარჩა,გაცილებით დიდი უსიამოვნებები ელოდა წინ,ვიდრე აგეროს ორი მეტრიდან გაფუჭებული ბურთი,ელეონორას ცუდი ხასიათი,თუ ლომბარდში ჩარჩენილი მოტოციკლეტი იყო ახალ მოსულს ბუკოვსკის ეძახდნენ. რომ თვრებოდა, ორატორობა და ფილოსოფიების ბოდვა უყვარდა. მთვრალი კი იმაზე უფრო ხშირად იყო, ვიდრე - ფხიზელი. ბუნაგი ტოტენჰემში ჰქონდა, ლონდონის ჩრდილოეთის ნაწილში. იქაურ კლუბებში თავისი ბარიგები ჰყავდა. საშიში ტიპი იყო, მოწინააღმდეგე ბანდის ტიპებს, 'ჰაკნის ბიჭებს' ტყვიას სააღდგომო კვერცხებივით ახლიდა. ხუთი დღის წინ, ტომი კლუბში ეგდო და უთავმოყვარეოდ სვამდა. გამოსულზე, ეგზისტენციალური კრიზისი უფრო მწარედ მოაწვა და მოუნდა, რამეზე ან ვინმეზე ჯავრი ეყარა. ადგა და ახალთახალ აუდის მიადგა და გასაღებით 'კირგკარდს გავკარი' ამოკაწრა და თავის ჭკუაში, არავის დაუნახავს. ბეიზბოლის ბიტით ბუკოვსკი რომ გამოეკიდა, მერე მიხვდა, რომ მიქარა.
კაცმა არ იცის, ასეთმა მთვრალმა როგორ გაასწორო, მაგრამ ის ამაზე უარესად გალეშილი იყო, ალბათ.
მეორე დღეს დურმიშხანას რომ მოუყვა ეს ამბავი და ბეიზბოლის ბიტიანი ტიპიც რომ აღუწერა, იმან უთხრა, აუ, მაგარ შარში ხარ შეჩემაო და ბუკოვსკის მთელი ბიოგრაფია მოუყვა, რუსეთში, ზონაზე მჯდომი ორი უფროსი ძმის ამბებიანად.
აი, ახლა, გამოვძვრებოდე და ღორივით აღარ დავთვრებიო, – შეეხვეწა ტომი ღმერთს, რომლის არსებობის არც კი სჯეროდა. მაგის ჩიჩანსკი დედა #####ან-გაახსენდა დურმიშხანის რჩევით,კაი პარნუხების მოლოდინში,ტუალეტში წაკითხული ბუკოვსკის რომელიღაც წიგნი და ის გააკეთა რასაც საწყალი ჩიჩანსკი ყველაზე ხშირად აკეთებდა- არწყია ახლა უნდა წამოვდგე,იქნებ სახლში როგორმე წავიდე,უიმედოდ ოცნებოდა ზომაზე მეტად ნაბერტყი ტომი
-კიდე დაბოლილი ვარ,გაიფიქრა ელეონორამ და ტელეფონი აიღო-ყოჩაღ მე,12 საათი მძინებია უეცრად შიმშილის ტალღამ წამოუარა,მიხვდა რო შიოდა,ძლიერ,ძლიერ და ბევრი უნდა ეჭამა,იმასაც მიხვდა რო დაბოლების მთელი კაიფი ეს შიმშილის გრძნობა იყო შიმშილზე გაახსენდა საჭმელი ბევრი არ ქონდა,ტომიც არ ჩანდა...
კიდე ცემეს ეგ ებუდური-დაცინვით თუ სევდით ჩაილაპარაკა ელეონორამ და გაიფიქრა,ამჯერად რას დააბრალებს ნეტა ფინგალებს,დურმიშხანასთან მეგობ
|