#58739498 · 31 Dec 2021, 17:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Ezekia
QUOTE | ქაფქიანა გმადლობთ, წაკითხვის შემდეგ შთაბეჭდილებებსაც ველოდებით |
არ გეგონოს, რომ დამავიწყდა შენი თხოვნა. ბანი მედო აქამდე.
მოკლედ - როგორც დებიუტი, ბრწყინვალეა.
გრძლად -
1. ტექსტი.
ტექსტი რამდენადმე წაუბანალურებს, ალაგ-ალაგ წაუპრიმიტიულებს კიდეც. თუმცა იმედია შედარებისთვის არ გამკიცხავთ, მაგრამ რაღაცნაირი, მარილიან-ეშხიანი პრიმიტივიზმია, როგორც ფიროსმანის პრიმიტივიზმი. რთული სიუჟეტური კვანძების და მოულოდნელობების მსგავსი არაფერია. ერთი ცოტა ჩრდილოეთის გამოქვაბულში ანუნაკების სამების პოვნა იყო რამდენადმე მოულოდნელი. ყველაფერი სხვა დანარჩენი იმდენად მარტივად განჭვრეტადია, რომ აი ხვალ მზე რომ ამოვა. ან შეიძლება, საი-ფაის მკითხველი რომ ვარ და ალაგ-ალაგ მთარგმნელი, მე მაქვს თამასა აწეული მაღლა. მაგრამ მაინც, როგორც ვთქვი, რაღაცნაირი მარილი და სული იგრძნობა ტექსტში. ბავშვების და მოზარდებისთვის ბრწყინვალე საჩუქარია. მაგრამ ზრდასრულიც მშვენივრად წაიკითხავს.
ტექსტი 7/10.
2. ილუსტრაციები
ილუსტრაციები კარგი ნამუშევარია. ეტყობა, რომ სული და გულია ჩადებული. კომიქსის კვალობაზეც კი ცოტა არ იყოს, მომყირჭდა ილუსტრაციები. მაგრამ შესანიშნავია მაინც. დინამიზმს და მეტ ენერგიას მატებს წიგნს.
ილუსტრაციები 9/10.
3. პოლიგრაფია.
გვერდების დანომვრა რატომ დაავიწყდათ? დანარჩენს რაც შეეხება, ქართულ პოლიგრაფიულ სივრცეში ხარისხიანი პოლიგრაფიული ნაწარმი სამწუხაროდ დიდი იშვიათობა. მით უფრო გამიხარდა ასეთი ბრწყინვალე ხარისხი. პოლიგრაფია უბრალოდ შეუდარებელია.
პოლიგრაფია 11/10.
--------------------
...Came the end, the final end of Eternity —And the beginning of Infinity.
Ceterum censeo Russio esse delendam...
We need ®US(SI)A Military Presence. © A10
|