Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > კლასიკური მუსიკა > პიანისტების თემა |
Posted by: srt-8 12 Nov 2008, 00:33 |
პიანისტების თემა (ყველაფერი რაც ამ თემას ეხება ) პ.ს. ლისტის gnomenreigen ში ბოლოში ერთი ადგილი 3 წლის წინ კონცერტზრე გამიფუჭდა ტექნიკურად. იმის მერე არ დამიკრავს საერთოდ. ერთი თვეა რაც გახსენება დავიწყე და მაგ ადგილას რო მივდივარ ისევ მიფუჭდება ცალკე რო ვუკრავ მაგ ადგილს იგივე ტემპში არანაირი პრობლემა არ მაქვს. რა მჭირს ვერ გავიგე |
Posted by: MementoMori 12 Nov 2008, 01:02 | ||
ფსიქოზი, ეგ არაფერია იმეცადინებ, დრო გავა და გაგივლის |
Posted by: srt-8 12 Nov 2008, 01:34 | ||||
მეც მაგ დასკვნამდე მივედი იმედია მოვერევი როგორმე |
Posted by: watch_out_someone_is_in_the_room 13 Nov 2008, 20:46 |
ეეჰ როგორ მინდა პიანისტი ვიყო მარაა... სადაა კაი ცხოვრება... გვიანაა ჩემთვის |
Posted by: Charles IX 13 Nov 2008, 23:20 | ||
srt-8
ზედმეტად ნერვიულობ, ბევრს ფიქრობ მაგ ადგილზე. გინდა, რომ უშეცდომოდ დაუკრა... ჩემი რჩევაა - ნუ გინდა! დაიკიდე! თითქოს პარადოქსულია ეს რჩევა, მაგრამ ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ ადამიანს როდესაც რაღაც ძალიან უნდა და ამაზეა მთლიანად კონცენტრირებული, როგორც წესი, არ გამოსდის ეს რაღაც. უბრალო მაგალითი: როდესაც დაძინება გინდა და ვერ იძინებ, რაც უფრო მეტად გინდა დაიძინო, მით უფრო ფხიზლდები. მაგრამ, როგორც კი დაიკიდებ ამ სურვილს, ეგრევე დაგეძინება... |
Posted by: loza 13 Nov 2008, 23:35 |
srt-8 მაგარი კაი თემაა, საღოლ გახსნისთვის. რაც შეეხება იმ რამდენიმე ტაქტს: ძალიან ძალიან ნელა, ცალ-ცალი ხელით ოცჯერ ზედიზედ უშეცდომოდ. მერე: ძალიან ძალიან ნელა, ორივე ხელით ოცჯერ ზედიზედ უშეცდომოდ. ამის მერე მთელი გნომერაიგენი: ძალიან ძალიან ნელა, ცალ-ცალი ხელით ოცჯერ ზედიზედ უშეცდომოდ. მერე: ძალიან ძალიან ნელა, ორივე ხელით ოცჯერ ზედიზედ უშეცდომოდ. შედეგის შეფასება შენთვის მომინდია. ერთ გამოფეხებსშორისებულს, რომელსაც იმდენი ჭკუა მაინც ყოფნიდა, რო მიჯერებდა, ასე ვამეცადინებდი და ძალიან წინ წავიდა და გაიზარდა. |
Posted by: srt-8 14 Nov 2008, 00:18 |
Charles IX loza ნელა კი არა ცალკე უჩქარეს ტემპშიც გამომდის ეგ ადგილი თუგინდა ზედიზედ 10 ჯერ გუშინ ნელა ვუკარი და დღეს თითქოს გამომდის ჩემი პრობლება ზოგადად ისაა რო ნელა დაკვრა არ ვიცი, ძაან ჩქარა ვმეცადინეობ ერთხელ თუ მოხდა და ნელა დავუკარი მერე 100 ჯერ ბოლო ტემპში ვუკრავ მაგის გამო სულ ხარისხთან მაქვს პრობლემა :| |
Posted by: loza 14 Nov 2008, 00:40 |
srt-8 შენ, ძმაო, ნელა დაკვრა თუ არ იცი, ჩვენი პიანისტებივით მძიმედ გქონია საქმე... წაიკითხე, რაც ზემოთ დაგიწერე და მიჰყევი. |
Posted by: srt-8 14 Nov 2008, 00:59 | ||
loza მადლობა რჩევისთვის ხვალე ვცდი აბა
ვინებზე ამბობ? რავიცი კაი პიანისტები გყვავს მსოფლიო მასშაბითო სულ მაგას ამბობენ აგერ ჩემმა ყოფილმა ჯგუფელებმა იტალიაში გაიმარჯვეს კონკურსზე |
Posted by: loza 14 Nov 2008, 01:15 | ||||||
srt-8
თუ გეყო მაგის ნებისყოფა, მართლა ყოჩაღ.
ზეგ.
აბა გვარები მითხარი, ვინ ??? |
Posted by: chorven:) 14 Nov 2008, 03:42 | ||
loza
უყურე შენ (შენ) !!! ამ დროს პედაგოგი რას აკეთებდა? დავიჯერო, კონსერვატორიაშიც ისეთივე არამეთოდური ხალხი ასწავლის, როგორიც მე მყავდა პირველი 6 წელი ?! |
Posted by: srt-8 14 Nov 2008, 10:09 | ||
ანი და ნია სულხანიშვილები ჩემი ჯგუფელი იყო კიდე ალეკო ვასაძე, კარგად უკრავდა, ეხლა რას შვრება არ ვიცი :| |
Posted by: better late than never 14 Nov 2008, 19:24 |
ხო სულხანიშვილები და სან-მარინოს საერთაშორისო კონკურსი შეგიძლიათ ნახოთ ამ საიტზე http://www.allegrovivo.org/focus_eng/default.asp?id=113 |
Posted by: Andy_Kaufman 14 Nov 2008, 20:18 |
გამარჯობათ ერთი კითხვა მაქვს პიანისტებს თითებზე კუნთები გაჯდებათ? |
Posted by: better late than never 14 Nov 2008, 20:37 |
კუნთები არა მაგრამ გადამეტებული დაკვრის შედეგად მეექვსე თითების ამოსვლის საშიშროებაააა. შემთხვევით კეიტ ჯარეტის თითები ხო არ ნახეთ და კუნთებად მოგეჩვენათ |
Posted by: loza 14 Nov 2008, 21:37 | ||
chorven:)
კი არა, კონსერვში ასწავლიან სირები. ნანა ხუბუტიას, რეზო თავაძის და ერთი-ორის გამოკლებით. |
Posted by: srt-8 14 Nov 2008, 21:45 | ||
თითებზე კუნთები და ხელისგულებზე ბეწვები სხვა რამემ იცის ცოტა ქვემოთ უფრო კომპეტენტური ხალხი გიპასუხებს მაგ საკითხზე |
Posted by: loza 14 Nov 2008, 21:49 |
srt-8 მერე მაგ მიმართულების მიმდევარი ცოტაა კონსერვში ... |
Posted by: srt-8 14 Nov 2008, 22:38 | ||
შენ პოსტებს რო ვკითხულობ ლამისაა გადავიფიქრო კონსერვატორიაში ჩაბარება |
Posted by: watch_out_someone_is_in_the_room 14 Nov 2008, 23:51 |
კონსერვატორიაში ჩასაბარებელი პროგრამა იქნებ დაგედოთ? ჰა? |
Posted by: loza 15 Nov 2008, 00:54 |
srt-8 წიგნები იკითხე და განათლებაზე იზრუნე, რო დღევანდელ მუსიკოსებს არ დაემსგავსო, კაპიტან გრანტის შვილები რო ვესტერნი ჰგონიათ. |
Posted by: srt-8 15 Nov 2008, 00:55 |
watch_out_someone_is_in_the_room ფოპრტეპიანოზე სპეციალობაში ბარდება: 2 ეტიუდი ლისტის ან შოპენის; ვენის კლასიკოსებიდან სონატა; ბახის პრელუდია და ფუგა და რამე პიესა თეორიულ გამოცდა: ორ ხმიანი კარნახი, ჰარმონიის ამოცანა, და კიდე რაღაც ტესტებია მუსლიტერატურაში- ნაწარმოების გამოცნობაა, როგორც მითხრეს პროგრამაში 600 ნაწარმოებიაო მარა ვერავისგან გავიგე რომლებია :| + მაგას ეროვნულებში 15< ქულა loza მაგაზე უკვე ნაზრუნი მაქვს, ერთი კურსიც და დავამთავრებ ერთ–ერთ სახელოვან უნივერსიტეტს ფინანსისტის სპეციალობით მუსიკა 3 წელი დაკიდებული მქონდა და ეხლა ისევ მომინდა :| ვნახოთ რა გამოვა |
Posted by: Drakula 15 Nov 2008, 01:01 |
ვაიმეეეეეეეეეეეეეეე, ეს რა თემა ვნახეე! 2 კვირაა არ დამიპოსტავს ფორუმზე, მაგრამ ამ თემაში სირცხვილია არ დავპოსტო, ბოლო-ბოლო 13 წელია პიანისტი ვარ. არც ვიცი რითი დავიწყო. პირველ რიგში, უბრალოდ მაგრად გამიხარდა. გაიხაროს თემის ავტორმა! |
Posted by: srt-8 15 Nov 2008, 01:06 | ||
გავიხარებ ------------------------------------ |
Posted by: watch_out_someone_is_in_the_room 15 Nov 2008, 08:52 | ||||
ვაი დედა...
ხო ამას კიდევ არაუშავს. ნებისმიერი სონატა "წავა"? |
Posted by: Drakula 15 Nov 2008, 10:45 | ||
watch_out_someone_is_in_the_room
ნუ, "მთვარის სონატას" ნამდვილად არ დაგაკვრევინებენ. |
Posted by: srt-8 15 Nov 2008, 11:27 | ||||||||||
თუ ეწიუდებს არ დაუკრავ სონატით ბახით და პიესით ვინ მიგიღებს? პირველი ეწიუდებს თხოვენ
რატო? |
Posted by: watch_out_someone_is_in_the_room 15 Nov 2008, 15:41 |
ისე მართლა, სონატა მთლიანად მოითხოვება თუ რომელიმე ნაწილი? |
Posted by: ცოტნე_91 15 Nov 2008, 17:27 |
რა კაი თემაა, გაიხარეთ. აბა ხალხო ეხლა თქვენი აზრი მაინტერესებს, ბოსტონის კონსერვატორიისთვის გავაკეთე CD და ჩავწერე ბეთჰოვენის სონატის (Op.2 No.3) პირველი ნაწილი და შოპენის ფანტაზია. აგერ არის ბეთჰოვენი და შემიფასეთ. შოპენს მოგვიანებით ავტვირთავ... http://www.link.ge/file/146031/Track-No03.wav.html |
Posted by: მამა_ლოზა 15 Nov 2008, 20:21 |
ცოტნე_91 ეს თუ შენ ხარ, არ ვიცი, ძმაო, სიტყვები არ მყოფნის. ყოჩაღ. ათიდან ათი შენ. მთავარია, ასე გააგრძელო პიტომნიკის მისაღებებამდე. სოსო რას შობა ??? |
Posted by: ცოტნე_91 15 Nov 2008, 22:01 |
მამა_ლოზა მამენტ ერთ ადგილას გავჭედე მარა ნიჩივო, მეც რობოტი კი არა ვარ აგერ შოპენის ფანტაზია Op. 49 http://www.link.ge/file/146267/Track-No05.wav.html |
Posted by: მამა_ლოზა 15 Nov 2008, 23:39 |
ცოტნე_91 ეგრე გააგრძელე. ღმერთი არ გაგიწყრეს და შედეგს რო დაინახავ, მაგარი ვარო, მეცადინეობას არ მოუკლო. დაიმახსოვრე, რო მაგარი (რაც მართლა მაგარია, ხო აზრზე ხარ, რაზეც გეუბნები) შეიძლება მთელი ცხოვრება ვერ გახდე, თორე ამ სამწიგნწაუკითხავებს ისედაც აჯობებ და ასედაც. გაითვალისწინე, რო ამას კონკრეტული ჩვენი ძმა პიანისტების მაგალითებზე გეუბნები, თავიდან ზარზეიმით რო დაიწყეს და ბოლოს ჩააფლავეს. ადრე, ერთი სამი წლის წინ, ერთი მეორე თუ მესამე კურსელი გაბლატავებული დურაკი მეუბნება პრაფესორივით: მე ჩემი ცხოვრების და მოღვაწეობის (დევეეეცი...) ამ ეტაპზე ტექნიკაზე აღარ ვმუშაობო. წაარტყი ახლა ამ ლაწირაკს... დაიმახსოვრე, რო შრომით, შრომით და შრომით მიაღწევ შედეგს. სემესტრული გამოცდები და დიდ დარბაზში დაკვრები და ქეთინო ჩხიკვიშვილის აპლოდისმენტები შედეგი არაა. შედეგი ისაა, რასაც შენ თვითონ უტყუარად იგრძნობ და დაინახავ და ეს მარტო პატიოსანი და უმძიმესი შრომით მოდის. შეეცადე, რო თავისუფალი დრო არ დაიტოვო, ყოველთვის რაღაც აკეთე და რამეზე იმუშავე. რაც შეიძლება ბევრი იკითხე და განონების კეთებასაც ნუ ითაკილებ. ძაან მაგარი ხარ და ასე კარგად თუ უკრავდი, მართლა არ მოველოდი. პრინციპში, მამაშენს რო გაეგრძელებინა, დღეს კორსანტია ვინ იქნებოდა მაგასთან. ეს მარტო ჩემი აზრი არაა და აბა შენ იცი, ეგრე გააგრძელე ბოლომდე. |
Posted by: ცოტნე_91 16 Nov 2008, 09:11 |
მამა_ლოზა ვაჰ შენ გაიხარე... ოქროს სიტყვებია! |
Posted by: chorven:) 16 Nov 2008, 19:52 | ||
ცოტნე_91
ვერ ვიწერ რაფიდშეარზე ატვირთე რა |
Posted by: ცოტნე_91 16 Nov 2008, 21:37 |
chorven:) http://rapidshare.com/files/164389284/Track_No03.wav |
Posted by: rockataka 18 Nov 2008, 19:30 | ||
Andy_Kaufman
ასე გულიანად, კარგა ხანია არ მიცინია. შენ გაიხარე |
Posted by: Andy_Kaufman 18 Nov 2008, 21:01 |
rockataka ..................................... |
Posted by: ცოტნე_91 18 Nov 2008, 23:26 | ||
Andy_Kaufman
პიანისტობამ არ იცის თითებზე კუნთები, სხვა რამემ იცის... |
Posted by: chorven:) 20 Nov 2008, 18:00 |
ცოტნე_91 გენაცვალეეეე |
Posted by: srt-8 27 Nov 2008, 20:46 |
სცენაზე გასვლის წინ ნერვიულობისგან თითები რო არ გაგიოფლიანდეს რა უნდა ქნა? |
Posted by: მამა_ლოზა 27 Nov 2008, 22:24 | ||
მაგას მეკითხებოდა გოგა დოლიძე სამი წლის წინ. |
Posted by: palindromi-x 27 Nov 2008, 22:31 | ||
srt-8 REXSONA |
Posted by: Qotani 27 Nov 2008, 22:33 |
ლორდი და ჰენსლი არიან ჩემი უსაყვარლესი პიანისტები მარა ეს ჰარკ როკია და მე კიდე კლასიკაში დამიპოსტია |
Posted by: MementoMori 1 Dec 2008, 17:50 |
Martha Argerich პიანისტი, რომელიც სცენაზე სასწაულებს ახდენს... |
Posted by: watch_out_someone_is_in_the_room 2 Dec 2008, 17:56 |
ახლა ვნახე ძაან მაგარი ფილმი დიდ პიანისტებზე http://www.dvdtimes.co.uk/content.php?contentid=4825 |
Posted by: მამა_ლოზა 3 Dec 2008, 01:11 |
watch_out_someone_is_in_the_room ვააა, ძაან მაგარი ხარ. თუ ჩამოსაქაჩ ლინკსაც დადებ, ხო ვაFშე დაგლეჯ. |
Posted by: watch_out_someone_is_in_the_room 3 Dec 2008, 14:52 |
მამა_ლოზა დიდი მადლობა შექებისათვის. რაც შეეხება ჩამოსაქაჩ ლინკს, ფილმი არის 500 მეგაბაიტზე მეტი, ოლდრაივზე და ოლშეაზე ვერ ვტვირთავ, არ ვიცი რატომ, ხოლო სხვა ფაილ ჰოსტინგებს საერთოდ აღარ ყავთ დედა... ტორენტ ლინკის დადება შემიძლია თუ მოუნდება ვინმეს Edit: http://www.bitenova.nl/tt/mtbq6 |
Posted by: doctor ako 11 Dec 2008, 16:07 |
გამარჯობათ. დიდი ხანია ვეძებ ერთ თანამედროვე კლასიკას,პიანინოზე ასრულებენ.მეორე არხზე წლების წინ ბაკურ ბაკურაძეს მიჰყავდა გადაცემა "პოდიუმი" და მანდ ჟღერდა ხშირად.ან სახელი მითხრათ რა ქვია. |
Posted by: aca baca banci bunca 20 Dec 2008, 23:31 | ||
watch_out_someone_is_in_the_room
"პიანისტობა ჩლიქების გამაგრებამდე თუ მოსწარი, თორემ მერე გვიანია?"-პონტია? |
Posted by: watch_out_someone_is_in_the_room 21 Dec 2008, 14:00 | ||
aca baca banci bunca
დაახლოებით |
Posted by: doctor ako 25 Dec 2008, 16:24 |
"პიანისტებო" არ გახსენდებათ "ის" მელოდია. ძალინ პოპულარული იყო 90-იან წლებში. (რუმ ტარა რირი რა, რუმ ტარა რირი რა , რუმ ტარა რირი რა, რუმ ტარა რირი რა, - რამ ტირა რირა,დარარარაა ,დარარა...... ასე ვღიღინებ.) |
Posted by: WAGNERITE 4 Jan 2009, 17:14 |
http://files.mail.ru/GLERYU |
Posted by: watch_out_someone_is_in_the_room 9 Jan 2009, 00:59 |
WAGNERITE დიდი მადლობა -------------------------------- ხალხო ვინმე ცნობილი პიანისტი გაგიგიათ, ადრეულ ასაკშივე რომ არ დაეწყოს მუსიკის შესწავლა? |
Posted by: lizi_95 9 Jan 2009, 12:48 | ||||||
ოოო... ეგენი დუეტში მაგრები არიან. დავამუღამე გარჩევა ანას შავები აცვია და ნიას წითლები (ან პირიქით ) მაგათმა თუ იცი 11 000 აიღეეეს???? მე მაქვს ძალიან ცუდი ხელის აპარატი ანუ თითების დამოუკიდებლობა , არპეჯიოები მიჭირს და მაჟა მაქვს მოუქნელი. რა სახის სავარჯიშოები გავაკეთო.... |
Posted by: ცოტნე_91 9 Jan 2009, 13:44 | ||
lizi_95
ჩერნის მიაწექი |
Posted by: lizi_95 9 Jan 2009, 16:29 | ||||
და გამომისწორდება???? 740 ოპუსი ხო???? აუცილებლად ვცდი, გამოვიტან სრულ კრებულს და ვნახოთ მერე იმედია მეშველება. აუუ შენი შესრულებით ბეთჰოვენი ძალიან მომეწონა მაგრამ მთავარია ეცადო რომ უფრო და უფრო წინ წახვიდე. აიი გოგო რო დგას ელისო ვირსალაძესთან ეგ მე ვარ შარშან წინ შემოდგომაზე. |
Posted by: chorven:) 9 Jan 2009, 18:06 |
ცოტნე_91 lizi_95 გენაცვალეთ |
Posted by: ცოტნე_91 9 Jan 2009, 19:00 | ||
chorven:)
ვზაიმნო |
Posted by: srt-8 9 Jan 2009, 23:52 | ||||
მეც მასე ვარ თითქმის იმიტო რო 4 წელი არ ვუკრავდი თანდათან შევდივარ ფორმაში ეხლა სისტემატიური მეცადინეობა შველის მაგას |
Posted by: fergusonscottie 10 Jan 2009, 00:51 |
lizi_95 ჩერნის მნიშვნელობა იქ მთავრდება, სადაც შOპენის იწყება. ასე რომ, ჩერნის დედაც, მექნიკური ჰანონი უკეთესია ან ლისტის სავარჯიშოების სამტომეული, ასევე იოჟეფ გატის წიგნი, კორტოს ლექციები და მარგარეტ ლონგის სავარჯიშოები. ჩერნის 740 ძალიან ტკბილი და საყვარელი რამეა, აუცილებლად გამოადგება ყველას |
Posted by: ცოტნე_91 10 Jan 2009, 09:41 | ||
fergusonscottie შენ რო არ ჩააიმასქნა ყველაფერში ხომ არ შეიძლება რა!
რახმანინოვი პიანისტი არ იყო? იმხელა კაცს მესამე კონცერტი ჰქონდა დაწერილი მაგრამ მაინც ჩერნის უბერავდა მთელი ცხოვრება |
Posted by: fergusonscottie 10 Jan 2009, 14:31 | ||
ცოტნე_91
სერიოჟა ყურბანა თათარი იყო, რაც ქონდა იმას უკრავდა ალაბათ |
Posted by: lizi_95 10 Jan 2009, 15:46 | ||
ხოოოო... მართალია. ელისო ეხლაც ჩერნის მეცადინეობს ხოლმე ზოგჯერ. მე კიდევ კლემენტის ეტიუდები გავარჩიე ძალიან ბევრი - მარტივი გასარჩევებია და მაგიტომ. ნელ-ნელა დამეტყო უკვე, განსაკუთრებით მარცხენა ხელზე. მეოთხე კლასის ჩათვლით 15 წუთი ვმეცადინეობდი დღეში როგრ ფიქრობთ გამები და არპეჯიოები (მაგალითად რომელიღაცა ტონალობაში) არ დამეხმარებააა???? |
Posted by: fergusonscottie 10 Jan 2009, 16:01 | ||
lizi_95
ვიღაც ძალიან დიდი პიანისტი ამბობდა, რომ მხოლოდ გამების დაკვრა ყველა ტონალობაში საკმარისია ტექნიკის სრულყოფისათვის. |
Posted by: lizi_95 10 Jan 2009, 17:10 |
ჰოოო. ყოველდღე ვეცდები რომ დავუკრა, ჰარმონიულ გამებს გაშლილად უკრავენ? ტუ მარტო პირდაპირია? |
Posted by: ცოტნე_91 10 Jan 2009, 18:36 | ||||||
fergusonscottie
აბა რა უნდა გელაპარაკო...
როგორც შენ გაგისწორდება მარა ამ დიდ პიანისტს
მაინცდამაინც ბოლომდე ნუ ენდობი... რავი, ეგ ჩემი აზრია |
Posted by: srt-8 10 Jan 2009, 20:23 |
fergusonscottie მართალი ხარ, რაღა ჩერნი ბარემ შოპენი დაუკარი შოპენს როგორ დაუკრავ ეგ კიდე ცალკე თემაა მთავარია ჩერნივით არ დაუკრა რაც ჩერნის გარჩევაში დრო უნდა დაკარგო ბარემ რა ეწიუდსაც უკრავ იმ დროში ის დაუკარი |
Posted by: ცოტნე_91 10 Jan 2009, 20:32 | ||||||
srt-8
შოპენამდე მისვლაა საჭირო თუმცა შოპენამდე რომ მიხვალ მერეც ძალიან სასარგებლოა ჩერნი... ეს ისე...
დროის დაკარგვაა ეგ?
|
Posted by: srt-8 10 Jan 2009, 21:17 | ||
ცოტნე_91
ჩემი მასწავლებელიც მაგას ამბობს, მარა ვერ დავამუღამე რაღაც ხო ეხლა შოპენამდე და ლისტამდე თუ არ ხარ მისული ჩერნი ან მაშკოვსკი უნდა უკრა ჩათვლებიო ხო მაინც არი სკოლში, ჰოდა ბარემ ეგენი დაუკარი რაღა ახალი გაარჩიო თქო |
Posted by: Unfinished_Sympathy 10 Jan 2009, 21:35 |
გამარჯობა პიანისტებო მეც მოგეკუთვნებით, ოღონდ უნიჭო პიანისტთა სიაში ვარ 7 წელი დავდიოდი მუსიკაზე ძალით და ზიზღით, დამთავრების შემდეგ საერთოდ აღარ მივკარებივარ პიანინოს, ახლა კი სურვილი გამიჩნდა მივუბრუნდე დაკვრას ძაააალიან მინდა კარგად ვუკრავდე, არა უბრალო სიმღერებს არამედ კლასიკას, სერიოზულ კლასიკას. ვატყობ ცოტა გამიძნელდება, სმენაც დამიქვეითდასავით, მაგრამ სურვილი დიდია. ვგიჟდები კარგად რომ უკრავენ პიანინოზე მიყვარხარ პიანისტო |
Posted by: Charles IX 10 Jan 2009, 21:52 | ||
Unfinished_Sympathy
შენც დაუკა... დღეში ასე 3-4 საათი... |
Posted by: srt-8 10 Jan 2009, 22:01 |
ისა რა მაინტერესებს მისაღებ გამოცდაზე რეპრიზები იკვრება? (მოცარტის სონატაში) |
Posted by: Unfinished_Sympathy 10 Jan 2009, 22:01 |
Charles IX რა დავუკრა? ნოტებს ვეღარ ვცნობ |
Posted by: ცოტნე_91 10 Jan 2009, 22:02 | ||
რამდენისგან გამიგია... მე მგონი ამ ზიზღს არაპროფესიონალური სწავლების მეთოდი განაპირობებს, რომლითაც სავსეა ჩვეულებრივი მუსიკალური სკოლების უმრავლესობა... |
Posted by: srt-8 10 Jan 2009, 22:04 |
Unfinished_Sympathy ნოტებს ვეღარ ცნობ რას ნიშნავს 7 წელი თუ ისწავლე გინდა 1 წელი გესწავლა გადათვლა ხო მაინც შეგიძლია ჰოდა დაიწყე მარტივით და თანდათან გაართულე |
Posted by: chorven:) 10 Jan 2009, 22:21 | ||||
Unfinished_Sympathy
მეც მასე ვიყავი, შვიდწლედის მერე 5 წელი აღარ გავკარებივარ და მერე მომინდა ისევ ნოტები გადავთვალე მეც და ისე დავწერე ხელით, თვასლაჩინოდ მედო რომ გადამემოწმებინა ხოლმე, თან ისეთ ნაწარმოებებს ვარჩევდი, რისი ჩანაწერიც მქონდა, რომ შეცდომები არ გამპარვოდა გარჩევისას (ვაი ჩემს პატრონს! ) ეხლა რაღა თქმა უნდა, ისევ აღარ ვუკრავ ცოტნე_91
მე მასწავლებელი მყავდა, რომელმაც ბგერის მნიშვნელობა მგონი საერთოდ არ იცოდა, როგორ მემეცადინა, ის ხომ არ მასწავლა, მთავარი იყო დამეკრა თავიდან ბოლომდე სწორად და მერე მეუბნებოდა, აქ შეგეშალა, იქ ნელა და ა.შ. საბოლოოდ, მეშვიდე კლასში შემეცვალა მასწავლებელი, ჩემი ცუდად იყო და დავიშოკე, იმდენი რამ გავიგე, არაჩვეულებრივი პედაგოგი შემხვდა და მარტო ეს ერთი წელი ვისწავლე, მე რომ მკითხოთ მეც, რა თმა უნდა, ძალით მათრიეს |
Posted by: Unfinished_Sympathy 10 Jan 2009, 22:25 |
srt-8 მარტივს ვცნობ, აი ძნელი რომ არის მაგას ვეღარ ვცდი აბა, ხვალიდან დავიწყებ., შედეგებს შეგატყობინებთ ცოტნე_91 მასწავლებელი კი იყო ძლიერი, მაგრამ ეტყობა იმ მუსიკალურ ნაწარმოებს არ მირჩევდა რაც მე მომეწონებოდა, მარა არც მასეა საქმე, წესით მე ვინ უნდა მეკითხებოდეს რას მომცემენ სასწავლად და რას არა. |
Posted by: watch_out_someone_is_in_the_room 10 Jan 2009, 23:16 |
მე კიდე სულ გამოვშტერდი მუსიკის სწავლა გვიან დავიწყე - 14 წლის ვიყავი. შვიდწლედი სამ წელიწადში დავამთავრე. და როგორც კი დავამთავრე მაშინვე დამეწყო "კრუნჩხვები". მთელი დღე დავდივარ და თითებს ვათამაშებ, ფილმებს ვუყურებ პიანისტებზე, მთელი დღე ნაწარმოებებს ვარჩევ და ვუკრავ იმაზე მეტს რამდენსაც მუსიკის სწავლისას ვუკრავდი. ახლა ბეთჰოვენის მეათეს ვეჩალიჩები |
Posted by: ცოტნე_91 10 Jan 2009, 23:32 | |||
Unfinished_Sympathy
მე უბრალოდ ის ვიგულისხმე რომ ძალიან ბევრი ადამიანი მეუბნება, მუსიკის მასწავლებლები თითებში სახაზავს მირტყავდნენო... watch_out_someone_is_in_the_room მიაწექი OFFTOPIC:
|
Posted by: Unfinished_Sympathy 10 Jan 2009, 23:42 | ||
ცოტნე_91
არა , ეგ არასდროს მომხდაარა chorven:) ეუF, რამდენი ჩAლიჩი ჭირდება |
Posted by: fergusonscottie 11 Jan 2009, 00:05 | ||
ცოტნე_91
ნუ გავიწყდება, რომ მე ჩერნის ასაკი მაშინ გამივიდა, შენ რომ მოევლინე ამ ქვეყანას |
Posted by: ცოტნე_91 11 Jan 2009, 13:05 | ||
fergusonscottie
შენი შოპენის ჩანაწერი არ გაქვს? მომასმენინე რა! |
Posted by: fergusonscottie 11 Jan 2009, 15:20 | ||
ცოტნე_91
არ მაქვს, მე იდუმალებით მოცულ ლეგენდად უნდა დავრჩე, რომლესაც ჩანაწერები არ დაუტოვებია - ლისტის პონტში |
Posted by: ცოტნე_91 11 Jan 2009, 16:37 | ||
|
Posted by: repera10 11 Jan 2009, 17:00 |
ლოზა რა კაცია ისე რა გინდა იუმორი ფეთქავს, ამ თემაში მაინც |
Posted by: ცოტნე_91 11 Jan 2009, 18:02 |
repera10 აბა ლოზა? ეგ ლოზა კი არა Fitzcarraldoა |
Posted by: repera10 11 Jan 2009, 18:07 | ||
ცოტნე_91
მართლა? ერტიდაიგივე კაცია ფრიცკარალდო და დელპიეროსავატარიანი? ხოდა ამ თემასი იმიტომ დავპოსტე რომ წუხელ ღამის 5 საათზე პირველად ცხოვრებაში გამიჩნდა უდიდესი სურივლი, სურვილიც არ იყო, რაღაც ღვთაებრივი და გონების შემძვრელელი ისა რა ქვია , რომ დამეკრა პიანინოზე რაიმე გრძნობისმიერი დამამშვიდებელი ლამაზი სონატა ან ასეთი რამე ისე მინდოდა აი თითქოს ჩემი მოწოდება იყო |
Posted by: ცოტნე_91 11 Jan 2009, 18:10 |
repera10 არა, დელპიეროსავატარიანი ფიცკარალდო არ არის. ეგ მართლა ლოზაა ფერგიუსონი არის ფიცკარალდო |
Posted by: fergusonscottie 11 Jan 2009, 18:15 | ||
repera10
არა. მე არ ვარ ლოზა, მე ვარ იდუმალებით მოსილი პიანისტი, რომელიც არც საჯაროდ დაუკრავს და არც ჩანაწერს დატოვებს. ერთი ჩემსავით იდუმალებით მოცუდლი უნგრელი პიანისტის ერვინ ნიეგჰაზის ვიდეო: http://www.youtube.com/watch?v=WB8RfLtVgpU |
Posted by: repera10 11 Jan 2009, 18:20 | ||||
ცოტნე_91
ეს მომეწონა fergusonscottie
ვაიმე შენ გებრძოდი ამდენი ხანი? მე კიდე მგონია ლოზას ვებრძვი ემკეის ძმაკაცს ვიცი და გავიგე რომ ჩანაწერი არ გაქვს ისეთი პიანისტი ხარ respect dude ვახ რასაშვება ეგ კაცი ცოტათი შემეცოდა ნამეტანი ოსტატურია ეგა |
Posted by: fergusonscottie 11 Jan 2009, 19:31 | ||
repera10
იქნებ მეც ვარ კეის ძმაკაცი, მაგ რეპერის მაგისი? |
Posted by: repera10 11 Jan 2009, 19:34 | ||
fergusonscottie
ეგ რა ნიშნავს ძმა რო თუ რამე პრობლემა მაქვს კეისთან დავწერო აქვე? :| კაი ძმა არაფერი პროსტა ემკეის ძმაკაცია მეთქი თორე მეტი კი არაფერი პროსტა ერთია რა ძმა ტოქსის ძმაკაცი ვარ და არ გადამეყაროს თქვენი სასტავი სადმე თორემ ქუჩის მეორე მხარეს გადავალ ხოდა ასე IP-ი დამიწერე |
Posted by: fergusonscottie 11 Jan 2009, 19:53 | ||
repera10
ქეის სასტავს არ ვიცნობ, ქეის ვიცნობ, ისიც მხოლოდ ქეის კლასიკურ მხარეს |
Posted by: Charles IX 11 Jan 2009, 20:05 |
repera10 fergusonscottie მორჩა ქეი-ჩეთაობა... |
Posted by: lizi_95 11 Jan 2009, 23:51 |
აუუ არპეჯიოების მეცადინეობას რა ვქნა ჩერნი მირჩევნია, იმედია რაღაც შედეგს ეგეც გამოიღებს. |
Posted by: srt-8 12 Jan 2009, 14:07 |
lizi_95 შენ რომელ მუსიკალურში სწავლობ? სახეზე მეცნობი რაღაც კონცერტზე მეყოლები ნანახი |
Posted by: ცოტნე_91 12 Jan 2009, 18:38 |
srt-8 ლიზიკო ჩვენია, ათწლედელია |
Posted by: srt-8 12 Jan 2009, 19:58 |
ცოტნე_91 1 მუსიკალური? --------------------------- |
Posted by: ცოტნე_91 12 Jan 2009, 20:35 |
srt-8 ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო გიმნაზია |
Posted by: watch_out_someone_is_in_the_room 12 Jan 2009, 21:34 |
http://www.youtube.com/watch?v=d08bftfuBW0 ამ კაცზე რას ფიქრობთ? |
Posted by: lizi_95 12 Jan 2009, 22:41 | ||
ხოოო რა თქმა უნდა ათწლედელი ვარ, და მე და ლიზა რამიშვილი ყველას ერთმანეთში ვერევით რატომ არ ვიცი, მაგრამ მაგის კონცერტზე მეც მილოცავდნენ, არადა გარეგნულად საერთოდ არ ვგავარ და ინსტრუმენტი ხო საერთოდ, ლიზი ჩელისტია და მე პიანისტი. ცოტნე პირველ არხზე ის რა კაი რაღაცა თქვი "მე კარგად ვიცი ამ მუსიკის ფასი და ვინც არ იცის თავისი პრობლემააო" სრულიად გეთანხმები |
Posted by: ცოტნე_91 12 Jan 2009, 22:49 | ||
lizi_95
ალბათ სხვა ცოტნეში გერევი... |
Posted by: srt-8 13 Jan 2009, 00:10 |
ცოტნე_91 ნიჭიერთა ათწლედი ანუ? ათარბეგოვზე რო იყო და ეხლა ჭავჭავაძეზე როა |
Posted by: chorven:) 13 Jan 2009, 00:12 | ||
ცოტნე_91
რაო? |
Posted by: ცოტნე_91 13 Jan 2009, 10:36 | ||||
srt-8
ჰო, ადრე ნიჭიერთა ათწლედი რომ იყო და ეხლა მთამსვლელთა ათწლედი როა chorven:)
რიავიცი აბა... |
Posted by: lizi_95 13 Jan 2009, 19:17 | ||||
ხოო თოვლი რომ მოდის ვარიანტი არაა რო ახვიდე.
ეეე კარგი რა სენდი იყო კიდე ძაან მაგარი "ყოველთვის ვიცი რომ კარგად დავუკრავო" მართალია სულ კარგად უკრავს და. |
Posted by: chorven:) 14 Jan 2009, 06:00 |
lizi_95 ნუ უსმენ შენ მაგათ ნათქვამს ჯერ |
Posted by: lizi_95 14 Jan 2009, 17:53 |
ხოო სენდი 11 საა, და ცოტნემ მართლა კაი რაღაცა თქვა. აუ 23 ში რაღაც გრანდიოზული კონცერტი იგეგმება ექვსზე დიდ დარბაზში |
Posted by: ცოტნე_91 14 Jan 2009, 18:18 | ||
lizi_95
მართალია... მოხვალ? კიარადა... lizi_95 chorven:) მოხვალთ? |
Posted by: chorven:) 14 Jan 2009, 19:01 |
ცოტნე_91 რა პროგრამა სრულდება? |
Posted by: lizi_95 14 Jan 2009, 19:51 | ||||
უნდა დამეკრა მაგრამ ვერ მოვასწარი მომზადება აუცილებლად მოგისმენთ. გუნდში ვიმღერებ ალბათ ბოლო ნომერია.
ბოლო ნომერი მოსწავლეთა სიმებიანი ორკესტრი (თ. ბათიაშვილის ხემძღვანელობით) და მოსწავლეთა გუნდები (გ. მუნჯიშილის და მ. ოცხელის) ასრულებენ ვივალდის გლორიას. მანამდე ვიცი რომ ირმა გიგანი შოპენის რე ბემოლ მაჟორულ ნოქტურნს უკრავს (ოპ.27 #2) და დანარჩენები არ ვიცი... ისე ვიცი რომელი ბავშვებიც უკრავენ, და კიდევ კურსდამთავრებულები. ჩვენი ბავშვებიდან არიან : ცოტნე, ელენე შავერზაშვილი (ეს მაგარი ვინმეა 8 წლისაა) , ირმა გიგანი, ანა ყიფიანი, ანა გოგავა, მარი მაჩაიძე, სენდი ვართანოვა, ლიზი რამიშვილი, სანდრო სიდამონიძე, თორნიკე უგრეხელიძე... და კურსდამთავრებულები - დები სულხანიშვილები ,ბერაია, და რავიცი ჯერ არ გადაუწყვეტიათ ბოლომდე. * * * ცოტნე_91 მე იცი რომელი ვარ? ერთი დებილი გოგო რო მოგადგა კულისებში მცირეში რომ იყო კონცერტი 18 დეკემბერს დებიუსის რომ უკრავდი, და რომ გითხრა youtube - ზე გნახე თქო ეგა ვარ. მაშინ ვუკრავდი სკარლატის სონატას მი მინორს ფლეიტასთან. |
Posted by: ცოტნე_91 14 Jan 2009, 19:59 | ||
lizi_95
ვიცი რომელიც ხარ, გგონია არ გიცნობ? |
Posted by: srt-8 14 Jan 2009, 22:19 |
lizi_95 ცოტნე_91 ვიქნები მაგ კონცერტზე მგონი, შეიძლება ჩემმა მეგობარმა დაუკრას |
Posted by: lizi_95 15 Jan 2009, 12:17 | ||||
ხო რა ვიცი...
მოდი მოდი, მოუსმინე ბავშვებს და მერე ალა ფურშეტიც იქნება ! |
Posted by: fergusonscottie 15 Jan 2009, 18:42 |
ჩაიშალა ეს კონცერტი, გიგანის ბაბუას ცალი ულვაში ატრუსვია და ირმამ უარი განაცხადა კონცერტში მონაწილეობაზე... |
Posted by: lizi_95 16 Jan 2009, 16:18 | ||
ირმა ეხლა ჩემთანაა ასე რომ სრულად უარყოფს არსებულ სიუტუაციას, და უკრავს რე ბემოლ მაჟ. ნოქტურნს შოპენის. თან იძახის მე უარიც რომ ვთქვა ათწლედში ბევრი ჩემზე მაგარი და ნიჭიერი ბავშვიაო. ისე ჩემი აზრით ჩაგეთვალა |
Posted by: srt-8 16 Jan 2009, 19:09 | ||
lizi_95
მასე რო იყოს რაღა გვიჭირს |
Posted by: ცოტნე_91 16 Jan 2009, 19:16 | ||||||||
fergusonscottie
აი საიდან მოგიფრიკინებს ხოლმე ეგეთი სველი აზრები რა lizi_95
+1 srt-8
+2 |
Posted by: lizi_95 17 Jan 2009, 23:31 | ||
აბა აბა +3 ცოტნე ხო იცი იბერიაზე გატრიალებენ თუ რაღაც ეგეთი როა საპატრიარქოს არხი აი მანდ.23 ში 6ზე მოდით ყველა ვისაც დაგაინტერესებთ. შემოსვლა უფასოა, კონსერვატორიის დიდ დარბაზში. და უკრავენ მხოლოდ "STARS". და ცოტნესაც იხილავთ. ძალიან მაგარი იქნება! კურს დამთვარებულებიც მონაწილეობენ ანა და ნია (მაგათი გარჩევა ვერ დავამუღამე) და კიდევ ვიღაცეები იქნებიან ზუსტად არ ვიცი. |
Posted by: watch_out_someone_is_in_the_room 18 Jan 2009, 00:46 |
ესეიგი მე რომ მოვიდე შეიძლება? ----------------------------- |
Posted by: ცოტნე_91 18 Jan 2009, 13:18 | ||
watch_out_someone_is_in_the_room
კეჰ! |
Posted by: watch_out_someone_is_in_the_room 18 Jan 2009, 14:15 |
ცოტნე_91 ჰეჰე მაგარია... კლასიკური მუსიკის კონცერტზე ჯერ არ ვყოფილვარ. |
Posted by: lizi_95 18 Jan 2009, 15:27 |
ცოტნე_91 გივი მუნჯიშვილთან ხომ არ დადიხარ საგუნდო-სადირიჟოროზაე? იმ დღეს ამბობდა რეპეტიციაზე (მე მარინა ოცხელთან ვარ მაგარი გიჟი როა და ეხლა ჩვენ და გივის ბავშვებმა ერთად უნდა ვიმღეროთ 23 ში) ბიჭები მაკლიაო და თითქოს ცოტნეც ახსენა ასე რომ თუ შეძლებ მოდი ოთხშაბათსაა 3ზე. |
Posted by: ცოტნე_91 18 Jan 2009, 16:13 | ||
lizi_95
სულ ტყუილად გინდა გაგიმხილო ერთი საიდუმლო? გუნდზე ცხოვრებაში არ ვყოფილვარ |
Posted by: lizi_95 18 Jan 2009, 19:57 | ||
ვეეჰ რა ბედნიერებაა, რა ქენი მოსმენაზე, სხვებმა როგორ დაუკრეს? ირმა გიგანმა ნორმალურადო და რავიცი... ისეთი კონცერტია ყველამ მაგრა უნდა დაუკრათ. ! ! ! ! ! ! ასე რომ "ნი პუხუ ნი პირა" |
Posted by: palindromi-x 19 Jan 2009, 15:53 |
lizi_95 თქვენთან PM არ მუშაობს? |
Posted by: lizi_95 19 Jan 2009, 22:13 |
რავი მე ახალი არაფერი არ მომდის და. ცოტნე რას უკრავ 23 ში? |
Posted by: fergusonscottie 19 Jan 2009, 22:59 | ||
lizi_95
ჩიბურაშკას სიმღერას უკრავს, აბა მაგან სხვა რა უნდა დაუკრას, ისე, რაც მართალი მართალია, ჩიბურაშკას სიმღერა კარგად გამოსდის, კაი დინამიკა, ჯიგრული აგოგიკა და რავი - ფერწერულად უკრავს რა, მთელი პლასტებია ... ცოტნე, გვიყვარხარ! |
Posted by: ცოტნე_91 19 Jan 2009, 23:36 | ||||
fergusonscottie
ვზაიმნო
ცოტა უკეთესი ხუმრობა ვერაფერი ვერ მოიფიქრე? ეგ ესეთია აი >>> |
Posted by: lizi_95 20 Jan 2009, 19:40 | ||
+1 შენ ის თქვი რას უკრავ! |
Posted by: lizi_95 23 Jan 2009, 22:37 |
ცოტნე ბრავოოო მაგარი იყავი და საერთოდ არაჩვეულებრივი კონერტი იყოო |
Posted by: ცოტნე_91 23 Jan 2009, 22:54 | ||
lizi_95
-7655665465474748 |
Posted by: lizi_95 26 Jan 2009, 21:29 |
ჩემი აზრით უკეთესადაც შეგეძლო, თან ბევრად, მაგრამ მაინც ძალიან კარგად დაუკარი, თავის თავად ფანტაზია ძალიან დიიდ ვირტუოზობას მოითხოვს. ურთულესი ნაწარმოებია. ანა გოგავას ვერ ვუსმინე გუნდმა გამათრია.... ხომ კარგად დაუკრა? |
Posted by: ცოტნე_91 26 Jan 2009, 21:52 | ||||||
lizi_95
+1
-1111111111111111111111111
არ ვიცი, ვერც მე ვერ მოვუსმინე გატეხილში ვიყავი |
Posted by: lizi_95 28 Jan 2009, 22:03 |
30 ში უკრავს ანა ყიფიანი დიდ დარბაზში მაგრამ მოსწავევებითაა და ვერ შევაღწევთ :| |
Posted by: fergusonscottie 28 Jan 2009, 23:33 | ||
lizi_95
ამისთაბას რას უკრავს, რო ვერ შევაღწევთ??? აკი ელისოზე და სოტკილავაზე პირველ რიგში ვიჯექი |
Posted by: Primavera 29 Jan 2009, 16:20 | ||
ნამდვილად არ იქნება ბილეთები? |
Posted by: lizi_95 29 Jan 2009, 21:19 |
მე ასე ვიცი რომ მოსწავევებს აგზავნიან, იტალიიელების და ვატიკანის ელჩის პროექტია, მერე სამში თუ ოთხში ჩვენი მოსწავლეთა ორკეტრი და ანა იტალიაში მიდიან კონცერტებით და ამიტომ 30 ში აქ ააქვთ,. იტალიელები თვითონ პატიჟებენ ხალხს. |
Posted by: srt-8 29 Jan 2009, 21:22 |
lizi_95 კონტროლიორთან უნდა ჩააწყო და შეგიშვებენ |
Posted by: Primavera 29 Jan 2009, 22:52 |
ბრავო ანას!!! კარგი გოგოა |
Posted by: chorven:) 30 Jan 2009, 01:39 | ||
lizi_95
ჰოდა მაგ იტალიელებთან დარეკეთ საელჩოში, ოხრად ექნებათ ბილეთები და სულ ხათრით დაპატიჟებული ხალხის წაყვანას, თქვენ მიგიწვიონ, მით უმეტეს, თუ გაინტერესებთ! |
Posted by: lizi_95 30 Jan 2009, 17:48 |
მეც ეგრე ვფიქრობ, ეხლა ერთი მოსაწვევია ოჯახში და ჩხუბი მიდის ვინ წავა... მამაჩემი წავა და მე შევძვრები ალბათ იმიტომ რომ ძალიან საინტერესო კონცერტი იქნება ძალიან კარგი გოგოა ანა, კარგად უკრავს! |
Posted by: srt-8 7 Feb 2009, 18:31 |
აუ წელს რა კონკურსია კონსერვატორიაში 6 ადგილია მარტო |
Posted by: watch_out_someone_is_in_the_room 7 Feb 2009, 19:29 | ||
ხოო... მძიმე შემთხვევაა. კიდევ კაი არ ვაბარებ თუმცა ჩამბარებლებიც არ უნდა იყვნენ ბევრნი |
Posted by: srt-8 7 Feb 2009, 22:34 |
watch_out_someone_is_in_the_room 8 თუ 10 კაცი ნიჭიერთა ათწლედი რო იყო მაქედან აბარებს, 5 კაცი მეორე ნუსიკალური სკოლიდან, ბარნოვზე როა. შარშან დარჩენილიო 10 აბიტურიენტია 8+5+10=23 მაგას დაუმატე კიდე სხვადასხვა კოლეჯების ხალხი 30 მაინც უნდა იყოს. 6 ადგილზე 30 კაცი როგორია ანუ 1 ადგილზე 5 კაცი თან ზოოტექნიკუირი ფაკულტეტი ხო არაა ყველა მეტ ნაკლებად კარგადაა მომზადებული ანუ მოკლედ რომ ვთქვა დამენ##ა |
Posted by: Charles IX 8 Feb 2009, 01:49 |
ჩეთი თუ არ შეწყდება, იძულებული გავხდები თემა დავხურო... |
Posted by: fergusonscottie 9 Feb 2009, 14:25 | ||
Charles IX
ოპერის ადმინისტრაციამ მხატვრული ღირსებები დაუწუნა ძველ დადგმებს და რეპერტუარიდან მოხსნა, ეხლა ოპერაში მხოლოდ ბალეტები იდგმება, შენც ასე არ დაგემართოს |
Posted by: doctor ako 10 Feb 2009, 21:48 | ||
დეკემბერში დავწერე, გავიმეორებ თებერვალში ... იქნება და ვინმეს გაახსენდეს და დადოს . . |
Posted by: srt-8 11 Feb 2009, 21:17 |
დაღმავალი ქრომატიული გამა რომელი თითებით ჯობია? მაგალითად სიდან 1 3 1 3 1 3 2 1 3 1 3 2 1 4 1 3 1 3 2 1 3 1 3 2 მე პირველი ვარიანტი უფრო ჩქარა გამომდის მარა ლისტში მგონი მეოთხე თითით უნდა დაიკრას არაფერი იცით ამასთან დაკავშირებით? |
Posted by: palindromi-x 11 Feb 2009, 21:26 |
srt-8 პედაგოგი არ გყავს????????? |
Posted by: srt-8 11 Feb 2009, 21:32 |
palindromi-x პედაგოგმა მთავარია კარგი იყოს და თუ გინდა ცხვირით დაუკარიო |
Posted by: palindromi-x 11 Feb 2009, 21:39 |
srt-8 მერე ცხვირით ვერ მოიხერხე ჯერ? |
Posted by: srt-8 11 Feb 2009, 21:41 |
palindromi-x ცხვირის მონაცემები არ მიწყობს ხელს |
Posted by: ani-ana1 17 Feb 2009, 20:22 |
მეც ვყოფილვარ ეგრე რასაც 10 წელია ვუკრავ, დაკვრის მომენტში ვდრუგ მერევა და ვეღარ ვუკრავ მერე თავიდან ვიწყებ და ჩვეულებრივად ვაგრძელებ |
Posted by: srt-8 17 Feb 2009, 21:00 | ||
სად სწავლობ? |
Posted by: ani-ana1 19 Feb 2009, 00:28 |
ბბ. არსად ბავშობაში დავდიოდი 2 წელი და მერე ჩემით გავაგრძელე და კარგად ვიცი |
Posted by: srt-8 19 Feb 2009, 01:08 | ||
---------------------------- |
Posted by: ani-ana1 19 Feb 2009, 22:01 |
მ ? . |
Posted by: better late than never 20 Feb 2009, 21:28 |
srt-8 დაუშვებელია არაფერია დღეს, მაგის გამო ხომ არავინ გირტყვავს სახაზავს თითებში. ამიტომაც, როგორც მოგეხერხება ისე დაუკარი, მიტ უმეტეს თუ პირველი ვარიანტი გამოგდის. |
Posted by: Circus_Closet 20 Feb 2009, 21:31 |
ვა კლავიშნიკს ვეძებ 2 კვირაა და ვერ მიპოვნია და ეს თემა კიდე პირველად ვნახე აბა აქაც ვცდი მინდა კლავიშნიკი ბენდისთვის ესე იგი სტილი : ინდი-პოპ-ექსპერიმენტალ მსურველებს ველი პიემში საკუთარი ინსტრუმენტი (ელექტრო კლავიში) აუცილებელია !! |
Posted by: Charles IX 20 Feb 2009, 23:08 | ||
Circus_Closet
ბახის დაკვრას აპირებს ბენდი, შუმანის თუ შოპენის? |
Posted by: Circus_Closet 21 Feb 2009, 01:06 | ||||
Charles IX
ბახი ინდიში ვერ გავა მარა შოპენი პოპ ში და შუმანი ექსპერიმენტალში თავისუფლად |
Posted by: fergusonscottie 27 Feb 2009, 17:02 |
ყველაზე დიდი ქართველი პორტრეტისტის შესრულებული ყველაზე დიდი ქართველი პიანისტი |
Posted by: lizi95 14 Mar 2009, 21:09 |
უუჰ ეს მეც მაქვს სახლში (ოღონდ ორიგინალი არა) და ეს პიანისტი ძალიან ძალიან მიყვარს |
Posted by: fergusonscottie 14 Mar 2009, 23:17 | ||
lizi95
ორიგინალი გივი ფარასტაშვილის კოლექციაშია |
Posted by: lizi95 16 Mar 2009, 22:12 | ||
აბა ელისოს რომ სახლში უკიდია ეგ ორიგინალი არაა???? |
Posted by: BUTUSA 16 Mar 2009, 22:33 | ||
წელს ვამთავრებ!!! მუსიკალურ სასწავლებელს ოღონდ ... არ მკითხოთ ოღონდ რა დღეში ვარ, თან უნიში ვსწავლობ თითებს ვავარჯიშებ ხოლმე ჩუმად ხან მარშუტკაში, წარმოვიდგენ სხვადსხვა ადგილს და ,,ვუკრავ" ხან შესვენებებს შორის ლექციებზე საათობით ჯდომას ვერ ვახერხებ ... პ.ს. მაგიდაზე ვარჯიში ძააან მაგარია |
Posted by: katolino 18 Mar 2009, 15:05 |
პიანისტებმა მამებს უნდა უყურონ..დატკბნენ და ისწავლონ.. აი ნახეთ რა თითებიაა Bach J. S. - Toccata E Fuga - Karl Richter http://www.radikal.ru დასახელება: ი.ს.ბახის საორღანო ტოკატა E ფუგა. შემსრულებელი: კარლ რიხტერი წელი : 1971 ჟანრი : საორგანო მუსიკა ხანგრძლივობა : 09:30 ზომა : 98 Мб ხარისხი : TVRip ფორმატი : AVI ვიდეოკოდეკი: DivX აუდიოკოდეკი : MP3 ვიდეო : 704x528 (1.33:1), 25 fps, DivX Codec 5.x or 6.x აუდიო : 44.100 kHz, MPEG Layer 3, 2 ch, ~128.00 kbps avg ХХ საუკუნის ერთ ერთი ბრწყინვალე შემსრულებელი, კარლ რიხტერი ასრულებს ბახის საორღანი შედევრს Toccata E Fuga ს . http://join.ge/music/classic/8326-bach-j.-s.-toccata-e-fuga-karl-richter.html |
Posted by: lizi95 19 Mar 2009, 20:17 | ||||
კიი +1 მართლა კარგია.
მაგარიააა |
Posted by: ცოტნე_91 19 Mar 2009, 23:02 | ||
მე ვერ დავამუღამე... არ დამცინოთ... |
Posted by: მამა_ლოზა 19 Mar 2009, 23:07 |
ცოტნე_91 ბიჭო, როგორაამეთქი შენი საქმეები?? გაქვს რამე ,კაი ამბავი? |
Posted by: ცოტნე_91 19 Mar 2009, 23:11 |
მამა_ლოზა რა გაინტერესებთ? NEC-ში ჩავაბარე უკვე... |
Posted by: F_R_E_Y_A 20 Mar 2009, 00:23 | ||
ვინმეს გირტყამდნენ სახაზავს თითებში? ისეც არაადამიანური შრომაა და სახაზავიც თუ ვინმემ გირტყა, სუიციდისკენ გიბიძგებს |
Posted by: chorven:) 20 Mar 2009, 01:22 |
ცოტნე_91 რაო, სად და როგორ ჩავაბარეო? |
Posted by: fergusonscottie 20 Mar 2009, 01:28 | ||
chorven:)
ერთ ტუტუც ქართველ პიანისტთან ჩააბარა ობმასლენდში |
Posted by: chorven:) 20 Mar 2009, 03:43 | ||
fergusonscottie
თორაძესთან? ამიხსენით ერთი |
Posted by: ცოტნე_91 20 Mar 2009, 09:30 | ||
fergusonscottie
გაილახები შენ |
Posted by: chorven:) 20 Mar 2009, 15:46 |
ცოტნე_91 ჰე, ბიჭო, ამიხსენი, სად ჩააბარე, ამაგი თუ არ მაქვს, ჩემს თვალწინ მაინც ხარ გაზრდილი (ფორუმის ფარგლებში) |
Posted by: fergusonscottie 20 Mar 2009, 16:26 |
chorven:) სად ჩააბრა და ჯანდაბაში, წვრილთვალება იაპოშკებთან ერთად ისწავლის და სწრაფად დაკვრაში შეეჯიბრება (რა თქმა უნდა ვერ აჯობებს) მერე შორეულ ლეგენდის პოზას მოირგებს და კონცერტით აღარასოდეს არ ჩამოვა. და კიდე ატრაკებენ, პიანიზმის დიდი სკოლა იკარგებაო, დაიკარგება აბა რა ამათ ხელში, ბლია ჰა ჰა ჰა |
Posted by: chorven:) 20 Mar 2009, 18:10 | ||
fergusonscottie
ეგ ყველაფერი კარგი და სააად ჩააბარა, საად?! მიყვარს ეს ბავშვი და სადაც არ უნდა იყოს(არ მეუბნებით მაინც და) , ჩვენს კონსერვატორიაზე უკეთესი იქნბა, გული მიგრძნობს და მიხარია! |
Posted by: ცოტნე_91 20 Mar 2009, 18:32 |
chorven:) შემხვდი რა! |
Posted by: chorven:) 20 Mar 2009, 18:44 |
ცოტნე_91 იტალიაში როდის ჩამოდიხარ, მამცნე |
Posted by: ცოტნე_91 20 Mar 2009, 18:48 | ||
chorven:)
აუცილებლად! |
Posted by: lizi95 21 Mar 2009, 22:54 |
ცოტნე საპატრირქოს არხზე იყავი საერთოდ სულ ჩვენები რაიან მანდ, უი იცი საწყალი მსლიტერატურის მასწავლებელი როა მარინა დაფქვიაშვილი მამა გარდაეცვალა, წინა კვირაში ორმოცი იყო და დღეს დედაც გარდაეცვალა |
Posted by: NuciAmyLee 21 Mar 2009, 23:22 |
გაკვეთილზე მივიტანხოლმე ევანესენსის რაღაცეებს :დ მიყვარს პიანინო |
Posted by: Charles IX 21 Mar 2009, 23:25 |
ეს თემა მთლიანად ჩეტად იქცა. თუ ასე გაგრძელდა დავხურავ. |
Posted by: fergusonscottie 31 Mar 2009, 04:22 |
აი, რა დარჩა პოგორელიჩისგან |
Posted by: Contralto 3 Apr 2009, 15:33 |
თამარ ბერაიას კონცერტზე ვიყავი ამასწინათ კონსერვატორიის დიდ დარბაზში და ფრიად მოხიბლული დავრჩი! მაშ ასე, რა შეასრულა - პირველი განყოფილება: ბახი, 5 ქორალური პრელუდია (ნუ, ეს ნაკლებად საინტერესოდ მომეჩვენა, უფრო ერთგვარ მოთელვას გავდა, კონცერტის შემდეგი ნომრებისთვსი მომზადებას) ბეთჰოვენი, 32-ე სონატა (აფიშაზე რატომღაც "ბეთ-ხ-ოვენი" ეწერა ) აი, ამ სონატის მეორე ნაწილს ისე უკრავდა, რომ მოსმენა ერთი სიამოვნება იყო - ლამის ფიზიკურ დონეზე. ძალიან ძალიან ძალიან დახვეწილი და საინტერესო შესრულება იყო. სასწაული პიანოებით... ისეთი ბგერა ჰქონდა, მეგონა გაგიჟებული ბეთჰოვენი მელაპარაკებოდა პირადად მეორე ნაწილი: დებიუსის სამი ეტიუდი (იქიდან გამომდინარე, რომ დებიუსი საერთოდ არ მიყვარს და ეს აშკარად ჩემი პრობლემაა ვერ ვიტყვი, რამდენად კარგი იყო) შუმანის "კარნავალი" - აი, ეს იყო დღესასწაული!!! იშვიათად მქონია განცდა საფორტეპიანო კონცერტებზე ჩვენთან, როდესაც სრულიად გავიწყდება სად ზიხარ, რას აკეთებ, არაფერი არ გაღიზიანებს გარემოში, არც ვიღაც უზრდელი მაყურებლის ჩურჩული შენს უკან ან გევრდით და მთლიანად მუსიკაში ხარ ჩაფლული. ბერაიას შუმანი ნამდვილად ასეთი იყო. ვუსმენდი და ვკაიფობდი! აი, ყოჩაღ, თამარა!!!! ბისზე მესიენი დაუკრა, "ოცი მზერიდან". მე ვიტყოდი, ძალიან კარგად, თუმცა, შუმანის მერე მესიენი ბისზე ცოტა წამგებიანი გამოჩნდა, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ძალიან კარგი იყო. მოკლედ, ამიერიდან, როცა თამარ ბერაიას დავინახავ აფიშაზე, აუცილებლად ვეცდები, კონცერტი არ გავმაზო. დიდი რესპექტები მას ჩემგან |
Posted by: fergusonscottie 3 Apr 2009, 15:42 | ||
Contralto
ჟალკაя ლიტერატურщინა |
Posted by: Contralto 3 Apr 2009, 15:48 | ||
fergusonscottie
დანარჩენი თქვენთვის მომინდია, პროფესიონალებისთვის |
Posted by: lizi95 3 Apr 2009, 16:24 |
ათწლედში მასტერკლასებს ატარებს ჰ. ი. შტრუბი, ვინმემ ხომ არ იცით როგორი მუსიკოსია? |
Posted by: ცოტნე_91 3 Apr 2009, 18:06 | ||
lizi95
კარგიააააააა იf რა კაი იყო შარშან Weidenkam-ში... |
Posted by: fergusonscottie 3 Apr 2009, 21:32 |
ცოტნე_91 კორსანტია კაი პიანისტია, მარა censored ნუ მაიძულებ დაგვორნო... |
Posted by: Primavera 4 Apr 2009, 00:23 | ||
Contralto
იმ დღეს მეც ვიყავი მაგრამ, სამწუხაროდ პირიქით ვიყავი მაგ სიტუაციაში ჩაფლული |
Posted by: MaShiko-MuSicology 4 Apr 2009, 21:04 | ||
აქამდე ცოტა არ იყოს და სკეპტიკურად ვუყურებდი ამ გოგოს... საერთოდ ვეღარ ვცნობ!! ძალიან კარგი იყო. მართლა. ნანა ხუბუტია გმირია რა!!! |
Posted by: lizi95 5 Apr 2009, 13:20 | ||
ჰოო დღეს ჩამიტარა და მაგარი კაცია თან კარგი პროფესიონალია, გერმანულად მელაპარაკებოდა ძალიან საინტერესო რჩევები მომცა და ყველაფერზე sehr gut, sehr gut - ს ამბობდა, კარგი ბავშვი ხარო ჰოდა მერე თქვა რომ კიდევ ერთხელ უნდა მოგისმინოო . თან ეს სონატა ორ კვირაში მაქ გაკეთებული ეხლა მთხოვა შუმანი მოამზადეო/ |
Posted by: ცოტნე_91 5 Apr 2009, 23:04 | ||
lizi95
ტიმს მისწერე PM და მგონი გეტყვის |
Posted by: lizi95 6 Apr 2009, 17:33 |
ხალხოო ხვალამდე ძალიან გთხოვთ საბავშვო სცენების გარჩევა მომაძებნინეთ |
Posted by: srt-8 6 Apr 2009, 18:09 |
ტფუი ამის დედაც რა....... დღეს საშინლად დავუკარი #8 ეწიუდი დახურულზე ოქტომბერში გავარჩიე, გადადებული მქონდა, 2 კვირაა რაც ვუკრავ მარა რეპეტიციაზე და სახლში მეტნაკლებად კარგად გამომდიოდა ტემპი ავიღე საშინელი, ურითმო უმუსიკო და მოკლედ რა ვერ ვისწავლე სცენაზე დაკვრა ნერვებზე ვარ........ ნოტები შემომეჭამა მანამ სახლამდე მოვაღწიე გადავდებ ეხლა ამას ერთი კვირა და მერე ვნახოთ აბა |
Posted by: ცოტნე_91 7 Apr 2009, 00:08 |
srt-8 ხშირად უნდა გახვიდე ხოლმე სცენაზე და მიეჩვევი |
Posted by: srt-8 7 Apr 2009, 09:31 | ||
გაიხარე -------------------------------- * * * ცოტნე_91 შენზე თქვეს მაგარი ყური აქვსო |
Posted by: watch_out_someone_is_in_the_room 9 Apr 2009, 23:11 |
თქვენი აზრით ადამიანს რომელმაც 14-15 წლის ასაკში დაიწყო დაკვრის სწავლა, შეიძლება რომ ქოდნეს რამე პერსპექტივა, წარმატების მიღწევისა პიანიზმში? |
Posted by: MaShiko-MuSicology 9 Apr 2009, 23:19 |
watch_out_someone_is_in_the_room კი, კი და კი 1.თუ აქვს ნიჭი 2. თუ აქვს დიდი სურვილი 3. თუ იმუშავებს ბევრს 4 თუ მივა კარგ (ოღონდ მართლა კარგ) პედაგოგთან |
Posted by: srt-8 10 Apr 2009, 11:43 | ||
ყვლაფერი შესაძლებელია გააჩნია რამდენად მოინდომებს ადამიანი |
Posted by: ცოტნე_91 10 Apr 2009, 11:49 | ||
srt-8
ვინ თქვა? |
Posted by: srt-8 10 Apr 2009, 12:04 | ||||
როგორ თქვეს? თახსირები მაგენი |
Posted by: ცოტნე_91 10 Apr 2009, 12:53 |
Posted by: srt-8 10 Apr 2009, 13:00 |
--------------------------------------------------- |
Posted by: ცოტნე_91 10 Apr 2009, 13:39 | ||
srt-8
რატოოო? |
Posted by: srt-8 10 Apr 2009, 14:16 | ||||
კინაღამ არ შემეწერა |
Posted by: watch_out_someone_is_in_the_room 10 Apr 2009, 17:06 | ||||
მეც მასე ვფიქრობ. |
Posted by: ცოტნე_91 10 Apr 2009, 19:07 | ||
srt-8
ვაააა საღოლ... და შენ საიდან? |
Posted by: srt-8 10 Apr 2009, 19:30 |
ცოტნე_91 მცირეში მოგისმინე ერთხელ თქვენი ათწლედის 70 წლისთავის კონცერტი იყო თუ რაღაც ეგეთი |
Posted by: watch_out_someone_is_in_the_room 10 Apr 2009, 19:48 |
http://www.youtube.com/watch?v=A799HrP3POM ავღფრთოვანდი |
Posted by: lizi95 10 Apr 2009, 23:16 |
ცოტნე დღეს რატო არ უკრავდი შტრუბის კონცერტზე??? მე დავუკარი ყიფიანმა გოგავამ ბოკუჩავამ კიდე შავერზაშვილმა ტყპებმა სულხანიშვილებმა და კიდე ვიღაცეებმა ყველას გვარი არ ვიცი ზეპირად |
Posted by: deka136 11 Apr 2009, 22:35 |
დიდი ბოდიში მყუდროებას რომ გირღვევთ და თქვენს დიად ყურადღებას ვიპყრობ, მაგრამ სხვანაირად არ ძალმიძს თუ არ შეწუხდებით, შეგიძლია ამ სიმღერის ნოტები მომიძებნოთ? მართალია, არც შოპენია და არც ბეთჰოვენი, მაგრამ უკიდეგანოდ მჭირდება http://www.youtube.com/watch?v=RQM-mXoM7_c |
Posted by: srt-8 12 Apr 2009, 23:03 |
ერთი ადგილს ბევრჯერ ვუკრავდი წეღან ვითომ უკეთესი ბგერა მინდოდა და ეხლა ჭუჭყიანად გამომდის რა მინდოდა რა |
Posted by: watch_out_someone_is_in_the_room 12 Apr 2009, 23:11 | ||
დაუკარი კიდევ ცოტა ხნის მერე და გამოსწორდება, აბა რას იზამ. |
Posted by: srt-8 12 Apr 2009, 23:26 | ||||
ხვალე მაქვს დასაკავი კომისიასთან დავიღალე დღეს დიდი ნახტომებითაა მარცხენა ხელი და ,,ვმაზავ" მარჯვენაშიც არადა არაფერი არაა ისეთი ცხოვრებაში არ ამრევია ეგ ადგილი ნერვები მომიშალა რა |
Posted by: watch_out_someone_is_in_the_room 12 Apr 2009, 23:36 |
ხოხო რა აპასნი რამე ჩანს რა ნაწარმოებია? |
Posted by: srt-8 12 Apr 2009, 23:40 |
watch_out_someone_is_in_the_room უნგრული რაფსოდია #12 ლისტის აპასნი და ჯანდაბა მაგას ხვალე არ მქონდეს დასაკრავი თორე რა უნდა |
Posted by: fergusonscottie 13 Apr 2009, 03:38 | ||
srt-8
დღეს ცხრამეტივე ჩავარაკრაკე ფურცლიდან ზოგი კაი გამოვიდა |
Posted by: fergusonscottie 13 Apr 2009, 03:43 |
აი, რაფსოდიების მამა ვინაა!! მოუსმინეთ ჰამბურგს და არა ციფრა-აკრობატს |
Posted by: srt-8 13 Apr 2009, 10:43 |
fergusonscottie ჩანაწერები ხო არ გაქვს მაგ შემსრულებლის? #12 მაინტერესებს განსაკუთრებით ციფრა არ მომეწონა მუსიკის ამბავში მაინცდამაინც. უცნაურად აზროვნებრს რაღაც * * * შოპენის #8 ეწიუდი რამდენად რთულად ითვლება? ეხლა ვუკრავ მაგას, აქამდე შოპენის არცერთი ეწიუდი არ მაქვს დაკრული მეტრონომის ტემპით (მეოთხედი)=176 ნორმალურად გამომდის სახლში და რეპეტიციაზეც, დახურულზე ცუდად დავუკარი ძაან ამიჩქარდა, მარცხენა მიდევდა მარჯვენას და მოკლედ ჯერ კიდე 2 თვე მაქვს და რამდენად შესაძლებელია რო გამომივიდეს? |
Posted by: ცოტნე_91 14 Apr 2009, 13:31 |
ხალხო ენჰარმონიული ნოტები ლიგით რომ გადავაბათ ეს ნოტი უნდა გამეორდეს თუ არა? |
Posted by: srt-8 14 Apr 2009, 15:39 | ||
ალბათ კი ენჰარმონიულია მარა ხო სხვადასხვანაირად იწერება რავიცი აბა მასწავლებელმა არ ვიციო? |
Posted by: Woland3D 14 Apr 2009, 17:42 |
ამბობენ რიხტერი ტექნიკის გასაუმჯობესებლად სავარჯიშოებს არ უკრავდა, მართალია? |
Posted by: fergusonscottie 14 Apr 2009, 17:51 | ||
Woland3D
სავარჯიშოები ჩემი ჰამბლ ოპინიონით დრპოის კარგვაა, მხოლოდ გამები სრულიად საკმარისია |
Posted by: watch_out_someone_is_in_the_room 14 Apr 2009, 18:27 |
Woland3D მე სულ ცოტა ხნის წინ ვნახე ფილმი რომელშიც თავად ოთხმოცი წლის რიხტერი ყვება თავის "თავგადასავალს". ამბობს რომ არასოდეს დაუკრავს არც სავარჯიშო და არც გამები |
Posted by: ცოტნე_91 14 Apr 2009, 18:56 | ||
srt-8
მასწავლებელს კი არა ვის არ ვკითხე და ხან კის მეუბნებიან ხან არას. მასწავლებელმა თქვა არ უნდა გამეორდესო... შოპენის მესამე სონატის დამუშავებაში შემხვდა, სოლ# გადაება ლა ბემოლს ხოდა არ ვიცი რა წყალში გაავვარდე |
Posted by: srt-8 14 Apr 2009, 19:26 | ||||
მაგის მეტი პრობლემა აღარაა ხო? ვკითხავ აბა ჩემ ყველაფრისმცოდნე მასწავლებელს პ.ს. ესმა ქირია თუ გაგიგია, თქვენ ათწლედში ასწავლის 2 სიტყვით შეგიძლია მIთხრა რამე? როგორი პედაგოგია? |
Posted by: lizi95 14 Apr 2009, 19:36 | ||
თუ ნინოს აზრი დაგაინტერესებს ვკითხავ |
Posted by: MaShiko-MuSicology 14 Apr 2009, 20:02 | ||
არა, ჩემი ღრმა რწმენით არა, ენჰარმონიული ბგერები თუ ლიგით ებმება, ალბათ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩაწერისთვის იყოს მოსახერხებელი, ბგერის სიმაღლე ხომ არ იცვლება, ე.ი. არ უნდა დაიკრას. და საერთოდ, რა აბსურდია ენჰარმონიული ბგერების ლიგით დაბმა, თუ ზუუუსტად იმ ადგილად გადახრა ან მოდულაცია არაა? მოკლედ, ასეთ შემთხვევებში მთავარია რა ისმის |
Posted by: srt-8 14 Apr 2009, 20:17 |
MaShiko-MuSicology აბა თუ არც გადახრაა და არც მოდულაცია, ენჰარმონიული ნოტები როგორ გაჩნდება? |
Posted by: MaShiko-MuSicology 14 Apr 2009, 22:07 |
srt-8 ზოგჯერ ეს უბრალოდ კომპოზიტორების "ახირებაა" წერენ ხოლმე, მაგრამ საჭირო სულ არაა. ზოგჯერ კი შეიძლება იმიტომ, რომ სეკუნდები არ დაეშენონ ერთმანეთს, წასაკითხადაა მოუხერხებელი, დასაწერადაც |
Posted by: doctor ako 15 Apr 2009, 19:00 | ||
გამარჯობათ.
აპრილშიც გრძელდება ძებნა |
Posted by: srt-8 15 Apr 2009, 21:30 |
lizi95 გილოცავ! დღეს ძაან მომეწონე! ყოჩაღ! |
Posted by: ცოტნე_91 15 Apr 2009, 22:12 | ||
srt-8
უუუუუძლიერესი!!! თავს ვდებ მაგაზე! |
Posted by: srt-8 15 Apr 2009, 22:24 |
ცოტნე_91 მადლობა მაინც აღარ მივდივარ, ჩემ მასწავლებელს დავჯერდები დღეს ოპერაში შენ იყავი? ბოლოდან მეორე რიგში? |
Posted by: ცოტნე_91 16 Apr 2009, 12:52 | ||
srt-8
|
Posted by: srt-8 16 Apr 2009, 21:44 | ||||
უცებ მიგამსგავსე ეტყობა დაიკიდე დღეს ციცო ხომერიკს ვკითხე და არ უნდა გამეორდესო, მანდ ტონალობა იცვლება და იმიტოა მასეო |
Posted by: lizi95 17 Apr 2009, 13:29 | ||
რას? სად? ...??????? შუმანიი???? უი მადლობა. მაგრამ პირველ პიესაში ერთი ნოტი ჩავარდა ცუდი ინსტრუმენტი დგას იქ. |
Posted by: srt-8 17 Apr 2009, 14:21 | ||||
შენ მომეწონე, 4 კლასელი რო იყო ბიჭი (ტრიფონი მგონი) და არაბესკას რო უკრავდა დებიუსის ის გოგო ზევითა კლასები ცოტა... რავი აბა მე ვიზე რას ვამბობ მარა მაინც საკომპოზიციოზეც მაგრა ვიღადავე |
Posted by: lizi95 17 Apr 2009, 19:08 | ||||
ეგ მე არ მომეწონა, ძალიან დიდი ამბით ჩაარიხინა ის ექსპრომტი, ასე რომ ექსპრომტს ნაკლებად გავდა
ვაიმე ის გოგო რო იყო, რაღაცა დაუსრულებელს რომ უკრავდა და თანაც უაზროს და ქამუშაძეებს მოუსმინე???? შევეწირე იმ პიესას აღარ დაამთავრეს |
Posted by: srt-8 17 Apr 2009, 19:14 |
lizi95 რავიცი... ყველას სხვადასხვა აზრი აქვს 4 კლასელის კვალობაზე, ბევრი ქონდა ნაშრომი, თან ხასიათიც მომეწონა მართალი ხარ, ექსპრომტი სხვანაირად უნდა დაიკრას, მარა ეგ ალბათ უფრო პედაგოგის ბრალია. საკომპოზიციოზე ორივე ,,შედევრი" იყო ლიგეტის მერე გარეთ გამოვედი, თათიამ რო დაუკრა ქამუშაძეები? თანამედროვეს უკრავდნენ ეგენიც ხო? გარეთ ისმოდა რაღაც |
Posted by: lizi95 18 Apr 2009, 18:02 | ||||
თვითონ ბიჭი მართლა ძალიან ნიჭიერი უნდა იყოს, რადგან ამდენი შეძლო. ჯერ მისთვის ექსპრომტი ძალიან ადრეა.
კარგად გაგისწრია, თორემ ბოლოში თაკო მიდელაშვილს ჯაზი რომ არ დაეკრა მე ცოცხალი ვერ გადავრჩებოდი. ძალიან კარგად დაუკრა, ცნობილი "Autun leaves" და სულ იმპროვიზაციებით, მიჭიერი გოგოა. საკომპოზიციო განყოფილების მოსწავლეებმა ზედმეტად ისახელეს თავი. ვირსალაძის ბავშვს კიდევ არაუშავდა, რაღაცას მაინც გავდა და პირველი რო იყო იმისი სრულიად უაზრო იყო და ფორმაც არ ჰქონდა შეკრული. ვინმე ხომ არ იყავით ირმა გიგანის კონცერტზე 16ში? დიდ დარბაზში დაუკრა მოცარტის 21-ე საფ. კონცერტი ნიკა მემანიშვილის ორკესტრთან ავნერ ბირონის დირიჟორობით. თავისი ასაკისთვის ირმამ კარგად დაუკრა , საერთოდ ძალიან ნიჭიერი ბავშვია და ურთულესი კონცერტია. ორკესტრი კი სამარცხვინო იყო, ვალტორნისტები მთვრალები იყვნენ |
Posted by: Charles IX 18 Apr 2009, 18:21 | ||
lizi95
ორკესტრი იმდენად სამარცხვინო იყო, რომ რეპეტიციაზე ბირონმა გამების დაკვრა მოსთხოვა... |
Posted by: srt-8 18 Apr 2009, 19:34 | ||
lizi95
კარქი რა 2 წუთიანი რაღაც 2 აკორდის ინტერპრეტაცია იყო კულისებში ვინც იყო იქ ნახვარზემეტი დაუკრავდა ექსპრომტად ეგეთ რამეს |
Posted by: lizi95 18 Apr 2009, 19:57 | ||||
ხო, რავიცი რაღაცა საშინელებები იყო საერთოდ არ უნდა გასულიყვნენ კონცერტზე
ვიცი, ირმა გაგიჟებული იყო რო მიყვებოდა, ძალიან ცუდადაა ჩვენი საქმე |
Posted by: watch_out_someone_is_in_the_room 19 Apr 2009, 17:30 |
არადა მაგრად მაინტერესებდა ეგ კონცერტი... მეთქი ჩამოვიდა ვინცხა კაი დირიჟორი-თქვა, აგერ ნიჭიერი ბაღანე პიანისტი გვეზრდება, მოცარტს დაუკრავენ-თქვა, თქვენ კიდე რაებს წერთ სხვათაშორის ორკესტრისთვის მე პირადად არ მომისმენია მაგრამ იმ დღეს "არტ-ბულვარში" იყო ჩვენი დირიჟორი - კახიძე, და იმან თქვა ამ ორკესტრის წაყვანა არსად შემრცხვებაოო... ვეღარ გევიგე... |
Posted by: WAGNERITE 19 Apr 2009, 18:18 | ||
watch_out_someone_is_in_the_room
თავად თუ არ შერცხვება წასვლა... |
Posted by: Charles IX 19 Apr 2009, 18:22 | ||
watch_out_someone_is_in_the_room
ეეეჰ, "რაც ერი, ის ბერიო"... |
Posted by: fergusonscottie 19 Apr 2009, 18:33 | ||
watch_out_someone_is_in_the_room
კაია, როცა მუსიკოსი ეროვნული მონაპოვარი ხდება, "სიმღერა ჩემს სიდზე" "ჩვენი დირიჟორი - კახიძე" .... და ასე შემდეგ. |
Posted by: watch_out_someone_is_in_the_room 19 Apr 2009, 20:25 | ||||
Charles IX
ეს ვერ მივხვდი fergusonscottie
ამ პრინციპით სიდიც მუსიკოსი გამოდის ... ხო... იყავით ვინმე მოკლედ კონცერტზე? თვითონ იმ გოგოზე რას ფიქრობთ? კარგად დაუკრა? |
Posted by: Charles IX 19 Apr 2009, 20:50 | ||
watch_out_someone_is_in_the_room
რაც ორკესტრი, ის დირიჟორიო.... ან პირიქით... |
Posted by: fergusonscottie 19 Apr 2009, 21:22 | ||
watch_out_someone_is_in_the_room
ცუდად არ დაუკრავდა, ამ ასაკში ბავშვები კარგად უკრავენ, უფრო სწორად, კარგად ასრულებენ პედაგოგის მითითებებს, აი, როცა უპედაგოგოდ რჩებიან, მერე ერხევათ ხოლმე, ამიტომაც იკარგებიან ნიჭიერი, ზენიჭიერი, სუპერნიჭიერი და ჰიპერნიჭიერი ათწლედელი ვუნდერკინდები ეს პოსტი ზოგადია და რა თქმა უნდა არ ეხება ირმა გიგანს. |
Posted by: lizi95 23 Apr 2009, 15:37 | ||||
ურთულესი კონცერტია #21 და ამიტომ 12 წლის ასაკში მისი დაკვრაც რთულია, თავისი ასაკისთვის ძალიან კარგად დაუკრა, ბავშვს რაც შეეხება აქვს კარგი მონაცემები და მეტი შეუძლია. (ყველაფერს ინტერნეტში ვერ დაწერ)
ეგ ყველა ვუნდერკინდზე არ მართლდება მაგ. ანა ყიფიანს ნაღდად არ დაერხევა უპედაგოგოდ ის უკვე ჩამოყალიბებული მუსიკოსია არც ანა გოგავას დაერხევა და არც ცოტნეს. მე რაც შემეხება ახლავე მაჩვევს ჩემი მასწავლებელი დამოუკიდებლად მუშაობას და არაფრით ნზღუდავს გჰარდა აუცილებელი სტილისა და ა. შ. იმედია არც მე გამირთულდება. |
Posted by: fergusonscottie 23 Apr 2009, 15:53 | ||
lizi95
არ არსებობს მოცარტი ამა თუ იმ ასაკისთვის, თუ რთულია, მაშინ ჯერ ის დაეკრა რაც იოლია. მე კონცერტზე არ ვყოფილვარ და ვერაფერს გეტყვით, სამაგიეროდ მოუსმინეთ ამას: http://www.youtube.com/watch?v=xjOUvnnsss4 |
Posted by: lizi95 24 Apr 2009, 12:02 | ||
მეც მაგას ვფიქრობ +1 |
Posted by: Blondie 9 May 2009, 14:36 |
სულ ტირილით დავამთავრე შვიდწლედი... ეხლა მენატრება... ოღონდ ცოტაა... |
Posted by: lizi95 9 May 2009, 17:47 | ||
ხშირი შემთხვევაა |
Posted by: srt-8 10 May 2009, 00:32 | ||||
დეიდაჩემი IV კლასში იყო, ბრიტვით რო გადაიჭრა თითები გამოცდაზე რო არ დაეკრა |
Posted by: Blondie 10 May 2009, 17:18 | ||
არაა, ეგრეც არ იყოო, გადაჭრით რომ მეთქვა ვინ მაიძულებდა წასვლას, მითუმეტეს რომ მეექვსე რომ დავამთავრე ვეღარ გავაგრძელებდი, საავადმყოფოში ვიწექი ნახევარი წელი და რომ გამოვედი მეთვითონ ვუთხარი ეხლა სულ არ მაინტერესებს, უნდა დავამთავროთქო... უბრალოდ მეცადინეობა მეზარებოდა ძალიან! გაკვეთილამდე 2 საათით ადრე ვჯდებოდი მარტო სამეცადინოოდ... რაც იცით საკმარისი არაა, მითუმეტეს ბოლო კლასებში, როდესაც 3-4 ნაწარმოები უნდა დაუკრა, თითოეული კი მინონუმ 4 გვერდი მაინცაა... აი გამოცდის და კონცერტის წინა კვირას ვაკლავდი ხოლმე მერე თავს... საერთოდ ყველაფერში ეგრე ვარ და ეს რატომ უნდა ყოფილიყო გამონაკლისი... გუნდზე მივდიოდი სიხარულით, ერთი ბიჭი გვყავდა მარტო და ვაგიჟებდით... |
Posted by: lizi95 11 May 2009, 23:02 | ||
მართლა??? ესე როგორ შეაძულეს მუსიკა ? |
Posted by: srt-8 12 May 2009, 12:59 |
lizi95 ჩემნაირი მასწავლებელი ყავდა ალბათ მარა ჩემ შემთხვევაში ვერ მოახერხა შეეძულებინა მუსიკა |
Posted by: lizi95 15 May 2009, 20:59 | ||
შენ საღოლ ვინ გყავდა ასეთი ? (თუ შეგიძლია დასახელება) |
Posted by: fergusonscottie 19 May 2009, 04:19 |
ერთი მოუსმინეთ ამ თავხედ და უნიჭო პიანისტს: http://www.youtube.com/watch?v=xpwVmdoRcCM |
Posted by: ცოტნე_91 19 May 2009, 13:01 |
fergusonscottie ესა? http://www.youtube.com/watch?v=wFkfbJO7aVs |
Posted by: watch_out_someone_is_in_the_room 19 May 2009, 16:04 |
რა თქვა ახლა ამან ასეთი აღმაშფოთებელი? |
Posted by: ცოტნე_91 21 May 2009, 13:36 |
აბა ვინც იცით ინგლისური ცოტათი მაინც, ეს წაიკითხეთ: http://en.wikipedia.org/wiki/J%C3%B3zef_Hofmann ეხლა წავიკითხე და გამოვიმასქნდი |
Posted by: lizi95 21 May 2009, 23:02 | ||
ცოტნე_91 გერმანულად ვიპოვე და წავიკითხე
+1 |
Posted by: fergusonscottie 28 May 2009, 05:38 |
აჰა სასწაული, მუსიკა ახანგრძლივებს სიცოცხლეს Leo Ornstein (1893 – 2002) In early 2002, Ornstein died in Green Bay, Wisconsin, at the age of 108, making him one of the longest-lived composers in American history მოუსმინეთ! წაუგენიოსებს პიანიზმის ამბავში! http://www.youtube.com/watch?v=yNuDjt9wnxE http://en.wikipedia.org/wiki/Leo_Ornstein |
Posted by: lizi95 28 May 2009, 13:36 |
ურააა სპეციალობის გამოცდაში 10 მივიღე, როგორ მოეწონათ!!!!!!!!!!! |
Posted by: KOTRE 3 Jun 2009, 11:06 |
fergusonscottie ეგ მემგონი ერთადერთი შემთხვევაა |
Posted by: fergusonscottie 5 Jun 2009, 04:02 |
აი, ნამდვილი გენიოსი http://www.youtube.com/watch?v=m017xsXZTNc |
Posted by: srt-8 7 Jun 2009, 13:17 |
შოპენს გაუხმა თავი ამ ESTONIAზე არ მიდის მარჯვენა ხელი #8 ეწიუდში ისეთი მძიმე კლავიშები აქვს ვერც რეპეტიციაზე გამოვიდა კარგად, თორე გამოცდის ნერვიულობას დავაბრალებდი არადა სახლში და სხვა ინსტრუმენტზე არაა პრობლემა ქულა დამაკლეს მაგის გამო lizi95 გილოცავ!! palindromi-x მადლობა გამხნევებისთვის ცალკე ვერ გპასუხობ 60% ვორნი მაქვს |
Posted by: palindromi-x 7 Jun 2009, 13:19 |
srt-8 არ იჯავრო - ქულა არაფერს ნიშნავს, მთავარია ტალანტი! |
Posted by: lizi95 7 Jun 2009, 13:59 | ||
მალდობა დღეს რაღაცა კონმცერტზე ვუკრავ მერი დავითაშვილის კვირეული დახურვაა და II განყოფილების ბოლოდან მესამე ვარ :@ |
Posted by: ცოტნე_91 7 Jun 2009, 22:49 | ||
srt-8
მარჯვენა ხელს ვარჯიში უნდა გენც |
Posted by: djbachi 7 Jun 2009, 23:22 |
ვერ ვიტან პიანისტის კონცერტზე ხელებს რომ უყურებენ. უნდა დახუჭო თვალები და უსმინო მუსიკას. ბევრად მაგარია... ჩამქვრალ სცენაზე,მარტო პიანინო,რომ არი განათებული რატომ არ აკეთებენ აქ ეგეთს? უფრო მეტი კონცენტრაცია არ არის? |
Posted by: fergusonscottie 7 Jun 2009, 23:28 | ||
djbachi
მე ვუყურებ ხოლმე, იმიტომ რო ესთეტი ვარ და მიყვარს პლასტიკა, ხელებზე ეტყობა პიანისტს რა ნიცჰის პატრონია |
Posted by: srt-8 7 Jun 2009, 23:31 | ||||
http://www.stamp.caucasus.net/smiles.htm |
Posted by: djbachi 7 Jun 2009, 23:43 | ||||
რაღაც მომენტში სწორი ხარ,მაგრამ ეგ ერთს შეხედავ და მორჩები.. მე ვამბობ,აი დაჯინებით რომ ჩაკირკიტებენ ამ ხელებს...დილეტანტიზმია,მეტი არაფერი,თან ამავდროულად ცუდი საყურებელიცააა. ნუ პიანისტების ექსპერტებზე არ ვგულისხმობ..თქვენ ალბათ პედალს როგორ ადებს ფეხს მაგასაც უყურებთ |
Posted by: fergusonscottie 7 Jun 2009, 23:58 | ||
djbachi
ამ დროს პირიქით, პროფესიონალიზმია თიტების, მტევნის და ხელების მოჟრაობაზეა დამოკიდებული ბგერა, რომნელიც თქვენტვის ასე ძვირფასია. შედარებისთვის ნახეთ ჰოროვიცის და ლაცაბიძის ვიდეოები და მხივდებით რაც ვიგულისხმე. |
Posted by: unknown lady 8 Jun 2009, 00:03 | ||
fergusonscottie
ხო , ჰოროვიცის ხელის მიძრაობას ვაკვირდებოდი მაგრამ djbachi -ის ვეთანხმები როცა კონცერტზე ვარ იქ ესეთი დაკვირვებებისთვის არ მცალია ხელს მიშლის მაგაზე ფიქრი მაგას ჩანაწერშიც მოვახერხებ და სულ ვბრაზდები შუქს რომ არ აქრობენ |
Posted by: djbachi 8 Jun 2009, 00:12 |
fergusonscottie შენ ახლა მთლად ისე ნუ მიყურებ ლოლ...რათ მინდა ვიდეო.ჰოროვიცის დაკვრის მანერა 100 კლასიკური მუსიკის მსმენელიდან 89 მაინც იცის. ისე მაგარი ხუმარა ბიძია იყო ჰოროვიცი..და მაგის ქორწინება კიდე ოო..ჩემთვის რაღაც კარგ ემოციას აღძრავს. დიდი მასეტროს შვილი+დიდი მაესტრო. |
Posted by: fergusonscottie 8 Jun 2009, 01:10 | ||
unknown lady
ეს იმიტომ რო საგანი ბოლომდე არ გესმის, რთულია პიანიზმში გარკვევა |
Posted by: ცოტნე_91 8 Jun 2009, 15:31 | ||||
fergusonscottie
რა გაუ%$#კე ამ ლაცაბიძეს, თავისი გაჭივრება ეყოფა!
ჩაგვიტარეთ გაკვეთილები პროფესორო ცხოვრებაძევ რა! გთხოოოოოოვთ! |
Posted by: Charles IX 8 Jun 2009, 16:30 | ||
ცოტნე_91
თავი მოგბეზრებია? |
Posted by: fergusonscottie 8 Jun 2009, 16:36 | ||
ცოტნე_91
უნდა დააზუსტო, სრული თუ ასოცირებულია პროფესორი ვარ პოსტ-კორსატია მოდი ჩემთან რო ელემენტარულზე დრო არ დავხჯაროთ კაი რამეებს გასწავლი, აი ისე, მიკელანჯელიმ რო ასწავლა პოლინის |
Posted by: unknown lady 8 Jun 2009, 17:26 | ||
fergusonscottie
მე კონცერტებზე პიანიზმში გასარკვევად არ დავდივარ პიანიზმი მე არ მეხება ოდნავადაც კი პს. და ვთვლი, რომ ჰოროვიცის ხელის მოძრაობა ჰოროვიცს ეკუთვნის მხოლოდ და ასე სხვა ვერ დაუკრავს. სხვამ შეიძლება უარესად ან უკეთესად მოახერხოს , მაგრამ ასე არა |
Posted by: watch_out_someone_is_in_the_room 8 Jun 2009, 19:41 | ||
ეგ კაცი მემგონი ვაფშე უცხოპლანეტელია... |
Posted by: ცოტნე_91 8 Jun 2009, 21:54 | ||
fergusonscottie
პოლინი რომელი? მაურიციო როა? რავა ყველა პიანისტია დღეს რა... მასე თუ მასწავლი არ მინდა მაშინ... |
Posted by: fergusonscottie 9 Jun 2009, 00:35 | ||
ცოტნე_91
ტუტუცი ხარ, პოლინი მამაა!!!!!!! ისე, ეხლა სულ ვეღარ უკრავს, არ ვიცი რატომ, მარგრამ ადრე გამოვიდა ფორმიდან მიკელანჯელის ჩანაწერები გავჩითე, 27 წლისა უკრავს ბეთჰოვენის მეხუთეს და იქვე ბონუსად 21 და 22 წლის ასაკში ჩაწერლი გრიგის და ბეთჰოვენის კონცერტების ფრაგმენტებია, ჩაიფსამ ისე უკრავს |
Posted by: palindromi-x 9 Jun 2009, 00:48 | ||
ცოტნე_91 პამპერსის გაკეთება არ დაგავიწყდეს მოსმენის დროს! |
Posted by: doctor ako 9 Jun 2009, 23:09 |
გამარჯობათ. (ისევ) მუსიკას ვეძებ, პიანინოზე უკრავენ,თანმედროვე კლასიკაა,90-იანებში მოდების ჩვენებებზე ეს ტრიალებდა... საქართველოს მეორე არხზე გადიოდა გადაცემა "პოდიუმი",ბაკურ ბაკურაძეს მიყავდა, ბოლოში ამ მუსიკით მთავრდებოდა. ძალინ კარგი მოსასმენია და მელოდიური. ზოგმა მელოდია კი გაიხსენა მაგრამ სახელი რა ქვია ან ვინ არის ავტორი ვერ გავიგეთ. |
Posted by: ცოტნე_91 10 Jun 2009, 14:39 | ||
ფურტვენგლერის ჩანაწერებზე არ ვიფსამ და მაგაზე ჩავიფსამ? აი ელემენტარული მაგალითი: ბეთჰოვენის მე5 კონცერტი - მაურიციო როიალლეწვია: http://www.link.ge/file/257306/Concerto-n-5-in-E-flat-op-73---Abbado---Pollini---Berliner-Philarmoniker--completa-anno-1994-.mp3.html ბეთჰოვენის მე5 კონცერტი - ბიძია ემილი: http://www.link.ge/file/257316/Concerto-No-5-Gilels.rar.html |
Posted by: fergusonscottie 10 Jun 2009, 15:17 | ||
ცოტნე_91
აუ, ძაან იმნაირი ხარ რაააა... ფურტვენგლერი არაა შენი მეტოქე, აი, ახალგაზრდა მიკელანჯელი კი არის რას იზამ, ეგ 19 წლისაც გენიალურად უკრამდა (შოპენის მეორე სკერცო აქვს ჩაწერილი,) ჩვენ კიდე არა ვართ გენიოსები, ჩვენ და კორსანტია კარგად ვუკრამთ მიდიოკრიტიის ევრივეარ, მურეი აბრაჰამი იტყოდა, აი'მ ზეარ ჩემპინო - იქვე დააყოლებდა შევედი საბანაოდ, |
Posted by: KOTRE 10 Jun 2009, 15:42 | ||
ისე ჰოროვიცს კოჭებში ეტყობოდა ებრაელი ვიგოდნიკი რო იყო, იცოდა სტეინვეის რო აჩუქებდა ტოსკანინი (შუტკა) |
Posted by: ცოტნე_91 10 Jun 2009, 19:15 | ||||||||||||
fergusonscottie
რას ვიზამთ
ხელოვნებაში მეტოქეობის და შეჯიბრების დედაც %^#^*&^%!
შოპენის მეორე სკერცოს უკრავდა? ვაააა!
მთლად ეგრეა საქმე? წამო მაშინ აშუშუში ერთად წავიდეთ
ჰა? ქართულად როგორ იქნება ეგ ფრაზა?
გაამოს |
Posted by: djbachi 10 Jun 2009, 23:10 | ||||
ეჰ ტოსკანინი ისეთი კონსერვატორი ტიპი იყო, ისე არ გაატანდა "კაცს" თავის ქალს.ეგეც კაი მაიმუნი იყო ისე წარმომიდგენია არტუროსთან და მისი შვილთან რა ძნელი იქნებოდა ურთიერთობა...საღო ხუმარა პასლედნი რომანტიკ |
Posted by: watch_out_someone_is_in_the_room 19 Jun 2009, 19:40 |
ხალხო უნგრული რაფსოდიები ვისი შესრულებით ჯობია რომ გადმოვწერო? |
Posted by: fergusonscottie 21 Jun 2009, 15:24 | ||
watch_out_someone_is_in_the_room
ციფრას ჩანაწერი ყველაზე გავრცელებულია. მაგრამ საუკეთესოდ მარკ ჰამბურგისა ითვლება არსებობოს 19 პიანისტიშ შესრულებული 19 რაფსოდია, ფანტასტიკური დისკია! |
Posted by: djbachi 21 Jun 2009, 18:09 |
მე აქამდე ჰოროვიცი მეგონა.. ........................................................ |
Posted by: srt-8 21 Jun 2009, 19:06 |
ცოტნე_91 70 მივიღე ამ დაჭიმული ხელით, არადა როგორც დაჭიმვამდე ვუკრავდი 90 ისე მივიღებდი როგორც არაფერი მარა, როგორც დავუკარი ჩემი აზრით 70 ზე მეტი მაინც მეკუთვნოდა ძაან უცნაურად დაწერეს ქულები რამდენიმე ათწლედელს 60 მდე ქულები დაუწერეს. მოკლედ გასვლის თითქმის თეორიული შანსიც აღარ მაქვს. |
Posted by: Walkman123 21 Jun 2009, 20:56 | ||
ამ ქულებში არ ვერკვევი რა ცუდია დაჭიმული რომ გქონდა და სხვა გამოცდა არ არის რამე? მარტო ეს ერთი იყო? |
Posted by: ცოტნე_91 21 Jun 2009, 21:01 | ||
srt-8
+1 საბინა სიმონიას დაუწერეს 80 ქულა, რაც მართლაც ძალიან უცნაურია ჩემთვის მარმარილოსავით გაშეშებული ხელიანი პიანისტისთვის 70 ქულაც ვაჟკაცობის ტოლფასია ჩემი აზრით |
Posted by: srt-8 21 Jun 2009, 21:56 |
ცოტნე_91 კი საბინას მართლა არ ეკუთვნოდა 80 გვარს და სახელს არ დავასახელებ და კიდე ისეთმა ადამიანმა მიიღო 80, 1000 დან 1000 ივე რო იტყვის რო ფიცარიაო (რო მიაკაკუნო ხმას გამოსცემს) არა შეიძლება ადამიანმა ძაან კარგად დაუკრას, მარა ეგ ისე უკრავდა რო სულ რო ყველაზე საუკეთესო ვარიანტი დაეკრა 80ს ვერ მიიღებდა. ექსპერიმენტულ 10 წლედში 1 ნაწარმოებს ვუკრავდი წელიწადში. საჩვენებელზე გავდიოდი და მერე გამოცდიდან მხსნიდნენ. ცხოვრებაში საგამოცდო პროგრამა არ მისწავლია პირველად ცხოვრებაში დავუკარი პრელიუდია და ფუგა პირველად დავუკარი შოპენის ეწიუდი. იანვრის მერე ვისწავლე (გარჩეულიც არ მქონდა) პირველად დავუკარი ლისტის ეწიუდი ექსპერიმენუტულის 9 კლასი დავამთავრემერტო (მერე ვიჩალიჩე და 10წლედის დიპლომი მომცეს) მაგის მერე 5 წელი ინსტრუმენტისთვის თითი არ მიმიკარებია (პირდაპირი მნიშვნელობით) შარშან ზაფხულში ძაააან მომინდა პიანისტობა და გადავწყვიტე კონსერვატორიაში ჩაბარება. 1 წელი მართლა მოვინდომე. განსაკუთრებით იანვრის მერე. მასწავლებელი მყავდა-მარტო უხეშ შენიშვნებს მაძლევდა. მაგ: დღეს არაუშავს, დღეს არ ვარგა, დღეს რაღაცეები კაია.. ცოტა ჩქარი ტემპი აიღე.. ცოტა ნელი ტემპი აიღე.. რასაც ქვია მუშაობა არაფერი გაუკეთებია. ერთადერთი რაც აქვს -გემოვნება. 1 კვირის წინ მანამ ხელი დამეჭიმებოდა ედიკოსთან მიმიყვანეს. ყველაფერი მომისმინა და შემაქო. ძაან კარგი მონაცემები გაქვს, გაცილებით მეტი შეგიძლია ვიდრე უკრავო. გეტყობა რო ეს საქმე ძაან გიყვარს და გულით უკრავო. ეგრე რო დაუკრა 8 მაინც უნდა დაგიწერონო ეგრე მითხრა. არადა არ დამიკრავს ედიკოსთან საუკეთესო ვარიანტი. პრაქტიკა რო არ მქვს სცენაზე ძაან ვნერვიულობ და ბევრს ვკარგავ. ხელიც არაპროფესიონალობით დავიჭიმე. უბრალოდ ძაან მინდოდა წელს ჩაბარება. არ მინდა ხელი ჩავიქნიო. მაგრამ.......... ბევრი მაგრამ არის......... :|||||||||| Walkman123 არა თეორიულის გამოცდაცაა. მარა იმას თითქმის ძალა არ აქვს. ანუ თითმის არ შეცვლის სურათს. სპეციალობას აქვს 9 კოეფიციენტი და თეორიულს 3 ანუ ეს ქულა 3 ჯერ მნიშვნელოვანია თეორიულის ქულაზე :|||| |
Posted by: Walkman123 21 Jun 2009, 22:01 |
srt-8 აპელაცია და ეგეთი რაღაცები არ მოქმედებს მანდ?? მანამდე ხელიც მოგიშუშდებოდა |
Posted by: srt-8 21 Jun 2009, 22:06 |
Walkman123 1)იმათი ბრალი არაა ხელი რო მქონდა დაჭიმული. 2)მუსიკა მათემატიკა არაა რო ერთი ამოხსნა ქონდეს, გიზი ამირჯიბს ვერაფერს დაუმტკიებ, მითუმეტეს მე |
Posted by: palindromi-x 21 Jun 2009, 22:07 | ||
srt-8 არ ჩაიქნიო ხელი - წლევანდელი წლით არ განისაზღვრება ადამიანის (შენი) მთელი მომავალი. იშრომე და აუცილებლად გაგიმართლებს მომავალში! |
Posted by: Walkman123 21 Jun 2009, 22:13 | ||
არ ვიცი რითი გიშველო. უნდა გადაწყვიტო მართლა გინდა მუსიკას გაყვე თუ არა თუ გადაწყვეტ რომ კი, მაშინ მომავალ წელს უნდა გახვიდე აუცილებლად და ხელი არ უნდა ჩაიქნიო, დარწმუნებული ვარ გამოგივა. იმ ფაქტმა, რომ წელს ვერ გახვედი, არ დაგაბრკოლოს და არ გაფიქრებინოს რომ მომავალ წელსაც ვერ გახვალ. მთავარია მიზნად დაისახო მე შენს ადგილას უკეთ მოვემზადებოდი, მართლა კარგ მასწავლებელს მოვძებნიდი და უეჭველი გავიდოდი მომავალ წელსაც. მაგრამ შენი ამბავი შენ იცი! შენ უნდა გააწყვიტო შენი მომავალი. მე რაც შემიძლია - მთელი გულით გისურვებ წარმატებებს პ.ს. იმედი არ დაკარგო!!! |
Posted by: srt-8 21 Jun 2009, 22:16 |
Walkman123 გაიხარე -------------------------- |
Posted by: unknown lady 22 Jun 2009, 00:17 | ||||||||
srt-8 წარმატებებს გისურვებ მთელი გულით მითუმეტეს გითხრეს კარგი მონაცემები გაქვსო ამიტომ თუ გადაწყვეტილი გაქვს პიანისტობა ხელი არ ჩაიქნიო ოღონდ რაღაც მინდა გირჩიო რაც დაწერე ანუ ესენი:
გამოცდაზე პირველად არ გააკეთო. ძალიან ბევრ ნიჭიერ ადამიანს გადაასწრებს ნაკლებად ნიჭიერი ბევრი თუ იმეცადინა ხოდა მასწავლებელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ( ეს კარგია ეს არ ვარგა მეცადინეობა არ არი , მაგას მეც ვამბობ ხოლმე )
- უთქვამთ კიდეც შენთვის ხოდა მოძებნე კარგი მასწავლებელი იმეცადინე ბევრი და ჩააბარე 1 წელი მართლა არ აფერია თან შენს მომავალ პროფესიაში ხალხი ძალითაც რჩება კურსზე უკეთესად რომ დაამთავროს დაუკარი ის ერთი წელი და დაკარგულად არ ჩაგეთვლება პს. წარმატებებს გისურვებ მთელი გულით |
Posted by: srt-8 22 Jun 2009, 00:27 |
unknown lady ჩემი ყველაზე საყვარელი საქმეა მუსიკის დაკვრა. ეხელა დღეში 10 საათს ისე ვუკრავ რო ვერც ვგრძნობ. რაც მთავარია მუშაობის პროცესი მსიამოვნებს დაკვრას თავს აღარ დავანებებ, უბრალოდ საკმაოდ ასაკში ვარ უკვე (20 ის ვარ) თან 2 გან ვსწავლობ კიდე. მომავალ წელს IV კურსზე ვიქნები. 1 წელში ბანკირის და იურისტის დიპლომები მექნება და მერე ვიტაქსავებ მადლობა გულშემატკივრობისთვის |
Posted by: unknown lady 22 Jun 2009, 00:33 | ||||
srt-8
ეს ასაკია?
მაგარია! CSB-ში ხომ არ სწავლობ? თუ პროფესიონალი მუსიკოსობა გინდა განაგრძე თუ არა და პროფესიონალი იურისტი და ბანკირი იქნები |
Posted by: srt-8 22 Jun 2009, 00:39 |
unknown lady 20 წლის აბიტურიენტი არ ტეხავს ცოტა? არა არ ვარ CSB ში, მარა თითქმის ყველას ვიცნობ სწავლით, კი ვსწავლობ სტიპენდიაც მაქვს მომავალ წელსაც ვცდი ალბათ ჩაბარებას. ჯერ არ ვიცი, თუ არა და დავაწვები მაგისტრატურაში (USA) რა მაცინებს |
Posted by: unknown lady 22 Jun 2009, 00:40 | ||
srt-8
არ ტეხავს თან რაღა აბიტურიენტი ( შენ თუ აბიტურიენტი გქვია კიდე) მოკლედ წარმატებები |
Posted by: fergusonscottie 22 Jun 2009, 02:11 | ||
srt-8
ეგ არაფერი, მე სულ არსად არ მისწავლია და ცოტნეებს და ოხრებს ჯიბეში ჩავისვამ ხელიც მეჭიმება, დორბლებიც მომდის და ფორტეებზე ქვეშაც ვიფსამ ხოლმე. შენ თუ დაკვრა გიყვარს, ღმერთისთვის დაუკარი და მიმღები კომისიისთვის დაუკრას საბინა სიმონიამ |
Posted by: KOTRE 22 Jun 2009, 11:26 | ||||
ეგ არასდროს არ იფიქრო, სწავლა არასდროს არ ტეხავს, მითუმეტეს ასეთი ღვთაებრივი საქმის
+1 |
Posted by: srt-8 24 Jun 2009, 00:54 |
თეორიაში ჩავიჭერი 47 ავიღე 50.1 გამსვლელი იყო სპეციალობის ქულა მყოფნიდა. ადგილები დაამატეს. :||||| მეტი ქულა მაინც დამკლებოდა 3 ქულის გულისთვის :| |
Posted by: ცოტნე_91 24 Jun 2009, 10:17 |
fergusonscottie შენა შვილო რაღაცა ამ ბოლო დროს ცოტა ვერა ხო? რა დღეში გაქვს ნერვები |
Posted by: lizi95 24 Jun 2009, 17:56 |
srt-8 აი ნახავ მომავალ წელს მაგრა გამოგივა! თან კარგი მონაცემები გაქვს, თან უამრავს შრომობ და ძალიან მონდომებული ხარ. თუ გამოცდილება გინდა შეგიძლია ათლწედში თხოვო და ღია კონცერტებზე ან დაუხურულებზე უბრალოდ გახვიდე ხოლმე. მთავარია კარგი მასწავლებელი იპოვო! |
Posted by: srt-8 24 Jun 2009, 19:59 |
lizi95 გაიხარე შეიძლება კონსერვატორიამ რაღაც ათწლედი რო გასნა მაგას მივაკითხო. სპეციალობის ქულები მყოფნიდა. დაჭიმული რო არ მქონოდა ხელი მინიმუმ 10 ქულით მეტს მაინც ავიღებდი, ჩემი აზრით.. სოლფეჯიოს უნდა მივაწვე. მომავალ წელს კიდე მთელიათწლედი აბარებს გოგავაც აბარებს მგონი ხო? #2 რაფსოდიას ვარჩევ ეხლა. პიესას მაგას დავუკრავ ალბათ ან #6 ეს |
Posted by: cicila 24 Jun 2009, 20:09 |
srt-8 ბიჯო დაჟე მეც არ მეგონა ეგეთი მაგარი თუ იყავი, ყოჩაღ ძმაო, რომ გეცლება გადმომირეკე ან მე გადმოგირეკავ |
Posted by: ცოტნე_91 24 Jun 2009, 21:38 | ||
srt-8
კარქი რა, კარქი რა! რა მნიშვნელობა აქვს ვინ აბარებს, როდის და როგორ, შენ შენი დაუკარი და გაიტანე, გამოვა - გამოვა, არ გამოვა და მაგის დედაც ^&%$^* იმიტომ რომ საქართველოა მაინც ხომ იცი, აქ ისეთი რაღაცეები ხდება დედა შვილს არ აიყვანს. |
Posted by: srt-8 24 Jun 2009, 23:16 |
ცოტნე_91 წინადადების ბოლო ნაწილში გეთანხმები შენ უკვე ჩააბარე შტატებში არა? დღეს მითხრეს გილოცავ |
Posted by: fergusonscottie 24 Jun 2009, 23:35 | ||
ცოტნე_91
ქართულმა მუსიკალურმა ცხოვრებამ ამოწურა თავისი თავი, მომავალში უფრო და უფრო მძიმე სურათი გვექნება, სადაც ფული არაა, იქ არც მუსიკაა - უნა შევიგნოთ, რო აკადემიური მუსიკა ფუფუნებაა. სამწუხაროდ * * * არ გინდატ ასეთი კაცი გასწავლიდეტ, თქვე კორსანტიას თაყვანისმცემლებო ))) http://www.youtube.com/watch?v=biqPyoEt1Cg |
Posted by: srt-8 25 Jun 2009, 08:31 |
fergusonscottie ----------------------------------------- |
Posted by: RENE_Z 25 Jun 2009, 08:43 |
სწავლა არასოდეს არ არის გვიან |
Posted by: lizi95 26 Jun 2009, 13:54 | ||
ცოტნე_91 როდის მიდიხარ ბოსტონში?
გოგავაც აბარებს ( ) მაგრამ ეგ არაფერს არ ნიშნავს შენ მთავარია მაქსიმუმი გააკეთო! |
Posted by: srt-8 26 Jun 2009, 13:57 |
lizi95 ჰო #2 რაფსოდია გავარჩიე. თავიდან ბოლომდე ვაბრახუნებ ეხლა #6 ეს მივადგები ალბათ რომელი დავიტოვო არ ვიცი ჯერ |
Posted by: lizi95 26 Jun 2009, 14:01 | ||
აუ რა მაგარია!!!!!!!!!!!!!!!!!! მე ეხლა ფანტასტიკურ პიესებს ვარჩევ და #1 ნოველეტას შუმანის. ეხლა ვარ " რატომ?''-ზე |
Posted by: srt-8 26 Jun 2009, 14:10 |
lizi95 ეგაც მაგარია ფანტასტიურ პიესებში ,,აღმაფრენა" გავარჩიე შარშან და მერე აღარ დამიკრავს კაი რამეებია ეხლა წავალ და შუმანის კარნავალის შოპენს ვისწავლი თან პატარაა |
Posted by: MaShiko-MuSicology 26 Jun 2009, 15:24 |
srt-8 დაივიწყე ვინ აბარებს და რამდენი აბარებს. ასაკიც დაივიწყე, კომისიაც დაივიწყე და მსგავსი სისულელეებიც. იმეცადინე და აუცილებლად ჩააბარებ. ძალიან სწორად და საღად აზროვნებ, არ შეიძლება, სხვანაირად მოხდეს. წარმატებას გისურვებ (უფრო ზუსტად, დარწმუნებული ვარ ამაში). |
Posted by: fergusonscottie 27 Jun 2009, 05:31 |
აი, რა და როგორ უნდა დაუკრა ბისზე, წარმატებული რო იყოს )) http://www.youtube.com/watch?v=AJdeoEm4oNA |
Posted by: lizi95 28 Jun 2009, 20:08 | ||
srt-8 მეც გავარჩიე აღმაფრენა მაგრამ სი ბემოლიდან რე ბემოლამდე ვერ ვწვდები და ორ ხელზე ვანაწილებ, იმედია გამომივა. მეშვიდე ფანტასტიკურ პიესაზე გავიჭედე რთულია მაგრამ არაუშავს მომავალწელს მარტო ექვსს დავუკრავ და მთლიანი ციკლი მეცხრე კლასში იყოს.
მე კომისიაზე მაქვს გართულება, ორი მასწავლებელია რომლებიც ძალიან მიყვარს და ორი რომლებსაც ვერ ვიტან მაგრამ უკვე გადამიარა მგონი. |
Posted by: fergusonscottie 29 Jun 2009, 01:45 |
აი, ღმერთი რო დაგაბერტყავს პიანისტურ მონაცემებს : http://www.youtube.com/watch?v=GU7OHxM3Pf8&feature=related |
Posted by: srt-8 30 Jun 2009, 00:44 |
lizi95 ეხლა ვნახე და სი ბემოლიდან მის ვიღებ სუფთად რამხელა ხელი მაქვს იმიტო მიყვარს ლისტი * * * აუ რა მომივიდა................. ლისტის მეორე რაფსოდია გავარჩიე. მი მაჟორში იყო პირველი ნაწილი და მეორე ნაწილი (ფრისკა) ფა# მაჟორში ეხლა სხვა ნოტებიც მქონია სახლში ვნახე და პირველი ნაწილი მი ბემოლ მაჟორშია და მეორე ნაწილი ფა მაჟორში მესამე რედაქციაც ვნახე. ჰოდა იქ ტონალობები ისეა როგორ გავარჩიე მარა მელიზმები, ზოგი პასაჟი და ზაან ბევრი აკორდი სხვანაირადაა. ერთ რედაქციაში რო 6 ნოტი წერია აკორდზე მეორე რედაქციაში 2 ნოტია მარტო. ერთგან სადაც ტრელია მეორეგან საერთოდ არაა და ძაან ბევრი ადგილია მასეთი :| ლისტმა როგორ დაწერა რა გავიგო? |
Posted by: lizi95 30 Jun 2009, 14:25 | ||
აუ რამხელა ხელი გაქვს მართლა. მე კიდევ გამეზრდება??? ეხლა14-ს ვარ და სი ბემოლიდან მიმდე არა მაგრამ რემდე ან რე ბემოლამდე მაინც. ხო გამეზრდებააა????????? |
Posted by: srt-8 30 Jun 2009, 14:33 |
lizi95 გაგზერდება რომელია კი აუილებლად 4 წელი კიდე დრო გაქვს, მანამ კიდურები ჩამოგიყალიბდება ბოლომდე ძაან დიდი ხელი კაი კი არაა მერე. წვრილ ტექნიკაზე თითებს მოიმტვრევ |
Posted by: lizi95 30 Jun 2009, 19:13 |
კიდევ კარგი, მადლობა თორემ მეგონა რომ ესე დავრჩებოდი და ლისტი დავიტირე უკვე ( ), აი სი ბემოლიდან რებემოლამდე თუ გავიჭირვე კი ვწვდები მაგრამ მაინც ისე ესეთი დიდი ხელი როგორ გაქვს ვერ წარმომიდგენია |
Posted by: srt-8 30 Jun 2009, 19:19 |
lizi95 რებემოლამდე თუ წვდები არ გქონია პატარა ხელი ფიზიკურ ზომაზე მნიშვნელოვანია რამდენად შლი ხელს (რასწიაშკა ) და რამდენად მოქნილია ბუნებრივად |
Posted by: fergusonscottie 30 Jun 2009, 20:20 | ||
srt-8
რავი, ბარენბოიმი და აშკენაზი კი ახერხებენ დაკვრას, ინგრიდ ჰებლეს ერთი ბეწო თითები აქვს, ნოდარ გაბუნიასაც |
Posted by: srt-8 30 Jun 2009, 20:40 |
fergusonscottie კი მართალი ხარ.. უბრალოდ ხშირად პატარა ხელის გამო შეიძლება ზუსტად ისე ვერ დაუკრა, როგორც კომპოზიტოპრმა დაწერა თუმცა თუ კარგი ოსტატია შეიძლება თითქმის შუმნევლად გაიაროს ეგეთი ადგილები პ.ს. #2 რაფსოდია რა ტონალობში დაწერა ლისტმა ხო არ იცი? |
Posted by: bloodsucker 30 Jun 2009, 20:48 |
lizi95 რე ბემოლს და რეს შორის ძალიან დიდი სხვაობაა დამიჯერე აი srt-8 მართლა ძალიან დიდი თითები ჰქონია მე რემდე კი ვშლი ხელს მაგრამ ვაი მაგ გაშლას, მი ბემოლზე შანსი არ მაქვს თან თითებიც აგარ გამეზრდება შენგან განსხვავეით უკვე 22-ის ვარ ისე მე მყავს ნაცნობები რომლებსაც ძალიან პატარა თითები აქვთ მაგრამ ისე უკრავენ მიმიქარავს ბევრი დიდი ლაპებიანები |
Posted by: fergusonscottie 30 Jun 2009, 21:08 | ||||
srt-8
ბუზონის აქვს რემარკა ბახის საორღანო პრელუდია და ფუგაზე, პატარახელებინებმა თავი შეიკავონ დაკვრისგან რადგან დიდი აკორდების არპეჯიოებად დაშლა კატეგორიულად მიუღებელიაო
საორკესტრო არ ვიცი, საფორტეპიანო დო დიეზ მინორულია, თუმცა, არსებობს დო მინორში გაკეთებუილი ვინმე ბენდელის გამარტივებული ტრანსკრიპცია. |
Posted by: srt-8 30 Jun 2009, 21:18 |
fergusonscottie საფორტეპიანო ჰოროვიცის და ბენდელის ტრანსკრიფციით მაქვს. ორივე სხვადასვა ტონალობაშია(ნახევარ ტონშია სხვაობა) ჰოროვიცის ვარიანტი გავარჩიე და მერე ვნახე რო მეორეც მქონია ჰოროვიცს უფრო რთული დასაკრავია გაცილებით მეტი მელიზმია ვიდრე ბენდელის ტრანკრიფციაში. ანუ ლისტს საფორტეპიანო ვერსია არ დაუწერია ხო? ორიგინალი როგორ იყო მაინტერესებდა რო მასე დავუკრა |
Posted by: fergusonscottie 30 Jun 2009, 21:22 | ||
srt-8
ჰოროვიცის არ არსებობს, რაც შენ გაქვს, ლისტისაა, უბრალოდ ჰოროვიმა ოდნავ შეცვალა და გაართულა (იგივე აქვს გაკეთებული ბუზონის მეფისტო-ვალსზე), რა თქმა უდნა ლისტის ორიგინალთან ვერ მოვა. |
Posted by: srt-8 30 Jun 2009, 21:36 |
მე უფრო ტონალობა მაინტერებს იმედია ტონალობას არ შეცვლიდა ჰოროვიცი. გართულებული ვერსიაც არ მინდა. მომავალ წელს მისაღებზე ვფიქრობ მაგის დაკვრას ნოტზე ეგრე აწერია as transcribed and playd by Vladimir Horowitz ტრანსკრიფცია თქო იმიტო გითხარი კონსერვატორიის ბიბლიოთეკას მივაკითხავ და ორიგინალს გადავაქსეროქსებ............. |
Posted by: lizi95 30 Jun 2009, 23:12 |
დო დიეზ მინორულია (მუსლიტერატურაში ესე გავიარეთ) |
Posted by: djbachi 30 Jun 2009, 23:34 | ||||
მე ეგ რაფსოდია საორკესტრო ვერსიაც მაქვს მოსმენილი. მაგრამ საფორტეპიანო ვერსიით შემიყვარდა მე საერთოდ კლასიკური მუსიკა. |
Posted by: nikaloza 5 Jul 2009, 02:17 |
srt-8 ესეიგი ორიგინალი მე 2 რაფსოდია ლისტის დაწერილი იწყება დო ძიეზიდან (cis) და მი მაჯორი საიდან მოიტანე ვერ ვხვდები...... არის ან დო ძიეზ მინორი ან გაადვილებული (ბენდელის) დო მინორი. თუ დაკვრა გინდა ჯობია დაუკრა დო ძიეზიდან ანუ ლისტის ორიგინალი რაცაა. ერთი პირადი კითხვა შენთან: მარჯვენა ხელით სუფთად სოლ, სი ბემოლ, მი ბემოლ, სოლ, სი ბემოლს აიღებ???????????????????? და მარცხენათი დო, მი ბემოლ, სოლ, დო, სოლს??????????????????????????????????? |
Posted by: srt-8 7 Jul 2009, 09:04 |
nikaloza კი ორიგინალი დო# მაჟორშია, პარალელურ ტონალობაში ამერია მარჯვენათი სოლ, სი ბემოლ, მი ბემოლ, სოლ, სი ბემოლი ავიღე მარცხენათი დო, მი ბემოლ, სოლ, დო, სოლს ერთად ვერ ვიღებ გაშლილად ავიღე ისე რო ყველა მეჭირა მერე |
Posted by: fergusonscottie 7 Jul 2009, 12:56 | ||
srt-8
მე ვერ ავიღე |
Posted by: nikaloza 12 Jul 2009, 13:15 | ||||
srt-8
მეც გაშლილად ვიღებ ისე რომ მერე ყველა მიჭირავს! აი ეგ აკორდი,ოღონდ ერთად აღებული,არის გინესის რეკორდი და აბა თუ მიხვდებით ვინ დაამყარა ეგ რეკორდი???????????????????????????????? სოლ,სი ბემოლ, მი ბემოლ, სოლ, სი ბემოლს თავისუფლად ვიღებ! და ამ აკორდის აღებით ძაან ამარიაჟებდა ნეიჰაუზი რიხტერს, რომ რიხტერს იმხელა ხელი აქვს რომ ამ აკორდს იღებსო! * * * srt-8
კაცო შენ რაღაც ბევრი რაღაც გერევა!!!!!! რაის მაჟორი გაქანებული მინორია, მინორი!!!! |
Posted by: srt-8 12 Jul 2009, 22:03 |
nikaloza არ შემარჩინო ეხლა ერთი შეცდომა ჰო დო# მინორში :| მეორე შეცდომა მექანიკური იყო ე.ი. გადავრჩი გინენსის რეკორდსმენობას ისე თავისდროზე მაგისთვის რო მიმექცია ყურადღება გავიმეორებდი ალბათ რეკორდს მარა რამხელა ხელიც მაქვს ეგაც ზედმეტი მგონია 8 ბგერიანი აკორდების გარდა რა ხეირია დიდი ხელი |
Posted by: nikaloza 13 Jul 2009, 14:42 |
srt-8 რას ლაპარაკობ?!! ძალიან დიდი ხეირიაააა!!!!! კონკრეტულად კი დაუშვათ აკორდულ ნაწარმოებს უკრავ, და ესთი მოვლენა ძალიან ხშირია საფორტეპიანო ლიტერატურაში! ვისაც დიდი ხელი აქვს იმას უფრო ნაკლებად დაეჭიმება ხელი და ვისაც პატარა ან საერთოდ ვერ აიღებს და ან კიდევ თუ აიხებს უფრო მეტი ძალისხმევა დაჭირდება ვიდრე გრძელ თითებიანს და შესაბამისად უფრო მალე დაეჭიმება ხელი!!!!!!! ვოტ ტაკ! * * * srt-8 დო სოლს ერთად თავისუფლად იღებ? |
Posted by: srt-8 13 Jul 2009, 15:20 |
მარცხენათი კი და მარჯვენათი ვერა ანუ მარცხენა ოდნავ უფრო დიდი მაქვს თავისუფლად რა... სუფთად ვიღებ ერთად მარცხენათი აკორდებზე კაია დიდი ხელი და არდაგეჭიმება, მარა სამაგიეროდ წვრილი ტექნიკა სადაცაა იქ ადგეაბ დიდ ხელს ძალა. უფროსწორედ მეტი ყურადღება გჭირდება რო ჭუჭყი არ ოყოს :| |
Posted by: nikaloza 13 Jul 2009, 15:40 | ||
srt-8
ეგეც მართალია მაგრამ დამიჯერე ეგ პრობლემა გამოსწორებადია და აი პატარა ხელი კიდევ გამოუსწორებადი პრობლემაააა! მე კიდევ ორივე ხელით ვიღებ დო სოლს, ნუ ძაან უნდა გავჭიმო მარა ვიღებ! და თუ დო სოლს მარჯვენათი ვერ იღებ, სი ბემოლ მი როგორ აიღე სუფთად??????? |
Posted by: srt-8 13 Jul 2009, 16:14 |
nikaloza რას ამბობ სი ბემოლ მი გაცილებით ადვილის ასაღებია თითქოს ერთი მანძილია, მარა ერთი შავი კლავიშია და ხელის პოზიცია იცვლება სადაც გინდა იქ ავიღებ სი ბემოლ მის სუფთად |
Posted by: nikaloza 13 Jul 2009, 17:40 |
srt-8 ორივე ხელით იღებ სუფთად? |
Posted by: srt-8 13 Jul 2009, 17:49 | ||
--------------------------------------------- |
Posted by: JOKONDA 16 Jul 2009, 15:03 |
რახმანინოვის სურათი საკონცერტო შესრულებიდან |
Posted by: srt-8 30 Oct 2009, 09:56 |
შოპენის 1 ეწიუდი უნდა ვისწავლო ეხლა ხო ყველაზე რთულია ვნახოთ აბა... * * * p.s. დო მაჟორს მოტყდა ხელი, არცერთი ზაცეპკა არა აქვს |
Posted by: BuTtiaa= 30 Oct 2009, 10:15 |
ისაა... ვინმე რაიმე ძალიან ლამაზის და ისე რა რთულის ნოტებს ვერ მაჩუქებთ? |
Posted by: srt-8 30 Oct 2009, 10:19 |
BuTtiaa= რთულში რას გულისხმობ? ტექნიკურად რთული? |
Posted by: ცოტნე_91 31 Oct 2009, 21:17 | ||
srt-8
რას და ძნელები და ჩქარები |
Posted by: srt-8 31 Oct 2009, 21:52 | ||||
ნელები და სოფლურები არა?? |
Posted by: palindromi-x 1 Nov 2009, 00:56 | ||
srt-8
აი ვთქვათ სოფლის ერთ-ერთ მდელოში რომ ტექნიკურად გამართულად დაუკრა რომელიმე ნაწარმოები, პრესტოში, ჩქარებში ჩაითვლება თუ ე.წ. სოფლურში? |
Posted by: srt-8 1 Nov 2009, 10:16 |
palindromi-x ეგ განსაკუთრებული შემთხვევაა, არცერთ კაცეგორიაში არ შედის. ნუ ზოგი როგორ თვლის ზოგი როგორ... მაგას მერე ვისწავლით წინ ნუ გარბიხარ!! |
Posted by: watch_out_someone_is_in_the_room 1 Nov 2009, 14:55 |
http://www.allshares.ge/download.php?id=E1EE8B1115 |
Posted by: BuTtiaa= 1 Nov 2009, 21:07 |
srt-8 ცოტნე_91 სოფლური არა ისაა აი ის ვიგულისხმე გასარჩევად ძალიან სასწაული არ იყოს მეთქი რა ეხლა შოპენს ვეწვალები 2 დღეა |
Posted by: srt-8 1 Nov 2009, 21:45 |
BuTtiaa= შოპენის I ეწიუდი არის ადვილად გასარჩევი, დო მაჟორია და გასაღების ნიშნები ხელს არ შეგიშლის |
Posted by: palindromi-x 1 Nov 2009, 21:51 | ||
srt-8
ეტიუდი, ხალხოოოოოოოოოოოოოოო!!! |
Posted by: srt-8 1 Nov 2009, 23:22 | ||||
კაი ერთი როგორც ვამბობ, ისე ვწერ ფორუმზე |
Posted by: palindromi-x 1 Nov 2009, 23:40 | ||
srt-8
როგორც გინდა ისე თქვი, მე მეხამუშება როდესაც ვკითხულობ |
Posted by: ცოტნე_91 2 Nov 2009, 02:37 | ||
palindromi-x
+69 |
Posted by: Quentin 6 Nov 2009, 01:03 |
horowitz მიყვარს.... ოდესღაც ბიოგრაფიაც დავწერე და აი გაჩუჩუქებთ Vladimir Horowitz დაიბადა 1903 წლის პირველ ოქტომბერს, ებრაულ ოჯახში, კიევში. მისი მამა, სამუელ ჰოროვიცი წარმატებული ელეკტრიკი და ელექტრო პროდუქციით მოვაჭრე იყო გერმანიაში, ბაბუა იოაკიმ ჰოროვიცი კი არტ-ანტიკვარიით მოვაჭრე. ვლადიმერი პატარაობიდანვე ეუფლეობოდა ინსტრუმენტსა და მუსიკალურ განათლებას, ძირითადად დედა, სოფია ბოდიკისაგან. 1912 წელს კი ჩააბარა კიევის კონსერვატორიაში, სადაც ასწავლიდნენ პედაგოგები ვლადიმერ პუჩალსკი, სერგეი ტარნოვსკი და ფელიქს ბლუმენფილდი. 1919 წელს წარჩინებით დაამთავრა კონსერვატორია, რახმანინოვის Piano Concerto No.3 In D Minor ის შესრულებით. სოლო კარიერა კი ერთი წლის შემდეგ, 1920 წელს დაიწყო. მალე გახდა ცნობილი რუსეთის ტერიტორიაზე, სადაც აწყობდა ტურებს და ხშირად პურის, კარაქისა და შოკოლადის სახით იღებდა ჰონორარს, გარკვეული სიტუაციებიდან გამომდინარე ეკონომიკაში. მან 23 დამოუკიდებელი კონცერტი ჩაატარა ლენინგრადში. 1926 წელ ბერლინს ეწვია, შემდეგ კი პარიზს, ლონდონსა და ნიუ იორკს. 1940 წელს გაემგზავრა ამერიკაში და ომის დამთავრების შემდეგ მოქალაქეობაც მიიღო. ჰოროვიცის კარიერამ კულმინაცია ა.შ.შში განიცადა, სადაც ჩაატარა მრავალი მნიშვნელოვანი და ინოვაციური კონცერტი, გააკეთა ჩანაწერები. 1989 წლის 5 ნოემბერს კი გარდაიცვალა და უბრალოდ დარჩა მსოფლიოს როგორც მეოცე საუკუნის ერთერთი უდიდესი პიანისტი. http://kozmanishvili.wordpress.com/2009/08... |
Posted by: ცოტნე_91 6 Nov 2009, 08:35 |
ხალხო დღეს მქონდა ალფრედ ბრენდელთან მასტერკლასი. მაგარი ახვარი კაცი ყოფილა მარტო ის მითხრა რა არ მოეწონა, რა მოეწონა მაგაზე კრინტი არ დაუძრავს. არადა ცუდად კი არ დამიკრავს კორსანტია 4ევერ!!! არამარტო მაგიტომ -- კორსანტია როგორც პიანისტიც და როგორც პიროვნებაც მილიონჯერ ჯობია, უბრალოდ არ მესმის ეს ბრენდელი რატომაა უფრო ცნობილი მსოფლიოში |
Posted by: fergusonscottie 6 Nov 2009, 22:02 | ||||||
ცოტნე_91
ჰაჰაჰა, ალბათ არაფერი არ მოეწონა, ბრენდელი დიდია!
რა სახსენებელია კორსანტია ბრენდელთან, ბიჭო. |
Posted by: Rabbit 6 Nov 2009, 23:39 | ||
გეთანხმბი კორსანტია გაცილებით უკეთესია |
Posted by: nikaloza 7 Nov 2009, 01:49 | ||||
ცოტნე_91
fergusonscottie
მდააააააააააააააააააააააააააა! მძიმე შემთხვევააა................ |
Posted by: ცოტნე_91 7 Nov 2009, 08:33 |
fergusonscottie შენ ბერდები და ყრუვდები არა? რახან ეგ ბლენდერი თუ ბრენდელი უფრო ცნობილი როჟაა მსოფლიოში, ესე იგი ეგაა შენთვის უფრო მთავარი ხო? ოე ოეეეეეეეეეეე შენ Russell Sherman გაგიგია? 80 წლის კაცია სექტემბერში კონცერტი გააკეთა დებიუსის და შოპენის პრელუდები დაუკრა, ისეთი მაგარი იყო რო ეგეთი რამის მოსმენას ცხოვრებაში ვერ ეღირსები ლაივში. ეს ბრენდელი კიდე გამოვიდა გუშინ და რაღაცეები იბაზრა ბეთჰოვენის სონატებზე, მერე რაღაცეები დაუკრა და რეები დაუკრა აზრზე ვერ მოვიდა ვერავინ, მარა ბრენდელია! ხოდა ხალხსაც მეტი რა უნდა, ტაში დაუკრეს! ორჯერ გამოიყვანეს. ხალხი ბრბოა და შენც ამ ბრბოში ნუ გაერევი, შენთვისვეა ცუდი * * * ნახე რას გავს |
Posted by: Contralto 7 Nov 2009, 20:54 |
ცოტნე_91 გაგივლის წყენა და მიხვდები, რომ ყველა ვერ იბადება კარგ პედაგოგად მადლობა ბრენდელისთვის, სიამოვნებით მოვუსმინე კიდევ ერთხელ |
Posted by: ცოტნე_91 8 Nov 2009, 00:21 | ||
Contralto
მაგას თუ შენ სიამოვნებით მოუსმინე ამაზე მაშინ ორგაზმს მიიღებ ძალიან საინტერესო ფაქტია, მასზე ბევრად არაცნობილი და თანაც უსინათლო პიანისტი როგორ ჰაერში "იმასუშვრება" |
Posted by: Contralto 8 Nov 2009, 01:49 | ||
ცოტნე_91
ორგაზმს არ "იღებენ" უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით – "მიაღწევ" – ეს ისე, ცნობისთვის ამ მეორე პიანისტვისთვსაც მადლობა, საინტერესო ნამდვილად იყო. ეს შენ, მიუხედავად იმისა, რომ საძაგელი პიანისტია, ვალდშტაინს მაინც კარგად უკრავს... ნუ, არა უშავს, მოისმინება 3:30-დან განსაკუთრებულ პიკს აღწევს მისი უნიჭობა |
Posted by: ცოტნე_91 8 Nov 2009, 18:55 | ||
Contralto
ბოდიში ჰო, აი ოცდამეერთე სონატის მამა |
Posted by: Contralto 8 Nov 2009, 19:11 |
ცოტნე_91 მადლობა, მაგრამ მე მგონი, ზემოთ ცოტა სხვა პიანისტს შეადარე ბრენდელი და თანაც თქვი, მილიონჯერ უკეთესიაო ოხ, რა ხართ ეს ახალგაზრდები |
Posted by: Charles IX 8 Nov 2009, 20:50 |
აჰა თქვენ ბრენდელზე და კორსანტიაზე ცოტა უკეთესი პიანისტის ჩანაწერები: http://intoclassics.net/news/2008-09-19-1515 იქვე ძიებაში რუსულად რომ ჩაწეროთ გიზეკინგი, ბევრ კარგ ჩანაწერს ნახავთ... |
Posted by: palindromi-x 8 Nov 2009, 21:07 | ||
Charles IX
იქ შეიძლება - ფორუმი კი არაა |
Posted by: fergusonscottie 8 Nov 2009, 21:44 | ||||||
ცოტნე_91
ბრენდელი ბოლო პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო პიანისტია, მე დიდად არ მიყვარს, მაგრამ მიუხედავად ამისა, შემიძლია ვაღიარო მისი ღირსებები. შეიძლება ასაკის გამო ვეღარაცაა ძველებურ ფორმაში.
რა იცი, იქნებ ვეღირსო კიდეც, ძალიან ნუ აგივარდება თავში ბოსტონში სწავლა - ეგ ყველაფერი შენს დაკვრაზე უნდა აისახოს, ვნახოთ, ჩამოხვალ, გამართავ კონცერტს და გავიგებთ, ან შორეული ლეგენდის სამოსელში შეიმოსები და აღარასოდეს აღარ ჩამოხვალ, ან ვინ გამოგიშვებს, თებშები იქნება გასარეცხი რესტორანში. ისე, რას ელოდი ბრენდელისგან, გეგონაა ვატო კახიძესავით ყრუა და თავზე ხელს გადაგისვამდა? მგონი ეს ბიჭი შენზე უფრო მოეწონა კორსანტიაზე მილიონზერ უარესს http://www.youtube.com/watch?v=O9YDCeoi5QQ Contralto
როცა მიაღწევს, ეცოდინება, ჯერ გზაშია მგონი გავბრაზდი |
Posted by: ცოტნე_91 9 Nov 2009, 03:01 | ||||||||||||
Contralto
ისიც ჯობდა fergusonscottie
დასტურ ეგ ნამდვილად ძალიან კარგი ბიჭია, გამართულად უკრავს, ძალიან ზუსტად და სუფთად, მაგრამ აქ არაა საუბარი იმაზე, თუ ვინ უკეთესია და ვინ უარესი. მე შენ პროფესიონალი მსმენელი მაინც მეგონე ერთ დროს
იცის ხოლმე, სიბერეს მოაქვს
ეს ბიჭიც და ყველაც, ვინც public მასტერკლასზე დაუკრა ყველა ჩემზე მეტად მოეწონა, ყოველ შემთხვევაში ასე გამოხატა იქნებ იმიტომ რომ public იყო და არ უნდოდა ხალხის წინ მიეჯორა სტუდენტები * * * fergusonscottie
თებშები კი არა თეფშები
ეხლა ძაან შორს რომ ვარ და ვერ წამოგარტყავ მაგით სარგებლობ ხო? |
Posted by: Contralto 9 Nov 2009, 15:27 | ||
ცოტნე_91
ეგ შენ გგონია ასე ან გინდა, რომ გეგონოს ამ წუთას |
Posted by: fergusonscottie 9 Nov 2009, 16:15 | ||
ცოტნე_91
ეხლა შენ გაბრაზდი ხო??? |
Posted by: ცოტნე_91 9 Nov 2009, 16:24 | ||||
Contralto
გემოვნებაზე არ დაობენ fergusonscottie
შენზე როგორ უნდა გავბრაზდე |
Posted by: fergusonscottie 9 Nov 2009, 16:38 | ||
ცოტნე_91
ეგ რო არ იცოდეთ, რა გეშველებოდათ ამ უგემოვნოებს ბიჭო, კორსანტიას რა სჭირს, რატო ვეღარ უკრავს? |
Posted by: srt-8 9 Nov 2009, 23:50 |
ტექნიკურად შოპენის I ეტიუდი უფრო რთულია თუ II ? * * * ხელს აქვს ალბათ მნიშვნელობა, დიდი ხელი მაქვს, დო - ფა#ს ვიღებ მარჯვენათი |
Posted by: palindromi-x 10 Nov 2009, 00:36 | ||
fergusonscottie
ვინ თქვა? |
Posted by: ცოტნე_91 10 Nov 2009, 07:30 | ||
palindromi-x
ბატონმა შალვამ! |
Posted by: fergusonscottie 10 Nov 2009, 14:01 | ||
ცოტნე_91
ბატონმა შალვამ ის თქვა, რაც მოისმინა და რაც მოისმინა ბატონ შალვასთან ერთად მთელმა დარბაზმა რა ტქმა უნდა, კორსანტია ინტერპრეტატორია, მაგრამ იმ დღეს რაღაცეები ავიწყდებოდა |
Posted by: srt-8 10 Nov 2009, 17:05 |
კორსანტია რომელი? სვეტა? |
Posted by: palindromi-x 10 Nov 2009, 20:21 | ||||
srt-8
რომელი და ის, ვისაც
თურმე |
Posted by: ცოტნე_91 10 Nov 2009, 21:19 |
fergusonscottie გეტყოდი ეხლა კაი რაღაცეებს მარა შენი გულისთვის ბანს ნაღდად არ ავიკიდებ |
Posted by: srt-8 21 Nov 2009, 01:12 |
დილით მარტო მე მაქვს გაჭედილი ხელები თუ ყველა მასეა? |
Posted by: fergusonscottie 21 Nov 2009, 04:16 | ||
srt-8
ყველა მასეა |
Posted by: doctor ako 22 Nov 2009, 01:40 |
ისევ... გამარჯობათ. [quote]ვეძებ მუსიკას. მელომანიის სხვადასხვა თემებშიც დავწერე,მაგრამ უშედეგოთ... : ---დიდი ხანია ვეძებ ერთ თანამედროვე კლასიკას,პიანინოზე ასრულებენ.მეორე არხზე წლების წინ ბაკურ ბაკურაძეს მიჰყავდა გადაცემა "პოდიუმი" და მანდ ჟღერდა ხშირად. ან სახელი მითხრათ რა ქვია.--- (ცნობილი და პოპულარული მუსიკაა, მაშინ ყოველშემთხვევაში, კარგი ყოველთვის კარგია!) როცა იქნება და ჩამივარდება - "შევახრამუნებ"/quote] (ვაა,ისევ შენა ხარ!?!?!?) ასეა... |
Posted by: Tak 23 Nov 2009, 01:02 |
იყო დრო მეც ვუკრავდი ახლა როცა მოვიწყენ ხოლმე მაშინ მინდა რომ დავჯდე და დავუკრა და მახსოვდეს რამე ისეთი, რომელიც არ მორჩება დიდხანს, ვიჯდე და ვიფიქრო მარტო იმ კლავიშებზე... მაგრამ დამავიწყდა... გუილ მწყდება თან ძალიან, მაგრამ იმედია აღვიდგენ მერე... მერე რა, მალე.... ისე მაინც, რომ ძალიან რო მომენატრება, დავჯდე და დავუკრა.... |
Posted by: djbachi 23 Nov 2009, 02:19 |
doctor ako მეგობარო,წაიმღერე აქ. შეიძლება მივხვდეთ რომელია. |
Posted by: doctor ako 25 Nov 2009, 15:26 |
djbachi გამარჯობა. კი მიხვდები, ცნობილი მელოდიაა,(მაშინ ყოველ შემთხვევაში) (ასეთ ჩანაწერზე უკაცრავად) http://www.link.ge/file/295681/Picture-687.avi.html ბაკურ ბაკურაძესაც მივწერე "ოდნოკლასსნიკებზე" და უკაცრავად,სამწუხაროდ არ მახსოვსო. სახელი რა ქვია პრობლემაა, მელოდია კი ახსოვთ... მოკლედ,ცნობილი მოუხელთებელი მუსიკაა... ... |
Posted by: srt-8 25 Nov 2009, 19:01 |
doctor ako ეგ ვიფიქრე მეც ზუტად რა ქვია აზზე არა ვარ კლაიკასთან არაფერ შუაშია ისე მთავარ მელომანიაში ეცოდინებათ უფრო * * * ვისაც გადმოწერა ეზარება ლა მინორში დავუვათ ეს ნოტები წაიმღერეთ და მიხვდებით დავეხმაროთ ამ კაცს A EE FF E A EE FF E G DD EE D #G HH C D A CH AE AHCHA G F E D FED HCDCH მერე იევ თავიდან |
Posted by: doctor ako 25 Nov 2009, 20:39 |
srt-8 მადლობა ყურადღებისთვის. მელომანიის რომელ თემაში დავწერო? (რამოდენიმე თემაში ვახსენებ ზოგჯერ,იქნებ ვისაც აქვს ისეთმა წაიკითხოს...) ნოტებისთვის გაიხარე... (რუმ ტარა რირი რა,რუმ ტარა რირი რა ...) ვა... ნეოკლასიკა,ნიუ -ეიჯი -მათი სახესვაობა არის.(რითმი,ეთნო ,რელაქსი,აკუსტიკა...) ზემოთ დავწერე თანამედროვე კლასიკა(ანუ ნეო). "იმ" კლასიკისგან მართლაც შორს არის. მასეა კლასიკა არ არის. გაიხარე... |
Posted by: Charles IX 25 Nov 2009, 20:58 | ||
doctor ako
ნწუ, კლასიკის არაფერი სცხია. ისე ნამდვილად ნაცნობი მელოდიაა... |
Posted by: doctor ako 25 Nov 2009, 21:41 |
Charles IX ნეო კლასიკა და არა კლასიკა ... კლასიკა არის მეთქი ცალკე არ მითქვამს http://mp3sale.ru/styles.php?ms_par_id=14&ms_letter=-1&ms_order=artist%20&ms_page=1 მიხვდებით რას ვამბობ აქ New Age ნახეთ,ამ ჟანრში შედის ქვე ჯგუფები თუ განხრები,რომელიც ნიუ -ეიჯს საკმაოდ აქვს, კლასიკა და ამ სტილის ნეოკლასიკა სხვადასხვაა... ეს სტილი კლასიკურ,სიმფონიურ მუსიკისკან განხვავდება -ეგ უდავოდ! ის შეიძლება მივაკუთნოთ ნეოკლასიკას... რაც არის და როგორც არის, ეგ მუსიკა მინდა,სტილი არ არის მთავარი,მომწონს...ვერ ვპოულობ ... მადლობთ ყურადღებისთვის ... ... |
Posted by: SkitterZ 3 Dec 2009, 19:45 |
რა მოხდება მეც რო ვუკრავდე ამაას? უნდა ვისწავლო |
Posted by: srt-8 3 Dec 2009, 23:54 |
SkitterZ არ უკრავს კარგად ეგ ------------------------ |
Posted by: SkitterZ 4 Dec 2009, 00:07 | ||
srt-8
რას უწუნებ? :უსერ: |
Posted by: djbachi 4 Dec 2009, 00:07 | ||
+1 ................. |
Posted by: SkitterZ 4 Dec 2009, 00:15 |
djbachi srt-8 მე მინდა რომ ამას ვუკრავდე და არა ასე მაინც რა არ მოგწონთ? |
Posted by: djbachi 4 Dec 2009, 00:53 | ||
ჯღააეა და სოფრონიცკი უკრავს ლისტს. ორივე სწორად უკრავს...გარჩეული აქვთ და უკრავენ...ნოტები არ ეშლებათ. მუსიკალურ სამყაროს რატომღაც მეორის დაკრული აღაფრთოვანებს თუ რატომ ამის მრავალი მიზეზი არსებობს. პედლის,ბგერის,მიმიკების და პიარის ხელოვნება. |
Posted by: srt-8 4 Dec 2009, 01:05 |
djbachi SkitterZ დაუჯერე პროფესიონალებს |
Posted by: SkitterZ 4 Dec 2009, 17:39 | ||||
djbachi
გასაგებია srt-8
გიჯერებთ |
Posted by: srt-8 11 Dec 2009, 23:35 |
ძაან მაგარი ვიდეო http://www.youtube.com/watch?v=Q1iUdM5k5Hc&feature=related |
Posted by: djbachi 12 Dec 2009, 00:26 | ||
ძაან მაგარი მართლა. ......... |
Posted by: srt-8 12 Dec 2009, 16:39 |
http://www.youtube.com/watch?v=mOO3ryzTQg0&feature=related |
Posted by: watch_out_someone_is_in_the_room 12 Dec 2009, 17:32 | ||||||
ეგ კინოა მთლიანად მაგარი... აუ რა კაცია რიხტერი სიბერეში.. თბილისში რომ იყო მაგ პერიოდსაც ახსენებს მოკლედ... |
Posted by: djbachi 12 Dec 2009, 18:25 |
watch_out_someone_is_in_the_room და ყველაზე საშინლად :D:D უხ რა ბედი გვაქვს რა ))))))) აქ ფორუმელი ვიღაც ნამყოფია რიხტერის კონცერტზე თბილისში,,მგონი ჯონი ვოქერი.(თუ არ მღალატობს მეხსიერება) |
Posted by: srt-8 12 Dec 2009, 19:09 |
შოპენის 20 პრელუდში მესამე ტაქტის ბოლო აკორდში შოპენს დაავიწყდა მი ბემოლის დაწერა თუ მასე უნდა იყოს?? * * * http://www.youtube.com/watch?v=57kR6RsV2iA&feature=related |
Posted by: ABM 27 Jan 2010, 02:57 |
В США умер пианист Эрл Уайльд 25.01.2010, 23:12:06 В США на 95-м году жизни скончался известный американский пианист и композитор Эрл Уайльд (Earl Wild). О кончине музыканта сообщает 25 января Associated Press. Уайлд умер в своем доме в Палм-Спрингс, штат Калифорния, в субботу, 23 января. Причиной смерти пианиста названа острая сердечная недостаточность. Эрл Уайльд записал более 35 концертов и около 700 сольных выступлений. В 1997 году он был награжден премией "Грэмми". В числе его наиболее известных работ в качестве пианиста - собственные интерпретации произведений Сергея Рахманинова и Джорджа Гершвина. Уайльд известен как один из самых открытых для публики и популярных среди американских меломанов исполнителей классической музыки. В 1939 году Уайльд стал первым пианистом, выступление которого транслировалось в прямом эфире по американскому телевидению. Полвека спустя - в 1997 году - Уайльд дал первый в истории онлайн-концерт в интернете. Многие специалисты называли Эрла Уайльда одним из самых выдающихся музыкантов двадцатого столетия. В разные годы он выступал перед шестью американскими президентами - от Герберга Гувера до Линдона Джонсона. Свой последний концерт 92-летний Уайльд дал два года назад в концертном зале имени Уолта Диснея в Лос-Анджелесе. Двумя годами ранее, в возрасте 90 лет, Уайльд выступил с полуторачасовым сольным концертом в нью-йоркском Карнеги-холл. По мнению критиков, несмотря на свой преклонный возраст, Уайлдь показал виртуозную игру. |
Posted by: narkozeli 9 Feb 2010, 00:31 |
5წლის წინ დავამთავრე მუსიკალური ათწლედი (სპეციალობა-ფორტეპიანო)დიდი სინანულით ვარჩიე რომ სამედიცინოზე სწვალა ჯობდა უბრალოდ (როგორც მაშინ მეგონა)მუსიკის მასწავლებლობას(არა,მომწონს ჩემი ეხლანდელი პროფესიაც )...რაღაც ძალიან მტკივნეულად მახსენდებოდა ეს ყველაფერი და საერთოდ ჩამოვშორდი ფორტეპიანოს..საერთოდ არ დამიკრავს..არაფერი..ნოტებსაც ერთად მოვუყარე თავი და ჩემს პედაგოგს ვუსახსოვრე (რასაც ეხლა ძალიან განვიცდი),მოკლედ,ჩემი პედაგოგი დღეს საქართველოში არ ცხოვრობს..სხვასთან მისვლა მომერიდა და დავრჩი ესე..ეხლა უკვე ვგრძნობ რომ აღარ შემიძლია ფორტეპიანოს გარეშე..დაკვრა მინდა...მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო,მირჩიეთ პედაგოგი ვინც 5 წლის სრული დაუკვრელობის შემდეგ მიმიღებს,გამახსენებს ყველაფერს და თავიდან გააცოცხლებს ჩემში იგივე მოტივაციას,რაც მაშინ მქონდა... უნდა იყოს ძალიან თბილი (ნოსტალგია მაქვს ჩემი პირველი პედაგოგის )უშუალო და ძალიან საყვარელი |
Posted by: srt-8 5 Apr 2010, 18:01 |
რა ხდება ეხლა მოცარტის 11 სონატას ვუკრავ (ლა მაჟორი) ერთი ორი დღეა პედლის გარეშე ვმეცადინეობ. ჰოდა საერთოდ რო არ ავიღო პედალი მოსულა? მაგ დროს ხო არ ქონდათ პედალი? დამბრაკავენ? |
Posted by: unknown lady 5 Apr 2010, 18:31 | ||
|
Posted by: srt-8 5 Apr 2010, 18:58 | ||||
რაიყო? მაშინ ხო საერთოდ არ ქონდათ პედალი |
Posted by: unknown lady 5 Apr 2010, 19:20 | ||
srt-8
ხო, მაგრამ ისედაც პრეტენზიული მოცარტი ახლა კიდე უპედლოდ მაშინ რომ არ ჰქონდათ პედალი ახლა ხომ აქვთ |
Posted by: Jana_D`ark 5 Apr 2010, 19:26 |
მოკლედ, ძალიან მიყვარს ზოგადად ფორტეპიანო და განსაკუთრებით როიალი. ვგიჟდები ადამიანებზე, რომლებიც პროფესიულად დაკავშირებული არიან ამ ინსტრუმენტთან. ერთ დროს მიწინასწარმეტყველებდნენ მეც პიანისტობას, მაგრამ ისეთი საზიზღარი მუსიკის მასწავლებელი მყავდა, საერთოდ შემაძულა მუსიკალურში სიარული. მხოლოდ დედაჩემის დიდი თხოვნით დავამთავრე სასწავლებელი. და პარადოქსია, რომ სწორედ "დიპლომის" აღების შემდეგ, როცა ჩემს მასწავლებელს აღარ ვუყურებდი, მომივიდა ისევ ფორტეპიანოს მუზა. ახლა ბედნიერი ვარ, რომ შოპენის, ბეთჰოვენის, მოცარტის გაგება შემიძლია, სამოყვარულო დონეზე მაინც |
Posted by: srt-8 5 Apr 2010, 19:36 |
unknown lady პრეტენზიული როა იმიტო ზუსტად შენიშვნა მომცეს - პედალი ბევრიაო ყველაფერი რო არ ჯღერს ხოლმე ვაჭერ ინსტიქტურად ეტყობა Jana_D`ark |
Posted by: unknown lady 5 Apr 2010, 20:47 | ||
srt-8 რა გითხრა აბა უპედლო მოცარტი ვერ წარმომიდგენია ისევე როგორც გადაჭარბებული პედალი, უპედლობაც "ყვირის" ჩემს აღქმაში მოცარტის ფანტაზიას ვუსმენდი ამას წინათ გულდის შესრულებით და აშკარად ითხოვდა პედალს ჩემთვის, მიუხედავად გულდის გენიალური ბგერისა Jana_D`ark
შემოგვიერთდი აქ |
Posted by: Jana_D`ark 5 Apr 2010, 23:14 | ||||
srt-8 unknown lady
გმადლობ
ისე, უპედლობა თუ პედლის ხშირი გამოყენება სუბიექტურია |
Posted by: srt-8 5 Apr 2010, 23:51 |
unknown lady მართალი ხარ, პიანინო ითხოვს პედალს. კლავირი იტანს უფრო...... მკვეთრი ბგერა აქვს |
Posted by: Walkman123 6 Apr 2010, 13:01 |
srt-8 მოცარტის დროს არ იყო ეგეთი ფორტეპიანოები ახლა რომ შენ უკრავ, მეტიც საერთოდ არ იყო (ეს კარგად იცი). ხოდა მგონია რომ პედალი მოცარტთან აუცილებელია. მაგრამ რა თქმა უნდა ამის გამო არავინ არ დაგბრაკავს თუ პედალს არ გამოიყენებ. მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ პედალთან უკეთ ჟღერს. ნაკლებად კვალიფიციური ვარ ამ საკითხში მაგრამ როგორც მსმენელს პედლიანი მოცარტი უფრო მომწონს. |
Posted by: unknown lady 6 Apr 2010, 15:17 | ||||
უფრო მეტი შანსია ჩავარდნის თუ იდეალური ბგერა არ გაქვს
მეც |
Posted by: srt-8 10 Apr 2010, 21:11 |
საკონცერტო ესტონიას რამდენად ვიყიდი? ნახმარს ------------------ |
Posted by: nene5 17 Apr 2010, 11:10 |
Posted by: unknown lady 20 Apr 2010, 15:39 | ||
srt-8
დაწერე რა მერე ფასი თუ გაარკვიე |
Posted by: srt-8 16 Jul 2010, 06:46 |
unknown lady ვერ გავარკვიე ვერსად აუუუუ რამე პეტროფი მინდა რა უნდა გადავაგდო ჩემი ბელარუსი სულ შემომენჯღრა ხელში |
Posted by: doctor ako 29 Aug 2010, 00:42 |
სად "დადის" ეს ოხერი მუსიკა,... პოდიუმ,მოდა ... რუმ-ტარა-რი-რი-რა ... |
Posted by: KoooXRe 4 Sep 2010, 18:21 |
. |
Posted by: sophya 9 Jan 2011, 23:55 |
როგორ მიივიწყეს ფორუმელმა პიანისტებმა ეს თემა, ჩემი ბავშვობის პიანისტობისგან მხოლოდ ძველი კონცერტების ჩანაწერები და ნოტები შემომრჩა, ძალიან მენანება, ძალიან... |
Posted by: doctor ako 10 Jan 2011, 21:17 |
მშვიდობა. ქრისტეშობას გილოცავ... დიდ ხნის უნახავი ადამიანი ვნახე დღეს, საქართველოში არ იყო. ფორტეპიანოზე უკრავდა, მე კი როცა პატარა ვიყავი ამ მელოდიას (სხვებსაც) ვაკვრევინებდი და გარინდებული,ლამზი მელოდიებით გამთბარი ვუსმენდი ... დღეს ამ მელოდიამ "დროში უკან" დამაბრუნა ... http://www.youtube.com/watch?v=-JaHNMoVjpo&feature=related (გადაცემა "პოდიუმის" მუსიკას ამ წელშიაც ვეძებ,თანამედროვე "კლასიკა" - რუმ ტარა რირი რა ... 90-იანებში პოპულარული მელოდია იყო ...) |
Posted by: arabika 24 Feb 2011, 17:36 | ||
ეგ ადგილი დაუკარი ნელა და ყოველ ბგერას უსმინე . დამიჯერე ასე თუ დაუკრავ ბევრჯერ აუცილებლად მამოგივა. |
Posted by: djbachi 25 Feb 2011, 10:36 |
დაარქვით ამ თემას პედალი.ვააააააააააააააა |
Posted by: ცოტნე_91 25 Feb 2011, 18:50 | ||
djbachi
+1 ცეპლენია |
Posted by: Szpilman 6 Mar 2011, 00:19 |
პიანინოს მასწავლებელი მინდა კაი.. ნუ კითხვა არ ვიცი აკორდების, თუმვა თვითნასწავლი ვარ და ნუ ტექნიკაში მიჭირს განსაკუთრებით მარცხენა ხელზე... არ იცით ვინმემ ? |
Posted by: unknown lady 17 Mar 2011, 11:28 | ||
Szpilman
ფორტეპიანოს მასწავლებელი, არ ვიცი სამწუხაროდ |
Posted by: Asamoah 2 Apr 2011, 02:01 |
2 წელია არ დამიკრავს თითებს ძლივს ვამოძრავებ და საუკეთესო ვარჯიში რაარის? |
Posted by: bloodsucker 2 Apr 2011, 11:57 |
Asamoah ის |
Posted by: Asamoah 2 Apr 2011, 13:55 |
მაინც რა არის ეს გამოცდილება http://www.SmileS.ge |
Posted by: bloodsucker 2 Apr 2011, 14:56 |
Asamoah ხო, მოგიყვანს ეგრევე გონორზე გაიხსენებ დაკვრას (ვღადაობ) |
Posted by: srt-8 29 Apr 2011, 01:02 |
დღეს ჩვენ ფორუმელს ცოტნე_91ს ქონდა დიდ დარბაზში კონცერტი, კურიერშიც იყო დაჟე სიცხემ ამიწია მე ვეღარ დავრჩი |
Posted by: doctor ako 30 Apr 2011, 01:49 |
კონცერტები და ზეიმები გვიმრავლოს ... ------------------------------------------------------------------------------------------------- (ისევ იმ "ოხერ" მელოდიას დავეძებ, ფორტეპიანოზე უკრავენ , თანამედროვე კლასიკა თუ მოდერნი თუ კიდევ ... საქართველოს ტელევიიზიის მეორე არხზე გადაცემა 'პოდიუმში" აჟღერებდნენ ... რუმ -ტარა -რირი -რა , რუმ ტარა რირი რა ... ... რამ ტირა რირა ... ) მთელი ქვეყნის მაშტაბით ძებნაა გამოცხადედული ამ მელოდიაზე! ... ----------------------------------------------------------------------------------------------- |
Posted by: ცოტნე_91 30 Apr 2011, 09:52 | ||
srt-8
მაგ ჩანაწერის მოსმენას ალბათ ჩემი ნერვები ვერ გაუძლებს |
Posted by: Walkman123 30 Apr 2011, 15:06 |
ცოტნე_91 srt-8 სად შეგვიძლია მოვისმინოთ? |
Posted by: srt-8 30 Apr 2011, 21:47 |
ცოტნე_91 კონსერვატორიაში სულ ლაპარაკობენ ხოლმე (კარგად) შენზე. ნუ მაგ კონცერტზე კარგად დაუკრაო Walkman123 არ ვიცი მე |
Posted by: djbachi 30 Apr 2011, 22:25 |
მერე ბილეთები არ უნდა მოგეცა ? ))))))))))))) ვააახ რა... * * * http://www.youtube.com/watch?v=EcqEfGlsXIw |
Posted by: ცოტნე_91 30 Apr 2011, 23:30 |
მეც არ მაქვს ჯერ ჩანაწერი არ იყო ბილეთები, ადგილები მოსაწვევებით იყო მარა დასწრება თავისუფალი |
Posted by: djbachi 1 May 2011, 10:31 | ||
ძაან მაინტერესებდა არც ვიცოდი თორე მოვიდოდი. |
Posted by: Startup_Ge 10 May 2011, 10:29 |
გააკეთეთ პიანოკლუბი, სადაც საღამოობით პიანისტები ერთმანეთს შეეჯიბრებიან თბილისში ბევრი მუსიკოსია დაუსაქმებელი. ვფიქრობთ, თუ ვინმე გააკეთებს კაფეს, სადაც მათ ექნებათ საშუალება მივიდნენ და საღამოობით შეეჯიბრნონ ერთმანეთს, მუსიკოსები შემოსავლებსაც მიიღებენ, სტუმრებსაც დიდ სიამოვნებას მოჰგვრიან და კაფეც კარგად იმუშავებს. წარმოიდგინეთ, მსგავს ინსტრუმენტზე შემსრულებელი მუსიკოსის დუელი ყოველ დღე, სადაც შეფასება სპეციალური ხმაურის გამზომი ხელსაწყოს მეშვეობით ხდება და გამარჯვებული ის არის, ვისაც უფრო მეტი აპლოდისმენტები ექნება ჯამურად საღამოს განმავლობაში. ხოლო ერთი დღის გამარჯვებული კვირის ბოლოს კვირის განმავლობაში გამარჯვებულებს შეეჯიბრება. ვფიქრობთ, კონკურსანტებს ახლობლებიც უგულშემატკივრებენ, ჩვეულებრივი სტუმრებიც დიდ სიამოვნებას მიიღებენ, კაფესაც შემოსავლები ექნება და მუსიკოსებიც შეძლებენ საკუთარი ნიჭით და ოსტატობით დამატებითი თანხების გამომუშავებას. რაც მთავარია, დროთა განმავლობაში მუსიკის მოყვარულებს გაუჩნდებთ მინიკონკურსების მოლოდინი ამ კაფეში და თავისუფალ დროს ეცდებიან ხშირად ესტუმრონ მას. http://startup.ge/?p=607 |
Posted by: acmilani 30 May 2011, 11:31 |
გამარჯობატ. თვქენი დახმარება მინდა. გასაღების ნიშნები მინდა, როგორ არის იქნებ მითხრათ - სი ბემოლ მაჟორი როგორ ჩავწერო? |
Posted by: Morieli_25 30 May 2011, 11:35 |
დღემდე მახსოვს როგორ დამათრევდნენ ძალით ფორტეპიანოზე |
Posted by: ცოტნე_91 30 May 2011, 12:16 |
acmilani ორი ბემოლი აქვს გასაღებში, სი და მი |
Posted by: acmilani 30 May 2011, 20:15 |
ცოტნე_91 დიდი მადლობა. გაიხარე |
Posted by: unknown lady 3 Jul 2011, 16:54 |
ძვირფასო პიანისტებო, ახლობელი ყიდის ბლუტნერის პიანინოს http://forum.ge/?f=92&showtopic=34276205 იქნებ ვინმეს დაგაინტერესოთ |
Posted by: maxinji21 14 Jul 2011, 02:27 |
მომწონს პიანისტების კლუბის შექმნის იდეა. ძალიან კარგი იქნება. ოღონდ მხოლოდ მოყვარულების უნდა იყოს, აბა თუ ეხლა მოვიდნენ კონსერვატორიის ხალხი და დაგვჩაგრეს ეგრე არ ივარგებს )) |
Posted by: Giusha 20 Jul 2011, 03:03 |
მინდა ვისწავლო ფორტეპიანოზე სრულფასოვნად დაკვრა. სასურველია, დავამთავრო შვიდწლედი, მაგრამ, სამწუხაროდ, საკმაოდ დიდი ვარ ასაკით - 18 წლის და რამდენად მოხერხდება არ ვიცი. სმენას რაც შეეხება, საკმაოდ კარგი სმენა მაქვს. მინდა, პირველ რიგში, ვისწავლო კლასიკა, ხოლო შემდეგ უკვე ჯაზის განხრით მინდა წასვლა, ჩემი ჟანრია რას მირჩევთ? |
Posted by: 3DG 20 Jul 2011, 10:13 | ||
დაიწყე : გვიანი არასდროს არ არის |
Posted by: Giusha 20 Jul 2011, 22:04 | ||
3DG
პოსტის მთელი მუღამიც ის იყო, თუ რას მირჩევდით, სად წავიდე, ვის მივადგე, როგორ იქნება უკეთესი, სრულად რომ დავამთავრო, თუ რაღაც შემოკლებული გავიარო და ა.შ. |
Posted by: 3DG 20 Jul 2011, 22:20 |
Giusha მე გირჩევ: რამე ქენი |
Posted by: Ruska6 21 Jul 2011, 18:00 | ||
მოვიხიბლე იდეით! |
Posted by: unknown lady 21 Jul 2011, 18:57 |
Giusha აგერ მეც ამ ასაკში ვჯახირობ მიხარია რა და თუ ბედნიერებას განიჭებს დაკვრა, უნდა დაუკრა არ აქვს მნიშვნელობა როგორ გამოგდის |
Posted by: Ruska6 21 Jul 2011, 19:57 |
Giusha შვიდწლედში არამგონია ვინმემ მიგიღოს.... იქნებ კერძოდ აიყვანო მასწავლებელი რომელიც კარგად გასწავლის კლასიკას შემდეგ კი თუ მოგესურვება კერძოდვე მოემზადე ჯაზზში..... |
Posted by: Giusha 21 Jul 2011, 21:43 | ||||
3DG
unknown lady სკარლატის არია და რაღაც-რაღაცები ავაწყვე ჩემით, ხოდა ამ პრიმიტიულს რომ ვუკრავ, სიამოვნება არ ჰქვია რასაც მე ვგრძნობ, უფრო მეტია. Ruska6
რატომ? |
Posted by: unknown lady 21 Jul 2011, 22:10 | ||||
Giusha
ნოტები არ გაქვს? თუ ჯერ კითხვა არ იცი? მეც ცუდად ვკითხულობ , მაგრამ კლასიკის აწყობას ბევრად ჯობია ნოტებით ისწავლო რთული დასაკრავია სკარლატის არია საკმაოდ, თუმცა გასარჩევად ადვილია. ტექსტი ერთ დღეში ვისწავლე რე მინორში როა იმას ვუკრავ (უფრო სწორედ ვცდილობ დავუკრა, გავარჩიე და ახლა ვჯახირობ ) ისეთი საყვარელი არიაა ნაზი, და არაამქვეყნიური. რელიგიურ თემას გავს. ლექსომ დაუკრა ბისზე, ტელევიზორში მაქვს მოსმენილი ადრე, პირველ არხზე სასწაული გრძნობაა |
Posted by: Giusha 21 Jul 2011, 23:57 |
unknown lady ნოტების კითხვაც ვისწავლე. ყოველთვის ძნელი მეგონა და თურმე ძალიან ადვილი ყოფილა. ნუ ჯერ უცნობ ნოტებს რომ ვიღებ, დავიდო და დავუკრა მაგას ვერ ვქაჩავ, მაგრამ მთლიანობაში ნორმალურად ვკითხულობ. ამაზე მაქვს საუბარი |
Posted by: unknown lady 22 Jul 2011, 19:07 | ||
Giusha კაია წარმატებებს გისურვებ))
მეც მაგას ვგულისხმობდი მიყვარს ეს არია |
Posted by: Ruska6 24 Jul 2011, 20:22 |
Giusha შვიდწლედში როგორც ვიცი შეზღუდულია ასაკი.... გირჩევნია კერძოდ მოემზადო და თუ კონსერვატორიაში მოგინდება ჩაბარება მე მაგალითად მარტო სკოლის ატესტატით ჩავაბარე. შვიდწლედიც დამთავრებული მაქ და ათწლედის 10 კლასიც მაგრამ არ ქონდა ნიშვნელობა... სკოლის ატესტატი საკმარისი იყო. მთავარია კონსერვში ჩასაბარებელი პროგრამა იცოდე |
Posted by: Giusha 8 Aug 2011, 16:36 |
პიანინოს ვინმე არ აწყობს აქ? |
Posted by: pekineli 11 Aug 2011, 22:44 |
აუუ პიანისტებოოოო მირჩიეთ რა რამე კაი ნაწარმოები რა... ძალიან საგიჟეთი, ემოციური რთული ტექნიკურად, და აი რაღაცნაირი რა აი ძალიან ეფექტურად რომ ჟღერდეს რა |
Posted by: Drakula 11 Aug 2011, 22:48 |
pekineli რატომღაც პირველი რაც მომივიდა თავში, ლისტის "კამპანელაა". ოღონდ ტექნიკურად სერიოზულად ძალიან რთულია. ზოგ ადგილზე თითები დამატყდა, სანამ გამომივიდა და მემგონი მაგ ნაწარმოების შემდეგ თითები გამეწელა. |
Posted by: Star_R2-D2_Wars 11 Aug 2011, 22:57 |
pekineli Liszt Transcendental Etude No. 10 ახლა ვუკრავ, ძალიან ვირტუოზული ეტიუდია. მის ემოციურ მხარეზე არც კი ვამბობ არაფერს... მაგრამ მისი გარჩევა საკმაოდ გამიჭირდა... |
Posted by: pekineli 11 Aug 2011, 23:30 | ||
Star_R2-D2_Wars შესანიშნავია ერთერთმა ფორუმელმაც ეს მირჩია-მაგრამ ეს ძალინ რთულია ჩემთვის ლისტი არანორმალური იყო არა მარტივიც არ მინდა რთული იყოს. მაგრამ პოსტრომანტიზმიდან მინდა რამე ცოტა არაადეკვატური ცოდა არამელოდიური ცოტა პრადვინურტი ცოტა ეფექტური და ასე შმედეგ აი როგორ ვტქვა არ ვიცი.. Drakula
ძალიან მიყვარს კამპანელა მაგრამ გარჩევა რომ დავიწყე ადვილად მომბეზრდა საერთლ თემა მარივი აქვს. მე რახმანინოვი ვიფიქრე მაგრამ რავიცი, ისეთი სტრანნიც არ არისსს ევრიიკაააა მივხვდიიი სტრანნი მ,მინდა იმენა სტრანნი აი გრიგმა და პროკოფიევმა რომ იციან ხოლმე ფანტასმაგორიული მისტიური ზახოდები. რაღაც ამ კატეგორიიდან მაგრამ ეს არა, გაპაპსავებული მელოდიაა. |
Posted by: Walkman123 11 Aug 2011, 23:53 |
pekineli შოპენის პრელუდიებში შეგიძლია არჩევა. 24-ე გაარჩიე, ეგ ნაკლებად სტრანნია, მაგრამ თუ სტრანნი და ეფექტური გინდა სხვებიც წავა. |
Posted by: pekineli 12 Aug 2011, 00:04 |
Walkman123 შოპენიოს პრელუდიები ყველაზე სრულყოფილი რამაა დედამიწაზე და სამყაროში ჩემი აზრით. რარაც სასწაულია. ეგ კაი მითხარი-ისევ სოპენთან მივედი მეორე პრელუდიას დავიწყებ-პრელუდია სიკვდილის წინათგრძნობა-გენიალურია. ერთმა ცნობილმა კომპოზიტორმა თქვა-აღარ მახსოვსმემგონი მენდელსონმა- სამყაროში რომ ყველა მუსიკლაური ნაწარმოები რომ განადგურებულიყო და არჩევის საშუალება მომცემოდა შოპენის პრელუდიებს დავტოვებდი როგორც ადმიანის გენიის გამოხატულებასო |
Posted by: weisenhaus 12 Aug 2011, 11:19 | ||||
pekineli
პიანისტი არ ვარ, მაგრამ ამ ნაწარმოებებს გირჩევდი, ვფიქრობ, უნდა აკმაყოფილებდეს მაგ კრიტერიუმებს: ასევე ძალიან ემოციური და ტექნიკურია ლიაპუნოვის "ტრანსცენდენტული ეტიუდები": http://www.youtube.com/watch?v=RyuA3F0Jd1U http://www.youtube.com/watch?v=rEgkl_jKGkc http://www.youtube.com/watch?v=FVBsjcppKmE კიდევ ძალიან კარგია მეტნერის "სონატა-გახსენება". ამბობენ, ამ სონატას სანამ თავად არ დაუკრავ, ისე ვერ ჩაწვდები მის სიღრმესო . |
Posted by: Ruska6 12 Aug 2011, 23:24 |
pekineli პოსტრომანტიზმი არა მარა იმპრესიონიზმიდან დებიუსის პრელუდი აიღე,,, ფეიერვერკი... ძაან ვირტუოზულია. ვაფშე პრელუდების ორივე რვეულს გადახედე ძაან მაგარია |
Posted by: kolia84 13 Aug 2011, 23:38 |
pekineli კრეისლერიანა!!! ან პირველი |
Posted by: Ruska6 14 Aug 2011, 22:46 | ||
nikoloz__16
ვგიჟდები ! კაი არჩევანია |
Posted by: weisenhaus 19 Aug 2011, 23:39 |
http://pix.ge/ 3 აგვისტოს გარდაიცვალა ცნობილი რუსი პიანისტი ნიკოლაი პეტროვი. მაგრად შემეცოდა. ბავშვობისას ტელეარხ "კულტურაზე" ვუსმენდი ამ კაცის შესრულებით სხვადასხვა ნაწარმოებებს, ყველაზე დიდი და ცნობილი პიანისტი მეგონა მაშინ. |
Posted by: nacarqeqiaisback 20 Aug 2011, 00:21 | ||
weisenhaus
დავმარხეთ უკვე ))) ხო, მე ვერ გავიგე ამისი პიანისტობა, არადა კარგია, მარა როგორც კი ამთავრებს დაკვრას მავიწყდება ))) |
Posted by: weisenhaus 20 Aug 2011, 00:48 | ||
nacarqeqiaisback
მე დღესაც მახსოვს პეტროვის მიერ შესრულებული ის ნაწარმოებები, რომლებსაც 11-12 წლისა ვუსმენდი "კულტურაზე". ერმიტაჟში უბერავდა ხოლმე, ეგ და კიდევ ერთი კაცი იყო, იმის გვარი აღარ მახსოვს. |
Posted by: nacarqeqiaisback 20 Aug 2011, 04:44 | ||
weisenhaus
გინდინია ეგ გვარად, მაგისი სულიერი შვილი, ეხლა დაობლდა ))) რახან შენი ბავშვობა კულტურაზე პეტროვის კონცერტებს ემთხვევა ეხლა სადღაც 20 წლის უდნა იყო ))) |
Posted by: weisenhaus 20 Aug 2011, 12:30 | ||||
nacarqeqiaisback
ხო, სურათი ვნახე და ეგ ყოფილა ნამდვილად .
კი, 20-ის ვარ, პროფილშიც მიწერია . |
Posted by: hostler 25 Aug 2011, 21:36 |
ფაქტიურად საკონცერტო შესრულება გამოვიდა. |
Posted by: Walkman123 21 Jan 2012, 20:48 |
გადავწყვიტე ფორტეპიანოს მასწავლებელი მოვნახო. 7 წლედი მაქვს დამთვარებული ასე თუ ისე, მერე მომბეზრდა, მერე ისევ დამაინტერესა და ჩემით რაღაცეები ვიჯახირე. მასწავლებელი რეგულარული სიარულისთვის არ მინდა. აი რამოდენიმე გაკვეთილი რომ მომცეს და რავი, რაღაცეები შემისწოროს, ინსტრუქციები მომცეს და ა.შ. აუცილებელია შოპენი კარგად ესმოდეს და უყვარდეს თან კარგი მასწავლებელი მინდა, ძალიან კარგი, რამოდენიმე გაკვეთილიც კი რომ სარგებლიანი გამოდგეს ძალიან კარგი მასწავლებელი უნდა იყოს ასეთს ვინმეს თუ იცნობთ კარგი იქნება თუ მეტყვით |
Posted by: maestro1 24 Jan 2012, 18:28 |
მეც ვეძებ მსგავსი ტიპის მასწავლებელს, ოღონდ მე რეგულარული სიარულისთვის. მინდა რომ უკეთესად ვუკრავდე, ვიდრე ახლა . |
Posted by: Walkman123 2 Feb 2012, 19:40 |
maestro1 არის რაიმე სიახლე? |
Posted by: musha_boquladze 11 Feb 2012, 00:34 |
პიანისტებო მაინტერესებს თქვენი აზრი. მიუხედავად იმისა რომ ვხედავ ხარვეზებს ძალიან მომწონს ოლგას ამ კონცერტის შესრულება. პირველ რიგში ტემპი მგონია რომ ნელია. თქვენ როგორ ფიქრობთ დირიჟორი ატორმუზებინებს თუ თვითონ ვერ ქაჩავს ? ) |
Posted by: ProgressiveRock 22 Apr 2012, 00:00 |
აჰა ეხლა ვნახე ეს თემა და მეც შემოგიერთდებით მეც პიანისტი ვარ 9 კლასში ვარ ეხლა სკოლაში 11 ში |
Posted by: gogoshvili94 23 Apr 2012, 00:17 |
musha_boquladze პიანისტის ტემპი კარიგია, დაჟე ზოგჯერ აჭარბებს (ჩემი გემოვნების მიხედვით ) მარტო ორკესტრი რომ უკრავს ცოტა ნელი მეჩვენება, ზოგჯერ საერთო ჯამში ძაან მაგარია. |
Posted by: musha_boquladze 3 May 2012, 22:26 |
gogoshvili94 ტექნიკურად მოიკოჭლებს ოლგა, ნუ ყოველ შემთხვევაში მარტას თუ შევადარებთ . დიდი სხვაობაა ტემპშიც და ტექნიკურობაში: რამდენიმე უსუფთაო ნოტიც აქვს მგონი |
Posted by: ცოტნე_91 4 May 2012, 01:54 |
აბა ეს ნახეთ https://rapidshare.com/files/778378092/Jon_Nakamatsu__concerto_No.3_.rar |
Posted by: klasical 13 Jun 2012, 19:12 |
12 წლის ვარ 7 კლასში მაქვს კონცერტი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ხომ ვერ მირჩევთ რა დავუკრა? |
Posted by: unknown lady 13 Jun 2012, 20:06 | ||
რომელ კლასში ხარ? ჰაიდნი დაუკარი, მოცარტსა და ბეთხოვენზე ადვილია |
Posted by: gossipsite 13 Jun 2012, 20:46 |
მენანება რომ პიანისტობას თავი დავანებო, მაგრამ დროში ვიჭედები ძალიან ვახ |
Posted by: RENDER 13 Jun 2012, 23:23 |
შოპენსი პასაჟები მშვენიერი ქალის ყელიდან დაპნეული მარგქალიტებია |
Posted by: ცოტნე_91 14 Jun 2012, 08:05 | ||
unknown lady
|
Posted by: klasical 14 Jun 2012, 10:44 | ||
7 კლასში ვარ |
Posted by: MaShiko-MuSicology 17 Jun 2012, 21:44 |
ვაიმე!! გავგიჟდი!! პირველ არხზე ყოვლად ანჯღრეულ როიალზე ორი ერთიბეწო ბავშვი მოშკოვსკის ეტიუდს უკრავს ისეთ ტემპში, რომ საერთოდ არაფერი არ ისმის დრრრრრრრრრრრ-ს გარდა, მარტო ერთი სონორული შრეა(( აი, სუფთა აკრობატული ნომერია (( რას უშვრებიან ამ ბავშვებს ((( |
Posted by: Flea_Fly 1 Jul 2012, 02:45 |
შეკითხვა მაქვს თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ. მეგობარს მინდა სინთეზატორი ვაჩუქო რომელსაც 7წლედი აქვს დამთავრებული და უბრალოდ როგორც ჰობი სურს დაკვრა გაიხსენოს. 61 კლავიშიანი საკმარისი იქნება მოყვარულისთვის ხომ შეძლებს ბახის და მოცარტის დაკვრას? |
Posted by: pekineli 1 Jul 2012, 09:36 |
Flea_Fly სინთეზატორი მაიმუნობაა სიმართლე გითხრა თი რაღაც ძალიან ჰაი ლეველი არაა. აი იამაჰას მაღაზიაა კოსტავაზე ჩემთან ახლოს და გუშინ ვიყავი რა ფასები აქვს გამოვყლევდი. თუ სინთეზატორს უყიდი იცოდე აუცილებელია სინტეეზატორს ქონდეს რაც შეიძლება სრული ოქტავა, ანუ სასურველია 88 კლავიში (ნუ რაც არარეალურია იაფ ფასში ) და ფორტე და პიანოს კონტროლი (რაც ასევე იშვიათია იაფფასიან სინთეზატორებში) |
Posted by: Flea_Fly 2 Jul 2012, 12:18 |
ხო მეც მანდ ვცხოვრობ და აბსოლუტურად უაზრო ფასებია. გამოწერას ვფიქრობდი მაგრამ 88-იანები იმის გარდა რომ ძვირიც არის ამავე დროს მძიმეა და ოთახში ძალიან დიდ ადგილს იკავებს, ვერც წაიღებ-წამოიღებ წესიერად. ამიტომაც ასეთი არჩევანია ან 61 კლავიშიანი, და თუ აზრი არ აქვს და დაკვრისას იმედები უნდა გაუცრუვდეს მაშინ სხვა რამ yamaha PSR E233-ზე ვფიქრობდი |
Posted by: gogoshvili94 3 Jul 2012, 22:30 | ||
მანდ პიანინო იყო იამაჰასი, ვიდზე უბრალო იყო, მარა 6000 თუ 9000 დოლარი ღირდა... არადა სახლში მიდგას დედისმდღვნელი როსლერის პიანინო.პროსტა აშლილილია, ყველა ნოტი ერთით დაბლაა (40 წლის წინ 1200, თუ მეტი მანეთი ღირდა.. არ ვიცი ბევრია თუ ცოტა ) ეხლა მირჩიეთ, ღირს თუ არა პიანინოს მასწავლებელთან სიარული? სურვილი გამიჩნდა 2 წლის წინ მარა ვერ მოვიცალე გამოცდების პონტში და ეხლა მაქვს დრო, მაინტერესებს დაგვიანებული ხომ არ არის? (18-ის ვარ) პ.ს. ჩემით ვისწავლე შოპენის მეშვიდე ვალსი, მეოცე ნოქტურნი (დამავიწყდა ), პირველი ბალადის სწავლა დავიწყე და რთულ ადგილს რო მივადექი და ტექნიკა არ მქონდა გავიჭედე, კიდე სხვების დასაწყისი და მერე ან არ მომეწონა ან ვერ გავქაჩე. მოკლედ ვიარო თუ არა? და მირჩიეთ კარგი მასწავლებელი... |
Posted by: acmilani 3 Jul 2012, 23:11 |
მინდა ვიკითხო და იქნებ აქ მყოფმა ხალმა დამეხმაროთ. ხომ ვერ მეტყვით პიანინოზე არსებული ნოტების ფიზიკურ მახასიათებლებს. ანუ მისი ნოტები, წარმოქმნილი ბგერა რა სიხშირისაა? მემგონი მიმიხვდით რასაც ვ კითხულობ ხო? |
Posted by: pekineli 3 Jul 2012, 23:31 |
acmilani არასოდეს გამჩენია ეგ კიტხვა. წერია ციკიპედიაზე ნახე. Flea_Fly gogoshvili94 მე ვიყავი დავუკარი კიდეც და კონსულტანტ ბიჭს ვაჯახე მეთქი ამას კარგი ჩეხური ან გერმანული ინსტრუმენტი ათასჯერ ჯობსთქო. და არვიოციო თქვა. ჩემი აზრით ჯობს. აი სტაინვეი უკვე სხვა ლეველია. კონსერვატორიაში მოვუსმინე პირველად და დამბურძგლაა აი დამბუურძგლა რა ჟღერადობა აქვს. ბახი შემაყვარა. ანუ მეორე პარტიტა დაუკრა პიანისმა და მაშინ მიხვდი რამდხელა მნიშვნელობა აქვს ინსტრუმენტს. მე პეტროფის ფორტეპიანი მაქვს. იმით არის უნიკალური პეტროფები რომ ძალიან სუფთა სხვა ზედმეტი პრიზვუკების გარეშე ჟღერადობა აქვს. ძალიან გარკვეული და დალაგებული. როინიშებს დავკვირვბვებივარ თიტქოს ძალიან ჟღრიალებს ხოლმე ერთიანად. ჩემს ფორტეპიანოზე ბგერები ძალიან უცნაურია. გარდა ამისა პეტროფი ერთადერთი ფორტეპიანოა რომლის ასაწყობი მექანიზმი ასევვთქვათ ვინტები ჩახრახნილია მეტალის ჩარჩოში და არა ხეში . ამიტომ პეტროფები თიტქმის არ იშლება. ჩემი პეტროფი 1976 წელს ააწყეს ბოლოს და აწყობა არ სჭირდება |
Posted by: Ruska6 5 Jul 2012, 12:27 | ||
pekineli
პიანისტი ხარ? მეც პეტროფი მაქვს ძაან მაგარი. მარა აი პატარაზეც რო აიშლებოდა ხოლმე ნერვები მეშლებოდა და ვაწყობდი. ეგრე 2-3 წელიწადში ერთხელ. ყველა პიანინოს სჭირდება აწყობა 2-3 წელიწადში ერთხელ. ბევრს რო მეცადინეობ იშლება ძალაუნებურად |
Posted by: pekineli 5 Jul 2012, 12:30 | ||
Ruska6
კი ცოტა აშლილი კი არის მეორე ოქტავის ფა მიშლის ნერვებს და სოლ და კიდე რამოდენიმე კაი და იაფიანი ამწყობის ნომერი არ იცი? მე მოყვარული ვარ. ყოველდრე ვუკრავ და ცოტა კი აიშალა მაგრამ ახლობელია სპეციალისტი და მიტხზრა,, ინსტრუმენტ ძერჟიტ სტროიო" ანუ ჯერ არაა ასაწყობიო ეგ ორი წლის წინ იყო. ისე ბევრჯერ აწყობა კი არა კარგი ცვდება ის ხრახნები და მერე არარ იჭერს სტროის. |
Posted by: Walkman123 5 Jul 2012, 23:36 |
acmilani 440-ია საკონცერტო ლა, მერე უკვე აღარ ვიცი. ადრე 442ზე აწყობდნენ თურმე gogoshvili94 საერთოდ არ მომწონს არც მე ეს იამაჰა, ბევრზე მაქვს დაკრული მაგრამ რაღაც მექანიურია ყველა. პეტროფები მე რაც მინახავს უმეტესობას მძიმე კლავისჰები აქვს რატომღაც. ერთმა ძალიან კარგმა რუსმა პიანისტმა მითხრა, ჯერ ციმერმანიო, მერე ვაინბახიო და მერე პეტროფიო |
Posted by: pekineli 6 Jul 2012, 00:04 | ||
Walkman123
არ ცოდნია კაგრად. იმიტომ არ ცოდნია რომ ვაინბახი და პეტროფი ერთიდაიგივე ქარხანაში იწყობა ზუუუსტად ერთიოდაიგივე ნაწილებით უბრალოდ წარწერაშია განსხვავება. 1930 იანი წლებიდან ასეა. პეტროფმა გადაყლაპა ვაინბახი. კლავიშები მართლაც მძიმე აქვს პეტროფს. მაგრამ სამაგიეროდ ძალიან სუფთა ბგერა აქვს. |
Posted by: gogoshvili94 6 Jul 2012, 00:10 | ||
მე სადაც არ ვნახე 30 ლარზე ნაკლებად არ აწყობენ... http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=2712435 |
Posted by: pekineli 6 Jul 2012, 00:23 |
gogoshvili94 ერთთან დავრეკე და 80 ლარად ვაწყობო! ოღონდ განსხვავებულადო ტემპერაციიითო და რა ჯანდაბაა ვინმემ იცის? ზოგადად ტემერირება ბგერათა კონკრეტული რიგია მაგრამ ეგ ტემპერაციით აწყობა რა ჭირია? |
Posted by: Ruska6 6 Jul 2012, 22:26 | ||
pekineli
ჩემი ამწყობი წავიდა საქართველოდან.. ისეთი კარგი იყო... ოქროს ხელები ქონდა მე არ ამიწყია ოთხი წელია.. ანუ რაც კონსერვში ჩავაბარე... სანამ პიანისტი ვიყავი რეგულარულად ვაწყობდი წელიწადში ერთხელ... ააწყე მაინც დამიჯერე... ნახე როგორ გესიამოვნება დაკვრა... სრულიად ახალი და სუფთა ჟღერადობა ექნება... მითუმეტეს პეტროფი თუ გაქ.... |
Posted by: pekineli 6 Jul 2012, 22:54 |
Ruska6 მინდა მომანდომე ახლა )) ანუ შეიძლება მე ვერ ვატყობ და ძალიან ასაწყობია ხო? იცი თურმე რა მაიმუნობა იცის პიანომ? ნახევარი ტონით ყველა სიმი დაიწევს და გგონია რომ არაა აშლილი და სმენას აფუჭებს |
Posted by: Ruska6 7 Jul 2012, 14:42 | ||||
pekineli
ეგ მაიმუნობა არაა ეგ ბუნებრივია... ნუ ნახევარი ტონისა რა მოგახსენო მარა მეოთხედი ან მერვედი ტონით შესაძლებელია... ნუუ პრინციპში თუ დიდი ხნის ასაწყობია შეილება ნახეარი კი არა 1 ან მეტი ტონითაც იყოს..
მუსიკალური სმენის ხარისხს გააჩნია. მე პირადად აბსოლუტური სმენა არ მაქვს მაგრამ პატარა აცდენაც მჭრის ყურს და აბსოლუტურ სმენიანებს რა დაემარტებათ წამომიდგენია |
Posted by: Paranormal 7 Jul 2012, 14:46 |
ვინმემ დაკრვა მასწავლეთ რა ძალიან მინდა |
Posted by: pekineli 7 Jul 2012, 17:00 |
Paranormal მე გასწავლი მართლა. მე შემიძლია კლასიკა გასწავლო ანუ საფუძველი! ნოტების კითხვა ტექნიკა და ასე შემდეგ. აბეზარას და ჭამადასექსის საუნდტრეკებს ნუ მომთხოვ |
Posted by: Paranormal 7 Jul 2012, 17:31 | ||
pekineli
მართლა? სახლში რომ არ მაქვს პიანინო აქვს აზრი? |
Posted by: pekineli 7 Jul 2012, 17:56 |
Paranormal აბა ეგრე როგორ გასწავლო გაკვეთილებს ჩემთან ჩაგიტარებდი მაგრამ იცი რა არის საფორტეპიანო ხელოვნების ყველაზე საჭირო კომპონენტი? - საათობით მუშაობა. ნაწარმოებს რომ სწავლობ თოითებმა თავად უნდა დაუკრან იმდენი უნდა იმეცადინო |
Posted by: Paranormal 7 Jul 2012, 19:25 | ||
pekineli
ხო ვიცი ეგ რომ საჭიროა სახლში რომ გქონდეს, მეორე სახლში კი მაქვს მაგრამ ვერ წამოვიღებ როგორ მინდა არადა მაინც ვისწავლი 40 წლისაც რომ გავხდები მერეც |
Posted by: pekineli 7 Jul 2012, 19:39 |
Paranormal რამდენის ხარ, გოგოხარ თუ ბიჭი? |
Posted by: unknown lady 7 Aug 2012, 17:36 |
pekineli კარგი ამწყობი ხომ არ იცი შემთხვევით? გადავაადგილე რამოდენიმეჯერ და აშკარად აწყობა სჭირდება. თუ ვინმე მირჩევთ, მადლობელი დაგრჩებით |
Posted by: Walkman123 24 Sep 2012, 17:58 |
http://www.kissin.dk/concerts.html სად იყიდება 4 ოქტომბრის კისინის ბილეთები? და რა ღირს ხომ არ იცით? |
Posted by: gogoshvili94 24 Sep 2012, 20:59 |
Walkman123 22 hours ago 4 ოქტომბერს არ გამოტოვოთ! ევგენი კისინი თბილისის საკონცერტო დარბაზში. ბილეთის ფასი : 15, 25, 45, 55, 75 ბილეთები იყიდება ფილარმონიის სალაროებში! |
Posted by: Unico 24 Sep 2012, 21:05 | ||
gogoshvili94
სერიოზულად? ჰმმმმ, ჩემს დას გაუხარდება ^_^ |
Posted by: MaShiko-MuSicology 24 Sep 2012, 23:15 | ||
pekineli
ვაჰ ფორტეპიანო რომ ისედაც ტემპერირებულია? ვითომ ნახევარტონებს შორის სხვაობები იქნებაო და გავათანაბრებო? |
Posted by: pekineli 25 Sep 2012, 10:58 | ||||
MaShiko-MuSicology
ხო ტემპერაცია ხომ ბგერების რარაც კონკრეტულ რიგს გულისხმიბს რომელიც დალაგებულია რაღაც პრინციპით,ამ შემთხვევაში ბგერის ტალღის სიგრძით.
ეგ როგორ, ანუ რას გულისხმობ? |
Posted by: Walkman123 25 Sep 2012, 13:27 |
gogoshvili94 მადლობა |
Posted by: MaShiko-MuSicology 28 Sep 2012, 00:07 | ||
pekineli
სიმების დაჭიმვას საჭირო კონდიციამდე, მაგრამ ეგეც ძალიან პირობითია. რა ვიცი აბა? თუ მოიყვან, მერე მოგვიყევი რა, დამაინტერესა ტემპერაციით აწყობამ |
Posted by: pekineli 28 Sep 2012, 08:38 |
MaShiko-MuSicology არა 80 ლარს ნაღდად ვერ გადავიხდი აწყობაში. აგრ მეზობელი აწყობს და უფასოდ ამიწყპობს პატიოვისცემაშI და იმას მოვიყვან, ასევე ნიჭიერი კაცია ისე 30 ლარად ყრია ამწყობები/ |
Posted by: MaShiko-MuSicology 29 Sep 2012, 02:03 | ||
pekineli
აფსუს) ეგება და რა ნოუ ჰაუ გაიმაზა)) |
Posted by: pekineli 29 Sep 2012, 10:57 |
MaShiko-MuSicology კაი რა ნოუ ჰაუ უნდა იყოს. დო კლავიში უნდა იყოს დო დო დიეზი-დო დიეზი რე-რე და ასე შემდეგ სხვა რა ნოუ ჰაუ უნდა არსებობდეს? |
Posted by: MaShiko-MuSicology 29 Sep 2012, 20:28 | ||
pekineli
რა ვიცი, ტემპერაციით აწყობს კაცი)) იქნებ სულაც დააბრახუნა ეს ტემპერაცია, ეფექტისთვის. |
Posted by: unknown lady 30 Sep 2012, 01:17 | ||
MaShiko-MuSicology
უფრო ეს ასაწყობია ჩემი პიანინო და ერთი უნდა მოვიცალო! |
Posted by: Ruska6 3 Oct 2012, 19:04 |
ჩემი პიანინოც აფრენს უკვე 5 წელია არ ამიწყია და დაიწია სადგაც მეოთხედი ტონით და მიშლის ნერვს |
Posted by: palindromi-x 3 Oct 2012, 20:13 |
ასეთი ამწყობი არ გინდათ? არა, ფული არ უნდა, რძეზეც თანახმაა... (ნუ ეხლა, ძეხვიც თუ იქნება...) |
Posted by: Unico 6 Oct 2012, 18:13 |
ისა, კისინის კონცერტი რომ უნდა ჩატარებული, ხომ არ იცით, საერთოდ ამოიღეს თუ როდისთვის გადაიტანეს? :უსერ: |
Posted by: unknown lady 6 Oct 2012, 18:43 | ||
Unico
გადაიდოვო, ფბ-ზე დაწერა იავნანამ როდის იქნება, არ ვიცი ალბათ ფბ-ზე დაწერენ. ბილეთები მგონი უკან დაიბრუნეს |
Posted by: Spellbound 7 Oct 2012, 12:23 |
მოგესალმებით. მუსიკალური პროექტისთვის ვეძებ პიანისტს. ძირითადი სტილი გვაქვს საოპერო მეტალი, მაგრამ კლასიკურ მუსიკაზეც ვიმუშავებთ. |
Posted by: datkaaa 11 Oct 2012, 16:30 |
გამარჯობათ სახლში მიდგას ფორტეპიანო ხოდა მიტყდევა დაკვრა რომ არ ვიცი 20-ის ვარ და გამოვა რამე ჩემგან? |
Posted by: MaShiko-MuSicology 13 Oct 2012, 00:06 |
datkaaa თუ გინდა, დაკვრას ყოველთვის ისწავლი) |
Posted by: unknown lady 15 Oct 2012, 00:32 | ||
datkaaa
კი როგორ არა, მოყვარულის დონეზე დაუკრავ მარტივ ნაწარმოებებს... |
Posted by: Van Troy 17 Oct 2012, 17:39 |
გამარჯობათ, თქვენი რჩევა მჭირდება. ღრმა ბავშვობაში დავდიოდი ფორტეპიანოზე, ნუ შეიძლება ითქვას ძალით დამატარებდნენ. ხოდა 4 წელი გავქაჩე და მერე შევეშვი. ახლა გამიჩნდა სურვილი გავიხსენო დაკვრა, ნოტების კითხვა მახსოვს, ზოგჯერ გადათვლა მჭირდება მარა მაინც . მოკლედ რამე მარტივ ნაწარმოებებს ხომ ვერ მირჩევდით თითები რომ გავავარჯიშო. თუ რამით დამეხმარებით, ძალიან მადლობელი დაგრჩებით. |
Posted by: Alien_Piglet 17 Oct 2012, 17:52 |
Van Troy შეგიძლია ამით დაიწყო ოღონდ თანაბრად უკარი, ამასავით არ გაუბერო ბოლოში საერთოდ თითების გავარჯიშება ნელ ტემპში, და მკვეთრი მახვილებით უკარი. ოღონდ თანაბრად. საერთოდ ჰანონის სავარჯიშოები მაგარია, მოოოოსაბეზრებელი, მაგრამ უეფექტურესი შეგიძლია სხვებიც ნახო, ბევრია |
Posted by: Van Troy 17 Oct 2012, 21:43 |
Alien_Piglet დიდი მადლობა. ----------- |
Posted by: djbachi 2 Nov 2012, 03:26 |
რაც არ უნდა ძლიერი იყო, ზოგ ნაწარმოებს კაცის ხელი უფრო უხდება http://www.youtube.com/watch?v=OCx1Tct-v54 |
Posted by: Orfeo 2 Nov 2012, 16:09 |
djbachi გეთანხმები: |
Posted by: unknown lady 9 Nov 2012, 02:49 | ||
djbachi
ზოგს კი არა ბევრს :შ |
Posted by: Coffee 5 Dec 2012, 10:14 |
მე ცხოვრებაში არასდროს მივლია მასწავლებელთან, ზაპროსტა ერთ დღეს მომინდა და იუთუბით მთვარის სონატის პირველი ნაწილი, მესამეს ცოტა, ელიზა, ჰაიდნის ერთ-ერთი სონატა და პატეტიკურის მეორე ნაწილი ვისწავლე . ეხა შოპენის ოკეანე მინდა დავამურამო მაგრამ ნოტების და მუსიკალური განათლების გარეშე მგონი გამიჭირდება . არადა ყველა მეუბნება მაგრად უკრავო |
Posted by: Mur_Mur 5 Dec 2012, 19:03 |
მირჩიეთ, რა... მუსიკალური შვიდწლედი დავამთავრე, საკმაოდ კარგი შედეგებით და სამომავლო პერსპექტივებით, მაგრამ შევეშვი და აღარანაირი ტექნიკა აღარ მაქვს, ისიც კი არ ვიცი ნოტების კითხვა მახსოვს თუ არა საერთოდ... ძალიან მინდა, გავიხსენო, ჩავუჯდე და კარგად დავუკრა, მხოლოდ ჩემი ჭიის გასახარებლად პრობლემა ის არის, რომ პიანინოზე ვერ ვიმეცადინებ, იტალიურ ეზოში ვცხოვრობ და გამები რომ დავიწყო აქ, მეზობლებს წნევები დასჩემდებათ სინთეზატორზე ძალიან არასერიოზული იქნება მეცადინეობა? არასოდეს მქონია შეხება ელექტრონულ ინსტრუმენტებთან და ძალიან ჩაინიკობას ვკითხულობ, ალბათ რა ვქნა, რა გავაკეთო, მართლა ძალიან მინდა მადლობა რჩევებისთვის, წინასწარ srt-8 Charles IX loza Drakula pekineli |
Posted by: pekineli 5 Dec 2012, 20:56 |
Mur_Mur 1 ვარიანტი სინთეზატორია. კარგი სინთეზატორებიც არსებობს მაგრამ ძვირია. ან დამხშობიანი ფოპრტეპიანო ანუ მესამე პედალი. თუ მესამე პედალი არ აქვს შეგიძLია მოიყვანო ხელოსანი და დაყენებინო ხმის დამხშობი ოღონდ ჩამრთველი კლავიატურის ქვემოდან შეუმშნევლად ექნება. და ხმას დაახშობს. მაშ. მემგონი მაგარი რჩევა მოგეცი |
Posted by: Mur_Mur 5 Dec 2012, 21:25 |
pekineli დამხშობი პედალი ძალიან არ უცვლის ხმას? ეგ საუკეთესო ვარიანტია, მართლა თუ გადავწყვეტ ამ პრობლემას, მერე მასწავლებელიც მაპოვნინეთ |
Posted by: pekineli 5 Dec 2012, 22:03 |
Mur_Mur უცვლის კი ახშობს. ანუ დაბალია ხმა. მაგრამ ეს ექნიკის სამეცადინოთ. საბოლოო ჯამში ნაწარმოები კი ყოველგავრი დამხშოებების გარეშე უნდა იმეცადინო. |
Posted by: Mur_Mur 5 Dec 2012, 22:15 |
pekineli ნაწარმოები - თავისთავად. მადლობა მოკლედ, მართლა კარგი გამოსავალია |
Posted by: DW/Evans/Zildjian 5 Dec 2012, 23:35 |
პიანისტებო დეივ ბრუბეკი გარდაიცვალა ((((((((((((((((( |
Posted by: Coffee 6 Dec 2012, 00:42 |
Mur_Mur კარგი პიანისტი პიანოს მაგის გარეშე აკეთებს და თან ასე უფრო ლამაზია * * * DW/Evans/Zildjian საწყალი დღეს მომკვდარა. ნუ პრინციპში 91 წლის იყო. |
Posted by: gogoshvili94 6 Dec 2012, 00:51 | ||||
Coffee
არც მე მაქვს მუსიკალური განათლება, მაგრამ ვუკრავ შოპენის რამოდენიმე ნაწარმოებს, მაგრამ ჩემი დაკრული საერთოდ არ მომწონს. მეც მეუბნებოდნენ კარგად უკრავო, მჯეროდა, სანამ არ ჩავიწერე და არ მოვუსმინე ჩემს დაკრულს. ძალიან ძნელია თან დაუკრა და თან ნოტებს შორის დიდი კონტრასტები არ გქონდეს, დინამიურობა, ჰარმონია ძნელი შესანარჩუნებელია. ჩემი აზრით, თითების კლავიშებზე ფრიალი ყველაზე ადვილია პიანინოს დაკვრისას. დაკვრისას შენ შეიძლება ვერ ამჩნევ იმ "ჩავარდნებს" და მაგ მხრივაა კარგი შენი დაკრულის ჩანაწერის მოსმენა.
ნამდვილად. » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: DW/Evans/Zildjian 6 Dec 2012, 10:11 | ||
Coffee
დღეს 92-ის ხდებოდა |
Posted by: Mur_Mur 6 Dec 2012, 10:49 | ||
Coffee
რის გარეშე აკეთებს პიანოს? * * * აა, მესამე პედალზე ამბობ? ვიცი კაცო, სამპედლიანი პიანინო არასოდეს მქონია და მშვენივრად გამომდიოდა პიანო აქ სხვა რამისთვის მირჩიეს მესამე პედალი და არა პიანოსთვის |
Posted by: Coffee 7 Dec 2012, 12:10 |
Mur_Mur არა მესამე პედალზე არ მაქვს ლაპარაკი. საერთოდ ეცადე როცა პიანო შეგხვდება დამხშობი პედალი არ იხმარო და ისე გააკეთო. ნაზად, ჩუმად დააჭირე კლავიშს და აკონტროლე ხმა. შენ ზიხარ და შენვე უკრავ |
Posted by: pekineli 7 Dec 2012, 12:13 |
Coffee რას გულისხმობ ვერგავიგე. შენი აზრით ტექნიკა შეიძლება ავარჯიშო პიანისიმოთი ისე რომ სხვა არ შეაწუხო? არ შეიძლება ეგ დამღუპველია ტექნიკისათვის დააჩლუნგებს ხელებს. ჯობია დამხშობი დააყენებინო და ხელის სიმძლავრე არ დაკარგო. მესამე პედალი პიანოსთვის არაა არამედ დახშობისათვის ისე რომ მძლავრი პასაჟები ძლიერ დაუკრა. |
Posted by: Coffee 7 Dec 2012, 12:16 |
pekineli სხვისი შეწუხება საერთოდ არ მიხსენებია. როდესაც ნაწარმოებს უკრავ და პიანოა მითითებული. ჩუმათ დაკვრისას მე დამხშობ პედალს არ ვხმარობ და ისე ვუკრავ. ასე უფრო ლამაზადაც ჟღერს მუსიკა და ტექნიკაც მუშავდება. თუმცა არანაირი მუსიკალური განათლება არ მაქვს და ნოტებით არ ვუკრავ, მაგრამ მაინც |
Posted by: pekineli 7 Dec 2012, 12:51 |
Coffee დამხშობი პედალი პიანოსთვის არარის. არამედ სხვა რომ არ შეაწუხო მხოლოდ იმისათვის. პიანოსა და პედალს შორის კი არანაირი კავშირი არარის. |
Posted by: Coffee 7 Dec 2012, 13:57 |
pekineli ხო რავიცი, მუსიკალური განათლება არ მაქვს და არავის უსწავლებია ჩემთვის |
Posted by: pekineli 7 Dec 2012, 14:07 |
Coffee რაუშავს მერე ნელნელა ისწავლი ყველაფერს თუ მონდომებას გამოიჩენ მთავარი მონდომებაა ისე მასწავლებელთან რომ გევლო კვირაში ერთხელ მაინც კაი იქნებოდა მიმართულებას მოგცემდა. მიჭიერი ადამიანი მიმართო და მიმართულება მისცე ძალიან მნიშვნელოვანია. |
Posted by: Coffee 7 Dec 2012, 14:12 |
pekineli რავიცი მივიღებ შენს რჩევას * * * აუ ისე 1872ში გამოშვებული გერმანული პიანინო მაქვს და იმენა აშლილი ხმა აქვს ნუ პრინციპში ზუსტად იმას ვუკრავ რაც ბეთჰოვენმა, ჰაიდნმა და კლასიკის შემქმნელებმა დაწერეს მათაც ზუსტად იგივე ხმა ჩაესმოდათ |
Posted by: pekineli 7 Dec 2012, 14:27 |
Coffee ხო მაგრამ ააწყობინე თორე სმენა გაგიფუჭდება. 1872 უკვე ახალი მოდელებია. ახლებური. მანამდე კიდე ცოტა სხვა ტექნოლოგია იყო. |
Posted by: Coffee 7 Dec 2012, 18:55 |
pekineli ხო ვიცი ბალიშები არ ქონდა და სხვა ხმა ჰქონდა ხო? რაღაცა გიტარის სიმის მაგვარი |
Posted by: Mur_Mur 26 Jan 2013, 18:43 | ||
pekineli
ყველა ამწყობი აკეთებს ამ დამხშობს? კიდე ერთი კითხვა მაქვს- დღეს მოვიტანე პიანინო და რამდენიმე კლავიში არ მუშაობს, ხმა არ აქვს, ნეტა ამისი გამოსწორება თუ შეიძლება |
Posted by: pekineli 27 Jan 2013, 10:58 | ||
Mur_Mur
კი რათქმაუნდა ალბათ გადაადგილებისას აიშალა ასე ხდება ხოლმე. რა პიანინოა? ჩემი პიანინო მაგალითად აიტანეს მეხუთე სართულზე და არ ააწყვეს პატრონებმა მერე ჩვენ ჩამოვიტანეთ და ამოვიტანეთ ასევე მეხუთე სართულზე და აწყობა არ დასჭირდა. თუმცა ასეთი ეგზემპლარები იშვიათია, დამხშობს რაც შეეხება ყველა ვერ აკეთებს. |
Posted by: Mur_Mur 27 Jan 2013, 17:23 |
pekineli პეტროფია. აწყობა სჭირდება კი. შემთხვევით ხომ არ იცი ამწყობი, რომელიც მაგ დამხშობსაც დამიყენებდა? |
Posted by: Manuelo Costa 15 Feb 2013, 12:10 |
00:50-დან რომ იწყება, იმას იგივე ტემპში ვერ ვუკრავ მაგრამ არ მეზარება, დღესვე მოვუღებ ბოლოს |
Posted by: Sali666 16 Feb 2013, 22:16 |
ამის ნოტები სად ვიშოვო? |
Posted by: V-B 17 Feb 2013, 14:34 |
მოცარტის თურქული მარშის ნოტებს თუ ნახავთ დამილნკეთ ძალიან გთხოვთ, ვერსად ვერ ვნახე Youtube-ზე ვუყურებდი ვიდეოს და ისე ვწვალობდი |
Posted by: McCartney 18 Feb 2013, 13:27 | ||
http://www.scribd.com/doc/123512348/James-Blunt-You-Are-Beautiful V-B http://www.scribd.com/doc/83100986/MOZART-Turkish-March-Long |
Posted by: lyonelbohort 21 Feb 2013, 18:19 |
2013 celi richard wagneris saiubileo celicadia. am tarigtad dakavshirebit pianisti elisso assatiani ama clis 22 tebervals gamartavs literaturul-musikalur sagamos “sitkva da bgera”, sadac shesrulebuli ikneba e.c. “axali romantiuli skolis” udides carmomadgenelta hector berliozis, franz lisztisa da tavad richard wagneris nacarmoebebi. garda amisa mokled ikneba mimokhiluli wagneris epoka da is movlenebi, romlebic mastan pirdapir tu arapirdapir iko dakavshirebuli. aseve ikneba carmodgenili elisso assatianis targmanebi im leksebisa, romlebzec shekmnilia berliozis vokaluri cikli “zapkhulis gameebi” (avtori théophile gauthier) da wagneris xuti simgera misi udidesi sikvarulis – mathilde wesendonckis – textebze. dasackisi 19 saatze tbc bankis sakonzerto/sagamopeno darbazshi marjanishvilis teatris pirdapir. |
Posted by: Sali666 23 Feb 2013, 14:50 |
ამის ნოტები მინდა McCartney შემდეგში პიანინოს ნოტები დამიდე გიტარა რო მქონდეს პიანინოს გაკვეთილებს აღარ დავდებდი |
Posted by: Alien_Piglet 10 Apr 2013, 20:35 |
ვინმემ კარგი ამწყობი იცით? ოღონდ მართლა ძალიან კარგი სპეციალისტი მინდა. ჩემი პიანინოს პედლებს უჭირს ძალიან. ბრახუნზე და ჭრიჭინზე რომ არაფერი ვთქვა, ზოგიერთი კლავიში ჟღრიალებს, ხან რაღაც უცნაური ჩაწყვეტის მსგავსი მესმის (ეს ყველაფერი პედალზე დაჭერისას). მოკლედ, ვუკრავ და დავტირი ზედ |
Posted by: Alien_Piglet 12 Apr 2013, 17:20 |
არავინაა ჩემი მშველელი, ხომ? |
Posted by: temgm 21 Jun 2013, 17:18 | ||
დათო ძალიან კარგი ამწყობია. 599 18 49 29 |
Posted by: Reser 6 Jul 2013, 22:09 |
სასტავ ნიდ ია ჰელფ მოკლედ ვუკრავდი 7 წლედი მაქვს დამთავრებული მარა თითქმის გახევებული მაქვს ხელები (მამენტ გიტარაზე ვუკრავ და დიდად არ გავხევებულრავ მარა პიანინოსთან უხეში ვარ რაღაც) დაკვრა თითქმის არ მახსოვს (არც ვუკრავდი დიდად მარა რაღაც დონეზე ვიყავი) მძულდა მაგრად მარა ამ ბოლო დროს ძაან მიმიზიდა ჯაზმა (მელოდიურმა) ჰოდა გადავწყვიტე გავიხსენო ნელნელა და შეგიძლიათ შემომაპაროთ რაიმე უბრალო ნაწარმოებები იუთუბზე რო ვიდეოები იყოს (ნოტების თავი პაჩწი არ მაქვს...) https://www.youtube.com/user/PianistaItaliano?feature=csp-in-feed აი აქ არის ძალიან მაგარი ნაწარმოებები ( ამეებმა მიბიძგა უფრო ზუსტად რომ ვთქვა) პიანინო არ მაქვს მაგრამ სინთეზატორით ვივარჯიშებ თუარადა მეზობელთან გავალ მშვენიერი "რაიალი" უდგას |
Posted by: ცოტნე_91 7 Jul 2013, 21:27 |
Reser http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=1362927 |
Posted by: uwi-buwi 20 Jul 2013, 16:19 |
ძაან დაბალი პიანისტი რო იყო ერთი ხელიც დაჟე ოკლე ქონდა კიდე ებრაელი, რა ქვია? |
Posted by: temgm 25 Jul 2013, 15:24 | ||
ხელი არ აქ მოკლე საიდან მოიტანე. ძალიან მაგარი ადამიანია. დათო ქვია |
Posted by: uwi-buwi 26 Jul 2013, 00:22 |
temgm დათო არა გელა პოლონელ-ებრაელი იყო რა ავადმყოფი მასტი |
Posted by: Manuelo Costa 26 Jul 2013, 01:53 |
ამის ნოტები მინდა |
Posted by: gogoshvili94 27 Jul 2013, 09:46 |
Manuelo Costa ვა რა კარგია. ჰა ლინკი http://allshares.ge/download.php?id=A29F803185 რამოდენიმე ნაწარმოებია ერთ პდფ-ში, 7-16 გვერდებია ეს. http://allshares.ge/download.php?id=1811BCFB87 |
Posted by: Charles IX 29 Jul 2013, 01:14 |
doctor ako რამდენჯერმე წავშალე შეკითხვა. ეს კლასიკური მუსიკის განყოფილებაა - შები შეკითხვა მელომანიაში უნდა დაისვას. ამჯერად მხოლოდ შენიშვნით შემოვიფარგლები - განმეორების შემთხვევაში +20%!!! |
Posted by: temgm 30 Jul 2013, 08:04 | ||
შენ სხვაზე საუბრობ ალბათ. ......................... |
Posted by: agnusweisen 30 Jul 2013, 12:19 |
uwi-buwi ამაზე ამბობ ალბათ - http://www.youtube.com/watch?v=06_uCl_Bovs |
Posted by: wolfchant 31 Jul 2013, 21:07 |
chopin etude op 10 no 12 მოყვარული ვარ და ეს როგორ ავაჩქარო მირჩიეთ რა... საშუალო ტემპში უპრობლემოდ ვუკრავ და რო ვუჩქარებ ხან რას ვაჭერ ხოლმე ხან რას... ხან გამომრჩება ხან კლავიში მერევა და ნორმალურად ვერც ვაფიქსირებ კლავიშებს.. ნელა დაკვრა და აჩქარება კიდე არ გამომდის. რჩევები გაქვთ |
Posted by: gogoshvili94 1 Aug 2013, 17:42 | ||
wolfchant
მაგას თუ უკრავ საშუალზე, შოპენის მეშვიდე ვალსი ისწავლე. რამდენი, შედარებით მარტივი და ლამაზი კომპოზიცია აქვს, რაღა ეგ აირჩიე? http://www.pianostreet.com/ ამ ფორუმზე წერია ხოლმე კარგი რჩევები, გადაათვალიერე იქნებ იყოს რამე. |
Posted by: ცოტნე_91 1 Aug 2013, 18:01 |
wolfchant ნელა იმეცადინე მარცხენა ხელში კვარტოლების პირველი ნოტების აღნიშვნით და წავა შედარებით. ჰოდა კიდე ხელები არ გააშეშო, დამწყებებს მოსდით ეგ თითქმის ყოველთვის. |
Posted by: NNina 1 Aug 2013, 18:14 |
ხელების ვარჯიში მჭირდება. |
Posted by: wolfchant 1 Aug 2013, 18:15 |
gogoshvili94 აუ ერთის ჯინაზე რაღაც ნიზლავის პონტში, გინდა თუარა ვერ ისწავლიო და არ მინდა მართალი აღმოჩნდეს. ვნახავ მაგ საიტს ^_^ საერთოდ შოპენს მუღამს ვერ ვუჭერ რატომღაც ცოტნე_91 ხელის გაშეშება კონკრეტულად რას ნიშნავს? ისა და პირველი ნოტების აღნიშვნაში ფა და სის აღნიშვნას გულისხმობ ხო მგონი? ნოტები ზუსტად არ ვიცი სინთეზიადან ვსწავლობ |
Posted by: NNina 1 Aug 2013, 18:30 |
wolfchant თანმიმდევრობა უნდა დაიცვა . ტაშის დაკვრისთვის არ უნდა დაუკრა. |
Posted by: wolfchant 1 Aug 2013, 18:50 |
NNina ტაშის დაკვირსთვის ნაკლებად ვუკრავ, საერთოდ ხალხში ბოლოს 3 წლის წინ დავუკარი : მე თვითონ მაგრა მიყვარს დაკვრა... როცა რაღაცას ვიწყებ არ ვისვენებ სანამ არ ვამთავრებ ხოლმე და ამას ვერ მივუდექი ვერაფრით, ნერვები მეშლება... |
Posted by: ცოტნე_91 1 Aug 2013, 19:46 | ||||
wolfchant ხელის გაშეშებაში ვგულისხმობ მაჯის გაშეშებას და დაჭიმვას. წონით დაუკარი რა. კვარტოლების პირველი
კი - ფა, სი და ასე შემდეგ, ოღონდ დანარჩენი კვარტოლის სამი ნოტიც კი არ უნდა "დაიკიდო".
მასე არ გამოვა მეგობარო |
Posted by: NNina 1 Aug 2013, 19:59 |
wolfchant მე რომ ვუკრავ,საათობით თვალდახუჭული ვუკრავ და ჩემით კმაყოფილი არ ვარ .მიუხედავად იმისა რომ არ ვცდები.ხან ჟრერადობაა მიზეზი.ხან საათობიტ უბრალოდ მსიამოვნებს და ვაკეთებ ,რაც მინდა. მაგაზე არაა.გაჩნია შენს თავს რას სთხოვ.რა გინდა მიიღო შეიძლება გადაღლა და ერთფეროვნება მოქმედებს. |
Posted by: ცოტნე_91 1 Aug 2013, 20:15 | ||
დილეტანტების მოსმენა არ გინდა... აი ნამდვილი პიანისტი: |
Posted by: nuca25 1 Aug 2013, 20:39 |
http://www.bpi.ge/index.php?option=com_content&view=article&id=16335%3A2013-07-29-04-59-51&catid=937%3A2011-11-06-17-39-50&lang=ka |
Posted by: NNina 1 Aug 2013, 21:58 |
ცოტნე_91 ..მაგდენს ვხვდები. |
Posted by: ცოტნე_91 1 Aug 2013, 22:10 |
NNina არა მაინც რიხტერის ბანები თემის დასაწყისში რაღაც სასწაულია. ბდღვნის როიალს. |
Posted by: elisoeliso 9 Aug 2013, 16:48 | ||
wolfchant
ტექსტი წარმოსახვით შეისწავლეთ, ნაწილებად დაყავით და ტემპში აიყვანეთ. შემდეგ გაამთლიანეთ |
Posted by: Nielsen 7 Sep 2013, 02:11 | ||
elisoeliso
წარმოსახვით ვსწავლობთ, წარმოსახვაში ვყოფთ ნაწილებად, შემდეგ წარმოსახვაში ვამთლიანებთ და წარმოსახვაში ვაჩქარებთ |
Posted by: wolfchant 28 Sep 2013, 23:58 |
ჩემი შემოქმედება http://vocaroo.com/i/s199KpfJVThN ე.წ ნაყინის მანქანის სიმღერა :დდდდ რა ქვიათ ამას ისე ვინმემ იცით |
Posted by: Cafe_Del_Mar19 29 Sep 2013, 20:05 | ||
გული მწყდება რო აღარ/ვეღარ ვუკრავ პიანინოზე. |
Posted by: Neverborn 4 Oct 2013, 00:22 |
|
Posted by: wolfchant 4 Oct 2013, 00:40 |
ამის დაკვრა ჩემი ოცნებაა მაგრამ ჩემ ფეხებს ახლა შოეპნის ვალს 64 2 ს ვსწავლობ ნელნელა |
Posted by: srt-8 7 Oct 2013, 22:28 |
ცოტნე_91 მაგრად დაუკარი ცოტნე! პირველ ტურზე არ ვიყავი და არ ვიცი, მარა დღეს ძაან ძაან ჯობდი სხვა კონკურსანტებს. |
Posted by: Nielsen 15 Oct 2013, 11:35 |
http://www.youtube.com/watch?v=9CFFooKjQII ხომ არ იცით რა ნაწორმოებია 01:13 წამიდან რომ უკრავს? |
Posted by: pekineli 20 Oct 2013, 12:37 |
ცოტნე_91 სად დაუკარი ცოტნე რომელ კონკურსზე? გამარჯობა ამ მართლა ყველას, ამ თემაში დიდი ხანია არ შმეომიხედია. დეემბრისთვის სამოყვარულო კონკურსზე-საუნბივერსიტეტო კონკურსზე გასვლას ვაპირებ და მინდა მირჩIოთ რომელი ნაწარმოები შევარჩიო. მინდა იყოს შოპენი. ტექნიკურად არ ვარ მაღალ საფეხურზე. ორი ნაწარმოები მაქვს გეგმაში ეს არის შოპენის პირველი ბალადა შოპენის მე-12 ეტიუდი-რევოლუციური შოპენის მერე სონატის პირველ მოქმედებაზეც ვიფიქრე. ან როელიმე ძალიან კარგ ნოქტურნზე მაგალითად მე-19 ეს ყველა გარჩეული მაქვს. მემგონი ამაზე შევჩერდები რა დედისმსერავი რამეააა გულში რო ხელს ჩაგავლებს |
Posted by: ცოტნე_91 20 Oct 2013, 16:36 | ||
pekineli
თბილისის საერთაშორისოზე |
Posted by: katokato 27 Oct 2013, 02:24 |
ცოტნე_91 თუ ცოტნე ცოცხალაშვილი ხართ, დიდი სიმპატით ჩემი აზრით, თქვენთვის მინიმუმი პირველი პრემია იყო. |
Posted by: ცოტნე_91 27 Oct 2013, 07:35 | ||
katokato
დიდი მადლობა სამწუხაროდ ჯანმრთელობასთან პრობლემა შემექმნა - მეორე ტურის წინ ვირუსი შემხვდა და გაციება, გრიპი, სიცხე, ხველება ყელის ტკივილი და ყველაფერი უბედურება დამემართა და მაგან შემიშალა ხელი მესამე ტურის წინ. მაგიტუსი დავლიე, ხველების წამალი, დაკვრის დროს რომ არ დამეხველებინა და ყურადღება არ მიმიქცევია რომ ეწერა წამალს გარეკანზე - საჭესთან დაჯდომის წინ დალევა არ შეიძლებაო, იმიტომ რომ ტვინის motor cortex-ს (ქართულად არ ვიცი როგორაა) აფერხებსო. ამიტომაც მესამე ტური გამიჭირდა ძალიან და ბევრი დანაკარგები მქონდა. მაგრამ რა თქმა უნდა კმაყოფილი კი არა ძალიან ბედნიერი ვარ საბოლოო შედეგით. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის |
Posted by: wolfchant 31 Oct 2013, 22:26 |
თსუს მოყვარულ პიანისტთა კონკურსი თუ გაიმართა წელსაც ეს წავა თქვენი აზრით |
Posted by: gogoshvili94 1 Nov 2013, 15:05 |
wolfchant კი, ოღონდ გააჩნია სხვები რას დაუკრავენ მეშვიდე ისწავლე? |
Posted by: katokato 3 Nov 2013, 22:51 | ||
ცოტნე_91
ეგ არაფერი. ყველას არაჩვეულებრივად დაამახსოვრეთ მაინც თავი, რახმანინოვით განსაკუთრებით. მე მესიანი მოვისმინე და ძალიან კარგი იყავით. |
Posted by: wolfchant 4 Nov 2013, 02:34 |
gogoshvili94 იმას გულისხმობ რუბინშტეინის ვიდეო რო მანახე? სამი ნაწილიდან პირველი ორი კი და მესამე დამეზარა... მაგარი ცუდი თვისება მაქვს, ბოლომდე მიყვანა მიჭირს და ის მესამე ნაწილი როა არც მომწონს რაღაც... შარშან ამან გაიმარჯვა და არ ჯობია ვითომ? ნუ წელს რა იქნება არვიცი |
Posted by: pekineli 4 Nov 2013, 10:00 | ||||||
wolfchant
აუუ მეც მინდა მაგაში მონაწილეობის მიღებაა )) რა დავუკრა არვიციი ((
კარგი ბიჭი იყო ნამდვილად. გრამატნა უკრავდა. მაგრამ თავად ნაწარმოები მუსიკალური სკოლის დაბალი კლასების პროგრამაა. თანაც ნამდვილად არ დაუკრა ისე როგორც საჭიროა. ძალიან მძიმეთ. აქ უნდა იყოს რბილი და ნაზი სიმღერა. ამაზე ჯკარგათ ერთმა გოგომ დაუკრა ლისტის ნაწარმოები. ჰაჰჰჰ ჩემს თავსაც ვხედავ აუდიტორიაში
საოცრებაა, არაჩვეულებრივი ვალსია. უბრალოდ ესეთ შედევრებში ყველა ხარვეზი უფრო ძლიერ ჩანს ვიდრე სიტყვაზე ეტიუდებში ან სხვა ნაწარმოებებში. |
Posted by: wolfchant 4 Nov 2013, 12:16 |
pekineli რევოლუციური ეტიუდის დაკვრა თუ შეგიძლია, მანდ ვერავინ შეგედრება. მე ვცადე, მაგრამ თითებს ვაცილებ წარამარა... რა ვქნა არ ვიცი ნუ მთვრალი რო ვარ მაშინ გამომდის ხოლმე მარტო რატომღაც, მაგრამ დასაწყისში ცოტა ვიცი აღარ გავაგრძელე. აუ ისე ვარტყამ ხოლმე თითებს კარგად მაგ ეტიუდში, მაგრამ ხანდახან ისე ხდება რომ მარცხენა ხელის აკორდს ვერ ვიღებ მაგრამ იშვიათად, სცენაზე ას ვიზამ არ ვიცი რამე რჩევები გაქვს რისი დაკვრა შეიძლება სხვა.... |
Posted by: pekineli 4 Nov 2013, 13:06 |
wolfchant ნაწარმოებისთვის თითების აცილება პრობლემა ნამდვილად არ იქნება როცა ნაწარმოებს ითავისებ. ისე უნდა გაითავისო რომ მაგაზე ნამდვილად არ იფიქრო. |
Posted by: gogoshvili94 4 Nov 2013, 21:14 | ||
wolfchant
ჰო, მანდ როგორ არის, თIთო მონაწილე ერთ ნაწარმოებს უკრავს და გამარჯვებულს ავლენენ, თუ ტურებია და ფინალი? |
Posted by: wolfchant 5 Nov 2013, 00:23 |
gogoshvili94 შესარჩევი ტურია, სადაც ნუბებს და პროფესიონალებს გაცხრილავენ მგონი და მერე კონკურსია სადაც პირველ ადგილს ავლენენ pekineli რაც მეტს ვცდილობ არ შემეშალოს მით მეტი იშლება, ეგ რა ჩაწერას რომ ვცდილობ კატასტროფაა საერთოდ |
Posted by: Pakusa1 12 Nov 2013, 22:42 |
ხალხნო პანინოზე გვინდა დაკვრის სწავლა, იქნებ ვინმემ დაგვაკვალიანოთ ოღონ ისააა, რომ 19 წლის ვარ და ცოტა მეუხერხულება |
Posted by: pekineli 20 Nov 2013, 13:07 |
Pakusa1 საუხერხულო რა არის. მეც 19 წლისამ დავიწყე. თუ არ ვცდები რიხტერმაც 19 წლისამ დაიწყოფორტეპიანოზე დაკვრა. თუმცა მუსიკოსებიუს ოჯახში იზრდებოდა, არ ქონდა ინტერესი მანამდე. |
Posted by: ravi_shen 20 Nov 2013, 14:09 |
გამარჯობა დავბრუნდი მესამე გაკვეთილი მაქვს დღეს 10 წლედის მერე არაფეირ არ მახოსვდა საერთოდ შემთხვევით Yann Tiersen - La Valse D'Amelie noten ის ნოტები ხომ არ მოგეპოვებათ ვინმეს, პირველი გვერდი გავარჩიე და ვუკრავ და დანარჩენი 4 გვერდი არ მაქვს: შ |
Posted by: badrijan 20 Nov 2013, 20:33 |
პიანინო მაქვს ასაწყოი და ვინმე მართლა კაი არ იცით. ვიღაც თვითმარქვი არ მინდა. ძველი კაი პიანინო მაქვს. რა ფასები აქვს ისე აწყობას ხო არ იცი? |
Posted by: wolfchant 22 Nov 2013, 00:52 |
badrijan http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=5199157 ეს კარგად აწყობს ძალიან, 30 ლარად. |
Posted by: gogoshvili94 22 Nov 2013, 21:24 |
wolfchant +1 მეც მაგას ავაწყობინე. ოღონდ ჩემი პიანინო არ ვარგოდა და 9.3%-ით დაბალზე ამიწყო. მაგარი კაცია, რო მიდიოდა 30 ლარი მივეცი, ჩემი ძმის გიტარას დახედა და 10 ლარი ჩემ ძმას მისცა, გიტარის სიმები იყიდეო. |
Posted by: wolfchant 24 Nov 2013, 17:14 |
რაკაია ^_^ |
Posted by: 4Motivi 26 Nov 2013, 21:47 |
გამარჯობათ მეგობრებო, არ ვიცი აქ სწორად ვწერ თუ არა, პიანინოს ყიდვას ვაპირებ და რომლის ყიდვას მირჩევთ ? |
Posted by: wolfchant 27 Nov 2013, 23:02 |
4Motivi გააჩნია, რა ფასებში და რა მდგომარეობაში. მაგალითად, მე რომ ვყიდულობდე ამას ვიყიდიდი 100% (თუ ნორმალურ მდგომარეობაშია რათქმაუნდა) და 150 ლარად თუ ყიდის მართლა, მაგარი სულელური ფასია. http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=5208361 ძალიან მომწონს ამ პიანინოს ხმა. |
Posted by: Nielsen 29 Nov 2013, 16:17 |
არავინ იცის რას უკრავს 01:13 წამიდან? |
Posted by: დიაბლო 29 Nov 2013, 17:07 |
Nielsen რა მაგრად უკრავს |
Posted by: Nielsen 30 Nov 2013, 01:40 | ||
დიაბლო
ცოტნე_91 არც შენ არ იცი რა ნაწარმოებს უკრავს? |
Posted by: gogoshvili94 30 Nov 2013, 01:45 |
Nielsen STEVE VILLA-MASSONE1 week ago yes of course, the first one (end of the piece), is "La valse du vallon", the second one is "Sonate n°2" and the last one "La crypte" მგონი თავისი დაწერილებია. კომენტარებიდან ეგრე ჩანს. |
Posted by: Nielsen 30 Nov 2013, 12:18 | ||
gogoshvili94
|
Posted by: Nielsen 13 Dec 2013, 12:56 |
ხომ არ იცით გამოსულია თუ არა რეზო თავაძის წიგნი "საუბრები პიანიზმის ისტორიაზე" თუ "პიანიზმის ისტორია"? და თუ არსებობს, სად შეიძლება შევიძინო? * * * ალექსეევის საფორტეპინო ხელოვნების ისტორია ქართულად არის თუ არა? თუ არადა, იქნებ ინტერნეტში რუსულად იცოდეთ ვინმემ სად ვნახო? |
Posted by: Kaveman 17 Dec 2013, 00:37 |
21, 20 და 19 ნოქტურნებს ვუკრავ და რომელ ნოქტურნს გავწვდები ხომ ვერ მირჩევთ » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: Pakusa1 17 Dec 2013, 01:49 |
აუუ ერთი თხოვნა მაქვს მელოდიის გახსენება მიჭირს... კლასიკაა, ოღონდ ძალიან ჩქარი და ენერგიული, აი ენაზე მადგას, მაგრამ ვერ ვიხსენებ სახელს... შეგიძლიათ მიახლოებით მაინც მითხრათ რამე??? |
Posted by: gogoshvili94 18 Dec 2013, 14:22 |
Pakusa1 ებრაელივით გამოგივიდა, სიკვდილის წინ შვილები ეკითხებიან: "მამი ფული სად დატოვე?". - საქართველოში. შვილი: "უფრო კონკრეტულად?" -მზის სისტემა, მესამე პლანეტა. ვისი იყო ის მაინც არ გახსოვს? |
Posted by: Nielsen 18 Dec 2013, 20:20 | ||
Pakusa1
გვეკაიფები? |
Posted by: wolfchant 19 Dec 2013, 01:10 | ||
Pakusa1
თბილისში გიო როა ხოიცი |
Posted by: Pakusa1 19 Dec 2013, 07:32 |
wolfchant ჯინსებს რომ იცმევს ხო? |
Posted by: luka123 19 Dec 2013, 08:19 | ||
wolfchant
ერთი ამაი უყურე, ვახ კაცოო პიანნისტი ხარ ბჯოო?! * * * ცოტნე_91 კარგი ხარ.გამორჩეული ხარ. მამაშენიც ძალიან ნიჭიერი იყო. ძველი მეგობრები ვართ. ძნელ პირობებში მოგვიწია ცხოვრებამ. |
Posted by: ცოტნე_91 19 Dec 2013, 08:54 | ||
luka123
მადლ'ობა |
Posted by: luka123 19 Dec 2013, 09:06 | ||
ცოტნე_91
კვლავაც გაიზარდე როგორც პიანისტი |
Posted by: wolfchant 19 Dec 2013, 13:42 | ||
luka123
პიანისტი რა, ნოტები არ ვიცი და სინთეზიით დაახლოებით ასეთების დაკვრას ვქაჩავ მარა რევოლუციური ეტიუდი-აქ შარში ვარ, ვერანაირად ვერ ვაღწევ მაგ სიჩქარეს და ტემპს. |
Posted by: gogoshvili94 19 Dec 2013, 13:53 |
wolfchant შენც სინთეზიით სწავლობ ბიჭო? არც მე ვიცი ნოტები. |
Posted by: wolfchant 19 Dec 2013, 14:10 |
gogoshvili94 ხო ეგ რა, თაბახზე ნოტების ამოწერის ტექნიკა მაქ შემოშავეული, ჩემი საკუთარი აღნიშვნებით. |
Posted by: pekineli 31 Dec 2013, 00:39 | ||
ნოტები უნდა ისწავლოთ, რადგან ბევრად ამარტივებს საქმეს. სმენით და ზეპირობით არ გამოვა კარგი შედეგი. არი ის ნიუანსები რომლებიც უნდა წაიკითხო. თუ მათი წაკიტხვა არ იცი მათ ვერც გაიგონებ. მოკლედ ბევრად გაიმარტივებთ საქმეს თუ ნოტებს ისწავლით. ერთი ცუდი თვისება მაქვს ნაწარმოები მბეზრდება მილიონკერ რომ ვუკრავ ეს კი აუცილებელია მეცადინეობისას. ცოტნე_91 ყელში არ გაქვს ხოლმე ამოსული ნაწარმოები? ამიტომ შემი უსაყვარლესი ყველა ნაწარმოები გარჩეული მაქვს მაგრამ არა ნასწავლი ზეპირად * * *
საშინლად უკრავს. უბრახუნებს უგლაჯუნებს ბოზი თინასავით. არანაირი დელიკატურობა სირბილე. არ უსმენს ბგერას. სპორტსმენია ფორტეპიანოსი. სპორტი რომ გონიათ. აი ვინ უსმენს თითოეულ ბგერას |
Posted by: wolfchant 31 Dec 2013, 02:13 |
pekineli რო მბეზრდება მაგის გამო ლამის ყელაფერი ნახევრამდე ვიცი. თავიდანაა ყველაზე კარგი, მერე სხვებზე გადავდივარ. |
Posted by: ცოტნე_91 31 Dec 2013, 11:02 |
აი დსმებო, ისიამოვნეთ! ესეთს სხვაგან ვერ მოისმენთ https://soundcloud.com/tsotne-tsotskhalashvili/sets/prokofiev-piano-concerto-no-2 საშა კორსანტია LIVE |
Posted by: gogoshvili94 1 Jan 2014, 20:42 | ||
ცოტნე_91 კორსანტიას სხვა ჩAნაწერები ხომ არ გაქვს? * * * pekineli
ამ შემთხვევაში,მგონი ქუჩს ხმაურის გადაფავას ცდილობს. მაგის ფანტაზია ექსპრომტი უნდა ნახო... ველურივით უკრავს ეს თავისია ცოტნე_91 შენ არ იყავი GDS-ზე? |
Posted by: ვაკო_მარქსი 2 Jan 2014, 14:36 | ||
uwi-buwi
პეტრუციანი? მაგრამ ებრაელი იყო ვითომ? |
Posted by: Kaveman 2 Jan 2014, 15:21 |
რაც მე თაბახზე მიწვალია საკუთარი აღნიშნულებით მერე ნოტები ვისწავლე |
Posted by: ცოტნე_91 2 Jan 2014, 21:59 | ||||
gogoshvili94
ვიყავი
მაქვს |
Posted by: ჯადოქარი 11 Jan 2014, 17:34 |
პიანინოს რესტავრატორი იცით ვინმე? მძიმე მდგომარეობაში მყავს ძაან |
Posted by: Nielsen 4 Feb 2014, 00:47 | ||
პიანისტის ხელოვნება იკარგება; რათქმაუნდა სულ უფრო უკეთესად და უკეთესად უკრავენ, განსაკუთრებით სულ უფრო და უფრო ჩქარა. მარგერიტ ლონგი ჯადოქარი
ჯობია გადააგდო და ახალი იყიდო. |
Posted by: Nielsen 6 Feb 2014, 00:18 |
კარგი შემსრულებელი რომ გახდე, საჭიროა არა მარტო ინსტრუმენტზე ბევრი ვარჯიში, არამედ მეტი კითხვა. იოჰანეს ბრამსი |
Posted by: wolfchant 7 Feb 2014, 03:04 |
gogoshvili94 იმ ამწყობმა ერთით დაბლა აგიწყო ხო შენც.. ხელს არ გიშლის ეგ? |
Posted by: gogoshvili94 7 Feb 2014, 13:38 | ||
wolfchant
მთლად ერთIთ არა, 9.3%-ით დაბლაა (10% ერთია) მიშლის რა... მივეჩვიე სხვა რა გზა მაქ? 40 წლის პიანინოა და უკან ერთი დიდი ფიცარი (სამიდან) გატეხილია და ბოლომდე რო დავჭიმო შეიძლება სულ ჩამოიშალოსო.. პიანინო 20 წელზე მეტის თუა სიმები შესუსტებულია და შეიძლება დაწყდესო, ეს კიდე 40 წლისაა პაჩწი |
Posted by: wolfchant 7 Feb 2014, 21:09 | ||
gogoshvili94
ხოო მეც ეგრე მითხრა... ჩვენ რასაც ვუკრავთ და სხვებისგან რასაც ვისმენთ სუ სხვადასხვაა არადა ახლა თან ჩმეი არის როინიში როა პატარა, წიულპანის ფეხებზე რომ დგას როგორც პიანინო მაგარი საცოდავი ნივთია, სასწაულად მძიმე კლავიშები აქვს, მაღალი ნოტები ძალიან სუსტი და ხმადაბალია... მაიმარკეტზე 200 ლარად კი იჩითება ხოლმე აკრგი პიანინოები, თუ რამე ივერიას ვიყიდი ალბათ, საკაიფო ჟღერადობა აქვს. |
Posted by: ცოტნე_91 9 Feb 2014, 03:38 |
აი ძმებო ნამდვილი მოცარტოლოგი |
Posted by: Nielsen 9 Feb 2014, 13:37 |
............................................................ |
Posted by: maestro1 11 Feb 2014, 16:04 | ||
აუ ეს როდის იყოოო )) გადასარევად ვუკრავ მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ ვიდეოები რაც ვნახე გავრისკავდი გასვლას ) მომავალ წელს თუ იქნება ნეტავ ) |
Posted by: Nielsen 11 Feb 2014, 21:32 |
|
Posted by: luka123 13 Feb 2014, 13:52 |
უნაკლო |
Posted by: Nielsen 13 Feb 2014, 21:25 | ||
luka123
აი უნაკლო: » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: Camel 13 Feb 2014, 21:36 |
გენიიოსია ჩემი აზრით და ლეგენდა თანამედროვე მუსიკის. ნუ ჰოროვიცი არ არის ,მაგრამ... |
Posted by: Nielsen 13 Feb 2014, 21:58 |
...................................................................... |
Posted by: luka123 14 Feb 2014, 00:09 | ||
Nielsen
ეგ თავის პონტში იყო უნაკლო. მაგრამ არა ამ პონტში. ლისტის ინტერპრეტაციას ვგულისხმობ. ბრწყინვალება და "ფუფუნება" აკლია, გაქანება და ფილიგრინული გამოკვეთილობა რაც დიორდს აქვს. ტემპიც დავარდნილია. და ორ ფერშია ფაქტიურად. შავ-თეთრია. ციფრა შეუდარებელია ამ მხრივ. თავისუფლების და სიზუსტის განსახიერებაა. ტექნიკის სრულყოფილებაზე აღარაფერს ვამბობ. უმდიდრესი პალიტრა, ლისტს რომ ეკადრება ისეთი. გემოვნებაზე არ უნდა იდავო ალბათ. ზოგს მღვდელი მოსწონს ზოგს მღვდლის ცოლიო |
Posted by: Nielsen 14 Feb 2014, 00:13 | ||||||
luka123
|
Posted by: luka123 14 Feb 2014, 00:27 | ||
Nielsen
ამ სისულელის მაგივრად რამე შინარსიანი რომ თქვა ვერა? არა უშავს გაგივლის. შეადარე რიხტერის და დიორდის ტემპები.სმენა თუ არა მხედველობა ხომ გაქვს და წაიკითხე მითითებული დრო. მუსიკის გაგებას 2 ყურის გარდა 1 თავი და 1 გული ჭირდება კაკ მინიმუმ |
Posted by: Nielsen 14 Feb 2014, 02:30 | ||||||||||
luka123
სისულელე ის არის რასაც შენ წერ! შენ რომ მართლა სმენა და ოდნავ გაგებაში იყო ამას:
არ დაწერდი. რაშიც ვერ ერკვევი და გაგებაში არ ხარ ასე უაზროდ არ უნდა ისროლო ლამაზ ლამაზი სიტყვები. სხვარამისთვის შეინახე. თუ ჩემი არ გჯერავს მოასმენინე ვინმეს, ვინც ერკვევა და უთხარი ასე და ასე დავწერე ამ შესრულებაზეო და დაელოდე რას გეტყვის.
ეს დიორდი ვიღაა გაფიცებ?
რას ნიშნავს დავარდნილია? რა გინდა თქვა რომ რახან დიორდი უფრო ჩქარა უკრავს ამიტომ რიხტერზე მეტი გამომსახველობით და ტექნიკური თვალსაზრისით უფრო სრულყოფილად უკრავს? რომელია „საჭირო“ ტემპი? მრავალი მუსიკოსი თვლის, რომ ერთიდაიგივე მუსიკა შეიძლება შესრულდეს მეტრონომიული თვალსაზრისით სხვადასხვა ტემპში, და მუსიკის გამომსახველობა ამით არ დაზარალდეს.
|
Posted by: luka123 14 Feb 2014, 03:37 | ||||||||||||
Nielsen
არ მჯერ-ა(ვს). იმიტომ რომ ელემენტარული მართლწერა არ იცი.
ნუ მაფიცებ, ისე გეტყვი, ფიცის გარეშე. უნგრულად ასე გამოითქმის მისი სახელი. Дьёрдь, გეორგ (ჯორჯ) - დიორდ, ფრანც-ფერენც და ა.შ. ამ სახელების უნგრული ტრანსკრიფციებია.
რახან არა ბრახვან სწორია- რადგან. ლამაზი სიტყვების სროლა და ბრახვან შენსკენ მოკითხე. მე მაგას არ ვამბობ, შენ აიჭერი ტემპზე ჩემს პირველ შენიშვნაზე. უარყავი და მეც მიგითითე. მე არსად არ მითქვამს, რომ თუკი "რახან" და ბრახვან ტემპში უკრავს პიანისტი, ის მაგარი პიანისტია. მე აქ მივუთითე ტემპის გაცილებით მეტ მოხდენილობაზე ციფრას შესრულებაში. ტემპი არის მუსიკალური ენის ერთ-ერთი გამომსახველობითი საშუალება და სხვა საშუალებებთან ერთად განსაზღვრავს შესრულების ხარისხს. შემდეგ, - არაა აუცილებელი რომ თუნდაც ისეთი ძლიერი პიანისტი როგორიც რიხტერია, ყველაფერს უკრავდეს თანაბარი გამომსახველობითი სრულყოფილებით. თავისი ნიშა აქვს ყველას. ძალიან ცოტაა უნივერსალური შემსრულებელი.
იქნებ რეზო თავაძე ვარ?
ბგერწერაზე გაგიგია რამე? კოლორისტიკა იცი რა არის? უზრდელობას თავი ანებე და შენი საქმე აკეთე სანამ მართლა თავში წასაშენად გაგიხდება საქმე. век живи, век учись, дураком помрёшь ნილსენ ბატონო. |
Posted by: Nielsen 14 Feb 2014, 12:06 |
luka123 Во время спора в Интернете Ваш оппонент приводит неопровержимые доказательства своей точки зрения? Не отчаивайтесь. Доебитесь до орфографии. » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: pekineli 14 Feb 2014, 15:26 |
არც ვაციე არც ვაცხელე გუშინ ლისტის ტრანსცენდენტული ეტიუდის (მე-10)გარჩევა დავიწყე თავხედი ვარ ხო სხვათაშორის ისეთი რთული არ აღმოჩნდა როგორც მეგონა გასარჩევად აი სასწავლად კი ჯოჯოხეთი იქნება )) |
Posted by: Nielsen 14 Feb 2014, 16:14 | ||
luka123
შენც მოეშვი სისულელეების და უაზროდ სიტყვების ბრახაბრუხს და შენს საქმეს მიხედე. თორემ მართლა თავში წასაშენად გაგიხდება ხელები. ვიღაცა ბრიყვი ნახავს და ეგონება რახან ესე მაღლფარდოვნად საუბრობ, იფიქრებს, კარგად ერკვევა ალბათო. არადა სინამდვილეში აზრზე არ ხარ ლუკა ბატონო. ემპირიკოსო |
Posted by: luka123 14 Feb 2014, 22:43 | ||||||
Nielsen
http://www.radikal.ru * * * pekineli დონეზე უკრავს აშკენაზი. აღმავლობის ხანაშია ამ მომენტში, ეტყობა. |
Posted by: Nielsen 15 Feb 2014, 01:15 | ||||||
pekineli
საშინელი
http://www.cosgan.de/smilie.php |
Posted by: touch 24 Feb 2014, 03:02 |
გამარჯობა. ალბათ ბევრი დასვამდა ასეთ კითხვას მაგრამ მეც ვიკითხავ ბარემ. რამდენხანში შეიძლება პიანინოზე დაკვრის სწავლა ისე რო რაღაც მელოდია, რაც მომინდება დავუკრახოლმე ჩემთვის, მარტივ ფორმებში მაინც. რაღაც რთულად შესასრულებელს არ ვგულისმობ ცხადია და არც პიანისტობას ვაპირებ. ნუ გასაგებია რო ინდივიდუალურია, უბრალოდ მიახლოებით მაინტერესებს, რამდენ გაკვეთილში შეიძლება ამ დონეზე სწავლა. სმენა მაქვს. დავდიოდი ღრმა ბავშვობაში ძალიან ცოტახანს და იქიდან ვიცი რო მქონდა მაშინ კარგი სმენა და ახლა დავკარგავდი ვითომ? |
Posted by: wolfchant 24 Feb 2014, 03:40 | ||
touch
ვთქვათ მელოდია, რომელიც შვიდი ნოტისგან შედგება, მოუსმინე და უყურე როგორ უკრავს ვიღაც და პირველ მეორე ან მესამე ცდაზე აითვისე, მგონი არ უნდა გაგიჭირდეს მარტივი რაღაცების სწავლა, 1 თვეც საკმარისი იქნება, ეგ კი არა ძაან რო მოინდომო 1 კვირაც გეყოფა, ან თუ გავარჯიშებული ხარ 3 ან შეიძლება 1 დღეშიც ისწავლო რაღაც. თუ წარსულიდან გახსოვს რაღაცები მთლად უკეთესი გააჩნია, რისი დაკვრა გინდა. ჩემ მამიდაშვილს, რომელიც 18 წლის წინ დადიოდა მასწთან ჩემო ციცინათელა 1 საათში ვასწავლე მაგალითად ეს უნარი არ იკარგება. |
Posted by: touch 24 Feb 2014, 13:17 |
wolfchant ძალიან ცოტახანს დავდიოდი და არაფერი არ მახსოვს. ანუ ნოტების სწავლის გარეშე შეიძლება რამე გამოვიდეს? ისე ვიდეო გაკვეთილები რო დევს მაგის მხიედვით მიცდია დ აგამომსვლია რაღაც მაგრამ, ვიფიქრე მასწავლებელი უფრო ადვილად ამათვისებინებს დ აუფრო მოკლე დროშითქო. ანუ იგივეა ახლა რო დაჯდე და ფილმებს უყურო უცხო ენაზე, როდისღაც კი ისწავლი ამ ენას რაღაც დონეზე მაგრამ, სად მასწავლებელმა რო გამეცადინოს. |
Posted by: wolfchant 24 Feb 2014, 13:48 |
touch მე ნოტები საერთოდ არ ვიცი, მაგრამ ისე საკმაოდ კარგად ვუკრავ. http://www.synthesiagame.com/getTheGame.aspx აი ეს ნახე, მიდი სიმღერებს აგდებ შესაბამის ფოლდერში და ეს პროგრამა გასწავლის. თუ რამე ახლის სწავლა მინდა ვგუგლავ და ვიწერ. მახსოვრობაზე არაა, უნარია. |
Posted by: touch 24 Feb 2014, 14:36 |
wolfchant მადლობა, ვნახავ აბა რა გამოვა |
Posted by: ClassicalMusic 5 Mar 2014, 21:45 |
ვასწავლი კლასიკურ მუსიკას დამწყებთათვის და მოყვარულთათვის. ვარ პროფესიონალი პიანისტი და ლაურეატი I პრემიის. ფასი $50-იდან თვეში. დამიკავშირდით. ტელ: 238 74 84 მობ: 574 88 08 57. ვცხოვრობ საბურთალოზე, სააკაძის მოედანთან. |
Posted by: Nielsen 7 Mar 2014, 18:07 |
სიტყვები არ მყოფნის.... შემძრა! ამას ქვია დემონური შესრულება! |
Posted by: ცოტნე_91 18 Mar 2014, 06:54 |
მე ესეთი შოპენის მწამს. |
Posted by: wolfchant 31 Mar 2014, 02:07 |
ამის დაწყება ვცადე, მარა მარჯვენა და მარცხენა ხელის შეხამებას ვერ მოვაბი თავი ვერაფრით |
Posted by: Nielsen 31 Mar 2014, 02:26 | ||
wolfchant
რას ვერ იგებ? ნოტები ხო იცი? მარცხენა ხელის დოძიესსა და სოლძიეზს შორის უნდა მოაქციო მარჯვენა ხელის სოლძიეზი ანუ შუაში უნდა დაუკრა. მეოთხე ნოტი მარცხენაში ანუ მი მარჯვენაში რომ ფა დუბლძიეზია იმას ემთხვევა. დანარჩენი ერთმანეთის შუაშია უნდა იყოს. ყოველი მეოთხე ბგერა ერთმანეთს ემთხვევა. პირველ ტაქტში ანუ ორივე ხელი რო შედის, მარცხენის მი და მარჯვენა ხელის ფა-დუბლძიეზი ერთმანეთს ემთხვევა ანუ ერთი მეორის ქვეშ უნდა დაუკრა. ისევე როგორ ამავე ტაქტის მარცხენას მი და მარჯვენას სი-ძიეზი. |
Posted by: wolfchant 31 Mar 2014, 12:50 |
Nielsen ნოტები არ ვიცი ისე ვიზეპირებ. :დ რა რის შემდეგ მოდის კი ვიცი, მარა ვერ ვგრძნობ ერთად ბუნებრივად თუ რაცაა.. მიჩვევის ამბავია ალბათ. |
Posted by: Nielsen 31 Mar 2014, 12:55 | ||||
wolfchant
ისე, როგორ? სხვას არჩევინებ და მერე შენ ის გასწავლის თუ?
მთავარი ესაა. ნელ-ნელა იმეცადინე და გამოიმუშავებ. სწრაფ ტემპშიც ყველაფერი თვითონ დალაგდება. მთავარია ნელა გამოიმუშაო ყველაფერი სწორად. ძალიან თავისებური ინტერპრეტაცია აქვს. რომც არ ეთანხმებოდე ასეთ მიდგომას შენდაუნებურად ექცევი მისი ძლიერი არტისტიზმის ზეგავლენის ქვეშ. კარგად გრძნობს "ფორტეპიანოს სულს". მისი შესრულება გამოირჩევა რომანტიული თავისუფლებით, ელეგანტურობით და დიდი გემოვნებით! |
Posted by: wolfchant 31 Mar 2014, 15:19 | ||
Nielsen
სინთეზია.. |
Posted by: wolfchant 1 Apr 2014, 23:19 |
პოლირითმების სავარჯიშო რამე მარტივი მელოდიები თუ გეგულებათ? სანამ ამას დავიწყებ ვივარჯიშებ ცოტას p.s ღმერთო ურო ჩამცხე |
Posted by: Nielsen 13 Apr 2014, 22:26 | ||||
pekineli
თქვენი აზრი მაინტერესებს როგორც პიანისტების ამ http://forum.ge/?showtopic=33901003&view=findpost&p=39831563 შესრულებასთან დაკავშირებით ბატონი ლუკა ამას:
ბრძანებდა და ეთანხმებით თუ არა თქვენ? |
Posted by: ცოტნე_91 13 Apr 2014, 23:10 | ||
Nielsen
უკაცრავად მარა სიმართლე გითხრათ ლისტი "არ მევასება", რბილად რომ ვთქვათ მით უმეტეს გნომენრაიგენი. რიხტერის ფანი ვარ ისე. თითქმის ყველაფერში. |
Posted by: Nielsen 14 Apr 2014, 00:32 | ||||
ცოტნე_91
გასაგებია თქვენი პოზიცია უფრო მკაფიოდ რომ დაგეფიქსირებინათ ურიგო არ იქნებოდა wolfchant
რატომ? ვერ მივხვდი? :დ |
Posted by: pekineli 14 Apr 2014, 00:45 |
Nielsen სიმართლე გითხრა რიხტერი ხუთოსანი პიანისტია. ზუბრიაკია. ძალიან მაგრად აქვს ყველაფერი ნასწავლი მაგრამ ისეთი კორიფეებთან როგორც შოპენია ხუთოსნობა არაა მთავარი მთავარი სულია და გული რაც ხშირდა არ მოაქვს მის დაკრულს. ლისტს რაც შეეხება ის ფორტეპიანოს ლედი გაგაა ეპატაჟური, ტრიუკების და გაკვირვების მოყვარული. ამიტომ მას რაღაცა სხვა ბლესკი სჭირდება, ციფრა საუკეთესო ლისტის შემსრტლებელია ჩემი აზრით. რიხტერის შოპენი მე არ მიყვარს ძალიან |
Posted by: ცოტნე_91 14 Apr 2014, 17:54 | ||
Nielsen
ანუ? ვერ მივხვდი. განსხვავება ისაა რომ თუ დავუშვათ ციფრა რიხტერზე ცოტათი უკეთესად უკრავს ლისტს, ეგ არაფერს არ ნიშნავს იმიტომ რომ მაინც ფაქტი ფაქტად რჩება - რიხტერი გენიოსია და ციფრა არა. რატომ არის გენიოსი. იმიტომ რომ ციფრა რიხტერთან დონით ვერასოდეს ვერ მივა, ვერანაირ ასპექტში. ეხლა გასაგებია? მკაფიოდ დავაფიქსირე აზრი? |
Posted by: Nielsen 14 Apr 2014, 18:08 | ||||||||
ცოტნე_91
ანუ ის რომ არ ეთანხმები ლუკა 123 მის შეფასებაში და მწარედ სცდება
საერთოდ იმის დაშვება რომ ციფრა რაიმეს უკრავს რიხტერზე უკეთესად არასწორია
+1
დიახ ბატონო |
Posted by: ცოტნე_91 14 Apr 2014, 19:52 | ||
Nielsen
რატომ? ობიექტური შეფასების უნარი უნდა დავკარგოთ რადგან რიხტერი გენიოსია და ციფრა არა? ლისტის კარგად და უკეთესად დაკვრას გენიოსობა კი არა კარგი თითები, მეცადინეობა და კონცენტრაცია სჭირდება. თუ ამ შემთხვევაში გნომენრაიგენს ციფრა უკეთესად უკრავს ვიდრე რიხტერი, ეს იმას ნიშნავს რომ რიხტერმა უბრალოდ ჩათვალა რომ ძალიან დიდი დრო არ დაეთმო ლისტისთვის, რაც ჩემის აზრით სამართლიანია მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია |
Posted by: Nielsen 14 Apr 2014, 20:43 | ||||||
არა რა თქმა უნდა
ამ შემთხვევაშიც მე მგონია რომ რიხტერი უკეთესად უკრავს მაინც
|
Posted by: wolfchant 15 Apr 2014, 01:03 | ||
Nielsen
ვიდეოზე ვთქვი. რათმქაუნდა, ყველას უფლება აქვს თავისებურად აღიქვას შოპენი, მაგრამ... :დ |
Posted by: wolfchant 9 May 2014, 02:51 |
ამის ნოტები ხომ არ გამოუქვეყნებიათ? |
Posted by: JSB14BSJ 11 May 2014, 00:51 | ||||||||
wolfchant არა. და ევროკავშირთან პარაფირების დროს ამიტომაც შალახო დაადეს ფონად. * * * Nielsen
პირადად მე არ მეხება შეკითხვა, მაგრამ რაკი შემოვიხედე... უსასრულობამდე რთულია, რიხტერს შეეჯიბრო გონებისმიერ მუსიკაში. ზოგს რისი ნიჭი და უნარი აქვს, ზოგს - რისი. ციფრა, მაგალითად, თავიდან ბოლომდე ნიჭის განსახიერებაა - თითქოს ტრანსშიაო, ისე ასხამს ხორცს ურთულეს ჩანაფიქრს. რიხტერი - პირიქით, უზოგადეს აბსტრაქციაში არ კარგავს თავს და არა ნიჭით ან "ტრანსით" ან ჩასუნთქვით, არამედ, პირდაპირ რაციოთი აწვება თავისას და უზუსტეს სურათსაც ხატავს (მაგალითად - ამ ჩანაწერში). სიტყვებით ძალიან რთულია იმის გადმოცემა, რასაც მხოლოდ ხვდები. ლისტში, მაგალითად, ან დებიუსიში, რაველში და მეოცე საუკუნეში, რიხტერს არ ვიცი, ვინ შეიძლება შეეჯიბროს. ამავე მიზეზით, მე რომ მკითხოთ, ტატხტზე ზის შუბერტთან. ხოლო რიხტერის შოპენს, მაგალითად, საერთოდ არ უნდა მოუსმინო. ციფრა - პირიქით, ნიჭის განსახიერება და შადრევანია - სულ უკაცრავად და ჰკიდია ლოგიურ-შინაარსობრივი სურათი, ისე აწვება თავისას, მაგის დაწევას ათი მათემატიკოსის შრომა უნდა. ხოლო გულდს პირობითად თუ შეიძლება ადამიანი ეწოდოს - ალბათ ისევე პირობითად, როგორც ი. ს. ბახს. გადაჭარბებად ნუ ჩამითვლით. გულდის ფენომენს უკვე, ჩვენი საზომით, ნიჭიც აღარ ჰქვია. სადაც გონებისმიერი და რაციონალური მუსიკაა, იქ, ამიტომ, რიხტერს ძნელად თუ დაუდგება ვინმე წინ. სამაგიეროდ, გულდი... ცოტნე_91
მაგის მარტო ურწმუნოებს არ სწამთ
ეს არ ვიცოდი
არც ეს. |
Posted by: zuka_piano 11 May 2014, 01:32 | ||||
წავიდნენ თავები დაიხოცონ მთელმა თვითმართველობის დეპარტამენტებმა ერთად. მიზიან დიდი მსმენელებივით. აქ დაკვრას კატორღაში დაკვრა მირჩევნია. უნიჭობის ზეიმი. რატო უნდა გავიმარჯვო youtube-ზე რომ ამიტვირთონ ვიდეო თუ ვიღაც გლუკოზას ფანებმა გამიცნონ. პიანისტების კონკურსი.. (თორნიკეს არაფერი ეხება <3) |
Posted by: Onise_ok 21 May 2014, 21:34 |
ახალი წლების მერეა ვცდილობ რაღაცეებს N1 gymnopedies ვიცი :დ <3 კიდე arcade fire - Song on the beach ეგ იყო სუ პირველად რაც ვისწავლე რა. მერე The Great gig in the sky და ფლოიდების რაღაცეები ახლა დებიუსის მთვარეს მივახტი ;დდ ვიცი გაგეცინებათ :დ მარა მარტო ინტრო ვისწავლე, მარტივი და ლამაზია აუ პროსტა ნოტების კითხვა ზეპირად კარგად მაინც ვერ დავამუღამე. გვერდით მიდევს ამოწერილი ნოტები სახელებით და მაინც იქ ვიხედები ხოლმე. მარა ეგ არაფერი - ალბათ დროის ამბავია . . . |
Posted by: Nielsen 24 May 2014, 01:47 | ||
_____________________________ JSB14BSJ
მომიტევეთ მაგრამ ვერ დაგეთანხმებით "С. Рихтер раскрывает в своей интерпретации и вдохновенную поэтичность, и интеллектуализм музыки Шопена" А. Соловцов "Рихтер как бы подчеркивает выраженный в поэтическом творчестве Шопена трагизм жизненных противоречий, скрытый под оболочкой безупречной красоты его мелодий и гармоний". Л. Николаев |
Posted by: Attila 10 Jun 2014, 16:49 |
მოგესალმებით. დახმარება მჭირდება, სახლის პირობებში მინდა სამოყვარულო დონზე ვისწავლო დაკვრა და იქნება მირჩიოთ როგორ შევისწავლო? დამწყებისთვის რამე ლინკები ხო არ გექმებათ ვიდეო გაკვეთილები და ა.შ. |
Posted by: Nielsen 23 Jun 2014, 01:24 |
https://www.youtube.com/watch?v=mVt3pKb1Yp4&feature=youtu.be მოცარტის 20 საფორტეპიანო კონცერტი მიყვება და შოპენი რადგანაც აწერია ხალხს შოპენი გონია პ.ს ფეისბუქზე ქონდა ერთს გამოქვეყნებული და ერთი ვერავინ მიხვდა რომ მოცარტი იყო და არა შოპენი |
Posted by: Kaveman 25 Jun 2014, 21:27 |
ელექტრო პიანინოს USB პორტით რამდენად ვიყიდი? ყველაზე იაფად |
Posted by: kolia84 26 Jun 2014, 00:50 |
კარგი ამწყობის ნომერი მომწერეთ რაა, იყო აქ ადრე სადღაც და ვეღარ ვპოულობ. |
Posted by: Nielsen 26 Jun 2014, 14:12 |
http://www.animespirit.ru/anime/oth/laction-other/4737-nodame-kantabile-film-pervyj-nodame-cantabile-the.html კაი ხანია ამდენი დადებითი ემოციები რაც ამ ფილმმა მომცა არ მიმიღია ანიმეც ძაან მაგარია |
Posted by: Kaveman 26 Jun 2014, 14:39 |
Nielsen კი მართლა კარგია, ანიმაციური ვერსიებიც აქვს ნახე |
Posted by: Nielsen 26 Jun 2014, 15:38 | ||||
Kaveman
ვიცი ეგ ანიმაციური ვერსიებიც. * * * nikoloz__16
მეც მინდა ერთი კაი ამწყობი. თორემ ყურები მწყევლიან რამდენჯერაც ვუკრავ |
Posted by: capitan marvel 30 Jun 2014, 01:03 |
გამარჯობათ როიალი ამქვს მულბახის ანტიკვარია ასი წლის კაბინეტის როიალი სარესტავრაციოა და დეკა აქვს გატეხილი ოდა ერთ 500 ლარად მაინც ვერ გავყიდი ვერსად? აი ნაწილებად უნდოდეს ვინემს ან ისე სახლსჰი დასადებად biggrin.gif კაბინეტის როიალია. |
Posted by: Kaveman 9 Jul 2014, 20:25 |
პიანინოს ხმა როგორ დავუწიო დამხშობის გარეშე? |
Posted by: vadagasuli 30 Jul 2014, 20:48 |
მეგობრებო, ქენით სიკეთე, მირჩიეთ, რომელი პიანინოს ყიდვა ჯობია? პიანინო "საქართველო" ვნახე ძალიან იაფად, ჰოდა, არ ვიცი, ვიყიდო, თუ რა ვქნა |
Posted by: narkozeli 5 Aug 2014, 17:54 | ||||
მე ციფრას შესრულება უფრო მომწონს,ვიდრე რიხტერის.ამით ცხადია რიხტერს არ ვაკნინებ,უბრალოდ კაცია და გუნება.ციფრა უფრო ემოციურია ჩემთვის.. pekineli ნოტებს სად ყიდულობ ხოლმე?სანამ მქონდა ჩემს მასწავლებელთან ურთიერთობა,სამუსიკო სკოლიდან მომქონდა და ვაქსეროქსებდი ხოლმე,ეხლა არ ვიცი რა ვქნა. vadagasuli
არ გირჩევ,ნუ მე რომ ვყიდულობდე,არ ვიყიდდი.საკმაოდ დაბალი ხარისხია. |
Posted by: kolia84 5 Aug 2014, 18:08 |
narkozeli რისი ნოტები გიდა? ინტერნეტში არ იშოვება? |
Posted by: Kaveman 5 Aug 2014, 19:19 |
free-scores.com ყველაფრის ნოტებია. |
Posted by: narkozeli 5 Aug 2014, 19:30 | ||
kolia84
მოცარტის რამდენიმე სიმფონია მინდოდა. Kaveman დიდი მადლობა |
Posted by: pekineli 5 Aug 2014, 19:54 |
narkozeli ახლა ინტერნეტ რესურსებს ვიყენებთ. http://imslp.org/ ან ვყიდულობთ ბუკინისტებში. ბუკინისტებში იაფია 3-5 ლარი. 2 ლარადაც მიყიდია სამაოდ რარიტეტული გამოცემები. |
Posted by: narkozeli 5 Aug 2014, 20:19 |
pekineli გმადლობ ინფორმაციისთვის |
Posted by: pekineli 5 Aug 2014, 23:41 |
vadagasuli სამპედლიანი საქართVელოები არის გერმანული კლავიატურით და კარგია მემგონი. ისე როინიში და პეტროფი არიან სახლის პიანინოს მეფეები თუ შეღავათუია ფასში გინდა ამათაც ნახავ 300-500 დოლარში. თუ რუსული გინდა ბელორუსი არი კარგი, ამბობენ როინიშის ასლია მისი მექანიზმიო და ჟღერადობაც კაი აქვს. |
Posted by: narkozeli 6 Aug 2014, 12:50 | ||
vadagasuli
ვადასტურებ |
Posted by: wolfchant 18 Aug 2014, 22:44 |
pekineli ჩემი როინიში არ მომწონს არადა :/ თავის დროზე ბებიაჩემმა აარჩია, წიულპანს ფეხება :დ სუსტი ხმა და ძალიან მოუხერხებელი კლავიშები აქვს. ისე დახვეწილია რუსულებთან შედარებით, მარა რათ გინდა... ბელარუსს რაღაც სახასიათო ხმა აქვს, მე არ მომწონს. პეტროფი კანფეტია <3 |
Posted by: Nielsen 31 Aug 2014, 17:37 | ||
narkozeli
ცხადია... |
Posted by: EmptyRoad1 22 Nov 2014, 15:59 |
ძალიან მომწონს პოლინის მიერ შესრულებული შოპენი, ზოგის აზრით უგულოდ უკრავს მაგრამ ჩემი აზრით უხდება შოპენს მისი სტილი |
Posted by: JSB14BSJ 26 Nov 2014, 21:53 | ||||||||||
vadagasuli
გაჩერდი. თუ საქართველოს ყიდვის დაუოკებელი სურვილით ხარ შეპყრობილი, ფული წაიღე ბანკში და 6 თვით ჩაკეტე. pekineli
ეს მსჯელობა დაივიწყე.
პეტროფი ან სტეინვეი, როგორც პიანინო. დაჟე ბლიუტნერი რო ბლიუტნერია, კაპიკად არ ვარგა. დახშული ზედა და ქვედა რეგისტრი, მოდიფიცირბული მექანიზმი, გაორმაგებული დეკა - შედეგად, დაყრუებული და დახშული ჟღერადობა. პეტროფს (ისიც - ყველა არა) და სტეინვეის ანალოგი არ ჰყავთ პიანინოებში. |
Posted by: Special_1 26 Nov 2014, 22:23 | ||
+1 მე მაქ პეტროფი და ვგიჟდები ისე მიყვარს როინიში რაღაცა არ მომწონს... რაღაცნაირი დაქანებული კლავიაურებით შემხვდა ყველა თუ ზოგადად დაქნეულია ვერ ვხვდები )))))) ჟღერადობაც არ უვარგა სტეინვეის გაქაჩვა ცოტა რთულია ფინანსურად ტაკ შტო პეტროფი იდეალურია |
Posted by: pekineli 26 Nov 2014, 23:11 |
Special_1 JSB14BSJ სხვათაშორის ძალიან მომწონს მეც პეტროფი. გუშინ ვეუბნებოდი ჩემს დას- ძალიან მიჩვეული მაქვს ყურითქო და დაუკარითქო და გავედი სხვა ოთახში. გეფიცებით კონსერვის მცირეში რომ სტეინვეია იმის ხმა თუ არ ქონდა ზღაპარია. ჯერ არ იშლება ისეთი ხარისხია. უბრალოდ მეჩვენება, რომ ცოტა მძიმე კლავიშები აქვს - როინიშს აქვს ძალიან მსუბიქი ჰაერივით კლავიშები. და თან აი დაბალ რეგისტრებში ის ხავარდეი არ მოსდევს რა. მაგრამ ნუ უმაგრესია. აი ეს მოდელი მაქვს მე 1958 წლის მოდელი. ორპედლიანი. ეს არის კარგი მოდელი თუ ამაზე უკეთესები აქვს პეტროფს? |
Posted by: vadagasuli 27 Nov 2014, 04:07 |
JSB14BSJ მადლობა დიდი, საბოლოოდ გადავიფიქრე ყიდვა როცა საპიანინოდ მოვიცლი გავითვალისწინებ რჩევას |
Posted by: Special_1 27 Nov 2014, 14:33 |
pekineli ჩემი ჯობია შენსას მერე დავდებ ფოტოს |
Posted by: pekineli 27 Nov 2014, 15:15 |
Special_1 ეგ არაა ჩემი ) ტყუილა გიხარია ნეტიდან ავიღე ჩემი მუქია შენი რომელია სამპედლიანი? მანახე აბა? შედარებით ახალ მოდელებს აღარ აქვს გრანპრიები მოპოვებული |
Posted by: Special_1 27 Nov 2014, 20:31 |
pekineli აი ჩემი ფისო |
Posted by: pekineli 27 Nov 2014, 21:11 | ||
Special_1 აჰააა გასაგებია დაბალი სამპედლიანი პეტროფი აი მაგის დადგენას ვცდილობ ეგ ჯობია თუ ჩემი მოდელი. ეგ უფრო პატარაა და მემგონი ჟღთერადობა ცოტა დაბალი აქვს თან უფრო ადვილად იშლება აბა გვითხრას პროფესიონალმა რომელი ჯობს
პ.ს. ორივერ ერთ კონსტრუქცია აქვს 1958 წლის პატენტის მიხედვით სავარაუდოდ ვიზუალშია განსხვავება. ჩემი 1971 წელსაა გამოჩვებული. |
Posted by: Special_1 27 Nov 2014, 22:37 |
pekineli ადვილად არ იშლება. ინტენსიური მეცადინეობის ფარგლებში სტანდარტულად წელიწადნახევარში ერთხელ ვაწყობდი. ჟღერადობით ვარ ძაან კმაყოფილი. არც ჟღრიალა ხმა აქ და არც მოგუდული. წმინდა და კრიალა ხმა აქ. ამან მაცოცხლა და მასიამოვნა 23 წელი |
Posted by: JSB14BSJ 27 Nov 2014, 22:40 | ||||||
pekineli
სწორია. მე ვიცი ერთი პეტროფი, დაბალი ორპედლიანი, რომელსაც, ჩემი გემოვნებით, პიანინო არ ჯობია. როდესაც იქ მოვხვდები, გადავუღებ და დავდებ. ქვედა რეგისტრები ხავერდოვნად, ძლიერად და გამჭვირვალედ ჟღერს (არანაირი დაგუდული ხმა), შუა - აქტუალურად და კომპეტენტურად , მერე, ცოტა ზევით - ცოცხლად და დამაჯერებლად , ხოლო სულ ზევით კი მთის ბროლის რძისფერი, ალმას-ბრილიანტის ბრჭყვიალა ფერადი და მთის წყაროს გამჭვირვალე შვიდფეროვანი და ანგელოზთა ზანზალაკების მოოქროსფრო-მოსპილენძისფრო ხმათა ცისარტყელაა რაც მთავარია, ბგერა არ იზილება. არანაირი დაუგეგმავი sFz და ცალკეული ბგერების ჭყვირილი - სამაგალითოდ თანაბარი კლავიატურის დაფა, რეპეტიცია და შეთანწყობა. იდეალურზე იდეალურია სამეცადინოდ (გამებს არ ვგულისხმობ) - გონებით სამეცადინოდ და ნაწარმოების გასამთლიანებლად. საუკეთესოა უპედლოდ დასაკრავად და სრულიად ბაროკოსთვის. გაჩერებული ბგერაც კი ადამიანის ცოცხალი ხმასავით მღერადად ჟღერს. ერთადერთი სუსტი მხარე, რაც აქვს, ისაა, რომ თუ ირგვლივ სპეციფიური აკუსტიკური გარემო არ აქვს შექმნილი, თითქმის შეუძლებელია პიანოზე დაკვრა. PP-ზე აღარ ვლაპარაკობ. ამასაც თავისი დადებითი აქვს - ოსტატობა ასე გამოიცდება. თუ შეძლებ და თანაბარ mp-ზე დაუკრავ, მაგალითად, პირველ პარტიტას ან პირველი სონატის (f-moll) პირველ ნაწილს მაინც, ე. ი. რაღაცისთვის მიგიღწევია. თუ არ ვცდები, 1958 წლისაა. |
Posted by: Present> 12 Dec 2014, 17:43 |
გამარჯობათ პიანისტებო მინდა ვისწავლო დაკვრა მაგრამ არ მაქვს სახლში პიანინო რომ ჩემით მაინც ვისწავლო ხოდა რა ღირს საშუალოდ მასწავლებელთან რომ ვიარო? ან ვისთან მივიდე? ხო,არასდროს მივლია და თითქმის არ ვიცი არაფერი 19 წლის ვარ |
Posted by: DogLoverrr 12 Dec 2014, 21:11 |
მეც ვეძებ ფორტეპიანოს მასწავლებელს... ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ეხლა უნდა გამოვასწორო : (( იქნებ დაწეროთ ვინმემ თუ იცით |
Posted by: Present> 12 Dec 2014, 21:45 | ||
DogLoverrr
+1 მონდომება და ნებისყოფა კი მაქვს შემოქმედებითობა მერე გამოჩნდება კიდევ რა არის მთავარი |
Posted by: Kaveman 13 Dec 2014, 01:20 |
Present> ნიჭი............ არა მხოლოდ..... |
Posted by: Present> 13 Dec 2014, 11:19 |
Kaveman როგორ გავიგო ამის ნიჭი მაქვს თუ არა? წვალების და შრომის გარეშე მაინც არაფერი არ გამოვა მე ყველაფერი მაინც წვალების და შრომის ხარჯზე გამომდის მაგრამ ამ ნიჭს ვერ დავუმუღამე რა რა ხილია შედარებით ადვილად უნდა გამომდიოდეს ალბათ ვიდრე უნიჭოს |
Posted by: Kaveman 13 Dec 2014, 18:05 |
მაგაზე არ ინერვიულო, ადვილია მაგის გაგება, ელემენტარული სმენა გჭირდება პირველ რიგში, დანარჩენი შემდეგი ეტაპია..... საერთოდ ხელოვნება და მითუმეტეს მუსიკა იმისაა, რომ ის თქვა რაც გინდა. ........... მთავარია იცოდე რა გინდა და როგორ თქვა ეს ყველაფერი, აი მაგალითად, ისეთი ადამიანი რომელიც გამართული ქართულით ვერ საუბრობს. თუნდაც გალაკტიონის ლექსი მისცე დაამახინჯებს, მაგრამ შეიძლება თავისი ქვეყნის პოეტის ლექსი შეუდარებლად წაიკითხოს. მუსიკაშიც თითქმის ეს პრინციპი მოქმედებს, თუმცა ამ შემთხვევაში "მშობლიური ენა" არა გაქვს და ყველაფერი ნულიდან უნდა შეისწავლო, პირველ რიგში იმ ენას ანუ კომპოზიტორს უნდა მიადგე, რომელსაც თვლი, რომ საუკეთესოდ იგებ. ..... ამისათვის მხოლოდ სხვისი პერფომანსების სმენა არ კმარა და ყველაზე რთული მომენტიც ესაა, ყველაფერთან ერთად დიდ დროსაც მოითხოვს, ზოგიერთი პიანისტი ისე კვდება ამასაც ვერ იგებს, ზოგისთვის კი ყველაფერი თავიდანვე ნათელია, მაგალითად გულდმა იცოდა, რომ შოპენის ნამუშევრები მისი საქმე არ იყო და ის გზა იპოვა, სადაც საკუთარ თავს ხედავდა. ... ბევრი, რომ არ გავაგრძელოთ მუსიკალურ სმენასთან ერთად, საკუთარი მუსიკალური აღქმის უნარიც უნდა გაგაჩნდეს. და ბოლოს, კარგი პედაგოგი მითუმეტეს თუ კლასიკურ მუსიკასთან გაქვს საქმე......... |
Posted by: Present> 13 Dec 2014, 19:16 |
Kaveman ძალიან დიდი მადლობა! დიდი დრო უნდა მართლა,ვხვდები უნივერსიტეტში ვსწავლობ და სამოყვარულო დონეზე ვისწავლი ალბათ არადა ძალიან მინდა ვიცოდე კარგად კლასიკურიც მომწონს და სხვა თანამედროვე ჟანრებიც ნიჭი არ გადმომდის მაგრამ უნიჭოც არ ვარ ვუსმენ ხშირად კლასიკურ მუსიკას და ინტერნეტშიც ავაწყე რაგაც და გამომივიდა ცუდია რომ ასე გვიან გამახსენდა ეს ყველაფერი მაგრამ რა ვუყო :/ |
Posted by: Kaveman 14 Dec 2014, 10:58 | ||
არც ისე ცუდია, მეც გვიან დავიწყე და სისტემატურად ვერც ახლა ვსწავლობ, არც იმას ვფიქრობ რა დონეზე მინდა ვისწავლო უბრალოდ ვცდილობ მაქსიმუმი გავაკეთო. გვიან დაწყებას ის დადებითი მხარე აქვს, რომ იცი რა დაუკრა და შენი სათქმელი გაქვს, აბა 7 წლის ბავშვს რა გრძნობა და აზრი აქვს? ყველაფერი მექანიკურია რაც უთხრეს იმას აკეთებს, ხშირ შემთხვევაში პირველაღმომჩენის როლს კარგავენ და მუსიკაც მათთვის იცვითება, ამიტომაცაა ბევრი "კარგი" პიანისტის პერფომანსი ძალიან ერთფეროვანია ამ ბოლო ხანებში. |
Posted by: Present> 14 Dec 2014, 20:34 |
Kaveman კი მეც მასე ვფიქრობ მთავარია დავიწყო სწავლა და მერე მივხვდები გავყვები თუ რას ვიზამ ხომ არ იცი საშუალოდ რა ღირს მასწავლებელი? ან პიონერთა სასახლეში რა სიტუაციაა? თუ მანდ მარტო ბავშვებს იღებენ |
Posted by: Kaveman 15 Dec 2014, 10:27 | ||
მანდ არ ვიცი, ისე 40-დან 80-მდე სავარაუდოდ. |
Posted by: uwi-buwi 22 Dec 2014, 23:54 |
___________________________________________ |
Posted by: tsukuyomi72 10 Jan 2015, 15:01 |
გამარჯობათ, რა მაინტერესებს, სახლში მაქვს როსერის პიანინო, ალბათ 15 წელზე მეტია დგას, ჰა-ჰა მაქსიმუმ 3 თვეში ერთხელ დაეკრას ვინმეს. ტონი ასაწყობია და კლავიატურა არის ძალიან მაგარი. ამ სიმაგრეს აწყობა უშველის? თუ ესეთია პიანინო, თუ სხვა რამის ბრალია? აშკარად სხვა პიანინოებთან შედარებით ძაან ძნელად ეჭირება კლავიშებს და მოუხერხებელია დაკვრა. |
Posted by: KettyMusic 6 Feb 2015, 02:37 |
Present> არასოდესაა გვიანი თუ რაღაც გულით გინდა .. შესაძლოა პიანისტი ვერ გამოხვიდეთ (თუმცა არაფერია გამორიცხული) , მაგრამ თქვენი სიამოვნებისთვის დაუკრავთ! დამიკავშირდით თუ გსურთ ფორტეპიანოზე დაკვრის შესწავლა . - ქეთი |
Posted by: wolfchant 10 Feb 2015, 03:50 |
KettyMusic არ ვარ საქმეში ჩახედული და პიანისტებს რა "პრასვეტი" აქვთ საქართველოში? დაკვრა ყველაზე მეტად მიყვარს საერთოდ, ნუ თვითნასწავლი ვარ, ნოტები არ ვიცი ვიზუალურად ვიმახსოვრებ პროგრამებით და ვიმეორებ, ნოტებს პედლებისთვის და ნიშნებისთვის ვიყენებ მარტო. არ მაქ არანაირი განათლება და კონსერვატორიაში ვერ მოვხვდები ალბათ და რო მოვხვდე რაღა აზრი, ეკონომიკის მესამე კურსზე ვარ. ნუ შოპენის ფანტაზია ექსპრომტს "ვქაჩავ" ნორმალურად, რაღაც პატარა უზუსტობებით და ნოქტურნებს ვალსებს თავისუფლად ვუკრავ, ეგეთ დონეზე ვარ რა. |
Posted by: Present> 11 Feb 2015, 00:00 |
KettyMusic გაიხარეთ : ) სიამოვნებით დავიწყებდი სწავლას,სამწუხაროდ ჯერ ვერ ვახერხებ ისე ტერიტორიულად რა ადგილას ხართ? მაგრამ სახლშიც საჭიროა პიანინო რომ ვისწავლო,რაც არ მაქვს |
Posted by: KettyMusic 13 Feb 2015, 04:01 |
Present> თუ გამონახავთ დროს დამიკავშირდით ტერიტორიულად ვარ საბურთალოზე, ხვიჩიას ქუჩაზე (პეკინთან ახლოს) სახლში ინსტრუმენტი რა თქმა უნდა კარგია თუ გექნებათ, მაგრამ თუ არ გაქვთ არც ეგ არის ტრაგედია.. ჩემთან დადიან მოსწავლეები და უკრავენ ჩემს როიალზე * * * wolfchant რთული კითხვაა.. საქართველოში, ზოგადად, არ არის მარტივი ცხოვრება და ხელოვანებს და მეცნიერებს განსაკუთრებით უჭირთ, ჩემი აზრით, რადგან ჩვენს ქვეყანაში არ ფასობს არც ხელოვნება(მუსიკა, მხატვრობა..) და არც მეცნიერება (ქიმია, ფიზიკა..) .. ასე რომ, ეკონომიკის/ბიზნესის ფაკულტეტი კარგი არჩევანია დღევანდელ რეალობაში . მუსიკა კი კარგია სულისთვის შეგიძლიათ უბრალოდ საკუთარი სიამოვნებისთვის დაუკრათ... და თუ თვლით რომ გაქვთ მუსიკალური ნიჭი და მზად ხართ პირველ ადგილზე დააყენოთ მუსიკალური კარიერა მაშინ ალბათ კონსერვატორიაში უნდა ჩააბაროთ . |
Posted by: Sebby 23 Feb 2015, 01:43 | ||||
JSB14BSJ
ეს იგივეა რო თქვა დაახლოებით საიუბილეო (პიანინო) ან ახალი ავგუსტ ფორშტერი. (როიალი) სად პეტროფი და სად სტენვეი?! ამათ შორის იმხელა სხვაობაა რამხელაც ფასში. როგორც პიანინინოებს შორის, ასევე როიალებს შორის. JSB14BSJ
არ დაგავიწყდეს, აუცილებლად გადაუღე და დადე. ძალიან დამაინტერესა. რატომღაც 1958 წლის პეტროფის გამოშვება როგორადაც შენ აღწერე მეეჭვება ეგეთი იყოს. |
Posted by: Tikk 4 Mar 2015, 14:39 |
კისინი ჩამოდის 30ში |
Posted by: JSB14BSJ 4 Mar 2015, 21:36 | ||||
Sebby
რადიკალიზმი ვნებს
წელზე თავს ვერ დავდებ, რატომღაც ასე მახსოვს. როცა დაკვრას ვსწავლობდი, მაშინ პატარა ვიყავი ყოფითი კულტურის ისტორიოგრაფიისთვის და არ ვაქცევდი ყურადღებას. დავიწყებით რა დამავიწყებს, მასხოვს ყოველთვის, ყოველ დროს, ყოველგან, მაგრამ როდის მოვხვდები იქ, რომ გადავუღო, ეგ არ ვიცი. წელიწადიც რომ გავიდეს, სურათი აქ იქნება. შენადა, რატომ დაგაინტერესა? |
Posted by: zurriuss 14 Mar 2015, 12:03 |
ჰოროვიცის გამო შესაკრავი ბაფთების ტარება დავიწყე ^_^ |
Posted by: ჯანდაბისტი 20 Mar 2015, 02:28 | ||
zurriuss
არ ღირს ჰოროვიცის გამო ბაფთების ტარება. საერთოდ ეს პიანისტი ჩემთვის ვულგარულობის განსხიერებაა. ზედმეტი მანერულობა, ყოველგვარი არასაჭირო ემოციური ფინტიფლუშკები, არასაჭირო ფეიერვერკები.... ტექნიკის არასურულყოფილებაზე აღარ ვსაუბრობ. ნუ იმაზეც აღარაფერს ვამბობ რომ ბახის შესრულების გაგნებაში არ იყო.... |
Posted by: wolfchant 21 Mar 2015, 00:55 |
ჰოროვიცის შესრულება ყველაზე მეტად მომწონს ამ ეტიუდის, რაც მინახავს... ზოგადად ბევრი რამე მეც არ მომწონს. რუბინშტეინია იდეალური |
Posted by: Caravan 21 Mar 2015, 16:37 | ||
ვააახხხ მე გულდის ბახი მიყვარს wolfchant ჩემი უსაყვარლესი ეტიუდია, მისაღებზე ვუკრავდი ისეთია თან რაა, რომ მორჩები ცოტა ხანს გონზე ვერ მოდიხარ, იმხელა ემოციას ტოვებს... პ.ს. ისე ჰოროვიცია ნეტავ ნამდვილად? ზედმეტად ფრთხილი და რაღაცნაირი უნიათო შესრულებაა |
Posted by: badshow 8 Apr 2015, 00:25 | ||||||||||||
pekineli
მე მაქვს როინიში სუპერ მოდელი და ძალიან კმაყოფილი ვარ. პეტროფზე რამდენზეც დამიკრავს ბანები უფრო მომწონებია ვიდრე შუა და ზედა რეგისტრები.JSB14BSJ
* * * Special_1
რავი ალბათ არ შეგხვდა ნორმალური თორემ მე მაქვს და მშვენიერი ინსტრუმენტია. კარგი ვირბელბანკით, ძლიერი მექანიზმით და რაც მთავარია, კარგი ჟღერადობით. ბევრ პეტროფს უკან რო მოიტოვს ისეთია აი დაახლოებით ასეთი ხმები აქვს: კამფეტია. მაგრამ ამაზე უარს არ ვიტყოდი. ისე, ამ რუსულ პიანინოებს რას ერჩით, ნახეთ რა "კრასნი აკწაბრია" ნუ ახლა ცოტა ვიდზე ვერაა მაგრამ ზატო.... * * * Caravan
ეს და პირველი გამორჩეულად მიყვარს.
ნამდვილად ეგაა. რიხტერის შოპენის ინტერპრეტაციაში იცი რა მომწონს? იგრძნობა შოპენის ის რთული, წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრებისეული ტრაგიზმი... ვერც ერთი პიანისტი ვერ გადმოსცემს ჩემის აზრით როგორს ამას აკეთებს/აკეთებდა რიხტერი. აქ გაიჟღერა რომ ვოთომ რიხტერი ხუთოსანი პიანისტია. მის შოპენს საერთოდ არ უნდა მოუსმინო და თურმე მხოლოდ რაციოთი აწვება ნაწარმოებს მე მომიტევეთ ბატონებო მაგრამ ძალიან სცდებით. JSB14BSJ
გადაჭარბებულადაც და ძალზედ სუბიექტურ აღქმულადაც ჩაგითვლით |
Posted by: JSB14BSJ 8 Apr 2015, 10:26 | ||
badshow
ნება თქვენია. სუბიექტრი კი ობიექტურის კერძო გამოვლინებაა. |
Posted by: Caravan 8 Apr 2015, 11:43 |
badshow მეთოთხმეტეც მიყვარს რაღაცნაირია, საათივით აწყობილი |
Posted by: Kaveman 22 Apr 2015, 10:40 | ||
რუბინშტეინია იდეალური კი არა უფეროა, უბრალოდ ვერ ვუსმენ რუბინშტეინს. ჰოროვიცი "რაღაცნაირია", მაგრამ ინდივიდუალისტი და მის ყველა შესრულებას ბევრი ფერი სდევს . |
Posted by: shako1988 29 Apr 2015, 14:23 |
https://www.youtube.com/watch?v=u5vQO1Uw90k გულდი მაინც სულ სხვა არის )) ბახის რე მინორის მე2 ნაწილში დასაწყისი აქვს სასწაული... |
Posted by: wolfchant 26 Sep 2016, 04:19 |
ხალხო აღარავინ ხართ აქ? რაღაც იდეების დეფიციტი მაქვს და რა ვისწავლო, რჩევები გამოუშვით თუ იდეები გაქვთ |
Posted by: absurdist 26 Sep 2016, 11:03 | ||
wolfchant
იდეების მეტი რა არის. ეს ისწავლე: https://www.youtube.com/watch?v=4nVr9bIpxzU * * * ესეც შეგიძლია ისწავლო: https://www.youtube.com/watch?v=MGKeI8hrFEI |
Posted by: ცოტნე_91 2 Dec 2016, 13:36 |
|
Posted by: JSB14BSJ 7 Dec 2016, 23:09 |
ცოტნე_91 რამდენი ხანია აქ არ შემოსულხარ |
Posted by: JSB14BSJ 25 Mar 2017, 18:19 | ||||
Sebby
აჰა შენ ის პეტროფი. მგონი აღარც ხარ ფორუმზე ან ნიკი შეიცვალე, მაგრამ თუ როდესმე შემოხვალ, სპოილერშია სურათების ბმულები.
გიცრუებ იმედს მაგრამ არ ვწუხვარ » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: wolfchant 28 Mar 2017, 02:39 |
JSB14BSJ რა თემა გააცოცხლე :/ ეს მკვდარი უნდა იყოს და ვთქვათ "კანონიერი ქურდები" აქტუალურობას არ კარგავდეს, ეჰ |
Posted by: JSB14BSJ 28 Mar 2017, 18:59 | ||
wolfchant მე სულ აქ ვარ, ძველი ხალხია დაკარგული. ადრე დუღდა და გადმოდუღდა აქ სიცოცხლე
ერის მენტალური განვითარების დონე რაცაა, იმის შესაბამისია თემებიც და საკითხებიც. |
Posted by: jerzy 11 May 2017, 16:26 |
ამით დავფიქსირდები: * * * ვინც ერკვევით პიანინოებში, ყიდვა მინდა და რომელს მირჩევთ? როინიში? პეტროფი? სამ პედლიანი თუ ორ პედლიანი? რომელი ჯობია, რომელი წლის და ა.შ. |
Posted by: sanfol 11 May 2017, 16:31 |
ამ მიკროავტობუსების ჰარი ჰარალოს გადამკიდე თავი ნეტარებაში მგონია ამ თემაში |
Posted by: jerzy 11 May 2017, 16:43 |
JSB14BSJ ხო არ იყიდება ეგ პეტროფი? |
Posted by: JSB14BSJ 11 May 2017, 22:56 | ||
jerzy
მსგავსი არაფერი. |
Posted by: absurdist 17 May 2017, 17:25 |
პეტროფი რომელი ჯობს, სამ პედლიანი თუ ორ პედლიანი? თუ აზრი არ აქვს? და რომელი წლის გამოშვებაა უკეთესი? 70-იანი თუ 58-იანი? * * * ხარისხიანად სად შეიძლება რომ მოვუსმინო მუსიკას? იუთუბზე არ ვარგა მაინც და მაინც და რამე საიტი არ იცით რო იქიდან გადმოვიწერო და მოვუსმინო ხოლმე? თქვენ სად უსმენთ მაგალითად.. |
Posted by: Charles IX 17 May 2017, 23:13 |
absurdist https://rutracker.org/forum/index.php http://intoclassics.net |
Posted by: jerzy 26 May 2017, 02:10 |
ამის ბახი მომწონს ძალიან: |
Posted by: N2O 22 Jun 2017, 03:30 |
მეგობრებო, გიტარას ვუკრავ საშუალო დონეზე სადღაც 10 წელია, პიანინოს სწავლის დაწყებას ვაპირებ და ეს გიტარის ცოდნა რაიმეში გამომადგება? დავუშვათ ვინმე რო იწყებდეს ჩემთან ერთად ვინც გიტარის დაკვრა არ იცის, რაიმე უპირატესობა მექნება? მადლობა წინასწარ |
Posted by: watch_out_someone_is_in_the_room 6 Jul 2017, 12:43 | ||
ათი წელი თუ უკრავ სავარაუდოდ დაგეხმარება, იმის მიხედვით თეორიაში რამდენად გაერკვიე, ანუ მუსიკალურ ინტუიციას განივითარებდი და ეგ ახალი ინსტრუმენტის სწავლისას დაგეხმარება. ტექნიკური თვალსაზრისით (დაკვრის ტექნიკის) რამდენად დაგეხმარება არ ვიცი |
Posted by: zamzumi 23 Jul 2017, 19:19 |
N2O ფორტეპიანოდან გიტარაზე გადასვლა ძალიან ადვილია პირიქით არ ვიცი მერე გაგვიზიარე გამოცდილება |
Posted by: bnj 12 Oct 2017, 13:01 |
3 წლის განმავლობაში დავდიოდი მუსიკალურ სკოლაში და ვსწავლობდი ფორტეპიანოს, ბოლოს შევეშვი. ახლა 17-ის ვარ და ისევ მომინდა დაკვრა, ამჯერად არ მინდა, ის მუსიკალური სკოლის ტემპით ვისწავლო, არამედ უფრო ჩქარი ტემპით. მაინტერესებს, თვითნასწავლ პიანისტებს რა გამოცდილება გაქვთ, რა დრო დაგჭირდათ უნარების ასათვისებლად. პ.ს პიანინო/keyboard უნდა ვიყიდო |
Posted by: Issa 7 Nov 2017, 13:16 | ||
bnj
ორ სამ წელში სერიოზულად ავკრიფე ნიჭისა და შრომის ხარჯზე. 14 წლისამ დავიწყე დაკვრა და 17 წლის უკვე კარგად გავიმართე. ტექნიკურად ძალიან სწრაფად ვვითარდებოდი. პედაგოგი იძახდა ხელი გაქვს თვითონ ისეთი რომ ყველაფერი გამოდისო ყოველდღიური გამების და სავარჯიშოების დამსახურებით და ხელის ბუნებრივად კარგი ანატომიური აგებულობის შედეგად. ეგეც რამეა სამი წლის განმავლობაში რო უკრავდი. ნიჭი, მონდომება და შრომა და სწრაფი ტემპებით წახვალ. |
Posted by: Attila 25 Nov 2017, 14:02 |
სახლში სამეცადინოთ შეგიძლიათ რამე სავარჯიოები მირჩიოთ? |
Posted by: zamzumi 7 Dec 2017, 01:50 |
Attila მე ჰანონის სავარჯიშოებს გირჩევდი... |
Posted by: giorgevich23 7 Dec 2017, 03:18 |
პიანისტებთან კითხვა მაქვს. ყველა პიანისტს შეუძლია აკორდეონზე დაკვრა? |
Posted by: Attila 7 Dec 2017, 23:36 |
zamzumi ვინ არის ჰანონი?ლინკი ან რამე ვიდეო არხი არის მაგის? |
Posted by: zamzumi 7 Dec 2017, 23:49 |
Attila Charles-Louis Hanon (1819-1900) 60 სავარჯიშო (აქედან ნახევარი გამები და არპეჯიოებია) მე თვითონ ძალიან მადლობელი ვარ მუსიე ჰანონის. ინტერნეტშიც დევს ეგ ნოტები და ალბათ საქართველოშიც იქნება სადმე |
Posted by: Attila 8 Dec 2017, 04:22 |
zamzumi გმადლობ )) |
Posted by: kloden 8 Dec 2017, 06:52 |
პიანისტი თუ არ ვარ, მაინც დავპოსტო ხოლმე ამ თემაში...??? ჩემი აზრით, პიანინომ დაკარგა ის ექსკლუზიურობა, უცხო აღარაა... ამოწურვადი არაა მისი შესაძლებლებობები... მაგრამ ელექტრონიკამ... და თუნდაც სხვა საორკესტრო ინსტრუმენტის განვითარებამ... ცოტათი დააგდო პიანინო... რომელიც თავიდანვე ბევრს ინსტრუმენტზე წინ იდგა განვითარებით.... მოსაწყენისავით გახდა... არ ვიცი... ალბათ ეს ჩემი აზრია მარტო... და მაინც როგორც სოლო ინსტრუმენტი ერთ-ერთი მოწინავეა... |
Posted by: Wrest 19 Dec 2017, 21:31 |
მეგობრებო ევგენი კისინის კონცერტის ბილეთს ხომ არ ყიდით ვინმე შემთხვევით? |
Posted by: Hieronymus 7 Jan 2018, 21:01 |
ჩაინიკური შეკითხვისთვის მომიტევეთ ,მაგრამ ნოტების ცოდნის გარეშე რამდნეიმე საყვარელი მუსიკის დაკვრას ვერ მასწავლის მასწავლებელი? ან თუ გეგულებათ ისანი-სამგორის მიმდებარედ კარგი მასწავლებელი იქნებ საკონტაქტო მომცეთ... |
Posted by: თარხუჯი 15 Jun 2018, 18:37 |
ეს გაქვთ ნანახი? https://www.youtube.com/watch?v=VBbRTRBY4D4&list=RDGMEM8h-ASY4B42jYeBhBnqb3-wVMVBbRTRBY4D4&start_radio=1 |
Posted by: zamzumi 30 Jun 2018, 01:49 | ||
Hieronymus
მეც ჩაინიკურ პასუხს გაგცემ: შეძლებით ყველაფერს შეძლებ, მთავარია მონდომება! |
Posted by: sabiels 4 Aug 2018, 20:50 |
kloden ფორტეპიანოზე დიდებული საკრავი ჯერ არ მოუგონიათ და ვერც მოიგონებენ. დღემდე არ კარგავს აქტუალურობას. პირიქით უფრო და უფრო პოპულარული და აქტუალური ხდება თავისი სპეციპიკიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ამ უნივერსალურ და გრძნობების გამომხატველ ინსტრუმენტზე ერთნაირად კარგად შეიძლება აჟღერდეს როგორც კლასიკური, ასევე ჯაზური და პოპულარული მუსიკა. სცენაზე ის დიდებული სოლისტის როლში გამოდის, მაგრამ მომღერლის უფაქიზესი ბგერების რბილი აკომპანირებაც შეუძლია. ის ორკესტრის ჟღერადობითაც გამოირჩევა, მაგრამ ნებისმიერ საკრავსაც ადვილად ეწყობა. ამ ინსტრუმენტისთვის, რომელსაც ხშირად მხატვრის პალიტრას ადარებენ, დაწერილია ულამაზესი ნაწარმოებები — მუსიკალური ხელოვნების შედევრები. |
Posted by: SkitterZ 8 Sep 2018, 03:36 |
ბორის ბერეზოვსკი ჩამოჰყავთ თელავის მუსიკის ფესტივალის გახსნაზე, სამუშაო დღეს, 04.10-ში, საღამოს 7 საათზეა კონცერტი 11ში ელისო ვირსალაძეა, ასევე სამუშაო დღეს საღამოს 7ზე whyyyyyyyyyyyyy |
Posted by: JSB14BSJ 9 Sep 2018, 13:32 | ||||
მთვრალი იქნება ისევ. გააგებინონ, რო პლანი ლეგალიზებულია და დაახვედრონ. SkitterZ
იმიტომ, რომ საქართველოა, მესამე მსოფლიო და ბანანის ქერქის ქვეყანა და მთვრალი რუსის გარდა აქ სხვა არავინ არ ჩამოვა. |
Posted by: SkitterZ 9 Sep 2018, 16:50 |
JSB14BSJ ევგენი კისინი რომ ჩამოჰყავდათ 2012ში გახსოვთ? და წინასაარჩევნო დაძაბულობის გამო გადაიდო კონცერტი ტრაკები |
Posted by: JSB14BSJ 9 Sep 2018, 20:54 | ||
SkitterZ
არა, პოსტტრავმული სინდრომის კიდე თანხაზე ვერ შეთანხმდნენ. უფრო სწორად, ამათ არ გადაიხადეს, რაც იმას უნდოდა. ეგ ერთი ცალი კისინი კიდე რაა, მაგაზე უარესიც აქვს იმ დორბლიანს გაკეთებული: https://www.nytimes.com/2010/06/23/arts/music/23phil.html https://www.nytimes.com/2010/09/25/arts/music/25phil.html http://www.culturekiosque.com/klassik/news/phil_nytourgeorgia_ckiosque543.html https://www.georgianjournal.ge/news/index.php?option=com_content&view=article&id=211%253Atour-of-new-york-philharmonic-orchestra-to-georgia-cancelled&catid=9%253Anews&Itemid=23 |
Posted by: clockticker 9 Sep 2018, 21:45 |
ვინ არის ყველა დროის საუკეთესო პიანისტი? |
Posted by: SkitterZ 9 Sep 2018, 21:52 |
JSB14BSJ ეგ საერთოდ არ ვიცოდი, ბალღი ვიყავი მაგ დროს რა სირცხვილია |
Posted by: JSB14BSJ 9 Sep 2018, 22:46 |
SkitterZ ქართულადაც ვნახე. აი მართლა სირცხვილი: https://www.ambebi.ge/article/26188-thbilisshi-niu-iorkis-filarmoniis-orkestris-gastrolebi-chaishala/ https://www.radiotavisupleba.ge/a/2173192.html https://forum.ge/index.php?showtopic=34169237 https://forum.ge/index.php?showtopic=34167324 |
Posted by: SkitterZ 9 Sep 2018, 23:25 |
JSB14BSJ მანქანის ხელოსანს არ გადავუგდივარ მგონი მასე მე თელავის კონცერტზე გავბრაზდი მაინც, სამსახურიდან როგორ უნდა გავიქცე ისე რომ 7ზე იქ ვიყო ან ტელეპორტის უნარი მაინც მქონდეს ვირსალაძეზე მაინც წავიდოდი |
Posted by: Isane 2 Feb 2019, 13:41 | ||
clockticker
როგორი კითხვაა იცი? აი რო იკითხო, ვინ არის ყველა დროის საუკეთესო მწერალიო. ან ყველა დროის საუკეთესო მხატვარი.. არავინ არ იცის ეგ. შეფსებაბები კიდევ ტენდენციური და სუბიექტურია. გარკვეული კრიტერიუმების გათვალიწინებით ცხადია. ლანგ ლანგი და ხატია ნამდვილად არ არიან საუკეთესოებში. ვერც ავლენ სავარაუდოდ. |
Posted by: Issen 5 Jul 2019, 07:01 | ||
fergusonscottie
მე ვეთანხმები... ისე ეტიუდები კარგია მაგრამ გამები ყველაზე ეფექტურია. ბევრი პლიუსია აქვს. მალე სწავლობ, ეგრევე თითები იწყებს მუშაობს და ორივე ხელი თანაბრად ვითარდება. ეტიუდს სანამ არ ისწავლი, ტემპში არ აიყვან მანამდე არაფერს გაძლევს. ბახის ფუგებს მიედაროს კიდე ნებისმიერი ეტიუდი ისე ანვითარებს ტექნიკას.. |
Posted by: zamzumi 5 Jul 2019, 12:20 | ||||
ასევე ვიღაც ძალიან დიდი პიანისტი ამბობდა: რა საჭიროა გამების ვარჯიში როდესაც არსებობს ცხელი წყალიო.
მეც. ეტიუდებს გამები სჯობს, ერთხელ ისწავლი და მერე თითები აკეთებენ თავის საქმე. სავარჯიშოებიც კარგია, მაგრამ იქ მოსაწყენი ხდება ერთი და იმავეს გამეორება. გამები უფრო შემოქმედებითი სამუშაოა.
ფუგები საერთოდ ზე-კლასია, მაგრამ დამწყებისთვის არ გამოდგება. |
Posted by: germont 5 Jul 2019, 20:28 |
............................................... |
Posted by: zamzumi 6 Jul 2019, 02:25 |
germont ძალიან ლამაზი ვიდეოა. უკვე უამრავჯერ მოვისმინე. გრიგორ სოკოლოვი ძალიან საინტერესო მუსიკოსია. |
Posted by: germont 25 Jan 2020, 22:38 | ||
სხვაგანაა სოკოლოვი საერთოდ... ჩემთვის თავის თაობაში და ცოტა იქეთაც, პირველია.. .................................................................................. |
Posted by: zamzumi 26 Jan 2020, 12:24 | ||
germont
ერთი უცნაური გერმანულენოვანი რეცენზია გამახსენდა: - მაგარია სოკოლოვი, მაგრამ პირველი მაინც ვერ გახდაო. რეცენზენტი აშკარად დაბნეული ჩანდა. |
Posted by: erfiro 26 Jan 2020, 13:09 | ||
მაგარია ჯერ ინსტრუმენტი მევასება მერე, რა კარგად ჟღერს - пьянისტი |
Posted by: unknown2200 29 Jan 2020, 22:10 |
დამწყები ვარ და იქნებ მირჩიოტ საიდან ვისწავლო ან "გავაკეთო სავარჯიშოები"? მადლობა წინასწარ |
Posted by: zamzumi 30 Jan 2020, 00:44 | ||||
unknown2200
რჩევისთვის ცოტა მეტი ინფორმაციაა საჭირო. ნოტებს სწავლობ ახლა? თუ უკვე უკრავ რაღაც დონეზე? მე ვიცნობ რუსულ, გერმანულ, ევროპულ და ამერიკულ სახელმძღვანელოებს დამწყებთათვის. რუსული "შკოლა იგრი" ყველაზე კარგია, თუმცა ცოტ.ცოტას ყველა წიგნიდან ისწავლი. დასაწყისისთვის ჰანონის სავარჯიშოებს გირჩევდი. |
Posted by: germont 30 Jan 2020, 03:52 |
ერთი უცნაური გერმანულენოვანი რეცენზია გამახსენდა: - მაგარია სოკოლოვი, მაგრამ პირველი მაინც ვერ გახდაო. რეცენზენტი აშკარად დაბნეული ჩანდა. [/QUOTE] გერმანელმა რეცენზენტებმა ალბათ სადღაც რაღაც იციან ისეთი.... საყვარელი ხალხია * * * ............................ |
Posted by: unknown2200 30 Jan 2020, 11:02 |
zamzumi ჯერ ნოტებს ვსწავლობ და იქნებ აქ ან პირადში დამილინკო სახელმძღვანელოები და ჰანონის სავარჯიშოები. მადლობა წინასწარ |
Posted by: germont 7 Feb 2020, 01:56 |
...................................... |
Posted by: THH 27 May 2020, 01:21 |
Alice Sara Ott მომეწონა. იაპონელი და გერმანელი მშობლები ჰყოლია. შესაბამისად ეგზოტური ფიზიკური და სულიერი სილამაზე: https://www.youtube.com/watch?v=pQObiL-ZYsw https://www.youtube.com/watch?v=PM0HqmptYlY https://www.youtube.com/watch?v=0-czNkyPQDA გული დამწყდა მისი ავადმყოფობის ამბავი რომ გავიგე. |
Posted by: sisae 27 May 2020, 01:25 | ||
THH
რა ჭირს? * * * ვნახე ახლა და გაფანტული სკლეროზი დაუდგინდაო. ჟაკლინ დუ პრესაც ეს დაავადება ჭირდა. დიდად ამ პიანისტის შემოქმედებით არ ვარ აღფრთოვანებული მაგრამ გამიტყდა.. ვაახ.. |
Posted by: krikri 22 Nov 2020, 00:21 | ||
ამ კითხვამ გადამაწყვეტინა ჩემი კიტხვის დასმაც აქ : დ რადგან მასწავლებლების თემაში კაააციშვილმა არ მიპასუხა იქნებ აქ მაინც იცოდეთ კარგი მასწავლებელი 7 წლის ბავშვისთვის? ერთ ძალიან მაგარ ადამიანტან დავდიოდით მაგრამ კორონას გამო გვეშინია , ხანდაზმულია ცოტა ..ისეთი ალბათ არ გამოჩნდება მაგრამ მეტ–ნაკლებად ბავშვებტან გამოცდილი მაინც რომიყოს |
Posted by: JSB14BSJ 16 Dec 2020, 15:15 |
რევაზ თავაძე წასულა ცოდვილი დედამიწიდან ამ დილით. კარგი კაცი იყო. სიკარგის ერთადერთი და უნივერსალური საზომი არსებობს - ზნეობრივი სისუფთავე და აბსოლუტური უბრალოება. ასეთი კაცი იყო. არც ერთ წარწყმედილ სულგაყიდულ კოლეგასთან არაა შესადარებელი - კარიერისთვის ყველაფერი გაყიდული რო ჰქონდათ და სიცოცხლის ბოლო წლებში რო წმინდანთა დასში ჩაეწერნენ. საერთოდ ცალკე იდგა, |
Posted by: ნინა 16 Dec 2020, 19:47 |
krikri თუ ფორტეპიანოზე ან ვიოლინოზე სწავლა უნდა ბავშვს შესაძლებელია დაგაკვალიანოთ |
Posted by: zamzumi 17 Dec 2020, 14:33 | ||
JSB14BSJ რა ლამაზად გიწერიათ. სამწუხაროა ასეთი ადამიანის გარდაცვალება. |
Posted by: krikri 4 Jan 2021, 13:09 |
ნინა მოგწერეთ მესიჯი კარგა ხნის წინ მაგრამ არ გინახავთ . ძალაშია ჯერ კიდევ ჩემი პოსტი. სამწუხაროდ არავინ გამოჩენილა გილოცავთ ახალ წელს ყველას . ნორმალური წელი ყოფილიყოს ) |
Posted by: Zeref 6 Mar 2021, 10:32 |
ისე რამე საიტი არ არის სადაც ახსნილია ნოტები როგორ წაიკითხო და ეგეთი რამეები? 7 წლედი დავამთავრე ბავშვობაში და მერე სამწუხაროდ ისე მოხდა რომ ხელი აღარ მიხლია. ეხლა მინდა რომ ნელნელა გავიხსენო,მასწავლებელის აყვანას ვფიქრობდი მაგრამ ამ პანდემიამ შემიშალა ხელი |
Posted by: zamzumi 15 Mar 2021, 00:55 | ||
Zeref
ქართულად არ ვიცი და უცხო ენაზე ბევრია. გაკვეთილებიც არის დამწყებთათვის სხვადასხვა ინსტრუმენტებზე. |
Posted by: Aunties 8 Mar 2022, 17:31 |
Zeref youtube -ზე ნახე ოღონთ ინგლისურად არის არხს ქვია PianoPIG |
Posted by: kaiser Soze 9 Feb 2024, 01:35 |
გამარჯობათ, პიანისტებო. ესეთ ფენომენს გადავაწყდი - აბსოლიტური სმენა, და მაინტერესებს თქვენი აზრი, რამდენად სასარგებლოა პოტენციური პიანისტისთვის? პატარა შესავალი. ჩემი ბავშვი არის აუტიზმის სპექტრუმზე, აქვს სოციალიზაციის პრობლემები, მაგრამ არის გაცილებით ჭკივანი თავის ასაკთან შედარებით (ასპერგერის სინდრომი). აბსტრაქცია, მათემატიკა და რიცხვები ეხერხება და ხშირად ფენომენალურ მეხსიერებას აჩვენებს, მაგრამ ბავშვური თამაშები არ აინტერესებს. როცა მისი კლასელები (პირველ კლასელია) მიმატება გამოკლებას სწავლობენ, თვითონ მეოთხე/მეხუთე კლასის განტოლებების ამოხსნა შეუძლია. მულტილინგურია: ორ ენაზე საუბრობს და კითხულობს (უნგრული და ქართული) და ინგლისური კარგად ესმის (ინგლისურად მე და ჩემი მეუღლე ვკონტაქტობთ). რამოდენიმე თვის წინ შევიყვანეთ პიანინოზე და ვუყიდეთ პიანინო (დიგიტალური- "როლანდის" ფირმის რომელსაც კარგი ესქეიფმენტ სიტემა აქვს) და ძალიან სწრაფად პროგრესირებს. თან ასე 70+ მელოდიას ზეპირად უკრავს, ნოტების გარეშე (ნოტების კითხვაც იცის), რომლებიც მარტივი "ცალხელა" საბავშვო მელოდიებით იწყება და შემდეგ უკვე რთულდება - ბელა ბარტოკი და სხვები. პიანინოს აქვს სმენის ტესტი, რომელიც ნოტას უკრავს (88 კლავიშიდან ერთს) და შენ უნდა გამოიცნო რომელია (შავი კლავიშების ჩათვლით). ორი დღის წინ ვცადე ყველაზე რთულ ტესტს 100% ით აკეთებს. თუ შეცდომას უშვებს, ნოტას სწორედ იღებს, მაგრამ ოქტავა ეშლება. ამ ფენომენს ქვია აბსოლიტური სმენა, როცა შეუძლია მოსმენილი ნოტის სწორედ იდენტიფიკაცია. ეს ხსნის იმას თუ როგორ ახსოვს მთელი წიგნის მეოლოდიები რაც კი გაიარა, ზეპირად. ანუ საკმარისია მელოდია დაიმახსვროს რომ ზუსტად იცის რა ნოტებში ზის ეს მელოდია. მე როცა ვსწავლობდი პიანინოს, კლავიშების მდებარეობით ვიმახსოვრებდი ნოტებს და არა სმენით. ანუ წმინდა ვიზუალური მახსოვრობა, რადგან ნულოვანი სმენა მაქვს. |
Posted by: zamzumi 12 Feb 2024, 20:45 | ||
წარმატებები პატარა პიანისტს! |