#54367889 · 14 Mar 2019, 23:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ სამეგრელოში, სოფელში მაქვს შემოღობილი მიწის ნაკვეთი. 50 წელზე მეტია რაც შემოღობილია. თითქმის 20 წელია რაც თხილია გაშენებული. გავაკეთებინე ნახაზი. წავიყვანე ნოტარიუსში 3 მეზობელი . შევიტანე განაცხადი რეგისტრაციაზე . გამიწელეს 6 თვეზე მეტი. და ბოლოს მეუბნებიან მიწა საძოვარს ეკუთვნოს და არ რეგისტრირდებაო. წერილით (ელექტრონულად) მივმართე საჯარო რეესტრს საიდანაც მომივიდა იგივე პასუხი. არქივის მიხედვით 1984 წლამდე საძოვარს ეკუთვნოდაო და მერე ინფორმაცია არ მოიპოვებაო. ვინმემ თუ იცით რა გზა არსებობს კატეგორია რო შეიცვალოს და გადავიფორმო?
This post has been edited by agro on 14 Mar 2019, 23:55
|