კაროჩე, ტარანტინოს მაკულატურა გადავიმეორე და დამაინტერესა ეს გოგო - მარია დე მედეიროსი aka ბუტჩის ნაშა - კიდე სადმე თუ თამაშობდა. ჰოდა აღმოვაჩინე რო რეჟისორიც ყოფილა და ფილმებიც გადაუღია, თან ნორმალური შეფასებებით) აეს ფილმი მაგალითად, მაგისი დებიუტია, პორტუგალიაში რევოლუციაზეა მარსელუ კაეტანუს რეჟიმის წინააღმდეგ, ნორმალურია დებიუტისთვის, რავი) რთული თემაა და კარგად გაართვა თავი
April captains (2000) ვისაც გინდათ)
კანის ჟიურიშიც ყოფილა ერთხელ, მერე იუნესკოს მშვიდობის ელჩად) მაგარია, თითქოსდა პაწია როლი აქ, ვიფიქრე ტარანტინომ 20 ლარად ვიღაც თეატრალურის სტუდენტი მონახა, მერე კარიერაც არ ექნებოდა ერთი როლის მსახიობია-მეთქი და აგერ თურმე რა ყოფილა
მიყვარს ასეთი ისტორიები