აშშ-სა და ირანს შორის მოსალოდნელია სიტუაციის კვლავ უკიდურესად დაძაბვა რამდენიმე დღეში
ბოლო პერიოდია ირანი მნიშვნელოვნად გააქტიურდა ვენესუელას მიმართულებით
ვენესუელა მოქცეულია მძიმე ეკონომიკურ სანქციებში, ასევე აშშ სხვადასხვა გზებით ცდილობს მადუროს რეჟიმის დამხობას
ბოლო პერიოდია რუსეთი ფაქტიურად შეეგუა, რომ მადუროს რეჟიმის გადარჩენა მისთვის მძიმე ფინანსურ რესურსებს მოითხოვს, ასე რომ მაქსიმალურად დისტანცირდა ვენესუელას მოვლენებისაგან
სამაგიეროდ ბოლო პერიოდია ირანი მნიშვნელოვნად გააქტიურდა და ფაქტიურად ეხლა მადუროს რეჟიმის მთავარი მოკავშირეა
მძიმე ეკონომიკური სანქციების ფონზე, ვენესუელას ნავთობ საბადოები გაჩერდნენ მასალების ამოწურვის გამო, რათა ნავთობი აწარმოონ, ასევე ვერ ახერხებენ ჭაბურღილების გადაიარაღებას და შეკეთებას, რის გამოდაც ვენესუელაში უმძიმესი კრიზისი შეიქმნა
ამის საპასუხოდ, ირანმა დაიწყო ნავთობის სპეციალისტებისა და შესაბამისი მასალების გადაგზავნა ვენესუელაში, რათა შეაკეთონ და ააღადგინონ ვენესუელას ნავთობის წარმოება
ბოლო 2 კვირის განმავლობაში ირანის სახელმწიფო საჰაერო კომპანია პრაქტიკულად ყოველდღიურად ახდენს თეირანი-კარაკასის რეისს
ასევე, ვენესუელას დედაქალაქ კარაკასში ვენესუელას სპეცსამსახურებმა განაცხადეს, რომ მათ აღკვეთეს სახელმწიფო გადატრიელების მორიგი მცდელობა და დააკავეს აშშ-ს სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც აპირებდნენ საიდუმლო ოპერაციის მადუროს განეიტრალებას და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას
გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად ირანის ისლამური რევიცლუციის გუშაგთა კორპუსის რამდენიმე ასეული სამხედრო განთავსდა კარაკასში და მადუროს პირადი უსაფრთხოება მთლიანად მათ კონტროლქვეშ გადავიდა
ასევე, ირანი აფინანსებს რამდენიმე ათას კუბელ სამხედროს, რომლებიც დედაქალაქ კარაკასის ქუჩებში განლაგდნენ და იცავენ მადუროს რეჟიმს
და ბოლოს, მიუხედავად აშშ-ს უმძიმესი სანქციებისა, ირანმა ვენესუელას მიმართულებით გაუშვა 5 ნავთობის ტანკერი, რომლებზეც რამდენიმე მილიონი ბარელი ნავთობია განთავსებული, სანამ ვენესუელას ნავთობის საბადოებს აღვადგენთ, იქამდე მოვამარაგებთ ვენესუელას ჩვენი ნავთობითო
სანაცვლოდ, აშშ-ს სამხედრო ფლოტმა რამდენიმე ერთეული სამხედრო გემი დაძრა ვენესუელას სანაპიროს მიმართულებით, რათა არ მოხდეს ბლოკადის გარღვევა
ასე, რომ უახლოეს დღეებში, მაშინ როდესაც ირანული ნავთობის ტანკერები მიადგებიან ვენესუელას შესაძლოა აშშ-ს სამხედრო ძალებმა ისინი დააკავონ, რაც მნიშვნელოვნად დაძაბავს ვითარებას
პომპეოს განცხადებით კი, მადუროს რეჟიმმა გადარჩენის მიზნით ირანისათვის დაწიყო ვენესუელას სიმდიდრის გადაცემა, კერძოდ ამ დროისთვის დაახლოებით 9 ტონა ოქრო მისცა მადუროს ირანს დახმარების სანაცვლოდო, ასევე მადურომ ნავთობის მინისტრად პირდაპირ ირანის სპეცსამსახურების მიერ მართული პირი დანიშნაო, რომელიც ჰეზბოლას ქსელთან აქტიურ კავშირში არისო და აშშ-ს მიერ ძებნილია
ის ასევე, არის ვენესუელას უსაფრთხოების ძალების კურატორი და ყველაზე დაახლოებული პირი ირანთან
მოკლედ, ირანის იმპერიული ამბიციები უკვე სამხრეთ ამერიკამდეც აღწევს
Maduro Distrusts Cuba, Appoints Iranian Personal Guard
https://panampost.com/sabrina-martin/2020/0.../?cn-reloaded=1Iran reportedly sends five oil tankers to Venezuela amid US Economic Blockade
https://nation.com.pk/15-May-2020/iran-repo...onomic-blockadeVenezuela has received refining materials via plane shipment from Iran to help it start the catalytic cracking unit
https://www.reuters.com/article/us-venezuel...l-idUSKCN2253FXVenezuela’s new oil minister — a wanted man with suspected Iran links
https://www.ft.com/content/2fed2689-1ffe-46...5a-db9df6ba61f5ვენესუელასკენ მიმავალი ირანული ნავთობის ტანკერები
ცნობისთვის, ირანმა ანალოგიურად მიუხედავად სირიის მიმართ უმძიმესი სანქციებისა, მათ გაარღვიეს ძალით ბლოკადა და სირიას ნავთობის სწორედ ირანი ამარაგებს
საინტერესოა, თუ რა მოხდება უახლოეს დღეებში ვენესუელას ნაპირთან