იენს ზიგერტი: “არჩევნები” რუსეთში და „დაბალი ღობეები“ პუტინისთვის
“ბევრი რუსის აზრით, პუტინი აუცილებელი ბოროტებაა, რომლის გარეშეც რუსული სახელმწიფო ჩამოიშლება”
“რუსებს შეიძლება სურდეთ ოსეთის მიწა, მაგრამ არ ჭირდებათ ოსი ხალხი და იქ არსებული კრიმინალური რეჟიმით”
“თუ კრემლში გადაწყვეტენ, რომ სამხრეთ ოსეთის შეერთება მათ ინტერესებში შედის, ამას ხელს ვერავინ შეუშლის”
ამონარიდი:
"– რას მოასწავებს კიდევ უფრო რეპრესიული რუსეთი ეგრეთ წოდებული „ახლო საზღვარგარეთისთვის“? თქვენ ახსენეთ, რომ პუტინს რეიტინგის გასაძლიერებლად დაბალი ღობე სჭირდება და რომ დღეს მას ამ ღობის დეფიციტი აქვს. შეიძლება თუ არა სამხრეთ ოსეთი, რომელიც დიდი ხანია ღიად აფიქსირებს ფედერაციაში გაწევრების სურვილს, სწორედ ასეთი დაბალი ღობე აღმოჩნდეს?
– სამხრეთ ოსეთი შეიძლება იყოს ინტეგრირებული, ისევე როგორც აღმოსავლეთი უკრაინა, რუსულ სივრცეში. ეს არის ნაბიჯი, რომელსაც თითქმის ყოველთვის შეგიძლიათ ელოდოთ კრემლისგან, თუ ისინი იფიქრებენ, რომ ეს შეიძლება ემსახურებოდეს მათ ინტერესებს. ვერავინ შეუშლის ხელს კრემლს ამის გაკეთებაში, თუ ჩათვლიან, რომ ეს სასარგებლო იქნება. ეს ფაქტია. საკითხავია, მიაჩნიათ კი ასე? მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ადამიანების უმეტესობა ამის მომხრე იქნება და იტყვიან, რომ ეს სწორი ნაბიჯია, ჩვენ ასევე უნდა გავაცნობიეროთ, რომ სამხრეთ ოსეთს არა აქვს იგივე სიმბოლური ძალა, როგორიც ყირიმს ჰქონდა. მეტიც, ახლოსაც კი ვერ მივა „ყირიმის ეფექტთან“. ამას ემატება ისიც, რომ რუსებს შეიძლება სურდეთ ოსეთის მიწა, მაგრამ არ ჭირდებათ ოსი ხალხი და იქ არსებული კრიმინალური რეჟიმით. ისინი სულაც არ ფიქრობენ, გვინდა ეს ხალხი ჩვენი ერის ნაწილი გახდესო. დიდი განსხვავებაა ყირიმისა და ბელარუსის შესაძლო სცენარებში. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ აშკარაა, რუსეთს ხელს ვერავინ შეუშლის, თუ ამის გაკეთებას გადაწყვეტს, დასავლეთის ჩათვლით, ამ მომენტისთვის, ვფიქრობ, კრემლისთვის ეს უბრალოდ ღირებული არ არის."
სრულად აქshorturl.at/tHLRW
This post has been edited by Umanko Serapioni on 19 Sep 2021, 17:56