Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ბიზნესი და ეკონომიკა > რეკლამა სოციალურ ქსელში [FACEBOOK]


Posted by: Natsara 7 Jun 2015, 16:42
მოგესალმებით, ეს თემა დააინტერესებს ყველას ვინც აკეთებს ბიზნეს არ აქვს მნიშვნელობა ფართო თუ მცირე მასშტაბის.

რეკლამა Facebook-ზე არის ყველაზე ეფექტური და ყველაზე იაფი საშუალება, თქვენ საშუალება გეძლევათ ყველაზე სწრაფაად მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენს მომხმარებლებს, შესთავაზოთ სიახლეები და განავითაროთ თქვენი საქმე.

გთავაზობთ:

» სოციალური გვერდის ბრენდირებას
» ცნობადობის გაზრდას
» კონტენტის შექმნას
» მომხმარებელთან კომუნიკაციას
» გაყიდვების გაზრდას

სოციალური მედია მარკეტინგის ბაზრის ძირითად მიმართულებას მოიცავს Facebook აპლიკაციები
(საინფორმაციო, ინტერაქტიური და საკონკურსო აპლიკაციები)ツ

რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვენ წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული კომპანიების მხრიდან.

გთავაზობთ საინფორმაციო აპლიკაციების დამზადებას თქვენი გვერდისთვის, მიაწოდეთ იმფორმაცია მომხმარებელს მათთვის საყვაელი, აპლიკაციების საშუალებით
იხილეთ სადემონსტრაციო აპლიკაციები:

» ჩვენ შესახებ: http://goo.gl/OXjtTt
» კონტაქტი: http://goo.gl/yM8bpk

დამიკავშირდით: +995 558 50 00 88

Posted by: ddd333 7 Jun 2015, 17:02

Natsara
ერთი ფეიჯი დაგვლინკე სადაც თქვენ გააკეთეთ მომსახურების მტელი სპექტრი,
თორე ისე როგორ გავიგოთ რამდენად ხარისხიანად აკეთებთ

Posted by: Natsara 7 Jun 2015, 17:07
ddd333 მომწერეთ პირადში, ბევრს განახებთ არ მინდა რეკლამად ჩამეთვალოს გარკვეული კომპანიების გვერდი

Posted by: Ser_Waymar_Royce 8 Jun 2015, 09:28
Natsara
QUOTE
რეკლამა Facebook-ზე არის ყველაზე ეფექტური და ყველაზე იაფი საშუალება

ეფექტური არანაირად არ არის. მე ჩემს კომპანიაზე ვუშვებდი რეკლამას გარკვეული პერიოდი და არცერთი რეალური კლიენტი არ მომიყვანა. ცობადობის გაზრდით შეიძლება კარგია, მაგრამ ცნობადობა ვჭამოთ მარტო? biggrin.gif

Posted by: Natsara 8 Jun 2015, 14:09
Ser_Waymar_Royce აბა რა არის ასეთი დაბალი ბიუჯეტით ეფექტური ფლაიერების დარიგება? biggrin.gif ეფექტურია თან ძალიან, რომელ ცნობილ კომპანიასაც არ ქონია აქამდე ყველამ ინანა და დაიწყო მაგრამ რეკლამის გაშვება არც მოგიყვადა კლიენტს, რეკლამას დაგეგმა უნდა და კამპანიას ჩატარება, ამიტომაც გავხსენი ეს თემა მე, რომ თუ ვინმე არის დაინტერესებული დავეხმარები. ძალიან ბევრ რამეში

Posted by: Ser_Waymar_Royce 8 Jun 2015, 21:32
Natsara
QUOTE
მაგრამ რეკლამის გაშვება არც მოგიყვადა კლიენტს

მაშინ რა აზრი აქვს რეკლამას, თუ კლიენტი არ მოჰყავს?

QUOTE
რეკლამას დაგეგმა უნდა და კამპანიას ჩატარება

რას გულისხმობ დაგეგმვაში?

QUOTE
ამიტომაც გავხსენი ეს თემა მე, რომ თუ ვინმე არის დაინტერესებული დავეხმარები

დაინტერესებული ვარ. რით დამეხმარები?

Posted by: Natsara 8 Jun 2015, 21:35
Ser_Waymar_Royce ვიგულისხმე თუ უბრალოდ რეკლამა გაუშვი, ეს არ მოგიყვანდა კლიენტს, იმისათვის რომ კმაყოფილი დარჩე კლიენტიც მოვიდეს და ცნობადობაც გაიზარდოს სხვა და სხვა სახის რეკლამა არსებობს მომწერე პირადში რას საქმიანობ და ვეცდები დაგეხმარო smile.gif

Posted by: Ser_Waymar_Royce 11 Jun 2015, 00:18
გიპასუხე პიემზე და აბა რით დამეხმარები?

Posted by: Geo-Guide 11 Jun 2015, 11:15
QUOTE (Ser_Waymar_Royce @ 8 Jun 2015, 09:28 )
Natsara
QUOTE
რეკლამა Facebook-ზე არის ყველაზე ეფექტური და ყველაზე იაფი საშუალება

ეფექტური არანაირად არ არის. მე ჩემს კომპანიაზე ვუშვებდი რეკლამას გარკვეული პერიოდი და არცერთი რეალური კლიენტი არ მომიყვანა. ცობადობის გაზრდით შეიძლება კარგია, მაგრამ ცნობადობა ვჭამოთ მარტო? biggrin.gif

გეთანხმებით, რეკლამა Facebook-ზე ჩვენთვისაც უშედეგო აღმოჩნდა.

და გადახდილი თანხაც დაკარგული , სამწუხაროდ.

facepalm.gif

Posted by: Natsara 11 Jun 2015, 20:17
Geo-Guide, რას აკეთებთ ან რა რეკლამა გააკეთეთ, ცოტა დეტალურად ვისაუბროთ ძალიან დაინტერესებული ვარ...

ზემოთ აღნიშნულს გადამზიდი კომპანია აქვს, რომლის პოტენციური კლიენტების პოვნაც კი ძნელია Facebook-ზე. ჰოდა ასეთი საქმისთვის რეკლამა მხოლოდ ცნობადობას თუ გაგიზრდის ყოველ მეორეს არ ჭირდება ტრაილერით ტვირთის იქით აქეთ წაღება wink.gif

Posted by: Geo-Guide 12 Jun 2015, 11:38

Natsara ჩვენ შექმნილი გვაქვს თბილისის საინფორმაციო-საძიებო სისტემა. ონლაინ ვერსია. თბილისის დეტალურ რუკასთან ერთად. დამეთანხმებით ,

ასეთი ინფორმაცია ნებისმიერს შეიძლება დასჭირდეს. ობიექტების რაოდენობამ 11 000- სს გადააჭარბა.

სისტემით სარგებლობა უფასოა.

ჩვენი სარეკლამო ღონისძიება Facebook -ზე მიზნად ისახავდა რეკლამების დამკვეთების მოზიდვას ჩვენს სისტემაში.

2 წლის განმავლობაში სისტემატიური (შაბათ-კვირის გარდა) სარეკლამო ხარჯებმა არავითარი შედეგი არ გამოიღო. თუ არ ჩავთლით რამდენიმე

უმნიშვნელო ხელშეკრულებას. ამიტომ სარეკლამო ხარჯები გადავამისამართეთ. ჩვენ ძირითადად უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ვუწევთ

სხვადასხვა სახის საინფორმაციო თუ სხვა მომსახურებას.

გმადლობთ დაინტერესებისათვის . გისურვებთ წარმატებებს
bis.gif

Posted by: Natsara 12 Jun 2015, 17:41
Geo-Guide და რამდენი იყო თქვენი ბიუჯეტი ? , იქნებ პირიქით გემუშავათ ხალხისთვის მიგეწოდებინათ ინფორმაცია და გაგეზარდათ ვიზიტორები ვებ-გვერდზე. შემდეგ თავისით მოიყვანდა კლიენტს ეს ფაქტი.


Posted by: Geo-Guide 15 Jun 2015, 12:04
QUOTE (Natsara @ 12 Jun 2015, 17:41 )
Geo-Guide და რამდენი იყო თქვენი ბიუჯეტი ? , იქნებ პირიქით გემუშავათ ხალხისთვის მიგეწოდებინათ ინფორმაცია და გაგეზარდათ ვიზიტორები ვებ-გვერდზე. შემდეგ თავისით მოიყვანდა კლიენტს ეს ფაქტი.


დღეში 3 $ გამოდიოდა. პირიქით მუშაობა, მაპატიეთ ვერ გავგე.

ქოლცენტრის მუშაობა კი უფრო ეფექტური გამოდგა, აგრეთვე ბუკლეტების დარიგება,

გამოფენები და ა.შ. თქვენ რას შემოგვთავაზებდით?

Posted by: spichuka 15 Jun 2015, 12:18
Geo-Guide
QUOTE
დღეში 3 $ გამოდიოდა

ძაან ცოტა ხო არაა ?

Posted by: Natsara 15 Jun 2015, 17:37
Geo-Guide თქვენ არ გქონდათ სარეკლამო კამპანია, თქვენ უბრალოდ იხდით ფულს, რაში ალბათ თქვენც არ იცით... ძალიან გთხოვთ პირადში მოწმეროთ თქვენი გვერდი, რომ შევათვალიერო რას როგორ აკეთებდით

რაც შეეხება ბუკლეტების დარიგება, ჩემთვის ყველაზე ცუდი სარეკლამო სვლაა, მაგას ჯობია საერთოდ არ გააკეთოთ არანაირი რეკლამა.

Posted by: Geo-Guide 16 Jun 2015, 11:14
QUOTE (Natsara @ 15 Jun 2015, 17:37 )
Geo-Guide თქვენ არ გქონდათ სარეკლამო კამპანია, თქვენ უბრალოდ იხდით ფულს, რაში ალბათ თქვენც არ იცით... ძალიან გთხოვთ პირადში მოწმეროთ თქვენი გვერდი, რომ შევათვალიერო რას როგორ აკეთებდით

რაც შეეხება ბუკლეტების დარიგება, ჩემთვის ყველაზე ცუდი სარეკლამო სვლაა, მაგას ჯობია საერთოდ არ გააკეთოთ არანაირი რეკლამა.

სიამოვნებით მოვისმენდი და ვფიქრობ ბევრს აინტერესებს,

თქვენი აზრით რა არის კარგი სარეკლამო კამპანია? და რა ითვლება
ყველაზე კარგ სარეკლამო სვლად?

ჩვენი ვებგვერდი აქ უკვე მითითებულია, მაგრამ დამატებით

დავაფიქსირებ (იმედია რეკლამაში არ ჩამეთვლება)

http://geo-guide.ge

კიდევ ერთხელ მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.

Posted by: Natsara 16 Jun 2015, 11:26
Geo-Guide ამ ვებ-გვედის ინტერესი არის მომხმარებლში ? შესაძლებელია რეკლამა რა თქმა უნდა მაგრამ ერთი რამ არის გასათვალიწინებელი, დღეს დაიხვეწა და მარტვად შეუძლიათ ყველა ინფორმაციის გაგება რაც ამ ვებ-გვერდზეა...

Posted by: Natsara 18 Jun 2015, 16:54
ddd333 ბოლო ნამუშევარი https://www.facebook.com/pages/Global-Line/1630226457218114

აპლიკაციები:

https://www.facebook.com/pages/Global-Line/1630226457218114?sk=app_1440657256243951

https://www.facebook.com/pages/Global-Line/1630226457218114?sk=app_842109162505115

https://www.facebook.com/pages/Global-Line/1630226457218114?sk=app_1608001189443014

https://www.facebook.com/pages/Global-Line/1630226457218114?sk=app_1640024879546024

Posted by: VanoM 18 Jun 2015, 21:06
Geo-Guide

google map-ზე რატომ არ მიაბით? უფრო სრულყოფილი და ადვილად გამოსაყენებელი იქნებოდა.

Posted by: Ser_Waymar_Royce 19 Jun 2015, 08:54
Geo-Guide
QUOTE
ჩვენი ვებგვერდი აქ უკვე მითითებულია, მაგრამ დამატებით

დავაფიქსირებ (იმედია რეკლამაში არ ჩამეთვლება)

http://geo-guide.ge

პატივცემულო, კრიტიკაში ნუ ჩამითვლით, უფრო რეკომენდაცია მინდა მოგცეთ. თუ თქვენ ამ ვებ გვერდს რეკლამაში ატრიალებდით, შედეგი დიდი არ გექნებოდათ. მარტო რეკლამა კი არაა, რეკლამის მერე მომხმარებელი გვერდზე გადადის და იქ ყველაფერი გარკვევით უნდა იყოს და ხელთ, თქვენთან კი ეს წესი არ არის დაცული. თუ თქვენ ცდილობდით სარეკლამო სივრცის გაყიდვას თქვენს ვებ გვერდზე, მაშინ უნდა არეკლამებდეთ სპეციალურად შექმნილ გვერდს, სადაც ნათლად ჩანს რა სერვისი გაქვთ, ზედმეტ მენიუებში ძრომიალის გარეშე და იქვე, ისევ ზედმეტი სქროლინგის და მენიუში ძრომიალის გარეშე უნდა გქონდეთ რეკლამის შეკვეთის საკონტაქტო ფორმა, სადაც ადამიანი თავის იმელს და ტელეფონს დატოვებს და მერე თქვენი ქოლ ცენტრი ამას დაამუშავებს.

Posted by: one_day- 19 Jun 2015, 13:43
ფბ-ზე რეკლამას ბევრი ნიუანსის გათვლა უნდა, აი ეგრე აიღე და გაუშვი ჰაერში გადაყრილი ფულია,,,

Posted by: Natsara 19 Jun 2015, 14:18
one_day- ჰო რა თქმა უნდაSer_Waymar_Royce მართალი ხარ

Posted by: FDA 20 Jun 2015, 02:38
Natsara
QUOTE
აპლიკაციები:

https://www.facebook.com/pages/Global-Line/...440657256243951

https://www.facebook.com/pages/Global-Line/...842109162505115

https://www.facebook.com/pages/Global-Line/...608001189443014

https://www.facebook.com/pages/Global-Line/...640024879546024

მგონი ასეტი რამე პირველად ვნახე? თუ არსებობს ეგეტი რამე, არ მინახავს კი. ძალიან მომეწონა და ალბათ ტქვენი კლიენტი გავხდები

Posted by: corbin 20 Jun 2015, 04:05
არც ჩემთან გაამართლა ფბ რეკლამამ. ასე მგონია ჩვენთან ფბ-ს მხოლოდ სოც ქსელის დატვირთვა აქვს და როგორც ბიზნესს ინსტრუმენტს სერიოზულად არ აღიქვამენ. თუ ჩემგან რჩევას მიიღებთ თქვენი ატივობა მობილურ აპლიკაციებისკენ გადაამისამართეთ.

Posted by: Natsara 20 Jun 2015, 04:08
corbin ხო არა მე გავხადე მილიარდელი FACEBOOK-ი, არა ეფექტურია და მაგიტო უხდიან რეკლამისთვის ამდენ ფულს...
ამ თემას თუ შეამჩნევდი მიხვდები რატომ გავხსენი, რომ დავეხმარო ხალხს სწორად მართონ თავიანთი საქმე.

მობილური აპლიკაციები ვაფშე რა შუაშია ამასთან ძალიან მაინტერესებს....

Posted by: OIL EXPERT 21 Jun 2015, 12:03
ფბ-ზე რეკლამა ძალიან ეფექტურია დამიჯერეთ ამის საკმაო გამოცილება მაქვს. ის ვინც შედეგებს ვერ აღწევს 90% არასწორი დაგეგმვის და მომხმარებლისთვის არასწორი კუთხით მიწოდების ბრალია.

ასე მაგალითად რაც არ უნდა პარადოქცული იყოს ფბ-ზე რეკლამის საშუალებით ავტომობილი გავყიდეთ მხოლოდ იმის გამო, რომ წითელი ბანტით იყო შეფუთული smile.gif))) მყიდველმა გოგონამ პირდაპირ გვითხრა ამ ლამაზი წითელი ბანტის გამო ვიყიდე მანქანაო. ))))

მაგრამ მაინ, ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ უმეტეს შემთხვევაში რეკლამა ფბ-ზე არ განიხილება, როგორც დამოიკიდებელი და ერთადერთი კომუნიკაცია, არამედ როგორც ერთ-ერთი კომპლექსური სარეკლამო საშუალება.


Posted by: Ser_Waymar_Royce 21 Jun 2015, 12:21
OIL EXPERT
QUOTE
ის ვინც შედეგებს ვერ აღწევს 90% არასწორი დაგეგმვის და მომხმარებლისთვის არასწორი კუთხით მიწოდების ბრალია.

შეგიძლია ცოტა დაწვრილებით თქვა რა არის სწორი კუთხე და სწორი დაგეგმვა?

Posted by: OIL EXPERT 21 Jun 2015, 15:46
დაწვრილებით რო გითხრა მაშინ სფერო უნდა მითხრა და ისი მითხრა რა გსურს, ბრენდის გაპიარება, კომპანიის ან პროდუქიის ცნობადობის გაზრდა თუ პროდუქტის ან მომსახურების კონკრეტული გაყიდვები.

თუ ამ სფეროში ნაკლებად ერკვევი მაგალითს მოგიყვან.
პირველი: ვიყენებ ფბ კომუნიკაციის არხს ერთ-ერთი სპორტული გაზეთის ცნობადობის გაზრდისთვის. ანუ პოტენციური მომხმარებელი (ამ სფეროსთვის არჩეული სეგმენტი) იღებს ინფორმაციას გაზეთის შესახებ. ვხარჯავ თვეში მაქსიმუმ 100$ და ვიღებ დაახლოებით 30.000-50.000 მომხმარებელს. მათ შორის ვინც დაალაიქებს შემდგომში მათ და მისმეგობრების გევრდებზე უფასო წვდონის უფლებას. და ასევე კომენტარებს რომლიც მიხედვითაც ვზომავ ბიზნესი რამდენად აქტულურია და საინტერესო. ასევე ვაკვირდებით გაყიდვების სტატისტიკას და მიახლოებით მაინც ვიგებთ რა პერიოდში რომელი აქტიურობის ხარჯზე გაიყიდა პროდუქია.

მეორე დაუშვათ ავტო პროდუქცია. ამ შემთხვევეაში ფბ-კომუნიკაციას ვიყენებ პირდაპირი გაყიდვებისთვის. ანუ პოტენციურ მომხმარებლამდე მიმაქვს კონკრეტული აქია, მომხამრებელი სვავს შეკითხვას რამდენი ღირს? სად ვიყიდოთ? გაქვთ თუ არა ჩემ ავტომობილზე და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაშიც ბიუჯეტი 100$ ხოლო გაყიდული პროდუქციის მოგების მარჟა 100$ გაცილებით მეტია. შესაბამისად ფბ-ზე დახარჯული თანხა პირადად ჩემთვის ყოველთვის შედეგის მომტანია.

ასეთი პროექტები რამდენიც არ გამიკეთებია ყოველთვის ყველა მუშაობს დახარჯული თანხა 100% უკან დაგვიბრუნებია თავისი მოგებით და ამასთან სივრცეში ვაქტიურობთ და ვიყენებთ საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად, სხვადასხვა აქციების. სიახლეების, ნიუსების, ინფორმაციის გასატანად.

Posted by: Ser_Waymar_Royce 21 Jun 2015, 19:05
OIL EXPERT
QUOTE
მომსახურების კონკრეტული გაყიდვები

ეს მაინტერესებს. მეც მისვამდნენ შეკითხვებს, მაგრამ შეკითხვის იქით საქმე არ მიდიოდა.

Posted by: OIL EXPERT 21 Jun 2015, 19:47
Ser_Waymar_Royce

3 დან 6 თვემდე რეალურ დაქოქვას მინიმუმ ამდენი დრო დაჭირდება და კიდევ გააჩნია რა ფორმით მიაწვდით. სტიმულაცია მიეცით მყიდველს და წესით დალაგდება ყველაფერი

Posted by: corbin 22 Jun 2015, 04:23
QUOTE
მობილური აპლიკაციები ვაფშე რა შუაშია ამასთან ძალიან მაინტერესებს....

დაწყნარდი მეგობარო. აქ საკუთარ გამოცდილებას ვუზიარებთ ერთმანეთს და პლიუს რჩევის მიცემაც შეიძლება
. ფორუმი ღია სადისკუსიო სივრცეა და არა დახურული კლუბი. წარმატებები

Posted by: Natsara 22 Jun 2015, 23:47
corbin ძალიან მშვიდად ვარ დამიჯერე smile.gif და ამასთან რო არაფერ კავშირშია მაგიტომ გამიჩნდა ეს კითხვა ნუ მასწავლი რა რა არის. ფორუმი რომ არის ყველას თავის კატეგორია და თემა აქვს

Posted by: pawo_pawo 2 Jul 2015, 01:02
საინტერესო თემაა ... კარგი იქნება მეც თუ გამიზიარებთ თქვენს აზრს ერთ ჩემს პატარა წამოწყებაზე

http://dasaqmeba.ge/

https://www.facebook.com/www.Dasaqmeba.ge

ეს საიტი. ესეც ფეიჯი. დიდი სიამოვნებით მოვისმენ თქვენს რჩევებს

საფუძვლიან კრიტიკასაც მივიღებ smile.gif

Posted by: Natsara 2 Jul 2015, 01:13
pawo_pawo პირადში მომწერე ბიუჯეტი, დანარჩენს თავად შეგიდგენ და მოგაწვდი

Posted by: spichuka 2 Jul 2015, 12:02
Natsara
კუპონებზე რა აზრის ხართ? იყენებთ თუ არა ? და როგორ ხდება დაახლოებით რომ აღწერო კუპონების გამოყენება ? რა გვიჯდება კუპონის შოვნა და რამდენ $-იანი კუპონები შეგვიძლია ვიშოვოთ?

Posted by: pawo_pawo 2 Jul 2015, 20:19
Natsara

ვფიქორბ ყველა საქმეს თავის მუღამი უნდა , მაგრამ რომელიმე საქმეზე ლაპარაკს, რომ წამოიწყებ უნდა გქონდეს მინიმალური ცოდნა გამოცდილება და ფაქტები რომ ეს შენ გესმის. იმედი მაქვს ის რაც პირადში მომწერე ამით არ აპირებ აქ მყოფი ხალხის დაინტერესებს.

ველოდები დეტალურად რა უნდა გავაკეთო რაზე გავამახვილო ყურადგება და როგორ მოვახდინო გავლენა იმ ადამიანებზე ვინც ჩემი საიტით http://www.dasaqmeba.ge/ მინდა რომ დაინტერესდეს.

მეც გეტყვი დახარჯე თვეში 5000 ლარი და შენ წარამტება გეწვევა smile.gif

ეს რაღაც ბოშას ნამკითხავებს უფრო ჰგავს ვიდრე გამოცდილი ადამიანის რჩევას

საწყენად არ ვამბობ არამედ ამ საიტზე ბევრი არაპროფესიონალია და თავი პროგრამისიტები და დიზაინერები ჰგონიათ.

ეს არ ეხება ამ თემის ავტორს , ეს ეხება ყველას თავი კარგი სპეციალისტები რომ ჰგონიათ და დლეს და ვოლდპრესს ვერ გასცდნენ.

Posted by: Natsara 2 Jul 2015, 22:28
pawo_pawo პირველ რიგში დლე და ვორდპრესი ჩემთან რა შუაშია, მერე მეორეც ჩვენი საუბარი იყო ზოგადად თანხაზე და მოგწერე თანხა თუ კმაყოფილი ხარ დანარჩენს მერე მოგაწვდი, მე რატომ უნდა დავგეგმო წინასწარ შენი სარეკლამო სტრატეგია გადმოგიგზავნო და ხვალ, რომ დამიკიდო ფეხებზე და თავად გააკეთო მე რა სარგებელი უნდა ვნახო?

მე რა სფეროთი ვმუშაობ იქ არაფერ შუაშია დლე და ვორდპრესი, მერე მეორეც შენი საიტიდან გამომდინარე სხვა სპეციალისტებს თავი დაანებე და შენი გამართე წესვრად.

გინდა გითხრა რას ვფიქრობ შენს საიტზე ?

პირველი რეკლამა რასაც შენ ეწევი. ყოველ დღე აქ მეჩხირება თვალში შენი კომპანიის რეკლამირება ამისთვის კარგა ხნის წინ უნდა დაესაჯეთ ბანით
მეორე, დარწმუნებული ვარ შენი მომხმარებლების 80% გადმოსულია სოციალური ქსელიდან, სწორედ ამიტომაც გაქვს დახურული სტატისტიკა
მესამე ფაქტორი ის არის, რომ შენი საიტი სრულიად "ნაგავია" და რაც ჩემ თემას შეეხება მინდა გასაგებად აგიხსნა. მე ვმუშაობდი შენნაირ პრეოქტზე პირადი პრეოქტი იყო და შედეგს მე აგიხსნი

75$ ით მე მივაღწიე საიტის გახსნიდან 2 კვირის განმალობაში ყოველ დღე, 1500-დან 5000 კაცამდე აქტიური მომხმარებელს რომლის 80% ყოველდღიურად სტუმრობდა საიტს. 5000 -ზე მეტი მოწონება გვერდზე, ზუსტად ის სეგმენტის ვინც ეძებს სამსახურს და არა 13-14 წლის ბავშვები.


ხოდა ამის მერე ჩემგან კი ნუ დარჩები უკმაყოფილო რო მე არ გაგაცანი სარეკლამო კამპანიის გეგმა შენს საქმეს მიხედ

პ.ს.

ახლო მომავალში გამოჩნდება ჩემი პრეოქტი რომელიც მოიცავს დასაქმებას და თავად შეგიძლია შეაფასო smile.gif

პ.ს.ს.
ძრავს ალბათ ჯიმშერის დავარქვამთ ))))))))))))))))[SIZE=7]

Posted by: pawo_pawo 2 Jul 2015, 23:29
Natsara


შენ აქ დახმარებაზე საუბრობდი და ეხლა ჯერ ტანხა გინდა და მერე გეგმას გამაცნობ ?

ეს შენი აზრია ნუ შეგიძლია იფიქრო რომ საშინელებაა ეს საიტი, მაგრამ საბედნიეეროდ ეს მხოლოდ შენი აზრია

რაც შეეხება ბანის დადებას ეს სენი გაბოროტებული სურვილია

იცი მე მაქვს ძალიან დიდი ბიზნესი და ძალიან დიდი შემოსავალი და ის რაც ნამდვილად ჩემი საქმეა ამის პროფესიონალი ვარ, ეს საიტი მხოლო დამატებიტი საქმიანობაა სადაც მხოლოდ დილეტანტი ვარ.

ვფიქრობ შენი პროფესიონალიზმი უკვე ნათლია და მხოლოდ შენი ფანტაზიები არ კმარა ამისთვის. რაც შეეხება შენ აპლიკაციებ გულწრფელად გითხრა მარაზმია მიტუმეტეს დიზაინი და შრიფტი უგემოვნო ფერები.

შენ რომ გგონია იცი საქმე არ კმარა მეგობარო არც ერტი არგუმენტი და არც ერთი ტექსტი არ ამბობს იმას რომ რამე გესმის .

ვფიქრობ მხოლოდ იმაზე საუბარი რომ რაღაც იცი არ კმარა .

გულწრფელად გისურვებ წარმატებას , თუმცა შენი შემოთავაზება არარეალური და ლოგიკას მოგკლებულია.

თუ ვცდები აქ არის ხალხი და განსაჯოს .

პ.ს მე დავწერე წინა პოსტში, რომ ეს ყველაფერი ამ თემის ავტორს არ ეხება თქო და შენ გიგულისხმე, ასრ რატომ გაბოროტდი ვერ მიხვდი, მაგრამ გავატაროთ

Posted by: Ser_Waymar_Royce 3 Jul 2015, 09:31
Natsara
QUOTE
მესამე ფაქტორი ის არის, რომ შენი საიტი სრულიად "ნაგავია"

ოო smile.gif გეტყობა, რომ მარკეტინგში და კლიენტების მოძიებაში დიდი გამოცდილება გაქვს lol.gif


Posted by: Natsara 3 Jul 2015, 14:38
Ser_Waymar_Royce ფაქტი რაც არის მეგობარო იმას ვიძახი smile.gif

pawo_pawo ნუ რომელი ჩემი აპლიკაცია ნახე ძალიან გთხოვ მითხარი და საინტერესოა, ვინ გაგიკეთებს სარეკლამო კამპანიას გაგაცნობს რა უნდა გააკეთო და მერე გადაუხდი ფულს?

Posted by: corbin 3 Jul 2015, 15:00
QUOTE
ოო  გეტყობა, რომ მარკეტინგში და კლიენტების მოძიებაში დიდი გამოცდილება გაქვს

აშკარად smile.gif

QUOTE
ფაქტი რაც არის მეგობარო იმას ვიძახი

გააჩნია როგორ იძახი.

Posted by: Natsara 3 Jul 2015, 17:25
თუნდაც სარეკლამოსთან შეხება თუ გქონიათ სადმე გინახიათ, მომეცი იდეა და მერე გადაგიხდი ფულსო?

რას ქვია მარკეტინგში და კლიენტის მოზიდვაში, ჯერ შეხედეთ საიტს მაქედან გამომდინარე ჩანს რისი გადამხდელია და რისი გამკეთებელია ძალიან გთხოვთ ასეთ რაღაცეებს ნუ პოსტავთ მითუმეტეს თუ არ ხართ ბაიბურში

Posted by: anouk7 3 Jul 2015, 19:40
Natsara
pawo_pawo
ძალინა გტხოვტ ერტმანტეს შეურაცხყოფას ნუ აყენებტ, ცუდად გამოგდიტ, მე ორივესი მომეწონა და ახლა ცოტა წარმოდგენა შემეცვალა, პროფესიონალები ერტმანეტს ასე არ ლანძღავენ

წარმატებას გისურვებტ ორივეს

Posted by: Natsara 3 Jul 2015, 20:19
მე არავის არ ვლანძღავ ჩვენი საუბრის მერე აქ ასეთ პოსტს როცა წერს ადამიანი მიუხედავად დარწუნებული ვარ 90% კიდე არ არის მიხვედრილი რას ვგულისხმობდი ჩემს შეთავაზებაში მგონი ძალიან ცუდია და თუ ჩემს სერვის ანტი პიარს უკეთებს და შეურაწყოფას აყენებს, ვორდპრეს და დლეზე მომუშავეებს (საერთოდ რა შუაში იყო)
ამის ღირსია, საიტი რაც მას აქვს დასაქმებასთან დაკავშირებით რასაც წარმოადგენს ფართოთ ავუწერე

და კიდევ ყველას გასაგონად მინდა დავწერო.

როდესაც საუბარი იყო ბიუჯეტზე პირდაპირ მივწერე ბიუჯეტი რა დაჯდებოდა და ასევე შევეხე ზედაპირულად რასაც მოიცავდა.

და რომელ თქვენგან გგონია ან რომელი თქვენგანი გააკეთებდა სარეკლამო სტრატეგიას შემდეგ გააცნობდა და ამ ყველაფერს ონლაინ მიმოწერის ფონზე.


და კიდევ როცა მაღაზია გაქვთ და შემოდის ადამიანი ფულის დასახურდაველბად ეგ თქვენი კლიენტი აღარ არის. ამიტომაც მე უკვე მივხვდი ეს პიროვნება და მთელი ამის პროექტი რას წარმოადგენს და მითუმეტეს ამის პოსტის შემდგომ აღარ ქონდა არანაირ ლაპარაკს აზრი მე ეს კლიენტი არ ჩავთვალე კლიენტათ და ამიტომაც დავწერე ეს პოსტი. რაც შეეხება მარკეტინგს და კლიენტების მოზიდვას მგონი უდროო პოსტი იყო smile.gif

Posted by: pawo_pawo 3 Jul 2015, 21:46
Natsara

მეგობარო თავს რატო იმართლებ ვერ ვხვდები ? აქ არავის დაუსჯიხარ smile.gif

რაც შეეხება შენ ჩემდამი გაღიზიანებას ვფიქრობ საერთოდ გაუგებარია

შენ არგუმენტებს რაც შეეხება გეტყვი რომ როცა ადამიანს პროდუქტს სთავაზობ ჯერ უნდა დაარწმუნო რომ შენ ნამდვილი პროფესიონალი ხარ და მერე უნდა შესთავზო 1000 ლარი გადახდა თუნდაც 100 ლარის ეს სულ მინიმუმ.

თან აქ როგორც მახსოვს სიტყვა დახმარება ბევრჯერ იყო ნახსენები და ქართულ ვებ სივრცეში თუ 1000 ლარი დახმეარებას ნიშნავს მაშინ მე ჩემოვრჩი დროს და მომიტეოს ყველამ

როცა ფულს ითხოვ თუ პროფესიონალი ხარ მინიმუმ უნდა დაწერო შედეგებიი მინიმუმ რა შედეგებს მივიღებთ, შენი საიდუმლოების მოყოლას არავინ გეუბნება მაგრამ ის თუ როგორ აპირებ ამ ყველაფრის მიხწევას ეს უნდა დაწერო (კიდე ერთხელ გეტყვი იმ საიდუმელოებების გარეშე რაც შენ იცი), პატარა მონახაზი რომ რაგაც დამაჯერებლობის ელფერი ჰქონდეს . მაშინ მეც ვიფიქრებ რო ჩაგირიცხო 1000 ლარი და ვერაფერი გააკეტო მერე რა ვქნა მე ? აქ მხოლოდ შენი ინტერესები არ უნდა იყოს დაცული ხო მარტივად გასაგებია.

ეს არ არის ჩემი შენდამი აგრესია , ეს არის ჩემი აზრი

ჩემი გაღიზიანება კი იმან გამოიწვია რომ პოსტავა აქ ხალხს დავეხმარებიო და უცებ ყველანაირი წინა სიტყვაობის გარეშე 1000 ლარს მწერ მგონი გამაღიზაინებელია.

შენ რომ იყო რამე კომპანია, რომელმაც დაამტკიცა რომ შეუძლია ამის კეთება გასაგებია მაგრამ ვღაც მომხმარებეს, რომელიც არც კი ვიცი რა დონეზე იცი ამ საქმის კეთება მგონი არასერიოზულია გამოვქანდე და 1000 ლარი ჩაგირიცხო.

ძალინ გთხოვ ჩემს საიტზე რომ ლაპარაკობ ცოთა დაფიქრდი ვიცი აქვს ბევრი ხარვეზი მაგრამ ეს გამოსწორებადია რაც შეეხება დიზაინს აითიდისის დიზაინერის მიერ არის დახატული, რომელსაც აქვს არა ერთი ძალიან ცნობილი საიტის დიზაინი შექმნიალი.

წარმატებები , მხოლოდ იმის გამო რომ შეენ ფიქრობ რაღაც შეგიძლია ამით შენ რეალიზებას ვერ მოახდენ ამას სხვებიც უნდა ფიქრობდნენ .

Posted by: corbin 3 Jul 2015, 22:10
QUOTE
და კიდევ როცა მაღაზია გაქვთ და შემოდის ადამიანი ფულის დასახურდაველბად ეგ თქვენი კლიენტი აღარ არის

smile.gif
შეიძლება შენი საქმის პროფი ხარ(ტეხნარი) მაგრამ მარკეტინგში რბილად რომ ვთქვათ მოიკოჭლებ . თუ დრო და სურვილი გექნება ამ ფილმს (http://www.imdb.com/title/tt0104348/ ) უყურე. მარკეტოლოგებისთვის ეგ ფილმი მეორე ბიბლიაა.

Posted by: Natsara 3 Jul 2015, 22:30
corbin შენ მეგობარო ლელა კაკულია ხო არ ხარ smile.gif) ნათელმხილველი, რა იცი შენ მე ვინ ვარ ან რა ვარ?

Posted by: pawo_pawo 3 Jul 2015, 22:40
Natsara

ხომ და რო ვერ გაგავაგებინე ძმაო ვინ ხარ რა ფულს ითხოვ ?!

შევარდნაძეს დრო ხო არ გგონია

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif gigi.gif gigi.gif gigi.gif

Posted by: Natsara 4 Jul 2015, 00:35
pawo_pawo ვინ მოგთხოვა ფული? ვიინ? კითხვა იცი? შეილება იცი მარა აზრის გამოტანა არ გცოდნია.
მრავლობითში ნუ ლაპარაკობ შენთან მქონდა საუბარი და არა ხალხთან მემგონი

აგერ სურათი ეს იყო ჩვენი ლაპარაკი, რა იყო ასეთი გასაგიჟებელი?

პოტენციური კლიენტი იყავი და პირველი ეტაპი საუბრის შედგა, შენ მომინდომე ფორუმ.ჯი-ს პირად შეტყობინებაში შემემუშავებინა გეგმა და სარეკლამო სტრატეგია გამომეგზავნა და ფული მერე გადაგეხადა თუ რა ხდება?

მარა რა გელაპარაკო? შენი გგონია რეკლამას აკეთებ აქ პოსტებით და Facebook-ზე გაფლუდვით ღმერთმა ხელი მოგიმართოს smile.gif

Posted by: pawo_pawo 4 Jul 2015, 01:12
Natsara


მე ხო გითხარი თავის მართლება არ არის საჭირო ისედაც სჯერა ერს შენი

წარმატებები wink.gif

Posted by: Natsara 4 Jul 2015, 01:20
pawo_pawo ეგ არაფერი შემდეგში, ეცადე ასეთი უაზრო პოსტები არ წერო და სანამ გაიგებ რა ხდება ანტიპიარს თავს დაანებო smile.gif)

Posted by: Ser_Waymar_Royce 4 Jul 2015, 08:20
Natsara
QUOTE
თუნდაც სარეკლამოსთან შეხება თუ გქონიათ სადმე გინახიათ, მომეცი იდეა და მერე გადაგიხდი ფულსო?

რას ქვია მარკეტინგში და კლიენტის მოზიდვაში, ჯერ შეხედეთ საიტს მაქედან გამომდინარე ჩანს რისი გადამხდელია და რისი გამკეთებელია ძალიან გთხოვთ ასეთ რაღაცეებს ნუ პოსტავთ მითუმეტეს თუ არ ხართ ბაიბურში

შენ ვერ ხვდები ერთ რაღაცას, თუ? მთელი შენი პოტენციური კლიენტები, თუ ასეთები საერთოდ აქ მოიძებნებოდა, ამ გამონახტომით გააქრე. მე პირადად ასეთი ბავშური საქციელის მერე შენთან საქმეს არ დავიჭერდი, რომც მქონოდა მანამდე სურვილი.

Posted by: Adobe Hitler 4 Jul 2015, 08:30
QUOTE (Natsara @ 3 Jul 2015, 20:19 )
და კიდევ როცა მაღაზია გაქვთ და შემოდის ადამიანი ფულის დასახურდაველბად ეგ თქვენი კლიენტი აღარ არის

პირველად ბანკომატიდან 200 ლარიან გამოვიტანე ნე დოლარი მაშინ გძეტა 1.4 - 1.5 იყო, ხოდა დილის 9 საათიდან 12 საათამდე დახურდავებას მოუნდი...
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

აუ რა პიზდეც შეგრძნება ფული გიჭირავს მარა არავინ გემსახურება lol.gif lol.gif lol.gif
=============================
ხოდა იქნებ ამიხსნათ როცა ვინმე მაღაზიაში დასახურდავებლად შემოდის რატოარა თქვენი პოტეციური კლიენტი?

Posted by: Natsara 4 Jul 2015, 08:30
Ser_Waymar_Royce ღმერთმა ხელი მოგიმართოს smile.gif) პირადად შენ ალბათ როცა გაგლანძღავენ არიმჩნევ და იღიმები, შეიელბა ბიზნეს ეძახი მაგას მაგრამ ჩემთვიც ღირსებაა. თორე ცირკთან დგომას ბიზნესია wink.gif

პ.ს. ჩვენი საუბარი დავდე და ამ საუბრიდან პირველი მიწერილი წერილიდან მხვდება ასეტი პოსტი და ვის რა რეაქცია გექნებოდათ? მე შეიძლებოდა მომეკიდა ხელი და მენახებინა მისთვის სარგებელი მაგრამ ლოცა ილანძღება და ლანძღავს ხალხს იქ არც კლიენტები და არც მარკეტინგი არაფერ შუაშია. ჩემთვის ღირსებაა თქვენ ამას ვერ იგებთ ხოდა ჩემი თემაა და ძალიან გთხოვთ საერთოდ ნუღა პოსტავთ smile.gif
* * *
Adobe Hitler ვალუტა და მაქინაციები არ მიგულისხმია ზოგადად ვიგულისხმე 2 ცალი ორმოცდაათეთრიანი მომეცი ჩასარიცხი მაქვს და მსგავსი ფაქტები მეგობარო smile.gif)

Posted by: Ser_Waymar_Royce 4 Jul 2015, 08:36
Natsara
QUOTE
პირადად შენ ალბათ როცა გაგლანძღავენ არიმჩნევ და იღიმები, შეიელბა ბიზნეს ეძახი მაგას მაგრამ ჩემთვის ღირსებაა. თორე ცირკთან დგომას ბიზნესია

ეჰ, რა გელაპარაკო? სკოლა დიდი ხანია დაამთავრე შვილო? biggrin.gif გააგრძელე სწავლა, თორე ესეთი მიდგომით აქ დამკვეთებს შენ ვერ ნახავ smile.gif

Posted by: Natsara 4 Jul 2015, 08:39
Ser_Waymar_Royce "შვილო"-თი ნუ ილაპარაკებ შემდეგში გაითვალისწინე, ეხლა შეგილია დატოვო აქაურობა. "მარკეტინგს" გაფიცებ )))

Posted by: Adobe Hitler 4 Jul 2015, 08:42
Natsara

კაი რა... კლიენტი ნებისმიერი მეთოდით უნდა შეიტყუო, შეიჩვიო. სამჯერ გთხოვს დახურდავებს ჩასარიცხად მეოთხედ ზუსტად შენი მაღაზია გაახსენდება როცა სიგარეტი მოუნდება, იმიტომ რომ იქ ყოვეთვის ემსახურებიან

Posted by: Natsara 4 Jul 2015, 08:49
Adobe Hitler მეგობარო ჩემი საქმე სულაც არ არის კლიენტებთან ურთიერთობა, სულ რომ არაფერი ჩემს საქმეში კლიენტი, გაყიდვებზე მეტად ცნობადობას და ნამუშევრებს მოყავს. აქ ვერ გამიგეს ან და არ გაიგეს ან უბრალოდ არ დაკმაყოფილდნენ..
კი კარგია მზა მზარეული მაგრამ ამდენი ანტი პიარი ეს რაღაც უაზრობაა.... და ნამდვილად არ ვაპირებ ამის შემდგომ ისევ ვეცადო გახდეს ჩემი კლიენტი, მეტიც რო შევატყე როგორც აკეთებს რეკლამას უკვე ეტყობა რისი გადამხდელია.. და ეს რომ დავწერე არ მოეწონათ და მარკეტინგი დამიწუნეს, ზოგადად "მარკეტინგი" რა შუაში იყო ამასთან ნაღდად არ მესმის.

მარა აქ ხო ყველა პროფესორია smile.gif) ყველა რაღაცას გარიგებს სინამდვილეში რეკლამაზე 2 რამე იციან ტელევიზიაში ძვირია და ფლაერები მაგარია.

ამაზე მწყდება გული მაგრად და აქ თემის გახსნა მართლა ცნობადობის მიზნით მოხდა, გახსნის შემდგომ უკვე კომპანიაც დაარსდა ოფიციალურად და ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯია ყველაფერი, წინ არის smile.gif


Posted by: pawo_pawo 4 Jul 2015, 12:03
Natsara
აშკარად მარკეტინგი რომ არ გესმის ეს ხო ფაქტია. რაღაც ძველ ბიჭივით ლაპარაკობ მაგრამ არც ძველ ბიჭს არ გავხარ' რადგან სად რა უნდა დაწერო არ იცი.

მე ამდენი ისე გელაპარაკე პირადი შეურაწყოფა არ მომიყენებია თუმცა მეეჭვება ამ სიტყვის მნიშვნელობა რომ იცოდე .

მე აქ რას დავწერ ეგ არავის საქმე არ არის . უბრალოდ ყველამ უნდა გაითვალისწინოს ის რომ სანამ დაწერ კარგად უნდა დაფიქრდე მერე ვინმემ პასუხი რომ მოგთხოვოს ხმის ამოსაღები დაიტოვო

მე ჩემი აზრი გითხარი შენს პროფესიონალიზმზე და ეს ჩემი აზრია მხოლოდ მაგრამ უაზროდ ლაპარაკობ თქო არ მიკადრებია . მარკეტინგზე კი არა აქ უკვე შეგნებაზე გელაპარაკები . იმედი მაქვს გაითვალისწინებ

დაწყნარდი და დაამტკიცე შენი პროფესიონალიზმი , ჰა ბურთი და ჰა მოედანი

Posted by: Natsara 4 Jul 2015, 12:13
QUOTE (pawo_pawo @ 4 Jul 2015, 12:03 )
Natsara
  აშკარად მარკეტინგი რომ არ გესმის ეს ხო ფაქტია. რაღაც ძველ ბიჭივით ლაპარაკობ მაგრამ არც ძველ ბიჭს არ გავხარ' რადგან სად რა უნდა დაწერო არ იცი.

ამ ყველაფერს რის ნიადაგზე მეუნები, ან საერთოდ მარკეტინგი რა შუაშია? ან ძველბიჭობა რა შუაშია? შენ მეგობარო რაღაც მაგრად გეშლება და ან ამიხსენი ეს ყველაფერი. ან ამ თემაში აღარ შემოიხედო და მიხედე შენს პროფესიონალ დასაქმება.ჯი-ს და გოგონა.ჯის smile.gif)

QUOTE (pawo_pawo @ 4 Jul 2015, 12:03 )

მარკეტინგზე კი არა აქ უკვე შეგნებაზე გელაპარაკები . იმედი მაქვს გაითვალისწინებ


თემა მარკეტინგით დაიწყე, ბოლოს აღმოჩნდა შეგნებაზე მელაპრაკებოდი. აჰა გასაგებია smile.gif

მეც შეგნებაზე ვლაპრაკობ და სურათიც დავდე აი მაგ საუბრის მერე შენი პოსტი ვინც შეგნებულად ჩათვალა, ალბათ შენნაირი "პროფესიონალია".

და ბოლოს აშკარად შნ რომ გესმის მარკეტინგი, იმიტომ ტყდებათ ვიღაც-ვიღაცეებს თითები Facebook-ზე შენი საიტის ზიარებაში, და ზიარებიდან კიდე გადაზიარებაში smile.gif) ერთ მშვენიერ დილასაც, რომ გაისპამები მერე გაიხსენე შენი სიტყცები და მელრაპეკე მარკეტინგზე. :*

კეთილი სურიველბით გემშვიდობები

Posted by: pawo_pawo 4 Jul 2015, 12:23
აი კიდე ერთი ფაქტი ფორუმზე აგიხსნა?

კიდე ერთხელ გეუბნები პირადი შეურაწყოფა ეს ყელაზე გაუმართლებელია მითუმეტეს ინტერნეტში.

ამას ბოლოჯერ გეუბნები იმედი მაქვს გაითვალისწინებ.
* * *
რატო ნერვიულობ ვერ ვხდები.

წარმატებები შენს უსაფუხვლო ოპტიმიზმთან ერთდ .

Posted by: Ser_Waymar_Royce 5 Jul 2015, 09:01
დაანებეთ ნაცარას თავი. წეროს და იკითხოს.

Posted by: giorgi_bego 5 Jul 2015, 09:33
ხალხო ამას წინათ მქონდა ლაპარაკი ამასთან და პირდაპირ გეტყვით რომ მარკეტინგში არის ნოლი არაფერი დაუჯეროთ უფრო უკან დაწევს თქვენ ბიზნესს , მარკეტინგი ის თემაა სადაც ცოდნა და გამოცდილება საკმარისად უნდა გქონდეს რაც სამწუხაროდ არ აქვს ამ ადამიანს, ტყუილა ფული არავინ გადაყაროთ არ შეცდეთ ...

Posted by: Natsara 5 Jul 2015, 19:38
giorgi_bego რაზე გვქონდა საუბარი ?

შენ ის არ ხარ 15 000 ლარად რომ ყიდდიდი წილს იმის გამო რომ გუგლში პირველ ადგილზე იყავი? და შენ მარკეტინგზე რა უნდა მითხრა სეოში ორი სიტყვა გაგიყვანია და მთელმა ფორუმა შენზე იხარხარა.

წეროს და იყოსო. დიახაც ვარ, მარკეტინგი რომ გადირკეთ ყველა მხრიდან. რომელი მეტყვით რა არის მარეკტინგი და რომელიხართ ერთი აზრზე ?


აქ ჩემს და ერთ მომხამრებლის შორის წარმოიქმნა უთანხმოება, ფართო მასშტაბური გახდა გასაგებად დავდე სურათიც. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ

Posted by: BAKURMEFE 5 Jul 2015, 21:03
Vax chemi, DA amat biznesi aqvt DA xelmzgvaneloben .
Reklama gavushvio, web marketing , socialuri media , igive xanigurad ar ketdeba rogorc tqveni kompaniis saitebi.

Am as win ert did teqnikis magaziis warmomadgenels vesaubrebodi. Saiti shevukveteto, rogoritqo? Ai teqnikiso. Mere is developeri ragac sirobas micems , esec bednieria , mere mova aq chkuis swavlebas dagiwyebs.
Amasobashi ki bazari da done 0-ს ქვემოთაა, imis gamo rom reklamas tqven ushvebt, arc gegmavt kampanias, shesadzlo klientebis arealsac ver sazgvravt, saits ukvetavt pirdapir gagebit da aranair motxovnebs ar aketebt, amave dros klientebis moyvanas elit mag tqveni unicho mcdelobit. Martalia es kaci, mxedvelobashi maq temis avtori, tqvrn gaagrzelebt egre mushaobas , magram tqveni konkurenti ROM daiyenebs eget lacs gverdze , mogiwevt buzebis tvla mere.

Posted by: Natsara 6 Jul 2015, 00:14
BAKURMEFE ღმერთმა ხელი მოუმართონ ეტყობა ყველას ვინც არის, სიტყვა "მარკეტინგი" გახვრიტეს ყველა დირკაში,= და რახან ეს სიტყვა იციან ყვეალფერსში იყენებენ

თეემა სარეკლამო კამპანიაზე მქონდა არადა, რომელიც სოციალურ მედიაში გადის და არა მარკეტინგში

წარმატებებს ვუსურვებ ყველას.

ოღონდ ყველას თავი პროფესორი ნუ გონია smile.gif, "აზზრზე არ არის" და ასეთი ფრაზებით რომ გამოდიან, ელემენტალურად გარჩევა ისწავლონ მარკეტნგს და სოციალურ მარკეტინგს შორის.

Posted by: pholasha 5 Jul 2020, 18:35
გამარჯობათ მაინტერესებს google-ში და facebook-ზე კარგად რო გაიქაჩოს კომპიუტერული სერვისის გვერდები რეკლამა ამართლებს? და რა რესურსი დამჭირდება ერთხელ რო გაიქაჩება facebook პეიჯი მერე რეკლამის გარეშეც მექნება რეალური შედეგი ანუ ყოელდღიური სამუშაო მინდა და მაინტერესებს ლაიკებში ამართლებს ფულის ჩადება თუ პოსტების ბუსტში

Posted by: Illuminatus 6 Jul 2020, 00:36
ფეისბუქში რეკლამის გაკეთება არ ღირს იმიტომ რომ ადრე თუ გვიან ექაუნთს ბლოკავენ, მე ეგრე ორი ექაუნთი დამიბოკეს და მიზეზი დღემდე არ ვიცი მაგას ჯობია ინსაგრამი და გუგლე რა

Posted by: ბუდარია 6 Jul 2020, 01:53
QUOTE
ლაიკებში ამართლებს ფულის ჩადება თუ პოსტების ბუსტში


არცერთში.

თუ სარეკლამო ბიზნესი არ გაქვს ან რამე სერიოზული ბიზნესი დაივიწყე მაგეებში ფულის ხარჯვა, კომპიუტერული სერვისი წნევის წამალი კი არ არის რომ მუდმივი კლიენტები გყავდეს და მუდმივად ფული გიხადონ.

უამრავი უფასო ჯგუფია და ეგენი დაძებნე, ჩათვალე ვითომ შენი ჯგუფებია, რა მნიშვნელობა აქვს.

Posted by: iura 12 Jul 2020, 11:00
Natsara
ჩემს მაგალითზე, არ აქვს მნიშვნელობა დღეში 10$ ჩავდე თუ 1 ლარი, მაგრამ თითოეულ ერთ თეთრს რეალურად თავისი შედეგიც ხომ უნდა ჰქონდეს?>
თუ ვცდები და შეკითხვა არასწორად დავსვი უკაცრავად, მაგრამ ამავე შეკითხვაზე ვპასუხობ რომ თავად ფეისბუქის სარეკლამო სისტემა არის ნოლი, იმიტომ, რომ შედეგი არანაირი მქონდა, ანუ უუეფქტუროა ნამდვილად.
სამწუხაროა, მაგრამ იმედი საერთოდ გავიცრუე აღნიშნულ საკითხში თანხის ჩადებაზე, ერთად ერთი რაც თქვენს შემოთავაზებაში მომეწონა ეს მონდომებაა,
ჩემი გამოცდილებით კი სოციალური რეკლამა ნაკლებად ეფექტურია.
ერთადერთი, თუ შეგიძლიათ განიხილოთ თქვენ, რომ ყოველ მოწვეულ თქვენს კლიენტზე, (მიღება-ჩაბარება, ხელშეკრულება და ა.შ.) მთლიანი მომსახურების საპროცენტო სარგებელი გქონდეთ 5%, ამით ხომ გამოჩნდება თქვენი სამუშაო ეფექტურობაც, რეალურად თქვენი ინტერესებიც არის ხომ გათვალისწინებული? და ჩვენი კომპანიისაც.
არ ვიცი მე ვფიქრობ თანხის გადახდა სოციალურ რეკლამაში ნამდვილად არ ღირს, არც ლაიქებში და არც წერილებში.
საიტიც გავაკეთეთ, ფეისბუქ გვერდიც, განხადებებსაც ვაკრავდით, ფლაერები და რავიცი რა აღარ ვქენი, თითქმის უშედეგო იყო, ანუ ის ხარჯები რაც მე გავწიე კომპანიის სახით, იმ რეკლმაებიდან იმის 10%-იც კი ვერ ამოვიღე.

Posted by: ბუდარია 13 Jul 2020, 03:44
iura
QUOTE
ჩემი გამოცდილებით კი სოციალური რეკლამა ნაკლებად ეფექტურია.


ზოგადად მასიური რეკლამა სადაც საჭიროა, ყველაზე ეფექტური სწორედ სოციალურ ქსელებში და ფეისბუქში რეკლამაა.

მაგრამ ყველა ბიზნესში არის სპეციფიური საკითხებიც, როცა პირდაპირ კლიენტზე გასვლა ჯობია.

არის კიდე უამრავი უფასო მეთოდი, რომელიც ძალიან ეფექტურია.

საერთო ჯამში, ყველა საშუალება უნდა ცადო და გატესტო, რომ გაიგო ყველაზე ეფექტური და ნაკლებხარჯიანი რა მეთოდია.

QUOTE
საიტიც გავაკეთეთ, ფეისბუქ გვერდიც, განხადებებსაც ვაკრავდით, ფლაერები და რავიცი რა აღარ ვქენი, თითქმის უშედეგო იყო, ანუ ის ხარჯები რაც მე გავწიე კომპანიის სახით, იმ რეკლმაებიდან იმის 10%-იც კი ვერ ამოვიღე.


ასე როგორც წესი მაშინ ხდება, როცა რეკლამა მასებზე გადის და ამ მასებში შენი კლიენტი ძალიან ცოტაა. მაქსიმალურად სამიზნე აუდიტორიაზე თუ ვერ გახვედი, ვერანაირი ბიუჯეტი ვერ გეყოფა. თუ შენი კლიენტურა მცირე აუდიტორიაა, შეიძლება პირდაპირ წერილების მიწერა უფრო ეფექტური იყოს, ვიდრე მილიონი ფლაერის დარიგება.

Posted by: iura 13 Jul 2020, 10:35
ბუდარია
მადლობა, გავითვალისწინებ.

Posted by: eternalrose 28 Jul 2020, 23:13
Natsara
QUOTE
რეკლამა Facebook-ზე არის ყველაზე ეფექტური და ყველაზე იაფი საშუალება, თქვენ საშუალება გეძლევათ ყველაზე სწრაფაად მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენს მომხმარებლებს, შესთავაზოთ სიახლეები და განავითაროთ თქვენი საქმე.

გთავაზობთ:

» სოციალური გვერდის ბრენდირებას
» ცნობადობის გაზრდას
» კონტენტის შექმნას
» მომხმარებელთან კომუნიკაციას
» გაყიდვების გაზრდას

1000ლ? biggrin.gif
ვალი გაქვს? biggrin.gif
* * *
iura
QUOTE
ერთადერთი, თუ შეგიძლიათ განიხილოთ თქვენ, რომ ყოველ მოწვეულ თქვენს კლიენტზე, (მიღება-ჩაბარება, ხელშეკრულება და ა.შ.) მთლიანი მომსახურების საპროცენტო სარგებელი გქონდეთ 5%, ამით ხომ გამოჩნდება თქვენი სამუშაო ეფექტურობაც, რეალურად თქვენი ინტერესებიც არის ხომ გათვალისწინებული?

კი ზუსტად ეგრეა! მარა არ დაგთანხდებიან მიტომ რომ ვერ გააკეთებენ, იციან.

თუ კი მეც ავიყვანდი, ანუ მომწერეთ
* * *
ბუდარია
QUOTE
ლაიკებში ამართლებს ფულის ჩადება თუ პოსტების ბუსტში


არცერთში.

+1

QUOTE
უამრავი უფასო ჯგუფია და ეგენი დაძებნე, ჩათვალე ვითომ შენი ჯგუფებია

აქ ვერ მივხვდი, ანუ, რა?
* * *
QUOTE (Natsara @ 4 Jul 2015, 00:35 )
pawo_pawo ვინ მოგთხოვა ფული? ვიინ? კითხვა იცი? შეილება იცი მარა აზრის გამოტანა არ გცოდნია.
მრავლობითში ნუ ლაპარაკობ შენთან მქონდა საუბარი და არა ხალხთან მემგონი

აგერ სურათი ეს იყო ჩვენი ლაპარაკი, რა იყო ასეთი გასაგიჟებელი?

პოტენციური კლიენტი იყავი და პირველი ეტაპი საუბრის შედგა, შენ მომინდომე ფორუმ.ჯი-ს პირად შეტყობინებაში შემემუშავებინა გეგმა და სარეკლამო სტრატეგია გამომეგზავნა და ფული მერე გადაგეხადა თუ  რა ხდება?

მარა რა გელაპარაკო? შენი გგონია რეკლამას აკეთებ აქ პოსტებით და Facebook-ზე გაფლუდვით ღმერთმა ხელი მოგიმართოს smile.gif

და ამაში 1000ლ ვინ გადაგოხდის ხუმრობ? რამე გარანტიას აძლევ?

მაგას 130ლარად აკეტებენ რამდენდაც ვიცი ერთმა გოგომ მე ეგრე მომწერა, სხვამ 230

Posted by: ბუდარია 29 Jul 2020, 04:18
QUOTE
აქ ვერ მივხვდი, ანუ, რა?


სხვის ჯგუფებში დადებ პოსტს და ნახავს ბევრი, მთავარია ჯგუფის თემატიკას შეესაბამებოდეს და აშკარა რეკლამის ხასიათი არ ქოინდეს.

Posted by: deiar123 30 Jul 2020, 04:42
ჯერ სანამ რამეს დაარეკლამებ მთელი გეგმა უნდა შეიმუშავო, რაღა დროის ფლაერებია ბლიაძ ბარემ ქუჩაში ვიზიტკები დაარიგეთ და ბოძებზე გააკარით დაქსეროქსებული მოსახევი ნომრებით, ზოგადად კიდე მარტო დაბუსტვა არაფერია, დაარეკლამებენ გადაყრიან ასობით დოლარს და ვახ ჩემი არმუშაობსო, რა არმუშაობს? ან თქვენი ბიზნესია უვარგისი ან თუ რაღაც სეგმენტს ერგება ესეიგი რეკლამაა უვარგისი და გამოუსადეგარი და ვერ მოყავს სეგმენტი თქვენამდე, ბწვრის წერა გამომივა და მოკლედ რა საქმეც თქვენ არიცით ან დროს ვერ უთმობთ ჯობია პროფესიონალს მიანდოთ ყველაფერი და თუნდაც საწყისზე ბევრად დიდი ბიუჯეტიც გაწეროთ, სოციალური ქსელები დღეს ტელევიზიებზე მაგრად მუშაობენ

Posted by: vOn3Cic4 31 Jul 2020, 21:05
eternalrose
QUOTE
» სოციალური გვერდის ბრენდირებას
» ცნობადობის გაზრდას
» კონტენტის შექმნას
» მომხმარებელთან კომუნიკაციას
» გაყიდვების გაზრდას

QUOTE
და ამაში 1000ლ ვინ გადაგოხდის ხუმრობ?

ხარისხიანად თუ აკეთებს და კარგი პორტფოლიოც აქვს, 1500-2000 ლარზე ნაკლებად ხელს არ მოკიდებს არცერთი ნორმალური ქოფირაითერი/სოც.მედია მენეჯერი

QUOTE
მაგას 130ლარად აკეტებენ რამდენდაც ვიცი ერთმა გოგომ მე ეგრე მომწერა, სხვამ 230

: ))))))))))

Posted by: /EVO/ 23 Nov 2021, 13:37
გამარჯობა, ფეისბუქზე გავუშვი რეკლამა. სტატუსი აქვს აქტიური, მაგრამ რეკლამას არ ატრიალებს. ანუ არ მიდის მომხმარებლამდე. ადის 70 კაცზე და მერე ჩერდება. შესაბამისად არც თანხა იზრდება. იქნებ დამეხმაროთ რისი ბრალია?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)