ღორები დღეს საოკუპაცია ხაზს ავლებენ
https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%A1...C/30615858.htmlსაბერიო-ფახულანის საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედროები მავთულხლართებს აახლებენ
1 საათის წინ
საოკუპაციო ძალების საგუშაოგო საბერიო-ფახულანის ადმინისტრაციულ საზღვარზე
საოკუპაციო ძალების საგუშაოგო საბერიო-ფახულანის ადმინისტრაციულ საზღვარზე
გაზიარება
იხ. კომენტარები
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანს ესაზღვრება, რუსმა სამხედროებმა მავთულხლართები და ბოძები მიიტანეს.
რადიო თავისუფლებას ოკუპირებულ საბერიოში მცხოვრებმა რესპონდენტმა უთხრა, რომ დამატებით ავლებენ მავთულხლართებს და ამატებენ ბოძებს ადრე არსებულ ე.წ. საზღვარზე.
რესპონდენტის ცნობით, მათთვის გაურკვეველი მიზეზებით დე ფაქტო ხელისუფლება საოკუპაციო ხაზზე კონტროლს ამკაცრებს. ინფორმაციას ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
„ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, სოფელ ფახულანისა და სოფელ საბერიოს მონაკვეთზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ ხორციელდება უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, კერძოდ, ხდება ადრე უკანონოდ გავლებული მავთულხლართების შეცვლა და დამატებითი უკანონო ინსტალაციების აღმართვა. აღნიშნული ფაქტის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას“, - განუცხადეს რადიო თავისუფლებას სუს-ში.