vano_t ახლა ვნახე ეს და აგერ.....
ჩემი დის
მოკლე ანამნეზი:
ავადმყოფი კლინიკაში შემოსვლისას უჩიოდა ორივე ზედა კიდურის გაბუჟებას, ტკივილს, ფუნქციის დაქვეითებას, ოფლიანობას.
კლინიკო-ლაბორატორიულად და ინსტრუმენტალური გამოკვლევებით დაუდგინდა დიაგნოზი:
ორმხრივი გულმკერდის გამოსვლის სინდრომი, რეინოს ფენომენი. ავ. ზოგადი ენდოტრაქეალური ანესთეზიით გაუკეთდა მარცხენამხრივი სკალენოტომია, მკერდის მცირე კუნთის გადაკვეთა, C VII გადიდებული განივი მორჩის ამოკვეთა. ოპერაციის შემდგომი პერიოდი მიმდინარეობდა გართულების გარეშე. ავადმყოფის ჩივილებიდან აღშანიშნავია მარცხენა მტევნის I-II თითის გაბუჟება.
ავადმყოფი ბინაზე გაეწერა ამბულატორიული მკურნალობის ქვეშ. მიეცა შესაბამისი დანიშნულება, უგრძელდება მკურნალობა.
18.IX.2000წ.
მოკლე ანამნეზი:
ავადმყოფს აწუხებდა სიმსივნური წარმონაქმნი კისრის წინა ზედაპირზე, მარჯვენა ხელის პერიოდული დაბუჟება, ძალის დაქვეითებაზე.
პაციენტი 2000 წლის სექტემბერში მკურნალობდა ჩვენს კლინიკაში ორმხრივი გულმკერდის გამოსვლის სინდრომის გამო. ჩაუტარდა მარცხენამხრივი სკალენოტომია, მკერდის მცირე კუნთის გადაკვეთა, C VII განიცი მორჩის რეზექცია. ამა წლის 11 მარტს ენდოტრაქეალური ანესთეზიით ავ. კვანძოვანი ჩიყვის და მარჯვენამხრივი გულმკერდის გამოსვლის სინდრომის გამო ჩაუტარდა
სიმულატანტური(?) ოპერაცია - ფარისებრი ჯირკვლის ორივე წილის რეზექცია, მარჯვენამხრივი სკალენოტომია, მარჯვენა მკერდის მცირე კუნთის გადაკვეთა, არტერიონევროლიზი.
ოპერაციის შემდგომი პერიოდი მიმდინარეობს დამაკმაყოფილებლად. ავ. უგრძელდება ამბულატორიული მკურნალობა.
19 მარტი 2004წ.
კისრის მალების რენტგენოგრაფიაპირდაპირ პროექციაში VII მალის მარჯვენა გვერდით მორჩთან ისახება
ჩაკირული უბანი. გვერდით პროექციაში ფიზიოლოგიური ლორდოზი. C6-7 მალთაშუა სივრცე მცირედ შევიწროებული.
17.05.2006წ
ბევრი რამ ვერ ამოვიკითხე მაგრამ მაინც დავწერ:
ორივე ზემო კიდურების არტერიების სანათური თავისუფალი, ნაკადი მაგისტრალური ტიპის,
პროვოკაციული ტესტი ლავიწქვეშა არტერიებზე ორმხრივი ??????(დადებით???)?.(ძალიან გაუგებარი). მარჯვენამხრიდან 90(გრადუსი)-ზე - სრული მოჭყლეტა. მარცხმხრ. 90(გრადული)-ზე - V -300სმ/წმ, და შეესაბამება "რაღაცნაირ"ხარისხს >50%, 80(გრადუსი) - V - 210სმ/წმ .>/(ნაკლები ან ტოლი) 50%.
კიდევ რაღაც წერია მაგრამ ვერაფერი გავარკვიე.....
ხო, კიდევ აქვს: მარცხენა პარკუჭის დამატებითი ქორდა.
ახლა ეუბნებიან ქირურგები რომ ისევ უნდა გაიკეთოო ოპერაცია.......
..........................................