Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > თბილისი > საქართველოს გზები


Posted by: ნიკა 2 Aug 2015, 11:12
დავიღალე ამა თუ იმ თემაში წერით, გავხსნი თემას, მერე დიზაინერული ნიჭით დაჯილდოვებულებმა შეალამაზეთ და პირველი პოსტიც გამოცხვება უფრო ინფორმტიული.

საქართველოს საავტომობილო გზების ქსელის სტატისტიკური ინფორმაცია:

სულ საერთასორისო გზები 1603 კმ, 567 ხიდი, 16 გვირაბი და გალერეა
შიდასახელწიფოებრივი მნიშვნელობის გზები 5298.1 კმ, 1042 ხიდი, 16 გვირაბი და გალერეა

ჩამონათვალი
http://www.georoad.ge/?lang=geo&act=pages&func=menu&pid=1386667041
http://www.georoad.ge/?lang=geo&act=pages&func=menu&pid=1386667055
http://www.georoad.ge/?lang=geo&act=pages&func=menu&pid=1386667067


Posted by: Kublicha 2 Aug 2015, 12:18
მშვენიერი პირველი პოსტია, არაფრის გალამაზება არ უნდა

Posted by: ნიკა 3 Aug 2015, 08:39
გზების დაგეგმილი შეკეთება/რეაბილიტაციის შესახებ

http://www.interpressnews.ge/ge/regioni/341007-irakli-gharibashvili-khulo-adigenis-gzis-proeqtis-gankhorcieleba-2016-tsels-daitsyeba.html?ar=A

ირაკლი ღარიბაშვილი - ხულო-ადიგენის გზის პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყება
16:35 02-08-2015
ირაკლი ღარიბაშვილი - ხულო-ადიგენის გზის პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყება ხულო-ადიგენის გზის პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მაღალმთიან აჭარაში გზის პრობლემის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, გზის პროექტი დასრულებულია და პროექტის განხორციელების შემდეგ ეს გზა რამდენიმე რაიონს მოემსახურება.
"2016 წელს ვიწყებთ გზის პროექტს. ხულო-ადიგენის გზა არის ძალიან მნიშვნელოვანი გზა, მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ პროექტი არის დასრულებული და გაისად ვიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რამდენიმე რაიონს მოემსახურება ეს გზა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მაღალმთიანი აჭარის კურორტ ბეშუმში მოსახლეობა გზის პრობლემას უჩივის. შუამთობის დღესასწაულზე შეკრებილ მოსახლეობას პრემიერ-მინისტრისადმი გზის რეაბილიტაციის თხოვნა ჰქონდა.

გოდერძის უღელტეხილის შეკეთების შედეგად მნიშვნელოვნად განიტვირთება E-60 გზა რადგან სომხეთი-ბათუმი-თურქეთი ნაკადის დიდი ნაწილი ერევანი-სადახლო-თბილისი-სარფი 690 კმ (თბილისის შემოვლითით გავლისას) ნაცვლად ერევანი-გიუმრი-ნინოწმინდა-ახალქალაქი-ახალციხე-ხულო-სარფი 450 კმ გზით ივლიან.

ასევე იგეგმება შიდასახელმწიფოებრივი შ-55 ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ჩუმათელეთი შეკეტება (როდის დაიწყება ჯერ უცნობია).
http://georoad.ge/?lang=geo&act=news&uid=1409902292
ამ გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია რიკოთზე მეწყერებისას გზის ჩაკეტვის და ასევე ავტობანის მშენებლობის პროცესში საავტომობილო ნაკადის გასატარებლად.

2015 წლის ბოლოს იგეგმებოდა შ-27 თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზის შეკეთების დასრულება. დაახლოებით ნახევარ გზაზე ასფალტი უკვე დაგებული იყო. შემდეგი ეტაპი შ-43 თიანეთი-ახმეტა-ნინიგორის გზის თიანეთი-ახმეტა მონაკვეთის რეაბილიტაცია იქნება. ამ ორი გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად შეამოკლებს მანძილს ჟინვალიდან ახმეტაში (55 კმ ნაცვლად ამჟამინდელი 162-სა).

ფუტურისტული პროექტი "როშკა-არხოტის გზა", ჯერ ჯერობით მხოლოდ პროექტირების სტადიაშია. იგეგმებოდა უკვე წელს სამუშაოების დაწყება თუმცა ამაზე რაიმე ინფორმაცია არ მომეპოვება. 25 კილომეტრიან გზას პირველად ისტორიაში უნდა დაეკავშირებინა პირიქითა ხევსურეთის არხოტის ხეობა დანარჩენ საქართველოსთან. გადაუმოწმებელი ინფორმაციით სსრკ-ს დროს არსებობდა საავტომობილო გზა არხოტიდან ინგუშეთის მიმართულებით. ამჟამად ეს ხეობა მხოლოდ საცალფეხო ბილიკებითაა დაკავშირებული გარე სამყაროსთან.

სულ ბოლო ინფორმაციით მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული საფარი შ-14 ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარა გზის აბასთუმანი-საირმის მონაკვეთზე (დანარჩენ მონაკვეთებზე ასფალტია), წელს შემჩნეული იყო ოპელის გადასვლა ამ მონაკვეთზე.

Posted by: MISHAB 3 Aug 2015, 09:15
გუშინწინ ვიყავი დმანისში. კაზრეთთან დაახლოებით ერთი კილომეტრის მანძილზე გზა არის მძიმე მდგომარეობაში. ამის დედა ვატირე ოქრო მანდ არის და ფულიც გზის გაკეთებაც არ უნდათ. ხო შედის ქონების გადასახადი ადგილობრივ ბიუჯეტში. დარწმუნებული ვარ კაზრეთი საკმაოდ დიდ თანხას იხდის...

Posted by: ნიკა 3 Aug 2015, 09:39
MISHAB
მეც გავიარე მანდ ასე 1 თვის წინ, მმომეჩვენა რომ 1 კმ-ზე ბევრად დიდი მონაკვეთია დაზიანებული და სწორედ რომ სატვირთოებმა მოსპეს. არა და 2013-ში არ იყო ეგეთი მდგომარეობა მანდ.

Posted by: MISHAB 3 Aug 2015, 10:26
QUOTE (ნიკა @ 3 Aug 2015, 09:39 )
MISHAB
მეც გავიარე მანდ ასე 1 თვის წინ, მმომეჩვენა რომ 1 კმ-ზე ბევრად დიდი მონაკვეთია დაზიანებული და სწორედ რომ სატვირთოებმა მოსპეს. არა და 2013-ში არ იყო ეგეთი მდგომარეობა მანდ.

ხო სავარაუდოდ მეტია, აღარ გამიზომია...

Posted by: ნიკა 3 Aug 2015, 12:00
რაც შეეხება შეკეთებულ გზებს, ახლომახლო რაც ვიცი სასადილო-სიონი გზა არის სრულად რეაბილიტირებული. ბეტონის საფარია.
* * *
პატარა ვიდეოკოლაჟი

შ-27 ჟინვალი-ზარიძეები-თიანეთი და შ-43-ის თიანეთი-ახმეტა ნაწილი
https://www.youtube.com/playlist?list=PLMhw5vejhxgNHHBtDLx9HDNy1O87Wy6y8

შ-26 ჟინვალი-ბარისახო შატილი, არდოტიდან ჟინვალამდე
https://www.youtube.com/playlist?list=PLMhw5vejhxgMh4FjdXFFWAEP7GxOdLG6i

შ-23 კოდა-ფარცხისი-მანგილისი-წალკა-ნინოწმინდა
ს-11 ახალციხე-ნინოწმინდა-სიმხეთის საზღვარი
ს-8 ახალციხე-ხაშური მონაკვეთი
https://www.youtube.com/playlist?list=PLMhw5vejhxgNBCOX8NBNgbHEBdV_apNQT

შ-44 ფშაველი-აბანო-ომალო და თუშეთის შიდას გზები
https://www.youtube.com/playlist?list=PLMhw5vejhxgMwG5WJ1VGLOkQjr3FUMtZd

შ-20-ის ბორჯომი-ბაკურიანი
შ-1-ის ახალციხე-ბენარა (აბასთუმნის გადასახვევი)
შ-14-ის ბენარა-აბასთუმანი-საირმე-ბაღდათის მონაკვთი
შ-54 ბაღდათი-ზესტაფონი
კიდევ შუალედური გზებიცაა არ ჩამოვთვლი.
https://www.youtube.com/playlist?list=PLMhw5vejhxgM0lJhFHRw_5is119ANRb-S

მესამე ვიდეოდან
შ-7-ის მესტია უშგული მონაკვეთი
11-ე ვიდეოდან
შ-15-ის ჭველფი-ლენტეხი-ცაგერი-წყალტუბო-ქუთაისი
https://www.youtube.com/playlist?list=PLMhw5vejhxgMgw0BZTyvA47TReGDJvmxO
* * *
შ-128 ტაძარი-კიმოთესუბანი-წაღვერი და
შ-20-ის წაღვერი-ბორჯომი
https://www.youtube.com/watch?v=AkaMb5kdFXs

შ-7-ის ზუგდიდი-მესტია მონაკვეთი
https://www.youtube.com/watch?v=5YYBazeBChg
https://www.youtube.com/watch?v=aVHt1ucDtXo

Posted by: ORIONI 3 Aug 2015, 16:36
წყნეთის დამეწყრილ გზაზე რახდება ახალი? ან რას აპირებენ, თავიდან ამბობდნენ აზრი არ აქვს ამ გზის შეკეთებას, ძალიან საშიშიაო..

არადა მანგლისისკენ ძალიან დაგრძელდა გზა sad.gif


Posted by: da_to 3 Aug 2015, 16:56
ე.ი მოგაწვდით ინფორმაციას გზებზე დაგეგმილი სამუშაოების შესახებ, რომლებზეც ამჟამდ არის გამოცხადებული ტენდერი ან ხელშეკრულება ფორმდება .....

1. საავტომობილო გზების (ქუთაისი(წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ1-68; ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის(რუსეთის საზღვარი)საავტომობილო გზის კმ1-22; ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზისკმ.1-22.2; ქუთაისი-ხონის საავტომობილო გზის კმ.1-15.2;ქუთაისიგეგუთი-საყულია-ბაშის საავტომობილო გზის კმ.1-34; ბანოჯასათაფლიას საავტომობილო გზის კმ.1-6.1; წყალტუბო-ფარცხანაყანების საავტომობილო გზის კმ.1-11.3) მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვის) სამუშაოების შესყიდვა - ღირებულება 736`801.00 GEL

2. აბაშა-გაღმა-კოდორიგულეისკირი-ჯაპანა კმ1-კმ33.7, აბაშა-მარტვილი კმ1-კმ34, ხონიმათხოჯი-მარტვილი კმ1- კმ15, სალხინო-დადიანების სასახლესთან მისასვლელი გზა კმ1-კმ6.7, მარტვილი-ტალერი ჩხოროწყუ კმ1-კმ30, ნოქალაქევი-ლეძაძამე-დიდი ჭყონი კმ1- კმ24.2, ტალერი-ლებარდე კმ1-კმ34, მარტვილი-მარტვილის მონასტერი კმ1-კმ1.3 მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვის) სამუშაოების შესყიდვა - ღირებულება 639`247.00 GEL

3. თიანეთი ზარიძეები-ჟინვალი კმ1-21.5; თბილისი(გლდანი)-თიანეთი კმ1-60; თიანეთი-ახმეტა-ყვარელინინიგორი კმ1-30; სასადილო-ორხევი-ხევსურთსოფელი კმ1-27; ორხევისიონი კმ1-3.7 მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვის)
სამუშაოების შესყიდვა - ღირებულება 737`331.00 GEL

4. ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზის კმ72 – კმ77 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა - ღირებულება 1`280`300.00 GEL

5. ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ 51+150–კმ 52+350 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა - ღირებულება 706`290.00 GEL

6. ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტ. გზის კმ 11+000 - კმ 13+200 მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოების შესყიდვა - ღირებულება 873`590.00 GEL

7. ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ100-კმ112 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა - ღირებულება 8`709`230.00 GEL

8. ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის ს/გ-ს კმ 154 _ კმ 185 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა - ღირებულება 10`120`730.00 GEL

9. ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ4-კმ14 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა - ღირებულება 5`987`080.00 GEL


Posted by: ნიკა 3 Aug 2015, 17:30
da_to
1,2,3,5 მოვლა შენახვის სამუშაოებია როგორც მივხვდი. 5-ს არ უწერია მაგრამ ეგრე იქნება.
ან შეიძლება ვცდები და ეს ის მონაკვეთია ახალი დაგებული ასფალტიდან თიანეთის გადასახვევამდე როა. რადგან თიანეთისკენ გზის რეაბილიტაციაც იგეგმება ეს მონაკვეთიც საჭიროა ცხადია.

Posted by: da_to 3 Aug 2015, 18:18
ნიკა
QUOTE
5-ს არ უწერია მაგრამ ეგრე იქნება.


არა ეგ 1,2 კმ გზის რეაბილიტაციაა ... მარტო გზის საფარი არა სხვა დამხმარე და საჭირო სამუშაოებია გასაკეთებელი, მილები, კიუვეტები საგზაო ნიშნები და ა.შ.

Posted by: CENTURIONI 3 Aug 2015, 18:34
QUOTE
რაც შეეხება შეკეთებულ გზებს, ახლომახლო რაც ვიცი სასადილო-სიონი გზა არის სრულად რეაბილიტირებული. ბეტონის საფარია.
* * *

ეგ მონაკვეთი კარგ მდგომარეობაში იყო დაახლოებიტ წლინახევრის წინ მანამ სანამ მანდ ოქროს მოპოვებას დაიწყებდნენ .მაგ ბოზებმა გააფუჭეს ეგ გზა .მთელი დღე დაგრუხუნებენ სატვირთოები მანდ წინ და უკან და გააპარტახეს მანდაურობა,
* * *
ისე ხომ არ იცით აბასთუმანი საირმის გზა რა მდგომარეობაშია ამ ჟამად? მასე ვფიქრობ წასვლას და მაინტერესბს რა ხდება მანდეთ?

Posted by: ნიკა 3 Aug 2015, 18:47
da_to
ხო მეორე ნაწილში დავწერე wink.gif ჟინვალი-თიანეთის გზის ნაწილია ეგ.

CENTURIONI
სასადილო სიონზე მიდის ოქროს მოპოვება wow.gif wow.gif wow.gif

პ.ს. ამჟამად თბილისთან ახლოს ყველაზე სავალალო მდგომარეობა არის კოჯორი-სამადლო-პანტიანი გზის ძველ მონაკვეთს რომელიც არ დაუგიათ. ადრე ზემო წყნეთი-სამადლო მონაკვეთიც მოიაზრებოდა ამ დაზიანებულში ახლა ეს გზა მაინც გაუვალია)
შეიძლება შეაკეთეს და დაწერეთ ინფორმაცია თუ შეიძლება.

ასევე საკმაოდ დაზიანებულია კოდა-ფარცხისი-წალკა ნინოწმინდის გზის მონაკვეთი წაკლის შემდეგ ვიდრე ტიკმატაშზე დაიწყება ასვლა. და ასევე საშინლად მაღალი 10-10 მწოლიარე პოლიციელია ფოკაში და განძანში. არანაირ სტანდარტში არ ჯდება (თან ასფალტისაა და ღამე არ ჩანს)

CENTURIONI
QUOTE
ისე ხომ არ იცით აბასთუმანი საირმის გზა რა მდგომარეობაშია ამ ჟამად? მასე ვფიქრობ წასვლას და მაინტერესბს რა ხდება მანდეთ?

საგრძნობლად უკეთესია, ოპელი შეხვდა ახლობელს საირმიდან უღელტეხილზე ამოსული.

Posted by: vatman 4 Aug 2015, 10:16
CENTURIONI
სად მოიპოვებენ მანდ ოქროს? wow.gif

ნიკა
QUOTE
საგრძნობლად უკეთესია, ოპელი შეხვდა ახლობელს საირმიდან უღელტეხილზე ამოსული.

wow.gif
საერთოდ მეგონა რო მაგ უღელტეხილს ხელს საერთოდ არ აკარებენ, თუ ოპელი ავიდა ესე იგი გრეიდერით ასწორებენ მაინც spy.gif

Posted by: CENTURIONI 4 Aug 2015, 15:03
QUOTE
სასადილო სიონზე მიდის ოქროს მოპოვება 

არა მანდ არა აი ზემოთ რომ იყო იმის პასუხია არასწორად მოვნიშნე როგორც ჩანს
აი აქ გააფუჭეს ოქროს მომპოვებლებმა გზა
QUOTE
გუშინწინ ვიყავი დმანისში. კაზრეთთან დაახლოებით ერთი კილომეტრის მანძილზე გზა არის მძიმე მდგომარეობაში. ამის დედა ვატირე ოქრო მანდ არის და ფულიც გზის გაკეთებაც არ უნდათ. ხო შედის ქონების გადასახადი ადგილობრივ ბიუჯეტში. დარწმუნებული ვარ კაზრეთი საკმაოდ დიდ თანხას იხდის...

QUOTE
აგრძნობლად უკეთესია, ოპელი შეხვდა ახლობელს საირმიდან უღელტეხილზე ამოსული.


გასაგებია მადლობა .

Posted by: ნიკა 4 Aug 2015, 21:32
vatman
QUOTE
საერთოდ მეგონა რო მაგ უღელტეხილს ხელს საერთოდ არ აკარებენ, თუ ოპელი ავიდა ესე იგი გრეიდერით ასწორებენ მაინც spy.gif

"9 წლის შემქმნელი" აპირებდა მაგ გზის სრულ რეაბილიტაციას რომ ქუთაისი-ახალციხე ყოფილიყო მოკლე გზა.

Posted by: da_to 7 Aug 2015, 14:48
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-88) ზუგდიდი-ნარაზენი-ძველი ხიბულა-ახალი ხიბულა-ზუბის საავტომობილო გზის კმ20-კმ24 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2`879`500.00 GEL

Posted by: ნიკა 9 Aug 2015, 12:21
ცოტათი ხელი შეავლეს შ-55-ის ჩუმათელეთი-ფონა-წიფა მონაკვეთს. ჯიპით 1.5-2-ჯერ სწრაფად შემეძლო მევლო ვიდრე წიფა-ნებოძირი ვიარე. წიფა-ნებოძირი რა ცუდ დღეშია ამის მერე უფრო გამოჩნდა sad.gif

Posted by: Kublicha 9 Aug 2015, 12:47
რკონის გზა გააკეთეს? მგონი აკეთებდნენ

Posted by: ნიკა 11 Aug 2015, 09:39
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობის საფუძველზე, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე, 2015 წლის 10 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით ავტოტრანსპორტის გაუჩერებლად გავლის რეჟიმში მოძრაობა განხორციელდება შემდეგი პირობების დაცვით:

ღამის 00:00 სთ–დან დილის 05:30 სთ–მდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია საღამოს 20:30 სთ–დან დილის 05:30 სთ–მდე.
მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია ღამის 00:00 სთ–დან დილის 05:30 სთ–მდე, (ინტენსიური ნალექების შემთხვევაში მოძრაობა აკრძალულია საღამოს 20:30 სთ–დან დილის 05:30 სთ–მდე.) საღამოს 20:30 სთ–დან ღამის 00:00 სთ–მდე მოძრაობისას აკრძალულია ერთდროულად ორივე მხრიდან შემხვედრი მიმართულებით ერთზე მეტი (მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსები) ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება.
დროის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Posted by: ივანიჩ 11 Aug 2015, 10:46
QUOTE
გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ჰო თავისუფალია მარა
ნაღვარევთან
და კიდე ზემოთ კობთან
ახლა აკეთებენ გზას ეს ჩემისები, გაგანია სეზონი როცაა facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: ნიკა 11 Aug 2015, 13:44
კობთან აკეთებენ? შარშანაც ეგეთ დღეში იყო .

Posted by: vatman 11 Aug 2015, 14:08
ივანიჩ
QUOTE
ახლა აკეთებენ გზას ეს ჩემისები, გაგანია სეზონი როცაა

აბა მანდ ზამთარში ხო არ გააკეთებენ smile.gif
QUOTE
ნაღვარევთან

ეს სადაა მანდ? spy.gif

Posted by: ივანიჩ 11 Aug 2015, 14:31
vatman
ზამთარში არა, ივნისში შეიძლება როცა ზვავსაშიშროება არაა და არც ტურისტული სეზონია დაწყებული.
პ.ს. ნაღვარევი არის ქვეშეთთან, დუშეთის მუნიციპალიტეტია

Posted by: vatman 11 Aug 2015, 14:40
ივანიჩ
ქვეშეთამდე არ მისული?
თუ შემდეგ?

მე როგორც მიხვდი რო საუბარია მონაკვეთზე ქვეშეთიდან პოლიციის ტეკამდე, თუ აქაც ვცდები? biggrin.gif

Posted by: ივანიჩ 11 Aug 2015, 15:00
vatman
ნუ ხომ მიხვდი biggrin.gif

ან კიდე
გერგეთზე გზა ყოველ წელს მოაწესრიგონ მაინც
გასაგებია რომ ასფალტს ვერ დააგებენ მაგრამ ხრეში მაინც დაყარონ ან რაღაცა

პ.ს. მე კიარ გამჭირვებია ასვლა მაგრამ სხვებზე ვფიქრობ

Posted by: ნიკა 21 Aug 2015, 11:12
ოფიციალურ საიტზე ჯერ არაფერი წერია


თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

პარასკევი, 21 აგვისტო 2015 09:43

სტიქიისგან გამოწვეული დაზიანებების გამო თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს „თუშეთის გზის“ დირექტორმა ომარ ლეკიშვილმა განუცხადა, ღვარცოფმა გზის 27–ე და 52 კილომეტრებზე, არ მისული თორღვას აბანომდე და უღელტეხილს იქით, ხოდარკოსთან გზის სავალი ნაწილი წაიღო.

„თორღვას აბანომდე არ მისული ერთდროულად მოსულმა მეწყერმა და ღვარცოფმა გზა საერთოდ გაგლიჯა და მოძრაობა შეუძლებელია. ასეთივე მდგომარეობაა უღელტეხილს ქვემოთ, ხოდარკოსთან. პრობლემები გვაქვს ცოდვიანთ ხევშიც. მთა ჩამოიშალა და მოძრაობა იქაც შეუძლებელია. ვფიქრობ დაზიანებული მონაკვეთების აღდგენას ერთ დღეში ვერ შევძლებთ“, – განაცხადა ომარ ლეკიშვილმა.

22 აგვისტოს სოფელ ომალოში თუშეთობის აღნიშვნაა დაგეგმილი. დღესასწაულთან დაკავშირებით თუშეთში საოჯახო სასტუმროების უმეტესობა დაჯავშნილია.

შეგახსენებთ, გუშინ, გვიან საღამოს, ძლიერი სეტყვა მოვიდა ლაგოდეხის, ყვარლის და ახმეტის რაიონებში. წინასწარი მონაცემებით, ათზე მეტ სოფელში დაახლოებით 70–80%–ით არის განადგურებული ვენახები. ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. სტიქიის შედეგად მეწყერი თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე, რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

http://ick.ge/rubrics/society/23347-i.html

Posted by: da_to 24 Aug 2015, 17:24
ნიუსები ნახევარ მილიონზე ზევით ტენდერებიდან biggrin.gif


ფონიჭალა–მარნეული–გუგუთის საავტომობილო გზის კმ75+050–კმ84+150 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 11`072`379.00 GEL
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ150+500-კმ159 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 8`752`530.00 GEL
ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ 51+150–კმ 52+350 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 706`290.00 GEL
ქარელი-ყინწვისის მონასტრის საავტომობილო გზის კმ3+425 – კმ6+500 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1`571`480.00 GEL
შუამთა-ჭყვიშის (გ.ტაბიძის სახლ-მუზეუმი) საავტომობილო გზის კმ0+000 - კმ4+574 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1`695`210.00 GEL
ვაზიანი-მარტყოფი-ნორიო-ღვთაებას საავტომობილო გზის კმ1-კმ6.3 (სოფ. სააკაძის დასასრული) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3`605`850.00 GEL
წყალტუბო-ფარცხანაყანევის საავტომობილო გზის კმ1-კმ11.3 მონაკვეთის (ლოტი 1: კმ0+000 – კმ5+579) სარეაბილიტაციო სამუშაოები შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2`855`730.00 GEL

Posted by: ნიკა 25 Aug 2015, 09:21
da_to
QUOTE
ფონიჭალა–მარნეული–გუგუთის საავტომობილო გზის კმ75+050–კმ84+150 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 11`072`379.00 GEL

გადავზომე კმ-ები და თითქოს ესაა დმანისის გადასახვევიდან სომხეთის საზღვრისკენ მონაკვეთის ნაწილი.

Posted by: ნიკა 2 Sep 2015, 00:07
თუშეთის გზიდან ფოტოები დადეს
https://www.facebook.com/media/set/?set=a.1044133268953128.1073742432.212371088796021&type=3

Posted by: Kublicha 2 Sep 2015, 00:08
QUOTE
თუშეთის გზიდან ფოტოები დადეს

ჩემი თანამშრომელი იყო ჩარჩენილი და ფეხით გადმოვიდა აბანოს პერევალზე

Posted by: ნიკა 2 Sep 2015, 10:47
საინტერესო ძველი ხიდი შუახევის მუნიციპალიტეტში ნაღვარევის წლის ხეობაში
user posted image

Posted by: ივანიჩ 9 Sep 2015, 10:59
--------------------------------------------------

Posted by: ნიკა 19 Oct 2015, 10:48
შ-31 კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წაკლა-ნინოწმინდა გზაზე ვიარე კოდა-ფარავანი მონაკვეთზე.
1) სოფ. საღარაშენთან ისევ დანგრეულია გზა. მწუბუქები სარგებლობენ შემოვლით (ყანებში გადადიხარ). სატვირთოები დადიან მარნეული-თეთრი წყარო-ფარცხისით
2) წალკა-ტიკმატაშის აღმართამდე, ამ მონაკვეთზე ისევ დაზიანებულია გზა თუმცა ბოლოში რაღაც სოფელია და იქ აკეთებდნენ კვირას ღამე სიბნელეში (დილით 11-ზე გავიარე და კაციშვილი არ ჩანდა). შეკეთების ხარისხი საფარის სიგლუვის თვალსაზრისით ცხადია კრიტიკას ვე უძკებს, გამძლეობით კი ეს ზამთარი გავჩვენებს რამდენად გაუძლებს.

ოსმ-ზე გავასწორე ეგ ადგილი
http://www.openstreetmap.org/#map=16/41.5804/44.5920

Posted by: Didgori_3 24 Oct 2015, 15:53
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ლითანიშვილი და მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლები, თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზის 12.7 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი ხევსურთსოფელში იწყება და სოფელ ველთან მთავრდება.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა მიწის ვაკისის სამუშაოები. სულ მალე დასრულდება გაბიონებისა და კიუვეტების მოწყობა და დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რის შემდეგაც, მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ახალი საორიენტაციო ბოძების, გზის მონიშვნისა და სიჩქარის შემზღუდავი საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები განხორციელდება.

თბილისი–თიანეთის გზის რეაბილიტაციის შედეგად საავტომობილო გზაზე გადაადგილება კომფორტული გახდება, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაუმჯობესდება, მგზავრობის დრო კი შემცირდება.

პროექტს, რომლის ღირებულება 4 მილიონ 170 ათას ლარს შეადგენს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, შპს „გზამშენი 4“ ახორციელებს. სამუშაოები 1 თვეში დასრულდება.
http://www.ipress.ge/new/15887-tbilisitianetis-saavtomobilo-gzis-reabilitacia-daitsyo

Posted by: kuchu 25 Oct 2015, 11:14
ცხვარიჭამია-ღულელების მონაკვეთი რომელი კომპანიის გაკეთებულია ხომ არ იცით? ეგეთი მაღალი ხარისხის ასფალტირებული გზა საქართველოში სხვაგან არც მახსენდება. თან ულამაზესია, გაისეირნეთ, არ ინანებთ...

Posted by: ნიკა 26 Oct 2015, 12:15
თბილისი-ვაზიანი-გურჯაანი მონაკვეთზე ბევრგან მოუწესრიგებიათ გზაგასაყარები. ვაზიანის შესახვევი, სართიჭალაში კრასნოგორსკის და გომბორისკენ ასახვევი. პატარძეულის შესახვევი, დავთ გარეჟის ჩასახვევი.

Posted by: PREDATOR 26 Oct 2015, 12:49
QUOTE (kuchu @ 25 Oct 2015, 11:14 )
ცხვარიჭამია-ღულელების მონაკვეთი რომელი კომპანიის გაკეთებულია ხომ არ იცით? ეგეთი მაღალი ხარისხის ასფალტირებული გზა საქართველოში სხვაგან არც მახსენდება. თან ულამაზესია, გაისეირნეთ, არ ინანებთ...

ბლექ სი ჯგუფი აკეთებდა მანდ ადრე გზას თუ არ ვცდები.

Posted by: vatman 29 Oct 2015, 12:18
ეს რომელი მონაკვეთი გააკეთეს?
http://commersant.ge/?m=5&news_id=28493&cat_id=11

გომი–საჩხერე–ჭიათურის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 6,7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა. რეაბილიტირებული გზა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა მოინახულა.
აღნიშნული გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალურ მაგისტრალზე, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის ერთადერთი ალტერნატივაა და მის გამართულ ექსპლუატაციას დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი თუ სატრანზიტო ტრანსპორტის უწყვეტი გადაადგილებისათვის. ამასთან, ეს გზა, მიმდებარე სოფლებს რაიონულ ცენტრთან უმოკლესი მანძილით აკავშირებს.
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთს რეაბილიტაცია 25 წელია არ ჩატარებია. გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებდა.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზის საფარსა და არსებული ხიდის სავალი ნაწილს; მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის გასაჩერებელი მოედნები და პავილიონები, ხელოვნური ნაგებობები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები; გაკეთდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნა და საგზაო ნიშნები.
პროექტი, რომლის ღირებულება 5 მილიონ 75 ათას ლარს შეადგენს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

Posted by: ნიკა 29 Oct 2015, 13:25
შარშან უღელტეხილიდან საჩხერემდე მონაკვეთის ნაწილს აკეთებდნენ, ცოტა უღელტეხილის აქეთა მხარესაც გადმოდიოდამგონი.

Posted by: PREDATOR 29 Oct 2015, 14:59
როშკა -არხოტის დამაკავშირებელი 28 კმ-იანი გზის მშენებლობა დაიწყო
https://www.facebook.com/media/set/?set=a.1072067519493036.1073742466.212371088796021&type=3

Posted by: ნიკა 29 Oct 2015, 15:08
QUOTE (PREDATOR @ 29 Oct 2015, 14:59 )
როშკა -არხოტის დამაკავშირებელი 28 კმ-იანი გზის მშენებლობა დაიწყო
https://www.facebook.com/media/set/?set=a.1072067519493036.1073742466.212371088796021&type=3

ახლაც არ მჯერა. .
ნუთუ იქით ზაფხულში არხოტში გადავალ მანქანით?

Posted by: PREDATOR 29 Oct 2015, 15:14
ნიკა
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
გადამრევ მე შენ, რაზეც ვადა წერია ხოლმე იმ მშენებლობებს მინიმუმ 2 ჯერ დაგვიანებით ამთავრებენ, ამაზე საერთოდ დასრულების ვადაც კი არაა მითითებული და რაის იქითა ზაფხულს givi.gif
ოდესმე მორჩებიან რა biggrin.gif ან ეხლა რო მშენებლობა დაიწყეს 1 თვეში ისეთ თოვლს დაყრის მანდ ტანკი ვერ გაივლის და ხო მოუწევთ ვინუჟდენი გაჩერება?
ხოდა რავიცი როდის გაიხსნება ეგ გზა კაცმა არ იცის რა
ისე ავტობანის მონაკვეთების გარდა მეორეხარისხოვანი გზა სულ ნოლიდან ბოლოს სად გაიყვანეს?
ვიხსენე ვიხსენე და ვერ გავიხსენე rolleyes.gif
ანუ საერთოდ გზა რომ არ იყო და იმ ადგილას გზა გაიყვანეს ეგეთს ვგულისხმობ.

* * *
მეორე საკითხია კიდევ 28კმ ახალ გზას 10 ლიმონი ეყოფა?
რაცხა ნამეტანავად მეცოტავა smile.gif
განსაკუთრებით იმის ფონზე 254 ლიმონს რომ იხდიან 18.5კმ ავტობანში

Posted by: ნიკა 29 Oct 2015, 15:27
PREDATOR
QUOTE
გადამრევ მე შენ, რაზეც ვადა წერია ხოლმე იმ მშენებლობებს მინიმუმ 2 ჯერ დაგვიანებით ამთავრებენ, ამაზე საერთოდ დასრულების ვადაც კი არაა მითითებული და რაის იქითა ზაფხულს

აბა ეს რა წავიკითხე მე?
საქართველოს მთავრობის ძალისხმევითა და დაფინანსებით 2017 წლიდან პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთს სრულიად ახალი გზა დააკავშირებს.

ისე კი რეალურად მაგ გზის გაყვანას 3-4 თვე უნდა ალბათ. დანარჩენი დრო გამაგრებით და მდინარეებზე გადასასვლელების მოწყობის სამუშაოებზე წავა.

Posted by: PREDATOR 29 Oct 2015, 15:31
ნიკა
QUOTE
საქართველოს მთავრობის ძალისხმევითა და დაფინანსებით 2017 წლიდან პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთს სრულიად ახალი გზა დააკავშირებს.

ხოდა მაგას ვიძახი წერია 2017 შენ კიდევ მომავალი წლის ზაფხულშიო biggrin.gif
2017 ბევრს ნისნავს biggrin.gif

Posted by: amnesia7733 29 Oct 2015, 15:51
ბლექ სი ჯგუფი <<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<ყველაზე მაგარი კომპანიააააააააა !!!! მაგარ ხარისხიან ასფალტს აგებს.......

Posted by: ნიკა 29 Oct 2015, 23:19
PREDATOR
QUOTE
ხოდა მაგას ვიძახი წერია 2017 შენ კიდევ მომავალი წლის ზაფხულშიო biggrin.gif

იქით ზაფხული ჩემითვის 2017-ს ზაფხულია wink.gif

Posted by: PREDATOR 30 Oct 2015, 08:33
ნიკა
ხოდა მაგას გეუბნები მეეც 2017 წელი უწერიათ და დაამთავრებენ 2019 ში თქო biggrin.gif

Posted by: ციქუ 30 Oct 2015, 22:50
http://1tv.ge/ge/news/view/110087.html

Posted by: ნიკა 31 Oct 2015, 10:16
"... გზა რომელიც სოფელ როშკას ახტორთან დააკავშირებს ..." facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

პ.ს. ტოპორუკას გადავხედე და მგონი ახალი რეკორდსმენი გზა გვქენება. აქამდე სიმაღლის რეკორდი აბანოს უღელტეხილს ეჭირა - 2850 მეტრი (ცალმხრივი გზები თეთნულდის და საძელეს ზედა საბაგიროებამდე არ ითვლება wink.gif )
როშკადა არხოტისკენ გადასასვლელი 2 უღელტეხილიდან ორივე 2900-ზე მაღლაა. არხოტისღელის უღელტეხილი 2935 მეტრია ხოლო როშკისღელეს უღელტეხილი 2968
http://mygeorgia.ge/Default.aspx?map=Cmp_Geoland_physical&target=44.8981381938374,42.5878561045264,13&session=36d09523-c350-425e-8c54-f79ec12dd7e8&culture=ka-GE

Posted by: PREDATOR 2 Nov 2015, 11:11
ნიკა
რეგიონული განვითარებისა და ინფ­რასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ პროექტი 2017 წლის მიწურულს უნდა დასრულდეს. გზა გრუნტის იქნება, ასფალტის ან ბეტონის საფრის გარეშე - რელიეფის და კლიმატის გამო სხვანაირად შეუძლებელიაო, თუმცა, ახალ გზაზე ავტომობილებით დაუბრკოლებლად ივლით.

დანარჩენი დეტალები აქ
http://www.kvirispalitra.ge/public/26990-roshkidan-arkhotisken-gzas-khevsurebi-miacileben.html
* * *
სამინისტროში იმასაც ამბობენ, რომ როშკიდან არხოტამდე გზა ზამთარშიც არ ჩაიკეტება,­ არადა, შატილსა და მუცოში ზამთარში მხოლოდ შვეულმფრენით შეიძლება ჩასვლა.
* * *

ამ ვიდეოში ჩანს როგორ უნდა გაიაროს გზამ მარა არაფერი ირჩევა sad.gif(

Posted by: Didgori_3 2 Nov 2015, 16:57
როგორც ჩანს გრუნტის გზა იქნება.....

Posted by: ნიკა 11 Nov 2015, 23:34
ინტენსიური თოვის გამო, გომბორის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს , უხვი ნალექის გამო, გომბორის უღელტეხილზე გადაადგილება საზაფხულო საბურავებით მოძრავი ავტომობილებისთვის დროებით შეიზღუდა. დანარჩენი ავტოტრანსპორტის გადაადგილება ნებადართულია.
http://www.interpressnews.ge/ge/regioni/353848-gomboris-ugheltekhilze-transportis-modzraoba-shezghudvebith-khorcieldeba.html

თუ არ ვცდები პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ასეთი შეზღუდვა მოქმედებს. აქამდე მხოლოდ ხიდების რაოდენბით და ჯაჭვების ქონა არ ქონით ზღუდავდნენ. არა და ყველამ ვიცით რომ ზამთრის საბურავიანი ცალხიდიანი მანქანა ბევრად უფრო უსაფრთხოა ვიდრე ზაფხულის საბურავებიანი ორხიდიანი. შეიძლება გამავლობით კიდევ შეადარო, მაგრამ არა უსაფრთხოების კუთხით.
* * *
გოდერძის უღელტეხილიდან მაშველებმა 7 ავტომობილი გამოიყვანეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა აჭარაში ზვიად ჯაფარიძემ განუცხადა, მაშველებმა გოდერძის უღელტეხილიდან შვიდ ავტომობილში მყოფი ყველა მგზავრის, დაახლოებით 30 ადამიანის გამოყვანა მოახერხეს.
მისივე ინფორმაციით, ღვარცოფი მოვარდა ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრზე, მახუნცეთში, სადაც სტიქიამ სამი სახლი დატბორა. მაშველებმა 19 მოქალაქის ევაკუაცია მოახდინეს, მათგან 4 მცირეწლოვანია.

http://www.interpressnews.ge/ge/regioni/353850-goderdzis-ugheltekhilidan-mashvelebma-7-avtomobili-da-30-mde-mgzavri-gamoiyvanes.html

Posted by: ნიკა 14 Nov 2015, 09:51
ჯერ აიპიენზე რომ ვნახე ჟურნალისტს დავაბრალე. და მერე მაინც პირველწყარომდე მივედი და ...

მდინარე ძირულამ ხარაგაულთან გზა დააზიანა
13 ნოე, 2015

ძირულა-ხარაგაული-მოლით-ფონა-ჩუმათელეთის გზის 24-ე კილომეტრზე, სოფელ მარელისთან გზის ქვედა საყრდენი რკინა-ბეტონის კედელი მდინარე ძირულამ გამორეცხა, რასაც კედლის დეფორმაცია, გზის ნაწილის ჩაწყვეტა და შევიწროვება მოჰყვა. ადგილზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები მუშაობენ. მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, შემოიფარგლა გზის დაზიანებული მონაკვეთი. ამ დრომდე შენარჩუნებულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ ზოლზე. დილიდან რკინა-ბეტონის ფილებით ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყება.

http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1447478980
რა უნდა მარელისში მდინარე ძირულად. რუკას მაინც დახედეთ facepalm.gif

Posted by: PREDATOR 16 Nov 2015, 11:01
რა შემოღობვაა დაზიანებული ადგილის cry.gif
user posted image

Posted by: ნიკა 16 Nov 2015, 11:32
საერთოდ რომ შენიშნეს ეგ ჩანგრეული გზა ეგ მიკვირს. შ-55 გზა მეგონა ყველას ფეხებზე ეკიდა.

Posted by: moen9 18 Nov 2015, 02:03
QUOTE (kuchu @ 25 Oct 2015, 11:14 )
ცხვარიჭამია-ღულელების მონაკვეთი რომელი კომპანიის გაკეთებულია ხომ არ იცით? ეგეთი მაღალი ხარისხის ასფალტირებული გზა საქართველოში სხვაგან არც მახსენდება. თან ულამაზესია, გაისეირნეთ, არ ინანებთ...

საგზაო კომპანია თბილისის გაკეთებულია... ძველი კომპანიაა საკმაოდ.. ლაგუნა ვერეს უკანაა

Posted by: ნიკა 6 Dec 2015, 19:06
ჟინვალი-თიანეთი გზის შეკეთება გაუგრძელებიათ უღელტეხილის აქეთ. თუმცა ტექნიკა გაჩერებული იყო დღეს, თოვლი დო ანუ მინიმუმ რამდენიმე დღეა არ მუშაობენ და ისე კი ალბათ ბევრად დიდი ხანი.

ამავე დროს მორჩნენ სიონი-სასადილო გზას და ბეტონია მიმიქარავს სვანეთი. საგზაო ნიშნების ტენდერზე დიდი მაყუთი მოიჭრა მანდ. დაახლოებით 10-ჯერ მეტი ნიშანი აყენია ვიდრე საჭიროა. ყოველი მოსახვევის წინ აყენია ნიშნები: გასწრება აკრძალულია, მკვეთრი მოსახვევი, სიჩქარის შეზღუდვა 40. მოსახვევის ბოლოში აყენია ნიშანი ან შეზღუდვა 60 და გასწრების აკრძალვის დასასრული, ან ყველა აკრძალვის დასასრული. არა და არც ერთი ნიშანი არაა საჭირო. საკმარისია უწყვტი ზოლის გავლება.

Posted by: iraklioni 7 Dec 2015, 00:46
ისე რაიმე რუკა რომ არსებობდეს საგზაო დეპარტამენტმა, რომ გააკეთოს, სადაც იქნებოდა გზების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, მაგალითად: ასფალტირებულია(ასფალტი რა მდგომარეობაშია ზოგადად), ხრეშია, მიწის გზაა... არც არის ალბათ რთული, ინფორმაცია აქვთ და რუკაზე დატანას რაღა უნდა

Posted by: ნიკა 7 Dec 2015, 10:10
iraklioni
ეჰ. ისევ ჩვენ თუ დავიტანთ ამ მონაცემებს OSM-ის რუკაზე.

Posted by: ნიკა 5 Jan 2016, 18:35
მართალია ოფიციალურად ეს გზა არაა, მაგრამ დათოს და ვატმანისთვის ოცნებებისტვის ვერ გავიმეტე რატომღაც
კასპი-გოსტიბე-ნამტვრიანი-მანგლისი

Posted by: ნიკა 4 Feb 2016, 17:30
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-134) ქარელი-ყინწვისის მონასტრის საავტომობილო გზის კმ3+425 – კმ6+500 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები
https://www.facebook.com/media/set/?set=a.1109485472417873.1073742000.495738367125923&type=3

Posted by: da_to 15 Feb 2016, 17:15
შიდასახელმწიფოებრივი გზის ქუთაისი–ალპანა–მამისონის უღელტეხილის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) მონაკვეთის კმ50 – კმ70 (ალპანა–ჭრებალო) რეაბილიტაცია
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 12`392`909.00 GEL

შიდასახელმწიფოებრივი გზის ქუთაისი–ალპანა–მამისონის უღელტეხილი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) მონაკვეთის კმ126 – კმ141 (უწერა–შოვი) რეაბილიტაცია
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9`970`513.00 GEL


Posted by: ნიკა 21 Feb 2016, 21:29
ქუთაისი-ახალციხე ხო განვიხილეთ უკვე. დღეს თეთნულდი-ქუთაისი დაუანონსებია პრემიერს. 2.5 საათში ჩახვალო.

http://www.interpressnews.ge/ge/regioni/367278-giorgi-kvirikashvili-qthethnuldiq-iqneba-erth-erthi-sauketheso-kurorti-ara-marto-saqarthveloshi-aramed-aghmosavleth-evropashi.html

ასევე აუცილებლად გაკეთდება ქუთაისიდან ცაგერი-ლენტეხის გავლით სვანეთთან დამაკავშირებელი გზა, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან 2 საათის სავალზე "თეთნულდის" კურორტს დააკავშირებს", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
* * *
არსებული გზა 241 კმ
http://www.openstreetmap.org/directions?engine=osrm_car&route=42.1848%2C42.4718%3B43.0279%2C42.8687#map=9/42.6077/42.3289

მოკლე გზა 166 კმ.
http://www.openstreetmap.org/directions?engine=graphhopper_foot&route=42.1848%2C42.4718%3B43.0279%2C42.8687#map=9/42.6117/42.7080

არა მგონია ღირდეს ჩიტი ბრღვნად. ამას ისიც უნდა დაემატოს რომ უღელტეხილი 2800 მეტრზეა, ანუ დაკეტილი იქნება ნახევარი წელიწადი მაინც. გვირაბზე არაფერს ვამბობ. მაგაზე ბევრად მნიშვნელოვან ადგილებში არაა გვირაბები.

პ.ს. მაგას ჯობია თუშეთის გზას მიხედონ.

Posted by: PREDATOR 22 Feb 2016, 18:49
ნიკა
თუ გაკეთდა ეგ გზა და მართლა იმუშავა რანაირად არ ღირს?
ტბილისიდან 7-8 საათი გინდა ჩასვალში არსებული გზით მაგ გზით დაგჭირედბა 4.5-5 საათი
მარა 2.8კ უღელტეხილისთვის მგონი მართლა ძალიან დიდი სიმაღლეა sad.gif

Posted by: ნიკა 22 Feb 2016, 18:55
მიახლოებით მაინც გავზომე. 10 კმ-იანი გვირაბია საჭირო რომ უღელტეხილის გარეშე დაუკავშირდეს კალა ქვემო სვანეთს.
PREDATOR
QUOTE
მარა 2.8კ უღელტეხილისთვის მგონი მართლა ძალიან დიდი სიმაღლეა

მარა იქნება ერთ-ერთი უმაგრესი გზა საქართველოში. აი სუპერუღელტეხილია ლატფარი. სტელვიოში ვინც დადიოდნენ ხოლმე აქ ჩამვოლენ


Posted by: GEORGEXIII 22 Feb 2016, 19:01
ნიკა
QUOTE
უღელტეხილი 2800 მეტრზეა, ანუ დაკეტილი იქნება ნახევარი წელიწადი მაინც. გვირაბზე არაფერს ვამბობ. მაგაზე ბევრად მნიშვნელოვან ადგილებში არაა გვირაბები.

მაგ გზას ისე რა ვიცნობ და შეგიძლია დამაკვალიანოთ???სკალდობას ვაპირებ ლენტეხში და მერე მესტიაში გადასვლას ლენტეხიდან... ნამყოფი არ ვარ არასოდეს ყური მაქვს მოკრული...
პ.ს ტოიოტა ჰაილუქსით ვაპირებ...

Posted by: ნიკა 22 Feb 2016, 19:56
GEORGEXIII
რა დღე უწევს წელს სკალდობა? დიდი ალბათობით ჯერ არ იქნება თოვლი დამდნარი.

Posted by: PREDATOR 22 Feb 2016, 21:23
ნიკა
10კმ იან გვირაბს რომ ვერ გააკეთებენ ეგ გასაგებია, ასე რომ ისევ პერევალს მივაწვეთ.

Posted by: GEORGEXIII 22 Feb 2016, 22:17
ნიკა
QUOTE
რა დღე უწევს წელს სკალდობა? დიდი ალბათობით ჯერ არ იქნება თოვლი დამდნარი.

Aღდგომა არის 1მაისს ხოდა აღდგომიდან 7კვირის მერე ამაღლებას...

Posted by: ნიკა 22 Feb 2016, 23:06
PREDATOR
QUOTE
მერე შენ რისი თქმა გინდა რომ თეთნულდიდან მესტიამდე ნახევარი საათის გზაა? 5წუთში მესტიაში ხარ თეთნულდიდან

ეგრევე ის გამახსენდა საგარეჯოდან გურჯაანში 15 წუთში ჩავდივარო
http://www.openstreetmap.org/directions?engine=osrm_car&route=43.0272%2C42.8683%3B43.0409%2C42.7226#map=12/43.0373/42.7954
Distance: 19km. Time: 0:24.

GEORGEXIII
QUOTE
1მაისს ხოდა აღდგომიდან 7კვირის მერე ამაღლებას...

მეეჭვება. თუმცა გააჩნია ამინდებს.

Posted by: GEORGEXIII 23 Feb 2016, 00:09
ნიკა
QUOTE
მეეჭვება. თუმცა გააჩნია ამინდებს.

ვახ ასეთი რა არის... მაგრად დამაინტერესა ტურის პონტშიც თუ წახვალ შემეხმიანეთ დიდი სიამოვნებით წამოვალ...
http://radikal.ru/big/3e0ecf32cbd44f39acf6c26e6d706ddc

Posted by: iviko18 23 Feb 2016, 02:14
QUOTE (ნიკა @ 21 Feb 2016, 21:29 )
არა მგონია ღირდეს ჩიტი ბრღვნად. ამას ისიც უნდა დაემატოს რომ უღელტეხილი 2800 მეტრზეა, ანუ დაკეტილი იქნება ნახევარი წელიწადი მაინც. გვირაბზე არაფერს ვამბობ. მაგაზე ბევრად მნიშვნელოვან ადგილებში არაა გვირაბები.

პ.ს. მაგას ჯობია თუშეთის გზას მიხედონ.

თუშეთის გზა სვანეთის გზაზე მნიშვნელოვანია?

Posted by: PREDATOR 23 Feb 2016, 08:44
iviko18
ტურისტული პოტენციალით როდესაც თეთნულდის სათხილამურო კურორტზე 100 ლიმონი ლარი იხარჯება მაგ დროს თუშეთის გზა უფრო სტრატეგიული ვერნაიარად ვერ იქნება რადგან იქით არაფერში არ ჩადებულა ინვესტიცია biggrin.gif

Posted by: GEORGEXIII 23 Feb 2016, 08:56

QUOTE
QUOTE (ნიკა @ 21 Feb 2016, 21:29 )
არა მგონია ღირდეს ჩიტი ბრღვნად. ამას ისიც უნდა დაემატოს რომ უღელტეხილი 2800 მეტრზეა, ანუ დაკეტილი იქნება ნახევარი წელიწადი მაინც. გვირაბზე არაფერს ვამბობ. მაგაზე ბევრად მნიშვნელოვან ადგილებში არაა გვირაბები.

პ.ს. მაგას ჯობია თუშეთის გზას მიხედონ.

თუშეთის გზა სვანეთის გზაზე მნიშვნელოვანია?


QUOTE
ტურისტული პოტენციალით როდესაც თეთნულდის სათხილამურო კურორტზე 100 ლიმონი ლარი იხარჯება მაგ დროს თუშეთის გზა უფრო სტრატეგიული ვერნაიარად ვერ იქნება რადგან იქით არაფერში არ ჩადებულა ინვესტიცია biggrin.gif


იასნია სვანეთს უფრო მეტი ტურისტი ყავთ გერმანელების სახით... და მაგრადაც პარსავენ biggrin.gif 2კუბდარი 1ოსტრი 48გელა biggrin.gif და ლენტეხში ვაბშე ყველა ბინა და სასტუმრო დაკავებულია ხოლმე ზემო სვანეთში ხო ვაბშე მაგაზე უფრო მაგრად არის გაჩაღებული ტურისტომანია... ასე რომ მაგას უფრო სჭირდება ამ ეტაპზე მიხედვა... ჩემი აზრით

Posted by: PREDATOR 23 Feb 2016, 09:31
GEORGEXIII
გაპარსვაზე ვერაფერს ვიტყვი მე თვითონაც ვიყავი მესტიაში ორ სხვადასხვა რესტორანში (კაფე ბარ რესტორნები როა ეგეთში მეტი იქ არაა არაფერი, ერთი ლაილასთან მეორეს რა ქვია აღარ მახსოვს) მოკლედ უკრაინელებთან ერთად ვიყავით 10-11 კაცი და ძალიან ჩვეულებრივ ფასებში იყო ყველაფერი smile.gif
თუმცა იმასაც ვიტყვი რომ ტურისტული ნაკადი ძალიან დიდია და ყოველ წელს იმატებს და იმატებს, ამ წელს ვიყავი მე 1 დან 4 ის ჩათვლით და მაგდენი ტურისტი ამ პერიოდისთვის აქ არასდროს ყოფილაო ზღვა ხალხი იყო მართლაც smile.gif
ეს იმ პირობებში როცა 2-4 მდე გზა ზუგდიდან მესტიამდე ჩაკეტილი იყო biggrin.gif
და 4 ში რომ წამოვედი თბილისში 16 საათში ჩამოვედი აქამდე gigi.gif

Posted by: vatman 23 Feb 2016, 10:12
iviko18
QUOTE
თუშეთის გზა სვანეთის გზაზე მნიშვნელოვანია?

დელიკებს ბიზნესი გინdა ჩაუგდო? givi.gif


Posted by: ნიკა 23 Feb 2016, 11:01
iviko18
QUOTE
თუშეთის გზა სვანეთის გზაზე მნიშვნელოვანია?

კი. სვანეთში ამ ახალი გზის გარდა კიდევ ორი გზაა. ერთი ზუგდიდიდან მეორე უშგულიდან ზაგაროს უღელტეხილით. თუშეთში ეგ ერთადერთი გზა გადადის.

Posted by: GEORGEXIII 23 Feb 2016, 16:05
PღEDAთOღ
QUOTE
გაპარსვაზე ვერაფერს ვიტყვი მე თვითონაც ვიყავი მესტიაში ორ სხვადასხვა რესტორანში (კაფე ბარ რესტორნები როა ეგეთში მეტი იქ არაა არაფერი, ერთი ლაილასთან მეორეს რა ქვია აღარ მახსოვს) მოკლედ უკრაინელებთან ერთად ვიყავით 10-11 კაცი და ძალიან ჩვეულებრივ ფასებში იყო ყველაფერი
თუმცა იმასაც ვიტყვი რომ ტურისტული ნაკადი ძალიან დიდია და ყოველ წელს იმატებს და იმატებს, ამ წელს ვიყავი მე 1 დან 4 ის ჩათვლით და მაგდენი ტურისტი ამ პერიოდისთვის აქ არასდროს ყოფილაო ზღვა ხალხი იყო მართლაც
ეს იმ პირობებში როცა 2-4 მდე გზა ზუგდიდან მესტიამდე ჩაკეტილი იყო
და 4 ში რომ წამოვედი თბილისში 16 საათში ჩამოვედი აქამდე 

Aრა უცხოელებზე ვიძახი.ჩვენ 4კუბდარი ავიღეთ და 12ლარი გადავიხადეთ და იმათმა ზემოთ ხსენებული და იმხელა თანხა.... ისე ლენტეხამდე არის დაგებული გზა და ცოტა სოპლებთან მისასვლელებიც რომ გააკეთონ კარგი იქნება მალალიტრაშკებზეც რომ გათვალონ მარტო ჯიპებზეა გათვლილი


Posted by: PREDATOR 23 Feb 2016, 16:15
QUOTE (ნიკა @ 22 Feb 2016, 18:55 )
მიახლოებით მაინც გავზომე. 10 კმ-იანი გვირაბია საჭირო რომ უღელტეხილის გარეშე დაუკავშირდეს კალა ქვემო სვანეთს.
PREDATOR
QUOTE
მარა 2.8კ უღელტეხილისთვის მგონი მართლა ძალიან დიდი სიმაღლეა

მარა იქნება ერთ-ერთი უმაგრესი გზა საქართველოში. აი სუპერუღელტეხილია ლატფარი. სტელვიოში ვინც დადიოდნენ ხოლმე აქ ჩამვოლენ


აქ უნდა გავიდეს გზა? მაგ გზას რა გააკეთებს? lol.gif
ეხლა ვუყურე ვიდეობს gigi.gif
ბოლო 30 წლის განმავლობაში რაიმე მსგავსი პროექტი განხორციელებულა საერთოდ?

* * *
GEORGEXIII
ხო ნუ ეგრე არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში მესტიაში ეგეთი არაფერი შემიტყვია ვინმე გაეწეწოთ smile.gif)

Posted by: GEORGEXIII 23 Feb 2016, 18:52
PREDATOR
QUOTE
  გამოგზავნილია: 23 Feb 2016, 16:15  #47090369    ბარათი · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · icq
QUOTE (ნიკა @ 22 Feb 2016, 18:55 )
მიახლოებით მაინც გავზომე. 10 კმ-იანი გვირაბია საჭირო რომ უღელტეხილის გარეშე დაუკავშირდეს კალა ქვემო სვანეთს.
PREDATOR
QUOTE
მარა 2.8კ უღელტეხილისთვის მგონი მართლა ძალიან დიდი სიმაღლეა

მარა იქნება ერთ-ერთი უმაგრესი გზა საქართველოში. აი სუპერუღელტეხილია ლატფარი. სტელვიოში ვინც დადიოდნენ ხოლმე აქ ჩამვოლენ


აქ უნდა გავიდეს გზა? მაგ გზას რა გააკეთებს? lol.gif
ეხლა ვუყურე ვიდეობს gigi.gif
ბოლო 30 წლის განმავლობაში რაიმე მსგავსი პროექტი განხორციელებულა საერთოდ?


კაი 30წელიც ვერ გააკეთებენ კიდე biggrin.gif 2ჯერ ვუყურე გუშინ biggrin.gif იმენადა biggrin.gif ვემზადები მაგ გზისთვის ჩემი აზრით პაჯერო მინი ყავს ჩემი ცოლის დას იმით უფრო მარტივად გავალ ვიდრე ჰილუქსით... ნაგ გზებზე რას იტყვი ნიკოლოზ?


QUOTE
ხო ნუ ეგრე არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში მესტიაში ეგეთი არაფერი შემიტყვია ვინმე გაეწეწოთ smile.gif)

გაწეწვა იქით იყოს იპარავენ კიდევაც მე რომ ვიყავი იქ ვიღაცა გერმანელს მოპარეს ველოსიპედი კაროჩე მთელი ქვემო და ზემო სვანეთი შეძრა იმენადა სახეს იძრობდა ის გერმანელი და იასნია რომ გაბაზრდა დაუბრუნეს ისეთ პონტში დაგდებული იპოვეს... და კაკრას მაგ დღეს მოვდიოდით... და ტიპმა რული მოაძრო და biggrin.gif 2800ევრო გორგოლად გადახვეული ამოიღო biggrin.gif და მიაგდო ველოსიპეტი ახლა თუ გინდათ წაიღეთო biggrin.gif

Posted by: ნიკა 23 Feb 2016, 20:07
PREDATOR
QUOTE
აქ უნდა გავიდეს გზა? მაგ გზას რა გააკეთებს? lol.gif
ეხლა ვუყურე ვიდეობს gigi.gif
ბოლო 30 წლის განმავლობაში რაიმე მსგავსი პროექტი განხორციელებულა საერთოდ?

არა და წარმოიდგინე რა მაგარი გზა გამოვა ნმანდ. მიმიქარავს სტელვიო. ჯირო დე ჯორჯიას ჩავატარებთ მანდ































ხო კაი ჩემით გავალ givi.gif

* * *
ჯავახიშვილი: ჩამოვიტანთ ნარევს და ორმოებს წარმოუდგენელი სისწრაფით შევავსებთ

ორმოების ამოვსებასთან დაკავშირებით მისმა თანამშრომლებმა კონსულტაციები ისრაელსა და ერევანში გაიარეს.

Spring of information
http://www.tabula.ge/ge/story/104959-javaxishvili-chamovitant-narevs-da-ormoebs-tsarmoudgeneli-sistsrafit-shevavsebt

Posted by: ნიკა 24 Feb 2016, 19:20
ჯავახიშვილი: ჩამოვიტანთ ნარევს და ორმოებს წარმოუდგენელი სისწრაფით შევავსებთ

ორმოების ამოვსებასთან დაკავშირებით მისმა თანამშრომლებმა კონსულტაციები ისრაელსა და ერევანში გაიარეს.

Spring of information
http://www.tabula.ge/ge/story/104959-javaxishvili-chamovitant-narevs-da-ormoebs-tsarmoudgeneli-sistsrafit-shevavsebt

Posted by: PREDATOR 1 Mar 2016, 15:05
QUOTE
მთავრობა ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმას წარადგენს
უახლოეს პერიოდში საქართველოს მთავრობა ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმას წარადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო "ინტერკონტინენტალში" განაცხადა, სადაც ახალი პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

"გეგმის მიხედვით ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან გარღვევას ვგეგმავთ ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ეს იქნება სრულიად ახალი გზები ქუთაისი აბასთუმანის მიმართულებით, რა თქმა უნდა, ქუთაისი-სვანეთის მიმართულებით, ეს იქნება ახალი გზა, რომელიც დააკავშირებს გომსა და რაჭას, ეს იქნება ის ძირითადი მაგისტრალური გზები და ძალიან სწრაფი დასრულება მაგისტრალური სატრანზიტო ინფრასტრუქტურის, რომლის გარეშეც საქართველოს დაკავშირება რეგიონის ბიზნესებთან იქნება აბსოლუტურად წარმოუდგენელი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ეს არის უპირველეს ყოფვლისა ახალი ლოგისტიტური კავშირების განვითარება ევროპასთან და თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების პოტენციალის სრულად ათვისება.

"ეს არის აბრეშუმის გზის ის პოტენციალი და დინამიზმი, რომელიც მოაქვს კავკასიაში და საქართველოს გავლით ევროპაში", - აღნიშნა პრემიერმა.

http://www.interpressnews.ge/ge/politika/368694-mthavroba-qveynis-infrastruqturis-ganvitharebis-gegmas-tsaradgens.html
არ ეშვებიან ამ ქუთაისი მესტიის გზას rolleyes.gif

Posted by: ნიკა 2 Mar 2016, 01:55
გომი რაჭა ხო ნუ იტყვი იოლი გზაა

Posted by: GEORGEXIII 3 Mar 2016, 20:33
ყაზბეგში მომინდა წასვლა რატომყაც ხოდა როგორი გზა კოლტით მივდივარ ვერსიონ რ სპორტული პადვესკა... და ალაგ ალაგ გაფუჭებული რომ იყო გააკეთეს დაწერეთ რა როგორი გზაა თუ ცუდია მირჩევნია ანანურის იქით აღარ წავიდე

Posted by: nissan-terrano 5 Mar 2016, 01:09
ფასანაურამდე არაუშავს

ფასანაურის მერე რა თქმა უნდა ასფალტები ამომტვრეულია ( ყინვა + ტრაილერები ),
თუმცა ძალიან ბევრგან არა, მაგრამ არის ორმოები

ნელა თუ ივლი და ორმოებში არ ჩახტები, გუდაურამდე არაა პრობლემა

თითქმის ყოველ დღე გუდაურში ვარ,
ყაზბეგის მიმართულება ეხლა გახსნილია, თუმცა ხანდახან კეტავენ ხოლმე
ზვავსაშიშროების გამო

შეიძლება ისე მოხდეს, რომ გადახვიდე ყაზბეგში და მერე უკან აღარ გამოგიშვან და დაკეტონ გზა 2 დღით

გამართლებაა რაა

Posted by: GEORGEXIII 5 Mar 2016, 09:42
ნისსან-ტერრანო
QUOTE
ფასანაურამდე არაუშავს

ფასანაურის მერე რა თქმა უნდა ასფალტები ამომტვრეულია ( ყინვა + ტრაილერები ),
თუმცა ძალიან ბევრგან არა, მაგრამ არის ორმოები

ნელა თუ ივლი და ორმოებში არ ჩახტები, გუდაურამდე არაა პრობლემა

თითქმის ყოველ დღე გუდაურში ვარ,
ყაზბეგის მიმართულება ეხლა გახსნილია, თუმცა ხანდახან კეტავენ ხოლმე
ზვავსაშიშროების გამო

შეიძლება ისე მოხდეს, რომ გადახვიდე ყაზბეგში და მერე უკან აღარ გამოგიშვან და დაკეტონ გზა 2 დღით

გამართლებაა რაა

Gაიხარე ინფოსთვის ეგრევე გადამაფიქრებინა შემნა პოსტმა ანანურამდე წავალ მარტო

Posted by: ნიკა 5 Mar 2016, 17:51
ამდენ ფუტურისტულ პროექტს ჯობდა არსებული გზებისთვის მიეხედათ. იგივე გოდერძის უღელტეხილზე ასფალტი დააგონ. რიკოთს მოაკლდება სომხეთის უშველებელი ტრანზიტული ტრაფიკი.

Posted by: GEORGEXIII 5 Mar 2016, 20:47
კაროჩე ანანურიდან... თბილისისკენ მომავალი გზა არის რასაცქვია გაუბედურებული რა... დატალღული დაკერებული უაზროდ.. და კაროჩე .. მაგარი ცუდი სიტოაციაა. აქედან ცოტა არაუშავრდა მარა იქიდან ნამეტანი იყო თან სპორტული პადვესკით ვიყავი და ჯოჯოხეთი იყო...

Posted by: ნიკა 6 Mar 2016, 18:32
მართალია ადმინისტრაციულად თბილისს ეკუთვნის, მაგრამ მაინც აქ დავდებ ამ ინფოს.

კოჯორი-სამადლო გზის ძირეული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამჟამად მიდის სანიაღვრეების მოწყობის სამუშაოები. ბერ მონაკვეთზე ერთდროულად შევნიშნე მუშაობა. როგორც ჩანს უნდათ ზაფხულის სეზონისთვის მოათაონ. ამ გზაზე დატვირთვა ბევრად გაიზარდა წყნეთი-სამადლოს გზის ჩაკეტვის შედეგად და ნამდვილად საჭიროა მისი შეკეთება.

Posted by: BceOK 7 Mar 2016, 14:39
http://www.palitratv.ge/palitranewsnews/69789-narmaniam-samebis-eklesiisa-da-makhathas-eklesiis-damakavshirebeli-gzis-mshenebloba-moinakhula.html

ეს რომელი გზაა ოღონდ ?

Posted by: ნიკა 7 Mar 2016, 22:21
BceOK
https://forum.ge/?showtopic=34806517&view=findpost&p=47209600
საუბარი იქ განვაგრძოთ.

Posted by: ნიკა 9 Mar 2016, 16:03
ჟინვალი-თიანეთი-ხევსურთსოფელი-ორხევი-სასადილო-ვაზიანი-თბილისი
შ-27 (თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალი), შ-30 (თბილისი (გლდანი)-თიანეთი), შ-142 (სასადილო-ორხევი-ხევსურთსოფელი), შ-38 (ვაზიანი-გომბორი-თელავი), ს-5 (თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი )აზერბაიჯანის საზღვარი))
https://www.youtube.com/watch?v=JkWKWs-MxWA&index=1&list=PLMhw5vejhxgMh_9qsnuuLjWXqiQqMgicj
შ-27-ზე ჩანს მიმდინარე მაგრამ გაჩერებული სამუშაოები. შ-142-ზე ბეტონის საფარი.

Posted by: PREDATOR 15 Mar 2016, 14:48
QUOTE (PREDATOR @ 1 Mar 2016, 15:05 )
QUOTE
მთავრობა ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმას წარადგენს
უახლოეს პერიოდში საქართველოს მთავრობა ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმას წარადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო "ინტერკონტინენტალში" განაცხადა, სადაც ახალი პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

"გეგმის მიხედვით ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან გარღვევას ვგეგმავთ ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ეს იქნება სრულიად ახალი გზები ქუთაისი აბასთუმანის მიმართულებით, რა თქმა უნდა, ქუთაისი-სვანეთის მიმართულებით, ეს იქნება ახალი გზა, რომელიც დააკავშირებს გომსა და რაჭას, ეს იქნება ის ძირითადი მაგისტრალური გზები და ძალიან სწრაფი დასრულება მაგისტრალური სატრანზიტო ინფრასტრუქტურის, რომლის გარეშეც საქართველოს დაკავშირება რეგიონის ბიზნესებთან იქნება აბსოლუტურად წარმოუდგენელი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ეს არის უპირველეს ყოფვლისა ახალი ლოგისტიტური კავშირების განვითარება ევროპასთან და თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების პოტენციალის სრულად ათვისება.

"ეს არის აბრეშუმის გზის ის პოტენციალი და დინამიზმი, რომელიც მოაქვს კავკასიაში და საქართველოს გავლით ევროპაში", - აღნიშნა პრემიერმა.

http://www.interpressnews.ge/ge/politika/368694-mthavroba-qveynis-infrastruqturis-ganvitharebis-gegmas-tsaradgens.html
არ ეშვებიან ამ ქუთაისი მესტიის გზას rolleyes.gif

მესტიაში დავარდნილა ხმა იმხელა გვირაბი უნდა გაიჭრას ახალი გზისთვის რომ ერთი საათი მოუნდებით გავლასო cry.gif gigi.gif lol.gif givi.gif

Posted by: ნიკა 16 Mar 2016, 16:48
იქით გვირაბს აშენებენ და აგერ საცოდავი შ-55 რა დღეშია

Posted by: ნიკა 21 Mar 2016, 13:40
გუშინ გავიარე გურჯაანი-ზიარი-არაშენდა-კაკაბეთი გზა რომელიც როგორც ცნობილია უფრო მოკლეა ვიდრე ბაკურციხეთი. კაკაბეთიდან ზიარამდე სისინა ასფალტია. ზიარი-გურჯაანი ისევ კომუნისტებისდროინდელი ასფალტია ალაგ ალაგ აღდგენილი და ბევრგან დაზიანებული. ვიდეო იქნება მოგვიანებით. ბევრი დამიგროვდა დასამუშავებელი და ვერ ვასწრებ

პ.ს. თვითონ კახეთისკენ მიმავალ გზაზე ელ. კლასიკოა. ანუ ამოჭრეს დაზიანებული მონაკვეთები და ასფალტი არ დააგეს. ღიპხოხიალებთ ვინც ხართ ფრთხილად იარეთ.

ეს კი ისევ საცოდავი შ-55. რომ შეშრა ცოტა დაემსგავსა რარაცას

Posted by: vatman 21 Mar 2016, 23:15
ნიკა
QUOTE
პ.ს. თვითონ კახეთისკენ მიმავალ გზაზე ელ. კლასიკოა. ანუ ამოჭრეს დაზიანებული მონაკვეთები და ასფალტი არ დააგეს. ღიპხოხიალებთ ვინც ხართ ფრთხილად იარეთ.

თბილისი გურჯანი?
2 კვირის წინ ჯერ არ იყო givi.gif

Posted by: ნიკა 22 Mar 2016, 00:06
vatman
QUOTE
თბილისი გურჯანი?

ვიდეოს დავდებ მოგვიანებით და გამოჩნდება. უფრო საგარეჯო-გურჯაანი.

Posted by: da_to 22 Mar 2016, 19:38
გუშინ ვიყავი დასავლეთში, მდ. რიკოთულაზე ხიდის რეაბილიტაცია მიდის, დაკეტილი აქვთ ნახევარი და მანქანებს რიგ რიგობით უშვებენ ... იცით რამდენი კაცი მუშაობს ? biggrin.gif 4 facepalm.gif აქედან ორი მოძრაობას არეგულირებს წითელი დროშებით ....

Posted by: ნიკა 23 Mar 2016, 13:33
ბაკურციხე-გურჯაანის შემოსავლელი გზა: ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება & კონცეპტუალური პროექტი
ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (ბსგზშ) ანგარიში
http://georoad.ge/uploads/files/Gurjaani-Bakurtsikhe-ESIA_for-disclosure_GEO.pdf

გზის მარშუტი მოცემულია 65-ე გვერდზე

გუგლზეც კარგად ჩანს კომუნისტებისდროინდელი გზის ნარჩენები.

Posted by: PREDATOR 23 Mar 2016, 13:40
ნიკა
QUOTE
ბაკურციხე-გურჯაანის შემოსავლელი გზა:

ვერ მივხვდი, ანუ რისი შემოსავლელია? თბილისიდან თუ მიდიხარ გურჯაანისკენ სად წახვალ ?

Posted by: ნიკა 23 Mar 2016, 13:53
PREDATOR
QUOTE
ვერ მივხვდი, ანუ რისი შემოსავლელია?

გურჯაანის. ანუ ბაკურციხეშ მარცხნივ კი არ მოუხვევ, პირდაპირ გააგრძელებ მოძრაობას და უკვე სოფლები რომ დამთავრდება იქ მოუხვევ მარცხნივ. გახსენი ფაილი შესაბამის გვერდზე და ჩანს იქ კარგად ყველაფერი.

Posted by: PREDATOR 23 Mar 2016, 14:11
ნიკა
ვნახე ვნახე smile.gif

Posted by: mrpitkina 23 Mar 2016, 14:14
ნიკა
QUOTE
იქით გვირაბს აშენებენ და აგერ საცოდავი შ-55 რა დღეშია


მოკლეებზე რატო არ ახვედი?smile.gif

ტალახი კი ჩანს

რა მოსვლია გზას ფონასთანfacepalm.gif


Posted by: ნიკა 23 Mar 2016, 16:08
mrpitkina
ახალი ნაწვიმარი იყო და მე ტრასის საბურავებით ვიყავი. უკან უკვე შემშრალზე ერთგან ჩამოვედი, დავინახე ჩემს წინ ჯიპი ჩავიდა და gigi.gif

QUOTE
რა მოსვლია გზას ფონასთან

ეგ ადგილი ედიკას დროს ისე იყო ხოლმე გაფუჭებული, ნივით ვერ გავდიოდი და ხარაგაულიდან მიწევდა შემოვლა.

წიფაშიც არანაკლებია 5:05-ზე :titu:

Posted by: ივანიჩ 23 Mar 2016, 16:46
ჰეჰ
მიმდინარე წელს მოხდება მრავალძალში მისასვლელი გზისა და უწერა-შოვის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია-ო
გავარიტ ტავარიშჩ პარმენ
რაჩინსკი ღუბერნატორ
http://businesscontact.ge/ka/article/mravaldzaramde-misasvleli-gzis-reabilitaciistvis-35-milioni-lari-gamoiyofa/2435


პს.საჩხერე-რაჭის გზაზე 2-3 წელი არ იოცნებოთო

Posted by: ნიკა 28 Mar 2016, 12:24
ტიკმათაშისთვის გადაურქმევიათ სახელი და ბანალურად ფარავნის უღელტეხილი დაურქმევიათ facepalm.gif

არა და მაგ ადგილევს ლამაზი სახელი ჭიქიანი ჰქვია. ხოდა მე აწი სახელწოდება ჭიქიანის უღელტეხილს გამოვიყენებ ხოლმე. givi.gif


ესეც გუშინდელი

გზას რაც შეეხება მეტ ნაკლებად არაუშავს. წალკის მერეა ისევ დაბრედილი, სანამ აღმართები დაიწყება. შარშან შერემონტებულ მონაკვეთებს დაერხა.

Posted by: kuchu 29 Mar 2016, 09:56
Copyright: ME
http://pix.ge/
http://pix.ge/

Posted by: PREDATOR 29 Mar 2016, 10:54
kuchu
თიანეთის გზაა ხო?

Posted by: ნიკა 29 Mar 2016, 14:03
გურჯაანი-ზიარი-არაშენდა-კაკაბეთი

Posted by: Soft_Eject 29 Mar 2016, 17:51
ნიკა
მიყვარს ეგ გზა სულ მასე დავდივარ, 1 წელია გურჯაანით არ გამივლია

Posted by: ნიკა 29 Mar 2016, 18:07
Soft_Eject
ადრეც ეგეთი დანგრეული იყო? .

Posted by: GEORGEXIII 2 Apr 2016, 11:39
ვახ რა იმენადა ყაზბეგისკენ მივდივარ ისეთი გაოხრებულია გზები როკ რავიცი ფასანაურის მერე ცოტა არ უჭირს პერევარლზე არ არის იამკებიი ჯერჯერობით... ჩნახოთ გუდაურის მერე რა იქნება

Posted by: zgarbi 8 Apr 2016, 16:58
წყნეთი ბეთანიის გზას როდესმე თუ რამე ეშველება არავინ იცით?
არავინ პასუხს არ გვცემს, ყველა ჩუმადაა!
საპროტესტო აქცია სანამ არ გაიმართება და სანამ გზას არ გადაკეტავენ მანამდე ადამიანურად არაფერი გამოვა?

Posted by: N_E_M_O 14 Apr 2016, 21:07
წალკაში ვაპირებ წასვლას, პირველად მივდივარ და რომელი გზით ჯობია მარნეულიდან, კოდიდან თუ წყნეთიდან იქნებ მითხრათ რა....

Posted by: ნიკა 14 Apr 2016, 21:34
N_E_M_O
წყნეთიდან გზა არაა. შარშან რომ ჩაინგრა არავის აღუდგენია. ანუ მოგიწევს კოჯორი-მანგლისით წასვლა. თუ სილამაზეები გინდა წადი ამ გზით თუმცა კოჯორი-სამადლო და კიკეთის გადასახვევიდან 1-2 კმ დანგრეულია.
ყველაზე ნორმალური გზა კოდადანაა.

Posted by: ნიკა 16 Apr 2016, 07:23
აბა ახალი ვიდეოები მოვიდა. ნუ ახალი ნაკლებად (2 კვირა გავიდა უკვე) მაგრამ წლევანდელებია რა.

ვიდეო 1 - თბილისი-ტბისი.
გავლილი გზების მონაკვეთები:
ს-4 (თბილისი - წითელი ხიდი), ს-6 (ფონიჭალა - მარნეული - გუგუთი), შ-31 (კოდა - ფარცხისი - წალკა - ნინოწმინდა)

Posted by: Pshaveli 17 Apr 2016, 18:09
kuchu
PREDATOR
მართლა თიანეთის გზას გავს.
ერთი ეს გამაგებინეთ ამ ტყე-ღრეში(საბადურის მონაკვეთი უნდა იყოს) რა უნდა ბორდიურის ქვას, რომელიც ტროტუარებისთვის გამოიყენება, ღირს ძვირი და ტყიდან წამოსულ გრუნტს და ტალახს ვერ შეაკავებს.
ვის მოუვიდა თავში ამ სისულელის გაკეთება?(პირველი ფოტო).

Posted by: ნიკა 18 Apr 2016, 00:46
ვიდეო 2 - ტბისი - წალკა
გავლილი გზების მონაკვეთები:
შ-31 (კოდა - ფარცხისი - წალკა - ნინოწმინდა)

Posted by: vatman 18 Apr 2016, 01:52
ნიკა
მაგ ვიდეოს მე-3 ნაწილი ვნახე, და რაც მაინტერესებდა წალკა-ტიკმატაშის უღელტეხილის მონაკვეთი - down1.gif

Posted by: ნიკა 18 Apr 2016, 12:09
vatman
QUOTE
მაგ ვიდეოს მე-3 ნაწილი ვნახე, და რაც მაინტერესებდა წალკა-ტიკმატაშის უღელტეხილის მონაკვეთი

საუღელტეხილო მონაკვეთი მშვენიერ მდგომარეობაშია. წალკა-ნარდევანია დაბრედილი. თან შარშან "შეაკეთეს"

ვიდეო 3 - წალკა-ფოკა
გავლილი გზების მონაკვეთები:
შ-31 (კოდა - ფარცხისი - წალკა - ნინოწმინდა)


Posted by: vatman 18 Apr 2016, 12:16
ნიკა
QUOTE
საუღელტეხილო მონაკვეთი მშვენიერ მდგომარეობაშია. წალკა-ნარდევანია დაბრედილი. თან შარშან "შეაკეთეს"

ნუ, ხო უღელტეხილამდე ვგულისხმობ.
დაბრედილი უკვე სექტემბერში იყო...

Posted by: ნიკა 19 Apr 2016, 12:18
vatman
QUOTE
დაბრედილი უკვე სექტემბერში იყო...

ოქტომბერში ვიყავი შაორის ციხეზე და არემონტებდნენ. მაგრამ ვაი მაგ გარემონტებას. უარეს დღეშია ახლა.

ვიდეო 4 - ფოკა-ახალქალაქი
გავლილი გზების მონაკვეთები:
შ-31 (კოდა - ფარცხისი - წალკა - ნინოწმინდა), ს-11 ახალციხე-ნინოწმინდა (სომხეთის საზღვარი), შ-21 ახალქალაქის შემოვლითი



ვიდეო 5 - ახალქალაქი-ვარძია
გავლილი გზების მონაკვეთები:
ს-11 ახალციხე-ნინოწმინდა (სომხეთის საზღვარი), შ-58 ხერთვისი-ვარძია-მტკვარი (თურქეთის საზღვარი)

ამ ვიდეოში 4:55-დან კარგად ჩანს ფარავან ჰესის მილები მთის ფერდობზე. 5:20-ზე თვითონ ჰესის სადგურის შენობა.

Posted by: ნიკა 23 Apr 2016, 16:36
ვიდეო 6 - ვარძია-ახალციხე
გავლილი გზების მონაკვეთები:
შ-58 ხერთვისი-ვარძია-მტკვარი (თურქეთის საზღვარი), ს-11 ახალციხე-ნინოწმინდა (სომხეთის საზღვარი)

* * *
ვიდეო 7 - ახალციხე-ბორჯომი
გავლილი გზების მონაკვეთები:
ს-8 ხაშური-ახალციხე-ვალე (თურქეთის საზღვარი)

Posted by: ნიკა 25 Apr 2016, 12:17
გუშინ რკინიგზის ექსპედიციის ფარგლებში გავიარეთ თეთრიწყარო-ბედიანის პლატო-წალკა ე.წ. ბიპის გზა. თეთრი წყაროდან PSG2 საქაჩ სადგურამდე გზა არის იდეალური გრუნტის. მაგ ადგილიდან დაახლოებით პლატოს აღმართის დასასრულამდე კი გზა საშინლადაა მომსპარი რკინიგზის რეკონსტრუქციაზე მომუშავე ტექნიკის მიერ. თვითონ პლატოზე და წალკამდე ისევ "არაუშავს" მდგომარეობაშია გზა. ვიდეო იქნება რკინიგზის ვიდეოს ციკლთან ერთად.

Posted by: ნიკა 25 Apr 2016, 17:53
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/376850-antikorufciuli-saagento-baghdathis-gamgebels-200-athas-larze-metis-gaflangvas-edaveba.html

”გამოძიებით დადგენილია, რომ სსიპ ,,თვითმმართველი ერთეული ბაღდათის მუნიციპალიტეტმა" 2015 წლის 26 თებერვალს გამოაცხადა გამარტივებული
ელექტრონული ტენდერი ბაღდათი - ზეგანი - საკრაულას დამაკავშირებელი გზის ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაზე, რომელშიც გაიმარჯვა შპს ,,ქვენიფნელმა“ და რომელთანაც ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელმა 2015 წლის 20 აპრილს, 950 000 ლარის სამუშაოების შესრულებაზე N48 ხელშეკრულება გააფორმა.

შპს „ქვენიფნელის“ მიერ სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი გეგეშიძემ, ზემოხსენებული სამუშაოების
საბოლოო მიღება - ჩაბარება მოახდინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევით, კერძოდ, ასფალტის სამუშაოების უხარისხოდ და
სტანდარტებთან შეუსაბამოდ შესრულების თაობაზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, მან შესრულებული სამუშაოების საბოლოო მიღება - ჩაბარება განახორციელა ერთპიროვნულად, მიღება - ჩაბარების მუდმივმოქმედი კომისიის გვერდის ავლით და შპს „ქვენიფნელს“ გადაურიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისათვის გადასახდელი მთლიანი თანხის დარჩენილი ნაწილი 227 654,80 ლარი, რაც გაფლანგა.

Posted by: ნიკა 1 May 2016, 20:47
5:30-დან კოჯორი-სამადლო გზაზე მიმდინარე სამუშაოები 6 მარტი 2016 მდგომარეობით

Posted by: ნიკა 1 May 2016, 23:36
იალნოს მთიდან ჩამოსვლისას უკან სხვა გზით დავბრუნდი. მოვხვდი სოფელ ახალსოფელში-იქიდან სოფელ სააკაძეში და მერე ვაზიანთან გავედი ტრასაზე. მოკლედ ნახეთ ვიდეო. ის რასაც 3:08-დან ნახავთ გაგაოცებთ.


Posted by: rommel 2 May 2016, 12:20
QUOTE
ის რასაც 3:08-დან ნახავთ გაგაოცებთ.

მგონი ბლექ სი გრუფმა გააკეთა ეგ გზა,მართლა კარგი ყოფილა.

Posted by: პაწა 2 May 2016, 14:22
წყნეთი-კიკეთის მონაკვეთზე რამე ისმის?

Posted by: ნიკა 2 May 2016, 15:29
არაფერი ეშველება მაგას დიიიდიიიი ხანი. .

Posted by: Kublicha 2 May 2016, 21:05
აბა დღეს სად გვაქვს საცობის ეპიცენტრი? ალბათ ოსიაურთან ან ზესტაფონი-ნახშირღელეს მონკვეთზე.
გმირების პირველი სურათები არ გავრცელებულა ჯერ?

Posted by: ნიკა 2 May 2016, 21:09
ავტობანის თემაა. სხვა გზებზე საცობები არ შეიმჩნევა. ბარჯისხევის სურათი დაიდო ერთი მანქანა არაა.

Posted by: ნიკა 26 May 2016, 14:30
ეს რა ადგილია ვერ მივხვდი
https://www.facebook.com/mamisoni01/posts/594789994017047

Posted by: da_to 23 Jun 2016, 10:37
სიახლეები საქართველოს გზებზე დაგეგმილი სამუშაოების შესახებ:

1. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი - წყალტუბო - ცაგერი - ლენტეხი - ლასდილის საავტომობილო გზის კმ100-კმ112 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები - 9`777`210.00 GEL
2. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-7) ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ 154 - კმ 185 (ლოტი-2) საპროექტო მონაკვეთი პკ 123+70 - პკ 220+00 სარეაბილიტაციო სამუშაოები - 10`896`187.00 GEL

Posted by: nodara95 23 Jun 2016, 12:12
ზუგდიდი - ჯვარი - მესტია. ეს მონაკვეთი დიდი ხანია საჭიროებდა რეაბილიაციას. რაც მიშამ გახსნა მაგის მერე ინგრევა და ინგრევა ეგ გზა.

Posted by: PREDATOR 23 Jun 2016, 12:38
QUOTE

2. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-7) ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ 154 - კმ 185 (ლოტი-2) საპროექტო მონაკვეთი პკ 123+70 - პკ 220+00 სარეაბილიტაციო სამუშაოები - 10`896`187.00 GEL

up.gif up.gif up.gif
კაია თორე დედა ჰქონდა ნატირები smile.gif

Posted by: ჭოლო 23 Jun 2016, 13:54
https://www.facebook.com/sunsetshovi/?fref=ts
უწერა-შოვის რეაბილიტაცია დაიწყეს?
იყო ტენდერი?

Posted by: ნიკა 23 Jun 2016, 14:11
PREDATOR
nodara95
გაზომეთ ხოლმე სადაა ეს 154-185 კმ wink.gif

ეს მონაკვეთია თეთნულდის ტრასის გადასახვევიდან უშგულამდე

Posted by: vatman 23 Jun 2016, 14:25
ანუ გამოდის ეხლა უშგულამდე ღიპხოხიალა მანქანითაც ავალ?

Posted by: PREDATOR 23 Jun 2016, 14:57
ნიკა
QUOTE
ეს მონაკვეთია თეთნულდის ტრასის გადასახვევიდან უშგულამდე

დავწერე ეგ პოსტი და მერე წავშალე უკან biggrin.gif
აშკარად სხვა მონაკვეთია სურათები ვნახე და მივხვდი რაღაცაში იყო საქმე biggrin.gif
vatman
QUOTE
ანუ გამოდის ეხლა უშგულამდე ღიპხოხიალა მანქანითაც ავალ?

yes.gif
ამ წელიწადს უკვე უნდა მივსულიყავით ანუ დამთარებული უნდა ყოფილიყო მაგ გზის Mშენებლობა დაწყებული იყო მარა 13 ივნისის ამბების გამო გააჩერეს.

Posted by: vatman 23 Jun 2016, 15:50
QUOTE
ამ წელიწადს უკვე უნდა მივსულიყავით ანუ დამთარებული უნდა ყოფილიყო მაგ გზის Mშენებლობა დაწყებული იყო მარა 13 ივნისის ამბების გამო გააჩერეს.
იქაც დელიკებს ტოვებენ სამუშაოს გარეშე biggrin.gif

ხო ისე კინჩხას ჩანჩქერზე მიმავალ გზას აკეთებენ . შარშან ხო გააკეთეს გორდიდან სოფ. კინჩხის ცენტრამდე და ახლა აკეთებენ სოფ. კინჩხას ცენტრიდან ჩანჩქერამდე ასასვლელ გზას, სადაც ეზოში გადასაძრომი იყო. ასევე ხიდს აკეთებენ, სადაც წყალში იყო გადასასვლელი. დელიკების ბიზნესი მანდაც დამთავრდება უახლოეს მომავალში...


Posted by: SwaT-2011 23 Jun 2016, 17:39
სააკაძის მოედნის რეკონსტრუქცია იწყება

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური სააკაძის მოედნის რეკონსტრუქციას იწყებს, რომელიც ივლისის მეორე ნახევარში დასრულდება.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” მერიიდან აცნობეს, მოედანზე მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები, დამონტაჟდება შუქნიშნები და განახლდება საგზაო მონიშვნები, რაც გაზრდის ავტოტრანსპორტის გამტარუნარიანობას და მოძრაობა მეტად უსაფრთხო გახდება.

მერიაში აღნიშნავენ, რომ მოედნის რეკონსტრუქცია გერმანული საკონსულტაციო კომპანია “A+S”-ის მიერ, 2016 წლის დასაწყისში თბილისის მასშტაბით ჩატარებული კვლევის საფუძველზე მიმდინარეობს.

“A+S”-მა დედაქალაქის უბნებსა და ცალკეულ ლოკაციებში შეისწავლა როგორც კერძო, ასევე საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტისა და ქვეითთა მოძრაობის ნაკადების ინტენსივობა. პრობლემები გაანალიზდა პიკის საათების გათვალისწინებით და მათი გადაჭრის გზების ძიება მოხდა სიმულაციებისა და მოდელირებების საშუალებით.

სპეციალისტების დასკვნით, სააკაძის მოედნის რეკონსტრუქციის შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის გამტარიანობა მინიმუმ 8-10%-ით გაიზრდება”, - აცხადებენ მერიაში.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/385459-saakadzis-moednis-rekonstruqcia-itsyeba.html

Posted by: PREDATOR 23 Jun 2016, 18:34
QUOTE (vatman @ 23 Jun 2016, 15:50 )
QUOTE
ამ წელიწადს უკვე უნდა მივსულიყავით ანუ დამთარებული უნდა ყოფილიყო მაგ გზის Mშენებლობა დაწყებული იყო მარა 13 ივნისის ამბების გამო გააჩერეს.
იქაც დელიკებს ტოვებენ სამუშაოს გარეშე biggrin.gif

ხო ისე კინჩხას ჩანჩქერზე მიმავალ გზას აკეთებენ . შარშან ხო გააკეთეს გორდიდან სოფ. კინჩხის ცენტრამდე და ახლა აკეთებენ სოფ. კინჩხას ცენტრიდან ჩანჩქერამდე ასასვლელ გზას, სადაც ეზოში გადასაძრომი იყო. ასევე ხიდს აკეთებენ, სადაც წყალში იყო გადასასვლელი. დელიკების ბიზნესი მანდაც დამთავრდება უახლოეს მომავალში...

არააირად ქორულდის ტბებზე ასფალტს მაინც ვერ აიყვანენ ხოდა დელიკა მაინც საჭირო იქნება + ზამთარში ეგ გზა მაინც არაა ცალხიდიანებისთვის gigi.gif

Posted by: W-G1 23 Jun 2016, 18:49
ახალციხე-ბათუმის გზას თუ ეშველება რამე?

Posted by: Kublicha 23 Jun 2016, 20:11
ლარსის ჩაკეტვა იქნებოდა ამ გაგანია რუსთმასპინძლობის სეზონზე? თურქეთში, ეგვიპტეში და უკრაინაში ვეღარ მიდიან, დიდი ამბავი იქნება ჩვენს კურურტებზე

Posted by: da_to 24 Jun 2016, 14:04
QUOTE
სიახლეები საქართველოს გზებზე დაგეგმილი სამუშაოების შესახებ:


1. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 117-ე კილომეტრზე, მდინარე ცხენისწყალზე ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა - 2`975`990.00 GEL
2. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-201) ქუთაისი (მოწამეთა) - ტყიბული - ამბროლაურის ს/გზის კმ10 - ორპირი - ცუცხვათი - მღვიმეს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა - 9`475`757.00 GEL
3. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-163) მარნეული - ალგეთი - აზიზქენდის საავტომობილო გზის კმ 10+500 - კმ 14+000 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა - 1`652`900.00 GEL
4. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-43) თიანეთი - ახმეტა - ყვარელი - ნინოგორის გზის 126-ე კმ-ზე (სოფ. ბაისუბანში) არსებული მილის კვეთის გაზრდის მიზნით ჩასატარებელი სამუშაოების შესყიდვა - 510`121.00 GEL
5. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი - სენაკი - ლესელიძის საავტომობილო გზის კმ40 (ახალგორის გზაგამტარი), კმ56 (იგოეთის გზაგამტარი) და კმ57 (ხიდი მდ. ლეხურაზე) არსებული სახიდე გადასასვლელების სადერფორმაციო ნაკერების აღდგენის სამუშაოების შესყიდვა - 593`570.00 GEL
6. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-36) თბილისი (პანტიანი) - მანგლისის საავტომობილო გზის 29-ე კმ-ში არსებული ქვის თაღოვანი სახიდე გადასასვლელის ნაცვლად ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა - 2`032`290.00 GEL
7. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-84) ზუგდიდი - ჯიხაშკარი - ჩხოროწყუს საავტომობილო გზის მე-15 კმ-ში მდ. ჭანისწყალზე ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა - 3`507`080.00 GEL
8. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი - ჯვარი - მესტია - ლასდილის საავტომობილო გზის კმ 165 - კმ 177 (საპროექტო მონაკვეთის პკ 220+00 - პკ 350+00) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა - 14`083`564.00 GEL

Posted by: Accident 25 Jun 2016, 00:21
http://www.interpressnews.ge/ge/regioni/385731-bathumi-khulo-akhalcikhis-damakavshirebeli-gzis-reabilitaciis-proeqti-momaval-tsels-daitsyeba.html

ბათუმი-ხულო-ახალციხის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროექტი მომავალ წელს, თოვლის დადნობისთანავე დაიწყება, - ნოდარ ჯავახიშვილი


ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, აღნიშნულ გზაზე ძალიან სერიოზული პროექტის განხორციელება იწყება.

”ამ გზის მნიშვნელობა ჩვენც ძალიან კარგად გვესმის. ჯერ კიდევ 2013 წელს გაკეთდა განსახლების გეგმაც და პროექტირებაც, მაგრამ მაშინ ამის დამფინანსებელი დონორი არ გამოჩნდა და ბიუჯეტშიც შესაბამისი ფული ვერ გამოიძებნა.

პრაქტიკულად, შეთანხმებული გვაქვს ყველა ძირითადი საკითხი. მას ხელი მოეწერება უახლოეს პერიოდში, ამას შემდეგ რატიფიცირება სჭირდება პარლამენტში. ეს პროცესი, ალბათ, ცოტათი გაიჭიმება, რადგან პარლამენტმა დაამთავრა უკვე მუშაობა, თუმცა ჩვენ არ ვჩერდებით”, - განაცხადა ჯავახიშვილმა.


მინისტრის თქმით, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით მას მთავრობის სხდომაზე სამი საკითხი ჰქონდა გატანილი.
”ჩვენ მივიღეთ ნებართვა, რომ განსახლების გეგმის განახლება დავიწყოთ, რადგან ამ სამი წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა და არ შეიძლება მოქალაქეები დავაზარალოთ. ერთდროულად მივიღეთ ნებართვა, რომ რატიფიკაციამდე პროექტის განახლება დავიწყოთ, რადგან მოგეხსენებათ, საკმაო პერიოდი გავიდა და შესაბამისი ცვლილებები პროექტშიც იქნება შესატანი




ვთვლით, რომ გაცილებით უკეთესი გზა უნდა გავაკეთოთ იმ თვალსაზრისით, რომ მანდ არის საკმაოდ დიდი მონაკვეთი, სადაც სულ არის წარმოუდგენელი ნამქერი.

თუ თქვენ ამ გზას იცნობთ, ნამქერის დროს გაწმენდას აზრი არ აქვს, რადგან გაივლის ბულდოზერი და ვიდრე გამოივლის, თოვლი ისევ რამდენიმე მეტრია.

ამიტომ მანდ გვინდა გამოვიყენოთ მარაბდა-ახალქალაქის რკინიგზაზე გამოყენებული გადახურვის მეთოდი და ზუსტად ყველაზე მტკივნეული მონაკვეთი ისე გადავხუროთ, რომ პრაქტიკულად სულ გავლადი იყოს”, - განაცხადა ჯავახიშვილმა.


მისივე თქმით, 30 კილომეტრზე დონორი უკვე არის და 17 კილომეტრთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროპის საინვესტიციო ბანკთან, რომელიც დამაიმედებელია.





ასეთს რას აპირებენ, რომ განსახლებაა საჭირო, ან რისი გადახურვა უნდათ spy.gif

Posted by: ნიკა 26 Jun 2016, 23:44
მთის გზები bird eye view

Posted by: ივანიჩ 28 Jun 2016, 11:43
http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1467098404
რაის ახალი შემოვლითი გზაო?
არსებული რატო არ მოწონთ ნეტა?

Posted by: PREDATOR 28 Jun 2016, 11:55
QUOTE (ივანიჩ @ 28 Jun 2016, 11:43 )
http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1467098404
რაის ახალი შემოვლითი გზაო?
არსებული რატო არ მოწონთ ნეტა?

ეგ უნდა დამეწერა ეხლა
ეს რა მოიგონეს? spy.gif

Posted by: SwaT-2011 28 Jun 2016, 13:09
ივანიჩ
PREDATOR

Posted by: AUTOCRAT 28 Jun 2016, 13:18
QUOTE
რაის ახალი შემოვლითი გზაო?
არსებული რატო არ მოწონთ ნეტა?

„ატკატებია“ საჭირო მარტო პრემიებით როგორ გინდა ცხოვრება yes.gif

Posted by: vaxushtii 28 Jun 2016, 13:31
იცით რა არ მესმის?
უკვე არსებული იმდენი გზაა შესაკეთებელი და თავიდან დასაგები, ფულის მოტეხვა ამ პროექტებიდანაც არის შესაძლებელი.
რა საჭიროა ასე უაზროდ ახალი მარშრუტის გამოგონება?

ნატახტარი - რუსთავი, სრულიად ახალი გზა biggrin.gif
წარმოდგენით მაინც სად უნდა გაიაროს ამ გზამ? (თან მეწყრულ ზონაში რომ არ მოხვდეს)

Posted by: PREDATOR 28 Jun 2016, 13:37
QUOTE (vaxushtii @ 28 Jun 2016, 13:31 )
იცით რა არ მესმის?
უკვე არსებული იმდენი გზაა შესაკეთებელი და თავიდან დასაგები, ფულის მოტეხვა ამ პროექტებიდანაც არის შესაძლებელი.
რა საჭიროა ასე უაზროდ ახალი მარშრუტის გამოგონება?

ნატახტარი - რუსთავი, სრულიად ახალი გზა biggrin.gif
წარმოდგენით მაინც სად უნდა გაიაროს ამ გზამ? (თან მეწყრულ ზონაში რომ არ მოხვდეს)

ზეგ გადაგვაგებენ ალბათ givi.gif
---------------------

Posted by: ნიკა 28 Jun 2016, 14:28
QUOTE (SwaT-2011 @ 28 Jun 2016, 13:09 )
ივანიჩ
PREDATOR

100% .

Posted by: rommel 29 Jun 2016, 11:50
QUOTE
რაის ახალი შემოვლითი გზაო?
არსებული რატო არ მოწონთ ნეტა?


რა არის მოსაწონი არსებულში? smile.gif

თბილისის შემოვლითი E60-ის შემადგენელი ნაწილია და საერთაშორისო ტვირთებს, ასევე მსუბუქ მანქანებს, რომელთაც თბილისში საქმე არ აქვთ ავჭალაში შესვლა არ უნდა უწევდეთ, ანუ გზა დასახლებულ პუნქტს გვერდს უნდა უვლიდეს. ამას დაუმატე გლდანი-ნორიოს მეწყრული მონაკვეთი.

აი ნატახტარი-რუსთავის სრულიად ახალი მონაკვეთი კი უბრალოდ დებილის დაწერილი მგონია. ნორიოს შემდეგ ახალ გზას ვერ გააკეთებ და არც არის საჭირო.

Posted by: PREDATOR 4 Jul 2016, 15:22
ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით დარიალის ხეობაში გვირაბი აშენდება
ხელისუფლება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას იწყებს – დარიალის ხეობაში ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებისთვის გვირაბი აშენდება. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე რადიო „კომერსანტთან" აცხადებს, დევდორაკის ხეობა არის დიდი მყინვარის ენის გამოგრძელება, სადაც ვითარდება მეწყერული მოვლენები და ეს ისტორიულად ძალიან რთული ადგილია.

სეთურიძე ამბობს, რომ პრევენციული ზომები, რომლებსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ატარებს, არის დროებითი და მიდის მუშაობა გაცილებით უფრო სრულყოფილ ალტერნატივაზე. მისივე ინფორმაციით, სავარაუდოდ ეს იქნება გვირაბი, რომლის მშენებლობაც წელს დაიწყება. სეთურიძის თქმითვე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაფინანსების თაობაზე უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას , გვირაბის მშენებლობა კი ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს. სეთურიძე მასშტაბური პროექტის სავარაუდო ღირებულებას ამ ეტაპზე არ ასახელებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის განცხადებით დღეს ხეობაში სპეციალური სამსახურები აკონტროლებენ სიტუაციას – მყინვარის მოქმედებას, ასევე ამინდისგან გამოწვეულ მეწყერულ მოვლენებს იმისათვის, რომ უბედურება არ მოხდეს.

მოძრაობა მცხეთა-სტეფანწმინდა- ლარსის გზაზე, დარიალის ხეობაში, 23 ივნისს ძლიერი წვიმების შედეგად, დევდორაკის ხეობიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა გადაკეტა მდინარე თერგის კალაპოტი, რის შედეგადაც მდინარე თერგმა შეიცვალა მიმართულება. მოვარდნილმა წყალმა წაიღო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის დაახლოებით 800 მეტრიანი მონაკვეთი.

ხეობაში გზის გახსნა დღეს საღამოდან იგეგმება.

გზის გახსნის შემდეგ მოძრაობა ყველა ტიპის ავტოტრანსპორტისთვის სპეციალური რეჟიმით იქნება შესაძლებელი და ავტომობილთა გადაადგილებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.
http://commersant.ge/?m=5&news_id=38894&cat_id=11
30 გვირაბი

Posted by: პაწა 5 Jul 2016, 12:31
ხომ ვერ მეტყვით, ადიგენი-ხულოს მონაკვეთი რა მდგომარეობაშია?

Posted by: ნიკა 5 Jul 2016, 17:51
პაწა
QUOTE
ხომ ვერ მეტყვით, ადიგენი-ხულოს მონაკვეთი რა მდგომარეობაშია?

ცუდ. სედანითაც გადახვალ თუმცა დიდი ალბათობით სავალი ნაწილის შეკეთება მოგიწევს. დროშიც ძალიან გაგეწელება გზა. ჯიპით უპრობლემოდ.

Posted by: AUTOCRAT 6 Jul 2016, 16:30
უპს, თემა შემეშალა user.gif

Posted by: d_tsabo 13 Jul 2016, 23:37
მოკლედ შაბათ კვირას ვიყავი ხევსურეთში ჩარგლის მერე იწყება ჩვეულებრივი მოხრეშილი გზა ალაგალაგ ძელი ასვალტის ნაგლეჯებით და ჰოი საოცრებავ სოფელ კორშაში 500 მეტრზე აგებენ ასვალტს ჩდება კიტხვა რატომ?

Posted by: Fabian 14 Jul 2016, 11:41
vaxushtii
QUOTE
ნატახტარი - რუსთავი, სრულიად ახალი გზა
წარმოდგენით მაინც სად უნდა გაიაროს ამ გზამ? (თან მეწყრულ ზონაში რომ არ მოხვდეს)

ჩემი ვარაუდით საგურამოთი, მერე გვირაბით მარტყოფისკენ და იქედან ბოსტანქალაქში...

Posted by: ნიკა 16 Jul 2016, 20:51
http://guardian.ge/15336-lentekhiushgulimestiis-saavtomobilo-gzis-100milioniani-proeqtis-mshenebloba-agvistoshi-daitsyeba.html

ესეც მესტიის გზას რაც შეეხება.

Posted by: PREDATOR 18 Jul 2016, 10:14
QUOTE (ნიკა @ 16 Jul 2016, 20:51 )
http://guardian.ge/15336-lentekhiushgulimestiis-saavtomobilo-gzis-100milioniani-proeqtis-mshenebloba-agvistoshi-daitsyeba.html

ესეც მესტიის გზას რაც შეეხება.

ეგ უნდა დამეპოსტა ეხლა რა გზაზე ლაპარაკი?
ვერ მივხვდი რომ არ დავმალო smile.gif)

Posted by: Artgeo 24 Jul 2016, 23:25
გუგუთი - მარნეულის მონაკვეთი რა მდგომარეობაშია?

Posted by: ნიკა 26 Jul 2016, 13:35
წყნეთი-სამადლო გზაზე ჯიპი გადადის უკვე თურმე
https://www.facebook.com/toka.giorgadze/videos/vb.100002919851188/1082610701846248/?type=2&theater¬if_t=video_reply¬if_id=1469522278574497

Posted by: ნიკა 26 Jul 2016, 14:44
საირმე-აბასთუმანის, იმერეთი-რაჭას, სვანეთის ახალი გზის, ხევსურეთის და მთა-თუშეთის საავტომობილო გზის დაპროექტებაზე ტენდერი მიმდინარე კვირაში გამოცხადდება.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი სეთურიძემ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, მომავალ წელს ყველა ამ მონაკვეთზე პროექტი მზად იქნება და სამუშაოები 2017 წლის ბოლოს, 2018 წლის დასაწყისში დაიწყება.

მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც ვაცხადებთ ტენდერს, საირმე-აბასთუმანის, იმერეთი-რაჭას, ხევსურეთის და მთა თუშეთის, ასევე სვანეთის ახალი გზის დაპროექტების თაობაზე.

რაჭის კუთხით, რამოდენიმე მიმართულება განიხილება, შეიძლება 30-40 კილომეტრიანი მონაკვეთი გამოვიდეს, დაპროექტების შედეგად ზუსტად იქნება შერჩეული ოპტიმალური ვარიანტი", - განაცხადა გიორგი სეთურიძემ. მისივე თქმით, აღნიშნული მონაკვეთების მშენებლობაზე მთავრობა დონორ ორგანიზაციებთან დაფინანსების თაობაზე მოლაპარაკებებს გეგმავს, რის შემდეგაც ცნობილი გახდება დაფინანსების და მშენებლობის ზუსტი გრაფიკი.

http://businesscontact.ge/ka/article/sairme-abastumanis-imereti-rachas-svanetis-xevsuretis-da-mta-tushetis-gzis-daproeqtebaze-tenderi-mimdinare-kvirashi-gamocxaddeba/5109

Posted by: PREDATOR 26 Jul 2016, 14:53
სვანეთის ახალი გზა მაინტერესებს მაგრად რა გამოვა rolleyes.gif

Posted by: sha 30 Jul 2016, 09:56
მთავრობა ყაზბეგი-ხევსურეთი-თუშეთის გზის მშენებლობას გეგმავს

http://ick.ge/rubrics/economics/29610-i.html

საინტერესოა up.gif

Posted by: ნიკა 30 Jul 2016, 11:13
დაუზუსტებელი ინფორმაციით არხოტის გზა უღელტეხილს გადაცდაო. ეს იქნება ყველაზე მაღალი საავტომობილო უღელტეხილი საქართველოში - 2968 მეტრი.
ყველაზე მაღალი არაუღელტეხილი თუ არ ვცდები არის საძელეს მთაზე ასასვლელი გზა - 3258 მეტრი

Posted by: W-G1 30 Jul 2016, 19:09
ნიკა
მაგას გადახურვა არ საჭირდება? თოვლის და ნამქერის გამო

Posted by: ნიკა 30 Jul 2016, 20:15
wit-georgia1
რა გადახურვა? გადახურვაზე იაფი გვირაბის გაყვანა დაჯდებოდა. იქნება 3-4 თვიანი გზა. ივლისიდან ოქტომბრამდე. როგორც თუშეთის გზაა

Posted by: W-G1 30 Jul 2016, 22:53
ნიკა
ყაზბეგისკენ რო მიდიხარ, ხო არის გადახურული გზები?

Posted by: ნიკა 30 Jul 2016, 23:53
wit-georgia1
მაგ გზების შედარება არ შეიძლება. საქართველოს სამხედრო გზა საერთაშორისო მნიშვნელობის არტერიაა. და არხოტის გზა გრუნტის 6 მეტრი სიგანის გზა იქნება რამოდენიმე ოჯახისთვის და მესაზღვეებისთვის. თან 2968 მეტრზე გადის, ანუ 600 მეტრით მაღლა. მაგ სიმაღლეზე აზრი არა აქვს ზავავდამცავ გვირაბებს. თოვლის საფარია უკვე პრობლემა.

Posted by: W-G1 31 Jul 2016, 00:26
ნიკა
გასაგებია

ისე გოდერძზე რას ფიქრობ იქაც მასე აზრი არ აქვს?

Posted by: Kublicha 31 Jul 2016, 00:49
ნიკა
QUOTE
ეს იქნება ყველაზე მაღალი საავტომობილო უღელტეხილი საქართველოში - 2968 მეტრი.

აბანო 3000 არაა?

Posted by: ნიკა 31 Jul 2016, 01:45
Kublicha
QUOTE
აბანო 3000 არაა?

საიდან მოიტანე?

http://mygeorgia.ge/Default.aspx?map=Cmp_Geoland_physical&target=45.511531765875,42.2781955831632,15

Posted by: ნიკა 2 Aug 2016, 15:22
QUOTE
არსებული მაგისტრალი სამხრეთით გაივლის და ბაკურციხემდე ჩავა, შემდგომ ბაკურციხიდან თელავისკენ,


facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

დანარჩენი აქ. ავტობანზეც წერია საინტერესო ინფო.
http://businesscontact.ge/ka/article/tbilisidan-sagarejomde-otxzoliani-chqarosnuli-avtomagistrali-gaketdeba/5303

Posted by: Kotola 2 Aug 2016, 15:35
80-90 კმ/სთ-იანი დაშვება იქნება რიკოთზეო facepalm.gif მაინც მიხვეულ-მოხვეულს აკეთებენ ესეიგი...

Posted by: PREDATOR 2 Aug 2016, 15:58
ვაა აფტაბანით ცავლა ხოლმე აწი საგარეჯოში? givi.gif
წინასაარჩევნოდ მაგრად მოაქ up.gif biggrin.gif

Posted by: ნიკა 2 Aug 2016, 16:00
PREDATOR
საგარეჯოში კი არა გარდაბანში წახვალ. სართიჭალამდეო და სართიჭალა გარდაბანია givi.gif

Posted by: PREDATOR 2 Aug 2016, 16:04
ნიკა
სათაურში სხვა წერია მარა ტექსტში კიდევ სხვა drug.gif

Posted by: ნიკა 2 Aug 2016, 17:26
უკანა გზა ჩაიწერა თურმე კამერამ

Posted by: da_to 2 Aug 2016, 22:43
ზემო იმერეთი (საჩხერე) – რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციის განსახორციელებლად ალტერნატიული მიმართულებების ანალიზისა და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების შესყიდვის ელექტრონული კონკურსი - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3`211`864.00 GEL

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (საღორია) – ბაღდათი – აბასთუმანი – ბენარას საავტომობილო გზის ბაღდათი – აბასთუმანის მონაკვეთის რეაბილიტაცია–რეკონსტრუქციის სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო მომსახურების შესყიდვის ელექტრონული კონკურსი - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3`474`576.00 GEL

Posted by: ნიკა 3 Aug 2016, 01:06
da_to
QUOTE
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (საღორია) – ბაღდათი – აბასთუმანი – ბენარას საავტომობილო გზის ბაღდათი – აბასთუმანის მონაკვეთის რეაბილიტაცია–რეკონსტრუქციის სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო მომსახურების შესყიდვის ელექტრონული კონკურსი - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3`474`576.00 GEL

ჰმ. ნუთუ საირმეს დაიკიდებენ და ისევ ზეკარზე აღადგენენ გზას? იდეაში ზეკარზე ბევრად განიერი და ნაკლებქანობიანი გზა გადიოდა სანამ ჩაინგრეოდა. ბეღდათი-საირმე ბოლო მონაკვეთი ძალიან ვიწროა. ორი მანქანა ძლივს ეტევა. თუმცა ასფალტია საირმემდე.

Posted by: Kotola 3 Aug 2016, 10:50
QUOTE
უკანა გზა ჩაიწერა თურმე კამერამ

აუ რა საშინელი გზაა, აქ როგორ უნდა გაიყვანონ რიკოთის ალტერნატიული გზა. ზოგ ადგილას ჩვეულებრივი სოფლის ორღობეა და ვიღაცის ეზოში უნდა გაატარო ტრასა :/ სანამ აქ ტრასას ააშენებენ მანამდე თვითონ რიკოთის აშენებაც შეიძლება მემგონი...

Posted by: W-G1 3 Aug 2016, 11:10
Kotola
მგზავრობა იქნება კიდე უფრო საშინელი.

მეორე ვარიანტია საჩხერის გზა გააკეთონ მარა გააორმაგებს დროს. ორივე უნდა გააკეთონ. თან ბეტონის საფარით, დიდხანს რო გაძლოს.

Posted by: ნიკა 3 Aug 2016, 11:15
Kotola
ნაკვეთის გამოსყიდვა იქნება საჭირო. არაერთი და ორის.

ამასობაში შეგვიძლია გავიხსენოთ რა კარგი ყოფილა არჩევნები


თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მოსახლეობა განახლებული გზით ისარგებლებს
http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1470207963

ამის მერე ლოგიკური იქნება თიანეთი-ახმეტა გააკეთონ. უამრავი ტურისტი დადის ხევსურეთი-თუშეთი და უწევთ თბილისით შემოვლა.

Posted by: ნიკა 3 Aug 2016, 11:19
ეს კი შპიუნური ფოტო როშკა-არხოტი გზის დასაწყისიდან.

* * *
ეჰ ტყუილად გვიხაროდა. აი ეგ რაც ფოტოზე ჩანს მარტო ეგაა გაკეთებული არხოტის გზაზე. ტექნიკა ჩაფლულია მიწაში. სავარაუდოდ შარშან ის რეპორტაჟი რომ გავიდა იმის მერე მანდვე დატოვეს ეგ ტექნიკა და ეგრე აგდია

Posted by: ივანიჩ 4 Aug 2016, 14:54
ისა
ვინც ნამყოფი ხართ
ნიჩბისში
კაი გზაა?
პატარა კოლტით ავალ თავისუფლად?

Posted by: Kotola 4 Aug 2016, 16:18
ივანიჩ
მცხეთიდან ახალ ნიჩბისამდე ტრასა მიდის ჩვეულებრივი და ქვემო და ზემო ნიჩბისისკენ რო გადაუხვევ სოფლის ჩვეულებრივი გრუნტის გზებია და წესით უნდა ახვიდე თავისუფლად...

Posted by: ივანიჩ 4 Aug 2016, 17:14
Kotola
გასაგებია, მადლობა
შაბათს უნდა ავიდე ზემო ნიჩბისში
მაინტერესებს რა ადგილია, ჰაერი როგორია და აშ

Posted by: dddd4444 4 Aug 2016, 22:36
ჩემი თემა ვიპოვე მგონი, ძალიან ხშირად დავდივარ ჩემი საყვარელი გასართობია,

დღეს გლდანი-ცხვარიჭამია- სიონი-თიანეთი-ტუშურები-ჟინვალი-ზე ვიყავი ამ მარშრუტზე არასოდეს ვყოფილვარ....

განსაკუთრებით მომეწონა ჟინვალი-თიანეთის მხარე, გზას რომ ბოლომდე გააკეთებენ ალბათ დაიტვირთება ტურისტულად...

Posted by: W-G1 5 Aug 2016, 00:06
dddd4444
სიონამდე როგორი გზაა?

Posted by: dddd4444 5 Aug 2016, 00:18
wit-georgia1
კარგი ჩვეულებრივი, ზოგან ორმოებია და აკეთებენ

Posted by: JoseeeM 5 Aug 2016, 10:12
PREDATOR
QUOTE
ვაა აფტაბანით ცავლა ხოლმე აწი საგარეჯოში?  



ვაუ, მაგარია! up.gif

''ასევე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულებაა თბილისიდან კახეთის მიმართულება. ამაზე ჯერჯერობით არ გვისაუბრია. ექსკლუზიური ინფორმაციაა. გაკეთდება ოთხზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი დაახლოებით საგარეჯომდე ან სართიჭალამდე, საიდანაც მოძრაობა გაიყოფა გომბორის მიმართულებით, ასევე შიდა სოფლებზე. ეს პროცესი დაწყებულია, უახლოეს დღეებში პროექტირება დაიწყება. არსებული მაგისტრალის სამხრეთით გაივლის ახალი მაგისტრალი და ბაკურციხემდე ჩავა, შემდგომ ბაკურციხიდან თელავისკენ, თელავიდან წნორისკენ და წნორიდან ლაგოდეხისკენ . ''
http://businesscontact.ge/ka/article/tbilisidan-sagarejomde-otxzoliani-chqarosnuli-avtomagistrali-gaketdeba/5303





ნიკა

QUOTE
საგარეჯოში კი არა გარდაბანში წახვალ. სართიჭალამდეო და სართიჭალა გარდაბანია



საგარეჯოში რომ ჩახვიდე სართიჭალა ხომ უნდა გაიარო,

რა მნიშვენელობა აქვს ადმინისტრაციულად გარდაბანს ეკუთვნის თუ არა - ტრანზიტს გადაგახდევინებენ ?
lol.gif



QUOTE
ამის მერე ლოგიკური იქნება თიანეთი-ახმეტა გააკეთონ. უამრავი ტურისტი დადის ხევსურეთი-თუშეთი და უწევთ თბილისით შემოვლა.


ძალიან კარგი იქნება! up.gif




* * *



მერია! აეროპორტიდან-ლოჭინის ხიდამდე მიხედე გზას!

ბლьяდ! mad.gif

Posted by: dddd4444 5 Aug 2016, 10:49
ერთი კვირის წინ დილიდან ერთ დღეში:
თბილისი- ზესტაფონი -თერჯოლა-ტყიბული-ამბროლაური-ონი-შოვი ეს მონაკვეთი გავიარე.

ავტობანი არ ვარგა,
რიკოთზე- გასწრებები მიდის მესამზე ზოლიდან..

ონი - შოვი ვერ ახვალო ისო ესო და მშვენივრად ავედი, გზას აკეთებენ სხვათაშორის.

Posted by: ჭოლო 5 Aug 2016, 11:23
QUOTE
ონი - შოვი ვერ ახვალო ისო ესო და მშვენივრად ავედი, გზას აკეთებენ სხვათაშორის.

უწერა შოვი კეთდება
ონი-უწერა კარგი გზაა smile.gif

Posted by: ივანიჩ 5 Aug 2016, 11:23
QUOTE
ონი - შოვი ვერ ახვალო ისო ესო და მშვენივრად ავედი, გზას აკეთებენ სხვათაშორის.

უწერამდე ტკიცინა ასფალტი 2012 წელს დააგეს ზაფხულში...
და მაშინ როგორი მოლოდინი იყო რომ ბოლომდე გააკეთებდნენ
ეხლა გაახსენდათ 4 წლის მერე რომ არ დაუმთავრებიათ და ისევ საარცევნოდ აკეთებენ

Posted by: dddd4444 5 Aug 2016, 13:14
აბა კაი მარშრუტის რჩევა მომეცით, სედანით რომ მიისვლებოდეს...

წალკა-დაშბაშზე ვიყავი, თითქოს ახალ 4 კილომეტრიან ტურისტულ გზას აკეთებენ

Posted by: da_to 5 Aug 2016, 20:00
ლენტეხის და მესტიის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო მომსახურების და საავტომობილო გვირაბის მშენებლობისათვის საჭირო ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთების მომსახურების შესყიდვის ელექტრონული კონკურსი

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4`000`000.00 GEL

Posted by: W-G1 6 Aug 2016, 01:36
dddd4444
თბილისი-წალკა-ახალქალაქი-ახალციხე-ხულო-ბათუმი

Posted by: dddd4444 6 Aug 2016, 20:31
wit-georgia1
მადლობა
გადავალ სედანით უღელტეხილზე?

Posted by: ML320_Blue 6 Aug 2016, 20:58
სამ წელზე მეტი ხანია, ეს პატარა მონაკვეთი გაფუჭებულია ამხელა სოფელ წეროვანში, დღეში 1-2 პლადო მაინც გადის და პატრონი არ ჰყავს.

http://radikal.ru/big/bcc4b664d3754124b086f9037bfb8a0b

Posted by: W-G1 6 Aug 2016, 21:07
dddd4444
პირობას ვერ მოგცემ, ძალიან ძნელი იქნება... გრუნტის ოღრო-ჩოღრო.

Posted by: Fabian 7 Aug 2016, 02:20
dddd4444
QUOTE
აბა კაი მარშრუტის რჩევა მომეცით, სედანით რომ მიისვლებოდეს...

წალკა-დაშბაშზე ვიყავი

წალკა-ნინოწმინდა-გიუმრი-ერევანი-მეგრი-თებრიზი-თეირანი-მეშხედი-ჰერატი-ჰილმენდის პროვინცია user.gif user.gif

Posted by: W-G1 7 Aug 2016, 02:36
თბილისი-სარფი-იერუსალიმი წავა? Fabian
biggrin.gif

Posted by: Fabian 7 Aug 2016, 02:47
wit-georgia1
QUOTE
თბილისი-სარფი-იერუსალიმი წავა?

სედანით ვერ გავა სირიაში user.gif user.gif

Posted by: W-G1 7 Aug 2016, 03:04
Fabian
ერაყით და იორდანიით რო აუაროს გვერდი სირიას?

Posted by: SwaT-2011 7 Aug 2016, 03:11
QUOTE
სედანით ვერ გავა სირიაში   

რა პრობლემაა სვარკა და 2 რკინის ლისტია საჭირო user.gif

http://radikal.ru/big/e36bfadf863d4839bb7d4f47a73d0b7b

1 კპვტ გინდა კრიშაზე და ვაბშე კომპლექტი შეიკვრება user.gif

Posted by: ნიკა 8 Aug 2016, 10:49
სავნეთის წრიული ტური მოვიარე. ინფორმაცია მქონდა რომ ლატფარის უღელტეხილზე გზა გაუვალია და ამის გამო ზაგაროს უღელტეხილით წავედით. თუ საკუთარი თავი გიყვართ ეგ შეცდომა აღარ გაიმეოროთ. არც რაიმე განსაკუთრებული ხედებია. გზა ხო უსაშველოდ გრძელი და კატასტროფულად მომსპარია. ამავე დროს შედარება არაა იმდენად მოკლეა გზა სვანეთში ლენტეხის გავლით.
ზუგდიდი-მესტიის გზა ბევრგანაა სერიოზულად დაზიანებული. ბეტონის საფარს ძირი აქვს გამოცლილი. დროზე უნდა მიხედვა, თორემ მერე ბევრად ძვირი დაჯდება მაგისი აღდგენა. არა და ტურისტების ზღვაა. ამდენი ტურისტი ერთად ცხოვრებაში არ მინახია.

Posted by: Kotola 8 Aug 2016, 11:44
ნიკა
რამე ვიდეოები არ გაქვს რეგისტრატორით ან ისე გადაღებული?

Posted by: ნიკა 8 Aug 2016, 17:48
Kotola
ყველაფერი მაქვს მაგრამ ლამის 24 საათია ონბორდ ვიდეო და დიდი დრო დამჭირდება დასახარისხებლად. მერე რენდერი და ა.შ.

Posted by: Kotola 9 Aug 2016, 11:33
ნიკა

გასაგებია smile.gif თუ დაამუშავებ დადე, დაგელოდები biggrin.gif ძალიან მაინტერესებს ეგ ადგილები...

Posted by: ივანიჩ 9 Aug 2016, 11:45
QUOTE (Kotola @ 4 Aug 2016, 16:18 )
მცხეთიდან ახალ ნიჩბისამდე ტრასა მიდის ჩვეულებრივი და ქვემო და ზემო ნიჩბისისკენ რო გადაუხვევ სოფლის ჩვეულებრივი გრუნტის გზებია და წესით უნდა ახვიდე თავისუფლად...

ტრასა კი მიდი მარა ყოველ 10 მეტრში ბუგარიოკები ვინ დააგო რა ###ობაა
ასვლით ავედი თავისუფლად, ზემო ნიჩბისია უასფალტო თორე ქვემოში ძველი ასფალტია შემორჩენილი, პროსტა ბუნებრივი გაზის მილები გაყავთ და შევიწროებულია მაგ მილების გადათხრის გამო.

Posted by: Kotola 9 Aug 2016, 14:06
ივანიჩ

ხოო ბუგაროკები ტეხავს, მარა სოფლებში რო გადის მაგის გამოა რა

Posted by: ნიკა 11 Aug 2016, 15:24
მორიგი boli.gif
თბილისიდან თუშეთამდე თანამედროვე, ევროპული სტანდარტების გზა აშენდება
13:32 11-08-2016
თბილისიდან თუშეთამდე თანამედროვე, ევროპული სტანდარტების გზა აშენდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თბილისიდან თუშეთამდე თანამედროვე, ევროპული სტანდარტების გზა აშენდება. როგორც კვირიკაშვილმა თუშეთში, თუშეთობის დღესასწაულზე განაცხადა, უკვე დაწყებულია გზის პროექტირება.

”ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ და მივაქცევთ თუშეთის განვითარებას. თუშეთს გააჩნია უდიდესი პოტენციალი ტურიზმის თვალსაზრისით. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ტენდერი გზის პროექტირებაზე, რომელიც აუცილებლად აშენდება და იქნება საქართველოს დედაქალაქიდან თუშეთამდე მიმავალი თანამედროვე ევროპული სტანდარტების გზა იმისთვის, რომ ყველა ტურისტმა უსაფრთხოდ და რაც შეიძლება მოკლე დროში მოახერხოს თუშეთში ამოსვლა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მთიანი რეგიონების შემაერთებელი გზები, რომლებზეც ასევე ვმუშაობთ. ძალიან მნიშვნელოვანია რადგან სხვაგვარად შეუძლებელი იქნება ამ მხარის მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება. ამ გზას ექნება ბევრი დანიშნულება, პირველ რიგში ტურიზმის განვითარების, რათა აქაურმა ოჯახებმა მეტი ინტერესი ნახონ და ქონდეთ მეტი ინტერესი იმისთვის, რომ მცირე სასტუმროები გაიხსნას. ამ გზას ექნება უსაფრთხოების დანიშნულება, რადგან ეს არის ჩვენი სასაზღვრო რეგიონი და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ რეგიონში მოსახლეობის დამაგრებას. რა თქმა უნდა ამ გზას ასევე ექნება კულტურული მემკვიდრეობის შენახვის დანიშნულება, რადგან გზის და ინფრასტრუქტურის გარეშე ეს იქნება შეუძლებელი”, - განაცხადა პრემიერმა.

მანვე თუშებს დღევანდელი დღესასწაული მიულოცა.

”მივესალმები მართლაცდა ყველაზე ლამაზ მხარეს. ეს არის საქართველოს ანდამატი, ეს არის საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში. მიხარია, რომ თუშეთობას ერთად ვზეიმობთ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა აქ მცხოვრებს იმისთვის, რომ საქართველოს ეს ულამაზესი კუთხე შემოგვინახეთ. ძალიან მიხარია, რომ ამ დღესასასწაულში ამდენი ახალგაზრდა მონაწილეობს. პირველ რიგში მინდა მივულოცო თუშ მეცხვარეებს, რადგან მათი მეშვეობით მოხდა მოსახლეობის დამაგრება. თითოეული თუში აქ მცხოვრები არის საქართველოს ფარი, საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრის მესაზღვრე და თქვენი გმირობის მეშვეობით შევინარჩუნეთ ჩვენ ეს ულამაზესი კულტურა, რომელიც დღეს აქ გვაქვს და ვამაყობთ”, - განაცხადა პრემიერმა.

http://www.interpressnews.ge/ge/politika/392228-thbilisidan-thushethamde-thanamedrove-evropuli-standartebis-gza-ashendeba.html

Posted by: PREDATOR 11 Aug 2016, 15:59
ეგ უნდა დამედო ეხლა lol.gif

Posted by: da_to 11 Aug 2016, 16:59
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (ს-126) ახალქალაქი - კარწახი ს/გზის კმ33 - კიროვაკანი - კუმურდოს საავტომობილო გზის კმ 1 - კმ 10,1 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის ერთეტაპიანი ელექტრონული ტენდერი

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5`519`076.00 GEL

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-90) დარჩელი - განმუხურის საავტომობილო გზის კმ 6+150-კმ 11+600 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის ერთეტაპიანი ელექტრონული ტენდერი

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2`675`571.00 GEL

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-16) ქუთაისი (ჭომა) - ალპანა - მამისონის უღელტეხილი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ15 - კმ22 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის ერთეტაპიანი ელექტრონული ტენდერი

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5`175`749.00 GEL


სნო – ჯუთა – როშკა – შატილი – ომალო – ფშაველის მიმართულებით საავტომობილო გზების მშენებლობა–რეკონსტრუქციის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო მომსახურების შესყიდვის ელექტრონული კონკურსი

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3`559`322.00 GEL


Posted by: Kotola 11 Aug 2016, 17:34
QUOTE
სნო – ჯუთა – როშკა – შატილი – ომალო – ფშაველის მიმართულებით საავტომობილო გზების მშენებლობა–რეკონსტრუქციის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო მომსახურების შესყიდვის ელექტრონული კონკურსი

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3`559`322.00 GEL


მემგონი ესენი მართლა აპირებენ ამ გზის მშენებლობას biggrin.gif

Posted by: ნიკა 11 Aug 2016, 17:36
QUOTE
სნო – ჯუთა – როშკა – შატილი – ომალო – ფშაველის მიმართულებით საავტომობილო გზების მშენებლობა–რეკონსტრუქციის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო მომსახურების შესყიდვის ელექტრონული კონკურსი

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3`559`322.00 GEL

მართლა გამოაცხადეს ტენდერი???? wow.gif wow.gif wow.gif wow.gif wow.gif

Posted by: PREDATOR 11 Aug 2016, 17:47
ნიკა
ტენდერი არა კონკურსი, კონკურსით უნდა დაიდოს წინადადება ეგ გზა როგორ აშენდეს
მერე უნდა მოიძებნოს დაფინანსება (თუ მოიძებნა საერთოდ) და გადაწყდეს გამოცხადდეს თუ არა ტენდერი.
მარა რახან კონკურსი გაუშვეს პროექტზე არამგონია 3 ლიმონი წყალში გადაყარონ და მერე არ გაუშვან მშენებლობის ტენდერი რავიცი.
წელიწადი და ორი თვეა ვადა პროექტის მომზადებაზე

Posted by: ნიკა 11 Aug 2016, 18:25
user posted image

Posted by: ნიკა 28 Aug 2016, 23:36
ჩუმათელეთი-მოლითი ცოტა მოხრეშეს. ისთი კატასტროფა აღარაა როგორც იყო მაგრამ მაინც შარშან მგონი უკეთეს დღეში იყო.

Posted by: PREDATOR 29 Aug 2016, 10:20
ეს რატო არ გვედო აქ ?
ლენტეხის და მესტიის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო მომსახურების და საავტომობილო გვირაბის მშენებლობისათვის საჭირო ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთების მომსახურების შესყიდვის ელექტრონული კონკურსი
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4`000`000.00 GEL

Posted by: ნიკა 29 Aug 2016, 11:40
PREDATOR
არა და თუ სვანეთის განვითარება უნდათ, მართლა საჭიროა ეგ გვირაბი. ზუგდიდით მაგარი ტანჯვაა (ძალიან შორია). ზაგაროს უღელტეხილით, ბევრად მოკლე გზა არაა და თან საშინელ დღეშია. ვეჭვობ მაგის ნორმალურ დონემდე მიყვანა ამ გვირაბზე ძვირი დაჯდება. თან ზამთარში უღელტეხილი მუდამ ჩაკეტილი იქნება სულ 3-4 თვეა გახსნილი.

Posted by: mike d 31 Aug 2016, 00:31
გამარჯობა,

გამოცდილ ხალხს მინდა გკითხოთ, თუშეთში წასვლა და იქაურობის დათვალირება (დიკლო-გირევი-გომეწარი ა.შ.) იქს ტრეილით რამდენად სარისკოა.
წინა კვირას ვიყავი შატილი-მუცოში და არ გამჭირვებია საერთოდ, მაგრამ გამიგია, რომ თუშეთის გზა ბევრად უარესია.

და კიდევ რა მაინტერესებდა, ბავშვობიდან მოყოლებული როცა ფშავში დავდიოდი ხოლმე ჩინთიდან დაწყებული თვალივამდე ანუ ზედ ჟინვალზე რომ გადის გზა სულ გაფუჭებული იყო და ახლაც ასეა და რატომ არავინ აკეთებს? თვალივის იქით გაცილებით ნორმალური გზაა. სადაც ორმოები იყო იქ ხრეშიც დაუყრიათ. კორშაში ხო საერთოდ ასფალტი დააგეს, მარა ჟინვალზე გამავალ გზა ისევ ისეთი საზიზღრობაა და პრინციპის თემაა თუ რა ჯანდაბაა რატომ არ აგებენ? smile.gif)))

Posted by: llevani 31 Aug 2016, 00:49
და კიდევ რა მაინტერესებდა, ბავშვობიდან მოყოლებული როცა ფშავში დავდიოდი ხოლმე ჩინთიდან დაწყებული თვალივამდე ანუ ზედ ჟინვალზე რომ გადის გზა სულ გაფუჭებული იყო და ახლაც ასეა და რატომ არავინ აკეთებს? თვალივის იქით გაცილებით ნორმალური გზაა. სადაც ორმოები იყო იქ ხრეშიც დაუყრიათ. კორშაში ხო საერთოდ ასფალტი დააგეს, მარა ჟინვალზე გამავალ გზა ისევ ისეთი საზიზღრობაა და პრინციპის თემაა თუ რა ჯანდაბაა რატომ არ აგებენ? smile.gif)))

მაქ ძალიან ჩახლართული ამბავია. ამერიკელებმა დააფინანსეს კიდეც მაგრამ ...

Posted by: ნიკა 31 Aug 2016, 10:00
კლონია?

იქსტრეილით თუშეთში გადახვალ. ცეერვეები და ფორესტერები დადიან.

Posted by: mike d 31 Aug 2016, 16:42
ნიკა
დიდი მადლობა smile.gif

შენი ვიდეოები ვნახე იუთუბზე თუშეთის და კი არ ჩანდა კატასტროფა გზა მარა მაინც ბევრი მეუბნებოდა არ ღირს იქს ტრეილითო.

Posted by: ნიკა 31 Aug 2016, 16:50
mike d
ნელა და ფრთხილად იარე და არ იქნება პრობლემა. გოლფები, ნისან მიკრები და ბიემდაბლიუებიც კი არის შემჩნეული ომალოში. ყველაზე კარგი გზა არის ახლა, შუა აგვისტოდან შუა სექტემბრამდე. მთელი სეზონი ნელ-ნელა უმჯობესდება. შუა სექტემბრიდან ნელ-ნელა იწყებენ სატვირთოებით ბარგის ბარში გადმოზიდვას და ისევ ფუჭდება გზა. რაც მთავარია ღამე არ იარო.

Posted by: mike d 31 Aug 2016, 17:33
გასაგებია, მადლობა smile.gif
..........................................

Posted by: ნიკა 12 Sep 2016, 14:24

დართლოსთან ავტომობილი მდინარეში გადავარდა, დაიღუპა 1, დაშავდა 3 ადამიანი

ორშაბათი, 12 სექტემბერი 2016 11:55


დართლოსთან ავტომობილი მდინარეში გადავარდა, დაიღუპა 1, დაშავდა 3 ადამიანი

გვიან ღამით, თუშეთში, სოფელ დართლოდან ჭეშოსკენ მიმავალი გზიდან „მიცუბიში პაჯეროს“ მარკის ავტომობილი მდინარე ალაზანში გადავარდა. უბედური შემთხვევის შედეგად 21 წლის თემურ გოგოთიძე ადგილზე დაიღუპა, სამი ადამიანი კი დაშავდა. დაშავებულები ვერტმფრენით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თუშეთში გამგებლის წარმომადგენლის ლადო კახოიძის ინფორმაციით, გარდაცვლილიც და დაშავებულებიც თუშები არიან. "ცხედარი გურჯაანის პროზექტურაშია გადატანილი. დაშავებულები კი მრავლობითი მოტეხილობებით და დაჟეჟილობებით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში არიან მოთავსებულები", - აღნიშნა კახოიძემ.

მისივე თქმით, თუშეთში სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზები ნორმალურ მდგომარეობაშია და ავტოსატრანსპორტო შემთხვევების მიზეზი ხშირ შემთხვევაში მძღოლების ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა ან ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობა ხდება.

შეგახსენებთ, 6 აგვისტოს, თუშეთის გზაზე, თორღვას აბანოდან 4 კილომეტრში ომალოს მკვიდრი კახა ჩაგაიძე ხევში გადავარდა და დაშავდა. მძღოლი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მართავდა.

2014 წლის სექტემბერში, თუშეთის გზაზე, ე.წ. „ბოთლის წყალთან“ „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა დიდი სიმაღლიდან ხევში გადავარდა. მანქანაში 4 ადამიანი იჯდა. ოთხივე მათგანი, 21 წლის თემო ბუღრიძე, 38 წლის ბესიკ კიტოშვილი, 39 წლის თევდორე ბუღრიძე და 40 წლის რამაზ აშაძე ადგილზე დაიღუპნენ.

თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა თელავის რაიონის სოფელ ფშაველიდან იწყება. სოფელ ომალომდე 72 კილომეტრია. სტორის ხეობიდან აბანოს უღელტეხილამდე საავტომობილო გზის დიდი ნაწილი კლდეებზეა გაჭრილი. გზა მეწყერსაშიშ ზონაშიც გადის.

თუშეთის გზა ერთერთი ყველაზე სახიფათო გზაა საქართველოში. გზა ღია მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის ბოლომდეა. უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო გზა 6 თვის განმავლობაში იკეტება ხოლმე.

Posted by: matechala 19 Oct 2016, 10:35
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/402706-gurjaani-bakurcikhis-shemovlithi-gzis-mshenebloba-itsyeba.html

გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება
10:23 19-10-2016
გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, შესაბამის ხელშეკრულებას ოქტომბრის ბოლომდე მოეწერება ხელი.

„ეს არის 15,5 კილომეტრი შემოვლითი გზის პროექტირების და მშენებლობის შესახებ გასაფორმებელი ხელშეკრულება, რომელიც გახლავთ ჩვენი სივრცითი მოწყობის გეგმის განუყოფელი ნაწილი. ეს გზა იქნება გურჯაანი-ბაკურციხის დამაკავშირებელი გზა, რომელიც რესპუბლიკური მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის მიმართულებას დააკავშირებს შიდა გზასთან, რომელიც არის ახმეტა-თელავი-ბაკურციხე და ამ ორი გზის ერთმანეთთან დაკავშირება ძალიან მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც თვითონ ამ მონაკვეთებზე უსაფრთხო და სწრაფ მოძრაობას, ისე მნიშვნელოვნად განტვირთავს რამდენიმე სოფელს, სადაც სამწუხაროდ, ბევრი ინციდენტები, ავტოსაგზაო შემთხვევები ხდებოდა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხელშეკრულების ხელმოწერა. ეს იქნება 38 მილიონი ლარის ღირებულების მქონე ხელშეკრულება. მშენებლობის ვადა 30 თვეს შეადგენს და ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა და კიდევ უფრო მეტი დინამიკა იქნება მომავალში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ნოდარ ჯავახიშვილს და მის გუნდს და იმედი გამოთქვა, რომ სივრცითი მოწყობის ამბიციური გეგმა ასეთი დინამიკით აუცილებლად განხორციელდება.


ბაკურციხეში სად დაიწყება და სად დასრულდება ეს გზა ვინმეს ხომ არ მოგეპოვებათ ინფორმაცია?

Posted by: Kotola 19 Oct 2016, 11:17
QUOTE
ბაკურციხეში სად დაიწყება და სად დასრულდება ეს გზა ვინმეს ხომ არ მოგეპოვებათ ინფორმაცია?

http://radikal.ru

მოკლედ ფოტოს ხარისხი კი არ ვარგა, მაგრამ რაც მთავარია ჩანს, რომ ბაკურციხეში დაიწყება იქ, სადაც ეხლა წნორისა და გურჯაანის გზის გასაყარია, მაგ ადგილიდან ჯერ პირდაპირ გაგრძელდება ტრასა და მერე გადაუხვევს ჩრდილოეთისკენ. აღმოსავლეთ მხრიდან, მინდვრებიდან შემოუვლის სოფლებს: კოლაკი, ვეჯინი, ძირკოკი, ჯანდარი გურჯაანი; ქალაქ გურჯაანს და სოფელ ჩუმლაყს; ამის შემდეგ შეუერთდება არსებულ გზას...
...................................
ვიკიმაფიაზეც მოვნიშნე უკვე და თუ ნახავთ სატელიტიდან, ჩანს რო მთელ მაგ მონაკვეთზე უკვე არსებობს რაღაც გრუნტის გზა და გარკვეული სამუშაოებია ჩატარებული. როგორც ჩანს ესეც ერთ-ერთი საბჭოთა დროინდელი გაცოცხლებული პროექტი უნდა იყოს...

Posted by: Fabian 21 Oct 2016, 22:25
ბრატცი როგორ ფიქრობთ რა ახალი გზებია ასაშენებელი საქართველოში? ან რომელი გზების აღდგენაა საჭირო?

Posted by: Kublicha 22 Oct 2016, 01:04
Fabian
იმენა ახალ გზებს გულისხმობ?

მე ამეებს ვთვლი ყველაზე პრიორიტეტულად

-მლეთა-გუდაური-კობის გვირაბი.
-რუსტავი-დავით გარეჯი
-გოდერძის უღელტეხილი, სულ დიდი თუ არა ან პატარ-პატარა გვირაბებით.
-თელეთი ტაბახმელა (რეაბილიტაცია)
-ძეგვი შიომღვიმის ხიდი
-გონიო-ბათუმის შემოვლითი

Posted by: eleqtro 22 Oct 2016, 09:27
Kublicha
QUOTE
-თელეთი ტაბახმელა (რეაბილიტაცია)
-ძეგვი შიომღვიმის ხიდი

ამ ორს გომბორის გვირაბი მირჩევნია.
შიომღვიმის გზა რო არ გაკეთებულიყო, ექნებოდა დატვირთვა ხიდს, მაგრამ ეხლა აზრს ვერ ვხედავ.

გოდერძის რეაბილიტაცია არ მგონია ჰესების დასრულებამდე დაიწყონ, ფიზიკურად ვერ გამოვა. ნუ 2 ლოტად თუ გაყოფენ და ჯერ ზარზმა-გოდერძის მონაკვეთს გააკეთებენ, კაის იზამენ.

Posted by: Fabian 22 Oct 2016, 14:40
Kublicha
QUOTE
-მლეთა-გუდაური-კობის გვირაბი

ისე გუდამაყრის უღელტეხილით უფრო მოკლე გვირაბი არ გამოდის?

QUOTE
-რუსტავი-დავით გარეჯი

ესეც მართლა საჭირო რამეა, არასოდეს მიფიქრია ამაზე up.gif up.gif

QUOTE
-გოდერძის უღელტეხილი, სულ დიდი თუ არა ან პატარ-პატარა გვირაბებით.

ხო მანდ საჭიროა, თან ძალიან

QUOTE
-თელეთი ტაბახმელა (რეაბილიტაცია)

QUOTE
-ძეგვი შიომღვიმის ხიდი

ამ გზების აზრი?

QUOTE
-გონიო-ბათუმის შემოვლითი

up.gif

QUOTE
გომბორის გვირაბი

ესეც ძალიან საჭირო რამეა!


მე დავამატებდი
ანაკლია - ფოთი - ურეკი
საჩხერე - ონი
მესტია - ლასტილი - ლენტეხი (გვირაბით)
ზეკარის უღელტეხილის ქვეშ გვირაბი
მამისონის უღელტეხილის ქვეშ გვირაბი
ბორჯომი - ბაკურიანი - წალკა
ბორჯომი - მიტარბი - ატენი - გორი
გორი - ატენი - ახალქალაქი (გვირაბით)
ტიკმატაჟის უღელტეხილის ქვეს გვირაბი
დმანისი - ნინოწმინდა
ბოლნისი - მგლისკარი
ფასანაური - სნო (გვირაბით)
თელავი - საბუე - ყადორის უღელტეხილი


Posted by: Kublicha 22 Oct 2016, 15:45
eleqtro
QUOTE
ამ ორს გომბორის გვირაბი მირჩევნია.

შეადარე ეხლა, სად ძეგვის ხიდის დანახარჯი და სად გომბორის გვირაბის.
QUOTE
შიომღვიმის გზა რო არ გაკეთებულიყო, ექნებოდა დატვირთვა ხიდს, მაგრამ ეხლა აზრს ვერ ვხედავ.

ბევრად მოკლეა თბილისიდან მომავლებისთვის. თან მხოლოდ ხიდზეა ლაპარაკი, რამე ახალი გზის გაყვანა ხო არ უნდა.

Fabian
QUOTE
ისე გუდამაყრის უღელტეხილით უფრო მოკლე გვირაბი არ გამოდის?

თვითონ გვირაბი შეიძება უფრო მოკლე კი გამოვიდეს, მაგრამ იქ გზები მთლიანად ასაშენებელია. და მლეთასთან უღელტეხილის ორივე მხარეს გზა მიყვანილია, არაფერი არ სჭირდება გარდა გვირაბისა.
QUOTE
ესეც მართლა საჭირო რამეა, არასოდეს მიფიქრია ამაზე 

წარმოიდგინე რამდენად სწრაფად მიხვალ გარეჯში
QUOTE
ამ გზების აზრი?

ნუ ძეგვზე უკვე ვთქვი და თელეთი ტაბახმელა თბილისის განტვირთვის ერთ-ერთი მცირე ნაწილია. მაგალითად ბეთანიის, კოჯორის, წყნეთის და ა.შ სოფლების მოსახლეობას რატო უნდა ჭირდებოდეს რუსთავში წასასვლელად თბილისში ჩამოსვლა

QUOTE
მე დავამატებდი
ანაკლია - ფოთი - ურეკი

ეგ ხო ისედაც არის?
QUOTE
გორი - ატენი - ახალქალაქი (გვირაბით)

ეს ყველაზე უფრო მომეწონა
QUOTE
ბორჯომი - მიტარბი - ატენი - გორი

აქ ალბათ ბორჯომის მაგივრად ბაკურიანი უნდა გეწეროს. ესეც ძაან კაია

Posted by: eleqtro 22 Oct 2016, 19:32
Kublicha
QUOTE
შეადარე ეხლა, სად ძეგვის ხიდის დანახარჯი და სად გომბორის გვირაბის.

არც ვადარებ, უბრალოდ ჩემი პრიორიტეტი დავწერე.
QUOTE
ბევრად მოკლეა თბილისიდან მომავლებისთვის. თან მხოლოდ ხიდზეა ლაპარაკი, რამე ახალი გზის გაყვანა ხო არ უნდა.

შიომღვიმე - მცხეთა 18 კილომეტრია, ჰა და ჰა 3 კილომეტრი მოიგო ძეგვით.
არის რკინიგზის გაუქმებული ხიდის გამოყენების შანსი, მაგრამ გზა პირიქით დაგრძელდება და გართულდება რკინიგზასთან გზაგამტარის მოწყობის გამო. თვითონ დაჩებთან(შიომღვიმის ასახვევთან) ხიდის მშენებლობა რთულად მესახება, ძალიან გრძელი(ძვირი) გამოვა.




QUOTE
ანაკლია - ფოთი - ურეკი

up.gif

Posted by: Fabian 22 Oct 2016, 20:40
Kublicha
QUOTE
ბევრად მოკლეა თბილისიდან მომავლებისთვის. თან მხოლოდ ხიდზეა ლაპარაკი, რამე ახალი გზის გაყვანა ხო არ უნდა.

http://wikimapia.org/#lang=en&lat=41.848785&lon=44.621586&z=19&m=b

ეს ხიდი არ გაკმაყოფილებს?

QUOTE
ეგ ხო ისედაც არის?

არა, არ არის.

QUOTE
აქ ალბათ ბორჯომის მაგივრად ბაკურიანი უნდა გეწეროს

არა მიტარბით, ანუ გუჯარეთის ხეობით ატენის ხეობაში გადასვლა...

Posted by: Kublicha 22 Oct 2016, 23:42
eleqtro
QUOTE
თვითონ დაჩებთან(შიომღვიმის ასახვევთან) ხიდის მშენებლობა რთულად მესახება, ძალიან გრძელი(ძვირი) გამოვა.

რო იყოს საჭიროება გაკეთდება, მაგრამ მართლაც განა რამდენმა ადამიანმა უნდა ისარგებლოს. კაი დავანებოთ თავი

QUOTE
არა, არ არის.

უი ეხლა ვნახე რუკაზე, ანუ ანაკლიაში რომ მოხვდე ფოთიდან სენაკამდე უნდა დაბრუნდე და მერე ზუგდიდი გაიარო.
ნუ ეგ გზა მაშინ რასაკვირველია მივამატოთ სიას.
მაგრამ რადგან არც მთების მოჭრა უნდა და არც გვირაბების, არ გეგონოთ რომ იაფი დაჯდება, ჭაობია და სულ ხიმიჯები მოუწევს.
შეიძლეება გოდერძის გვირაბსაც გაასწროს ღირებულებით.

არ ვიცი რამდენად შესაძლებელია, მაგრამ კარგი იქნება მანგლისი-ქვათახევის გზაც

Posted by: iviko18 23 Oct 2016, 01:07
QUOTE (Kublicha @ 22 Oct 2016, 23:42 )
QUOTE
არა, არ არის.

უი ეხლა ვნახე რუკაზე, ანუ ანაკლიაში რომ მოხვდე ფოთიდან სენაკამდე უნდა დაბრუნდე და მერე ზუგდიდი გაიარო.
ნუ ეგ გზა მაშინ რასაკვირველია მივამატოთ სიას.

ფოთიდან სენაკამდე ჩასვლანარ არის საჭირო, ჭალადიდშია გადასახვევი ხორგის გავლით პირდაპირ ხობში ჩადის გზა და მერე უკვე ზუგდიდისკენ ტრასით. თუმცა ეს გზა მხოლოდ 16 კმ-ით ამოკლებს მანძილს და საერთო ჯამში ფოთიდან ანაკლიამდე საკმაოდ დიდი წრის დარტყმა არის საჭირო.

Posted by: Kotola 28 Oct 2016, 17:34
http://georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1477653385

როგორც იქნა, ველოდებოდი smile.gif)))))

Posted by: ნიკა 28 Oct 2016, 20:35
QUOTE
ანაკლია - ფოთი - ურეკი
საჩხერე - ონი
მესტია - ლასტილი - ლენტეხი (გვირაბით)
ზეკარის უღელტეხილის ქვეშ გვირაბი
მამისონის უღელტეხილის ქვეშ გვირაბი
ბორჯომი - ბაკურიანი - წალკა
ბორჯომი - მიტარბი - ატენი - გორი
გორი - ატენი - ახალქალაქი (გვირაბით)
ტიკმატაჟის უღელტეხილის ქვეს გვირაბი
დმანისი - ნინოწმინდა
ბოლნისი - მგლისკარი
ფასანაური - სნო (გვირაბით)
თელავი - საბუე - ყადორის უღელტეხილი

bis.gif

Posted by: Fabian 28 Oct 2016, 23:10
QUOTE (ნიკა @ 28 Oct 2016, 20:35 )
QUOTE
ანაკლია - ფოთი - ურეკი
საჩხერე - ონი
მესტია - ლასტილი - ლენტეხი (გვირაბით)
ზეკარის უღელტეხილის ქვეშ გვირაბი
მამისონის უღელტეხილის ქვეშ გვირაბი
ბორჯომი - ბაკურიანი - წალკა
ბორჯომი - მიტარბი - ატენი - გორი
გორი - ატენი - ახალქალაქი (გვირაბით)
ტიკმატაჟის უღელტეხილის ქვეს გვირაბი
დმანისი - ნინოწმინდა
ბოლნისი - მგლისკარი
ფასანაური - სნო (გვირაბით)
თელავი - საბუე - ყადორის უღელტეხილი

bis.gif

ჰა რა მოგეწონა, რა არ მოგეწონა? რას დაამატებდი? user.gif

Posted by: ნიკა 29 Oct 2016, 15:15
ამდენი გვირაბი არაა საჭირო. მაგ გზებით ჰაჰა დღეში 1-2 მანქანა სარგებლობს. რეალურად მე ვთვლი რომ საჭიროა ერთი წესიერი ავტობანის ალტერნეტიული გზა გაკეთდეს. კოდა-ფარცხისი-წალკა-ნინოწმინდა-ახალქალაქი-ახალციხე-ადიგენი-ხულო-ბათუმი. ანუ ეს გზაა მოსაწესრიგებელი.

საჩხერე-ონი ნამდვილად საჭიროა. და გეგმავენ.
ლასდილი ვინმე თუ მეტყვის სადაა, დიდ მადლობას ვეტყვი. და ისე მესტია-ლენტეხი გვირაბით იგეგმება და ესეც საჭიროა.
ზეკარის ქვეშ გვირაბი? რავიცი რავიცი. თუ ორიგინალი ზეკარი აღდგება მაშინ კიდევ აქვს აზრი. თუ ახლანდელი აბასთუმანი-საირმის გზის უღელტეხილის გვირაბით ჩანაცვლებაზეა საუბარი. მაგას IMHO დიდი აზრი არა აქვს. იმდენად ვიწრო გზაა წყალთაშუა-საირმე მანდ სერიოზულ ნაკადს ვერ გაატარებ. ასევე გასათვალისწინებელია ის, რომ ეს გზა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გადის და საერთოდ რამდენად მიზანშეწონილია მანდ სამშენებლო აქტივობები? თუ ახალი გზა შენდება არის საშუალება ავაცდინოთ ის ეროვნულ პარკს და უფრო დასავლეთით გავიყვანოთ. რეალურად ამ გზის საჭიროება არის, რადგან ის უმოკლესი მარშუტით დააკავშირებს ქუთაისის აეროპორტის სატრანსპორტო კვანძს სამცხე-ჯავახეთთან (გადატვირთული რიკოთის და ბორჯომის ხეობის გვერდის ავლით).
მამისონი დავივიწყოთ
ბორჯომი-ბაკურიანი-წალკა ვერ მივხვდი როგორ უნდა გადიოდეს. იხილეთ შემდეგი პუნქტი
ბორჯომი-მიტარბი-ატენი-გორი. აქ მიტარბი ამოსაღებია. არსებობს გრუნტის გაუბედურებული გზა ბორჯომი-გუჯარეთი-რეხა(წალკა). ასევე არსებობს მეორე გზა ცოტა უკეთესი ბორჯომი-წინუბანი (სოფელ გუჯარეთამდე არმისული)-შუანოს მონასტერი-ტყემლოვანი-ქარელი. ეს ბოლო მონაკვეთი ძამას ხეობით. შესაძლებელია ამ გზების გაუმჯობესება.
გორი-ატენი-ახალქალაქი გვირაბით? არ ვიცი რამდენ ათეულ კილომეტრიანი გვირაბი იქნება აქ საჭირო თან ეს გვირაბი ზევით ნახსენები გზების ქვეშ გაივლის და გადაკვეთს მათ. ამჟამად არსებობს გრუნტის გზა გორი-ატენი-რეხა(წალკა) საიდანაც ახალქალაქში მოხვედრაა შესაძლებელი.
ტიკმატატაშის (იგივე ჭიქიანის) უღელტეხილზე გვირაბი? აღმოსავლეთი პორტალი კაი გადაგებია სად იქნება, ნარდევანთან. აი დასავლეთი სად უნდა იყოს? იქით ფარავანს თუ არ გაცდი, 2000-ზე მაღლა ხარ სულ ანუ უსაშველოდ გრძელი გამოვა.
დმანისი-ნინოწმინდა. ამას რაც შეეხება, დმანისი-ფარავანი მაქვს გავლილი. შესაძლებელია აქ გზის გაყვანა. ქედიდან ფარავანის მხარეს საკმაოდ კარგი გრუნტის გზა ადის. დმანისის მხარეს გზა ფაქტიურად არაა და ლოდებს შორის ბოდიალ-ბოდიალით უნდა გაიკვალო.

ფასანაური სნო იქნება თუ ფასანაური კობი გვირაბით ვფიქრობ არსებითი მნიშვნელობა ამას არა აქვს. მანდ გვირაბი 100% საჭიროა. მანდაც და ცხადია დევდორაკთანაც.
დანარჩენ 2-ზე არ მაქვს ჯერ აზრი საჭიროა თუ არა და როგორ.

Posted by: Kotola 29 Oct 2016, 18:55
მეც გამოვთქვამ ჩემ აზრს თუ არ გეწყინებათ smile.gif
ანაკლია - ფოთი - ურეკი
ანაკლია - ფოთი ნამდვილად გასაკეთებელია და ანაკლიის პორტის მშენებლობის შემთხვევაში გაკეთდება კიდეც ეს გზა. ფოთიდან ყულევის ტერმინალამდე არის კიდეც გზა მაგრამ კეთილმოწყობა უნდა მაგ გზასაც რა თქმა უნდა. გრიგოლეთიდან ქობულეთის შემოვლითამდე კი ისედაც უნდა აშენდეს გზა და ფოთი-ურეკიც ეგ იქნება ფაქტიურად.
საჩხერე - ონი
საჩხერიდან რაჭაში რო გასაკეთებელია ახალი, მოკლე გზა ცხადია, მაგრამ საჩხერე - ონის მაგივრად მე საჩხერე - ამბროლაურის გზას ვემხრობი კვეშლების ან რაჭის უღელტეხილზე გვირაბის მშენებლობით. ეს გზა მარტო რაჭისთვის კი არა ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის და ლენტეხი-მესტიის გვირაბის მშენებლობის შემთხვევაში ზემო სვანეთისთვისაც მნიშვნელოვანი გზა იქნება და მაგრად შეამცირებს ამ რაიონებამდე დროს და მანძილს. ონისთვისაც შეამცირებს და ამბროლაურიდან ონისკენაც მშვენიერი გზა მიდის. საკმაოდ ძვირი დაჯდება ისედაც ამ გზის მშენებლობა და მარტო ონისკენ გაყვანა ზედმეტი ხარჯი მგონია და თან ჯავა - ონის გზაც არ უნდა დავივიწყოთ, იქნება ხდება სასწაული და ვიბრუნებთ სამაჩაბლოს და საჩხერე - ონის გზა თითქმის გამოუყენებელი გახდება მაგ შემთხვევაში :/
მესტია - ლასტილი - ლენტეხი (გვირაბით)
ლასტილი კი არა ლასდილს ეძახიან წესით და სად არის მეც ვერ ამოვხსენი ჯერ ეგ საიდუმლო biggrin.gif წესით გზების კილომეტრაჟით თუ ვიმსჯელებთ, ცანასთან არის ზესხოს გადასახვევთან ზუსტად. ხოდა ლენტეხი - მესტიის გვირაბი რო აუცილებელია ორი აზრი არ არის, მაგრამ ლასდილი არაფერ შუაშია მანდ. ლენტეხიდან იფარისკენ უნდა გავიდეს გვირაბი და თეთნულდის კორორტიც იქვე იქნება და მესტიაშიც უცბად გადახვალ...
ზეკარის უღელტეხილის ქვეშ გვირაბი
ამაზე ნიკამაც მშვენივრად ისაუბრა და მე იმას ვიტყოდი რო ნეტა გზა ავაშენოდ მანდ მალე და გვირაბზე მერე ვიფიქროთ smile.gif
მამისონის უღელტეხილის ქვეშ გვირაბი
მამისონს ნამდვილად უნდა შევეშვათ და ვეწინააღმდეგები მანდ ყველანაირი გზის მშენებლობას!!!
ბორჯომი - ბაკურიანი - წალკა
ამის დიდ აზრს და საჭიროებას ვერ ვხედავ და თუ როდესმე იმდენი ფული გვექნება რო არ გვეცოდინება სად წავიღოთ, ავაშენოთ კიბატონო biggrin.gif
ბორჯომი - მიტარბი - ატენი - გორი
ატენის ხეობისა და ბაკურიანის დამაკავშირებელი გზის იდეა გუჯარეთის გავლით, მეც დიდიხანია მაწუხებს და ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი smile.gif პლიუს ამ გზასთან ძამას ხეობის დაკავშირებაც ძალიან მაგარი იქნებოდა და ძალიან გამოაცოცხლებდა ქართლს, მაგრამ რეალურად რო ვიფიქროთ, ამ ეტაპზე არც ამ გზების დრო და სახსრები აქვს ჩვენს ქვეყანას სამწუხაროდ sad.gif თუმცა სამომავლოდ გვქონდეს ეს პროექტიც biggrin.gif
გორი - ატენი - ახალქალაქი (გვირაბით)
ატენის ხეობის ბაკურიანთან დაკავშირების და ბაკურიანი - ახალქალაქის არსებული გზის რემონტის შემთხვევაში ეს განხორციელებული იქნება ფაქტიურად, მაგრამ გვირაბის მშენებლობა უკვე ნამეტანი სიამოვნებაა biggrin.gif
ტიკმატაჟის უღელტეხილის ქვეშ გვირაბი
ამ შემთხვევაშიც ნიკას ვეთანხმები, რომ ამ გვირაბის დაპროექტებაც კი პრობლემაა და ვერ გაიგებ სად უნდა გავიდეს...
დმანისი - ნინოწმინდა
ეს გზაც არ იქნებოდა ცუდი და შეკრავდა სამხრეთ საქართველოს, მაგრამ დიდ აუცილებლობას ვერც ამ შემთხვევაში ვხედავ :/
ფასანაური - სნო (გვირაბით)
სტეფანწმინდის მიმართულებით რო გვირაბი აუცილებელია არც აქაა ორი აზრი, მაგრამ მე მაინც არსებული გზის და მლეთის გვირაბის ვარიანტს ვემხრობი, უფრო ადვილად განხორციელებადია, ვიდრე გუდამაყარში ახალი გზის აშენება.
ბოლნისი - მგლისკარი
ამის საჭიროებასაც ვერ ვხედავ, საკმარისი გზები გვაქვს მგონი სომხეთთან და ისინი მოვიყვანოთ შესაბამის კონდიციებში ჯობია...
თელავი - საბუე - ყადორის უღელტეხილი
აქაც კითხვისნიშანი, რაში გვჭირდება ამ რუსეთთან რაღაც ახალი გზები???

Posted by: ნიკა 29 Oct 2016, 20:44
გამახსენდა ახლა რა გზის აშენება შეიძლება საკმაოდ მარტივად. ანუ რეალურად მაგ მონაკვეთზე არც მთაა რამე და არც სასწაული ხეობა. ესაა დმანისი-სარკინეთი იაილა-თრიალეთი-წალკა. თუმცა აქაც საკითხავია რამდენად არის ამის აუცილებლობა იმ დროს, როდესაც მანდ არის უკვე თეთრიწყარო-ბედიანი-ხრამჰესი-წალკა და ბედიანი-გომარეთი-სარკინეთი. ეს ორი გზაა უფრო მისახედი. ანალოგიურად სხვაგანაც. ჯერ მისახედია უკვე არსებული გზები.

Kotola
ატენიდან გუჯარეთში ორი ვარიანტია ამჯამად გადასვლის.
1) ატენი-ლევიტანა, გრუნტის გზაა
ლევიტანა-აბუხალო, თავიდან არაუშავს. შემდეგ მდინარის ხეობას მიუყვება და საშინელებაა. უღელტეხილზე ასვლის შემდეგ არც ისე ცუდი გზაა თუმცა, სავარაუდოდ, აბუხალოელი მამაოების მიერ იყო 2015-ში დაბლოკილი. რამდენომე ნაძვი იყო მოჭრილი და გზას ხერგავდა და ასევე დიდი ლოდი იყო გადმოგორებული. საკმაოდ მომზადებული ჯიპია საჭირო მის გასავლელად. აბუხალოდან ძამამდე მეტ-ნაკლებად გავლადი გზაა უბრალო ჯიპითაც. გავდივართ ძამას ხეობაში ქოზიფისკენ მიმავალ გზაზე
შუანო-წინუბანი, თოვლი რომ დადნება გავლადია ჯიპით. ულამაზესი გზა. წინუბანიდან გუჯარეთის ხეობით ტიმოთსუბნამდე ძალიან დანგერული თუმცა ასევე ნებისმიერი ჯიპით გავლადი გზაა. მერე ასფალტი
2) ატენი ლევიტანა, აქაც ანალოგიურად
შემდეგ ლევიტანადან ადიხარ უკვე თრიალეთზე, კერძოდ ჯამჯამაზე. ასასვლელი წინა აღწერაში მოცემულ გზას ჯობია. თიმცა ქედიდან ჩასასვლელი ძალიან ცუდია. გზა მიდის სოფელ რეხაში და იქიდან უკვე სადაც გაგიხარდება.
თუმცა რეხამდე არ მისული უნდა შეუხვიო მარჯვნივ (დასავლელით) და გადიხარ რეხა-გუჯარეთის გზაზე. აქაც ასასვლელს არაუშავს. აი ჩასასვლელი ისევ ძალიან გაფუჭებული აქვს სამხიდიანებს.

პ.ს. პირდაპირი სამანქანო გზა ეგრევე ატენიდან (ტანას ხეობიდან) გუჯარეთში, სავარაუდოდ არ არსებობს. წელს უნდა მომეძებნა მაგრამ დრო არ მქონდა. შეიძლება მომავალ წელს დავკავდე ამ საქმით.

Posted by: Kotola 30 Oct 2016, 14:13
QUOTE
პირდაპირი სამანქანო გზა ეგრევე ატენიდან (ტანას ხეობიდან) გუჯარეთში, სავარაუდოდ არ არსებობს. წელს უნდა მომეძებნა მაგრამ დრო არ მქონდა. შეიძლება მომავალ წელს დავკავდე ამ საქმით.

ხოო შენ უკეთ იცი, მე არ ვარ ნამყოფი სამწუხაროდ მანდამდე, მაგრამ მერე რა რო არ არსებობს, აშენება ხომ შეიძლება, გვირაბიც შეიძლება ლევიტანის ზემოთ სადმე რო გაიჭრას პირდაპირ გუჯარეთის ხეობისკენ. ჯამჯამას და რეხას რო შევეშვათ და აბუხალოსაც, (რუკით ვსაუბრობ თორე ფიზიკურად ნამდვილად არ ვიცი ზუსტად როგორაა მანდ საქმე) საერთოდ ძამას ხეობას თავისი ხიბლი აქვს ამდენი მონასტერი როა და არც არის მემგონი აუცილებელი მანდ "სატრანზიტო" გზის გაყვანა, ალბათ ჯობია ჩიხად დარჩეს, თუმცა შეიძლება ვცდები და კარგი იყოს მაგ გზის გაყვანაც :/

Posted by: ნიკა 1 Nov 2016, 09:43
Kotola
აშენება ცხადია შეიძლება. უბრალოდ რამდენად საჭიროა?

Posted by: Kotola 1 Nov 2016, 10:13
ნიკა
ხოო ეგ ბაზარი არ არი, ამ ეტაპზე არ არის ალბათ საჭირო, მაგრამ სამომავლოდ ძალიან კარგი იქნებოდა, ატენის ხეობაშიც შეიძლება კარგი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და პლიუს მაგას თუ კარგი გზით ბაკურიანს და ბორჯომს დაუკავშირდება კარგი რამე გამოვიდოდა საბოლოოო ჯამში და ძალიან გამოცოცხლდებოდა გორის რაიონი და ქართლი. მე იქიდან ვარ და ძალიან მინდა რო ეგრე მოხდეს biggrin.gif მაგრამ ისიც მესმის რო ახლა მაგის საჭიროება და ფინანსები არ აქვს ქვეყანას სამწუხაროდ sad.gif

Posted by: Fabian 1 Nov 2016, 18:48
ნიკა
Kotola
QUOTE
ზეკარის ქვეშ გვირაბი? რავიცი რავიცი. თუ ორიგინალი ზეკარი აღდგება მაშინ კიდევ აქვს აზრი. თუ ახლანდელი აბასთუმანი-საირმის გზის უღელტეხილის გვირაბით ჩანაცვლებაზეა საუბარი. მაგას IMHO დიდი აზრი არა აქვს. იმდენად ვიწრო გზაა წყალთაშუა-საირმე მანდ სერიოზულ ნაკადს ვერ გაატარებ. ასევე გასათვალისწინებელია ის, რომ ეს გზა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გადის და საერთოდ რამდენად მიზანშეწონილია მანდ სამშენებლო აქტივობები? თუ ახალი გზა შენდება არის საშუალება ავაცდინოთ ის ეროვნულ პარკს და უფრო დასავლეთით გავიყვანოთ. რეალურად ამ გზის საჭიროება არის, რადგან ის უმოკლესი მარშუტით დააკავშირებს ქუთაისის აეროპორტის სატრანსპორტო კვანძს სამცხე-ჯავახეთთან (გადატვირთული რიკოთის და ბორჯომის ხეობის გვერდის ავლით).
მამისონი დავივიწყოთ


QUOTE
ზეკარის უღელტეხილის ქვეშ გვირაბი
ამაზე ნიკამაც მშვენივრად ისაუბრა და მე იმას ვიტყოდი რო ნეტა გზა ავაშენოდ მანდ მალე და გვირაბზე მერე ვიფიქროთ
მამისონის უღელტეხილის ქვეშ გვირაბი
მამისონს ნამდვილად უნდა შევეშვათ და ვეწინააღმდეგები მანდ ყველანაირი გზის მშენებლობას!!!


მამისონი გახსნა იმიტომ ვთვლი საჭიროდ, რომ რუსეთ-თურქეთის ნაკადმა აღარ გაიაროს ყაზბეგი-გორი-რიკოთის მარშრუტი, პირდაპირ გადავამისამართოდ ეს ნაკადი ოსეთის სამხედრო გზით მამისონი-თურქეთის მიმართულებით და ზეკარის ქვეშ გვირაბის და მაგ გზის გამტარიანობის გაზრდის მთავარი აზრი ის არის, რომ ეს სატრანზიტო ნაკადი ავაცილოთ საკურორტო ზონას და პირდაპირ გავუშვათ ვალეში. თან ოდნავ გამოაცოცხლებს რაჭასაც სოციალურ-ეკონომიკური კუთხით.


QUOTE
ბორჯომი-ბაკურიანი-წალკა ვერ მივხვდი როგორ უნდა გადიოდეს. იხილეთ შემდეგი პუნქტი

ტაბაწყურის და ავრანლოს გავლით.

QUOTE
ბორჯომი-მიტარბი-ატენი-გორი. აქ მიტარბი ამოსაღებია. არსებობს გრუნტის გაუბედურებული გზა ბორჯომი-გუჯარეთი-რეხა(წალკა). ასევე არსებობს მეორე გზა ცოტა უკეთესი ბორჯომი-წინუბანი (სოფელ გუჯარეთამდე არმისული)-შუანოს მონასტერი-ტყემლოვანი-ქარელი. ეს ბოლო მონაკვეთი ძამას ხეობით. შესაძლებელია ამ გზების გაუმჯობესება.

მართალი ხარ მიტარბი ამოსაღებია, ანუ გუჯარეთის გავლით ატენში და იქედან გორში.

QUOTE
გორი-ატენი-ახალქალაქი გვირაბით? არ ვიცი რამდენ ათეულ კილომეტრიანი გვირაბი იქნება აქ საჭირო თან ეს გვირაბი ზევით ნახსენები გზების ქვეშ გაივლის და გადაკვეთს მათ. ამჟამად არსებობს გრუნტის გზა გორი-ატენი-რეხა(წალკა) საიდანაც ახალქალაქში მოხვედრაა შესაძლებელი.


QUOTE
გორი - ატენი - ახალქალაქი (გვირაბით)
ატენის ხეობის ბაკურიანთან დაკავშირების და ბაკურიანი - ახალქალაქის არსებული გზის რემონტის შემთხვევაში ეს განხორციელებული იქნება ფაქტიურად, მაგრამ გვირაბის მშენებლობა უკვე ნამეტანი სიამოვნებაა


შიდა ქართლი და ჯავახეთი მოწყვეტილია ერთმანეთისგან, ახალი გზა გამოაცოცხლებს ატენის ხეობას და კიდე უფრო დააკავშირებს ჯავახეთს დანარჩენ საქართველოსთან. სულ რომ არაფერი ახალქალაქში გორის ვაშლი იაფი იქნება და გორში კი კარტოფილი. სამომავლოდ კი მშვენიერი სატრანზიტო ღერძი შეიქმნება როკზე კონტროლს როცა დავიბრუნებთ.

QUOTE
ტიკმატატაშის (იგივე ჭიქიანის) უღელტეხილზე გვირაბი? აღმოსავლეთი პორტალი კაი გადაგებია სად იქნება, ნარდევანთან. აი დასავლეთი სად უნდა იყოს? იქით ფარავანს თუ არ გაცდი, 2000-ზე მაღლა ხარ სულ ანუ უსაშველოდ გრძელი გამოვა.


QUOTE
ტიკმატაჟის უღელტეხილის ქვეშ გვირაბი
ამ შემთხვევაშიც ნიკას ვეთანხმები, რომ ამ გვირაბის დაპროექტებაც კი პრობლემაა და ვერ გაიგებ სად უნდა გავიდეს...

ხო ვაღიარებ მაგაზე არ მიფიქრია :|

QUOTE
დმანისი - ნინოწმინდა
ეს გზაც არ იქნებოდა ცუდი და შეკრავდა სამხრეთ საქართველოს, მაგრამ დიდ აუცილებლობას ვერც ამ შემთხვევაში ვხედავ :/

ნუ ყველაზე მოკლე გზა იქნებოდა კარწახის საბაჟომდე აზერული ნაკადისთვის.

QUOTE
თელავი - საბუე - ყადორის უღელტეხილი
აქაც კითხვისნიშანი, რაში გვჭირდება ამ რუსეთთან რაღაც ახალი გზები???

იმათი მხრიდან ავარეთ-კახეთის გზა თითქმის მიყვანილია საზღვრამდე, ისევ და ისევ სატრანზიტო პოტენციალის გამოსაყენებლად.


Posted by: პაწა 1 Nov 2016, 19:01
QUOTE
თან ოდნავ გამოაცოცხლებს რაჭასაც სოციალურ-ეკონომიკური კუთხით

ტრაილერები რომ ივლიან ეგ გამოაცოცხლებს? მშვენიერი გზაა როკის გვირაბის გავლით

Posted by: ივანიჩ 2 Nov 2016, 01:22
ზემო რაჭის გზაზე ტრაილერი კიარა 2 პატარა მანქანა ვერ უქცევს გვერდს ზოგ ადგილებში
გარდა მაგისა ყოველ გაზაფხულზე გზა და ხიდები მიაქვს რიონს...
ასე რომ ტრაილერები შორს biggrin.gif

Posted by: პაწა 2 Nov 2016, 10:30
QUOTE
ზემო რაჭის გზაზე ტრაილერი კიარა 2 პატარა მანქანა ვერ უქცევს გვერდს

ზემო რაჭა რად უნდა, ნაქერალაზე 5 ტრაილერი რომ გექნება გასასწრები... მერე მამისონზე ხომ საერთოდ, და თან მამისონზე ისევ ოსები დაგხვდებიან.

ამდენ ფილოსოფიებს, უმჯობესია ბიძომ დანაპირები შეასრულოს. აი ეს გვინდა:

https://www.youtube.com/watch?v=iSjPRKjvTrU
https://www.youtube.com/watch?v=f-eYWzkEfVE

Posted by: ივანიჩ 2 Nov 2016, 10:56
QUOTE
ნაქერალაზე 5 ტრაილერი რომ გექნება გასასწრები

ეგ როგორც ბათუმის გზაზეა აი ისე იქნება, მაგრამ ვიწრო გზას ვერაფერს მოუხერხებენ ვერასდროს.

Posted by: ნიკა 2 Nov 2016, 12:29
პაწა
QUOTE
ზემო რაჭა რად უნდა, ნაქერალაზე 5 ტრაილერი რომ გექნება გასასწრები... მერე მამისონზე ხომ საერთოდ, და თან მამისონზე ისევ ოსები დაგხვდებიან.

ვინაიდან თურქეთ-რუსეთის ტრანზიტზეა გათვლილი, არანაირი ნაქერალა აღარ იქნება. ქუთაისიდან პირდაპირ ამბროლაურისკენ გაივლიან კლასიკური სამხედრო ოსეთის გზით. მეორე მხარეა რომ შოვის უნიკალური საკურორტო ზონა (სამწუხაროდ ამჟამად სრულიად აუთვისებელი) სერიოზულად დაზარალდება ამ გზისგან. თუმცა ისევ პირველ მხრივ, ცხადია ამ გზას აქვს დიდი პოტენციალი. ჯვრის უღელტეხილის ალტერნატივად, ყადორს ეს ჯობია. ერთი ნიუანსია რომ გვირაბი გაივლის ოკუპირებული ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" ტერიტორიაზეც (გვირაბის სახით მაგრამ მაინც გაივლის), რადგან უღელტეხილის სამხრეთი სერპანტინი რომელიღაც კრელმის გეოპოლიტიკოსმა ამ ავტონომიაში მოაქცია sad.gif

QUOTE
ტაბაწყურის და ავრანლოს გავლით.

ანუ ეს გზა უბრალოდ შესაკეთებელია. ფიზიკურად ის არსებობს. ცხრაწყაროს უღელტეხილიდან გზა როგორც ახალქალაქში გადადის, ისე ტაბაწყური-წალკაში. ასევე არის გზა პირდაპირ ახალქალაქიდან ტაბაწყურისკენ. ვფიქრობ პირველ რიგში ეს არსებული გზებია მოსაწესრიგებელი. მერე გამოჩნდება რამდენად საჭიროა ისინი.

ახალქალაქი-ტაბაწყური (ბარალეთის გავლით) თუ მოეწყო. იყიდან შესაძლებელია ორი ვარიანტის განხორციელება ქართლში გადასასვლელად. პირველია რომ ეგრევე თრიალეთზე გადავიდეს გზა და მიტარბიში ჩავიდეს (ეს გზაც დასაქვერი მაქვს იმეია 2017-ში გავივლი). მეორე ვარიანტია ავრანლო-რეხა-ლევიტანა. აქედან დასკვნა რომ რეხა-ლევიტანა ყველა ვარიანტში საჭიროა. ფაქტიურად უმოკლესი გზით აკავშირებს წალკას გორთან.

დმანისი-ნინოწმინდაც საინტერესო იქნებოდა აზერბაიჯანი-თურქეთი ნაკადისთვის ეგრევე კარწახში მოსახვედრად.

კიდევ ერთი გზა რომელიც შედარებით ნორმალურ დღეშია, ესაა დიდგორზე გადასასვლელი ნიჩბისიდან მანგლისისკენ (ორბეთსა და თონეთს შორის გადის ტრასაზე). ამ გზაზე არც ისეთი დიდი ქანობებია ახლაც და ვფიქრობ უბრალოდ მისი საფარის მოწესრიგებაც კი საკმარისია რომ პატარა მანქანებით გავლადი გახდეს. აქედანვე შესაძებელია ქვათახევისკენ ჩასასვლელის გაკეთება, საოფროუდე გზა მანდ ახლაც გადის.

ვფიქრობ ყველა ეს პროექტი სავსებით რეალურია. უბრალოდ საყოველთაო სახელმწიფო დაზღვევა უნდა გააუქმონ და ეს სახსები მიმართონ გზების მოწესრიგებაზე.

დასავლეთში გამახსენდა ეს გზები
1) ხულო-ღორჯომი-ბახმარო.
2) შუახევი-გომისმთა-ოზურგეთი
3) ამ ორი გზის დამაკავშირებელი გზა აჭარა-იმერეთის ზედის გაყოლებაზე.

სასწაული სილამაზის ადგილებია, სამწუხაროდ სრულიად მივიწყებული.

Posted by: Kotola 2 Nov 2016, 12:33
QUOTE
მამისონი გახსნა იმიტომ ვთვლი საჭიროდ, რომ რუსეთ-თურქეთის ნაკადმა აღარ გაიაროს ყაზბეგი-გორი-რიკოთის მარშრუტი, პირდაპირ გადავამისამართოდ ეს ნაკადი ოსეთის სამხედრო გზით მამისონი-თურქეთის მიმართულებით და ზეკარის ქვეშ გვირაბის და მაგ გზის გამტარიანობის გაზრდის მთავარი აზრი ის არის, რომ ეს სატრანზიტო ნაკადი ავაცილოთ საკურორტო ზონას და პირდაპირ გავუშვათ ვალეში. თან ოდნავ გამოაცოცხლებს რაჭასაც სოციალურ-ეკონომიკური კუთხით.

მართლა საკითხავია რამდენად გამოაცოცხლებს ტრაილერების მოძრაობა რაჭას და თან მართლა მაგარ პრობლემებს შექმნის უღელტეხილებზე და ვიწრო ადგილებში ტრაილერების მოძრაობა. მარა მაგას თავი რო დავანებოთ სხვა რამეა მანდ მთავარი. მამისონის უღელტეხილი შედის ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტ. ოლქში და ახლაც რუსები და ოსები დგანან იქ, 2009 წლიდან. ხოდა საინტერესოა როგორ უნდა ავაშენოთ ეგ გზა, მოგვცემენ რუსები მაგის უფლებას? ეგ ფაქტიურად ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღიარება იქნება. თუ არ მოგვცემენ და რა ვქნათ, ქვემოთ გადმოვწიოთ სასაზღვრო პუნქტი ჩვენი ტერიტორიის სიღრმეში და იქით ოსებს ავაშენებინოთ თავიანთი პუნქტი? ეგ ჩვენი მხრიდან გამოდის მაშინ აღიარება biggrin.gif ერთი ვარიანტია მაშინ ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან ეგრევე რუსეთამდე გავთხაროთ გვირაბი და ქვეშ გავუძვრეთ ოსებს biggrin.gif biggrin.gif მარა არც ეგ ვარიანტი მომწონს მე...

Posted by: პაწა 3 Nov 2016, 13:13
ნიკა
ნიკა, რამდენს წერ, თან მეტწილად უსარგებლოდ. რა ტრაილერების ნაკადები უნდა გადამისამართდეს მაგხელა უღელტეხილებზე და ვიწრო გზებზე... სრულიად გამორიცხულია

Posted by: ნიკა 3 Nov 2016, 15:40
ახლა ხო სულ ავტობანი გადის დარიალის ხეობაში.

Posted by: ივანიჩ 7 Nov 2016, 14:15
QUOTE
ახლა ხო სულ ავტობანი გადის დარიალის ხეობაში.

ისე ახლა
რა მდგომარეობაა მაგ გზაზე?
აისვლება სტეფანწმინდაში?

Posted by: vatman 7 Nov 2016, 15:23
ივანიჩ
QUOTE
ისე ახლა
რა მდგომარეობაა მაგ გზაზე?
აისვლება სტეფანწმინდაში?

სტეფანწმინდაში აისვლება უპრობლემოდ, თბილისიდან სულგასისინებული ასფალტია. ნუ იანვარ-ტებერვლიდან უკვე აღარ იქნება კარგ მდგომარეობაში, მარა ეხლა ყველგან დალატკულია
ეს ყაზბეგის შემდეგ ლარსის საბაჟო პუქნტთან არის გაფუჭებული გზა, მეწყრის შედეგად

Posted by: vatman 14 Nov 2016, 10:48
ახალციხიდან საფარის მონასტრამდე მშვენიერი გზა გამოუვიდათ, ჰა ჰა მაქსიმუმ 15 წუთში მანდ ხარ. ზამთარში უბრალოდ საინტერესოა მაგ გზას თუ გაწმინდავენ

Posted by: vatman 17 Nov 2016, 13:13
ხალხნო...
მუხრანიდან წილკანში გადასასვლელი გზა როგორ მდგომარეობაშია?
ღიპხოხიალა და ნაზი ავტომობილი გაივლის?

Posted by: ნიკა 17 Nov 2016, 13:53
გადახვალ. ზოგან ორმოებია (გვერდს აუვლი ისეთი), ზოგან მწოლიარე უჟასტიკები. წყნარი სიარულით არანაირი პრობლემა არაა.

Posted by: vatman 17 Nov 2016, 14:58
ნიკა
მადლობა smile.gif
ისე შენი იმედი მქონდა რო გეცოდინებოდა მდგომარეობა

Posted by: ნიკა 2 Dec 2016, 11:40
ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
http://georoad.ge/?lang=geo&act=mode&func=menu&uid=1480654671

Posted by: ნიკა 15 Dec 2016, 15:50
მგონი ეს გამოვტოვეთ
http://radioway.ge/ka/news/business/item/114-pankisidan-tushetshi-avtomobilit-asvla-zamtarshiz-gaxdeba-shesawlebeli-giorgi-seturiwe
პანკისიდან თუშეთში ავტომობილით ასვლა ზამთარშიც გახდება შესაძლებელი - გიორგი სეთურიძე

კომენტარების გარეშე. ელემენტარულად აბანოს უღელტეხილის იმაღლე არ წერია სწორად.

Posted by: Kotola 15 Dec 2016, 17:06
QUOTE
მგონი ეს გამოვტოვეთ

http://mtisambebi.ge/news/business/item/124-ybazbegi-xevsureti-tushetis-gzas-xorvatiuli-kompania-daaproeqtebs

Posted by: ნიკა 2 Jan 2017, 15:40
ჟინვალი-თიანეთი გზაზე დაახლოებით 3 კმ-იანი მონაკვეთი დარჩა დასაასფალტებელი.

Posted by: ტემპერა 3 Jan 2017, 13:40
ესეთი პრინვიპი გიანხავთ? ": )))


https://www.facebook.com/uniladmag/videos/2524491877573856/?hc_ref=NEWSFEED

Posted by: Kotola 17 Jan 2017, 16:36
http://georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1484641887

საავტომობილო გზების დეპარტამენტში, ბაკურციხე-წნორის გზისა და გურჯაანი-თელავის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის დოკუმენტაციის მოსამზადებლად, ფინანსური წინადადებები გაიხსნა. აღნიშნული გზების მშენებლობა, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე (SLRP III) პროექტის ფარგლებში განხორციელდება.
ბაკურციხე-წნორის გზა 16 კილომეტრიანი, ხოლო გურჯაანი-თელავის შემოვლითი გზა 30 კილომეტრიანი მონაკვეთია.

Posted by: komate 17 Jan 2017, 17:12
გამარჯობათ

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/414916-khulo-goderdzis-damakavshirebel-gzas-reabilitacia-rekonstruqcia-chautardeba.html
ეს წავიკითხე და მაინტერესებს ეს მოიცავს თუ არა გოდერძი ახალციხის ნაწილის გაკეთებასაც? თუ არა თუ გაქვს ინფორმაცია რამდენად აპირებენ ამ გზის გაკეთებას 2017 წელს?

Posted by: Kotola 17 Jan 2017, 18:10
komate
ჯერჯერობით კეთდება ხულო-გოდერძის უღელტეხილის 29 კილომეტრიანი მონაკვეთი. გოდერძის უღელტეხილი-ზარზმის მონაკვეთი, რაც დაახლოებით 18 კილომეტრია, არ კეთდება ჯერ და ალბათ 2017 არც გაკეთდება sad.gif

Posted by: ნიკა 27 Jan 2017, 17:37
თბილისი-კოჯორი-მანგლისი-წალკა-ნარდევანი-ტიკმატაში-წალკა-ფარცხისი-კოდა
https://www.youtube.com/playlist?list=PLMhw5vejhxgN3Mbz3E1ScwFZ49H1EkyG1

Posted by: ნიკა 5 Feb 2017, 22:10
დღეს გომბორით გადმოვედი. საკმაოდ ცუდ დღეშია. ბევრგანაა საფარი დაზიანებული.

Posted by: ივანიჩ 10 Feb 2017, 12:18
ეხლა რა სიტუაციაა გზებზე?
სადმე დაკეტილი ხომ არაა?

Posted by: ნიკა 17 Feb 2017, 13:37
ძირულა-ხარაგაულისა და სამტრედია-ზუგდიდის შემოვლითი გზების პროექტირება იწყება
11:49 / 14.02.2017
საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და ორ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას - „კოქსს“ შორის ხელშეკრულებები გაფორმდა.

ხელშეკრულებებს ხელი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე თევდორაძემ და გერმანული საპროექტო კომპანია „კოქსის” წარმომადგენელმა კარსტენ გარისემ მოაწერეს.

პირველი ხელშეკრულების ფარგლებში, ძირულა-ხარაგული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის 50 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის მომზადდება: დეტალური პროექტი, სატენდერო დოკუმენტაცია, გარემოზე ზემოქმედების შეფასების, მიწის შესყიდვისა და განსახლების დეტალური გეგმის დოკუმენტები.

პროექტი ცხრა თვეში უნდა მომზადდეს და მისი ღირებულება 1 231 566 აშშ. დოლარი და 1 249 030 ლარია. სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს.

პროექტის განხორციელების შედეგად, გაუმჯობესდება 20-მდე სოფლის მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები, სავაჭრო და ტურისტულ ობიექტებთან კავშირი, გაიზრდება მოძრაობის უსაფრთხოების დონე.

მეორე ხელშეკრულება ითვალისწინებს, სამტრედია-ზუგდიდის შემოვლითი (ანაკლიის საზღვაო პორტთან მისასვლელი გზის ჩათვლით) 90-კილომეტრიანი გზის მშენებლობისთვის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტების მომზადებას.

დოკუმენტების მომზადების ვადად ცხრა თვეა განსაზღვრული და სამუშაოების ღირებულება 1 349 743 აშშ. დოლარსა და 2 064 410 ლარს შეადგენს. აღნიშნული მიმართულების პროექტირებას მსოფლიო ბანკი დააფინანსებს.

სამტრედია-ზუგდიდის შემოვლითი (ანაკლიის საზღვაო პორტთან მისასვლელი გზის ჩათვლით) გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, მოძრაობა გაცილებით კომფორტული გახდება, გაიზრდება მოძრაობის უსაფრთხოების დონე, შემცირდება საავტომობილო გადაზიდვების ხარჯი და გაადვილდება ტრანზიტული მოძრაობა.

აღნიშნული გზები, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის, ოთხპუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი მიმართულების - ქვეყნის სივრცითი განვითარების უმთავრესი ნაწილია.

http://www.info9.ge/sazogadoeba/165903-dzirula-kharagaulisa-da-samtredia-zugdidis-shemovlithi-gzebis-proeqtireba-itsyeba.html?lang=ka-GE

Posted by: PREDATOR 17 Feb 2017, 13:40
ეს სქრინი აქაც უნდა იყოს bis.gif
http://pix.ge/
biggrin.gif

Posted by: Uma 21 Feb 2017, 15:50
მოგესალმებით!
ურბანული ლაბორატორია, რომელიც ახლად შექმნილი ორგანიზაციაა, მუშაობს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ქალაქის დაგეგმარება, მშენებლობები, ტრანსპორტის მოწესრიგება, პარკები და ა.შ.
ყოველ ოთხშაბათს, საკრებულოს შენობაში, ძირითადად საღამოს 7 ან 8 საათზე იმართება საჯარო ლექცია/დისკუსიები. დასწრება თავისუფალია.

სიამოვნებით ვითანამშრომლებთ პროფესიონალებთან, რომლებიც მოამზადებენ ლექციებს და დაგვეხმარებიან რეკომენდაციების შემუშავებაში. (ანაზღაურებადი).

მოძებნეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე და მობრძანდით შეხვედრებზე
https://www.facebook.com/events/589227304612608/

Posted by: ნიკა 22 Feb 2017, 19:37
კვირას ვიყავი ფარცხისი-თეთრიწყარო-ბედიანი-გომარეთი-დმანისი-მარნეული წრიულზე. სიტუაცია გზებზე ასეთია
1) თეთრი წყაროდან ალექსეევკამდე სისინა ასფალტის გზა დაუგიათ. შარშან გაზაფხულზე, რკინიგზის ტურში რომ ვიყავით, სულ ოდნავ სცილდებოდა ასფალტიანი მონაკვეთი თეთრ წყაროს. თუმცა სავარაუდოდ მანდ გაჩერდნენ და მორჩა. მეტი წინ აღარ დააგებენ ან მაქსიმუმ მენქალისამდე.
2) კაი ხანია არ ვყოფილვარ გომარეთი სარკინეთისკენ (მგონი 2013 თუ 2014 წლის მერე). მაშინ ყარაბულახთან მთავრდებოდა ასფალტი. ახლა ასფალტი დაგებულია დმანისის მხრიდან სოფელ განახლებამდე. სამუშაოები მიდის (ახლაც) აქტიურად განახლება-სარკინეთი-გომარეთი მონაკვეთზე. სავარაუდოდ წელს უნდა მორჩნენ და გომარეთამდე იქნება ასფალტი. შეიძლება მამულამდეც.
3) საყდრისის აფეთქების შემდეგ აქტიურად დაიწყო სატვირთოებმა მოძრაობა კაზრეთიდან სომხეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე, რამაც ამ მონაკვეთს დედა უტირა. ახლა ეს მონაკვეთი არის გასისინებული ასფალტი დმანისის გადასახვევიდან საყდრისამდე. და ბეტონის გზა საყდრისიდან კაზრეთის გადასახვევამდე. ჩემ და მოულოდნელად ყველაზე ცუდი მონაკვეთი კაზრეთიდან მარნეულისკენ გზის რამოდენიმე კილომეტრი იყო. იმედია მაგასაც მიხედავენ.

სულ ეს იყო. ონბორდ ვიდეოს დავდებმოგვიანებით. მანამდე თიანეთი-ახმეტა-წრიული ვიდეო მაქვს დასამუშავებელი.

Posted by: PREDATOR 23 Feb 2017, 14:21
ფბ ვიდეო როგორ ჩასვნა არ ვიცი
https://www.facebook.com/georoad.ge/videos/1358112760929488/
სნო ომალოს გზის, ზემო იმერეთი რაჭის მიმართულებით და საირმე აბასთუმნის გზის მშენებლობა წელს დაიწყებაო

Posted by: vatman 26 Feb 2017, 04:42
გუდაურისკენ მიმავალ გზაზე ფასაურსა და მლეთას შორის ორმოებითაა სავსე გზა, ნუ რაც მაგ მონაკვეთისთვის სეზონია ამ დროს ჩვეულებრივი მოვლენაა. მტავარია ყურადღებით იყო და არ ჩასცხო რომელიმეში...

Posted by: MONTY 28 Feb 2017, 00:30
გუგლი მაპზე შიდასახელმწიფოებრივი გზების დიდ ნაწილზე აღმნიშვნელი მონაცემები არასრული ყოფილა
ასევე მიმართულებაზეც ზუსტ ხაზს არ ავლებს ანუ მაგალითად ხაზი ყანებზეც კი გადის
მაგრად მჭირდება კილომეტრებით დაყოფა და ეგეც არ არის ანუ მაგალითად თბილისი-სენაკი-ლესელიძე კმ100 - კმ101 სად არის , კმ200-კმ250 სად და ა.შ
ეს ექნებაც წესით დეპარტამენტში და რატო არ აქვეყნებენ ?
პ.ს რუკა მინდა გავაკეთო ავტოავარიების და ვერ ვაკეთებ იმის გამო რო მხოლოდ კმ ების მიხედვით მაქვს მონაცემები cry.gif
* * *
2010 წელს სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის კმ1-კმ57 ში მომხდარი ავტოავარიები
http://www.picz.ge


ყველაზე ცუდი გზის კმ 7 ზე , 12 ავარია მოხდა და 6 გარდაცვლილი - 40 დაშავებული
ხო შეუძლიათ ეს მონაკვეთი შეისწავლონ , დააყენონ კამერები და გაძლიერდეს პატრულირება ?


პ.ს გრიგოლეთი-ლაჩხუთი- სამტრედია კმ7 და სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი კმ7 ზუსტად ერთ ადგილას იქნება ხო ?
ახლა ვამუშავებ მონაცემებს და გაერთიანებას ვფიქრობ
დეპარტამენტმა თუ მომცა მონაკვეთის დამდგენი მონაცემები, რუკასაც გავაკეთებ

Posted by: PREDATOR 1 Mar 2017, 18:19
ეს როგორ არ დაიდო აქ
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა – სტეფანწმინდა – ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ132 - კმ135 მონაკვეთზე გვირაბისა და მისასვლელი გზების მშენებლობის შესყიდვის ელექტრონული ტენდერი
59`753`149.00 GEL
DAP170000034
მოწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან - 12 (თორმეტი) თვე

Posted by: ნიკა 1 Mar 2017, 22:31
MONTY
MapSource-ში ჩაწერე Openstreetmap-ის რუკა და შეძლებ კმ-ების მიხედვით წერტილის კოორდინატების დადგენას.
როგორ დააყენო დეტალურად აქ წერია
http://off-road.ge/forum ქვეგანყოფილება GPS ნავიგაციაში openstreetmap-ის რუკა გარმინისთვის ჰქვია თემას.

Posted by: GEORGEXIII 4 Mar 2017, 14:03
აქ ადრე ითქვა ვეღარ ვნახე რომ დიდ დიღომში 6გზიდან 3უნდა შეკეთდესო მთავარი ცენტრალურ გზებზეა საუბარი 2017წელსო და როდიდან იგეგმება?

Posted by: iviko18 4 Mar 2017, 20:44
ბოლო დღეებში დასავლეთ საქართველოში მიწევს სიარული, სრული კატასტროფაა რაც გზებზე ხდება, კაი ხანია ასეთი მომსპარი გზები არ მინახავს. გამოვყოფ განსაკუთრებით დაზიანებულ მონაკვეთებს:

1) რიკოთის უღელტეხილის მრავალი მონაკვეთი (განსაკუთრებით გვირაბიდან სოფელ ხევამდე)
2) ცენტრალური მაგისტრალი სამეგრელოს მთელს მონაკვეთზე
3) სენაკი - ნოქალაქევი
4) ზუგდიდი - ანაკლია (აქ პორტის მშენებლობა იწყება და სატვირთო მანქანები მალე საერთოდ გაუვალს გახდიან ამ გზას)
5) ხობი - ფოთი (ყულევის გადასახვევიდან ცენტრალურ მაგისტრალამდე ასფალტი ფაქტიურად აღარ არსებობს)
6) ქობულეთი (მთლიანად ქალაქში კატასტროფა ხდება)
7) ქობულეთი - ბათუმი (განსაკუთრებით ციხისძირის მონაკვეთი "უღელტეხილი")
8) ბათუმი (ქალაქში გზები სრულიად მომსპარია)

Posted by: MONTY 5 Mar 2017, 23:29
ნიკა
QUOTE

MapSource-ში ჩაწერე Openstreetmap-ის რუკა და შეძლებ კმ-ების მიხედვით წერტილის კოორდინატების დადგენას.
როგორ დააყენო დეტალურად აქ წერია
http://off-road.ge/forum ქვეგანყოფილება GPS ნავიგაციაში openstreetmap-ის რუკა გარმინისთვის ჰქვია თემას.

MapSource ში რუკა ვერ დავანახე sad.gif ( windows )

Posted by: ნიკა 6 Mar 2017, 18:59
MONTY
დააყენე ოსმ-ის რუკა? .

გუშინ ვიყავი ახალქალაქში და დედა აღარ ყავს გზებს. განსაკუთრებით წალკასთან. ზოგან ტროტუარებით დადის მანქანები (იქ შენარჩუნდა ჯერ ასფალტი).

Posted by: MONTY 6 Mar 2017, 20:51
ნიკა
QUOTE
დააყენე ოსმ-ის რუკა?

კი დავაყენე და დაინახა მაგრამ ვერ გავიგე როგორ დავადგინო კილომეტრები

Posted by: ნიკა 13 Mar 2017, 09:22
ტულბარში აირჩიე მარშუტის ხატვის ხელსაწყო.

Posted by: ნიკა 14 Mar 2017, 16:00
30 სიმბოლო არა ისა კიდე .

Posted by: ნიკა 15 Mar 2017, 09:53
გერგეტის სამების გზა
https://www.facebook.com/kazbegitravel/videos/1858678104409520/?hc_ref=NEWSFEED

Posted by: Fabian 15 Mar 2017, 12:11
ნიკა
QUOTE
https://www.facebook.com/kazbegitravel/vide...hc_ref=NEWSFEED

გზა კაია, საბაგირო ჯობდა.

Posted by: MONTY 18 Mar 2017, 01:41
http://www.picz.ge
ინფრასტრუქტურის სამინისტროს , დეპარლამენტის და მუნ.განვითარების ფონდისთვის გაგზავნილი მოთხოვნა
იმედია დაინტერესდებიან და სავალდებულოს გახდიან მუნიციპალიტეტებისთვისაც

Posted by: guriaaa 2 Apr 2017, 15:26

საქართველო, ქალაქი ახალქალაქი, სანაპიროს ქუჩა...
2017 წელი

http://pix.ge/

http://pix.ge/

მეტი ფოტო http://jnews.ge/?p=12353




Posted by: Pshaveli 9 Apr 2017, 11:12
გუშინ რიკოთზე გამოვიარე, გზას ხაზავდნენ.
სიტყვები არ მყოფნის რაც იქ ხდებოდა.
სოფ. ხევიდან სოფ. უბისამდე უწყვეტი ხაზია გავლებული.
ნუთუ ძალით აკეთებენ ამ იდიოტობას?
მიიზლაზნება ტრაილერი და მისდევს ოცამდე კანონმორჩილი მძღოლი და ელოდება როდის გაჩნდება წყვეტილი ხაზი.
ბოლოს ვიღაცას ნერვები უმტყუნებს და გადის გასწრებაზე, პეტრულიც იქვეა, 50 ლარიანი ჯარიმა გარანტირებულია.
ძალით აკეთებთ თქვედე*****ბო?

Posted by: nodara95 9 Apr 2017, 18:08
დაიცავი ბიძია წესები სად გეჩქარება

Posted by: ნიკა 9 Apr 2017, 19:45
Pshaveli
QUOTE
სოფ. ხევიდან სოფ. უბისამდე უწყვეტი ხაზია გავლებული.

დღეს გამოვიარე და არაა მთლად ეგრე. ვერტყვიჭალაშია წყვეტილი ეგ ერთი.
სადაც უწყვეტია იქ მართლა არ შეიძლება გასწრება. სულ ბრმა მოსახვევებია.

Posted by: spider77 10 Apr 2017, 12:59
Pshaveli
QUOTE
გუშინ რიკოთზე გამოვიარე, გზას ხაზავდნენ.
სიტყვები არ მყოფნის რაც იქ ხდებოდა.

სააღდგომოდ ამზადებენ wink.gif

QUOTE
მიიზლაზნება ტრაილერი და მისდევს ოცამდე კანონმორჩილი მძღოლი და ელოდება როდის გაჩნდება წყვეტილი ხაზი.
ბოლოს

ბოლოს გაჩნდება წყვეტილი ხაზი და ან შემხვედრზე იქნება იმხელა ნაკადი, რო ვერ გაასწრებ, ან შენს წინ იქნება უტვინო მძღოლი მთელი კორპუსით მარცხნივ, საპირისპიროზე გადასული და ვერც თვითონ ასწრებს და არც შენ გაგატარებს. ამასობაში უწყვეტიც გაიჩითება mad.gif



ისე, ეხლანდელი დახაზვა არ ვიცი, მაგრამ აქამდე ძაან უაზროდ იყო, ზოგან აშკარად ისეთ ადგილას იყო წყვეტილი, რომ მართლა რთული იყო (ან არ შეიძლებოდა) იქ გადასწრება, ზოგან კი აშკარად საამისო ადგილზე უწყვეტი იყო facepalm.gif

Posted by: rachveli1 10 Apr 2017, 14:16
Pshaveli
QUOTE
სოფ. ხევიდან სოფ. უბისამდე უწყვეტი ხაზია გავლებული.


აგერ ეს მონაკვეთი, რომელზეც შენ დაწერე:
user posted image

სულ მოსახვევებია და სად უნდა გაასწრო აქ?

ზევით დაწერეს რო ვერტყვიჭალაში წყვეტილია, და სხვაგან მანდ არც არ არი იმ სიგრძე სწორი ადგილი გასწრება რო მოასწრო

Posted by: ნიკა 10 Apr 2017, 15:20
აუფებთ. ეს მონაკვეთი E60-ს ეკუთვნის და მაგაზე ცალკე თემაა
https://forum.ge/?f=51&showtopic=34907500

Posted by: ნიკა 21 Apr 2017, 17:14
არ ვიცი რკინიგზის მშენებლობის გამოა თუ რისი. მაგრამ:

12.04.201713:40
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული- მოლითი-ფონა-
ჩუმათელეთის საავტომობილო გზის კმ33-კმ40 (მოლითი-წიფა) მონაკვეთზე დასაშვებია
10 ტონამდე მასის, ხოლო კმ41-კმ51 (წიფა-ჩუმათელეთი) მონაკვეთზე 20 ტონამდე
მასის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
აკრძალულია და მათი გადაადგილება განხორციელდება თბილისი-სენაკი- ლესელიძის
საავტომობილო გზის გავლით.

http://www.georoad.ge/?lang=geo&act=mode&func=menu&uid=1491990110

Posted by: MONTY 3 May 2017, 14:05

1. ხულო - ზარზმა - 2017 აგვისტო - 2019 სექტემბერი
2 . ხარაგაულის შემოვლითი --- 2017 დეკემბერი - 2020 ივნისი
3. სნო-ჯუთა-როშკა-არხოტი- შატილი-ომალო-ფშაველი ---- 2017 წლის ივლისი - 2020 სექტემბერი
4. ბაღდათი- აბასთუმანი ----- 2017 ივნისი - 2020 სექტემბერი
5. ზემო იმერეთი-რაჭა --- 2017 ივნისი - 2020 სექტემბერი

http://www.georoad.ge/uploads/files/infrastruqturuli-proeqtebi-2017-2020.18.4.pdf

Posted by: N1kusha 5 May 2017, 10:38
გამარჯობა ხალხებო
თბილისის შემოვლით გზაზე რაიმე ახალი ისმის? ლილოდან ზაჰესამდე მონაკვეთს ვგულისხმობ.

Posted by: Fabian 5 May 2017, 10:39
N1kusha
QUOTE
თბილისის შემოვლით გზაზე რაიმე ახალი ისმის? ლილოდან ზაჰესამდე მონაკვეთს ვგულისხმობ.

და უნდა იყოს სიახლე?

Posted by: N1kusha 5 May 2017, 11:13
QUOTE (Fabian @ 5 May 2017, 10:39 )
N1kusha
QUOTE
თბილისის შემოვლით გზაზე რაიმე ახალი ისმის? ლილოდან ზაჰესამდე მონაკვეთს ვგულისხმობ.

და უნდა იყოს სიახლე?

პროექტი თუა უკვე მზად ეგ მაინტერესებს და საერთოდ რა იგეგმება მანდეთ ხომ არ იცის ვინმემ - ავტობანი თუ გზის გაფართოება? ლილოდან სოფ.ნორიომდე მონაკვეთი მაინტერესებს.

Posted by: rommel 5 May 2017, 11:23
N1kusha
QUOTE
ლილოდან სოფ.ნორიომდე მონაკვეთი მაინტერესებს.


ამ მონაკვეთს დიდი ალბათობით ხელს არ ახლებენ. აი ნორიოდან ნატახტარამდე სად გაივლის გზა ჯერ არავინ იცის.

Posted by: N1kusha 5 May 2017, 12:18
rommel
QUOTE
ამ მონაკვეთს დიდი ალბათობით ხელს არ ახლებენ.

მეც ასე მგონია. იმიტომ მაინტერესებს რომ პატარა ობიექტი მაქვს მანდეთ და არ მინდა უფუნქციოდ დამრჩეს.
გაფართოებაზე რას ფიქრობთ?

Posted by: ნიკა 5 May 2017, 13:18
MONTY
QUOTE
2 . ხარაგაულის შემოვლითი --- 2017 დეკემბერი - 2020 ივნისი

ეგეთი რამე სად ნახე? ჩუმათელეთი-ხარაგაული(-ძირულა სავარაუდოდ აბა ისე აზრი არა აქვს) წერია მარტო. თან აზრიც რა ექნება? ხარაგაულს რომ შემოუარო იგივეა თითქმის სირთულით, რაც ხაშურის შემოვლითი.

ახლა ვნახე და 50 კმ ანუ ჩუმათელეთი-ხარაგაული-ძირულა იგულისხმება მაგაში. ჩუმათელეთი-ხარაგაული 40 კმ-ია.

Posted by: rommel 6 May 2017, 13:37
N1kusha
გაფართოებაში რას გულისხმობ? ორმხრივი გზის სტანდარტებს აკმაყოფილებს არსებული და რაღა უნდა შეცვალონ. დაზუსტებით ვერ გეტყვი, მაგრამ ვფიქრობ შენს ობიექტს არაფერი ემუქრება უახლოეს მომავალში.

Posted by: N1kusha 6 May 2017, 19:33
rommel
არც მე მინდა რომ დაემუქროს biggrin.gif
რას ვგულისხმობ და 2 ზოლიანის ნაცვლად რომ გახდეს 4 ზოლიანი გზა, შესაბამისად უნდა გაგანივრდეს მარცხნივ, მარჯვნივ ან ორივე მხარეს სულ მინიმუმ ჯამში 10 მეტრი მაინც. ასე თუ ისე მოძრავი გზა არის და რავი მაინც მეფიქრება რა.

Posted by: rommel 6 May 2017, 22:15
N1kusha
საკმაოდ რთული მონაკვეთია და არც თუ ისე დატვირთული, ამიტომ არამგონია მილიონები დახარჯონ მაგ გზის გასაფართოებლად.პატარა ხევებია, გზის გაყოლებაზე არსებული მიწები კერძო საკუთრებაშია, ამას დაუმატე მთელ ამ მონაკვეთზე არსებული ტრაილერის პარკები და გასამართი სადგურები, ერთ მხარეს სამხედრო ბაზაა, მეორე მხარეს ჩირინას მეურნეობა. ერთი სიტყვით სერიოზული თანხა იქნება საჭირო, ამიტომ ეჭვი მაქვს ამ ეტეპზე ისე დატოვებენ როგორც არის.

Posted by: N1kusha 6 May 2017, 23:08
QUOTE (rommel @ 6 May 2017, 22:15 )
N1kusha
საკმაოდ რთული მონაკვეთია და არც თუ ისე დატვირთული, ამიტომ არამგონია მილიონები დახარჯონ მაგ გზის გასაფართოებლად.პატარა ხევებია, გზის გაყოლებაზე არსებული მიწები კერძო საკუთრებაშია, ამას დაუმატე მთელ ამ მონაკვეთზე არსებული ტრაილერის პარკები და გასამართი სადგურები, ერთ მხარეს სამხედრო ბაზაა, მეორე მხარეს ჩირინას მეურნეობა. ერთი სიტყვით სერიოზული თანხა იქნება საჭირო, ამიტომ ეჭვი მაქვს ამ ეტეპზე ისე დატოვებენ როგორც არის.

საღოლ, მეც ზუსტად ამას ვფიქრობ შენ რაც დაწერე. მაგრამ არაფერია გამორიცხული ვინ რა ფორმით დააპროექტებს და როგორ შეითანხმებენ ხ.ზ.

Posted by: ნიკა 14 May 2017, 23:10
სოფ. გოსტიბეში მისასვლელი გზის აღდგენა მიმდინარეობს. ბეტონით.

Posted by: Fabian 14 May 2017, 23:53
ნიკა
QUOTE
სოფ. გოსტიბეში

ვიღაც ძალიან გავლენიანი როჟაა ალბათ მაგ სოფლიდან. შარშან თუ შარშანწინ კალაძემ დენი გაიყვანა მანდ, ეხლა გზაც კეთდება, რაღაცაშია საქმე... biggrin.gif

Posted by: iraklioni 15 May 2017, 00:37
მოკლედ, ბორჯომისკენ ვიყავი, მანგლისი-წალკა-ნინოწმინდა-ახალქალაქი-ახალციხის გზით. მახსოვს რამდენიმე წლის წინ, რომ ვიყავი ძალიან ვისიამოვნე ამ გზით, ეხლა კიდე ძალიან დავიტანჯე. ჯერ ერთი ის, რომ როცა იწყებენ გზის რემონტს და ჭრიან და ტოვებენ მერე ამდენი ხნით, ეს ერთი, თან ისე ჭრიან, რომ ჩასასვლელსაც არ უკეთებენ, რომ მანქანას არ გასძვრეს ყველაფერი, სადაც ჯერ არაა მისული რემონტი, იქ სასწაული ორმოები იყო, განსაკუთრებით ახალქალაქში, ეგეთი საშინელი გზა დიდი ხანია არსად მინახავს. ასე თუ ისე ცენტრალური გზაა, სადაც 20-30-ით ვერ ივლი და ისეთი ორმოები გხვდება, რომ ....

Posted by: ნიკა 15 May 2017, 00:52
QUOTE (Fabian @ 14 May 2017, 23:53 )
ნიკა
QUOTE
სოფ. გოსტიბეში

ვიღაც ძალიან გავლენიანი როჟაა ალბათ მაგ სოფლიდან. შარშან თუ შარშანწინ კალაძემ დენი გაიყვანა მანდ, ეხლა გზაც კეთდება, რაღაცაშია საქმე... biggrin.gif

იმედია არაა ეგრე. გზა და დენი მგონი ჭერემშიც გაიყვანეს

Posted by: vatman 15 May 2017, 08:42
სოფელ უდაბნოსკენაც დაუწყით გზის დაგება - ტბებიდან უდაბნოს ბოლომდე. მისი მიწის სამუშაოები.
ალბათ წლის ბოლომდე დაასრულებენ

Posted by: ნიკა 15 May 2017, 17:52
vatman
ხოო მანდაც სასტიკად იყო უკვე დანგრეული გზა. თან ასფალტს ეტყობოდა რომ კომუნისტების დროინდელი იყო

Posted by: MONTY 16 May 2017, 02:00
QUOTE (MONTY @ 18 Mar 2017, 01:41 )
http://www.picz.ge
ინფრასტრუქტურის სამინისტროს , დეპარლამენტის და მუნ.განვითარების ფონდისთვის გაგზავნილი მოთხოვნა
იმედია დაინტერესდებიან და სავალდებულოს გახდიან მუნიციპალიტეტებისთვისაც

ეს წერილი გაეგზავნა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს
მუნ.განვითარების ფონდს
საგზაო დეპარტამენტს
თბილისის მერიას
თბილისის კეთ.მოწყობის სამსახურს
თბილისის საკრებულოს , (გამგეობებს )

და ყველამ დააიგნორა, არანაირი პასუხი mad.gif




Posted by: vatman 16 May 2017, 10:37
ნიკა
QUOTE
ხოო მანდაც სასტიკად იყო უკვე დანგრეული გზა. თან ასფალტს ეტყობოდა რომ კომუნისტების დროინდელი იყო

კომუნისტების დაგებული მონაკვეთი მაინც რჩება ტბებამდე არ მისული, მარა ნორმალურია შედარებით.
აი უდაბნოს შემდეგ როდის მიხედავენ ესაა საინტერესო

Posted by: DINAMOFAN 16 May 2017, 12:49
გამარჯობა
ხომ არ იცით ჟინვალი - თიანეთის მონაკვეთი რა მდგომარეობაშია?

Posted by: Artgeo 17 May 2017, 00:34
DINAMOFAN
ცუდ მდგომარეობაშია... წითლად მონიშნულ მონაკვეთზე მძიმე ტექნიკა მუშაობს, ანგრევენ მთას, ამაგრებენ და ასე შემდეგ. ამ მონაკვეთზე მოგიწევს 5-10 ით სიარული, დანარჩენი კარგია.

Posted by: ნიკა 17 May 2017, 14:16
Artgeo
ამხელა მონაკვეთზე??? მანდ სულ 3 კმ იყო დარჩენილი იანვარში რომ გავიარე.

Posted by: ნიკა 17 May 2017, 17:02
გომისმთამდე გზა გაიხსნა.

16.05.201709:08
ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ16-კმ33 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია..
http://www.georoad.ge/?lang=geo&act=mode&func=menu&uid=1494911344

Posted by: Artgeo 18 May 2017, 11:21
ნიკა
არა, მონაკვეთი დაახლოებითია, ზუსტად არ მახსოვს. თუმცა მაგ მონაკვეთზეა, სავარაუდოდ 3 კმ ძალიან ცუდ დღეშია და დანარჩენი ისე რა. ცოტა ადგილზე ახალი დაგებული ასფალტია.

Posted by: ORIONI 18 May 2017, 11:52
წყნეთის გზაზე არაფერი ისმის ხო? sad.gif

Posted by: ნიკა 18 May 2017, 12:46
ORIONI
QUOTE
წყნეთის გზაზე არაფერი ისმის ხო?

ჭორის დონეზე გაგონილიდან: აღარ აღდგება ეგ გზა და მდ. ვერეს ხეობის მეორე ნაპირზე როა მაღლივიდან ნაფეტვრებისკენ მიმავალი გზა, იქიდან ახალს გაიყვანენ.

ამასობაში თუშეთშია მძიმე მდგომარეობა


საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება
18 მაი, 2017

თუშეთში, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე, ზამთრის თვეებში დაახლოებით 300 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასა მოწყდა, რომელმაც, დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლეზე, გზის სავალი ნაწილი დაფარა და მდინარე ალაზნის დინება გადაკეტა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მეწყრული მოვლენები თუშეთში ახლაც მიმდინარეობს.

მდინარე ალაზნის შეგუბების შედეგად წარმოიქმნა 10 მეტრის სიღრმისა და 300 მეტრი სიგრძის ტბა, რომელმაც სტიქიის ადგილამდე მისასვლელი გზა დატბორა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აღდგენითი სამუშაოების დაწყების მიზნით, მუდმივად ატარებს სტიქიის ზონის მონიტორინგს. მონიტორინგის შედეგად, ბოლო კვირის განმავლობაში, მცოცავი ქანების გააქტიურება და განმეორებითი - დაახლოებით 200 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასების ჩამოსვლა დაფიქსირდა, რამაც საგრძნობლად დაამძიმა არსებული მდგომარეობა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ შექმნილია ოპერატიული შტაბი, უახლოეს დღეებში, ამინდის გაუმჯობესებისთანავე, 20 კაციანი ჯგუფი დაიწყებს მუშაობას სტიქიური მოვლენის ადგილას და წარმოადგენს საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნას. დასკვნის გათვალისწინებით გზების დეპარტამენტი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გააგრძელებს.

ასევე, მოსახლეობას და თუშეთში გამგზავრების მსურველებს ვაფრთხილებთ, რომ ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრამდე გზის საფარი თოვლისაგან თავისუფალია, თუმცა, მიუხედავად ამისა, სტიქიის ზონის სიახლოვეს არის ინტენსიური ქვათა ცვენა და დაუშვებელია როგორც ფეხით, ასევე ავტომანქანით გადაადგილება.

ადგილზე სიტუაციის შესწავლისთანავე საავტომობილო გზების დეპარტამენტი საზოგადოებას განახლებულ ინფორმაციას მიაწვდის.
http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1495092354
ბმულზე არის 3 ფოტო.

Posted by: Kublicha 18 May 2017, 13:33
QUOTE
ჭორის დონეზე გაგონილიდან: აღარ აღდგება ეგ გზა

ცდება თქვენი წყარო.
სი-არ-პის აშენებს და როგორც ვიცი უკვე დაიწყეს კიდევაც.


Posted by: iviko18 18 May 2017, 14:44
ფეისზე დაიდო, ახალციხე-ბათუმის გზის ერთ-ერთი მონაკვეთის სურათები, რომელიც ჰესის მშენებლობისას დატბორილი ძველი მონაკვეთის ნაცვლად აშენდა.

https://postimg.org/image/8c6ohorr1/https://postimage.io/

https://postimg.org/image/uucpl3exd/https://postimage.io/

Posted by: ORIONI 18 May 2017, 15:41
ნიკა
QUOTE
ჭორის დონეზე გაგონილიდან: აღარ აღდგება ეგ გზა და მდ. ვერეს ხეობის მეორე ნაპირზე როა მაღლივიდან ნაფეტვრებისკენ მიმავალი გზა, იქიდან ახალს გაიყვანენ.

Kublicha
QUOTE
ცდება თქვენი წყარო.
სი-არ-პის აშენებს და როგორც ვიცი უკვე დაიწყეს კიდევაც.

ორივე გააკეთონ biggrin.gif

მთავარია რო გაკეთდეს და თუ უკვე დაწყებულია მით უკეთესი

Posted by: ნიკა 18 May 2017, 18:08
Kublicha
QUOTE
ცდება თქვენი წყარო.
სი-არ-პის აშენებს და როგორც ვიცი უკვე დაიწყეს კიდევაც.

ძველი გზა სადაც გადიოდა იქ? ავალ და ვნახავ wink.gif

Posted by: ORIONI 19 May 2017, 02:25
QUOTE
ძველი გზა სადაც გადიოდა იქ? ავალ და ვნახავ

up.gif

Posted by: Kublicha 19 May 2017, 16:31
ნიკა
QUOTE
ძველი გზა სადაც გადიოდა იქ?

ეგ არ ვიცი,შენ სანამ დაწერდი არც შემიტანია ეჭვი რომ სხვაგან შეიძლებოდა გაეყვანათ.

ეხლა დავხედე აეროფოტოებს და რაღაც არარიალურად მეჩვენება ვერეს მეორე ნაპირიდან.

Posted by: ნიკა 21 May 2017, 23:48
Kublicha
QUOTE
ეხლა დავხედე აეროფოტოებს და რაღაც არარიალურად მეჩვენება ვერეს მეორე ნაპირიდან.

მგონი ბეთანიის აგარაკები როა იქიდან უნდა ამოვიდესო.

Posted by: Fabian 22 May 2017, 00:03
Kublicha
QUOTE
ეხლა დავხედე აეროფოტოებს და რაღაც არარიალურად მეჩვენება ვერეს მეორე ნაპირიდან.

არის გრუნტის გზა...

Posted by: ნიკა 22 May 2017, 16:26
Fabian
QUOTE
არის გრუნტის გზა...

გრუნტის გზა არის იქითა ნაპირზე. ზევით ახალდაბაში ვარ ამოსული. აი ბეთანიის აგარაკებთან არა. ხოდა ამოსასვლელის თემაა საინტერესო როგორ გაკეთდება. პლიუს ხიდი. როგორც ალტერნატივა შეიძლება ბეთანიის მონასტრამდე ან სულაც წვერამდე გაგრძელდეს გზა ხეობით და იქიდან კი არის უკვე ამოსასვლელები თუმცა საკმაოდ დიდი აღმართებია ორივეგან და კიკეთის ამბავში საკმაოდ მოშორებულად ამოდის ორივე გზა.

Posted by: Kublicha 22 May 2017, 16:32
სიარპის ერთ-ერთი სატვირთო შემჩნეულ იქნა წყნეთში jump.gif

Posted by: Fabian 22 May 2017, 20:50
ნიკა
QUOTE
გრუნტის გზა არის იქითა ნაპირზე. ზევით ახალდაბაში ვარ ამოსული. აი ბეთანიის აგარაკებთან არა. ხოდა ამოსასვლელის თემაა საინტერესო როგორ გაკეთდება. პლიუს ხიდი. როგორც ალტერნატივა შეიძლება ბეთანიის მონასტრამდე ან სულაც წვერამდე გაგრძელდეს გზა ხეობით და იქიდან კი არის უკვე ამოსასვლელები თუმცა საკმაოდ დიდი აღმართებია ორივეგან და კიკეთის ამბავში საკმაოდ მოშორებულად ამოდის ორივე გზა.

აგერ დახედე...
http://radikal.ru


Posted by: ნიკა 23 May 2017, 13:12
Fabian
მერე ახალდაბაში ამოხვედი შენ. მანდედან გამჟამად გზა წყნეთში მიდის და ისევ მეწყერის აქეთ ხარ. თუ ვცდები? მაგ გზით ვარ ამოსული ჯერ კიდევ ნივა რომ მყავდა ასე 10-11 წლის წინ. მე ვფიქრობ აი ეს უფრო რეალისტურია

თუმცა ახალდაბიდანაც არის ამჟამად ძალიან ცუდი გრუნტის გზა სამადლოზე. რკინიგზის ტურიდან რომ ვბრუნდებოდით მაგ გზით ჩამოვედი და ემახსოვრებათ ბიჭებს.
http://www.openstreetmap.org/directions?engine=graphhopper_bicycle&route=41.6844%2C44.6617%3B41.6706%2C44.6498#map=15/41.6768/44.6628

Posted by: ORIONI 9 Jun 2017, 18:15
ნიკა
Kublicha
Fabian
თბილისის გზებში დადეს წყნეთის გზაზე ინფო
https://forum.ge/?showtopic=34806517&view=findpost&p=50733211
ძველ გზას აღდგენენ და 2018-ში დასრულდებაო facepalm.gif

Posted by: ნიკა 11 Jun 2017, 21:55
ალგეთი-წალკაზე მიდიოდა დღეს "ორმოული" შეკეთება, ახალ ასფალტი ძალიან უსწორმასწორო გამოდის.

Posted by: ნიკა 19 Jun 2017, 10:49
გუშინ გავიარე ჟინვალი-თიანეთი. მიდის საკმაოდ ინტენსიური მუშაობა როგორც ჟინვალი-ბარისახოს გზის იმ პატარა მონაკვეთზე, რომელიც თიანეთისკენ გადასახვევამდეა ასევე თვითონ თიანეთისკენ გზაზეც ერთი ადგილი იყო დარჩენილი და იქ ასფალტს აგებენ. დაახლოებით 1 კმ დარჩა. თუმცა ამავე დროს სანიაღვრეები, ჯებირები და ა.შ. ბევრგანაა ჯერ დასასრულებელი. რომ მორჩებიან იქნება სასწაული სიგანის გზა თიანეთისკენ.

არ იქნებოდა ურიგო მერე თიანეთი-ახმეტაც რომ გაეკეთებინათ თუმცა რაც პრეზენტაციები ვნახე "სივრცითი მოწყობა" თუ ჯანდაბაა იმაში არ იჯდა ეგ.

Posted by: ივანიჩ 19 Jun 2017, 14:19
საგურამოდან ცხვარიჭამიისკენ მიმავალი გზა გაუკეთებიათ, ოღონდ მხოლოდ ბურიანამდე, იმის იქით აღარ sad.gif

Posted by: JuveMan 19 Jun 2017, 15:10
ნიკა
მე ვიცი რო აკეთენემ ახმეტა თიანეთს, ივნისის დასაწყსისში კონფერენციაზე ვიყავი და იქ იყო საგზაო დეპარტამენტის ტიპი და თქვა რო ვაპირებთო ამ სივრცითი მოწყობის ფარგლებშიო biggrin.gif

Posted by: ნიკა 19 Jun 2017, 18:46
აზიის განვითარების ბანკი ძირულა-ჩუმათელეთის მაგისტრალის რეაბილიტაციას დააფინანსებს
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/438798-aziis-ganvitharebis-banki-dzirula-chumathelethis-magistralis-reabilitacias-daafinansebs.html

JuveMan
ნუ აი ამ სქემაზე არ დაიტანეს. არა და უმნიშვნელოვანესი გზაა.
http://www.georoad.ge/uploads/files/ruka-avtobani%20da%20strategia.pdf

Posted by: JuveMan 20 Jun 2017, 10:19
ნიკა
ვაა ეს რა მაგარი საინტერესო რუკა არი, ხოო არა არ ვიცი, იმ ტიპმა უეჭველი ვაკეთებთო გზასო იმიტო რომ ლაგოდეხიდან შემოსული მანქანებიო განსაკუთრებით ტრაილერებიო, პირდაპირ ახმეტიდან გადავლენ ჟინვალზეო და დააწვებიან რუსეთშიო რა.

Posted by: ნიკა 27 Jun 2017, 15:56
კვირას ვიყავი აბასთუმანი-საირმეზე. გზა არის ისეთი რომ სედანიც გაივლის (ცხადია თუ არ გენანება). ბაღდათი-ზესტაფონი იდეალური ასფალტია. ხო კიდევ ახალციხე-ადიგენი დაუგიათ. სისინა ასფალტია მანდაც როგორც გავიგე ზარზმამდეა სულ ეგეთი გზა.

Posted by: vatman 27 Jun 2017, 16:06
ნიკა
QUOTE
ახალციხე-ადიგენი დაუგიათ. სისინა ასფალტია მანდაც როგორც გავიგე ზარზმამდეა სულ ეგეთი გზა.

ხო, მასეა. 2 თვის წინაც მასე იყო ყოველშემთხვევაში biggrin.gif
ნიკა
QUOTE
ალგეთი-წალკაზე მიდიოდა დღეს "ორმოული" შეკეთება, ახალ ასფალტი ძალიან უსწორმასწორო გამოდის.

მანდ შაბათს ვიყავი და ჯერ კიდევ გრძელდება. წალკიდან უღელტეხილამდე როგორც ყოველთვის ორმოებით სავსეა ისევ, მარა შარშანდელს კი სჯობს biggrin.gif

Posted by: ნიკა 29 Jun 2017, 17:52
ბევრი ვიდეო. ჟინვალიდან-თიანეთისკენ რეგისტრატორი ურევდა და სლ თავიდან არაა, მაგრამ დაუსრულებელი მონაკვეთი ჩანს.
ნუ მერე თიანეთიდან არაგვის ხეობით ზევით და ა.შ. უკან თიანეთი-ღულელები-ცხვარიჭამია-საგურამო-თბილისი
https://www.youtube.com/playlist?list=PLMhw5vejhxgPDvI6apGxdP8_VwL46pjrl

Posted by: ნიკა 3 Jul 2017, 08:15
გუშინდელი სუპერ ამინდი გამოვიყენე და მცირე გაკატავება მქონდა. სიტუაცია გზებზე
ჟინვალი-ბარისახოზე აგებენ გზას. ჩინთიდან თიანეთის გადასახვევამდე დღე დღეზე დააგებენ ასფალტს. თუანეთის გადასახვევიდან კიდევ 3 კმ უკვე დაგებულია. მაგის იქით მიდის სამუშაოები.
როშკა-არხოტის გზაზე. შარშანდელი მდგომარეობით უღელტეხილის (2868 მეტრი) იქით იყვნენ გადასულები და 2500-მდე ჩასულები. წელს ასასვლელში ორი მონაკვეთი სერიოსულად დაზიანებული იყო და ახალი შემოვლითი გზები გაიყვანეს. შემდეგ თოვლს წმენდდნე უღელტეხილზე. როგორც კი გაცდნენ უღელტეხილს დიდი ზვავი იყო და ზედ ზვავზე გაუფუჭდათ ტრაქტორი. ახლა ეკოდებოდნენ მეორეს რომ ეს გამოეთრიათ. როგორც გვითხრეს მუშებმა (ან მენეჯერებმა) ძირითადი სირთულეები უღელტეხილს იქითაც გავლილი გზაქვსო და 2 კვირა გვინდაო ახიელამდე რომ ჩავიყვანოთო გზა. მერე მგონი უკვე ადვილია იქ ძველი გზის ნარჩენებია და იმას აღადგენენ.

Posted by: ნიკა 3 Jul 2017, 15:45
ბოგოვატჩოსღელეს უღელტეხილი, 360 გრადუსიანი პანორამა. წინა პოსტში სიმაღლე არასწორად მწიერია 2868, სინამდვილეში 2968 არის.
https://photos.google.com/photo/AF1QipPpYCMXQVDQsR14zTqXeF3mda0EwZLgOfSXMN7h

Posted by: პაწა 3 Jul 2017, 18:01
QUOTE
პანორამა

არ იხსნება

Posted by: ნიკა 4 Jul 2017, 13:35
პაწა
QUOTE
არ იხსნება

ასე?
https://goo.gl/photos/83yQsUYMVKAm7RTV8
* * *
ძველი ონბორდია. მარტში ფარავანი -ყუმურდო-ზე რომ ვიყავი
https://www.youtube.com/playlist?list=PLMhw5vejhxgOx2O08EgVqcusTTkxl5-7n

Posted by: mike d 5 Jul 2017, 22:02
ნიკა
ვახ, ანუ წელს შესაძლებელი იქნება არხოტში მანქანით გადასვლა?

Posted by: vatman 5 Jul 2017, 22:18
კინჩხას ჩანჩქერზე გზა ბოლომდე მიიყვანეს. სოფელ კინჩხის ცენტრიდან ბეტონის გზა მიდის, სადღაც შუაში არის აბრა რო ზემოთ მოძრაობა სველი ზედაპირის შემთხვევაში აკრძალულია ნებისმიერი ტრანსპორტისათვის.
ნუ ბეტონის ხარისხი.... შარშან რო ვიყავი მაგას ხელით ასწორებდნენ biggrin.gif biggrin.gif

Posted by: N1kusha 7 Jul 2017, 21:44
თბილისის შემოვლით გზაზე ხომ არაფერია ახალი? ავტობანს სადაც აპირებენ.
პ.ს. საგზაოს საიტზე ვნახე და 0 ინფო.

Posted by: ნიკა 8 Jul 2017, 13:21
შატილის გზა
https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=511097285948801&id=100011456022191

Posted by: Kublicha 8 Jul 2017, 13:49
ნიკა
QUOTE
შატილის გზა

თუ მარტო ეგ პატარა მონაკვეთია ჩანგრეული, მაგას კი გააკეთებენ გამოიდარებს თუ არა. მაგრამ შეიძლბა სხვებიცაა

Posted by: ნიკა 8 Jul 2017, 15:41
Kublicha
არაა მარტო ეგ პატარა მონაკვეთი. ნუ ეს საერთოდ შატილიდან საზღვრისკენ მიმავალი გზაა უკვე. რეალურად სამწუხაროდ ეს ინფორმაციაა

07.07.201712:48
ძლიერი წვიმების შედეგად, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ75-კმ100 მონაკვეთში არსებული ხევებიდან ღვარცოფული გამონატანების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

http://www.georoad.ge/?lang=geo&act=mode&func=menu&uid=1499417408

ფაქტიურად უღელტეხილს იქით მთლიანად ჩაკეტილია გზა. ჭორის დონეზე ტრაქტორიც ჩაიძირაო წყალში. აქედან გაუშვეს დამხმარე ტრაქტორი. სამწუხაროდ ფოტოვიდეო მასალა არ მაქვს.
* * *
anri777
QUOTE
ამ ეტაპზე არავის არ გირჩევთ უშგულიდან ჩერეზ ზაგარო გადმოსვლას, ვერ გადმოხვალთ, თუ სერიოზული ჯიპი არ გყავთ ( დალიფტული და მაღალი კლირენსით ) და ოფფროუდ გამოცდილება არ გაქვთ,
+ ამას, ტრაქტორმა თუ არ გაიარა და არ გაწმინდა მანდ გზა, წელს არაფერი არ ეშველება მაგ გზას, ვერ ივლის მანდ ხალხი,

იფარში მუშებს რომ ვკითხე, ჯერ ისევ არ იციან, თუ სად და როგორ გავა გვირაბი ლენტეხიდან მესტიისკენ,
პროექტიც კი არ არსებობს ამისა


მე თუ დამიჯერებთ, ახლა კი არა, საერთოდ არ ვურჩევ არავის მაგ გზით გავლას. მთავარი სილამაზეები მანდ უღელტეხილთანაა. ცანას მერე გზა კაი ხანი მიდის ძაან ვიწრო ხეობაში, არც ხედია არც სხვა რაიმე საინტერესო და თან 10 კმ/სთ-ზე მეტით ვერ ივლი. ხოდა უღელტეხილზე უშგულიდანაც კი ახვალ.

Posted by: ნიკა 8 Jul 2017, 19:01
6-7 ივლისის ძლიერი წვიმის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა დუშეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეული. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ბარისახოში, სადაც დაზიანებულია ცენტრალური და შიდა გზები; სოფელ ბისოში დიამეწყრა ფერდობი, სოფლებში- ხახმატსა და კორშაში ადიდებულმა მდინარეებმა მოწყვიტა საფეხმავლო ხიდები, დამცავი გაბიონები და ჯებირები, ლიქოკის ხეობაში მდინარის მიღმა დარჩა რამდენიმე ოჯახი, ნატანი მასალით ამოივსო გუდანი-ატაბე-წინხადუს ხევები და ბოგირები. უხვი ნალექის შედეგად, შატილის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გიორგიწმინდაში ჩამოწოლილმა მეწყერმა მნიშვნელოვნად დააზიანა გიორგიწმინდა-შატილის გზა, ადიდებულმა ხევებმა წაიღო სოფლების-კისტანისა და ხონისჭალას ხიდები. ამ დრომდე შატილში რჩება 55-მდე ტურისტი, რომლებიც უამინდობის დროს შატილსა და გულოს ხეობაში იმყოფებოდნენ. ტურისტების ტრანპორტირებას ხელს კვლავ უამინდომა უშლის. ნაპირსამაგრი გაბიონები, საცალფეხო ხიდები და შიდა გზები დაზიანდა, ასევე, მაღაროსკარის ადმინისტრაციულ ერთეულშიც, სოფლებში-მიგრიაულთასა და კაწალხევში. ასევე, რთულია მდგომარეობა ჭართლისა და გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულბში, განადგურებულია სოფლებში მისასვლელი გზები, დაზიანებულია ხიდები და ნაპირსმაგრები. გარესამყაროსაა მოწყვეტილი გუდამაყრის რამდენიმე სოფელი (ბაკურხევის ხეობა), ადგილობრივების თქმით, გადაადგილება შეუძლებელია ფეხითაც კი; დაიზნებულია ჩოხი-დუმაცხო-გამსის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, ადიდებულმა არაგვმა დააზიანა საავტომობილო ხიდისოფელ მაქართაში; თითქმის ყველა სოფელს შეექმნა პრობლემა ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში, განაკუთრებით დაზიანებულია მისასვლელი გზები სოფლებში -მენესო, ჭართალი და მუგუდა. სტიქიის ზონები მოინახულა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლემა-ვაჟა ჩოხელმა, იგი გამგეობის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო ვითარებას. შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურები უკვე მუშაობენ, დაზიანებულ სოფლებში, სადაც ამინდი შესაბამის პირობებს ქმნის უკვე დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები, ხოლო სოფლებში, სადაც უამინდობა კვლავ პრობლემაა- გამოდარებისთანევე დაიწყება.
https://www.facebook.com/pg/dushetismunicipaliteti/photos/?tab=album&album_id=1359388087514158

Posted by: ნიკა 10 Jul 2017, 14:11
როშკა-ბოგოვატჩოსღელეს უღელტეხილი
https://www.youtube.com/watch?v=_NJcoFPe5Fc&index=7&list=PLMhw5vejhxgN5_MTuQAtUCkqtuYJNVjL1

შეგიძლიათ დანარჩენი ვიდეოებიც ნახოთ ფლეილისტია wink.gif

Posted by: ივანიჩ 10 Jul 2017, 15:12
ბაკურიანიდან ახალქალაქისკენ მიმავალი გზა რა მდგომარეობაშია?

Posted by: ნიკა 10 Jul 2017, 21:50
ივანიჩ
ბოლოს 2 წლის წინ ვიყავი. ბაკურიანი ცხრაწყაროს არაუშავდა. კარგი გრუნტის გზა იყო. აი უღელტეხილის მერეეე ... biggrin.gif

Posted by: mrpitkina 10 Jul 2017, 23:26
ნიკა
QUOTE
აზიის განვითარების ბანკი ძირულა-ჩუმათელეთის მაგისტრალის რეაბილიტაციას დააფინანსებს
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...afinansebs.html


დღეს ჩამოვედი ერთი კვირაა იქეთ ვარ

ძირულა-ხიდქვეშ რო ძვრები მოლითთან ეგაა პირველი მონაკვეთი 24 კმ-ა თუ სწორათ მახსოვს

იხრჩობა ხალხი მტვერში რა დღეში ჩაუგდიათ ჩინელებს გზა

ან რა აზრი აქვს მაგის გაკეთებას 3 თვეში დაანგრევენ იმხელა გადატვირთვით ეზიდებიან ტვირთს გაგიჟდები

პს. გამგეობა და მოსახლეობა სასტიკი წინააღმდეგია ცენტრში არ გაატაროთ ეგ გზაო

Posted by: iraklioni 11 Jul 2017, 01:01
QUOTE
ივანიჩ

ბაკურიანი - ცხრაწყარო-ტაბახმელაზე ვიყავი ქაშქაით მაისში და ნორმალური გზა იყო, ცხრაწყარო-ახალქალაქი არ ვიცი

Posted by: ნიკა 15 Jul 2017, 14:50
mrpitkina
QUOTE
დღეს ჩამოვედი ერთი კვირაა იქეთ ვარ

ძირულა-ხიდქვეშ რო ძვრები მოლითთან ეგაა პირველი მონაკვეთი 24 კმ-ა თუ სწორათ მახსოვს

იხრჩობა ხალხი მტვერში რა დღეში ჩაუგდიათ ჩინელებს გზა

ან რა აზრი აქვს მაგის გაკეთებას 3 თვეში დაანგრევენ იმხელა გადატვირთვით ეზიდებიან ტვირთს გაგიჟდები

პს. გამგეობა და მოსახლეობა სასტიკი წინააღმდეგია ცენტრში არ გაატაროთ ეგ გზაო


ანუ ჯერ ხარაგაულის მხარეს აკეთებენ? არა და ჩუმათელეთი-წიფა-ბეჟათუბნის პირველ გვირაბამდე რომ გააკეთონ, უკვე დიდი შვება იქნება ჩემთვის biggrin.gif და არც ჩინელები დადიან მანდ, რომ გააფუჭონ. მაგრამ მგონი მარელისისკენ ბეტონის გზა რომ დააგეს იმას უნდათ მალე მიეცეს ფუნქცია.

Posted by: vatman 17 Jul 2017, 00:46
დუშეთის გადასახვევთან, ყაზბეგისათვის მიმავლებისათვის გზა ერთი ზოლით გააფართოვეს და სავალი ნაწილი გადახაზეს:


ჟინვალის და ანანურს შორის ამონტაჟებენ გზის დამცავ კედლებს, ზუსტად დაუმთავრებელ გვირაბთან

Posted by: Kublicha 17 Jul 2017, 13:15
QUOTE
დუშეთის გადასახვევთან, ყაზბეგისათვის მიმავლებისათვის გზა ერთი ზოლით გააფართოვეს და სავალი ნაწილი გადახაზეს:

გავიარე შაბათს და ძაან მომეწონა

Posted by: darlan 17 Jul 2017, 15:02
ერთი კითხვა მაქვს, გუშინ გამოვიარე გზა ბათუმიდან თბილისამდე და მაინტერესებს ხიდებთან რატომ არის მიმაგრებული მდინარის აღმნიშვნელი აბრები?

რა მნიშვნელობა აქვს მძღოლისათვის მდინარე ძირულას გადაუქროლებ აწყვეტილი თუ მისისიპის. სრულიად უსარგებლო ინფორმაციაა მძღოლისთვის მდინარის სახელი

Posted by: Kublicha 17 Jul 2017, 23:09
darlan
რატოა უსარგებლო, არსებობს ხალხი ვისაც გეოგრაფია უყვარს
მე მაგალითად

Posted by: darlan 18 Jul 2017, 12:22
Kublicha
QUOTE
არსებობს ხალხი ვისაც გეოგრაფია უყვარს


რა კავშირშია საგზაო ნიშნებთან გეოგრაფიის სიყვარული, მაგალითად რიკოთზე რა მნიშვნელობა აქვს რამდენჯერ გადაუვლი ძირილულას ან რიკოთულას

Posted by: ნიკა 19 Jul 2017, 17:22
გახსნილა შატილის გზა

17.07.201717:09
ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ60-კმ100 (გუდანი-შატილი) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

http://www.georoad.ge/?lang=geo&act=mode&func=menu&uid=1500296986

Posted by: Accident 20 Jul 2017, 21:58
darlan
QUOTE
რა კავშირშია საგზაო ნიშნებთან გეოგრაფიის სიყვარული, მაგალითად რიკოთზე რა მნიშვნელობა აქვს რამდენჯერ გადაუვლი ძირილულას ან რიკოთულას

ის, რომ ბევრი ტურისტი, სწორედ გეოგრაფიული ობიექტებითაა გატაცებული (შიდა ტურიზმიც იგულისხმება).

შესაბამისად, ბევრი ადამიანი, სწორედ მაგით გეგმავს მოგზაურობას.

ერტი რუსი ნაცნობი ჰყავს ბიძაჩემს და სადღაც წყაროსთან წაყვანა გვთხოვა მლეთაში, მაგის ძებნაში იმდენი ვიარეთ გზა აგვერია და ბავშვებმა ღებინება რომ დაიწყეს, მხოლოდ მერე დაგვთანხმდა უკმაყოფილოდ უკან დაბრუნებაზე.

თანაც საქართველო, გამორჩეულია მდინარეების რაოდენობით და რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეგ ბუნებრივი სიმდიდრეები? პურს არ ითხოვს, წყალს არ ითხოვს და რა პრობლემაა რაღაც აბრის არსებობა, ყურადღება გაეფანტება მძღოლს თუ სოფლის სახელში აერევა?

Posted by: darlan 21 Jul 2017, 01:13
Accident
QUOTE
ის, რომ ბევრი ტურისტი, სწორედ გეოგრაფიული ობიექტებითაა გატაცებული


არამგონია ასე იყოს

მდინარეების აღმნიშველი აგრები საგზაო ნიშების ფორმატშია გაკეთებული

მე ვფქრობ რაღაც დანიშულება აქვს, რომელიც მოძრაობის წესებს უკავშირებება, მაგრამ ვერ ვხვდები რა დანიშნულება აქვს.

Posted by: რობი 21 Jul 2017, 01:22
სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

22:42 20-07-2017
სენაკი-ფოთი-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე არსებული ხიდის დაზიანების გამო, გზის ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ301-კმ313 (ქალაქი ხობი) მონაკვეთის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზებზე. ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზაზე დასაშვებია მხოლოდ 60 ტონამდე მასის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.


http://www.interpressnews.ge/ge/regioni/444182-senaki-fothi-sarfis-thurqethis-respublikis-sazghvari-saavtomobilo-gzis-me-16-km-ze-yvela-sakhis-avtotransportis-modzraoba-aikrdzala.html

Posted by: vatman 21 Jul 2017, 16:46
ნიკა
QUOTE
არ იქნებოდა ურიგო მერე თიანეთი-ახმეტაც რომ გაეკეთებინათ თუმცა რაც პრეზენტაციები ვნახე "სივრცითი მოწყობა" თუ ჯანდაბაა იმაში არ იჯდა ეგ.

მანდ ეხლა რა მდგომარეობა?
ღიპხოხიალა მანქანას გაუჭირდება?
არა სულ რაღაც 25-30 კილომეტრია ახმეტასა და თიანეთს შორის

Posted by: Accident 21 Jul 2017, 17:02
darlan



https://www.sa.gov.ge/road-signs#%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9D-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98



user posted image

Posted by: ნიკა 25 Jul 2017, 14:58

თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა
23 ივლ, 2017

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის თიანეთი_ზარიძეები_ჟინვალის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაასრულა. აღნიშნული საავტომობილო გზა უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ პროექტს წარმოადგენს, ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები განახლებული და კომფორტული გზით შეძლებენ მგზავრობას.

თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის კმ10-კმ23 მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი ფრაგმენტულად იყო შემორჩენილი და წყლის აცილების სისტემა კი მწყობრიდან გამოსული. პროექტის დასრულების შემდეგ სრულად მოგვარდა არსებული პრობლემები.

სამშენებლო მონაკევთი გაივლის თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ზარიძეები, ზემო ბუჭვინტა, ვერხველი, ზემო შარახევი, ზენამხარი, იარაჯულები, ივლიანთგორი, ლახატო, საკრეჭიო, ქვემო შარახევი, ხოფცა, ჯოჯეთი, ფუძნარი და ბოდავი.

პროექტის შესაბამისად გაკეთდა ასფალტ-ბეტონის საფარი, ხელოვნური ნაგებობები, 2 სახიდე გადასასვლელი, რკინა-ბეტონის მილები, კიუვეტები, საყრდენი კედლები და გაბიონების მოწყობის სამუშაოები. ასევე, განხორციელდა ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ავტომობილების გასაჩერებელი მოედნების, საგზაო ნიშნების, ლითონის ბაგირით გზის შემოფარგვლის და მიმმართველი ბოძკინტების მოწყობის სამუშაოები. მოხდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.

საავტომობილო გზის გახსნის ცერემონიალს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე, თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტის ღირებულება 21 536 367 ლარია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოები 2014 წლის მაისში დაიწყო და 2017 წლის ივლისში დასრულდა. სამშენებლო სამუშაოებზე 80 ადამიანი იყო დასაქმებული.
http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1500804522

Posted by: ORIONI 25 Jul 2017, 16:48
ეგაა smile.gif

https://www.facebook.com/OptimistLifeRus/videos/347522255682689/?hc_ref=ARTjjHkA11tKXeEBeaqJmNYC26PMscvFmd3VRyiuXIjCXEwpYYos8gxXBH7jiRSjDGw

Posted by: kapaferdo 30 Jul 2017, 11:57
ბენარა აბასთუმანი საირმე ბაღდათი შ14-ის მდგომარეობა როგორაა დასრულდა რეაბილიტაცია?
შარშან აბასთუმნამდე აკეთებდნენ გზას იმედია მიიყვანეს ბოლომდე

Posted by: ივანიჩ 1 Aug 2017, 14:45
QUOTE
ბაკურიანი - ცხრაწყარო-ტაბახმელაზე

ტაბახმელას მანდ რა უნდა wink.gif
ტაბაწყური rolleyes.gif

Posted by: ნიკა 1 Aug 2017, 15:55
kapaferdo
QUOTE
ბენარა აბასთუმანი საირმე ბაღდათი შ14-ის მდგომარეობა როგორაა დასრულდა რეაბილიტაცია?
შარშან აბასთუმნამდე აკეთებდნენ გზას იმედია მიიყვანეს ბოლომდე

აბასთუმნამდე ისედაც ასფალტი იყო. აკეთებდნენ ახალციხე-ადიგენს.
ხოლო აბასთუმანი-საირმე ისევ გრუნტის გზაა, თუმცა ბევრად უკეთეს დღეშია ვიდრე 2-3 წლის წინ იყო და ნებისმიერი კროსოვერით გაივლი. სედანითაც გავლადია, ოღონდ ცოდოა სედანი მაინც. 1 თვის წინ რაიმე სამუშაოს აკეთებდეს მანდ არ შემიმჩნევია.

Posted by: iraklioni 2 Aug 2017, 00:34
QUOTE

QUOTE
ბაკურიანი - ცხრაწყარო-ტაბახმელაზე

ტაბახმელას მანდ რა უნდა 
ტაბაწყური 

აჰაჰაჰა smile.gif მართალი ხარ

Posted by: mike d 6 Aug 2017, 23:27
გამარჯობა,

დღეს ერთდღიანი ტური გავაკეთე თბილისი-ბაკურიანი-ტაბაწყური-ფარავანი-თბილისი და ვინმეს თუ აინტერესებს მოკლედ მოვყვები გზებზე არსებულ მდგომარეობას.

ბაკურიანიდან ტაბაწყურამდე ძველი მარა მეტნაკლებად ნორმალური გზაა, ნებისმიერი ჯიპით და პრინციპში სედანითაც ახვალთ.
ოღონდ უღელტეხილზე ყველას ამოწმებს პოლიცია, პირადობები თან იქონიეთ.

ტაბაწყურიდან წალკისკენ ძველი სამხედრო გზაა ქვაფენილიანი, თუმცა ძაან დანგრეული და ქვიანი, ისეთ განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს, თუმცა ქვებზე ყურადღებაა საჭირო.

ოუფენ სთრით მეფზე გზა ნაჩვენებია ტბიდან წალკის მიმართულებით სოფელ ბურნაშეთის გავლით თუმცა 2 წლის წინ ბურნაშეთიდან რომ გადავედი ტაბაწყურზე მახსოვს მაგრა გავიტანჯე ბალახებში გზის გაკვალით სანამ ქვიან გზაზე გადავიდოდი.

ამიტომ უკანა გზაზე რუკას აღარ მივყევი და არსებულ ქვიან გზას გავყევი ბოლომდე რომელსაც ყიზილქილისამდე უნდა მივეყვანე. თუმცა ჰოი საოცრებავ და სოფლამდე რამდენიმე კილომეტრი რომ მქონდა დარჩენილი. სისინა ასფალტის გზაზე გავიჩითე.
სულ ახალი დაგებულია და ეგეთი მაგარი გზა საქართველოში მეორე არც მეგულება.

გზა როგორც მივხვდი მშენებარე გაზსადენის გამო გაკეთდა და მთავარ გზას აკავშირებს მაგათ ბაზასთან და აიაზმასთან უერთდება წალკის ტრასას.

თვითონ ტიკმატაჟზე გზა კარგია თუმცა როგორც კი ჩამოდიხარ უღელტეხილზე წალკისკენ ისევ ორმოებითაა სავსე.


Posted by: ნიკა 7 Aug 2017, 12:38
mike d
ტრეკი ხომ არ ჩაგიწერია? გადავასწორებდი ოუფენსთრითმეფზე მაგ გზებს. თებერვალში რომ ვიყავი მაგ ასფალტიანი გზა ჯერ გრუნტის იყო მაგრამ საასფალტედ გამზადებული. ნარდევანსა და აიაზმს შორის უერთდება წალკა-ფარავანის გზას.
* * *
დამავიწყდა დამეწერა. ახალხიცის შესასვლელში არემონტებენ გზას. რით ვერ გაარემონტეს ამდენი ხანი არ ვიცი sad.gif სადღაც 1 კმ მონაკვეთს დედა არ ყავს.

Posted by: mrpitkina 8 Aug 2017, 00:04
ნიკა

ცალმხრივი რო იწყება მანდ თუ მანამდე?

სედანით მივდივარ ზეგ და არ შემოვაწყვიტო კარტერი

Posted by: mike d 8 Aug 2017, 00:17
ნიკა
არა სამწუხაროდ, არ ჩამიწერია.

არც ველოდი იმ გზის ნახვას. ერთი კორშაში რო ვნახე ასფალტი იქ დავიშოკე და მეორედ უკვე აქ.

Posted by: ნიკა 8 Aug 2017, 16:11
mrpitkina
QUOTE
ცალმხრივი რო იწყება მანდ თუ მანამდე?

სედანით მივდივარ ზეგ და არ შემოვაწყვიტო კარტერი

ცალმხრივი მთლიანად და ცოტა იქით აქეთაც. ანუ ის ცალმხრივი საერთოდ დაკეტილია აქედან მიმავალი მხარე და მეორე მხარით უშვებენ მანქანებს.

Posted by: eleqtro 9 Aug 2017, 00:53
vatman
QUOTE
ნიკა
QUOTE
არ იქნებოდა ურიგო მერე თიანეთი-ახმეტაც რომ გაეკეთებინათ თუმცა რაც პრეზენტაციები ვნახე "სივრცითი მოწყობა" თუ ჯანდაბაა იმაში არ იჯდა ეგ.

მანდ ეხლა რა მდგომარეობა?
ღიპხოხიალა მანქანას გაუჭირდება?
არა სულ რაღაც 25-30 კილომეტრია ახმეტასა და თიანეთს შორის

შარშან პრიუსით გადავედი. კარგი გზა არაა, მაგრამ არც უსაშველო

Posted by: eleqtro 10 Aug 2017, 08:17
წყარო ფბ
ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის (ბაკურციხე-გურჯაანი) შემოვლითი მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო

► გურჯაანი-ბაკურციხის 15.5 კმ-იანი შემოვლითი გზა დააკავშირებს თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზას ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზასთან

► პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზის სავალ ნაწილს, მოეწყობა:
• წყალგამტარი მილები
• ხელოვნური ნაგებობები
• ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი
• ადგილობრივ გზებთან მიერთებები
• მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები

► ამჟამად მიმდინარეობს ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის გურჯაანის შემოვლითი საავტომობილო გზის 7კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა

► პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის დაფინანსებით

► მშენებლობა დასრულდება 2018 წელს

ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის!

#4პუნქტიანიგეგმა
#სივრცითიმოწყობა
#ინფრასტრუქტურა2017
#რეგიონები2017

Posted by: ნიკა 10 Aug 2017, 12:27
გოდერძის უღელტეხილზე ადიგენის მხარეს არაფერი ეტყობა რომ მანდ რამეს აკეთებენ. ერთადერთი სულ პირველი ხიდი გაარემონტეს და 100 მეტრიანი ასფალტის მონაკვეთია.

Posted by: eleqtro 10 Aug 2017, 14:34
ნიკა
მანდ მგონი ხულო-გოდერძი კეთდება ჯერ.

Posted by: Salvador 10 Aug 2017, 20:59
ვინმემ ხომ არ იცის, კავთისხევი—კავთისხევის სადგურის გზაშეაკეთეს ბოლო ბოლო თუ ისევ მეტეხიდან უნდა მოუარო?

Posted by: Kotola 11 Aug 2017, 11:27
უშგულის გზის მშენებლობა
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
bis.gif

Posted by: Kublicha 11 Aug 2017, 13:56
წყნეთი-ბეთანიის გზის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, მაგრამ ისეთ უსაფრთხოების ზომებია მიღებული კრემლში უფრო ადვილად მოხვდები.
ძალიან დიდი ზონა აქვთ გადაკეტილი და სპეციალური საშვის და ეკიპირების გარეშე არავის უშვებენ.
ბაქსვუდს როგორ კი გაცდები ტერიტორია ხიროსიმას გავს. ყველაფერი განადგურებულია.

Posted by: GEORGEXIII 11 Aug 2017, 15:24
გამარჯობათ მეგობრებო...


ჩერეზ ზუგდიდი ვაპირებ მესტიაში წასვლას და როგორი გზა არის??? კოლტით მივალ?

Posted by: Kotola 11 Aug 2017, 15:39
QUOTE
წყნეთი-ბეთანიის გზის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, მაგრამ ისეთ უსაფრთხოების ზომებია მიღებული კრემლში უფრო ადვილად მოხვდები.
ძალიან დიდი ზონა აქვთ გადაკეტილი და სპეციალური საშვის და ეკიპირების გარეშე არავის უშვებენ.
ბაქსვუდს როგორ კი გაცდები ტერიტორია ხიროსიმას გავს. ყველაფერი განადგურებულია.

სამი კვირის წინ გადავიღე:
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
QUOTE
ჩერეზ ზუგდიდი ვაპირებ მესტიაში წასვლას და როგორი გზა არის??? კოლტით მივალ?

კიი უპრობლემოდ წესით, კარგი გზაა მთლიანად, სადმე პატარა დაზიანებები თუ არ შეგხვდა...

Posted by: GEORGEXIII 11 Aug 2017, 16:43
Kotola



გაიხარე მადლობა პასუხისთვის

Posted by: Salvador 11 Aug 2017, 21:18
Kublicha
Kotola
როგორ აკეთებენ ბეთანიის გზას? იგივე მარშრუტზე გადიან თუ გადაწიეს უფრო ზევით?

Posted by: Kublicha 11 Aug 2017, 23:00
Salvador
მარშრუტი იგივე იქნება, მაგრამ რა ზღვის დონიდან რა სიმაღლეზე გაყავთ არ ვიცი. ამოავსებენ თუ ჯერ დაბლა დაღმართს და მერე აღმართს გააკეთებენ არ ვიცი.

Posted by: Salvador 12 Aug 2017, 11:55
Kublicha
Kotola

მეხუთე და მეექვსე ფოტოზე რა ადგილია ვერ მივხვდი. თითქოს უფრო ზევით ქედზე არის ატანილი გზა.

Posted by: Kublicha 12 Aug 2017, 13:43
QUOTE
მეხუთე და მეექვსე ფოტოზე რა ადგილია ვერ მივხვდი. თითქოს უფრო ზევით ქედზე არის ატანილი გზა.

ეგ მეც მაინტერესებს.
კარგი იქნება ფოტოების ავტორი თუ გვეტყვის რომელი რა სიმაღლიდან გადაიღო

Posted by: ნიკა 13 Aug 2017, 18:40
მანდ დრონი რო ავაფრინო ხო არ ჩამომაგდებენ ნეტა?

Posted by: Kublicha 13 Aug 2017, 22:14
ნიკა
კაი სამამულო საქმეს იზამ.

Posted by: ნიკა 14 Aug 2017, 00:09
თუ ჩამოაგდეს და მერე რა მეშველება? biggrin.gif

Posted by: Kublicha 14 Aug 2017, 00:16
ნიკა
ვინ უნდა ჩამოაგდოს და რატომ?
ეხლა მთლად კოჯრის ბაზას ნუ გადაუფრენ

Posted by: Kotola 14 Aug 2017, 12:12
Salvador
Kublicha
QUOTE
მეხუთე და მეექვსე ფოტოზე რა ადგილია ვერ მივხვდი. თითქოს უფრო ზევით ქედზე არის ატანილი გზა.

ეგ არის სულ თავში გადაღებული, საიდანაც მოწყდა მეწყერი, თხემია ანუ წყალგამყოფი რა, გზა ქვემოთაა, მაგრამ გზიდან მაგ უმაღლეს წერტილამდე რაც ნაშალი მასალა იყო სულ დატერასებულია ეხლა და სულ გზები გადის ფაქტიურად მთელ ფერდობზე biggrin.gif ეგ დატერასებული ნაშალი მასალა შემდეგ ლითონის ბადეებში ექცევა და კლდემდე გაბურღული სამაგრებით მიმაგრდება, რო აღარ დაიძრას ქვემოთ. გზას რაც შეეხება იგივე ადგილას გადის სადაც იყო, ოღონდ ორი ვარიანტია, ჩვეულებრივ მიწის ვაკისზე გავიდეს ისევ, ან გადმოკიდული გზა გაკეთდეს, ნახევრად ხიდივით, კლდეზე მიმაგრებული და ეს მეორე უფრო რეალურია როგორც ვიცი, ვიღაც რუსი ექსპერტებიც ყავდათ სოჭიდან ჩამოყვანილი, ვინც ეგეთ რაღაცეებს აკეთებს...

Posted by: darlan 14 Aug 2017, 16:30
მთაწმინდა - კოჯორის გზა საშინელ მდგომარეობაშია, ასეთი ცუდი მდგომარეობა წლებია არ ყოფილა sad.gif

Posted by: ნიკა 14 Aug 2017, 16:34
darlan
ეგ უნდა დამეწერა. სატვირთოებმა ამ სიცხეში დედა უტირეს.

Posted by: Salvador 14 Aug 2017, 21:14
Kotola
მადლობა განმარტებისთვის. ეხლა ყველაფერი გასაგებია.

Posted by: Kublicha 14 Aug 2017, 23:05
user posted image

user posted image

user posted image

Posted by: ნიკა 14 Aug 2017, 23:33
აეეე. რა სამუშაოები მიდის თურმე.

საინტერესო ტყეში რა ხდება. მანდ ძირითადი მეწყერის იქითაც კაი დიდი მონაკვეთი იყო დაზიანებული. ოღონდ არ წაიღო მიწა და გზა შემორჩა (ზოგან ნახევარი გზა წაიღო).

Posted by: Kotola 15 Aug 2017, 10:16
QUOTE
საინტერესო ტყეში რა ხდება.

user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
ესეთი რაღაცეები ხდება სულ, დახეთქილია მიწა და ნაპრალებია, თითქოს გამზადებულია კიდევ მოსაწყვეტად, სამწუხაროდ sad.gif

Posted by: nforumi 15 Aug 2017, 11:26
QUOTE
ესეთი რაღაცეები ხდება სულ, დახეთქილია მიწა და ნაპრალებია, თითქოს გამზადებულია კიდევ მოსაწყვეტად, სამწუხაროდ 

ამას რა ბეტონი დაიჭერს...

Posted by: ნიკა 15 Aug 2017, 12:14
QUOTE
ესეთი რაღაცეები ხდება სულ, დახეთქილია მიწა და ნაპრალებია, თითქოს გამზადებულია კიდევ მოსაწყვეტად, სამწუხაროდ

ეგეთი სიტუაცია იყო მანდ 2015-შიც. ანუ დიდად არ შეცვლილა. ის წვიმა იყო რაც იყო და იმან ქნა. ისე იმის მერე ეგეთი ძლიერი ხანგრძლივი წვიმა არც ყოფილა. თუმცა ცხადია მაგისი მასე დატოვება არ შეიძლება. არ ვიცი რას უპირებენ. რომ მორჩებიან მერე უნდა ვნახოთ ერთი რა გააკეთეს.

Posted by: Kublicha 15 Aug 2017, 14:15
მთელი წყნეთი მასეა. დედა არ ყავს მიწას.
ყველგან დამსკდარია მიწა.
ჩემი კორპუსის ეზოშიც კი (არადა სწორ ადგილასაა) იმხელა ნაპრალები აქვს მიწას, ტელეფონი რომ ჩაგივადეს ჩაიძირება.
როშაში სულ დახეთქილია, ყველა პატარა მდინარის თუ წყაროს ხეობაში პატარ-პატარამეწყერებია.

ჰოლივუდის ფილმები მახსენდება კატასტროფებზე. წინასწარ შემზადება რომ მიდის კულმინაციამდე.

Posted by: iBoss 15 Aug 2017, 14:52
Kotola
QUOTE
უშგულის გზის მშენებლობა

up.gif
სადამდე არიან მისულები?

Posted by: Kotola 15 Aug 2017, 15:17
QUOTE
სადამდე არიან მისულები?

როგორც ვიცი ჯერ უღვირის უღელტეხილიდან (თეთნულდის ასახვევი) პერევლის ჩასასვლელია გაკეთებული იფარისკენ, მარა მთლიანად კეთდება უშგულამდე, მთლიანი ლოტია და შემდეგ წელს დასრულდება ალბათ...

Posted by: iBoss 15 Aug 2017, 16:06
Kotola
QUOTE
როგორც ვიცი ჯერ უღვირის უღელტეხილიდან (თეთნულდის ასახვევი) პერევლის ჩასასვლელია გაკეთებული იფარისკენ, მარა მთლიანად კეთდება უშგულამდე, მთლიანი ლოტია და შემდეგ წელს დასრულდება ალბათ...

მემგონი აზერები აშენებენ ხო მაგ გზას?

Posted by: Kotola 15 Aug 2017, 17:32
QUOTE
მემგონი აზერები აშენებენ ხო მაგ გზას?

არა, ქართველები აშენებენ, კომპანია "მამისონი"

Posted by: mike d 17 Aug 2017, 16:08
მოგესალმებით,

ხომ არ იცით გომის მთიდან აჭარაში როგორ გზა გადადის, იქს ტრეილით გავქაჩავ?

გომის მთამდე მითხრეს რომ პრობლემა არ უნდა იყოს ასვლაზე.

Posted by: ნიკა 17 Aug 2017, 20:10
mike d
ჩვეულებრივი საჯიპე გზა ჩადის შუახვში. ავტობუსი დადის როგორც ვიცი.

Posted by: mike d 17 Aug 2017, 20:23
QUOTE
mike d
ჩვეულებრივი გზა ჩადის შუახვში. ავტობუსი დადის როგორც ვიცი.


მადლობა ნიკა smile.gif

Posted by: ნიკა 18 Aug 2017, 13:56
არაფრის .

Posted by: GEORGEXIII 22 Aug 2017, 09:36
გუშინ ვიმგზავრე მესტიის გზაზე და მშვენიერი ასვალტის საფარია აქა-იქ იყო პატარ-პატარა ასვალტის საფარი გაფუჭებული მარა 3-4ადგილას აქტიურად მიდიდოდა ხიდების რემონტი და ვრიგელების ჩალაგება...

პ.ს კოლტით ვიყავი... მესტიის ცენტრამდე და ცოტა იქითაც შეგიძლიათ ნებისმიერი მანქანით ამოსვლა

Posted by: ნიკა 22 Aug 2017, 10:31
ასფალტი როდიდანაა მანდ? ბეტონის გზა იყო თითქმის ხუდონჰესიდან. მაგ ნეტონის გზას დედა არ ყავდა შარშან. ბევრგან ჰქონდა მიწა გამოცლილი. ალბათ სწორედ მაგ ადგილებს არემონტებენ რაც ძალიან კარგია.

Posted by: di_onise 23 Aug 2017, 15:19
ოქროყანის გზაზე რო ჩამოდიხარ, პატარკაციშვილის სახლს რომ გამოცდები მარჯვენა მხარეს ფერდობზე ახალი გზა ჩანს გაყვანილი ბოლომდე მთაზე, ხო არ იცით სად ადის ეგ? წინა წლებში არ შემიმჩნევია ეგ მანდ

Posted by: Kublicha 23 Aug 2017, 17:24
di_onise
ორთაჭალა-შინდისის გზაზე ხო არ ამბობთ?
2 წლის წინ არ იყო ნამდვილად.

Posted by: darlan 23 Aug 2017, 22:12
კოჯრის გზამ დამტანჯა sad.gif ასე უყურადღებოდ როგორ შეიძლება მიტოვებული იყოს ამდენი ხანი sad.gif

Posted by: ნიკა 23 Aug 2017, 22:24
QUOTE (di_onise @ 23 Aug 2017, 15:19 )
ოქროყანის გზაზე რო ჩამოდიხარ, პატარკაციშვილის სახლს რომ გამოცდები მარჯვენა მხარეს ფერდობზე ახალი გზა ჩანს გაყვანილი ბოლომდე მთაზე, ხო არ იცით სად ადის ეგ? წინა წლებში არ შემიმჩნევია ეგ მანდ

პანორამა თბილისის ამბავშია რაღაც ახალი გზა მანდ გაყვანილი. ზევით ხო გოლფის კლუბი იქნება.

Posted by: di_onise 24 Aug 2017, 09:54
Kublicha

არა ორთაჭალის გზაზე ყოველდღე დავდივარ smile.gif))


მაგედანაც ჩანს შავნაბადას ქედზე აყვანილი გზა, მაგრამ ეგ იყო შარშანაც მგონი.


ნიკა


კაკრას მაგ ფერდობის თავზე გადის შინდისის ახალი გზა და მაგ გზის შია ნაწილში რაღაც მშენებლობაა, სატვირთოები დადიან. ალბათ მანდ ადის მართლაც იქიდან გზა.


Posted by: mike d 24 Aug 2017, 19:32
გამარჯობა,

ხომ არ იცით ღებიდან გონასკენ როგორი გზაა?

ღებამდე ვიცი რომ უპრობლემოდ მივალ და იმის იქით რუკაზე ძაან არა საიმედო გზა ჩანს.

Posted by: ნიკა 25 Aug 2017, 17:45
ჯიპი ადის როგორც ვიცი უპრობლემოდ.

Posted by: mike d 25 Aug 2017, 19:17
ნიკა
გაიხარე.

შევეცდები დავტესტო და გეტყვით მერე.

Posted by: mike d 28 Aug 2017, 18:19
ვიყავი რაჭაში ორ დღეში რისი ნახვაც შეიძლებოდა ვნახე.

უწერას მერე ხიდამდე გზა ისევ გასაკეთებელია. ხიდის მერე შოვის მიმართულებით წყაროებამდე ახალდ დაგებული ასფალტია.

ასევე ახალი დაგებულია ს.მუხლიდან მრავალძალისკენ მიმავალ გზაზე პირველი ორი კმ. მერე ისევ ძველი სოფლის გზა ადის ბოლომდე.

ღების გადასახვევიდან გონას მიმართულებით ჯიპის გზა მიდის თუმცა მდინარეზე ორი გადასავლელია და ორივე ხიდი წყალმა წაიღო. ახლა კი აკეთებენ, მაგრამ რამდენმე კვირა დაგვჭირდებაო. პირველ გადასასვლელზე ჯიპით გადახვალთ, თუმცა მეორეზე საერთოდ არაა მანქანის გადასასვლელი. და იმის მერე გონამდე ფეხით თუ ახვალთ. თუმცა იმდენად ლამაზი ადგილია რომ ნამდვილად ღირს ასვლა, თანაც სასიარულოც არის ბევრი დარჩენილი.

Posted by: ML320_Blue 31 Aug 2017, 21:11
QUOTE (darlan @ 23 Aug 2017, 22:12 )
კოჯრის გზამ დამტანჯა sad.gif ასე უყურადღებოდ როგორ შეიძლება მიტოვებული იყოს ამდენი ხანი sad.gif

წალკაში მინდა ჩასვლა და ესე იგი, ჯობია, რომ კოდის გზით წავიდე? კოდა-ფარცხისი კარგია, ფარცხისი-მანგლისი არ ვიცი, როგორია...

Posted by: nforumi 1 Sep 2017, 09:23
ML320_Blue
QUOTE
წალკაში მინდა ჩასვლა და ესე იგი, ჯობია, რომ კოდის გზით წავიდე? კოდა-ფარცხისი კარგია, ფარცხისი-მანგლისი არ ვიცი, როგორია...

მე ვიყავი კოჯორის გავლით ამ თვენახევრის წინ და ნორმალური გზა იყო როგორც მახსოვს. მას შემდგე თუ დაემართა რამე არ ვიცი.


Posted by: giomelqa12 1 Sep 2017, 12:10
ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის გზის შეკეთებას საბოლოოდ დაადგა საშველი

ახალქალაქიდან ბაკურიანისკენ პირველი სოფელია არაგვაა სადამდეც წინა მთავრობის დროს დაიგო გზა, წელს კი ნახეთქები ამოკერეს, სამწუხაროდ სურათები არ მაქვს

არაგვადან შემდგომ სოფლამდე კოთელიაა, დაახლოებით 6 კმ გზაა, სადაც 2 წელი იგებოდა გზა და წელს გაიხსნა

დაბლა პოსტში ნახავთ სურათებს

https://www.facebook.com/kukuri.metreveli/posts/1616349775106511?pnref=story

კოთელიის გადასახვევიდან სოფელ ბარალეთამდე, სადაც რამდენიმე თვეში დაიგო გზა ადგილობრივებისთვის პრობლემატურია
ეს გზა არც დახაზულია, არც საგზაო ნიშნებია, არც ხელოვნური წინაღობებია, არც ტროტუარია და აშ
უბრალოდ ასფალტის ორი ფენა დაასხეს...

დეტალურად ამ ლინკზე ნახავთ: http://aliq.ge/ge/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%97%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90%E1%83%90/

პს არცერთ ზემოთ ნახსენებ სოფელში არ დაყენებულა გარეგანათების ბოძები გზის პარალელურად

Posted by: Carver 1 Sep 2017, 15:55
რა სტადიაზეა ეს გვირაბი?
შენდება თუ არც დაწყებულა?

Posted by: ნიკა 1 Sep 2017, 15:58
საინტერესოა სადამდე დააგებენ. ძალიან მეეჭვება ცხრაწყაროზე ასფალტი დააგონ. სავარაუდოდ ბოლო სოფლამდე დაიგება ასფალტი. ან ბარალეთიდან ტაბაწყურისკენ.

Posted by: Kublicha 1 Sep 2017, 16:08
ნიკა
9წყაროზე რატო ვერ დააგებენ, რა შეუშლით? გაგაინერებაც თითქმის არ უნდა დაჟე

Posted by: Carver 1 Sep 2017, 16:53

...............................

Posted by: iviko18 1 Sep 2017, 17:13
QUOTE (giomelqa12 @ 1 Sep 2017, 12:10 )
კოთელიის გადასახვევიდან სოფელ ბარალეთამდე, სადაც რამდენიმე თვეში დაიგო გზა ადგილობრივებისთვის პრობლემატურია
ეს გზა არც დახაზულია, არც საგზაო ნიშნებია, არც ხელოვნური წინაღობებია, არც ტროტუარია და აშ
უბრალოდ ასფალტის ორი ფენა დაასხეს...

დეტალურად ამ ლინკზე ნახავთ: http://aliq.ge/ge/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%97%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90%E1%83%90/

პს არცერთ ზემოთ ნახსენებ სოფელში არ დაყენებულა გარეგანათების ბოძები გზის პარალელურად

ჩინოვნიკის პასუხი - მასალა მოსახლეობამ მოიპარა და მუშებმაც იზარმაცესო facepalm.gif

Posted by: giomelqa12 1 Sep 2017, 17:44
ნიკა

ცხრაწყაროდან ბაკურიანამდე არის ასფალტი?


Posted by: Kublicha 1 Sep 2017, 17:56
giomelqa12
QUOTE
ცხრაწყაროდან ბაკურიანამდე არის ასფალტი?

არა. გრუნტია

Posted by: ნიკა 1 Sep 2017, 18:16
Kublicha
QUOTE
9წყაროზე რატო ვერ დააგებენ, რა შეუშლით? გაგაინერებაც თითქმის არ უნდა დაჟე

ძალიან გრძელი გზაა დასაგები თავისი ხიდები, წყალგამტარებით და ა.შ. სანამ მაგას დააგებენ ჯერ გოდერძი, ხარაგაული და უამრავი სხვა გზა აქვთ გასაკეთებელი. ახალქალაქის მხირდან გაგანიერებაც სჭირდება და ბევრი სხვა რამეც. ლამის ბალახი იზრდებოდა გზაზე 2 თუ 3 წლის წინ რომ გამოვიარე.

ესეც შ101 "ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაული" ოღონდ ხარაგაულის მხრიდან

Posted by: giomelqa12 1 Sep 2017, 18:26
QUOTE
ლამის ბალახი იზრდებოდა გზაზე


როცა დააგებენ ეგ რეგიონი გამოცცოცხლდება და აღარ იქნება მსგავსი რამ

Posted by: ნიკა 1 Sep 2017, 18:38
ეჰ. მაგ გზის დაგებას ჯერ წალკა-ნარდევანს მიხედონ, რამხელა ორმოებია.
* * *
შ2 "საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის" პირველი ნაწილი: საჯავახო-ჩოხატაური.

Posted by: ჭოლო 2 Sep 2017, 14:51
https://www.youtube.com/watch?v=QCZd4DzgBYw
მესტია უშგული გზის მშენებლობა 9.6კმ


მამისონმა დადო ვიდეო

Posted by: ნიკა 2 Sep 2017, 14:54
ჩოხატაური-ბუკისციხე-სურები.

Posted by: jarjosini 2 Sep 2017, 17:21
გამარჯობათ. ხომ ვერ მეტყვით რკონში, ქვათახევში ან ზედაზენზე თუ არის შესაძლებელი ფონდა ფიტით ასვლა? რამდენად ნორმალური გზა? ბუნებაში მინდა გასვლა შედარებით ახლოს და ესენია ყველაზე ახლოს მგონი.

Posted by: ნიკა 2 Sep 2017, 17:46
სურები-შუა გორა ნაწილი 1

* * *
ნაწლი 2

* * *
ნაწილი 3

Posted by: ნიკა 4 Sep 2017, 12:08
mike d
QUOTE
ტაბაწყურიდან წალკისკენ ძველი სამხედრო გზაა ქვაფენილიანი, თუმცა ძაან დანგრეული და ქვიანი, ისეთ განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს, თუმცა ქვებზე ყურადღებაა საჭირო.

ოუფენ სთრით მეფზე გზა ნაჩვენებია ტბიდან წალკის მიმართულებით სოფელ ბურნაშეთის გავლით თუმცა 2 წლის წინ ბურნაშეთიდან რომ გადავედი ტაბაწყურზე მახსოვს მაგრა გავიტანჯე ბალახებში გზის გაკვალით სანამ ქვიან გზაზე გადავიდოდი.

ამიტომ უკანა გზაზე რუკას აღარ მივყევი და არსებულ ქვიან გზას გავყევი ბოლომდე რომელსაც ყიზილქილისამდე უნდა მივეყვანე. თუმცა ჰოი საოცრებავ და სოფლამდე რამდენიმე კილომეტრი რომ მქონდა დარჩენილი. სისინა ასფალტის გზაზე გავიჩითე.
სულ ახალი დაგებულია და ეგეთი მაგარი გზა საქართველოში მეორე არც მეგულება.

გზა როგორც მივხვდი მშენებარე გაზსადენის გამო გაკეთდა და მთავარ გზას აკავშირებს მაგათ ბაზასთან და აიაზმასთან უერთდება წალკის ტრასას.


გუშინდელი ტური მქონდა ასეთი:
1) თბილისი-ქარელი, აქ ახალს ვერაფერს ვიტყვი იმის გარდა რომ ავტობანზე ქარელის გზაგამტარზე მაგარი ჩახლართული წრეა biggrin.gif
2) ქარელი ძამას ხეობა. თავიდან კარგი ასფალტია. მერე 1-2 კმ გრუნტის მოხრეშილი გზა. და მერე იწყება თავდავიწყება. ბოლოს შარშან ივნისში ვიყავი და ეგეთი საშინელება არ იყო მაშინ
3) ტყემლოვანა-წუნიბანი. სოფელ ტყემლოვანადან ავუხვიეთ მარჯვნივ შუანოს მონასტრისკენ. აქ საკაიფო გრუნტის გზაა. მგონი ბევრად უკეთესი ვიდრე მახსოვდა. შუანოდან წინუბანამდე სანამ ქედზე მიდიხარ ისევ კაი გზაა. დაღმართში ცოდა ჩახრამულია.
4) წინუბანი-ტაბაწყური. წინუბანიდან გავედით სოფელ ღინტურში. გუჯარეთის ხეობის გზა სტანდარტულად დანგრეულია თუმცა ერთ-ერთ ეზოში მრგვალფარებიანი მერსედესი იდგა wow.gif . ღინტურიდან ტაბაწყურისკენ ძველი საჭაპანე გზა გადადის, ან შეიძლება რუსების მიერ გაყვანილი სამხედრო გზაა. ფაქტია რომ ნაკადულებზე ბეტონის წყალგამტარები იყო ოდესღაც, ხოლო ბოლო აღმართები საკმაოდ გასწორებული იყო 180-იანი მოსახვევებით. ნუ ამჟამად გზა არც ისე კარგ დღეშია თუმცა მშრალზე გავლადია ცოტა მომზადებული ჯიპით. 180-იანებს მოკლე გზებით უვლი. ტაბაწყურის მხარეს დაღმართი ფაქტიურად არაა. უღელტხეხილი არის ცხრაწყაროზე ბევრად დაბალი, 2130 მეტრი დაახლოებით. ტაბაწყურის სარკე კი ტოპორუკის მიხედვით კი 1989.7 მეტრზეა. ტაბაწყურამდე მიდიხარ მდელო-მდელო.
5) ტაბაწყური წალკა. უღელტეხილის აქეთა მხარეს არაუშავს. კარი გრუნტის გზაა. წალკისკენ დაღმართი ე.წ. ზუბადრაბილკაა. ქვიანი გზაა ასე 5 კმ მაინც (შეიძლება მეტი). ორიგინალი გზა მიგდებულია და ეს ასფალტის სისინა გზა კი მართლა უნიკალურია. ნარდევანი-წალკა ისევ ისეთ საშინელ დღეშია. წელს ხელიც არ დაუდიათ. მომავალ ზამთარში კიდევ დაემატება ყინვების დროს ორმოები და ... sad.gif
6) წალკა-მანგლისი. წალკა ალგეთზე "ორმოული შეკეთება" ჩაატარეს და ასფალტია, ცოტა წაუაშტრომბანებს (მთლას სწრი არაა ეგ ასფალტის ლატკები). ალგეთი მანგლისზე ალაგ-ალაგ ორმოებია, მაგრამ რაც მთავარია ის "გრენლანდია" ხიდი ბოლოში მორჩნენ და ზედ ასფალტია. სამუშაოები გრძელდება ჯებირები და ა.შ. კიდევ დასაყენებელია. ნუ მანგლისი კოჯორი არაფერი ახალი, ისევ ისე ალაგ-ალაგ ორმოებია რომლებსაც არავინ უყურებს.

Posted by: ნიკა 4 Sep 2017, 16:36
ესეც ჩემი სიარულის რუკა.
ასევე ყველა გზა გასწორებულია OSM-ზე.
https://www.google.com/maps/d/embed?mid=1CdiWiGUWcO4U00hyr40cyxqT_Bw&hl=en

Posted by: mike d 4 Sep 2017, 22:34
QUOTE
ორიგინალი გზა მიგდებულია და ეს ასფალტის სისინა გზა კი მართლა უნიკალურია.

ხო ის ასფალტი ხო გითხარი, ძაან დონეა თქო, თვალებს ვერ ვუჯერებდი რომ ვნახე, ერთი მაგან გამაოცა და მეორე კორშაში როა 1 კილომეტრიანი ასფალტი იმან.

QUOTE
ნარდევანი-წალკა ისევ ისეთ საშინელ დღეშია. წელს ხელიც არ დაუდიათ. მომავალ ზამთარში კიდევ დაემატება ყინვების დროს ორმოები და ...

მანდ კინაღამ მოვკალი მანქანა, ღამე მომიწია და თან მაგრა მომეჩქარებოდა თბილისში, ეგრე მაგრა მე გზა ჯერ არ შემზიზღებია. mad.gif

QUOTE
ესეც ჩემი სიარულის რუკა.
ასევე ყველა გზა გასწორებულია OSM-ზე.

შენ სულ მაგარ ტურებს აწყობ ხოლმე, გამოწერილი მაქვს შენი არხი იუთუბზე smile.gif

Posted by: otokarcobra 5 Sep 2017, 00:16
QUOTE (jarjosini @ 2 Sep 2017, 17:21 )
გამარჯობათ. ხომ ვერ მეტყვით რკონში, ქვათახევში ან ზედაზენზე თუ არის შესაძლებელი ფონდა ფიტით ასვლა? რამდენად ნორმალური გზა? ბუნებაში მინდა გასვლა შედარებით ახლოს და ესენია ყველაზე ახლოს მგონი.

ქვათახევი გამორიცხე, წინარეხამდე მიხვალ და მერე უკვე სოფელშიც კი გაგიჭირდება, ქვათახევამდე რო არაფრი ვთქვათ

Posted by: Kublicha 5 Sep 2017, 01:18
jarjosini
QUOTE
გამარჯობათ. ხომ ვერ მეტყვით რკონში

რკონში მიხვალთ უპრობლემოდ. 1 კვირის წინ ვიყავი კამრით რომელზეც მინუსებში გასული პაკრიშკები მქონდა პროტექტორის ნატამალი არ ქონდა და ბევრგან ძაფები ჩანდა. ფიტიც ვნახე იქ.
ხრეშიანი დაღმართებია (ანუ უკანა გზაზე აღმართები), თუ გაგიწვიმდა შეიძლება ცოტა იბუქსავო. ერთი აღმართია რკონიდან ჩაჩუბეთამდე მონაკვეთზე, ცოტა სქელი ფენა ხრეშია და მანდ იმენა მთელი აღმართი ანტისაბუქსაო სისტემამ იმუშავა, მაგრამ არ ინერვიულო, მაგაზე უარესი მოჭიდება, ჩემ საბურავებს რომ ქონდა ვერ გექნება, ასე რომ თამამად

Posted by: ნიკა 5 Sep 2017, 13:39
ისე არ მესმის რატომ ტანჯავთ ამ ღიპხოხიალებს ეგეთ გზებზე?

Posted by: Kublicha 5 Sep 2017, 13:55
ნიკა
თუ ტარება იცი ისე გაივლი რკონის გზაზე რომ ღიპს არსად გაახოხიალებ, ერთადერთი რაც ხვდება არის საბურავებიდან ასხლეტილი კენჭები პოლზე.
ისიც თუ სწრაფად მოძრაობ. რომელსაც სხვათა შორის ე.წ. "ჯიპი" უფრო დიდი მონდომებით ისვრის და ბომბავს საკუთარ პოლს.


Posted by: ივანიჩ 5 Sep 2017, 15:02
QUOTE
იმის მერე გონამდე ფეხით თუ ახვალთ. თუმცა იმდენად ლამაზი ადგილია რომ ნამდვილად ღირს ასვლა, თანაც სასიარულოც არის ბევრი დარჩენილი.

არის კი არა, არ არის. biggrin.gif
სულ 6-7 კილომეტრია ღების ეკლესიიდან გონას ეკლესიამდე, სადაც სასაფლაოა გორაზე.

Posted by: ნიკა 5 Sep 2017, 15:35
QUOTE (Kublicha @ 5 Sep 2017, 13:55 )
ნიკა
თუ ტარება იცი ისე გაივლი რკონის გზაზე რომ ღიპს არსად გაახოხიალებ, ერთადერთი რაც ხვდება არის საბურავებიდან ასხლეტილი კენჭები პოლზე.
ისიც თუ სწრაფად მოძრაობ. რომელსაც სხვათა შორის ე.წ. "ჯიპი" უფრო დიდი მონდომებით ისვრის და ბომბავს საკუთარ პოლს.

ხო, მაგრამ ალბათ 10-ით უნდა იარო სულ

Posted by: Kublicha 5 Sep 2017, 15:59
ნიკა
არა რა 10.
50-60 მეჭირა ძირითადად. ნუ ზოგან იყო ადგილები რომ ვაჩერებდი

Posted by: ნიკა 5 Sep 2017, 17:07
გამოდის რომ გააკეთეს გზა. აბა ბატეთზე ადი მაგ სიჩქარით biggrin.gif
* * *
შუა გორა-სურები ნაწილი 1
მთავარი სილამაზე მეორე ნაწილშია როცა ნისლი ჩამოწვება. მაგას ვარენდერებ ახლა

* * *
ესეც მეორე ნაწილი. მალევე იწყება ნისლები

Posted by: mrpitkina 6 Sep 2017, 21:53
ნიკა
ქარელიდან გუჯარეთამდე როგორი გზაა?

და შემთხვევით ხომ არ იცი, გუჯარეთიდან-რეხაში რამე გზა ხომ არ გადადის ტაბაწყურით რომ არ მოვუარო

Posted by: ნიკა 7 Sep 2017, 11:20
mrpitkina
ქარელიდან გუჯარეთამდე როგორი გზაა?
ნორმალური გზაა. ნებისმიერი არაპარკეტნიკი 4X4 გაივლის. ალბათ პარკეტნიკიც. დავდებ ონბორდს მოგვიანებით (ჯერ წინა ესპედიციის ონბორდები მაქვს დადასები)

QUOTE
და შემთხვევით ხომ არ იცი, გუჯარეთიდან-რეხაში რამე გზა ხომ არ გადადის ტაბაწყურით რომ არ მოვუარო

არის ეგ გზაც მაგრამ ცუდი გზაა 3 ხიდიანების გაფუჭებული. მარტო ჯალამბარიანი მანქანითაც არ გავრისკავდი მანდ გასვლას რადგან ალპურშია გაფუჭებული და ხეც არაა რომ ჩააბა. 4 მანქანით ვიყავით 35-იანი საბურავებით და მაინც მოვახერხეთ ერთგან გაჭედვა.
აი ამ მომენტიდანაა ეგ უღელტეხილი
https://youtu.be/gRyn4V2_i5A?t=8m39s

ამ ვიდეოში კი ფაქტიურად სულ ეგ გზაა
https://www.youtube.com/watch?v=8_OgpWIBEek
* * *
შემეშალა მომივიდა და სურები-ჩოხატაური ავტობანის თემაში დამიდია. სამწუხაროდ იქ ვეღარ ვშლი მაგრამ აქაც უნდა დავდო.
ჩოხატაური-სურები უკვე მიდევს თუმცა ის საღამოს და მოღრუბლულ ამინდშია. აქ მზიანი კარგი ამინდია

Posted by: mrpitkina 7 Sep 2017, 11:41
ნიკა

მადლობა, გასაგებია ყველაფერი

ხვალ მივდივარ და მარშუტებს ვარჩევდი

ორივე მხრიდან ბოლო წერტილებამდე ვარ ნამყოფი და რატომღაც მახსოვდა მანდ გზა

თუმცა ჩვენი მანქანებით გაუვალია რასაც ვხედავ და შემოვუვლით


Posted by: ნიკა 7 Sep 2017, 11:44
mrpitkina
3-4 წლის წინ პაჯერო 3-იც გადავიდა მანდ. წელს ყველგან გაუარესებულია გზები. რა გასაკვირია სადაც ბენზოხერხით გამოეკიდა აქეთ გარემოს ზედამხედველობას ბრაკონიერი, რომ გზებს დედა უტირეს.

Posted by: mrpitkina 7 Sep 2017, 12:04
QUOTE
რა გასაკვირია სადაც ბენზოხერხით გამოეკიდა აქეთ გარემოს ზედამხედველობას ბრაკონიერი, რომ გზებს დედა უტირეს.


facepalm.gif

რამეს იტყვი და იარლიკებს აგაკრავენ ეგრევე

ასე ყველაფერში როგორ მოტრაწეს ვინ არიან ეს მავნებლები

Posted by: ნიკა 7 Sep 2017, 14:08
ჩოხატაური-ოზურგეთი

* * *
ინებეთ ქუთაისი-ტყიბული (შ17 ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის ნაწილი)


Posted by: mrpitkina 7 Sep 2017, 19:09
ნიკა
QUOTE
ინებეთ ქუთაისი-ტყიბული (შ17 ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის ნაწილი)


2:18-ზე პირდაპირ რო შედის გზა, ეგრეც გადახვალ ტყიბულში

ცუცხვათია მანდ სოფელი და წესით ცენტრამდე უნდა დაეგოთ უკვე ასვალტი

Posted by: giomelqa12 7 Sep 2017, 22:43
QUOTE (ნიკა @ 2 Aug 2015, 11:12 )


საქართველოს საავტომობილო გზების ქსელის სტატისტიკური ინფორმაცია:

სულ საერთასორისო გზები 1603 კმ, 567 ხიდი, 16 გვირაბი და გალერეა
შიდასახელწიფოებრივი მნიშვნელობის გზები 5298.1 კმ, 1042 ხიდი, 16 გვირაბი და გალერეა


სადმე არსებობს ამ გზების მდგომარეობის სტატისტიკა, რამდენი რა ხარისხითაა შეკეთებული და აშ ?

Posted by: ნიკა 8 Sep 2017, 12:43
mrpitkina
QUOTE
2:18-ზე პირდაპირ რო შედის გზა, ეგრეც გადახვალ ტყიბულში

ვიდეოში რაც ჩანს ეგრევე გრუნტის გზა იწყება.

ცენტრში რომელიც უნდა ჩადიოდეს ის გზა მგონი 2:30-ზეა პირდაპირ (მე მარჯვნივ წავედი).

Posted by: mrpitkina 8 Sep 2017, 13:00
ნიკა
QUOTE
2:18-ზე პირდაპირ რო შედის გზა, ეგრეც გადახვალ ტყიბულში

ვიდეოში რაც ჩანს ეგრევე გრუნტის გზა იწყება.

ცენტრში რომელიც უნდა ჩადიოდეს ის გზა მგონი 2:30-ზეა პირდაპირ (მე მარჯვნივ წავედი).


ნუ ორპირია რა მანდ სოფელი და მანდ უხვევ მარჯვნივ ხიდზე არ გადასული

კოკა-ოხომირა-ცუცხვათი-ძუყნური და უერთდები შენ რომელი გზითაც წახვედი იმას

ექსკურსიის მიზნით თუ ვინმე წავა მღვიმეა ცუცხვათში თორე გზაც უარესია და ალბათ უფრო შორიც

https://www.youtube.com/watch?v=L4K1KfchtdE დაუწყიათ და დაამთავრეს ნეტა?

Posted by: ნიკა 8 Sep 2017, 13:01
mrpitkina
QUOTE
კოკა-ოხომირა-ცუცხვათი-ძუყნური და უერთდები შენ რომელი გზითაც წახვედი იმას

ეგ კიდე მესამე გზაა და ცენტრში არ ჩადის wink.gif


ამასობაში ტყიბული-ჭიათურას (კაცხი) პირველი ნაწილი სადაც ჩანს როგორ შევუხვიეთ არასწორ გზაზე.

Posted by: mrpitkina 8 Sep 2017, 13:47
ნიკა
QUOTE
ეგ კიდე მესამე გზაა და ცენტრში არ ჩადის

ვერ გავუგეთ ერთმანეთს, ცუცხვათის ცენტრი ვიგულისხმე სოფლის

ასფალტი მაქამდე უნდა დაეგოთ, შენ ტყიბულის ცენტრზე გეგონა ვამბობდიsmile.gif

Posted by: ნიკა 8 Sep 2017, 13:54
mrpitkina
QUOTE
ვერ გავუგეთ ერთმანეთს, ცუცხვათის ცენტრი ვიგულისხმე სოფლის

ასფალტი მაქამდე უნდა დაეგოთ, შენ ტყიბულის ცენტრზე გეგონა ვამბობდიsmile.gif

ხოო biggrin.gif

ქუთაისში რომ მქონდეს შტაბბინა, დავივლიდი მა ყველა გზას თავისი მთასაყდარზე ასვლით. თბილისიდან და თან დროში შეზღუდული რომ ვარ, რთულია sad.gif .

ეს კი ტყიბული-ჭიათურას (კაცხი) მეორე ნაწილი.

Posted by: mrpitkina 8 Sep 2017, 13:59
ნიკა

ვუყურებ პირველ ვიდეოს და რა ადგილას გადაუხვიეთ მაინც ვერ მივხვდი

არ მეცნო ეგ ადგილი, ჩხარისკენ წახვედით თუ ოქტომბერში გადაუხვიეთ?

Posted by: ნიკა 8 Sep 2017, 14:21
mrpitkina
ჩხარისკენ. გარმინმა შეუხვიეო, ცოტა ვიფიქრე თუ ბევრი ერთი მაგისიც თქო და შევუხვიე biggrin.gif
აი აქ
https://www.google.ge/maps/@42.238,42.9499682,13.25z/data=!4m2!6m1!1s1lhLuI122jk4hr1WcTdaT0IWzYRM?hl=en

Posted by: ნიკა 11 Sep 2017, 09:42
გადავედი გუშინ გუდამაყარიდან სნოსკენ. უღელტეხილს რა დავარქვა აღარ ვიცი. ზოგი ქნევამთის უღელტეხილს ეძახის (ალბათ მოხევეები რადგან ხევის მხრიდან მდ, ქვენა მთის წყალი ამოდის მანდ) რუკებზე გუდამაყარის უღელტეხილი წერია.

სამანქანე გზა საფეხმავლო უღელტეხილიდან დასავლეთით გადადის და 200 მეტრით მაღლაც ადის.

Posted by: mike d 11 Sep 2017, 22:38
ნიკა
ვააა რა საინტერესოა, არ ვიცოდი მანდ თუ იყო სამანქანო გზა.

ბოგოვატჩოსღელეზე რამე სიახლე ხომ არ გაქვს, ვერ გაიყვანეს ბოლომდე გზა არხოტში?

Posted by: ნიკა 12 Sep 2017, 17:09
mike d
QUOTE
ბოგოვატჩოსღელეზე რამე სიახლე ხომ არ გაქვს, ვერ გაიყვანეს ბოლომდე გზა არხოტში?

სამწუხაროდ არ ვიცი.

პ.ს. ეს ჩემი ექსკურსიის ფოტოები
https://www.facebook.com/vardzelashvili/media_set?set=a.10209270132582999.1073741963.1612571166&type=3

Posted by: ნიკა 15 Sep 2017, 18:07
2 კვირის წინანდელი ექსკურსიის ვიდეოები იწყება
პირველი ვიდეო ავტობანია, მეორე აქაა
https://forum.ge/?showtopic=34952871&view=findpost&p=51339136

ეს კი მესამე. ძამას ხეობა ელბაქიანიდან ტყემლოვანამდე შუანოს გადასახვევამდე


Posted by: ნიკა 15 Sep 2017, 18:33
შემდეგი ნაწილი ტყემლოვანადან შუანოს გავლით ალეწის ციხემდე

* * *
მეხუთე ნაწილი ალეწის ციხიდან ოდეთამდე (ღინტურის გადასახვევი)

Posted by: ნიკა 16 Sep 2017, 12:14
ოდეთი-ღინტური-უღელტეხილი

Posted by: ნიკა 16 Sep 2017, 16:14
უღელტეხილი-ტაბაწყური-წითელი საყდარი

* * *
წითელი საყდარიდან წალკისკენ პირველი ნაწილი

* * *
ტაბაწყური-წალკა მეორე ნაწილი თავისი ბიპის სუპერგზით

Posted by: giomelqa12 16 Sep 2017, 19:20
http://mtisambebi.ge/news/people/item/586-jutadan-roshkis-mimartulebit-saavtomobilo-gzis-mshenebloba-ixybeba

Posted by: ნიკა 17 Sep 2017, 18:16
ძალიან ცუდ დღშია ახალქალაქი-კავთისხევი გზა. სატვირთობმა და სიცხემ თავისი გაიტანეს sad.gif

Posted by: donrobita 17 Sep 2017, 20:01
სოფელ ოზაანიდან დედოფლისწყაროს შესასვლელამდე საფუძვლიანი რემონტი მიდის გზის. ბლომად ტექნიკაა და გიჟებივით მუშაობდნენ. მაგ გზაზე ალბათ 15 წელი იქნება რემონტი არ იყო გაკეთებული შეიძლება მეტიც. არჩევნებამდე მორჩებიან ალბათ

ეს ისე თუ ვინმეს დაგაინტერესებდათ

Posted by: Kotola 21 Sep 2017, 12:25
http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1505978574

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელი საავტომობილო გზის 5.6 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში ხორციელდება ცემენტ-ბეტონის საფარის, წყალგამტარი მილების, საყრდენი კედლების, ავტომობილების გასაჩერებელი მოედნებისა და გზის კეთილმოწყობის სამუშაოები, ასევე მოხდება საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.
პროექტის დასრულების შემდეგ, ტურისტები, ადგილობრივი მოსახლეობა და მომლოცველები შეძლებენ იმოძრაონ განახლებული და კომფორტული გზით, ნაცვლად გრუნტოვანი, დაზიანებული გზისა.
სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს და მისი ღირებულება 7 793 854 ლარია.
გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია და განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ტურისტების მხრიდან. აღნიშნული გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ყაზბეგში ტურისტული პოტენციალის განვითარებას.

Posted by: ნიკა 7 Oct 2017, 12:08
რამდენი ხანია არ დამიწერია არაფერი. ბოლოს ვიყავი საჩხერე-რაჭა. გზებზე სიტუაცია

გადავედით საჩხერე-უზუნთა-მრავალძალი გზით. ისეთი არაფერი მშრალზე არსად გავჭედილვარ. სველზე გამიჭირდებოდა.
ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ახალი გზა მასე არ იქნება და სავარაუდოდ ჯრუჭის ხეობას აუყვება, შემდეგ ხარისთვლაი-შქმერში ჩავა.

ონი-შივი გზა სისინა ასფალტი დაუგიათ, მაგრამ გზა გააფართოვეს და ისე ვერ გათვალეს რომ რიონი მძვინვარე მდინარეა, გაბიონები არ მოუწყვიათ. დაახლოებით 10 ადგილასაა გზა მდინარის მიერ მორეცხილი და შევიწროვებული sad.gif ერთი მანქანა კი გაივლის მაგრამ მაინც ტეხავს.

ამჟამად აქტიურად მიდის სამუშაოები ჭიორა-ღებისკენ. ასფალტს დააგებენ თუ არა არ ვიცი (წესით რატომ არ უნდა დააგონ), მაგრამ გზას სერიოზულად აკეთებენ.

ღებიდან გონასკენ ორგან მდინარეზე ხიდი არაა, ჯიპით გადაისვლება, თუმცა შეილება წყალმოვარდნისას ვერ გადახვიდე, ორივე ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. პირველი ხიდი წესით მალე უნდა მორჩნენ, მეორე უფრო დიდია და არ ვიცი როდის მორჩებიან.

მეტი ისეთი არაფერი.

Posted by: mike d 7 Oct 2017, 23:22
QUOTE
გადავედით საჩხერე-უზუნთა-მრავალძალი გზით. ისეთი არაფერი მშრალზე არსად გავჭედილვარ. სველზე გამიჭირდებოდა.

ვაა ანუ იქსტრეილითაც გადავალ ხო? გაისად მინდა მაქეთ წასვლა.

QUOTE
ონი-შივი გზა სისინა ასფალტი დაუგიათ, მაგრამ გზა გააფართოვეს და ისე ვერ გათვალეს რომ რიონი მძვინვარე მდინარეა, გაბიონები არ მოუწყვიათ.

მე ვიყავი აგვისტოს ბოლოს და ონი-შოვი ალაგ ალაგ არ იყო დაგებული. და ახალი დაგებულიც უკვე გაფუჭებული იყო რიონის გამო sad.gif

(
QUOTE
ღებიდან გონასკენ ორგან მდინარეზე ხიდი არაა, ჯიპით გადაისვლება, თუმცა შეილება წყალმოვარდნისას ვერ გადახვიდე, ორივე ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. პირველი ხიდი წესით მალე უნდა მორჩნენ, მეორე უფრო დიდია და არ ვიცი როდის მორჩებიან.

ეგ ხიდებიც უნდა დაემთავრებინათ წესით სექტემბერში. არადა გონა ჩემთვის ულამაზესი ადგილია სადაც კი ვყოფილვარ საქართველოში.

შოვის იქით რა ხდება ხომ არ იცი? მეტეომდე მიისვლება თუ აღარ გვაქვს კონტროლი მაგაზე?

მე, სექტემბერში ვიყავი სვანეთში. ბევრი ვერაფერი მოვასწარი, თუმცა თეთნულდის საბაგიროსთან ბოლომდე ავედი მანქანით. დაახლოებით 3.100 მეტამდე. ოუფენსტრითზეც დავამატე, ბოლომდე არ იყო დადებული.

Posted by: ნიკა 8 Oct 2017, 00:14
mike d
QUOTE
ვაა ანუ იქსტრეილითაც გადავალ ხო? გაისად მინდა მაქეთ წასვლა.

არა მგონია შეძლო. ან წყვილში გინდა ვინმე ჩემ მანქანაზე უფრო გამავალი რომ ჩაგიბას ხოლმე. რამოდენიმე ცუდი ადგილი იყო.

შოვის იქით 2-3 კმ-ს მიდიხარ, მერე სასაზღვროა და საშვები გინდა. ღამდებოდა და ღამე წვიმა იყო გამოცხადებული ამიტომაც დავიკიდეთ. მეტეოში რუსები არიან sad.gif

გონაში ცუდ ამინდში მოვხვდით და ხედები ოდნავ იყო. ლამაზი უნდა იყოს წესით.

Posted by: mike d 8 Oct 2017, 18:34
QUOTE
არა მგონია შეძლო. ან წყვილში გინდა ვინმე ჩემ მანქანაზე უფრო გამავალი რომ ჩაგიბას ხოლმე. რამოდენიმე ცუდი ადგილი იყო.

ოკ, მაშინ დაველოდები როცა გააკეთებენ ჯრუჭიდან გზას smile.gif

QUOTE
გონაში ცუდ ამინდში მოვხვდით და ხედები ოდნავ იყო. ლამაზი უნდა იყოს წესით.

ულამაზესია! აი რაჭას რომ ეძახიან საქართველოს შვეიცარიას რეალურად გონა იგულისხმება მანდ.

QUOTE
შოვის იქით 2-3 კმ-ს მიდიხარ, მერე სასაზღვროა და საშვები გინდა. ღამდებოდა და ღამე წვიმა იყო გამოცხადებული ამიტომაც დავიკიდეთ. მეტეოში რუსები არიან

ვაახ რაა, ნეტავ როდის შევძლებთ მაგ ადგილების ნახვას sad.gif

Posted by: ნიკა 9 Oct 2017, 22:13
mike d
შოვიც არანაკლებია ოღონდ ფეხით უნდა იბოდიალო ნუ ერთი კუთხეა ეგ. ისე გინას ზევით რო ახვიდე ფეხით იქ უფრო მაგარი ადგილები უნდა იყოს წესით. საშვი კი უნდა მაგრამ არააო პრობლემა მესაზღვრეებმა. აქვე გამოგიწერთო ახლავეო. მაგრამ ამინდი არ იყო და აზრი არ ჰქონდა.

Posted by: ნიკა 16 Oct 2017, 13:52
ბევრი სიახლე გამოგვრჩა
1) თუშეთის გზა გადაიკეტა/გაიხსნა/გადაიკეტა ისევ გაიხსნა როგორც ჩანს რადგან გუშინ ისევ გადაიკეტა თოვლის გამო
2) გოდერძი გადაიკეტა მაგრამ გუშინვე გახსნეს, დღეს იმხელა ნალექია რომ ალბათ ისევ ჩაიკეტება
3) გუშინ ჩაიკეტა ზაგაროს უღელტეხილი (ცანა-უშგული)
4) დღეს ჩაიკეტა უკვე ზესხომდე არ მისული 4 კმ-ში

http://www.interpressnews.ge/ge/regioni/457793-quthaisi-tsyaltubo-cageri-lentekhi-lasdilis-saavtomobilo-gzaze-mitsa-kldis-shvavi-chamovida.html

დანარჩენებს არ ვწერ უკვე გაიხსნა ის გზები თითქოს.

Posted by: Kotola 16 Oct 2017, 14:05
ნიკა
ისე ეს პოსტი რო ვნახე ეხლა იდეა გამიჩნდა. რამე ინტერაქტიული რუკა რო გაკეთდეს და ონლაინ რეჟიმში აჩვენებდეს სად და როდის ჩაიკეტა გზები და როდის გაიხსნება, ან რა მიზეზიტაა დაკეტილი და რაღაც ეგეთებს ონლაინში რო გვჩვენებდეს, მაგარი იქნებოდა...

Posted by: ივანიჩ 16 Oct 2017, 17:23
QUOTE
გონაში ცუდ ამინდში მოვხვდით და ხედები ოდნავ იყო. ლამაზი უნდა იყოს წესით.

აი ძირითადად ასეთი ხედებია. მარცხნივ ზემოთ გორაზე სასაფლაოა
http://radikal.ru

ჰმმ
რატომ ბლოკავს სურათებს
რადიკალი აღარ მიშვებს sad.gif

Posted by: ნიკა 16 Oct 2017, 17:38
ივანიჩ
მაგაზე უფრო წინ ვიყავით გასულები მესაზღვრეებს გავცდით 100-200 მეტრამდე
* * *
კიდევ ორი ამბავი

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის კმ71-კმ106 მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა
16 ოქტ, 2017

ძლიერი თოვის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ71-კმ106 (ნადიბანი-კობი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.


ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის ს/გზაზე მოძრაობა აიკრძალა
16 ოქტ, 2017

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის 7-ე კმ-ზე კოკისპირული წვიმების შედეგად ადიდდა მდ.ჩხერიმელა, რომელმაც წაიღო მიწის ვაკისი. რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის საავტომობილო გზაზე.

Posted by: ივანიჩ 16 Oct 2017, 18:22
QUOTE
მაგაზე უფრო წინ ვიყავით გასულები მესაზღვრეებს გავცდით 100-200 მეტრამდე

მანდ არის რამდენიმე მარშრუტი
დომბურალი
ღრჯამა
პატარა ჩანჩქერები და უფრო ზევით საყინულეებია

Posted by: vatman 16 Oct 2017, 22:42
ჟინვალი ანანურის მონაკვეთზე ასფალტის საფარს ცვლიან, ასევე მიდის მთის მოჭრის სამუშაოები, სადაც ხოლმე ქვათაცვენა იყო

Posted by: ნიკა 19 Oct 2017, 12:08
დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ65-კმ90 (საირმე-აბასთუმანი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

კმ52-კმ64 მონაკვეთებზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.



თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ37-კმ53 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Posted by: ნიკა 19 Oct 2017, 12:18
დიდი დაგვიანებით შარშანდელი თუშეთში მოგზაურობის ვიდეო
https://www.youtube.com/playlist?list=PLMhw5vejhxgPKJ29_AW1F1zLG4FaQudDt

Posted by: ნიკა 21 Oct 2017, 12:05
თბილისი-ვანეთი-დიდგორი-საკურთხისი-თავკავთა-ბოტისი-წინარეხი
http://www.youtube.com/playlist?list=PLMhw5vejhxgMP1zeMSNZDLV5UzewXKpe7&disable_polymer=true

Posted by: ნიკა 22 Oct 2017, 23:25
დღეს არხოტში პირველი ორი ტურისტული მანქანა ჩავიდა bis.gif

Posted by: mike d 22 Oct 2017, 23:55
QUOTE
ბილისი-ვანეთი-დიდგორი-საკურთხისი-თავკავთა-ბოტისი-წინარეხი

არ ვიცოდი დიდგორიდან თუ გადადიოდა ბოტისში გზა, მაგარია.

დღეს არხოტში პირველი ორი ტურისტული მანქანა ჩავიდა
ვაახ გაიხსნა უღელტეხილი ტოო?
bis.gif bis.gif

წელს რაღა და იქნებ გაისად შევძლო გადასვლა smile.gif

Posted by: ნიკა 23 Oct 2017, 15:04
კი 8-ში გაიხსნა მაგრამ სამუშაოები კიდევ გრძელდება გზის გაუმჯობესების მხრივ. თუ ნალექი არ მოვიდა, წელს კიდევ შესაძლებელია გადასვლა. ტექნიკა ისევ უღელტეხილს იქითაა და მუშაობენ. აქეთა მხარესაა ერთგან ცოტა ტალახები, თუმცა უნივერსალური საბურავები მეყენა საკმაოდ გაცვეთილები და გადავედი. მაგ ადგილზე დროებითი გზაა და ახლა ძირითადი გზის გნახლება მიდიოდა (შარშან გაყვანილი ძირითადი გზა წვიმებმა ჩარეცხეს და დროებითი გაიყვანეს მანდ ცოტა ცუდ გრუნტზე).

ესეც ფოტოები
https://www.facebook.com/vardzelashvili/media_set?set=a.10209533746973194.1073741966.1612571166&type=3

Posted by: mike d 23 Oct 2017, 20:13
ნიკა
ვაახ რა მაგარიაა.

ისე ამ კვირის განმავლობაში მგონი კარგი ამინდებია და იქნება შაფათ-კვირას შევძლო, ვინმე თუ ავიყოლიე.
ნებისმიერი 4x4 მანქანით გადავალ ხო?

Posted by: ნიკა 24 Oct 2017, 00:14
ფორესტერით და ეგეთი დაბალი მანქანით არა მგონია. და ისე ნებისმიერი ნორმალური ჯიპით. მაგრამ ხვალ უკვე წვიმა/თოვლია პროგნოში sad.gif
https://www.yr.no/place/Georgia/Other/Roshka/

Posted by: mike d 24 Oct 2017, 23:58
ნიკა
გასაგებია, მადლობა

ხოო როშკაში თუ წვიმა იქნა, უღელტეხილზე უეჭველი დადებს. როგორც ჩანს წელს ვერ გამოვა sad.gif

Posted by: TramwayMan 26 Oct 2017, 19:52
გუგლმა თბილისის აეროფოტო განაახლა.

2017 წლის 14 სექტემბრისაა მარჯვენა ნაწილი და მარცხენას ნახევარი მთლიანად.

Posted by: ნიკა 27 Oct 2017, 12:25
QUOTE (TramwayMan @ 26 Oct 2017, 19:52 )
გუგლმა თბილისის აეროფოტო განაახლა.

2017 წლის 14 სექტემბრისაა მარჯვენა ნაწილი და მარცხენას ნახევარი მთლიანად.

აუ რამხელა კონტრასტია გვალვის გამო. განსაკუთრებით ძველი ფოტოს საზღვარზე ეტყობა

Posted by: Kotola 27 Oct 2017, 12:29
QUOTE
აუ რამხელა კონტრასტია გვალვის გამო. განსაკუთრებით ძველი ფოტოს საზღვარზე ეტყობა

ერაყი ან ავღანეთი გეგონება biggrin.gif
* * *
http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=462&info_id=62679
გუფთა ონის გზას ნეტა ონიდან დაიწყებენ თუ გუფთიდან biggrin.gif facepalm.gif

Posted by: ნიკა 27 Oct 2017, 18:43
თბილისი (პანტიანი)-მანგლისი. ეს კაი და წალკასთან რომ დედა არ ყავს გზას იმას არაფერს უპირებენ?

Posted by: ივანიჩ 27 Oct 2017, 18:51
QUOTE
გუფთა ონის გზას ნეტა ონიდან დაიწყებენ თუ გუფთიდან

რა ტუტუცობაა facepalm.gif
დაწერონ ან თქვან რასაც რეალურად გააკეთებენ
გუფთა არა პირდაპირ- ცხინვალამდე მივიდნენ vis.gif

პ.ს. წედისამდე მაინც გააკეთონ

Posted by: VeNE 29 Oct 2017, 21:06
თბილისი-კოჯორი-წაკლა-ნინოწმინდის გზით ახალციხეში მინდა ჩასვლა და როგორი გზაა თუ იცით?

Posted by: vatman 30 Oct 2017, 10:33
VeNE
QUOTE
თბილისი-კოჯორი-წაკლა-ნინოწმინდის გზით ახალციხეში მინდა ჩასვლა და როგორი გზაა თუ იცით?

წალკასთან დედა არ ჰყავს...
მაგრამ სედანით კი გაივლი უპრობლემოდ

ბორჯომი- ახალციხის გზაზე (რაც ბორჯომის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის) ნელ ენლა ორმოები ემატება, ზამთარში იქნება კარგი up.gif

ახალციხის შემოსასვლელში, სადაც გზის გამყოფი არის, ორივე მიმართულებით აგებენ ასფალტის ახალ საფარს

Posted by: wrangler7 30 Oct 2017, 10:37
QUOTE
თბილისი-კოჯორი-წაკლა

QUOTE
წაკლა

biggrin.gif

Posted by: ნიკა 30 Oct 2017, 11:09
vatman
QUOTE

ახალციხის შემოსასვლელში, სადაც გზის გამყოფი არის, ორივე მიმართულებით აგებენ ასფალტის ახალ საფარს

აუ ეგ კიდევ არ დაუგიათ? wow.gif

Posted by: vatman 30 Oct 2017, 11:22
ნიკა
QUOTE
აუ ეგ კიდევ არ დაუგიათ?

მეორე ფენას აგებებდნენ გუშინ, წესით მანდ რამდენიმე დღის სამუშაო არის დარჩენილი

Posted by: Kotola 6 Nov 2017, 15:29
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/461498-sachkhere-onis-damakavshirebeli-saavtomobilo-gzis-pirveli-57-kilometris-msheneblobaze-tenderi-gamockhadda.html
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საჩხერე-ონის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის პირველი 5.7 კილომეტრის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი სეთურიძემ განუცხადა.
როგორც გიორგი სეთურიძემ აღნიშნა, დოკუმენტაციის მიღების საბოლოო ვადაა 27 ნოემბერი. მისივე თქმით, ტენდერი გამოცხადებულია საჩხერე-ქვემო ხევის მონაკვეთზე, რომლის სიგრძე 5.7 კილომეტრი და მასში შედის ასევე ერთი სახიდე გადასასვლელი.

Posted by: ნიკა 6 Nov 2017, 16:24
საჩხერე-ქვემო ხევი ამჟამად უბრალოდ გრუნტის გზაა. არც ისე საშინელ დღეშია. თვითონ საჩხერეში სადაც ასფალტირებულია, იქაა ძალიან ვიწრო.

Posted by: osccara 16 Nov 2017, 17:04
ხულო-ზარზმის მონაკვეთზე რა ხდება, დაიწყეს ამ გზის მშენებლობა, და როდის დამთავრდება ნეტა

სულ 47 კილომეტრიანია და ჯერ 29 კილომეტრიანს აკეთებენ

გაქვთ ინფორმაცია?

Posted by: ნიკა 17 Nov 2017, 18:24
სომხეთიდან გუგუთით შემოვედი. საზღვრიდან ჩვენ მხარეს დაახლოებით 10-12 კმ ისეთი საშინელი გზაა რომ ტეხავს უბრალოდ sad.gif

Posted by: ნიკა 20 Nov 2017, 15:27
დედოფლისწყაროს გზის რემონტი მიდის. წნორისკენ გადასახვევიდან დედოფლისწყაროს შესასვლელამდე. რამე სასწაული თითქოს არ ჭირდა მაგ გზას გაზაფხულზე რომ ვიარე. ნუ შეკეთება კი მიდის ფაქტია.

Posted by: donrobita 20 Nov 2017, 15:37
ნიკა
ჭირდა ჭირდა

ალბათ 15-20 წლის წინ გარემონტდა მანდ გზა. დატალღული იყო და სანიაღვრეები აღარ ვარგოდა. ყოველწელს ორმოული შეკეთებით უარესი მოსდიოდა. არც დახაზული იყო და არც უსაფრთხოების ჯებირები. წყალგამტარ მილებზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. ხშირად თავწყაროს გადასახვევთან მიწა ვარდებოდა. ალბათ ყოველწელიწადს ათხრიდნენ და გადააკერებდნენ ხოლმე.

ძლივს რაღაცას ნორმალურად აკეთებენ მანდ. დროში კი გაიწელა მაგრამ უსაქმურად არ სხედან. ნელნელა კეთდება მაგრამ ხარისხიანად.

თავიდან ისეთი ტემპით დაიწყეს მეგონა არჩევნებამდე მორჩებოდნენ მაგრამ ვერა. ნუ მაინც კარგია

Posted by: ნიკა 20 Nov 2017, 16:49
ხო რავი მაგაზე ბევრად უარეს დღეშია მაგაზე ბევრად მნიშვნელოვანი გზები (იგივე წალკადან ჭიქიანის უღელტეხილისკენ მონაკვეთი, თუ ეგეც შეაკეთეს არ ვიცი). თორემ ის რომ გზები უნდა გაკეთდეს მაგაზე არ ვკამათობ wink.gif

Posted by: mike d 20 Nov 2017, 22:07
QUOTE
სომხეთიდან გუგუთით შემოვედი. საზღვრიდან ჩვენ მხარეს დაახლოებით 10-12 კმ ისეთი საშინელი გზაა რომ ტეხავს უბრალოდ

კაცო ეგ გზა შარშან არ გააკეთეს? მე ვიყავი შარშან მაისში და აკეთებდნენ დმანისის გადასახვევამდე იყვნენ მისულები და მერე დაწერეს გუგუთამდე გავაკეთეთო.

Posted by: ნიკა 21 Nov 2017, 12:32
mike d
დმანისის გადასახვევიდან საფარლომდეა ახალი ასალტი. მერე გუგუთამდე ძველი გზაა და არც რაიმე ნიშანი ჩანს იმის რომ გაკეთებას აპირებდეს ვინმე.

Posted by: osccara 21 Nov 2017, 17:48
ისე ხომ არ იცით გორი - ქარელის გზა როგორია? არის ნორმალური გზა (ავტობანზე რომ არ გავიდე)

????

Posted by: Snow93 22 Nov 2017, 14:38
დღეს მიწევს შემოვლითით წასვლა დიღმიდან ისნამდე და ავლაბარი-მახათა სად რა მონაკვეთზეა კარგი გზა ვერ ვნახავ ზუსტად?
გუგლი მიგდებს პეტრე-პავლეს სასაფლაოზე გასასვლელ გზას მაგრამ მეეჭვება ის დაეგოთ...

Posted by: ნიკა 22 Nov 2017, 16:41
osccara
QUOTE
ისე ხომ არ იცით გორი - ქარელის გზა როგორია? არის ნორმალური გზა (ავტობანზე რომ არ გავიდე)

????

ბოლოს 2 წლის წინ გავიარე და ერთი მონაკვეთი დაუმთავრბელი მიგდებული გრუნტის გზა იყო (არემონტებდნენ და მიაგდეს).

Posted by: GEORGEXIII 22 Nov 2017, 19:42
მცხეთა-არმაზი-ძეგვი-ნიჩბისი-კავთისკევი-მეტეხი

ბევრი ბუგარიკები დაააყენეს გზის საფარი ძალიან დაზიანდა..

Posted by: iraklioni 23 Nov 2017, 00:39
QUOTE
დღეს მიწევს შემოვლითით წასვლა დიღმიდან ისნამდე და ავლაბარი-მახათა სად რა მონაკვეთზეა კარგი გზა ვერ ვნახავ ზუსტად?
გუგლი მიგდებს პეტრე-პავლეს სასაფლაოზე გასასვლელ გზას მაგრამ მეეჭვება ის დაეგოთ...

ნიაბის ქუჩის გავლით

Posted by: ნიკა 23 Nov 2017, 17:57
თოვლის გამო:
გუშინ დაიკეტა ტიკმატაში
დღეს ჯვრის უღელტეხილზე მისაბმელიანები და ავტობუსები აიკრძალა
დღეს ცაგერილ-ლენტეხზეც აიკრძალა
მოგვიანებით ალპანა-ცაგერზეც აიკრძალა
ასევე ჯვარი-უშგულზე
და ბოლოს ნაქერალაზე პლიუს ამას ჯაჭვებია სავალდებულო

Posted by: mike d 25 Nov 2017, 13:33
მოგესალმებით ყველას.

ხომ არ იცით ქუთაისი-ალპანას გზა რა მდგომარეობაშია?
მახსოვს ვითომ აპირებდნენ გარემონტებას.

Posted by: otokarcobra 21 Dec 2017, 20:31
აე მთავრობა, გზების დეპარტამენტი და რავიცი კიდე ვისაც გეხებათ ყველა.....

ოზურგეთი-ქობულეთის გზას მიხედეთ ვინმემ, მთელი დღე მივდიოდი ლამის....ჩვეულებრივი 90-იანებში რო გზები იყო სოფლებში, ისეთი გზაა, სულ მთლიანად გაფუჭებულია ოზურგეთიდან ჩოლოქამდე და ჩოლოქს მერეც არაა კარგ დღეში.....ჩოლოქამდე გრუნტის გზამდეა დასული თითქმის, უსერიოზულესი ორმოებით......

ლანჩხუთი-აცანა-ჩოხატაური ძაან ლამაზია და ძაან მაგარი გზაა, ერთგანაა მხოლოდ გაფუჩებული, დამეწყრილი მონაკვეთია, ერთი 20 მეტრი...

ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულო კარგი გზაა...

ფოთი-ქობულეთს დანძრეული აქ მარა ერთი ორი წელი კიდე წავა რა....

Posted by: ZEUS 22 Dec 2017, 00:31
otokarcobra
QUOTE
ფოთი-ქობულეთს დანძრეული აქ მარა ერთი ორი წელი კიდე წავა რა....

მაგის მერე კი მიეწევა გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალიც.

Posted by: პაწა 25 Dec 2017, 16:48
ამბროლაურთან ახლოს რა ხდება, ხომ არავინ იცით?
* * *
user posted image

Posted by: ნიკა 25 Dec 2017, 20:02
პაწა
ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის ს/გზაზე მოძრაობა თავისუფალია
24 დეკ, 2017 09:31:31
http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1514093512&pid=1388404621

უკაცრავად. მაგის მერე ისევ ჩაიკეტა გუშინ შუადღეზე

ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის ს/გზის 71-ე კმ-ზე მოძრაობა აკრძალულია
24 დეკ, 2017 12:46:39
http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1514105236&pid=1388404621

დეტალები შგიძლიათ ცხელ ხაზზე გადაამოწმოთ
ცხელი ხაზი: (995 32) 2 31 30 76

Posted by: Pyramid_of_Cheops 1 Feb 2018, 22:28
ერთი მუხიანის აგარაკების გზას როდის დაადგება საშველი...

Posted by: ნიკა 4 Feb 2018, 22:33
დღეს ვიყავი სოფელში. შეგახსენებთ რომ მაგ მიდამოებში დიდი თოვლი 31 იანვარი-1 თებერვალი ღამე მოვიდა (რიკოტზეც და გომი-საჩხერეზეც მაგ ღამე მოქმედებდა შეზღუდვები). სიტუაცია ძირულა-ხარაგაული ჩუმათელეთზე დღეს დილიდან ასეთი იყო. ჩუმათელეთი-წიფა გოლათუბანი მონაკვეთი გაწმიენდილია ისე რომ ერთი მანქანა ეტევა. ალაგ ალაგ 200-300 მერტში ერთხელ არის ჯიბეები და მანქანა თუ დროზე შენიშნე აცდები. თვიტონ უღელტეხილზე საკმაოდ დიდი თოვლი მოვიდა, თან სავარაუდოდ სველი თოვლი იყო, რაგდან ბევრი ხე მოტეხა, ასევე დააზიანა ელ გადამცემი ხაზები (სოფლებში დენი დღესაც არაა). გოლათუბნიდან ბეჟათუბნის გვირბების პორტალებამდე გზა არ იყო გაწმენდილი. თუმცა თოვლი არც იმხელა იყო რომ ვერ გავსულიყავი. უფრო გზაზე დავარდნილი ხეები და ტოტები იქნებოდა პრობლემა სხვა მანქანისთვის (ვისაც დაკაწრვის ეშინია). სოფლის შიდა გზები არაა გაწმენდილი თუმცა იმხელა თოვლი არ იყო რომ ვერ ავსულიყავი სახლამდე. მარტო ბოლო აღმართზე დამჭირდა ერთგან ჯალამბარის ჩაბმა. სამწუხაროდ რეგისტრატორმა გაჭედა და ვიდეო არ მაქვს sad.gif

Posted by: ZEUS 4 Feb 2018, 23:15
კავთისხევი-ახალქალაქის გზას დედა არ ყავს. მანდეთ ვინც წახვალთ, ფრთხილად იყავით.

Posted by: ნიკა 6 Feb 2018, 19:09
QUOTE (ZEUS @ 4 Feb 2018, 23:15 )
კავთისხევი-ახალქალაქის გზას დედა არ ყავს. მანდეთ ვინც წახვალთ, ფრთხილად იყავით.

ეგ მოსალოდნელი იყო. შეკეთებით არავინ შეაკეთებდა მაგას სანამ კავთისხევის ხიდი არ აღდგება.

Posted by: iRRa 8 Feb 2018, 22:38
ZEUS
ეეს რა იყო mad.gif დაბომბილს გავს გზა.

Posted by: ნიკა 16 Feb 2018, 11:15
ბოდორნა
https://photos.app.goo.gl/CGOqKskNigO4o25z2

დუშეთის გადასახვევი. საინტერესოდ უერთდება არაგვს ორი შენაკადი ორი მხრიდან
https://photos.app.goo.gl/EfPvIpZxSoYJTF2m1

ფუძნარი და ახლად აღდგენილი ჟინვალი-თიანეთის გზა
https://photos.app.goo.gl/sNnB3FSOKqcGi3fi1

კვეტერა, ახმეტა-თიანეთის გზა და ილტოს ხეობა
https://photos.app.goo.gl/0ninu1zMqLPyGfVI2

Posted by: ნიკა 27 Feb 2018, 15:31
.

Posted by: CYB-ORG 28 Feb 2018, 16:40
მოგესალმებით, ზემო იმერეთი-რაჭის (იგივე საჩხერე-ონი) საავტომობილო გზასთან დაკავშირებით კმ0-კმ5,7მონაკვეთზე გამოცხადებულია მშენებლობის ტენდერი, ხოლო აღნიშული გზის კმ5,7 და კმ10,7 მონაკვეთზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება. პროექტირება მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება.


წყარო:. https://m.facebook.com/story.php?story_fbid=1861375630562217&id=212371088796021

Posted by: wrangler7 28 Feb 2018, 21:45
ნიკა
გაიხსნა ეგ ხიდი კაი ხანია

Posted by: ნიკა 5 Mar 2018, 16:23
გუდაური-კობი დაიკეტა და მლეთა-გუდაურზე გაუჩერებლად გავლის რეჟიმია, ნეტა როგორ? ახვედი გუდაურში, იქვე უცებ დატრიალდი და უკან წამოხვედი? biggrin.gif


გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
05 მარ, 2018 01:15:52

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის(ფოსტა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

Posted by: ნიკა 19 Mar 2018, 01:35
ბოლნისი-დმანისი გზაზე ახალი ნოუჰაუ ვნახე გზის შეკეთების სფეროში. ბანალურად ასფალტის ზედა ფენა მოჭრეს. შედეგად მიიღეს სისინა გზა. ხო მოჭრის ზოლები ცხადია გრძივარაა და წვიმაში წყალი ბევრად დიდი დადგება, მაინც გაითვალისწინეთ მერე აკვაპლანირება რომ დაიწყოს მანქანამ გაკვირვებულები რომ არ დარჩეთ sad.gif

Posted by: Kublicha 19 Mar 2018, 13:32
სურამი ხარაგაულის გზა რა მდომარეობაშია? რამდენხიდიანი მანქანა სჭრიდება?

Posted by: ნიკა 19 Mar 2018, 17:49
Kublicha
ორი ეყოფა. კვირას ვაპირებ წასვლას თუ კარგი ამინდი იქნება.
თუმცა დაბა ხარაგაულში თუ მიდიხარ, ცხადია ჯობია წრე დაარტყა. ძირულა-ხარაგაული არ იყო ძალიან დანგრეული.

Posted by: ORIONI 22 Mar 2018, 18:13
რიკოთზე და სხვაზე smile.gif
https://www.facebook.com/mrdi.gov.ge/videos/1891395657560214/

Posted by: Snow93 23 Mar 2018, 17:57
იალბუზის ქუჩაზე 300 არაგველზე რა გაუხდათ ერთი დირკის ამოვსება, ისეთნაირადაა გახვრეტილი მარტო თუ არ მოძრაობ საავარიო სიტუაციას ქმნი აღმართზე ასვლისას facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: ნიკა 23 Mar 2018, 18:45
თბილისის გზებზე ცალკე თემაა. .

Posted by: ნიკა 25 Mar 2018, 20:14
დიდგორზე გაყავთ "ავტობანი". დავდებ მერე ონბორდ ვიდეოს. სავარაუდოდ ამ დიდგორომაბდე (აგვისტომდე) უნდათ რომ მოასწრონ. ვნახოთ.

Posted by: ნიკა 30 Mar 2018, 20:39
აი ასეთი გზა შენდება დიდგორზე ორივე მხრიდან.

Posted by: ORIONI 31 Mar 2018, 11:42
ნიკა
საიდან იწყება ეს გზა?

Posted by: ნიკა 31 Mar 2018, 13:06
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ–153) ნიჩბისი–დიდგორი–დიდი თონეთი
https://www.openstreetmap.org/directions?engine=graphhopper_car&route=41.8431%2C44.5509%3B41.7068%2C44.4569#map=11/41.7752/44.4981

Posted by: Fabian 1 Apr 2018, 12:22
ნიკა
მაქეთ წოდორეთიდან გზის გაყვანა ძალიან რთულია?

Posted by: ნიკა 2 Apr 2018, 00:37
Fabian
არის საჯიპე გზა. .

Posted by: Fabian 2 Apr 2018, 01:14
ნიკა
QUOTE
არის საჯიპე გზა. .

ეგ ვიცი, ჯიგრული გზის გაკეთება ვიგულისხმე...

Posted by: ნიკა 2 Apr 2018, 10:27
და რა საჭიროა? .

Posted by: ნიკა 10 Apr 2018, 11:22
შ-27 თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალი, ხედი ფუძნარიდან ჟინვალისკენ

Posted by: ნიკა 10 Apr 2018, 11:30
შ-27 თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალი. ფუძნარის მონასტერი, უღელტეხილი და თიანეთის მხარეც მოჩანს.

Posted by: _Sergi_ 10 Apr 2018, 11:48
სალამი, აქ ხართ ამ სფეროს ექსპერტები smile.gif

http://www.georoad.ge/uploads/files/perspeqtiuli-proeqtebi-2018_fonit.pdf

ამ დოკუმენტში დაფიქსირებული წლები რეალურია? biggrin.gif რაღაც ნამეტანი ოპტიმისტურად არის დაგეგმილი

და თუ იცით სავარაუდოდ რომელი მონაკვეთი დაემატება ავტობანს მომადევნო პერიოდის განმავლობაში?


Posted by: ნიკა 10 Apr 2018, 12:08
_Sergi_
ავტობანზე აქ
https://forum.ge/?f=51&showtopic=35010757

Posted by: TramwayMan 13 Apr 2018, 20:34
მეცოდება ეს ხალხი.
ამ ხალხის სიცოცხლის ხარჯზე ზოგავენ ფულს? რა არი და ოღონდაც არ გაასახლონ.


Posted by: ნიკა 22 Apr 2018, 23:16
გოდერძის უღელტეხილი გაიხსნა
https://www.facebook.com/vardzelashvili/videos/10210735693261100

Posted by: ნიკა 27 Apr 2018, 12:57
არ ვიცი რამდენად რეალურია ეს, თუმცა დავდებ ინფოს.
http://www.ipress.ge/new/108608-kharagaulis-meria-samtsliani-samoqmedo-gegmas-aqveynebs


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019-2021 წლების ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. მერის, ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, სამწლიან სამოქმედო გეგმაში პრიორიტეტი ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქვს მინიჭებული. 90 პროექტი, რომლებსაც რეგიონული განვითარების ფონდი დააფინანსებს, ძირითადად, საგზაო ინფრატრუქტურის მშენებლობაზეა ორიენტირებული.

„გზა ყველა სოფელს“ - ხარაგაულის მერის წინასაარჩევნო სლოგანი ძალაშია და დაპირებისამებრ, მომავალი სამი წლის განმავლობაში, ხარაგაულის 78-ივე სოფელში ცენტრალური გზა რეაბილიტირებული იქნება.

გთავაზობთ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალს, და აქვე აღვნიშნავთ, რომ სამოქმედო გეგმაში შესაძლებელია შევიდეს ცვლილებები.
2019 წელს, ხარაგაულში, შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება:

1. ბაზალეთის ა/ერთეულში ნანიტაშვილების უბნის გზის რეაბილიტაცია - 114000 ლარი;
2. ერეთა-დინარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია(პირველი ეტაპი) -100000 ლარი;
3. უბისა ჭალის უბანში გზის რეაბილიტაცია და ნაპირსამაგრის მოწყობა (პირველი ეტაპი) – 100000 ლარი;
4. სოფელ მოლითის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია - 120000 ლარი;
5. სოფელ ვარძიის გზის რეაბილიტაცია - 100000 ლარი;
6. სოფელ ზედუბანის გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) – 235000 ლარი;
7. სოფელ ზვარეში კიკნაძეების უბანში გზის რეაბილიტაცია - 100000 ლარი;
8. სოფელ კიცხში ავალიშვილების უბანში გზის რეაბილიტაცია და ჯიმშიაშვილების საუბნო გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) - 150000 ლარი;
9. სოფელ ლაშეში კიკალიშვილების, ცისკაძეების, მაჭავარიანების და მანჯავიძეების უბნის გზის რეაბილიტაცია - 350 000 ლარი;
10. სოფელ ზედა უჩამეთის გზის და მესირიძეების უბნის გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) – 175 000 ლარი;
11. სოფელ ხემაღალში კვინიკაძეების და მაჭავარიანების უბანში გზის რეაბილიტაცია - 296 000 ლარი;
12. სოფელ მარელისში ზედა კოდაბოლოს გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) – 150000 ლარი;
13. სოფელ ლაშეში არჯევანიძეების უბნის გზის რეაბილიტაცია - 230 000 ლარი;
14. სოფელ ნადაბურში ძამულის უბანში ხიდის მშენებლობა - 180 000 ლარი;
15. სოფელ ხორითის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) – 225 000 ლარი;
16. ჯაფაროულის გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) – 125 000 ლარი;
17. სოფელ ისლარში გზის რეაბილიტაცია - 250 000 ლარი;
18. საჯვარე-მარიამწყაროს გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი)- 200 000 ლარი;
19. სოფელ ბაბში გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) - 70 000 ლარი;
20. სოფელ პატარა ვარძიაში დვლების საუბნო გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) – 110 000 ლარი;
21. ხევის ა/ერთეულში გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) – 175 000 ლარი;
22. სოფელ ხიდარში ბორიმელაზე ხიდის მშენებლობა და მასხარაშვილების უბნის გზის რეაბილიტაცია - 150 000 ლარი;
23. სოფელ ქვების გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 200 000 ლარი;
24. სოფელ საქარიქედის გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) - 250 000 ლარი;
25. სოფელ ლეღვანში სკოლისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია - 220 000 ლარი;
26. დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია - 150 000 ლარი;
27. სოფელ ლეღვანის საჯარო სკოლაში საპირფარეშოს მოწყობა - 25 000 ლარი;
28. სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლაში საპირფარეშოს მოწყობა - 25 000 ლარი;
29. სოფელ ხევის საჯარო სკოლის სახურავის რეაბილიტაცია - 100 000 ლარი;
30. გედსამანიის გზის რეაბილიტაცია 500 მეტრი (მეორე ეტაპი) – 60 000 ლარი;
საერთო თანხა 4 735 000 ლარი.

2020 წელს განსახორციელებელი პროექტები:
1. სოფელ სხლითის გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 180 000
2. სოფელ ვერტყვილას გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 55 000
3. სოფელ ფარცხნალი ახალსოფელის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 114 000 ლარი;
4. უბისა ჭალის უბანში გზის რეაბილიტაცია და ნაპირსამაგრის მოწყობა (მეორე ეტაპი) – 95 000 ლარი;
5. სოფელ ჩხერის გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) – 235 000 ლარი;
6. სოფელ ზედა უჩამეთის გზის და მესირიძეების უბნის გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 166 250 ლარი;
7. სოფელ ხორითის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 213 750 ლარი;
8. სოფელ ჯაფაროულის გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 125 000 ლარი;
9. ხევის ა/ერთეულში გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 175 000 ლარი;
10. სოფელ ხუნევის საჯარო სკოლის სახურავის რეაბილიტაცი - 100 000 ლარი;
11. დაბა ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია - 100 000 ლარი;
12. სოფელ ხიდარში საუბნო გზების და ხიდარი ვარძიის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია - 150 000 ლარი;
13. სოფელ პატარა ვარძიაში დვლების საუბნო გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 110 000 ლარი;
14. გედსამანიის გზის რეაბილიტაცია 500 მეტრი (მესამე ეტაპი) – 60 000 ლარი;
15. სოფელ ბორის გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 200 000 ლარი;
16. საბე-სარგვეშის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) – 300 000 ლარი;
17. სოფელ კიცხში ავალიშვილების უბანში გზის რეაბილიტაცია და ჯიმშიაშვილების საუბნო გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 150 000 ლარი;
18. სოფელ ნადაბურში საჩხერესთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა – 200 000 ლარი;
19. სოფელ ვარძიაში ოკრიბელაშვილების უაბანში გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 110 000 ლარი;
20. სოფელ ვახანში ჭიქავების უბნის გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) – 225 000 ლარი;
21. სოფელ ზვარეში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) – 200 000 ლარი;
22. სოფელ თეთრაწყაროში ვეფხვაძეების და გიორგიძეების უბანში გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 150 000 ლარი;
23. სოფელ ღვერკის ქვედა უბანის, გორგაძეების და თხელიძეების უბნის გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 200 000 ლარი;
24. სოფელ ზედა ლაშეში გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 100 000 ლარი;
25. სოფელ ლეღვანში ქვიანთის და ქურდაძეების უბანში გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) – 200 000 ლარი;
26. სოფელ ბაბში გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 130 000 ლარი;
27. სოფელ ზარანის გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) – 150 000 ლარი;
28. სოფელ ღუდუმექეთში გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) – 150 000;
29. ვერტყვიჭალაში ციცქიშვილების და ჭის უბანში გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) – 125 000 ლარი;
30. სოფელ მარელისში ზედა კოდაბოლოს გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 150 000 ლარი;
31. ხუნევი-ბჟინევის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 100 000 ლარი;
ჯამში 4 750 000 ლარი.
2021 წელი
1. სოფელ ვახანში ჭიქავების უბნის გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 225 000 ლარი;
2. სოფელ ზვარეში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 200 000 ლარი;
3. სოფელ ლეღვანში ქვიანთის და ქურდაძეების უბანში გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი - 250 000 ლარი;
4. სოფელ ზარანის გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 150 000 ლარი;
5. სოფელ ღუდუმექეთში გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 150 000 ლარი;
6. საბე-სარგვეშის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 300 000 ლარი;
7. ვახანის საჯარო სკოლის საპირფარეშოს რეაბილიტაცია - 25 000 ლარი;
8. ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის სახურავის და წყალანირების არხის მოწყობა - 100 000 ლარი;
9. წყალაფორეთის საჯარო სკოლის საპირფარეშოს რეაბილიტაცია - 25 000 ლარი;
10. ღორეშის საჯარო სკოლაში საპირფარეშოს რეაბილიტაცია - 35 000 ლარი;
11. ხიდარის საჯარო სკოლაში საპირფარეშოს მოწყობა - 35 000 ლარი;
12. მოლითის საჯარო სკოლის სახურავის რეაბილიტაცია - 100 000 ლარი;
13. სოფელ ახალსოფელის გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 250 000 ლარი;
14. სოფელ ამაშუკეთის გზის რეაბილიტაცია - 250 000 ლარი;
15. სოფელ წყალაფორეთში საუბნო გზების რეაბილიტაცია - 150 000 ლარი;
16. სოფელ ჩხერის გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 215 000 ლარი;
17. სოფელ ზედუბანის გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 235 000 ლარი;
18. სოფელ ღორეშაში საუბნო გზების რეაბილიტაცია (მეორე უბანი 1კმ, ეკლესიის უბანი 1კმ, კუპრაძეების უბანი 0,550კმ, მჭედლიძეების უბანი 0,700კმ, გოგოლაძეების უბანი 0,400კმ, სულაქველიძეების უბანი 0,350 კმ) – 250 000 ლარი;
19. სოფელ წიფის გზის რეაბილიტაცია - 180 000 ლარი;
20. საჯვარე-მარიამწყაროს გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 200 000 ლარი;
21. ერეთა-დინარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 100 000 ლარი;
22. სოფელ ღარიხევის გზის რეაბილიტაცია (მერე ეტაპი) – 180 000 ლარი;
23. სოფელ ნადაბურში ჭალის უბანში გზის რეაბილიტაცია - 150 000 ლარი;
24. სოფელ ნებოძირში გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 80 000 ლარი;
25. სოფელ ფონის გზის რეაბილიტაცია - 55 000 ლარი;
26. ლეღვანი-მარელისის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 250 000 ლარი;
27. იგორეთი-საქარიქედის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია - 100 000 ლარი;
28. სოფელ ნადაბურში გიორგაშვილების უბანში ხიდის მშენებლობა - 100 000 ლარი;
29. სოფელ სხლითის გზის რეაბილიტაცია (მესამე ეტაპი) – 250 000 ლარი;

საერთო თანხა 4 740 000 ლარი.

Posted by: rommel 27 Apr 2018, 17:37
მაგ ჩამონათვალს თუ ჩუმათელეთი-ძირულას გზას დავუმატებთ გამოცოცხლდება ცოტა ეგ მხარე. იმსახურებს ნამდვილად.

Posted by: ნიკა 30 Apr 2018, 00:12
დღეს ვიყავი ჩუმათელეთი მოლითზე და დედა არ ყავს ისევ გზას. სატვირტოები ისევ დადიან.

Posted by: ნიკა 7 May 2018, 22:53
თუშეთის გზ​აზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა, რამაც მდინარის შეგუბება და ტერიტორიის დამეწყვრა გამოიწვია
https://1tv.ge/news/tushetis-gz%e2%80%8baze-kldovani-masa-chamoishala-ramac-mdinaris-shegubeba-da-teritoriis-damewyvra-gamoiwvia/

Posted by: Snow93 8 May 2018, 09:59
QUOTE (ნიკა @ 7 May 2018, 22:53 )
თუშეთის გზ​აზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა, რამაც მდინარის შეგუბება და ტერიტორიის დამეწყვრა გამოიწვია
https://1tv.ge/news/tushetis-gz%e2%80%8baze-kldovani-masa-chamoishala-ramac-mdinaris-shegubeba-da-teritoriis-damewyvra-gamoiwvia/

საბაგირო მაინც გააკეთონ, შუა საუკუნეებში არ იყო მემგონი მასეთი გზა თუშეთში

Posted by: ნიკა 8 May 2018, 18:42
QUOTE
საბაგირო მაინც გააკეთონ,

რა საბაგირო????

Posted by: Snow93 10 May 2018, 09:55
ნიკა
შარშან ვიყავი თუშეთში და რეინჯერებმა მითხრეს ერთ-ერთ პროექტად განიხილება საბაგიროს გაყვანა ახმეტიდან

Posted by: mike d 10 May 2018, 23:11
ამ წინებზე ფშავში ვიყავი და ამ ჟინვალის გზაზე მგონი შარშანდელის მერე სანტიმეტრი არ გაუკეთებიათ.
გზაზე ეყარა სპეცტექნიკა და კაციშვილი არ იყო

Posted by: rommel 14 May 2018, 10:30
კოჯორი-წალკა-ახალციხის მონაკვეთს ჭიპხახუნა მანქანით გავივლი?

Posted by: ნიკა 14 May 2018, 11:03
rommel
გაივლი, თუმცა წალკიდან უღელტეხილის აღმართამდე დანგრეულია.

Posted by: rommel 14 May 2018, 12:39
ნიკა
მადლობა ნიკა
გავრისკავ მაინც

Posted by: ნიკა 14 May 2018, 16:03
არაფრის. რისკი არაა. უბრალოდ მანდ ნელა გაივლი და ეგაა.

Posted by: Snow93 16 May 2018, 16:56
http://cbw.ge/economy/georgia-to-build-its-longest-tunnel/

ამ სტატიას თუ დავუჯერებთ სამხედრო გზის განვითარებას აპირებენ...

Posted by: ნიკა 28 May 2018, 09:16
თუშეთში დამეწყრილი მიწის ჩამოშლის შედეგად მამაკაცი სატვირთო მანქანით გუბეში ჩავარდა და დაიხრჩო

http://www.interpressnews.ge/ge/regioni/495452-thushethshi-dametsyrili-mitsis-chamoshlis-shedegad-mamakaci-satvirtho-manqanith-gubeshi-chavarda-da-daikhrcho.html?ar=A

Posted by: ნიკა 1 Jul 2018, 16:13
დღევანდელი ინფორმაცია არხოტის გზის შესახებ ადგილიდან. გზა დაკეტილია. თოვლი არაა გაწმენდილი. ტექნიკა დაშლილი და მიგდებული. არავინ მუშაობს sad.gif

Posted by: iviko18 9 Jul 2018, 13:25
სამცხე-ჯავახეთში მომიწია წასვლა. თბილისი-მანგლისის მონაკვეთზე ალაგ-ალაგ საშინლად ფუჭდებოდა გზა, ზოგადად ბეთანიის შემდეგ აღარ არის კარგ მდგომარეობაში. მანგლისი-წალკას მონაკვეთზე ნორმალური გზაა. წალკა-თიქმათაშის უღელტეხილი საშინელებაა, სედანით ძალიან საწვალებელია, სოფლებში საერთოდ მომსპარია გზები. თიქმათაშის უღელტეხილზე და უღელტეხილის შემდეგ ნინოწმინდამდე ნორმალური გზაა. ნინოწმინდა-გორელოვკა-სომხეთის საზღვარი კატასტროფაა, ფაქტიურად გზა არც არსებობს, ქვების და ასფლატის ნამტვრევებზე მიდიხარ. ნამდვილად ვერ წარმომედინა რომ საქართველოში რომელიმე საერთაშორისო მაგისტრალი ასეთ საშინელ მდგომარეობაში იქნებოდა. facepalm.gif ნინოწმინდა-ახალქალაქის მონაკვეთი საკმაოდ შელახული, თუმცა სედანისთვის უპრობლემოდ გავლადია. ახალქალაქი-ახალციხე ნორმალური გზაა. ზოგადად სამცხეში ნორმალური გზებია, ჯავახეთის გზები კი, ჩემი დაკვირვებით, საქართველოში ყველაზე საშინელ მდგომარეობაშია.

Posted by: ნიკა 15 Jul 2018, 22:14
დღეს გავისეორნე დედოფლისწყარო-ზემოქედი-სამთაწყარო-წნორი ჭრიულ მარშუტზე. ზემო ქედში და არხილოსკალოში გზების შეკეთება მიდის აი არ ვიცი. ეგეთი სამუშაო მე საქართველოსი არც ერთ სოფელში არ მინახავს.

Posted by: donrobita 15 Jul 2018, 22:27
ნიკა
რატო იცი?

აუდიტის დასკვნით ბოლო 3 წელში ადგილობრივი ბიუჯეტიდან რაც მიწის გადასახადებით ივსება 7 მილიონზე მეტი დარჩა გაუხარჯავი და დასკვნის მერე ტემპს უმატეს მაგრად. წარმოიდგინეთ პატარა ქალაქი ყველგან სადაც შეიძლებოდა ახალი გზა გააკეთეს. შიგ დედოფლისწყაროში თითქმის ყველა ქუჩაზე სულ ახალი ასფალტია. მანამდეც კაი გზები იყო და ეხლა ვაფშე გაკვირვებული ვარ ისე მუშაობდნენ. ისე ხო ჭამენ ბიუჯეტს მაგრად. გამგებელმა 4 მოადგილე დაინიშნა მაღალ ხელფასიანი. პრემია დანამატებს ხო არ იკლებენ მაგრამ მაინც ვერ გახარჯეს ბიუჯეტი biggrin.gif

Posted by: ნიკა 15 Jul 2018, 23:45
აწი კასრისწყლამდეს დააგონ ასფალტი და იმ ქვედა გზაზე მე რომ ვიარე. biggrin.gif

Posted by: mike d 22 Jul 2018, 11:22
ნიკა
აპრილში ვიყავი დედოფლისწყაროს რაიონში და კასრისწყლიდან რომ წამოვედი, მთავარი გზის მარცხნივ რომ გადის გრუნტის გზა იმით ვიარე მთელი დანგრეული მონაკვეთის პარალელურად და ბევრად ჯობდა. თუმცა შენ კი უეჭველი გეცოდინება ეგ გზა biggrin.gif

და ზემო ქედიდან სწორი გზა რომ მოდის და დედოფლისწყარო-კასრისწყლის ტრასას უერთდება, აი მაგ ტრასაზე ისე გამისწორდა, რომ დავტრიალდი და თავიდან წამოვედი და სამი გზა გამომივიდა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Snow93 23 Jul 2018, 10:55
სტიქია გარდაბანში - ხევში წყლის დაგროვების მიზეზად მოსახლეობა თბილისი-რუსთავის გზატკეცილის მშენებლობას ასახელებს

გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში სტიქიას მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ.

მოვარდნილი ღვარცოფისგან თავის დაღწევა ღამით 15 ადამიანმა მაშველების დახმარებით შეძლო. დაზარალებულები ვარაუდობენ, რომ წყლის დიდი ნაკადი ხევში მას შემდეგ დაგროვდა, რაც თბილისი-რუსთავის გზატკეცილის მშენებლობა დაიწყო, არხს კი მიმართულება შეუცვალეს.

„ვუთხარით, რომ ეს არხი ბუნებრივად მოდიოდა დაბლა, ამათ რომ გააკეთეს ეს გზა, არხი დატოვეს ისევ ისე და სახლებისკენ იყო წყალი დაბლა და ის არხი მაღლა. ვეუბნებოდით ის არხი დააღრმავეთ, რომ სახლიდან წყალი გამოვიდეს. აღმართზე ხომ არ ავიდოდა. სანამ ეს შედეგი არ დადგა, არავინ ყური არ გააბარტყუნა,“-აცხადებს დაზარალებული ზურაბ ომანაშვილი.

როდის შეძლებენ ადგილობრივები საკუთარ სახლებში დაბრუნებას ჯერ უცნობია.

მოვარდნილმა ღვარცოფმა საცხოვრებელი სახლები სრულად დატბორა. დახოცილია შინაური ფრინველი და წვრილფეხა საქონელი, განადგურებულია ეზოები და ნათესები.

„შემოვარდა წყალი და ვართ ასეთ დღეში. დაგვენგრა, დაგვექცა ყველაფერი, ასეთ დღეში ვართ,“-აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული ელდა კვიციანი.

Posted by: ნიკა 23 Jul 2018, 13:48
mike d
QUOTE
თუმცა შენ კი უეჭველი გეცოდინება ეგ გზა

არა და სულ ერთხელ ვარ მაგ გზით ნავალი 2-3 წლი წინ biggrin.gif და ისიც ისეთ კარგ დღეში იყო 70-80 ვიარე, არანაირი ყანაში გადასვლები. სხვა დროს ვალშვანში მაგ გზით არ შევდივარ, ბევრად უკეთესი შესასსვლელებიცაა.

Posted by: TetGiorgsson 23 Jul 2018, 18:00
Qუთაისი - თბილისი

http://www.railway.ge/samg/searchTrains.aspx?lang=ka-GE

აქ რო ვეძებ მარტო ერთ რეისს მიჩვენებს
QUOTE
ქუთაისი I  12:15


ამ საიტზე კიდე ვერ გავიგე ნორმალურად რანაირად უწერიათ ("საიდან/სადამდე" შეცდომა აქვთ ალბათ)
http://www.visitkutaisi.com/ka/travel-kit/transport/train

ხოდა ბოლო-ბოლო 3 რეისი სრულდება ქუთაისიდან თბილისისკენ თუ 2?
თუ ორი მარტო დილის 5ზეა და 00:25იანი არაა?


http://www.railway.ge/print.php?p_id=478 აქ 00:25იანი არაა მითითებული

Posted by: ნიკა 30 Jul 2018, 11:27
უქმეებზე მქონდა წრიული ტური სამცხე-ჯავახეთში
1) მშვენიერი ბეტონის გზა მიდის ურაველის ხეობის სოფლებში. ურაველიდან ხეოთში ასფალტია გასისინებული, ოღონდ ბოლო 1 კმ სოფლამდე დაეზარათ თუ რა იყო არ ვიცი.
მუსხიდან ჭობარეთისკენ თავიდან გრუნტის გზაა, თუმცა ჩვენს თვალწინ აგებდნენ ასფალტს. სულ ცოტაც და შეიკვრება ეგ გზა სრულად. მაგისი იქით ჭობარეთი-ორგორა-ასპინძა სულ ასფალტია. ასპინძის იქით ივერთაშიც გრძელდება.
2) ასპინძა-ერკოთა გრუნტის გზა იყო საშინელი და მიტრაქტორებულია.
3) ნუ მერე მთებზე ვიარე სულ და ჩამოვედი ვარძიასა და მირაშხანს შორის, თუმცა ასფალტი იყო და სავარაუდოდ ბოლომდე მირაშხანამდეა (აღდგომებზე რომ ვიყავი არ იყო და მორჩნენ როგორც ჩანს). მშვენიერი გზაა. ცხადია უნდა იარო ფთხილად. ვიწრო გზაა და მოსახვევებში შემხვედრს არ უნდა შეეჯახო.
4) ხერთვისი-ახალქალაქი. ხერთვისიდან ფარავანჰესის ზედა კაშხალამდე მშვენეირი გზაა, მერე იყსება თავდავიწყება. არანაირი ნიშანი არ აყენია. თან ხეების ჩრდილებია და ორმოები არ ჩანს. კიდევ კაი წინ მანქანა მიდიოდა და საეჭვოდ რომ შეანელა და ორმოებს შორის გაძრომები რომ დაიწყო მმივხვდი რაც ხდებოდა. ახალქალაქამდეა ასეთი გზა.
5) ახალქალაქის შემოვლითიც საკამოდ მომსპარია. ახალქალაქი-ნინოწმინდა არაუშავს. სომხური გზებივითაა. სულ ასფალტია დალატკული.
6) ნინოწმინდიდან სომხეთის საზღვრისკენ დანგრეული ასფალტია, თუმცა ღრმა ორმოები ჯერ არაა. სადღაც შუაში ყრიდნენ ასალტს.
7) ნინოწმინდა-ფარავანი-აიაზმი. აქ გზა ჯერ კაია. თუმცა მცირე ორმოები და დაზიანებები აქვს უკვე და თუუ დროზე არ მიეხედა 2-3 წელიწადში კაპუტ. განძანში და ფოკაში ის საშინელი მწოლიარე პოლიციელები აუღიათ. მარტო განძანშია 2 ცალი (ამათგან ერთ შეიძლება შემოუარო). აიაზმი-წალკა. ეს გზა თუ შეიძლებოდა კიდე გაუარესებულიყო არ მეგონა, თუმცა ფაქტია რომ გაფუჭდა და სამებას შესასვლელში (უღელტეხილის მხარეს) იმხელა და იმსიღრმე ორმოა მგონი ტრაილეტი ვერც გაივლის. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ წალკა ტბეთი ასფალტი აყრილია და მიდის მუშაობა. იმედია მთელი მაგ მონაკვეთის (უღელტეხილამდე) შეკეთება მოხდება.
8) წალკადან მანგლისის ასახვევამდე გზა იდეალურთან მიახლოებულია. ერთადერთი იმ დამეწყრილ მონაკვეთზე არაა ასფალტი. სხვაგან საკმაოდ დიდი სეგმენტების სახითაა აღდგენილი სრულად (დასახაზია მხოლოდ).
9) ალგეთი-მანგლისი მოხისის გადასახვევამდე საშინელ დღეშია. ერთადერთი ის ახლად აღდგენილი ხიდი როა მანქაან წესიერი საფარი.

დასკვნა. სედნით თუ მიდიხართ:
ახალქალაქში, მოგიწევთ ახალციხიდან შემოვლა
წალკაში წასვლა კოდა-ფარცხისიდან ჯობია
მანგლისში თუ მიდიხართ დარხეული გაქვთ.

Posted by: Ambitious_Person 31 Jul 2018, 16:12
ხალხნო კახეთში თბილისიდან ადვილად ჩავალ და ჩამოვალ
?

გზების აზრზე არ ვარ და მარტივი გზაა ხო?
ახლოსაა თან თბილისთან

Posted by: ნიკა 1 Aug 2018, 16:47
გააჩნია კახეთში სად მიდიხარ. .

Posted by: dato-taro 6 Aug 2018, 15:43
დავფიქსირდები აქაც, საინტერესო თემა ჩანს

Posted by: dddd4444 7 Aug 2018, 14:02
მეგობრებო, ორი კითხვა მაქვს

1. გოდერძიზე სედანით ჩვეულებრივად გადავალ ხო?

2. ახალციხიდან რომ საირმეში გზა გადადის, მანდ რამდენად არის შესაძლებელი გადასვლა?

Posted by: di_onise 7 Aug 2018, 14:09
QUOTE
2. ახალციხიდან რომ საირმეში გზა გადადის, მანდ რამდენად არის შესაძლებელი გადასვლა?



გადახვალ, აბასთუმნის მერე გრუნტიანი გზაა ამრა დადიან მარშუტკებიც კი. პროსტა ცოდო იქნება მანქანა

Posted by: dddd4444 7 Aug 2018, 14:17
di_onise

ულამაზესი ხედებიაო და ძალიან მინდა უბრალოდ, დიდი მონაკვეთი არ არის მგონი

Posted by: di_onise 7 Aug 2018, 14:35
dddd4444


წელს ვიყავი. აბასთუმნიდან ერთი 10 კმ ვიარე ზევით უღელტეხილზე ინტერესის პონტში და ისეთი განსაკUთრებული არაფერი შემხვედრია რაც აბასთუმანში არაა. დავბრუნდი ისევ უკან.

Posted by: ნიკა 7 Aug 2018, 17:42
QUOTE (dddd4444 @ 7 Aug 2018, 14:02 )
მეგობრებო, ორი კითხვა მაქვს

1. გოდერძიზე სედანით ჩვეულებრივად გადავალ ხო?

2. ახალციხიდან რომ საირმეში გზა გადადის, მანდ რამდენად არის შესაძლებელი გადასვლა?

1) ცუდი გზაა. არ გირჩევ. მიდის მწვანე ტბისკენ გზის შეკეთება და დიდი მანქანები დადიან რომლებმაც მოსპეს ზაო ეგრე მითხრეს
2) ახალციხიდან არა, აბასთუმნიდან. სედნები დადიან ჩვეულებრივადო. გრუნტის გზა კია. 40 კმ

Posted by: vatman 7 Aug 2018, 18:01
ნიკა
QUOTE
1) ცუდი გზაა. არ გირჩევ. მიდის მწვანე ტბისკენ გზის შეკეთება და დიდი მანქანები დადიან რომლებმაც მოსპეს ზაო ეგრე მითხრეს

აქამდე ხო რას ლაპარაკობ, იდეალური გზა იყო ვითომ გოდერძზე, ჩემი მანქანა შემეცოდებოდა biggrin.gif

ტბაზე გამოდის აწი პრახადნოი დვორი იქნება რა user.gif


წინა კვირას მომიწია გორი-კავთისხევი-მცხეთის გზით წამოსვლა, ახალქალაქი კავთისხევის მონაკვეთზე დაკვირვებულად თუ არ იარე, შეიძლება რამე გასძვრეს მანქანას ისეთი ორმოებია

Posted by: iraklioni 7 Aug 2018, 22:29
QUOTE
1. გოდერძიზე სედანით ჩვეულებრივად გადავალ ხო?

არ გირჩევ სედანით, თავიდან თითქოს არაფერი და მერე ნელ-ნელა ფუჭდება, გადასვლით გადახვალ რა თქმა უნდა, მაგრამ გადასვლაცაა და გადასვლაც

Posted by: dato-taro 8 Aug 2018, 13:00
ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის 2 მონაკვეთს რეკონტრუქციას ჩაუტარებენ

კმ 75-კმ81 და კმ 81- კმ 87 მონაკვეთებს


ეს მონაკვეთებიც მალე გაკეთდება თუ უკვე არ დაიწყეს smile.gif)


http://www.moe.gov.ge/ka/garemosdacvit-shepasebastan-dakavshirebuli-dokumentebi/skopingis-gantskhadeba/2018-07-06-saqartvelos-saavtomobilo-gzebis

http://www.moe.gov.ge/ka/garemosdacvit-shepasebastan-dakavshirebuli-dokumentebi/skopingis-gantskhadeba/2018-07-06-saavtomobilo-gzebis-departamentis

Posted by: ნიკა 8 Aug 2018, 14:59
QUOTE
ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის 2 მონაკვეთს რეკონტრუქციას ჩაუტარებენ

კმ 75-კმ81 და კმ 81- კმ 87 მონაკვეთებს

რუკაზე გავზომე და ეგაა აბასთუმნიდან ზეკარის უღელტეხილის გასაყარამდე, ანუ ფაქტიურად აღმართის ბოლომდე.

Posted by: dato-taro 8 Aug 2018, 17:39
თბილისი-საგარეჯოს გზის მონაკვეთია კიდე დაწყებული, 2 ლოტად აკეთებენ, ანუ გარემოსდაცვაში აქვს პროცედურები

http://www.moe.gov.ge/ka/garemosdacvit-shepasebastan-dakavshirebuli-dokumentebi/skopingis-gantskhadeba/2018-06-21-saertashoriso-mnishvnelobis

http://www.moe.gov.ge/ka/garemosdacvit-shepasebastan-dakavshirebuli-dokumentebi/skopingis-gantskhadeba/2018-06-21-saqartvelos-saavtomobilo-gzebis

Posted by: Snow93 9 Aug 2018, 19:59
ავტოსაგზაო შემთხვევა გორში - ერთმანეთს 9 ავტომობილი შეეჯახა

გორში ცენტრალურ ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაახლოებით ერთი საათის წინ, 9 ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. მიზეზად ძლიერი ნისლი და წვიმა სახელდება. ამ დროისთვის პარალიზებულია მოძრაობა თბილისიდან დასავლეთისკენ.

ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ დასტურდება, რადგან ძლიერი ნისლის გამო ავტომობილები ნელა მოძრაობდნენ. ავარიის შედეგად მცირე დროით პარალიზებული იყო მოძრაობაც.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ჯგუფები. ასევე ადგილზე იმყოფებიან ევაკუატორები, რომლებსაც ავტომანქანები გადაჰყავთ საჯარიმოზე. გორის ცენტრალურ ავტობანზე დასუფთავების სამსახურის მიერ მიმდინარეობს მთავარ გზის და ფეხით სავალი ნაწილის გასუფთავება.

Posted by: ნიკა 9 Aug 2018, 22:31
თუშეთის გზა ჩაიკეტა. ტბა როა გზის პირას იმის დონემ აიწიაო და დატბორა გზა. ელოდებიან წვიმის გადაღებას და დონის დაწევას.
* * *
ბოლო ინფორმაციით ტბის დონემ დაიწია, თუმცა ბევრგან ასევე ნაშალი ჩამოვიდა გზაზე

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის მონაკვეთზე, სადაც მიწა - კლდის მასა ჩამოვიდა, გზის 43-ე კმ-მდე, ჯამში 15 კილომეტრი უკვე გაწმენდილია, დარჩენილ მონაკვეთებზე სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
მათივე ინფოემაციით, ინტენსიური წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ28-კმ64 მონაკვეთზე ჩამოსულია მიწა-კლდის მასა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

http://www.interpressnews.ge/ge/regioni/507448-fshaveli-abano-omalos-gzaze-modzraoba-kvlav-akrdzalulia.html
* * *
ფშაველი-აბანო-ომალოს გზის მე- 15 კილომეტრთან, ჩამოშლილი მიწის მასის გამო ტურისტები არიან ჩარჩენილი და გადადგილებას ვერ ახერხებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, ტერიტორიაზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები იმისთვის, რომ ავტომობილებმა გადაადგილება ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ.

მათივე ინფორმაციით, რამდენიმე ტურისტი ფშაველი-აბანო-ომალოს გზის მე- 15 კილომეტრთან მანქანებით არიან ჩარჩენილიები.

„ფაშაველი-აბანო-ომალოს 28-ე კილომეტრთან, რომელიც უღელტეხილამდე მდებარეობს, მიწის საკმაოდ მოზრდილი მასა ჩამოიშალა. ასევე მიწის მასა ჩამოშლილია ფაშაველი-აბანო-ომალოს გზის მე-15 კილომეტრთან. ტურისტები ამ ჩამონაშალი მასის მიმდებარედ არიან გაჩერებული. რამდენი ტურისტია, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა შექმნილი ვითარების გამო გადაადგილებას ვერ ახერხებენ. მოსახვევებშიც არის მცირეოდენი ჩამონაშალი. ტურისტები მანქანებით არიან ჩარჩენილი, ისინი სატელეფონო ხაზზე არიან იმ ადამიანებთან, ვინც გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს. მიმდინარეობს გზის ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები. გზა რამდენიმე საათში გაიწმინდება, თუ მეტეოროლოგიური პირობები არ შეგვიშლის ხელს“, - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურში.

Posted by: Snow93 10 Aug 2018, 11:36
ნიკა
რა გახდა ეს თუშეთი, ზღაპარივით ბუნებაა და როგორ ფეხებზე კიდია სახელმწიფოს

Posted by: ნიკა 10 Aug 2018, 11:37
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური წვიმის შედეგად, დღეს, დილას ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 28-ე კმ-ზე განმეორებით ჩამოვიდა მიწა-კლდის მასა და გზის 80 მეტრიანი მონაკვეთი წაიღო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, მცირე ჩამონაშალი იყო ასევე, აღნიშნული გზის კმ14-კმ15 მონაკვეთებზე, სადაც თუშეთისკენ მიმავალ ტურისტებს გზა ჩაეხერგათ.

28-ე კილომეტრი გავზომე და ხიდის მერეა მელევე თორღვას აბანოს გადასახვევამდე, მანდ რეალურად ერთი ხევი მახსენდება და ალბათ ზუსტად ეგ ხევი ადიდდა.
* * *
QUOTE (Snow93 @ 10 Aug 2018, 11:36 )
ნიკა
რა გახდა ეს თუშეთი, ზღაპარივით ბუნებაა და როგორ ფეხებზე კიდია სახელმწიფოს

მანდ ხო პანკისიდან გეგმავდნენ ახალი გზის გაჭრას და შესაბამისად ეს გზა სულ დაიკიდეს. არა და რამოდენიმე ადგილას წყლის მილებში გაშვებით უკვე საგრძნობლად ეშველება ამ გზას, რამოდენიმე ადგილას ბეტონის საყრდენი კედელი უდა დადგეს (ისევე როგორც აქამდე გააკეთეს) და დარჩება 3-4 კრიტიკული წერტილი სადაც ტრაქტორის მორიგეობის ხარჯზე შეიძლება მალევე გაწმენდა.

თუმცა გუშინ როგორც ჩანს ძალიან სერიოზული წვიმა მოვიდა. "ხისოს ტბა"-ც გადმოვიდა ნაპირებიდან და ყველა პატარა ღელე რაცაა, გზაზე ნაშალი ჩამოიტანა.

Posted by: GEORGEXIII 10 Aug 2018, 12:31
ნიკა
მე არ ვყოფილვარ თუშეთის გზაზე მარა ვინც წასულა ერთ რამედ ღირდაო.

Posted by: ნიკა 10 Aug 2018, 13:18
ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ12-კმ72 მონაკვეთზე, ავტოტარნსპორტის მოძრაობა აღდგა.

http://www.interpressnews.ge/ge/regioni/507489-fshaveli-abano-omalos-gzaze-avtotransportis-modzraoba-aghdga.html

Posted by: dddd4444 10 Aug 2018, 14:44
რაჭა-ცაგერის გზა როგორია, ანუ რაჭიდან ცაგერამდე კაი გზა მიდის? შოვში ვიქნები ხვალიდან, და ლეჩხუმში გადასვლას მირჩევთ?

Posted by: ნიკა 10 Aug 2018, 18:48
„შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ თელავის მუნიციპალიტეტში, თუშეთში მოსული უხვი ნალექის გამო, ავტოსაგზაო და სხვა სახის შემთხვევების პრევენციის მიზნით, 10 აგვისტოს, 17:00 საათიდან მთელი ღამის განმავლობაში, სოფელ ლეჩურიდან ომალოს მიმართულებით და პირიქით, ყველა სახის ავტოტრანპორტის მოძრაობა აიკრძალება“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

dddd4444
QUOTE
რაჭა-ცაგერის გზა როგორია, ანუ რაჭიდან ცაგერამდე კაი გზა მიდის? შოვში ვიქნები ხვალიდან, და ლეჩხუმში გადასვლას მირჩევთ?

ასფალტიაო ეგრე მითხრეს 1 თვის წინ.
* * *
ჭკვიანური ყოფილა რომ ჩაკეტეს. ღამე შეიძლება რამე უბედურება დატრიალებულიყო მანდ

ინტენსიური წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ24-კმ52 მონაკვეთზე ჩამოსულია მიწა-კლდის მასა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს თუშეთის მიმართულებით მოძრაობის აღდგენა.
http://www.interpressnews.ge/ge/regioni/507613-fshaveli-abano-omalos-gzaze-modzraoba-aikrdzala.html

Posted by: ნიკა 14 Aug 2018, 23:26
ოფიციალურად დაწერა დაავიწყათ, მაგრამ გაიხსნა ისევ თუშეთის გზა.

Posted by: Snow93 15 Aug 2018, 12:01
აჰა მერიაზეც დაუწერიათ, იყოს აქაც
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა დიდუბის რაიონში, გრიგოლ რობაქიძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში, გზის 1,2 კმ-მდე მონაკვეთის სრული რეაბილიტაციაა (32 000 კვ.მ) დაგეგმილი, რაც ახალი ბორდიურისა და საავტომობილო ნაწილის მოწყობას გულისხმობს.

თბილისის მერმა საგზაო მოძრაობის შეზღუდვისთვის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა. მისი განცხადებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა უფრო მოწესრიგებული და კომფორტული გახდება.

„ქალაქში მასშტაბური პროექტების განხორციელება გვაქვს დაგეგმილი. გვინდა, ზაფხულის პერიოდი, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ქალაქიდან გადის, მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რადგან მსგავსი პროექტების განხორციელება უფრო მარტივია. ამ დროისთვის, გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს, რისთვისაც მოსახლეობას, მძღოლებს ბოდიში მინდა მოვუხადო. ეს ყველაფერი ჩვენი ქალაქისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის კეთდება, რომ შემდეგ, ყველაფერი მოწესრიგებული იყოს. რობაქიძის გამზირის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დიდუბის ხიდიდან აღმაშენებლის ძეგლამდე დაახლოებით, 1,5-კილომეტრიანი მონაკვეთია. სამუშაოების ფარგლებში, მოხდება ბორდიურის, განათების შეცვლა, როგორც ბოძების, ასევე სანათების, სადენები მიწისქვეშ განთავსდება და მგონია, რომ საკმაოდ კარგი პროექტი გამოვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სამუშაოების დროს, საგზაო მოძრაობის რეგულირებისთვის მადლობა გადაუხადა.

სამუშაოების ფარგლებში, ასფალტ-ბეტონის ორფენიანი საფარი დაიგება, მოეწყობა ახალი ბორდიური, გარე განათების ბოძები შეიცვლება და ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის განათების ქსელი დამონტაჟდება. რობაქიძის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლისა და წყალარინების დაზიანებულ სისტემას აღადგენს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 1,7 მლნ ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ენკო“ აწარმოებს.

რობაქიძის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი გაეცნენ.

Posted by: vatman 15 Aug 2018, 12:35
Snow93
აშკარად თემა შეგეშალა rolleyes.gif

Posted by: migeli85 15 Aug 2018, 12:40
მოგესალმებით,

შატილში დაბალ"პასატკიანი" მანქანით ავალ, რამე რომ იყოს?

Posted by: ნიკა 15 Aug 2018, 16:52
migeli85
რამე რომ იყოს კი, მაგრამ დრო დაგჭირდება 3-ჯერ მეტი ან მანქანისგან დარჩება 3-ჯერ ნაკლები wink.gif

Posted by: migeli85 15 Aug 2018, 21:05
ნიკა

გასაგებია

დიდი მადლობა

Posted by: Snow93 16 Aug 2018, 00:56
http://www.myvideo.ge/v/3652136

Posted by: Snow93 18 Aug 2018, 01:09
ვიღაცას დაერხა
https://www.facebook.com/1431291893818715/posts/2178700932411137/

Posted by: ნიკა 18 Aug 2018, 23:35
ამ თემასთან რა კავშირშია? .

Posted by: Snow93 19 Aug 2018, 13:08
ნიკა
ხაშურში დაეჯახა პატრული მანქანას და საქართველოდ აღარ თვლით ხაშურს? biggrin.gif

Posted by: ZEUS 19 Aug 2018, 13:32
როგორც იქნა, ქვათახევის გზის რეაბილიტაციაზე გამოცხადდა პროექტი.

Posted by: Neo777 19 Aug 2018, 16:05
დღეს ამონტაჟებდნენ ბს-არენიდან მწვანე კონცხის გვირაბამდე ახალ გზაზე ჭკვიან კამერებს და
მაინც იცოდეთ.

90 არის დაშვებული მანდ სიჩქარე

Posted by: otokarcobra 19 Aug 2018, 21:24
QUOTE (ZEUS @ 19 Aug 2018, 13:32 )
როგორც იქნა, ქვათახევის გზის რეაბილიტაციაზე გამოცხადდა პროექტი.

თელათგორი კავთისხევის კვანძიდან ქვათახევამდე თუ წინარეხიდან ქვათახევამდე?

Posted by: dato-taro 19 Aug 2018, 21:42
QUOTE
დღეს ამონტაჟებდნენ ბს-არენიდან მწვანე კონცხის გვირაბამდე ახალ გზაზე ჭკვიან კამერებს და
მაინც იცოდეთ.

90 არის დაშვებული მანდ სიჩქარე


100-ით ვივლი და მისი ჯანი smile.gif

Posted by: Nescafe13 21 Aug 2018, 12:47
იმედია მეორე პირის გადაგებას აპირებენ მარჯვენა სანაპიროზე mad.gif

Posted by: Snow93 21 Aug 2018, 12:49
Nescafe13
+1
დღეს გავიარე და რასაც ვუყურებ კაი ტემპებით მუშაობენ. კაი ხანი ვიარე რომ ავსულიყავი ბელუქსისკენ biggrin.gif

Posted by: ZEUS 21 Aug 2018, 17:10
QUOTE (otokarcobra @ 19 Aug 2018, 21:24 )
QUOTE (ZEUS @ 19 Aug 2018, 13:32 )
როგორც იქნა, ქვათახევის გზის რეაბილიტაციაზე გამოცხადდა პროექტი.

თელათგორი კავთისხევის კვანძიდან ქვათახევამდე თუ წინარეხიდან ქვათახევამდე?

წინარეხიდანო წერია ტენდერში და ეგ კი გამიკვირდა, რომ გადასახვევიდან არ აკეთებენ.
http://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu&uid=1534398197

Posted by: otokarcobra 21 Aug 2018, 17:16
QUOTE (ZEUS @ 21 Aug 2018, 17:10 )
QUOTE (otokarcobra @ 19 Aug 2018, 21:24 )
QUOTE (ZEUS @ 19 Aug 2018, 13:32 )
როგორც იქნა, ქვათახევის გზის რეაბილიტაციაზე გამოცხადდა პროექტი.

თელათგორი კავთისხევის კვანძიდან ქვათახევამდე თუ წინარეხიდან ქვათახევამდე?

წინარეხიდანო წერია ტენდერში და ეგ კი გამიკვირდა, რომ გადასახვევიდან არ აკეთებენ.
http://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu&uid=1534398197

რა უბედურებაა, იქამდეც დანგრეული გზაა და ნახევრად გაკეთებული საქმე გამოდის

Posted by: ნიკა 22 Aug 2018, 21:56
FYI
ამბროლაური-ლაჯანური-ცაგერი გასისინებული ასფალტია
ასევე გადასახვევიდან მგონი ალპანამდეა ასფალტი. ამის მერე სადღაც ნამოხვამანდე დანგრეული გზაა 15-20 კმ. მერე ისევ სისინა ასფალტია ქუთაისამდე, ოღონდ ბევრგანაა დამეწყრილი და 100-200 მეტრიანი მონაკვეთები ხრეშია.

Posted by: MONTY 23 Aug 2018, 04:28
გზების ერთიანი საინფორმაციო/მონიტორინგის სისტემის შექმნაზე, დღემდე არავინ არ ფიქრობს

არ ვიცით რა რაოდენობის გზა არის ახალი , რა რაოდენობის არის ძველი და რა რაოდენობას სჭირდება სასწრაფოდ გაკეთება , არ ვიცით დაგებული გზების ტექნიკური პარამეტრები , ექსპლუატაციის ვადები
დაგებული გზის ხარისხის მონიტორინგი და ა.შ

რატომ ? mad.gif mad.gif

Posted by: migeli85 23 Aug 2018, 17:53
კარგო ხალხო,

მანგლისიდან წალკამდე როგორი გზაა, ხომ არ იცით? სედანით თუ მიისვლება?

Posted by: Foreign-Affairs 23 Aug 2018, 21:19
ორი უმნივნელოვანესი გზა უნდა გაკეთდეს საქართველოში:

საირმე-აბასთუმნის, იგივე ზეკარის უღელტეხილის, რომელიც იმერეთს უმოკლეს დროში დააკავშირებს სამცხე-ჯავახეთს. დღეისათვის ეგ მონაკვეთი თითქმის გაუვალია. დიდ მანქანებსაც კი უჭირთ გადაადგილება. არდა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია მთელს საქართველოში ეგ გზა და საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია კურორტ ზეკარს. გარდა ამისა ეკონომიკურად იმერეთ-სამცხის დაკავშირება ბორჯომის გვერდის ავლით უბრალო საკითხი არ არის. აღარ მოუწევს იმერეთიდან მომავალ მანქანას ჯერ ხაშურშა ჩასვლა და შემდეგ სამცხეში წასვლა.

მეორე გზა კი ადიგენი-ბათუმის, იგივე გოდერძის უღელტეხილის გზის გაკეთებაა. ეს ყველაფერი ერთის მხრივ გაზრდისი აჭარის მთიანეთის პოტენციალს, ხოლო მეორეს მხრივ მოხდება ორი რეგიონის სამცხისა და აჭარის პირდაპირი დაკავშირება. შესაძლოა ტურისტების ნაკადი (მათ შორის სომხეთიდან) სწორედ ამ გზით გადაადგილდნენ, რაც მოძრაობას დიდად შეამსუბუქებს. დღეისათვის მსუბუქ მანქანებს ძალიან უჭირთ გადაადგილება ამ უღელტეხილზე.

Posted by: ნიკა 23 Aug 2018, 23:47
Foreign-Affairs
QUOTE
საირმე-აბასთუმნის, იგივე ზეკარის უღელტეხილის,

ზეკარის ურელტეხილი არის აბასთუმანი-ზეკარი. აბასთუმანი-საირმე სხვა გზაა და პარალელურ ხეობაში გადის.
კეთდება ეგ გზა (აბასთუმანი-საირმე). ზეკარი მეეჭვება გაკეთდეს სამწუხაროდ.

გოდერძის გზის გაკეთებასაც იწყებენ თითქოს.

Posted by: Foreign-Affairs 24 Aug 2018, 08:15
ნიკა
QUOTE
ზეკარის ურელტეხილი არის აბასთუმანი-ზეკარი. აბასთუმანი-საირმე სხვა გზაა და პარალელურ ხეობაში გადის.

შ14 გზა, ქუთაისი-საირმე-აბასთუმანი-ბენარა.
ერთსა და იმავე გზაზე ვლაპარააკობთ. იმაში მართალი ხარ რომ ამავე გზიდანაა გადასახვევი ე.წ. სანატორიუმ ზეკარამდე და მგონი სულ 3-4 კილომეტრია და მერე ისევ აბასთუმანი-საირმეს გზას უერთდება, მაგრამ მაინც იმ მთავარი გზის გაკეთების გარეშე არაფერი არ გამოვა. იდეაში თუ გაკეთდება საირმე-აბასთუმნის გზა თავად ზეკარზე ასვლა აღარ იქნება რთული.

QUOTE
კეთდება ეგ გზა (აბასთუმანი-საირმე). ზეკარი მეეჭვება გაკეთდეს სამწუხაროდ.

წელს ვიყავი და სამწუხაროდ აბასთუმნის იქით გზა ისეთ მდგომარეობაშია რომ გზას ვერ ვუწოდებთ საერთოდ.
სადმე არის ოფიციალური განცხადება რომ ეს გზა კეთდება?

QUOTE
გოდერძის გზის გაკეთებასაც იწყებენ თითქოს.

ხო ამაზე ლაპარაკი რომ მიდიოდა ბოლო ერთი თუ ორი წელია მეც ვიცი, მაგრამ რეალურად არაფერი გაკეთებულა. აქაც წელს ვიყავი და ზარზმის იქით გზა არის უმძიმეს მდგომარეობაში.

Posted by: gogliko777 24 Aug 2018, 10:06
QUOTE
შ14 გზა, ქუთაისი-საირმე-აბასთუმანი-ბენარა.

3 დრის წინ ავედით აბასთუმნიდან, უღელტეხილის პიკამდე ზეკარზე და უკან დავბრუნდით. მართლაც ულამზესია დგილია, აბასთუმანამდე მშვენიერი გზაა, როგორც კი გაცდები გრუნტია მარა შედარებით მოვლილი, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, მთელ გავლილ მონაკვეთზე გეოდეზიური მეტკებიც იყო და ხეებიც მონიშნული და დნომრილი, რომელი უნდა მოიჭრას. სხვათა შორის კაპიტალურად აკეტებენ, ბეტონის სადრენაჟო არხებით და ა.შ.

პ.ს. კია პიკანტოთი ვიარეთ smile.gif)


მეგობრებო გოდერძიზე რა სიგრძის მონაკვეთია გრუნტი? ადიგენიდან ხულომდე?

Posted by: ნიკა 24 Aug 2018, 12:48
Foreign-Affairs
QUOTE
წელს ვიყავი და სამწუხაროდ აბასთუმნის იქით გზა ისეთ მდგომარეობაშია რომ გზას ვერ ვუწოდებთ საერთოდ.
სადმე არის ოფიციალური განცხადება რომ ეს გზა კეთდება?

შენ ეტყობა დანგრეული გზა არ გინახავს wink.gif მაგალითად ხარაგაული-მოლითი-წიფა ისეთ დღეშია 20-ით ძლივს ივლი. წიფა-ჩუმათელეთი მეტ ნაკლებად მოუხრეშიათ.

QUOTE
შ14 გზა, ქუთაისი-საირმე-აბასთუმანი-ბენარა.
ერთსა და იმავე გზაზე ვლაპარააკობთ. იმაში მართალი ხარ რომ ამავე გზიდანაა გადასახვევი ე.წ. სანატორიუმ ზეკარამდე და მგონი სულ 3-4 კილომეტრია და მერე ისევ აბასთუმანი-საირმეს გზას უერთდება,

მასეც არაა. შ14 გზაზე მართალი ხარ. რადგან საირმე უფრო მნიშვნელოვნად ჩაითვალა ეგ გზა გახდა მთავარი. ანუ საირმე-აბასთუმანის გავლით რომელიცაა და რომელიც ზეკარის უღელტეხილით არ გადადის. ზკარის უღელტეხილზე გადადიოდა მეფის რუსეთის დროს გაკეთებული გზა, ფაეტონებისთვის სასიარულოდ გაკეთდა და შესაბამისად დაქანებები და მოსახვევევი აქვს მცირე კუთხის და დიდრადიუსიანი. თვითონ გზა აბასთუმნსი მხარეს ფაქტიურად ერთი და იგივეა. უკვე ალპურში იყოფა.მანძილიც ბევრად დიდია. უღელტეხილიდან კურორტ ზეკარამდე არის პირდაპირ 14 კმ. გზით ალბათ 20-25 მაინც გამოვა. უფრო ახლოა კურორტამზე სოფელ წყალთაშუადან. ხანისკენ უნდა წახვიდე და მერე მარცხნივ. სულ 16 კმ. გზით.
* * *
ისე კი ვფიქრობ განიერი გზის გაკეთება თუ უნდათ კლასიკური ზეკარის უღელტეხილის აღდგენა ჯობია. წყალთაშუა-საირმე გზა ძალიან ვიწროა და მისი გაგანიერება ალბათ შეუძლებელიცაა ვიწრო ხეობის გამო.
* * *
ვაა თურმე მართლა ზეკარის აღგენა მიდის
https://droa.ge/?p=32454

Posted by: Foreign-Affairs 24 Aug 2018, 21:34
ნიკა
QUOTE
მაგალითად ხარაგაული-მოლითი-წიფა ისეთ დღეშია 20-ით ძლივს ივლი. წიფა-ჩუმათელეთი მეტ ნაკლებად მოუხრეშიათ

უეჭველად უნდა წავიდე. ასფალტია შეჭმული თუ გზა საერთოდ არაა? ხარაგაულის რაიონი და ეგ ადგილები მატარებლით ბევრჯერ მაქვს გასერილი და ულამაზესაია.

QUOTE
ვაა თურმე მართლა ზეკარის აღგენა მიდის

წარმოიდგინე რა მაგარი იქნება.
ხედები და საპანორამე ადგილები უნდა გაკეთდეს ბევრი. მაგ ადგილს უზარმაზარი პოტენციალი აქვს.
* * *
gogliko777
QUOTE
მეგობრებო გოდერძიზე რა სიგრძის მონაკვეთია გრუნტი? ადიგენიდან ხულომდე?

40 კმ.

Posted by: ნიკა 24 Aug 2018, 23:31
Foreign-Affairs
QUOTE
უეჭველად უნდა წავიდე. ასფალტია შეჭმული თუ გზა საერთოდ არაა? ხარაგაულის რაიონი და ეგ ადგილები მატარებლით ბევრჯერ მაქვს გასერილი და ულამაზესაია.

ასფალტი მანდ კომუნისტების დროსაც კი აღარ იყო. ახლა კი გრუნტია შეჭმული თითქოს მეტეორიტების წვიმა მოვიდა.

Posted by: kataxxl 25 Aug 2018, 21:26
ე.ი. პარტიზანულად შევიპარეთ გურჯაანის შემოვლითის გზაზე

6 კმ ია გაკეთებული მარტო

გზაზე რომ მოხვდე გურჯაანის გადასახვევი წრე რომ არის იქ მარჯვნივ არის ჩასახვევი. 2 კმ უნდა იარო დანგრეულ გზაზე. მერე დამშრალი მდინარის კალაპოტი უნდა გადალახო. შეუხვევ მარცხნივ და მალე აღმოჩდები ახალ გზაზე, რომელიც მიგიყვანს გურჯაანამდე, მაგრამ:

ამ ###ებს შუა გზაზე აქვთ მიგდებული მშენებლობა, მიგდებულია წყალგამტარი მილი. ასევე მიგდებულია უკვე აშენებული ხიდი რომლეთანაც მისასვლელი მიწაყრილიც არაა მიწყობილი. სადღა 1 კმ აკლია რომ გურჯაანის შუა რომელიღაც ცენტრალურ გზას დაუერთდეს.

სულ გურგაანის შემოვლითი თელავამდე 40 კმ გამივიდოდა საშუალოდ რომ აეშენებინათ,

მაგრამ არის ერთი დიდი პრობლემა. გზა არის ძალიან ვიწრო დიდი და გძელი მოსახვევებით. მანდ ხალხი დაიტრუპება იმის დედა ვატირე

ძალიან სახიფათო რამ არის საც ვნახე

თუ გახსნიან მერე ნახე ხოცვალ ჟლეტა..

როდის მიხდვება მთავრობა რომ ესეთი გზების მშენებლობა არ შეიძლება


Posted by: ნიკა 27 Aug 2018, 12:09
გუშინ ვიყავი დიდგორის გზაზე. მანგლისის მხრიდან დაიწყეს ასფალტის დაგება და 100-200 მეტრი იყო და წესით მეტსაც დააგებდნენ. ცოტა ზევით კაი ხანი დატკეპნილი გრუნტია, მერე ტკეპნიდნენ. რაც ვნახე მიწი სამუშაოები ფაქტიურად დასრულებულია, უმეტესად ხრეში იყო დასაყრელი და ასფალტი დასაგები.
ნიჩბისის მხარეს უფრო კონტრასტული სიტუაციაა. დიდგორიდან რომ იწყენა რამოდენიმე კილომეტრი გეგონება მიგდებულიაო საერთოდ, მერე უცებ კოდალა მუშაობს, მერე სანიაღვრე მილებია მოტანილი მაგრამ ჯერ არაა დაყენებული. მერე მიდის გრუნტის სამუშაოები და ბოლოს 5 კმ-ზე ჰო საოცრება და სისინა ასფალტია ნიჩბისამდე.

Posted by: SR-71 28 Aug 2018, 16:49
სადგურ სვირიდან ცხენთარომდე ბეტონის გზა დაუგიათ მასეთი გასრიალებული ახლომახლო თურქეთში ვიცი მხოლოდ D
* * *
იმენა ავტობანის არცერთ მონაკვეთზე არაა ასეთი გასრიალებული, საბურავის ხმა არ ისმოდეს და მითკალისოდენად ვიბრაციას ვერ გრძნობდე, ასობია.

Posted by: ნიკა 29 Aug 2018, 17:35
სოფლებთან დიდი და პატარა სამსარი გაუყვანიათ ახალი გზა. რა საჭირო იყო ვერ მივხვდი. ძველის გარემონტება რატომ არ მოინდომეს (ძველზე არ გამივლია).

Posted by: ZEUS 30 Aug 2018, 00:19
QUOTE (kataxxl @ 25 Aug 2018, 21:26 )
ე.ი. პარტიზანულად შევიპარეთ გურჯაანის შემოვლითის გზაზე

6 კმ ია გაკეთებული მარტო

გზაზე რომ მოხვდე გურჯაანის გადასახვევი წრე რომ არის იქ მარჯვნივ არის ჩასახვევი. 2 კმ უნდა იარო დანგრეულ გზაზე. მერე დამშრალი მდინარის კალაპოტი უნდა გადალახო. შეუხვევ მარცხნივ და მალე აღმოჩდები ახალ გზაზე, რომელიც მიგიყვანს გურჯაანამდე, მაგრამ:

ამ ###ებს შუა გზაზე აქვთ მიგდებული მშენებლობა, მიგდებულია წყალგამტარი მილი. ასევე მიგდებულია უკვე აშენებული ხიდი რომლეთანაც მისასვლელი მიწაყრილიც არაა მიწყობილი. სადღა 1 კმ აკლია რომ გურჯაანის შუა რომელიღაც ცენტრალურ გზას დაუერთდეს.

სულ გურგაანის შემოვლითი თელავამდე 40 კმ გამივიდოდა საშუალოდ რომ აეშენებინათ,

მაგრამ არის ერთი დიდი პრობლემა. გზა არის ძალიან ვიწრო დიდი და გძელი მოსახვევებით. მანდ ხალხი დაიტრუპება იმის დედა ვატირე

ძალიან სახიფათო რამ არის საც ვნახე

თუ გახსნიან მერე ნახე ხოცვალ ჟლეტა..

როდის მიხდვება მთავრობა რომ ესეთი გზების მშენებლობა არ შეიძლება

არადა რა კარგი ტემპებით მიდიოდა მანდ ბლექ-სი, მაგრამ რად გინდა, მერე ანაკლიაში გაფაისროლეს ტექნიკა და ცოცხალი ძალა. აქაურობა მიაგდეს. კიდევ უამრავი პროექტი აქვთ და რესურსები არ ყოფნით. არადა უკვე ამ სეზონზეც შეიძლებოდა მოსწრება...

Posted by: Snow93 3 Sep 2018, 18:03
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


https://www.facebook.com/Qocebisdasacini/videos/vb.1431291893818715/266427124195728/?type=2&theater

Posted by: ნიკა 4 Sep 2018, 13:46
წალკა-განთიადი მონაკვეთზე გააქტიურდნენ. წალკა-ტბეთი ფაქტიურად მორჩნენ გრუნტის სამუშაოებს და იმედია მალე მიაასფალტებენ, ან სულაც მიაბეტონებენ (რომ აღარ გახდეს 5 წელიწადში ისევ გასაკეთებელი).

მაგრამ განთიანი-აიაზმიზე რას ფიქრობენ კაცმა არ იცის sad.gif

ამავე დროს განთიადი-დარაქოი-არწივანი-კუშჩი-აიაზმი შიდა გზა მშვენიერი ბეტონი დაუგიათ. და მოსახლეობამ უნიკალური გრუნტის მწოლიარე პოლიციელები დააყენა.

პ.ს. ცხრაწყაროზე, ბაკურიანის მხრიდან, სანამ ტყიდან გახვალ, საკაიფოდაა დატალღული და მომსპარი გზა sad.gif

Posted by: Snow93 5 Sep 2018, 12:51
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტმა ნორიკო სუზუკიმ, რიკოთის საუღელტეხილო გზის, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მემორანდუმი გააფორმეს.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის, კერძოდ შორაპანი-არგვეთას მონკვეთის მშენებლობისთვის, JICA საქართველოს დაახლოებით 343 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოუყოფს.

შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, პროექტის შესაბამისად გათვალისწინებულია 14.7 კმ. ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი გზის, 14 ხიდისა და 12 გვირაბის მშენებლობა. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა და წინადადებების მიღება 13 სექტემბერს დასრულდება.

რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. რიკოთის მოდერნიზება ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობისა და სატრანზიტო ტვირთბრუნვის ზრდას, ასევე ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას და მგზავრობის დროის შემცირებას.

აღსანიშვანია რომ, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი E60 აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის განვითარება კი, ქვეყნის სივრცითი მოწყობის ფარგლებში დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების უმსხვილეს კომპონენტს წარმოადგენს.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) 11.7 კმ, ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია) 12,2 კმ, უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია) 13 კმ. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია) 14,7კმ.

Posted by: ნიკა 5 Sep 2018, 13:58
თემა შეგეშალა. ავტობანზე ცალკე თემაა. აქ ვიხილავთ დანარჩენ გზებს wink.gif

Posted by: Snow93 5 Sep 2018, 15:53
ნიკა
ოკ, სხვა დროს იქ დავდებ

Posted by: vatman 8 Sep 2018, 22:52
9 სექტემბერს დარიალის გვირაბი გაიხსნება

9 სექტემბერს, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132 - კმ135 მონაკვეთზე, დარიალის გვირაბის გახსნის ღონისძიება გაიმართება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, გახსნის ცერემონიალს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, თიანეთის, დუშეთის, ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრებიან.
„დარიალის ხეობაში, ბოლო წლების განმავლობაში სტიქია რამდენჯერმე განმეორდა. ახალი გვირაბი, სრულად მოაგვარებს არსებულ პრობლემას და გადაადგილება უსაფრთხოდ იქნება შესაძლებელი“, – აცხადებენ დეპარტამენტში.

http://new.ipn.ge/ka/article/511106-9-sektembers-darialis-gvirabi-gaixsneba

Posted by: ნიკა 9 Sep 2018, 12:08
vatman
აქანე
https://forum.ge/?f=51&showtopic=34435404

Posted by: gogliko777 9 Sep 2018, 19:34
არაა ხუმრობა გვირაბის 2 კმ მონაკვეთის აშენება 2 წელში ... რაღაც პოლიტიკური ელფერი აქვს ამ უველაფერს... სხვაგან საუკუნე იმუშავებდნენ. ვინ იყო კონტრაქტორი ხომ არ იცით?

Posted by: vatman 9 Sep 2018, 20:37
ნიკა
არადა ვეძებე ეს თემა biggrin.gif , მერე დავიკიდე და აქ დავწერე

Posted by: ნიკა 16 Sep 2018, 15:29
გუშინ ვიყავი ფშავში და პირაქეთა ხევსურეთში, სულ ბოლომდე სადამდეც მანქანა მიდის ანუ სოფლებში ელია გზა და წინხადუ.
ბარისახოს გზის შეკეთება მიმდინარეობს. თვალივამდე თითქმის სულ ასფალტია. 3-4 მოკლე მონაკვეთზე დარჩა გრუნტი სადაც ეტყობა უფრო სერიოზული ჩარევები დასჭირდა ვაკისს. წესით წელს სრულად იქნება თვალივამდე ასფალტი (ეგაა ჟინვალის წყალსაცავი სადაც იწყება ის სოფელი).
ასევე მიდის დანარჩენი სამუშაოებიც (სანიაღვრეების მონწყობა მიდიოდა აქტიურად). თვალივის ზევითაც რამოდენიმე კილომეტრის განმავლობაში აყრილია ასფალტი. მთლიანობაში გზა არაა ცუდი ბარისახომდე და მალე საერთოდ სისინა ასფალტი გვექნება (ოღონდ ეს მალე ცხადია გესმით ხო რასაც ნიშნავს sad.gif )

ნუ ფშავს რაც შეეხება ჩარგლისკენ კაი ხანია ასფალტის გზაა. ამჯერად ფშავის მთავარ ხეობას ავუყევი. გადასახვევიდანვე საშინელი გზა იწყება და ხეობის ბოლომდე სულ ეგეთი დანგრეული გრუნტის გზაა. თუმცა ბოლოს წინა სოფელში (ჩალა ხევი) იყო ასული პაარა პეჟოს სედანი biggrin.gif

რაც შეეხება ხევსურეთს. გუდანი-ატაბე-წინხადუ მშვენიერი გზაა. ატაბემდე პატარა მანქანაც ავა. მერე უკვე ძალიან აღმართებია და დაბალი გადაცემის გარეშე არ ღირს წასვლა. პლიუს მდინარეზე გიწქევს გადასვლა. ხეობა არის ულამაზესი. სივრცეებით და ფერდობებზე მოფენილი სოფლებით, საერთოდ არ ჰგავს ხევსურეთს და თუშეთს შეიძლება შევადარო (ცხადია ზომაში ბევრად პატარაა). ვისაც არ გაქვთ ნანახი გირჩევთ ნახოთ, თან შემოდგომაა უკვე შემოპარული და კარგ ამინდში ულამაზესი ფერეი იქნება. რეკომენდირებუია დილით ადრე გასვლა და შუადღემდე ნახვა რადგან საღამოს მზე თვალებში ურტყავს და ჭაუხის მასივის ხედი არ იქნება ისეთი შთამბეჭდავი.

Posted by: JSB14BSJ 16 Sep 2018, 22:41
ნიკა
ხევსურეთში ხევსური აღარ ცხოვრობს და ვისთვის აკეთებენ გზებს, საინტერესოა.



























ა, ხო, გამახსენდა, რო საქართველოში ვართ, სადაც უმაღლესი კასტა ტურისტი და ინვესტორია.

Posted by: GEORGEXIII 17 Sep 2018, 12:54
ლენტეხი- მესტიაზე რა იმის?



Posted by: ნიკა 17 Sep 2018, 13:27
JSB14BSJ
QUOTE
ხევსურეთში ხევსური აღარ ცხოვრობს და ვისთვის აკეთებენ გზებს, საინტერესოა.

ფშავში უფრო მიტოვებულია სოფლები. ხევსურეთში ატაბეშიც არის ხალხი და წინხადუში 3 ოჯახია. ნუ ზამთარში გზები იკეტებაო და ბარისახოში ჩამოვდივართო.

Posted by: ნიკა 18 Sep 2018, 13:57
"მცირედი" დაგვიანებით ვდებ შარშანდელი საჩხერე-რაჭას ვიდეოებს

მარშუტი იყო საჩხერე-უზუნთა-მრავალძალი-შოვი-გონა-ნიკორწმინდა-ცხრაჯვარი ტყიბული და ა.შ.

პირველი დღის ვიდეოები დევს უკვე
https://www.youtube.com/playlist?list=PLMhw5vejhxgNCmo2diJOTlrNEbDkEqgCp

Posted by: ნიკა 21 Sep 2018, 18:35
მეორე დღის ვიდეოები
https://www.youtube.com/watch?v=hIu6FxcaxWQ&list=PLMhw5vejhxgNCmo2diJOTlrNEbDkEqgCp&t=0s&index=9

Posted by: ნიკა 25 Sep 2018, 14:05
უქმეებზე ვიყავი ჯაჯის ტბაზე. მოგვიწია ბაღდათი-ვანში ბოდიალი.

ზესტაფონი ბაღდათი გზაზე ხიდი იყო გადაკეტილი და გაგვიშვეს ბეტონის გზით ახალ სვირში. იქიდან ბაღდათში გადავუხვიეთ რადგან ბენზინი უნდა დაგვემატებინა. იმედია ეგეთივე ბეტონი გრძელდება ვარციხემდე. ხოლო ახალი სვირიდან აჯამეთის აღკვეთილის გავლით მშვენიერი გზაა მეორე სვირისკენ. ობჩებს შორის რომ გადის ის გზა გრუნტისაა. ჩავედით ბაღდათში, შევავსეთ საწვავი და გავაგრძელეთ გზა ვანისკენ. აქ სოფლებში ცოტა მაღალი მწოლიარე ბეტონის პოლიციელებია sad.gif
სოფელ ზეინდარში გადავუხვიეთ მარცხნივ ფერეთას გზაზე. და იქვე მალე უხუთისკენ. ორივე ეს გზა ასფალტირებულია. უხუთის გზაზე თავიდანაა 1-2 ორმო. ხოლო ბოლო მონაკვეთი წელსაა მგონი დაგებული. შესაბამისად ჯერ მწოლიარე პპოლიციელებიც კი არაა. ასფალტი საპრასიასკენაც გრძელდებოდა თითქოს, თუმცა ამისი გადამოწმება აღარ დავიწყეთ.

ჯაჯის ტბის გზას რაც შეეხება ტრაქტორით იყო მოსწორებული და პრინციპში ნებისმიერი ჯიპისთივს გავლადია ბოლო 3 კმ-ის გარდა. აქ ბევრგანაა ჩამოწოლილი მიწა და ქვები. თუმცა ფეხით კარგი გასეირნება გამოდის.
პ.ს. თვითონ გზა ულამაზესია. სადღაც 20 კმ მოძრაობ ალპურ ზონაში ქედის ხან ერთ მხარეს ხან მეორეს და ადიხარ 2000-დან 2600-2700 მეტრზე. მაგრამ წელიწადის ამ დროს უკვე საკმაოდ ციიივა biggrin.gif

Posted by: MONTY 25 Sep 2018, 19:41
საქართველოში გზების მშენებლობის ერთიანი სტანდარტი ამოქმედდება
საქართველოში გზების მშენებლობის ერთიანი სტანდარტი ამოქმედდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ამჟამად საქართველოში გზის მშენებლობის სხვადასხვა ქვეყნის სტანდარტი მოქმედებს. მისი განმარტებით, არ არსებობს ერთი ჩამოყალიბებული სტანდარტი, რომელიც საერთო იქნება მთელი ქვეყნისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, უკვე დაწყებულია მუშაობა საკითხზე და ეტაპობრივად ქვეყანაში გზების მშენებლობის ერთიანი სტანდარტი ამოქმედდება.

"ქვეყანას უნდა გააჩნდეს საკუთარი სტანდარტი. არ არის საუბარი ახალი ველოსიპედის გამოგონებაზე - უნდა შეირჩეს ის სტანდარტები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მისაღებია. პირობითად - გზის კატეგორიები, მისი პარამეტრები, სიგანე, დახრის მაქსიმალური კუთხე; საფარის ტიპი - არსებობს გზები სადაც დასაშვებია არამხოლოდ ცემენტო-ბეტონის საფარი, არამედ სხვა ტიპის გადაწყვეტებიც; გზის სიგანე - მთიან რელიეფში პირობითად შეუძლებელია 7-მეტრიანი გზის სიგანის მიღება და ა.შ.",- აცხადებს ქარსელაძე.

მისივე თქმით, ეს სტანდარტები ეტაპობრივად ამოქმედდება.

“2019 წელს დაგეგმილი გვაქვს, რომ დამუშავებული გვქონდეს თემები არამარტო საგზაო სტანდარტის, არამედ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით.
ვგეგმავთ, რომ ოქტომბერში მოვაწყოთ პირველი შეხვედრა, სადაც მოხდება სამოქმედო გეგმის გაზიარება და ამ ერთი საკითხის რამდენიმე თემად დაყოფა, რაზეც თემატური ჯგუფები გააგრძელებენ მუშაობას.

კონკრეტული თემების დამუშავების შემდეგ შეიძლება მოხდეს მათი ინტეგრაცია კანონში. არ დაველოდებით მთლიანი ახალი საგზაო კანონის დამუშავებას, რომ ავამოქმედოთ ახალი რეგულაციები, თუნდაც, საგზაო უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით“,- აცხადებს ქარსელაძე.

სტანდარტიზაციის არარსებობასთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ თავად კომპანიებსაც. კომპანია „ბლექ სი გრუპის“ ხელმძღვანელი ამირან მამუჭაძე ამბობს, რომ სტანდარტიზაციის შემოღება მუშაობას გაუიოლებს როგორც კომპანიებს, ასევე სახელმწიფოსაც.

„სამწუხაროდ, დღეს საქართველოში მოქმედებს 37-ზე მეტი ქვეყნის სტანდარტი, რაც ნიშნავს, რომ არის არასწორი რეგულაციები რიგ საკითხებში, არის ორაზროვნება“,- აცხადებს ამირან მამუჭაძე.

ამავე აზრზეა "გორან ჯგუფის" ხელმძღვანელი ჯანიკო ყაფლანიშვილიც.

„რამდენიმე პროექტი ბრიტანული სტანდარტით ავაშენეთ, რამდენიმე სხვა სტანდარტით და ა.შ. თუ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთიან სტანდარტს შემოიღებს, ეს ყველასთვის მნიშვნელოვანი იქნება. დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს“,- აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი

http://www.bm.ge/ka/article/saqartveloshi-gzebis-msheneblobis-ertiani-standarti-amoqmeddeba-/24925/

იმედია მიხვდნენ რეალურ პრობლემებს

Posted by: Drifter_G 25 Sep 2018, 20:27
მუხიანის აგარაკებს რით აღარ დაადგა საშველი facepalm.gif

Posted by: mike d 25 Sep 2018, 23:01
QUOTE
ბარისახოს გზის შეკეთება მიმდინარეობს. თვალივამდე თითქმის სულ ასფალტია.

ჩინთიდან თვალივამდე რომ მეჯავრებოდა გზა, ეგრე გზის არცერთი მონაკვეთი არ მეჯავრბოდა საქართველოში და რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ნატოში უფრო მალე შევიდოდით ვიდრე მაგ გზას გააკეთებდნენ. biggrin.gif

QUOTE
ფშავში უფრო მიტოვებულია სოფლები. ხევსურეთში ატაბეშიც არის ხალხი და წინხადუში 3 ოჯახია. ნუ ზამთარში გზები იკეტებაო და ბარისახოში ჩამოვდივართო.

ეგრეა, კი მიწევს ხოლმე შუაფხოში ასვლა და პირველად რომ ვიყავი იმის მერე მინიმუმ 2 სოფელია დაცლილი ცაბაურთა და მათურა.

QUOTE
აქ სოფლებში ცოტა მაღალი მწოლიარე ბეტონის პოლიციელებია 

კი ეგ ნაღდად ეგრეა. sad.gif

QUOTE
ჯაჯის ტბის გზას რაც შეეხება ტრაქტორით იყო მოსწორებული და პრინციპში ნებისმიერი ჯიპისთივს გავლადია ბოლო 3 კმ-ის გარდა.

ვაჰ, რა კარგია. იქნება გაისად მაინც მოვხვდე მანდ.

QUOTE
უქმეებზე ვიყავი ჯაჯის ტბაზე. მოგვიწია ბაღდათი-ვანში ბოდიალი.

ვაჰ, რამდენს მოგზაურობ. მეც მინდა biggrin.gif

Posted by: Snow93 26 Sep 2018, 10:26
QUOTE (JSB14BSJ @ 16 Sep 2018, 22:41 )
ნიკა
ხევსურეთში ხევსური აღარ ცხოვრობს და ვისთვის აკეთებენ გზებს, საინტერესოა.

ხევსურეთი და ზოგადად ეგ მხარე ისეთი სულ რომ დაცარიელდეს (ღმერთმა არ ქნასო მინდა ვთქვა მაგრამ მაგისკენ მიდის საქმე) გზა მაინც აუცილებელია არამარტო უცხოელებისთვის, პირადად მეც დიდი სიამოვნებით ვივლი კაი გზა რომ იყოს

Posted by: ნიკა 26 Sep 2018, 13:29
ნუ მე მგონია რომ სწორედ ცუდი გზის გამო იცლებოდა ეგ კუთხე. წელს შატილში და იქით არ ვყოფილვარ, მაგრამ წინხადუმდე მშვენიერი გზაა. და დაცლის არაფერი ეტყობოდა მაგ მხარეს. არხოტშიც კარგი გზა გააკეთესო წელსო ეგრე გავიგე. შატილში სედანითაც გადაისვლებაო. ამან უნდა მისცეს დამატებითი სტიმული რომ არ დაიცალოს.

და რაც მთავარი აწელს მე რასაც ვუყურებ მთა თითქოს გამოცოცხლებული მომეჩვენა წინა წლებთან შედარებით. თითქოს ყველგან ცხოვრება ჩქეფს.

შარშან ძალიან დავითრგუნე ჩემს სოფელში რომ ჩავედი სექტემბრის ბოლოს (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი სოფელი ზვარე). სრულიად მკვდარი იყო იქაურობა. და სოციალური გვაქვსო და ამიტომ არ ვამრავლებთო საქონელსო, რომ არ მოგვიხსნანო. მე რომ მკითხო სახელმწიფოს მხრიდან მავნებლობაა ეგ და მეტი არაფერი. შეიძლება მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებამ უშველოს, მანდ მგონი ცოტა სხვანაირი წესები მოქმედებს უკვე და უსაქმურებს არ ეხმარებიან იმედია. ვნახოთ წელს ჩავალ იმედია ზამთრამდე კიდე და მოგიყვებით რა ხდება.

Posted by: Snow93 26 Sep 2018, 18:08
QUOTE (ნიკა @ 26 Sep 2018, 13:29 )
ნუ მე მგონია რომ სწორედ ცუდი გზის გამო იცლებოდა ეგ კუთხე.

+1
რაც უფროა მოწყვეტის შანსი დანარჩენ კუთხეებთან უფრო ნაკლები სურვილი აქვთ სოფელში დარჩენის ლოგიკურია


სოც დახმარებას რაც შეეხება მახსოვს კარგად ვიღაც ვიღაცეები გვპირდებოდნენ კაი გვარიან რეფორმებს...
* * *

Posted by: da_to 8 Oct 2018, 11:17
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს ტენდერს:

აბასთუმნის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობისათვის საჭირო ალტერნატიული მიმართულებების ანალიზისა და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2`000`000.00 GEL

Posted by: ნიკა 8 Oct 2018, 14:59
QUOTE (da_to @ 8 Oct 2018, 11:17 )
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს ტენდერს:

აბასთუმნის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობისათვის საჭირო ალტერნატიული მიმართულებების ანალიზისა და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2`000`000.00 GEL

wow.gif wow.gif wow.gif wow.gif wow.gif wow.gif wow.gif wow.gif wow.gif

Posted by: Kublicha 8 Oct 2018, 15:36
აბასთუმანში რა მოძრაობაა ეგეთი რომ შემოვლითი გზა სჭირდებოდეს

Posted by: vatman 8 Oct 2018, 15:44
QUOTE
აბასთუმანში რა მოძრაობაა ეგეთი რომ შემოვლითი გზა სჭირდებოდეს

ექნება ამას რამე პროექტები biggrin.gif

https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%91%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1/29443778.html

Posted by: ივანიჩ 8 Oct 2018, 15:56
აბასთუმანი არ ვიცი და ბაკურიანის შემოვლითზე ამბობდნენ რაღაცას ადრე rolleyes.gif

Posted by: Kublicha 8 Oct 2018, 15:58
ბაკურიანი და აბასთუმანი კი არა ბათუმს არა აქვს ეხლაც კი 2018 წელს შემოვლითი გზა. ევროპიდან აზაიში მიმავალმა ყველა ტრაილერმა შლოპანცებ-კუპალნიკებიან ხალხში უნდა იაროს ზიგზაგებით.

Posted by: ნიკა 9 Oct 2018, 01:16
Kublicha
QUOTE
აბასთუმანში რა მოძრაობაა ეგეთი რომ შემოვლითი გზა სჭირდებოდეს

წყალთაშუა (ბაღდათთან) - კურორტი ზეკარი - ზეკარის უღელტეხილი (არ აგერიოთ საირმის უღელტეხილთან) -აბასთუმანი გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სავარაუდოდ ქუთაისი-ახალციხე დამაკავღირებელი მთავარი გზა უნდათ ეგ გახდეს ზაფხულის სეზონში. ამიტომ მოუარეს საირმეს და ძველი ზეკარის გზით გაყავთ. მაგრამ მესხეთის ქედის ჩრდილოეთ მხარეს ოდითგანვე ორი ხეობა და ორი გზა იყო და ამიტომაც შეიძლება ალტერნატიული მარშუტით გაყვანა. აბასთუმანს არც არასდროს უვლიდა ეგ გზა და ახლა უნდათ ამ კურორტსაც ააცილონ ეგ ტრაფიკი. მაგრამ გარშემო სულ მთები და ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკია და ნეტა სად უნდათ რომ გაიყვანონ კაცმა არ იცის.

Posted by: otokarcobra 9 Oct 2018, 01:39
ყურმოკვრით გავიგე და ჭორს დავარქმევდი ამ ნიუსს, მარა საქართველოს დირექტორს ამოუჩემებია აბაათუმანი ეხლა (როგორც ადრე შეკვეთილი და სხვები) და მაგრად უნდა მოხოდოსო.....ამოჩემებები კი იცის ისე ვიცით ყველამ

Posted by: da_to 9 Oct 2018, 10:08
QUOTE
ნეტა სად უნდათ რომ გაიყვანონ კაცმა არ იცის


კონცეპტიო კი აწერია მაგრამ . . . რავიცი

user posted image

Posted by: ნიკა 9 Oct 2018, 18:48
da_to
ტოპორუკაზე ვნახოთ აბა რა სმაღლეებზე გადის.

სადღაც 1300-დან 1600-ზე ადის და მერე 1200-ზე ჩამოდის.

Posted by: ZEUS 9 Oct 2018, 22:44
კავთისხევი-ახალქალაქის გზა დალატკავეს, მაგრა იტირებ, ისეთი ხარისხით. ამ ზამთარს თუ გაუძლო, კარგია....
https://www.facebook.com/310213169079623/photos/pcb.1576551195779141/1576550862445841/?type=3&theater
user posted image

Posted by: Foreign-Affairs 10 Oct 2018, 13:19
QUOTE (da_to @ 9 Oct 2018, 10:08 )
QUOTE
ნეტა სად უნდათ რომ გაიყვანონ კაცმა არ იცის


კონცეპტიო კი აწერია მაგრამ . . . რავიცი

user posted image

ძალიან კარგი, თუმცა ცოტა უცნაური პროექტია. გზა უბრალოდ აბასთუმანს აუვლის და დაუკავშირდება საირმე-ზეკარისაკენ მიმავალ უღელტეხილებს. პრაქტიკულად დაკავშირება ხდება საკალმახესთან, როემლთანაც დღესაც თითქმის უპრობლემოდა შესაძლებელი მისვლა.

ანუ გამოდის რომ აბასთუმანი, რომ არგადაიტვირთოს იმისათვის ხდება ამ გზის მშენებლობა, რაც ცუდი პრინციპში არაა, მაგრამ უპირველესად საირმე-ზეკარისა და ზეკარი-აბასთუმნის დაკავშირება უფრო მნიშვნელოვანი არაა?

Posted by: ივანიჩ 10 Oct 2018, 14:49
QUOTE
ბაკურიანი და აბასთუმანი კი არა ბათუმს არა აქვს ეხლაც კი 2018 წელს შემოვლითი გზა

დამავიწყდა მიწერა რომ 2020 ში რაღაც დიდი ტურნირი იგეგმება ბორჯომ-ბაკურიანშიო (მგონი ზამთრის ახალგაზრდული ფესტივალი თუ რაღაც) ხოდა იმ დრომდე უნდა გაკეთდესო

Posted by: ნიკა 10 Oct 2018, 17:45
Foreign-Affairs
QUOTE
ანუ გამოდის რომ აბასთუმანი, რომ არგადაიტვირთოს იმისათვის ხდება ამ გზის მშენებლობა, რაც ცუდი პრინციპში არაა, მაგრამ უპირველესად საირმე-ზეკარისა და ზეკარი-აბასთუმნის დაკავშირება უფრო მნიშვნელოვანი არაა?

1) საირმეზე გზა არ გაივლის. ახალი გზა ზეკარზე გაივლის
2) ეს წინასაპროექტო ტენდერია. ბაღდათი-აბასთუმაზე კი უკვე სამუშაოები მიმდინარეობს ასე რომ ჯერ ის კეთდება.

ივანიჩ
QUOTE
დამავიწყდა მიწერა რომ 2020 ში რაღაც დიდი ტურნირი იგეგმება ბორჯომ-ბაკურიანშიო (მგონი ზამთრის ახალგაზრდული ფესტივალი თუ რაღაც) ხოდა იმ დრომდე უნდა გაკეთდესო

ხო ანუ ავტობანი ხომ მორჩება 2020-ში და ეგრევე ამ გზაზე გადმოერთვებიან და უცებ ამასაც მორჩებიან biggrin.gif

Posted by: ივანიჩ 10 Oct 2018, 18:10
QUOTE
ხო ანუ ავტობანი ხომ მორჩება 2020-ში და ეგრევე ამ გზაზე გადმოერთვებიან და უცებ ამასაც მორჩებიან

კი ვიცი
ზღაპრების არც მე მჯერა biggrin.gif

Posted by: Foreign-Affairs 10 Oct 2018, 19:45
ნიკა
QUOTE
1) საირმეზე გზა არ გაივლის. ახალი გზა ზეკარზე გაივლის

აქ ვერ მიგიხვდი: ზეკარზე კი გაივლის, მაგრამ ზეკარი თავისმხრივ ხომ დაკავშირებულია საირმის გზასთან არა? ზეკარი აბასთუმანსა და საირმეს შორის ნახევარი გზის გავლის შემდეგაა, გადასახვევით, რომლის დასაწყისიცა და ბოლოც სირმეს უკავშირდება.

რაიმე მეშლება?
თუ ზეკარიდან კიდე საირმის ირგვლივაც შემოვლითი გზა კეთდება?

რუკით შეგიძლია მანახო?

Posted by: ნიკა 10 Oct 2018, 19:49
Foreign-Affairs
QUOTE
ზეკარი თავისმხრივ ხომ დაკავშირებულია საირმის გზასთან არა? ზეკარი აბასთუმანსა და საირმეს შორის ნახევარი გზის გავლის შემდეგაა, გადასახვევით, რომლის დასაწყისიცა და ბოლოც სირმეს უკავშირდება.

კი

ზეკარი არის კურორტი საირმის პარალელურ ხეობაში (უფრო აღოსავლეთით მდინარე ქარშავეთის ხეობა). უღელტეხილიც სხვა გადადის ზეკარზე. აბასთუმნის მხრიდან ფაქტიურად ერთი ასასვლელი აქვთ, სულ ბოლოში იყოფა გზები.

ამაზე აქ ხომ ვისაუბრეთ უკვე
https://forum.ge/?showtopic=34779382&view=findpost&p=53307639

Posted by: Foreign-Affairs 10 Oct 2018, 23:15
QUOTE (ნიკა @ 10 Oct 2018, 19:49 )
Foreign-Affairs
QUOTE
ზეკარი თავისმხრივ ხომ დაკავშირებულია საირმის გზასთან არა? ზეკარი აბასთუმანსა და საირმეს შორის ნახევარი გზის გავლის შემდეგაა, გადასახვევით, რომლის დასაწყისიცა და ბოლოც სირმეს უკავშირდება.

კი

ზეკარი არის კურორტი საირმის პარალელურ ხეობაში (უფრო აღოსავლეთით მდინარე ქარშავეთის ხეობა). უღელტეხილიც სხვა გადადის ზეკარზე. აბასთუმნის მხრიდან ფაქტიურად ერთი ასასვლელი აქვთ, სულ ბოლოში იყოფა გზები.

ამაზე აქ ხომ ვისაუბრეთ უკვე
https://forum.ge/?showtopic=34779382&view=findpost&p=53307639

yes.gif yes.gif

მეც დავიბენი, კიდევ რამე ხომ არ შეიცვალა-მეთქი. gigi.gif
სულოუთმენლად ველოდები ამ პროექტს. ჩემი და ჩემი ოჯახის საყვარელი კურორტია აბასთუმანიცა და საირმეც და ძალიან დამღალა შემოვლითი გზებით სიარულმა.

Posted by: di_onise 11 Oct 2018, 01:38
ეგ გზის იდეა კაია მარა იმას ვერ ხვდებიან რომ აბასთუმანს, როგორც კურორტს გააფუჭებენ მაგით?

იმიტომაა აბასთუმანი ღირებული რომ წყნარი კურორტია, ნაკლები მანქანებით და სუფთა ჰაერით და მანდ თუ მაგისტრალი გაჭიმეს, თუნდაც მაღლა მთებში, ის ღირებულება დაეკარგება აბასთუმანს, როგორც უნიკალურ კურორტს...

Posted by: mike d 14 Oct 2018, 11:27
გაგიმარჯოთ,

გუშინ მოვცხე 600 კმ იანი ტრავერსი რუსთავი-მარნეული-თეთრიწყარო-ხრამჰესი-თრიალეთი-წალკა ახალციხე თბილისი

რუსთავიდან მარნეულისკენ ერთი დანგრეული გზა რომ გადადიოდა ალგეთის მეურნეობიდან ეგ ვიცოდით, თუმცა სხვა გზაც ვნახეთ. მეურნეობამდე სანამ მიხვალ, მანამდე არის გადასახვევი და ზედ სერზე გადადის გრუნტის გზა მარნეულისკენ, რომელსაც მშრალ ამინდში ყველა მანქანა ტიპის გაივლის.

თეთრი წყარო - ხრამჰესი თავიდან კარგი გზაა, თუმცა მალევე ფუჭდება (ალექსეევკასთან) და ამომტვრეული ასფალტის გამო კარგა საწვალებელია, არადა გზა თვითონ არის ულამაზესი განსაკუთრებით ახლა.

თრიალეთი - წალკაც ძველი დანგრეული ასფალტის გზაა. თვითონ წალკა გამოცოცხლებული მეჩვენა. მიმდინარეობს ქალაქში შიდა ქუჩების გზების დაგება და რაც მთავარია წალკა ნადრევანის გზის დაგებაც დაწყებულია. უკვე დააგეს რამდენიმე კილომეტრი დაახლოებით სამებამდე და იმის მერეც ძირითადად დაზიანებული ასფალტი აღებულია ასე რომ ტიკმატაჟამდე გზა გაცილებით ნაკლებად საწვალებელია ვიდრე რამდენიმე თვის წინ იყო.

ტიკმატაჟიდან გზა ისევ ისეთ მდგომარეობაშია როგორც მანამდე იყო ანუ პრინციპში კარგი მდგომარეობა. ალაგ ალაგ არის ორმოები. დაზიანებულია ახალქალაქიდან რომ ჩადიხარ მდ. ფარავნის კანიონში თავიდან რამდენიმე კილომეტრი და დროზე არის მისახედი სანამ სულ გაფუჭებულა.




Posted by: ნიკა 14 Oct 2018, 14:29
mike d
სამება-განთიადს აკეთებდნენ აქამდეც. აი განთიდი-აიაზმი თუ კეთდება?

Posted by: mike d 14 Oct 2018, 17:48
ნიკა
სამწუხაროდ ტექნიკა არ დამინახავს.

Posted by: lombardooo 14 Oct 2018, 21:25
QUOTE (di_onise @ 11 Oct 2018, 01:38 )
ეგ გზის იდეა კაია მარა იმას ვერ ხვდებიან რომ აბასთუმანს, როგორც კურორტს გააფუჭებენ მაგით?

იმიტომაა აბასთუმანი ღირებული რომ წყნარი კურორტია, ნაკლები მანქანებით და სუფთა ჰაერით და მანდ თუ მაგისტრალი გაჭიმეს, თუნდაც მაღლა მთებში, ის ღირებულება დაეკარგება აბასთუმანს, როგორც უნიკალურ კურორტს...

მაშინ არცერთ კურორტზე წესიერი გზა არ უნდა მიდიოდეს..ვერ წავალთ მასე შორს

Posted by: di_onise 16 Oct 2018, 09:11
QUOTE (lombardooo @ 14 Oct 2018, 21:25 )
QUOTE (di_onise @ 11 Oct 2018, 01:38 )
ეგ გზის იდეა კაია მარა იმას ვერ ხვდებიან რომ აბასთუმანს, როგორც კურორტს გააფუჭებენ მაგით?

იმიტომაა აბასთუმანი ღირებული რომ წყნარი კურორტია, ნაკლები მანქანებით და სუფთა ჰაერით და მანდ თუ მაგისტრალი გაჭიმეს, თუნდაც მაღლა მთებში, ის ღირებულება დაეკარგება აბასთუმანს, როგორც უნიკალურ კურორტს...

მაშინ არცერთ კურორტზე წესიერი გზა არ უნდა მიდიოდეს..ვერ წავალთ მასე შორს

წესიერი გზა და სატრანზიტო გზა სხვადასხვა რამეა. ქუთაისიდან ახალციხეში მიმავალმა ნაკადმა არ უნდა იაროს კურორტზე. თორე მისასვლელ გზაზე ვინ ამბობს მაგას...

Posted by: dato-taro 16 Oct 2018, 10:20
di_onise

დიდი თვირთამწეობის მანქანების მოძრაობას მეც კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. თუმცა მუნიციპალიტეტებშორისი გზები რო გავიდეს კურორტზე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. მე დასავლეთიდან ვარ წარმოშობით, აბასთუმანში მაინდამაინც გრძელი გზით თუ არ ვიარე, მოკლეზე თუ გამიკეთებენ და + ულამაზეს ხეობაში - ძალიანაც მომეწონება smile.gif

მოკლედ, სიმაღლის შემზღუდავები და წონის (წონის შემზღუდავი გაჭირდება, მაგრამ ნიშნები მაინც რო დააყენონ ხიდებზე) შემზღუდავები დააყენონ და არანაირი პრობლემა არ იქნება wink.gif
ტრაილერი და დიდი გრუზის მანქანა ვერ გაივლის

Posted by: Snow93 16 Oct 2018, 14:10
ფეისბუქზე დადეს ახლა აბაშაო biggrin.gif არ გადამიმოწმებია ჯერ
user posted image

Posted by: rommel 16 Oct 2018, 16:29
ტყლაპია თუ ასფალტი. ამასაც მეტი საქმე არ აქვს biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Snow93 16 Oct 2018, 19:40
rommel
ამერიკაში ღადაობენ უეჭველი ჩაკ ნორისის ნოხიაო biggrin.gif

Posted by: ნიკა 21 Oct 2018, 00:50
თუშეთი ფაფუ


ფშაველი–აბანო–ომალოს ს/გზის კმ12-კმ72 მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია
20 ოქტ, 2018 20:21:20

ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ12-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნული გზის კმ1-11 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1540052600&pid=1388404621

Posted by: ივანიჩ 23 Oct 2018, 15:44
ეს ნაღდია თუ იმაიმუნა ვიღაცამ?
user posted image

Posted by: Kotola 23 Oct 2018, 17:36
ივანიჩ
სავარაუდოდ ნაღდია, შენდებოდა და ბევრი აღარაფერი აკლდა აგვისტოში რომ ვიყავი...

Posted by: რობი 23 Oct 2018, 17:39
QUOTE (Kotola @ 23 Oct 2018, 17:36 )
ივანიჩ
სავარაუდოდ ნაღდია, შენდებოდა და ბევრი აღარაფერი აკლდა აგვისტოში რომ ვიყავი...

ჩაწვა დელიკების ბიზნესი? user.gif

Posted by: ნიკა 23 Oct 2018, 19:33
ფოტო ნაღდია, ტექსტი არა

ანუ მაგ ადგილას გაეთდა გზა და ასევე ახალი ამოსასვლელი სადაცაა სოფელს რომელიც უვლის იქ. აი მიხვეულ მოხვეული მონაკვეთი ჯერ არ დასრულებულა და მიდის მუშაობა (საყრდენი კედლების მოწყობა მიდის, ასფალტი ალაგ ალაგაა სადაც კდელები ა სჭირდებოდათ). მძრაობა გადართულია დროებით გზაზე რომელიც ამ მიხვეულ მოხვეულს არ გადის. ეს დროებითი გზაც ცხადია არაა ასფალტირებული.

Posted by: MONTY 23 Oct 2018, 19:51
ნიკა
QUOTE
გზის კმ12-კმ72

QUOTE
გზის კმ1-11


ხო არ იცი როგორ დავადგინო რუკაზე რა მონაკვეთებია ?
ანუ მაგალითად თსლ ს კმ40-კმ45 - კმ102კმ-კმ103 და ა.შ


წესით საპატრულოსაც ექნება და გზების დეპარტამენტსაც მაგრამ არ აქვეყნებენ sad.gif

Posted by: ნიკა 23 Oct 2018, 23:10
გაზომე ფშაველიდან .

Posted by: dato-taro 24 Oct 2018, 16:23
ესეც ქვეშეთი-კობის მონაკვეთის გზშ

http://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/177

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვების დრო და ადგილი:

2018 წელი, 14 ნოემბერი 11:00 საათზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ კობის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა;
2018 წელი, 14 ნოემბერი 15:00 საათზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მლეთის სკოლა;
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

Posted by: ZEUS 8 Nov 2018, 22:05
პროექტის დასახელება: „ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის შიდასახელმწიფოებრივი გზის (მოლითი-ჩუმათელეთის) გზის მონაკვეთის კმ 24+620 – კმ 50+244 რეაბილიტაცია“
სამუშაოების ხანგრძლივობა: 900 დღე
დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდი: 720 დღე
გამარჯვებული მონაწილე: Akkord Industry Construction Investment Corporation OJSC (აზერბაიჯანი)
ხელშეკრულების ღირებულება: 54,566,117.36 ლარი

პირველი ლოტი (24 კმ) ბლექ სის აქვს მოგებული და დაიწყო კიდეც სამუშაოები.

Posted by: ნიკა 10 Nov 2018, 13:00
QUOTE
სამუშაოების ხანგრძლივობა: 900 დღე

ლენინგრადის ბლოკადაა?

Posted by: ZEUS 11 Nov 2018, 00:52
QUOTE (ნიკა @ 10 Nov 2018, 13:00 )
QUOTE
სამუშაოების ხანგრძლივობა: 900 დღე

ლენინგრადის ბლოკადაა?

lol.gif lol.gif ჯასთ "საოცნებო ტემპები" biggrin.gif

Posted by: rommel 11 Nov 2018, 10:30
ZEUS
QUOTE
პირველი ლოტი (24 კმ) ბლექ სის აქვს მოგებული და დაიწყო კიდეც სამუშაოები


ეს ნაღდია?

Posted by: ნიკა 11 Nov 2018, 11:31
პირველი ნაწილი ნათდია. ბლექ სიმ მოიგო. მეორეზე რა მოგახსენო, ივლისში ვიყავი და ძირულა-ხარაგაულზე თუა რამე არ ვიცი. ხარაგაული-მოლითზე არაფერი ხდებოდა
* * *
ZEUS
QUOTE
ჯასთ "საოცნებო ტემპები"

საკმაოდ რთული რელიეფი კი არის მანდ, უამრავი დამეწყრილი ადგილით. თუ მაგ დონეზე კეთდება და არა ისე როგორც გომბორის გზა, მაშინ ხოო მაშინ ხოო

Posted by: rommel 11 Nov 2018, 23:20
QUOTE
პირველი ნაწილი ნათდია. ბლექ სიმ მოიგო. მეორეზე რა მოგახსენო, ივლისში ვიყავი და ძირულა-ხარაგაულზე თუა რამე არ ვიცი. ხარაგაული-მოლითზე არაფერი ხდებოდა


ვიცი რომ ბლექ სიმ მოიგო და 4 თვე კენჭი არ გადაატრიალა. კარგია თუ დაიწყეს.

Posted by: buenos 12 Nov 2018, 18:25
ნიკა
QUOTE
ეს დროებითი გზაც ცხადია არაა ასფალტირებული.

ეს დროებითი გზა ახალია რამე ალბათ ხო? თუ არც სოფელზე გადის და არც მიხვეულ მოხვეულზე.
და მსუბუქი მანქანა დაბალი კლირენსით გაივლის ამ არაასფალტირებულ მონაკვეთს?

Posted by: ნიკა 13 Nov 2018, 16:44
buenos
კი დროებითი გზა ახალია.
ანუ მთლიანად სამების გზა არის 3 მონაკვეთი
1) ახალი მონაკვეთი რომელიც უვლის სოფელს
2) მიხვეულ მოხვეული
3) სულ ბოლო მონაკვეთი არყის ხეები სადაც იზრდებოდა მაგ ადგილიდან ტაძრამდე

რა მდგომარეობაა ამ მონაკვეთებზე:

1) ასფალტია
2) ამ მონაკვეთს აკეთებენ და გადაკეტილია, გაკეთდა მისი შემოვლითი დროებითი გრუნტის გზა პირდაპირ მდინარის ხეობის გაყოლებაზე.
3) ასფალტია.

იმედია გარკვევით დავწერე. ცოტა რთულია ასე რუკის გარეშე და სამწუხაროდ რუკაზეც არ მაქვს დატანილი რომ განახო.

Posted by: vatman 14 Nov 2018, 12:49
თიანეთი და ახმეტა ერთმანეთს განახლებული გზით დაუკავშირდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა თიანეთი-ახმეტას გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, პროექტის განხორციელების შემდეგ, თიანეთი და ახმეტა, ნაცვლად არსებული დაზიანებული გზისა, სადაც გადაადგილება გართულებული იყო, განახლებული და კომფორტული გზით დაუკავშირდება ერთმანეთს.
„თიანეთი-ახმეტას 30 კმ-იან მონაკვეთზე, დაგეგმილია არსებულ გრუნტის გზაზე სრული რეაბილიტაციის ჩატარება და ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა. ასევე, აშენდება 2 ახალი ხიდი და რეაბილიტირდება 2 არსებული ხიდი. განხორციელდება წყალგამტარი მილების, ხელოვნური ნაგებობების, ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები. ასევე, განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. სარეაბილიტაციო გზა, თიანეთში იწყება და ახმეტაში სრულდება“, - ნათქვამია გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 18 965 000 ლარია. ამ ეტაპზე, ხელოვნური ნაგებობების მოწყობისა და მიწის სამუშაოები მიმდინარეობს და 20 ადამიანია დასაქმებული. პროექტი 2019 წლის თებერვალში დასრულდება.

https://www.interpressnews.ge/ka/article/520979-tianeti-da-axmeta-ertmanets-ganaxlebuli-gzit-daukavshirdeba

Posted by: ნიკა 14 Nov 2018, 14:01
QUOTE
პროექტი 2019 წლის თებერვალში დასრულდება.

როდის??????? facepalm.gif

Posted by: ივანიჩ 14 Nov 2018, 14:09
QUOTE
თებერვალში

კაკრაზ ყინვები და თოვლები რომ იქნება - ე, მაშინ biggrin.gif

Posted by: buenos 14 Nov 2018, 15:56
ნიკა
კი გასაგებია. გაიხარე ))
ერთი ვერ გავიგე, აი ის შუა მონაკვეთი, რომელიც ახალი და დროებითია მიხვეულ მოხვეულის ალტერნატივა, , ისეთი ხარისხის არის, რომ დაბალ კლირენსიანი მანქანა გაივლის უპრობლემოდ? smile.gif)

Posted by: ნიკა 14 Nov 2018, 18:10
ივანიჩ
QUOTE
კაკრაზ ყინვები და თოვლები რომ იქნება - ე, მაშინ biggrin.gif

მაგას თავი დავანებოთ. მოლითი-ჩუმათელეთს 900 დღე უნდაო და ის 24 კმ-ა. ეს 30 კმ-ა და 4 თვეში დაამთავრებენ?

buenos
QUOTE
ერთი ვერ გავიგე, აი ის შუა მონაკვეთი, რომელიც ახალი და დროებითია მიხვეულ მოხვეულის ალტერნატივა, , ისეთი ხარისხის არის, რომ დაბალ კლირენსიანი მანქანა გაივლის უპრობლემოდ?

არა. დელიკების ბიზნესი ჯერ ისევ მუშაობს მაგის გამო.

Posted by: ნიკა 22 Nov 2018, 12:21
გადადით ბმულზე, ბევრი საინტერესო რამე წერია მთის გზების მიმართულებით მთავრობის გეგმებზე
https://www.mtisambebi.ge/news/business/item/840-ra-etapzea-mtiani-regionebis-shemaertebeli-gzebis-msheneblobis-proeqti

Posted by: ნიკა 25 Nov 2018, 19:35
დღეს ავედი დიდგორზე. არ ვიცი ასეთუ უთავბოლოები როგორ არიან. საკაიფოდ იყო მოთოვილი სამადლოს მერე. არანაირი ნიშანი იმისა რომ ვინმე მარილის დაყრას აპირებდა არ იყო. არა და ძალიან ცუდად იყო მოთოვილი. სადაც მზე უდგებოდა გზას, ფაქტიურად სიმშრალე იყო. და ოდნავ ხის ჩრდილიც კი თუ იყო იქ ჯიგრულად სრიალებდი.

თვითნ დიდგორის გზა ნიჩბისის მხარეს იგივე მდგომარეობაშია ანუ ბოლო სადღაც 200-300 მეტრია დასაგები. მანგლისის მხარეს თოვლი იდო ძირითადად და კარგად არ ჩანდა რამდენია დარჩენილი. ტემპი თუ იგივე ექნებათ ასე მაისისკენ მორჩებიან (აპრილამდე არ დადნება ეგ თოვლი)

ნიჩბისის მხარეს რამოდენიმე ადგილას ქვები ჩამოიყარა უკვე გზაზე და მაგის მიხედვაც მოუწევთ.

Posted by: vatman 30 Nov 2018, 12:07
გერგეტის სამების ეკლესიამდე მისასვლელი ახალი გზის მშენებლობა დასრულდა


ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელი 5.6 კმ-იანი გზის მშენებლობა დასრულდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში მოეწყო ცემენტ-ბეტონის საფარიანი ახალი გზა, წყალგამტარი მილები, გზის საყრდენი კედლები, ავტომობილების გასაჩერებელი მოედნები და განხორციელდა გზის კეთილმოწყობის სამუშაოები. ასევე, ახალ გზაზე დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და ჩატარდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოებიც.
„ტურისტებს, ადგილობრივ მოსახლეობას და მომლოცველებს გერგეტის სამებამდე მისვლა უკვე განახლებული, კომფორტული და უსაფრთხო გზით შეუძლიათ.
გერგეტის ტაძრამდე მისასვლელი ძველი გზა ვიწრო და გრუნტოვანია, რომელიც ახალი გზის პარალელურად იარსებებს.
გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია და განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ტურისტების მხრიდან. ახალი გზა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ყაზბეგის ტურისტული პოტენციალის განვითარებას.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 7 793 854 ლარი შეადგინა. გზის სამშენებლო სამუშაოები შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ განახორციელა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

https://www.interpressnews.ge/ka/article/523349-gergetis-samebis-eklesiamde-misasvleli-axali-gzis-mshenebloba-dasrulda/


Posted by: ნიკა 30 Nov 2018, 16:55
QUOTE
გერგეტის სამების ეკლესიამდე მისასვლელი ახალი გზის მშენებლობა დასრულდა

რეკლამის გარეშე ვიდეო
https://www.facebook.com/georoad.ge/videos/339105173545334/

Posted by: Snow93 1 Dec 2018, 01:19
მშვენიერია! აუცილებელი იყო მაგ გზის განვითარება

Posted by: TramwayMan 6 Dec 2018, 19:07
დასტკბით


http://droa.ge/?p=38816&fbclid=IwAR2-tV1U7XhS-iXn2of5WKsRiNtyb6O3W5hiLjpx1XvNGdy57HXrEEWi9co

კომპანიამ “IGH Georgia” ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის პროექტირება დაასრულა. პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უკვე ჩაიბარა.

საჩხერე-ონის დამაკავშირებელი ახალი გზა საერთო სიგრძით 51,6 კილომეტრი იქნება. პროექტი ითვალისწინებს 9,3 კმ სიგრძის არსებული გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას და ახალი, 42,3 კმ სიგრძის გზის მშენებლობას. პროექტის ფარგლებში 7 ხიდი აშენდება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მარშრუტის პროექტირება ეტაპობრივად განხორციელდა, რამაც დამკვეთს, საავტომობილო გზების დეპარტამენტს, შესაძლებლობა მისცა, სამშენებლო სამუშაოები პარალელურად დაეწყო.

მალე დასრულდება საჩხერე-ქვემო ხევის 5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა. აღნიშნული გზა სარეკი-ქვემო ხევის მონაკვეთს მოიცავს, სადაც ფართოვდება გზა და ეწყობა მილები და გაბიონები. გზის ამ მონაკვეთს ტენდერში გამარჯვებული კომპანია – შპს “მამისონი” აშენებს, ხოლო ზედამხედველობას საერთაშორისო კომპანია IGH ახორციელებს.

ასევე, მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზის კიდევ ორი მონაკვეთის მშენებლობის მიზნით, რომლის საერთო სიგრძე 14 კილომეტრია.

მე-2 ლოტზე (კმ5-კმ10.5) გათვალისწინებულია ქვემო ხევი-უზუნთას მონაკვეთის 5-კილომეტრიანი გზისა და 3 ხიდის რეკონსტრუქცია.

მე-6 ლოტზე (კმ40.9-კმ48,6) კი გათვალისწინებულია 7.5 კმ-იანი გზის რეკონსტრუქცია. პროექტის მიხედვით, ამ მონაკვეთზე გზა გადის ხარისთვალას, შქმერისა და უშოლთას დაუსახლებელ ტერიტორიასა და სოფელ ბოყვაში, არსებული გრუნტიანი გზის მაქსიმალური გამოყენებით.

პროექტის თანახმად, ზემო იმერეთი-რაჭის საავტომობილო გზა გაივლის სარეკს, ქვემო ხევს, უზუნთას, ხარისთვალს, შქმერს, უშოლთას, ბოყვას, კვაშხიეთს, ზუდალს და შეუერთდება ამბლორაული-ონის უკვე არსებულ საავტომობილო გზას. ახალი გზა ონიდან 5 კმ-ით, ხოლო ამბროლაურიდან 20 კმ-ით იქნება დაშორებული. უზუნთადან შქმერამდე გზა საუღელტეხილო (ზღვის დონიდან 1850 მეტრი) მონაკვეთს გაივლის.

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზა თბილისიდან ონამდე მანძილს დაახლოებით 75 კმ-ით, ხოლო მგზავრობის დროს 1,5-2 სთ-ით შეამცირებს. ამჟამად თბილისიდან ონამდე 300 კმ-ია და მგზავრობას დაახლოებით 6 საათი სჭირდება.



Posted by: ნიკა 6 Dec 2018, 19:24
ანუ საბოლოოდ მაინც უზუნთა-შქმერი გადაწვიტეს.

Posted by: JSB14BSJ 6 Dec 2018, 23:19
TramwayMan
ნიკა
QUOTE
ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზა

ეს იგივეა?
https://imedinews.ge/ge/ekonomika/88392/zemo-imeretirachis-saavtomobilo-gza-mgzavrobis-dros-152-saatit-sheamtsirebs?fbclid=IwAR3S9Wrwicu9DdbT_nt-HRNtjc6cUssW4KeSWdrQv8OwBrtk09FP0cxOtKk

Posted by: ნიკა 6 Dec 2018, 23:51
QUOTE
ეს იგივეა?
https://imedinews.ge/ge/ekonomika/88392/zem...Brtk09FP0cxOtKk

კი

Posted by: ნიკა 8 Dec 2018, 12:51
მოლითი-ჩუმათელეთის გზის რეკონსტრუქციაზე ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ და კომპანია „აკორდის“ საქართველოს ფილიალის დირექტორმა ალიკ ჯაფაროვმა მოლითი-ჩუმათელეთის 25 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქციის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთი, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კმ-იანი საავტომობილო გზის ნაწილია.

მათივე ინფორმაციით, პირველ, ძირულა-მოლითის 25 კმ-იან მონაკვეთზე, ამ დროისთვის მიწისა და საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.

„ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეკონსტრუქცია, ძირითადად, უკვე არსებული გზის ფარგლებში განხორციელდება. პროექტი მოიცავს: ასფალტის საფარის მოწყობას, 22 ხიდის, გზის სადრენაჟე მილების, კიუვეტების რეაბილიტაცია–მშენებლობას, საყრდენი კედლების მშენებლობას, გზის მონიშვნასა და უსაფრთხოების ბარიერების მოწყობას.

საავტომობილო გზის ეს მონაკვეთი ხარაგაულის მუნიციპალიტეტს E-60 ავტომაგისტრალთან აკავშირებს. პროექტი მიუყვება მდინარე ჩხერიმელას და ასევე ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის რკინიგზის ხაზს. ადგილობრივ მოსახლეობას ამ გზაზე გადაადგილების პრობლემა წლებია აწუხებს. გზის მოდერნიზაციის შედეგად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 23 000-მდე და გზის მიმდებარედ განლაგებულ 13 სოფელში მცხოვრებ 7 000-მდე ადამიანს გადაადგილების პირობები გაუუმჯობესდება.

მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთის რეკონსტრუქციის სამუშოების ღირებულება 54 566 117 ლარია. სამუშაოების ვადად 29 თვეა განსაზღვრული“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


https://www.interpressnews.ge/ka/article/523885-moliti-chumateletis-gzis-rekonstrukciaze-xelshekruleba-gapormda/

Posted by: vatman 19 Dec 2018, 15:22
ამათ მაინც დამაინც შუა ზამთარში უნდა დაეწყოთ სამშენებლო სამუშაოები boli.gif

ქ.ზუგდიდში მესტიის მიმართულებით გადაადგილება შემოვლითი გზით განხორციელდება

18 დეკ, 2018 17:42:15
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქ. ზუგდიდში წყალარინების ქსელის მშენებლობის სამუშაოების წარმოებისთვის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ0-კმ2 მონაკვეთი 45 დღის განმავლობაში ჩაიკეტება. სამუშაოების წარმოების პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შემოვლით გზაზე გადაერთვება და ავტოტრანსპორტი მესტიის მიმართულებით და უკან იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 333-ე კმ-დან ჭავჭავაძის ქუჩის გამოყენებით.
დროის ამ პერიოდში, ავტოტარნსპორტის გადაადგილება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.

http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1545140579&pid=1388404621

Posted by: ძლივს 21 Dec 2018, 01:50
QUOTE
გადადით ბმულზე, ბევრი საინტერესო რამე წერია მთის გზების მიმართულებით მთავრობის გეგმებზე
https://www.mtisambebi.ge/news/business/ite...eblobis-proeqti


კარგია

Posted by: Snow93 21 Dec 2018, 18:48
მივესალმები ღირსეული ხალხის ასე დაფასებას!
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, დღეს დედაქალაქში, საბურთალოს რაიონში მარიამ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა გაიხსნა. მარიამ ლორთქიფანიძე ქართველი ისტორიკოსი, აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე იყო, ასევე,100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ღირსების ორდენის მფლობელი და თბილისის საპატიო მოქალაქე.
user posted image

Posted by: ნიკა 21 Dec 2018, 20:26
აქაა ეგ დასაწერი
https://forum.ge/?f=51&showtopic=34975300

Posted by: ნიკა 24 Dec 2018, 09:32
განახლებული ინფო ფარავანიდან
მოხისის გადასახვევიდან ალგეთის ხიდამდე მანგლისის გზა ჩავთვალო რომ აღარაა. ედიკასდროინდელივით გახდა
წალკის მერე გზა დაგებულია სამებას შესასვლელამდე. მერე მოდის სამებას ზედანგრეული გზა, სადაც ნახევარ მეტრზე დიდი ორმოებია (ასფალტი აყარეს და მისი დანგრევა გაათმაგებული სიჩქარით წავიდა). სამება-განთიადი როგორც ჩანს მოასწრეს გრუნტის დაყრა ასფალტის დაგების წინ და ისეთი დანგრეული აღარაა. განთიადიდან აიაზმამდე როგორს იყო ისევეა. მერე კაი გზაა ფოკამდე.

Posted by: ნიკა 5 Jan 2019, 12:02
2-ში ცოტა გავიკატავე. სიტუაცია გზებზე

საგურამოს გზას დედა არ ყავს. მიდის კომუნიკაციების რემონტი. სავარაუდოდ მთლიანად შეკეთდება. ტენდერებში ძებნის სპეციალისტებს არ გაგიჭირდებათ შესაბამისი ინფოს მოძიება wink.gif ჩემთვის ეგ საიტი ისევ ჩინურადაა biggrin.gif

ცხვარიჭამია-თიანეთი კაი ასფალტის გზაა. საბადურის ტყეში ნუღარ წახვალთ საგუნდაოდ. ლამის "ბაკურიანის საცობი" ხდებოდა იქაც. როგორც ამბობენ გლდანი-ცხვარიჭამია საკმაოდ დაზიანებულია. მაგის ზუსტი ინფო არ მაქვს.

თიანეთი-ახმეტა. როგორც იცით ეს გზა მთლიანად კეთდება. დაიწყეს თიანეთის მხრიდან და საკმაოდ დიდი მონაკვეთი უკვე გაგანიერებულია. თოვლი იდო და არ ჩანდა, თუმცა მგონი გრუნტიც მოსწორებული იყო საკაიფოდ. ტემპი თუ არ დააგდეს არის შანსი რომ 2 დაასრულონ წელიწადში (კაი ვღადაობ biggrin.gif მაგრამ იმედი მაინც მაქვს 30 კილომეტრამდეა მგონი სულ). ხო დამავიწყდა, ყველაზე დანგრეული ბოლო მონაკვეთზეა ახმატასთან. ძველი ასფალტი აყრილია და წყალმა მოსპო იქაურობა.

Posted by: ilo44 5 Jan 2019, 14:05
ოზურგეთი-ქობულეთის (ოზურგეთი-ქაქუთის(ჩოლოქის) მინაკვეთის) გზის სრული რეაბილიტაცია დასრულებულია!

Posted by: ნიკა 7 Jan 2019, 17:19
360-იანები თიანეთი-ახმეტადან

ღულელები
https://goo.gl/maps/zkKmKtX5WCQ2

ჩეკურაანთგორი
https://goo.gl/maps/mcwDM36co8p

თიანეთთან ახმეტისკენ გზაზე
https://goo.gl/maps/rsKnKjzBryv

ილტოს ხეობა
https://goo.gl/maps/HNTomFqmX1B2

დამბა ილტოზე
https://goo.gl/maps/Ho7qQ42UH6u

Posted by: ნიკა 13 Jan 2019, 23:41
დღეს ბარისახოსკენ ვიყვი. გზა გაწმენდილია კორშას მერე ხიდი როა და მარცხნივ სოფლების გადასახვევამდე. მერე ფაფუ
https://goo.gl/maps/f8GrKqso2RR2

Posted by: vatman 14 Jan 2019, 11:05
სტაფნწიმინდა-სამების რეაბილიტირებულ გზაზე ვინმე ყოფილხართ?
მანდ ჩვეულებრივი მონოპრივოდი უპრობლემოდ ავა? ზამთრის სეზონს რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ?
და იმედია ავტობუსებისათვის გათვლილი არ არის

ნუ მე ვფიქრობ რო მაგ გზაზე თავისუფალი მოძრაობა არ უნდა იყოს. ანუ რაღაც შეზღუდვები უნდა იყოს. მაგალითად როგორც როგორც ნეკრესში სადაც მაშრუტკები ემსახურება. ან ფასიანი იყოს ასვლა. ყველა თუ ავიდა უპრობლემოდ მანქანით, დედას უტირებენ იქაურობას

Posted by: JSB14BSJ 14 Jan 2019, 20:24
ამაზე გვაქვს ცალკე თემა?

https://imedinews.ge/ge/ekonomika/92940/sachkhereonis-gzis-msheneblobaze-373-milionis-kontraqtebi-gapormda

Posted by: ნიკა 14 Jan 2019, 20:29
vatman
QUOTE
და იმედია ავტობუსებისათვის გათვლილი არ არის

ცხადია ივლიან ავტობუსები biggrin.gif

QUOTE
ნუ მე ვფიქრობ რო მაგ გზაზე თავისუფალი მოძრაობა არ უნდა იყოს. ანუ რაღაც შეზღუდვები უნდა იყოს. მაგალითად როგორც როგორც ნეკრესში სადაც მაშრუტკები ემსახურება. ან ფასიანი იყოს ასვლა. ყველა თუ ავიდა უპრობლემოდ მანქანით, დედას უტირებენ იქაურობას

იქნება.

Posted by: Snow93 14 Jan 2019, 22:41
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის უზრუნველყოფის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე დაამონტაჟა და ეფექტიანად მოქმედებს 1 441 ვიდეოკამერა, რომლებიც სამინისტროს ერთიან ქსელშია ჩართული. მათ შორის, 795 ზოგადი ხედვის, 646 კი – ე.წ. “ჭკვიანი” ვიდეოკამერაა.
სამინისტრო 2019 წელსაც განაგრძობს ქვეყნის ტერიტორიაზე სიჩქარის მზომი სექციური რადარებისა და ე.წ. “ჭკვიანი” ვიდეოკამერების განთავსებას და ამოქმედებას.
აღსანიშნავია, რომ სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ მთავრობის 510-ე დადგენილების ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის ძალაში შესვლის შესაბამისად, ე.წ. “ჭკვიანი” კამერების მეშვეობით, 14 იანვრიდან, ავტომატურ რეჟიმში მოხდება იმ ავტომობილების დაჯარიმება, რომლებსაც კანონის შესაბამისად, არ გაუვლიათ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.
ამ დროისთვის, ვიდეოკამერები თბილისის და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა გადანაწილებული.
შეგახსენებთ, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ვიდეოჯარიმის გამოწერის შესახებ.
შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში, ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე სარგებლობს 20% -იანი შეღავათით.
იმ შემთხვევაში, თუ პირი ვიდეოჯარიმასმოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით ეგზავნება, ხოლო ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება.
საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებგვერდზე: www.police.ge. აღნიშნული წესი ამოქმედდა 2017 წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შესული რეგულაციით, რომლის თანახმადაც, ვიდეოჯარიმის ქვითარი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე – police.ge-ზესაჯაროდ ქვეყნდება.

Posted by: iviko18 15 Jan 2019, 01:10
QUOTE (ilo44 @ 5 Jan 2019, 14:05 )
ოზურგეთი-ქობულეთის (ოზურგეთი-ქაქუთის(ჩოლოქის) მინაკვეთის) გზის სრული რეაბილიტაცია დასრულებულია!

ძალიან კარგი ამბავი up.gif

..............

Posted by: vatman 15 Jan 2019, 10:07
ნიკა
QUOTE
იქნება.

რა იქნება

თავისუფალი მოძრაობა არ იქნება თუ ბარდაგი ? wink.gif

ისე მანდაც მოაჯდებიან ბიზნესს წვეროსანი ბიზნესმენები

Posted by: Foreign-Affairs 15 Jan 2019, 12:36
ადიგენი-გოდერძი-ბათუმის დამაკავშირებელი გზის შეკეთებაზე ისმის რამე?
არის შანსი წელს ზაფხულში რომ გაკეთებული იყოს?

Posted by: suzgsxr 15 Jan 2019, 22:39
ბაკურიანში სედანით ავალ? როგორი გზაა? პირველად ავდივარ.

Posted by: ნიკა 16 Jan 2019, 00:18
vatman
მოძრაობა იქნება თავისუფალი და შესაბამისად ბარდაგიც იქნება biggrin.gif

Posted by: vatman 16 Jan 2019, 10:30
ნიკა
QUOTE
მოძრაობა იქნება თავისუფალი და შესაბამისად ბარდაგიც იქნება

ძაან ოპტიმისტურად ჟღერს givi.gif

კინჩხას ჩანჩქერზე რაც გზა გაიყვანეს, მანდაც დედა ეტირა სიტუაციას, სრული ბარდაგი. არადა რა კარგი იყო სანამ ჩანქჩქერზე მოსახვედრად ღობეზე უნდა გადამძრალიყავი და სედანები სკოლის იქით ვერ ადიოდნენ drug.gif

პ.ს ჯიპი არ მყავს biggrin.gif

Posted by: Snow93 16 Jan 2019, 11:35
„სამწუხაროდ ჯერ კიდევ არის შემორჩენილი კომპანიები, რომლებიც უპასუხისმგებლოდ იქცევიან და ჩვენც გვქონდა ასეთი კონკრეტული მაგალითები, მაგალითად ვარკეთილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგრძელდა 7 თვის განმავლობაში. 50 მეტრის მონაკვეთის რეაბილიტაცია ხდებოდა 7 თვის განმავლობაში, კატასტროფაა. ასეთი კომპანიები არ უნდა იყვნენ ჩვენს გვერდით. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ მსგავსმა კომპანიებმა ვერ მიიღონ ტენდერებში მონაწილეობა. შემდეგ ყველა პრეტენზია მოდის მუნიციპალიტეტზე და არავი არ უყურებს იმას, რომ ის კომპანია არაკეთილსინდისიერად მოიქცა.“

ამის შესახებ თბილისის მერმა, კახი კალაძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. 2019 წელი, 16 იანვარი.

Posted by: mrpitkina 16 Jan 2019, 11:46
QUOTE
ამის შესახებ თბილისის მერმა, კახი კალაძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. 2019 წელი, 16 იანვარი.

ისევ იგივე

სტალინმა არაფერი იცოდა დახვრეტების შესახებ facepalm.gif

Posted by: ნიკა 16 Jan 2019, 16:41
vatman
QUOTE
კინჩხას ჩანჩქერზე

ეგ ისედაც მოსპეს ზედ ბილიკის დადგმით sad.gif

mrpitkina
QUOTE
სტალინმა არაფერი იცოდა დახვრეტების შესახებ facepalm.gif

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Snow93 17 Jan 2019, 14:49
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი და ლიპყინული) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ37-კმ55 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Posted by: da_to 18 Jan 2019, 09:51
სიახელეები დაგეგმილი სამუშაოების შესახებ :

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს შემდეგ ტენდერებს :

1. საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტერი საავტომობილო გზის კმ 36 - კმ 49 უდაბნო-გარეჯის მონასტრის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4`753`523.00 GEL

2. კოდა - ფარცხისი - მანგლისი - წალკა - ნინოწმინდას (შ-31) საავტომობილო გზის კმ 27 სოფელი ორბეთი კმ1 - კმ9,5 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4`646`784.00 GEL

3. თეთრიწყარო-დაღეთი-ტოპანი-ბოლნისის (შ-35) საავტომობილო გზის კმ 1 - კმ 8 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4`897`757.00 GEL

4. თბილისი (ველი)-გაჩიანი-რუსთავის (შ-32) საავტომობილო გზის კმ 3,4 - კმ 8,8 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4`650`180.00 GEL

5. წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის საავტომობილო გზის კმ 7 - კმ 14,2 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5`321`070.00 GEL

6. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ132-კმ135 მონაკვეთზე გვირაბის შემოსავლელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები და მის მიმდებარედ მდინარის კალაპოტის ფორმირების სამუშაოები - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2`880`848.00 GEL

7. ხაშური-ახალციხე-ვალე (თურქეთის რესპუბლილის საზღვარი) (ს-8) საავტომობილო გზის კმ 18 - კმ 23 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7`562`749.00 GEL

8. ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ 33 - კმ 51,15 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 11`473`022.00 GEL

9. წესი - ურავის საავტომობილო გზის კმ1 - კმ14.2 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 23`011`350.00 GEL

10. ხონი-სამტრედიის ს/გზის 9+160 კმ-ზე მდ. გუბისწყალზე ახალი სახიდე გადასასვლელის პროექტირება-მშენებლობა - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1`588`748.00 GEL

11. წალენჯიხა-ლია-ფახულანის საავტომობილო გზის მე-10 კმ-ზე მდ. ენგურზე ახალი სახიდე გადასასვლელის პროექტირება-მშენებლობა - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6`578`914.00 GEL





Posted by: vatman 18 Jan 2019, 09:59
da_to
QUOTE
1. საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტერი საავტომობილო გზის კმ 36 - კმ 49 უდაბნო-გარეჯის მონასტრის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4`753`523.00 GEL

მოკლედ გარეჯსაც მიაწყდება ვიზიტორების უფრო დიდი არმია, ნუ აქამდეც არ აკლდა

QUOTE
8. ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ 33 - კმ 51,15 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 11`473`022.00 GEL

ესე იგი ბარისახომდე ასფალტი იქნება

Posted by: Snow93 18 Jan 2019, 10:59
ძალიან კარგი და საჭირო პროექტებია, მთავარია დროზე გაკეთდეს

Posted by: Snow93 20 Jan 2019, 14:35
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ქარბუქის და შეზღუდული ხილვადობის გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთადან საავტომობილო გზის 85-ე კმ-მდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მოხდება.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Posted by: ნიკა 20 Jan 2019, 22:32
Snow93
გაიხსნა მსუბუქებისთვის უკვე და საცობია აშინელი გუდაურის აქეთ.

Posted by: da_to 21 Jan 2019, 11:26
ხაშური-ახალციხე-ვალე (თურქეთის რესპუბლილის საზღვარი) (ს-8) საავტომობილო გზის კმ 79 - კმ 80 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1`444`690.00 GEL
ხაშური-ახალციხე-ვალე (თურქეთის რესპუბლილის საზღვარი) (ს-8) საავტომობილო გზის კმ 32 - კმ 34 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3`325`542.00 GEL
სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთზე, საავტომობილო გვირაბის მიმდებარედ, მოსაბრუნებელი საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4`485`415.00 GEL

Posted by: ნიკა 21 Jan 2019, 12:14
QUOTE
ხაშური-ახალციხე-ვალე (თურქეთის რესპუბლილის საზღვარი) (ს-8) საავტომობილო გზის კმ 79 - კმ 80 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1`444`690.00 GEL

კმ 80 ჩემი გაზომვით არის ადგიგენის გადასახვევი. ანუ მაგ გადასახვევამდე 1 კმ იანი მონაკვეთი გამოდის.

კმ 32 არის ლიკანის გადასახვევთან.
* * *
QUOTE (da_to @ 18 Jan 2019, 09:51 )
სიახელეები დაგეგმილი სამუშაოების შესახებ :

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს შემდეგ ტენდერებს :

1. საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტერი საავტომობილო გზის კმ 36 - კმ 49 უდაბნო-გარეჯის მონასტრის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4`753`523.00 GEL

2. კოდა - ფარცხისი - მანგლისი - წალკა - ნინოწმინდას (შ-31) საავტომობილო გზის კმ 27 სოფელი ორბეთი კმ1 - კმ9,5 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4`646`784.00 GEL

3. თეთრიწყარო-დაღეთი-ტოპანი-ბოლნისის (შ-35) საავტომობილო გზის კმ 1 - კმ 8 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4`897`757.00 GEL

4. თბილისი (ველი)-გაჩიანი-რუსთავის (შ-32) საავტომობილო გზის კმ 3,4 - კმ 8,8 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4`650`180.00 GEL

5. წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის საავტომობილო გზის კმ 7 - კმ 14,2 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5`321`070.00 GEL

6. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ132-კმ135 მონაკვეთზე გვირაბის შემოსავლელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები და მის მიმდებარედ მდინარის კალაპოტის ფორმირების სამუშაოები - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2`880`848.00 GEL

7. ხაშური-ახალციხე-ვალე (თურქეთის რესპუბლილის საზღვარი) (ს-8) საავტომობილო გზის კმ 18 - კმ 23 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7`562`749.00 GEL

8. ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ 33 - კმ 51,15 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 11`473`022.00 GEL

9. წესი - ურავის საავტომობილო გზის კმ1 - კმ14.2 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 23`011`350.00 GEL

10. ხონი-სამტრედიის ს/გზის 9+160 კმ-ზე მდ. გუბისწყალზე ახალი სახიდე გადასასვლელის პროექტირება-მშენებლობა - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1`588`748.00 GEL

11. წალენჯიხა-ლია-ფახულანის საავტომობილო გზის მე-10 კმ-ზე მდ. ენგურზე ახალი სახიდე გადასასვლელის პროექტირება-მშენებლობა - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6`578`914.00 GEL

1) გარეჯის გზა გასაკეთებელია. სირცხვილია ეგეთი გზა რომ არის. მე რატომღაც მეგონა რომ უკვე გაკეთებულია

2) ორბეთი-კოდაფარცხისი საჭირო გზაა. თეთრ წყაროში თუ მიდიხარ უფრო მოკლეზე წახვალ წყნეთიდან ორბეთში და მერე ამ გზით ფარცხისი-თეთრი წყარო. თუმცა მანგლისის გზას რას უპირებენ ნეტა? დედა არ ყავს და გასაკეთეველია მოხისის გადასახვევიდან მანგლისამდე და მერე ნანგლისიდან ალგეთის ხიდამდე მთლიანად.

3) ესეც საჭირო გზაა. როგორც ვხვდები ჯერ სრულად არ გაკეთდება მაგრამ იმედია მთლიანად ასფალტისას გააკეთებენ.

4) არ ვიცი სადაა biggrin.gif

5) არც ეს biggrin.gif

6) გასაგებია. ძველი გზაა მყინვარმა რაც დაანგრია 2-ჯერ. უდაოდ საჭიროა ეგ გზაც მწყობრში იყოს გვირაბის დაკეტვა თუ საჭირო გახდა სამუშაოებისთვის.

7) აქ არ მახსოვს რა ხდება, თუმცა ეგ გზა აშკარად ვიწროა და გასაგანიერებელი.

8) ლოგიკურია რომ კორშამდე ასფალტი გააკეთონ.

9) ურავში საინელი გზა იყო როგორც ვიცი

დანარჩენი არ ვიცი

თუმცა წალკა-ნარდევანს მიხედონ დროზე კარგი იქნებოდა.

კიდევ ახალციხე-ადიგენის გზაზე მგონი დროა დამეწყრილ მონაკვეთებს რამე საშველი დაადგან. გასაგებია რომ 10 წლის წინ, როცა ეგ გზა პირველად გარემონტდა არ გვქონდა ამის ფუფუნება, ახლა კი უკვე სირცხვილია ეგრე მიგდებული როა.

Posted by: Snow93 22 Jan 2019, 15:28
თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Posted by: Snow93 24 Jan 2019, 19:42
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-ველი-გაჩიანი-რუსთავის საავტომობილო გზაზე, 2.2 კმ-იან მონაკვეთზე დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო.

პროექტი ფარგლებში 2.2 კმ-იან მონაკვეთზე მოეწყო ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდა ხელოვნური ნაგებობები. ასევე, მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. განხორციელდა საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოები 2018 წლის ივნისში დაიწყო და დეკემბერში დასრულდა.

თბილისი-ველი-გაჩიანი-რუსთავის საავტომობილო გზაზე, 2018 წელს, ასევე განხორციელდა არსებული დაზიანებული გზაგამტარის რებილიტაცია, აღნიშნული გზით მოსარგებლეებს უკვე, შეუძლიათ განახლებული გზითა და ხიდით ისარგებლონ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ამ დროისთვის ქვემო ქართლის რეგიონში 9 პროექტს ახორციელებს.

user posted imageuser posted imageuser posted image

Posted by: sandrobandro 27 Jan 2019, 19:31
გუდაურიდან სტეფანწმინდისკენ რა სიტუაციაა? ძალიან დიდი თოვლია? 4X4-ზე ჯიპით, ზამთრის საბურავებით ავალ თუ ჩაკეტილი საერთოდ გზა?

Posted by: ნიკა 28 Jan 2019, 00:35
sandrobandro
http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1548612311&pid=1388404621

ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია
27 იან, 2019 22:04:49

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა. რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

Posted by: Snow93 28 Jan 2019, 19:26
ზვავსაშიშროების გამო კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
28 იან, 2019 18:57:05
ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ173-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

თოვლისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ173 (ხაიში-კალა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ30-კმ90 (ჯვარი-დიზი) მონაკვეთზე თავისუფალია. ხოლო, კმ90-კმ173 (დიზი-კალა) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამავე გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Posted by: mike d 3 Feb 2019, 21:47
მოგესალმებით,

ხომ არ იცით რა მდგომარეობაშია ზესტაფონი-ხარაგაული და ხარაგაული-ღორეშა-უბისას გზა?

იქით კვირას ვაპირებ მაქეთ და მაინტერესებდა ეგ გზა თუ ღირს მანქანით გასასეირნებლად.

Posted by: ნიკა 3 Feb 2019, 23:15
mike d
QUOTE
ზესტაფონი-ხარაგაული

შ55 ძირულა-ხარაგაული? სამშაბათს მივდივარ და ვნახავ
ხოლო თუ შ101 ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულზე კითხულობ. საკმაოდ დაზიანებულია ეგ გზა sad.gif

ხარაგაული-ღორეშა-უბისა არ ვიცი თუმცა უკანა გზაზე შემიძლია ეგეც ვნახო არ მეზარება თუ სიბნელე არ იქნა

Posted by: mike d 4 Feb 2019, 05:35
ნიკა
დიდი მადლობა, გაიხარე ნიკა.

ჰოო, ხარაგაული არის ერთერთი იშვიათი რაიცენტრი არაოკუპირებულ საქართველოში სადაც არასდროს ვყოფილვარ.
დასავლეთში მივდივარ დღეს რამდენიმე დღით და მეთქი უკანა გზაზე შევივლიდი ვნახავდი და გადმოვიდოდი ღორეშათი. სადღაც კი წავიკითხე ისე რომ არემონტებდნენ მანდ გზებს. მარა ხომ ვიცი დაწერენ 2017-იო და ჯერ დაწყებულიც არ არის ხოლმე.

Posted by: otokarcobra 4 Feb 2019, 11:38
mike d
ცენტრალური გზიდან (ს-1) ხარგაულამდე დედა რო არ ყავს ვიცი ზუსტად

Posted by: mywebber 4 Feb 2019, 12:49
არათემატურია მაგრამ, ჭორები დადის მერია თბილისის ზღვისკენ გადააქვთო და ვინმეს რამე ინფო ხომ არ გაქვთ?

Posted by: ნიკა 5 Feb 2019, 22:17
mike d
ვიყავი დღეს. მართლაც საშინელ დღეშია ძირულა-ხარაგაული
ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაული 2018-ის ზაფხულში მაგაზე ბევრად უკეთეს დღეში იყო. ახლა რა ხდება არ ვიცი. უკან წამოვედი ღორეშაზე. დავუჯერე OSM-ის რუკას და ძალიან ორღობეში ვიარე ხარაგაულიდან ბაზალეთამდე. ახლა უკვე დავარედაქტირე ეგ ადგილი. მოკლედ ხარაგაული-ბაზალეთი-ღარიხევი სავარაუდოდ სულ სისინა ასფალტის გზაა. მაგრამ ღარიხევის გადასახვევიდან ღორეშამდე სულ გრუნტია. ცუდი გზა არაა, თუმცა ბევრად მეტი გიწევს გრუნტზე სიარული, ვიდრე ხარაგაულიდან ძირულასკენ.

Posted by: mike d 6 Feb 2019, 04:09
ნიკა
ძაან დიდი მადლობა ნიკა.

ისე რუკის მიხედვით ბაზალეთიდან გზა წითელხევი, სარგვეში ღორეშაზე არ გადის.?

მოკლედ გამოდის რომ საქართველოს მაშტაბით, ოკუპირებული ტერიტორიებიც რომ ჩავთვალოთ ხარაგაული არის ერთადერთი რაიცენტრი სადაც ნორმალური მისასვლელი გზა არ არის.

Posted by: ნიკა 6 Feb 2019, 15:00
QUOTE
ისე რუკის მიხედვით ბაზალეთიდან გზა წითელხევი, სარგვეში ღორეშაზე არ გადის.?

კი ეგრე გადის

აი ეს მონაკვეთია ასფალტი
https://www.openstreetmap.org/directions?engine=graphhopper_foot&route=42.0248%2C43.1972%3B42.0373%2C43.2180#map=14/42.0341/43.2162

რუკაზე კი ასე ეხატა უკეთესი გზა
https://www.openstreetmap.org/directions?engine=graphhopper_foot&route=42.0188%2C43.2067%3B42.0327%2C43.2138

ახლა ჩასწორებულია და მალე რენდერებშიც გამოჩნდება პირველი მთავა გზად.

Posted by: vatman 9 Feb 2019, 22:24
დღეს გუდაურში მომიწია წასვლა.
შარშანდელთან შედარებით გზა უკეთეს მდგომარეობაში, მარა მარტში ორმოების რაოდენობა მოიმატებს.

რედკო კი მომხმარებლებზე ორიენტირებული კომპანიაა vis.gif .
მისასვლელ გზას არ წმინდავენ, პარკირება ხო მანდ ფანტასტიურია

Posted by: ilo44 16 Feb 2019, 09:42
ქვიშხეთთან ვიღაცა ისე გაამწარა ჭკვიანმა კამერამ, ცალ მხარეს ჩამოუხსნია და წაუღია smile.gif

Posted by: ნიკა 18 Feb 2019, 22:26
პანკისი-თუშეთისა და ხევსურეთი-თუშეთის გზების მშენებლობის პროექტები ჩავარდა

https://mtisambebi.ge/news/ecology/item/899-pankisi-tushetisa-da-xevsureti-tushetis-gzebis-msheneblobis-proeqtebi-chavarda

ნეტა რა ხდება დანარჩენ ფუტურისტულ გზებზე როგორიცაა ჯუთა-როშკა და ლენდეტი-მესტია?

Posted by: iviko18 18 Feb 2019, 22:58
QUOTE (ნიკა @ 18 Feb 2019, 22:26 )
პანკისი-თუშეთისა და ხევსურეთი-თუშეთის გზების მშენებლობის პროექტები ჩავარდა

https://mtisambebi.ge/news/ecology/item/899-pankisi-tushetisa-da-xevsureti-tushetis-gzebis-msheneblobis-proeqtebi-chavarda

ნეტა რა ხდება დანარჩენ ფუტურისტულ გზებზე როგორიცაა ჯუთა-როშკა და ლენდეტი-მესტია?

ანუ ტიპებს 5 ლიმონი იმაში გადაუხადეს, რომ ეთქვათ აქ გზა ვერ გავაო? spy.gif

Posted by: ნიკა 19 Feb 2019, 11:20
iviko18
აბა. ამ დროს როგორც მახსოვს ლიმონიც კი არ დახარჯეს როშკა-არხოტის გზის არა თუ პროექტირებაზე, აშენებაზე (ნუ თავდაპირველი რიცხვები რომ მახსოვს ასობით ათასებზე მიდიოდა იქ საუბარი). ამიტომაც მივიღეთ საშინელი გზა რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ფაქტიურად თავიდანაა გასაყვანი. რასაც იმედია იზავენ.

ლიმონების მოტეხვას რაც შეეხება ისევ გაგრძელდება. თუშეთის ძველი გზის რეაბილიტაციაო. მალევე უღელტეხილთან რომ ხიდია იქამდე ბეტონის იქნებაო.

Posted by: Snow93 18 Mar 2019, 18:06
თბილისი-თიანეთის გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
18 მარ, 2019 17:51:58
რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვლი, ქარბუქი და ნამქერები) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი(გლდანი)-თიანეთის საავტომობილო გზის კმ18-კმ30 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Posted by: Foreign-Affairs 23 Mar 2019, 21:54
საირმე-ზეკარი-აბასთუმნის გზის მშენებლობა რა პროცესშია?
როდის იგეგმება გახსნა?

Posted by: ნიკა 25 Mar 2019, 19:01
Foreign-Affairs
გავმეორდები. საირმე-ზეკარი-აბასთუმანი გზა არ არსებობს. არის საირმე-აბასთუმანი და ზეკარი-აბასთმანი.

ჯერ იძახდნენ რომ ახალი გზა ზეკარი-აბასთუმანი მარშუტით უნდა გაკეთებულიყო. ეტყობა აღმოაჩინეს რომ ძალიან რთული იქნება ეგ ამბავი და ბოლოს ჭორები გავიგე ისევ საირმე-აბასთუმანი უნდათ რომ გააკეთონ. არა და წყალთაშუა-საირმე ძალიან ვიწრო გზაა.

პ.ს. სამუშაოები ზევით ვერ იქნება ახლა, რადგან 2 მეტრი თოვლია ალბათ.
ასევე უცნობია აბასთუმნის შემოვლითი გზის პროეტირებაზე რა ხდება.

Posted by: Foreign-Affairs 25 Mar 2019, 21:00
ნიკა
მადლობა.
თუკი საირმე-აბასთუმანი გაკეთდა ეს ცუდი იქნება: შესაძლოა ტრაილერებმა ქუთაისიდან ახალციხემდე და პირიქით ამ გზით იარონ რაც არასახარბიელო იქნება.

პ.ს. ზეკარიდან ხო ჩამოდიხარ საირმის გადასახვევამდე? აი ბაღდათიდან რომ საირმისაკენ მიდიხარ, ერთი გზა ზეკარზე რომ მიდის და მეორე საირმისაკენ? ასევე საირმიდანაც მიდის აბასთუმნისაკენ გზა. ზეკარი-აბასთუმანზე გადახვეული მანქანა არ მინახავს, მარა საირმიდან აბასთუმისაკენ რამდენიც გინდა.

კარგია რომ ასე ერკვევი გზებში. ეს გზა ძალიან საინტერესოა და თუკი რაიმე დამატებით ინფორმაციას გაიგებ დაწერე ხოლმე რა.

Posted by: ნიკა 26 Mar 2019, 22:05
Foreign-Affairs
QUOTE
ზეკარი-აბასთუმანზე გადახვეული მანქანა არ მინახავს

ამჟამად ეგ გზა ჩანგრეულია და შესაბამისად არც მანქანები დადის.

Posted by: Carver 28 Mar 2019, 16:04
QUOTE (ნიკა @ 18 Feb 2019, 22:26 )
პანკისი-თუშეთისა და ხევსურეთი-თუშეთის გზების მშენებლობის პროექტები ჩავარდა

https://mtisambebi.ge/news/ecology/item/899-pankisi-tushetisa-da-xevsureti-tushetis-gzebis-msheneblobis-proeqtebi-chavarda

ნეტა რა ხდება დანარჩენ ფუტურისტულ გზებზე როგორიცაა ჯუთა-როშკა და ლენდეტი-მესტია?

თუშეთთან დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის შესახებ საქართველოს მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2016 წლის 11 აგვისტოს, თუშეთში ყოფნისას განაცხადა
2018 წლის მარტში პრემიერმა კვირიკაშვილმა განმარტა, რომ ახალი გზა თბილისიდან თუშეთში მანქანით მგზავრობის დროს სამჯერ შეამცირებდა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, „მთის ამბებთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ პანკისი-თუშეთის მიმართულებაზე ვერ მოხერხდა შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტილების მიღება, რთული რელიეფიდან გამომდინარე და გეოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით.
იმენა ტრაგიკომედიაა მთლიანი სტატია, ტიპი დაპირებებს ისროდა ჯიბიდან..





https://www.ick.ge/news/people/item/912-%E2%80%9Ekukushka%E2%80%9C-tushetamde

სპეციალისტთა ჯგუფმა თუშეთის სოფელ ომალოში შეუძლებლად მიიჩნია აეროდრომის მშენებლობა, რომლის მოწყობის თაობაზეც 2016 წლის 27 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
facepalm.gif

Posted by: ნიკა 3 Apr 2019, 16:17
ამასობაში მორიგი ფუტურისტული გეგმა დაისახა

ველისციხე-ჭერემი-კაკაბეთის გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

https://ipress.ge/new/velistsikhe-tcheremi-kakabethis-gzis-reabilitatsiaze-tenderi-gamotskhadda/

Posted by: mike d 3 Apr 2019, 21:04
http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1554274051

შატილისკენ გზას წმინდავენ. უღელტეხილზე ვართ უკვეო.

ისე ცოტა ადრე არ არის დათვისჯვრის გახსნა?

Posted by: ნიკა 4 Apr 2019, 19:06
უღელტეხილზე ვართო არ წერია. უღელტეხილის გაწმენდა მიდისო.

70 კმ აყზტად მიხვეულ მოხვეულებამდეა
https://www.openstreetmap.org/directions?engine=graphhopper_car&route=42.1185%2C44.7756%3B42.5235%2C45.0338#map=14/42.5297/45.0467

Posted by: mike d 4 Apr 2019, 21:33
"სამუშაოები უღელტეხილზე გრძელდება" ასე უწერიათ და..

თუ ზუსტად მასე აქვთ გადაზომილი დახლოებით 5 კმ დარჩენიათ უღელტეხილამდე.

როგორც მახსოვს კორშას მერე ჩაკეტილი იყო გზა. თუ მართლა მასეა, კარგად გაუწმენდიათ.

მარა დათვისჯვრის გახსნას ახლა გეგმავენ ნეტა თუ უბრალოდ გზას წმინდავენ სადამდეც შესაძლებელია.


Posted by: ნიკა 4 Apr 2019, 21:58
მე ვფიქრობ უღელტეხილის იქით უფრო მეტი ზვავი იქნება. და შეიძლება აქამდეც ამ დროს იწყებდნენ გაწმენდას სადამდეც შეძლებდნენ, უბრალოდ არ აანონსებდნენ მაგას და ჩვენც არ ვიცოდით

Posted by: ნიკა 7 Apr 2019, 00:17
ველისციხე-ჭერემი-კაკაბეთი საპროექტო სამუშაოების და გზშ შესყიდვის ტენდერი
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=297243&lang=ge

Posted by: vatman 9 Apr 2019, 11:24
წალკა-ფარავანის მონაკვეთის მფგომარეობაზე აქტუალური ინფორმაცია არის?
დალატკეს რამე თუ ისევ დედა არ ჰყავს?

Posted by: mike d 16 Apr 2019, 23:44
იმას მგონი დალატკვა აღარ უშველიდა ისე იყო დანგრეული. 3 კვირის წინ ვიყავი და დაზიანებულ ასფალტის იღებდნენ. საკმაოდ აქტიურად მუშაობდნენ.

Posted by: da_to 18 Apr 2019, 10:13
როგორც იქნა ვიღაცამ მოიფიქრა და ტრაქტორებზე დასაყენებელი ტექნიკა შეიძნა .... ზამთრის პერიოდში მთელ საქართველოში მექანიზატორის ტრაქტორების უმრავლესობა ისე დგას, ამ ტექნიკური საშუალებებით კი მათი გადაკეთება მარტივად შეიძლება ...

user posted image

Posted by: vatman 18 Apr 2019, 10:20
da_to
მე მგონი ეს იქაური კანტორის სს თუ შპს -ს სამხედრო გზის ტექნიკაა. გუდაურისკენ მექანიზატორს არ აქვს ცენტრი

Posted by: da_to 18 Apr 2019, 10:26
QUOTE
მე მგონი ეს იქაური კანტორის სს თუ შპს -ს სამხედრო გზის ტექნიკაა. გუდაურისკენ მექანიზატორს არ აქვს ცენტრი

მექანიზატორი ზოგადად ვთქვი, რამდენიმე წლის წინათ ქუთაისის შემოვლითი ვერ გაწმინდეს ტექნიკა არ გვაქვსო და ზეტაფონში ალბათ 30 ტრაქტორი იდგა ისე, რომ ქონოდათ ესეთი მისამაგრებლები და ნიჩბები ...

Posted by: vatman 18 Apr 2019, 10:47
da_to
შარშან თუ შარშანწინ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ხო იყიდა მსგავსი ტექნიკა, და შესაბამის კანტორებს დაურიგა. მე რაღაც ასეთი მახსოვს კიდევ

Posted by: Foreign-Affairs 9 May 2019, 14:34
ხერთვისისა და კუმურდოს ტაძრის ნახვა მინდა და რას მირჩევთ ხაშური-ახალციხე-ასპინძის გზით წავიდ-წამოვიდე თუ ნინოწმინდა-ახალქალაქის? გზის მდგომარეობა ამ უკანასკნელ მარშრუტზე როგორია?

ისტორიული ძეგლებისა და ლანდშაფტის მხრივ მგონი ნინოწმინდა-ახალქალაქი უკეთესია ხო?

Posted by: ნიკა 9 May 2019, 16:25
Foreign-Affairs
როგორც გავიგე ხერთვისი-ახლქალაქია ყველაზე დანგრეული მონაკვეთი, და ამის გავლა ორივე შემთხვევაში მოგიწევს. კუმურდოზე რეკონსტრუქცია მიდის და სავარაუდოდ დიდად ვერაფერს ნახავ. ხარაჩოებში იქნება ტაძარი მოქცეული.

ისტორიული ძეგლების მხრივ ცხადია ახალციხე-ასპინძით ჯობია, ბევრად მეტი ძეგლია. ლანდშაფტებით წალკა-ნინოწმინდათი.

Posted by: Foreign-Affairs 9 May 2019, 19:04
ნიკა
დიდი მადლობა.
როგორც ყოველთვის კარგი პასუხები გაქვს.

Posted by: ნიკა 9 May 2019, 21:18
არაფრის .

Posted by: ნიკა 11 May 2019, 15:04
აჰა აქაც შაისვარეს
http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1557555492

გერგეთის გზის დაზიანებულ მონაკვეთზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს

Posted by: ku123 11 May 2019, 15:36
კაია გზებს რომ აგებენ.ხო უნდა გვეღირსოს ნორმალური გზები.მივესალმები

Posted by: mike d 11 May 2019, 16:21
QUOTE
გერგეთის გზის დაზიანებულ მონაკვეთზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს

სირცხვილია რაა sad.gif

Posted by: ნიკა 11 May 2019, 17:03
ეს კი ძალიან სამწუხაროა
https://www.interpressnews.ge/ka/article/545915-gamgeblis-inpormaciit-tushetshi-stikiis-shedegad-dazianebul-gzis-monakvetze-charchenil-mcqemsebtan-da-traktoris-mzgolebtan-kavshiris-damqareba-ver-xerxdeba/

სტიქიამ თუშეთის გზის დიდი ნაწილი დააზიანა. გზა ჩახერგილია რამდენიმე ადგილას, ეს არის მე-9, მე-14, 27-ე და 56-ე კილომეტრებზე. ჩამოწოლილია მეწყერი. დღეის მდგომარეობით, ტურისტული სეზონის გახსნა, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირით გადაიდება

ერთ-ერთი დაზიანებული მონაკვეთი დღეს და 2016 წელს
user posted image
* * *
QUOTE (ნიკა @ 11 May 2019, 15:04 )
აჰა აქაც შაისვარეს
http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1557555492

გერგეთის გზის დაზიანებულ მონაკვეთზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს

აჰა ახალი მონაკვეტი ჩამოიქცა
https://www.facebook.com/photo.php?fbid=2391387387572596&set=pcb.2391387474239254&type=3&theater

აქ საყრდენი კედელიცაა და ეტყობა კარგად დააპროექტეს facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: ნიკა 12 May 2019, 18:17
ფოტოებიცაა

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1557656193

Posted by: roko-toko 12 May 2019, 19:55
ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა

https://imedinews.ge/ge/ekonomika/92940/sachkhereonis-gzis-msheneblobaze-373-milionis-kontraqtebi-gapormda

ამ გზაზე ხომ არ იცით რამე, აქეთ ამ საქმეში ჩახედული ხალხი ხართ ?

ჩემი აზრთ ეს გზა არის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული ქვეყნისათვის, ფაქტობრივად მთლიანად დაცლილია რაჭა და კიდე იცლება.

66 სოფლიდან ონის რაიონში, წინა წელს მარტო 2 ბავშვი დაიბადა კატასტროფაა

ვიცი იქაურების პოზიცია , რომ იტყვიან სულმოუთქმენლად ელოდენბიან



Posted by: ნიკა 12 May 2019, 21:33
მადნ რაც წერია მაგაზე მეტი არც ჩვენ ვიცით, თუმცა აგერ გერგეთის სამების უკვე არსებული გზის გაგანიერებასავით უხარისხოდ თუ აშენდა ეგ გზაც მალე დაინგრევა ეგეც სამწუხაროდ sad.gif და ზოგადად გზების შენების ტემპი ისეთია ახლო მომავალში მაგ გზის დასრულებას სამწუხაროდ არ უნდა ველოდოთ sad.gif

Posted by: ივანიჩ 20 May 2019, 15:00
მეგობრებო
თიანეთიდან ახმეტამდე როგორი გზაა?
დანგრეულია თუ სედანით ჩვეულებრივად ვივლი?
* * *
QUOTE
ზოგადად გზების შენების ტემპი ისეთია ახლო მომავალში მაგ გზის დასრულებას სამწუხაროდ არ უნდა ველოდოთ

რაჭულად შენდება, დინჯად biggrin.gif

Posted by: vatman 20 May 2019, 15:57
ივანიჩ
QUOTE
დანგრეულია თუ სედანით ჩვეულებრივად ვივლი?

შარშან დანგრეული იყო, მარა სედანით გავლადი, მარა შეგეცოდებოდა მანქანა. წელს მგონი რაღაც უფრო დაზიანდა, თუ არ ვცდები ახმეტისკენ

გერგეთის სამებისკენ ეხლა მანქანებს უშვებენ? ვგულისხმობ არა 4X4.

Posted by: otokarcobra 20 May 2019, 18:37
ბოლნისი-კაზრეთი დააგეს ბეტონის გზა მთლიანად....წავა რა ხარისხია

Posted by: otokarcobra 21 May 2019, 22:07
ახალქალაქიდან წამოვედი თბილისში ნინოწმინდა-წალკა-მანგლისი-წყნეთით....

ნინოწმინდიდან ფარავნის უღელტეხილის ჩათვლით ძალიან კარგი გზაა.როგორც კი უღელტეხილი მთავრდება, სოფელ საყდრიონიდან სოფელ სამების გასასვლელამდე (წალკამდე ფაქტიურად) მთლიანად აყრილი აქვთ გზა და მიდის სამუშაოები. კარგი მოშნი მანძილია და სულ თავბედი ვიწყევლე. მერე წალკის შესასვლელიდან მანგლისის გადასახვევამდე ისევ კარგი გზაა. მანგლისის გადასახვევიდან თონეთის გასასვლელამდე სრული პიზდეცია, თუმცა კაპიტალურად აკეთებენ და მიდის მუშაობა. თონეთიდან თბილისამდე კარგია.

მოკლედ სანამ არ მორჩებიან არ გაეკარით მაგ გზას

Posted by: ნიკა 21 May 2019, 23:25
QUOTE
სოფელ საყდრიონიდან სოფელ სამების გასასვლელამდე

ნარდევანი-საყრდიონს არ აკეთებენ?

QUOTE
მანგლისის გადასახვევიდან თონეთის გასასვლელამდე სრული პიზდეცია, თუმცა კაპიტალურად აკეთებენ

საინტერესო ინფოა. დაადგეს როგორც იქნა ამასაც საშველი. თუმცა ალგეთი-მანგლისიც კაი მომსპარი იყო ბოლოს რომ ვიყავი,

Posted by: otokarcobra 21 May 2019, 23:47
ნიკა
QUOTE
ნარდევანი-საყრდიონს არ აკეთებენ?

არა.... ზუსტად ნარდევანის გადასახვევიდან (პოლიციის განყოფილებიდან) სამების ბოლომდე, დაჟე ცოტა უნდა გაცდე კიდე....

თვითონ გადასახვევიდან ნარდევანამდე დასრულებულია მთლიანად, საკაიფო გასისინებუკი გზა ჩანდა, თავის დახაზვით

Posted by: Blueსტუმარი 22 May 2019, 00:28
საირმის გზა მოასფალტებული არის?

Posted by: buenos 26 May 2019, 19:06
ზედაზნის მონასტრამდე დააგეს ასვალტი?

Posted by: ნიკა 26 May 2019, 21:42
BlueVisitor
QUOTE
საირმის გზა მოასფალტებული არის?

შარშან რომ ვიყავი ერთ ადგილას იყო ჩამონგრეული და მანდ ალბათ გრუნტია.

Posted by: mendelsona 26 May 2019, 22:50
QUOTE
საირმის გზა მოასფალტებული არის?

yes.gif

Posted by: donrobita 27 May 2019, 10:58
QUOTE (buenos @ 26 May 2019, 19:06 )
ზედაზნის მონასტრამდე დააგეს ასვალტი?

კი ბოლომდე დაგებულია

ნახევარი ქვაფენილია, ნახევარი ასფალტი

Posted by: buenos 27 May 2019, 18:47
donrobita
QUOTE
კი ბოლომდე დაგებულია

up.gif სენქს

Posted by: wrangler7 27 May 2019, 20:13
QUOTE
საირმის გზა მოასფალტებული არის?

კაი გზაა ბოლომდე

Posted by: ნიკა 3 Jun 2019, 21:59
ფშაველი-აბანო-ომალოს გზის დაზიანებულ მონაკვეთებზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს


http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1559560923

Posted by: ნიკა 6 Jun 2019, 13:33
ორმოულ შეკეთებას აღარ უძახიან


მთელი ქვეყნის მასშტაბით დაზიანებული საგზაო მონაკვეთების აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს
06 ივნ, 2019 12:35:04

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, დაზიანებული საგზაო მონაკვეთების აღასდგენად, მოვლა-შენახვის ფარგლებში, გზების პერიოდული შეკეთების სამუშაოებს მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს.

ამ დროისთვის, სამუშაოები მიმდინარეობს, თბილისი სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 2 კმ-ზე, სამტრედია ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის ჯამში 19 კმ-ზე, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 13 კმ-ზე, ბონჯა-სათაფლიას გზის 6 კმ-ზე, სალხინო-დადიანების სასახლესთან მისასვლელი საავტომობილო გზის 4 კმ-ზე, აბაშა-მარტვილის საავტომობილო გზის 13 კმ-ზე, ზუგდიდი-ნარაზენი-ძველი ხიბულა-ახალი-ხიბულა-ზუბის საავტომობილო გზის 3 კმ-ზე, ახალციხე-ნინოწმინდა-სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი საავტომობილო გზის 18 კმ-ზე და ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის 11 კმ-ზე.

მიმდინარე კვირაში სამუშაოები დაიწყება ასევე, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 24 კმ-ზე, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 2 კმ-ზე, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 8 კმ-ზე და ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 6 კმ-ზე.

პერიოდული შეკეთების სამუშაოების ფარგლებში, აღდგება დაზიანებული გზის საფარი, განთავსდება სიჩქარის შემზღუდავი ხელოვნური ბარიერები, ბეტონის პარაპეტები, საორიენტაციო ბოძკინტები და საგზაო ნიშნები, განხორციელდება განახლებული საგზაო მონაკვეთების ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა პერიოდულად ნაწილობრივ შეიზღუდება, რის გამოც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

Posted by: ნიკა 11 Jun 2019, 16:54
გვირას გავიარე მარშუტი ბოლნისი-ფოლადაური-ულიანოვკა-ახქერფი-სადახლო.

ბოლნისი-ფოლადაური სისინა ასფალტია. ფოლადაური ულიანოვკა ოფროუდია გასაგები მიზეზების გამო. ოფიციალური გზა მანდ არ გადის biggrin.gif ახქერფი-სადახლო საშინლად დანგრეული ძველი ასფალტია. თუმცა სადახლოს მხრიდან აკეთებენ გზას (სადამდე გააკეთებენ არ ვიცი ჯერ იქნება ასე 5 კმ ხრეში დაყრილი და სანიაღვრეებს აკეთებენ).

ასევე კუმისში აიღეს მწოლიარე პოლიციელები და დააყენეს სექციური რადარები, რომლებიც ჯერ ჩართული არაა (ნიშნებიც არ აყენია შეზღუდვა რამდენი იქნება და არც კამერის გაფრთხილებაა), თუმცა მალე ჩაირთვება ალბათ.

Posted by: SwaT-2011 11 Jun 2019, 17:07
კვირას გავიარე უღელტეხილი და აქტიურად მუშაობდნენ, მეტრომშენის გვირაბებთან შორაპანსა და ძირულას შორის გზას აფართოვებდნენ, იქვე სამშენებლო ბაზას აშენებდნენ.
ალაგ-ალაგ ადგილებზე ტექნიკა მუშაობდა მიწის სამუშაოებს ასრულებდნენ.

ქუთაისის შემოვლითზეც კაი ტემპით მუშაობდნენ, მიწას ყრიდნენ. აღმოსავლეთიდან-დასავლეთის მიმართულებით მოდიან ნელ-ნელა

Posted by: ნიკა 12 Jun 2019, 11:04
SwaT-2011
თემები აგერია wink.gif

ეს კი აბასთუმნის შემოვლითი გზა. ნაპრ-ზე უკვე დაუტანიათ. ჭორები დადის აქტიურად მიდის მისი მშენებლობაო.

user posted image

Posted by: ნიკა 16 Jun 2019, 23:55
დღეს ვიყავი მანგლისში. გზა კეთდება უკვე ასე 5 კმ არის დარჩენილი მანგლისამდე. ასფალტის ახრა მიდიოდა მანგლისის შესასვლელთან. მანგლისი-ალგეთი მიწით შეავსეს ორმოები, იმედია მაგაზე არ გაჩერდებიან და მაგ მონაკვეთსაც გააკეტებენ

Posted by: Blueსტუმარი 17 Jun 2019, 00:16
მთავარი ავტობნის ბოლოში ოხრად მიდის სამუშაობები. მე მგონია 2 წელში ზუსტად მორჩებიან

Posted by: mike d 17 Jun 2019, 00:28
მეც მქონდა რამდენიმე გასვლა.

1. ფშავში-გზას ძაან აქტიურად აგებენ. თვალივს გასცდნენ კარგად და მერეც დიდ მანძილზე ძველი ასფალტი აღებული აქვთ და ალაგ ალაგ ახალიც არის დაგებული.
2.წალკა-ნადრევანსაც აკეთებენ. ტბეთის მერე ცოტა დაგებულია და იმის მერეც ასფალტი ახიკეს ასე რომ ის საშინელება აღარ არის რაც იყო წინა წლებში.
3.ტაბაწყურში გადავედი დღეს წალკიდან. განთიადში რომ არის გადასახვევი იმ გზით, თავიდან ბეტონის გზაა დარაქოი-არწივანი-კუშჩი, მერე უერთდება იმ ბიპის ასფალტის გზას რომელიც ჩემი აზრით საქართველოში არსებულ გზებში ყველაზე მაღალი ხარისხისაა. სავარაუდოდ რაღაც ბაზამდე მიდის, დრო არ მქონდა რომ მენახა. ტაბაწყურისკენ იგივე გზაა რაც იყო არაფერი შეცვლილა.
4. არის შანსი რომ ის რაც წალკის გზას დაემართა 1-2 წელიწადში იგივე დაემართოს ნინოწმინდა-ახალქალაქს და ახალქალაქიდან ხერთვისის მიმართულებით გზას. რამდენიმე ცუდი ორმო შემხვდა გზაზე.
5.თეთრიწყარო-წალკის გზას აგებენ, ალექსეევკას გაცდნენ უკვე და იმედია დანგრეულ ასფალტს სულ შეცვლიან. ლამაზი გზაა და თუ მოწესრიგდება შემოდგომაზე ლამაზი ტურის მოწყობა შეიძლება.
6. წალკა -დაშბაშის გზა დააგეს, ასევე აგებენ თრიალეთი წალკის გზას.
7.დიდგორი ნიჩბისის გზაც დაუგიათ შარშან. გასისინებული ასფალტია.

Posted by: otokarcobra 17 Jun 2019, 12:54
mike d
QUOTE
4. არის შანსი რომ ის რაც წალკის გზას დაემართა 1-2 წელიწადში იგივე დაემართოს ნინოწმინდა-ახალქალაქს და ახალქალაქიდან ხერთვისის მიმართულებით გზას. რამდენიმე ცუდი ორმო შემხვდა გზაზე.


ნინოწმინდა ახალქალაქი საზიზღრობაა ისედაც და ახალქალაქი-ხერთვისს უკვე მაგარი დანძრეული აქვს

Posted by: SwaT-2011 17 Jun 2019, 19:56
ნიკა
ეხლა მივხვდი, ავტობანის თემაში რო შევედი და ჩემი ფოსტი ვერ ვიპოვე biggrin.gif მერე მივხვდი, რომ აქ დავტოვებდი 100% )))

Posted by: ნიკა 17 Jun 2019, 23:51
QUOTE
7.დიდგორი ნიჩბისის გზაც დაუგიათ შარშან. გასისინებული ასფალტია.

წელს მორჩნენ. შარშან 1-2 კმ იყო კიდევ დარჩენილი დეკემბერში.

QUOTE
5.თეთრიწყარო-წალკის გზას აგებენ,

თეთრიწყარო-გომარეთიც თუ გააკეთეს უმაგრესი წრიული მარშუტები შეიკვრება.
* * *
დიდგორის გზა დრონიდან და სხვ

https://www.facebook.com/vardzelashvili/media_set?set=a.10213334009417380&type=3&hc_location=ufi

Posted by: vatman 19 Jun 2019, 12:44
ნიკა
შენ უეჭველი გეცოდინება ბაკურიანიდან ტაბაწყურამდე ცალ ხიდიანი სედანით მიისვლება?


Posted by: ნიკა 19 Jun 2019, 23:31
კი მიისვლება, მაგრამ ძირი აღარ დარჩება ალბათ biggrin.gif

Posted by: vatman 20 Jun 2019, 10:18
ნიკა
მადლობა პასუხისათვის smile.gif

ესე იგი ცდად ღირს biggrin.gif

Posted by: ნიკა 20 Jun 2019, 14:26
ძირულა-მოლითის 25 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1561012372

Posted by: mike d 22 Jun 2019, 01:11
vatman
წინა კვირას ვიყავი მანდ, ტაბაწყური ბაკურიანი არაა ისეთი დანგრეული, პრობლემა არ უნდა იყოს სედანისთვის. აი ტაბაწყური წალკა არის ძაან მურტალი გადასასვლელი.

QUOTE
ძირულა-მოლითის 25 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

აუ რა მაგარია,
მაგ გზაზე ვერ მოვხვდი ვერაფრით. ოცნებად მაქვს ქცეული <3

Posted by: vatman 23 Jun 2019, 09:34
გუშინ წრეზე მოავიარე სამცხე ჯავახეთი, მოკლედ :
1. წალკამდე, გზა კარგია, მაგლისის გადასახვევთან წალკის მიმართულებით ალაგ ალაგ ორმოული შეკეთება მიდის.
2. ტბეთიდან აიაზმას ბოლომდე მიდის გზის სამუშაოები, როგორც ჩანს კაპიტალურად აკეთებენ, რამდენიმე ლოკაციაზე მუშაობა შეიმჩნეოდა
3. ნინოწმინდამდე ნორმალური გზა არის. ფოკაში და საღამოში ის სასტიკი მწოლიარე პოლიციელები დიდი ხანია აიღეს უკვე?
4. ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი მიდის საგზაო სამუშაოები. რაც ვნახე , ჟდანოვაკანმდე მუშაობა მიდის, ჯერ ჯერობით მიწის სამუშაოები. კაპიტალურად აკეთებენ- საკმაოდ კარგ ბალასტს აკეთებენ
5. ნინოწმინდა როგორც კი მთავრდება, იწყება საზიზღრობა ასპინძის რაიონამდე. ახალქალაქში 90-იანები მეგონა თავი, აქამდეც დიდად არ განსხვავდებოდა , მაგრამ ეხლა vis.gif
6. ფარავნის ჰიდროელექტრო სადგურიდან დამეწყრილ მონაკვეთამდე, ასპინაძა-ახალციხის მონაკვეთზე კარგი გზაა, შემდეგ ძალიან ცუდი ორმოებია, შეიძლება ზოგში მანქანა დატოვო. ახალციხიდან მიდის ასფალტის დადება.
7. დაახლოებით ზიკილიიდან აწყურამდე მიდის ფრაგმენტული შეკეთება, დიდი არაფერია, ამოჭრილია დიდი ნაჭრები

ასპინძის შემდეგ და თბილისის მიმართულებით იზრდება დებილი მძღოლების რაოდენობა

წალკის რაიონის დასაწყისიდან აიზმამდე დაყენებულია სექციური რადარები, 5-7 ცალი, ნინოწმინდაში აყენია, ასევე ახალქალაქში. როგორც ჩანს არც ერთი ჯერ არ მუშაობს

mike d
QUOTE
წინა კვირას ვიყავი მანდ, ტაბაწყური ბაკურიანი არაა ისეთი დანგრეული, პრობლემა არ უნდა იყოს სედანისთვის.

მადლობა, თუ მასეა ვცდი წელს, ეხლა მთლად სედანიც არ არის ჩემი, უკან რესორები აქვს და ცუდი გზების პაკეტიც biggrin.gif

Posted by: ნიკა 23 Jun 2019, 10:41
QUOTE
უკან რესორები აქვს

ვოლგაა? biggrin.gif

QUOTE
6. ფარავნის ჰიდროელექტრო სადგურიდან დამეწყრილ მონაკვეთამდე, ასპინაძა-ახალციხის მონაკვეთზე კარგი გზაა

მგონი მძიმე აკლია "მონაკვეთზე"-ს შემდეგ wink.gif

Posted by: mike d 23 Jun 2019, 16:25
QUOTE
4. ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი მიდის საგზაო სამუშაოები. რაც ვნახე , ჟდანოვაკანმდე მუშაობა მიდის, ჯერ ჯერობით მიწის სამუშაოები. კაპიტალურად აკეთებენ- საკმაოდ კარგ ბალასტს აკეთებენ

ძაან დანგრეულია ეგ გზა? არასდროს ვყოფილვარ და ძალიან მაინტერესებს

Posted by: vatman 23 Jun 2019, 22:18
mike d
QUOTE
ძაან დანგრეულია ეგ გზა? არასდროს ვყოფილვარ და ძალიან მაინტერესებს

ძაან არაა, თანაც ეხლა რთულია თქმა რადგან სამუშაოები მიდის, იმედია შემოდგომამდე ასფალტს დააგებენ რაღაც მონაკვეთზე. ტრაილერები სომხეთის მიმართულებით მაგ გზით რატო მოძრაობენ ვერ ვხდები, ანუ რატო უღირთ ბორჯომი-ახალქალაქი-ნინოწმინდით-სომხეთი მოძრაობა, და არა თბილისის გავლით

ნიკა
QUOTE
ვოლგაა?

ფაშისტების "ბუტკა მოსკვიჩი: givi.gif

user posted image

Posted by: ნიკა 23 Jun 2019, 23:17
დღეს დიდგორის გზაზე გავიკატავე უკვე ჩემი მანქანით (წინა ჯერზე ბალასტად ვიყვი). საკმაოდ სასიამოვნო სატარებელია. წინა კვირას ძალიან ბევრი სატვირთო მოძრაობდა. მგონი მანქგლისის გზაზე აყრილი ასფალტი მიჰქონდათ სადღაც. ახლა სულ 1-2 შემხვდა.

რაც მესიამოვნა ის იყო რომ მცხეთა-ძეგვი-ნიჩბისი თითქმის სულ იყო მოშლილი "მწოლიარე პოლიცაები" მარტო ძეგვის მერე სასხორში იყო 2-3 ცალი. ოღნდ საშინელი ასფალტის როა და საერთოდ რო არ ჩანს ისეთები. იმედია მანდაც დააყენებენ რადარებს და მოშლიან ამ წინა საუკუნის გადმონაშთებს wink.gif და ორბეთშია კიდევ ერთი უსაშინლესი. აქაც დააყნონ სექციური რადარი და მორჩება რა ეგ ამბავი.

Posted by: ნიკა 25 Jun 2019, 20:30
დიდგორის გზა

Posted by: ნიკა 29 Jun 2019, 00:06
იგივე გზა ნოემბრის ბოლოს ასეთი იყო (4 ვიდეოიანი ფლეილისტია. თვითონ ეგ გზა ბოლო ორი ვიდეოა)
https://www.youtube.com/watch?v=DXDranJF9sA&list=PLMhw5vejhxgPEeMNJtXMc-ei_VhKi1kdJ

Posted by: mike d 29 Jun 2019, 10:42
QUOTE
იგივე გზა ნოემბრის ბოლოს ასეთი იყო (4 ვიდეოიანი ფლეილისტია. თვითონ ეგ გზა ბოლო ორი ვიდეოა)

აუ ძაან მაგარია, მე ვიყავი იანვრის ბოლოს და ძაან ლამაზი იყო.

ხომ არ იცი, არხოტისკენ რა ხდება, გაკეთდა ის გზა ბოლო ბოლო?

Posted by: ნიკა 29 Jun 2019, 13:11
mike d
QUOTE
ხომ არ იცი, არხოტისკენ რა ხდება, გაკეთდა ის გზა ბოლო ბოლო?

კაი ხანია

წელსაც გაიხსნა უკვე

Posted by: mike d 29 Jun 2019, 15:58
ნიკა
ვაა რა მაგარია. მახსოვს რომ გააკეთეს შემდეგ ზამთარს დაზიანდა ისევ.

პარკეტნიკით გადავალ ხო ?

Posted by: Blueსტუმარი 29 Jun 2019, 16:16
ახალქალაქი-ბაკურიანის გზა კარგ მდგომარეობაშია? ერთხელ მინდა მაგ გზით ჩავიდე ახალქალაქში.

Posted by: mike d 29 Jun 2019, 17:38
BlueVisitor
ახალქალაქიდან კოთელიამდე ან მგონი ღადომდეც როგორც მახსოვს კარგი გზაა, მერე გაფუჭებულია ბაკურიანამდე. 2 წლის წინ ვიყავი ბოლოს და სედანებიც მოძრაობდნენ მაგ გზაზე.

Posted by: ნიკა 29 Jun 2019, 19:33
mike d
QUOTE
პარკეტნიკით გადავალ ხო ?

მე რომ ვიყავი კი. და წელს არ ვიცი როგორი გზაა.

Posted by: vatman 8 Jul 2019, 18:38
ბაღდათი-საირმეს მონაკვეთზე, ზეკარის გადასახვევთან ჩანს რო მიდის საგზაო სამუშაოები, მაგრამ ვერ გავიგე ეს ზეკარის უღელტეხილის რეაბილიტაციასთან რამე კავშირში არის თუ არა. ეჭვი მაქვს კი.
საირმემდე ნორმალური ასფალტია, ბოლოსკენ ბლომად ლატკებია.
თვითონ საირმეში აკეთებენ რაღაც შიდა შემოვლით გზას, რომელიც იმ ადგილიდან სადაც ბაზარი აწერია ( biggrin.gif ) და ზემოთ შეუერთდება ეკლესიასთან.
ეჭვი მაქვს ამას ეკეთებენ რომ ძირითად სასტუმროსთან და წყლებთან ტრაფიკი შეზღუდონ

Posted by: ნიკა 8 Jul 2019, 22:00
ტანას ხეობაში მიდის გზის რეაბილიტაცია. ოღნდ შიგნით. და მაგ ადგილამდე მისასვლელი გზა უკვე საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია sad.gif

წალკაში უცნაურად ხდება გზის შეკეთება. განთიადში კაი ასფალტია და აკეთებენ ოღონდ ზუსტად არ მახსოვს სადამდეა სამებისკენ. ასე 5 კმ გამოტოვებულია მერე და ტბეთის შესასვლელამდე მოშორებით ისევ ასფალტია უკვე წალკამდე. აიაზმის მხარეს არ წავსულვარ. ავრანლო-რეხაში ვიყავი. თუ ვინმეს ავრანლოში მისვლა გინდათ ბეტონის გზა გადის განთიადი-დარაქოი-არწივანი შემდეგ ქუშჩისკენ უნდა წახვიდეთ და ქციაზე არ გადასული ამრცხნივ მახვილი კუთხით მიდის ბეტონი ავრანლომდე. არწივანიდან გუმბათისკენაც კეთდება გზა. OSM-ზე განვაახლე ეგ გზები.

და მგონი 1 კვადრატულ კილომეტრზე კამერების რაოდენობით წალკა თბილისსაც ასწრებს.

Posted by: mike d 9 Jul 2019, 00:19
ნიკა
დაახლოებით იგივე სიტუაციაა ფშავშიც. მაღაროსკართან ახიკეს ასფალტი მარა არ გაუსწორებიათ ჯერ და დანგრეულია გზა. მაღაროსკარის შემდეგ იახალი დაგებულია. მერეც მოხრეშილია კარგად მანძილზე. მგონი წელს ორწყლამდე მივლენ.

კორშაში ვიკითხე და გაისად უნდა დაამთავრონო. კორშამდე ასფალტი იქნება, გუდანამდე ბეტონი და მაგის იქით გზას მხოლოდ შეაკეთებენო.

Posted by: ZEUS 13 Jul 2019, 21:41
ეს თბილისის შემოვლითზე მოხდა?
https://www.interpressnews.ge/ka/article/556084-gardabanshi-satvirto-amcis-dagorebis-shedegad-7-mankana-daimtvra-dagupulia-erti-da-dashavebulia-5-adamiani

Posted by: rommel 14 Jul 2019, 13:09
ZEUS

შევესწარი მაგ ავარიას. კოშმარი იყო. როგორ გადარჩნენ ამწეში მსხომები არ ვიცი. თბილისის შემოვლითზე, მეწყერულ მონაკვეთზე მოხდა. საშინელი ადგილია. ყოველდღე ვწერ დეპარტამენს, სურათებს ვუგზავნი მაგრამ რად გინდა, კლავიატურის მეორე მხარეს ჩინური რობოტი უდევთ, რომელშიც სტანდარტული პასუხებია ჩატვირთული.

რამდენიმე ტრაილერი უკვე წაყვანილია ამ ფოტოებში
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: dato-taro 15 Jul 2019, 17:27
rommel

მანდ გზას ვერაფერს უზამ თუ ესტაკადა ან ხიდისმაგვარი არ გააკეთე.

მე ვიცი, რომ გლდანის გადასახვევის შემდეგ რაღაც მონაკვეთიდან სხვა მონაკვეთის დაპროექტებას აპირებდნენ. ეხლა არ მაქ ინფო რა ეტაპზე არიან. ეგ მეწყრული სხეულები შანსი არაა, რაიმე კონსტრუქციამ გააჩეროს sad.gif

Posted by: rommel 15 Jul 2019, 19:06
dato-taro
მშვენივრადაც უზავ, გრუნტის სტაბილიზაცია ეწოდება და სულაც არაა საჭირო ხიდი. უბრალოდ თბილისის შემოვლითს აპროექტებენ, ნატახტართან უნდა შეუერთდეს არსებულ ავტობანს. ამიტომ იკიდებენ მაგ მონაკვეთს.

Posted by: dato-taro 16 Jul 2019, 14:22
QUOTE
მშვენივრადაც უზავ, გრუნტის სტაბილიზაცია ეწოდება და სულაც არაა საჭირო ხიდი.


10 წელზე მეტია მაგ მონაკვეთით ვსარგებლობ და ვაკვირდები, სულ მოძრაობს. გეოლოგიური განათლება მაქვს და მცირედი წარმოდგენა მაქვს იმაზე, რო მაგ დონის მეწყერს კონსტრუქციით ვერ გააჩერებ. გარემოში მუშაობისას (რამოდენიმე წლის უკან) ისე მოხდა, რომ ზუსტად მაგ მონაკვეთის რეაბილიტაცია გეოდინამიკური პროცესების გამო მიზანშეუწონლად მიიჩნიეს და სხვა მარშრუტზე თქვეს, რომ მიდის პროექტირებაო. იმ დროს უბრალოდ მოითხოვეს, რომ პრობლემურ ადგილებს არაკაპიტალურად დაამუშავებდნენ ანუ გრუნტს დაამატებდნენ და სანიაღვრეებს გაწმენდნენ.


QUOTE
თბილისის შემოვლითს აპროექტებენ, ნატახტართან უნდა შეუერთდეს არსებულ ავტობანს. ამიტომ იკიდებენ მაგ მონაკვეთს.


მაგაზე ვამბობდი ზემოთ, უბრალოდ დაზუსტებით არ ვიცი რა მარშრუტია.

იმედია მალე მოგვარდებიან sad.gif

რუსთავიდან დასავლეთის მიმართულებაზე, ყოველთვის ეგრე გადმოვდივარ და დავიღალე იმ 3 მონაკვეთის დისკომფორტით sad.gif

Posted by: Snow93 16 Jul 2019, 14:39
რაჭის დამაკავაშირებელ ახალ გზაზე ხომ არ ყოფილხართ ვინმე ბოლო პერიოდში? ერთმა მითხრა დღეს რომ ნახევარი უკვე გაკეთებულია და 2020ში მოასწრებენ გახსნასო.
იცით ვინმემ რამე ახალი?

Posted by: rommel 16 Jul 2019, 15:50
dato-taro
QUOTE
10 წელზე მეტია მაგ მონაკვეთით ვსარგებლობ და ვაკვირდები, სულ მოძრაობს. გეოლოგიური განათლება მაქვს და მცირედი წარმოდგენა მაქვს იმაზე, რო მაგ დონის მეწყერს კონსტრუქციით ვერ გააჩერებ. გარემოში მუშაობისას (რამოდენიმე წლის უკან) ისე მოხდა, რომ ზუსტად მაგ მონაკვეთის რეაბილიტაცია გეოდინამიკური პროცესების გამო მიზანშეუწონლად მიიჩნიეს და სხვა მარშრუტზე თქვეს, რომ მიდის პროექტირებაო. იმ დროს უბრალოდ მოითხოვეს, რომ პრობლემურ ადგილებს არაკაპიტალურად დაამუშავებდნენ ანუ გრუნტს დაამატებდნენ და სანიაღვრეებს გაწმენდნენ.


30 წელია ნორიოში მაქვს სახლი და შემიკლა რასაქ ქვია მაგ გზამ, არადა 10 წუთში გლდანში ხარ sad.gif
ვისაც ველაპარაკე შეიძლება გაჩერდესო, ოღონდ სერიოზული სამუშაოების ჩატარებაა საჭიროო, რა ვიცი.

შემთხვევით ხომ არ იცი ძველი გზის აღდგენაზე რატომ თქვეს უარი? იქ აშკარად ნაკლებადაა მეწყერული პროცესი.

QUOTE
მაგაზე ვამბობდი ზემოთ, უბრალოდ დაზუსტებით არ ვიცი რა მარშრუტია.

იმედია მალე მოგვარდებიან


წლის ბოლომდე პროექტირება უნდა დასრულდეს, თანხის მოძიება, ტენდერი, მშნებლობის დაწყება და დასრულება, ერთი სიტყვით 4-5 წელი კიდევ მოგვიწევს მანდ ჯანჯღარი sad.gif

Posted by: ნიკა 16 Jul 2019, 21:14
Snow93
QUOTE
რაჭის დამაკავაშირებელ ახალ გზაზე ხომ არ ყოფილხართ ვინმე ბოლო პერიოდში? ერთმა მითხრა დღეს რომ ნახევარი უკვე გაკეთებულია და 2020ში მოასწრებენ გახსნასო.
იცით ვინმემ რამე ახალი?

ნახევარი ნამდვილად არაა გაკეთებული. სადღაც 1 თვის წინ ვნახე ფბ-ზე ვიდეო და აი ეს მონაკვეთი იყო ასფალტირებული
https://www.openstreetmap.org/directions?engine=graphhopper_foot&route=42.3372%2C43.3987%3B42.3635%2C43.3521#map=13/42.3509/43.4044

თან მაგისი ნახევარი ისედაც ასფალტი იყო.

სადღაც ყური მოვკარი, რომ ისევ უზუნთაზე გადასვლას ფიქრობენ, რადგან ახალი გზის გაჭრა ეტყობა არ გამოსდით.
თავდაპირველი გეგმით მგონი ჯრუჭის ხეობას უნდა აყოლოდა გზა ბოლომდე და იქიდან უნდა გადასულიყო ეგრევე ხარისთვალაში.

Posted by: dato-taro 17 Jul 2019, 11:19
rommel

QUOTE
შემთხვევით ხომ არ იცი ძველი გზის აღდგენაზე რატომ თქვეს უარი? იქ აშკარად ნაკლებადაა მეწყერული პროცესი.


გლდანის მხრიდან რო მიდიხარ, პირველი მონაკვეთია უხერხული მოსახვევი. მანდ ხიდი იდეალური ვარიანტია, მაგრამ ის ხიდი მყარ გრუნტზე უნდა დასვა. ასევე, ზემოთ 3 მეტწყრული უბანი - საერთო ჯამში ძალიან რთული მონაკვეთია და ზუსტად მაგიტომ თქვეს უარი.

სამომავლოდ ნაკადის გაზრდაზეც უნდა იფიქრონ, შესაბამისად, მაგ მონაკვეთზე 2 ორზოლიანი გზის გაყვანა ფანტასტიკის სფეროა wink.gif

ვნახოთ რა მაშრუტს შეარჩევენ

Posted by: rommel 17 Jul 2019, 18:01
dato-taro
მგონი ვერ მიმიხვდი.

QUOTE
გლდანის მხრიდან რო მიდიხარ, პირველი მონაკვეთია უხერხული მოსახვევი.


ამ მოსახვევს რომ გაცდები, პირდაპირ თუ გააგრძელებ სვლას არის კომუნისტების დროინდელი ძველი გზა, სადაც ერთი მეწყერული ზონაა. ნორიოსთან უერთდება ახალ გზას. სწორედ ამ მონაკვეთის ალტერნატივად გააკეთეს ეს ახალი დამეწყრილი გზა. ბევრად ნაკლები თანხით შეიძლებოდა ძველი მონაკვეთის აღდგენა. ამას ვერ ვხვდები. პრინციპში მაქვს ვერსია, მაგრამ არ მინდა დავიჯერო sad.gif

Posted by: dato-taro 17 Jul 2019, 23:22
QUOTE
კომუნისტების დროინდელი ძველი გზა,


ეგ ძველი გზა არ ვიცი რა თემაა. არ ვარ ნამყოფი. დიდი ალბათობით მანდაც მეწყრული პროცესების თემა იქნება smile.gif

შევეცდები ძველი ნაცნობობის ამბავში რამე ინფო მოვიძიო wink.gif

Posted by: ნიკა 22 Jul 2019, 00:21
დღეს ვიყვი არხოტში. სიტუაცია გზაზე
თბილისი-ჟინვალი. აქ არაფერს მოვყვები, ისედაც ვიცით რომ ბევრი რადარი დააყენეს. სოფლებში სულ 50 აყენია ნიშნები და სოფლებს შორის 80.

შემდეგ თიანეთის ასახვევამდე ახალი ასფალტი ჯერ ჯიგრულადაა. აი მაგის მერე აღმართზე, რამოდენიმე ადგილას უკვე დაიწია სატვირთოების ზემოქმედებით. შემდეგ თვალივამდე მიდის სისინა გზა და თვალივსაც სცდება რამოდენიმე კმ, ახალი დაგებულია.
ინტენსიურად მიდის ბარისახომდე გზის რეაბილიტაცია. თუმცა მაღაროსკარომდე რამოდენიმე კმ და მარაროსკაროშიც და მერეც ძველი ასფალტი აყარეს და ... ჯერ არ დაუგიათ ახალი და ამ ძველში საშინელი ორმოები გაიკეთე. სრული ჯოჯოხეთია. მერე ისევ იწყება ალაგ-ალაგ დაგებული ასფალტი და ზოგან მოსწორებული გზა გამზადებული საასფალტეთ. კვირა იყო და არ მუშაობენ, თორემ ზოგან ისეთი ვიწრო გზაა რომ ხშირად კეტავენ თურმე რამოდენიმე წუთით.
ნუ მერე ნარისახომდე ბოლო რამოდენიმე კმ ჯერ სამუშოები არ დაწყებულა. აი კორშას იქით ისევ მიდის სამუშაოები. აქ გზას ტან აგანიერებენ და ძალიან ცუდ დღეშია, საშინლად ჯაყჯაყაა.
როშკას გზა როგორიც იყო ისეთივეა.
როშკა-არხოტი. მთლიანობაში ბევრად უკეთეს დღეშია ვიდრე მოველოდი. კი არის რამოდენიმე დამეწყრილი უბანი, მაგრამ ტრაქტორი დადის და სულ ასწორებს. ძირითადად საკაიფო განიერი გზაა. რავ4 შეგვხვდა არხოტიდან მომავალი.

აი ასე. wink.gif

Posted by: Blueსტუმარი 22 Jul 2019, 00:30
თიანეთი-ახმეტის გზაზე ახალი ასფალტია?

Posted by: ნიკა 22 Jul 2019, 22:01
Blueსტუმარი
ასე უცებ დააგეს? ზამთარში ჯერ მარტო ნახევარზე იყო მიწის სამუშაოების კვალი. დანარჩენზე მიწის სამუშაოებიც კი არ იყო დაწყებული (ახმეტის მხარეს)

Posted by: Blueსტუმარი 22 Jul 2019, 22:12
ნიკა

მე კითხვა დავსვი თუ შეამჩნევ. უვრალოდ კუთხვის ნიშანი არ დაწერილა

Posted by: ნიკა 22 Jul 2019, 22:22
Blueსტუმარი
ნუ ორაზროვნად ჩანდა. მე ჩავთვალე რომ ახალი ასფალტია თუ ძველი კითხვა მაგაში მდგომარეობდა wink.gif

მანდ 1-2 წელი მინიმუმ არ იქნება ასფალტი. ხოლო ქუცნაშვილი თუ ლობირებდა მაგ გზას. მაშინ ეგეც შეგვიძლია ჩავაბაროთ ისტორიას.

Posted by: Blueსტუმარი 22 Jul 2019, 22:27
ნიკა

ის აღარ მახსოვს ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთზე ავტობანია თუ ჩვეულებრიივ გზა? შემოვლითზე არ ვლაპარაკობ

Posted by: ნიკა 22 Jul 2019, 23:03
ჩვეულებრივი ორმხრივი გზაა. .

Posted by: iviko18 23 Jul 2019, 14:55
QUOTE (ნიკა @ 22 Jul 2019, 22:01 )
Blueსტუმარი
ასე უცებ დააგეს? ზამთარში ჯერ მარტო ნახევარზე იყო მიწის სამუშაოების კვალი. დანარჩენზე მიწის სამუშაოებიც კი არ იყო დაწყებული (ახმეტის მხარეს)

კი დაწყებული აქვთ ასფლატის დაგება. yes.gif

Posted by: ნიკა 27 Jul 2019, 16:37
დიდი უბედურება მოხდა თუშეთის გზაზე

თუშეთის გზის 23-ე კილომეტრზე, „კამაზის“ ტიპის მანქანა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

წინასწარი ინფორმაციით, მანქანაში 12 ადამიანი იმყოფებოდა, საიდანაც 5-მა გადმოხტომა მოასწრო. 7 კი სატვირთოსთან ერთად ხევში ჩავარდა.

სატვირთო მანქანაზე მყოფები ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის მცხოვრებლები არიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით მათთან შეტყობინება შევიდა, რის შემდეგაც ადგილზე რამდენიმე სამაშველო ჯგუფი გავიდა.

მათივე თქმით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

არსებული ინფორმაციით, ისინი თუშეთში დღესასწაულზე მიემგზავრებოდნენ.

https://www.interpressnews.ge/ka/article/558080-tushetis-gzaze-satvirto-mankana-romelshic-12-adamiani-imqopeboda-xevshi-gadavarda

Posted by: Kublicha 27 Jul 2019, 18:29
ამდენი ხანი რო ინფორმაცია არაა, ესე იგი დიდ სიღრმეზე არიან ჩავარდინელბი sad.gif

Posted by: da_to 27 Jul 2019, 23:21
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მიმდინარე წლის 27 ივლისს, თელავის რაიონში, ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 3 მოქალაქე ხევიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს. ამ დროისთვის სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო სულ ხუთმა ადამიანმა.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სწრაფი რეაგირების ჯგუფები და მედიკოსები თბილისიდან ჩავიდნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 5 ადამიანი. მათ შორის, 1 არასრულწლოვანი.
შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან სამაშველო ჯგუფები, რომლებიც გათენებისთანავე გააგრძელებენ სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ომალოს მიმართულებით მოძრავი „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. საქმესთან დაკავშირებით დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Posted by: mike d 28 Jul 2019, 13:29
ნიკა
დიდი მადლობა ნიკა არხოტის გზის ინფოსთვის.

იქნებ ავიყოლიო სასტავი და წავიდე უახლოეს კვირებში.

Posted by: giomelqa12 28 Jul 2019, 17:34
---------------------------------------------------------------------------

Posted by: ნიკა 28 Jul 2019, 19:13
mike d
კარგ ამინდს დაამთხვიეთ აუცილებლად. სილამაზით ბეეევრად ჯობია ეგ გზა შატილის გზას. ნუ ძეგლების ამბავში ცხადია ვერ შეედრება სულ ერთი კოშკია ახიელში. მაგრამ ხედები უსუპერესია.

Posted by: mike d 29 Jul 2019, 22:28
ნიკა
დიდი მადლობა ნიკა, გავითვალისწინებ.

მუცო შატილში ორჯერ ვარ ნამყოფი და უმაგრესია. თუშეთი, არხოტი და ატაბე მინდა ვნახო თუ გამიქაჩა მანქანამ.

ასევე მაინტერესებს ვინმე თუ ხართ ხორხის ხეობაში ნამყოფი? კარგი ადგილებია? ავენისამდე ვიყავი და მერე დროში ვეღარ ესწრებოდა და წამოვედი.

Posted by: vatman 30 Jul 2019, 10:56
mike d
QUOTE
ავენისამდე ვიყავი და მერე დროში ვეღარ ესწრებოდა და წამოვედი.

არ ვყოფილვარ, მარა სედანით სავარაუდოდ მიხვალ. ავენისში ბევრჯერ მინახია რო ოპელი/ფორდი ადიოდა ხორხისკენ. ტრანზიტები ნამდვილად ვიცი რო უპრობლემოდ ადიან

Posted by: ნიკა 30 Jul 2019, 17:04
mike d
QUOTE
ასევე მაინტერესებს ვინმე თუ ხართ ხორხის ხეობაში ნამყოფი? კარგი ადგილებია? ავენისამდე ვიყავი და მერე დროში ვეღარ ესწრებოდა და წამოვედი.

ავენისის იქით ვყოფილვარ მაგრამ ხეობაში არა. საინტერესო იქნება მანდ შესვლა. ერთი ვიცი რომ წრიული გზა არაა. გუდრუხის მხარეს მეწყერია დიდი ჩამოსული და დაიკეტა წრიული გზა დიდი ხნის წინ. არც გაკეთებას აპირებენ ჯერ მგონი.

აი აქაა მეწყერი sad.gif
https://www.openstreetmap.org/#map=15/42.1781/44.7915
* * *
სურამის უღელტეხილზე ზანტად დაიწყო სამუშაოები. სულ ორი სამუშაო ზონა იყო
1) სერპანტინზე აფართოებენ გზას. მეტი ჯერ ისეთი ვერაფერი შევნიშნე
დაახლოებით აქ.
2) უღელტეხილიდან რამოდენიმე ასეულ მეტრში მოგეხსენებათ გზა ჩხერიმელაზე გადადის. მანდ მიდის ხიდი/კოლექტორის მშენებლობა

გარდა ამისა მთელ ამ მონაკვეთზე გზის გასწვრივ ინერტული მასალაა ბლომად მოტანილი.

მიადგნენ ზუსტად ფონის დამეწყრილ მონაკვეთს. მანდ რას აპირებენ საინტერესოა.

დანარჩენი გზა შარშანდელთან შედარებით სავალალო მდგომარეობაშია. მეტეორიტების წვიმის შედეგს ჰგავქს. ჩინელები მგონი აღარ დადიან და აღარც არემონტებენ. ადრე მოსახლეობა გზას უკეტავდა ხოლმე და იძულებულები იყვნენ გაეკეთებინათ. ახლა გვირაბით დადიან როგორც ანს და არავინ არემონტებს უკვე. ჩინელების ბაზიდან დაწყებული უკვე მოსწორებულია მეტ ნაკლებად.

Posted by: ნიკა 31 Jul 2019, 18:19
ადგილობრივი მნიშვნელობის ყინწვისი - გვერძინეთი - ტყემლოვანის საავტომობილო გზის 15.4 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

https://www.facebook.com/georoad.ge/photos/a.2805880716152678/2805880766152673/?type=3&theater

Posted by: ნიკა 5 Aug 2019, 12:18
გომი-საჩხერე უკვე საკმაოდ დააზიანეს სატვირთოებმა. ორმოები ჯერ არაა, მაგრამ მომავალ წელს უკვე ორმოებამდეც მივა.

Posted by: rommel 9 Aug 2019, 13:24
იდოს აქ.

სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერები კიდევ 11 ადგილზე ამოქმედდა
11:33, 09.08.2019

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის მიზნით, სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები გურიის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ტერიტორიაზე კიდევ 11 ადგილზე აამოქმედა.

შსს-ის ინფორმაციით, ასევე, ბოლო პერიოდში, საავტომობილო სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ტერიტორიაზე კიდევ ექვს ადგილას ამოქმედდა, ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – ოთხ ლოკაციაზე, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე – რვა , სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე კი – ორ ლოკაციაზე.

სამინისტრო აცხადებს, რომ სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკვე 652 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება. ამ დროისთვის, სრული დატვირთვით მუშაობს 3820 ვიდეოკამერა, რომელთაგანაც 1230 ნომრის ამომცნობია, ხოლო 2590 – ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე კამერების რაოდენობა 170-იდან 3820-მდე გაზარდა, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საგზაო მოძრაობის ადმინისტრირებასა და საგზაო დარღვევებზე რეაგირებას. 2017 წლის ბოლოს ქვეყანაში მხოლოდ 170 ვიდეოკამერა ფუნქციონირებდა“, – აღნიშნავს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ამასთან, 2019 წლის ბოლომდე, უწყების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე სულ ამოქმედდება 5 000-მდე ვიდეოკამერა, მათ შორის 2 100 ე.წ. „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა, ხოლო სიჩქარის მზომი სექციური მოწყობილობებით გადაფარული იქნება საავტომობილო გზის 700 კმ-მდე მონაკვეთი.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვის შესამცირებლად და მოძრაობის გასაუმჯობესებლად რამდენიმე თვის წინ დაიწყო საგზაო უსაფრთხოების სოციალური კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის“, რომელიც მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებასა ემსახურება და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის ნაწილია. სამინისტროს პოზიციონირებით, საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საზოგადოების ჩართულობას, მოქალაქეთა ინფორმირებასა და პასუხისმგებლობის გაზრდას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

,,ჭკვიანი“ კამერები განთავსდა შემდეგ ლოკაციებზე:

1. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრიდან (ქალაქი ფოთი, მალთაყვის ხიდი – გრიგოლეთი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრამდე (სოფელი გრიგოლეთი – ურეკი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

2. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრიდან (სოფელი გრიგოლეთი – ფოთი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრამდე (ქალაქი ფოთი, მალთაყვის ხიდი – ფოთი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

3. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრიდან (სოფელი სუფსა – ფოთი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრამდე (ქალაქი ფოთი, მალთაყვის ხიდი – ფოთი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

4. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრიდან (სოფელი გრიგოლეთი>ბათუმი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 52-ე კილომეტრამდე (სოფელი ურეკი – ბათუმი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

5. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 52-ე კილომეტრიდან (სოფელი ურეკი – ფოთი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრამდე (სოფელი გრიგოლეთი – ფოთი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

6. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 52-ე კილომეტრიდან (სოფელი ურეკი – ბათუმი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრამდე (სოფელი ნატანების გადასახვევი – ბათუმი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

7. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრიდან (სოფელი ნატანების გადასახვევი – ფოთი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 52-ე კილომეტრამდე (სოფელი ურეკი – ფოთი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

8. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრიდან (სოფელი ნატანების გადასახვევი – ქობულეთი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 62-ე კილომეტრამდე (ციცინათელა – ქობულეთი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

9. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 62-ე კილომეტრიდან (ციცინათელა – ურეკი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრამდე (სოფელი ნატანების გადასახვევი – ურეკი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

10. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრიდან (სოფელი ნატანების გადასახვევი – ბათუმი) ქობულეთი-ბათუმის საავტომობილო გზის მე-2 კილომეტრამდე (ნატანები – ბათუმი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

11. ქობულეთი-ბათუმის საავტომობილო გზის მე-2 კილომეტრიდან (ნატანები – ურეკი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრამდე (სოფელი ნატანების გადასახვევი – ურეკი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ.

სიჩქარის შეზრუდვებს კონკრეტულ მონაკვეთებზე არ ითვალისწინებენ? თუ დააპროგრამებენ 90-ზე და მორჩა?

Posted by: ნიკა 10 Aug 2019, 09:41
ახმეტაში მივდივარ ხვალ და ვარჩევ ალტერნატივებს
1) გომბორი-თელავით წავიდე. კახეთის გზატკეცილზე საშინელება მელის biggrin.gif
2) გლდანულა-საბადური-თიანეთი ახმეტა
3) ჯინვალი-თიანეთი-ახმეტა

ბოლო ორი ბევრად მოკლეცაა (20 კილომეტრით) თუმცა თიანეთი ახმეტა დანგრეულ გზაზე მომიწევს სიარული.

ბოლოს ვინ იყო თიანეთი-ახმეტაზე, (მე იანვრის ემრე არ მივლია) რა სიტუაციაა?

Posted by: mike d 10 Aug 2019, 12:07
2) გლდანულა-საბადური-თიანეთი ახმეტა
3) ჯინვალი-თიანეთი-ახმეტა[/quote]
ორივე ულამაზესი გზაა love.gif
მე შარშან ვიყავი შემოდგომაზე და მახსოვს ძაან დანგრეული არ იყო, თავისუფლად გადავედი თან გზასაც აკეთებდნენ და იმის მერე ძაან გააფუჭეს ?

პ.ს. ვიყავი როგორც იქნა არხოტში წინა კვირას. სამწუხაროდ ცუდი ამინდი იყო, ნისლი და წვიმა შესაბამისად ლამის ახიელამდე ისე ჩავედი ბევრი ვერაფერი ვნახე, sad.gif არადა ეტყობა რომ ძაან შთამბეჭდავი ხეობაა.

ამ შატილის გზაზე მართლად ძალიან აქტიური მუშაობა მიდის, კვირასაც არ გაჩერებულან წვიმაშიც აფართოებდნენ გზას. როგორც თქვეს გუდანამდე უნდა იყოს ბეტონ-ასფალტი იმის მერე უბრალოდ უნდა გააფართოონ. თუმცა რატომ აფართოებენ არავინ იცის. ჭორებია შატილში, რომ ჩეჩნეთთან გზა უნდა გახსნანო.

Posted by: ნიკა 10 Aug 2019, 13:24
აფართოვებენ იმიტომ რომ სტანდარტებით ასეა. აბა ორი მანქანა ერთმანეთს რომ ვერ უვლის ეგეთი გზა გზად არც ითვლება წესით.

Posted by: mike d 10 Aug 2019, 15:27
კარგია რომ მასე აკეთებენ, ძირითადად კია ფართე გზა თუმცა შატილისკენ არის ვიწრობები. მარა ხალხს ვისაც ვესაუბრე შატილში არ ქონდათ ინფორმაცია ამის შესახებ და შიშები აქვთ ჩეჩნეთთან არ გახსნან გზაო.

ისე ხომ არ გაქვთ ინფო თუშეთის გზისთვის თუ იგეგმება მსგავსი რამ.

Posted by: ნიკა 10 Aug 2019, 16:01
თუშეთში სხვა გზის გაყვანა უნდოდათ პანკისის გავლით, თუმცა შეჩერდა ეგ პროექტი. არსებული გზის მოდერნიზებაზე გადაერთნენ თითქოს. მაგრამ რა სტადიაშია არ ვიცი


Posted by: ნიკა 11 Aug 2019, 21:46
ნეტა რა კომპანია აკეთებს ახმეტა თიანეთს? სხვებმა რომ მაგალითი აიღონ ამათგან. ნახევარზე მეტი უკვე ასფალტირებულია გზა. დანარჩენზე ბევრგან აგებენ უკვე და ტემპს რასაც ვუყურებ, მგონი წელსვე მორჩებიან ასფალტს. ნუ ჯებირები, ნიშნები და ა.შ. გასაკეთებელია, თუმცა ისე სწრაფად აკეთებენ, მგონი მაგასაც წელს მორჩებიან. თან მინდა იმდეი ვიქონიო რომ ხარისხიანადაც კეთდება და 2-3 წელიწადში არ გახდება შესაკეთებელი. ახმეტამდე სერიოზულად ამცირებს მგზავრობის დროს.

ტბათანაზეც მშვენიერი გრუნტის გზა ადის. ვფიქრობ ნებისმიერი ლროსოვერი ავა თუ ნაწვიმარი არ იქნა. ნაწვიმარზე არ ღირს. ადგილი ულამაზესი. ხადორის ჩანჩქერმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

Posted by: vatman 12 Aug 2019, 10:02
ნიკა
თიანეთიდან მოყვებიან ხო?
კვეტერამდე მისულები არიან?

Posted by: ივანიჩ 12 Aug 2019, 16:46
გიხაროდენ ხალხო,
ბორჯომის გზაზე (ახალდაბა და რველი) ახლა მოუნდათ ასფალტის აყრა და თავიდან დაგება..
გაგანია ზაფხულში და სეზონზე, დგანან წითელდროშიანი ტიპები და მონაცვლეობით ატარებენ ხან ერთ ზოლს და ხან მეორეს biggrin.gif

Posted by: ნიკა 12 Aug 2019, 19:10
vatman
QUOTE
თიანეთიდან მოყვებიან ხო?
კვეტერამდე მისულები არიან?

მოკლედ უღელტეხილამდე თიანეთიდან სულ ასფალტია. ოღონდ თვითონ თიანეთში კაი დამტვრეულია გზა სანამ გახვალ. უღელტეხილის მერე მალევე წყდება. მერე კიდე 2-3 კილომეტრია დაახლოებით, მუნიციპალიტეტების საზღვრამდე. მაგის მერე მიხვეულ მოხვეულებში ზედა ნაწილში არაა, ქვევით აგებენ. კვეტერასთან სწორ მონაკვეთზე სულ ასფალტია. ეგრეა სოფლებამდე. სოფლებში არაა ისევ. და მერე ახმეტამდე ასფალტია, ოღონდ გადაბმებში ბევრგან არაა რატომღაც დაგებული.

Posted by: mike d 12 Aug 2019, 20:45
QUOTE
ტბათანაზეც მშვენიერი გრუნტის გზა ადის. ვფიქრობ ნებისმიერი ლროსოვერი ავა თუ ნაწვიმარი არ იქნა. ნაწვიმარზე არ ღირს. ადგილი ულამაზესი. ხადორის ჩანჩქერმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

ვნახე შენი ფოტოები biggrin.gif

პანკისში არ ვარ ნამყოფი, და ერთი მანდაც უნდა გავგაზო რაა.

Posted by: ნიკა 13 Aug 2019, 18:53
კვეტერას მიდამოები. ჩანს თიანეთი ახლეტას გზაც
https://www.facebook.com/photo.php?fbid=10213687678938897&set=a.10213681633147756&type=3&theater
* * *
თუშეთის გზის მთლიანი მონაკვეთის მოდერნიზაცია–რეაბილიტაცია იგეგმება




საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ფშაველი–აბანო–ომალოს გზის მთლიანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია, მოდერნიზაცია და რეაბილიტაცია იგეგმება, რაც ამ გზაზე უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.

ამ საკითხზე ირაკლი ქარსელაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

„ფშაველი–აბანო–ომალოს გზის 56–ე კილომეტრზე, რომელიც ჩამოყალიბებული სტიქიური უბანია წლების განმავლობაში, უკვე გამოცხადებული გვაქვს ტენდერი საინჟინრო გადაწყვეტაზე. ამასთან უკვე მზადდება ტექნიკური დავალება და აგვისტო–სექტემბერში გამოცხადდება მთლიანად – 74 კილომეტრზე, ანუ მთლიან მონაკვეთზეა საუბარი... ამ მონაკვეთის იმდაგვარად რეკონსტრუქცია–მოდერნიზაცია–რეაბილიტაციის სამუშაოები, მონაკვეთების შესაბამისად, რომლითაც სწორედ უსაფრთხოება იქნება მიღწეული იმდაგვარად, რომ არანაირი გამოწვევა ამ კუთხით აღარ დარჩება“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მისივე თქმით, მხოლოდ საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 2019 წელს 15 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

„არა მარტო გათვალისწინებულია, არამედ ექვსი პროექტი მიმდინარეობს აღნიშნული დაფინანსების ფარგლებში. 70 კილომეტრ გზაზე, მაგალითად, სამეგრელო–ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში, ზღუდარები და თვალამრიდები მოეწყობა, რაც არის ერთ–ერთი საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ მსგავს რელიეფურად რთულ პირობებში დაცული იქნეს მოძრაობა. გარდა ამისა მიმდინარეობს სამუშაოები სხვადასხვა ზომის საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებებზე. აღსანიშნავია, რომ ყველა ახალ საგზაო მაგისტრალზე გათვალისწინებულია ყველა თანამედროვე ზომა და მოთხოვნა, რაც საგზაო უსაფრთხოების კუთხით არის“, – განაცხადა გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ.

ფშაველი–აბანო–ომალოს გზა ერთ–ერთი ყველაზე სახიფათო გზაა საქართველოში. ბოლო ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა, გზის 23–ე კილომეტრზე, 27 ივლისს მოხდა. „კამაზი“, რომლითაც 12 ადამიანი ქვემო ალვანიდან თუშეთში მიდიოდა, გზიდან ხევში გადავარდა. ორმა მგზავრმა მანქანიდან გადმოხტომა ხევში გადავარდნამდე მოასწრო, სამიც გადავარდნისას გადმოხტა და მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, შვიდი ადამიანი კი სატვირთო მანქანამ დაახლოებით 150 მეტრი სიღრმის ციცაბო ხევში ჩაიყოლა. შვიდივე დაიღუპა, მათ შორის 12 და 18 წლის მგზავრები იყვნენ.

ხელისუფლება რამდენიმე წლის განმავლობაში აცხადებდა, რომ თუშეთთან დამაკავშირებელი ახალი, უსაფრთხო გზის მშენებლობას აპირებდა, რომელიც პანკისისა და ხადორის ხეობებზე გაივლიდა და თუშეთის გომეწრის ხეობაში შევიდოდა. თუშების ნაწილი წინააღმდეგია, რომ ახალი გზა პანკისის ხეობის გავლით გაიჭრას, ნაწილი კი მომხრეა. 2019 წლის თებერვალში, ირაკლი ქარსელაძემ, „მთის ამბებთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ პანკისი–თუშეთისა და ხევსურეთი–თუშეთის გზების მშენებლობის პროექტები ჩავარდა. აპრილში, ხორვატიულ კომპანიას, რომელიც ამ გზას აპროექტებდა, რთული მონაკვეთის საინჟინრო გადაწყვეტისთვის ვადა ივლისის ბოლომდე მისცეს.
https://reginfo.ge/people/item/16111-gzebis-departamenti-tushetis-gzis-modernizazia%E2%80%93reabilitazias-gegmavs

Posted by: ნიკა 14 Aug 2019, 11:36
PREDATOR
წინა პოსტიც წაგეკითხა yes.gif

თიანეთის გასასვლელში ჟინვალის მიმართულებით აყენია სექციური სავარაუდოდ. მეორე სადაა ვერ შევნიშნე. ასევე ორბეთში არის.

Posted by: PREDATOR 14 Aug 2019, 12:59
ნიკა
არადა წავიკითხე და არაფერი ეწერა და მაგიტომ დავდე smile.gif))

Posted by: lukakhim 14 Aug 2019, 18:42
ამათი საშველი არ არის. ქვეშეთი-კობის ერთ-ერთ მონაკვეთს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს აკეთებინებენ. მსოფლიო ბანკის მიერ თაღლითებად გამოცხადებულ კომპანიას.

15 აგვისტოს, 11:00 საათზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის 13 კმ-იანი მონაკვეთის (ლოტი II) მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “China Railway 23rd Bureau Group Co”- სა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის ხელშეკრულება გაფორმდება.

Posted by: Foreign-Affairs 15 Aug 2019, 09:28
ნიკა
კვეტარზე მსუბუქი მანქანით ვერ ავალ?

Posted by: Snow93 15 Aug 2019, 10:42
გუშინ მომიწია გომბორზე წასვლა/წამოსვლა ღამით. ასფალტი მომეწონა უკვე ბევრ ადგილას გააკეთეს და აღარაა თითქმის ამომტვრეულები, მაგრამ ზამტარში როგორი სამოძრაო იქნება მაგ ახალდაგებულ გზაზე საინტერესოა.

Posted by: vatman 15 Aug 2019, 11:26
Foreign-Affairs
QUOTE
კვეტარზე მსუბუქი მანქანით ვერ ავალ?

ბოლომდე ვერა, სადღაც1 კმ გზიდან ფეხით იქნება გასავლელი

Posted by: ნიკა 15 Aug 2019, 16:52
Foreign-Affairs
QUOTE
კვეტარზე მსუბუქი მანქანით ვერ ავალ?

თუ გაარჩევთ ეს რა მანქანაა ...

user posted image

Posted by: vatman 15 Aug 2019, 17:08
ნიკა
QUOTE
თუ გაარჩევთ ეს რა მანქანაა ...

მგონი ოპელ ვექტრა ა...

ასე ადრე გერგეტზე ასული ფოლკსვაგენ ჯეტაც მინახია givi.gif

Posted by: Foreign-Affairs 15 Aug 2019, 18:05
ნიკა
ფოლკს ვაგენი ან ოპელია biggrin.gif

Posted by: ნიკა 15 Aug 2019, 19:35
გზა წინა წლებთან შედარებით მოხრეშილი იყო.

Posted by: ნიკა 18 Aug 2019, 22:36
აბასთუმნის მხარესაა ეს ფოტოები, და მეორე მხარეს ზეკარის უღელტეხილით იქნება გზა თუ საიმრეს უღელტეხილით ჯერ არ ვიცი ისევ.
https://www.facebook.com/pvardanashvili/posts/10219335568755371

Posted by: Foreign-Affairs 19 Aug 2019, 09:13
ნიკა
ვააა აი ინფრომაცია მესმის. დიდი მადლობა.
საირმესთან დაკავშირება სჯობს, მაგრამ ცოტა საფრთხილოა, ტრაილერებმა ტრასად არ გამოიყენონ ეგ გზა და კურორტის კლიმატი არ გაფუჭრდეს. მარა წერდნენ კაკასხიდით წამოვლენო. შესაბამისად მგონი საირმეს ცდებიან

Posted by: vatman 19 Aug 2019, 10:18
ნიკა
QUOTE
აბასთუმნის მხარესაა ეს ფოტოები, და მეორე მხარეს ზეკარის უღელტეხილით იქნება გზა თუ საიმრეს უღელტეხილით ჯერ არ ვიცი ისევ.

ბაღდათის მხრიდან საგზაო სამუშაოები მიდის ზეკარის გადასახვევთან, მე მგონია რო მანდედან იქნება.
მაგრამ ამავე დროს საირმეში კეთდება შემოვლითი გზა, რომელიც გზას აუვლის კურორტის ნაწილს, სადღაც საცხობამდე გადაუხვევს და გამოვა ზემოთ ეკლესიასთან

Posted by: ნიკა 23 Aug 2019, 10:35
თითქმის გადასახვევიდან, როშკა-არხოტი. უცქირეთ მთელს ფლელისტს. ნელ-ნელა ვამატებ უკან დაბრუნების ვიდეოებსაც.

https://www.youtube.com/watch?v=RIso_TvZOLY&list=PLMhw5vejhxgOw2gFIapeOnbKQRVrf3Une
* * *
ფლეილისტს დაემატა უკანა გზის ვიდეოებიც wink.gif

Posted by: vatman 26 Aug 2019, 11:25
კახეთის მხარეს ბაკურციხე ლაგოდეხისკენ დაყენებულია ბლომად სექციურები, ოღონდ მუშაობენ თუ არა არ ვიცი. რა შეზღუდვაც აქვთ არ ვიცი. სტანდარტულად 90კმ/სთ , თუ სადმე დასახლებულ პუნქტში 60კმ/სთ რომელიმეს აქვს თუ არა ვერ გავიგე. სტაბილურად მივდიოდი 90კმ/სთ.

Posted by: ნიკა 26 Aug 2019, 12:25
გუშინ პატარა წრე დავარტყი.
თბილისი-ორბეთი-ამლევი-ტბისი-ალგეთიმანგლისი-თბილისი

კიკეთის გადასახვევის მერე სანიაღვრეებს აკეთებენ. ასევე წყნეთის გზაზე სატვირთოებმა უკვე მოახერხეს ასფალტის გაფუჭება ზოგან.

შ165 ორბეთი-ამლევი კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა და ა.შ. გზამდე. ამას აკეთებენ კაპიტალურად. მიდის მიწის სამუშაოები ქვედა მხარეს უკვე ხრეშს ტკეპნიდნენ.

კოდა ფარცხისი ალგეთზე მიდიოდა ასფალტის დაგება რაღაც მონაკვეთზე. არ იყო მანდ დიდად დაზიანებული, მაგრამ რატომღაც სრულკად აახლებენ რაც კაია. ვერ ვიტან უხარისხოდ დალატკულ გზას biggrin.gif

მანგლისის გზის ასფალტირებას მანამდე მორჩნენ. ახლა გაცდნენ მანგლისს და ალგეთამდე აგებენ, ფაქტიურად 200-300 მეტრი დარჩათ ქვევით. დანარჩენი სისინა ასფალტია. ნუ მერე ჯებირები და ა.შ. ექნებათ საკეთებელი.

Posted by: PAINKILLER 26 Aug 2019, 12:34
QUOTE
არ იყო მანდ დიდად დაზიანებული, მაგრამ რატომღაც სრულკად აახლებენ

ნიკა

ფულის კეთება მიდის biggrin.gif



Posted by: ნიკა 29 Aug 2019, 20:16
15 მილიონი ხვამლის გზისთვის. არხოტის გზაზე როგორც მახსოვს 10 მილიონი იყო გამოყოფილი. თუ ვცდები?

ცაგერის მუნიციპალიტეტში, ხვამლის ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან მიმსასვლელი 14 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოებს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი ადგილზე გაეცნო.

ხვამლის ისტორიულ მთასთან მისასვლელი გზის რებაილიტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ტურისტული თავლსაზრისით და ასევე მომლოცველებისთვის, რომლებიც აღნიშნული გზით სამონასტრო კომპლექსამდე მიდიან.

არსებული გზა ძლიერ დაზიანებული და დაორმოებული იყო, რის გამოც გადაადგილება განსაკუთრებით რთულდებოდა უამინდობის დროს. პრობლემის მოსაგვარებლად, პროექტის შესაბამისად, გზის სრული რეაბილიტაცია მიმდიანრეობს. დაიგება ცემენ-ბეტონის გზა, რეაბილიტირდება არსებული ხიდი და ხელოვნური ნაგებობები. ასევე, გათვალისწინებულია ტურისტულ ობიექტთან მოედნის მოწყობა. მოხდება გზის სავალი ნაწილის მონიშვნა, საგზო ნიშნების, ლითონის მრუდხაზოვანი ძელებიანი ზღუდარის და ბეტონის პარაპეტების მოწყობა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 15 851 500 ლარია. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგემება.

http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1566900426

Posted by: Blueსტუმარი 29 Aug 2019, 20:20
თუ შეიძლება თუ არის სადმე ინფო გზებს, რომლებსაც შ-ს სტატუსი აქვს და თუ იცით მითხარით.

მაგალითად შ-1 ბათუმი ახალციხე

ძაან მაინტერესებს

Posted by: ნიკა 29 Aug 2019, 23:14
Blueსტუმარი
http://www.georoad.ge/?lang=geo&act=pages&func=menu&pid=1386667041

სულ ბოლოში PDF ფაილშია სრული ვერსია. ავტობანის მშენებლობის გამო ძველ გზებს ახალი ნომრები ენიჭება და მანდ მეტია.

Posted by: Blueსტუმარი 29 Aug 2019, 23:35
ნიკა

დიდი მადლობა. ისე უახლესი სიახლე რამე არის?

Posted by: ნიკა 30 Aug 2019, 10:12
Blueსტუმარი
არაფრის. წინა პოსტებში წერია სიახლეები, თუ რამე გავიგეთ.

Posted by: iviko18 30 Aug 2019, 11:19
ზემო და ქვემო სვანეთის დამაკავშირებელ უმოკლეს გზაზე, ზაგარის უღელტეხილზე გზის გაფართოება და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა მიმდინარეობს, დაგეგმილია ბეტონის საფარის დაგება.

არ მეგონა ზაგაროზე ოდესმე ვინმე გზის საფარს თუ დააგებდა.

Posted by: iraklioni 30 Aug 2019, 17:53
გამარჯობა, აქ ვიკითხავ თუ შეიძლება,

თრუსოს ხეობაში აბანომდე, ან ციხე-სიმაგრე რომ არის "პარკეტნიკით" მივალ?

Posted by: ნიკა 30 Aug 2019, 23:12
QUOTE
ზემო და ქვემო სვანეთის დამაკავშირებელ უმოკლეს გზაზე, ზაგარის უღელტეხილზე გზის გაფართოება და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა მიმდინარეობს, დაგეგმილია ბეტონის საფარის დაგება.

ზაგარო უმოკლესი კი არა უგრძესია biggrin.gif
ლატფარია უმოკლესი.

Posted by: iviko18 31 Aug 2019, 00:03
QUOTE (ნიკა @ 30 Aug 2019, 23:12 )
QUOTE
ზემო და ქვემო სვანეთის დამაკავშირებელ უმოკლეს გზაზე, ზაგარის უღელტეხილზე გზის გაფართოება და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა მიმდინარეობს, დაგეგმილია ბეტონის საფარის დაგება.

ზაგარო უმოკლესი კი არა უგრძესია biggrin.gif
ლატფარია უმოკლესი.

პარდონ, ამერია ლატფარში. უცებ ვიფიქრე იქ აგებდნენ ბეტონის გზას და გავოცდი.

Posted by: ნიკა 31 Aug 2019, 12:38
iviko18
ბევრმა იფიქრა ეგრე wink.gif

ლატფარზე არ დააგებენ გზას. არცაა ეგ საგზაოს ბალანსზე. ნუ ჯერ ჯერობით.

Posted by: Blueსტუმარი 31 Aug 2019, 12:48
ნიკა

შ1-ზე ახალციხიდან რომ მიდიხარ. სად მთავრდება ასფალტი და სადამდე?

Posted by: ნიკა 31 Aug 2019, 14:25
Blueსტუმარი
QUOTE
შ1-ზე ახალციხიდან რომ მიდიხარ. სად მთავრდება ასფალტი და სადამდე?


ასე ზეპირად კოდებით სახელბი რომ ვიცოდე რაღა მიჭირს. შ1 რომელი გზაა? ახალციხე-ხულო ბათუმი თუა, მაშინ ზარზმაში მთავრდება ასფალტი.

Posted by: Blueსტუმარი 31 Aug 2019, 14:41
ნიკა

და სადამდე?


ისე სენაკი-ნოქალაქევ-ბანძა-ხონის გზას რა ეშველება. საერთოდ გზას რომ არ გავს. ნოქალაქეცში ვიყავი ეთხელ და საშინელება გზა, მაგის გამო 60-ით დავდიოდი

Posted by: ნიკა 31 Aug 2019, 18:30
Blueსტუმარი
QUOTE
და სადამდე?

ხულომდე იყო გრუნტი. ახლა აკეთებენ მაგრამ იმდენად ნელა, რომ მოსახლეობამ რამდენჯერმე გადაკეტა ეგ გზა.

Posted by: mike d 1 Sep 2019, 21:20
iraklioni
კი მიხვალ.

Blueსტუმარი
ზარზმამდეა კარგი გზა, იქიდან ხულომდე დანგრეულია, ყოველ შემთხვევაში შარშან მასე იყო. გზას დაგება კი დაიწყეს მაგრამ წელს არ ვყოფილვარ და არ ვიცი თუ გააკეთეს რამე მონაკვეთი.

წინა კვირას ვიყავი ბორჯომში ფარავნის გზიდან. წალკის გზას რომ აკეთებდნენ 99 პროცენტი დაგებულია ახალი ასფალტი. ასევე მანგლისის გზაც თითქმის მორჩნენილი იყო, ერთი 100 მეტრი იყო დარჩენილი ალგეთის ხიდამდე. ნინოწმინდა - ახალქალაქი და ახალქალაქი-ფარავნის კანიონი კიდევ უფრო დანგრეული მეჩვენა. თვითონ ახალქალაქში სარემონტო სამუშაოები მიდის და შემოვლითი ქუჩებით მომიწია მაშტოცის ძეგლამდე მისვლა.
* * *
QUOTE
ემო და ქვემო სვანეთის დამაკავშირებელ უმოკლეს გზაზე, ზაგარის უღელტეხილზე გზის გაფართოება დარი ნაგებობების მშენებლობა მიმდინარეობს, დაგეგმილია ბეტონის საფარის დაგება.

ეგ გზა დამრჩა სანახავი და თუშეთი <3

ნუ კიდევ რაღაც რაღაცეებიც tongue.gif

ქვემო და ზემო სვანეთის დამაკავშირებელ გვირაბის მშენებლობაზე ხომ არ გაქვთ რამე სიახლე? მახსოვს ვითომ გეგმავდნენ მაგასაც და ბოლო ხანებში ჩამიჩუმი არ ისმის.

Posted by: Blueსტუმარი 1 Sep 2019, 21:37
mike d

აი თუშეთს არ გირჩევ, უფრო საშინელი გზა ვიდრე გგონია. თან 7 საათი საჭესთან უნდა იჯდე.

Posted by: mike d 1 Sep 2019, 22:27
Blueსტუმარი
ძაან მინდა, უბრალოდ x-trail მყავს და ვერ ვრისკავ, არ აქვს ძაან გამძლე პერედოკი და იქ რომ რამე გაუფუჭდეს რა უნდა ვქნა?

Posted by: Blueსტუმარი 1 Sep 2019, 23:00
mike d

მაგას სჯობია ველოსიპედით წასვლა. მე მაგით წავიდოდი, უფრო უსაფრთხოა. მაგრამ ფეხითაც კაია.

Posted by: ნიკა 2 Sep 2019, 02:33
არანაირი 7 საათი არ უნდა თუშეთს და ფორესტერი გადავიდა წელს. იქსტრეილი ჩვეულებრივად გადავა.

ახლა კი ახალი ამბები აბასთუმნიდან. დღეს მქონდა წრიული ტური. დიახაც. დავიწყე აბასთუმნიდან, ავედი ზევით. გზას აგანიერებენ და სერიოზული სამუშაოები მიდის. ტყეში ასე 10 კმ რო გაივლი აბასთუმნიდან იწყება განიერი გზა და ალპურში მთავრდება საირმისა და ზეკარის უღელტეხილების გასაყარზე. მოულოდნელად დავინახე, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, ზეკარისკენ იყო საკმაოდ ნავალი. ჯერ ხო ცხოვრებაში პირველად ავედი ზეკარის უღელტეხილზე. და იქ მწყემსი მოვიდა, რომელმაც გვითხრა რომ გზა გაწმინდესო და ჯიპით გაივლებაო. ასევე გზას აშენებენ სწორედ ზეკარზეო. ქვევიდან მოუყვებიანო. და ნუ მერე გვირაბსაც აპირებენო. ხოდა ჩავუყევი ზეკარის გზას. პანორმული ხედებით ალბათ საირმის გზა ჯობია მაინც. თუმცა უღრანი ტყე იყო სასწაულად ლამაზი. ზუსტად გამიჭირდება თქმა სადამდეა გზა მოყვანილი ქვევიდან რადგან უფრო უბან უბან აშენებენ. სამწუხაროდ ის უღრანი ტყე მალე აღარ იქნება, რადგან იმისგანე გზა გაყავთ, რომ უბრალოდ გაიჩეხება ტყე ამისთვის. თვითონ გზა საკმაოდ დანგრეული იყო. სამუშაოები კვირა დღესაც აქტიურად მიმდინარეობდა ბევრ უბანზე. ზოგან კოდალები კლდეებს ანგრევდნენ, ზოგან ექსკავატორები თხრიდნენ. რამდენიმე ახალი ხიდიც შენდება მდ. ქერშავეთზე. ხანის ასახვევიდან სადღაც 2 კმ-ში იწყება სისინა ასფალტი. თუმცა მთის ფერდები ძალიან ციცაბოა და ბევრგან უკვე ჩამოიყარა ასფალტზე ქვები.
ვინაიდან რიკოთზე და ხაშურში სასწაულ საცობებს ველოდი, ამიტომაც წყალთაშუაში გადავუხვიე მარცხნივ საირმისკენ და უკან უკვე საირმის უღელტეხილით გადმოვედი. შედეგად დიდი დაბრკოლებების გარეშე ჩავედი ბორჯომიდან ხაშურში. აქ წრიდან იწყებოდა სცობი მაგრამ ისეთი არაფერი.

ფოტოებს და დრონის 360-იანს მოგვიანებიტ შემოგთავაზებთ. ასევე ცხადია ონბორდ ვიდეოც მაქვს.

Posted by: Blueსტუმარი 2 Sep 2019, 09:35
ნიკა
QUOTE
არანაირი 7 საათი არ უნდა თუშეთს და ფორესტერი გადავიდა წელს. იქსტრეილი ჩვეულებრივად გადავა.

ახლა კი ახალი ამბები აბასთუმნიდან. დღეს მქონდა წრიული ტური. დიახაც. დავიწყე აბასთუმნიდან, ავედი ზევით. გზას აგანიერებენ და სერიოზული სამუშაოები მიდის. ტყეში ასე 10 კმ რო გაივლი აბასთუმნიდან იწყება განიერი გზა და ალპურში მთავრდება საირმისა და ზეკარის უღელტეხილების გასაყარზე. მოულოდნელად დავინახე, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, ზეკარისკენ იყო საკმაოდ ნავალი. ჯერ ხო ცხოვრებაში პირველად ავედი ზეკარის უღელტეხილზე. და იქ მწყემსი მოვიდა, რომელმაც გვითხრა რომ გზა გაწმინდესო და ჯიპით გაივლებაო. ასევე გზას აშენებენ სწორედ ზეკარზეო. ქვევიდან მოუყვებიანო. და ნუ მერე გვირაბსაც აპირებენო. ხოდა ჩავუყევი ზეკარის გზას. პანორმული ხედებით ალბათ საირმის გზა ჯობია მაინც. თუმცა უღრანი ტყე იყო სასწაულად ლამაზი. ზუსტად გამიჭირდება თქმა სადამდეა გზა მოყვანილი ქვევიდან რადგან უფრო უბან უბან აშენებენ. სამწუხაროდ ის უღრანი ტყე მალე აღარ იქნება, რადგან იმისგანე გზა გაყავთ, რომ უბრალოდ გაიჩეხება ტყე ამისთვის. თვითონ გზა საკმაოდ დანგრეული იყო. სამუშაოები კვირა დღესაც აქტიურად მიმდინარეობდა ბევრ უბანზე. ზოგან კოდალები კლდეებს ანგრევდნენ, ზოგან ექსკავატორები თხრიდნენ. რამდენიმე ახალი ხიდიც შენდება მდ. ქერშავეთზე. ხანის ასახვევიდან სადღაც 2 კმ-ში იწყება სისინა ასფალტი. თუმცა მთის ფერდები ძალიან ციცაბოა და ბევრგან უკვე ჩამოიყარა ასფალტზე ქვები.
ვინაიდან რიკოთზე და ხაშურში სასწაულ საცობებს ველოდი, ამიტომაც წყალთაშუაში გადავუხვიე მარცხნივ საირმისკენ და უკან უკვე საირმის უღელტეხილით გადმოვედი. შედეგად დიდი დაბრკოლებების გარეშე ჩავედი ბორჯომიდან ხაშურში. აქ წრიდან იწყებოდა სცობი მაგრამ ისეთი არაფერი.

ფოტოებს და დრონის 360-იანს მოგვიანებიტ შემოგთავაზებთ. ასევე ცხადია ონბორდ ვიდეოც მაქვს.


ისეთი კარგი წარმოდგენა შემიქმენი ამ გზაზე რომ, ამ გზით ჩავალ ბაღდათში. სანამ დროა, თორე ტყე აღარ იქნება.

ისე გომბორზეც ალპურს რომ მორჩები, ძაან ლამაზი ტყეა.

ასევე თიანეთის გზაზე.

ჩემი აზრით თიანეთის გზა ყველაზე გამორჩეული საქართველოში, ხეებს შუა რომ გადის სწორი გზა მაგაზე ვამბობ და 120-ით რომ მივდივარ.

Posted by: ნიკა 2 Sep 2019, 09:45
რა მანქანით აპირწბ? არ იყო მარტივი გასავლელი მშენებლობის ადგილებში

Posted by: vatman 2 Sep 2019, 10:05
QUOTE
წყალთაშუაში გადავუხვიე მარცხნივ საირმისკენ და უკან უკვე საირმის უღელტეხილით გადმოვედი.

მანდ როგორი გზა არის? პარკეტნიკით გადაისვლება თუ ნამდვილი ჯიპი უნდა?

Posted by: ნიკა 2 Sep 2019, 11:56
vatman
პარკეტნიკი მეეჭვება. სადაც მუშაობენ იქ ნაყარი გრუნტია ბევრგან და მუცელს ვახახუნებდი ჩემი მანქანით. თუ ძალიან გინდა ნახვა, შეგიძლია უღელტეხილიდან ჩახვიდე სამუშაოების ადგილამდე და მერე ისევ უკან ამოხვიდე.

Posted by: Blueსტუმარი 2 Sep 2019, 12:18
ნიკა

ტოიოტა მყავს ჯიპი და გაქაჩავს 2008 წლიანი?

Posted by: ნიკა 2 Sep 2019, 19:02
Blueსტუმარი
ტოიოტა ბევრნაირ ჯიპს უშვებდა wink.gif

Posted by: Blueსტუმარი 3 Sep 2019, 14:25
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზაზე, 25 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი 2 მონაკვეთადაა დაყოფილი.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი, მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი მესტია-კალა-უშგული-ლასდილი-ლენტეხის 52 კმ-იანი გზის ნაწილია. ლენტეხი-ლასდილის მონაკვეთზე დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების რაოდენობა შეადგენს 3 ობიექტს, რომლის ჯამური საორიენტაციო ღირებულება 62 790 300 ლარია, ხოლო მესტია-კალა-უშგულის მონაკვეთზე დაგეგმილია 3 პროექტის განხორციელება, რომლის ჯამური საორიენტაციო ღირებულება 33 822 600 ლარია.

მესტიისა და ლენტეხის დამაკავშირებელი გზა, რომელიც ზაგარის უღელტეხილზე უერთდება ერთმანეთს, რაჭა-ლეჩხუმის, ქვედა სვანეთისა და ზემო სვანეთის დამაკავშირებელ უმოკლეს გზას წარმაოდგენს. ბოლო პერიოდში, ამ მარშრუტმა დიდი მნიშვნელობა შეიძინა ადგილობრივი და განსაკუთრებით უცხოელი ტურისტების რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო.

დღევანდელი მდგომარეობით, არსებული საავტომობილო გზა პრაქტიკულად ამორტიზებულია, გზის სიგანე შევიწროებულია და სავალი ნაწილი ძლიერ დაორმოებული, არსებული ხელოვნური ნაგებობები კი პრაქტიკულად დანგრეულია. არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, გზის რეაბილიტაციის პროექტის შესაბამისად გათვალისწინებულია ცემენტ-ბეტონის საფარის დაგება, არსებული ხიდებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია, პარამეტრების გაუმჯობესება და მოძრაობის უსაფრთხოებისთვის გზის თანამედროვე ელემენტებით აღჭურვა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ რეგიონების ეკონომიკური, ტურისტული და საკურორტო პოტენციალის სრულად გამოყენებას. პროექტის განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდება სოფ. უშგულამდე და მესტიამდე მგზავრობის დრო.

2020-2022 წლებში ეტაპობრიბად იქნება დასრულებული ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი სავტომობილო გზის რეაბილიტაცია, რომლის ჯამური საორეინტაციო ღირებულება 100 000 000 ლარამდეა.

Posted by: ნიკა 3 Sep 2019, 15:07
QUOTE
სარეაბილიტაციო მონაკვეთი, მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი მესტია-კალა-უშგული-ლასდილი-ლენტეხის 52 კმ-იანი გზის ნაწილია

რო არ შეეშალოთ ხომ არ შეუძლიათ. 110 კილომეტრია მესტია-ლენტეხი. მარტო მესტია უშგულია 40 კმ.

პ.ს. ამასობაში ფოტოებიც გამოცხვა და გთავაზობთ ულამაზესი ზეკარისა და საირმის უღელტეხილების როგორც უბრალო ისე დრონფოტოებს
https://www.facebook.com/vardzelashvili/media_set?set=a.10213808285793993&type=3&uploaded=1

Posted by: ნიკა 4 Sep 2019, 23:29
როგორც იქნა მოვაბი თავი

ჟინვალი-თიანეტი-ახმეტა-ტბათანა
https://www.youtube.com/watch?v=hYaqdMaTaUs&list=PLMhw5vejhxgO_OJAi7X4wK1Diq_lbyhz2&index=1

უკანა გზის ვიდეოში თიანეთ ახმეა უფრო სრულად იქნება (მოკლეზე არ გავივლი). ცოტა ხანში მაგასაც დავდებ

Posted by: Blueსტუმარი 4 Sep 2019, 23:54
ფეისბუქი მაინც მქოდეს, კარგათ დავკბებოდი. სპეციალურად არ ვაკეთებ, რაც მქონდა წავშალე.

კაი დავუბრუნდეთ თემას.

უახლესი ინფორმაცია


ხვალ, 5 სექტემბერს, 10:00 საათზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “China Railway Tunnel Group Co”- სა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის ხელშეკრულება გაფორმდება.

ღონისძიებაში მონაწილეობენ: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, თავმჯდომარის მოადგილეები, კომპანია “China Railway Tunnel Group Co”-ის ვიცე პრეზიდენტი ზაო იულიანგი და საერთაშორისო განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე ზაი ფეიფეი.



ახლა თელავში ვარ და გომბორის უღელტეხილი ძაან ლამაზია რომ გითხრად ოღონთ ალპურიდან რომ ჩამოდიხარ იმ ტყეზე ვამბობ უჯარმის ციხეც ვნახე ისიც ლამაზი იყო, უბრალოდ ვერ მოვასწარი გადაღება თორე განახებდით . სოფელ გომბორში რომ შევედი ვიღაცა ქალმა მომატყუა რომ ავარიო მოხდაო ამ სოფლის ბოლოშიო და ვერ მიხვალო, მაინც გავიარე და მომატყუა მაგ მატყუარამ.

ნიკა

ზეკარზე ვიდეო არ უნდა დადოთ??

Posted by: ნიკა 5 Sep 2019, 11:44
Blueსტუმარი
საქართველოს სამხედრო გზაზე ცალკე თემაა.
https://forum.ge/?f=51&showtopic=34435404

QUOTE
ზეკარზე ვიდეო არ უნდა დადოთ??

კი. ჯერ ამას უნდა მოვრჩე. მერე ან ზეკარი ან თრუსო იქნება.

Posted by: Blueსტუმარი 5 Sep 2019, 11:54
ნიკა

მართალია არის მაგრამ ის მაინც ჩამკვდარია და მაინც აქ დავწერე

Posted by: ნიკა 5 Sep 2019, 11:59
სულაც არაა ჩამკვდარი. აგერ პირველ გვერდზეა და თან თუ იქაურ ამბებს აქ დავწერთ, მაშინ ცხადია ჩაკვდება.

Posted by: ნიკა 7 Sep 2019, 21:42
უკან დაბრუნების ვიდეოები დავამატე ფლეილისტში
ტბათანა-ხადორის ჩანჩქერი-მატანი-კვეტერა (ახმეტის შემოვლითი დანგრეული გზით)-თიანეთი-ჟინვალი

ამჯერად ახმეტა-თიანეთი მთლიანად ჩანს როგორ დღეში იყო 1 თვის წინ. ახლა წესით უფრო მეტი ასფალტიანი მონაკვეთი უნდა იყოს
https://www.youtube.com/watch?v=hrWv3hL0JJk&list=PLMhw5vejhxgO_OJAi7X4wK1Diq_lbyhz2&index=7

Posted by: Blueსტუმარი 7 Sep 2019, 22:47
ნიკა

ბოლო ნაწილში ჩანს შატილის მოასფალტებული გზა და სადამდეა ეგ???

Posted by: ნიკა 9 Sep 2019, 00:27
Blueსტუმარი
თვალივამდეა ამჟამად ასფალტი. და ისე გუდანამდე კეთდება.

პ.ს. დღეს ვიყავი ძამა-გუჯარეთზე. ძამას ხეობაში "ფედერალური" ტრასა კეთდება. თან უკვე შიგნით ხეობაში. მანამდე ჩვეულებრივი ვიწრო მოასფალტებული გზაა. რეალურად მაგ ხეობაში ორი დაცლილი სოფელია. სავარაუდოდ ქარელი-ბაკურიანი გზის ფარგლებში აშენებენ.

პ.პ.ს. დათვიჯვარზე მანქანები იყოო წინა ღამეს გაჭედილი. ზუსტი ინფო არ ვიცი, სადღაც პოსტს მოვკარი ფეისბუქზე.

Posted by: ნიკა 12 Sep 2019, 21:27
და აი ზეკარის ვიდეოც. სპეციალურად არ ამოვჭერი ტექნიკის მუშაობაზე რომ ვჩერდებოდი ეგ მომენტები
https://www.youtube.com/watch?v=AYiBEuMzJEc&list=PLMhw5vejhxgOp7ep0IuQcvkc6GD93zwdV&index=1

Posted by: Blueსტუმარი 12 Sep 2019, 21:50
ნიკა

ერთ რჩევას მოგცემთ. კადრები ცოტა შეანელე ძაან სწრაფია და თითქმის არაფერი ჩანს

Posted by: ნიკა 12 Sep 2019, 22:01
Blueსტუმარი
ადრე ეგრე იყო და არავინ უყურებდა. 3 საათიანი ვიდეოები გამოდიოდა. 6-ჯერ აჩქარებაზე შევჩერდი.

Posted by: Blueსტუმარი 12 Sep 2019, 22:11
ნიკა

2X ან 4X იყოს, 8X ბევრია

Posted by: ნიკა 12 Sep 2019, 23:20
6X-ია და 60 FPS. შეგილია ნახევარ შიჩქარეზე უყურო და იქნება 3x და 30 FPS
მუსიკა რამე სხვა ჩაურთე პარალელურად.

Posted by: Blueსტუმარი 14 Sep 2019, 12:49
სიახლე


ბოლნისის მუნიციპალიტეტში 7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა
საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზაზე 7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა.

რეაბილიტირებული მონაკვეთი ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, იწყება მდ. მაშავერას ხეობაში, გადის სოფლებს: ქვეში, ჯავშანიანი, კიანეთი და კაზრეთის გადასახვევზე სრულდება.

პროექტის შესაბამისად გზის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა: დაიგო ცემენტ-ბეტონის საფარი და რეაბილიტირდა არსებული ხიდი; მოეწყო წყალგამტარი მილები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები; ასევე, მოეწყო ავტოპავილიონი და ავტობუსის გაჩერებები; განხორციელდა გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.

ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზა სომხეთის რესპუბლიკის საზღვრამდე მიდის და მისი კეთილმოწყობა მინიშვნელოვანია როგორც სატრანზიტო გადაზიდვებისთვის ასევე, ბოლნისისა და დმანისის ტურისტული ობიექტებამდე კომფორტული გზით მისვლის თვალსაზრისით.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 6 755 811 ლარია.

Posted by: ნიკა 14 Sep 2019, 13:54
QUOTE
დაიგო ცემენტ-ბეტონის საფარი


RMG Gold-ს გაუკეთეს ახალი გზა ჩვენი ჯიბიდან.

Posted by: Blueსტუმარი 14 Sep 2019, 14:05
ბეტონის გზა მაინც და მაინც რატო, ასფალტი რომ ყოფილიყო არა?

Posted by: ნიკა 14 Sep 2019, 14:33
Blueსტუმარი
RMG-ს დატვირთულ მანქანებს რომელი ასფალტი გაუძლებს?

Posted by: Blueსტუმარი 14 Sep 2019, 14:48
ნიკა

ეგ არც მიფიქრია biggrin.gif

კაზრეთიდან სომხეთამდე იქნება დანგრეული გზა

Posted by: ნიკა 14 Sep 2019, 23:43
Blueსტუმარი
QUOTE
კაზრეთიდან სომხეთამდე იქნება დანგრეული გზა

სადღაც 10 კილომეტრია დანგრეული საზღვართან. დანარჩენი კაი გზაა. აწ უკვე აფეთქებულ საყრდისამდე ბეტონია მერე ასფალტი.

Posted by: Fabian 15 Sep 2019, 12:58
ნიკა
ფოლადაურიდან სომხეთის საზღვრამდე არსებობს გზა? და რა გამავლობის მანქანით შეიძლება მანდ გავლა ხომ არ იცი?

Posted by: ნიკა 15 Sep 2019, 21:37
Fabian
ფოლადაურიდან არის გზა ულიანოვკამდე. იქიდან ახქერფი და სომხეთის საზღვარი. ივნისში ვიყავი.
მაღალი გამავლობის მანქანაა საჭირო. ერთგან საკმაოდ ცუდი მონაკვეთია. თუმცა ნივა და უზაი შეგვხვდენენ და მგონი შემოვლა ჰქონდა მაგ მონაკვეთს.
https://www.openstreetmap.org/directions?engine=graphhopper_car&route=41.3303%2C44.5060%3B41.2241%2C44.5812#map=12/41.2809/44.5458

Posted by: Blueსტუმარი 15 Sep 2019, 21:48
ნიკა

დავით გარეჯისკენ როგორი გზა??? მაღალი გამავლობის მანქანა ხო არ უნდა, მთლიან გზას ვამბობ უბრალოდ სოფელ უდაბნომდე თუ არის ასფალტი მაინც

Posted by: ნიკა 15 Sep 2019, 21:57
კაი ხანია არ ვარ გარეჯში ნამყოფი.

Posted by: vatman 16 Sep 2019, 10:27
QUOTE
დავით გარეჯისკენ როგორი გზა??? მაღალი გამავლობის მანქანა ხო არ უნდა, მთლიან გზას ვამბობ უბრალოდ სოფელ უდაბნომდე თუ არის ასფალტი მაინც

უდაბნომდე ასფალტი შარშან განაახლეს, მონასტრამდე ნებისმიერი მანქანით მიხვალ, მგონი ბოლომდე აპირებდნენ გზის განახლებას, წელს არ ვყოფილვარ მანდედ

ნიკა
კაჭრეთიდან გურჯაანისკენ , ჯიმითის და არაშენდას გავლით ხომარ გადასულხარ, როგორი გზა არის მანდ არ იცი?

Posted by: ნიკა 16 Sep 2019, 12:49
vatman
ბოლო დროს არ ვყოფილვარ. 2015 თუ 2016-ში ვიყავი და გურჯაანის მხარეს დანგრეული იყო ზოგან. ქედს აქეთ სულ სისინა ასფალტი, მაგრამ დავიკარგე სოფლებში ისეთი ლაბირინთია. ასფალტს გავყევი და სადღაც გაუგებრობაში აღმოვჩნდი biggrin.gif
* * *
გუშინ ვიყავი ხორხის ხეობაში. იდეა გვქონდა რომ აქედან ეგებ სადმე გადავსულიყავით ან მაღაროსკარისკენ ან მთლიულეთის არაგვის ხეობაშ. მაგრამ გზა არ იყო. სამაგიეროდ თურმე დამეწყრილი რაც იყო ის მონაკვეთი აღუდგენიათ და ჟინვალის წრიული გზა ისევ გავლადია.

Posted by: vatman 16 Sep 2019, 12:53
ნიკა
თანაც არაშენდაში ეხლა შიდა გზებზე აგებენ ასფალტს და კიდევ ძნელი მისახვედრი იქნება ძირითადი გზა რომელია biggrin.gif

Posted by: dato-taro 17 Sep 2019, 21:09
ნიკა

ეს ატვირთე და პირველივე პოსტში აპინე, ბევრი დაინტერესდება wink.gif



https://we.tl/t-MRGknQ4Ww7

Posted by: eleqtro 18 Sep 2019, 02:32
vatman
QUOTE
კაჭრეთიდან გურჯაანისკენ , ჯიმითის და არაშენდას გავლით ხომარ გადასულხარ, როგორი გზა არის მანდ არ იცი?

კაჭრეთი - ზიარი (ქედის ზედა წერტილი) კარგი გზაა. გურჯაანისკენ დაღმართზე მომსპარი ასფალტია. 2 ადგილას გრუნტის მონაკვეთებია 100-100 მეტრი.

Posted by: vatman 18 Sep 2019, 10:11
eleqtro
მადლობა smile.gif

ესე იგი გავლადია

Posted by: eleqtro 18 Sep 2019, 11:11
vatman
QUOTE
ესე იგი გავლადია

მსუბუქი მანქანითაც გავდივარ ხოლმე ხშირად.

Posted by: Blueსტუმარი 18 Sep 2019, 14:32
ახალსოფელი საცხენისის ან მარტყოფი საცხენისის გზა როგორია???

Posted by: ნიკა 20 Sep 2019, 18:08
http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1568973923&pid=1340628946

ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის რეკონსტრუქცია გარდამტეხ ფაზაში შევიდა
20 სექ, 2019 14:05:10

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთის გზების განვითარების პროექტის ფარგლებში, ბაღდათი-აბასთუმანის გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას ახორციელებს. საავტომობილო გზის საერთო სიგძე 61,5 კმ-ია, საორიენტაციო ღირებულება კი 324 მილიონ ლარამდეა. პროექტი 2018 წელს დაიწყო და მისი დასრულება ეტაპობრივად მოხდება 2022 წლამდე.

ამ დროისთვის, სამუშაოები ჯამში 42.2 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარეობს, ხოლო ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზის კმ17-კმ33 მონაკვეთზე - გვირაბის მისასვლელი გზის პირველ ლოტზე და ამავე გზის კმ17-კმ33 მონაკვეთზე - გვირაბის შემოვლით მე-2 ლოტზე ტენდერი დღეს გამოცხადდება, ასევე რამდენიმე დღში გამოცხადდება ტენდერი ზეკარის უღელტეხილის გვირაბის მშენებლობაზე.

ეს გზა მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურების დონესა და უსაფრთხოებას, შეამცირებს სამგზავრო მანძილსა და დროს საქართველოს ცენტრალური ნაწილიდან თურქეთის საზღვრამდე, გზის რეკონსტრუქცია გამოაცოცხლებს რეგიონს და ეკონომიკურ აქტივობას. ამ გზით სატრანზიტო მოძრაობა შეზღუდული იქნება.

ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დრო დღეს საშუალოდ 4 საათია, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ეს დრო 1.5 სთ-ით შემცირდება, რაც რეგიონის სოციალ-ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის განვითარების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ბაღდათი-აბასთუმნის გზის რეკონსტრუქციის პარალელურად, შემუშავდა აბასთუმნის განვითარების გენერალური გეგმა, რომელმაც გაითვალისწინა მსოფლიოში წარმატებული კურორტების გამოცდილება, რის საფუძველზეც განისაზღვრა შემოვლითი გზის საჭიროება.

აბასთუმნის 16 კმ-იანი შემოვლითი გზის პროექტმა სკოპინგის ეტაპი წარმატებით გაიარა. ამ დროისთვის, საპროექტო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი მუშავდება. ახალი შემოვლითი გზის მშენებლობაზე ტენდერი საპროექტო სამუშაოების დასრულებისთანავე გამოცხადდება.

პროექტის მიზანია დააკავშიროს ტურისტულად მნიშვნელოვანი რეგიონები, მოიზიდოს მეტი ტურისტული ნაკადი და გზამ 7 თვის ნაცვლად იფუნქციონიროს მთელი წლის განმავლობაში. ეს იქნება წინაპირობა იმისა, რომ აბასთუმანი გახდეს მსოფლიოში გამორჩეული ბალნეო-კლიმატური კურორტი და მსგავსად მსოფლიოში წარმატებული პრაქტიკისა, რეგიონში გახდეს ექსკლუზიური ეკოლოგიური კურორტი.

პროექტი, როგორც მშენებლობის, ასევე კურორტის ფუნქციონირების პერიოდიდანვე უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

აბასთუმნის ახალი შემოვლითი გზის პროექტირებისას დამუშავდა 6 ალტერნატიული მიმართულება. შედარებითი ანალიზის საფუძველზე შეირჩა 3 ვარიანტი, საიდანაც უპირატესობა მიენიჭა მარშრუტს, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ტექნიკურ-ეკონომიკურ, გარემოს დაცვით და სოციალურ მოთხოვნებს. გარემოზე მინიმალური ზეგავლენის პირობებში, აღნიშნულ მიმართულებაზე გათვალისწინებულია საკომპენსაციო ღონისძიებები, დაცული ტერტორიებისათვის დამატებითი ტერიტორიის გადაცემის ჩათვლით.

ბაღდათი-აბასთუმნის განახლებული მარშრუტით, ერთმანეთს უმოკლესი გზით დაუკავშირდება იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონები. ახალი გზით მიღებული სარგებელი მნიშვნელოვანია როგორც ამ რეგიონებისთვის, ასევე მთელი ქვეყნისთვის. დაბა აბასთუმანში განიტვირთება სატრანსპორტო მოძრაობა და ქვეყანას ექნება უნიკალური, ეკოლოგიურად სუფთა და მიმზიდველი კურორტი.

Posted by: ნიკა 23 Sep 2019, 09:19
გუშინ ხადას ხეობაში ვიყავი. დრონით გადავიღე. მოვასწარი ხელუხლებლად დადოკუმენტირება. ალბათ უკვე მომავალ წელს დაიწყება სამუშაოები მანდ და ისეთი აღარ იქნება როგორიც ახლაა. თუ ნანახი არ გაქვთ მოასწარით.

Posted by: ნიკა 27 Sep 2019, 16:40
ეს ტოდინი ეტყობა კაი ატკატებს იძლევა. არბიტრაჟში უჩივიან და თან ახალ ტენდერს აგებინებენ. მანამდე ტოდინბანს რამდენ ხანს წელავდნენ ყველას გვახსოვს.

ხულო-ზარზმის გზაზეა საუბარი სადაც დიდი ალბათობით ტოდინბანის ისტორია გრძელდება
https://batumelebi.netgazeti.ge/news/224809/

Posted by: ნიკა 30 Sep 2019, 12:06
QUOTE (ნიკა @ 11 Aug 2019, 21:46 )
ნეტა რა კომპანია აკეთებს ახმეტა თიანეთს? სხვებმა რომ მაგალითი აიღონ ამათგან. ნახევარზე მეტი უკვე ასფალტირებულია გზა. დანარჩენზე ბევრგან აგებენ უკვე და ტემპს რასაც ვუყურებ, მგონი წელსვე მორჩებიან ასფალტს. ნუ ჯებირები, ნიშნები და ა.შ. გასაკეთებელია, თუმცა ისე სწრაფად აკეთებენ, მგონი მაგასაც წელს მორჩებიან. თან მინდა იმდეი ვიქონიო რომ ხარისხიანადაც კეთდება და 2-3 წელიწადში არ გახდება შესაკეთებელი. ახმეტამდე სერიოზულად ამცირებს მგზავრობის დროს.

ტბათანაზეც მშვენიერი გრუნტის გზა ადის. ვფიქრობ ნებისმიერი ლროსოვერი ავა თუ ნაწვიმარი არ იქნა. ნაწვიმარზე არ ღირს. ადგილი ულამაზესი. ხადორის ჩანჩქერმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

მგონი დავთარსე. 1.5 თვე გავიდა. გუშინ ყვარელში ვიყავი და ისეთი საცობები იყო აეროპორტის გზა+ლილოში რომ უკან გადავწყვიტე თიანეთით წამოსვლა (გომბორი-თბილისის შემოვლითიც განიხილებოდა, მაგრამ ტრაილერების თავი არ მქონდა).
მოკლედ სამუშაოები კი მიდის, თუმცა ასფალტი არაა დამატებული. პლიუს ამჯერად ახმეტაში სრულად გავიარე ეგ გზა და მანდაც ბლომად სამუშაოა დარჩენილი. როგორც ჩანს მიწისქვეშა კომუნიკაციებს აკეთებდნენ მანდაც. მაგრამ მაინც მიღირდა ეგრე წასვლა. მეორე მანქანა გომბორით წავიდა და მიუხედავად ამ დანგრეულ გზაზე ჩემი ნელი სიარულისა და 10 კილომეტრით გრძელი გზისა, მაინც ბევრად ადრე მივედი სახლში. მე ჯერ თიანეთში არ ვიყავი მისული, ისინი რომ გომბორიდან გავიდნენ ცენტრალურ გზაზე. და ნატახტართან რომ ვიყავი კერ კიდევ კახეთის გზატკეცილის საცობში ვართო.

Posted by: Foreign-Affairs 8 Oct 2019, 14:43
ხომ არ იცით ცაგერი-წყალტუბოს დამაკავშირებელი გზა როგორ მდგომარეობაშია?

Posted by: JuveMan 8 Oct 2019, 15:00
Foreign-Affairs
წელს გავიარე და ძალიან კარგი იყო, ერთ ერთი ჩემი საყვარელი გზაა

Posted by: ნიკა 8 Oct 2019, 17:31
შატილის გზის მშენებლობაზე მომუშავე სატვირთოებმა, ჟინვალის დამბასთან უკვე საკმაოდ დააზიანეს არზებული ასფალტის გზა sad.gif

Posted by: Foreign-Affairs 8 Oct 2019, 18:06
JuveMan
QUOTE
წელს გავიარე და ძალიან კარგი იყო, ერთ ერთი ჩემი საყვარელი გზაა

წელს მინდოდა ამ გზის გავლა და ვერ გავბედე. გამიხარდა გზა რომ კარგია. ასფალტიანი გზაა ხო?




* * *
სამი დღის წინ ვიყავი საირმე-აბასთუმნის გზაზე უღელტეხილის გავლით. ულამაზესი გზაა. მარა მთელი გზის განმავლობაში სამ მანქანაზე მეტი არ შემხვედრია. კარგი იქნებოდა ასფალტს თუ დააგებდნენ.

ფოტო:

https://www.google.com/maps/@41.8525415,42.7980813,3a,86.7y,338.89h,88.87t/data=!3m7!1e1!3m5!1sAF1QipOILpwDqyYRObIFxUWera6m7v61cS7iiRl8GqJ2!2e10!3e12!7i10240!8i5120

Posted by: ნიკა 8 Oct 2019, 20:18
Foreign-Affairs
ცაგერი კი არა ლენტეხი და იქითაც ასფალტია მერე (რამდენი კმ ლენტეხის იქით არ ვიცი ზუსტად).


2015 წელი. ამ ვიდეოს შუიდან იწყება და შემდეგი ორი ვიდეო გრძელდება
https://www.youtube.com/watch?v=hl7TTdjXWwU&list=PLMhw5vejhxgMgw0BZTyvA47TReGDJvmxO&index=11

Posted by: iviko18 8 Oct 2019, 21:58
QUOTE (ნიკა @ 8 Oct 2019, 20:18 )
Foreign-Affairs
ცაგერი კი არა ლენტეხი და იქითაც ასფალტია მერე (რამდენი კმ ლენტეხის იქით არ ვიცი ზუსტად).

ლენტეხის იქით ასფალტია კიდევ 20-25 კმ და ერთ მაგდენზე სამუშაოები მიმდინარეობს.

ალაგ-ალაგ, მცირე მონაკვეთებზე არის გრუნტი დატოვებული.

Posted by: Blueსტუმარი 8 Oct 2019, 22:35
ლებარდის გზაზე რა ხდება??? ოკაცის კანიონზე როგორი გზა?

Posted by: ნიკა 8 Oct 2019, 23:26
Blueსტუმარი
კანიონზე ასფალტია. ჩანჩქერზე არ ვიცი, ბოლო აღმართი არ იყო მე რომ ვიყავი მარა ეგ 3 წლის წინ იყო ალბათ ეგეც გააკეთეს.

ლებარზე ისეთი ოფროუდია ჯიპითაც არ ღირსო წასვლა. ეგეც 2 წლის წინ მიტხრეს. მდინარის კალაპოტით უნდა იაროო კაი ხანი.

iviko18
QUOTE
ლენტეხის იქით ასფალტია კიდევ 20-25 კმ და ერთ მაგდენზე სამუშაოები მიმდინარეობს.

აჰა ჩემს ვიდეოშიცაა ის ჩარეცხილი მონაკვეთები და ეტყობა არც აღუდგენიათ ჯერ.

Posted by: Captain Cassius Calhoun 9 Oct 2019, 08:26
თიანეთი-ახმეტის დამაკავშირებელი გზა რა მდრომარეობაშია?
კვეტარზე მინდა ასვლა და შესაძლებელი იქნება მსუბუქი მანქანით?

Posted by: Snow93 9 Oct 2019, 10:15
Captain Cassius Calhoun
ბოლო ინფორმაცია ეს ვნახე მაგრამ ახლა რა ხდება ზუსტად არ ვიცი
https://1tv.ge/news/tianeti-da-akhmeta-ganakhlebuli-gzit-daukavshirdeba-ertmanets/

Posted by: vatman 9 Oct 2019, 10:24
QUOTE
კანიონზე ასფალტია. ჩანჩქერზე არ ვიცი, ბოლო აღმართი არ იყო მე რომ ვიყავი მარა ეგ 3 წლის წინ იყო ალბათ ეგეც გააკეთეს.

ბოლო აღმართი ჯერ კიდევ 2 წლის წინ გააკეთს, ბეტონის.
ნუ იტოგში კიბჩხის მისადგომებს დედა უტირეს, ის მუღამი აღარ აქვს რაც თავიდანვე ჰქონდა

ჟინვალიდან ანანურისკენ, შარშანდელ დაგებულ ასფალტამდე მონაკვეთზე ზემოდან დაადეს ასფალტი, უფრო სწორედ დააფურთხეს. ანანურში კი რამდენიმე შიდა გზაზე ასფალტი დაუგიათ

Posted by: ნიკა 10 Oct 2019, 17:07
და აი ისიც. გერგეტის სამების გზა. მშრომელთ ამოთხოვნით დავწიე სიჩქარე და 4-ჯერაა აჩქარებული სტანდარტული 6-ის ნაცვლად. ტრადიციულად 60 კარდი წამშია და შეგიძლიათ უმტივნეულოდ შეანელოთ 2-ჯერ wink.gif

Posted by: ნიკა 15 Oct 2019, 12:33
მოვიარე სვანეთი. რიკოთზე რა ხდება კი იცით ისედაც დანარჩენ გზებზე.
ქუთაისის იქით ფაქტიურად მიდიხარ 60-70-ით და ზოგავ საწვავს. ზუსტად სად აყენია რადარები არ იცი და რა ძალა გადგას რომ შენზე შემოწმდეს biggrin.gif
გზები ნორმალურია
ზუგდიდი-მესტიას არემონტებენ. "შავღელეზე" ჯერ ვერაფერი მოიფიქრეს როგორც ჩანს. სხვაგან უმეტესად აღადგინეს გზა სადაც ბეტონი ჩავარდა ცალ მხარეს.
მესტია უშგული დაახლოებით კალამდეა ბეტონი. ხიდებთან წყდება. სამუშაოები არ მიმდინარეობდა არანაირი. მაინც კაია ამ ეტაპზე. ბოლო 10 კმ ყველაზე რთული გზაა მანდ ხეობაში იწრო და რას უზავენ ვნახავთ.
ზაგაროზე იგივე გზაა რაც ადრე იყო. როგორც იქნა გავიგე ეს იდუმალი ლასდილი სადაა. ადგილობრივებმა ამიხსნეს რომ აი აქაა.
https://www.openstreetmap.org/search?whereami=1&query=42.9278%2C43.1134#map=14/42.9278/43.1134
ბეჩოში ასფალტია სულ ბოლომდე. სანიაღვრეებს აკეთებდნენ.
ქორულდის ტბებისკენ იგივეა რაც ყოველთვის იყო.
ადიშში ჩვეულებრივი დანგრეული გრუნტის გზაა. ანალოგიურად ხალდეში.
უკან ლატფარით წამოვედით. საკმაოდ კარგ დღეშია გზა და ნორმალური ჯიპით გადავლა არაა პრობლემა. გზასაც იმოკლებ და სუპერხედებსაც ხედავ
ჭველფში ხიდი აუშენებიათ და აღარ გიწევს მარჩიელობა მდინარეზე გადახვალ თუ არა.
ლენტეხამდე ასფალტია 3-4 დამეწყრილი მონაკვეთით. ზოგს აკეთებდნენ, ზოგი დაიკიდეს ჯერ. მოგეხსენებათ უშგულში გზას აკეთებენ ლასდილი-უღვირის გავლით.
ლენტეხი-ცაგერის ბოლო მონაკვეთზე (ლენტეხთან) ასფალტის ახალ ფენას აგებდნენ და ხიდების კაპიტალური შეკეთება მიდის.
ცაგერი წყალტუბო სისინა ასფალტია. პრომეთეს მღვიმის გადასახვევთან ნიშნები არ აყენია. აესე რომ წყალტუბოდან თუ მიდიხართ უნდა გამოატართ მარჯვნიდან (პრომოთედან) გამომავალი მანქანები wink.gif
ხო შორიდან კარგად ჩანდა მოწამოჭრილი ხვამლის გზა. და ზედ სწრაფად მომავალი მანქანები. არ ვიცი მორჩნენ თუ არა ბოლომდე კეთებას.

რამე თუ გამომრჩა მომიტევეთ wink.gif
* * *
გამახსენდა რა გამომრჩა biggrin.gif ჭუბერის გადასახვევის მერე დავინახე, რომ ბლომად სამუშაოები მიმდინარეობს. დაუზუსტებელი ინფორმაციით ნაკრაზე მიდის ჰესის მშენებლობა.

Posted by: mike d 17 Oct 2019, 00:09
QUOTE
ზაგაროზე იგივე გზაა რაც ადრე იყო.
უკან ლატფარით წამოვედით. საკმაოდ კარგ დღეშია გზა და ნორმალური ჯიპით გადავლა არაა პრობლემა. გზასაც იმოკლებ და სუპერხედებსაც ხედავ

აი ეგ და ზაგარო მინდა რა მოვიარო, იქნებ გაისად შევძლო <3

წინა კვირებში რამდენიმე გასვლა მქონდა: კარწახზე ვიყავი და კარგი გზაა ბოლომდე. ვაჩიანიდან ვარძიაში ჩავედი, თავიდან 2-3 კმ კარგი გზაა, შემდეგ დანგრეული, მაგრამ ძაანაც არა. ნებისმიერი მანქანით შეიძლება გავლა.
შთამბეჭდავია აფნიადან ვარძიაზე ხედი, თუმცა ჩასვლა ცუდი გზის გამო ცოტა დამღლელია.

ზარზმა-ხულო საერთოდ არ გაკეთებულა, როგორც იყო ისევ ისეა. თუმცა გოდერძიდან მწვანე ტბამდე მისასვლელ გზას აგებენ ბეტონისას და თვითონ ტბის გარშემოც ტურისტულ ინფრასტრუქტურას აწყობენ. გზის ნახევარი უკვე დაგებული იყო.

აბაშა-ჯაპანა, სულ კარგი გზაა. მხოლოდ რიონზე ხიდი არის დანგრეული. ბოლოში გზის მონაკვეთი ავტობანს კვეთს და რაც დავინახე როგორც ჩანს გურიის მეორე ლოტი პრაქტიკულად მზადაა. გზა დახაზული იყო და გზის მაჩენებლებიც დამონტაჟებული.

შუხუთი-აცანა-ჯიმითიც სისინა ასფალტია. ბახმარომდე ავედი. როგორც ვიცი იქიდან აჭარაში გადადის გზა, თუმცა ვეღარ მოვასწარი ამ ჯერად.

რაჭაში ვიყავი გონაში ასული. შოვის გადასახვევამდე ასფალტია, შემდეგ ძველი დანგრეული გზაა თუმცა ჭიორამდე არ მისული ერთ მონაკვეთზე 1-2 კმ ახალი ასფალტია, თავიდან მირაჟი მეგონა. ზოგადად ღებამდე გზა უფრო ცუდი მეჩვენა ვიდრე სამი წლის წინ როცა ახალი მოხრეშილი იყო გზა. ღებიდან გონამდე ჩვეშურაზე წაღებული ორივე ხიდი აღუდგენიათ ასე რომ მანქანითად შეიძლება სოფლამდე ასვლა, თუმცა ჯობია მაღალი კლირენსის იყოს მანქანა. ქვიანი გზაა და ადვილად შეიძლება მანქანის დამტვრევა.

Posted by: ივანიჩ 17 Oct 2019, 10:11
QUOTE
თავიდან მირაჟი მეგონა

თავიდან რომ ვნახე ეგ მეც ესე მეგონა- მაგ მონაკვეთში ასფალტი არასოდეს ყოფილა, დაჟე მოხრეშილიც

Posted by: ნიკა 17 Oct 2019, 11:03
mike d
QUOTE
შთამბეჭდავია აფნიადან ვარძიაზე ხედი, თუმცა ჩასვლა ცუდი გზის გამო ცოტა დამღლელია.

შარშან აღდგომებზე ვიყავი და იდეალური გრუნტის გზა იყო. sad.gif

2 წლის წინ კეთებდნენ ჭიორას გზას და მეგონა მორჩებოდნენ ამდენ ხანში. 2017-ის შემოდგომაზე ანუ მანდ გაგანიერება მიდიოდა და ასფალტი სადაც ნახეთ იქ სისინა გრუნტი იყო საასფალტედ გამზადებული.

Posted by: ივანიჩ 17 Oct 2019, 14:16
QUOTE
მეგონა მორჩებოდნენ ამდენ ხანში.

ვისაც უნდა დაეგო, იმან შეჭამაო ის ფულიო ასე ამბობენ იქ ადგილობრივები.

Posted by: mike d 17 Oct 2019, 22:11
QUOTE
2 წლის წინ კეთებდნენ ჭიორას გზას და მეგონა მორჩებოდნენ ამდენ ხანში. 2017-ის შემოდგომაზე ანუ მანდ გაგანიერება მიდიოდა და ასფალტი სადაც ნახეთ იქ სისინა გრუნტი იყო საასფალტედ გამზადებული.

ჭიორა-ღების შორის აკეთებნდნენ ერთ მცირე მონაკვეთს და რომ ვიკითხე მარტო ამ ადგილს ვაკეთებდო.

არადა საჭიროა ღებამდე გზა. რაჭის კვალობაზე კარგა დიდი სოფელია პლიუს ჭიორაც და თან ტურისტულადაც ძაან დიდი პოტენციალი აქვს. არც მანძილია დიდი გასაკეთებელი 10-12 კმ იქნება ალბათ სულ დასაგები.

გონა მეორედ ვნახე და ფანტასტიკაა. ეგეთი ლამაზი ადგილი საქართველოში არც კი ვიცი თუ გვაქვს კიდევ.

Posted by: iviko18 17 Oct 2019, 22:21
QUOTE (ნიკა @ 15 Oct 2019, 12:33 )
ზუგდიდი-მესტიას არემონტებენ. "შავღელეზე" ჯერ ვერაფერი მოიფიქრეს როგორც ჩანს. სხვაგან უმეტესად აღადგინეს გზა სადაც ბეტონი ჩავარდა ცალ მხარეს.
მესტია უშგული დაახლოებით კალამდეა ბეტონი. ხიდებთან წყდება. სამუშაოები არ მიმდინარეობდა არანაირი. მაინც კაია ამ ეტაპზე.

"შავღელის" მეწყერთან გვირაბის გაკეთება გადაწყდა, უკვე დაწყებულია ფორმალური პროცედურები.

უშგულის გზის ბოლომდე მიყვანა ჯერ არ არის გადაწყვეტილი, როგორც გავიგე, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი გარკვეული ხელისშემშლელი ფაქტორია თანამედროვე გზის გასაყვანად. იმედია რაიმე შუალედურ ვარიანტს გამონახავენ.

Posted by: ნიკა 23 Oct 2019, 10:04

ბაკურციხე-წნორის გზის მშენებლობას ADB დააფინანსებს
22 ოქტ, 2019 09:57:34

კახეთის რეგიონში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ბაკურციხე-წნორის შემოსავლელი გზის მშენებლობა განხორციელდება. ახალი გზის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) დააფინანსებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე და აზიის განვითარების ბანკის გენერალური დირექტორი ვერნერ ლიპახი ბაკურციხე-წნორის გზაზე იმყოფებოდნენ, სადაც არსებულ მდგომარეობას გაეცნენ და აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრეს.

ბაკურციხე-წნორის შემოსავლელი გზა დაახლოებით 16 კმ. სიგრძის იქნება. ეს გზა კახეთის ერთ-ერთი ძირითადი გზის, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ნაწილია. აღნიშნული მონაკვეთი მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების მაღალ სიხშირეს განაპირობებს. არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, დაგეგმილია შემოსავლელი გზის მოწყობა ალაზნის ველის მხარეს, რომელიც დააკავშირებს თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საერთაშორისო გზას არსებულ შიდასახელმწიფოებრივ გზასთან, მჭიდროდ დასახლებული სოფლების: ბაკურციხის, კარდენახის, ანაგის, ვაქირის, მაშნაარის, საქობოს და წნორის გვერდის ავლით.

ბაკურციხე-წნორის გზის მშენებლობისთვის ამ ეტაპზე, საპროექტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს.


http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1571723869

Posted by: donrobita 23 Oct 2019, 11:27
გურჯაანის შემოვლითი ხო მორჩნენ

ეგ კი კაია წნორი-ბაკურციხე ტვინის დღვნა გზაა

Posted by: ნიკა 28 Oct 2019, 15:41
https://www.facebook.com/georoad.ge/photos/a.462194443854662/3064228696984544/?type=3&theater
ბოლოსკენ წერია ბაკურციხე გურჟაანი 2020-შიო. ამასობაში თიანეთი-ახმეტაც 2020-ზე გადავიდა facepalm.gif

Posted by: ნიკა 1 Nov 2019, 13:01
01 ნოე, 2019 12:47:08

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ36-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნული გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Posted by: ნიკა 2 Nov 2019, 13:14
2000-ზე მაღალი უღელტეხილებიდან ნელ-ნელა მოდის ინფორმაციები მათი დაკეტვის შესახებ.

ჯვარი, გომისმთა, ბახმარო, აბანო (თუშეთი), ზაგარო (აქ ცანა-ლასდილიც დაიკეტა და ნუ შესაბამისად ლატფარიც გაუვალი იქნება)

ეგ კი არა ნაქერალაზე მისაბმელიანები აიკრძალა.
მესტია-უშგულზე მხოლოდ მსუბუქებს უშვებენ

Posted by: ნიკა 28 Nov 2019, 13:55
ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 52 კმ-მდე გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს. გზა საჩხერიდან იწყება და გაივლის შემდეგ სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, ქვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ გზა შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას, რომელიც ქ. ამბროლაურიდან დაშორებულია 20 კმ-ით, ხოლო ქ. ონიდან 5 კმ-ით. პროექტი 7 მონაკვეთადაა დაყოფილი.

გზის დიდი ნაწილი ფაქტობრივად დაუსახლებულ ტყიან ზონაში მდ. ხეურას ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500 მ სიმაღლეზე მდებარეობს. არსებული გზა გრუნტოვანი იყო, პროექტის შესაბამისად კი გზის სრული რეაბილიტაცია მოხდება და ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. ამ დროისთვის, ინტენსიური სამუშაოები 6 ლოტზე ერთდროულად მიმდინარეობს.

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ძალიან მნიშვნელოვანია სოციალ-ეკნომიკური თვალსაზრისით. საჩხერე-ონის მარშრუტის სამგზავრო დრო (სიგრძე 111 კმ) დაახლოებით 2 საათია, ხოლო ზემო იმერეთი - რაჭის ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე 1 საათით მცირდება. სატრანსპორტო მოძრაობა საჩხერე-ონის გზაზე მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხს, განსაკუთრებით ქალაქებსა და სოფლებში.

ახალი დამაკავშირებელი გზა (აღმოსავლეთ ალტერნატივა) გამოაცოცხლებს ლეჩხუმისა და რაჭის რეგიონებს და მათ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

პროექტის საერთო სავარაუდო ღირებულება 108 500 000 ლარს შეადგენს და მისი დასრულება ეტაპობრივად 2021 წლისთვის არის დაგეგმილი.

ჩანჩქერი
http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1574923386&pid=1340628946

Posted by: winrar 28 Nov 2019, 15:57
ლეჩხუმის გამოცოცხლებას რატომ კიდებენ ამ გზას ცოტა გაუგებარია, ცაგერში ასასვლელად 2 სხვა ალტერნატიული გზაა, რომელიც საშუალებას იძლევა ქუთაისამდე ავტობანით მიხვიდე და მერე 80 კილომეტრამდე ორმხრივი გზით აყვე. ასე 150 კმ მაინც გამოგივა მიხვეულ-მოხვეულებით. ეგ იგივეა ბათუმში გოდერძით ჩახვიდე.

Posted by: otokarcobra 28 Nov 2019, 18:38
თემა შემეშალა )))))))))smile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gif)smile.gifsmile.gif
————————

Posted by: gogliko777 28 Nov 2019, 20:17
https://youtu.be/CeBtatLbzHQ

ლაპარაკი მაინც ისწავლონ წესიერად ((((

Posted by: ნიკა 30 Nov 2019, 15:23
winrar
QUOTE
ლეჩხუმის გამოცოცხლებას რატომ კიდებენ ამ გზას

რაჭა-ლეჩხუმი ერთი რეგიონია და ალბათ არასწორი თანმიმდევრობით დაწერეს.

Posted by: ნიკა 2 Dec 2019, 16:50
თიანეთი ახმეტაზე დააგდეს ტემპი და წელს ვერ მორჩებიან.

Posted by: N_E_M_O 14 Dec 2019, 18:58
მეგობრებო, 2018 წლის ბოლოს რო ნატახტარი–ჟინვალის ახალი გზის პროექტი უნდა ყოფილიყო მეგის პროექტი დაიდო? ვეძებ და ვერ ვპოულობ

Posted by: ნიკა 2 Jan 2020, 23:30
ტრადიციულად ბედობაზე სადმე ვკატაობ დღეს კლდეისში ვიყავი. მცირე რეპორტაჟი

1) ორბეთი-ამლევი გზა მთლიანად ასფალტია. მაგრამ ჯერ არაა დასრულებული. იმდენი ტექნიკური მარილი დაყარეს რომ ამ მარილზე სრიალებს მანქანა. ქვევით აგარაკებთან გზაზე ყრია ხრეშის გროვები და მარტო ერთი მანქანა ეტევა. მარაზმია.
2) თეთრი წყაროდან ადრე ალექსეევკამდე იყო მარტო ასფალტი. ახლა უკვე მენკალისსაც ცდება და უღელტეხილამდეა. დაღმართში ისევ გრუნტის გზაა მარა ნორმალური. წავუგაზავე მანდ ცოტა
3) კლდეისის ასასვლელს არა უშავს. კარგი გრუნტის გზაა. ერთი მცირე მონაკვეთი ბეტონი დააგეს.

Posted by: eleqtro 4 Jan 2020, 19:12
საავტომობილო გზების დეპარტამენტის საიტი არაფერს ამბობს და თუ იცით, ფარავნის უღელტეხილი ღიაა?

Posted by: ნიკა 4 Jan 2020, 19:20
eleqtro
ღიაა 99.99%
2-ში ბედენის ქედზე 1700 მეტრზე არ იყო თოვლი ფაქტიურად. კანტი კუნტად ეყარა. ისე მაგათ ცხელი ხაზი აქვთ და შეგიძლია დარეკო გადაამოწმო.

Posted by: eleqtro 4 Jan 2020, 19:47
ნიკა
მადლობა. დავრეკავ აბა.

Posted by: შხარა 6 Jan 2020, 01:35
ქუთაისში ჩავედი იმდღეს თბილისიდან და ნორმალური გზები იყო.
chest.gif

Posted by: rommel 10 Jan 2020, 17:01
კანონპროექტია პარლამენტში შესული, საავტომობილო გზებზე შავი წერტილების გამოვლენას და აღმოფხვრას ითვალისწინებს. შავ წერტილად მოიაზრება არაუმეტეს 300 მეტრის სიგრძის გზის მონაკვეთი, რომელზეც ბოლო 1 წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ან მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

საინტერესო ინიციატივაა, ალბათ დაიხვეწება განხილვებისას


Posted by: ZEUS 10 Jan 2020, 17:12
QUOTE (rommel @ 10 Jan 2020, 17:01 )
კანონპროექტია პარლამენტში შესული, საავტომობილო გზებზე შავი წერტილების გამოვლენას და აღმოფხვრას ითვალისწინებს. შავ წერტილად მოიაზრება არაუმეტეს 300 მეტრის სიგრძის გზის მონაკვეთი, რომელზეც ბოლო 1 წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ან მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

საინტერესო ინიციატივაა, ალბათ დაიხვეწება განხილვებისას

მაგას კანონპროექტი რად უნდა, მაგას ვერ ვხვდები... რამდენადაც მახსოვს, საპატრულო მანამდეც ახდენდა ხოლმე ასეთი შავი წერტილების იდენტიფიკაციას და აღრიცხვას.

Posted by: rommel 10 Jan 2020, 20:13
ZEUS
QUOTE

QUOTE (rommel @ 10 Jan 2020, 17:01 )
კანონპროექტია პარლამენტში შესული, საავტომობილო გზებზე შავი წერტილების გამოვლენას და აღმოფხვრას ითვალისწინებს. შავ წერტილად მოიაზრება არაუმეტეს 300 მეტრის სიგრძის გზის მონაკვეთი, რომელზეც ბოლო 1 წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ან მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

საინტერესო ინიციატივაა, ალბათ დაიხვეწება განხილვებისას

მაგას კანონპროექტი რად უნდა, მაგას ვერ ვხვდები... რამდენადაც მახსოვს, საპატრულო მანამდეც ახდენდა ხოლმე ასეთი შავი წერტილების იდენტიფიკაციას და აღრიცხვას.

მეეჭვება პატრულს სრულყოფილად შეესრულებინა ეს მოვალეობა, ისედაც ოთუსბირი საქმე აქვთ. თან იურიდიულად არ იყო ე.წ. შავი წერტილის განსაზღვრება ჩამოყალიბებული. ყველა შემთხვევაში კარგი საქმეა. სავარაუდოდ სპეციალური ჯგუფი შეისწავლის ამ წერტილებს და შესაბამისი ღონისძიებების გატარების ვალდებულებაც გაჩნდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტია კანონპროექტის ინიციატორი.

Posted by: mike d 19 Jan 2020, 23:59
QUOTE
1) ორბეთი-ამლევი გზა მთლიანად ასფალტია. მაგრამ ჯერ არაა დასრულებული. იმდენი ტექნიკური მარილი დაყარეს რომ ამ მარილზე სრიალებს მანქანა. ქვევით აგარაკებთან გზაზე ყრია ხრეშის გროვები და მარტო ერთი მანქანა ეტევა. მარაზმია.
2) თეთრი წყაროდან ადრე ალექსეევკამდე იყო მარტო ასფალტი. ახლა უკვე მენკალისსაც ცდება და უღელტეხილამდეა. დაღმართში ისევ გრუნტის გზაა მარა ნორმალური. წავუგაზავე მანდ ცოტა
3) კლდეისის ასასვლელს არა უშავს. კარგი გრუნტის გზაა. ერთი მცირე მონაკვეთი ბეტონი დააგეს.


ეგ თეთრიწაყრო-თრიალეთი-წალკა ულამაზესია. ბოლოს რომ ვიყავი ასფალტს აგებდნენ ალექსეევკასთან. კაია თუ გაუგრძელებათ კიდევ.

openstreetmap-ზე არის კიდევ ერთი საინტერესო გზა. ჭივჭავთან გამოეყოფა ხრამხესისკენ მიმავალ გზას და რკინიგზას მიუყვება თითქმის წალკამდე. ხომ არ ხარ ნამყოფი? მაინტერესებს როგორია.

Posted by: ნიკა 20 Jan 2020, 00:19
mike d
QUOTE
openstreetmap-ზე არის კიდევ ერთი საინტერესო გზა. ჭივჭავთან გამოეყოფა ხრამხესისკენ მიმავალ გზას და რკინიგზას მიუყვება თითქმის წალკამდე. ხომ არ ხარ ნამყოფი? მაინტერესებს როგორია.

ეგ ბიპის გზაა. ნამყოფი ვარ. 2016-ში გვქონდა მანდ ექსპედიცია რკინიგზის თემაშია.
ონბორდ ვიდეო
https://www.youtube.com/playlist?list=PLMhw5vejhxgP4OtlZuSi3o-xp3e4xqaD1

Posted by: ნიკა 21 Jan 2020, 16:57
ეს დამავიწყდა დამედო. თბილისი-ორბეთი-ფარცხისი-თეთრიწყარო-კლდეის-იბედენის პლატო-ივანოვკა-ჭივჭავი
https://www.youtube.com/watch?v=4go3L5TO5Y8&list=PLMhw5vejhxgOo_s6zkTzTmr5UUk0P6jS0

Posted by: mike d 23 Jan 2020, 23:01
ნიკა
მადლობა. ჩავუჯდები მაგ ვიდეოებს : ))

Posted by: ნიკა 30 Jan 2020, 17:49
შემდეგ უქმეებზე ფვფიქრობ სასიკვდილო გასვლას ხარაგაულში სურამის უღელტეხილით. იმედია გადავალ biggrin.gif

Posted by: ნიკა 9 Feb 2020, 19:55
დღეს ვიყავი ხარაგაულში. მიდის სამუშაოები ჩუმათელეთი-მოლითი მონაკვეთზე. დღესაც მუშაობდნენ, კერძოდ ფონაში ჩხერილამაზე ხიდი დაუშლიათ და ახალს აშენებენ. გაუგებარია რისთვის. მდინარე ახლა მილშია გაშვებული ა ზედ დროებითი გზაა გაყვანილი. მაგ მილი რომ გაეშვათ ძველი ხიდის ქვეშ და ზედ მიწა მიეყარათ რა მოხდებოდა ნეტა? ფონას იქით ოდნავაა ნამუშევარი ძირითადად საყრდენი კედლების კეთება მიდის. წიფამდე. წიფაშიც მგონი ერთგან და მორჩა. ყველაზე რთული გოლათუბანი-ნებოძირი მონაკვეთზე არაფერი. არა და მანდ კოდალებითაა სამუშაო უამრავი. მოგვიანებით ონბორდ ვიდეოს დავდებ.

აქ არის ფოტოები. საგზაო ნიშნები საკმაოდ სასაცილოდაა განლაგებული. ზოგი გასწრებას გიკრძალავს. და ა.შ. არა და მაგ გზაზე ეგ ნიშანი ან 30 სიჩქარის შეზღუდვა რა აბსურდია ყველა მიხვდება ვისაც გაუვლია biggrin.gif
https://www.facebook.com/vardzelashvili/media_set?set=a.10215028552939909&type=3
* * *
1933 წელს გახსნილა ეგ გზა. ვინაიან ვისაც არ ვკითხე სოფელში არავის ახსოვდა მანდ წესიერი ასფალტი, სავარაუდოდ 1933 წლის მერე არასდროს შეკეთებულა ის სრულად. ალაგ ალაგ ხდებოდა გზის შეკეთება. 80-იანებში მახსოვს ფონასთან დაიგო 1-2 კმ. ასევე მარელისთან საკმაოდ გრძელი მონაკვეთი. ნუ ძირულადან ხარაგაულამდე შედარებით უვლიდნენ და ასევე კომუნისტების დროს ჩუმათელეთიდან ხაშურის აიონის საზღვრამდე ასევე ასფალტ აგებდნენ პერიოდულად. შესაბამისად თითქმის 90 წლის შემდეგ, პირველად ხდება ამ გზის სრული რეაბილიტაცია.

https://www.facebook.com/pg/%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90-Kharagauli-Municipality-Hall-1397634313817071/photos/?tab=album&album_id=2525590171021474

Posted by: mike d 11 Feb 2020, 22:49
ნიკა
ძაან დანგრეულია ხო ეგ გზა? ვერაფრით ვერ შევძელი მანდ წასვლა. დაახლოებით რა დრო ჭირდება ჩუმათელეთიდან ხარაგაულამდე ჩასვლას?

ასევე მაინტერესებს უბისადან ხარაგაულისკენ გზა გარემონტებულია ხო?

ფოტოებზე რაც ვნახე თოვლი დევს და თოვლში მგონი ორმოებიანი გზა უკეთესია ხოლმე, ყოველ შემთხვევაში შარშან ზამთარში უშგულში ისე ავედი ვერ მივხვდი სად დამთავრდა ბეტონის გზა და გაფუჭებული დაიწყო.

Posted by: ნიკა 11 Feb 2020, 23:55
mike d
QUOTE
ძაან დანგრეულია ხო ეგ გზა? ვერაფრით ვერ შევძელი მანდ წასვლა. დაახლოებით რა დრო ჭირდება ჩუმათელეთიდან ხარაგაულამდე ჩასვლას?

კი დანგრეულია. ასე 2 საათამდე დაგჭირდება ალბათ ნუ გააჩნია მანქანას რამდენად გაწირად.

QUOTE
ასევე მაინტერესებს უბისადან ხარაგაულისკენ გზა გარემონტებულია ხო?

შარშან ამ დროს რომ გავიარე სამუშაოები მიდიოდა, მაგრამ დაასრულეს თუ არა არ ვიცი, აღარ წავსულვარ მაგ გზით მეტი.

Posted by: winrar 12 Feb 2020, 10:23
QUOTE (ნიკა @ 11 Feb 2020, 23:55 )
mike d
QUOTE
ძაან დანგრეულია ხო ეგ გზა? ვერაფრით ვერ შევძელი მანდ წასვლა. დაახლოებით რა დრო ჭირდება ჩუმათელეთიდან ხარაგაულამდე ჩასვლას?

კი დანგრეულია. ასე 2 საათამდე დაგჭირდება ალბათ ნუ გააჩნია მანქანას რამდენად გაწირად.

QUOTE
ასევე მაინტერესებს უბისადან ხარაგაულისკენ გზა გარემონტებულია ხო?

შარშან ამ დროს რომ გავიარე სამუშაოები მიდიოდა, მაგრამ დაასრულეს თუ არა არ ვიცი, აღარ წავსულვარ მაგ გზით მეტი.

პირველი ლოტი წელს უნდა დასრულდეს და მეორე გაისადო, ასეა ნაწინასწარმეტყველები ...

Posted by: ნიკა 12 Feb 2020, 17:36
ვნახოთ ვნახოთ. მეორე ლოტზე საკოდალო სამუშაოები არც კი დაუწყიათ, თუმცა იდდგორის გზა მორნენ 1.5 წელიწადსი დაახლოებით.
მაჰრამ აქ ბევრად რთულ ადგილებში უწევთ გავლა. სოფლებში ორღობეებში და ა.შ. წიფა-გოლათუბანი-ნებოძირი მონაკვეთზე ხო საერთოდ. რკინიგზის ხიდის ქვეშ სადაც გადის იქ რას აპირებენ ნეტა. მეეჭვება ეგ სტანდარტსი ჯდებოდეს სიმაღლეში. ვითომ ჩააღრმავებენ თუ დაიკიდებენ?

Posted by: rommel 12 Feb 2020, 20:21
ნიკა

არ დებ ხარაგაულის ვიდეოს? გელოდები smile.gif

Posted by: ნიკა 13 Feb 2020, 00:00
rommel
QUOTE
არ დებ ხარაგაულის ვიდეოს? გელოდები

ჯერ თრუსოს ვაკეთებ და გამაწამა ვეგასმა. სულ იჭედება. იმედია ხარაგაულზეც არ იზამს ეგრე.

Posted by: rommel 13 Feb 2020, 13:15
QUOTE
rommel
QUOTE
არ დებ ხარაგაულის ვიდეოს? გელოდები

ჯერ თრუსოს ვაკეთებ და გამაწამა ვეგასმა. სულ იჭედება. იმედია ხარაგაულზეც არ იზამს ეგრე.


ოკ. ვაგრძელებ ლოდინს smile.gif

Posted by: ნიკა 14 Feb 2020, 11:52
rommel
QUOTE
ოკ. ვაგრძელებ ლოდინს

აუუ. იაღლიში მომსვლია. ბარათის ამოღება დამავიწყდა და იქითობა ნახევარი გზა დავკარგე. ზედ გადააწერა ახალი ვიდეოები sad.gif

რაც არის იმას დავდებ. ჩუმათელეთი-წიფა დაიკარგა.

Posted by: rommel 14 Feb 2020, 12:15
ნიკა
ცუდია, ძაან მაინტერესებს ეგ მონაკვეთი, ჩემი ჭიპხახუნა მანქანით კიდევ ვერ გავდივარ, ვერ გზების დეპარტამენტისგან ვიღებ წესიერ პასუხს. ნუ რაც არის არის, მაგაზეც მადლობელი დაგრჩებით smile.gif

Posted by: ნიკა 14 Feb 2020, 13:39
rommel
QUOTE
ცუდია, ძაან მაინტერესებს ეგ მონაკვეთი

უკანა გზაზე ჩანს.


Posted by: Kublicha 14 Feb 2020, 16:07
ვმკ გასულა მარილზე. ხანძარი გაუჩნდა.

ანუ დარჩა 3. (1 ხო დაიმტვრა)

Posted by: vatman 14 Feb 2020, 17:46
Kublicha
QUOTE
1 ხო დაიმტვრა

ეს როდის მოხდა?

ნუ მთლად მარილზე არამგონია გასულიყოს, ალბათ გაარემონტებენ და გამოვა ისევ ხაზზე.

ისე კი სამარცხვინო რკინიგზა გვაქვს სამგზავრო გადაყვანის მიმართულებით sad.gif

Posted by: TramwayMan 19 Feb 2020, 18:32
მიმდინარე წლის 23 იანვარს ქ. ზუგდიდში შპს „კომპანია ბლექ სი გრუპ“–მა წარმატებით დაასრულა თამარ მეფის ქუჩის 2,3 კმ–იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
კომპანიამ სამშენებლო ობიექტზე განახორციელა არესებული ასფალტბეონის საფარის ფრეზირება, მოეწყო ორ ფენიანი ასფალტობეტონი, ასევე 800 მეტრიან მონაკვეთზე მოეწყო დახურული სანიაღვრე ქსელი დ=800 მმ დ=600 მმ დ=500 მმ გოფრირებული მილებით, საპროექტო გზის ორივე მხარეს მოეწყო ლითონის ცხაურით დახურული ფიბრობეტონის სანიაღვრე კიუვეტი.
ასევე ტროტუარებზე მოეწყო ბეტონის ფილები და ბორდიურები, ხოლო გაზონებზე გაკეთდა გამწვანება.

user posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted image

Posted by: ნიკა 19 Feb 2020, 20:01
საპრეზენტაციო ფოტოებზე მაინც გაეწიათ ტროტუარის დამბლოკავი მანქანები biggrin.gif

Posted by: Fabian 19 Feb 2020, 21:02
მიყვარს მეგრული ეზოები, ყოველთვის მოვლილი და ლაზათიანი.
აბა კახეთში შუა ეზოში ტრაქტორის დაჟანგებული ძრავი თუ არ გიდგას ცუდათ არის საქმე biggrin.gif

Posted by: ნიკა 20 Feb 2020, 13:08
ესეც ჩემი ვიდეოები შ55-დან






ერთ კვირაში რომ წავსულიყავი 10-ჯერ მეტი თოვლი იქნებოდა

Posted by: winrar 20 Feb 2020, 22:19
ამ ტემპით უნდა ჩაბარდეს ეს გზა მომავალ წელს?

Posted by: brutal_88 21 Feb 2020, 02:18
ზუგდიდი ველობილიკების გარეშე? sad.gif

ასეთ მჭიდრო დასახლებაში 4 ზოლიანი გზა, არც შუქნიშანი :/

კაი საგონკაო გაუკეთეს ჯიგიტებს.

Posted by: Faulkner. 21 Feb 2020, 02:52
brutal_88
QUOTE
ზუგდიდი ველობილიკების გარეშე?

აბა, პარაჟ-დაკარი იყო ხოლმე მანდ biggrin.gif
QUOTE
ასეთ მჭიდრო დასახლებაში 4 ზოლიანი გზა, არც შუქნიშანი

love.gif
შუქნიშანი, საზ. ტრანსპორტი, ქვეითები, ევრაპეისკი ორიენტაცია.

Posted by: rommel 21 Feb 2020, 12:38
QUOTE
ესეც ჩემი ვიდეოები შ55-დან

up.gif up.gif

საიდან მოათრიეს ეს აზერბაიჯანული აკორდი mad.gif 1 წლის წინ დაიწყეს სამუშაოები და ფაქტობრივად არაფერია გაკეთებული.

Posted by: winrar 21 Feb 2020, 13:00
საინტერესოა I ლოტზე რა ხდება, რომელიც წელს უნდა დამთავრდეს.

Posted by: rommel 21 Feb 2020, 13:52
winrar

თავიდან ცოტა ჩავარდნა ქონდათ, მერე ამოქაჩეს. უნდა მოასწრონ წელს. ბლექ სი აწარმოებს სამუშაოებს.

Posted by: ნიკა 21 Feb 2020, 15:30
rommel
QUOTE
საიდან მოათრიეს ეს აზერბაიჯანული აკორდი mad.gif 1 წლის წინ დაიწყეს სამუშაოები და ფაქტობრივად არაფერია გაკეთებული.

900 დღე აქვთ და ბოლოსკენ დაიწყებენ მუშაობას სად ეჩქარებათ.
* * *
brutal_88
QUOTE
ზუგდიდი ველობილიკების გარეშე?

აბა ეგა თქვი. ყვარელი ჯობნის მაგით biggrin.gif

Posted by: mike d 22 Feb 2020, 23:17
QUOTE
ესეც ჩემი ვიდეოები შ55-დან


რა დღეში ყოფილა ეგ გზა sad.gif
არადა გაცილებით ნაკლებად მნიშვნელოვანი გზები გაარემონტეს და ეგ რატომ დაიკიდეს ასე ვერ ვხვდები.
ძაან მინდა მანდ წასვლა მარა მგონია პერედოკს დედას უტირებს სანამ ძირულამდე ჩავალ.

Posted by: ნიკა 23 Feb 2020, 23:32
mike d
QUOTE
არადა გაცილებით ნაკლებად მნიშვნელოვანი გზები გაარემონტეს და ეგ რატომ დაიკიდეს ასე ვერ ვხვდები.
ძაან მინდა მანდ წასვლა მარა მგონია პერედოკს დედას უტირებს სანამ ძირულამდე ჩავალ.

ძალიან რთული რელიეფია, განსაკუთრებით ზიფა-მოლითი
ასევე რკინიგზის მშენებლობის გამო გაუგებარი იყო როგორ უნდა გაეყვანათ გზა პლიუს სატვირთოები მოსპობენ ალბათ მალე. სავარაუდოდ იგივე მიზეზით არ კეთდება მოლითი-ნუნისი, იმ დროს როცა მარელისის გზა გააკეთეს. აწი ხარაგაულის ბიუჯეტი ძალიან შემცირდა უბისას რადარის გათიშვის გამო და სანამ რიკოთზე ავტობანი არ აშენდება და რადარები არ დამონტაჟდება მაგრა გაუჭირდებათ. აი რომ აშენდება მერე კი იქნება კლონდაიკი. როგორც მახსოვს რიკოთის ავტობანი 80 კმ/სთ სიჩქარიანი შენდება და მანდ ჯარიმები დაიწერებააააა, უმრავი.

Posted by: JSB14BSJ 28 Feb 2020, 10:30
თიანეთი-ახმეტის გზა, რამდენადაც ვიცი, კეთდებოდა და დასრულდა, თუ იცით?

Posted by: Snow93 28 Feb 2020, 11:14
JSB14BSJ
მე დამჭირდა დაახლოებით 1 თვის წინ მანდ გავლა და არაა დასრულებულიო ახმეტაში ასე მითხრეს

Posted by: დიდიმინდორი 28 Feb 2020, 12:24
ვინ ხართ აქ ქოცები..

ზუგდიდის სურათები დაიდო ზემოთ.

თბილისში, კაი ჩავთვალოთ (სულ რაღაც ცოტა ხნით) , რომ გასაგებია, იმდენადაა გადაჭედილი ქალაქი, რომ ჭირს ქალაქის გადაწყობა ქვეითებზე.

ეს დედა მორტყმული, რეგიონებში მაინც რატომ არ ზრუნავენ იმაზე, რომ მეტი საფეხმავლო ზონა შეიქმნას და ქალაქების სწორება გამწვანებაზე, ისტორიულ მხარეზე და ჯანსაღ ცხოვრებაზე დაიწყოს??? ზუგდიდიში, ფოთში, თელავში და ქუთაისში მაინც ხომ შეიძლება, რამდენიმე ცენტრალური ქუჩა გადაიკეტოს და მთლიანად კულტურული დანიშნულების უბნებად გადაკეთდეს? არ უფიქრიათ რამხელა გავლენა ექნება ამას ეკონომიკაზე?

აქაც რელიეფი უშლის ხელს, თუ აქაც ბევრი მანქანაა იდიომატ(ღბილისითვისაც კი რა პრიმიტიული არგუმენტებია) !!


არ აქვს ქართველს სწავლისა და დასწავლი უნარი და მართლა ეგეთი უნიჭოები ვართ??? ხომ შეიძლება ვეცადოთ მაინც, რომ თბილისი და ბათუმი არ განმეორდეს სხვაგან, როცა ეკონომიკა გაიზრდება (თუ გაიზარდა და ეგეც საკითხავია)?

ამიტომ მინდოდა ჰოლანდიელი მერი ყოლოდა ზუგდიდს, ერთადერთი თუვარა ერთერთი იშვიათი მოზრდილი ზომის ქალაქია საქართველოში (ფოთთან და თელავთან ერთად) , რომელიც ევროპულ ქალაქს გავს და კიდევ შიძლება რამე გამოსულიყო, მაგრამ არაააა, აქაც უნდა ჩააღორონ საქმე!! გაუჯლიგინებიათ ამხელა გზა და გააკეთებენ იმდენ ფულს, რამდენიც სამჯერ გადაავსებს მაგათ მანქანებს და იჯლიგინებენ მაგ გზაზე...


P. S. იმას მაინც თუ დააკვირდით, რომ დენის სადენებიც კი არ ჩაუტანიათ მიწაში.. პარაზიტი ლოქოები

Posted by: brutal_88 28 Feb 2020, 12:34
დიდიმინდორი
კოლხეთის დაბლობის ქალაქებს დიდი პოტენციალი აქვთ სამაგალითო საველოსიპედო ქალაქებად იქცნენ, ამისთვის არსებობს კუკლტურაც, რელიეფიც და კლიმატიც.
პარაზიტი ქოცები კი უნდა მოშორდნენ, ნეტა განახათ მუნიციპალიტეტებში ვინ არიან მერები და მათი ხელქვეიტები, ტიპიური მაყუთისმკეთებელი ღრუზინები, რა ველოსიპედი და ფეხითმოსიარულე, მაგაში ატკატი არ არის. აი ასფალტის მინდვრებში კი იცოცხლე, ყოველ წელს შეიძლება მაყუთის კეთება.

Posted by: დიდიმინდორი 28 Feb 2020, 12:38
brutal_88
ყველაფერი მართალია ერთის გარდა, სადაა კყლტურა სად...

Posted by: JSB14BSJ 4 Mar 2020, 21:07
ნიკა
შენ, როგორც საქართველოს გზათა უბადლო მცოდნეს:
ტანძიაში როგორ წავიდე? რომელიმე მხრიდან მიდის წესიერი გზა? თუ ყველგანმავალით თუ არ ვარ, აზრი არ აქვს და გადავიფიქრო?

Posted by: ნიკა 5 Mar 2020, 17:41
JSB14BSJ
ტანძიამდე ასფალტია ბოლნისის მხრიდან. ასე მახსოვს. სამწუხაროდ სხვისი მანქანით ვიყავი ფიტარეთში და რეგისტრატორზე არ მაქვს ვიდეო. შარშან იყო ეგ ამბავი ასე თებერვლის დასაწყისში.

Posted by: ნიკა 13 Mar 2020, 13:00
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო - ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქციისთვის ტენდერი ხელახლა გამოცხადდა. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდება 47 კილომეტრიანი გზა და 7 ხიდი, დაიგება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი.

ახალი ტენდერი 2 ნაწილად გამოცხადდება. პროექტის დიდი ნაწილი კვლავ ქუვეითის ფონდის მიერ დაფინანსდება, ხოლო 5 კმ-იან მონაკვეთს სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს.

„საფინანსო ინსტიტუტთან წარმატებული მოლაპარეკების შედეგად, მოხერხდა სატენდერო მოთხოვნების ისე ჩამოყალიბება, რომ ტენდერში მონაწილეობა შეძლოს მეტმა ქართულმა კომპანიამ. ასეთი მიდგომის წარმატებულ მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა, სადაც 4 ლოტიდან 3-ზე ქართული კომპანია მუშაობს. ქართული კომპანიების მეტი ჩართულობა გამოცდილების დაგროვებასთან ერთად, პროექტების უფრო სწრაფად განხორციელებასაც უწყობს ხელს. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ 2020 წელი მაქსიმალურად იყოს გამოყენებული ხულო-ზარზმის პროექტზე პროგრესის მისაღწევად“ - აღნიშნა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ.

ხულო-ზარზმის განახლებული გზა, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს ერთმანეთთან. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა. განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება.

პროექტი განხორციელების შემდეგ, ტურისტული ნაკადი გაიზრდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ახალი შესაძლებლობებს გაუჩენს.

http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1583818781&pid=1340628946

Posted by: ნიკა 20 Mar 2020, 19:35
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იგეგმება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, პროექტის განხორციელებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს.

„გზის მოწესრიგების თხოვნით ფონდს ტყიბულის მუნიციპალიტეტმა მიმართა. პროექტი ითვალისწინებს ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი 3,6 კმ საავტომობილო გზის რეაბილიტაციას. იგეგმება - ორფენიანი ასფალტის საფარის და გარე განათების მოწყობა, საავტომობილო გზის გასწვრივ ლითონის მილების ჩალაგება, რკინა-ბეტონის კიუვეტებისა და კედლების მშენებლობა. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად, 3 მლნ ლარია“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

პროექტი დაახლოებით 14 თვის ვადაში დასრულდება, რის შემდეგაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მომლოცველებისა და ტურისტებისთვის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

https://www.interpressnews.ge/ka/article/589510-inprastrukturis-saministro-tqibulshi-cxrajvaris-salocavtan-misasvleli-gzis-reabilitacias-gegmavs

Posted by: Fabian 20 Mar 2020, 22:26
მდინარე ხრამზე ხიდის ბურჯებია თუ მეჩვენება?
http://maps.tbilisi.gov.ge/#/C=44.8661368-41.3989482@Z=17

Posted by: JSB14BSJ 21 Mar 2020, 20:04
ზემო იმერეთიდან რაჭისკენ გზა რა მდგომარეობაშია? დაწყებულია საერთოდ?

Posted by: ნიკა 21 Mar 2020, 20:28
QUOTE (Fabian @ 20 Mar 2020, 22:26 )
მდინარე ხრამზე ხიდის ბურჯებია თუ მეჩვენება?
http://maps.tbilisi.gov.ge/#/C=44.8661368-41.3989482@Z=17

არ გეჩვენება აშკარად. ალბათ რაღაცას აპირებდნენ მანდ კომუნისტები
* * *
JSB14BSJ
QUOTE
ზემო იმერეთიდან რაჭისკენ გზა რა მდგომარეობაშია? დაწყებულია საერთოდ?

აქტიურად მიმდინარეობდა მშენებლობა.

28 ნოემბრის მერე სიახლე თითქოს არ დაუდიათ
http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&uid=1574923386

Posted by: Fabian 21 Mar 2020, 23:05
ნიკა
QUOTE
არ გეჩვენება აშკარად. ალბათ რაღაცას აპირებდნენ მანდ კომუნისტები

მეგონა მომეჩვენა biggrin.gif

იცი რას დავაკვირდი მაგ ბურჯების ტრასირება ჩრდილოეთით ახალ კუმისამდე და სამხრეთით არაფლომდე გაკვალულია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ თბილისის შემოვლითის კვანძიდან იქნებოდა ახალი გზა და მარნეულს ამ ტრასირებით შემოუვლიდა...

შეიძლება სადახლოს მომავალი ავტობანიც ამ ტრასირებაზე დასვან...

Posted by: ნიკა 23 Mar 2020, 11:33
Fabian
QUOTE
შეიძლება სადახლოს მომავალი ავტობანიც ამ ტრასირებაზე დასვან...

ვნახოთ, თუ კორონამ დაგვინდო და მოვესწარით ამ ყველაფერს biggrin.gif

Posted by: otokarcobra 10 May 2020, 12:57
გზების განხილვა მიდის გვერდზე თემებში და აქ ვიკითხავ, ვინმემ რამე ხო არ იცით საჩხერე-ონის გზაზე რა ხდება

Posted by: ნიკა 10 May 2020, 21:47
otokarcobra
QUOTE
გზების განხილვა მიდის გვერდზე თემებში და აქ ვიკითხავ, ვინმემ რამე ხო არ იცით საჩხერე-ონის გზაზე რა ხდება

ბოლო ახალი ამბავი შემოდგომაზე იყო მანდედან, მეტი ჯერ არაფერი დაუწერიათ.

ამასობაში

აჭარაში, ბათუმი-ქედის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ქედის მერიის ინფორმაციით, მიწის მასამ საავტომობილო გზა სრულად ჩაკეტა და შესაბამისად მოძრაობა პარალიზებულია.

უწყების ცნობით, მძიმე ტექნიკა ადგილზეა მობილიზებული და გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანში აღდგება საავტომობილო მიმოსვლა.
https://www.interpressnews.ge/ka/article/598892-acharashi-batumi-kedis-damakavshirebel-centralur-gzaze-mecqeri-chamocva

Posted by: W-G1 10 May 2020, 23:05
QUOTE (ნიკა @ 13 Mar 2020, 13:00 )
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო - ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქციისთვის ტენდერი ხელახლა გამოცხადდა. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდება 47 კილომეტრიანი გზა და 7 ხიდი, დაიგება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი.

ახალი ტენდერი 2 ნაწილად გამოცხადდება. პროექტის დიდი ნაწილი კვლავ ქუვეითის ფონდის მიერ დაფინანსდება, ხოლო 5 კმ-იან მონაკვეთს სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს.

„საფინანსო ინსტიტუტთან წარმატებული მოლაპარეკების შედეგად, მოხერხდა სატენდერო მოთხოვნების ისე ჩამოყალიბება, რომ ტენდერში მონაწილეობა შეძლოს მეტმა ქართულმა კომპანიამ. ასეთი მიდგომის წარმატებულ მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა, სადაც 4 ლოტიდან 3-ზე ქართული კომპანია მუშაობს. ქართული კომპანიების მეტი ჩართულობა გამოცდილების დაგროვებასთან ერთად, პროექტების უფრო სწრაფად განხორციელებასაც უწყობს ხელს. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ 2020 წელი მაქსიმალურად იყოს გამოყენებული ხულო-ზარზმის პროექტზე პროგრესის მისაღწევად“ - აღნიშნა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ.

ხულო-ზარზმის განახლებული გზა, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს ერთმანეთთან. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა. განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება.

პროექტი განხორციელების შემდეგ, ტურისტული ნაკადი გაიზრდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ახალი შესაძლებლობებს გაუჩენს.

http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1583818781&pid=1340628946

გვირაბის ან მომენტებში გზის გადახურვის გარეშე რამდენად გამოვა რომ ზამთარში არ ჩაიკეტოს გზა. ისე კი კარგი იქნება მაგ გზის გაკეთება, ახალციხიდან ბათუმამდე წასასვლელად არ გახდება საჭირო წრის დარტყმა.

Posted by: rommel 11 May 2020, 10:03
otokarcobra
QUOTE
გზების განხილვა მიდის გვერდზე თემებში და აქ ვიკითხავ, ვინმემ რამე ხო არ იცით საჩხერე-ონის გზაზე რა ხდება


ბოლო რაც ვიცი, რაღაც დიდი დიამეტრის წყლის მილს გადაეყარენ, რომელიც არც პროექტში და არც რუკაზე იყო აღნიშნული. გაყვნენ-გამოყვნენ და ჰოი სასწაული! მამა და მარჩენალის სახლს მიადგნენ ჭორვილაში biggrin.gif მანდაც ზვიგენები ყავს? biggrin.gif biggrin.gif

Posted by: პაწა 24 May 2020, 22:57
ზესტაფონი - ჭიათურა რა სირცხვილია... ნამუსი არ აქვთ

Posted by: vatman 25 May 2020, 09:56
rommel
QUOTE
ბოლო რაც ვიცი, რაღაც დიდი დიამეტრის წყლის მილს გადაეყარენ, რომელიც არც პროექტში და არც რუკაზე იყო აღნიშნული. გაყვნენ-გამოყვნენ და ჰოი სასწაული! მამა და მარჩენალის სახლს მიადგნენ ჭორვილაში  მანდაც ზვიგენები ყავს?

შავი ზღვის წყალს ხომ არ ქაჩავს ზვიგენებისათვის? biggrin.gif biggrin.gif

Posted by: JSB14BSJ 12 Jun 2020, 07:44
ნიკა
http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1591855554&pid=1340628946

ეს გზა ან ამ გზის რომელიმე მონაკვეთი ის ხო არაა, ზვარედან სურამისკენ რო გაქვს ვიდეო დადებული?

Posted by: ნიკა 12 Jun 2020, 10:56
JSB14BSJ
კი ეგაა. .

Posted by: otokarcobra 12 Jun 2020, 19:05
QUOTE (rommel @ 11 May 2020, 10:03 )
otokarcobra
QUOTE
გზების განხილვა მიდის გვერდზე თემებში და აქ ვიკითხავ, ვინმემ რამე ხო არ იცით საჩხერე-ონის გზაზე რა ხდება


ბოლო რაც ვიცი, რაღაც დიდი დიამეტრის წყლის მილს გადაეყარენ, რომელიც არც პროექტში და არც რუკაზე იყო აღნიშნული. გაყვნენ-გამოყვნენ და ჰოი სასწაული! მამა და მარჩენალის სახლს მიადგნენ ჭორვილაში biggrin.gif მანდაც ზვიგენები ყავს? biggrin.gif biggrin.gif

კაიიიი lol.gif lol.gif

აუ რა კაი იქნებოდა რო შემთხვევით დაეზიანებინათ.

ისე რა განუკითხაობაა ქვეყანაში რო ტიპმა დიდი დიამეტრის წყლის მილი ისე გაიყვანა კაციშვილმა არაფერი იცის

Posted by: ნიკა 15 Jun 2020, 00:07
ტანას ხეობის შიგნით მიმდინარეობს გზის შეკეთება და კარგი გზა იქნება, ვაი რომ მაგ გზამდე მისასვლელ გზას უკვე დედა არ ყავს.

Posted by: DavidKalmo 17 Jun 2020, 12:32
გომარეთი - ბედიანის გზა დააგეს??

Posted by: ნიკა 17 Jun 2020, 13:16
DavidKalmo
QUOTE
გომარეთი - ბედიანის გზა დააგეს??

არ ვყოფილვარ მანდ კაი ხანია. წალკა-ბედიანი იგებოდა როგორც ვიცი, სავარაუდოდ შემდეგ გომარეთისკენაც უნდა აეყვანათ ასფალტი და აქეთ ალექსეევკასაც მიუერთებდნენ და გვექნებოდა ორი სრულად შეკრული ასფალტის წრე.


მანამდე შეგიძლიათ იხილოთ თბილისი-კოდა-ასურეთი-კაბენი-ღოუბანი-ვაშლოვანი-კოჯორი ვიდეოები
https://www.youtube.com/watch?v=P6jWcjuy_kU&list=PLMhw5vejhxgPnrLwPk2nlgEi2okVtDl1E

Posted by: DavidKalmo 17 Jun 2020, 13:34
ნიკა
კი, ვნახულობ შენ ვიდეოებს და ძალიან მადლიერი ვარ, გაიხარე.
მე ველოსიპედით დავდივარ და გომარეთიდან ხრამჰესისკენ გადასასვლელი დააგეს, 2 დღის წინ ვიყავი.
ფოტო: https://ibb.co/kJ8TfNT
ბედიანისკენ ჯერ არ ჩანს მგონი სიახლე
ეს ჩემი არხია:
https://www.youtube.com/channel/UCPygqPzFmNolgkLvZu9IHdQ/videos

Posted by: ნიკა 17 Jun 2020, 13:47
DavidKalmo
გომარეთი-ხრამჰესი ახალი გზა გაჭრეს? მე ბედიანზე დავდიოდი ხოლმე ხრამჰესიდან გომარეთამდე.

Posted by: DavidKalmo 17 Jun 2020, 14:07
ნიკა
QUOTE
გომარეთი-ხრამჰესი ახალი გზა გაჭრეს? მე ბედიანზე დავდიოდი ხოლმე ხრამჰესიდან გომარეთამდე.

კი, ახალი დასრულებულია.
მოკლედ ისევ თრიალეთიდან მენქალისამდეა დარჩენილი გზა დასაგები როგორც ჩანს.
წალკიდან თრიალეთამდე კარგი გზაა და მენქალისიდან თეთრიწყარომდეც მშვენიერია

Posted by: winrar 17 Jun 2020, 23:16
https://www.facebook.com/449807021760071/posts/3850507878356618/

ესენი კი მორჩებიან წელს, ის აკორდი არაფრის მაქნისია.

Posted by: DavidKalmo 18 Jun 2020, 14:25
ჩუმათელეთი - ხარაგაულის გზა დაგებულია?

Posted by: winrar 18 Jun 2020, 14:43
QUOTE (DavidKalmo @ 18 Jun 2020, 14:25 )
ჩუმათელეთი - ხარაგაულის გზა დაგებულია?

არა და კიდევ 2 წელი არ იქნება კარგ შემთხვევაში

Posted by: პაწა 19 Jun 2020, 10:47
სულ ახალ გაკეთებულ გზაზე, მოსახვევის აღსანიშნავად ასეთი ნიშნებია გამოყენებული
user posted image
რეალურად, გადასახვევი არსად არაა, მოსახვევია მხოლოდ. თან, ერთი არაა, ბევრია მიყოლებით და ორივე მიმართულებით. სადაც მოსახვევი ნახეს, ყველგან ეს გამოიყენეს.

ვინ უნდა იზრუნოს ამის შესწორებაზე? სად დავრეკო ან მივმართო?

Posted by: Didgori_3 23 Jun 2020, 02:05
თუ იცით წალკისკენ წყნეთიდან გზა როგორ მდგომარეობაშია?

Posted by: ნიკა 23 Jun 2020, 20:42
Didgori_3
კარგ დღეშია ბოლოსკენ ერთი დამეწყრილი მონაკვეთის გარდა.

კიკეთი-ორბეთზე 2-3 კვირის წინ "ორმოული შეკეთება" მიმდინარეობდა.

Posted by: otokarcobra 23 Jun 2020, 23:23
QUOTE (Didgori_3 @ 23 Jun 2020, 02:05 )
თუ იცით წალკისკენ წყნეთიდან გზა როგორ მდგომარეობაშია?

კარგი გზაა ნამდვილად....................................

Posted by: Didgori_3 26 Jun 2020, 12:16
ნიკა
otokarcobra
მადლობა დიდი.

გუშინწინ ვიყავი, ძალიან კარგი გზაა, საქართველოს პირობებში გამიკვირდა კიდეც ისეთი კარგი იყო biggrin.gif წალკა-დმანისის გზა არის ძალიან გაფუჭებული, მაგრამ რამდენადაც გაფუჭებულია იმდენად სასიამოვნოა იქ 10-ით სიარული biggrin.gif ასევე დმანისი-მარნეულზე ჰქონდათ საოცარი ორმოები დატოვებული ღამე, არც არაფერი ნიშანი არ იყო, სანამ არ ამოვარდებოდი უკან იქამდე ვერც მიხვდებოდი რამეში რომ ჩაარტყი. ერთი ბორბალი შეიწირა მანქანის, სხვა მხრივ შედარებით კარგი გზა იყო მარნეულიდან თბილისისკენაც.

Posted by: ნიკა 26 Jun 2020, 17:36
ვარძიაში თუ მიდიხართ გირჩევთ ურაველის ხეობით წახვიდეთ. ბევრად ლამაზი გზაა და სულ ასფალტია (სანამ გაფუჭდება biggrin.gif )

https://www.openstreetmap.org/directions?engine=graphhopper_car&route=41.6275%2C43.0492%3B41.5765%2C43.2103#map=12/41.6006/43.1241

Posted by: ნიკა 29 Jun 2020, 21:53
გუშინ ლეჩხუმში მოვარტყი წრიული. ხვამლის გზაც დავტესტე. 26% ქანობზე აქამდეც მივლია, მაგრამ არა დაბეტონებულზე. დაღმართში უფრო ნელა ვიარე ვიდრე აღმართში, რადგან მუხრუჭებმა მაგდენის თავი არ გვაქვსო. ნუ ჯამში საშუალო ქანობი მანდ უსერიოზულესია. 15 კილომეტრში 1.5 კმ კრეფ ვერტიკალში biggrin.gif

ხოდა ეს ბეტონის გზა კი გააკეთეს, ამ დროს გარშემო სოფლებში საშინელი გრუნტის გზებია sad.gif

Posted by: DavidKalmo 2 Jul 2020, 10:49
ხულო ბახმაროს გზა როგორია, ხომ არ ხართ ვინმე ნამყოფი?

Posted by: Didgori_3 2 Jul 2020, 15:37
QUOTE
ხულო ბახმაროს გზა როგორია, ხომ არ ხართ ვინმე ნამყოფი?

მანდ პირდაპირ არის გზა? მეგონა მარტო ჩოხატაურიდან ადიოდა.

Posted by: ნიკა 2 Jul 2020, 19:01
DavidKalmo
QUOTE
ხულო ბახმაროს გზა როგორია, ხომ არ ხართ ვინმე ნამყოფი?

ბოლოს 5 წლის წინ. სედანი ცოდოა თუმცა გადავა, ფორდტრანზიტები და მერსედესები მხვდებოდა ხოლმე.

Didgori_3
QUOTE
მანდ პირდაპირ არის გზა?

მანდაც არის და შუახევიდან გომისმთაში.
* * *
http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1593421452&pid=1388404621

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Posted by: DavidKalmo 2 Jul 2020, 19:33
ნიკა
QUOTE
ბოლოს 5 წლის წინ. სედანი ცოდოა თუმცა გადავა, ფორდტრანზიტები და მერსედესები მხვდებოდა ხოლმე.

დიდი მადლობა!

Posted by: Didgori_3 2 Jul 2020, 19:55
QUOTE
მანდაც არის და შუახევიდან გომისმთაში.

ოქეი, მადლობა, საინტერესო გზა იქნება ძალიან.

Posted by: mike d 2 Jul 2020, 21:56
QUOTE
ვარძიაში თუ მიდიხართ გირჩევთ ურაველის ხეობით წახვიდეთ. ბევრად ლამაზი გზაა და სულ ასფალტია (სანამ გაფუჭდება  )


ვაა ეგ გზა არ ვიცოდი უნდა დავტესტო ერთი, მადლობა <3.
ნინოწმინდა-ახალქალაქს დედა აღარ ყავს ხო?

QUOTE
გუშინ ლეჩხუმში მოვარტყი წრიული. ხვამლის გზაც დავტესტე. 26% ქანობზე აქამდეც მივლია, მაგრამ არა დაბეტონებულზე. დაღმართში უფრო ნელა ვიარე ვიდრე აღმართში, რადგან მუხრუჭებმა მაგდენის თავი არ გვაქვსო. ნუ ჯამში საშუალო ქანობი მანდ უსერიოზულესია. 15 კილომეტრში 1.5 კმ კრეფ ვერტიკალში

ხოდა ეს ბეტონის გზა კი გააკეთეს, ამ დროს გარშემო სოფლებში საშინელი გრუნტის გზებია


უფრო დეტალურად შეგიძლია მითხრა?

წრიული ანუ წყალტუბო-ცაგერი-ლაჯანურა-ამბროლაური?

ხვამლზე გზა ოყურეშიდან ადის?

ქულბაქისკენ როგორი სიტუაციაა ხომ არ იცი? არ ვარ ნამყოფი მანდ და მაინტერესებს თუ ღირს.

Posted by: ნიკა 3 Jul 2020, 10:15
mike d
QUOTE
წრიული ანუ წყალტუბო-ცაგერი-ლაჯანურა-ამბროლაური?

კი და მერე ნაქერალა ტყიბულით. ქუთაისი-ალპანა საშინელ დღეშიაო. არც აკეთებენ მგონი. მანხ ჰესების იდეაა და ალბათ არ უნდათ ტყუილად ააშენონ.

QUOTE
ხვამლზე გზა ოყურეშიდან ადის?

კი. ოღონდ ჩამოსვლაზე მუხრუჭები არ გადაახურო. მგონი საქართველოში არაგრუნტის ყველაზე დიდი დაღმართია ეგ.

QUOTE
ქულბაქისკენ როგორი სიტუაციაა ხომ არ იცი? არ ვარ ნამყოფი მანდ და მაინტერესებს თუ ღირს.

საშინელი ვიწრო გზაა. და ტბაზე ზედახორა. ისე ლამაზი ტბა კია. მეორე ტბაზე აღარც ავედი, დავტყდი. მე უფრო სიმყუდროვე მიზიდავს biggrin.gif

ვიდეო მაქვს რეგისტრატორის და დავდებ მოგვიანებით.

აი ეს რომელიღაც ტურის ანონსიდან ავიღე biggrin.gif
user posted image


პ.ს. კვირას როგორც იქნა დავაყენე საშველი და ხარაგაულის გზაზე მოგიყვებით biggrin.gif

Posted by: mike d 3 Jul 2020, 22:37
QUOTE
კი და მერე ნაქერალა ტყიბულით. ქუთაისი-ალპანა საშინელ დღეშიაო. არც აკეთებენ მგონი. მანხ ჰესების იდეაა და ალბათ არ უნდათ ტყუილად ააშენონ.

ჰოო ეგ ქუთაისი ალპანა ძაან მაინტერესებს მეც, მაგრამ დანგრეულიაო და არც აკეთებენო. sad.gif
QUOTE
კი. ოღონდ ჩამოსვლაზე მუხრუჭები არ გადაახურო. მგონი საქართველოში არაგრუნტის ყველაზე დიდი დაღმართია ეგ.

ჰოო ეგ სანერვიულო მექნება. მძიმე მანქანაა ჩემი. კვირას დიდგორიდან ნიჩბისში რომ დავეშვი, სულ ბოლი აუშვა ხუნდებმა.
QUOTE
საშინელი ვიწრო გზაა. და ტბაზე ზედახორა. ისე ლამაზი ტბა კია. მეორე ტბაზე აღარც ავედი, დავტყდი. მე უფრო სიმყუდროვე მიზიდავს

ოკ, მგონი მაგას დავიკიდებ. ლენტეხში ასვლა ჯობია.
QUOTE
პ.ს. კვირას როგორც იქნა დავაყენე საშველი და ხარაგაულის გზაზე მოგიყვებით

ვაა აი მაგას ველოდები. ფბ-ზე გამოწერილი მყევხარ და ვადევნებ ხოლმე თვალყურს შენს მოგზაურობებს biggrin.gif

Posted by: ნიკა 4 Jul 2020, 00:28
mike d
QUOTE
კვირას დიდგორიდან ნიჩბისში რომ დავეშვი, სულ ბოლი აუშვა ხუნდებმა.

მანდ არაა ისეთი დაღმართი. ჩავდივარ ჩვეულებრივად. 14 კილომეტრში 1620-დან 670-ზე ეშვები, ანუ 6.8%
ხვამლზე 1730-დან 400-მდე 13 კილომეტრში= 10.2%

Posted by: ნიკა 5 Jul 2020, 23:33
სიტუაცუა ხარაგაულის გზაზე. კოშმარი biggrin.gif

პირველი ლოტი ძირულა-მოლითი. აქ ბლექსია. არ მახსოსვ როდის უნდა მორჩნენ, მაგრამ ნახევარიც კი არაა ჯერ გაკეთებული მგონი სამუშაოსი. ასფალტი დააგეს აი მგონი გუშინ ძირულა-ზარაგაულის ასე 2 კმ მონაკვეთზე (იმდენად ახალი რომ ბავშვები ველოებით კატაობდნენ ალბათ პირველად ეგეთ კარგ ასფალტზე biggrin.gif ). თუმცა დანარჩენ მონაკვეთებზე აკორდთან შედარებით ალბათ 20-ჯერ მეტი მუშაობა მიდიოდა, მაგრამ ძააააან ძორს არიან ჯერ აი ძაააააააან.

მეორე ლოტი მოლითი-ჩუმათელეთი. ცოტა გამოცოცხლდა აკორდი. ჩუმათელეთი-წიფაზე მუშაობს ძირითადად. მარა ძაან ზანტად. 1.5 წელი კი აქვთ კიდე ვადა. ალბათ 5 წელიწადში მორჩებიან უკეთეს შემთხვევაში.

Posted by: rommel 6 Jul 2020, 00:22
QUOTE
სიტუაცუა ხარაგაულის გზაზე. კოშმარი


აუF დღეს მივდივარ ჭიპხახუნათი, მეგონა ძირულა-ხარაგაულის ნახევარი მაინც იქნებოდა დაგებული sad.gif

Posted by: JSB14BSJ 6 Jul 2020, 20:59
ვიცი რო ტვინი წავიღე ამ ზემო იმერეთი-რაჭის გზით მაგრამ დაუხმარებლად ვერ ვსვამ ტრასას.

ვინმეს, ვინც იცით, შეგიძლიათ, რომელიმე რუკაზე ამ გზის ტრასა მომინიშნოთ ან ამოხსნათ?

http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1594017078&pid=1340628946

Posted by: Didgori_3 6 Jul 2020, 21:12
JSB14BSJ
საჩხერე-სარეკი-ქვემო ხევი-უზუნთა უკვე უნდა დაესრულებინათ მგონი. უზუნთა-შქმერის დამაკავშირებელი გზა რუკაზე არაა მარა ეს ვიპოვე

"2013 წელს, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერიდან საჩხერის სოფელ უზუნთამდე ტრაქტორმა 14 კილომეტრიანი გზა გაჭრა, თუმცა შემდეგ სამუშაოები აღარ გაგრძელდა."

შქმერი-ბოყვა-ონი ახლაც არსებობს მგონი მარა მაგისი მოდერნიზება/გაკეთებაც იგეგმება.

გუგლ მეფზე (საჩხერე-სარეკი-ქვემო ხევი-უზუნთა) ამ სოფლებს თუ ჩაწერ ამოგიგდებს გზის დაწყებას, შქმერისკენ გზა როგორ გაჭრეს მაგას არ აჩვენებს. ჯერ-ჯერობით შქმერიდანაც არ აჩვენებს გზებს.

Posted by: ნიკა 7 Jul 2020, 00:15
JSB14BSJ
გუგლმა განაახლა მგონი ლამის მთელი საქართველო 2019 წლით არის. მაგრამ უზუნთას ზემოთ 2012 წლის მდგომარეობითაა. მანამდე კი ჩანს გზის მშენებლობა.

Didgori_3
QUOTE
"2013 წელს, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერიდან საჩხერის სოფელ უზუნთამდე ტრაქტორმა 14 კილომეტრიანი გზა გაჭრა, თუმცა შემდეგ სამუშაოები აღარ გაგრძელდა."

ეგ ტრაქტორის გზა ოსმ-ზე არის დატანილი.

https://www.openstreetmap.org/directions?engine=graphhopper_foot&route=42.4239%2C43.3363%3B42.4891%2C43.4144

Posted by: ZEUS 7 Jul 2020, 10:42
ნიკა
QUOTE

მეორე ლოტი მოლითი-ჩუმათელეთი. ცოტა გამოცოცხლდა აკორდი. ჩუმათელეთი-წიფაზე მუშაობს ძირითადად. მარა ძაან ზანტად. 1.5 წელი კი აქვთ კიდე ვადა. ალბათ 5 წელიწადში მორჩებიან უკეთეს შემთხვევაში.

ქუთაისის შემოვლითს მორჩნენ და იქნება აქ გაცოცხლდნენ.

Posted by: JSB14BSJ 7 Jul 2020, 10:49
Didgori_3
ნიკა

დიდი მადლობა.

ვნახე ყველაფერი რუკაზე და გავყევი სოფლებს და ვიმოგზაურე წარმოსახვით. რასაც ვუყურებ, ადვილი და მსუბუქი გზა არ უნდა იყოს...

Posted by: წიწილა 7 Jul 2020, 11:18
რაჭის გზას მორჩებიან კი 2021-ში?

Posted by: JSB14BSJ 7 Jul 2020, 14:20
QUOTE
მთელი საქართველო 2019 წლით არის. მაგრამ უზუნთას ზემოთ 2012 წლის მდგომარეობითაა

იმის ბაითი როა სადღაც მანდ, სადაა?

Posted by: DavidKalmo 8 Jul 2020, 11:05
ღოლოვანი - პატარა თონეთის გზა ვარგა?

Posted by: ნიკა 8 Jul 2020, 15:13
DavidKalmo
QUOTE
ღოლოვანი - პატარა თონეთის გზა ვარგა?

თუ მოვძებნე დაგიდე ვიდეოს

2014 წელს ასეთი იყო. არ გამიგია რომ შეეკეთებინოს ვინმეს

Posted by: DavidKalmo 8 Jul 2020, 21:46
ხოო როგორც ვხედავ თონეთის მერე ტრასამდე არაუშავს.
მადლობა დიდი

Posted by: ნიკა 8 Jul 2020, 23:30
DavidKalmo
კი. ძველი მანგლისის გზა არის ცუდ დღეში და რომ გადავუხვიეთ მერე არა უშავდა

არაფრის.

Posted by: ნიკა 10 Jul 2020, 22:26
ხონი-დიდი ჯიხაიში-იანეთი ხომ არ იცით რა დღეშია? გუგლზე თითქოს ასფალტია. კვირას მიწევს ოკაცეზე წასვლა და უკან ქუთაისით ან სამტრედიით არ მინდა დაბრუნება.

Posted by: mike d 11 Jul 2020, 09:34
ხონი-სამტედია და ფარცხანაყანევი-წყალტუბო კარგი გზაა. იანეთი-ხონზე ეს იგუგლება
http://guardian.ge/25173-samtrediis-mazhoritarma-deputatma-da-gamgebelma-ianethi-jikhaishi-khonis-damakavshirebeli-magistarlis-srulad-aghdgenis-sakithkhi-daayenes.html

Posted by: ZEUS 11 Jul 2020, 15:37
https://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/article/15186-kavthiskhevi-akhalqalaqis-gzis-monakvethze-akhali-asfalti-daigeba

ეს კარგი ამბავია.

Posted by: ნიკა 12 Jul 2020, 20:43
საკაიფო გზაა ხონი-იანეთი. ალაგ ალაგ დალატკულია, ალაგ ალაგ ახალი ასფალტია.


Posted by: ნიკა 17 Jul 2020, 00:21
ფლეილისტი ლეჩხუმიდან
1) ოსიაური-ზესტაფონი
2) ზესტაფონი-წყალტუბო
3) წყატუბი-ოყურეში
4) ხვალმზე ასვლა
5) ხვამლიდან ჩამოსვლა
6) ქულბაქის ტბებზე მისვლა
7) ქულბაქი-ბარდნალა
8) ბარდნალა=ცაგერი-ლაჯანური-აჭარა
9) აჭარა-ალპანა-ღვირიშის ჩანჩქერი-ალპანა
10) ალპანა-ა,ბროლაური-ნიკორძმინდა
11) ნიკორწმინდა-თერჯოლა-ჩოლაბურის ხიდი
https://www.youtube.com/playlist?list=PLMhw5vejhxgPJwqPqRyUvgD23cPmFjPXN

მოგვიანებით ვიდეოების ქვეშ დავამატებ ტრეკების რუკებს.

Posted by: DavidKalmo 17 Jul 2020, 11:37
სიონის წყალსაცავის მარჯვენა მხარეს გრუნტის გზას მიჩვენებს სიონიდან თიანეთამდე და ხომ არ იცით როგორი გზაა?

Posted by: ნიკა 17 Jul 2020, 22:46
DavidKalmo
ალბათ მარცხენა ნაპირი იგულისხმე. დიდი ხნის წინ შუამდე გავიარე ნივით. მერე ტალახები იყო და გამოვბრუნდი.

Posted by: mike d 17 Jul 2020, 23:39
ნიკა
მადლობა,

ვუცქირე. საინტერესო იყო.

ერთი მეც უნდა გავაკეთო ეგ ტური, მარა ქულბაქს გამოვტოვებ ალბათ. ძაან ხალხმრავალი ადგილი ჩანს და მეზარება ეგენი.


Posted by: winrar 17 Jul 2020, 23:48
QUOTE (ნიკა @ 17 Jul 2020, 00:21 )
ფლეილისტი ლეჩხუმიდან
1) ოსიაური-ზესტაფონი
2) ზესტაფონი-წყალტუბო
3) წყატუბი-ოყურეში
4) ხვალმზე ასვლა
5) ხვამლიდან ჩამოსვლა
6) ქულბაქის ტბებზე მისვლა
7) ქულბაქი-ბარდნალა
8) ბარდნალა=ცაგერი-ლაჯანური-აჭარა
9) აჭარა-ალპანა-ღვირიშის ჩანჩქერი-ალპანა
10) ალპანა-ა,ბროლაური-ნიკორძმინდა
11) ნიკორწმინდა-თერჯოლა-ჩოლაბურის ხიდი
https://www.youtube.com/playlist?list=PLMhw5vejhxgPJwqPqRyUvgD23cPmFjPXN

მოგვიანებით ვიდეოების ქვეშ დავამატებ ტრეკების რუკებს.

გული გამისკდა კამერა რომ ჩამოვარდა smile.gif))

Posted by: ნიკა 18 Jul 2020, 00:00
mike d
QUOTE
ერთი მეც უნდა გავაკეთო ეგ ტური, მარა ქულბაქს გამოვტოვებ ალბათ. ძაან ხალხმრავალი ადგილი ჩანს და მეზარება ეგენი.

ქულბაქის ნაცვლად ადი რაჩხას ჩანჩქერზე. გასისინებული გრუნტის 1 კმ გზა მიდის და მერე 100 მეტრი ბილიკი. საირმის სვეტების ასწორებს მაგრამ უფრო რთული ასასვლელია ფეხით. დრო არ გვეყო და გამოვტოვეთ

winrar
QUOTE
გული გამისკდა კამერა რომ ჩამოვარდა

სპეციალურად არ ამოვჭერი biggrin.gif

Posted by: Kidnapped 18 Jul 2020, 15:55
თბილისიდან ვარძიაში საიდან წავიდე რას მირჩევთ? წალკა ახალქალაქის გზა როგორია?

Posted by: otokarcobra 18 Jul 2020, 16:12
QUOTE (Kidnapped @ 18 Jul 2020, 15:55 )
თბილისიდან ვარძიაში საიდან წავიდე რას მირჩევთ? წალკა ახალქალაქის გზა როგორია?

არც იფიქრო.

ნინოწმინდიდან ახალქალაქამდე კაპიტალურად აკეთებენ და თავ-ბედს იწყევლი.

წადი ჩვეულებრივად ბორჯომი-ახალციხის გავლით

Posted by: ნიკა 21 Jul 2020, 09:14
საკმაოდ წინ წაწეულან ძამას ხეობის გზის შენებაში. სადამდე უნდა მიიყვანონ არ ვიცი biggrin.gif შუანოს გადასახვევამდე მიდიოდა სამუშაოები, მაგის იქით აღარ ვიცი.

პ.ს. დავგუგლე და ბლექ სი აშენებსო ტყემლოვანამდეო.

Posted by: vatman 21 Jul 2020, 10:36
otokarcobra
QUOTE
ნინოწმინდიდან ახალქალაქამდე კაპიტალურად აკეთებენ და თავ-ბედს იწყევლი.

ანუ აქ იგივე მდგომარეობაა, რაც შარშან წალკა აიაზმის მონაკვეთზე ხდებოდა?

ისე თუ იცით, ნინოწმინდა სომხეთის საზღვარი გზა დაამთავრეს?

Posted by: otokarcobra 21 Jul 2020, 11:18
vatman
QUOTE
ანუ აქ იგივე მდგომარეობაა, რაც შარშან წალკა აიაზმის მონაკვეთზე ხდებოდა?

კი ზუსტად იგივე.

QUOTE
ისე თუ იცით, ნინოწმინდა სომხეთის საზღვარი გზა დაამთავრეს?

არ ვიცი არ ვარ ნამყოფი

Posted by: ქაფქიანა 22 Jul 2020, 09:25
წყალტუბო-ხონი-მარტვილი როგორი გზაა?

Kidnapped
otokarcobra
vatman

ახალქალაქი-ნინოწმინდა და ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი კეთდება კაპიტალურად. ახლა ვიყავი, ივნისის ბოლოს.

Posted by: vatman 22 Jul 2020, 10:27
ქაფქიანა
QUOTE
წყალტუბო-ხონი-მარტვილი როგორი გზაა?

აქამდე სულ ნორმალური იყო

QUOTE
ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი კეთდება კაპიტალურად

ეს შარშანაც კაპიტალურად კეთდებოდა, ბლომადაა დარჩენილი კიდევ? ისე კი გამიკვირდა მანდ დიდი ავტობუსები რო დადიოდნენ მაგ რეაბილიტაციის პერიოდში

otokarcobra
გასაგებია მადლობა smile.gif

Posted by: ნიკა 22 Jul 2020, 10:38
ქაფქიანა
QUOTE
წყალტუბო-ხონი-მარტვილი როგორი გზაა?

წყალტუბო-ხონი კარგი გზაა. ხონი მარტვილი უკვე ცენტრალური გზაა და გასისინებული ასფალტი იყო მათხოჯამდე, მაგის იქით უკვე ოკაცესკენ წავედი.
ნუ სოფლებში მწოლიარეები ღუნავენ ტვინს ეგაა მთავარი პრობლემა.

Posted by: ქაფქიანა 22 Jul 2020, 10:44
ნიკა

QUOTE
ნუ სოფლებში მწოლიარეები ღუნავენ ტვინს ეგაა მთავარი პრობლემა.


ეგ არაფერი. მაგას აიტანს კაცი.

ძალიან კარგი, ე. ი. ქუთაისიდან პირდაპირ გადავაჭრი მარტვილში, თორემ აბაშაში ჩასვლა და მერე გადახვევა ძალიან მეზარებოდა.

Posted by: otokarcobra 22 Jul 2020, 13:01
ქაფქიანა
QUOTE
ძალიან კარგი, ე. ი. ქუთაისიდან პირდაპირ გადავაჭრი მარტვილში, თორემ აბაშაში ჩასვლა და მერე გადახვევა ძალიან მეზარებოდა.

ეგრე უნდა ქნა, მე სულ მაგ გზით დავდივარ მარტვილში. ბოლომდე კარგი გზაა.

Posted by: ნიკა 22 Jul 2020, 14:58
ქაფქიანა
QUOTE
ძალიან კარგი, ე. ი. ქუთაისიდან პირდაპირ გადავაჭრი მარტვილში, თორემ აბაშაში ჩასვლა და მერე გადახვევა ძალიან მეზარებოდა.

ქუთაისიდან მარტვილში თუ მიდიხარ წყალტუბოს გავლა რათ გინდა? პირდაპირაა ქუთაისი-ხონი-მარტვილი


პ.ს. ვამზადებ იმერეთის ტურის ონბორდებს, თავისი ხარაგაულით სა ზესტაფონი-საჩხერე-გომის გზით

Posted by: ქაფქიანა 22 Jul 2020, 16:55
ნიკა

ქუთაისი-წყალტუბო-ხონი ყვითლადაა ტრასაზე და ვიფიქრე, რომ მაგისტრალია და კარგი გზა იქნება-მეთქი.

შენ ამბობ, რომ ქუთაისი-ხონის გზა, თეთრად რომ არის და მაღლაკსა და პატარა გუბზე გაივლის, კარგია?

Posted by: ნიკა 22 Jul 2020, 17:42
ქაფქიანა
QUOTE
ქუთაისი-წყალტუბო-ხონი ყვითლადაა ტრასაზე და ვიფიქრე, რომ მაგისტრალია და კარგი გზა იქნება-მეთქი.

შენ ამბობ, რომ ქუთაისი-ხონის გზა, თეთრად რომ არის და მაღლაკსა და პატარა გუბზე გაივლის, კარგია?

სადაა ეგ ფერები? გუგლზე თუა ეგ დაივიწყე, მანდ რაჭის გზა მგონი ჯავაზეა გაყვანილი და მსგავსი სისულელეებია. OSM-ზე ქუთაისი-ხონიც და წყალტუბო-ხონი ორივე ერთი ტიპის გზაა, მარა რეალურად ქუთაისი-ხონი უფრო კაი გზაა. და მოკლეც. კი მაღლაკზე რო გადის აი ეგ გზაა ხონის მთავარი მისასვლელი გზა და მეორე სამტრედია-ხონია.

უკან თუ გიწევს წამოსვლა და ქუთაისი არ გჭირდება, მაშინ ხონიდან დიდი ჯიხაიში და იანეთისკენ წადი. ჯერ სამტრედიისკენ უნდა დაუბერო და 1.5 კმ-ში მარცხნივ შეუხვევ. მანდ ერთი მონაკვეთია ოდნავ ისე რა. სამაგიეროდ პოლიციელები არ წვანან როგორც მახსოვს არსად და ეგრევე ბაშის კვანძთან გადიხარ შემოვლითზე სამტრედიასაც ცდები და ქუთაისსაც.

Posted by: ნიკა 25 Jul 2020, 11:00
ესეც ზემო იმერთის ვიდეოები
1) ჩუმათელეთი-ნებოძირი (გზის მშენებლობა ჩანს, აკორდი ზანტად მუშაობს)
2) ნებოძირი-ზვარე-ნებოძირი-მოლითი
3) მოლითი-ვახანი (გზის მშენებლობა ლაითად და ბლექ სის ბაზა რომელზეც შემთხვევით შევაჭერი biggrin.gif )
4) ვახანი-ხარაგაული (გზის მშენებლობა გაჩაღებული)
5) ხარაგაული-ძირულა-შორაპანი (ცინცხალი ასფალტი ხარაგაულის გასასვლელში და გახარებული ველოსიპედიანი ბავშვები biggrin.gif )
6) შორაპანი-ზესტაფონი-ჭიათურა
7) ჭიათურა-ხრეითი-"მიწაძიგძიგა ტბა"
8) ტბა-ხრეითი-ჭიათურა
9) ჭიათურა-ჯვრის უღელტეხილი
10) ჯვრის უღელტეხილი-გომი
https://www.youtube.com/playlist?list=PLMhw5vejhxgNW6htl98GdCU6eXa3kd6bo

Posted by: rommel 25 Jul 2020, 11:41
QUOTE
ესეც ზემო იმერთის ვიდეოები

up.gif up.gif

Posted by: donrobita 27 Jul 2020, 09:07
კაჭრეთიდან ჩალაუბნამდე ახალი ასფალტი დაუგიათ და ვინც ეგ ჩაიბაროს იმას არ ეღირსოს საპირისპირო სქესი


Posted by: winrar 27 Jul 2020, 11:21
QUOTE (ნიკა @ 25 Jul 2020, 11:00 )
1) ჩუმათელეთი-ნებოძირი (გზის მშენებლობა ჩანს, აკორდი ზანტად მუშაობს)

სასწაული უნდა მოახდინონ რომ ეგ გზა მომავალ წელს მორჩეს. წაიყვანო უნდა ეგენი და რიკოთის ჩინელები აჩვენო როგორ მუშაობენ; განსაკუთრებით მეორე ლოტელები.

Posted by: mike d 28 Jul 2020, 21:29
QUOTE
ესეც ზემო იმერთის ვიდეოები

გაასწორა up.gif
აუ ტბაზე კაი მურტალი მისასვლელი ყოფილა. მაქედან რაჭაშიც გადადის ხო გზა?

პს. ფშავში ვიყავი კვირას. მაღაროსკართან ისევ საშინელება ხდება, ვითომ რაღაცას აკეთებენ მარა შარშანდელის იქით არ დაუმატებიათ მაგ მონაკვეთში მგონი არც ერთი მეტრი.
აი ჩარგლის გადასახვევს იქით ორწყლამდე (ფშავის და ხევსურეთის არაგვის შეერთების ადგილამდე) თითქმის სულ დაგებულია და ძაან გაასწორა.

Posted by: DavidKalmo 28 Jul 2020, 23:08
mike d
QUOTE
შარშანდელის იქით არ დაუმატებიათ მაგ მონაკვეთში მგონი არც ერთი მეტრი

დაახლოებით რამდენი კილომეტრია დასაგები ჩარგლის გადასახვევამდე?

Posted by: ნიკა 29 Jul 2020, 13:27
mike d
QUOTE
მაქედან რაჭაშიც გადადის ხო გზა?

კი შაორზე გადადის ეგ გზა. თუმცა არ ვარ გადასული და არ დამიტესტია რა მდგომარეობაშია.

ისე კი უკან უფრო კარგი გზით ჩამოვედი. ადრე პირიქით იყო, ეგ გზა იყოგაფუშწებული და რითიც ავედი ის კაი გზა იყო. ამიტომ წავედი თავიდან მაგ გზით.

Posted by: Kublicha 29 Jul 2020, 13:31
რაჭის ღვარცოფის ვიდეობს აქ რომ მოვუყაროთ თავი, ჯდება თემის პროტოკოლში თუ არა?

Posted by: mike d 29 Jul 2020, 22:09
QUOTE
დაახლოებით რამდენი კილომეტრია დასაგები ჩარგლის გადასახვევამდე?

ბევრი არა ალბათ სულ 10-12 კმ იქნება დასაგები.

Posted by: ნიკა 29 Jul 2020, 22:57
QUOTE (Kublicha @ 29 Jul 2020, 13:31 )
რაჭის ღვარცოფის ვიდეობს აქ რომ მოვუყაროთ თავი, ჯდება თემის პროტოკოლში თუ არა?

ჯდება როგორ არ ჯდება.


.

Posted by: PREDATOR 4 Aug 2020, 12:53
ხულო-ზარზმის გზის 42 კმ-იან მონაკვეთის რეკონსტრუქციის მიზნით ჩატარებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა
სინოჰუიდრომ მოიგო givi.gif weep.gif
https://commersant.ge/ge/post/xulo-zarzmis-gzis-42-km-ian-monakvetis-rekonstruqciis-miznit-chatarebul-saertashoriso-tendershi-gamardjvebuli-gamovlinda

Posted by: ნიკა 4 Aug 2020, 13:09
QUOTE (PREDATOR @ 4 Aug 2020, 12:53 )
ხულო-ზარზმის გზის 42 კმ-იან მონაკვეთის რეკონსტრუქციის მიზნით ჩატარებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა
სინოჰუიდრომ მოიგო givi.gif weep.gif
https://commersant.ge/ge/post/xulo-zarzmis-gzis-42-km-ian-monakvetis-rekonstruqciis-miznit-chatarebul-saertashoriso-tendershi-gamardjvebuli-gamovlinda

facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif
ეს რა მოუშორებელი ჭირი გვჭირს რა უბედურებაა

Posted by: ZEUS 4 Aug 2020, 18:48
QUOTE (ნიკა @ 4 Aug 2020, 13:09 )
QUOTE (PREDATOR @ 4 Aug 2020, 12:53 )
ხულო-ზარზმის გზის 42 კმ-იან მონაკვეთის რეკონსტრუქციის მიზნით ჩატარებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა
სინოჰუიდრომ მოიგო  givi.gif  weep.gif
https://commersant.ge/ge/post/xulo-zarzmis-gzis-42-km-ian-monakvetis-rekonstruqciis-miznit-chatarebul-saertashoriso-tendershi-gamardjvebuli-gamovlinda

facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif
ეს რა მოუშორებელი ჭირი გვჭირს რა უბედურებაა

აი უბრალოდ. რა კომენტარი უნდა გაკეთდეს ამ ყოველივეზე... არ ვიცი facepalm.gif

Posted by: Didgori_3 4 Aug 2020, 20:46
რამე მექანიზმი არ გვაქვს, ხარისხის შესაბამისად ლიცენზია რომ შეუჩერდეს კომპანიებს? 200 მილიონიან პროექტზე იტყვიან 30 მილიონად გავაკეთებთო და იგებენ ყველაფერს, მერე 10 ს ხარჯავენ რეალურად და გამოდის ფურთხით გაკეთებული გზები. თან საარბიტრაჟო დავა არ გვაქ ამჟამად სინოჰიდროსთან რომელიღაცა მონაკვეთის გამო?

Posted by: winrar 5 Aug 2020, 11:17
საავტომობილო გზების დეპარტამენტი

შატილის მიმართულებით გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მიუხედავად გეოლოგიური <<გამოწვევებისა>> წელს შატილის მიმართულების გზაზე სამუშაოები ფაქტობრივად არ გაჩერებულა.

საიტის ადმინიც ისაა smile.gif))

Posted by: ქაფქიანა 5 Aug 2020, 11:24
winrar

QUOTE
გეოლოგიური


user posted image

Posted by: JSB14BSJ 5 Aug 2020, 12:14
QUOTE
რამე მექანიზმი არ გვაქვს, ხარისხის შესაბამისად ლიცენზია რომ შეუჩერდეს კომპანიებს? 200 მილიონიან პროექტზე იტყვიან 30 მილიონად გავაკეთებთო და იგებენ ყველაფერს, მერე 10 ს ხარჯავენ რეალურად და გამოდის ფურთხით გაკეთებული გზები. თან საარბიტრაჟო დავა არ გვაქ ამჟამად სინოჰიდროსთან რომელიღაცა მონაკვეთის გამო?


biggrin.gif

ეს საღი აზრი და ლოგიკურად გამართული მსჯელობა ახლა ამ 2020 წელს რო ახსენდება რჩეულ ქართველობას, მაშინ სად იყავით, რუსეთში გასიებული ბენდუქიძე რო მოამაგრეს თემური ბიძიას დისშვილს და "ბაზარი არეგულირებსო", რო დაგაზეპირებინათ 11-ე მცნებად?

მაშინ არავინ არ ფიქრობდა, ხო, მექანიზმებზე?

იყიდი მოწამლულ პურს, დაიბრიდები - მეტი აღარ იყიდი.

ამ პრიმიტივიზმს ვერ სცდებოდა და ვერც სცდება საშუალოსტატისტიკური ქართველის შემეცნებითი უნარები.

ტიპს მარეგულირებელი კომისიების გაუქმება რო უნდოდა - ბაზარმა დაარეგულიროსო...

და ტრაგედია ის კი არ იყო და ის კი არაა, რო რასაც ავალებდნენ რუსები თემური ბიძიას დისშვილს, რო დედას იმასუშვრებოდა ქვეყანას, ტრაგედია ისაა, ხმის ამომღები რო არავინ არ იყო. მრევლი კი ჰყავდა პირზე დუჟმომდგარი. და დღემდე ჰყავს (რის შენახვასაც აუდის უშიშროება გრიგორიჩის დავალებით).

მექანიზმი არა, ის.

300-ს სანამ არ ასცდა დაღუპულთა რიცხვი მშენებლობებზე და მაღაროებში, რჩეული ქართველის ჰიპოფიზამდე ვერ დავიდა, რო საჭიროა შრომის უსაფრთხოების რეგულირება. იქამდე ბაზარი არეგულირებდა. მერე აღმართეს მშენებლობებზე ის ხიმინჯები და თან მოთქვამდნენ - პროდუქტი ხო გაძვირდებაო...

ასეა საქართველოში გზაც, მშენებლობაც, კვების მრწეველობაც და სხვა ყველაფერიც.

Posted by: Didgori_3 5 Aug 2020, 18:09
QUOTE
ეს საღი აზრი და ლოგიკურად გამართული მსჯელობა ახლა ამ 2020 წელს რო ახსენდება რჩეულ ქართველობას, მაშინ სად იყავით, რუსეთში გასიებული ბენდუქიძე რო მოამაგრეს თემური ბიძიას დისშვილს და "ბაზარი არეგულირებსო", რო დაგაზეპირებინათ 11-ე მცნებად?

პირადად მე არ ვიყავი მაგ დროს, ან ძალიან პატარა ვიყავი უბრალოდ biggrin.gif ბაზრის დარეგულირებაც მესმის და ბაზრის დასარეგულირებლად მარეგულირებლის და სისტემის(და არა კონკრეტული პიროვნებების) მნიშვნელობაც.

Posted by: ნიკა 10 Aug 2020, 12:11
სიტუაცია გზებზე სვანეთიდან

ავტობანზე ისედაც იცით რაც ხდება.

სამტრედია-ზუგდიდი ხობის მერე რადრებია სულ. და ახალი დახაზულია უწყვეტი ზოლი. ძაან ცოტა ადგილია დატოვებული გასასწრებად. მგონი აქაც კალოშა ავტობუსებში გვიპირებს გადასმას.
სვანეთის გზა სანამ ბეტონი დაიწყება საკაიფოა. აი ბეტონის გზას დედა აღარ ყავს ბევრგან. ანუ ის ჩავარდნილი ადგილები თითქმის სულ გამოასწორეს, მაგრამ თვითონ ბეტონი იფშვნება უკვე. ნუ შავღელეზე სტანდარტული სიტუაციაა. ხო ნაცებს ვერ დავაბრალებ ამას, მესტია-უშგულზეც დაიწყო ალაგ ალაგ დაფშვნა ბეტონმა. რამდენიმე წელი არ ავსულვარ თეთნულდზე და ეს გზაც საკმაოდ მოისპო, ქორულდის ტბების გზაც. ნაკრას გზაც კაი დანჟღრეულია. ავტობანის თემას თუ აკვირდებით უკანა გზაზე საცობებს შემოვუარე მთლიანად. მომიწია შ102 გზით (ოფიციალურ სახელს ვერ დავწერ იმსიგრძეა, თერჯოლიდან კაცხისკენ გადადის) გავლა. ბოლო კილომეტრებია გაკეთებული კაცხთან, მანამდე დედა არ ყავს biggrin.gif

Posted by: PREDATOR 10 Aug 2020, 13:11
ნიკა
ონბორდები დაიდება?

Posted by: ნიკა 10 Aug 2020, 15:04
PREDATOR
არა მგონია, სვანეთი სვანეთია რა (თან კორონიანი თურმე biggrin.gif ) . და შ102-ზე ღამე ვიარე, არაფერი ჩანს biggrin.gif
* * *
ხმერტო მეტეორი გვესროლე
http://ajaratv.ge/article/62958

Posted by: mike d 10 Aug 2020, 23:50
QUOTE
სამტრედია-ზუგდიდი ხობის მერე რადრებია სულ. და ახალი დახაზულია უწყვეტი ზოლი. ძაან ცოტა ადგილია დატოვებული გასასწრებად.

ეგ კაი დამღლელი გზაა რა, თან ხობის მერე გგონია რომ ვსო უკვე ზუგდიდში ხარ და ამ დროს კიდევ კაი მანძილია გასავლელი.

QUOTE
მესტია-უშგულზეც დაიწყო ალაგ ალაგ დაფშვნა ბეტონმა

ეგ ჯერ არ დაუმთავრებიათ და უკვე დაიწყო გაფუჭება? vis.gif

QUOTE
მომიწია შ102 გზით (ოფიციალურ სახელს ვერ დავწერ იმსიგრძეა, თერჯოლიდან კაცხისკენ გადადის)

ეგეც დამღლელი გზაა, ძაან ბევრი მოსახვევით. მარა ზესტაფონის და ხაშურის მარაზმს მგონი მართლა ჯობია ცოტა დრო დაკარგო და ნერვები არ დაიწყვიტო.


წინა კვირას გომისმთაზე ვიყავი ასული. ჩოხატაური-ოზურგეთის გზა რომელიც დაზიანებული იყო არემონტებენ. გომისმთაზე როგორც იყო ისევ ისეა ასასვლელი. ბჟუჟჰესამდე კაი გზააა და მერე გაფუჭებული. თუმცა სედანები ძალიან ბევრნი ადიან გზაზე.
თვითონ გომისმთას წელს დაბის სტატუსი მიანიჭეს თუმცა ჯერჯერობით დაახლოებით ისევ ისეა იქაურობა როგორც წლების წინ იყო.


Posted by: PREDATOR 11 Aug 2020, 12:32
QUOTE (ნიკა @ 10 Aug 2020, 15:04 )
PREDATOR
არა მგონია, სვანეთი სვანეთია რა (თან კორონიანი თურმე biggrin.gif ) . და შ102-ზე ღამე ვიარე, არაფერი ჩანს biggrin.gif
* * *
ხმერტო მეტეორი გვესროლე
http://ajaratv.ge/article/62958

მაგარი ბეტონი ჩაუსხიათ ხულოში lol.gif

Posted by: ნიკა 11 Aug 2020, 14:08
mike d
QUOTE
თვითონ გომისმთას წელს დაბის სტატუსი მიანიჭეს

მე ვიცოდი რომ ბახმაროს მიანიჭეს დაბის სტატუსი.

მართლ ამიუნიჭებიათ დაბის სტატუსი
https://matsne.gov.ge/ka/document/view/4883252?publication=0

Posted by: vatman 11 Aug 2020, 19:43
თუ იცით ბაღდათიდან ვანისკენ რომელი გზით სჯობია გადასვლა ბაღდათი-ფერსათი-წითელხევი ს გავლით თუ ბაღდათი- ვარციხის გავლით. ანუ ღიპხოხიალამ რო გაიაროს


და კიდევ ბაღდათიდან მეორე და პირველი სვირის გავლით ზესტაფონში გაისვლება , ისე რო ფეროსთან არ მოგიწიოს გასვლა და პირდაპირ ზესტაფონის ცენტრში მოხვდე....

Posted by: Guro_ 11 Aug 2020, 19:49
vatman
ფერსათით არ გაბედო წასვლა :დ

ჩერეზ ვარციხე წადი ერთი იამა არ შეგხვდება გზად, ოღონდ ვარციხეში ფრთხილად და ნელა იარე, ისეთი ბუგაროვკებია სანამ არ შეჯდები ზედ არ ჩანს.

ვანიდან დასავლეთში თუ აპირებ წასვლას, ჩერეზ დაფნარი გზა ძაალიან გაფუჭებულია, უბრალოდ მოკლეა და მაინც ღირს.

Posted by: vatman 11 Aug 2020, 20:31
Guro_
მადლობა smile.gif
QUOTE
ვანიდან დასავლეთში თუ აპირებ წასვლას, ჩერეზ დაფნარი გზა ძაალიან გაფუჭებულია, უბრალოდ მოკლეა და მაინც ღირს.

ვანიდან მაინც მომიწევს დაფნარისკენ, ასე რო მაგ გზას არ ავცდები biggrin.gif
QUOTE
ისეთი ბუგაროვკებია სანამ არ შეჯდები ზედ არ ჩანს.

მთელ ბაღდათში მგონი ეგეთებია biggrin.gif , დიმშიც, საირმისკენაც

Posted by: Guro_ 11 Aug 2020, 20:36
vatman
ვის მოუვიდა თავში ეგეთი ბუგაროვკების გაკეთება არ ვიცი.


ჰო რაც შეეხება ზესტაფონს და სვირს, მცოდნე და მაქაური კაცის პასუხი ესაა:

კი გადახვალ, მაგრამ სოფლის გზებით უნდა იარო, მომენტებში ასფალტიც არ იყოს შეიძლება. ანუ მეორე სვირიდან გადახვალ პირველ სვირში, მერე კვალითში და მერე ზესტაფონში.

ვანი-დაფნარი ძველი გზა ეგო, მაგას დაემატა კოპიტნარის აეროპორტი. მაგ აეროპორტმა ეგ გზა საკაიფოდ დატვირთა და მთლად განადგურდა

Posted by: iviko18 11 Aug 2020, 21:33
ვანი დაფნარის რეაბილიტაცია მიდიოდა და მგონი დასრულდა კიდეც.

Posted by: ZEUS 15 Aug 2020, 17:38
საინტერესოა. ქვეშეთი - კობის გზის პროექტს ცალკე ფბ გვერდი გაუხსნეს და თან ასპონსორებენ smile.gif

user posted image

Posted by: alexx 18 Aug 2020, 21:18
ბათუმი - ახალციხე როგორი გზაა თუ იცით?

ბოლოს როგორც ვიცი ერთი პატარა მონაკვეთიღა იყო დასამთავრებელი

Posted by: ნიკა 18 Aug 2020, 21:33
alexx
QUOTE

ბოლოს როგორც ვიცი ერთი პატარა მონაკვეთიღა იყო დასამთავრებელი

ერთი "პატარა" 40 კილომეტრიანი მონაკვეთი ხულო-ზარზმა sad.gif

Posted by: mrpitkina 18 Aug 2020, 22:24
QUOTE
ერთი "პატარა" 40 კილომეტრიანი მონაკვეთი ხულო-ზარზმა

lol.gif lol.gif

Posted by: zazamos 18 Aug 2020, 23:25
ორჯერ ვიმგზავრე ზესტაფონი-ბაღდათი-ვანი-დაფნარის და ქუთაისი-ვარციხე-ვანი-დაფნარის გზით ბოლო 3 თვის განმავლობაში. ორივე გზა ნორმალურია. ბევრ მონაკვეთზე ახალდაგებული საფარია.

ზესტაფონი-ბაღდათის მონაკვეთზე შედარებით ძველი საფარია, მაგრამ ორმო პრაქტიკულად არ შემხვედრია. ეგაა, რომ საკმაოდ მიხვეულ-მოხვეული და აღმართ-დაღმართიანი გზა და მოულოდნელი მოსახვევებია.

თუ ქუთაისის შესასვლელის გავლა არ გეზარებათ, ზესტაფონი-ქუთაისის ავტობანით და შემდეგ ვარციხით წასვლა ჯობს. პრაქტიკულად მთლიანად ახალდაგებული გზაა, ძალიან მცირე მოძრაობით.

ეგაა, მოძრაობის საშუალო სიჩქარე დაბალია, და ძირითად გზასთან შედარებით დროში ვერ მოვიგებთ.

Posted by: ნიკა 19 Aug 2020, 13:34
კვირას ვიყავი თრიალას ტბებზე, ჭულეში და ზანავის ციხეზე.
ტბებზე იჯარეთიდან ავედი და გაოცებული დავრჩი სედნები რომ დამხვდა biggrin.gif თურმე ლელოვანიდან ან სამყურედან ამოდის ბევრად უკეთესი გზა. იჯარეთიდან რავ4 ამოვიდა. ოღნდ მეორე და მესამე ტბებზე პატარა მანქანები უკვე ვეღარ ამოდიან.

ჭულეში სულ ასფალტის სისინა გზაა ბოლომდე. ზანავის ციხეზე პატარა მანქანა პატარა ზანავში მიდის ახლოს, მერე აღმართი მოგიწევთ. ჯიპი დიდი ზანავიდან უკნიდან უვლის და მიდის ძალიან ახლოს თან მაღლა. მერე ბილიკია საკაიფო ციხისკენ.

Posted by: zazamos 19 Aug 2020, 15:21
ნიკა
უდე გაიარე? ადიგენი-უდე-არალის გზა რა მდგომარეობაშია?

Posted by: ნიკა 19 Aug 2020, 16:39
zazamos
QUOTE
უდე გაიარე? ადიგენი-უდე-არალის გზა რა მდგომარეობაშია?

არა, ადიგენდან ავედი იჯარეთში პირდაპირ.

Posted by: zazamos 23 Aug 2020, 16:23
თუ იცით, ქუთაისი - გელათი - ტყიბული როგორი გზაა?

Posted by: ნიკა 23 Aug 2020, 20:37
დიდი უბედურება მოხდა შატილის გზაზე. 12 დაღუპული წინასწარი ინფორმაციით.

https://www.interpressnews.ge/ka/article/614856-shss-shatilis-gzaze-gadavardnil-mikroavtobusshi-mqopi-sxva-pirebis-zebnisa-da-amoqvanis-samushaoebi-grzeldeba-mimdinareobs-mgzavrta-identipicireba

Posted by: zazamos 24 Aug 2020, 09:37
ჯერ კიდევ 2018 წელს გაიხსნა თემა ამ კომპანიის შესახებ: https://forum.ge/?f=29&showtopic=35014807
ეს დარგი სრულიად დაურეგულირებელია. არარეგისტრირებულ კომპანიებს და შემთხვევით გიდებს უამრავი ტურისტი დაყავთ ექსკურსიებზე.
როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, რამოდენიმე ფაქტორი დაემთხვა ერთმანეთს და ეს ტრაგედია მივიღეთ: გაუმართავი და გადატვირთული მანქანა, შუმახერი მძღოლი, მოსახვევში მიტოვებული სატვირთო, რთული რელიეფი ...

Posted by: vatman 24 Aug 2020, 10:45
საშინელებაა რაც მოხდა
და კიდევ საშინელებაა თუ რამდენი ტყუილი დაიწერა აქ პოლიტგანყშიც და ფეისბუქზე, გადაუწმოწმებელი ინფორმაცია

Posted by: mike d 24 Aug 2020, 23:41
QUOTE
თუ იცით, ქუთაისი - გელათი - ტყიბული როგორი გზაა?

კარგი გზაა.

Posted by: ნიკა 25 Aug 2020, 00:16
QUOTE (zazamos @ 23 Aug 2020, 16:23 )
თუ იცით, ქუთაისი - გელათი - ტყიბული როგორი გზაა?

2017-ის ონბორდი


Posted by: zazamos 25 Aug 2020, 15:05
mike d
ნიკა
გმადლობთ

Posted by: mike d 28 Aug 2020, 00:00
გამარჯობა,

დღეს ვიყავი სამცხე ჯავახეთში და ნინოწმინდა-ახალქალაქის გზას რომელიც დანგრეული იყო აქტიურად აკეთებენ. სადღაც 80 პროცენტზე უკვე დევს პირველი ფენა, დანარჩენ 20 პროცენტზე დაზიანებული ასფალტი აყრილი და მოხრეშილია, ასე რომ ნებისმიერი მანქანით უპრობლემოდ შეიძლება გავლა მაგ გზის.
სამაგიეროდ ახალქალაქიდან-ფარავანჰესამდე გზას აი რასაც ქვია დედა არ ყავს და მანდ ჯერჯერობით არაფერს აკეთებენ. ბოლოს შარშან ვიყავი და მაგის მერე აი ძაან მაგრად არის გაფუჭებული. კიდევ ერთი წელი და საერთოდ ვერ გაივლი მაგ გზაზე. მისახედია სასწრაფოდ.
ახალციხე-ასპინძის გზა ძირითადად კარგია, თუმცა მომატებულია იმ პატარ პატარა დაზიანებული მონაკვეთების რაოდენობა რომელიც გზის დაგებიდან მალევე გაჩნდა..
მცირე დაზიანებებია ბენარა-აბასთუმანის გზაზე. სამაგიეროდ ზარზმამდე ძველებურად სისინა ასფალტია.

Posted by: ნიკა 28 Aug 2020, 04:34
mike d
ადრე დავწერრ ასპინძა ახალციხე ურაველით ჯობია. სულ კარგი გზაა ულამაზესი ხედებით. ნუ აღმართ დაღმართია ცხადია

Posted by: mike d 28 Aug 2020, 13:49
ნიკა
ახლა გამახსენდა კი ადრე რომ თქვი.

მადლობა შემდეგისთვის დავიმახსოვრებ.

Posted by: პაწა 30 Aug 2020, 11:49
გზას რომ არანაირი პრობლემა არ აქვს, არც გადაკერებული, არც დაზიანებული და მაინც 2 ფენას ამატებენ, რა ფენომენია ვერ ვხვდები. ონი - ამბროლაურის მონაკვეთზე მაქვს ლაპარაკი. იგივე გზაზე, 300მ ქრონიკულად უასფალტო ნაწილი ისევ ხელუხლებელია

Posted by: PAINKILLER 30 Aug 2020, 21:37
QUOTE (პაწა @ 30 Aug 2020, 11:49 )
გზას რომ არანაირი პრობლემა არ აქვს, არც გადაკერებული, არც დაზიანებული და მაინც 2 ფენას ამატებენ, რა ფენომენია ვერ ვხვდები. ონი - ამბროლაურის მონაკვეთზე მაქვს ლაპარაკი. იგივე გზაზე, 300მ ქრონიკულად უასფალტო ნაწილი ისევ ხელუხლებელია

ატკატები wink.gif



არჩევნები მოდის და ლევი ფული სჭირდებათ ხალხის მოსასყიდად




Posted by: ნიკა 31 Aug 2020, 15:22
ჩემი ფავორიტი სახელწოდების გზის რეაბილიტაციას აპირებენ.
http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=358238&lang=ge

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-102) ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის კმ 8-რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზი-ქვაციხე-კიცხის საავტომობილო გზის კმ1-კმ12+000 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები
* * *
მცირე რეპორტაჟი ჩემი აჭარული მოგზაურობის
1) ზარზმა-გოდერძი არა უშავს. ბოლო 3-4 კმ-ა დანგრეული უფრო. მაგრამ შარშან უარესი იყო თითქოს
2) მწვანე ტბის გზა ჯიგრული ბეტონია. ბეშუმისკენ ასფალტი
3) გოდერძი-ჩირუხი. ესაა ახალი მარშუტ რომელსაც აპიარებენ ჩირუხის ტურისტული განვითარების ფარგლებში. ულამაზესი გზაა, მაგრამ ცხადია არა სედნებისთვის.
ა) გოდერძიდან თეთროფის (არ ვიცი ზუსტი სახელი) იაილებამდე გზას არა უშავს.
ბ) მერე იდეაში უნდა ჩახვიდე სოფელ თხილვანაში. მაგრამ ასე აცდები შუამთის ტბებს და თხილვანას იაილას ეს მონაკვეთი უარესია მაგრამ ნებისმიერი ნორმალური ჯიპით გავლადია. გზა თუ გააგრძელეთ მალე სასაზღვრო ზინაში მოხვდებით, თუმცა საშვებს არ ითხოვენ და მალე ჩადიხართ ხიხანის სასაზღვრო პუნქტთან. აქედან ციხეზე ასსასველლი გზა შედის. ცოტა მანქანა მიდის მაგრამ მდინარემ წაიღო ძველი გაკეთებული გზა და 1.5 კმ ფეხით . ბოლოს აღმართი იწყება და ა.შ, ის გზა კი ეშვება დაბლა სოფელ თხილვანაში.
გ) ხიხაძირი-თხილვანა-ბაკიბაკო ასფალტია ერთი პატარა მონაკვეთის გამოტოვებით. ბაკოში შიგნით ბეტონი ადის. სხალთა-ხიხაზირი არ ვიცი როგორი გზაა. სავარაუდოდ გრუნტის.
დ) ბაკიბაკო-ყარაგოლის ტბები. ნორმალური გრუნტის გზაა.
ე) ყარაგოლის ტბები-ჩირუხი. აქ ორი გზაა. ერთი საზღვარს მიუყვება და არააო რეკომენდირებული მაგით გავლა. ისეთივე დონის გრუნტის გზაა. მეორე ოფიციალური გზა (მაჩვენებელიც აქეთ გვიშვებს. მარჯვნიდან მიდის და მთას წრეს არტყამს. ულამაზესი ხედებია, გზა საკმაოდ ცუდი და ვიწროა. 1 თვის წინ მეწყერით იყო ჩაკეტილი. ამჟამად გავლადია
4) ჩირუხი-შუბანი ჩვეულებრივი დანგრეული გრუნტის გზაა
5) შუბანიდან რაღაც მონაკვეთი შუახევამდე ასფალტია. მერე გავდივართ შ77-ზე რომელიც გადასახვევიდან ზევით ბეტონია, ქვედა ნაწილს აკეთებენ, ნაწილი ბოლო 5-10 კმ შუახევამდე სისინა ასფალტია მაგრამ ძალიან სახიფათო და ვიწრო გზაა. მაგარი ადრენალინებით biggrin.gif
6) შუახევი ქედა თავიდან ცოტა ორმოებია, ისეთ არაფერი
7) ქედა-მერისი თაზა ასფალტი. ჩანჩქერამდეც გარგი გრუნტის გზაა
ავედით ისევ შუახევში.
8) შუახევი-ხულო დალატკული ასფალტია
9) სხალთაში ახალი ასფალტი დააკეს აი მგონი გუშინ.
ლ) ხულოს მერე გრუნტის გზაა, კაი ხარისხის. ალაგ ალაგ "გამოწვევებით" biggrin.gif
10) ჰესიდან ღორჯომისკენ 20 კმ ასფალტის საკაიფო გზაა. ღორჯომიდან ზევით ბახმაროსკენ კიდე 5 კმ დაგებული ბანძი ბეტონია, თავიდან აბანძებ, რომ დამთავრდება მერე ეგრევე ნოსტალგია გეწყება biggrin.gif ალაგ ალაგ ძალიან ცუდი გზაა. განსაკუთრებით ზოტიყელი-ბახმარო მონაკვეთია საშინელ დღეში.
11) ბახმარო-ხიდისთავი კარგი ასფალტია. ხიდისთავი-ჩოხატაური ახალი დაგებული
12) ჩოხატაური-საჯავახო კი გეცოდინებათ კარგი გზაა.

Posted by: წიწილა 31 Aug 2020, 17:06
QUOTE (ნიკა @ 10 Aug 2020, 14:04 )
PREDATOR
არა მგონია, სვანეთი სვანეთია რა (თან კორონიანი თურმე biggrin.gif ) . და შ102-ზე ღამე ვიარე, არაფერი ჩანს biggrin.gif
* * *
ხმერტო მეტეორი გვესროლე
http://ajaratv.ge/article/62958

რას აკეთებენ ამათ შიგ ხომ არ აქვთ?

Posted by: vatman 31 Aug 2020, 17:27
QUOTE
2) მწვანე ტბის გზა ჯიგრული ბეტონია. ბეშუმისკენ ასფალტი

დაიცა, ტბამდე ბეტონია? eek.gif user.gif

Posted by: ნიკა 31 Aug 2020, 19:08
vatman
QUOTE
დაიცა, ტბამდე ბეტონია?

კი. და ზოგადად ამ 5 წელიწადში რაც მე მთიან აჭარაში არ ვიყავი, ძალიან წინაა წაწეული გზების ამბავი. სოფლების უმეტესობაში ასფალტი თუ არა ბეტონის გზა შედის. ხულოდან ბახმაროში რომ უნდა გადავსულიყავი, მორალურად ვემზადებოდი 50 კმ გრუნტის დანგრეული გზის გასავლელად და ჰოი საოცრებავ ღორჯომამდე ასფალტი. მერე კიდე ბეტონი. ქედაში და შუახევშიც რომ ვნახე გზები, მაგის გამო მივხვდი რომ სხალთამდეც ასფალტი იქნებოდა და მანდაც შევიარე, თორემ დროში ვერ ვეტეოდი, გრუნტი რომ ყოფილიყო.

ჯერ ნოდარა ჯავახიშვილს და მერე ტოდინს რა ვუთხარი გოდერძიც კაი ხანია უკვე ასფალტირებული გვექნებოდა.

Posted by: iviko18 31 Aug 2020, 20:45
გუშინ გურია მოვიარე, ნატანები ოზურგეთი და ოზურგეთი ნასაკირალი კარგი ასფალტის გზაა, ნასაკირალის უღელტეხილი საკმაოდ გაფუჭებულია და დროზე თუ არ მიეხედა გაზაფხულზე სედანებისთვის პრობლემა იქნება მანდ გავლა. უღელტეხილიდან ჩოხატაურამდე ახალი სისინა ასფალტია, ჩოხატაური საჯავახოც კარგი გზაა. ქალაქ ოზურგეთში გზები საკმაოდ შელახულია და იმედია მიაქცევენ ყურადღებას.

Posted by: mike d 31 Aug 2020, 22:52
QUOTE
მცირე რეპორტაჟი ჩემი აჭარული მოგზაურობის
1) ზარზმა-გოდერძი არა უშავს. ბოლო 3-4 კმ-ა დანგრეული უფრო. მაგრამ შარშან უარესი იყო თითქოს
2) მწვანე ტბის გზა ჯიგრული ბეტონია. ბეშუმისკენ ასფალტი
3) გოდერძი-ჩირუხი. ესაა ახალი მარშუტ რომელსაც აპიარებენ ჩირუხის ტურისტული განვითარების ფარგლებში. ულამაზესი გზაა, მაგრამ ცხადია არა სედნებისთვის.
ა) გოდერძიდან თეთროფის (არ ვიცი ზუსტი სახელი) იაილებამდე გზას არა უშავს.
ბ) მერე იდეაში უნდა ჩახვიდე სოფელ თხილვანაში. მაგრამ ასე აცდები შუამთის ტბებს და თხილვანას იაილას ეს მონაკვეთი უარესია მაგრამ ნებისმიერი ნორმალური ჯიპით გავლადია. გზა თუ გააგრძელეთ მალე სასაზღვრო ზინაში მოხვდებით, თუმცა საშვებს არ ითხოვენ და მალე ჩადიხართ ხიხანის სასაზღვრო პუნქტთან. აქედან ციხეზე ასსასველლი გზა შედის. ცოტა მანქანა მიდის მაგრამ მდინარემ წაიღო ძველი გაკეთებული გზა და 1.5 კმ ფეხით . ბოლოს აღმართი იწყება და ა.შ, ის გზა კი ეშვება დაბლა სოფელ თხილვანაში.
გ) ხიხაძირი-თხილვანა-ბაკიბაკო ასფალტია ერთი პატარა მონაკვეთის გამოტოვებით. ბაკოში შიგნით ბეტონი ადის. სხალთა-ხიხაზირი არ ვიცი როგორი გზაა. სავარაუდოდ გრუნტის.
დ) ბაკიბაკო-ყარაგოლის ტბები. ნორმალური გრუნტის გზაა.
ე) ყარაგოლის ტბები-ჩირუხი. აქ ორი გზაა. ერთი საზღვარს მიუყვება და არააო რეკომენდირებული მაგით გავლა. ისეთივე დონის გრუნტის გზაა. მეორე ოფიციალური გზა (მაჩვენებელიც აქეთ გვიშვებს. მარჯვნიდან მიდის და მთას წრეს არტყამს. ულამაზესი ხედებია, გზა საკმაოდ ცუდი და ვიწროა. 1 თვის წინ მეწყერით იყო ჩაკეტილი. ამჟამად გავლადია
4) ჩირუხი-შუბანი ჩვეულებრივი დანგრეული გრუნტის გზაა
5) შუბანიდან რაღაც მონაკვეთი შუახევამდე ასფალტია. მერე გავდივართ შ77-ზე რომელიც გადასახვევიდან ზევით ბეტონია, ქვედა ნაწილს აკეთებენ, ნაწილი ბოლო 5-10 კმ შუახევამდე სისინა ასფალტია მაგრამ ძალიან სახიფათო და ვიწრო გზაა. მაგარი ადრენალინებით
6) შუახევი ქედა თავიდან ცოტა ორმოებია, ისეთ არაფერი
7) ქედა-მერისი თაზა ასფალტი. ჩანჩქერამდეც გარგი გრუნტის გზაა
ავედით ისევ შუახევში.
8) შუახევი-ხულო დალატკული ასფალტია
9) სხალთაში ახალი ასფალტი დააკეს აი მგონი გუშინ.
ლ) ხულოს მერე გრუნტის გზაა, კაი ხარისხის. ალაგ ალაგ "გამოწვევებით"
10) ჰესიდან ღორჯომისკენ 20 კმ ასფალტის საკაიფო გზაა. ღორჯომიდან ზევით ბახმაროსკენ კიდე 5 კმ დაგებული ბანძი ბეტონია, თავიდან აბანძებ, რომ დამთავრდება მერე ეგრევე ნოსტალგია გეწყება  ალაგ ალაგ ძალიან ცუდი გზაა. განსაკუთრებით ზოტიყელი-ბახმარო მონაკვეთია საშინელ დღეში.
11) ბახმარო-ხიდისთავი კარგი ასფალტია. ხიდისთავი-ჩოხატაური ახალი დაგებული
12) ჩოხატაური-საჯავახო კი გეცოდინებათ კარგი გზაა.

ვაა რა მაგარ ტურებს აწყობ ხოლმე. მეც მომინდა. cry.gif

Posted by: რობი 31 Aug 2020, 23:09
ნიკა
გააითუბებ? boli.gif

Posted by: ნიკა 1 Sep 2020, 10:07
რობი
QUOTE
გააითუბებ?

სამწუხაროდ ჩიპები გადაივსო. ერთზე მარტო ბახმარო-თბილისია. არა და ქედას მერე აქეთობა გზას ვიწერდი ვითომ. მეორე უნდა ვნახო ეგებ რამე არის საინტერესო შემორჩენილი.

Posted by: vatman 1 Sep 2020, 10:31
ნიკა
QUOTE
კი. და ზოგადად ამ 5 წელიწადში რაც მე მთიან აჭარაში არ ვიყავი, ძალიან წინაა წაწეული გზების ამბავი

არადა ბევრ ადგილას თავისი მუღამი ჰქონდა მოსასვლელი გზა სანამ არ გაკეთდებოდა, იმის მერე სუფთა ტურისტული ადგილი იქცა. მისასვლელი გზების საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, გასაგებია რო ყველსათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
კინჩხას ჩანჩქერზე პირველად რო ვიყავი, ქვედა გორდიდან კინჩხას სკოლამდე ჯერ კიდევ ხრეშავდნენ გზას და ჩანჩქერისკენ ღობეზე უნდა გადამძრალიყავი. 2 წლის წინ რო მივედი ულეტაიტე ვორონი მიჰქონდა იქაურობას

Posted by: ნიკა 1 Sep 2020, 14:25
რობი
QUOTE
სამწუხაროდ ჩიპები გადაივსო. ერთზე მარტო ბახმარო-თბილისია. არა და ქედას მერე აქეთობა გზას ვიწერდი ვითომ. მეორე უნდა ვნახო ეგებ რამე არის საინტერესო შემორჩენილი.

დაზუსტება პირველი ორი დღე ჯიგრულად ჩაეტია. მესამეს და ეტაკა არ ვიცი. არგვეთას საცობში უნდა გამეთიშა რეგისტრატორი რა. ასე რომ ელოდეთ საინტერესო ვიდეოებს.

Posted by: Kublicha 1 Sep 2020, 14:33
ნიკა
QUOTE
არგვეთას საცობში უნდა გამეთიშა რეგისტრატორი რა.

ეგეც გვანახე, ბევრი "კულტურული მომკვიდრეობის ძეგლი" იქნება ასახული

Posted by: ნიკა 1 Sep 2020, 15:43
Kublicha
QUOTE
ეგეც გვანახე, ბევრი "კულტურული მომკვიდრეობის ძეგლი" იქნება ასახული

მათ შორის ჩემი გაძრომა ბოძკინტეს შორის biggrin.gif

Posted by: vatman 9 Sep 2020, 11:36
https://www.interpressnews.ge/ka/article/617233-sinohidro-powerchinasinohydro-xulo-zarzmis-gzis-42-km-iani-monakvets-tanamedrove-teknologiebis-gamoqenebit-ashenebs

„სინოჰიდრო“ - Powerchina/Sinohydro ხულო-ზარზმის გზის 42 კმ-იანი მონაკვეთს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით აშენებს

კომპანია POWERCHINA/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) უახლოეს მომავალში სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 42 მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულებას დაიწყებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „სინოჰიდროდან“ აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, შეთანხმება კომპანიასა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის მას შემდეგ შედგა, რაც POWERCHINA/Sinohydro-მ (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს უახლოესი ტექნოლოგიების გამოყენებით შეასრულებენ. გარდა ამისა, სამუშაოების განხორციელება არ გადაიდება მსოფლიოში არსებული ეპიდვითარების გამო, რადგან POWERCHINA/Sinohydro-ს როგორც ტექნიკური, ისე თანამშრომლების ბაზა საქართველოში აქვს განთავსებული. შესაბამისად, კომპანიას არ მოუწევს არც ტექნიკური, არც ადამიანური რესურსის მობილიზება საზღვარგარეთიდან.
კომპანიაში ამბობენ, რომ აცნობიერებენ აღნიშნული პროექტის მნიშვნელობას და მოხარულები არიან, რომ ამ მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობას განაგრძობენ.
„ხულო-ზარზმის განახლებული გზა რეგიონისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მონაკვეთია, რომელიც სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს დააკავშირებს. განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება. პროექტს არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი (KFAED) 95 მილიონი ლარით აფინანსებს.
POWERCHINA (ფაუერჩაინა) და მისი შვილობილი კომპანია Sinohydro (სინოჰიდრო) ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანიაა ჩინეთში, რომელსაც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. 2009 წლიდან მოყოლებული, საერთაშორისო დონორების დაფინანსებით, „სინოჰიდრომ“ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა საქართველოშიც“, - ნათქვამია ინფორმაციაში



Posted by: buenos 9 Sep 2020, 19:23
https://www.facebook.com/watch/?v=317641299555776

ვიდეოს ბოლოს ლაპარაკობენ ახალ 5კმ-იან გზაზე გუდაურამდე. რამე ინფორმაცია არსებობს ამაზე? ახალი გზის გაჭრას ხომ არ გეგმავენ ხადის ხეობიდან გუდაურამდე?

Posted by: ნიკა 18 Sep 2020, 11:49
ზუგდიდი-ანაკლიის გზის რეაბილიტაცია დაიწყო
18 სექ, 2020 09:01:31

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ანაკლიის არსებული საავტომობილო გზის 3.4 კმ-იანი (კმ3.5 – კმ7) მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო.

სარეაბილიტაციო გზა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მჭიდროდ დასახლებულ, სოფელ ინგირის ტერიტორიაზე გადის.

აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული ასფალტ-ბეტონის საფარი დაზიანებულია, სავალი ნაწილი კი დეფორმირებული, რაც ტრანსპორტის გადაადგილებას აფერხებს, განსაკუთრებით წვიმიან ამინდში.

პროექტის შესაბამისად, სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. 3.4 კმ-იან მონაკვეთზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე არხები, რკინა-ბეტონის კიუვეტები და მილები. ასევე გათვალისწინებულია მიერთებების, ადგილობრივი შესასვლელების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელებისა და ქვეითად მოსიარულეთათვის სავალი ბილიკების მოწყობა. მოძრაობის ორგანიზაციისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მოეწყობა საგზაო ნიშნები და მოინიშნება გზის სავალი ნაწილი.

შესაბამის ადგილებზე მოეწყობა ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები და მგზავრების მოსაცდელები.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 6 044 999 ლარია. პროექტის დასრულება 2021 წლის ივნისშია დაგეგმილი.

http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1600405302&pid=1340628946


Posted by: ZEUS 18 Sep 2020, 12:08
QUOTE
პროექტის დასრულება 2021 წლის ივნისშია დაგეგმილი.

3.4 კილომეტრს ერთი წელი თითქმის smile.gif
საოცარი ვადები აქვთ რა. თან რეაბილიტაციია და არა ახალი გზის გაყვანა.

Posted by: JSB14BSJ 18 Sep 2020, 23:25
ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი ნორმალურ მდგომარეობაშია?
ღირს გორში ამ გზით წასვლა-წამოსვლა?

Posted by: ნიკა 19 Sep 2020, 00:27
კავთისხევთან დაანგრიეს ჰაიდელბერგის მანქანებმა და არემონტებდნენ. ახალქალაქი-გორი კარგი გზა იყო.

Posted by: mrpitkina 19 Sep 2020, 00:37
QUOTE
ზუგდიდი-ანაკლიის გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ZEUS
QUOTE
3.4 კილომეტრს ერთი წელი თითქმის
საოცარი ვადები აქვთ რა. თან რეაბილიტაციია და არა ახალი გზის გაყვანა.

საშინელი ზამთარი იცის მანდ, დიდი თოვლით და ალბათ მაგიტომ biggrin.gif facepalm.gif

ვაი ჩვენს პატრონს, 3 კილომეტრი გზა

Posted by: ნიკა 20 Sep 2020, 23:42
28-30 აგვისტოს ჩემი ზემო აჭარა და გურიაში გასეირნების ვიდეოების პირველი დღე

ახალციხე-გოდერძი-მწვანე ტბა-გოდერძი-შუამთის ტბები-ხიხანის ძირი-ბაკიბაკო.

https://www.youtube.com/watch?v=Bq1o3xdQfrI&list=PLMhw5vejhxgMmWxg49Nl-HQvRGtdUj-sh

Posted by: mike d 20 Sep 2020, 23:43
ამ შაბათ-კვირას სამცხე-ჯავახეთი და ცოტა ხევსურეთიც მოვიარე.

ნინოწმინდა-სომეხეთის საზღვარზე გზა ბოლომდე დაუგიათ, სამაგიეროდ ახალქალაქი-კარწახის გზამ გაფუჭება დაიწყო და მისახედია თორემ ერთ წელიწადში მანდაც საშინელება იქნება.
ნინოწმინდა-ახალქალაქის გზაზე დააგეს ბოლომდე ერთი ფენა და მეორეც ნაწილობრივ დაგებულია.
ვაჩიანი-აფნიას გზა შარშანდელის მერე გაუმჯობესებულია. გზის ნახევარზე დაგებულია ასფალტი. დანარჩენიც ნებისმიერი სედანისთვის მარტივი გასავლელია.
აფნიადან ვარძიამდე ჩამოსასვლელი როგორც იყო ისევ ისეთი დანგრეულია სედანს გაუჭირდება ცოტა.
ასპინძა-ახალციხე ნიკას რჩევით ურაველის გზით გამოვიარე. სისინა ასფალტია. დროში ცოტას კი აგებ, სამაგიეროდ ხედები უკეთესია.

ჩინთი-შატილის გზაზე დიდი პროგრესია. ფშავის მონაკვეთზე მხოლოდ მაღაროსკართან არის გზა ისევ გაფუჭებული, თუმცა მოასწორეს, მოხრეშეს და გაცილებით უკეთესი გასავლელია. ჩარგლის გადასახვევის ზევით ფშავშიც და ხევსურეთშიც არაგვზე ძველის ნაცვლად ახალი ხიდების მშენებლობა მიმდინარეობს. კორშას იქით ბეტონის გზას აგებენ. ალაგ-ალაგ დაგებულია. იმდენად გაუმჯობესებულია სიტუაცია, რომ 4-4.5 საათში თბილისიდან როშკის გადასახვევამდე ავედი და ჩამოვედი.
მთლიანობაში ძალიან აქტიურად მუშაობენ მთელს გზაზე და მალე მგონი მორჩებიან კიდეც რემონტს.

Posted by: ნიკა 21 Sep 2020, 11:54
mike d
QUOTE
აფნიადან ვარძიამდე ჩამოსასვლელი როგორც იყო ისევ ისეთი დანგრეულია სედანს გაუჭირდება ცოტა.

2018-ში გავიარე აღდგომაზე და სისინა გრუნტი იყო. ახალი გაკეთებული. წელს ივნისში გავიარე და აშკარად გაუარესებულია. ეგაა გრუნტის გზის ბედი რა.

QUOTE
ასპინძა-ახალციხე ნიკას რჩევით ურაველის გზით გამოვიარე. სისინა ასფალტია. დროში ცოტას კი აგებ, სამაგიეროდ ხედები უკეთესია.

ასპინძის მხრიდან გავლა ალბათ ისეთი ეფექტური არაა. ეგრევე მთაზე ადიხარ და ხედებია, მერე ნელ-ნელა ბანძდება ხედები. ახალციხიდან რომ შედიხარ ნელ-ნელა იშლება ხედები და უფრო ეფექტურია ჩემი აზრით ეგ გზა.

დროში და მანძილში განსხვავებასაც დავწერ.
მტკვრის ხეობით 25.7 კმ 20 წუთი
ურაველით 29.1 კმ 35 წუთი.

ცალკე საინტერესოა ურაველის ხეობაში მდებარე ეკლესია მონასტრები და ციხეები wink.gif

Posted by: Tocadero 21 Sep 2020, 21:04
ე.ი. პირადად აღმოვაჩინე რომ არსებობს გზები რომლებიც აღარ არსებობს

ძველი ასვალტი ისეთი დანგრეულია რომ მოსახლეობა ან სხვა ალტერნატიულ შემოვლით გზას იყენებს რომელიც ბევრად გძელია, ან მინდვრებით დადიან რადგან დანგრეულ ასველტზე გადაადგილება უბრალოდ შეუძლებელია. მაგრამ არის ისეთი მონაკვეთები რომლებცას არ აქვთ ალტერნატივა და იქ ხალხი როგორ დადის სრულად გაუგებარია

მაგალითად საბათლოს 51 კილომეტრიანი

დალის წყალსაცავი 33 კილომეტრი

დედოფლისწყარო ზემოქედი 21 კილომეტრი

კარისწყალის გზა 16 კილომეტრი

Posted by: ნიკა 21 Sep 2020, 21:26
ტარიბანაზე ატომური ელექტროსადგური უნდა აშენებულიყო და ეგ გზაც მაგიტოა გაყვანილი. ამჟამად მანდ გზის გაყვანის აუცილებლობას ვერ ვხედავ (იმ დროს როცა უამრავ სოფელში არაა ჯერ წესიერი გზა მიყვანილი, თორემ მერე ყველგან ასფალტი დავაგოთ wink.gif ). დანარჩენები გასაგებია და საჭიროა.

პ.ს. არის თემა და მგონი აქ ჯობია გაგრძელდეს მსჯელობა
https://forum.ge/?f=51&showtopic=34779382

Posted by: mike d 21 Sep 2020, 23:39
QUOTE
ასპინძის მხრიდან გავლა ალბათ ისეთი ეფექტური არაა. ეგრევე მთაზე ადიხარ და ხედებია, მერე ნელ-ნელა ბანძდება ხედები. ახალციხიდან რომ შედიხარ ნელ-ნელა იშლება ხედები და უფრო ეფექტურია ჩემი აზრით ეგ გზა.

ჰო ალბათ, თან გვიანი საღამო იყო და მთლად კარგადაც არ ჩანდა ყველაფერი, მაგრამ ეტყობოდა რომ უკეთესი ხედები იყო, ურაველის კანიონიც კარგი იყო.

QUOTE
დროში და მანძილში განსხვავებასაც დავწერ.
მტკვრის ხეობით 25.7 კმ 20 წუთი
ურაველით 29.1 კმ 35 წუთი.

მეტი მომიწია აშკარად. სოფლებში გავიჭედე საქონელი ბრუნდებოდა ბოსელში biggrin.gif

QUOTE
ცალკე საინტერესოა ურაველის ხეობაში მდებარე ეკლესია მონასტრები და ციხეები

მერე ვნახე ეგეც რუკებზე. მჟავე წყალიც ყოფილა ურაველში.
იქით კიდევ ზედა თმოგვის მხარეც, ერუშეთის მთები სანახავი მაქვს. საინტერესო ჩანს.
იქით კიდევ ადიგენი კიდევ ოფენსთრითზე ვნახე ასპინძიდან გზა ადის ბაკურიანში მგონი. ეგეც გასატესტია და ეგ ყველაფერი მარტო სამცხეა.

მოკლედ ამ ერთი ბეწო ქვეყანაში მიუხედავად 20 პროცენტის ოკუპაციისა იმდენია სანახავი რომ სანამ ბოლოში გახვალ თავში რა ნახე დაგავიწყდება.


Posted by: ნიკა 22 Sep 2020, 01:17
QUOTE
იქით კიდევ ზედა თმოგვის მხარეც, ერუშეთის მთები სანახავი მაქვს. საინტერესო ჩანს.

ძაან მაგარი ადგილებია. იუთუბზე მაქვს ვიდეოები. ორჯერ ვიყავი მანდ.

QUOTE
იქით კიდევ ადიგენი კიდევ ოფენსთრითზე ვნახე ასპინძიდან გზა ადის ბაკურიანში მგონი. ეგეც გასატესტია და ეგ ყველაფერი მარტო სამცხეა.

მანდაც უმაგრესია, მაგრამ ოფროუდია როგორც ვიცი. ტყეებს ჩეხავენ და ... sad.gif მაგის ვიდეოებიც მიდევს ოღონდ კიდე უფრო ძველი. ვიდეოში რა გზაცაა ეგ გაუვალი გახდა და ახალი გაჭრეს. მარა ისიც ვერაა მთლად კარგი.
* * *
საჩხერე რაჭის გზის ნაწილი (უღელტეხილის აქეთ) გამოჩნდა სატელიტურებზე და ოსმ-ზე დავიტანე
https://www.openstreetmap.org/#map=13/42.4326/43.3603
* * *
* .

Posted by: mike d 22 Sep 2020, 22:22
ჩავუჯდები მერე შენს ვიდეოებს.

ბევრი კი მაქვს უკვე ნანახი smile.gif)))

Posted by: ნიკა 22 Sep 2020, 22:38
აჭარის მეორე დღის ვიდეოები. ყველაზე გრძელი დღეა

თხილვანა-ბაკიბაკო-ბაკოს ჩანჩქერები-ყარაგოლის ტბები-ჩირუხი-შუახევი-ქედა-მერისი-მეძიბნა-ქედა-ძენწმანი

https://www.youtube.com/watch?v=C6Mc3pOshUY&list=PLMhw5vejhxgMmWxg49Nl-HQvRGtdUj-sh&index=7

Posted by: mike d 26 Sep 2020, 01:13
QUOTE
აჭარის მეორე დღის ვიდეოები. ყველაზე გრძელი დღეა

კაი იყო. ველოდებით მესამე დღეს. biggrin.gif

Posted by: ნიკა 26 Sep 2020, 13:00
მესამე სამწუხაროდ ცოტაა. ქედა-ხულო-ბახმარო წაიშალა sad.gif ბახმაროდან ტერჯოლამდეა ფაქტიურად.

Posted by: iviko18 26 Sep 2020, 20:42
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე, ზესტაფონი - ბოსლევის მონაკვეთი სასწრაფოდ მისახედია. facepalm.gif

Posted by: mrpitkina 27 Sep 2020, 19:46
კატასტროფა ხდება ამ წუთებში კახეთში

პატარძეულიდან იწყება საცობი

40 წუთია სართიჭალამდე ვერ მოვედი

Posted by: ZEUS 28 Sep 2020, 00:54
კავთისხევი-ახალქალაქის გზა აუტყავებიათ. თავიდან უნდა დააგონ ასფალტი. ძველმა ვერ გაძლო როგორც საჭირო იყო.
mike d
QUOTE
ამ შაბათ-კვირას სამცხე-ჯავახეთი და ცოტა ხევსურეთიც მოვიარე.

ეს ორი ორ დღეში როგორ მოახერხე biggrin.gif

Posted by: mike d 28 Sep 2020, 23:56
QUOTE
ეს ორი ორ დღეში როგორ მოახერხე


როცა მთელი კვირა ვირივით მუშაობ და ერთადერთი შაბათ-კვირა გაქვს თავისუფალი მეტსაც შეძლებ.mad.gif
შაბათს წალკით წავედი და ბორჯომით ჩამოვედი. ვარძიაც კი მოვასწარი.
და კვირას, ხევსურეთში საერთოდ არ ვგეგმავდი ასვლას. მეგობართან ერთად გავისეირნე ფშავისკენ და ისეთი კაი გზა იყო სეირნობაში ლამის გუდანამდე მივედით. biggrin.gif

http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1601276498
აგერ დაუსრულებიათ 18 კმ. მგონი ჩარგლის გადასახვევიდან კორშამდე. კვირას რომ ვიყავი მაგარ ტემპში კი მუშაობდნენ აგრამ 3-4 ხიდი იყო დასარულებელი და დავიჯერო უკვე მორჩნენ? eek.gif

QUOTE
კავთისხევი-ახალქალაქის გზა აუტყავებიათ. თავიდან უნდა დააგონ ასფალტი. ძველმა ვერ გაძლო როგორც საჭირო იყო.

ეგ კაია ინფოა ძაან. მაგრად მევასება ეგ გზა და ბოლოს უკვე საკაიფოდ იყო ორმოები.

Posted by: ნიკა 29 Sep 2020, 00:36
თიანეთი-ახმეტა ჩაფლავდა. ჯერაც არაა დასრულებული.

Posted by: mike d 29 Sep 2020, 16:43
ნიკა
იყავი? რამდენია გაკეთებული?

მე ზუსტად ორი წლის წინ ვიყავი და თიანეთს ოდნავ იყვნენ გაცილებული. მარა აქტიურად მუშაობდნენ.

Posted by: ნიკა 29 Sep 2020, 16:57
mike d
მე არა. ახლობელი იყო. რაც ამიხსნა შარშან წლის ბოლოს რაც იყო იგივე სიტუაციაა. 5-10 კმ იყო დარჩენილი ალაგ ალაგ.
* * *
მედამე დღე 30 გვისტო. ბახმარო-ჩოხატაური-საჯავახო-სამტრედია-თერჯოლა-ღვანკითი-ტელეფა-რუფოთი0თერჯოლა
https://www.youtube.com/watch?v=LTBYfFL4zrg&list=PLMhw5vejhxgMmWxg49Nl-HQvRGtdUj-sh&index=17

Posted by: ZEUS 30 Sep 2020, 09:16
ძირულა – ხარაგაული–ფონა–ჩუმათელეთის გზის ლოტი 1 ის კმ 0+000 დან კმ 24+620 მდე სოფ. ძირულიდან სოფ. ვახანისწყლამდე გზის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, მიმდინარეობს გზის ზედა და გზის ქვედა გრუნტის დამჭერი კედლების მოწყობა, (ლეგო, გაბიონი, რკ.ბეტოონის კედლების) ასევე მიმდინარეობს სოფ. დიდვაკიდან დაბა ხარაგაულამდე მაგისტრალური წყალსადენის მოწყობა, კმ 18+500 დან კმ 12+300 მდე - 6,2 კმ , ასევე მოეწყობა სოფლების დამაკავშირებელი გადაერთებების მოწყობა, ასევე მიმდინარეობს, გაზსადენისლ მილის მოწყობა პოლიეთილენის მილით სოფ. ძირულიდან კმ 1+800 დან კმ 10+500 მდე დაბა ხარაგაულამდე რომლის 90% შესრულებულია და უწყვეტად მიეწოდება გაზი მოსახლეობას,
საგზაო საფუძვლებისა და საფარის მოწყობა დასრულებულია სოფ ძირულიდან დაბა ხარაგაულამდე , ასევე სოფ დიდვაკიდან სოფ. მარელისამდე, – საგზაო საფარის მოწყობა აქტიურ ფაზაშია და დაგება მიმდინარეობს სოფ. დიდვაკიდან - სოფ. ვახანისწყლამდე . კმ 20+500 დან კმ 24+620 მდე ,
პარალელურად მიმდინარეობს გზისპირა არხების მოწყობა რომლის საერთო სიგრძე 13500 გრძ.მ– ია , ამჟამად მოწყობილია დაბა ხარგაულიდან სოფ. ლაშემდე კმ 10+500 დან კმ 4+110 მდე.
user posted image

Posted by: ნიკა 30 Sep 2020, 13:06
ეს ვახანისწყალი ახალი სოფელი გამოიგონეს?
* * *
წესით ბლექსის მგონი წელს უნდა დაესრულებინა ძირულა-ხარაგაული-მოლითი. ეჭვი არც მეპარება რომ ვერ მოასწრებს. ვიდეოც მიდევს ივლისის. მოლითსკენ ბოლო 5 კმ-ზე ხელი არც ჰქონდათ დადებული. შეიძლება ვცდები და ეგ რეალურად აკორდის მონაკვეთში შედის. სად იწყება და მთავრდება ლოტები არ ვიცი ზუსტად.

Posted by: rommel 30 Sep 2020, 23:02
ნიკა
ერთი თვის წინ გავიარე და ყველაზე მაგრად სწორედ მაგ ბოლო მონაკვეთზე მუშაობდა ბლექ სი.

აკორდიც გამოცოცხლებული მეჩვენა, მგონი ქუთაისის შემოვლითის ქვეკონტრაქტორები ყავდა, ტექნიკაც ბლომად იყო.

Posted by: ნიკა 30 Sep 2020, 23:24
გავზომე და მოლითი უფრო ჩუმათელეთისკენაა (დაახლოებით 3 კილომეტრითააა შუა წერტილიდან აცდენილი). შესაბამისად ის მონაკვეთი რაც მოლითის მერე ხელუხლებელი იყო, ალბათ აკორდისაა მართლა.

ამ ვიდეოში ჩანს ეს ფაქტიურად ხელუხლებელი მონაკვეთ


Posted by: ilo44 1 Oct 2020, 01:04
QUOTE (mike d @ 28 Sep 2020, 23:56 )


http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1601276498
აგერ დაუსრულებიათ 18 კმ. მგონი ჩარგლის გადასახვევიდან კორშამდე. კვირას რომ ვიყავი მაგარ ტემპში კი მუშაობდნენ აგრამ 3-4 ხიდი იყო დასარულებელი და დავიჯერო უკვე მორჩნენ? eek.gif


კადიროვმა გზა გვსურსო, აი მაგ პროექტს აკეთებენ, როგორც კი დაასრულებენ მაგ გზის გაკეთებას -შატილიდან მუცოს გადასახვევამდე, მერე ერთი კილომეტრი რჩება საზღვრამდე ჩეჩნების გზასთან შეერთებაზე. არავინ იყო მაგ გზის გამკეთებელი, ჩრდილოეთიდან იყო ბრძაბება ბიძოს კარზე !!!

Posted by: ნიკა 8 Oct 2020, 19:11
ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზაზე 13 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება

https://www.facebook.com/georoad.ge/posts/4418147644925969

Posted by: SwaT-2011 8 Oct 2020, 21:21
QUOTE
ტარიბანაზე ატომური ელექტროსადგური უნდა აშენებულიყო და ეგ გზაც მაგიტოა გაყვანილი. ამჟამად მანდ გზის გაყვანის აუცილებლობას ვერ ვხედავ (იმ დროს როცა უამრავ სოფელში არაა ჯერ წესიერი გზა მიყვანილი, თორემ მერე ყველგან ასფალტი დავაგოთ  ). დანარჩენები გასაგებია და საჭიროა.

ნიკა, ზუსტად რა ადგილას კოორდინატები ჰომ არ გაქვს ?

Posted by: ნიკა 8 Oct 2020, 21:47
SwaT-2011
როგორც ვიცი თვითონ ტარიბანას წყალსაცავი მაგისთვის აშენდა. ტურბინებისთვის და გაგრილების სისტემისთვის წყლის მარაგი იქნებოდა. თვითონ ატომური სად უნდა ყოფილიყო ზუსტად ვერ გეტყვი.

აქ არის ჩამონათვალში
https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9D%D0%B5%D0%B4%D0%BE%D1%81%D1%82%D1%80%D0%BE%D0%B5%D0%BD%D0%BD%D1%8B%D0%B5_%D0%90%D0%AD%D0%A1_%D0%A1%D0%A1%D0%A1%D0%A0

Posted by: Fabian 8 Oct 2020, 23:06
ნიკა
ნიკალაი, მემგონი გეშლება საქართველოს აესი უნდა აშენებულიყო გალში, როგორც ვიცი მე და არა ტარიბანაზე...


Posted by: MONTY 9 Oct 2020, 03:04
გზების ერთიან საჯარო რეეესტრზე/ინტერაქტიულ რუკაზე და პასპორტიზაციას ისევ არავინ ახსენებს



Posted by: mrpitkina 9 Oct 2020, 09:17
მოკლეთ კახეთის მიმართულებაზე არანაირი ძვრები

არადა უკვე 2 თვეა სრული კოშმარია კახეთში მგზავრობა

Posted by: ნიკა 9 Oct 2020, 18:09
Fabian
QUOTE
ნიკალაი, მემგონი გეშლება საქართველოს აესი უნდა აშენებულიყო გალში, როგორც ვიცი მე და არა ტარიბანაზე...

ხო რავი. ტარიბანას მიდამოები უფრო მისაღებია, დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით და ა.შ. თან ეს წყკსაცავიც რო აშენდა ...

Posted by: winrar 12 Oct 2020, 19:31
QUOTE (mrpitkina @ 9 Oct 2020, 09:17 )
მოკლეთ კახეთის მიმართულებაზე არანაირი ძვრები

არადა უკვე 2 თვეა სრული კოშმარია კახეთში მგზავრობა

http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1602139959&pid=1340628946

ძვრები არის

Posted by: giomelqa12 15 Oct 2020, 15:31
სამინისტრომ ლენტეხი-მესტიის გზა მილიარდამდე ჯდება და ჯერ ვერ დავიწყებთ მშენებლობასო

Posted by: Uxeiro 15 Oct 2020, 15:45
Qariman Setieli
ნახე ვინ გაიჩითა jump.gif

Posted by: ქარიმან სეტიელი 19 Oct 2020, 09:51
Uxeiro
ვა ვაა, მან გაპარსა სურამელქა?
............

Posted by: vatman 19 Oct 2020, 10:18
mrpitkina
QUOTE
არადა უკვე 2 თვეა სრული კოშმარია კახეთში მგზავრობა

კოშმარს მაინცდამაინც არ დავარქმევ, მგონი არც იყო ისეტი მOძრაობა როგორც წინა წელს მაგალიტად. და საერთოდ გზებს კახეთში წელს მიხედეს.
გომბორზე კი, ჩავარდნილი ადგიელბი დაემატა, მარა ძველი დამეწყრილი ადგილები გაურემონტებიათ.
ხო თელავი გურჯაანის მონაკვეთზე, სოფლებში პრაქტიკულად აღარსად დარჩა მწოლიარე პოლიეციელები....

Posted by: ნიკა 19 Oct 2020, 12:41
vatman
QUOTE
კოშმარს მაინცდამაინც არ დავარქმევ

შოკუნია რომ მოვიშველიოთ ეს კოშმარუნია იქნება? biggrin.gif ან კოშმარუკა ალბათ უფრო სწორია biggrin.gif

Posted by: Promes 19 Oct 2020, 15:25
სალამი. ფარავანზე წასვლა რა გზით ჯობია? ნინოწმინდიდან თუ წალკიდან? ქემრით მივაღწევ?

Posted by: ნიკა 19 Oct 2020, 15:49
Promes
წალკიდან. ნინოწმინდიდან დაერხაო გზას ეწერა აქ ვიღაცას, თან ბევრად გრძელია.

Posted by: mrpitkina 19 Oct 2020, 16:13
vatman
QUOTE
და საერთოდ გზებს კახეთში წელს მიხედეს.

არ ვიცი კახეთის რომელ მხარეს გულისხმობ

მაგრამ ზუსტათ ვიცი მე სადაც დავდივარ ყოველ კვირას, თბილისიდან ბადიაურამდე ერთი კვადრატული მეტრი არ გაურემონტებიათ

ნუ ლილოს დასახლების მონაკვეთზე რაც გააკეთეს ეგ საერთოდ არ ვიცი რა ქვია მაგას

მშვენიერი პროექტი ედოთ წინ და რა გააკეთეს ტიპებმა

Posted by: ნიკა 19 Oct 2020, 21:16
mrpitkina
QUOTE
ნუ ლილოს დასახლების მონაკვეთზე რაც გააკეთეს ეგ საერთოდ არ ვიცი რა ქვია მაგას

მშვენიერი პროექტი ედოთ წინ და რა გააკეთეს ტიპებმა

რაზე ამბობ? შუქნიშანი რომ დააყენეს ლოჭინის ხიდთან?

Posted by: Tocadero 19 Oct 2020, 21:49
winrar

გზის გაუმჯობესებაო

არანაირი ახალი გზის მშენებლობაზე არაა ჯერ ლაპარაკი

Posted by: Promes 20 Oct 2020, 01:07
ნიკა
დიდი მადლობა!!!
30 მადლობა

Posted by: mrpitkina 20 Oct 2020, 11:06
ნიკა
QUOTE
რაზე ამბობ? შუქნიშანი რომ დააყენეს ლოჭინის ხიდთან?

2012-2013 წლებში გაკეთდა პროექტი

აეროპორტის გზის დასასრულიდან ლოჭინის ხიდამდე გრძელდებოდა ეგ გზა+გვერდზე მიუყვებოდა შიდა გზა მოსატრიალებელ გადასასვლელი 3 ესტაკადით

ლილოს შესასვლელი გზა ნახეთ რეესტრში სადაა გაკეთებული, კერძო საკუთრებაა და ტიპი წლებია დავობს, ეგ რო დაკეტოს კატასტროფა იქნება საერთოდ

არადა წარმოიდგინე კახეთში მიმავალი ადამიანისთვის რამხელა შვებაა ლოჭინის ხიდთან რო გახვიდე დაუბრკოლებლათ

Posted by: Tocadero 20 Oct 2020, 12:47
mrpitkina


სერიოზული პრობლემაა კახეთის მიმართულებით ქალაქიდან გასვლა

არადა რა ადვილი მოსაგვარებელია და საკმაოდ მოკლე დროში შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა

ყველას ფეხებზე კიდია

კახეთის გზას ყოველ წელს აგებენ აუმჯობესებენ ფულს ხარჯავენ -

ოხრად ფული არის გადაყრილი მაგ ამბავში - მაგ ფულის მობილიზება შეიძლებოდა და გინდაც პირველი ლოტი გაკეთებულიყო აქამდე

სახელმწიფო აზროვნება არავის არ აქვს

ყველა იმას ფიქრობს სად და რამდენი მოიპაროს


Posted by: vatman 20 Oct 2020, 13:53
mrpitkina
QUOTE
მაგრამ ზუსტათ ვიცი მე სადაც დავდივარ ყოველ კვირას, თბილისიდან ბადიაურამდე ერთი კვადრატული მეტრი არ გაურემონტებიათ

აბა გომბორის გადასახვევიდან სართიჭალამდე როდესღა დააგეს მაშინ....
ჩაილურიდან სიღანღის გადასახვევამდე ახალი ასფალტია, მერე თუ არ ვცდები ბაკურციხემდეა დაჟე, შეიძლება ვცდები მერე...

Posted by: mike d 23 Oct 2020, 10:56
http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1603431204&pid=1340628946
თბილისი-საგარეჯოს 4 ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობაზე დაიწყო მოძრაობები.

ეს კი ნიკას გაუხარდება smile.gif)))
https://www.facebook.com/449807021760071/posts/4485694788171254/

Posted by: ნიკა 23 Oct 2020, 13:00
mike d
QUOTE
ეს კი ნიკას გაუხარდება smile.gif)))
https://www.facebook.com/449807021760071/po...85694788171254/

კაია. როგორც მახსოვს 2021-ში ეწერა ამ მონაკვეთის დასრულება. ყველაზე დანგრეული ეგ ადგილია. თუმცა მთელი გზაც რომ გააკეთონ რა იქნებოდა? მშვენიერი გზაა ზესტაფონის გვერდის ასაქცევი biggrin.gif

Posted by: mike d 23 Oct 2020, 21:10
QUOTE
კაია. როგორც მახსოვს 2021-ში ეწერა ამ მონაკვეთის დასრულება. ყველაზე დანგრეული ეგ ადგილია. თუმცა მთელი გზაც რომ გააკეთონ რა იქნებოდა? მშვენიერი გზაა ზესტაფონის გვერდის ასაქცევი

ზაფხულში ვიყავი ჭიათურიდან და თერჯოლასკენ რომ გადავუხვიე რამდენიმე კილომეტრი კარგი გზა იყო. მერე და მერე გაფუჭდა. მონაკვეთებს თუ გააკეთებენ კამფეტი გზა იქნება. კია მოსახვევები და სოფლებში გასასვლელი მარა კვირა საღამოს ზესტაფონში გაჭედვას ყველა ვარიანტში ეს გზა ჯობია.

Posted by: ნიკა 25 Oct 2020, 19:12
ძეგვის გზიდან დიდგორის გზის დასაწყისამდე მონაკვეთს აკეთებენ კაპიტალურად. თორემ მარაზმი იყო. დიდგორის გზა რომ გააკეთეს სატვირთოებმა მოსპეს ეგ მონაკვეთი.

https://maps.openrouteservice.org/directions?n1=41.836292&n2=44.541278&n3=16&a=41.842919,44.551084,41.834383,44.53939&b=0&c=0&k1=en-US&k2=km

Posted by: ZEUS 25 Oct 2020, 20:22
QUOTE (ნიკა @ 25 Oct 2020, 19:12 )
ძეგვის გზიდან დიდგორის გზის დასაწყისამდე მონაკვეთს აკეთებენ კაპიტალურად. თორემ მარაზმი იყო. დიდგორის გზა რომ გააკეთეს სატვირთოებმა მოსპეს ეგ მონაკვეთი.

https://maps.openrouteservice.org/directions?n1=41.836292&n2=44.541278&n3=16&a=41.842919,44.551084,41.834383,44.53939&b=0&c=0&k1=en-US&k2=km

იმ მიხვეულ-მოხვეულ ასახვევში? კარგი ამბავია.
კავთისხევი-ახალქალაქის გზასაც აკეთებენ და ერთიანობაში რკონისკენ გაბიბინდები.

Posted by: JSB14BSJ 25 Oct 2020, 23:20
ZEUS
QUOTE
კავთისხევი-ახალქალაქის გზასაც აკეთებენ

ეს არ ვიცოდი და თავბედი ვიწყევლე დღეს.

Posted by: ZEUS 26 Oct 2020, 22:28
QUOTE (JSB14BSJ @ 25 Oct 2020, 23:20 )
ZEUS
QUOTE
კავთისხევი-ახალქალაქის გზასაც აკეთებენ

ეს არ ვიცოდი და თავბედი ვიწყევლე დღეს.

ჰოოო. ეგრე მომივიდა ორი კვირის წინ და კაი ხანი აღარ ვარ მაგ გზით წამსვლელი smile.gif

Posted by: ნიკა 27 Oct 2020, 10:52
ახალი ფოტოები ძირულა-ხარაგაული-მოლით-ფონა-ჩუმათელეთიდან. უღელტეხილთან უკვე ასფალტის დაგება დაუწყიათ. პრინციპსი მანდ არც იყო ბევრი მიწის სამუშაოები გასაკეთებელი. აი წიფა-მოლითია მთავარი გამოწვევა.
https://www.facebook.com/pg/georoad.ge/photos/?tab=album&album_id=4503082696432463

Posted by: ნიკა 2 Nov 2020, 11:13
გუშინ გავიკატავე ნამგლისი-წალკა-თეთრიწყარო.

წალკასთან ბოლო აღმართზე დამწწყრილ მონაკვეთზე ასფალტი გადააგეს. ვნახოთ რამდენ ხანს გაქაჩავს
წალკა-ალექსანდერსჰილფი (თრიალეთი) ახალი სისინა ასფალტია.
ხრამჰესისკენ ჩასასვლელიდან ტრადიციულად დანგრეული გზაა sad.gif

Posted by: mike d 2 Nov 2020, 19:22
მარნეული-ბოლნისი-დისველი-ბოლნისი-გუგუთი-დმანისი-გომარეთი-თეთრიწყარო გავიარე.
ბოლნისი-დისველი ახალი დაგებული ასფალტია. დისველის იქით მალე სრულდება ასფალტი და საშინელი ჩასასვლელია ხრამზე და ამოვბრუნდით. არადა მახსოვდა თითქოს დაღეთამდე გააკეთეს გზა.
სომხეთის საზღვრამდე ბეტონის გზა არის დაგებული, თვითონ გუგუთში ხიდებია დარჩენილი და ასევე საფარლოში არ დაუგიათ რატომღაც გზა.
დმანისი გომარეთი კარგი გზაა. გომარეთიდან ახალდაგებული ასფალტი ჩადის ხრამის კანიონში და უერთდება თეთრიწყარო-ხრამჰესის გზას, რომელიც ჩემი აზრით ერთერთი ულამაზესია საქართველოში. თუმცა გზა მგონი კომუნისტების მერე არ გაკეთებულა საფუძვლიანად. ახლაც რამდენიმე მანქანა მუშაობდა და მხოლოდ ორმოებს ვავსებთო.

Posted by: ნიკა 2 Nov 2020, 23:48
QUOTE
გომარეთიდან ახალდაგებული ასფალტი ჩადის ხრამის კანიონში და უერთდება თეთრიწყარო-ხრამჰესის გზას

სად უერთდება? ვერ შევატყე თითქოს მანდ რამე გზა უერთდებოდეს.

Posted by: mike d 3 Nov 2020, 00:00
QUOTE
სად უერთდება? ვერ შევატყე თითქოს მანდ რამე გზა უერთდებოდეს.

https://www.openstreetmap.org/search?whereami=1&query=41.54374%2C44.15400#map=18/41.54374/44.15400&layers=N

ჭოჭიანის შესართავთან. ხიდია. მგონი ახალი გაკეთებულია ეგ გზაც და ხიდიც.

Posted by: alea iacta est 3 Nov 2020, 11:15
mike d
QUOTE
ჭოჭიანის შესართავთან. ხიდია. მგონი ახალი გაკეთებულია ეგ გზაც და ხიდიც.


კი ეგრეა, შარშან გააკეთეს ეგ გზა. ადრე მხოლოდ გრუნტის გზა ჩადიოდა მანდ.

Posted by: ნიკა 5 Nov 2020, 01:24
QUOTE
ჭოჭიანის შესართავთან. ხიდია. მგონი ახალი გაკეთებულია ეგ გზაც და ხიდიც.

ვაა საინტერესოა, სანახავი ყოფილა biggrin.gif

Posted by: ნიკა 9 Nov 2020, 21:01
ლენტეხი-ბავარის გზის 7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია იწყება
09 ნოე, 2020 10:27:23

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის 7 კმ-იანი (კმ1-კმ7) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი უკვე გამოცხადებულია და სატენდერო წინადადებების მიღება დღეს სრულდება.

ლენტეხი-ბავარის გზა, ამ ორი დასახლებული პუნქტის დამაკავშირებელ ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს, შესაბამისად მის გამართულად ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ამ დროისთვის, სარეაბილიტაციო მონაკვეთი ძლიერ დაზიანებულია და მთლიანად მწყობრიდან არის გამოსული. რის გამოც სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება გართულებულია.

უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად, პროექტის შესაბამისად, დაგეგმილია: გზის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია, ხელოვნური ნაგებობების, რკინა-ბეტონის საყრდენი კედლების, მილების, კიუვეტებისა და გაბიონის კედლების მოწყობა. ასვე, გათვალისწინებულია ადგილობრივ გზებთან მიერთებების, ადგილობრივი შესასვლელების, მოსახლეობის ეზოში შესასვლელების, ავტოპავილიონისა და ავტობუსის გასაჩერებელი მოედნის მოწყობა. განხორციელდება საგზაო ნიშნების მოწყობა, გზის სავალი ნაწილის მონიშვნა და საგზაო შემოფარგვლა.

პროექტი, სახელწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.


https://maps.openrouteservice.org/directions?n1=42.816842&n2=42.658676&n3=12&a=42.787583,42.717933,42.790079,42.639271&b=0&c=0&k1=en-US&k2=km

Posted by: ქაფქიანა 15 Nov 2020, 11:04
სამცხე-ჯავახეთი მოვიარე გუშინ. საწყის პუნქტად ჩავთვალოთ ახალციხე. ასეთი მარშრუტი გამომივიდა: ახალციხე-ვალე-საზღვარი (სოფ. ნაოხრები)-ვალე-ახალციხე-ვარძია-აფნია-ოკამი-ვაჩიანი-ნინოწმინდა-საზღვარი (სოფ. ჟდანოვი)-ნინოწმინდა-ახალქალაქი-ახალციხე.

ახალციხე-ვალე-საზღვარი (სოფ. ნაოხრები)-ვალე-ახალციხე-ვარძია მშვენიერი გზაა.

ვარძია-აფნიის გრუნტის სერპანტინები სედანისთვის ჯოჯოხეთია. ავიხიკეთ, რააც ჰქვია. თუ სედანი გყავთ, არც გაბედოთ, ჩვენ გავბედეთ, მაგრამ ვაი იმ გაბედვას.

აფნია-ოკამი-ვაჩიანი სასოფლო გრუნტის გზა. სედანისთვის ნორმალურად გავლადი.

ვაჩიანი-ნინოწმინდა-საზღვარი (სოფ. ჟდანოვი) მშვენიერი გზაა.

ახალქალაქიდან ახალციხემდე რომ ჩადიხარ, სადღაც ხანდოს გადასახვევამდე, დავიტანჯე რასაც ჰქვია. ხან აქ უნდა ააცილო ჩარტყმას, ხან იქ. ფარავანჰესის მშენებლობას აქვს გაფუჭებული. სატვირთოებმა და ბეტონმრევებმა გააფუჭეს სასტიკად.

მერე ხანდოდან ხერთვისამდე მშვენიერი გზაა.

ჟდანოვიდან სამებაში გადავუხვიეთ და ასე მეგონა, 90-იანებში მოვხვდი. იმედია, ჯავახეთსაც შეეხება სოფლის გზების განვითარების პროგრამა, თორემ საშინელებაა.

ყველგან რაღაც სომხური ბანერები აქვთ გამოკრული, სომხური დროშებით და ჯვრებით. მოსახლეობის განწყობაზე რა გითხრათ, ორგან ვიკითხეთ გზა, არა იმიტომ რომ არ ვიცოდით, არამედ იმიტომ, რომ სწორედაც რომ განწყობა გვაინტერესებდა. ორივეჯერ ქართულადვე გვიპასუხეს და ქართულადვე მიგვასწავლეს. აშკარა აქცენტით, მაგრამ გამართული ქართულით. თან არა ახალგაზრდებმა, არამედ ერგან მოხუცმა და ერთგან ასე 45-50 წლის სასტავმა.

ნინოწმინდაში თონის პური ვიყიდეთ. გამართული ქართულით გვიპასუხეს. ახალგაზრდა გოგო იყო. აქცენტით, მაგრამ გაამრთულად. გვერდზე მაღაზია იყო. ქალი გამყიდველი. ქართულად ველაპარაკებოდით და რუსულად გვაპუსხობდა. რასაც ვესაუბრებოდით, ესმოდა.

დალშე, ისეთი არაფერი. გადაჭრელებულია ქართულ/სომხური საარჩევნო პლაკატებით იქაურობა. იმ ნაბიჭვარ, ენძელ მკოიანის პლაკატი შეგვხვდა რამდენჯერმე, ქოცებიდან რომ გამოაგდეს. ,,ხალხისთვის და ხალხთან ერთად" ეწერა ქართულად და სომხურადაც ალბათ იგივე. მტყუანის დდშვც. 61-ე ნომერი იყო.

ახლა მაქვს კითხვები, რა ძალა ადგას თურქულ ტრაილერებს, ვალეს გავლით რომ დაიწლაწნებიან იმ სივიწროვე გზაზე, არ მესმის.

სომხეთის საზრვართან რომ მივედით, ცარიელი იყო იქაურობა და ჩვენი იქ ყოფნის ათწუთიან მონაკვეთში სომხური ტრაილერების უზარმაზარი რიგი გაჩნდა.

ახალქალაქის რკინიგზის სადგური როდის გაიხსნება, ჩვენი გეოლოგიური ეპოქა, კაინოზოური რომ დამთავრდება?

ყველა რაიონული ცენტრი გალამაზებულა და დამშვენებულა აშკარად. ღამის ახალციხე და ასპინძა ძალიან ლამაზია. ახალციხე განსაკუთრებით, გაზრდილიც კი მომეჩვენა.

რავიცი, მგონი ყველაფერი გითხარით.




Posted by: ნიკა 16 Nov 2020, 19:37
ქაფქიანა
ახალციხე-ასპინძაზე რუსთავთან დამეწყრილ ადგილებში დააგეს ასფალტი?
* * *
დედა არ ყავდა ამ მონაკვეთს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხიდისთავი-ატენი-ბოშურის საავტომობილო გზის 12.4 კმ-იანი (კმ1-კმ12.4) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგრძელებს.

სარეაბილიტაციო გზა, გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მჭიდროდ დასახლებულ სოფლებზე გადის. არსებული გზის დაზიანებული კაპიტალური საფარი და სავალ ნაწილზე წარმოქმნილი დიდი ზომის ორმოები გზით სარგებლობას მნიშვნელოვნად ართულებდა.

მიმდინარე სამუშაოები მოიცავს გზის სრულ რეაბილიტაციას. ჩატარდება მიწის სამუშაოები, მოეწყობა საგზაო სამოსი და ხელოვნური ნაგებობები, მიერთებები და ეზოში შესასვლელები, მოინიშნება გზის სავალი ნაწილი. ასევე, ავტომობილების და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილებისათვის, დამონტაჟდება ნიშნები, მოეწყობა ტროტუარები და ავტოპავილიონი. ჩატარებული სამუშაოები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობებს.

პროექტის დასრულების შემდეგ, ატენის სიონის სამონასტრო კომპლექსამდე და სოფელ ბოშურამდე მისვლა უსაფრთხოდ და კომფორტულად იქნება შესაძლებელი.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსება და მისი ღირებულება 11 949 999 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლლის მარტში დაიწყო და 2021 წლის დეკემბერში დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ენსისი“ და მისი ქვეკონტარქტორი „ჯეოინვესტი“ ახორციელებენ.

Posted by: ნიკა 23 Nov 2020, 17:51
კურორტ ბახმარომდე მისასვლელ გზაზე მოძრაობა 5 დღეა აკრძალულია
23 ნოე, 2020 15:43:11

რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა და ლიპყინული) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმაროს) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია მიმდინარე წლის 18 ნოემბრიდან. (https://bit.ly/3nQKNkm) გზის ამ მონაკვეთზე შეზღუდვა, გასული წლების მსგავსად, სეზონურად მოქმედებს და აკრძალვა გაუქმდება გაზაფზულზე, ამინდის ცვალებადობის მიხედვით.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია მედიასაშუალებებით გავრცელდა 18 ნოემბერს და გზის შესაბამის მონაკვეთზეც დამონტაჟებულია აკრძალვის ნიშანი და ბარიერები, ადგილი აქვს დამსვენებელთა მხრიდან წესების დარღვევას და გზის დაკეტილ მონაკვეთზე თვითნებურად გადასვლას.

ამჟამად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და დაწყებულია გზის გაწმენდა იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც აკრძალვის მიუხედავად, ბოლო ორი დღის განმავლობაში, ბახმაროს ტერიტორიაზე შევიდნენ. გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს დამსვენებლებს და ტურისტებს, მათივე უსაფრთხოების მიზნით გაითვალისწინონ გზებზე დაწესებული შეზღუდვები და დამეორჩილონ აკრძალვას, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი გართულებები.

Posted by: ORIONI 12 Dec 2020, 11:54
ეხლა, მანგლისში როგორი გზაა? ამბობენ მოყინულიაო და ლიპუჩკებით და ფორესტერით საშიშია მაინც წასვლა?

Posted by: ZEUS 12 Dec 2020, 14:38
კავთისხევი-ახალქალაქის გზა დააგეს, თუ იცით?

Posted by: JSB14BSJ 12 Dec 2020, 21:37
ჯამაათო, ქვათახევამდე ნორმალური გზაა, რო წავიდე?

ZEUS
QUOTE
კავთისხევი-ახალქალაქის გზა დააგეს, თუ იცით?


ღადაობ თუ გამოწვევებს არად აგდებ?
biggrin.gif
უფრო სწორად, შეცდომაში რო არ შეგიყვანო, არ ვიცი მაგრამ არ მგონია. მაგას როგორ დავუშვებ რო ამდენ ხანში დაესრულებინოთ.

Posted by: vatman 12 Dec 2020, 22:04
ORIONI
QUOTE
ეხლა, მანგლისში როგორი გზაა? ამბობენ მოყინულიაო და ლიპუჩკებით და ფორესტერით საშიშია მაინც წასვლა?

ბეთანიის მონასტრის გადასხვევიდან უკვე მოყინული იწყება, მარა წმინდავენ და მარილს ყრიან. დიდგორისკენ მინდოდა გადასვლა, მარა მანდ გაწმენდილიც არ იყო.

ბეთანიის სათხილამურო ტრასასთან თოვლი გაუპატიურეს რასაც ჰქვია biggrin.gif. ნეტავ რამდენი ჟესტიანშიკი და პლასტმაშიკი გამდიდრდა დღეს

user posted image

user posted image

Posted by: ქაფქიანა 12 Dec 2020, 22:30
ნიკა

QUOTE
ახალციხე-ასპინძაზე რუსთავთან დამეწყრილ ადგილებში დააგეს ასფალტი?


ბოდიში, გვიან ვნახე.

გასისინებულია.

Posted by: ORIONI 12 Dec 2020, 23:54
vatman
მადლობა. წავალ ქვემოდან მაშინ smile.gif

Posted by: ნიკა 20 Dec 2020, 18:26
ჩამოვედი სოფლიდან. ხაშურის შემოვლა არის ნეტარება. სადღაც ნახევარი საათი მოვიგე. და თან ეს ნახევარი საათი საცობში რომ არაა. ეგ კიდე ცალკე ნერვების სიმშვიდეა.
რაც შეეხება ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთი გზას. ჩუმათელეთის მხრიდან უღელტეხილზე ასასვლელში ადგილზე ორივე მოკლე გზა გადამითხარეს, თუმცა გრძელი კაი დატკეპნილი გრუნტი იყო. ასფალტი დაუგიათ 200 მატრზე, რათ უნდოდათ ხზ. უღელტეხილის იქით მიდის სერიოზული მიწის სამუშაოები, თუმცა წიფას ჯერ არ გაცდენილან და მთავარი გამოწვევები წინ აქვთ. მთლიანობაში კი რეკორდი მოვხსენი. იქით 2:25-ში ჩავედი და უკან 2:20-ში ჩამოვედი. ადრე 3 საათი იყო ნორმა მაგ გზაზე და ყველაზე უბედურ დროს 3:30 უნდოდა. 2 საათი გადასახვევამდე და 1-1.5 საათი მერე. ახლა 55 წუთი მოვანდომე ჩუმათელეთამდე უკანა გზას (იქითობას არ დამინიშნავს, თუმცა კამერაზე იქნება დაფიქსირებული). რაც მთავარია ისე არ დავღლილვარ.

Posted by: N_E_M_O 21 Dec 2020, 00:30
QUOTE
რაც შეეხება ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთი გზას. ჩუმათელეთის მხრიდან უღელტეხილზე ასასვლელში ადგილზე ორივე მოკლე გზა გადამითხარეს, თუმცა გრძელი კაი დატკეპნილი გრუნტი იყო. ასფალტი დაუგიათ 200 მატრზე


ნუნისამდე სედანით გადავალ ამ გზაზე? ძაან დაბალიც არაა

Posted by: ნიკა 21 Dec 2020, 00:37
N_E_M_O
QUOTE
ნუნისამდე სედანით გადავალ ამ გზაზე? ძაან დაბალიც არაა

თუ მანქანა არ გენანება გადახვალ.

Posted by: JSB14BSJ 26 Dec 2020, 22:29
კარგი, ქვათახევამდე გზა არ იცით - არ იცით.

იქნებ ის იცოდეთ ვინმემ, თბილისი-კოჯორი-წალკა-ნინოწმინდის გზაზე საიდანმე, მაგალითად ბეთანია-მანგლისის მონაკვეთიდან ხომ არ ამოდის / გადმოდის რაიმე გზა მცხეთა-კასპი-გორის რაიონში?

Posted by: otokarcobra 26 Dec 2020, 22:45
JSB14BSJ
QUOTE
ჯამაათო, ქვათახევამდე ნორმალური გზაა, რო წავიდე?

წინარეხის ჩათვლით გასისინებული ასფალტია, როგორც კი სოფელი მთავრდება, მდინარე კავთურას ხიდიდან გრუნტის გზაა მონასტრამდე. სადღაც 7 კმ.

QUOTE
იქნებ ის იცოდეთ ვინმემ, თბილისი-კოჯორი-წალკა-ნინოწმინდის გზაზე საიდანმე, მაგალითად ბეთანია-მანგლისის მონაკვეთიდან ხომ არ ამოდის / გადმოდის რაიმე გზა მცხეთა-კასპი-გორის რაიონში?

რუქის მიხედვით ნიჩბისიდან უნდა ამოდიოდეს გზა თონეთსა და ორბეთს შორის, თუმცა არ ვარ ნამყოფი და არ ვიცი

Posted by: alea iacta est 27 Dec 2020, 09:22
JSB14BSJ
QUOTE
კარგი, ქვათახევამდე გზა არ იცით - არ იცით.

იქნებ ის იცოდეთ ვინმემ, თბილისი-კოჯორი-წალკა-ნინოწმინდის გზაზე საიდანმე, მაგალითად ბეთანია-მანგლისის მონაკვეთიდან ხომ არ ამოდის / გადმოდის რაიმე გზა მცხეთა-კასპი-გორის რაიონში?


ქვემო ნიჩბისიდან ადის გზა ორბეთის თავზე, დიდგორის მონუმენტის გზა თუ იცი ზუსტად ეგ. შარშან დააგეს ახალი ასფალტი.
უბრალოდ ეხლა მანდ იმხელა თოვლი იქნება შეიძლება პატარა მანქანამ ვერ გაიაროს. საერთოდ არ წმინდავენ მაგ გზას.

Posted by: Foreign-Affairs 27 Dec 2020, 21:46
გამარჯობა.
ატენის სიონისაკენ მიმავალი გზა როგორია? ამ სეზონზე მსბუქი მანქანით ავალ?

Posted by: ნიკა 28 Dec 2020, 22:15
Foreign-Affairs
შეკეთება დაანონსდა. საკმაოდ დაზიანებული იყო თუმცა გაივლებოდა მსუბუქით.

Posted by: gogliko777 29 Dec 2020, 17:29
JSB14BSJ
QUOTE
იქნებ ის იცოდეთ ვინმემ, თბილისი-კოჯორი-წალკა-ნინოწმინდის გზაზე საიდანმე, მაგალითად ბეთანია-მანგლისის მონაკვეთიდან ხომ არ ამოდის / გადმოდის რაიმე გზა მცხეთა-კასპი-გორის რაიონში?


გასისსინებული ასფალტია დიდგორამდე, ნიჩბისიდან უნდა გადაუხვიო. თუ კარგი ზამთრის საბურავი გაქვს მსუბუქითაც გადახვალ თუ ახალი დათოვლილი არაა. ძალიან ლამაზი უღელტეხილია მე პირადად ერთი თვის წინ აღმოვაჩინე.

Posted by: ნიკა 29 Dec 2020, 23:02
1 კვირის წინ ნამქეები იყო იმისთანა სამაშველს ზილი თუ რაღაც ეგეთი გაიჭედა და ძლივს ამოათრიეს. ახლა ალბათ დადნა ცოტა.

Posted by: TopGear 2 Jan 2021, 22:30
მაგ გზასთან ხუმრობა არ შეიძლება, საკმაოდ საშიშია. უცებ შეიძლება ისეთი ნამქერი იყოს ჩატოვოს მანქანა. და მამენტ ვერც ზაფხულში იქნები თავისუფლად. ორი კვირის წინ მთელი თბილისი იქ რომ იყო ვითOმდა გასართობად

პ.ს. ნიჩბისშიც დაიგო უკვე ასფალტი (ბოლო პირი დარჩა)

Posted by: ნიკა 11 Jan 2021, 16:52
QUOTE (Foreign-Affairs @ 27 Dec 2020, 21:46 )
გამარჯობა.
ატენის სიონისაკენ მიმავალი გზა როგორია? ამ სეზონზე მსბუქი მანქანით ავალ?

გუშინ ვიყავი ბიისში გაყინულ ჩანჩქერზე. გზას აკეთებენ, სადაც არაა გაკეთებული ძალიან დაზიანდა (ბოლოს 2019-ის შემოდგომაზე ვიყავი მანდ მანქანით). კოდალები მუშაობდა და კაი ხანი გაგვაჩერეს ერთ ადგილას. მსუბუქით კი გავლადია, მაგრამ შემეცოდებოდა. მერე კაი ასფალტია ახალი, მაგრამ დილით სიფრთხილეა საჭირო რადგან საკმაოდ მოყინულია ალაგ ალაგ.

შაბათს ვცადე საირმის უღელტეხილით გადასვლა. უშედეგოდ. ბოლო 1 კმ-ზე იყო ზვავი/ნამქერი. ხედები სუპერპუპერ. ზესტაფონი-ბაღდათი გზაზე ახალი ხიდი აუშენებიათ ყვირილაზე და ასევე თვითონ გზაც იდეალურან მიახლოებულ მდგომაეობაშია.

აწი თოველბი გველის და ვნახოთ სამე თუ გამომივიდა გასეირნება.

Posted by: alexx 16 Jan 2021, 19:38
თუ იცით, ზამთარში წალკიდან ნინოწმინდაში გადასვლა შეიძება სედანით?

Posted by: otokarcobra 17 Jan 2021, 00:41
QUOTE (alexx @ 16 Jan 2021, 19:38 )
თუ იცით, ზამთარში წალკიდან ნინოწმინდაში გადასვლა შეიძება სედანით?

თბილისი-მარნეულის გზაზე, სოფელ კოდაში, წალკის გადასახვევთან ელექტრონული აბრაა და აწერია ხოლმე ყოველთვის ღიაა თუ დაკეტილია ფარავნის უღელტეხილი.

თუ მანგლისიდან მიდიხარ, მაშინ გზების დეპარტამენტში დარეკე და გეტყვიან. ისე არ წახვიდე.

Posted by: ნიკა 17 Jan 2021, 19:29
alexx
QUOTE
თუ იცით, ზამთარში წალკიდან ნინოწმინდაში გადასვლა შეიძება სედანით?

ბევრი ფაქტორია. კარგი ამინდი თუა და ქარი არაა და კოდაში წერია რომ გახსნილია, მაშინ გახსნილია, თუ ქარია ან მოღრუბლული ამინდი, მაშინ შეიძლება სანამ მიხვალ უღელტეხილამდე, მანამდე დაიკეტოს.
* * *
დაწერა ვერ მოგისწრია რა კაცს
https://www.facebook.com/georoad.ge/photos/a.462194443854662/4852022808205115/

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და დაბალი ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Posted by: alexx 22 Jan 2021, 17:12
ნიკა
otokarcobra
მადლობა,

მოვასწარი გადასვლა და დაიკეტა კიდეც. კაი რთული გზა კი ყოფილა ზამთარში smile.gif

Posted by: ნიკა 24 Jan 2021, 23:51
alexx
QUOTE
მოვასწარი გადასვლა და დაიკეტა კიდეც. კაი რთული გზა კი ყოფილა ზამთარში

დღეს ვიყავი. ისევ გახსნილია, სულ წმენენ, ქარს ნამქერი მოაქვს.

Posted by: Foreign-Affairs 4 Feb 2021, 10:53
ნიკა
მოკლედ საქართველოს გზებზე რომ მიდგება საუბარი შენი ნდობა შეიძლება ისე აქტიურად მოგზაურობ. კაი კაცი ხარ.
რამე საკონსულტაციო ჯგუფი გზების მდგომარეობის შესახებ ფეისბუქზე თუ გექნება ბევრი გაწევრიანდება.

QUOTE
ზესტაფონი-ბაღდათი გზაზე ახალი ხიდი აუშენებიათ ყვირილაზე და ასევე თვითონ გზაც იდეალურან მიახლოებულ მდგომაეობაშია.

გზა ხო ისევ პირველ და მეორე სვირზე გადის?
იმერული სერები მანდ და საჩხერეში ყველაზე ლამაზია.

QUOTE
შაბათს ვცადე საირმის უღელტეხილით გადასვლა. უშედეგოდ. ბოლო 1 კმ-ზე იყო ზვავი/ნამქერი. ხედები სუპერპუპერ.

ეს გზა ჩემი ტკივილია.
აბასთუმნიდან საირმეში და საირმიდან აბასთუმანში თითოჯერ ვარ გადასული. საირმე-ქვათსაყდარა უფრო ადვილია ვიდრე ქვათსაყდარა-აბასთუმანი. მან გზას აპირებენ? ან იმ ზეკარის გზას რომ გეგმავდნენ საბოლოოდ რა ბედი ეწია? ან აბასთუმნის შემოვლითი რომ დაანონსდა ეგ პროექტი დაიკიდეს?



Posted by: ნიკა 4 Feb 2021, 13:51
Foreign-Affairs
QUOTE
გზა ხო ისევ პირველ და მეორე სვირზე გადის?
იმერული სერები მანდ და საჩხერეში ყველაზე ლამაზია.

კი გზა ისევე გადის, ძვეწლი ხიდის პარალელურადაა ახალი აშენებული.
სერები არც თერჯოლაშია უშნო biggrin.gif

QUOTE
მან გზას აპირებენ? ან იმ ზეკარის გზას რომ გეგმავდნენ საბოლოოდ რა ბედი ეწია? ან აბასთუმნის შემოვლითი რომ დაანონსდა ეგ პროექტი დაიკიდეს?

ზეკარის გზა (არ აგვერიოს საირმის გზაში) აქტიურად შენდებოდა. თუმცა 2020-ში მანდ არ მივლია. გვირაბიც არის გეგმაში. აბასთუმნის შემოვლითზე არ ვიცი არაფერი ახალი.

Posted by: რობი 6 Feb 2021, 02:46
საჩხერე-ონის ახალი მონაკვეთი გამოჩნდა მემგონი მეფზე user.gif

Posted by: ნიკა 6 Feb 2021, 12:56
რობი
თითქმის უღელტეხილამდე სატელიტურზე დიდი ხანია ჩანს. ოსმ-ზე დავიტანე კიდევაც როგორც მშენებარე გზა

Posted by: ნიკა 18 Feb 2021, 15:47
20 დეკემბერი. შ55-ის მეორე ლოტი მოლითი-ჩუმათელეთი და ნუ მერე მოლითი-ზვარე. იქით და უკან. წიფამდე აქტიურად მუშაობდა "აკორდი".
https://www.youtube.com/watch?v=l-5ioA4VTtk&list=PLMhw5vejhxgMdGO9_nLLFxd1S6aSkLhuz&index=3

Posted by: rommel 18 Feb 2021, 16:54
ის 300 მეტრი ასფალტი ფოტოებისთვის დააგეს ალბათ biggrin.gif

Posted by: Kublicha 23 Feb 2021, 02:41
ნიკა
წყნეთიდან წავკისში (ან პირიქით) გადასულხარ?
თითქოს მერიის აეროფოტოებში რაღაც გზის კონტურები იკითხება. ერთ მონაკვეთში იკარგება, მაგრამ შესაძლოა ტყეში ხეები ფარავდეს და იმიტომ არ ჩანს.
თუ ვერ მიხვდი რომელ გზას ვგულისხმობ, დიმიტრი ამილახავარის ქუჩას დახედე, მერე ხევში 180 გრადუსით მობრუნდი და მერე მიხვდები

Posted by: ნიკა 23 Feb 2021, 11:04
Kublicha
ამას გულისხმობ?
https://www.openstreetmap.org/directions?engine=graphhopper_car&route=41.6949%2C44.7032%3B41.6737%2C44.7385#map=14/41.6841/44.7210

კი გადავსულვარ ოღონდ ერთი გასვლის პირობებში არა. ანუ წყნეთიდან მაგ გზით ავსულვად და ჩავსულვარ და ასევე წავლისში ჩავსულვარ მასე. ოღონდ ხან უძოდან ხან კუს ტბიდან. მაგრამ ეგ დიდი ხნის წინ იყო, დღეს რა მდგომარეობაა მაგ გზებზე არ ვიცი.

აი ამ გზით უფრო ხშირად ვარ ნასიარულები
https://classic-maps.openrouteservice.org/directions?n1=41.692364&n2=44.730276&n3=14&a=41.688869,44.744711,41.690924,44.730319,41.695793,44.708818&b=2&c=0&k1=en-US&k2=km

Posted by: Kublicha 23 Feb 2021, 18:51
ნიკა
QUOTE
ამას გულისხმობ?

ხო მაგას.

QUOTE
ეგ დიდი ხნის წინ იყო, დღეს რა მდგომარეობაა მაგ გზებზე არ ვიცი.

სტიქიის მერე (2015) ყოფილხარ? ამილახვარის ბოლოში დამეწყრილია ადგილები. უფრო იქით სედანები არ დადიან (სავარაუდოდ)
ძმაკაცმა პაჯერო იყიდა და რომ მორჩება ეს კორონა-შმორონა იქნება შევიტყუო დასაზვერად

QUOTE
აი ამ გზით უფრო ხშირად ვარ ნასიარულები

ეგ გზა სავარაუდოდ აღარ არსებობს.

Posted by: ნიკა 23 Feb 2021, 19:55
Kublicha
QUOTE
ძმაკაცმა პაჯერო იყიდა

მაგ ძმაკაცს მეც ხომ არ ვიცნობ? wink.gif

სტიქიის მერე ცხადია ჩარეცხილი იქნებოდა ეგ ხევი. მე 2015-ის მერე არ ვყოფილვარ, მაგრამ მანდ "მილის წყაროა" საქეიფო ადგილი და დიდი ალბათობით ტრაქტოს გადაატარებდნენ. გუგლზე როგორც ჩანს, აღდგენილია ორივე გზა.

Posted by: Kublicha 23 Feb 2021, 19:58
ნიკა
QUOTE
მაგ ძმაკაცს მეც ხომ არ ვიცნობ?

კი biggrin.gif

QUOTE
გუგლზე როგორც ჩანს, აღდგენილია ორივე გზა

გუგლში ისეთი გარჩევადობა არაა და მერიის მაისის ფოტოებში ქვედა გზა საერთოდ არ იკითხება

Posted by: Fabian 23 Feb 2021, 20:22
QUOTE
https://www.openstreetmap.org/directions?en...41.6841/44.7210

ცუდი არ იქნებოდა ეს გზა გაეკეთებინათ...

Posted by: Kublicha 23 Feb 2021, 20:53
Fabian
QUOTE
ცუდი არ იქნებოდა ეს გზა გაეკეთებინათ

უმაგრესი იქნებოდა

Posted by: Fabian 23 Feb 2021, 22:58
Kublicha
წყნეთიდან ნაფეტვრების გზაზე არის გადასასვლელი?

Posted by: Kublicha 23 Feb 2021, 23:17
Fabian
არა რას ამბობ. კილომეტრის სიღრმის უფსკრულია შუაში (ვერეს ხეობა)

ეგ კი არა მაღალი ძაბვის ხაზი როგორ გადაატარეს ეგ მიკვირს.

Posted by: ნიკა 23 Feb 2021, 23:39
Kublicha
QUOTE
არა რას ამბობ. კილომეტრის სიღრმის უფსკრულია შუაში (ვერეს ხეობა)

რა უაპელაციო ხარ biggrin.gif

Fabian
QUOTE
წყნეთიდან ნაფეტვრების გზაზე არის გადასასვლელი?

კი როგორ არა. ამითი ვარ ნამყოფი
https://www.openstreetmap.org/directions?engine=graphhopper_bicycle&route=41.6991%2C44.6936%3B41.7214%2C44.6769#map=14/41.7103/44.6832

ახალდაბიდან არის კიდევ სხვა გზა.

Posted by: JSB14BSJ 26 Feb 2021, 16:30
ახალქალაქიდან კავთისხევამდე ოქტომბრიდან დღემდე კიდე არაა გზა დაგებული. შუაში რამდენიმემეტრიანი 2 თუ 3 რამდენიმემეტრიანი მონაკვეთზეა ასფალტი გარდასხმული და ეგაა და ეგ. ჯამში სადღაც 6კმ უგზოობაა. და გზაჯვარედინებზე საგზაო ნიშნები და საინფორმაციო დაფები არსად არაა.

რა უბედურებაა მართლა და მართლა.

Posted by: JSB14BSJ 30 Mar 2021, 00:09
აღარ მახსოვს, ვიკითხე თუ არა და მაინც ვკითხულობ biggrin.gif

ტანძიაში ყოფილხართ ვინმე ბოლო დროს?

თბილისიდან ბოლნისამდე, როგორც მეუბნებიან, ნორმალური გზაა და რატევანიდან ტანძიამდე (13კმ) გზაზე რა ხდება, ხო არ იცით?

Posted by: ნიკა 30 Mar 2021, 11:34
JSB14BSJ
2 წლის წინ ასფალტი იყო. თუმცა ბოლნისამდე ნორმალური გზა არაა. ფეისბურგზე იდება ფოტოები რომ მარნეული-ბოლნისს დედა არ ყავს. შეიძლება არც ისე დიდ იმონაკვეთია. თუ არ ვცები წინა კვირაში დაიწყეს შეკეთება.

Posted by: Ronyy 2 Apr 2021, 12:19
მოგესალმებით,

რაჭიდან ლენტეხამდე როგორი გზაა?

Posted by: ნიკა 2 Apr 2021, 14:04
Ronyy
შარშან ასფალტი იყო, თუმცა ჩამოინგრა ერთგან როგორც მახსოვს

სწორად მახსოვდა
ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
26 მარ, 2021 16:06:31

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მე-8 კმ-ზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. აღნიშნულ მონაკვეთზე გუშინ, 26 მარტს მეწყერი ჩამოვიდა, რის გამოც, ამ დრომდე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

Posted by: vatman 2 Apr 2021, 16:11
მეგობრებო, ურეკი-მერია-ოზურგეთი როგორ მდგომარეობაში არის? smile.gif

Posted by: Ronyy 3 Apr 2021, 00:17
ნიკა


მადლობა smile.gif

Posted by: ilo44 4 Apr 2021, 02:27
vatman იდეალური გზა!

Posted by: vatman 4 Apr 2021, 21:27
ilo44
მადლობა smile.gif
მირჩევნია ოზურგეთი ჩოხატაურით წამოვიდე უკან არც ტრაილერი იქნება და სირების დოღი ნაკლებად იქნება

Posted by: zazamos 8 Apr 2021, 16:29
vatman
ნორმალური გზა არის, მცირე მოძრაობაა, ტრაილერები არ არის და ბუნებაც კარგია, მაგრამ ორი უღელტეხილი და ჩოხატაურის სერიოზული სერპანტინი გაქვს გასავლელი. ქობულეთი-ოზურგეთი-საჯავახოს მონაკვეთზე ქობულეთი-ლანჩხუთი-საჯავახოსთან შედარებით დროს ვერ მოიგებ, რამდენი ტრაილერიც არ უნდა შეგხვდეს, თან ლანხუთი-საჯავახოს მონახვეთზე ახლა ავტობანია. თუ საწყისი პუნქტი ურეკია, მაშინ ოზურგეთის გავლით დაახლ. 30-40 წუთით მეტს მოუნდები.

Posted by: ნიკა 15 Apr 2021, 14:55
მარნეული-ბოლნისის მიმდინარე მდგომარეობა

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=930337550841886&id=100015969494311

Posted by: alea iacta est 15 Apr 2021, 17:22
ნიკა
QUOTE
მარნეული-ბოლნისის მიმდინარე მდგომარეობა

https://m.facebook.com/story.php?story_fbid...100015969494311


აუ მანდ სრული კატასტროფაა, რამე მაინც დაყარონ. რამდენჯერაც გავიარე მაგარი ჩავარტყი.
წინა ზაფხულს აყარეს და დღემდე მასეა მიგდებული. facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: პაწა 17 Apr 2021, 09:31
QUOTE (zazamos @ 8 Apr 2021, 16:29 )
vatman
ნორმალური გზა არის, მცირე მოძრაობაა, ტრაილერები არ არის და ბუნებაც კარგია, მაგრამ ორი უღელტეხილი და ჩოხატაურის სერიოზული სერპანტინი გაქვს გასავლელი. ქობულეთი-ოზურგეთი-საჯავახოს მონაკვეთზე ქობულეთი-ლანჩხუთი-საჯავახოსთან შედარებით დროს ვერ მოიგებ, რამდენი ტრაილერიც არ უნდა შეგხვდეს, თან ლანხუთი-საჯავახოს მონახვეთზე ახლა ავტობანია. თუ საწყისი პუნქტი ურეკია, მაშინ ოზურგეთის გავლით დაახლ. 30-40 წუთით მეტს მოუნდები.

ვერც დროს და ვერც ნერვებს. ჩოხატაურის მერე ხომ საზიზღარი გზაა და გასწრებაც ძნელია. ტრაილერები არა, მაგრამ დისტრიბუციის სატვირთოები მანდაც ოხრად არიან

Posted by: ნიკა 17 Apr 2021, 18:55
კი მასეა

Posted by: vatman 18 Apr 2021, 22:01
პაწა
QUOTE
ვერც დროს და ვერც ნერვებს. ჩოხატაურის მერე ხომ საზიზღარი გზაა და გასწრებაც ძნელია. ტრაილერები არა, მაგრამ დისტრიბუციის სატვირთოები მანდაც ოხრად არიან

საბოლოოდ კი გავიარე მასე, აქ დამავიწყდა დამეწერა.
ურეკი-ოზურგეთი იდეალურია, ოზურგეთში , სოფელ ოზურგეთის მხრიდან შიდა გზა კატასტროფულ მდგოამრეობაშია, ოზურგეთი-დვაბზუ ახალი დაგებულია. ნასაკირალი- მამათის გადასახვევამდე ცუდი გზაა და ფრთხილად უნდა იყო. შემდეგ ჩოხატაურის რაიონის ბოლომდე იდეალურია, და როგორც კი სამტრედიის მუნიციპალიტეტი იწყება, საჯავახომდე სადღაც 5 კილომეტრში, გზა ისევ არასახარბიელო მდგომარეობაშია.

საერთო ჯამში, მართლაც სადღაც 40 წთ მეტი გამოვიდა, მარა დავისვენე.წვიმდა, და მითუმეტეს ტრაილერების და დებილი მძღოლების თავი არ მქონდა ლანჩხუთის გავლით. ჩოხატაურის გავლით არავითარი დისტრიბუციია მანქანა არ შემხევედრია smile.gif

Posted by: Snow93 22 Apr 2021, 13:50


Posted by: eleqtro 27 Apr 2021, 20:39
ნიკა
QUOTE
ზეკარის გზა (არ აგვერიოს საირმის გზაში) აქტიურად შენდებოდა. თუმცა 2020-ში მანდ არ მივლია. გვირაბიც არის გეგმაში. აბასთუმნის შემოვლითზე არ ვიცი არაფერი ახალი.

მეგონა ჩემი მგზავრობა კარგად დავგეგმე თქო და უცებ ეს წავიკითხე.

უღელტეხილი ხომ ერთია(ზეკარი) საირმესა და აბასთუმანს შორის? თუ კიდევაა რამე და მე ვერ ვხვდები?

Posted by: ნიკა 28 Apr 2021, 14:14
eleqtro
QUOTE
უღელტეხილი ხომ ერთია(ზეკარი) საირმესა და აბასთუმანს შორის? თუ კიდევაა რამე და მე ვერ ვხვდები?

რუკაზე ჩანს ყველაფერი კარგად. ამასთუმანს და საირმეს შორის არის საირმის უღელტეხილი, ხოლო ზეკარის უღელტეხილი არის აბასთუმანსა და ზეკარს შორის.

https://www.openstreetmap.org/#map=14/41.8303/42.8616
მარჯვენა არის ზეკარის უღელტეხილი

Posted by: eleqtro 28 Apr 2021, 15:14
ნიკა
მადლობა, გაიხარე. openstreetmap-ით გასაგები გახდა ყველაფერი.

Posted by: mike d 3 May 2021, 23:09
გამარჯობა,
დღეს გადავედი თიანეთიდან ახმეტაში და მოკლედ კიდევ კარგა ბლომად აკლია გზის მშენებლობის დასრულებას.

ახმეტის მხარეს გზის დიდი ნაწილი შესრულებულია. საბუეშია დასაგები გზა და ზევით უღელტეხილისკენ მცირე მონაკვეთები.

რაც შეეხება თიანეთის მუნიციპალიტეტს, იქ სანახევროდაც არ არის გაკეთებული სამუშაოები. არადა 30 კმ-ა სულ და 2019-ში უნდა დაესრულებინათ როგორც მახსოვს.

Posted by: ნიკა 4 May 2021, 12:44
mike d
ხო დამიგვიანდა ზამთრის ვიდეოს დადება. თებერვლის ბოლოს ვიყავი კვეტერაში გადასული და იმ ვიდეოზე ჩანს გზის მდგომარეობა. ახლა ჩავუჯდები.

Posted by: ნიკა 8 May 2021, 00:22
შატილის გზა, რომელიც ახლახანს შეაკეთეს sad.gif
https://www.facebook.com/KhevsuretiTour.ge/posts/2900010760271715

Posted by: ნიკა 11 May 2021, 10:56
ესეც დაპირებული თიანეთი-ახმეტა ზამთარში. რეალურად გლდანულა-ცხვარიჭამია-თიანეთი-ახმეტა-თელავი-გომბორი-ლილო
https://www.youtube.com/watch?v=WDNLsUFCMyw&list=PLMhw5vejhxgNlaIQgcllj9kxy-tXMMGUj

Posted by: Fabian 11 May 2021, 16:55
ნიკა
QUOTE
ესეც დაპირებული თიანეთი-ახმეტა ზამთარში. რეალურად გლდანულა-ცხვარიჭამია-თიანეთი

ეს მონაკვეთი + კვეტერა ამ უქმეებზე გავიარეთ და დალეწილია იქაურობა :|

Posted by: ნიკა 11 May 2021, 20:54
Fabian
თოვლში არ ეტყობა ხოლმე ისე ძალიან. მაგრამ თოვლშია ეგ ადგილები ულამაზესი. ლამის ყოველ ზამთარს მივდივარ, მაგრამ კარგი თოვლი რამდენი წელია აღარ იყო მანდ, წელს როგორც იქნა ამინდმა გვაჩუქა biggrin.gif

Posted by: mike d 11 May 2021, 22:00
QUOTE
შატილის გზა, რომელიც ახლახანს შეაკეთეს

ვაახ რაა, არადა ველოდებოდი მალე გაიხსნება თქო გზა. sad.gif
QUOTE
ესეც დაპირებული თიანეთი-ახმეტა ზამთარში. რეალურად გლდანულა-ცხვარიჭამია-თიანეთი-ახმეტა-თელავი-გომბორი-ლილო

კაი იყო up.gif


Posted by: ნიკა 12 May 2021, 14:26
დიდგორზე მარტში ასვლა და ჩამოსვლა.



Posted by: ნიკა 13 May 2021, 15:25
ახალი ფოტოები შატილის გზიდან.
https://www.facebook.com/georoad.ge/photos/a.5396544770419580/5396525497088174/

Posted by: mike d 13 May 2021, 19:06
QUOTE
ახალი ფოტოები შატილის გზიდან.

როგორც მივხვდი ქედს იქით ყოფილა მარტო დაზიანებები და 2 კვირაში გავხსნითო. კაია.
ნეტა აბანოზე რა ხდება. მანდ რა გამოწვევები გვაქვს.

Posted by: პაწა 20 May 2021, 08:06
ხომ არ იცით, ახალ რაჭის გზას მრავალძალთან თუ ექნება რამე დაკავშირება?

Posted by: ნიკა 20 May 2021, 10:25
პაწა
QUOTE
ხომ არ იცით, ახალ რაჭის გზას მრავალძალთან თუ ექნება რამე დაკავშირება?

ამჟამად მგონი არ იგეგმება. რომ გახსნიან ალბათ დადგება ეგ საკითხიც დღის წესრიგში. ჯიპით კი გადახვალ გრუნტის გზა აკავშირებს.

https://classic-maps.openrouteservice.org/directions?n1=42.488142&n2=43.393297&n3=13&a=42.489694,43.410457,42.513961,43.338746&b=0&c=0&k1=en-US&k2=km

Posted by: ნიკა 27 May 2021, 00:09
დღეს ვიყავი სოფელში. ხოდა ორი ამბავი მაქვს. უფრო სწორად სამი. ერთი ცუდი, ერთი ნეიტრალური და ერთი კარგი.

აქ დავიწყებ ცუდით.

როგორც ჩანს "აკორდმა" ბოლო აკორდი შეასრულა და დატყდა. ანუ სულ დატყდა ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ჩუმათელეთი მეორე ლოტიდან. სამუშაოების 20%-მდე თუ შეასრულა. 2-3 ექსკავატორია მიგდებული (ალბათ გაფუჭებული) და ერთი სოილმეკი აგდია წიფასთან.
ყველაზე ცუდი ისაა, რომ ეს მიგდებული გზა არის კატასტროფის წინაშე. ბევრგან უკვე დაიმეწყრა (ფეროდობები მოჭრეს და გამაგრება არ გაკეთდა). ბევრგან არ მოიხრეშა ჯერ და რბილი გრუნტია, უკვე ძალიან გაფუჭდა და მომავალ ზამთარს ალბათ გაუვალი გახდება მსუბუქი ავტომობილებისთვის მთლიანად.
ჩემთვის ცუდი ემატება ამას ის, რომ ეგ ლოტი არის არა მოლითი-ჩუმათელეთი არამედ ხარაგაულისკენ სადღაც ვახანის გადასახვევიდან იწყება. და მაგ გადასახვევიდან მოლითამდეც საზიზღარი გზაა, მანდაც მოჩიჩქნეს ერთი ორგან ფერდობები და ალბათ ეგეც ჩამოინგრევა.

ნეიტრალური ამბავი.

პირველ ლოტზე ბლექ სი აგრძელებს სამუშაოებს. თუმცა, როგორც მახსოვს, 2020-ში უნდა მორჩენილიყო, მაგრამ როგორც ჩანს გაუგრძელდა კორონას ამბავში ვადა. ზუსტად რამდენ კილომეტრზეა უკვე ასფალტი ვერ გეტყვით.25 კილომეტრიდან 10-15 იქნება. თუმცა აქაც არის ბევრგან ფერდობები ჩამოშლილი sad.gif

სხვათა შორის იგივე სიტუაციაა ფერდობების ამბავში მუხათწყარო-მსხალდიდი ახალ გზაზე. აი მსხალდიდი-წყლულეთი გზა ვიწყო ააშენეს და არ მოუჭრიათ ფერდობები და იქ არ დაიმეწყრა.

ონბორდ ვიდეო არის ამის ამსახველი და დავდებ ცხადია ცოტა მოგვიანებით.

კარგი ამბავი იხილეთ რკინიგზის თემაში.

Posted by: Kublicha 27 May 2021, 01:40
QUOTE
სხვათა შორის იგივე სიტუაციაა ფერდობების ამბავში მუხათწყარო-მსხალდიდი ახალ გზაზე

მანდ რა იყო დასამეწყრი.
მუხათწყაროში ვარ გაზრდილი და რომ გინდოდეს ერთ ურიკა მიწას ვერ შეაგროვებ. სულ კლდეა.

Posted by: ნიკა 27 May 2021, 12:46
Kublicha
გზა გააგანიერეს მსხალდიდისკენ და ...

Posted by: Delvaux 27 May 2021, 12:56
კახეთის რეგიონში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყება

ახალი გზის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) დააფინანსებს. ბაკურციხე-წნორის საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი უკვე გამოცხადდა და მასში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადა 2021 წლის 8 ივლისის 16:00 სთ-მდე ექნებათ

ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის პროექტი ითვალისწინებს 16.6 კმ. სიგრძის 2-ზოლიანი ასფალტის საფარიანი გზისა და 6 ხიდის მშენებლობას

აღნიშნული მონაკვეთი მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, რაც გადაადგილების უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, დაგეგმილია შემოსავლელი გზის მოწყობა ალაზნის ველის მხარეს, რომელიც დააკავშირებს თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვრის საერთაშორისო გზას არსებულ შიდასახელმწიფოებრივ გზასთან, მჭიდროდ დასახლებული სოფლების ბაკურციხის, კარდენახის, ანაგის, ვაქირის, მაშნაარის, საქობოს და წნორის გვერდის ავლით

ბაკურციხე-წნორის გზის მშენებლობა სამუშაოების დაწყებიდან 2 წელიწადში დასრულდება

იხილეთ ვრცლად: https://bit.ly/3yGdBlI

Posted by: ქაფქიანა 27 May 2021, 13:10
Delvaux

აი ეს სიახლე კი უკვე აღარ მომეწონა. ანუ ბაკურციხემდე ვიცით, რომ ავტობანი მოდის და ბაკურციხის მერე ორი ზოლი მხოლოდ, ოთხი აღარ? sad.gif

Posted by: rommel 27 May 2021, 15:29
QUOTE
პირველ ლოტზე ბლექ სი აგრძელებს სამუშაოებს. თუმცა, როგორც მახსოვს, 2020-ში უნდა მორჩენილიყო, მაგრამ როგორც ჩანს გაუგრძელდა კორონას ამბავში ვადა. ზუსტად რამდენ კილომეტრზეა უკვე ასფალტი ვერ გეტყვით.25 კილომეტრიდან 10-15 იქნება. თუმცა აქაც არის ბევრგან ფერდობები ჩამოშლილი


ძირულა-ხარაგაული, დიდვაკე-მარელისი დაგებულია პირველი ფენა

ხარაგაული-დიდვაკე(6კმ) აქვთ დარჩენილი, 1 კვირის წინ ამზადებდნენ რაღაც მონაკვეთებს დასაგებად, შეუძლება უკვე დაასრულეს

მარელისის ხიდიდან მოლითის მიმართულებითაც არის ასფალტი, თუმცა რამდენზე არ ვიცი

როგორც ამბობენ, ბლექსი აპირებს აკორდის მონაკვეთის დასრულებასაც, ღმერთმა ქნას


Posted by: vatman 27 May 2021, 16:32
ქაფქიანა
QUOTE
აი ეს სიახლე კი უკვე აღარ მომეწონა. ანუ ბაკურციხემდე ვიცით, რომ ავტობანი მოდის და ბაკურციხის მერე ორი ზოლი მხოლოდ, ოთხი აღარ?

და 4 ზოლი მანდ რად გინდა? სად არის მანდ სა0თხზოლე მოძრაობა. ბაკურციხიდან 2 ზოლი თელავისკენ, 2 ზოლი აზერბაიჯანისკენ საკმარისია

Posted by: ნიკა 27 May 2021, 17:34
rommel
QUOTE
ძირულა-ხარაგაული

არ არის სრულად არც ეს დაგებული.

Posted by: ქაფქიანა 27 May 2021, 17:54
vatman

QUOTE
და 4 ზოლი მანდ რად გინდა? სად არის მანდ სა0თხზოლე მოძრაობა. ბაკურციხიდან 2 ზოლი თელავისკენ, 2 ზოლი აზერბაიჯანისკენ საკმარისია


ანუ ბაკურციხემდე მიიყვანენ ავტობანს და მორჩა? მეეჭვება. ლაგოდეხს მიაყენებენ, წესით უნდა მიაყენონ.

Posted by: rommel 27 May 2021, 18:00
ნიკა
QUOTE
rommel
QUOTE
ძირულა-ხარაგაული

არ არის სრულად არც ეს დაგებული.

2 პატარა მონაკვეთი აქვთ დარჩენილი

Posted by: levan_ts 29 May 2021, 10:53
QUOTE (rommel @ 27 May 2021, 18:00 )
ნიკა
QUOTE
rommel
QUOTE
ძირულა-ხარაგაული

არ არის სრულად არც ეს დაგებული.

2 პატარა მონაკვეთი აქვთ დარჩენილი

სად არის დარჩენილი ეგ მონაკვეთები. სულ 8 კილომეტრია ძირულიდან ხარაგაულამდე

Posted by: vaxushtiii 29 May 2021, 12:03
ძირულა ხარაგაულის მონაკვეთზე სადაც ასფალტი უკვე დაგებულია, 2 ადგილას პირდაპირ შუა გზაზეა მიწა ჩამოწოლილი. ზოგან კი არის დამცავი ჯებირები გაკეთებული, მაგრამ ფაქტია რომ არაა საკმარისი

Posted by: rommel 29 May 2021, 13:55
levan_ts
QUOTE
სად არის დარჩენილი ეგ მონაკვეთები. სულ 8 კილომეტრია ძირულიდან ხარაგაულამდე

ერთი პატარა მონაკვეთი ძირულაში, დანგრეულ რკინის ხიდთან.
კიდევ არის მეორე, შედარებით დიდი, ზუსტად რა ქვია იმ ადგილს არ მახსოვს.

ამ დღეებში დიდვაკე-საღანძილესაც დააგებენ

Posted by: Foreign-Affairs 29 May 2021, 21:17
მსხალდიდი-ზემო წყლულეთის გზა რომ გაკეთდა სადამდეა ასფალტიანი გზა?

ასევე მაინტერესებს გურჯაანის შემოვლითი გზა როდის გაიხსნება?

Posted by: alea iacta est 30 May 2021, 10:47
Foreign-Affairs
QUOTE
მსხალდიდი-ზემო წყლულეთის გზა რომ გაკეთდა სადამდეა ასფალტიანი გზა?

ქვემო წყლულეთამდეა დაგებული ასფალტი.

Posted by: Foreign-Affairs 31 May 2021, 10:01
alea iacta est
მადლობა მეგობარო.

და ვინმემ ხომ არ იცით ბარისახომდე ასფალტიანი გზა აღადგინეს-გაწმინდეს? მსუბუქი მანქანით ავალ?

Posted by: mike d 31 May 2021, 11:18
Foreign-Affairsახლა აკეთებენ. ძირითადად მორჩენილია. ალაგ ალაგ არის დარჩენილი დასაგები ასფალტი, პლუს ხიდები. უპრობლემოდ ახვალ ბარისახომდეც და იმის იქითაც მსუბუქი მანქანით.

ხარაგაული-ღორეშა-უბისა. ეს გზა რა მდგომარეობაშია ხომ არ იცით? ინტერნეტში რაც ვნახე ეწერა, რომ აგებდნენ გზას, ასე 3-4 წლის წინ. მაგრამ თუ დაასრულეს თუ არა ეგ ვეღარ ვნახე.

Posted by: ნიკა 31 May 2021, 19:32
mike d
QUOTE
ხარაგაული-ღორეშა-უბისა. ეს გზა რა მდგომარეობაშია ხომ არ იცით? ინტერნეტში რაც ვნახე ეწერა, რომ აგებდნენ გზას, ასე 3-4 წლის წინ. მაგრამ თუ დაასრულეს თუ არა ეგ ვეღარ ვნახე.

2019-ის თებერვალში გავიარე და კაი მოსწორებული გრუნტის გზა იყო. სამუშაოები მიმდინარეობდა. მაგის მერე სურვილი აღარ მქონია მანდ გავლის biggrin.gif
უფრო ხარაგაული-ძირულაზე რა ხდება ის მაინტერესებდა.

levan_ts
QUOTE
სად არის დარჩენილი ეგ მონაკვეთები. სულ 8 კილომეტრია ძირულიდან ხარაგაულამდე

ვიდეო მაქვს, მაგრამ ამ კვირაში ვერ მოესწრება. სხვა ვიდეობი დამრჩა ბლომად გასაკეთებელი.

Posted by: levan_ts 31 May 2021, 19:48
QUOTE (ნიკა @ 31 May 2021, 19:32 )
mike d
QUOTE
ხარაგაული-ღორეშა-უბისა. ეს გზა რა მდგომარეობაშია ხომ არ იცით? ინტერნეტში რაც ვნახე ეწერა, რომ აგებდნენ გზას, ასე 3-4 წლის წინ. მაგრამ თუ დაასრულეს თუ არა ეგ ვეღარ ვნახე.

2019-ის თებერვალში გავიარე და კაი მოსწორებული გრუნტის გზა იყო. სამუშაოები მიმდინარეობდა. მაგის მერე სურვილი აღარ მქონია მანდ გავლის biggrin.gif
უფრო ხარაგაული-ძირულაზე რა ხდება ის მაინტერესებდა.

levan_ts
QUOTE
სად არის დარჩენილი ეგ მონაკვეთები. სულ 8 კილომეტრია ძირულიდან ხარაგაულამდე

ვიდეო მაქვს, მაგრამ ამ კვირაში ვერ მოესწრება. სხვა ვიდეობი დამრჩა ბლომად გასაკეთებელი.

ძალიან საინტერესოა, მადლობა წინასწარ. თუ წავედი ამ კვირაში მატარებლით, კი გავივლი მაგ გზას ხარაგაულიდან და მოვიწერები.

Posted by: mike d 31 May 2021, 20:47
QUOTE
2019-ის თებერვალში გავიარე და კაი მოსწორებული გრუნტის გზა იყო. სამუშაოები მიმდინარეობდა. მაგის მერე სურვილი აღარ მქონია მანდ გავლის

მადლობა.
ერთი ვერ მოვხვდი რა მაქეთ, ხარაგაულისკენ. მაგრა მინდა. თუმცა ჩემი დისშვილი 10 დღის წინ და აპოკალიფსი დამიხატა. განსაკუთრებით წიფადან მგონი მარელისამდე განადგურებულიაო.

Posted by: Delvaux 3 Jun 2021, 09:17
გუგლზე განახალდა თელავი. ახაშენთან ახალი დაერთება გამოჩნდა. უკვე დახაზული აქვთ. როგორც ჩანს მალე გახსნიან.

Posted by: ნიკა 10 Jun 2021, 17:27
ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კაკასხიდი-ზეკარის კმ1-კმ10 მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშოები მიმდინარეობს
https://www.facebook.com/georoad.ge/posts/5534177566656299

Posted by: mike d 10 Jun 2021, 19:52
QUOTE
უთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კაკასხიდი-ზეკარის კმ1-კმ10 მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშოები მიმდინარეობს

ვა ვა ანუ ზეკარის გზასაც აღადგენენ? bis.gif

Posted by: Foreign-Affairs 11 Jun 2021, 09:24
QUOTE (mike d @ 10 Jun 2021, 19:52 )
QUOTE
უთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კაკასხიდი-ზეკარის კმ1-კმ10 მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშოები მიმდინარეობს

ვა ვა ანუ ზეკარის გზასაც აღადგენენ? bis.gif

მაგის გარეშე იმერეთი-ჯავახეთი ერთმანეთისაგან მოწყვეტილი კუთხეებია და აბა როგორ.
მაგრამ მე ის მაინტერესებს ეგ გზა აბასთუმნის შემოვლითზე გაივლის ხო?

Posted by: ქაფქიანა 11 Jun 2021, 09:36
Foreign-Affairs

QUOTE
მაგის გარეშე იმერეთი-ჯავახეთი ერთმანეთისაგან მოწყვეტილი კუთხეებია და აბა როგორ.


biggrin.gif

იმერეთი-ჯავახეთი ერთმანეთს არც ესაზღვრება და იქნება მოწყვეტილი, აბა როგორ.

biggrin.gif

Posted by: ნიკა 11 Jun 2021, 11:23
mike d
QUOTE
ვა ვა ანუ ზეკარის გზასაც აღადგენენ?

2 წლის წინ მეწერა ამაზე პოსტი დავიდეოეიც მედო, რომ ზეკარის გზის აღდგენა მიდის, პლიუს გვირაბის გათხრაც იგეგმება.

Foreign-Affairs
QUOTE
ეგ გზა აბასთუმნის შემოვლითზე გაივლის ხო?

აბასთუმანში მხოლოდ ელექტრომობილებით მოძრაობა იქნება დაშვებული. მთელი დანარჩენი ნაკადი შემოვლითით ივლის. ნუ იდეა ასეთია და რა იქნება დრო გვაჩვენებს.

Posted by: Foreign-Affairs 13 Jun 2021, 21:37
QUOTE (ქაფქიანა @ 11 Jun 2021, 09:36 )
Foreign-Affairs

QUOTE
მაგის გარეშე იმერეთი-ჯავახეთი ერთმანეთისაგან მოწყვეტილი კუთხეებია და აბა როგორ.


biggrin.gif

იმერეთი-ჯავახეთი ერთმანეთს არც ესაზღვრება და იქნება მოწყვეტილი, აბა როგორ.

biggrin.gif

კრგი ახლა ეს გეოგრაფი კაცი ნუ მეღადავები. gigi.gif
ნუ თუ ძალინა გინდა დავაკონკრეტებ: სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციული მხარე იმერეთის ადმინისტრაციულ მხარესთან იქნება დაკავშირებული. ახლა არ თქვა არ ესაზღვრებაო - ბაღდათის რაიონი ადიგენის, ხოლო ხარაგაულის რაიონი ახალციხის რაიონს ესაზღვრება.

ადმინისტრაციულად ასეა და ისტროიოლად თუ გინდა ასე დავკონკრეტდეთ: იმერეთის მხარე ზემო ქართლს ანუ ტაო-კლარჯეთ-მესხეთს ესაზღვრება მცირე კავკასიონის ქედების გავლით.

Posted by: MONTY 13 Jun 2021, 22:07
ამბროლაური-ლენტეხის ნორმალური სამანქანო გზა არის ხო ?
ლენტეხიდან უშგულამდე ჯიპით არ გამოვა ხო ? კვადროთი ?

Posted by: mike d 13 Jun 2021, 22:39
ამბროლაური-ლენტეხი ასფალტია.

ლენტეხი-უშგული ზაგაროს უღელტეხილზე გადადის. ზამთარში დაკეტილია ხოლმე, ზაფხულში იხსნება და მხოლოდ 4×4 ები გადადიან. როგორი მდგომარეობაა წელს მაგას ალბათ საგზაო დეპარტამენტში გეტყვიან ან ლენტეხში გაიგებ. ისე მეც მაინტერესებს.თუ რამეს გაიგებ იქნებ აქაც მოიწერო
ისე ჭველფიდანაც გადადის გზა ზემო სვანეთში მარა ეგეც 4×4 ებისაა.

Posted by: vatman 13 Jun 2021, 23:56
მეგობრებო, ზარზმა-გოდერძისდ უღელტეხილი- ხულოს გზის მონაკვეთი წელს რა მდგომარეობაშია ხომ არ იცით?
და საერთოდ მანდ მშენებლობა მიმდინარეობს?

Posted by: mike d 14 Jun 2021, 14:12
ხულო ზარზმა 47 კმ-ა დასაგები და აქედან 5 კილომეტრს უკვე აგებენ ხულოს მხარეს ჩვენები, დანარჩენი 42 კმ ჩინელებმა უნდა დააგონ და არ ვიცი თუ დაიწყეს უკვე. ისე საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია ეგ გზა მარა დადის ტრანსპორტი. ხო ასევე ზედ უღელტეხილიდან მწვანე ტბამდე არის დაგებული ბეტონის გზა.

Posted by: ნიკა 14 Jun 2021, 18:38
QUOTE
ბაღდათის რაიონი ადიგენის, ხოლო ხარაგაულის რაიონი ახალციხის რაიონს ესაზღვრება.

ხარაგაული ახალციხეს არ ესაზღვრება
https://www.openstreetmap.org/#map=13/41.8361/43.1346

აი ადიგენს კი ვანის ესაზღვრება
https://www.openstreetmap.org/#map=13/41.8231/42.7155

Posted by: zazamos 15 Jun 2021, 13:06
ნიკა
mike d
QUOTE
ხარაგაული-ღორეშა-უბისა. ეს გზა რა მდგომარეობაშია ხომ არ იცით?

ბეტონის ძალიან კარგი გზა არის დაგებული თავიდან ბოლომდე

Posted by: vatman 15 Jun 2021, 14:58
mike d
მადლობა smile.gif
ესე იგი ფაქტიურად ცვლილებები არ არის

ბარემ ვიკითხავ, გოდერძის მიმდებარედ ნორმალური სასტუმრო, კოტეჯი არის თუ იცით. ზაფხულის სეზონზეც რო მუშაობდეს war.gif

Posted by: iviko18 15 Jun 2021, 16:44
mike d
QUOTE
ლენტეხი-უშგული ზაგაროს უღელტეხილზე გადადის. ზამთარში დაკეტილია ხოლმე, ზაფხულში იხსნება და მხოლოდ 4×4 ები გადადიან. როგორი მდგომარეობაა წელს მაგას ალბათ საგზაო დეპარტამენტში გეტყვიან ან ლენტეხში გაიგებ. ისე მეც მაინტერესებს.თუ რამეს გაიგებ იქნებ აქაც მოიწერო

ლენტეხიდან-მელემდე ასფალტის გამართული გზაა, მელეს შემდეგ არ ვიცი სადამდეა გაკეთებული.

Posted by: Foreign-Affairs 15 Jun 2021, 17:23
ნიკა
ადიგენს ვანზე მეტი ბაღდათი ესაზღვრება, ხოლო ხარაგაული მეღრუკის მთით ესაზღვრება ახალციხეს.

Posted by: mike d 15 Jun 2021, 23:33
zazamos
iviko18
დიდი მადლობა. <3

Posted by: ნიკა 18 Jun 2021, 14:55
ქუთაისი(წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის გზის კმ125-კმ137 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
ამ დროისთვის, რკინა- ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. ასევე, განივი წყალგამტარი მილების მოწყობა,ქვაბულის დამუშავება ოთხკუთხა რკინა- ბეტონის მილების მოსაწყობად
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წელს დასრულდება
https://www.facebook.com/georoad.ge/posts/5570151839725538

Posted by: ZEUS 19 Jun 2021, 23:32
კავთისხევი-ახალქალაქის გზის რეაბილიტაცია (თითქმის) დასრულდა.

Posted by: Raul Tamudo 22 Jun 2021, 22:46
გამარჯობა,

ფიტარეთისკენ ბოლო დროს ხომ არ ყოფილხართ ვინმე, როგორი გზაა?

დიდი მადლობა წინასწარ!

Posted by: ნიკა 23 Jun 2021, 09:35
Raul Tamudo
QUOTE
ფიტარეთისკენ ბოლო დროს ხომ არ ყოფილხართ ვინმე, როგორი გზაა?

სედნებიც იყო, თუმცა თავბედი დაიწყევლეს. ისე კი მოსწორებულია გზა. ჯიპისთვის ავტობანია.

Posted by: otokarcobra 23 Jun 2021, 11:08
QUOTE (ZEUS @ 19 Jun 2021, 23:32 )
კავთისხევი-ახალქალაქის გზის რეაბილიტაცია (თითქმის) დასრულდა.

რომელი კავთისხევი კაცო? კასპის რაიონის?

Posted by: ZEUS 23 Jun 2021, 12:49
QUOTE (otokarcobra @ 23 Jun 2021, 11:08 )
QUOTE (ZEUS @ 19 Jun 2021, 23:32 )
კავთისხევი-ახალქალაქის გზის რეაბილიტაცია (თითქმის) დასრულდა.

რომელი კავთისხევი კაცო? კასპის რაიონის?

იეს ...

Posted by: otokarcobra 23 Jun 2021, 12:51
QUOTE (ZEUS @ 23 Jun 2021, 12:49 )
QUOTE (otokarcobra @ 23 Jun 2021, 11:08 )
QUOTE (ZEUS @ 19 Jun 2021, 23:32 )
კავთისხევი-ახალქალაქის გზის რეაბილიტაცია (თითქმის) დასრულდა.

რომელი კავთისხევი კაცო? კასპის რაიონის?

იეს ...

დავაკვდი რუკას და სად გადის ეგ გზა ვერ გავიგე.

Posted by: ZEUS 23 Jun 2021, 13:12
QUOTE (otokarcobra @ 23 Jun 2021, 12:51 )
QUOTE (ZEUS @ 23 Jun 2021, 12:49 )
QUOTE (otokarcobra @ 23 Jun 2021, 11:08 )
QUOTE (ZEUS @ 19 Jun 2021, 23:32 )
კავთისხევი-ახალქალაქის გზის რეაბილიტაცია (თითქმის) დასრულდა.

რომელი კავთისხევი კაცო? კასპის რაიონის?

იეს ...

დავაკვდი რუკას და სად გადის ეგ გზა ვერ გავიგე.

ეგე სად გადის:
user posted image

ძაან გაფუჭებული იყო. კავთისხევი-კსაპის ხიდის რეაბილიტაციამ შეიწირა, ზედ მძიმე მანქანებმა რომ იარეს.

Posted by: ნიკა 23 Jun 2021, 14:30
ესეც რამოდენიმე საინტერესო ვიდეო

თავიდან იწყება ოსიაური-სურამით
მერე მოდის ჩუმათელეთი-ზვარე
ზვარე-ხარაგაული
ხარაგაულში კიცხისკენ ავუხვიე და რაღაც კანიონს ვეძებდი. მერე ისევ ჩამოვედი უკან. ხარაგაული ძირულა
მერე რიკოთია და ხაშურიდან კოდისწყაროს ტბაზე ასვლა
https://www.youtube.com/watch?v=3N7nzJCs324&list=PLMhw5vejhxgNEvbklgP5SZyobliSTZA1e

Posted by: otokarcobra 23 Jun 2021, 15:08
ZEUS
მოიცა კაცო რომელ ახალქალაქზეა ლაპარაკი?

Posted by: ნიკა 23 Jun 2021, 15:34
otokarcobra
QUOTE
მოიცა კაცო რომელ ახალქალაქზეა ლაპარაკი?

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%98_(%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98)

Posted by: toyota12345 25 Jun 2021, 19:03
თბილისიდან კახეთისკენ მივდივარ ღამით პრინციპში მოძრაობა აღარც იქნება კომენდანტის დროს., მაგრამ მაინტერესებს გომბორით ჯობია წავიდე თუ საგარეჯო/გურჯაანით წინანდალში უნდა მივიდე. რამდენი კმ იქნება სხვაობა ორივე გზიდან?

Posted by: zazamos 25 Jun 2021, 20:05
toyota12345
თბილისიდან წინანდლამდე გურჯაანის გავლით 38-40 კმ-ით შორია გომბორთან შედარებით. სხვა საკითხია, რომელი გზა უფრო კომფორტული და უსაფრთხოა ღამით მგზავრობისთვის. მე დიდი ხანია მაგ მხარეს არ ვყოფილვარ, და ვინმე ალბათ გიპასუხებს.

Posted by: Kublicha 30 Jun 2021, 23:55
საინფორმაციო სააგენტოებს რომ კითხო, ლისი-მუხათწყაროს გზაზე გააქტიურდა მეწყერიო
სინამდვილეში მსხალდიდთანაა

Posted by: ნიკა 1 Jul 2021, 09:46
Kublicha
QUOTE
სინამდვილეში მსხალდიდთანაა

ხო მეც გამიკვირდა მუხათწყარო რა შუაში იყო.

დავწერე ამ გზაზე პრობლემების შესახებ მგონი ადრეც.

Posted by: Kublicha 1 Jul 2021, 12:36
ნიკა
QUOTE
ხო მეც გამიკვირდა მუხათწყარო რა შუაში იყო.

ხო მეც, მუხათწყარომდე უბრალოდ არაა თეორიულად სამეწყროც კი არაფერი

Posted by: ნიკა 1 Jul 2021, 14:00
https://www.openstreetmap.org/?mlat=41.7437&mlon=44.6361#map=16/41.7437/44.6361
მგონი ეს ადგილია

Posted by: toyota12345 1 Jul 2021, 18:17
ნაფეტვრებიდან წყლულეთი, მსხალდიდი გადადის ხო გზა? მაგ ადგილებიდან რამენაირად მცხეთაში მოხვედრა შესაძლებელია?

ისე რა უცნაურია ეს ნაფეტვრები რა ახლოა საბურთალოსთან მაღლივთან და მცხეთის რაიონია არადა ბეთანია, კიკეთი და კოჯორი თბილისია))

Posted by: vatman 1 Jul 2021, 18:35
toyota12345
QUOTE
ისე რა უცნაურია ეს ნაფეტვრები რა ახლოა საბურთალოსთან მაღლივთან და მცხეთის რაიონია არადა ბეთანია, კიკეთი და კოჯორი თბილისია))

ეს ეხლაა, თორე დაახლეობით 15 წლის წინ კიკეთი, კოჯორი და მანდ რაც არის იყო გარდაბნის რაიონი; ზაჰესი, სოფელი დიღომი, ცენტროლიტის აგარაკები, სოფელი გლდანის მცხეთის რაიონი. ასევე გარდაბანი იყო ნასაგური, პატარა ლილო და რაც სოფლებია მაგ მხარეს

Posted by: ნიკა 1 Jul 2021, 18:44
vatman
უფრო თეთრი წყარო იყო ეგენი.

წყლულეთი ახლაც თეთრი წყაროა
* * *
toyota12345
QUOTE
ნაფეტვრებიდან წყლულეთი, მსხალდიდი გადადის ხო გზა? მაგ ადგილებიდან რამენაირად მცხეთაში მოხვედრა შესაძლებელია?

რაღაცნაირად მოხვდები. ოფროუდ გზებით. ჩვეულებრივი მანქანით ვერა.

Posted by: vatman 2 Jul 2021, 10:20
ნიკა
QUOTE
უფრო თეთრი წყარო იყო ეგენი.

მე მაინც მგონია რო გარდაბანია, თეთრიწყაროს რაიონის მანიშნებელი ხოლმე იდგა ბეთანიის გადასახვევთან. ბეთანიის მონასტერი კი იყო უკვე და ეხლაც არის თეთრიწყაროს რაიონი. კოჯორი ტაბახმელა კი ნამდვილად გარდაბანი იყო

Posted by: alea iacta est 2 Jul 2021, 10:28
QUOTE (vatman @ 2 Jul 2021, 10:20 )
ნიკა
QUOTE
უფრო თეთრი წყარო იყო ეგენი.

მე მაინც მგონია რო გარდაბანია, თეთრიწყაროს რაიონის მანიშნებელი ხოლმე იდგა ბეთანიის გადასახვევთან. ბეთანიის მონასტერი კი იყო უკვე და ეხლაც არის თეთრიწყაროს რაიონი. კოჯორი ტაბახმელა კი ნამდვილად გარდაბანი იყო

წყლულეთი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.

Posted by: ნიკა 2 Jul 2021, 11:44
vatman
აი აქ ჩანს მუნიციპალიტეტის საზღვრები კარგად. კოდა-ვაშლოვანის აქეთ თეთრი წყაროა უკვე. კუმისია გარდაბნის ბოლო სოფელი
https://www.openstreetmap.org/#map=12/41.6710/44.6738

Posted by: vatman 2 Jul 2021, 15:56
ნიკა
აგერ დადგენილებაც, თეტრიწყაროს რაიონს არაფერი არ მოკლდა. თბილისი გაიზარდა მხოლოდ მცხეთის და გარდაბნის ხარჯზე
https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/44278?publication=0

თვითონ გამიკვირდა რო ბეთანიის მონასტერზე არასწორი ინფორმაცია მქონია

Posted by: ქაფქიანა 5 Jul 2021, 09:04
ყოველთვის მინდოდა შემემოწმებინა ავტობანის ალტერნატივა შიდა ქართლში, მტკვრის ხეობის გზა. ბევრჯერ დაუწერიათ აქაც სხვებსაც. ჰოდა გუშინ გადავწყვიტე, რომ თავად მენახა და დავადექი.

შედეგები:

მარშრუტის 95%, მცხეთა-ხცისი აბსოლუტურად უპრობლემოა. ყველანაირი ავტომობილი უპრობლემოდ გაივლის. არც ორმოები და არც დანგრეული. ახლა ,,ბუგაროკები" ცხადია არის, მაგრამ სოფლებში. ძალიან კარგ დონეზე გაკეთებული გზა. ალაგ-ალაგ ,,დალატკავებული" ცხადია, მაგრამ ეს არანაირ პრობლემას არ ჰქმნის.

დანარჩენი 5%, ხცისი-თაგვეთი ჯერ მოხრეშილი, მერე გრუნტი, მერე საერთოდ უგზოობა, თვლების ნავალი. მაგრამ სადაც მე მეორე თაობის პრიუსით გავიარე, უფრო მაღალ ,,პასადკიანი" ავტომობილები და მით უფრო ჯიპები აბსოლუტურად უპრობლემოდ გაივლის. თაგვეთიდან გადადიხარ მტკვარზე კიდული, ბაგირ-ხის ხიდით და ამოდიხარ ხაშურის ცენტრში, წრეზე.

მაგრამ ხცისი-თაგვეთის გზის გავლის არავითარი საჭიროება არ გაქვთ. მცხეთა-ხცისი უპრობლემოა და ხცისიდან ჩვეულებრივი ხიდით გადმოდიხარ ოსიაურის სამხედრო ბაზასთან.

მოკლედ იცოდეთ, თუ სამომავლოდ ეს გზა დაგჭირდათ, თავისუფლად გამოიყენებთ.

Posted by: donrobita 5 Jul 2021, 11:30
საჩხერე ონის დამაკავშირებელ ახალ გზაზე ვინმემ თავიდან ბოლომდე იცის რა ხდება?

სულ რამდენი ლოტია, რა ეტაპზეა ეს ლოტები, როდისაა ნავარაუდები დამთავრება და ა.შ.

გზების დეპ. კი წერს ხან რომელ ლოტზე ხან რომელ ლოტზე, მაგრამ ერთიანობაში ხუევოზნაეტ რა ხდება

Posted by: ქაფქიანა 5 Jul 2021, 12:15
აბასთუმანი-ზეკარი-საირმე მეორე პრიუსისთვის გავლადია? შევძლებ გადასვლას?

Posted by: vatman 5 Jul 2021, 12:18
ქაფქიანა
საირმეთი არა ოღონდ, ზაკარის უღელტეხილით მეგობარი 1 თვის წინა გადავიდა და იძახის რო გავლადია. მოხრეშილია და გასწორებულია.

Posted by: ქაფქიანა 5 Jul 2021, 12:38
vatman

კაცო, აბასთუმნიდან ზეკარზე რომ გადადიხარ, საირმეში უნდა ჩახვიდე, სხვაგან სად ჩახვალ?

რითი გადავიდა?

Posted by: პაწა 5 Jul 2021, 12:38
QUOTE (donrobita @ 5 Jul 2021, 11:30 )
საჩხერე ონის დამაკავშირებელ ახალ გზაზე ვინმემ თავიდან ბოლომდე იცის რა ხდება?

სულ რამდენი ლოტია, რა ეტაპზეა ეს ლოტები, როდისაა ნავარაუდები დამთავრება და ა.შ.

გზების დეპ. კი წერს ხან რომელ ლოტზე ხან რომელ ლოტზე, მაგრამ ერთიანობაში ხუევოზნაეტ რა ხდება

დაიგინეს, წელს დავამთავრებთო და ერთი არ შეუსრულებიათ!

Posted by: vatman 5 Jul 2021, 13:42
ქაფქიანა
წყალთაშუაში ჩადის.
თვითონ პიკაპით იყვენე, მარა მსუბუქებიც შეხვდნენ გზაზე.

Posted by: ქაფქიანა 5 Jul 2021, 15:33
vatman

კაცო, გამაგიჟებ ახლა შენ.

ზეკარს და წყალთაშუას შორის საირმე არ არის? ზეკარიდან რომ დაეშვები, წყალთაშუაში როგორ მოხვდები, საირმე თუ არ გაიარე ჯერ?

აუ, ძალიან მინდა მაგ გზის გავლა და ჩემი პრიუსით მეშინია, არ ჩავრჩე.

Posted by: ნიკა 5 Jul 2021, 17:33
ქაფქიანა
QUOTE
კაცო, აბასთუმნიდან ზეკარზე რომ გადადიხარ, საირმეში უნდა ჩახვიდე, სხვაგან სად ჩახვალ?

რითი გადავიდა?

აბასთუმნიდან საირმეზე გადადიხარ საირმის უღელტეხილით, მოხვდები წაბლარისწყლის ხეობაში. ზეკარის უღელტეხილით კი გადადიხარ კურორტ ზეკარისკენ და მდ. ქერშავეთის ხეობაში wink.gif
მერე ისევ ერთდება ეგ ორი გზა/მდინარე წყალთაშუაში.

vatman
ზეკარია ისე მოხრეშილი რო გავლადია? პოსტები ედოთ მიწის სამუშაოები მიდისო.

Posted by: ქაფქიანა 5 Jul 2021, 17:53
ნიკა

მიღებულია.

მოკლედ მე მაინტერესებს, აბასთუმნიდან ბაღდათში გადავალ თუ არა პრიუსით?

Posted by: mike d 5 Jul 2021, 22:40
ქაფქიანა
წინა კვირას ვიყავი საირმის უღელტეხილზე.

გზა მოსწორებულია თუმცა დაგებით არაფერი დაუგიათ. სავარაუდოდ მხოლოდ ზეკარის მხარეს მუშაობენ. საირმის გასასვლელიდან აბასთუმნის შესასვლელამდე გრუნტის გზაა.

საირმის მხარეს გზა კარგად არის მოსწორებული. აბასთუმნის მხარეს რო ჩადიხარ უარესია, მარა პრიუსითაც გადახვალ.

პ.ს. ბენარა აბასთუმანიც უკვე ფუჭდება და მისახედია. ერთი ორი ცუდი ორმო შემხვდა.


Posted by: DavidKalmo 6 Jul 2021, 07:38
ამ დროისთვის შ14 უფრო კაი გზაა თუ ქარშავეთის?

Posted by: ქაფქიანა 6 Jul 2021, 08:19
mike d

ნუ მოკლედ მაშინ პრიუსით ალბათ არ ღირს.

არადა, ძალიან მინდა მაგ გზის გავლა. ძალიან მაინტერესებს. იმედია ეღირსება მიხედვა.

Posted by: vatman 6 Jul 2021, 10:14
ქაფქიანა
QUOTE
მოკლედ მე მაინტერესებს, აბასთუმნიდან ბაღდათში გადავალ თუ არა პრიუსით?

ძმაკაცი იძახის კი, მარა მე სანამ თავისი თვალით ვერ ვნახავ მაგას ვერ დაგიდასტურებ smile.gif
ნიკა
QUOTE
ზეკარია ისე მოხრეშილი რო გავლადია? პოსტები ედოთ მიწის სამუშაოები მიდისო.

ისევ ძმაკაც დავესესხები და ამბობს კიო და რავი.

mike d
ისე საირმეში გზა ისევ სასტუმროებთან ჩამოდის თუ ახალი შემოვლითი გააკეთეს, რომელიც ოდნავ ქვემოთ უერთდება გზას? რარაც მინი ბაზარივით რო აქვთ. 2 წლის წინ რო ვიყავი და მაგ მხარეს გზას ჭრიდნენ ზევით. ეჭვი მაქვს საირმის სასტუმროს ტერიტორიაზე ტრანზიტული მოძრაობის გაუქმებას ფიქრობდნენ

Posted by: mike d 6 Jul 2021, 23:49
ქაფქიანა
წესით უპრობლემოდ უნდა გადახვიდე პრიუსითაც. აბასთუმნის მხარეს, სერპანტინებზე ცოტა ჩახრამულია ალაგ ალაგ მარა ისეთი არაფერია რომ გაუჭირდეს პრიუსს.
საირმის მხარეს საერთოდ არაფერი პრობლემა არაა ძაან კარგად არის მოსწორებული უღელტეხილამდე გზა. გზაზე საკმაოდ ბევრი მანქანა შემხვდა. სედანებიც იყო.
თვითონ უღელტეხილი ძაან ლამაზია. მე კიდევ არ გამიმართლა, ჩრდილოებით ღრუბლები იყო და კავკასიონი არ ჩანდა. ამიტომ თუ გარისკვა ძაან არ გინდა. საირმიდან ადი უღელტეხილამდე და წამოდი უკან.

vatman
ისევ ისეა, არანაირი შემოვლითი არ მინახავს. არც რუკაზე ჩანს რომ იყოს რამე. მგონი არც არაფერს აპირებენ მაგ მხივ. აბასთუმნის შემოვლითს აკეთებენ როგორც ვიცი თუმცა რა მდგომარეობაა ეგ ვერ გავარკვიე.


donrobita
7 ლოტად არის დაყოფილი. პირველი და მეორე ლოტი გააკეთეს საჩხერის მხარე. დანარჩენზე მუშაობენ. წელს უნდა მოვრჩეთო და ვნახოთ აბა თუ შეასრულებენ ამ ჯერზე მაინც სიტყვას.


Posted by: ნიკა 7 Jul 2021, 10:35
დათიჯვარზე ვიყავი. მეგონა ბარისახომდე გზა უკვე მზადაა თუმცა ჯერ არაა. ალაგ ალაგ ხიდებია დარჩენილი და ა.შ. მუშაობენ. გრუნტის ნაწილი მორჩნენ და ასე 4-5 ადგილად ჩამოიშალა გზაზე ეტყობა მთა, თუმცა გაწმენდილია. მთლიანობაში რომ მორჩება ასფალტი კარი იქნება. უღელტეხილის მერე რა სიტუაციაა არ ვიცი.

Posted by: mike d 7 Jul 2021, 17:09
ნიკა
მაღაროსკარში დააგეს ასფალტი?

შატილამდე გააუმჯობესეს გზის ხარისხი როგორც ვიცი. მგონი სედანითაც მიხვალ.

Posted by: ნიკა 7 Jul 2021, 20:22
mike d
QUOTE
მაღაროსკარში დააგეს ასფალტი?

თვითონ მაღაროსკარში კი. მანამდე რო ხიდია არაგვზე იმაზე ასასვლელი და ჩამოსასვლელია დასაგები და მაღაროსკარის მერეც ერთგან ზვავსაშიში მონაკვეთია. კიდე ერთგან (ზუსტად არ მახსოვს ) მანამდე თუ მერე მდინარეს ამაგრებდნენ.

Posted by: zazamos 7 Jul 2021, 20:29
mike d
vatman
რომ შევაჯამოთ, აბასთუმანში რომელი უღელტეხილით ჯობს გადასვლა პარკეტის ჯიპით (RX350) - საირმეთი თუ ზეკარით? დრო და გზის ხარისხი რომ გავითვალისწინოთ?

Posted by: mike d 7 Jul 2021, 21:07
zazamos
ზეკარის უღელტეხილი როგორც ვიცი გაუვალია. ახლა აკეთებენ და ჯერ მგონი გახსნილი არ უნდა იყოს. საირმიდან უპრობლემოდ გადახვალ.
* * *
ნიკა
მადლობა. გასაგებია.

Posted by: ნიკა 7 Jul 2021, 21:24
zazamos
QUOTE
რომ შევაჯამოთ, აბასთუმანში რომელი უღელტეხილით ჯობს გადასვლა პარკეტის ჯიპით (RX350) - საირმეთი თუ ზეკარით? დრო და გზის ხარისხი რომ გავითვალისწინოთ?

საირმით გადადი, სამუშაოები მანდ არ მიდის და გარანტირებულად გადახვალ. უფრო ლამაზი გზაა ეგ თან. უღელტეხილის მერე მალევე ერთდება ორივე და აბასთუმანში ჩასასვლელი ერთი აქვთ.

Posted by: zazamos 8 Jul 2021, 10:10
ნიკა
გმადლობთ. ჩემი თანამშრომელიც გადავიდა სამი დღის წინ საირმეთი. გუშინ საღამოს გამოვკითხე და სრულიად უპრობლემო გზა არის, მხოლოდ ბოლო, აბასთუმანში ჩასასვლელი მონაკვეთია შედარებით ცუდიო. ზეკარზე სამუშაოები მიდის და ვერ გადახვალო.

Posted by: ნიკა 8 Jul 2021, 13:27
zazamos
ზეკარი 2 წლის წინ
https://www.youtube.com/playlist?list=PLMhw5vejhxgOp7ep0IuQcvkc6GD93zwdV

Posted by: Hif 11 Jul 2021, 22:56
თუ იცით, ბაკურიანიდან ახალი გადასახვევია ახალქალაქისკენ მიმავალი, ახალი გზაა მოკლედ,
დამთავრებულია?
გადავალ მასე ჯავახეთში თუ დაუსრულებელია?

Posted by: mike d 12 Jul 2021, 00:07
Hif
გადასვლით გადახვალ, უბრალოდ ეგ ახალი გზა რაც გააკეთეს მარტო ბაკურიანის შემოვლითია. მაგის მერე ძველი გზაა, როგორც მახსოვს სადღაც კოთელიამდე და არ არის სახარბიელო მდგომარეობაში.
ნებისმიერი პარკეტნიკითაც გადახვალ. სედანითაც შეიძლება მარა ცოდოა მაგ გზაზე.

ასევე გაითვალისწინე უღელტეხილზე პოლიცია დგას და ყველა მანქანას აჩერებენ და პირადობებს ამოწმებენ.

Posted by: ნიკა 12 Jul 2021, 01:36
Hif
არანაირი ახალი გზა არაა ახალქალაქისკენ. ბაკურიანის შემოვლითი გზაა და მეტი არაფერი.

Posted by: idallgo 12 Jul 2021, 11:26
ბაკურიანიდან მინდა ტაბაწყურამდე ასვლა და მერე იქიდან ახალაქალაქისკენ გზის გაგრძელება. ახალქალაქში ხშირად მიწევს მისვლა-მოსვლა და ზეპირად ვიცი შემოგარენი. ერთად-ერთი ეგ ტაბაწყური არ ვიცი და არც ის ვიცი ახალქალაქიდან გზა თუ მიდის. ახლობლები ცხოვრობენ რომლებიც კოთელიიდან არიან და მათგან ვიცი რომ კოთელია-ახალქალაქის გზა ნორმალურია. აი კოთელია-ტაბაწყური არის საერთოდ გზის მონაკვეთი? ვისაც ვკითხე ახალქალაქში კოთელია-ბარალეთის მერე ცუდი გზა არის ძალიანო.

Posted by: ნიკა 12 Jul 2021, 12:20
idallgo
ასფალტს აგებდნენ 3 წლის წინ და წესით უკვე სრულად იქნება მოლითამდე თუ არა ჭიხარულამდე

Posted by: ქაფქიანა 12 Jul 2021, 13:39
idallgo

ბაკურიანიდან-ღადომდე გრუნტია. სედანი გაივლის, ოღონდ დიდხანს მოუნდები, ნელა უნდა იმოძრაო. შარშან გავიარე გზა. ღადოდან ახალქალაქამდე ხოშიანი ასფალტია.

საბოლოო ჯამში, მაინც ასე სჯობს ვიდრე ახალციხით იმხელა წრის დარტყმა.

Posted by: idallgo 12 Jul 2021, 14:18
ნიკა
ქაფქიანა

მადლობა დიდი. ცალხიდიანი (მხოლოდ წინა წამყვანი) ძველი ნისან იქსტრაილი მყავს. კლირენსზე არ მექნება პრობლემა. მთავარია ტალახიანი აღმართები და ძალიან უსწორმასწორო გზები არ იყოს. biggrin.gif

Posted by: ნიკა 12 Jul 2021, 14:42
იქსტერათი გაივლი უპრობლემოდ. .

Posted by: ქაფქიანა 12 Jul 2021, 15:16
idallgo

მიცუბიში გრანდისის მინივენით გადავედით. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

უსწორმასწორო არ არის. წელიწადში ორჯერ ბაკურიანიდან და ახალქალაქიდან გამოდის ტექნიკა და ტკეპნის-ასწორებს.

Posted by: Hif 13 Jul 2021, 03:30
QUOTE (mike d @ 12 Jul 2021, 00:07 )
Hif
გადასვლით გადახვალ, უბრალოდ ეგ ახალი გზა რაც გააკეთეს მარტო ბაკურიანის შემოვლითია. მაგის მერე ძველი გზაა, როგორც მახსოვს სადღაც კოთელიამდე და არ არის სახარბიელო მდგომარეობაში.
ნებისმიერი პარკეტნიკითაც გადახვალ. სედანითაც შეიძლება მარა ცოდოა მაგ გზაზე.

ასევე გაითვალისწინე უღელტეხილზე პოლიცია დგას და ყველა მანქანას აჩერებენ და პირადობებს ამოწმებენ.

გასაგებია, მადლობა ინფორმაციისთვის.

Posted by: ქაფქიანა 13 Jul 2021, 09:52
QUOTE
ასევე გაითვალისწინე უღელტეხილზე პოლიცია დგას და ყველა მანქანას აჩერებენ და პირადობებს ამოწმებენ.


უი ჰო, ეს სულ დამავიწყდა.

ცხრაწყაროზე პოლიცია დგას და პირადობა თუ არ გაქვს, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდე, უკან მიგაბრუნებენ.


Posted by: donrobita 13 Jul 2021, 10:18
QUOTE (ქაფქიანა @ 13 Jul 2021, 09:52 )
QUOTE
ასევე გაითვალისწინე უღელტეხილზე პოლიცია დგას და ყველა მანქანას აჩერებენ და პირადობებს ამოწმებენ.


უი ჰო, ეს სულ დამავიწყდა.

ცხრაწყაროზე პოლიცია დგას და პირადობა თუ არ გაქვს, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდე, უკან მიგაბრუნებენ.

და რატო?

რამე ცრურწმენაა? gigi.gif

იქნება არ მინდა რო პირადობა ვატარო, არც პრავა მინდა რო ვატარო, ან დავკარგე, ან დამრჩა. დამიწეროს 5 ქულა ჯარიმად და გამიშვას არ მოსულა?


Posted by: ქაფქიანა 13 Jul 2021, 10:31
donrobita

ბაქო-ჯეიჰანი გადის და იმიტომ.

მაგისტრალური მილსადენის ზონაში შედიხარ. შესაბამისად, პოლიცია შენს მონაცემებს იტოვებს. რატომ უნდა გენდოს ისე?

,,დაჟე" არა, არც მიგაბრუნებენ. ადგილზე დაგაკავებენ იქამდე, სანამ შენს პირადობას არ დაადგენენ. ეგრეა ჰო, გამახსენდა.

პატრული კი არ დგას, ოპერების და კრიმპოლის საგუშაგოა.

Posted by: Kublicha 13 Jul 2021, 12:48
QUOTE
იქნება არ მინდა რო პირადობა ვატარო, არც პრავა მინდა რო ვატარო,

მანქანის მართვის დროს საბუთები უნდა გქონდეს.
მილსადენი კი არა ნებისმიერ პოლიციელს შეუძლია დაგაკავოს, თუ პირადობა არ გაქვს თან

Posted by: donrobita 13 Jul 2021, 13:43
Kublicha
რა დაკავება? მაგაზე არის ქულის დაკლება მართვის მოწმობაზე, რამე დანაშაულია თუნდაც ადმინისტრაციული უპირადობოდ სიარული?

ქაფქიანა
მადლობა ინფორმაციისთვის

Posted by: Kublicha 13 Jul 2021, 13:45
donrobita
QUOTE
რამე დანაშაულია თუნდაც ადმინისტრაციული უპირადობოდ სიარული?

პირადობის არ ქონაზე, მანქანით კი არა ფეხითაც, შეუძლიათ განყოფილებაში გადაგიყვანონ.

Posted by: ნიკა 13 Jul 2021, 16:51
ქაფქიანა
QUOTE
,,დაჟე" არა, არც მიგაბრუნებენ. ადგილზე დაგაკავებენ იქამდე, სანამ შენს პირადობას არ დაადგენენ. ეგრეა ჰო, გამახსენდა.

უი მე რომ ვიყავი უკან გვაბრუნებდნენ ასე 5-6 წლის წინ

Kublicha
QUOTE
მანქანის მართვის დროს საბუთები უნდა გქონდეს.

მარტო მძღოლის საბუთები ხომ არ კმარა მანდ. ყველა ვინც მანქანაში ზის საბუთიასნი უნდა იყოს

ადრე მაგარი შარი იყო მანდ. რაციებით ამოწმებდნენ მგონი პირადობებს თუ რაღაც ეგეთი იყო. ახლა ინტერნეტი გაუკეთეს თითქოს.

Posted by: ქაფქიანა 13 Jul 2021, 17:36
ნიკა

ჩვენ ხელებით და ძაღლებით გაგვჩხრიკეს. სხვათაშორის, ძალიან ზრდილობიანად და მოწესრიგებულად. არავითარი სიუხეშე და სიყეყეჩე არ ყოფილა.

სამწუხაროდ, ფოტო არ მაქვს. არ მოგვცეს გადაღების უფლება. კანცელარიიდან უნდა გქონდათ ნებართვაო. გული კი დამწყდა, ზღაპრული ხედი იყო.

ეგეთი ადგილია კიდევ ვაშლოვანი. წინასწარ უნდა შეატყობინო სასაზღვო დეპარტამენტს. ისე, კასრისწყალს თუ გაცდი და კასრისწყალელი არ ხარ და ან პოლიციამ, ან სასაზღვრომ დაგატყნა, პირდაპირ გაკავებენ და დედოფლისწყაროში გადაყავხარ.

Posted by: ნიკა 13 Jul 2021, 18:08
ქაფქიანა
QUOTE
ეგეთი ადგილია კიდევ ვაშლოვანი. წინასწარ უნდა შეატყობინო სასაზღვო დეპარტამენტს. ისე, კასრისწყალს თუ გაცდი და კასრისწყალელი არ ხარ და ან პოლიციამ, ან სასაზღვრომ დაგატყნა, პირდაპირ გაკავებენ და დედოფლისწყაროში გადაყავხარ.

რას ამბობ წელს ვიყავი მანდ და წრიული დავარტყი. პანტიშარადან ელდარზე გავედი და დავბრუნდი. მერე ქედს გავყევი ვაშლოვანში და იქიდან ჩავი მთა და ქვენმომო ქედში გადავედი. სასაზღრვოებთან არ მივსულვარ ვიცი სადაცაა ეგენი და ისეთ გზებით ვიარე სასაზღვრო ზონაში არ შევსულვარ. ახლა ვამონტაჯებ მაგ ვიდეოს.

Posted by: vatman 18 Jul 2021, 14:52
გუშინ სამცხე ჯავახეთს დავარტყი წრე. ნუ რაც აქამდე აქ ეწერა არაფერი სიახლე ფაქიურად არაა.
ახალქალაქიდან გასასვლელში გზას აკეთებენ, და შემდეგ უკვე ვერ გავიგე, ფარავან ჰესისთვის წყლის მილები გაჰყვავთ? რადგან ალბათ 1 კილოემტრიან მონაკვეთში გზა საერთოდ არაა, გასწორებულია და სამშნებლო ტექნიკა მუშაობს. მე მეგონა რო ფარავან ჰესი დაასრულეს უკვე
ასევე ასპინძა ახალციხის მონაკვეთზე, მტკვარჰესამდე დამწყრილი მონაკვეთები რო არის, არსებული გზის ზევით ახალ გზას აკეთებენ? მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, ამრა ინფომაცია ვერსად ვერ ვნახე

კოდიდან ახალციხემდე რასაც ჰქვია საჭესთან დავისვენე, ბორჯომიდან ხაშურამდე კი სრული პპც არის

Posted by: idallgo 18 Jul 2021, 15:49
vatman

გუშინ ჩავირბინე ახალქალაქში და ჩამოვირბინე. იგივეს ვადასტურებ მეც biggrin.gif .
კოდიდან ახალქალაქამდე საკაიფოდ დასვენებულად ვიარე. მიუხედავად იმისა რომ კაი მიხვეულ-მოხვეული გზაა წალკამდე givi.gif. თითო ოროლა მანქანა შემხვდა და მშვიდად წყნარად ვიმოძრავე. იქიდანაც იგივე გზით წამოვედი, უბრალოდ მანგლისისკენ გადმოვუხვიე და კოჯრიდან ჩამოვედი სახლში. უკანა გზაზე ხო საერთოდ სიწყნარე იყო. ისე მოვედი სახლამდე, ვერც გავიგე ... biggrin.gif.. ფარავნის უღელტეხილზე ნისლი და კოკისპირული წვიმა დამხვდა და 15 გრადუსი ტემპერატურა givi.gif

ხო ნინოწმინდა-ახალქალაქის მონაკვეთი კარგად გაუკეთებიათ. ადრე ძალიან დანგრეული იყო ეგ ნაწილი.

Posted by: Ronyy 18 Jul 2021, 19:55
სალამი,

მრავალძალში კარგი გზა მიდის? სედანით ასვლა თუა პრობლემა smile.gif

Posted by: mike d 18 Jul 2021, 22:33
Ronyy
კი ასფალტია ბოლომდე. ახვალ ნებისმიერი მანქანით.

vatman
ნინოწმინდიდან ფარავანჰესამდე გზას დედა აღარ ყავდა. ბოლოს უკვე საშიში იყო ნებისმიერი მანქანით გავლა იმსიღრმე ორმოები იყო. ნინოწმინდა-ახალქალაქი დააგეს შარშან ზაფხულში და ახლა ალბათ ახალქალაქი-ფარავანჰესს აგებენ

Posted by: vatman 19 Jul 2021, 02:02
mike d
QUOTE
ნინოწმინდიდან ფარავანჰესამდე გზას დედა აღარ ყავდა. ბოლოს უკვე საშიში იყო ნებისმიერი მანქანით გავლა იმსიღრმე ორმოები იყო. ნინოწმინდა-ახალქალაქი დააგეს შარშან ზაფხულში და ახლა ალბათ ახალქალაქი-ფარავანჰესს აგებენ

ახალქალაქიდან ჩასასვლელს აშკარად სხვა კომპანია აკეთებს და შემდეგ უკვე სხვა მუშაობს. უშუალოდ ახალქალაქის გასასვლელში მგონი იგივე ტექნიკაა, რომელიც წალკა , განთიადი, სამება მონაკვეთს აკეთებდა. ხოლო შემდეგ უკვე ძვირად ღირებული ტექნიკა+ მიდის მილების ჩაყრა მდინარის კალაპოტში. ეჭვი ამქვს ის რკინიგზის ვაგონის ხიდი რუსთავის მეტალურგიულში გადაბარგდება
idallgo
QUOTE
ფარავნის უღელტეხილზე ნისლი და კოკისპირული წვიმა დამხვდა და 15 გრადუსი ტემპერატურა

შუადღისას იდეალური ამინდი იყო ფარავანზე, +25. პატარა წვიმამ ასპინძაში მომისწრო

Posted by: mike d 19 Jul 2021, 07:36
QUOTE
ეჭვი ამქვს ის რკინიგზის ვაგონის ხიდი რუსთავის მეტალურგიულში გადაბარგდება

ეგ ხიდი კი იქცა ადგილობრივ ღირშესანიშნაობად და ტურისტების ყურადღებასაც იქცევს, მარა უკვე ძაან საშიშია. ყოველ ავლა ჩამოვლაზე უფრო და უფრო განადგურებულ მდგომარეობაში მხვდება და თუ არ აიღეს ეგ მაქედან, ვიღაც კისერს მოიმტვრევს.

Posted by: TiredMan 19 Jul 2021, 10:51
vatman
mike d
QUOTE
ეგ ხიდი კი იქცა ადგილობრივ ღირშესანიშნაობად და ტურისტების ყურადღებასაც იქცევს

სურათი არ გაქვთ, რა ხიდია მასეთი?

Posted by: ნიკა 19 Jul 2021, 16:01
TiredMan
ვაგონია გადებული მდინარეზე

Posted by: mike d 19 Jul 2021, 19:37
TiredMan
ესაა
https://m.facebook.com/GeografiisMoyvarultatvis/photos/a.338580672883548/1550844044990532/?type=3

საინტერესო ინფოა, მაგ ვაგონ-ხიდს გავარემონტებთო.
https://ka.jnews.ge/?p=16864

Posted by: ქაფქიანა 23 Jul 2021, 11:54
გამოწვევის ახალი, დიდი ვიდეო. სქრინღილაკი გაფუჭებული მაქვს და ვერ ვსქრინავ: 7:24. როგორც ვამბობდი, სამეგრელოს გაავტობანებაც იგეგმება და ჟინვალი-დარიალისაც 2030-მდეო (მეტი არაა ჩემი მტერი).

https://www.facebook.com/212371088796021/videos/2978163545791484

Posted by: Nescafe13 24 Jul 2021, 10:10
QUOTE
სამეგრელოს გაავტობანებაც იგეგმება


biggrin.gif

რიკოთს თუ აქ ჯერ დასასრული ?
არი მაინც შანსები რომ 2030 მდე ეს გზა გახსნან biggrin.gif

Posted by: donrobita 24 Jul 2021, 10:29
სამეგრელომდე უფრო პრიორიტეტული საგარეჯომდეა გასაავტობანებელი და თბილისის შემოვლითი

Posted by: rommel 24 Jul 2021, 13:23
donrobita

QUOTE
სამეგრელომდე უფრო პრიორიტეტული საგარეჯომდეა გასაავტობანებელი

გამოცხადებული უკვე მშენებლობაზე ტენდერი

QUOTE
თბილისის შემოვლითი

აპროექტებენ

Posted by: ქაფქიანა 24 Jul 2021, 16:49
Nescafe13

2030-მდე ,,ამ გზა"-ში თუ რიკოთს გულისხმობ, 100%-ით გაიხსნება; თუ წითელი ხიდი/სადახლო-სარფს, მე ვიტყოდი, რომ 70%-ია ალბათობა.
* * *
ორშაბათს მივდივარ ახალციხეში აცრაზე და აბასთუმანში, ობსერვატორიაში ავალ პრიუსით?

Posted by: ნიკა 24 Jul 2021, 20:44
ქაფქიანა
QUOTE
ორშაბათს მივდივარ ახალციხეში აცრაზე და აბასთუმანში, ობსერვატორიაში ავალ პრიუსით?

ასფალტი იყო, მაგრამ სატვირთოებმა მაგრა მოსპესო ბენარა-აბასთუმნის გზა ასე გავიგე.

Posted by: mike d 24 Jul 2021, 21:44
ქაფქიანა

ახალციხე აბასთუმანი ასფალტია. უბრალოდ ბენარა აბასთუმანზე ალაგ ალაგ პატარა ჩათლახი ორმოებია და ყურადღება უნდა რო სიჩქარეში არ ჩაარტყა.

ობსერვატორიაში ბოლოს 5 წლის წინ ვიყავი და კარგი გზა იყო. წესით ახლაც იგივე უნდა იყოს.

Posted by: polaris 24 Jul 2021, 22:44
ოთხშაბათს გამოვიარე ბაკურციხით. გზა ნორმალურია, მაგრამ ავარული გაჩერების ზოლი არაა მოწყობილი და მანქანა რომ გაფუჭდეს, მომენტალურად ავარიულ სიტუაციას ქმნის.

Posted by: vatman 25 Jul 2021, 23:28
გუშინ გამოვიარე ქობულეთი-ოზურგეთი-საჯავახოს გზა. ნუ ერთია რო დავისვენე. კიდევ კარგი გიჟების უმეტესობა მაინც ლანჩხუთის გავლით დადის, მაგრამ ერთი ავარია მაინც შემხვდა შემოქმედამდე არ მისული.
რაც შეეხება გზას. ნასაკირალი-ბახვისწყლის ხიდამდე მონაკვეთი აპრილის შემდეგ არ შეცვლილა, ისეტივე ცუდ მდგომარეობაშია, ასე რო ფრთხილად უნდა ატაროთ.
ჩოხატაურში, სოკარის კალონკიდან შემდეგი სოფლის (სახელი არ ვიცი) ცენტრამდე ასფალტს აგებენ. ამჯამად ასფალტი აყრილია, მარა უპრობლემოდ გავლადია

Posted by: ნიკა 27 Jul 2021, 13:41
კვირას ნინოწმინდაში ვიყავი. ასეთ კარგ დღეში ეს გზა მე ბოლო 10 წლის განმავლობაში არ მინახავს
ერთია რომ ფოკაში და ღანძანში ისევ დააბრუნეს ხელოვნური მწოლიარეები (ასფალტისგან), ისეთი კოშმარული სიმაღლის არაა როგორც ადრე იყო და სდენები ძირს უბარტყუნებდნენ, თუმცა სტანდარტულ მწოლიარეებზე მაღალი მეჩვენება.

Posted by: mike d 27 Jul 2021, 21:31
QUOTE
ერთია რომ ფოკაში და ღანძანში ისევ დააბრუნეს ხელოვნური მწოლიარეები (ასფალტისგან),

აუ ეგ რა ჯანდაბა რამეა. არ შეღებეს, ისევ ასფალტისფერია?

Posted by: ქაფქიანა 28 Jul 2021, 17:33
ბენარა-აბასთუმანი-საირმის უღელტეხილი-საირმე-ბაღდათი.

მეორე პრიუსი.

ჩემი დიდი ხნის ოცნება, ამ გზის გავლა და სწორედ ამ მიმართულებით, სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ.

ხედები და ბუნება ზღაპრული.

Posted by: zazamos 29 Jul 2021, 12:35
შ14 გზა ხომ ზეკარის უღელტეხილის გავლითაა, და
QUOTE
ბენარა-აბასთუმანი-საირმის უღელტეხილი-საირმე-ბაღდათი

არ არის ოუფენსთრითმეფზე ან გუგლის რუკებზე დატანილი?
ვერცერთ რუკაზე ვერ ვნახე.
* * *
ქაფქიანა
QUOTE
სწორედ ამ მიმართულებით, სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ

ანუ ეს მიმართულება საპირსპიროზე უფრო შთამბეჭდავია, ხომ?

Posted by: idallgo 29 Jul 2021, 12:59
ამ გოდერძზე გზას აღარ აგებენ? 4 წლის წინ სედანით ვიყავი და მართალია უპრობლემოდ ვიარე, მაგრამ იმ მონაკვეთზე სადაც ასფალტი არაა, ძალიან დიდი დრო წაიღო. ასფალტი რომ იყოს მთელ გზაზე კარგი ალტერნატივაა...

Posted by: ნიკა 29 Jul 2021, 14:02
zazamos
QUOTE
არ არის ოუფენსთრითმეფზე ან გუგლის რუკებზე დატანილი?
ვერცერთ რუკაზე ვერ ვნახე.

ოსმ-ზე 10 წელზე მეტია უკვე დატანილია, გუგლს აღარც ვუყურებ კაი ხანია biggrin.gif

Posted by: zazamos 29 Jul 2021, 15:33
QUOTE
ოსმ-ზე 10 წელზე მეტია უკვე დატანილია

შ14 არის აბასთუმანი-საირმის უღელტეხილი-საირმეს გზა? სხვა გზას იქ ვერ ვხედავ.

Posted by: ნიკა 29 Jul 2021, 16:10
zazamos
QUOTE
შ14 არის აბასთუმანი-საირმის უღელტეხილი-საირმეს გზა? სხვა გზას იქ ვერ ვხედავ.

ხო შეცდომითაა დატანილი ვითომ შ14-ია. გადავარქმევ

ისე კი არის ზეკარის გზაც დატანილი, ეტყობა ახლოს არ აზუმებ.

Posted by: zazamos 29 Jul 2021, 17:09
ნიკა
ვნახე, გმადლობთ. შ14-მა დამაბნია smile.gif.

Posted by: ქაფქიანა 29 Jul 2021, 21:50
zazamos

ჩემი აზრით კი, უფრო შთამბეჭდავიცაა და პლუს, უფრო მარტივად გავლადიც. სამხრეთიდან როცა მიდიხარ, აბასთუმნის მერე ერთბაშად კრეფ დიდ სიმაღლეს და მერე მეტ-ნაკლებად ერთ დონეზე ხარ შედარებით (ცხადია, აქაც ძალიან იცვლება სიმაღლე, მაგრამ სერპანტინებთან რა შედარებაა). აი ჩრდილოეთიდან როცა მიდიხარ, ადიხარ, ადიხარ, ადიხარ და იმენა რა.

Posted by: ნიკა 31 Jul 2021, 08:35
zazamos
QUOTE
ვნახე, გმადლობთ. შ14-მა დამაბნია

არაფრის, უკვე გადავარქვი შ14 ზეკარის გზას.

Posted by: zazamos 1 Aug 2021, 17:39
ქაფქიანა
QUOTE
უფრო შთამბეჭდავიცაა და პლუს, უფრო მარტივად გავლადიც.

ზუსტად მასე ვაპირებ წრიულ მარშრუტს: ბორჯომი - აბასთუმანი - საირმე - ზესტაფონი - ბორჯომი. გმადლობთ.

Posted by: ნიკა 2 Aug 2021, 18:15
QUOTE
საირმე - ზესტაფონი - ბორჯომი

2 წლის წინ წყალთშუაში რომ ჩავედი და ზეტსაფონის საცობები წარმოვიდგინე, ისევ აბასთუმანში გადმოვედი უკან biggrin.gif

Posted by: zazamos 2 Aug 2021, 19:05
ნიკა
QUOTE
ზეტსაფონის საცობები წარმოვიდგინე

ხუთშაბათს მიწევს ზესტაფონის გავლა ქუთაისის მხრიდან. უნდა დავტესტო biggrin.gif
აღმაშენებელი ხომ ერთ წელზე მეტია, გადათხრილია, და დღეს დაწერეს, ცენტრალური მოედანიც გადათხარესო smile.gif))

Posted by: ნიკა 9 Aug 2021, 09:33
გიშინ ვიყავი ხანში ჩანჩქერზე და მერე საირმის უღელტეხილით გადმოვედი.
ზეკარის გზაზე, ხანის გადასახვევამდე სისინა ასფალტია, თუმცა კლდეები ვერაა მთლად წესებით მოჭრილი და დიდი ალბათობით ჩამოიშლება ეგენი (ნუ ალბათ მერე აუშენებენ კედლებს. ხანის გზა ბეტონია, თუმცა 20 მეტრიანი გრუნტის მონაკვეთია. ჩანჩქერზე ვისაც უნდა წასვლა ჯიპი ჯობია 2 კმ კლდოვან გზაზე აღმართერბში სიარული თუ არ გხიბლავთ.
საირმის უღელტეხილზე სედნები კი დადიან, მაგრამ რატომ დადიან ვერ ვხვდები biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
სყაროსთან გავაჩერეთ საჭმელად და აბასთუმნის მხრიდან მომავალმა ორი მანქანის მძღოლმა გვკითხა "აუ საირმემდე კიდევ შორიაო?"
დაქანება სადაც არაა გზაზე თითქმის ყველგან უკვე ორმოებია დაბომბილივით.

აბასთუმნის მხარეს ახალი გაგანიერებული გზა, როგორც მოსალოდნელი იყო, ბევრგან დაიმეწყრა, თუმცა საგანგაშოდ არაა ჯერ. ტექნიკა არსად ჩანდა სანამ აბასთუმანს არ გავცდი და კურცხანას ხეობას არ ჩავუარე. თურმე აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა მიდის გააფთრებულად. აბასთუმანი-ბენარა მალე სრულად ამორტიზებული იქნება. მერე ადიგენისკენ მიდაქვთ გრუნტი როგორც ჩანს და იქით რა ხდება არ ვიცი.

Posted by: Captain Cassius Calhoun 10 Aug 2021, 10:44
საჩხერე-ონის გზის რა მონაკვეთია დარჩენილი მოსაასფალტებელი? სედანით გავივლი?

ნიკა
მანდ საირმე-აბასთუმნის გზას არ აკეთებენ? ზეკარი-კაკახიდი იქნება გზა? ახლა სედანით გავლადია ეგ მონაკვეთი?

ქაფქიანა
აბასთუმანი-საირმე რთული გზაა? სედანით.

Posted by: ნიკა 10 Aug 2021, 19:03
Captain Cassius Calhoun
QUOTE
მანდ საირმე-აბასთუმნის გზას არ აკეთებენ?

არა

QUOTE
ზეკარი-კაკახიდი იქნება გზა?

კი

QUOTE
ახლა სედანით გავლადია ეგ მონაკვეთი?

ზეკარი საერთოდ დაკეტილიაო. ნიშნები აყენია. საირმეზე სედნები დადიან, მაგრამ რატომ არ ვიცი biggrin.gif

ესეც დიდი დაგვიანებით ჩემი ვაშლოვანის ტურის ვიდეოები რომელის აღდგომის წინა დღეებში გავიარე biggrin.gif
https://www.youtube.com/playlist?list=PLMhw5vejhxgMndbYsyTj3lQ8S8waEjAxG

Posted by: ქაფქიანა 12 Aug 2021, 22:52
სარფში ვარ, კვირას ვბრუნდები აღმოსავლეთში. გოდერძით მინდა გადმოსვლა, მაგრამ ყველა მაშინებს, ჩარჩებიო. მანქანა მეორე პრიუსი. რას მეტყვით?
* * *
Captain Cassius Calhoun

QUOTE
აბასთუმანი-საირმე რთული გზაა? სედანით.


არანაირად. მეორე პრიუსით გავიარე.

Posted by: mike d 12 Aug 2021, 23:06
QUOTE
სარფში ვარ, კვირას ვბრუნდები აღმოსავლეთში. გოდერძით მინდა გადმოსვლა, მაგრამ ყველა მაშინებს, ჩარჩებიო. მანქანა მეორე პრიუსი. რას მეტყვით?

ცუდი გზაა. სედანით გადაისვლება, მაგრამ ძაან გასაწვალებელია. ბოლოს 2 წლის წინ კი ვიყავი, თუმცა რამდენადაც ვიცი არ გაუმჯობესებულა ამ ორ პერიოდში გზა.

Posted by: DavidKalmo 13 Aug 2021, 20:14
მარტვილში სენაკიდან უფრო კარგი გზა ადის თუ აბაშიდან?

Posted by: ZEUS 13 Aug 2021, 21:39
QUOTE (DavidKalmo @ 13 Aug 2021, 20:14 )
მარტვილში სენაკიდან უფრო კარგი გზა ადის თუ აბაშიდან?

სენაკიდან მშვენიერი გასისინებული ასფალტია. აბაშიდან არ ვიცი.

Posted by: რობი 13 Aug 2021, 22:25
ქაფქიანა
ნიკა-ს უდევს ზუსტად შარშანდელი გოდერძის დეშქამი და 0.25-თ რო უყურო დაახლოებით აზრი შეიძლება გამოიტანო user.gif

http://www.georoad.ge/?lang=geo&act=project&func=menu&uid=1537444886
თან ესეც ახალი სტატიაა ახალი დაწყებული აქვთ რეაბილიტაცია


Posted by: ნიკა 14 Aug 2021, 12:03
DavidKalmo
QUOTE
მარტვილში სენაკიდან უფრო კარგი გზა ადის თუ აბაშიდან?

აქედან თუ მიდიხარ ხონით ჯობია, კლასიკური მარშუტი ასე გადის.

Posted by: ნიკა 17 Aug 2021, 14:39
კვირას ვიყავი ვარძიაში. ახალციხე-ასპინძის გზაზე ცნობილი მეწყერული მონაკვეთი რომ არის იქ დაუწყიათ ახალი გზის გაჭრა. არ ვიცი რისი იმედი აქვთ. არსებული გზის ზევით გადის ახალი, მაგრამ მთელი ეგ ფერდია მეწყერული. ხიმინჯებით თუ გაამაგრებენ ფერდ მაშინ ხოო მარა ეგ ტრილიონები დაჯდება. ვნახოთ.

Posted by: ZEUS 18 Aug 2021, 11:02
ხიდუსთავისან ატენის სიონამდე რა მაგრად ყოფილა გზა გაფუჭებული.

Posted by: mike d 18 Aug 2021, 11:24
მგონი ატენის-ბოშური დააგეს ჯერ გზა და წესით ახლა უნდა აგებდნენ ხიდისთავიდან ატენამდე.

ყოველ შემთხვევაში ასე უწერიათ.

https://1tv.ge/news/khidistavi-ateni-boshuris-gzis-reabilitacia-mimdinareobs/

Posted by: ZEUS 18 Aug 2021, 13:58
QUOTE (mike d @ 18 Aug 2021, 11:24 )
მგონი ატენის-ბოშური დააგეს ჯერ გზა და წესით ახლა უნდა აგებდნენ ხიდისთავიდან ატენამდე.

ყოველ შემთხვევაში ასე უწერიათ.

https://1tv.ge/news/khidistavi-ateni-boshuris-gzis-reabilitacia-mimdinareobs/

ჰო. ატენიდა ბოშურამდე გააკეთესო და აქაც ახლა რაღაც კლდეს ამტვრევდნენ ზედ სიონთან გზის გასაფართოებლად. იმედია მაგ გზასაც მიხედავენ მალე.

Posted by: DavidKalmo 18 Aug 2021, 20:43
ნიკა
QUOTE
კვირას ვიყავი ვარძიაში. ახალციხე-ასპინძის გზაზე ცნობილი მეწყერული მონაკვეთი რომ არის იქ დაუწყიათ ახალი გზის გაჭრა. არ ვიცი რისი იმედი აქვთ. არსებული გზის ზევით გადის ახალი, მაგრამ მთელი ეგ ფერდია მეწყერული. ხიმინჯებით თუ გაამაგრებენ ფერდ მაშინ ხოო მარა ეგ ტრილიონები დაჯდება. ვნახოთ.

ურაველის ხეობით ავიცდენ მაგ ცუდ გზას?

Posted by: ნიკა 19 Aug 2021, 09:47
DavidKalmo
QUOTE
ურაველის ხეობით ავიცდენ მაგ ცუდ გზას?

კი. დროში ალბათ წააგებ მაგრამ სილამაზესაც ნახავ. მე მეჩქარებოდა თორემ ურაველით წავიდოდი.

Posted by: ივანიჩ 19 Aug 2021, 11:03
QUOTE
საჩხერე-ონის გზის რა მონაკვეთია დარჩენილი მოსაასფალტებელი? სედანით გავივლი?

ჯერ დაკეტილია და ბლატებით და ნაცნობობით უშვებენ ისიც საღამოს საათებშიო

Posted by: Nescafe13 21 Aug 2021, 14:14
ავტობანი თბილისი-ქუთაისი რომელ წელს შეერთდება თუა რამე თარიღი ?
9 წელიწადი 100 კმ ვერ გაიყვანო facepalm.gif

Posted by: wrangler7 21 Aug 2021, 14:59
Nescafe13
2024 უნდა მორჩესო რიკოთიო

Posted by: ZEUS 21 Aug 2021, 15:06
QUOTE (Nescafe13 @ 21 Aug 2021, 14:14 )
ავტობანი თბილისი-ქუთაისი რომელ წელს შეერთდება თუა რამე თარიღი ?
9 წელიწადი 100 კმ ვერ გაიყვანო facepalm.gif

გვერდით თემაშია დეტალური ინფო. ოღონდ ვადებზე არ გვკითხო biggrin.gif

Posted by: Delvaux 23 Aug 2021, 12:20
კვირას ასული ვიყავი სტეფანწმინდაში.
გერგეტის სამებაზე გვინდოდა მსუბუქი მანქანით ასვლა, ვიცოდი რომ ახალი გაკეთებულია გზა.
ადგილობრივებს აქვთ ქვის ლოდებით გადაკეტილი და მოსავლელი დანგრეული გზით გიშვებენ ვიღაც ტიპები (პოლიცია არა, ვიღაც ფარჩაკი ბომჟები).
წარწერები აქვთ გაკეთებული რომ დაიშვებაო მარტო ჯიპებიო და რანდგან ჯიპით არ ხარ გთავაზობენ დელიკათი აყვანას.
ანუ რა გამოდის, სახელმწიფომ დახარჯა რამდენიმე მილიონი ლარი, მოაწყო ძალიან მაგარი ასფალტირებული გზა, ეს გზა გადაკეტა რამდენიმე ბომჟმა და აკეთებს ფულს საიდანაც წილი მიდის მერთან, დეპუტატთან და ხუი ივო ზნაეტ კიდე ვისთან. ანუ ტიპები სახელმწიფო ინსტიტუტებს ზედ იმასუშვებიან და საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებს და მის სტუმრებს თავზე უშვებიან და საქართველო როგორც სახელმწიფო მაგარი კიდიათ. ხო ღმერთიც ფეხებზე კიდიათ, ბოლო ბოლო ეკლესიისკენ მისასვლელი გზა აქვთ გადაკეტილი ამ დედამოხნულებს smile.gif)

ანუ ამ პოსტის მიზანი რა არის ეხლა:

მინდა რომ მოვუკითხო მკვდარი და ცოცხალი სათითაოდ:

1. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერს პირადად და მერიის ყველა იმ თანამშრომელს რომელსაც ეხება ესეთი თავგასულობის მიხედვა და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტებისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულება.
2. იგივე მიზეზით მოვიკითხავ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ჩინოვნიკებს და საპატრულო პოლიციას.
3. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას - რომელიც ჭურშია და/ან გულგრილია.
4. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის თანამშრომლებს - რომლებსაც ასევე ფეხებზე კიდიათ ასეთი მოვლენები და ვერ ხვდება რო ესეთი რაღაცეები საქართველოს სახელმწიფოებრიობას ძირს უთხრის.
5. იმ ადგილობრივ აბორიგენებს რომლებსაც გადაკეტილი აქვთ გზა და სამშობლო კიდიათ და გამომძალველობენ.
6. და ბოლოს ყველა იმათ მოვიკითხავ ვინც გააპრავებს ამ გამოძალვას იმ მოტივით რომ აბა რა ქნან ძმაო ოჯახები ყავთ სარჩენი.

მაპატიეთ ემოციური გამოსვლილსთვის, ძალიან შეურაცხყოფილი დავრჩი გუშინდელით smile.gif)

Posted by: ნიკა 23 Aug 2021, 12:37
Delvaux
ჩანგრეულიაო ეგ ახალი გაკეთებული გზა. ბერგან ვნახე ეგ ინფო.

გუშინ არხოტში ვიყავი.

1) ბარისახომდე გზაზე მიდის სამუშაოები. ფაქტიურად დარჩა ასაშენებელი ორი სამი ხიდი და კიდევ ბევრ ხიდზე ასასვლელ-ჩამოსასვლელი. ასევე ერთი ცოტა მოზრდილი მონაკვეთი, სადაც ძველი ასფალტი იყო შედარებით კარგი და ბოლოსთვის მოიტოვეს. ახლა აყარეს ეს ძვალი და ახალს დააგებენ ალბათ მალე
2) როშკამდე ძველებური გზაა.
3) როშკადან არხოტისკენ მიდის გზეის სერიოზული მოდერნიზაცია. როშკაში შენდება ხიდი მდინარე აბუდელაურზე. ასევე სოფლის მერე ეგრევე რომ ციცაბო აღმართი იყო, დააგრძელეს 180 გრადუსიანებით და ქანობი შემცირდა. მეორე ხიდი შენდება მდინარე როშკაზე (ტბებისკენ რომ ახალი ბილიკი იწყება მანდაა გადასასვლელი. თვითონ აღმართი უღელტეხილზეც კეთდება. გამაგრებები, დრენაჟი და ა.შ.
4) უღელტეხილის იქით სამუშაოები არ მიდის. ახიელში თვითნაკეთი ხიდია ასაზე გადასასვლელად.

Posted by: ქაფქიანა 23 Aug 2021, 12:53
wrangler7

QUOTE
2024 უნდა მორჩესო რიკოთიო


ვინო?

სადო?

როდისო?

რაო?

Posted by: mike d 23 Aug 2021, 13:39
QUOTE
გუშინ არხოტში ვიყავი.

ინტერნეტი და მობილური ჩაირთო ხეობაში?

2 წლის წინ ვიყავი. გზაში საბურავი გამისკდა. თან ზაპასკით ვიარე, თან სავალმა ნაწილებმა საშინელი ხმა აიკიდა. არც მობილურიც იჭერდა. წვიმდა. ისე შემეშინდა არ ჩავრჩე თქო, რომ თითქმის არ მახსოვს როგორ გადავედი და გადმოვედი : )))

Posted by: Delvaux 23 Aug 2021, 13:57
QUOTE (ნიკა @ 23 Aug 2021, 12:37 )
Delvaux
ჩანგრეულიაო ეგ ახალი გაკეთებული გზა. ბერგან ვნახე ეგ ინფო.


არაფერი არ არის ჩანგრეული, შეიძლება ერთ-ორ ადგილას სადაც დრენაჟი ვერ გააკეთეს წესიერად 20-30 მეტრიანი მონაკვეთი იყოს გრუნტის დანარჩენი მშვენივრად არის გაკეთებული.

Posted by: otokarcobra 23 Aug 2021, 20:10
QUOTE (mike d @ 23 Aug 2021, 13:39 )
QUOTE
გუშინ არხოტში ვიყავი.

ინტერნეტი და მობილური ჩაირთო ხეობაში?

2 წლის წინ ვიყავი. გზაში საბურავი გამისკდა. თან ზაპასკით ვიარე, თან სავალმა ნაწილებმა საშინელი ხმა აიკიდა. არც მობილურიც იჭერდა. წვიმდა. ისე შემეშინდა არ ჩავრჩე თქო, რომ თითქმის არ მახსოვს როგორ გადავედი და გადმოვედი : )))

არხოტში წახვედი ზაპასკით მოუწესრიგებელი სავალი ნაწილით?

Posted by: ნიკა 24 Aug 2021, 11:46
mike d
QUOTE
ინტერნეტი და მობილური ჩაირთო ხეობაში?

მობილური არ იჭერს. ადგილობრივებისთვისაა მანდ ვაიფაით მიწოდებული ინტერნეტი. ხევსურეთის ბევრ სოფელშია ეგ გაკეთებული.

Delvaux
QUOTE
არაფერი არ არის ჩანგრეული, შეიძლება ერთ-ორ ადგილას სადაც დრენაჟი ვერ გააკეთეს წესიერად 20-30 მეტრიანი მონაკვეთი იყოს გრუნტის დანარჩენი მშვენივრად არის გაკეთებული.

დრენაჟის ბრალი არ იყო. მე რაც ვნახე ამ შტერებმა მთა რომ მოჭრეს მერე ის გრუნტი მიაყარეს ხევის მხარეს და ზედ გზა დააგეს. ცხადია ის ნაწილი ჩაინგრა. ახლა რა სიტუაციაა მაგ მონაკვეთზე არ ვიცი. 2 წლის წინ ერთი მანქანის გასავლელი იყო დარჩენილი და დიდი შანსი იყო კიდევ ჩანგრეულიყო.

ადგილობრივებს არ ვამართლებ. ზამთარში წყალს ღვრიან ხოლმე სპეციალურად რომ ცალხიდიანები ვერ ადიოდნენ. და 4-5 წლის წინ ტრანშეა გათხარეს ვითომ წყალი გაყავდათ და მთელი ზაფხული მასე იყო. იქითა მხარეს რა მანქანებიც დარჩა იმათ დაყავდათ ტურისტები სამებაზე

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)