ზოგადი ინფორმაცია» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
გერმანიის ეროვნული ნაკრები (გერმ. Die Deutsche Fußballnationalmannschaft) — საფეხბურთო ნაკრები საერთაშორისო არენაზე. მას საერთაშორისო დონეზე ადმინისტრირებას უწევს გერმანიის საფეხბურთო კავშირი, არის უეფა-სა და ფიფა-ს წევრი და მონაწილეობს მათი ეგიდით ჩატარებულ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე.
გერმანიის ნაკრები არის მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი: 1954, 1974, 1990 და 2014 წლებში. ასევე ოთხგზის ვიცე-ჩემპიონი: 1966, 1982, 1986 და 2002 წლებში. 4-ჯერ გავიდა მესამე ადგილზე: 1934, 1970, 2006 და 2010 წლებში. გერმანია სულ 12-ჯერაა გასული ნახევარფინალში. 1930 და 1950 წლის გარდა მსოფლიოს ყველა ჩემპიონატზე აქვს მონაწილეობა მიღებული. 1930 წელს უარი თქვა, 1950 წელს კი მეორე მსოფლიო ომის გამო ვერ დაძლია საკვალიფიკაციო რაუნდი.
ეროვნულ ნაკრებებს შორის გერმანიას მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი — 100 მატჩი აქვს ჩატარებული, ასევე გერმანიას აქვს ყველაზე მეტი გოლი გატანილი – 224
გერმანიის ნაკრებიდან გერდ მიულერი, მიროსლავ კლოზე და თომას მიულერი გახდნენ მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირები. ლოთარ მათეუსს ჩატარებული აქვს მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი მატჩი, ხოლო კლოზეს გატანილი აქვს ყველაზე მეტი გოლი (16).
არის სამგზის ევროპის ჩემპიონი 1972, 1980, 1996 წლებში, მიოგო რა ექვსიდან 3 ფინალი. გუნდი 1972 წლიდან მონაწილეობს ევროპის ყველა ჩემპიონატში, ხოლო ამ ტურნირებზე ბომბარდირები გახდნენ გერდ მიულერი, დიტერ მიულერი, კლაუს ალოფსი და კარლ-ჰაინც რიდლე. გერმანიის ნაკრები რვაჯერაა დასახელებული გერმანიის წლის გუნდად.
საწყისი წლები» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
უკვე 1899 და 1901 წელს ჩატარდა 5 არაოფიციალური ამხანაგური შეხვედრა ორ განსხვავებულ გუნდს, გერმანიასა და ინგლისს შორის და ყველა გერმანიისთვის გამანადგურებელი მარცხით დასრულდა. ეს თამაშები გერმანიის საფეხბურთო კავშირის მიერ არ იყო საერთაშორისო თამაშებად აღიარებული და დღეს ისინი ურ-საერთაშორისო მატჩების სახელითაა ცნობილი. ეს თამაშები ორგანიზებული იყო ვალტერ ბენზემანის მიერ, რომელსაც გერმანული ფეხბურთის დამაარსებლად მიიჩნევენ.
1980-იანი წლების დასაწყისი» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
იუპ დერვალის მწვრთნელობისას პირველივე დიდი ტურნირი წარმატებული აღმოჩნდა. გერმანიამ მოიგო ევრო 1982. ეს ნაკრების რიგით მეორე ევროპული ტიტული იყო. ფინალში გერმანიამ დაამარცხა ბელგია 2-1. 1982 წლის მუნდიალზე გერმანია ფავორიტად ითვლებოდა. საკბალიფიკაციო ეტაპზე მათ რვიდან რვავე მატჩი მოიგეს. მიუხედავად ამისა, გერმანია მოულოდნელად დამარცხდა პირველი მატჩში დებიუტანტ ალჟირთან 1-2. გერმანიამ მოიგო ჯგუფური ეტაპის შემდგომი მატჩები ჩილესთან და ავსტრიასთან და გავიდა პლეი-ოფში. 2-1. ტურნირის ნახევარფინალში გერმანია შეხვდა საფრანგეთის ძლიერ ნაკრებს, სადაც ალან ჟირესი, ჟაკ ტიგანა და მიშელ პლატინი თამაშობდნენ. გერმანელები დაწინაურდნენ მე-18 წუთზე, მაგრამ ფრანგებმა 26-ე წუთზე აღადგინეს წონასწორობა და ძირითადი დრო ფრედ დასრულდა. დამატებით დროში საფრანგეთი სწარაფად დაწინაურდა ორი ბურთით, მაგრამ რუმენიგემ და ფიშერმა საპასუხო გოლები გაიტანეს. მოგვიანებით, ფიშერის მიერ მაკრატელათი გატანილი გოლის წლის გოლად იქნა აღიარებული. პენალტების სერიაში გერმანიამ 5-4 მოიგო. ფინალში გერმანია პაოლო როსის იტალიასთანდ დამარცხდა 1-3.
ბეკენბაუერის ეპოქა» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ევრო 1984-ის პირველივე რაუნდიდან დამოვარდნის შემდეგ ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა ლეგენდარული ფეხბურთელი ფრანც ბეკენბაუერი. რამდენადაც მას სამწვრთნელო ლიცენზია არ გააჩნდა, ფორმალურად მწვრთნელად ჯერ ჰორსტ კოპელი, ხოლო შემდეგ ჰოლგერ ოსიეკი დაინიშნენ, ბეკენბაუერი კი მათი ასისტენტი იყო. 1986 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ტურნირში გერმანიამ მოიგო ექვსიდან პირველი ხუთი მატჩი და გაინაღდა ტურნირზე მონაწილეობა. ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გერმანიამ დაიკავა მეორე ადგილი, დაუზავდა რა ურუგვაის, მოუგო შოტლანდიას და დამარცხდა დანიასთან. მერვედფინალში გერმანიამ დაამარცხა მაროკო 88-ე წუთზე ლოთარ მათეუსის საჯარიმო დარტმით გატანილი ერთადერთი გოლით. მეოთხედფინალში პენალტების სერიაში მეკარე შუმახერმა ორი პენალტი მოიგერია და გერმანიამ დაამარცხა მექსიკა, ხოლო ნახევარფინალში ანდრეას ბრემესა და რუდი ფიოლერის გოლებით 2-0 დაამარცხა საფრანგეთის ნაკრები. ფინალში გერმანია 2-3 დამარცხდა დიეგო მარადონას არგენტინასთან, რომელიც მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.
მომდევნო, 1990 წლის ჩემპიონატზე გერმანია კვლავ ფინალში გავიდა. ნახევარფინალში გერმანია ინგლისის ნაკრებსი დაუპირისპირდა. პიტერ შილტონის მიერ გაშვებული კურიოზული გოლის წყალობით გერმანელებმა ანგარიში გახსნეს, თამაშის მსვლელობისას ინგლისს არ დაუდეს 11 მეტრიანი როდესაც მცველებმა გარი ლინეკერი საჯარიმოში თამაშის წესების დარღვევით შეაჩერეს. ამის შემდეგ მოედნიდან გააგდეს ახალგაზრდა პოლ გასქოინი. მე-80 წუთზე ლინეკერმა ანგარიში გაათანაბრა. თერთმეტმეტრიანების სერიაში სტიუარტ პირსმა და კრის უოდლიმ გააფუჭეს პენალტები და გერმანია ფინალში გავიდა. ფინალში გერმანია კვლავ არგენტინას შეხვდა, მაგრამ ამჯერად ანდრეას ბრემეს გოლით დაამარცხა ის 1-0 და მესამე ტიტული მოიპოვა.
მსოფლიოს ჩემპიონმა გერმანიის ნაკრებმა კარგას იასპარეზა შემდგომ ტურნირზე, ევრო 1992-ზე, სადაც ფინალში გავიდა, მაგრამ დამარცხდა ჩემპიონატზე შემთხვევით მოხვედრილ დანიის ნაკრებთან.
1990-იანები» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ევრო 1996-ზე გერმანიამ მესამედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული. ტურნირის ფინალში გერმანია ჩეხეთის ნაკრებს შეხვდა, რომელიც ჯერ კიდევ ჯგუფური ეტაპის სტადიაზე დაამარცხა 2-0. შტეფან კუნცს პირველ ტაიმში ორი საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. მეორე ტაიმში საჯარიმოში კარელ პობორსკის წაქცევის გამო დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმის შემდეგ ჩეხები დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში საჯარიმოში კარელ პობორსკის წაქცევის გამო დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმის შემდეგ ჩეხები დაწინაურდნენ. ანგარიში შეცვლაზე შესულმა ოლივერ ბირჰოფმა კრისტიან ციგეს ჩაწოდების შემდეგ, თავური დარტყმით გაათანაბრა. დამატებით დროში კვლავ ბირჰოფმა გაიტანა და ოქროს გოლით გერმანიის ნაკრებს მესამე წოდება მოუტანა.
2000-იანი წლები» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
2002 წლის მუნდიალზე გუნდმა მოულოდნელად ფინალს მიაღწია. გერმანია მოხვდა ჯგუფში ირლანდიის ნაკრებთან და დაბალრეიტინგიან საუდის არაბეთის და კამერუნის ნაკრებებთან. გერმანია არ მოიაზრებოდა ტურნირის ფავორიტებს შორის ევრო 2000-ს ჩაგდების შემდეგ. ჩემპიონატის დაწყებამდე გერმანიას დააკლდა რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმის გამო. მათ შორის იყო გერმანული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი სებასტიან დაისლერი, რომელმაც ავსტრიასთან ამხანაგური მატჩის დროს მიიღო მუხლის ტრავმა. ამავე მიზეზით დააკლდნენ ნაკრებს მველები იენს ნოვოტნი, კრისტიან ვერნსი და ნახევარმცველი მეჰმეთ შოლი. გერმანიამ მოიგო პირველივე მატჩი საუდის არაბეთის წინააღმდეგ 8-0. მიროსლავ კლოზემ შეასრულა ჰეთ-თრიკი. გერმენელთაგან ექვსმა სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა გოლი. მეორე მატჩში ირლანდიის წინააღმდეგ გერმანია იგებდა 1-0-ს მთელი მატჩის განმავლობაში, მაგრამ ირლანდიელმა რობი კინმა გაათანაბრა მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე. გერმანიას სჭირდებოდა გამარჯვება მესამე მატჩში ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად. გერმანიამ მარტივად მოიგო 2-0 და კლოზემ გაიტანა მეხუთე გოლი ტურნირზე. გერმანიამ დაიკავა პირველი ადგილი 7 ქულით. მერვედფინალში გერმანია შეხვდა პარაგვაის ნაკრებს, რომელიც გავიდა მეორე ადგილზე B ჯგუფში. მატჩის ერთადერთი გოლი გაიატანა ოლივერ ნოივილმა 88-ე წუთზე.[8] მეოთხედფინალში გერმანია შეხვდა აშშ-ის ნაკრებს. მატჩის ერთადერთო გოლი 38-ე წუთზე გაიტანა მიხაელ ბალაკმა. ნახევარფინალში გერმანიას დაუპირისპირდა ტურნირის თანამასპინძელი სამხრეთ კორეის ნაკრები. მატჩის 71-ე წუთზე ბალაკმა მიიღო ტურნირზე მეორე ყვითელი ბარათი და შესაბამისად, დისკვალიფიკაცია შემდეგ მატჩში. ოთხი წუთის შემდეგ მანვე გაიატანა გამარჯვების გოლი და გერმანია გავიდა ფინალში
პლეი-ოფის ეტაპზე გერმანიამ ყველა მატჩი მინიმალური სხვაობით, 1-0 მოიგო და ფინალში ბრაზილიას შეხვდა. ეს ორი გუნდი პირველად შეხვდა ერთმანეთს მსოფლიო ჩემპიონატზე. ფინალში გერმანიას დისკვალიფიკაციის გამო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მიხაელ ბალაკი. ფინალი ბრაზილიელთა გამარჯვებით 2-0 დასრულდა, ორივე გოლი ტურნირის ბომბარდირმა რონალდომ გაიტანა. გერმანელთა მეკარე და კაპიტანი ოლივერ კანი ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ და ფეხბურთელად დასახელდა.
მუნდიალი 2014 » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
2014 წლის მუნდიალის წინ გერმანიის ნაკრებს დააკლდა მარკო როისი, რომელმაც ტრავმა მიიღო სომხეთთან ამხანაგურ მატჩში. გერმანია მუნდიალზე მოხვდა G ჯგუფში და მეტოქედ შეხვდა პორტუგალია, რომელიც ევრო 2012-ის ჯგუფურ ეტაპზე იყო გერმანიის მექტოქე, განა რომელიც წინა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე იყო გერმანიის მეტოქე და აშშ, რომელსაც გერმანიის ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი იურგენ კლინსმანი წვრთნიდა. გერმანიამ ასპარეზობა დაიწყო პორტუგალიის განადგურებით 4-0. თომას მიულერი ჰეტ-ტრიკის ავტორი გახდა. მეორე მატჩში განასთან უფრო მძიმე აღმოჩნდა და ფრედ, 2-2, დასრულდა. აშშ-სთან მიულერის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით კი გერმანიამ გაიმარჯვა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მერვედფინალში ალჟისის 2-1 დასამარცხებლად გერმანიას დამატებითი დრო დასჭირდა. მეოთხედფინალში გერმანელებმა საფრანგეთის ნაკრები 1-0 დაამარცხეს, ხოლო ნახევარფინალში მასპინძელი ბრაზილია გაანადგურეს რეკორდული ანგარიშით 7-1. ეს ანგარიში, ისევე როგორც პირველი ტაიმის მიწურულს დაფიქსიებული 5-0, იყო მსოფლიო ჩემპიონატების ნახევარფინალებში დაფიქსირებული ყველაზე დიდი ანგარიში. ამავე მატჩში გერმანიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა მიროსლავ კლოზემ გაიტანა საკუთარი მე-16 გოლი მსოფლიო ჩემპიონატებზე, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 2014 წლის 13 ივლისს რიო დე ჟანეიროს მარაკანას სტადიონზე გერმანია შეხვდა არგენტინას, რომლის კაპიტანი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი იყო. ეს გერმანიასა და არგენტინას შორის გამართული მესამე ფინალური მატჩი იყო 1986 და 1990 წლების ფინალების შემდეგ. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი დამატებით დროის მეორე ტაიმში, 113-ე წუთზე ანდრე შურლეს ფლანგური გარღვევისა და პასის შედეგად შეცვლაზე შესულმა მარიო გეცემ გაიტანა. გერმანია გახდა ერთადერთი ევროპული ნაკრები, რომელმაც სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე გამართულ ჩემპიონატში გაიმარჯვა. გერმანიამ ჩემპიონის ტიტული მეოთხედ, გაერთიანების შემდეგ კი პირველად მოიპოვა.
მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებიდან ერთ კვირაში ნაკრებიდან წავიდა ფილიპ ლამი, რომელიც 10 წელის ასპარეზობდა ნაკრებში და ოთხი წელი იყო გუნდის კაპიტანი. შემდეგ კაპიტნად ბასტიან შვაინშტაიგერი დაინიშნა.
ევრო 2016 » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ევრო 2016 დაწყების წინ ნაკრებს კვლავ დააკლდა მარკო როისი, ის დაიმტვა პოკალის ფინალში მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ, გერმანიის ნაკრები ევროზე პოლონეთთან უკრაინასთან და ჩრთილოეთ ირლანდიასთან აღმოჩნდა, ჯგუფური ეტაპი პირველი ადგილით დაასრულა დაამარცხა უკრაინა 2:0, ჩრდილოეთ ირლანდია 1:0 და პოლონეთთან ფრე 0:0 ითამაშა, ბურთების საუკეთესო შეფარდებით პირველი ადგილი დაიკავა და C ჯგუფის მესამე ადგილოსან სლოვაკეთს დაუპირისპირდა 1/8 ფინალში რომელიც ძალიან დამაჯერებლად და დიდი ანგარიშით დაამარცხა 3:0, მერვედ ფინალის შემდეგ გერმანიის ნაკრებს საკმაოდ უხერხული მაგრამ უკლასო და ნაკლებად ნიჭიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული იტალიის ნაკრები დაუპირისპირდა, თამაში გერმანელების უპირატესობით მიმდინარეობდა და ძირითად დროშიც შეძლეს გერმანელებმა წინ გასვლა მაგრამ მსაჯმა უხეში შეცდომა დაუშვა და ბოატენგზე დადებული 11 მეტრიანის საშუალებით იტალიელებმა შეძლეს ანგარიშის გათანაბრება, საბოლოოდ კი თამაში 11 მეტრიანებამდე მივიდა და მანდ გერმანიამ შეძლო გამარჯვების მოპოვება, მაგრამ ნახევარფინალისთვის ყვითლების გამო დააკლდათ დაცვის ბურჯი ჰუმელსი რომელიც გუნდში წამყვანი ფიგურა იყო, ტრამვა მიაყენეს ასევე მარიო გარზია გომესსაც რამეთუ იტალიის ნაკრები უკლასობის საფუძველზე ზედმეტად უხეშობდა და ცდილობდა გერმანელი ფეხბურთელების მძაფრი შეტევები ფეხების უშნოდ ქნევის მეშვეობით ჩაეხშოთ, საფრანგეთისთვის მასპინძლის სტატუსმა დადებითად იმოქმედა, ამ თამაშშიც დაიდო საკმაოდ საეჭვო 11 მეტრიანი მეორე ტაიმში კი ბოატენგიც დაშავდა და მოუწია ლიოვს ცვლილების გაკეთება, რის გამოც გუნდმა მეორე ბურთი გაუშვა, თუმცა იმდენად ბევრი და კარგი მომენტები ქონდა გერმანიას რომ შეეძლოთ ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება,
საბოლოო ჯამში ნაკრები 1/2 გამოეთიშა ევროს
ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებშილოთარ მათეუსი
1980–2000
150
მიროსლავ კლოზე
2001–2014
137
ლუკას პოდოლსკი
2004–2017
130
საუკეთესო ბომბარდირიმიროსლავ კლოზე
71
საშუალოდ მატჩში 0.51
გერდ მიულერი
68
საშუალოდ მატჩში 1.13
ლუკას პოდოლსკი, 49
იურგენ კლინსმანი, რუდი ფიოლერი
47
საშუალოდ მატჩში 0.45 - 0.43 - 0.52
მსოლფიო ჩემპიონი კაპიტნებიფრიც ვალტერი - 1954
ფრანც ბეკენბაუერი - 1974
ლოთარ მათეუსი - 1990
ფილიო ლამი - 2014
კაპიტანიმანუელ ნოიერი
2016–დღემდე
74 მატჩი
მიმდინარე შემადგენლობა რომელიც გაემგზავრა კონფედერაციის თასზე
http://en.wikipedia.org/wiki/Germany_natio...m#Current_squadსტაფი
http://en.wikipedia.org/wiki/Germany_natio...technical_staffწინა 2 თემა
გერმანული ფეხბურთის ფანკლუბი! ნაწილი 44
გერმანული ფეხბურთის ფანკლუბი! ნაწილი 45
ისტორიული თემების სარჩევი სპოილერში
გერმანული ფეხბურთის ფანკლუბი!კარგი ვიდეო
http://vimeo.com/102395816 This post has been edited by gege84 on 24 Jun 2017, 15:02
მიმაგრებული სურათი
ახლანდელი გეოპოლიტიკური კლიმატი აიძულებს ყველა ევროპულ ქვეყნებს, რომ გაერთიანდნენ მაგრამ იტალიელები არა რა მაგათ ვერ ვიტან :D
ი9ტალიაში კი ყველა ჩემ დანახვაზე გვერდზე იფურთხებოდა ის ეეზიზღებოდათ იუვენტუსი @ GiftCard
ნაცია-ადამიანი?! @ ი. ჭავჭავაძე