forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (49) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> უფასო საინჟინრო კონსულტაციები II, მხოლოდ განსახილი თემები /ერთჯ. კითხვები რჩევებში დასვით
SaamI
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12085
წევრი No.: 74536
რეგისტრ.: 13-November 08

გამოგზავნილია: 18 Apr 2017, 23:10  #50392299      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
თემის პირველი ნაწილი - უფასო საინჟინრო კონსულტაციები

This post has been edited by SaamI on 18 Apr 2017, 23:12
rsmaan
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3342
წევრი No.: 27642
რეგისტრ.: 31-December 06

გამოგზავნილია: 19 Apr 2017, 07:56  #50395006      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფორუმზე ერთერთი ყველაზე გამოსადეგი და ადეკვატური თემა smile.gif
აპინეთ ვინმემ
tim ლეგენდა და მითი მეგონა და თურმე არსებობს biggrin.gif


--------------------
Mercedes w203 2.0 kom 2002
Mitsubishi galant 3.0 2002
lexus gs400 1998
Mercedes clk 320 2001
Mercedes E320 2001
Nissan teana 2.3 2004
Mercedes S430 2001
Honda CR-V 2003 (destroyed)
Jeep Grand Chrokee Limited 2007
Toyota RS 1.5 2007
088
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5655
წევრი No.: 46207
რეგისტრ.: 9-November 07

გამოგზავნილია: 19 Apr 2017, 08:29  #50395038      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ ჯგუფს მოდერატორი ან არ ყავს და ან შვებულებაშია smile.gif
rsmaan
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3342
წევრი No.: 27642
რეგისტრ.: 31-December 06

გამოგზავნილია: 19 Apr 2017, 16:34  #50398108      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
088
აქ არაფერს ვაშავებთ და არავინ იხედება ამ განყოფილებაში biggrin.gif
SaamI
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12085
წევრი No.: 74536
რეგისტრ.: 13-November 08

გამოგზავნილია: 19 Apr 2017, 20:38  #50399961      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოდით ჯერ პირველი ნაწილის პირველ რჩევას გავიმეორებ, მისი უაღრესად აქტუალურობის გამო:

შენობა წინდა არ არის,
ანუ გულუბრყვილო დამკვეთები თუ მატყუარა მშენებლები


როგორც გამოცდილება მიჩვენებს, ადამიანები ხშირად ზერელედ ეკიდებიან მშენებლობის საკითხს, განსაკუთრებით ინდივიდუალური მშენებლობის დროს. საქართველოში მიწისძვრით დაზარალებული ათასამდე კერძო სახლის კამოკვლევა მაქვს ჩატარებული. არც ერთი მათგანი არ იყო აშენებული სამშენებლო ნორმებისა და წესების ზუსტი დაცვით, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეკონომიის მცდელობა მათ ნამდვილად არ ეტყობოდათ. ჩემს შეკითხვას ასე რატომ გააკეთეთ მეთქი, ყველა ერთნაირად პასუხობდა: ხელოსანმა მირჩიაო. ავადმყოფობის შემთხვევაში ექთნის რჩევით არავინ მკურნალობს, ინჟინერ-კონსტრუქტორის გარეშე მშენებლობა კი რატომღაც დასაშვებად მიგვაჩნია.
მოსკოვში ერთმა ნაცნობმა კონსულტაცია მთხოვა, ახალი აშენებული სახლი დამებზარა და რა ვქნაო. აღმოჩნდა, რომ სახლი (ორი სართული სარდაფით) ქაფბეტონის ბლოკებით იყო აშენებული, გადახურვა ,,სიმკარებით”, კიბეები მონოლითური. ვკითხე ვინ აგიშენა-მეთქი, სომხების ბრიგადა ვიქირავეო. მუშამ რათქმაუნდა შეიძლება არ იცოდეს, რომ ქაფბეტონის გამოყენება მზიდ კონსტრუქციად დაუშვებელია, თუ ძალიან მსუბუქ კონსტრუქციასთან არ გვაქვს საქმე. ვუთხარი, რომ სახლში შესვლაც კი საშიშია და აერთადერთი საიმედო გამოსავალი სახლის დაშლა და ახლის აშენება იყო.
ერთმა ჩვენმა დამკვეთმა, რომლისთვისაც 40-50 ათასი დოლარი წვრილმანი თანხა იყო, რატომღაც გადაწყვიტა არქიტექტორის, კონსტრუქტორისა და ინჟინრის გარეშე თავის მორიგი სახლი აეშენებინა. (ორი სართული მანსარდით, 1500 კვ. მეტრი საერთო ფართი.) დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ სახლი შუაზე გაიხსნა. როდესაც მუშებს გამოვკითხე, ფუნდამენტი როგორ გააკეთეთ მეთქი, მიზეზი ცხადი გახდა: სახლის ფუნდამენტი არათანაბრად იყო დატვირთული, რამაც არათანაბარი ჯდომა გამოიწვია. რათქმაუნდა ხელოსნები აქ არაფერ შუაშია, გამორიცხულია მუშებმა ფუნდამენტზე დატვირთვების გაანგარიშება იცოდნენ.
კიდევ ერთი სამაგალითო შემთხვევა. ერთმა ჩვენმა დამკვეთმა ყველა შავი სამუშაო შემთხთხვევით მუშებს შეასრულებინა და მხოლოდ სუფთა მოპირკეთებითი სამუშაოების შესასრულებლად დაიქირავა ჩვენი ფირმა. მუშაობის პროცესში გადასაკეთებელი გაგვიხდა: შელესვა, სახურავი, ფანჯრები. შესაცვლელი გახდა: იატაკის მოჭიმვა, სანტექნიკა, ელექტროობა, სარდაფის ჰიდროიზოლაცია. ამ დამკვეთს ბუნებრივია ბევრად უფრო ძვირი დაუჯდა თავისი სახლი, ვიდრე დაუჯდებოდა თავიდანვე ჩვენი ფირმა რომ დაექირავებინა. (Скупой платит дважды)
არიან თუ არა ხელოსნები დამნაშავეები? კიც და არაც. არ არიან დამნაშავე, როცა მათგან მოითხოვენ იმის ცოდნას, რაც მუშის კომპეტენციას სცილდება. დამნაშავე არიან, როცა უხარისხოდ აკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც მათ იციან. დამკვეთი მოვალეა შეამოწმოს შესრულებული სამუშაოს ხარისხი, ხოლო რთულ შემთხვევებში თვალყური ადევნოს მთელ ტექნოლოგიურ პროცესს. თუ დამკვეთი არ არის მზად (არ იცის, ან დრო არ აქვს) აკონტროლოს მშენებლობის პროცესი და ხარისხი, ჯობია იქირაოს ახლო ნაცნობი, გამოცდილი და საიმედო სამუშაოთა მწარმოებელი. (პრარაბი) ან კიდევ უკეთესი, სამშენებლო ფირმა, რომელიც შესაბამის გარანტიებს გასცემს. დამერწმუნეთ, მშენებლობაც უფრო იაფი დაგიჯდებათ და ნერვებიც დაწყნარებული გექნებათ.

შენობა წინდა არ არის, რომ მეორე დღეს სხვა იყიდოთ..

This post has been edited by SaamI on 19 Apr 2017, 20:43
088
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5655
წევრი No.: 46207
რეგისტრ.: 9-November 07

გამოგზავნილია: 20 Apr 2017, 08:38  #50402843      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
SaamI
QUOTE
მე ევრობლოკის პემზაბლოკს ვანიჭებ უპირატესობას. სხვა საკითხია გიღირთ თუ არა ველიდან მაგის მოტანა. ტიხრების ბლოკს რამე განსაკუთრებული ხარისხი არ ჭირდება.


ამათ როგორ უნდა დავუკავშირდეთ? ან სად არიან. ინტერნეტში მათ შესახებ ვერაფერი მოვიძიე

თუ შეგიძლიათ გამარკვიეთ, ოთახის კედელი, რომელიც მიწაშია ერთი მხრიდან, ჰიდროიოზოლაციის გარდა თბოიზოლაციაც აუცილებელია? მიწა ხომ ისედაც შეასრულებს თბოისაიზოლაცია ფუნქციას?


This post has been edited by 088 on 20 Apr 2017, 08:39
SaamI
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12085
წევრი No.: 74536
რეგისტრ.: 13-November 08

გამოგზავნილია: 20 Apr 2017, 09:08  #50402905      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
088
QUOTE
ამათ როგორ უნდა დავუკავშირდეთ? ან სად არიან. ინტერნეტში მათ შესახებ ვერაფერი მოვიძიე

218 22 92, 595 49 44 99
QUOTE
თუ შეგიძლიათ გამარკვიეთ, ოთახის კედელი, რომელიც მიწაშია ერთი მხრიდან, ჰიდროიოზოლაციის გარდა თბოიზოლაციაც აუცილებელია? მიწა ხომ ისედაც შეასრულებს თბოისაიზოლაცია ფუნქციას?

მნიშვნელოვანია რა სისქისაა კედელი. 40-ან კედელს არ ჭირდება. 20-ანს კი.
GoodFella
QUOTE
სიტუაცია ასეთია - ძველ კორპუსში კედელი ოთახების შორის წარმოადგენს ხის კონსტრუკციას -ე.წ."დრანკას"(კაპიტალური კედელი არ არის).მინდა მოვანგრიო და ავაშენო ბლოკის კედელი/ტიხარი.იატაკი(გადახურვა სართულებს შორის) ბეტონია,მაგრფამ მაინც ვერ ვრისკავ.გაურკვეველია რა დათვირთვაზეა გათვალისწინებული.პლიუს შემდეგში იატაკის "სწიაჟკა"-ც დაემატება(სველი) და ესეც გაზრდის წონას.

გირჩევთ თაბაშირმუყაო გამოიყენოთ.
Tim
QUOTE
თითქმის 700 გვერდიანი თემაა უკვე.

ე.ი. საჭირო და სასარგებლო საქმეს ვაკეთებთ.
QUOTE
გეყოთ აქ

ცნობისმოყვარეობისთვის: გვერდების რაოდენობა შეზღუდულია?

This post has been edited by SaamI on 20 Apr 2017, 09:24
rsmaan
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3342
წევრი No.: 27642
რეგისტრ.: 31-December 06

გამოგზავნილია: 20 Apr 2017, 10:06  #50403103      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
SaamI
QUOTE
ცნობისმოყვარეობისთვის: გვერდების რაოდენობა შეზღუდულია?

სადაც მოდერი არის მანდ აქცევენ ყურადღებას რო 100 გვერდზე მეტი თემა არ წავიდეს,
ხურავენ და მეორე ნაწილს ხსნიან.
shreketa
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 547
წევრი No.: 140189
რეგისტრ.: 9-December 11

გამოგზავნილია: 20 Apr 2017, 11:42  #50403579      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
SaamI
გიორგი,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.
ძალინ კარგი თემაა და კარგ საქმეს აკეთებთ.
088
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5655
წევრი No.: 46207
რეგისტრ.: 9-November 07

გამოგზავნილია: 20 Apr 2017, 11:43  #50403583      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
SaamI
QUOTE

QUOTE
ამათ როგორ უნდა დავუკავშირდეთ? ან სად არიან. ინტერნეტში მათ შესახებ ვერაფერი მოვიძიე

218 22 92, 595 49 44 99


ნომერი არასწორია sad.gif

QUOTE
თუ შეგიძლიათ გამარკვიეთ, ოთახის კედელი, რომელიც მიწაშია ერთი მხრიდან, ჰიდროიოზოლაციის გარდა თბოიზოლაციაც აუცილებელია? მიწა ხომ ისედაც შეასრულებს თბოისაიზოლაცია ფუნქციას?

მნიშვნელოვანია რა სისქისაა კედელი. 40-ან კედელს არ ჭირდება. 20-ანს კი.


ბეტონის იქნება და სისქე არ მახსოვს რა იქნება

დიდი მადლობა

This post has been edited by 088 on 20 Apr 2017, 11:43
axlguns
November Rain


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10087
წევრი No.: 41631
რეგისტრ.: 11-September 07

გამოგზავნილია: 20 Apr 2017, 13:51  #50404383      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
SaamI
გამარჯობა!
ცოტა უცნაური რამ უნდა გკითხო biggrin.gif
აივანზე მინდა მეტლახის დაგება,წებო ცემენტის მთლიან ფილაზე წასმის მაგივრად კუთხეებში და ცენტრში რომ დავსვა ივარგებს?? სტიაშკის გადამკიდე კაი ხარჯიანი რამე გამოდის sad.gif


--------------------
მე ძალიან მიყვარს იტალია — ღვთაებრივი ლაჟვარდის ქვეყანა... (c)გრიშა
,,ღმერთმაარიცისრატომ ჩემპიონები"- გერმანიის ფანი იტალიაზე.......
აზარმა მაქსიმუმ მძღნერში ფეხი ჩაკრას და ეგ კვალი დატოვოს (c)FinaLLe

Forza
GoodFella
К топору!!!


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 589
წევრი No.: 72100
რეგისტრ.: 24-October 08

გამოგზავნილია: 20 Apr 2017, 15:00  #50404853      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
SaamI

მადლობა რჩევისთვის.და ხის კედლის ქვიშა-ცემენტით გალესვა,აუცილებელი არმირებით ე.წ."ბადე-რაბიცით",უფრო კარგ შეგედეგს არ მომცემს? კედლის კაპიტალურობას და სიმყარეს ვგულისხმობ?

rsmaan

თაბაშირმუყაოსაც განვიხილავ,მაგრამ მოგეხსენება ბევრ დადებით მხარესთან ერთად ისეთი "სიმტკიცე" არ ექნება როგორც გალესილს.თუნდაც გალესილ ხის კედელს.მაგალიათად რაღაცის ჩამოკიდება თუ დაგჭირდება კედელზე -პრობლემაა..


--------------------
https://www.youtube.com/watch?v=dNlbvJaLal0
_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_
Get Busy Living or Get Busy Dying.
-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_-_
mkgnmc
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 793
წევრი No.: 114953
რეგისტრ.: 3-May 10

გამოგზავნილია: 20 Apr 2017, 17:21  #50405977      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბეტონის რიგელსა და ჭერს შორის განივად (რიგელის გადაკვეთაზე) გახვრეტა თუ შეიძლება(დაახლოებით 3სმ დიამეტრის ტუნელი)? უსაფრთხოებას ხომ არ დავარღვევ ამით? და ტექნიკურად თუა შესაძლებელი, რითი შეიძლება გაიხვრიტოს?
SaamI
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12085
წევრი No.: 74536
რეგისტრ.: 13-November 08

გამოგზავნილია: 20 Apr 2017, 21:14  #50407519      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
shreketa
QUOTE
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.
ძალინ კარგი თემაა და კარგ საქმეს აკეთებთ.

დიდი მადლობა.
088
QUOTE
ნომერი არასწორია

ნამდვილად მაგ ნომრებზე ვუკავშირდებოდი. ტერიტორიულად ველს ეძახიან. საავიაციოს აეროდრომს რომ გაცდები, იქაა. საკმაოდ შორია.
axlguns
QUOTE
აივანზე მინდა მეტლახის დაგება,წებო ცემენტის მთლიან ფილაზე წასმის მაგივრად კუთხეებში და ცენტრში რომ დავსვა ივარგებს??

არ ივარგებს. დროთა განმავლობაში ფილა გატყდება. წესით ფილა მთელი ზედაპირით უნდა იყოს დაწებებული.
GoodFella
QUOTE
მადლობა რჩევისთვის.და ხის კედლის ქვიშა-ცემენტით გალესვა,აუცილებელი არმირებით ე.წ."ბადე-რაბიცით",უფრო კარგ შეგედეგს არ მომცემს? კედლის კაპიტალურობას და სიმყარეს ვგულისხმობ?

მაგ ტექნოლოგია დიდი ხანია არ გამოიყენება. არ მგონია თაბაშირმუყაოს ტიხარს აჯობოს. ცხადია კედელი ორორი ფენით (სულ 4) უნდა შეიკერას.
QUOTE
მაგალიათად რაღაცის ჩამოკიდება თუ დაგჭირდება კედელზე -პრობლემაა..

გააჩნია რის ჩამოკიდებას აპირებთ. თუ სამზარეულოს თაროებისას, დამატებითი სიმაგრე ჭირდება. მსუბუქი საგნები უპრობლემოდ იკიდება.
mkgnmc
QUOTE
ბეტონის რიგელსა და ჭერს შორის განივად (რიგელის გადაკვეთაზე) გახვრეტა თუ შეიძლება(დაახლოებით 3სმ დიამეტრის ტუნელი)?

შეიძლება
QUOTE
და ტექნიკურად თუა შესაძლებელი,

მთავარია არმატურას არ მოარტყათ. .
QUOTE
რითი შეიძლება გაიხვრიტოს?

არსებობს მაგ დიამეტრის ბეტონის სვერლოები. დიდი პერფორატორისთვის.
რისთვის დაგჭირდათ გახვრეტა?

This post has been edited by SaamI on 20 Apr 2017, 21:50
ივანიჩ
რაჭველი :)


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10388
წევრი No.: 33192
რეგისტრ.: 16-April 07

გამოგზავნილია: 20 Apr 2017, 22:48  #50408238      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ლეგენდა და მითი მეგონა და თურმე არსებობს

რას ამბობ- დაჟე ლაივში მყავს ნანახი
ის მართლა არსებობს biggrin.gif


--------------------
Honda civic EU3
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (49) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0248 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]