Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კინემატოგრაფია > ჩემი ბედნიერი ოჯახი / My Happy Family


Posted by: rati nwt 20 Mar 2017, 16:39

რეჟისორები: ნანა ექვთიმიშვილი, სიმონ გროსი.


user posted image


მთავარ როლებში: ია შუღლიაშვილი, მერაბ ნინიძე.

დანარჩენი ქასთი - http://www.imdb.com/title/tt5791536/


მოკლე აღწერა - "ფილმში მოქმედება თანამედროვე საქართველოში ხდება და ერთი ქართული ოჯახის ისტორიას შეეხება. მთავარი გმირი 52 წლის მანანაა, რომელიც ერთ დღეს გადაწყვეტს ოჯახი მიატოვოს. ფილმი სამი თაობის ადამიანების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ერთ სახლში, ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ.


თრეილერ/მინი კლიპი ფილმიდან





"კაი ამბები" ფილმზე.

პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის ნანა ექვთიმიშვილს და სიმონ გროსს, სოფიას საერთაშორისო კინოფესტივალზე, ფილმისათვის "ჩემი ბედნიერი ოჯახი"!

The New York Times-მა კი ისინი იმ ცხრა ახალ რეჟისორს შორის დაასახელა, რომელთა ფილმებსაც აუცილებლად უნდა უყუროთ.
"ნანა ექვთიმიშვილსა და სიმონ გროსს შეეძლოთ გენიალური ქორეოგრაფები გამხდარიყვნენ, მაგრამ გაგვიმართლა, რომ მათ რეჟისორობა გადაწყვიტეს", - წერს გამოცემა.

The 9 New Directors You Need to Watch
https://www.nytimes.com/2017/03/14/movies/the-9-new-directors-you-need-to-watch.html


ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმის გლობალური დისტრიბუციის უფლება ცოტა ხნის წინ ნეტფლიქსმა იყიდა.

სანდენსის კინოფესტივალზე ფილმი "ჩემი ბედნიერი ოჯახი" წლის აღმოჩენად დაასახელეს.




ბოლოს როდის გამოვიდა თუნდაც "ცუდი ქართული ფილმი"? არ ვიცი მე თუ გამომჩა, რა პროცესიც იყო, ისიც კი ვეღარ ვითარდება. ამ უძრაობის ფონზე ეს ფილმი განხილვადი უნდა იყოს. "გრძელი ნათელი დღეების" შემდეგ სად არიან რეჟისორები გამოჩდება.


* * *


სპოილერ ფოტოები ფილმიდან.

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: ზეპე 20 Mar 2017, 17:02
QUOTE
ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმის გლობალური დისტრიბუციის უფლება ცოტა ხნის წინ ნეტფლიქსმა იყიდა.


მშვენიერია.

Posted by: narmonana 20 Mar 2017, 19:54
როდის გამოდიის...............


ესეთ სეგმენტს უნდა მივაწვეთ.........

Posted by: LifeBloom 20 Mar 2017, 20:02
QUOTE
ესეთ სეგმენტს უნდა მივაწვეთ

up.gif

ძაან კაი გამოხმაურება აქვს , ნეტფლიქსის დისტრიბუციაც ხელს შეუწყობს up.gif

Posted by: George Best :) 20 Mar 2017, 20:06
ცუდი ფილმია
არადა მაგრა ველოდებოდი,მით უფრო პირველი ფილმის მერე
უკვე დამღლელი და მოსაბეზრებელი გახდა ამ ქალების ფილმები და ტრაკის თამაში

Posted by: LifeBloom 20 Mar 2017, 20:09
George Best smile.gif
QUOTE
უკვე დამღლელი და მოსაბეზრებელი გახდა ამ ქალების ფილმები და ტრაკის თამაში

ისევ 90 იანები და ნარკო ფილმები ჯობია ? არა no.gif

დროა უკვე გასცდნენ მაგ სფეროს და ნორმალური ფილმები გადაიღონ სხვადასხვა თემებზე .

Posted by: თოვლი_ 20 Mar 2017, 20:12
სქრინებიდან ვიზუალურად ერთნაირი პერსონაჟები ჩანს, ერთფეროვნები
ინდურ, ჩინურ
ირანულ ფილმებში როგორც ხდება
ყველა ერთმანეთს რომ გავს
ვიზუალურად ასეა და
სულიერად რაც არ უნდა იყვნენ ვერ ამოქაჩავს ვერაფერი
ფილმია და არა წიგნი

Posted by: George Best :) 20 Mar 2017, 20:13
LifeBloom
QUOTE
ისევ 90 იანები და ნარკო ფილმები ჯობია ? არა 

რა თქმა უნდა არ ჯობია
QUOTE
ნორმალური ფილმები გადაიღონ სხვადასხვა თემებზე .

მაგას ვამბობ მეც,სხვადასხვა თემებზე და არა მარტო ქალებზე,მით უფრო ტრაკის თამაშით
არ უხდება კინოს ეგეთი ძიVოვი რაღაცები,ძაან დიდი იმედი მქონდა მაგ ქალის,მით უფრო პირველი ფილმის მერე
საბოლოოდ ხელში შემრჩა მუნჯუს ფილმების ქალური,აბსოლიტურად უაზრო,უემოციო და ლენჩი ვერსია
ნანახი მაქვს და მაგიტო ვწერ :დ

Posted by: LanceInMyPants 20 Mar 2017, 21:16
პირველი ფილმის მერე იმედებს ვინც ამყარებდით, ეგ ფენომენი უფრო საინტერესო მგონია ამ ამბავიsmile.gif

Posted by: ზეპე 20 Mar 2017, 22:48
QUOTE (LanceInMyPants @ 20 Mar 2017, 21:16 )
პირველი ფილმის მერე იმედებს ვინც ამყარებდით, ეგ ფენომენი უფრო საინტერესო მგონია ამ ამბავიsmile.gif

LanceInMyPants კი არა ნესტარInMyPants უნდა გეწეროს gigi.gif

მწარე განცხადება იყო gigi.gif

Posted by: rati nwt 9 Apr 2017, 21:40


ნანა ექთიმიშვილისა და სიმონ გროსის ახალი ფილმი "ჩემი ბედნიერი ოჯახი" იტალიაში, ლეჩეს ევროპული კინოს ფესტივალის გამარჯვებულია. ფილმს ფესტივალის მთავარი ჯილდო, "ოქროს ზეთისხილის ხე", საუკეთესო ფილმისათვის, გადაეცა.

ფილმს ასევე გადაეცა ორი სხვა ჯილდოც: პრიზი საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისთვის და კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანების, FIPRESCI-ს პრიზი.

Posted by: სენბონზაკურა 10 Apr 2017, 00:02
სად შეიძლება ამ ფილმის ნახვა დავინტერესდი, შენტუბიდან წაშლილია ტრეილერი sad.gif

Posted by: Biutiful 10 Apr 2017, 03:54
QUOTE (LanceInMyPants @ 20 Mar 2017, 21:16 )
პირველი ფილმის მერე იმედებს ვინც ამყარებდით, ეგ ფენომენი უფრო საინტერესო მგონია ამ ამბავიsmile.gif

შეჩემა, მე მგონია რო ეს ივარგებს და იმედია არ ვცდები.
პირველი ისეთი იყო, მაგრად უნდა მოინდომოს რო მაგაზე ყ.ლ.ი.-სშვილი ფილმი გადაიღონ.
რატომ მგონია რომ გაამართლებს, მაგაზე თუ გინდა შაურმის ლოდინის დროს გაგესაუბრები 2kiss.gif
ჩემო ყვერლოყებავ love.gif

Posted by: rati nwt 25 Apr 2017, 01:51

თრეილერ ოფიშიალ



Posted by: wolfchant 5 Aug 2017, 03:36
როდის შეგვეძლება ნახვა? ძალიან ველოდები ამას biggrin.gif

Posted by: LanceInMyPants 6 Aug 2017, 16:03
QUOTE (wolfchant @ 5 Aug 2017, 03:36 )
როდის შეგვეძლება ნახვა? ძალიან ველოდები ამას biggrin.gif

სექტემბერში იქნება, როგორც გავიგე

Posted by: George Best :) 6 Aug 2017, 16:40
მე მაქვს ნანახი და არ ვარგა
გრძელ ნათელ დღეებთან ახლოსაც ვერ მოვა

Posted by: LanceInMyPants 30 Aug 2017, 16:36
რეალურად წინაც საკმაოდ სუსტი ნამუშევარია და იმის ნახევარიც არაა რა გამოხმაურებაც ჰპოვა.


ამ ფილმსაც სერიოზული პიარი აქვს, ასეთს არაფერს ნახავთო, გვამზადებენ.. ფესტივალებზე მოხიკა...))
სერიოზული კანალი აქვთ ეტყობა, ფესტივალებს აწვებიან ჯიგრები ;დ

აგერ, 28 სექტემბრიდან იქნება კინოში და ვნახოთ smile.gif

Posted by: George Best :) 30 Aug 2017, 17:15
QUOTE
აგერ, 28 სექტემბრიდან იქნება კინოში და ვნახოთ

ჯობია არ ნახო ძმაო :დ LanceInMyPants

Posted by: LanceInMyPants 30 Aug 2017, 17:21
QUOTE (George Best :) @ 30 Aug 2017, 17:15 )
QUOTE
აგერ, 28 სექტემბრიდან იქნება კინოში და ვნახოთ

ჯობია არ ნახო ძმაო :დ LanceInMyPants

მოვალე ვარ

დავწერო მინდა givi.gif

Posted by: rati nwt 27 Sep 2017, 19:02

პარასკევს უკვე ფილმის ქართული პრემიერაა და შეხვედრა მერაბ ნინიძესთან.

https://www.facebook.com/events/502740210085135

Posted by: Solveig 27 Sep 2017, 20:15
George Best smile.gif
QUOTE
მე მაქვს ნანახი და არ ვარგა
გრძელ ნათელ დღეებთან ახლოსაც ვერ მოვა

მოგწონს "გრძელი ნათელი დღეები"?

Posted by: ზეპე 30 Sep 2017, 01:18
მშვენიერი ფილმი იყო.
კარგი დრამაა და თან მაგრად იხალისებთ.
წადით, ფული არ დაგენანოთ :დ
ფილმი რომ დასრულდა, ლაივში რეჟისორები და მერაბ ნინიძეც ვნახეთ ბონუსად.
ძალიან მევასება უწყვეტი სცენები და უამრავი ასეთი სცენა შეგხვდებათ.
ალბათ თქვენც ბევრ პარალელს გაავლებთ როგორც თქვენს, ისე სხვის ოჯახებთან.
დღევანდელობასთან დაკავშირებულ ბევრ რელევანტურ მომენტს დაიჭერთ.
ნაღდი ქართული ზამაშკებით იკაიფებთ. თითქმის ნახევარი ფილმი გაღიმებული შევცქეროდი ეკრანს,
იმიტომ რომ ლაითი კომედიაა. ალბათ რეჟისორი ამას არასდროს აღიარებს, მაგრამ ეგრეა რა.
ძალიან კარგად ჰყავს აღწერილი და ჩამოყალიბებული პერსონაჟები.
არცერთი პერსონაჟი არ არის ბრტყელი. ყველა ოჯახის წევრს თავისი დამახასიათებელი character გააჩნია.
მე ბევრ რამეზე ვიკაიფე რა ვიცი :დ თან დაიგრუზებით, თან იკაიფებთ.
ნინიძემ თქვა იმის მიუხედავად რომ გვგონია რომ ფილმი შიდა ხუმრობებით არის აწყობილი, უცხოელები მაგრად ამუღამებენო.
აი ბევრი ისეთი მომენტია რომ ამოჭრი, იუთუბზე დადებ და დროდადრო იკაიფებ.
კარგად აწყობილი ფილმია რა კარგი პერსონაჟებით.

Posted by: ratomac aRa 1 Oct 2017, 16:04
QUOTE
ფილმი რომ დასრულდა, ლაივში რეჟისორები და მერაბ ნინიძეც ვნახეთ ბონუსად.


ეგ რომელ კინოთეატრში?

Posted by: ზეპე 1 Oct 2017, 16:29
QUOTE (ratomac aRa @ 1 Oct 2017, 16:04 )
QUOTE
ფილმი რომ დასრულდა, ლაივში რეჟისორები და მერაბ ნინიძეც ვნახეთ ბონუსად.


ეგ რომელ კინოთეატრში?

რუსთაველში.

Posted by: სერაფიტი 1 Oct 2017, 23:41
zeppelnick

გეთანხმები. ხო თითქოს ძალიან ლოკალურია, მარა ნებისმიერი უცხოელი გაიგებს.
ძალიან ამოვიდა ყელში ეს 90-იანების თემა და ვფიქრობ, ეა და "შემთხვევითი პაემნები" თანამედროვე ქართული კინოსთვის საჭირო ფილმებია. "ნათელი დღეები" ძალიან არ მომწონებია. "ბედნიერი ოჯახი" უფრო მომეწონა.

ჩაკეტილი სივრცე. ორი სახლი. გაბმული კადრები. ჰო, გავიგეთ, რო ქალების თემა ამოგივიდათ ყელში, მარა აი უყურებ ამ.ფილმს და ხვდები,რო ყველა პერსინაჟს, ყველა სიტუაციას იცნობ. აქვეა, ერთი ხელის გაწვდენაზეა ყველა ეს პრობლემა, ეს იუმორი, ეს დრამა.

იყო სუსტი,ცოტა ბანალური სცენები. მაგრამ მომეჩვენა, რომ ყველა ეს ტრაფარეტული ფრაზაც განგებ იყო გამოყენებული, სწორედ რომ სიტუაციის ტრაფარეტულობის გასამძაფრებლად.

კოლექტიური ცნობიერებიდან, პატერნისტული ცნობიერებიდან ინდივიდუალურობამდე, ნების თავისუფლებამდე გარდამავალი ეტაპი გვიდგას. ვერ წარმოგვიდგენია, როგორ არ გვაღელვებდეს სხვისი პირადი ცხოვრება. და ეს ფილმიც მშვენივრად ყვება ამ ამბავზე. ყოველ შემთხვევაში, ამ ფილმის მთავარი პერსონაჟი ქალის მსგავსი პერსონაჟები არ უნდა გვყავდეს ბევრი ქართულ კინოში (დიდად არც ლიტერატურაში).

Posted by: vaho 1 Oct 2017, 23:54
QUOTE
კარგი დრამაა


QUOTE
ლაითი კომედიაა.


რომელია ბოლო-ბოლო?

Posted by: George Best :) 1 Oct 2017, 23:56
კარგით რა
გადაღეჭილი მარტივი ამბავია,დასაწყისი პირველი ნახევარი საათი,ძალიან მაგარია,კონფლიქტი,ხალხის დამოკიდებულება,სუ დაძაბული ხარ,ვინ რას სვება როგორ იქცევა,აი ძაან ვიკაიფე
და უცბად ეს ქალი წავიდა
და გაიჩითა ანას ცხოვრება =ყველა ქართველი ქალი რეჟისორი,სიტუაცია ვითარდება,ვერ ვითარდება,როგორ ენძრევათ ქალებს საქართველოში,როგორი ბნელი მამრები არიან სტილში
ფილმი გაჩერდა და აღარ ვითარდება,მიდიხარ,მიდიხარ,ელოდეი რამე მოხდება და არ ხდება
მუნჯუს აწვება ვითომ,რეჟისორი მარა ვერ ქაჩავს,ამბავი,ფერები,ამბის ბოლომდე არ მოყოლა,პერსონაჟები,იმენა ერთი-ერთშია მარა აკლია იქ,ყალბად აკეთებს,ვერ ქაჩავს,ქართველები ბნელები ვართ,ვერ ვგუობთ,სტილამდე მიდის
მანდ ენძრევა კაკრას კინოს,ამბავს ვეღარ ყვება,გაიჭედა
მუნჯუობა თუ გინდა,უნდა გაატრაკო,ფინალი კიდე გორაკებს მიღმის ტიპის გქონდეს
მე დავიღალე,ქალებით და ქალური პრობლემებით,ისევე როგორც ნარკუშებით და ძველი ბიჭებით უფრო მაქამდე(იმიტო რო ქალურ პრობლემებს კი ა რყვებიან,ერთ კონკრეტულ,არამედ 92-წლიდან 2017 წლის ჩატVლით,მრავალ ქალს რაც გადახდენია,ერთ სიბრტყეში ყვებიან)
რამე ახალი მინდა,გრძელი ნათელი დღეები თავის დროზე კაკრას ეგ ახალი იყო

Solveig
QUOTE
მოგწონს "გრძელი ნათელი დღეები"?

კი,ალალად,ხელების აწევით :დ

Posted by: ზეპე 2 Oct 2017, 15:23
vaho
QUOTE
რომელია ბოლო-ბოლო?



სერაფიტი
QUOTE
"შემთხვევითი პაემნები"

კიდევ ერთი მშვენიერი ფილმი up.gif
QUOTE
ფილმს და ხვდები,რო ყველა პერსინაჟს, ყველა სიტუაციას იცნობ. აქვეა, ერთი ხელის გაწვდენაზეა ყველა ეს პრობლემა, ეს იუმორი, ეს დრამა.

გეთანხმები.
QUOTE
იყო სუსტი,ცოტა ბანალური სცენები.

მაგალითად საბჭოთა კავშირზე რომ დაიწყო მოხუცმა საუბარი biggrin.gif
მაგრამ სიტუაციას მოუხდა, ამიტომ ვაპატიოთ up.gif
QUOTE
ვერ წარმოგვიდგენია, როგორ არ გვაღელვებდეს სხვისი პირადი ცხოვრება.

ვიცი რა მომენტებიც იგულისხმე.
ვარკეთილელი ბირჟავიკების ამოსვლა მთავარ გმირთან და კლასელების ჭორაობა სოსოს ღალატთან დაკავშირებით.

George Best smile.gif
QUOTE
გადაღეჭილი

ნუ რამდენი ფილმიც შენ გინახავს, იმდენი ნამდვილად არ მინახავს,
მაგრამ რა ფილმებიც ნანახი მაქვს, იქიდან გამომდინარე ნამდვილად არ არის გადაღეჭილი თემა.

რა ამბავი ვერ დაასრულა აბა ? იქნებ შემოგთავაზო ჩემი ინტერპრეტაცია.

Posted by: subterranean 2 Oct 2017, 16:44
ნეტფლიქსს უნდა ეყიდა, როგორც მახსოვს, მაგრამ არ დევს. ხომ არ იცით, ონლაინ თუ გვეღირსება?

Posted by: qariana 2 Oct 2017, 21:11
როდემდეა პრემიერა? ღირს წასვლა?

Posted by: M_A_D_R_I_D_I_S_T_A 4 Oct 2017, 01:20
ახლა დავბრუნდი კინოთეატრიდან და კიდევ ემოციებში ვარ, ძალიან კარგი ფილმია !
ვისაც კარგი ქართული ფილმის ნახვა გინდათ, უბრალოდ გირჩევთ წახვიდეთ და უყუროთ.
ძალიან,ძალიან კარგი ფილმია. უყურებ, იღიმი,განიცდი,სევდიანდები. ყველანაირი ადამიანური ემოციაა, ყველაფერი კარგად ნაცნობია, თითოეული პერსონაჟი, ფრაზა,მოქმედება ძალიან ბუნებრივია და არცერთი წამით არ გვიტოვებს სიყალბის განცდას.
ეს სამსახიობო ანსამბლის დამსახურებაცაა, ასეთი ძლიერი ქასთი თანამედროვე ქართულ კინოში იშვიათია. თითოეული მსახიობი იდეალურად ასრულებს იმ ადამიანთა როლებს, რომლებიც ყოველდღღიურად გვხვდებიან ცხოვრებაში.
თაობათა ცვლა,აზროვნებათა ჭიდილი,ტრადიციები,სოციალური პრობლემები, პირადი პრობლემები,სიყვარული,ღალატი,იმედგაცრუება,სიხარული. ეს ფილმი თავისთავად მოიცავს ყველაფერს და მგონია, რომ ეს არ არის ფილმი, ეს არის ქართული რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. თითოეულ პერსონაჟი ნაცნობია,ალბათ პარალელებსაც გავავლებთ.
მოკლედ, შეიძლება მოვბოდე რაღაცები,მაგრამ მინდოდა რომ დავცლილიყავი და გამომეხატა ის დიდი ემოცია, რომელიც ფილმის ყურებისას დამეუფლა.
ყოჩაღ ნანას და სიმონს, კიდევ ერთი კარგი ნამუშევარი აჩუქეს ქართულ კინოს.

Posted by: ზურატი96 4 Oct 2017, 01:27
QUOTE (M_A_D_R_I_D_I_S_T_A @ 4 Oct 2017, 02:20 )
ახლა დავბრუნდი კინოთეატრიდან და კიდევ ემოციებში ვარ, ძალიან კარგი ფილმია !
ვისაც კარგი ქართული ფილმის ნახვა გინდათ, უბრალოდ გირჩევთ წახვიდეთ და უყუროთ.
ძალიან,ძალიან კარგი ფილმია. უყურებ, იღიმი,განიცდი,სევდიანდები. ყველანაირი ადამიანური ემოციაა, ყველაფერი კარგად ნაცნობია, თითოეული პერსონაჟი, ფრაზა,მოქმედება ძალიან ბუნებრივია და არცერთი წამით არ გვიტოვებს სიყალბის განცდას.
ეს სამსახიობო ანსამბლის დამსახურებაცაა, ასეთი ძლიერი ქასთი თანამედროვე ქართულ კინოში იშვიათია. თითოეული მსახიობი იდეალურად ასრულებს იმ ადამიანთა როლებს, რომლებიც ყოველდღღიურად გვხვდებიან ცხოვრებაში.
თაობათა ცვლა,აზროვნებათა ჭიდილი,ტრადიციები,სოციალური პრობლემები, პირადი პრობლემები,სიყვარული,ღალატი,იმედგაცრუება,სიხარული. ეს ფილმი თავისთავად მოიცავს ყველაფერს და მგონია, რომ ეს არ არის ფილმი, ეს არის ქართული რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. თითოეულ პერსონაჟი ნაცნობია,ალბათ პარალელებსაც გავავლებთ.
მოკლედ, შეიძლება მოვბოდე რაღაცები,მაგრამ მინდოდა რომ დავცლილიყავი და გამომეხატა ის დიდი ემოცია, რომელიც ფილმის ყურებისას დამეუფლა.
ყოჩაღ ნანას და სიმონს, კიდევ ერთი კარგი ნამუშევარი აჩუქეს ქართულ კინოს.

ორჯერ დაწერე, აქ და ფბ-ზე? givi.gif გადაკოპირებული არაა აშკარად biggrin.gif
მეც რაღაც ასეთი დაწერა მინდოდა 2kiss.gif წერა მეზარება პროსტა drug.gif

Posted by: M_A_D_R_I_D_I_S_T_A 4 Oct 2017, 01:34
ზურატი96
QUOTE
ორჯერ დაწერე, აქ და ფბ-ზე?  გადაკოპირებული არაა აშკარად

ბიჭო არა, დავაკოპირე იქ რაც დავწერე, უბრალოდ 1-2 წინადადება ფორუმის და ფბს მიმართვის პონტში შევცვალე, ფილმზე აზრი იგივეა :დ
QUOTE
მეც რაღაც ასეთი დაწერა მინდოდა

bis.gif
QUOTE
წერა მეზარება პროსტა

არაუშავს, აგერ მე დავანთხიე და დაეთანხმე givi.gif

Posted by: ratomac aRa 4 Oct 2017, 09:47
დღეს ვნახავ აბა რა იქნება

M_A_D_R_I_D_I_S_T_A

კარგი ავატარია biggrin.gif


Posted by: Scoorp 5 Oct 2017, 13:31
მომეწონა
ჩემს გვერდით მსხდომებს რომ გაუთავებლად არ ესაუბრათ ფილმის დროს,
უფრო მეტად მომეწონებოდა ალბათ drug.gif

მუსიკით მოვიხიბლე კიდევ))
ჰო,თითქოს გადაღეჭილი თემაა, ერთი და იგივე, მაგრამ არის ამ ფილმში რაღაც ძალიან ემოციური,ნაცნობი და ახლო ყველასთვის


Posted by: Andy Warhol 2 Dec 2017, 13:16
Netflix- ზე 1 დეკემბრიდან დაიდება და მერე ალბათ გავრცელდება ყველგან.

Posted by: Andy Warhol 6 Dec 2017, 23:06
ხალხო სადმე დეევს ეს ფილმი ? როგორც იძახიან უკვე გავრცელდაო და ეგება ვინმემ ნახოს... sad.gif

Posted by: qariana 7 Dec 2017, 19:32

Andy Warhol

კი აქ დევს ------------->>>>> http://123movies.kim/75773/my-happy-family/
ოღონდ ინგლისურადაა

Posted by: madridman 8 Dec 2017, 02:15
ნეტფლიქსზე დარეგისტრირდით. 1 თვე უფასოა და 1 თვე სანამ გავა გააუქმეთ biggrin.gif
შეგიძლიათ უყუროთ უმაღლეს ხარისხში, დევს უკვე.
ჩემი აზრით ბოლო ათწლეულის საუკეთესო ქართული ფილმია love.gif

პ.ს. და ამას რომ ოსკარზე არ გააგზავნი და ,,საშიშ დედას" გააგზავნი აი იქ გვერხევა ერს ზოგადად facepalm.gif

Posted by: George Best :) 8 Dec 2017, 02:19
madridman
QUOTE
პ.ს. და ამას რომ ოსკარზე არ გააგზავნი და ,,საშიშ დედას" გააგზავნი აი იქ გვერხევა ერს ზოგადად 

ნანახი გაქვს საშიში დედა?

Posted by: madridman 8 Dec 2017, 02:20
George Best smile.gif
ბათუმში ვნახე.
წელს რაც ვნახე ქართულები მარტო ხიბულას ჯობია biggrin.gif

Posted by: George Best :) 8 Dec 2017, 02:25
madridman
biggrin.gif biggrin.gif :დ
ზუსტად მეც ეგრე მგონია რო საშინელება იქნება,შაბათს ვნახავ
პროსტა მე ეს ექვთიმიშვილიც არ მომწონს,გრძელი ნათელი დღეების მერე მაგრა გამიტყდა sad.gif

Posted by: Biutiful 9 Dec 2017, 03:06
ქართულად არ დაიდება ეს ფილმი ? არ მინდა ქართულ ფილმს ინგლისურად ვუყურო

Posted by: burke 9 Dec 2017, 17:12
Biutiful

მე სპეციალურად ვუყურე ინგლისურად biggrin.gif

ფანტასტიური ფილმია
ძალიან ძალიან მომეწონა smile.gif

Posted by: Andy Warhol 9 Dec 2017, 21:34
თან რაღაცა აღმოსავლეთ ევროპის ინგლისურია კატასტროფული დიქციით. rolleyes.gif

Posted by: lilu777 16 Dec 2017, 00:28
აუ ქარტულად არ დევს ეს ფილმი არსად?

Posted by: ratomac aRa 20 Dec 2017, 23:42
http://freerutor.org/504773-moya-schastlivaya-semya-2017-web-dlrip

მარა დაელოდეთ ურეკლამოს მაინც

Posted by: madridman 20 Dec 2017, 23:42
ნეტფლიქსზე დევს ქართულად ვისაც გინდათ. მარტივი რეგისტრაცაა საჭირო smile.gif

Posted by: donlego 20 Dec 2017, 23:46
ქართული ფილმი რუსული და ინგლისური გახმოვანებით მოიპოვება და ქართულად არა rolleyes.gif

Posted by: ratomac aRa 21 Dec 2017, 09:27
QUOTE
ქართული ფილმი რუსული და ინგლისური გახმოვანებით მოიპოვება და ქართულად არა 


biggrin.gif

გუშინ ქართველის ფილმი ვნახე ქარტული გახმოვანებით და სასინელება იყო, ჯობდა ისევ ფრანცისულად ყოფლიყო და ქვეტიტრები დაედოთ


Posted by: boni91 21 Dec 2017, 12:02
განსაკუთრებული არაფერი
............................................................

Posted by: (იგი) 21 Dec 2017, 14:19
ვუყურე, უცხო ენაზე ნათარგმნს. თავიდან გეხამუშება, მაგრამ აქვს ხიბლი, დისტანციას ქმნის და ცოტა სხვა მხრიდან აღიქვამ. ასე რომ, არ გამოვრთე, გავაგრძელე ყურება და ვისიამოვნე. მომეწონა მთლიანი ნამუშევარი.
განსაკუთრებული უნდა იყოს იმისთვის რომ მოგეწონოს? სულაც არა. კი, ნაცნობი თემატიკაა, საკმაოდ კარგად გადაღებული.
ქართულად რომ დაიდება კიდევ ვნახავ.


Posted by: George Best :) 21 Dec 2017, 14:41
ისე ქართველი მაყურებელი რეჟისორების 95 პროცენტს მაგრა კიდია
მტავარია უცხოეთში გაეძრონ და მაგათ მოეწონოთ
მაგიტო არის ჩვენი კინო ტრაკში

Posted by: burke 21 Dec 2017, 14:46
George Best smile.gif

QUOTE
ისე ქართველი მაყურებელი რეჟისორების 95 პროცენტს მაგრა კიდია
მტავარია უცხოეთში გაეძრონ და მაგათ მოეწონოთ
მაგიტო არის ჩვენი კინო ტრაკში


ეს მაგარი იცით ხოლმე აქაურმა ინტელექტუალებმა biggrin.gif

ტრაკში კი არა დამოუკიდებლობის მოპოვების მერე ასეთი აღმასვლა ქართულ კინოს არ ქონია არასდროს
ერთი მეორეზე უკეთესი ფილმები იდება

გრძელი ნათელი დღეები
ჩემი ბედნიერი ოჯახი
ოვაშვილის ტრილოგია
მანდარინები]
ქუჩის დღეები
8 წუთი
სანდასნსი და სხვა პატარა ფესტივალების მომგებ ფილმებზე არაფერს ვამბობ

smile.gif

Posted by: ratomac aRa 21 Dec 2017, 14:59
QUOTE
ოვაშვილის ტრილოგია


რა ტრილოგია?

Posted by: George Best :) 21 Dec 2017, 15:10
burke
შენ კინოში რაც გადის მარტო მაგ ფილმებს უყურებ და არა ყველაფერს

QUOTE
გრძელი ნათელი დღეები
ჩემი ბედნიერი ოჯახი
ოვაშვილის ტრილოგია
მანდარინები]
ქუჩის დღეები
8 წუთი
სანდასნსი და სხვა პატარა ფესტივალების მომგებ ფილმებზე არაფერს ვამბობ

ბოლო 10 წელში გადაღებული იყო აი ძაან ბევრი ფილმი,შენ კიდე მარტო ეგენი გაიხსენე,საიდანაც რამოდენიმე რბილად რო ვთქვათ საშუალო დონის ფილმია

ხო,ეს თემა 2013 წელს გავხსენი,მაგის მერე მართლა კარგი ფილმი ერთი ან ორი გადაღებული,ძაან კარგი მარტო ერთი,ისიც მოკლემეტრაჟიანი
https://forum.ge/?showtopic=34595076&st=0&hl=%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98+%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A+%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98

ლიფონავების მერე პროგრესი როა აქტია,მაგრამ 2013 წლის მერე ერთ ადგილზე ვართ გაყინული,არ გრძელი ნათელი დღეების,არც ქუჩის დღეების დონის ფილმი აღარც გადაღებულა,პახოდუ რეჟისორების უცხოელებისთვის იღებენ და არა ქართველებისთვის,ანას ცხოვრებამ რაღაც პრიზი მოიგო,მძევლებიც მოეწონათ უცხოეთში,მარა ორივე ფილმი ###ობაა


QUOTE
ოვაშვილის ტრილოგია

ამის მერე კი არ უნდა მეპასუხა სერიოზულად ისე,მაგას რო სერიოზულ ფილმებად თვლი :დ
თეთრი ცხენი
ზვიად მარტოსული
თესლი ნაშა სამეგრელოს მიყრუებულ სოფელში
up.gif

პ.ს
ინტელექტუალი თავი გაბია :დ
პ.ს.ს
შენ არ გინახავს ამ ფესტივალზე,რეებს და როგორ იღებენ ქართველები,კინოში გადის ჰაჰა სამი-ოთხი ფილმი,რომლებიც მეტნაკლებად ხარისხიანი და ეს ფონს ქმნის რო ქართული კინო არაა ტრაკში

Posted by: burke 21 Dec 2017, 15:23
ratomac aRa

QUOTE
რა ტრილოგია?


გაღმა ნაპირი
სიმინდის კუნძული
ხიბულა


George Best smile.gif

კინოს ხარისხზე მისი დაბალი ხარისხის ფილმებით კი არა კარგი ფილმებით უნდა იმსჯელო.
თორემ ეგრე ამერიკული უხარისხო ფილმები რომაა ვინ დათვლის smile.gif

QUOTE
ლიფონავების მერე პროგრესი როა აქტია,მაგრამ 2013 წლის მერე ერთ ადგილზე ვართ გაყინული,არ გრძელი ნათელი დღეების,არც ქუჩის დღეების დონის ფილმი აღარც გადაღებულა,პახოდუ რეჟისორების უცხოელებისთვის იღებენ და არა ქართველებისთვის,ანას ცხოვრებამ რაღაც პრიზი მოიგო,მძევლებიც მოეწონათ უცხოეთში,მარა ორივე ფილმი ###ობაა


პროგრესს რომ აღიარებ კარგია..
ამ ფილმზე არანაკლებია, უკეთესი თუ არა მანდარინები და ჩემი ბედნიერი ოჯახი
შენ თუ არ მოგწონს ეს სხვა საქმეა...

ზოგადად საქართველო რომ შეადარო ჩვენი ზომის ევროპულ ქვეყანას ბევრით არ ჩამოვუვარდებით.
ერთადერთი პრობლემაა ფული, თორემ ნიჭიერი რეჟისორები უკვე ბევრნი არიან
90 იანი წლების კოლაფსის მერე ძალიან, ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს

QUOTE
თეთრი ცხენი
ზვიად მარტოსული
თესლი ნაშა სამეგრელოს მიყრუებულ სოფელში


ამას რაც შეეხება, არსებობს კინოში ხერხი როცა სათქმელს მეტაფორით გამოხატავ
მაგალითად - ამარკორდში დიდი - გემი იმედია
არაჩვეულებრიც გამოფენაში თეთრი ქვა - ოცნება
და ა.შ.
ეგენი რაც ჩამოთვალე მეტაფორებია
თეთრი ცხენიც და ნაშაც, როცა ვეღარ გებულობ რაა რეალობა და რა წარმოსახვა
ოვაშვილს უყვარს სიმბოლისტიკა smile.gif



Posted by: George Best :) 21 Dec 2017, 15:32
burke
QUOTE

ამას რაც შეეხება, არსებობს კინოში ხერხი როცა სათქმელს მეტაფორით გამოხატავ
მაგალითად - ამარკორდში დიდი - გემი იმედია
არაჩვეულებრიც გამოფენაში თეთრი ქვა - ოცნება
და ა.შ.
ეგენი რაც ჩამოთვალე მეტაფორებია
თეთრი ცხენიც და ნაშაც, როცა ვეღარ გებულობ რაა რეალობა და რა წარმოსახვა
ოვაშვილს უყვარს სიმბოლისტიკა

თავი მეცხრეკლასელად,ან თეატრალურის სტუდენტად ვიგრძენი,ვინმე ძერსკი მასტი მაგ. გოგი გვახარია,კოტე ჯანდიერი,დავით ჯანელიძე ლექციას რო მიკითხავს :დ
QUOTE
ამას რაც შეეხება, არსებობს კინოში ხერხი როცა სათქმელს მეტაფორით გამოხატავ

:დ კაი კაცო
არაჩვეულებრივი გამოფენაც და ამარკორდიც გამართული ფილმებია და მანდ ყალბი პათეტიკა და სპეციალურად შემოგდებული არ არის, ოვაშვილისგან განსხვავებით
QUOTE
პროგრესს რომ აღიარებ კარგია..

მაშინ ვაღირარებდი,ახლა ისევ ერთ ადგილზე გავიყინეთ,თუმცა იმედი არის და ხანდახან ნაღდი ფილმებიც გამოერევა ხოლმე
QUOTE
ერთადერთი პრობლემაა ფული, თორემ ნიჭიერი რეჟისორები უკვე ბევრნი არიან

რეჟისორები შეიძლება ბევრი არიან,მარა ბოლომდე გამართულ კინოს ცოტა თუ დებს,მაგალითად კოღუაშვილი,სხვებს ან ამბის ბოლომდე გამართვა უჭირთ,ან რა ან რა
ან ქალია და ტვინს მიტყნავს თავისი ფემინიზმით

მამას დონის სრულმეტრაჟიანი ფილმი რო დაიდებს,პროგრესზე მერე ვილაპარაკოთ :დ

Posted by: ratomac aRa 21 Dec 2017, 15:39
QUOTE
გაღმა ნაპირი
სიმინდის კუნძული
ხიბულა


biggrin.gif

ყოველი შემდეგი რომ წინაზე უარესი იყო არა უშავს ?


Posted by: burke 21 Dec 2017, 15:44
George Best smile.gif

QUOTE
მამას დონის სრულმეტრაჟიანი ფილმი რო დაიდებს,პროგრესზე მერე ვილაპარაკოთ


დათა ფირცხალავას "მამაზე" ამბობ?
მაგაზე უკეთესი დაიდო მოკლემეტრაჟიანებში - 8 წუთი და დიდი იმედი მაქვს რომ პირველ ქართულ ოსკარსაც დადებს
"აბრაკადაბრა" biggrin.gif

შენ ითხოვ რომ ყველა ქართული ფილმი იყოს უმაღლესი ხარისხის, მაგრამ შეუძლებელია, ვერც ბულგარული, რუმინული და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნის წარმომადგენელი ვერ დაგიდებს სულ უმაღლესი დონის ფილმებს.
რაც დაიდო უმაღლესი ხარისხის ქართული ფილმები საკმარისია ჩვენი მასშტაბის ქვეყნისთვის

წელს რომ გადახედო რევიუებს ჩემი ბედნიერი ოჯახი წლის 10 საუკეთესო ფილმებში შედის
ამაზე მეტი აღიარება რაღა გინდა

QUOTE
არაჩვეულებრივი გამოფენაც და ამარკორდიც გამართული ფილმებია და მანდ ყალბი პათეტიკა და სპეციალურად შემოგდებული არ არის, ოვაშვილისგან განსხვავებით


ახლა ნუ ითხოვ ოვაშვილისგან ფელინობას და შენგელაიობას. ვერც ბელა ტარს მოთხოვ ვუდი ალენივით დამიდე ფილმიო.
აქვს ამ კაცს თავისი სპეციფიკა და ესთეტიური ხედვა.

Posted by: George Best :) 21 Dec 2017, 15:49
burke
QUOTE
მაგაზე უკეთესი დაიდო მოკლემეტრაჟიანებში - 8 წუთი და დიდი იმედი მაქვს რომ პირველ ქართულ ოსკარსაც დადებს

კაი,მოვრჩი მე :დ
ოსკარს მეც ვუსურვებ,კაი სასტავია მაგ კინოს შემქმნელები

Posted by: pisooo_piso 22 Dec 2017, 20:16
ჯერ ინგლისურად ვნახე შემდეგ ქართულად, ინგლისურად ხასიათი და იდენტობა იკარგება ქართველისათვის, ქართულს ჰქონდა ბევრად მეტი ხიბლი.
საშიში დედა სად ვნახო, ტრეილერი ვნახე და საშინლად არ მომეწონა კაფკასა და სურეალისტი ჰორორ რეჟისორების უნიჭო პლაგიატს მივამსგავსე და მინდა დავრწმუნდე.
ოსკარზე იყო მემგონი საუბარი და რომელი აირჩიეს გასაგზავნად?

Posted by: ratomac aRa 23 Dec 2017, 14:09


ეს ფილმი იცით?

Posted by: (იგი) 23 Dec 2017, 14:55
ratomac aRa
ფილმში "ჩემი ბედნიერი ოჯახი" მთავარ გმირს იუმორის შეგრძნება საერთოდ არ გააჩნია, ამ ფილმის პერსონაჟებისგან განსხვავებით.

Posted by: zanzaron3 24 Dec 2017, 19:54
შეიცავს სპოილერებს:

ჩემი აზრით ამ ფილმის მთავარი პრობლემა არის ის რომ ცდილობს დახატოს ძლიერი ქალის პორტრეტი, არადა რეალურად მთავარი გმირი შინაგანად სუსტია და პრობლემების გადაჭრის მცდელობის მაგივრად, თავს არიდებს და უბრალოდ გაურბის მათ. არ ყოფილა არანაირი მცდელობა მისი მხრიდან რომ შეეცვალა ოჯახის წევრების დამოკიდებულება. უბრალოდ დაკრა ფეხი და წავიდა ისე რომ თითქმის არ გამოუხატია თავისი უკმაყოფილების მიზეზი. სტუმრების ყოფნის დროს აივანზე გასვლა იყო მისი პროტესტის ყველაზე მწვავე გამოვლინება. გასაგებია რომ ჩხუბი არ უნდოდა მაგრამ საერთოდ არ დაუსვამს საკითხის სერიოზულობა. მოგვიანებით აღმოჩნდა რომ ლეგიტიმური მიზეზიც ჰქონია მეუღლესთან მიმართებაში მაგრამ ეს წასვლის დროს არ იცოდა და არც ეჭვი ჰქონია, შესაბამისად არ ჰქონია არანაირი გავლენა მის გადაწყვეტილებაზე. ფილმში არის ალეგორიული მეტაფორის მცდელობა როცა ახალ სახლში გიტარას აწყობს ხელახლა და "პოულობს თავის ხმას", რეალურად კი ზუსტად ეგ ვერ მოახერხა smile.gif

სხვამხრივ, ნამდვილად ტექნიკურად გამართული და კარგი ნამუშევარი ფილმია, მაგრამ მთავარი ხაზი მოიკოჭლებს.

Posted by: donlego 14 Jan 2018, 14:45

სეგიძლიად იხილოთ
ქართული ფილმი ქართულად

Posted by: Solveig 15 Jan 2018, 02:43
donlego

არ იხსნება

3030300303

* * *
ratomac aRa

"ოჯახი" ჰქვია smile.gif

ძალიან კარგი ფილმია.. ვერიკო ანჯაფარიძემ მანდ ითამაშა თავისი ბოლო კინოროლი.

ლია ელიავა, ქეთი აბულაძე, ლიკა ქავჟარაძე... აწმყოს და წარსულის ლამაზი ქალების მთელი თაიგულია შიგ.

Posted by: donlego 15 Jan 2018, 09:56
Solveig
წამიშალეს
rolleyes.gif

Posted by: ratomac aRa 15 Jan 2018, 15:55
Solveig

ჰო ეგ ვიცი, ისე ვიკითხე


Posted by: donlego 17 Jan 2018, 16:02
Solveig
https://wetransfer.com/downloads/9cb03b08af74d75014abcc09e8a5fb6a20180117090522/8c97250f89b917cccbbd76988f140ddb20180117090523/e0789d

Posted by: Augusto Pinochet 17 Jan 2018, 18:41
უმაღლესი პილოტაჟია. ძალიან ძალიან მაგარი.
გრძელი ნათელი დღეები ძაან კარგი იყო, მაგრამ ეს კიდევ ერთი საფეხურით მაღლა ავიდა. იმდენად გამისწორდა რომ მეორედ ვუყურე დღეს.
"შემთხვევითი პაემნებთან" ერთად დამოუკიდებელი საქართველოს საუკეთესო ფილმად მიმაჩნია. ერთადერთი ფილმი, რომელსაც ამათ დონეზე და გვერდით დავაყენებდი არის მოკლემეტრაჟიანი ფილმი "მამა", დათა ფირცხალავასი (უნიკალური თემატიკის ფილმია ქართულ სინამდვილეში).
ექვთიმიშვილი და კოღუაშვილი ამ ეტაპზე საუკეთესოები არიან ჩვენთან. აშკარად.
ნანას ფილმებში, რაც დავიჭირე ისაა, რომ ყურების მერე რაც მეტი დრო გადიოდა მით უფრო და უფრო ვხვდებოდი რა მხეცი ფილმი იყო. ორივე ფილმზე ეგრე იყო.

აგერ არის ტორენტი. სუბტიტრებიც აქვს, თუ არაქართველ მეგობარს გინდათ აჩვენოთ.

http://m.thepiratebay.org/torrent/19661202/My+Happy+Family+2017+Movies+DVDRip+x264+ESubs+AAC+%2BSample+☻rDX☻

Posted by: ratomac aRa 17 Jan 2018, 20:28
Augusto Pinochet

რომ არ ხსნის მაგ ლინკს?

მოდი ფაილი გადმოწერე და მერე სადმე ატვირთე გადმოსაწერად

Posted by: Augusto Pinochet 17 Jan 2018, 20:34
ratomac aRa
აბა ეხლა ნახე

https://thepiratebay.org/torrent/19658291/My.Happy.Family.2017.DVDRip.x264-BiPOLAR[EtMovies]

Posted by: donlego 17 Jan 2018, 20:59
ratomac aRa
პმ ში გამოგიგზავნე ლინკი

Posted by: Andy Warhol 17 Jan 2018, 21:26
donlego
https://rarbgunblock.org/torrent/uwb7y8d ეს არის 1080p Web ხარისხში ინგლისურ ენაზე.
ვისაც შეუძლია ის ქართული აუდიო ამას რომ დაადოს იქნება სუპერ !!! smile.gif

Posted by: LOLZ 17 Jan 2018, 21:34
donlego
მეც გამომიგზავნე თუ კიდევ გაქვს jump.gif

Posted by: donlego 17 Jan 2018, 22:12
Andy Warhol
ხანგძლივობა არ ემთხვევა
ბევრი ჩალიჩი უნდა

Posted by: ratomac aRa 17 Jan 2018, 22:14
donlego

ეგ და ის ტორენტი იგივეა?


Posted by: Solveig 17 Jan 2018, 22:17
ჯერ კინოთეატრებში და შემდეგ ტვ-ში ჩვენების მერე ყველა ფილმი დაიდო ონლაინ და, ეს ფილმი რა გამონაკლისი გახდა . ნეტავ, ოსკარზე ხომ არ უპირებენ გაგზავნას?

Posted by: donlego 17 Jan 2018, 22:27
ratomac aRa
ჩემი გამოგზავნილი ქართულადაა და ეს ტორენტი ინგლისურად
ქართული ფილმის პირობაზე ნორმალური ხარისხია საყურებლად
55 ინჩიან ტვ ში ვუყურე და არ იყო ცუდი სანახავი
ხმა სუფთად ისმის
user posted image
user posted image
* * *
LOLZ
https://forum.ge/?showtopic=34936749&view=findpost&p=52014314
აქედან გადმოწერე

Posted by: ratomac aRa 17 Jan 2018, 22:34
Solveig

არა მაგ დრომ ჩაიარა უკვე, ისე საშიში დედა იყო შერჩეული

donlego

მაშინ მაგას ვნახავ, ინგლისური რად მინდა

Posted by: LOLZ 18 Jan 2018, 00:05
donlego
ღრმადლობა პატივცემულო smile.gif

Posted by: Augusto Pinochet 18 Jan 2018, 00:19
არაა ინგლისურად ტორენტი. ქართულადაა. ინგლისური სუბტიტრები აქვს, რომელსაც სურვილისამებრ გამოურთავ. კარგი ხარისხია.

Posted by: Gambler_ 18 Jan 2018, 00:22
Augusto Pinochet

შემთხვევითი პაემნები ?
არაა

ეს და ''მოირა'' როგორც ბარსა-რეალი

''გრძელი ნათელი დღეები'' - ატლეტიკო

Posted by: Augusto Pinochet 18 Jan 2018, 00:52
Gambler_
არაა მაგ საიტზე სამწუხაროდ sad.gif არადა თითქმის ყველა ფილმია საერთოდ. კინოკლუბი მაქვს სკოლის მოსწავლეებისთვის და მაგ საიტს ვიყენებ.
სუბტიტრები აქვს, კარგი ხარისხია, ყველა ფილმი დევს ხოლმე. ქართულ ფილმებს საერთოდ ვერ ვნახულობდი ვერსად და მაგათაც მანდ მივაკვლიე.
უკვე 4 ქართული ფილმი ვაჩვენე.
შემთხვევითი პემნებიც მქონდა გეგმაში და გული დამწყდა რო არ არის.
იმედია სადმე ვიპოვი
QUOTE
ეს და ''მოირა'' როგორც ბარსა-რეალი

არ მაქვს მოირა ნანახი

Posted by: littlemiss 18 Jan 2018, 06:34
გადასარევი იყო.
აღარ მახსოვს ბოლოს როდის არ გადავახვიე ან არ გავთიშე ქართული ფილმი.
დაძაბული ხარ ყურებისას რადგან თვლი რომ იმ კადრებში შენც ხარ მოქცეული.
თანამედროვეობის და სტერეოტიპების ნაზავია და პერსონაჟი რომელიც იმდენად არარეალურია ჩვენი რეალობისთვის რომ აღფრთოვანებას იწვევს.

გეღიმება,შენ გარემოცვაზე ფიქრობ და გინდა დაიჯერო რომ ასეთი რამ არ დაგემართება და სახლიდან გაქცევა არ მოგიწევს.
კიდევ იმაზეა ყურადღება გამახვილებული თუ რა ზეგავლენა აქვს სოციუმს და როგორი მნიშვნელოვანია მისი გაკვეთა!!

კარგი იყო.
რისპექთ მსახიობებს.

Posted by: donlego 18 Jan 2018, 09:50
https://wetransfer.com/downloads/9cb03b08af74d75014abcc09e8a5fb6a20180117090522/8c97250f89b917cccbbd76988f140ddb20180117090523/e0789d
ხარისხის სანახავად გადმოწერეთ http://sendfile.su/1392237
user posted image
user posted image
სრული ფილმი ინგლისურად https://rarbgunblock.org/torrent/uwb7y8d
ხარისხის სანახავად გადმოწერეთ http://sendfile.su/1392236
user posted image
Augusto Pinochet
QUOTE
არაა ინგლისურად ტორენტი

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «







Posted by: Augusto Pinochet 18 Jan 2018, 11:04
donlego
ჩემ დადებულ ტორენტს ენს საერთოდდ არ უწერია მგონი.
https://thepiratebay.org/torrent/19658291/M...ip.x264-BiPOLAR
გუშინ გადმოვწერე და ვუყურე.
როგორმე ისე არ გამოვშტერებულვარ ქართული და ინგლისური ვერ გავარჩიო givi.gif

Posted by: donlego 18 Jan 2018, 13:52
Augusto Pinochet
QUOTE
როგორმე ისე არ გამოვშტერებულვარ ქართული და ინგლისური ვერ გავარჩიო

https://rarbgunblock.org/torrent/uwb7y8d
ეს ვიგულისხმე givi.gif
* * *
QUOTE
https://thepiratebay.org/torrent/19658291/M...ip.x264-BiPOLAR

ერთიდაიგივე ფაილია ვისაც ტორენტით ეზარება გადმოწერა https://wetransfer.com/downloads/9cb03b08af74d75014abcc09e8a5fb6a20180117090522/8c97250f89b917cccbbd76988f140ddb20180117090523/e0789d

Posted by: iliax 21 Jan 2018, 16:21
კარგი ფილმია გრძელი ნათელი დღეებივით თითიდან არ არის გამოწოვილი.

Posted by: BELIEVE 23 Jan 2018, 13:05
თავიდან კარგად დაიწყო, ასგარ ფარჰადის სტილს მივამსგავსე, კონკრეტულად "გაყრას" მაგრამ მერე საწვავი აღარ ეყო რო განევრცო სიუჟეტი, თუნდაც მასწავლებლობის მომენტი, სკოლის სიტუაცია გამოეყენებინა ან რაიმე ისეთი რაც ათასჯერ არ დაღეჭილა და ნახულა. ისევ ზოგად სტერეოტიპებს და პერსონაჟებში ნაცნობი ტიპაჟების შექმნას მიაწვდნენ, საბოლოოდ ჩვეულებრივი, ნაკლებად ეპატაჟური "ჩემი ცოლის დაქალები" გამოუვიდათ. სამწუხაროა, არადა პოტენციალი ბევრად მეტის იყო. რაც მართლა აღსანიშნავია ია შუღლიაშვილმა მართლა კარგად ითამაშა, მშვენივრად იტვირთა მთავარი პერსონაჟის როლი.

Posted by: merciamercia 24 Jan 2018, 23:50
ეს ფილმი დევს სადმე პირდაპირ რომ ვუყურო და გადმოწერა რომ არ მომიწიოს?

Posted by: donlego 18 Feb 2018, 12:39
სრული ფილმი ქართულად
https://wetransfer.com/downloads/63ae699f753c2aba8bb70c6c0eb896a620180218080203/e9e683e84bbbb08d8085761d7068029120180218080203/8a28e1?utm_campaign=WT_email_tracking&utm_content=general&utm_medium=download_button&utm_source=notify_recipient_email

Posted by: Mikerson 26 Mar 2018, 18:19
კიდევ არ დაიდო არსად? ან რომელიმე არხზე ხო არ გაუშვიათ? მაივიდეოზე გადავახვევდი და ვნახავდი

Posted by: Outdoor 7 May 2018, 05:55
აუუ ქართულად მინდა ან გადმოვიწერო ან ვუყურო ინგლისური ტეხავს რაა -მუღამი არ აქვს

და ეს ლინკები სულ მკვდარია user.gif

Posted by: Gianni 8 Feb 2019, 20:46
ამ ფილმის ჩვეულებირვი მოკვდავთათვის გამოშვლას არ დაადგა საშველი?


არსად დევს?

Posted by: Scoorp 8 Feb 2019, 22:07
Gianni

რუსთავი 2-ზე აჩვენეს შაბათს

Posted by: boni91 8 Feb 2019, 22:08
მე ინტერნეტში ვუყურე წინა წელს
აიღეს ყველგან?

Posted by: DATOIA 11 Feb 2019, 16:23
გუშინ ვუყურე ნეტფლიქსზე, დიდი არაფერი, მეტს ველოდი user.gif

დოკუმენტური უფროა სხვა ამ ბოლო 10-15 წელიწადში გადაღებული ფილმებივით gigi.gif

დღეები-ღამეების "წყნეთის" ფილმს ჰგავს რაღაცით, შეიძლება ისიც ამ რეჟისორმა გადაიღო, ხზ.. boli.gif

Posted by: Andy Warhol 12 Feb 2019, 03:19
აქ დევს ქართულად

https://rarbggo.org/torrent/5fdhurb

Posted by: Liio 20 Mar 2019, 14:59
ნეტფლიქსზე დევს.მე ძალიან მომეწონა, მშვენივრად არის ქართული რეალობის პრობლემები გადმოცემული. 3 თაობა რომ ცხოვრობს ერთ ოჯახში, 40 წლის ბავშვები და პირადი სივრცის არარსებობა

Posted by: libero 23 Mar 2019, 07:26
https://ufile.io/igys5
ქართულად.
დვდ.

გადმოწერეთ და ისიამოვნეთ.



კარგი ფილმია, მომეწონა ძალიან, ბოლოში ტიტრების დროს რომ მღერიან ცოლ-ქმარი დაგლიჯა.

user posted image

Posted by: ratomac aRa 23 Mar 2019, 10:39
QUOTE
დვდ


867.3 MB ??

Posted by: libero 23 Mar 2019, 17:28
QUOTE (ratomac aRa @ 23 Mar 2019, 10:39 )
QUOTE
დვდ


867.3 MB ??

909,5 MB (909463220 bytes)

////////////////////////////////

Posted by: DaNy 22 Jul 2019, 01:01
შეუძლია ვინმეს ქართული ვერსიის გადმოსაწერი ლინკი დადოს?

წინა გვერდები შევამოწმე, მაგრამ ყველა ლინკი მკვდარი იყო.

დიდი მადლობა.

Posted by: ფრენოლოგი 16 Aug 2019, 01:08
QUOTE
შეუძლია ვინმეს ქართული ვერსიის გადმოსაწერი ლინკი დადოს?

წინა გვერდები შევამოწმე, მაგრამ ყველა ლინკი მკვდარი იყო.

დიდი მადლობა.


same

დადეთ ვინმემ მუშა ლინკი რა


Posted by: DaNy 16 Aug 2019, 02:30
QUOTE (ფრენოლოგი @ 16 Aug 2019, 01:08 )
QUOTE
შეუძლია ვინმეს ქართული ვერსიის გადმოსაწერი ლინკი დადოს?

წინა გვერდები შევამოწმე, მაგრამ ყველა ლინკი მკვდარი იყო.

დიდი მადლობა.


same

დადეთ ვინმემ მუშა ლინკი რა

https://wetransfer.com/downloads/65fe25f1cca1042d0bc1457dc4c96d9f20190815222032/adc9a1c9e7d1baabe7b17e6c7912d29b20190815222032/2768f7https://wetransfer.com/downloads/65fe25f1cca1042d0bc1457dc4c96d9f20190815222032/adc9a1c9e7d1baabe7b17e6c7912d29b20190815222032/2768f7

Posted by: ბარბოსა 17 Jan 2022, 22:51
არ დევს ეს ფილმი არსად?

Posted by: overlorder 17 Jan 2022, 23:05
ბარბოსა

ტორენტებზე დევს. რუტრაკერზე ნახე.

Posted by: СергейМавроди 26 Oct 2023, 16:18
მეც მინდა ამის ნახვა

უფასოდ არსად არა?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)