Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ლიტერატურა > საყვარელი ფრაზები ლიტერატურაში


Posted by: Homo_Sapiens14 6 Aug 2015, 01:52
ესეც ახალი თემა.. war.gif

არავინ იკისრა და გავხსენი. : )))

http://forum.ge/?f=18&showtopic=33958802&st=0
http://forum.ge/?f=18&showtopic=34268962
http://forum.ge/?f=18&showtopic=34442891
https://forum.ge/?f=18&showtopic=34514469

http://www.radikal.ru

Posted by: livets-spil 7 Aug 2015, 10:25
"Ничего ему не нужно было, кроме покоя,
кроме конца,
ничего ему не хотелось,
хотелось только остановить и уничтожить это вечно вертящееся колесо,
эту бесконечную вереницу картин.
Он хотел остановить и уничтожить себя самого..."
Г.Г

Posted by: ვივიანა 20 Aug 2015, 11:08
არც სულ სიცოცხლე ვარგა, არც სულ სიკვდილი. როდესმე ერთიც მოგბეზრდება და მეორეც. თანაც ვინ იცის, ან თუ იცის, საიდან იცის სიცოვხლე რომ სჯობია სიკვდილს. მესამე გზა არ არსებობს- ან ცოცხალი უნდა იყო ან მკვდარი.

Posted by: nini gogo 20 Aug 2015, 14:35
ნამდვილი სიმამაცე ისაა, როცა წინასწარ დარწმუნებული ხარ შენი წამოწყების წარუმატებლობაში და მაინც, ყველაფრის მიუხედავად, იღწვი, იღწვი და ბოლომდე მიგყავს ის. იშვიათად თუ მოიპოვებ სრულ გამარჯვებას, მაგრამ ხანდახან მაინც ხომ მიაღწევ საწადელს.

========

სანამ ადამიანებთან მორიგებაზე ვიზრუნებ, ჯერ საკუთარ თავს უნდა მოვურიგდე.

არის ერთი რამ, რაც უმრავლესობის მიერ დაკანონებულ შეხედულებებს არ ექვემდებარება, ესაა სინდისი.

========

ადამიანებს არაფრით არ უნდათ შეიგნონ, ერთი ძალიან უბრალო რამ, რომ მე სწორედ იმიტომ ვცხოვრობ ასე, რომ ასე მინდა ცხოვრება.

========


შენ ვერასოდეს გაუგებ კონკრეტულ ადამიანს, თუ სამყაროს მისი თვალით არ შეხედავ.


ჰარპერ ლი


Posted by: oxunji pirveli 21 Aug 2015, 12:06
ის კი არ არის ძლიერი, ვინც ტალახში არ ჩავიდა, არამედ ის, ვინც ჩავიდა და სუფთად გაიარა.

აკაკი ბაქრაძე

Posted by: nini gogo 21 Aug 2015, 15:04
oxunji pirveli
love.gif love.gif 2kiss.gif

მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული,
ჰოი, ოხუნჯო, გამიკრთა მე ძილი და შვება!
შენს ძარღვის ცემას მე ყურს ვუგდებ სულგანაბული,
ღამე თენდება ეგრეთ ჩემი და დღე ღამდება.

biggrin.gif wink.gif

იმის შეგრძნება , რომ ვიღაც გიყვარს და მასაც უყვარხარ, ყოველდღიურობასაც
კი გითბობს დ ნაირ-ნაირ ფერებში სახავს.


ოსკარ უაილდი

Posted by: oxunji pirveli 21 Aug 2015, 19:34
nini gogo

ჩემი უთბილესი გოგო biggrin.gif love.gif 2kiss.gif




იქ სადაც შენ არ ხარ, სიცოცხლეც არ სუფევს.

დანტე გაბრიელ როსეტი

Posted by: ვივიანა 22 Aug 2015, 15:25
"ღმერთთან სალაპარაკოდ ყველას თავისი განსაკუთრებული, გასაიდუმლოებელი ენა გააჩნია, სიცოცხლესავით მარტივი, პურივით აუცილებელი, სიკვდილივით უკიდურესი და სიყვარულივით გულუბრყვილო."

Posted by: giomode1 22 Aug 2015, 15:38
ფორუმზე ახალი ვარ და ვინმემ მითხარით სურათი ვიდეო ნა რამე მსგასი როგორ დავპოსტო და ჩემივე პოსტი როგორ წავსალო გთხოვთ <3

Posted by: Xolmc 25 Aug 2015, 00:11
http://rohval.tumblr.com/


შემოიხედეთ ფრაზებით ვარ სავსე ^_^

Posted by: nini gogo 25 Aug 2015, 20:36
არსებობს სულიერი ბედნიერების ორი სახეობა: სულის სიმშვიდე (სუფთა სინდისი) და ყოველთვის მხიარული გული. პირველი შედეგია უდანაშაულობის შეგნებისა, მეორე – ბუნების საჩუქარია.

კანტი

Posted by: livets-spil 13 Sep 2015, 21:28
[]Я имею в виду, что в моем сознании есть нечто, что отравляет все остальное.[]

В. Н.

Posted by: Tom Creo 15 Sep 2015, 20:16
Ты должен быть добрым, черт побери.


К. В.


Posted by: nini gogo 21 Sep 2015, 18:48
ერი არ მოკვდება, თუ თავს არ მოიკლავს.


==============

გონივრულ დოზებში სრულყოფილებისაკენ მისწრაფვა ხეირის მომტანია, გადაჭარბებული რაოდენობით იგი მოგიბრუნდება შენს წინააღმდეგ. გახსოვდეს იმის შესახებ, რომ პრინციპში სრულყოფილება მიუღწეველია, არც შენში, არც გარშემო მყოფ სამყაროში. გიხაროდეს, თუ კი შენ შეძელი რაიმის შეცვლა უკეთესობისაკენ შენში ან შენს გარშემო, მაგრამ ნუ შეწუხდები იმის გამო, რომ იდეალი მიუღწეველია ან მიღწევადია მხოლოდ ხანმოკლე დროით.

===============

როგორც არ უნდა ვეცადოთ, ბუზები ზაფხულობით იქნებიან.



===============

სარეველა არის მცენარე, რომლის ღირსებებიც ჯერ არ შეგვიცნია.


===============
მიბაძვა დედანს არ აღემატება. მიმბაძველი განწირულია: უიმედო საშუალო დონეს თავს ვერ დააღწევს....

რალფ უოლდო ემერსონი

Posted by: ვივიანა 25 Sep 2015, 01:32
მთავარი უბედურება კი ისაა, თავად რომ არის ადამიანი ყველაფერში დამნაშავე, თავად არის საკუთარი თავის მტერი, იმიტომ რომ, მთელი სიცოცხლე გაორებულია, გაორებული კი არ არის, ყველაფერი ორი აქვს მომადლებული ბუნებისგან, არა მარტო ფეხი, ხელი, თვალი და ყური – ფიქრიც, მიზანიც, თვალსაზრისიც, სურვილიც… მდინარესავით ორ ნაპირს შორის მიედინება სულ, გაჩენის დღიდან, და აქამდე არ იცის ვერ დაუდგენია, რომელი ურჩევნია, რომელ ნაპირს მიეტმასნოს უფრო მეტად, რომელს მიეხეთქოს მთელი ძალით, რომელს მიეფეროს და რომელს გაულაწუნოს მღვრიე ტალღა სილასავით.

Posted by: nini gogo 27 Sep 2015, 21:19
"ცხოვრებას თავისთავად აზრი არ გააჩნია. ჩვენ ვაძლევთ მას აზრს საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე, მისი ღირებულება სხვა არაფერია თუარა ის არჩევანი, რომელითაც ვანიჭებთ ჩვენ ცხოვრებას მნიშვნელობას."


ჟან-პოლ სარტრი.

Posted by: nutsiko 28 Sep 2015, 00:11
,,წიგნების დაწვაზე უარესი მათი არწაკითხვაა".

რეი ბრედბერი.
,,451 ფარენჰეიტი".

ჰოდა, ვკითხულობ და ვკითხულობ.


Posted by: Tom Creo 29 Sep 2015, 16:50
Когда человеку семнадцать, он знает всё. Если ему двадцать семь и он по-прежнему знает всё - значит, ему всё ещё семнадцать. Р. Бредбери
* * *
Верные слова не изящны. Красивые слова не заслуживают доверия. Добрый не красноречив. Красноречивый не добр. Знающий не доказывает, доказывающий не знает.


Лао Цзы

Posted by: მარიამ_მ 3 Oct 2015, 14:21
-და როგორ ახერხებ ლაპარაკს თუ ტვინი არ გაქვს? -იკითხა დოროთიმ.
-არ ვიცი - უპასუხა საფრთხობელამ - მაგრამ მათ, ვისაც ტვინი არ ააქვს , ძალიან უყვართ ლაპარაკი.


Posted by: Estrella 7 Oct 2015, 21:40
"...ჩემს ნაცნობებში ისეთი არავინ მეგულება, ცხოვრებაში ერთი ადამიანის მოშორების სურვილი მაინც არ გასჩენოდეს. შეიძლება კაცი ისე მოკვდეს, რომ არავინ არაფერი დაუშავოს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ასეთ აზრებს გულშიც არ ივლებს. ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეუჩნდება ხოლმე ვინმეს მოკვლის ჟინი, უბრალოდ, სანამ საჭიროებას არ წააწყდება, ამას ვერ გრძნობს. ჰგონია, რომ ადამიანს ვერ მოკლავს. არადა, ეს მხოლოდ შემთხვევის ამბავია. ზოგჯერ ერთი ხელის აქნევაც კი კმარა, რომ წყობიდან გამოხვიდე. ყველაზე წესიერი ადამიანისგანაც კი შეიძლება საშინელებამ ამოხეთქოს, თუ უადგილო ადგილას და უდროო დროს ამოყო თავი ან თუნდაც პატარა შელაპარაკება მოუვიდა...."

საყვრელი ფრაზები არ მაქვს, არც ესაა საყვარელი, უბრალოდ მომეწონა... არ ვიცი წინ რა მელის, დასაწყისში შემხვდა და ...მენიშნა. smile.gif

Posted by: livets-spil 8 Oct 2015, 12:52
Я свободен: в моей жизни нет больше никакого смысла -все то, ради чего я пробовал жить, рухнуло, а ничего другого я придумать не могу.

Ж-П. С

Posted by: wild-moon 16 Oct 2015, 03:35
- კვლავაც ასე განაგრძეთ, - თავი დაუქნია სეტემბრინიმ. - ასეთ ხასიათს ნამდვილად შეგიქებდით. შემეცნებისა და აზრის გამოხატვის გამბედაობა, აი, ეს არის ლიტერატურა, ეს არის ჰუმანიზმი...

Posted by: nini gogo 22 Oct 2015, 13:03

როცა ხალხი ამდენ მამაცობას სჩადის ქვეყნისთვის, წუთისოფელმა ისინი უსათუოდ უნდა მოკლას და გასტეხოს და ჰკლავს კიდეც. წუთისოფელი ყველასა სტეხს და ბევრს მერე ეს გადატეხილი ადგილი უფრო უმაგრდება. ვისაც ვერ გასტეხს, ჰკლავს ხოლმე. განურჩევლად ჰკლავს ყველაზე კეთილებს, ყველაზე ნაზებსა და ყველაზე მამაცებს. თუ არცერთი არა ხარ, არხეინად ბრძანდებოდე. მაინც მოგკლავს, ოღონდ ისეთი აჩქარებით არა.

===========

ომს გამარჯვებით ვერ მოიგებ.

==========


როცა ბევრი გაზეთი გაქვს, ვერ წაიკითხავ ინტერესით.



ერნესტ ჰემინგუეი

Posted by: Panic-Attack 24 Oct 2015, 16:50
"საბოლოოდ, ყველანი იმ წარმოდგენას ვემსგავსებით, რომელიც ხალხს ჩვენ შესახებ აქვს"
ხორხე ლუის ბორხესი

Posted by: nini gogo 24 Oct 2015, 23:22
რაც ადამიანი არსებობს, სიკეთე და ბოროტებაც არსებობს, თანაც გვერდიგვერდ. მაგრამ ბოროტება ისე ხმაურობს, ხანდახან ფიქრობ, ქვეყნად მარტო ის არისო. არადა, სამყაროს ჩუმი სიკეთე მართავს, - მერე რა, რომ ხშირად შეუმჩნეველი რჩება...
ყველა ადამიანშია სიკეთისა და ბოროტების მარცვალი, მთავარი ისაა რომელს მისცემს. გაღვივების უფლებას. უდიდესი მეცნიერებაა, იყო ბრძენი, ხოლო უდიდესი სიბრძნეა, იყო კეთილი. ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაგვარჩენს. სიკეთე სიკეთის კეთებასაც სიბრძნე სჭირდება. კეთილი ის კი არ არის, ვინც სიკეთეს აკეთებს, არამედ ის – ვისაც ბოროტების ქმნა არ შეუძლია...

(ჭაბუა ამირეჯიბი)
===========


Posted by: Mr_Eisenheim 25 Oct 2015, 22:14
"სიკვდილი ერთადერთი პაემანია, რომელიც თქვენს ორგანაიზერში წინასწარ ვერ ჩაინიშნება"

99 ფრანკი

Posted by: iBEST 26 Oct 2015, 01:12
ღმერთს შუბლი შეუკრავს, მოღუშულა... მართლაც, როგორი ამბავია, ტალახიდან შექმნა,

ის კი აგიხტეს, კრიჭაში ჩაგიდგეს... არ მომწონს, არ გეთანხმები, მეტი მინდა, უკეთესის ღირსი ვარო.

მაგრამ ღმერთი კი არ გაბრაზებულა... შესცოდებია გაუმაძღარი ტალახი.

Posted by: littlemiss 31 Oct 2015, 05:34
"იქნებ ვიქტორი მართალია? იქნებ დაბადებიდან ვარ შეყვარებული. თითქოს ასეცაა,სიყვარულის გრძნობა წინ უსწრებს,სიყვარულის ობიექტს.უფრო მეტიც,სწორედ ჩემმა სიყვარულმა შვა ეუხენია,გამოიხმო იგი,პირველქმნილი ბურუსიდან.მაინც რა არის სიყვარული?ვინ განსაზღვრა მისი არსი?სიყვარული რომ განსაზღვრო,კიდეც გაქრება. გაცნობა უფრო გვიან ხდება ხოლმე.სიყვარული წინ უსწრებს გაცნობას,გაცნობა სიყვარულს კლავს.ჩვენ არ გვსურს ის,რაც არ ვიცით."
ბურუსი.

Posted by: Stalker563 1 Nov 2015, 00:02
“ვინც წარსულს აკონტროლებს, აკონტროლებს მომავალს”


---------------------------------------------


"Разум есть способность использовать силы окружающего мира без разрушения этого мира"

"Каждый за себя, один бог за всех."

Posted by: nini gogo 1 Nov 2015, 12:36
ერთადერთი მოძღვრებაა კაცთა კრებულის საბედნიეროდ და რომელიც გვასწავლის: ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის, შენც იცხოვრე და სხვაც აცხოვრეო. ეს მცნება ურომლისოდაც ვერა კრებული, ვერა საზოგადოება, ვერა ერი ვერ ჰხეირობს, შესაძლოა კაცმა დროთა ხელშეწყობით გასთელოს, მოშუშოს, მაგრამ ძირი მაგარი აქვს, როცა იქნება ამოხეთქავს და თავისას მოითხოვს უნაკლულოდ. თუ ადამიანი თავისს თავს კაცად ჰხადის, სხვასაც უნდა კაცად იგულოს, თორემ თვითვე გაიჭყლიტება და გაითელება თავისისავე მოძღვრებისაგან. დრო და ჟამი არავის შეარჩენს უსამართლობას, სხვის ჩაგვრას და თელვას.
… ადამიანისათვის სულ ერთია, ცალკე კაცი ჰლახავს ადამიანურს უფლებას, თუ რაზმად დაწყობილი კრებული ორგანვე სამართლიანია მდურვა და ყვედრება, თუკი დათრგუნვილ უფლების აღსადგენად იღვწიან და იბრძვიან. საკვირველი ეს ღვაწება და ბრძოლა კი არ არის ჭკუათამყოფელ კაცისათვის, არამედ უამისობა იქნებოდა, იმიტომ რომ ლახვა სხვის უფლებისა, მერე იმისთანისა, რომელიც ბუნებითად მინიჭებული აქვს ყოველს ადამიანს, შეუწყნარებელია და დაუზოგველად განსაკითხავი ყოველგან და ყველასგან.

შენც იყავ და მეც მამყოფე, განა ბუნებური და სამართლიანი სურვილი არ არის?


ილია ჭავჭავაძე

Posted by: ZGarb1 1 Nov 2015, 20:12
ცივილიზაცია სრულყოფას ვერ ეღირსება, ვიდრე უკანასკნელი ეკლესიის უკანასკნელი ლოდი ქვეშ არ მოიყოლებს უკანასკნელ მღვდელს და დედამიწა ამ მანკიერი ხროვისგან არ გათავისუფლდება. - უმბერტო ეკო

Posted by: Datvlas_vin_gtxоvs 3 Nov 2015, 22:21
ხევსურები რო უწყრებიან ქეთელაურს
- რას ამბობ ქისტის ცხონება
სად გაგონილა რჯულადა
და ალუდა პასუხობს
- მით ვაქებ ვაჟკაცობასა
არ იყიდება ფულადა

bis.gif

და სტუმარ'მასპინძელში ჯოყოლას სიტყვები, სახლში რო სტუმარს გაუთოკავენ

Posted by: FJ70 3 Nov 2015, 23:46
В наше время люди узнают о том, что они думают, по телевизору.

პელევინი Generation П

Posted by: Tom Creo 5 Nov 2015, 22:36
,,ჩვენ ყველანი მარადიულად ვიცხოვრებთ იმის მიუხედავად, ხანდახან მკვდრად თუ მოვეჩვენებით ვინმეს."

ვონეგუტი
,,სასაკლაო #5”

Posted by: nini gogo 6 Nov 2015, 00:01

შემთხვევითობა არ არსებობს! ყველაფერი გამოცდაა, ან დასჯა, ან ჯილდო, ან კიდევ წინასწარჭვრეტა.(ვოლტერი)

=======

ყოველი ადამიანი დამნაშავე იმ სიკეთის გამო, რომელიც მან არ გააკეთა.(ვოლტერი)





Posted by: Estrella 26 Nov 2015, 15:02
''...მე კეთროვანი ვარ. არც იქით ვარ და არც აქეთ. არც მკვდრებს ვუნდივარ და არც ცოცხლებს. დედები თავიანთ ურჩ პატარებს ჩემით აშინებენ. ბავშვები ქვებს მესვრიან. ხელოსნები სათოფეზე არ მიკარებენ, ემანდ, არ დაგვთარსოს ამ შავ დღეზე გაჩენილმაო. ორსული ქალები თვალს რომ მომკრავენ, სახეს მარიდებენ, მახინჯი შვილები რომ არ გაუჩნდეთ.
არადა, თავად უფრო ვცდილობ თავი ავარიდო ყველას. სულაც არ მჭირდება მათი სიბრალულით სავსე მზერა...
ჯერ კანი იწყებს შეცვლას: მუქდება და უხეშდება. მერე მხრებზე, მუხლებზე, ხელებსა და სახეზე ლაყე კვერცხისფერი ლაქები ჩნდება.
თავიდან ყველაფერი გეწვის და გტკივა, მაგრამ მერე როგორღაც გიყუჩდება ტკივილი ან თავად ხდები უგრძნობელი...
~ ~ ~
...წელიწადში ერთხელ ადამიანები ზურგს არ აქცევენ მათხოვრებს. პირიქით, ეძებენ. თანაც რაც უფრო დაბეჩავებულია ადამიანი, მით უფრო ხელსაყრელია მათთვის. ამ დროს ისე სჭირდებათ გულუხვობითა და ქველმოქმედებით თავის გამოჩენა, რომ მარტო გულუხვობითა და ქველმოქმედებით კი არ კმაყოფილდებიან, იმ ერთი დღით ლამის შეგვიყვარონ კიდეც...
~ ~ ~
...მონეტებთან ერთად კალთაში რამდენიმე ხმელი ფოთოლიც ჩამივარდა. ნეკერჩხალს უკვე ცვიოდა მოწითალო-ოქროსფერი ფოთლები და რადგან იმ დღეს ძლიერი ქარი ქროდა, ჩემს ჯამში უამრავი ხმელი ფოთოლი აღმოჩნდა. თითქოს ხეც მოწყალებას იღებდა ჩემთვის...
უცებ მივხვდი, რომ ამ ნეკერჩხალსა და მე ბევრი რამ გვქონდა საერთო.ფოთოლცვენის დროს ხე ბოლო საფეხურზე მყოფ კეთროვნსა ჰგავს, რომლესაც უკვე სახსრები ეშლება. მე შიშველი ხე ვარ. ჩემი კანი, შიგნეულობა და სახე თანდათან იშლება. ყოველდღიურდ მტოვებს სხეულის თითო ნაწილი. ოღონდ ეგ არის, ნეკერჩხლისაგან განსხვავებით, მე აღარასოდეს დამიდგება გაზაფხული, აღარასოდეს გავიკვირტები, არ ვიყვავილებ. რასაც ვკარგავ, სამუდამოდ ვკარგავ..."

Posted by: Estrella 28 Nov 2015, 20:52
"...ბევრი ფიცი და მტკიცი არ სჭირდება იმას, რომ საროსკიპოებიც უხსოვარი დროიდან არსებობს და ჩემისთანა ქალებიც. მაგრამ ერთი რამ მაოცებს: ადამიანებს რომ ჰკითხოთ, ქალი ამ ხელობისთვის არ ემეტებათ, არადა თუ მოინანიე და ცხოვრების ხელახლა დაწყება მოინდომე, გასაქანს არ გაძლევენ. თითქოს გეუბნებიან: "თქმა არ უნდა, ცოდო ხარ, ასე რომ გაისვარე და დაეცი, მაგრამ სხვა გზა არა გაქვს, სამუდამოდ იმ ლაფში უნდა დარჩე...
~ ~ ~
...-ქალწული ხარ, ჩემო გვირტო?
გავწითლდი. ასეთ უტიფარ შეკითხვაზე პასუხის გაცემა არ ვისურვე. რა ვიცოდი, რომ ჩემი გაწითლება სწორედ ის პასუხი იყო, რომელიც მას სჭირდებოოდა...
~ ~ ~
...მერე ერთმა კაცმა, მეტსახელად ტურისთავამ მიპოვა და აქ მომიყვანა. საროსკიპოს პატრონს ჩემი ასავლ-დასავალი დიდად არ აინტერესებდა. ჯერ კიდევ ლამაზი ვიყავი, ეს კი მისთვის მთავარი იყო. როცა გაიგო, რომ უშვილო ვიყავი და ამ მხრივ სიძნელეებს არ შევუქმნიდი, მთლად ცას ეწია სიხარულით.
ჩემი სიბერწის გამო "უდაბნო" შემარქვა. "ვარდი" კი ისე, გასახალისებლად დაამატა. მეც ეს მინდოდა, იმიტომ რომ, ძალიან მიყვარს ვარდები.
რწმენაც ეგ არის ჩემთვის, კაცთა თვალს მოფარებული იდუმალი ვარდნარი, მათრობელა სურნელით გაჟღენთილი, ჩემი საყვარელი სასეირნო ადგილი, ჩემთვის ვინ იცის, რამდენი ხნით დახშული.
მინდა, ისევ დავუმეგობრდე ღმერთს. ვუვლი და ვუვლი ბაღს გარშემო, ვეძებ შესასვლელს. იმედი მაქვს, ჭიშკარს ვუპოვი და შიგ შევაბიჯებ ოდესმე..."

Posted by: chipmunck 28 Nov 2015, 22:58


გულია მთავარი, სხვა დანარჩენი სისულელეა. ჭკუაც საჭიროა, ცხადია... შეიძლება ჭკუა იყოს ყველაზე მთავარი. სულელს თუ გული აქვს და ჭკუა არა, ისეთივე საცოდავია, როგორც ჭკვიანი, მაგრამ უგულო სულელი. ძველთაძველი ჭეშმარიტებაა. აი მე სულელი ვარ, გული მაქვს და ჭკუა არა, შენ კი ჭკვიანი, უგულო სულელი ბრძანდები; ორივენი უბედურები ვართ, ორივენი ვეწამებით.

დოსტოევსკი

Posted by: Estrella 29 Nov 2015, 21:55
"...უცებ ვიღაცის ალერსიანმა ხმამ ფიქრიდან გამომიყვანა:
-სალამ ალეიქუმ, დავრიშო!
მოვიხედე. ჩემს წინ, ფორნის კოფოზე, გრძელულვაშა, შავტუხა, ჩასკვნლი გლეხი იჯდა. ფორანში გაძვალტყავებული ხარი ჰყავდა შებმული. საბრალო პირუტყვი ისე გამოიყურებოდა, გეგონებოდათ, სულ ცოტაც და სულს გააფრთხობსო.
-ალეიქუმ სალამ, ღმერთმა დაგლოცოს!
-აქ მარტო რას უზიხარ? თუ ჭენებით დაიღალე, მე მიგიყვან, - მითხრა გლეხმა.
-გმადლობ, მაგ შენს ხარ ფეხით გავასწრებ, - ვუპასუხე ღიმილით.
-შენ ჩემს ხარს ეგრე ნუ უყურებ, - ეწყინდა გლეხს, - მართალია, ბებერი და უძლურია, მაგრამ ჩემი საუკეთესო მეგობარია.
მივხვდი, რომ ზედმეტი მომივიდა. ეს რა დამემართა! როგორ ავიგდე აბუჩად მე, ამ უსასრულო წრებრუნვის უმცირესმა ნაწილაკმა, უფლის საბრძანებლის ისეთივე განუყოფელი ნაწილი, ცხოველი იქნებოდა ეს, თუ ადამიანი?
-ბოდიშს გიხდით, შენცა და შენს ხარსაც, - ვუთხარი გლეხს, - გთხოვ, მაპატიო!
გლეხს სახეზე ეჭვის ჩრდილმა გადაურბინა და ცოტა ხნით გაყუჩდა, ეტყობა არკვევდა, დავცინოდი თუ არა.
-ასეთი რამ არასოდეს არავის გაუკეთებია, - მითხრა ბოლოს და თბილად გამიღიმა.
-ხარისადმი ჩემს მობოდიშებას გულისხმობ? - დავაზუსტე მე.
-ჰო, მაგასაც. მაგრამ თან იმის თქმაც მინდოდა, რომ არასოდეს არავინ მებოდიშება. პირიქით, მე ვებოდიშები ყველას. მაშინაც კი, როცა დამნაშავე არ ვარ..."

Posted by: sichinavailia 4 Dec 2015, 13:39
"ნამდვილი სიყვარული მხოლოდ ერთი ნახვით ჩნდება, ყველა დანარჩენი სიყვარული შეგუებაა, მორიგებაა, ანგარიშია, მომავალი ცხოვრების ანალიზია.
ერთი ნახვით სიყვარული კი ნამდვილი სიყვარულია ყოველგვარი ანალიზის, შეჩვევისა და დადებითი ან უარყოფითი მხარეების აწონ-დაწონვის გარეშე."

გურამ ფანჯიკიძე

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

- ცოლ-შვილი გყოლია ოდესმე?
- არ მყოლია.
- სიყვარული?... ქალი გყვარებია?
- ნამდვილ სიყვარულს დრო ჭირდება, შალვა, -მცირედი დუმილის შემდეგ თქვა დათა თუთაშხიამ, -არც ერთხელ არ დამაცადა ბედ-იღბალმა.
- არ მესმის! სიყვარული ერთი ნახვითაც შეიძლება
- სიმღერაში.
- რატომ? არ გქონია შემთხვევა, რომ ქალი დაგენახოს და შეგყვარებოდეს? -მართლა არ მესმოდა, რას გულისხმობდა.
- ეგ სიყვარული არ უნდა იყოს, მგონია.
- მაშ, რა არის?
- არ ვიცი, როგორ გითხრა... მოწონებაა, გატაცებაა, ალბათ. ხორციელია ეგ, სიყვარული სულიერია. ერთხანს მაინც უნდა იყოთ ერთად, რომ სულში ჩახედოთ ერთმანეთს, მისი სულიერი რაღაც-რაღაცები შენი სიცოცხლისთვის აუცილებელი რომ გახდება, მაშინ დაერქმევა თქვენს ურთიერთობას სიყვარული. ასე მგონია მე და, შენი შვილების დედაც თუ არის ის ადამიანი, ამახვილებს სიყვარულს ეს.

ჭაბუა ამირეჯიბი

Posted by: Ras_al_Ghul 4 Dec 2015, 14:26
QUOTE
- ცოლ-შვილი გყოლია ოდესმე?
- არ მყოლია.
- სიყვარული?... ქალი გყვარებია?
- ნამდვილ სიყვარულს დრო ჭირდება, შალვა, -მცირედი დუმილის შემდეგ თქვა დათა თუთაშხიამ, -არც ერთხელ არ დამაცადა ბედ-იღბალმა.
- არ მესმის! სიყვარული ერთი ნახვითაც შეიძლება
- სიმღერაში.
- რატომ? არ გქონია შემთხვევა, რომ ქალი დაგენახოს და შეგყვარებოდეს? -მართლა არ მესმოდა, რას გულისხმობდა.
- ეგ სიყვარული არ უნდა იყოს, მგონია.
- მაშ, რა არის?
- არ ვიცი, როგორ გითხრა... მოწონებაა, გატაცებაა, ალბათ. ხორციელია ეგ, სიყვარული სულიერია. ერთხანს მაინც უნდა იყოთ ერთად, რომ სულში ჩახედოთ ერთმანეთს, მისი სულიერი რაღაც-რაღაცები შენი სიცოცხლისთვის აუცილებელი რომ გახდება, მაშინ დაერქმევა თქვენს ურთიერთობას სიყვარული. ასე მგონია მე და, შენი შვილების დედაც თუ არის ის ადამიანი, ამახვილებს სიყვარულს ეს.

ჭაბუა ამირეჯიბი


up.gif up.gif love.gif

Posted by: sanfol 4 Dec 2015, 15:11
sichinavailia
QUOTE
"ნამდვილი სიყვარული მხოლოდ ერთი ნახვით ჩნდება, ყველა დანარჩენი სიყვარული შეგუებაა, მორიგებაა, ანგარიშია, მომავალი ცხოვრების ანალიზია.
ერთი ნახვით სიყვარული კი ნამდვილი სიყვარულია ყოველგვარი ანალიზის, შეჩვევისა და დადებითი ან უარყოფითი მხარეების აწონ-დაწონვის გარეშე."

გურამ ფანჯიკიძე

და რა ხდება მერე როდესაც გაიცნობ იმ ადამიანს ვინც გიყვარს? ქრება გრზნობა და ნამდვილი რანაერად გაქრება?

Posted by: Cocka-Cola 4 Dec 2015, 15:24
"მშვიდობით ამირანებო ! ვინ იცის, როდისღა შევხვდებით. უფრო-და-უფრო იშვიათად გხედავთ. ბრალი ჩემი :
გუშინდელი დღევანდელს მერჩივნა, დღევანდელი ხვალინდელს სჯობია.

მაშ ორევუარ ,მონ შერ ამი
სალამათ, გარდანქეშნებო !"


ვინ იცნობს, აბა ?! biggrin.gif

Posted by: Estrella 4 Dec 2015, 18:24
~ ~ ~

.....ერთ დილით თოვლის ნამქერიდან ისე გამოანათა უჩვეულოდ ხასხასა ფერებმა, თითქოს ვიღაცამ ყურში ტკბილი სიმღერა ჩამღიღინა. თოვლიდან სამყურას ამოეყო თავი და პაწაწინა, იისფერი ყვავილები გაეფურჩქნა...

.....სათითაოდ წარმოვთქვი მისი სახელის შემადგენელი ასოები: ჟღერადი და კაშკაშა რ; ხავერდოვანი უ; მედგარი მ და ბოლოს იდუმალი, ჯერაც ამოუხსნელი - ი...
შემდეგ ეს ასოები შევაერთე და მისი სახელი ზედიზედ რამდენჯერმე ჩურჩულით გავიმეორე, სანამ ეს სიტყვა შაქარყინულივით არ დამადნა ენაზე და ისეთივე ახლობელი არ გახდა, როგორც "წყალი", "პური", ან "რძე".

~ ~ ~

Posted by: Estrella 7 Dec 2015, 21:46
...ამასობაში ქარმა წამოუბერა და ფიფქები ჰაერში ააცეკვა. შამსი ჩემკენ გადმოიხარა და თავსაფარი გამისწორა. კვლავ მეცა მისი სხეულის სუნი. ეს იყო სანდალის ხისა და ქარვის რბილი სუნი, რომელსაც შიგა და შიგ ნაწვიმარი მიწის ხამი და მქისე სუნი დაჰკრავდა.
შიგნით ყველაფერი მიხურდა. ფეხებს შორისაც ტალღებად მივლიდა სითბო. ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ თან მეხამუშებოდა ეს ყველაფერი და თან - არა...

~ ~ ~

...აღმოაჩენ, რომ საკუთრივ ქალებს და კაცებს კი არ ეხება, არამედ ქალურობასა და მამაკაცურობას. ეს ორი საწყისი მეტ-ნაკლებად ყველა ჩვენგანში ძევს, ჩემშიც და შენშიც. თუ საკუთარ თავში ამ ორი საწყისის შერწყმას და შესისხლხორცებას ვისწავლით, ერთარსად გადაქცევა აღარ გაგვიჭირდება.
-იმის თქმა გსურს, რომ ჩემში არის რაღაც მამაკაცური?
-დიახ, სწორად მიმიხვდი. ჩემშიც არის რაღაც ქალური.
სიცილი ვერ შევიკავე.
...
შამსმა ჩაიღიმა.
-მეტ-ნაკლებად ყველა მამაკაცში არის ქალურობის მარცვალი.
-ყველაზე ვაჟკაცურ მამაკაცშიც კი?
-მათში არის თუ არის, ჩემო კარგო, - თქვა შამსმა და თვალი ჩამიკრა. ეს სიტყვები ისე ჩამჩურჩულა, თითქოს რაღაც საიდუმლოს მანდობდა.
...
მის გვერდით მთელი სისავსით ვგრძნობდი ჩემს სინორჩეს, მაგრამ ამავე დროს, ჩემს არსებაში სადღაც ღრმად დამარხული დედობრივი გრძნობაც ამოძრავდა, რძის მსუყე სურნელით გაჟღენთილი... ძალიან მინდოდა, ეს კაცი დამეცვა, ოღონდ არ ვიცოდი როგორ და რისგან...

Posted by: Estrella 9 Dec 2015, 00:21
...სავანიდან წასვლის წინაღამეს ფანჯრები გავაღე, რათა ჩემი ოთახი ღამის ხმებითა და სურნელებით ავსებულიყო. შემდეგ სარკეს მივადექი და სარკის მბჟუტავ შუქზე თმა გავიკრიჭე. გრძელი, გრუზა თმა ბღუჯა-ბღუჯა ცვიოდა იატაკზე, ჩემს ფეხებთან. წვერ-ულვაშიც მოვიპარსე და წარბებიც მოვიცილე. როცა ამ საქმეს მოვრჩი და საკუთარი სახე სარკეში შევათვალიერე, უფრო ნათელი, უფრო ჭაბუკური მეჩვენა იგი. სრულიად თმაგაცლილს უსახელო, უასაკო და უსქესო იერი მისცემოდა. ამ სახეს აღარც წარსული ჰქონდა და აღარც მომავალი; იგი იმ ერთ წუთში გაშეშებულიყო სამუდამოდ...

~ ~ ~

...ხავერდის კოლოფი გადმომცა. შიგ სამი რამ იდო: ვერცხლის სარკე, აბრეშუმის ცხვირსახოცი და ერთი პინა მალამო.
- ეს ნივთები გზაში გამოგადგება. საჭიროებისამებრ გამოიყენე ისინი. თუ საკუთარ ღირსებებში ეჭვი შეგეპარა, სარკეში ჩაიხედე; ის დაგანახვებს შენს შინაგან სილამაზეს. თუ სახელი შეგებღალა, ცხვირსახოცი ამოიღე. მისი სიქათქათე შეგახსენებს თუ რამდენად წმინდაა შენი გული. რაც შეეხება მალამოს, ის იარებს მოგიშუშებს გარეთაც და შიგნითაც...

user posted image

Posted by: Estrella 14 Dec 2015, 00:00
- შეხედე, შეხედე, ლანგრები მიაქვთ!
- მერე მე და შენ რა შუაში ვართ? როგორ ფიქრობ, ეს ჩვენი საქმეა? - ჰკითხა სუფიმ.
- კაცო, შენს სახლში მიაქვთ ლაგრები! - არ ცხრებოდა კაცი.
- მაშინ, როგორ ფიქრობ, ეს შენი საქმეა? ...

user posted image

Posted by: სალლი 14 Dec 2015, 00:13
"თუ მე მფლობ, ყოველივეს მფლობელი იქნები.
მაგრამ, შენი ცხოვრება ჩემი იქნება.
ღმერთმა ასე ინება.
ისურვე და შენი სურვილები შენს ცხოვრებას შეუფარდე.
ეს ცხოვრება აქ არის,
ყოველი შენი სურვილის მიხედვით, მე ისევე შევმცირდები, როგორც შენი დღეები შემცირდებიან.
გინდივარ თუ არა?
ღმერთი გაიგონებს.
აღსრულდეს.

Posted by: Ashik 14 Dec 2015, 01:35
“არავითარი აღმოსავლური სიბრძნე არ არსებობს. ხალხი აღმოსავლეთშიც ისეთივე შტერია, როგორიც დასავლეთში”.

"ფლორენციელი ჯადოქარი"

Posted by: Estrella 14 Dec 2015, 11:44
"...ბოლოს მივადექი ქუჩას, სადაც სამი სუნი მძლავრობდა: ოფლის, სუნამოსი და ავხორცობისა. ეს ქალაქის მანკიერი უბანი იყო. მოკირწყლული ქუჩის ბოლოში ერთი ფარღალალა, ბამბუკiს ბოძებზე შემდგარი, ისლით გადახურული სახლი იდგა. მის წინ ქალები ისხდნენ და მუსაოფობდნენ. რომ დამინახეს, ცნობისმოყვარედ დამაკვირდნენ. სახლის გვერდით ვარდნარი იყო. რა ფერის ვარდს არ ნახავდით აქ... სახლის ირგვლივ საოცარი სურნელი ტრიალებდა.
დავიnტერესდი, ვინ უვლიდა მათ. პასუხმაც არ დააყოვნა. ბაღის ჭიშკარს მივეახლე თუ არა, სახლის კარი გაიღო და იქედან ერთი ზორბა, უსაშველოდ მსუქანი ფართოსახიანი დედაკაცი გამოვიდა. ქონში ერთიანად ჩაფლულს ჭრუტა თვალები ძლივს უჩანდა. ბაგეს წვრილი, შავი ულვაში უფარავდა; ყურების გასწვრივაც თმა ჩამოზრდოდა. მოგვიანებით მივხვდი, ერთდროულად ქალიც იყო და მამაკაციც..."
~ ~ ~
"...ნამდვილი სიბინძურე ის არის, რაც შიგნით გაქვს, სხვა დანარჩენი წყალს გაჰყვება. სიბინძურის ერთადერთი სახეობა არსებობს, რომელსაც სუფთა წყლით ვერ ჩამოირეცხავ. ეს არის სიძულვილი და შეუწყნარებლობა,რომელიც სულს ანაგვიანებს. შენ შეგიძლია ხოციელად განიწმინდო თვითგვემითა და მარხვით, მაგრამ შენი გულის ჭეშმარიტი განსპეტაკება მხოლოდ სიყვარულს შეუძლია..."

Posted by: nini gogo 14 Dec 2015, 12:06
QUOTE
თუ საკუთარ ღირსებებში ეჭვი შეგეპარა, სარკეში ჩაიხედე; ის დაგანახვებს შენს შინაგან სილამაზეს. თუ სახელი შეგებღალა, ცხვირსახოცი ამოიღე. მისი სიქათქათე შეგახსენებს თუ რამდენად წმინდაა შენი გული. რაც შეეხება მალამოს, ის იარებს მოგიშუშებს გარეთაც და შიგნითაც...

rolleyes.gif up.gif up.gif up.gif

''...რომ ამოდიოდა აღმართზე, გავიქცეოდი ხოლმე და დავეტაკებოდი. მგონი, ცხოვრებაც ეს არის, თან პატარა რო ხარ, გამოგდის ასეთი რაღაცეები.
ახლა, რომც მოგინდეს გაქცევა და დატაკება, ასჯერ დაფიქრდები. ეს სიყვარულებიც, რაღაცნაირად შეკავებულია ხოლმე, ანდა ადამიანები ჩვეულებრივები ხდებიან, თუ რა არი, არ ვიცი.
მგონი, ნამდვილი ადამიანი მაშინ ხარ, როცა პატარა ხარ, მერე, ვიღაცა ხარ, იმის ნახევარიც არა, ბავშვობაში რომ იყავი.''


აკა მორჩილაძე

Posted by: თოვლი_ 14 Dec 2015, 19:14
''ზოგჯერ ადამიანს ბედი შანსს აძლევს, მაგრამ თუ მას ძალა არ შესწევს და ყოყმანობს, ვერ გადაუწყვეტია მისით სარგებლობა, მაშინ ჩამორიგებული კარტი უკანვე მიაქვს;''

Posted by: nini gogo 15 Dec 2015, 12:21
ქრისტიანობა და ისლამი უამრავ ბრძოლაში დაუპირისპირდა ერთმანეთს, ბრძოლა ყოველთვის იყო ადამიანების უმთავრესი საქმიანობა.
როგორც ნაპოლეონი ამბობდა, ომი არის de nature, მაგრამ, ჩემი აზრით, ახლა ისლამთან შეთანხმების, ალიანსის დრო დადგა.


============


ჯიჰადისტები თავდადებული სალაფისტები არიან, რომლებიც ძალადობას მისდევენ იმის ნაცვლად, რომ წინასწარმეტყველის ქადაგებას ენდონ, მაგრამ სალაფისტებად რჩებიან და მათთვის საფრანგეთი უღმერთო მიწაა, dar al koufr; „მუსლიმური ძმობისთვის“ საფრანგეთი უკვე პოტენციურად dar al koufr-ის ნაწილია. სალაფისტებისთვის ყველა სახის ძალაუფლების წყარო ღმერთია, ხალხის წარმომადგენლობის პრინციპი უღმერთობის გამოვლინებაა; მათ არასოდეს მოუვათ თავში აზრად, შექმნან პოლიტიკური პარტია ან მას მხარი დაუჭირონ. ესე იგი, იმის მიუხედავად, რომ მსოფლიო ჯიჰადის იდეა ხიბლავთ, ახალგაზრდა ჯიჰადისტებს გულის სიღრმეში არჩევნებში ბენ აბესის გამარჯვება სურთ; ამის არ სჯერათ, ჰგონიათ, რომ ჯიჰადი მიზნის მისაღწევი ერთადერთი გზაა, თუმცა ბენ აბესს ხელს არ შეუშლიან.


===========
მუსლიმების ნამდვილი მტერი, ის, რისაც მათ ეშინიათ და ყველაზე მეტად ეზიზღებათ, არის სეკულარიზმი, ათეისტური მატერიალიზმი. მათთვის კათოლიკეები მორწმუნენი არიან, კათოლიციზმი წმინდა წიგნის რელიგიაა; საჭიროა მხოლოდ დარწმუნება, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგან და ისლამი მიიღონ; სწორედ ეს არის მუსლიმის მიერ რეალურად დანახული ქრისტიანობა. ებრალების შემთხვევაში საქმე ცოტათი რთულადაა. თეორია, შეიძლება ითქვას, იგივეა - იუდაიზმი წმინდა წიგნის რელიგიაა, აბრაამსა და მოსეს ისლამი წინასწარმეტყველებად აღიარებს; რაც შეეხება პრაქტიკას, ისლამურ ქვეყნებში მუსლიმების ურთიერთობა ებრაელებთან ყოველთვის უფრო პრობლემური იყო, ვიდრე ქრისტიანებთან დამოკიდებულება; და რასაკვირველია, პალესტინის საკითხმა ყველაფერი გაართულა.



===========

ისრაელი ჩამოყალიბების დღიდან ომშია. თავდასხმები, ბრძოლები იქ ერთგვარად გარდაუვალი, ბუნებრივი რამაა, ყოველ შემთხვევაში, სიცოცხლით ტკბობას ხელს არ უშლის.


========

ის, ვინც აკონტროლებს ბავშვებს, აკონტროლებს მომავალს.



მიშელ უელბეკი ,,მორჩილება,,

Posted by: Alice_ 20 Dec 2015, 00:34
- ო, ღმერთო! - ისევ გაისმა ჩუმი ხმით წარმოთქმული სიტყვები.
ტერვილიჯერი ისე შევიდა შემოქმედის როლში, კინაღამ გამოეპასუხა, დიახ გისმენთო.

))))

რეი ბრედბერი, tyrannosaurus rex

Posted by: nini gogo 20 Dec 2015, 12:17

არავინ არ კარგავს არც წარსულს და არც მომავალს, რადგან ვის ძალუძს წაგვართვას ის, რაც არ გაგვაჩნია?
აწმყო - აი, ყველაფერი, რაც შეიძლება დაჰკარგო, რადგან მხოლოდ აწმყოს ჰფლობ შენ.

=======

შეეგუე ყველაფერს, რაც ბედმა გარგუნა წილად. გიყვარდეს კაცნი, რომელთა შორისაც გიწევს ცხოვრება, მაგრამ გულწრფელი სიყვარულით.



(მარკუს ავრელიუსი:

Posted by: DESPERADO90 12 Jan 2016, 12:02
"გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი,
გული ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მნდომელი,
გული ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ განმზომელი,
ვერცა პატრონობს სიკვდილი, ვერცა პატრონი რომელი."
"შ.რუსთაველი - ვეფხისტყაოსანი"

Posted by: nini gogo 23 Jan 2016, 17:51
“ჭეშმარიტმა სიყვარულმა არ იცის, რა არის მოჭარბებულობა. იგი სავსებით სულიერია და არ შეიძლება გაცივდეს.
გაღვივებულ ნაღვერდალს ფერფლი წაეფარება, ხოლო ცის მნათობს არასოდეს..”


ჰიუგო

Posted by: Estrella 28 Jan 2016, 02:01
~ ~ ~
...ღმერთო დიდებულო, წვერისა სპარსთ ანგელოზო, შენ მოგვიმართე ხელი, შენი წყალობა გაგვატანე! - წყნარად წარმოსთქვა.
- ღმერთო, უადგილო ადგილას მოჰკითხე მეგობრის მოღალატეს, - დაუმატა გიორგიმ.
- ამინ! - წარმოსთქვა ორთავემ ერთად.
კიდევ რამდენიმე წუთი ასე ქუდმოხდილები დარჩნენ და ჩუმად ევედრებოდნენ იქაურს ჯვარ-ანგელოზებს. ამ ვედრებაში იყო რაღაცა დიდებული, ძლევამოსილი მუქარა, რომელსაც იმედი და ნუგეში შეერთებოდა...

user posted image

Posted by: marimari11 31 Jan 2016, 01:28
ოცნებას ნაკლებად შესაძლებელზე საგანგებო სახელი ჰქვია:ჩვენ მას იმედს ვუწოდებთ

იუსტაინ გორდერი "ფორთოხლის გოგონა "

Posted by: nini gogo 31 Jan 2016, 14:01
ფიქრი უსამზღვროა, ვითა სამყარო, და უკეთუ ადამიანი მიჰყვა ფიქრს, ვინ იცის სადამდე მიიყვანს; შეიძლება კლდეზედაც გადასჩეხოს. ხოლო ისიც შესაძლებელია, – სამოთხეში ამოაყოფინოს თავი; შეიძლება ისე გავიფაქიზოთ ფიქრი, პურსაც ვეღარა ვჭამდეთ და წყალსაც ვეღარა ვსვამდეთ – ცოდვააო, ვამბობდეთ; ვეღარ ვაბიჯებდეთ დედამიწაზე ფეხს – შეურაცხყოფას ვაყენებთო; ვეღარაცა ვხნავდეთ დედამიწას, რადგან ხვნა კვლასა ჰგავს – სახნის-საკვეთის მიწაში გატარება ხმლისა და ხანჯლის ცხოველის სხეულში გატარების მსგავსია. თუ რა უკიდურესობამდის შეიძლება მიიყვანოს ფიქრმა ადამიანი, ამაზე ერთი რუსული აქია არსებობს:
ვისმე კუპრიანს შვილი ტიტა მოუკვდა; ერთხელ საყდრის კარებთან გაიარა გულჯავრიანმა მშობელმა: დადგა საყდრის კარებთან, დაიწყო პირჯვრის წერა, ავედრებდა უფალს თავის შვილის სულსა: „მოიხსენე, უფალო, შვილი ჩემი ტიტა:“… ტიტა… ტიტა… ტიტა… იმდენი იძახა საბრალომ „ტიტა“, რომ ბოლოს „ტარარაც“ თან დააყოლა და „ტრეპაკაც“ თან დაუარაო“. აი უკიდურესობამდე მისულმა ფიქრმა რა იცის!..

========

ვაჟა

Posted by: sichinavailia 11 Feb 2016, 18:44
ყოველ წიგნში წინასიტყვაობა პირველი და ამასთანავე უკანასკნელი რამაა; იგი ან ნაწარმოების ახსნა-განმარტებას წარმოადგენს, ან გამართლებას და პასუხს კრიტიკაზე. მაგრამ, ჩვეულებრივად მკითხველებს არაფერი ესაქმებათ ზნეობრივ მიზნებსა და ჟურნალების თავდასხმებთან, ამიტომ ისინი არ კითხულობენ წინასიტყვაობას. ეს სავალალოა, განსაკუთრებით ჩვენში. ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ ისეთი ახალგაზრდა და გულუბრყვილოა, რომ იგავ-არაკს ვერ გაიგებს, თუ ბოლოში ზნეობრივი დარიგება არ იპოვა; ხუმრობას ვერ ხვდება, ირონიას ვერ გრძნობს, მოკლედ რომ ვთქვათ ცუდადაა აღზრდილი. მან კიდევ არ იცის, რომ წესიერ საზოგადოებაში და წესიერ წიგნში შეუძლებელია აშკარა ლანძღვა-გინებას ჰქონდეს ადგილი; რომ თანამედროვე განათლებამ გამოიგონა უფრო მახვილი, თითქმის უხილავი, მაგრამ მომაკვდინებელი იარაღი, რომლის დარტყმა, პირფერობის საბურველს ქვეშ, უტყუარი და მოუგერიებელია. ჩვენში საზოგადოება იმ პროვინციელს ჰგავს, რომელმაც ყური დაუგდო მტრულად განწყობილი სამეფოების ორ დიპლომატს და წარმოიდგინა, თითოეული მათგანი თავის მთავრობას ატყუებს მეორისადმი უნაზესი მეგობრობის გულისთვისო.



მიხაილ ლერმონტოვის, "ჩვენი დროის გმირის" წინასიტყვაობის გერონტი ქიქოძისეული თარგმანიდან.

Posted by: morieli77 12 Feb 2016, 13:28
როცა დარბაზში ჭაღების ანთება დაიწყო მხევალმა, არსაკიძემ დაითხოვა, წინა ღამის უძინარი ვარ, ნუ აანთებო ჭაღებს. თავის სამყოფლოში წარგზავნა მხევალი, თავათ პირქვე დაემხო ტახტზე, ყურს უგდებდა წვიმის შხაპუნს. ამას ფიქრობდა ამ წვიმაში თუ მოვაო შორენა?
მოვიდოდა? რა ეთქვა მას თავათ?
ერთ სასწორზე ორი უძვირფასესი ქმნილება დაჰკიდეს.
ეს საღამო გამოარკვევდა რომელი მათგანი გადასწონიდა:
სვეტიცხოველი თუ შორენა?
ორივენი ერთსა და იმავეს მოითხივდნენ მისგან: სიცოცხლეს.
განა მარტო სიცოცხლეს მოითხოვდა ქალი? ვაჟკაცური სიტყვის გატეხას, პატიოსნების და ოსტატობის ნაყოფს უძვირფასესს.
მხოლოდ ახლა ეკითხებოდა იდუმალ თავისთავს:
ხომ არ ეწადა, წვიმას არ გადაეღო, შორენა არ მოსულიყო, არ მოსულიყო არც დღეს, არც ხვალ და არც არასოდეს, არც არაფერი ეთქვა მისთვის იმ “მეორე გზის გამო?”
ხედავდა არსაკიძე, ეს გზა ისევე უიმედო იყო, როგორც ყოველი, შორენას წინაშე მდებარე გზა.

* * *
“განა მეფისა და კათალიკოსის წყალობის მოლოდინში შევალიე სვეტიცხოველს ჯანი?
მე ჩემი ხელოვნება სიცოცხლეზე მეტად შემყვარებია, ჩემო, ამიტომაც განწირული მაქვს თავი”.
“მაშ შენ სიცოცხლე ქვაზე ნაკლებად გყვარებია, უტა?”
“განა ქვაა სვეტიცხოველი, ჩემო? ქვაყოფილია იგი ამჟამად. უფრო უკვდავი, ვიდრე ასიათასი მოკვდავის სული”.
“მაინც სვეტიცხოველი გირჩევნია შენ ყველაფერს, უტა”.
არსაკიძემ იგრძნო, იჭვნეულობდა ამ ტაძრისადმი ქალი.
ახლა ორივე მკლავი შემოხვია ტანზე მაგრად, მაგრად მიიკრა მკერდზე, აკოცა კისერზე სწორედ იქ, სადაც მანიაკის მარგალიტები ჰკოცნიდნენ დღენიადაგ შორენას.
ჩურჩულით ეკითხება:
თუ გიყვარვარო, ჩემო?
კოლონკელიძის ქალმა თავისი ზღვისფერი თვალები შეავლო სიყრმის მეგობარს, ვაჟი შეეცადა ამ კითხვის პასუხი ამოეკითხა მათში, მაგრამ ისე დაბინდული ეჩვენა ეს თვალები როგორც ნაავდრალი ზღვა.
თავი ჩაჰქინდრა არსაკიძემ. ქალი უსიტყვოდ მიუხვდა მოწყენის შინაარსს, თავზე ხელი გადაუსვა ვაჟს.
შეკრთა არსაკიძე, მეხის ნაპერწკალივით დაუარა სხეულში ამ ხელისაგან მოგვრილმა ჟრჟოლამ. ისევ თვალებში ჩაჰხედა შორენას და ეუბნება:
“მე ღირსი არა ვარ ვისმეს რომ ვუყვარდე, ჩემო, შენ მართალი ხარ, სიძვის დიაცებს დავურიგე შენდამი სიყვარული, გაძარცვული დაგიბრუნდი სხვათა ქვეყნიდან, სამშობლოშიაც მფლანგველი დავრჩი, უსასტიკესად დამსაჯა ამიტომაც ბედმა.
მფლანგველებს ასეთი ბედი ეწვევა მუდამ, სხვის საუნჯეთა მპარავნი საკუთარსაც ვერ შეირჩენენ.
განგებას ასე დაუთქვამს ჩემთვის, თავათ მიყვარდეს, მაგრამ სამაგიეროს არ ვეღირსო არასოდეს.
შენ რომ კარგად მყავდე, შენი ცხოვრება დაწყობილი მეგულებოდეს, ალბათ მეყოფოდა სულგრძელობა და ამასაც შევჯერდებოდი, მაგრამ შენ საფრთხეში გიდგას ფეხი და ამიტომაც მომეძალა შენდამი სიყვარული, ჩემო”.





ლოდზე ჩამომჯდარიყო წითერი ლაზი, აჩხაკუნებდა ფანდურს, ზედ ამღერებდა სიყვარულის ლექსს, სიყრმეშივე განაგონი ჰქონდა არსაკიძეს ეს ჰანგი, ახლა ძლივს არჩევდა ლაზურ სიტყვებს ფანდურის ხმაზე:
ზღვისფერი გაქვს თვალები, და თავათ ჰგავხარ ზღვას,
თუ არ შეგებრალები და მითხოვდები სხვას,
მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას,
გადავლახავ ადიდებელ ჭოროხსა და მტკვარს,
ცეცხლს გავატან შენს სამყოფლოს, შენს სიყვარულს ქარს,
და მოგიკლავ, მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს.
ზღვისფერი გაქვს თვალები, და თავათ ჰგავხარ ზღვას.
არსაკიძე განზრახ დაყიალობდა ფარდულების წინ, ბრბოში.
ახლა შენიშნა: სიკვდილის საფრთხემ შაირობა და სიმღერა მოანატრა ხალხს. აჩხაკუნებდა ფანდურს, სევდიანად კვნესოდა წითური ლაზი.
შაირი გრძელი იყო, მიჯნურის მუქარა უსაზღვრო, ყოველი სტროფი ერთი და იმავე ტაეპით იწყებოდა და თავდებოდა:
ზღვის ფერი გაქვს თვალები, და თავათ ჰგავხარ ზღვას.
უცნაურად აეკვიატა ეს ლექსი.
შორენა მოაგონდა. მერმე თვალები გაუშტერდა გაოგნებულს. თავისი სიტყვაც გადამარცვლა ხსოვნაში.




Posted by: DIOGENA 13 Feb 2016, 02:28
"- თქვენ მწერლები ხართ?
- რა თქმა უნდა.
- მოწმობები მაჩვენეთ!
- ახლა ეს მითხარით: რომ დარწმუნდეთ, დოსტოევსკი მწერალი არის თუ არა, განა ამისათვის მოწმობა უნდა მოსთხოვოთ? მისი რომელიმე რომანი აიღეთ, ნებისმიერი ხუთი გვერდი წაიკითხეთ და ყოველგვარი მოწმობის გარეშე დარწმუნდებით, რომ იგი მწერალია. თანაც, არა მგონია, რომ დოსტოევსკის რაიმე მოწმობა ჰქონოდა...
- თქვენ დოსტოევსკი არა ხართ.
- ვინ იცის, ვინ იცის.
- დოსტოევსკი მოკვდა.
- პროტესტს ვაცხადებ, დოსტოევსკი უკვდავია!
- მოწმობები წარმომიდგინეთ, მოქალაქენო.
- მწერალი მოწმობით კი არ ფასდება, არამედ იმით, რასაც წერს."

"ოსტატი და მარგარიტა"

Posted by: nini gogo 13 Feb 2016, 19:12


ყველაზე ძვირფასს და ყველაზე სანუკვარს, თავიდანვე სჭირდება გაფრთხილება.




კ.გამსახურდია

Posted by: sichinavailia 17 Feb 2016, 10:18
ადამიანებს ადარებენ ტორეადორებსა თუ ბანქოს მოთამაშეთ. ხოტბას ასხამენ მათ მიერ სიკვდილის უგულებელყოფას. მაგრამ მე მხოლოდ მეცინება სიკვდილის უგულებელყოფაზე, თუ მას საფუძვლად პასუხისმგებლობის შეგნება არ უდევს, იგი მარტოოდენ სულიერ სიღატაკეს ან ჭაბუკური გზნების სიჭარბეს მოასწავებს. მე ვიცნობდი ერთ ახალგაზრდას, რომელმაც თავი მოიკლა. აღარ მახსოვს, რა ტრფიალების ნაღველმა აიძულა, საკუთარი გული ტყვიით განეგმირა. არ ვიცი, რომელ ლიტერატურულ ცთუნებას აჰყვა, როცა თვითმკვლელობის წინ ხელებზე თეთრი ხელთათმანები დაიჭიმა, მაგრამ მახსოვს: ამ თავის გამოჩენის უბადრუკმა ცდამ ჩემზე დატოვა არა კეთილშობილების, არამედ სულიერი სიღატაკის შთაბეჭდილება. ერთი სიტყვით, ამ სანდომიანი გარეგნობის ადამიანის თავი სრულიად ცარიელი იყო, სრულიად ცარიელი, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ხატებას რომელიმე სულელი გოგოსას, რომლის მსგავსიც ათასობით გვხვდება ყოველ ნაბიჯზე.

ანტუან დე სენტ ეკზიუპერი

Posted by: _Hopes_And_Fears_ 17 Feb 2016, 10:25
ამ უკანასკნელ წლებში მატლებს საკვები თავზე საყარი ჰქონდათ, ფიქრობდა იგი, ყველგან, სადაც კი ჩვენ ფეხი დავდგით, მათ შეეძლოთ, რამდენიც სურდათ, იმდენი ეჭამათ. ევროპის, აზიისა და აფრიკის მატლებს ჩვენ ოქროს ხანა გავუთენეთ, გვამების მთელი არმიები დავუტოვეთ. მატლების თქმულებებში კარგა ხნით შევალთ, როგორც სიუხვის კეთილი ღმერთები.

ერიხ მარია რემარკი - ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა


Posted by: _Hopes_And_Fears_ 24 Feb 2016, 16:21
უმჯობესია დავლიოთ და გამარჯვება ვუსურვოთ გულუბრყვილობას, სისულელესა და ყოველივე იმას რაც ამათთან არის დაკავშირებული
- სიყარულს, მომავლის რწმენასა და ბედნიერებაზე ოცნებას.
გაუმარჯოს მომხიბვლელ სისულელეს და დაკარგულ სამოთხეს !


Posted by: marimari11 26 Feb 2016, 23:27
http://www.radikal.ru

ფილიპ დიკი
ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?

Posted by: littlemiss 26 Feb 2016, 23:29
........................

,,უყდო წიგნიდან"



Posted by: marimari11 26 Feb 2016, 23:36
ელემენტარული ნაწილაკები - მიშელ უელბეკი
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: smith14 26 Feb 2016, 23:56
ადამიანთა ცოდვები ნუ შეგაშინებთ, ადამიანი მისი ცოდვებიანად გიყვარდეთ, რამეთუ ეს უკვე ღვთიური სიყვარულის მსგავსია და მიწიერი სიყვარულის მწვერვალია. გიყვარდეთ ყოველივე, რაც ღვთის შექმნილია, ერთიანადაც და ყოველი ქვიშის მარცვალიც. ყოველი ფოთოლი, ყოველი ღვთიური სხივი გიყვარდეთ. გიყვარდეთ ცხოველები, გიყვარდეთ მცენარენი, გიყვარდეთ ყოველი საგანი. თუ ყველა საგანი გეყვარებათ, საგნებში არსებულ ღვთიურ საიდუმლოს ჩასწვდებით. ერთხელ თუ ჩასწვდები, მერე განუწყვეტლივ იწყებ მის შეცნობას სულ უფრო მეტად და მეტად, ყოველდღიურად და ბოლოს მთელ ქვეყნიერებას უკვე მთლიანად შეიყვარებ ყოვლისმომცველი სიყვარულით. ცხოველები გიყვარდეთ: ნუ შეაწუხებთ,ნუ აწამებთ და სიხარულს ნუ წაართმევთ,უფლის აზრს ნუ აღუდგებით წინ.არ ამაღლდე ცხოველზე ადამიანო, რადგან ისინი უცოდველნი არიან,შენ კი შენი გულზვიადობის ჩირქით ალპობ ქვეყნიერებას და შენს შემდეგაც ჩირქიან კვალს ტოვებ. სამწუხაროდ თითქმის ყოველი შვენგანი ასეა! განსაკუთრებით ბავშვები გიყვარდეთ, რამეთუ ისინიც უცოდველნი არიან, როგორც ანგელოზები და ჩვენი გრძნობების აღმძვრელებად, ჩვენი გულის განსაწმენდად და გზის მიმთითებლად არსებობენ. ვაი მას, ვინც ბავშვს შეურაცხყოფს.

დოსტოევსკი..

Posted by: marimari11 2 Mar 2016, 00:42
http://www.radikal.ru

დიკის ანდროიდები

Posted by: MasterJC 2 Mar 2016, 01:12
user posted image
user posted image
user posted image

კვესელავა
ასერგასი დღე

Posted by: GEORGEXIII 3 Mar 2016, 22:33
Eშმაკის და ღმერთის სარბიელია ადამიანთა გული

Fიოდორ დოსტოევსკი

Posted by: nini gogo 4 Mar 2016, 19:14



არაფერია დედის სიყვარულზე უფრო წმინდა და უანგარო; ყოველგვარი სიყვარული, ყოველგვარი ვნება და ერთგულება ან სუსტია, ან ანგარებიანია მასთან შედარებით.

ბ. ბელინსკი

Posted by: Hannah_ 16 Mar 2016, 15:19
ოდნავი გაღიზიანება კმაროდა, რომ მისი გრძნობები და ფიქრები მოცახცახე სანთელივით ანთებულიყო. love.gif

"მარტინ იდენი"

Posted by: nini gogo 16 Mar 2016, 20:01
,ცნობილია,რომ სული მაშინ ეჩვევა სიზარმაცეს,გარემოსადმი სრულ მორჩილებას,როცა ადვილად მოიპოვებს ყოველივეს,რასაც მოინდომებს''


რაბინდრანათ თაგორი

Posted by: chipmunck 16 Mar 2016, 23:58


ასეთია ამ ცოლქმრობის უცნაური შედეგი, რომელიც XIX საუკუნემ შექმნა. ცოლქმრული ცხოვრების მოწყენილობა აუცილებლად სპობს სიყვარულს, თუკი სიყვარული არსებობდა დაქორწინებამდე. ერთი ფილოსოფოსი ამბობდა, ქორწინება მდიდარ და უქმ ადამიანებში ღრმა ზიზღს იწვევს ყველა წყნარი სიამოვნების მიმართო. ქალებში კი მხოლოდ მშრალი სულის პატრონები არიან მოკლებული სიყვარულის უნარს.

სტენდალი "წითელი და შავი"

Posted by: sichinavailia 19 Mar 2016, 22:50
ტრადიციული რელიგიური წეს-ჩვეულებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საშუალებას გვაძლევს, ის ერთიანობა შევიგრძნოთ, ერთად ლოცვის, იდუმალებასთან ერთად ზიარებისა და ერთად ღვთისმსახურების დროს რომ წარმოიშობა ხოლმე. მაგრამ, ამავე დროს, არ უნდა დავივიწყოთ, რომ სულიერი წვდომა, უპირველესად სიყვარულის პრაქტიკული გამოცდილებაა. სიყვარულში კი წესები არ არსებობს. უამრავი სახელმძღვანელო შეიძლება წაიკითხოთ, შეგიძლიათ მოთოკოთ სულიერი ლტოლვა და ქცევის სტრატეგია გამოიმუშავოთ, მაგრამ ამას არავითარი შედეგი არ მოჰყვება. სიყვარულში ყველაფერს გული განაგებს და მხოლოდ გულით მიღებული გადაწყვეტილებებია მნიშვნელოვანი და საჭირო.

ასეთი რამ ყველა ჩვენგანს განგვიცდია. ყოველი ჩვენგანი ცხოვრების ამა თუ იმ მომენტში ცრემლების ღვრით ამტკიცებდა, რომ "ეს სიყვარული არ ღირს ტანჯვად". ჩვენ იმიტომ ვიტანჯებით, რომ გვგონია, თითქოს უფრო მეტს გავცემთ, ვიდრე ვიღებთ. ვიტანჯებით, რადგან ჩვენი სიყვარული არ სცნეს და არ შეიცნეს; რადგან ვერ შევძელით, ჩვენი კანონებით გვემართა ურთიერთობა.

ვიტანჯებით, მაგრამ ამაოდ. რადგან სიყვარულში ჩვენი სულიერი ზრდის მარცვალია ჩადებული. რაც უფრო მეტად გვიყვარს, მით მეტად ვუახლოვდებით სულიერ ცოდნას. ჭეშმარიტებას ნაზიარები ადამიანები ხომ სწორედ ისინი არიან, ვისი გულებიც სიყვარულის ცეცხლით იყო ანთებული, თავიანთი დროის ყველა ცრურწმენას სძლევდნენ, ისინი მღეროდნენ, იცინოდნენ, ხმამაღლა ლოცულობდნენ, ცეკვავდნენ, იმას აკეთებდნენ, რასაც მოციქულმა პავლემ "ნეტარი სიგიჟე" უწოდა. ისინი მხიარულები იყვნენ, რადგან სიყვარულით გაჯერებულ ადამიანს სამყარო ემორჩილება და მას არც დანაკარგისა ეშინია. ჭეშმარიტი სიყვარული ის არის, როცა უშურველად, დაუნანებლად, მთლიანად გაიღებ საკუთარ თავს.

ადრე თუ გვიან ყველა ჩვენგანს მოუწევს დაძლიოს თავისი შიში, რადგან სულიერი კვალი მხოლოდ სიყვარულის ყოველდღიურ გამოცდილებაზე გადის.



პაულო კოელიო

Posted by: fsiqea 22 Mar 2016, 12:25
„იდეალი - დიადი აღრევაა მეტად უწყინარ მიწიერ საქმეში. ეს ნიშნავს - სიდიადე მისცე ყველაფერს, რასაც აკეთებ, ეს შექმნილი სულის მიერ ჩვენში ჩანერგილი ღვთაებრივი ნიჭის სრული განვითარებაა“.

როჟე მარტინ დიუ გარი - ტიბოს ოჯახი

Posted by: nini gogo 31 Mar 2016, 17:00
რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მაშინ ჯერ ისა ვთქვათ, რომ ეს ბეჩავნი მართლაც ძალზე კმაყოფილები ბრძანდებიან, რაკიღა დღეს, ახლა არსებობენ და რაკი არსებობენ, მეტი არც არაფერი უნდათ.
არსებობა, ოდენ ეს ცარიელი არსებობა, - მთელი მათი სულიერი მოთხოვნილებაც ეს არის და ეს. არც კი ესმით, რომ არის კიდევ რაღაც უფრო მეტი, ვიდრე არსებობაა!

მაგრამ არსებობით კი არსებობენ? არსებობენ კი სინამდვილეში? მე მგონია, არა! ისინი რომ არსებობდნენ, ჭეშმარიტად რომ არსებობდნენ, მაშინ მათ ტანჯვას განაცდევინებდა ეს არსებობა და მარტო ამას აღარც დასჯერდებოდნენ. ისინი რომ სინამდვილეში არსებობდნენ და ჭეშმარიტადაც არსებობდნენ დროსა და სივრცეში, მაშინ მათ ტანჯვას განაცდევინებდა ისიც, რომ მათი ხვედრი არ ყოფილა მარადიული და უსასრულო ყოფიერება და აკი ასეთი ტანჯვა, ესოდენ მგზნებარე ლტოლვა მარადიულისა და უსასრულობისადმი არის კიდეც ღვთისმაძიებლობის გრძნობა ჩვენში; ღვთისა, ჩვენში რომ იტანჯება, რამეთუ სწორედ ჩვენში გრძნობს თავს ტყვედ, ჩვენს სასრულო ბუნებასა და ჩვენს დღემოკლეობაში; ეს ღვთიური ტანჯვა უცხო რომ არ ყოფილიყო მათთვის, მაშინ, ალბათ, გაგლეჯდნენ კიდეც იმ თავიანთი ლოგიკური ჯაჭვის რგოლებს, რითიც ერთმანეთთან აკავშირებენ საკუთარ საწყალობელ მოგონებებსა და ასევე საწყალობელ იმედებს, წარსულის ილუზიებსა და მომავლის ილუზიებსაც.



მიგელ დე უნამუნო

Posted by: SpringtimeOfYouth 31 Mar 2016, 21:12
იყო და არა იყო რა - ხალხური givi.gif

Posted by: chicharito12 31 Mar 2016, 22:43
დორიან გრეი იჯდა და მისი გული შემდეგი გრძნობის ლოდინში თრთოდა.

ვითომც არაფერი მაგრამ ღრმა სიტყვებია

Posted by: nini gogo 3 Apr 2016, 18:30


შეეცადე არასოდეს დათვრე შენი სახლის გარეთ..


ჯეკ კერუაკი

Posted by: AnatolyX13 4 Apr 2016, 23:23
დანაშაული წარმოადგენს პროტესტს, სოციალური წესწყობილების უკუღმართობის წინააღმდეგ.
დოსტოევსკი

Posted by: buskunia 4 Apr 2016, 23:42
''შეთხზულ რეალობასაც აქვს თავისი წესები.''

''მეგობრების ყოლა ადვილია თუ ხალხს შენზე გაცინების უფლებას მისცემ.''

''ელჯერნონი უკანა ეზოში დავმარხე. საფლავზე მინდვრის ყვავილებს რომ ვდებდი, ტირილი ამივარდა. [...] გარეთ აცივდა მაგრამ ელჯერნონის საფლავზე ყვავილები ისევ მიმაქ. პ.შ. თუშეძლეფთ ყვავილები დააშყეთ ელჯერნონის საფლავზე უკანაეზოწი.''


love.gif

Posted by: natonato88 6 Apr 2016, 02:14
"Slowly, very slowly, like two unhurried compass needles, the feet turned towards the right; north, north-east, east, south-east, south, south-south-west; then paused, and, after a few seconds, turned as unhurriedly back towards the left. South-south-west, south, south-east, east.…"

user.gif

საყვარელი რამდენადაა არ ვიცი, მაგრამ უკეთესი დასასრული ვერ ექნებოდა ამ წიგნს, ამდენი წლის მერეც მახსოვს no.gif


* * *

"on a long enough time line, the survival rate for everyone drops to zero"

"orthodoxy means not thinking... Not needing to think... Orthodoxy is unconsciousness."

"Think you're escaping and run into yourself. Longest way round is the shortest way home."

"shut your eyes and see"

"And so it goes..."

"So, in the interests of survival, they trained themselves to be agreeing machines instead of thinking machines. All their minds had to do was to discover what other people were thinking, and then they thought that, too."

"There is a planet in the solar system, where the people are so stupid they didn't catch on for a million years that there was another half to their planet."

"even things that you say are secondhand"

"every molecule in his body awaited Dwayne's reaction. Each molecule ceased its business for a moment, put some distance between itself and its neighbors. Each molecule waited to learn whether its galaxy, which was called Harry LeSabre, would or would not be dissolved."

ენდ სოუ ით გოუზ yes.gif

Posted by: marimari11 6 Apr 2016, 02:16
natonato88
საიდან არის?

Posted by: natonato88 6 Apr 2016, 02:18
marimari11
აუ ზოგი საიდან, ზოგი საიდან user.gif კონკრეტულად თუ გაინტერესებს რომელიმე გეტყვი yes.gif

Posted by: marimari11 6 Apr 2016, 02:20
natonato88
"shut your eyes and see"

"And so it goes.

Posted by: natonato88 6 Apr 2016, 02:28
marimari11
QUOTE
"shut your eyes and see"

ჯოისის "ულისე"

QUOTE
"And so it goes.

კურტ ვონეგუტის "სასაკლაო 5" (Slaughterhouse-Five)

თუ წაიკითხავ მიხვდები რატომაც დავწერეეს მეორე ამ სიაში biggrin.gif თორემ ცალკე არაფერი ისეთი

Posted by: marimari11 6 Apr 2016, 02:30
natonato88
ვონეგუტის სარწეველა ფისოთი წავიკითხე
დიდად ვერ აღვფრთოვანდი ალბათ არ მივუბრუნდები ამ მწერალს

Posted by: natonato88 6 Apr 2016, 02:34
marimari11
რამდენიმე მაქვს წაკითხული, ეგ ჯერ არა.

სასაკლაო და breakfast of champions - ეს ორი არის კარგი

ზოგი მოსაბეზრებელია yes.gif განსაკუთრებით, ქართულად

Posted by: Oliver 19 Apr 2016, 17:38
ქალი ზოგადად ყველა ერთნაირია, ხან კარგი, ხან ცუდი, მთავარია ზოგჯერ იყოს ძალიან კარგი და ზოგჯერ არ იყოს ძალიან ცუდი. ეგეთს თუ ნახავ უნდა შეირთო.


აკა მორჩილაძე

Posted by: natonato88 5 May 2016, 00:19
"Whatever else is unsure in this stinking dunghill of a world a mother's love is not."


Posted by: სინიორა 6 May 2016, 04:09
არის ზოგი შეცოდება,
რომ სათქმელად საძნელოა,
არც შენდობა უხერხდება!

აკაკი

Posted by: merkantila 6 May 2016, 10:16
" თითოეული ჩვენგანი აპოკალიფსის აჩრდილს ეთამაშება და თან გაურბის კიდეც მას, მით უფრო გაურბის, რაც მეტად ეშინია მისი არაცნობიერად და სისხლიანი სანახაობის სახით ის ეკრანზე გადააქვს, რადგან იმედოვნებს, რომ ამით მას არარეალურად აქცევს. მაგრამ აჩრდილთა ძალა ხომ მათ არარეალურობაშია."
უმბერტო ეკო


" მსუსხავი და შემაძრწუნებელი წიგნი, იოანეს "გამოცხადება", უამრავ სხვა აპოკრიფულ აპოკალიფსთან ერთად (რომლებიც აპოკრიფულია კანონიკურობის თვალსაზრისით, მაგრამ უეჭველი იმ შედეგების, ვნებების, შიშის, მოძრაობათა მიხედვით, რაც მათ გამოიწვიეს), შეიძლება გავიგოთ, როგორც დაპირება, მაგრამ, ასევე, როგორც აღსასრულის გამოცხადება და ამგვარად, ახლა, 2000 წლის მოლოდინში ის ყოველ ნაბიჯზე ხელახლა იწერება: ხელახლა წერენ "გამოცხადებას" ისინიც კი, ვისაც ის არასოდეს წაუკითხავს: აღარსადაა შვიდი საყვირი, სეტყვა, სისხლად ქცეული ზღვა, ვარსკვლავთცვენა, უსასრულო ქვესკნელიდან კვამლად ამოხეთქილი მკალის ღრუბელი, გოგისა და მაგოგის ჯარები, ზღვის წიაღიდან ამოზრდილი ურჩხული, სამაგიეროდ, ახლა უხვად გვაქვს უკონტროლო ბირთვული საწყობები, მჟავე წვიმები, გაჩეხილი ამაზონის ტყეები, ოზონის ხვრელი, კეთილდღეობის კარზე ღატაკთა და უპოვართა ურდოების კაკუნი, ხანდახან ბრახუნიც, კონტინენტების შიმშილი, ნიადაგის გამიზნული რღვევა, შეცვლილი კლიმატი, დამდნარი მყინვარები, ჩვენი ორეულების შემქმნელი გენური ინჟინერია და მისტიკური ეკოლოგიზმის სახელით თავად კაცობრიობის გარდაუვალი თვითმკვლელობა, კაცობრიობისა, ახლა იმ სახეობათა გადასარჩენათ რომ უნდა დაიღუპოს, რომლებიც თავად მიიყვანა გადაშენებამდე - დედა გეას გადასარჩენად, რომელიც თავად გათელა ფეხქვეშ და ჩაკლა."
უმბერტო ეკოსა და კარდინალ მარტინის მიმოწერა, უმბერტო ეკოს წერილი .


" ბოლო სამი ათასწლეულის მანძილზე ევროპის ისტორია ტრადიციული რელიგიური ღირებულებებისა და რწმენის მასობრივი და თავბრუდამხვევი ნგრევით აღინიშნა. მთელ რიგ ქვეყნებში, როგორებიცაა, მაგალითად, ესპანეთი, პოლონეთი და ირლანდია, საყოველთაო ერთსულოვანი და ღრმა კათოლიკური რწმენა საუკუნეების მანძილზე აყალიბებდა საზოგადოების სტრუქტურასა და ყოველდღიური ცხოვრების რიტმს, განსაზღვრავდა მორალსა და ოჯახის სიმტკიცეს; რელიგია ედო საფუძვლად კულტურულ და მხატვრულ პროდუქციას, პირობითობებს, ყოფით ნორმებს და უეცრად, რამდენიმე წელიწადში, თაობაზე ნაკლებ დროში ეს ყველაფერი აორთქლდა, წარსულში შთაინთქა, დავიწყებას მიეცა. ამ ქვეყნებში უკვე აღარავის სწამდა ღმერთის, არავინ ანიჭებდა მას მნიშვნელობას. ყველაფერი მოხდა მარტივად, მსუბუქად და უკონფლიქტოდ, ძალადობისა და პროტესტის გარეშე. ჭეშმარიტი დისკუსიებიც კი არ გაუჩაღებიათ..."
უელბეკი

დანარჩენებს მერე დავდებ smile.gif

Posted by: nini gogo 6 May 2016, 13:16
QUOTE
სამაგიეროდ, ახლა უხვად გვაქვს უკონტროლო ბირთვული საწყობები, მჟავე წვიმები, გაჩეხილი ამაზონის ტყეები, ოზონის ხვრელი, კეთილდღეობის კარზე ღატაკთა და უპოვართა ურდოების კაკუნი, ხანდახან ბრახუნიც, კონტინენტების შიმშილი, ნიადაგის გამიზნული რღვევა, შეცვლილი კლიმატი, დამდნარი მყინვარები, ჩვენი ორეულების შემქმნელი გენური ინჟინერია და მისტიკური ეკოლოგიზმის სახელით თავად კაცობრიობის გარდაუვალი თვითმკვლელობა, კაცობრიობისა, ახლა იმ სახეობათა გადასარჩენათ რომ უნდა დაიღუპოს, რომლებიც თავად მიიყვანა გადაშენებამდე - დედა გეას გადასარჩენად, რომელიც თავად გათელა ფეხქვეშ და ჩაკლა."

rolleyes.gif up.gif

QUOTE
აჩრდილთა ძალა ხომ მათ არარეალურობაშია."



ზოგადად, კაცმა სახელი რომ გაითქვას, ერთ-ორ ნიჭიერ ნაწარმოებს უნდა მოაბას თავი. მეტიც აღარ დასჭირდება.
თავად ფაქტი, რომ ადამიანს შეიძლება ერთი-ორი რამ სათქმელი აღმოაჩნდეს, მე რომ მკითხოთ, უკვე გამაოგნებელია.."
უელბეკი


Posted by: merkantila 6 May 2016, 13:20
nini gogo

თუ ეგ პოლ შელდონის გვერდიდანაა ჩ ემია ეგ გვერდი ^_^

Posted by: nini gogo 6 May 2016, 13:28
merkantila
QUOTE
ეგ პოლ შელდონის გვერდიდანაა

კიი

QUOTE
ჩ ემია ეგ გვერდი

up.gif up.gif up.gif rolleyes.gif



სიცოცხლის აფრიალებული ბაირაღი ყოველ სულს აღელვებს, განსაკუთრებით კი, ვიტყოდი, სწორედ არამორწმუნეების, მეტიც, ყველაზე მხურვალე ათეისტების სულს, რადგან ისინი, იმის გამო, რომ არანაირი ზებუნებრივი ინსტანცია არ სწამთ, სწორედ სიცოცხლის იდეაში, მის გრძნობაში ხედავენ ეტიკის ერთადერთ ღირებულებას, ერთადერთ წყაროს, თუკი ასეთი რამ არსებობს.

ყოველ ჩვენგანს შეაძრწუნებდა ღორისთვის ყელის გამოჭრა, მაგრამ ლორს მშვიდად მივირთმევთ. მდელოზე არასოდეს გავჭყლეტდი მუხლუხოს, მაგრამ კოღოებს გააფთრებით ვებრძვი. ფუტკარი და კრაზანა ავიღოთ: მათგან აშკარად კრაზანის დისკრიმინაციას ვეწევი (თუმცა კი, შეიძლება, ჩემთვის ორივე თანაბარ მუქარას წარმოადგენდეს, მაგრამ, ალბათ, პირველის ღირსებებს ვაღიარებ და მეორისას არა).

იმის განსაზღვრა, რა არის სიცოცხლე, ან საიდან იწყება ის, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.(უმბერტო ეკო)



რა სწამს მას, ვისაც არ სწამს? სიცოცხლე მაინც უნდა გვწამდეს (კარდინალი მარტინი)

Posted by: merkantila 6 May 2016, 13:40
QUOTE (nini gogo @ 6 May 2016, 13:28 )

სიცოცხლის აფრიალებული ბაირაღი ყოველ სულს აღელვებს, განსაკუთრებით კი, ვიტყოდი, სწორედ არამორწმუნეების, მეტიც, ყველაზე მხურვალე ათეისტების სულს, რადგან ისინი, იმის გამო, რომ არანაირი ზებუნებრივი ინსტანცია არ სწამთ, სწორედ სიცოცხლის იდეაში, მის გრძნობაში ხედავენ ეტიკის ერთადერთ ღირებულებას, ერთადერთ წყაროს, თუკი ასეთი რამ არსებობს.

ყოველ ჩვენგანს შეაძრწუნებდა ღორისთვის ყელის გამოჭრა, მაგრამ ლორს მშვიდად მივირთმევთ. მდელოზე არასოდეს გავჭყლეტდი მუხლუხოს, მაგრამ კოღოებს გააფთრებით ვებრძვი. ფუტკარი და კრაზანა ავიღოთ: მათგან აშკარად კრაზანის დისკრიმინაციას ვეწევი (თუმცა კი, შეიძლება, ჩემთვის ორივე თანაბარ მუქარას წარმოადგენდეს, მაგრამ, ალბათ, პირველის ღირსებებს ვაღიარებ და მეორისას არა).

იმის განსაზღვრა, რა არის სიცოცხლე, ან საიდან იწყება ის, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.(უმბერტო ეკო)




გაქანებულ აღდგომის ღამეს ვკითხულობდი ამას smile.gif


"თითქოს მის წინ საერთოდ არც იჯდა მავანი მისის უილმოტი: არსებობდა უბრალოდ საკუთარი მეგობრების შეხედულებებით, ცხოვრებაში ნანახი საფოსტო ბარათებით, სოფლური ცხოვრების ამსახველი, ყმაწვილქალობაში წაკითხული რომანებით გამოვსებული რაღაც ნიჟარა - პიროვნებაწაშლილი, შეუვალი, ბამბის ქულასავით ხმაშეუღწეველი.."
აინ რენდი

Posted by: AnEeEeE=]] 7 May 2016, 21:14
"Reason has discovered the struggle for existence and the law that I must throttle all those who hinder the satisfaction of my desires. That is the deduction reason makes. But the law of loving others could not be discovered by reason, because it is unreasonable."
Anna Karenina user.gif

Posted by: buskunia 7 May 2016, 23:48
merkantila

QUOTE
" თითოეული ჩვენგანი აპოკალიფსის აჩრდილს ეთამაშება და თან გაურბის კიდეც მას, მით უფრო გაურბის, რაც მეტად ეშინია მისი არაცნობიერად და სისხლიანი სანახაობის სახით ის ეკრანზე გადააქვს, რადგან იმედოვნებს, რომ ამით მას არარეალურად აქცევს. მაგრამ აჩრდილთა ძალა ხომ მათ არარეალურობაშია."
უმბერტო ეკო


ეს ''რა სწამს მას, ვისაც არ სწამს''- აქედანაა?

მომყიდეთ რა sad.gif

Posted by: merkantila 8 May 2016, 12:36
buskunia

მეც ერთადერთი ცალი მაქვს sad.gif

Posted by: buskunia 8 May 2016, 13:54
QUOTE
მეც ერთადერთი ცალი მაქვს


რამდენი ხანია ვეძებ და არსად არ აქვთ sad.gif

Posted by: merkantila 8 May 2016, 13:56
buskunia

ალბათ იქნება რეპრინტინგი, მე ძალიან ბევრჯერ წავწყდომივარ ფესტივალებზე ფასდაკლებით იყიდებოდა, არაა ისეთი წიგნი ეხლა ყველა რო ირეოდეს და არამგონია ამოწურული იყოს ტირაჟი...

Posted by: nini gogo 12 May 2016, 15:12
დროდადრო მესმის უხერხული ხალხური ლექსი:
ვჭამოთო კარგად, არაფერი შეგვრჩება მეტი!
ვაი, ჩვენს პატრონს! ჩვენი ყოფის თავი და ბოლო
ჭამა და საჭმლის მონელება თუ არის მხოლოდ!

მუხრან მაჭავარიანი

Posted by: Panic-Attack 22 May 2016, 23:28
"დაუვიწყარი ადამიანები არ არსებობენ - ვისაც ვერ ხედავ, მისი ხატება ნელ-ნელა ფერმკრთალდება და ბოლოს სულაც ქრება ხოლმე იმ სხვა სახის ფონზე, რომელიც სულ თვალწინ გყავს"

Posted by: sichinavailia 27 Jun 2016, 16:57
"ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელიც მხოლოდ ნთქავს და არაფერს არ ქმნის. ის არც რძეს იძლევა, არც კვერცხს დებს, მეტისმეტად სუსტია საიმისოდ, რომ გუთანი გასწიოს და ისე სწრაფადაც ვერ დარბის, რომ კურდღლები დაიჭიროს. ამ დროს კი იგი ყველა ცხოველის ბატონია, ის ამუშავებს ცხოველებს და მხოლოდ იმდენს უბრუნებს მათივე ნამუშევრიდან, რომ შიმშილით არ დაიხოცონ, დანარჩენს კი თავისთვის იტოვებს".

ჯორჯ ორუელი

Posted by: B l a c k J a c k 30 Jun 2016, 13:02
ყველაზე ღრმად ჩამებეჭდა ეს ფრაზა: " . . . მაგრამ ესპანელები საკმაოდ გამოცდილი მეომრები იყვნენ ერთი შეცდომა ორჯერ დაეშვათ". ზუსტად ვერ ჩამოვაყალიბე sad.gif
მონტესუმას ასული, ჰაგარდი.

Posted by: LZau 30 Jun 2016, 13:11
"კვლავ ფეხზე წამოდგომა რომ შეძლო თავი უკან გადაწია და დაინახა რომ ირმის ნახტომი მიდოიოდა მისკენ ღრიალით"

ყველაზე ლამაზი სიკვტილი punch.gif

Posted by: _Hopes_And_Fears_ 2 Jul 2016, 19:45
მიმიფურთხებია ყველა იმ მოგონებისთვის, რომელიც არ მასვენებს, სულს მიწამლავს და გულს მიღრნის, არ არსებობს ამ ქვეყნად იმაზე დიდი სისულელე, რომ ფუჭ იმედებზე ამყარებდე სამომავლო გეგმებს, უნდა იყო იმდენად ძლიერი, რომ რეალობას თვალებში ჩახედო, თუნდაც ის ეშმაკის თვალებით გიყურებდეს!
მიმიფურთხებია წარსულისთვის და ყველაფერ იმისთვის, რაც უხასიათობის მიზეზად მევლინება! მიმიფრუთხებია თვით ამ უხასიათობისთვისაც, მაშინ როცა ახალგაზრდა ვარ, უფლება არ მაქვს წარსულში ქექვის, თუ ცხოვრების ერთი მეხუთედი მიწაში მაქვს უკვე, დარჩენილი წლები წინ მაქვს! არაფერია გვიან, ახლა ყველაზე კარგი დროა მოქმედებისთვის! ყველა ტკივილის აღმოსაფხვრელად და წარსულის ფანჯრების ჩასალეწად, ახლა ბედნიერების დროა, არავითარი ხვალ! სწორედ ახლა, ამ წამს, სადღაც ვიღაცის არსებობის საოცრად მწამს!

Posted by: Alisaka 2 Jul 2016, 21:51
QUOTE
მიმიფურთხებია ყველა იმ მოგონებისთვის, რომელიც არ მასვენებს, სულს მიწამლავს და გულს მიღრნის, არ არსებობს ამ ქვეყნად იმაზე დიდი სისულელე, რომ ფუჭ იმედებზე ამყარებდე სამომავლო გეგმებს, უნდა იყო იმდენად ძლიერი, რომ რეალობას თვალებში ჩახედო, თუნდაც ის ეშმაკის თვალებით გიყურებდეს!
მიმიფურთხებია წარსულისთვის და ყველაფერ იმისთვის, რაც უხასიათობის მიზეზად მევლინება! მიმიფრუთხებია თვით ამ უხასიათობისთვისაც, მაშინ როცა ახალგაზრდა ვარ, უფლება არ მაქვს წარსულში ქექვის, თუ ცხოვრების ერთი მეხუთედი მიწაში მაქვს უკვე, დარჩენილი წლები წინ მაქვს! არაფერია გვიან, ახლა ყველაზე კარგი დროა მოქმედებისთვის! ყველა ტკივილის აღმოსაფხვრელად და წარსულის ფანჯრების ჩასალეწად, ახლა ბედნიერების დროა, არავითარი ხვალ! სწორედ ახლა, ამ წამს, სადღაც ვიღაცის არსებობის საოცრად მწამს!

cry.gif cry.gif

Posted by: თვალებმაყვალა 6 Jul 2016, 05:57
გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ!

ავს თუ ავი არ ვუწოდე, კარგს სახელად რა დავარქო?

Posted by: საკურა. 6 Jul 2016, 23:06
• "დანაშაულებრივად ლამაზი....უსინდისოდ მოხდენილი"
• " როგორც ამბობენ, მისი სექსუალური ანკეტა სულაც არ არის უმწიკვლო."
• "რასაც ვხედავ დარვინია, რასაც ვერა - კანტი (თუ ჰაიდეგერი?)."
• "ათეიზმი რწმენაა, თანაც საკმაოდ ბრმა."
•"ირაკლიმ სიკვდილი გამიადვილა. ნანა უფრო შორს წავიდა - მან სიკვდილი მომანდომა."



"ნაგერალა". გ. ჩარკვიანი(უბის წიგნაკებიდან)

Posted by: nini gogo 11 Jul 2016, 18:50


გაქცევა ყოველვის არ არის სიმხდალე, არ უნდა გაჩერდე იქ, სადაც შენი ადგილი არ არის”



ოტია იოსელიანი.

Posted by: Kubus 10 Jul 2017, 15:40
წაკლების ლიტერატურიდან:

შპალერის ყვავილს ლურსმანი მოარიდა და უკვე იცი - არავის გაწირავს.

Posted by: Jessica Rabitt 6 Aug 2017, 01:09
especially when joy fills the heart, sorrow must still be kept in mind







Posted by: fork 6 Aug 2017, 10:10
"ასეა,როდესაც ადამიანი საკუთარ შიშებს გაურბის,შესაძლოა,აღმოაჩინოს,რომ პირიქით,მხოლოდ მოკლეზე მოუჭრია მასთან შესახვედრად."

ჯ.რ.რ.ტოლკინი -"ჰურინის შვილები".

Posted by: RiVAi 6 Aug 2017, 13:45
ჟოაო აბადო, დიდხანს უჟმური, მეოთხე იყო იმ რჩეულ ხუთთაგან, ვინც დიდი კანუდოსელი გახდა.

Posted by: Corpse_Bride 8 Aug 2017, 17:15

" ... სიბნელეში ქვეყანა ისეთი არარელური და აღმგზენებელია, რომ ისევ ბურანს მიჰყვები და აღარაფერი გენაღვლება. იცი, რომ ეს არის და ეს, სხვა არაფერი და არც წუხხარ, რომ სხვა არაფერია უცებ ძალიან შეგაწუხებს რაღაც და დაგეძინება. ზოგჯერ დილით გამოიღვიძებ და ნახავ, რაც იყო წასულა. ყველაფერი მეტისმეტად აშკარა, მძაფრი და ტლანქი ჩანს, ზოგჯერ ფულის გადახდაზე დავაც. ხან ისევ სასიოამოვნოდ გეჩვენება ყველაფერი, გული შვებით გაქვს სავსე, თბილა, საუზმე, სადილი. ხანაც სასიამოვნო აღარაფერი დარჩენილა და გინდა, რაც შეიძლება ჩქარა გახვიდე ქუჩაში, მაგრამ კვლავ ისეთივე დღე იწყება და ისეთივე ღამე მოჰყვება. ვცადე ამახესნა, თუ რა არის ღამე და რა გასხვავებაა დღესა და ღამეს შორის, როგორ ყველაფრით სჯობს ღამე, გარდა იმისა, რომ დღე ნათელი და ცივია, მაგრამ ვერ გამომივიდა, ახლაც ვერ გამომდის, თუ თქვენც გამოგიცდიათ ეს, ისედაც მიმიხვდებით."

ჰემინგუეი love.gif

Posted by: ket_a 9 Aug 2017, 03:41
"კალიფსო,ეჰ,კალიფსო! მე ხშირად ვფიქრობ მასზე,მას ძალიან უყვარდა ოდისევსი.
ისინი შვიდი წელი ცხოვრობდნენ ერთად.არავინ იცის რამდენ ხანს იყოფდა ოდისევსი სარეცელს პენელოპესთან,ალბათ,არც ისე დიდხანს.
მაგრამ,მიუხედავად ამისა,პენელოპეს ტკივილს ეთაყვანებიან,კალიფსოს ცრემლებს კი დასცინიან ... "

"შეუცნობელნი"

Posted by: menina55 30 Sep 2017, 19:08
_________________________
დავფიქსირდეთ.

Posted by: nini gogo 2 Oct 2017, 14:27


ჩვენ ადამიანებს ვყოფთ კეთილებად, ბოროტებად, უგნურებად, გონიერებად — ესაა ჩვენი მთავარი შეცდომა, რომელსაც, როგორც წესი, ვუშვებთ. ადამიანი დინებაა და მასში თავს იყრის გარდაქმნის ყველა შესაძლებლობა — იყო სულელი, გახდა ჭკვიანი, იყო ბოროტი, გახდა კეთილი და პირიქით. ამაშია მთელი დიდებულება. სწორედ ამიტომ არ შეიძლება ადამიანების განკითხვა. შენ განიკითხე და ის უკვე სხვაა.



ლევ ტოლსტოი

Posted by: butunia 19 Oct 2017, 20:37
როდესაც ჩემი ტკივილი მოთმინების ბაღში დავრგე, ნაყოფად ბედნიერება მივიღე.

Posted by: HurricaneKat. 17 Nov 2017, 12:44
მერამდენეჯერ ვწერ არ ვიცი
მაგრამ მეტი საყვარელი ფრაზა არმაქვს user.gif
თქვენც შეიყვარეთ

კლასობანას ასე თამაშობენ, ფეხსაცმლის წვერით აგდებენ ქვას. ამისთვის საჭიროა: ერთი ქვა და ფეხსაცმელი, კიდევ სწორი ადგილი მიწაზე და ცარცით ლამაზად დახატული უჯრედები, სასურველია ფერადი ცარცით. ზედა უჯრედს ჰქვია ცა, ქვედას - მიწა, ძალიან ძნელია ქვა ცამდე მიიტანო, თითქმის ყოველთვის რაღაც გეშლება, ისე ვერ გათვლი, რომ ქვა უჯრედიდან გარეთ არ გავარდეს. ნელ-ნელა, რა თქმა უნდა, მიეჩვევი, საჭირო გამოცდილებასაც შეიძენ და უჯრედებზე ხტომასაც ისწავლი და ერთ დღესაც აღმოჩნდება, რომ თურმე შეგიძლია მიწას მოსწყდე და შენი ქვა ცამდე მიიტანო, ცაზე ახვიდე, მაგრამ ცუდი ისაა, რომ სწორედ ამ დროს, როცა იმ სიმაღლეს მიაღწევ, და როცა შენს გარდა სხვა ვერავინ შეძლო ეს, ვერავინ მიაღწია ცამდე, ვერ მიიტანა იქამდე ქვა, სწორედ ამ დროს მთავრდება შენი ბავშვობაც და მერე უკვე ჩაეფლობი წიგნებში, შეგიპყრობს სევდა, ღმერთმა იცის, რა მიუწვდომელისა, დაგატყვევებს სხვა ცის ჭვრეტა და უნდა კიდევ ისწავლო როგორ მიაღწიო იქამდე.

Posted by: butunia 30 Nov 2017, 20:11
ადამიანის ნიჭი ცოცხალ მინდორს წარმოადგენს, რომელიც ითესება
მეცნიერების თესლით. თესლის ყლორტები - ეს არის ყოველი ადამიანის მუდმივი
აზრები, ხოლო ნაყოფი სხვადასხვანაირია მათგან აღმოცენებული რჩევის,
დარიგების, ცოდნის, უნარების სხვადასხვაობის გამო. ისინი მოიმკება გონების
ნამგლით. გადაიტანება მეხსიერების ბეღელში და, დასასრულ, ილეწება
განმსჯელობის სალეწი მანქანით და განიავების შედეგად სუფთავდება, რათა
გამოცალკევდეს ხორბალი ბზისაგან (ჭეშმარიტება ვარაუდებისაგან).

იან ამოს კომენსკი

Posted by: Margot 15 Dec 2017, 15:12
Никогда и ничего не просите! Никогда и ничего, и в особенности у тех, кто сильнее вас. Сами предложат и сами всё дадут.

Posted by: littlemiss 16 Feb 2018, 15:16
,,ჩემი სახელია პიტერ სტილმენი. ეს არ არის ჩემი ნამდვილი სახელი. ჩემი სახელია ბატონი სევდა. თქვენი რა არის მისტერ ოსტერ? ალბათ სინამდვილეში თქვენ ხართ სევდა-მე კი არავინ".

,,ქუინი თვლიდა რომ ადამიანის ქცევა ახსნას ექვემდებარება,მისი მიმიკისა და ჟესტების უკან,იმის მეშვეობით რაზე ლაპარაკობს და რაზე დუმს..."

,,როგორც ერთმა ფილოსოფოსმა თქვა-შენიშნა ქუინმა-აღმასვლა დაღმასვლისგან არ განსხვავდება. გზა ერთია გასავლელი."

,,ხუთი წლის განმავლობაში,პრინციპულად ეძებდა მარტოობას"

,,ბოდლერი ამბობდა: " ასე მგონია, სადაც არა ვარ, ბედნიერი იქ ვიქნებოდი." ანუ აზრი რომ განვავრცოთ ,,სადაც არა ვარ, იქ ვიქნებოდი ის,რაც მართლა ვარ", ან,სხვაგვარად, უფრო თამამი ინტერპრეტაციით: ოღონდ აქ არა, ამ სამყაროში".

პოლ ოსტერი ,,ნიუ იორკული ტრილოგია".

Posted by: senpai 16 Feb 2018, 15:34
“I was living for one thing only, and that was to confirm my own lack of feeling.” - Haruki Murakami, The Wind-Up Bird Chronicle

Posted by: ValenTine_Kelly 16 Feb 2018, 16:15
“I want to stand as close to the edge as I can without going over. Out on the edge you see all kinds of things you can't see from the center.”
― Kurt Vonnegut, Player Piano

Posted by: Tom Creo 19 Feb 2018, 07:20
,,ხშირად საზოგადოება დაპირისპირებას უფრო პატიობს ინდივიდს, ვიდრე გულგრილობას. საზოგადოება შეყვარებულივით არის, ყურადღება არ უნდა მოაკლო. შეგიძლია მცირე კონფლიქტშიც შეხვიდე, მაგრამ გულგრილობას არ გაპატიებს."

ალეკო შუღლაძე ,,გადამალვა"

Posted by: littlemiss 21 Feb 2018, 04:02
,,19 ივლისი,ოთხშაბათი,როგორც იქნა მზემ გაგვიხსენა.ეს ამბავი რომ დასრულდება, მინდა, Full metal jacket-ის პერსონაჟივით,მეც შევძლო თქმა: დედანატირებ ქვეყანაში ვცხოვრობ, მაგრამ ცოცხალი ვარ და არაფრის მეშინია".

,,კარგად იცოდა, როგორ უყვარს ხოლმე გონებას, დათვური სამსახურის გაწევა და სიტყვებით ჩვენი გასულელება".

,,ფიქრს სამყაროსგან იზოლაციისკენ მიყავხარ, რაც დამკვირვებელსა და დაკვირვების საგანს შორის დისტანციის შედეგია"

,,ცუდად ჩაცმული იყო და ამით ნაკითხი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა".

,, -რაკი ცხოვრებისთვის საკმარისი ნიჭი არ გამაჩნია, იქნებ სიკვდილში ვივარგო.
- ანტუან, დარწმუნებული ვარ, დიდებული მკვდარი იქნები".

,,ქრისტიანებს გაუმართლათ,მათ ხომ ბავშვობიდან იციან,რამხელა რისკია ინტელექტის გამდიდრებაში და მთელი ცხოვრება ამისგან თავი შორს უჭირავთ. ნეტარ არიან გლახაკნი სულითა".

,,არ დასცინო,არ შეიძულო, უბრალოდ გაუგე".

,,ცხოვრებაში თავის გასატანად, მორალზე ნაკლები ფიქრი და ეგოიზმია საჭირო".

,,-რას მიედ მოედები ანტუან. პიროვნულ თვისებებს სექსისთვის მნიშვნელობა არა აქვს. ამაზე არ უდგებათ. შეიძლება ცუდია,მაგრამ რას იზამ, ასეა."

,,როცა ჩემ ქმარს ვკითხე,რატომ მიმატოვა იმ გოგოს გამო რომელიც ახალგაზრდაა, თხელი,ქერა,სექსუალური დიდებული მკერდით,სიცოცხლით სავსე... მან მიპასუხა:,,არ ვიცი ძვირფასო. შეუძლებელია იმის ცოდნა რატომ გვიყვარდება. ეს უბრალოდ ხდება და მორჩა." და იცი რა არის ყველაზე ცუდი ამაში? ის რომ ამ დროს ჩემი ქმარი სრულიად გულწრფელი იყო".


მარტენ პაჟი ,,როგორ გავხდი იდიოტი"


love.gif

Posted by: Tom Creo 14 Mar 2018, 03:09
„ყველაზე ადვილი ნივთის შეყვარებაა, მერე ცხოველის და ბოლოს- ადამიანის“

„ამანათი“ არჩილ ქიქოძე

Posted by: littlemiss 17 Mar 2018, 01:37
,,თეორიულად გაღვიძება მსურს. ოღონდ ვიცი რომ სხვის დაუხმარებლად ვერ გავიღვიძებ. ამ დახმარების კი ჭკუის შეშლამდე მეშინია".

,,რა ვარსკვლავები ენთო, რა ფიქრები,რა სევდა ტრიალებდა იქ, ზემოთ,- ქვემოთ კი არაფერი იცოდნენ."


,,.მიღებულია რომ ყველანაირ ტანჯვას პატივი ვცეთ".

ნაბოკოვი- ,,გეპატიჟებით სიკვდილით დასჯაზე".

Posted by: dogman 16 Jul 2018, 09:22
Принадлежит он к числу тех простодушных, положительных, исполнительных и тупых людей, которые больше всего на свете любят порядок и потому убеждены, что их надо бить. Он бьет по лицу, по груди, по спине, по чем попало, и уверен, что без этого не было бы здесь порядка.

Posted by: senpai 16 Jul 2018, 09:45
Целомудрие - разновидность эгоизма, в основе которого лежит все то же физическое желание.


Posted by: dogman 21 Jul 2018, 15:34
"Суду ничего от тебя не нужно. Суд принимает тебя, когда ты приходишь, и отпускает, когда ты уходишь."
- Франц Кафка, Процесс

Posted by: senpai 21 Jul 2018, 16:54
Я не могу долго жить с людьми. Мне требуется хоть немного одиночества, частица вечности.


Posted by: dogman 21 Jul 2018, 21:34
Экстраординарный пример, иллюстрирующий способность телефона вовлекать всю личность целиком, зафиксирован психиатрами, сообщившими, что дети-невротики во время разговоров по телефону полностью утрачивают свои невротические симптомы. В номере «Нью-Йорк Таймс» от 7 сентября 1949 года был напечатан материал, дающий еще одно необычное свидетельство охлаждающего участного характера телефона:

«6 сентября 1949 года страдающий психозом ветеран Говард Б. Анрух в приступе буйного помешательства убил тринадцать человек на улицах Кемдена, штат Нью-Джерси, после чего вернулся домой. Бригады быстрого реагирования, вооруженные автоматами, пулеметами и гранатами со слезоточивым газом, открыли огонь. В этот момент редактор "Кемден Иенинг Курир" нашел имя Анруха в телефонном справочнике и позвонил ему. Анрух прекратил отстреливаться и ответил:

— Алло.
— Это Говард?
— Да.
— Зачем ты убиваешь людей?
— Не знаю. Пока еще не могу ответить на этот вопрос. Поговорим позже. Сейчас я слишком занят».


Marshall McLuhan

Posted by: Oqrialeli 21 Jul 2018, 22:28
ველზე დაფრინავს პეპელა მარდი და სულ არა აქვს სიკვდილის დარდი. კრაზანა

Posted by: seeman 22 Jul 2018, 11:43
Борис только что изложил мне свою точку зрения. Он -- предсказатель
погоды. Непогода будет продолжаться, говорит он. Нас ждут неслыханные
потрясения, неслыханные убийства, неслыханное отчаяние. Ни малейшего
улучшения погоды нигде не предвидится. Рак времени продолжает разъедать нас.
Все наши герои или уже прикончили себя, или занимаются этим сейчас.
Следовательно, настоящий герой -- это вовсе не Время, это Отсутствие
времени. Нам надо идти в ногу, равняя шаг, по дороге в тюрьму смерти. Побег
невозможен. Погода не переменится.

ГЕНРИ МИЛЛЕР. «Тропик Рака» . 1934 г

გვიწინასწარმეტყველა ჰენრიმ და ზუსტადაც დასვა

Posted by: senpai 22 Jul 2018, 17:55
Я твердо верю, что мятежник ближе к Богу, чем святой.

გავაგრძელოთ მილერი.

Posted by: Re-hanna 22 Jul 2018, 18:15
ადვილი არ არის გაარჩიო განუსჯელი სიმამაცე ნამდვილისაგან, რადგან გმირობა მუდამ შეიცავს სისულელეს.

*. * * * . *

როცა ძაღლი და კატა მეგობრდებიან, ეს მხოლოდ კავშირია მზარეულის წინააღმდეგ.




შტეფან ცვაიგი

Posted by: JSB14BSJ 22 Jul 2018, 20:41
"ვითომ სილაზე აშენებდნენ სახლს და ატყდა თურმე ჭექა-ქუხილი, ნიაღვარი წამოვიდა და სახლიც ჩამოიქცა. ჯერ რა ხისთავა რამე უნდა იყო, ამას აკეთებდე და მერე ან მართლა მშენებელს არავის იცნობდნენ, ან მეზობლებიც კაი დამპლები უნდა ყოფილიყვნენ, დროზე არავის გაეფრთხილებინა."

ბერჯესი

Posted by: likaka 5 Aug 2018, 14:22
,,შპალერის ყვავილს ლურსმანი მოარიდა და უკვე იცი არავის გაწირავს"

Posted by: senpai 5 Aug 2018, 14:38
Будь у меня случай стать Богом, я бы отказался от такой возможности. Самая блестящая возможность, которую предоставляет нам жизнь, — быть человечным. Она охватывает целую Вселенную. Включает понимание смерти, недоступное даже Богу

Posted by: dionise12 5 Aug 2018, 15:50
QUOTE (senpai @ 5 Aug 2018, 14:38 )
Будь у меня случай стать Богом, я бы отказался от такой возможности. Самая блестящая возможность, которую предоставляет нам жизнь, — быть человечным. Она охватывает целую Вселенную. Включает понимание смерти, недоступное даже Богу

ეს გამახსენდა :

https://youtu.be/dLjqDWwGnjU?t=40s

Posted by: Tom Creo 18 Jan 2019, 15:19
„ზოგადად დაკვირვებული ვარ: თუ ადამიანი დილით თავს უქეიფოდ გრძნობს, ხოლო საღამოობით გეგმები, ოცნებები და აქტივობა ეძალება - ძალიან ცუდ ადამიანთან გვაქვს საქმე. დილით ცუდად, საღამოს კარგად - უტყუარი საბუთია ცუდი ადამიანის ამოსაცნობად. ხოლო აი, თუ პირიქით - თუ დილაობით ადამიანი ენერგიულია და იმედებით აღსავსე, ხოლო საღამოობით გამოფითული და დაუძლურებული - ეს უკვე ჭეშმარიტად საძაგელ, უფერულ და მეწვრილმანე ტიპზე მიუთითებს. მეჯავრება მე ეს ადამიანი. თქვენი არ ვიცი და მე მეჯავრება.
რა თქმა უნდა, ისეთებიც არსებობენ, რომელთათვისაც დილა და საღამო ერთია, რომლებიც მზის ამოსვლასაც და ჩასვლასაც ერთნაირად შეჰხარიან - ერთი სიტყვით, ნამდვილი არამზადები, მათზე ლაპარაკიც არ მინდა. მაგრამ აი, ისინი, ვინც დილა-საღამოს განურჩევლად ცუდად გრძნობენ თავს - აქ უკვე აღარც კი ვიცი რა ვთქვა, ეს უკვე სულ მთლად მოთავებული გარეწარი უნდა იყოს კაცი."

ვენედიქტ ეროფეევი „მოსკოვი-პეტუშკი"

Posted by: AnneSh 11 Mar 2019, 12:00
""იმდენი ვიოცნებე, რომ, თუ შეიძლება ასე ითქვას ოცნება გავცვითე, კიდეც.""

შტეფან ცვაიგი

Posted by: Tom Creo 17 Sep 2022, 03:05
QUOTE (Tom Creo @ 18 Jan 2019, 15:19 )
„ზოგადად დაკვირვებული ვარ: თუ ადამიანი დილით თავს უქეიფოდ გრძნობს, ხოლო საღამოობით გეგმები, ოცნებები და აქტივობა ეძალება - ძალიან ცუდ ადამიანთან გვაქვს საქმე. დილით ცუდად, საღამოს კარგად - უტყუარი საბუთია ცუდი ადამიანის ამოსაცნობად. ხოლო აი, თუ პირიქით - თუ დილაობით ადამიანი ენერგიულია და იმედებით აღსავსე, ხოლო საღამოობით გამოფითული და დაუძლურებული - ეს უკვე ჭეშმარიტად საძაგელ, უფერულ და მეწვრილმანე ტიპზე მიუთითებს. მეჯავრება მე ეს ადამიანი. თქვენი არ ვიცი და მე მეჯავრება.
რა თქმა უნდა, ისეთებიც არსებობენ, რომელთათვისაც დილა და საღამო ერთია, რომლებიც მზის ამოსვლასაც და ჩასვლასაც ერთნაირად შეჰხარიან - ერთი სიტყვით, ნამდვილი არამზადები, მათზე ლაპარაკიც არ მინდა. მაგრამ აი, ისინი, ვინც დილა-საღამოს განურჩევლად ცუდად გრძნობენ თავს - აქ უკვე აღარც კი ვიცი რა ვთქვა, ეს უკვე სულ მთლად მოთავებული გარეწარი უნდა იყოს კაცი."

ვენედიქტ ეროფეევი „მოსკოვი-პეტუშკი"

love.gif love.gif

Posted by: LOLZ 17 Sep 2022, 04:10
Every person, all the events of your life are there because you have drawn them there. What you choose to do with them is up to you.
R.B.

Posted by: Tom Creo 17 Jul 2023, 21:58
თუ ღმერთი არ მწამს, კიდევ უფრო ნაკლებად მწამს-ადამიანი.

ბალზაკი
"ათეისტის წირვა"

Posted by: BVviper 18 Jul 2023, 11:00
შიში გონების მკვლელია - ფრენკ ჰერბერტი (DUNE)

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)