დღეს დილით ოფიციალურად დაფუძნდა ინდო-წყნარი ოკეანის უსაფრთხოების ახალი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი AUKUS-ი, რომელშიც გაერთიანდნენ აშშ, ავსტრალია და დიდი ბრიტანეთი.
როგორც მოსალოდნელი იყო აშშ-მ წყნარ ოკეანეში და განსაკუთრებით სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ჩინეთის მზარდი ამბიციების საპასუხოდ მასშტაბური და მრავლის მომცველი ქმედებები დაიწყო. კერძოდ, ალიანსის ფარგლებში აშშ ავსტრალიას დაეხმარება შექმნას ბირთვული წყალქვეშა გემების ფლოტი, რომელიც ავსტრალიას ამ ეტაპზე არ გააჩნია, მეტიც ავსტრალიამ დატოვა 2016 წელს საფრანგეთთან გაფორმებული 90 მილიარდიანი სამხედრო კონტრაქტი, რომელიც ითვალისწინებდა ფრანგული ტექნოლოგიებით ავსტრალიისათვის 12 უახლესი თაობის წყალქვეშა გემის შექმნას შემდეგ კი ავსტრალიური წყალქვეშა ფლოტის გადაიარაღებას. ახალი თაობის ფრანგულ წყალქვეშა გემებს უნდა ჩაენაცვლებინა, ავსტრალიის საზღვაო ძალებში ამ დროისათვის არსებული 6 Collins კლასის მოძველებული დიზელის-ელექტრო ძრავიანი წყალქვეშა გემები.
ამავდროულად სამი ქვეყანა დათანხმდა ინფორმაციის გაზიარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, კიბერ და წყალქვეშა თავდაცვის შესაძლებლობები.
დღემდე, ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა გაუზიარა ბირთვული ძრავის ტექნოლოგია, არის დიდი ბრიტანეთი, რომელსაც დღეს ოფიციალურად დაემატა ავსტრალია. როგორც ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა სკოტ მორისონმა საერთო ბრიფინგზე განაცხადა, ბირთვული წყალქვეშა ნავების პროექტები მომავალი 18 თვის განმავლობაში შემუშავდება, შემდეგ კი ავსტრალიის ქალაქ აილენდში დაიწყება მათი მშენებლობა (12 ცალი). მორისონის თქმით, ავსტრალია არ ცდილობს ბირთვული იარაღის პროგრამის შემუშავებას, ინფორმაციის გაზიარება შემოიფარგლება მხოლოდ წყალქვეშა ფლოტის შემუშავებით და მშენებლობით.
მანვე დააკონკრეტა, რომ სამ ქვეყანას "ყოველთვის ჰქონდათ მსგავსი სიახლოვე", მაგრამ, სამყარო უფრო რთული ხდება, ახალი გამოწვევების დასაძლევად კი, ,,რათა ვუზრუნველყოდ ჩვენი რეგიონის უსაფრთხოება და სტაბილურობა, ჩვენ ახლა უნდა ავიყვანოთ ჩვენი პარტნიორობა ახალი დონეზე".
ამასთან, მორისონის თქმით ავსტრალია აშშ-სგან შეიძენს ,,Tomahawk"-ის ტიპის ფრთოსან რაკეტებს და დააზუსტა, რომ ბირთვული წყალქვეშა გემების გამოყენება და განთავსება არ მოხდება ახალი ზელანდიის მიმართულებით.
ალიანსის დაფუძნების შესახებ დღეს დილით ერთობლივ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადეს, სადაც მორისონთან ერთად ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმაც გააკეთეს საკმაოდ საინტერესო განცხადებები.
,, ჩვენ ყველანი ვაღიარებთ ინდო-წყნარ ოკეანეში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობას გრძელვადიან პერსპექტივაში”. განაცხადა ბაიდენმა, მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ახალ ალიანსი ინდო-წყნარ ოკეანეში ძირითადი როლის მქონე ევროპელი პარტნიორების უფრო ფართო ჩართულობას ასახავს. ”ჩვენ უნდა შეგვეძლოს მივმართოთ ძალისხმევა, როგორც რეგიონში არსებულ სტრატეგიულ გარემოსათვის, ასევე მის განვითარებისათვის"
ბრიტანეთის პრემიერის ბორის ჯონსონის თქმით, ალიანსი საშუალებას მისცემს სამ ინგლისურენოვან საზღვაო დემოკრატიას გააძლიერონ თავიანთი კავშირები და გაამახვილონ ყურადღება მსოფლიოს უფრო რთულ ნაწილზე.
”ჩვენ გვექნება ახალი შესაძლებლობა გავაძლიეროთ ბრიტანეთის ადგილი მეცნიერებისა და ტექნოლოგიის წამყვან ზღვარზე, გავაძლიეროთ ჩვენი ეროვნული გამოცდილება და, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი, გაერთიანებული სამეფო, ავსტრალია და აშშ კიდევ უფრო მჭიდროდ იქნება გაერთიანებული”- განაცხადა ჯონსონმა.
რაც შეეხება საფრანგეთს, რომელმაც ძალიან დიდი ეკონომიკურ-პოლიტიკური ზარალი იწვნია ამ გაერთიანებით და ავსტრალიის გადაწყვეტილებით დატოვოს 90 მილიარდიანი ფრანგული წყალქეშაშა გემების პროგრამა. პარიზში ღიად გამოხატეს გაბრაზება და და დაგმეს უპატივცემულობა:
,,ამერიკელმა არჩევანმა გამორიცხა ევროპელი მოკავშირე და პარტნიორი, ისეთი როგორიცაა საფრანგეთი ავსტრალიასთან სტრუქტურირებული პარტნიორობიდან, იმ დროს, როდესაც ჩვენ ვხვდებით უპრეცედენტო გამოწვევებს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, ჩვენი ღირებულებების თვალსაზრისით თუ მრავალმხრივობის პატივისცემის თვალსაზრისით. კანონის უზენაესობაზე დაყრდნობით, აჩვენებს თანმიმდევრულობის ნაკლებობას, რომლის აღნიშვნა და სინანული სამწუხაროდ მხოლოდ საფრანგეთს შეუძლია “,- განაცხადეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა და თავდაცვის მინისტრმა ფლორენს პარლიმ ერთობლივ განცხადებაში.
მიუხედავად იმისა, რომ AUKUS-ის დაფუძნების პრესკონფერენციაზე საჯაროდ საფრთხეებში ნახსენები არ გახლდათ ჩინეთი, აშკარა და ნათელია, რომ აღნიშნული გაეეთიანების შექმნა, სწორედ ჩინეთის საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული. ჩინეთის, რომელიც ყოველდღიურად ყალიბდება ახალ სამხედრო-პოლიტიკურ გიგანტად და ცდილობს ახალი გეოპოლიტიკური პოლუსის შექმნას, მეტიც ბოლო პერიოდში უკიდურესად გამწვავებული დიპლომატიური დაძაბულობის ფონზე, აშშ-სა და მისი პარტნიორების ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო რადიკალურს გახდის ჩინეთის საგარეო პოლიტიკურ კურსს, ასე რომ უნდა ველოდოთ ახალ-ახალ დაძაბულობებს ინდო-წყნარი ოკეანის და არამარტო მიმართულებით, სადაც აშშ-ს მთავარ მოწინააღმდეგე არა ძველი ნაცნობი მტერი რუსეთი, არამედ ახალი კომუნისტური ჩინეთი იქნება. ეს კი, რაღა თქმა უნდა მსოფლიოში ახალ გეოპოლიტიკურ დღისწესრიგს შექმნის.
https://www.theguardian.com/world/2021/sep/...hina-deterrenceკაროჩე ახალ ცივ ომს ვუახლოვდებით.
This post has been edited by KobSak on 16 Sep 2021, 12:45