Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > Expert Exchange > PHP & Ajax


Posted by: Gode 22 Jun 2007, 00:46
მოგესალმებით პატივცემულო კოლეგებო! yes.gif

სათაურიდან იმდენად კარგად ჩანს ყველაფერი, რომ აღარ ღირს ალბათ დეტალებში ჩაძიება. რომ არ მოგატყუოთ წმინდა ajax-თან php-ს გამოყენებით არ მქონია შეხება, მხოლოდ რაღაც ფსევდო "ajax"-ი მაქვს ნაჩალიჩარი, მაგრამ ის ჯავასკრიპტი და DHTML-ია და არანაირი XML-იზაცია იქ არ ხდება.

მოვიდა დრო როცა ეს ამბავი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირკვეს! vik.gif

რა მინდა ეხლა და რას გერჩით:

1. ვის რა გამოცდილება გაქვთ ამ სფეროში.
2. ვინ რა კლასებს იყენებთ
3. ვინ რა საკუთარი კლასები დაწერა იმიტომ რომ არ მოეწონა ათასი ჯურის third-party კლასები.
4. რა წყალქვეშა ქვები და სირთულეებია მოსალოდნელი.

მოკლედ All About Ajax & PHP მიიღება ამ თემაში. ჰა ბურთი და ჰა მოედანი. fig.gif

Posted by: იოსები 22 Jun 2007, 01:00
Gode

შენიშვნა DHTML - ს ექპოქა მზე და ასე შემდეგ ჩაესვენა... მართებულია DOM ან DOM Scripting - ის გამოყენება შესაბამის ტერმინად.

QUOTE
1. ვის რა გამოცდილება გაქვთ ამ სფეროში.

ძალიან საფუძვლიანი გამოცდილება მაქვს ამ სფეროში.

QUOTE
2. ვინ რა კლასებს იყენებთ

მხოლოდ საკუთარს და არავითარ ე.წ. third party - ს, არა იმიტომ რომ ცუდია უბრალოდ საკუთარის წერა მირჩევნია...

QUOTE
3. ვინ რა საკუთარი კლასები დაწერა იმიტომ რომ არ მოეწონა ათასი ჯურის third-party კლასები.

დაწერილი მაქვს ყველა აუცილებელი კლასი რაც საჭიროა RIA - სთვის

კოლეგებო ნუ მიწყენთ ასეთ არათავმდაბლობას...

QUOTE
4. რა წყალქვეშა ქვები და სირთულეებია მოსალოდნელი.


წყალქვეშა ქვებს რაც შეეხება:

1) ბრაუზერებს შორის თავსებადობა, 99% შემთხვევაში კოდი თავსებადია ყველა არსებული ბრაუზერისთვის გარდა IE - სი, ეს ეხება როგორც IE6 - ს ასევე ახალ IE7 - ს დანარჩენი ყველა ბრაუზერისთვის უმეტეს შემთხვევაში უპრობლემოდ ხდება ყველაფერი.

2) მემორი მენეჯმენტი აქაც IE ჟონავს, ანუ java_script - ისა და DOM - ის მემორი და გარბიჯ კოლექტორები ცალკე აქვს აქვს, და თუ დავუშვათ ჩვეულებრივი JS ობიექტს აქვს მითითება DOM ობიექტზე ხოლო შემდეგ ხდება ამ ჩვეულებრივი ჯავასკრიპტის ობიექტის განადგურება მეხსიერებაში რჩება DOM - ის ობიექტი, რამაც შეიძლება მეხსიერების გადავსება და არა მარტო ბრაუზერის არამედ მთლიანი სისტემის დაკიდება გამოიწვიოს.

3) თვითონ Ajax - თან არანაირი პრობლემა არ არის არსად ერთადერი უცნაურობა რაც IE - ს ახასიათებს არის XHR ობიექტის ინიციალიზაციის და მისი მეთოდების გამოძახების მიმდევრობაში სხვაობა... რაც იწვევს იმას რომ ე.წ. multiple instance - ბის გამოყენება ხდება შეუძლებელი... გვერდის ავლა ადვილია...

4) კოდირებებთან პრობლემები არ არსებობს გარდა იმისა რომ თუ ვიყენებ განსხვავებულ კოდირებას (არა UTF-8, XHR ყველაფერს UTF-8 კოდირებით გზავნის სერვერზე) მაშინ სერვერის მხარეს რიქვესტის პარამეტრების მნიშვნელობების შესაბამის ენკოდინგში გადაყვანაა საჭირო რაც მიიღწევა mb_string - ით ან iconv - თი. თუმცა ისევ IE6 - ში რომელიღაც კოდირებაში გარღვევაა...

5) პრობლემები რესპონსთან გხვდება IE - ში ანუ innerHTML - ს გამოყენება გარკვეულ მომენტებში სახიფათოა მითუმეტეს თუ tabale ან form ელემენტებთან ვმუშაობთ... თუმცა გამოსავალი არსებობს...

6) DOM თითქმის ყველგან ერთნაირია და განსხვავებების მართვა ადვილია... (თუმცა IE და ზოგ შემთხვევაში Opera უბრავენ)

7) დეველოპმენტისთვის FireFox და FireBug არის must!!!

8) ზოგადად Ajax არ არის მარტო XHR და ძალიან მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვს და საკმაოდ საფუძვლიან ცოდნას Ajax აპლიკაციების წერა

9) გარდა XHR - ისა პრობლემები გვხვდება CSS - თან რა თქმა უნდა IE - ში, სხვაგან ყველგან მეტნაკლები სიზუსტეა (Opera შედარებით პრობლემატურია)

10) დინამიურ stylesheet - ებთან მუშაობისას განსხვავებები მარტო IE - ში გვხვდება, Safari - ში readonly იყო და ბოლო ვერსიაში დაფიქსეს...

11) პრობლემებია XML რესპონსთან ოღონდ ძალიან მცირე

* * *
ბიბლიოთეკების ოვერვიუ

1) prototype და scriptaculo (ეს განვითარებაა prototype - სი) პიონერები და ერთერთი წვერებიანი ბიბლიოთეკებია კარგი და წარმატებული რამეებია... თუმცა არ მომწონს დიდად...

2) ზემოთნახსენები ბიბლიოთეკების მსგავსია კიდევ mootools ძალიან ძალიან კარგია..

3) YUI ანუ Yahoo User Interface ესეც კარგია თუმცა შედარებით ზონზროხაა...

4) GWT ანუ Google Web Toolkit - ასეთი მძ%&$ი მე ჯერ არ მინახავს სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ მაგარი ტუტუცობაა...

5) PHP - სთვის არსებოს XAjax შედარებით კარგი და სტაბილური ძრავია და მარტივი რაც მთავარია... იდეოლოგია მე ძალიან მომწონს და ზოგადად მომხრე ვარ მაგ იდეოლოგიის...

დანარჩენ დეტალებს საჭიროების მიხედვით დავწერ wink.gif
* * *
6) jQuery - ესეც შესანიშნავი რამ არის უბრალოდ შედარებით ძალიან ოდნავ ნელია mootools - ზე...

ასევე მოსაზრებები ბიბლიოთეკების გამოყენებასთან დაკავშირებით:

1) აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ თუ თვითონ წერა გვეზარება...

2) აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ იმ შემთხვევაში თუ წერა არ გვეზარება მაგრამ ყველა ბრაზერის განსხვავებების დევნის დრო არ არის...

3) უნდა გამოვიყენოთ თუ საერთოდ არ გვაინტერესებს კლიენტის მხარეს რა ხდება სინამდვილეში და ტყუილად რომ არ ვაბრალოთ წარმოშობილი პრობლემები ბრაუზერების ვენდორებს (ნერვებსაც დავზოგავთ და დროსაც)


* * *
4) უნდა გამოვიყენოთ იმ შემთხვევაშიც თუ ზოგადად framework - ების წერის გამოცდილება არ გვაქვს, აქ ლაპარაკი არ არის ზოგადად java_script - ზე აქ მნიშვნელოვანია როგორც კლიენტის მხარეს ასევე სერვერის მხარეს აპლიკაციების არქიტექტურის აგების და ჩამოყალიბების ცოდნა და გამოცდილება... ისე 100დან 100 შემთხვევაში შედეგი იქნება დიდი თუჯის ქვაბი...

ასევე ერთი რამ არის მხედველობაში მისაღები, ბიბლიოთეკების გამოყენება არ ნიშნავს რომ არ უნდა ვიცოდეთ ან არ უნდა ვისწავლოთ არაფერი... უკიდურეს შემთხვევაში თავად გამოყენებული ბიბლიოთეკის შესწავლა მაინც გვიწევს საფუძვლიანად... წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგია დიდი 0...

კიდევ ერთი, ის რომ Ajax მოიცავს რამდენიმე ტექნოლოგიას ასევე ის მოიცავს დეველოპმენტს სტანდარტების დაცვით (ამ საკითხს არ სჭირდება გაჯაზება, ეს თავისუფლად შესაძლებელია), აქედან დასკვნა არის ის რომ Ajax != XHR, ეს არის კომპლექსური და საკმაოდ ნიუანსური იდეოლოგია...
* * *
ჰო ჰო მოდის აზრები biggrin.gif

ესე იგი Ajax - ის გამოყენება ბრმად არ შეიძლება... Ajax - ის გამოყენებ ფრონტენდზე როდესაც ვლაპარაკობთ რაიმე პაბლიკ რესურსზე უნდა მოხდეს ფრთხილად და ზომიერად... რაც შეეხება კონტროლ პანელების წერას აქ სრული თავისუფლება გვაქვს...

საიტის შემთხვევაში Ajax - ის გამოყენება სასურველია და დასაშვებია მაგალითად რაიმე ფორმის შევსებისა და გაგზავნისათვის... რეიტინგებში/ვოუტინგებში... და ასევე ისეთ შემთხვევებში სადაც კონტენტი არ თამაშობს გადამწვეტ როლს..

არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვიყენოთ Ajax საიტის ნავიგაციის მენიუებში! არ უნდა გამოვიყენოთ Ajax მნიშვნელოვანი კონტენტის გამოსატანად...

ასევე საიტზე Ajax - ის გამოყენება ხშირად რატომღაც ლამაზი ეფექტების გამოყენებაში ერევათ... ათასგვარი ლამაზი მენიუები და ეფექტები არ ნიშნავს რომ საიტი არის Ajaxed...

კიდევ ერთი დეტალი უნდა ავირჩიოთ და გამოვიყენოთ ისეთი ბიბლიოთეკა რომელიც იქნება ძალიან მცირე ზომაში, სასურველი იქნება თუ მისი ზომ არ იქნება 50KB - ზე დიდი... ამისათვის არსებობს სპეციალური კომპრესიის საშუალებები...
* * *
Ajax აბრევიატურის ავტორის ესე ამ მიმართულების შესახებ http://www.adaptivepath.com/publications/essays/archives/000385.php
* * *
რაც შეეხება სერვერის მხარეს

PHP იქნება ეს თუ სხვა ენა აუცილებელია ორი რამ... უნდა მოხდეს Rrequest - ის და Response - ეს უნიფიცირება... უნდა გვახსოვდეს რომ Ajax - ს გამოვიყენებთ თუ არა Request არის Request და Response არის Response... თუმცა როდესაც ვმუშაობთ XHR - ით საჭიროა ვიცოდეთ რომ სერვერის მხარეს უბრალოდ პასუხის გამზადება და შემდეგ echo - თი გამოფურთხება არ არის საკმარისი...

პასუხი შესაძლოა იყოს სამი ტიპის, ესენია:

1) ჩვეულებრივი ტექსტი
2) JSON
3) XML

არჩევანი უნდა გაკეთდეს JSON - სა და XML - ს შორის, რადგან ორივე გვაძლევს პასუხის სტრუქტურირების საშუალებას... თუმცა მე პირადად XML მირჩევნია... რადგან თუ საჭირო გახდა შესაძლებელია CDATA სექციის გამოყენება ტეგებში და მასში სასურველი ტექსტის ან პირდაპირ JSON - ის ჩადება...

თვითონ პასუხის დამუშავება უნდა იყოს გარკვეულწილად უნივერსალური ანუ უნდა ჩამოვაყალიბოთ response - ს გარკვეული ფორმატი რაც შემდგომ უკვე კლიენტის მხარეს დამუშავდება, თუმცა მისი აწყობა გარკვეული მექანიზმებით უნდა მოხდეს სერვერზე...

ასევე უნდა იყოს იმის საშუალება რომ პასუხში ჩავდოთ ისეთი XML ტეგები რომლებიც არ არის გათვალისწინებული სპეციფიკაციის მიხედვით თუმცა კლიენტის მხარეს უნდა იყოს იმის საშუალება რომ შეგვეძლოს response handler - ების რეგისტრაცია მსგავსი არაგანსაზღვრული ელემენტებისათვის...

სასურველია რომ ნებისმიერი XHR რიქვესტს ღებულობდეს ერთი უნივერსალური კონტროლერით ხოლო შემდგომი განაწილება უკვე იყოს გარკვეულწილად ფრეიმვორკის საქმე...

Posted by: grdzeli_kaci 22 Jun 2007, 09:38
Gode
QUOTE
ჰა ბურთი და ჰა მოედანი



smile.gif

ამ კაცმა არა მგონია ამ საქმეში ვინმეს ბურთი დაუთმოს, მოედანზე მიდი გენც. biggrin.gif

Posted by: Otory 22 Jun 2007, 09:50
იმენნა ბებო ვარ smile.gif)))))))
იმის და მიუხედავად რო რაც დაწერა სოსომ ვიცოდი თითქმის ყველაფერი, ისე დაწერა რო ბებო ვარ რა და ეგაა smile.gif)))))))))))

ხოდა....
2 რაღაც tongue.gif

QUOTE
მოკლედ All About Ajax & PHP მიიღება ამ თემაში

შოთ, უკვე დახურე თემა biggrin.gif

იოსები
და დრო არ გაქვს ხო? aba.gif vik.gif

Posted by: Gode 22 Jun 2007, 10:46
იოსები
უღრმესი მადლობა ასეთი ვრცელი პასუხისათვის smile.gif
ნუ რაც დაწერე კონკრეტულად ajax-ს რაც შეეხება, რექვესთ-რესპონსებს, XML JSON-ებს და ა.შ. ეგ ყველაფერი გასაგებია. მე ამ შემთხვევაში კონკრეტულად php-დან მაინტერესებს იმპლიმენტაციის ნიუანსები და მუშაობის გამოცდილება smile.gif

QUOTE

მემორი მენეჯმენტი აქაც IE ჟონავს, ანუ java_script - ისა და DOM - ის მემორი და გარბიჯ კოლექტორები ცალკე აქვს აქვს, და თუ დავუშვათ ჩვეულებრივი JS ობიექტს აქვს მითითება DOM ობიექტზე ხოლო შემდეგ ხდება ამ ჩვეულებრივი ჯავასკრიპტის ობიექტის განადგურება მეხსიერებაში რჩება DOM - ის ობიექტი, რამაც შეიძლება მეხსიერების გადავსება და არა მარტო ბრაუზერის არამედ მთლიანი სისტემის დაკიდება გამოიწვიოს.

კიდე აი ასეთი სურპრიზები მაინტერესებს smile.gif ანუ ის რაც ვიღაცას გავლილი აქვს ერთხელ და იცის "აქეთ წახვალ მოკვდები, აქეთ წახვალ გადარჩები". smile.gif

საბოლოო მიზანს წარმოადგენს საკუთარი ძრავის აგება ერთხელ და სამუდამოდ smile.gif მისია რთულია, მაგრამ უაღრესად საინტერესო, საჭირო და განხორციელებადი. სურვილი არის, საშუალება არის, თითები დაგრეხილია, მაგრამ გავასწორებთ smile.gif

მჭირდება შესაბამისი ლიტერატურა და ინფორმაცია ხოდა იმდენი წერე შენ რომ სადღაც გექნება ერთი ორი საინტერესო PDF-ი და ნუ დაიზარებ მოძებნას smile.gif

grdzeli_kaci
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები კი არ ვარ ეგრევე მოედანზე შევვარდე, ჯერ ვარჯიში, ფიზ.მომზადება, ტაქტიკური მომზადება, ტექნიკური მომზადება, სათამაშო გამოცდილება და მერე მოედანზეც შევალ, დავმარცხდები, მაგრამ თავაწეული გამოვალ gigi.gif

Otory
არაფერს არ დავხურავ, საკმაოდ საინტერესოდ ვაპირებ ამ თემის განვითარებას, ეჭვი მეპარება მარტო მე მაინტერესებდეს ეს საკითხი, ხოდა შევაგროვოთ აქ ინფორმაცია. tongue.gif

ისე PDF-ების ამბავი შენც გეხება wink.gif

Posted by: Pixel_misha 22 Jun 2007, 12:25
Gode
იოსებმა კარგი ოვერვიუ გააკეთა, ზოგ რამეზე გავამახვილებ ყურადღებას.
QUOTE
7) დეველოპმენტისთვის FireFox და FireBug არის must!!!

ნუ ეს აუცილებელია, +Web developer extension.

QUOTE
6) jQuery - ესეც შესანიშნავი რამ არის უბრალოდ შედარებით ძალიან ოდნავ ნელია mootools - ზე...

პერფორმენსი არ ვიცი მაგრამ ძალიან კარგი ბიბლიოთეკაა, ძალიან დამრეცი სწავლის მრუდით smile.gif ძალიან პრაგმატული მეთოდოლოგიით, ყველაზე მეტი ფლაგინით (http://docs.jquery.com/Plugins), ძალიან მარტივი და მოხერხებული საშუალებებით როგორც რემოუთინგისთვის, ისე სხვა რაღაცეებისთვის.

მონაცემთა ფორმატისთვის მარტივი და მოხერხებული რამეა json. php-ში მასივის json-ენკოდირება შეგიძლია HTML_AJAX - შემავალი HTML_AJAX_JSON -ით (http://pear.php.net/package/HTML_AJAX) - ამ HTML_AJAX -ში ბევრი გამოსადეგი რამეა, გადახედე, თუ რამე კარგს ნახავ ჩვენც გვითხარი smile.gif კიდევ შეგიძლია გამოიყენო FastJSON. კლიენტიდან სერვერზე კი შეგიძლია ჩვეულებრივ url ფორმატში გაგზავნო მონაცემები(jquery-ითი ეს ადვილია).

ბიბლიოთეკები ძალიან ბევრია და სხვადასხვა პლიუს/მინუსები აქვთ.
mootools გავს jquery-ის რაღაცეებით, ესეც მარტივი და კარგია, ზოგ რამეში სჯობია კიდეც,
Ext არის ვიზუალური ვიდჯეტების ბიბლიოთეკა, მუშაობს YUI-სთან, prototype-თან, ან jquery-სთან ერთად.

Posted by: იოსები 22 Jun 2007, 13:15
Pixel_misha

QUOTE
Ext არის ვიზუალური ვიდჯეტების ბიბლიოთეკა,

ძალიან ნელია... ვერ დავუდე მაგ ბიბლიოთეკას გული არადა კომპონენტების თვალსაზრისით ალბათ საუკეთესოა...



Gode
ესე იგი თუ შენით გაქვს გადაწყვეტილი ფრეიმვორკის დაწერა რამდენიმე რეკომენდაციას მოგცემ.



1) აუცილებლად ძალიან ღრმად უნდა გაერკვიო java_script - ში, უნდა შეისწავლო მისი OOP მხარე საფუძვლიანად;
2) საფუძვლიანად უნდა გაერკვიო DOM - ში;
3) უნდა დაივიწყო ზოგადად PHP - ს დებილური იდეოლოგია რომ თავიდან აიცილო პრობლემები, უნდა გაითავისო კლიენტ საიდ დეველოპმენტის ყველა დეტალი;
4) java_script აუცილებლად მოდულარული უნდა იყოს, უნდა გამოიყენო ნეიმსპეისები და ასე შემდეგ...
5) იმისათვის რომ მინიმუმამდე დაიყვანო ბრაუზერებს შორის გაუგებრობები აუცილებლად ყველა დოკუმენტში უნდა გამოიყენო მინიმუმ XHTML transitional დოკ ტაიპი...
6) შენი ამოცანა უნდა იყოს დაახლოვებით ასეთი: დოკემენტზე კლიკავ ან რაიმე ლინკს ან რაიმე ღილაკს და სერვერის მხარეს შენი რიქვესტი ხვდება პირდაპირ რომელიმე ფუნქციაში ან კლასის მეთოდში, ამისათვის შეგიძლია ან კომანდ პატერნის გამოყენება პირდაპირ ან უფრო მაღალ დონეზე გადაწყვეტა ისე რომ ავტომატიზებული გახდეს ეგ ყველაფერი;
7) ძალიან კარგი იქნება თუ გაარჩევ xajax - ს

რისი დაწერა მოგიწევს კლიენტის მხარეს

1) HttpRequest კლასი მთლიანად კლიენტიდან სერვერზე გასაგზავნად საჭირო სრული ფუნქციონალით, აქ არ იგულისხმება მხოლოდ რიქვესტის გაგზავნა, აქ საჭიროა ფორმის სერიალიზაცია (ანუ param=value&param1=value1&paramn=valuen ფორმატში), ასევე URL - ის ენკოდისთვის აუცილებლად დაგჭირდება encodeURIComponent ფუნქცია ეს ყველა გაუგებრობას აგაცილებს თავიდან...
2) HttpResponse ამ კლასის მეთოდები უშუალოდ უნდა იყოს გამოყენებული პასუხის დასამუშავებლად და ავტომატურად უნდა იძახებოდეს onreadystatechanged ივენთის წარმოქმნის დროს;
3) უნდა ჩამოაყალიბო რესპონსის სპეციფიკაცია და გარდაქმნა შესაბამის ფორმატში მე რეკომენდაციას ვუწევ XML - ს და არა JSON - ს, რადგან თუ JSON დაგჭირდება პირდაპირ შეგიძლია XML - ში ჩადო ანუ CDATA სექციაში და დავუშვათ ტეგს მიუთითო ატრიბუტი type="json" რომ პროცესორი მიხვდეს და evаl ავტომატურად გაუკეთოს და დაგიბრუნოს გამზადებული ობიექტი
4) არასოდეს არ გამოიყენო პირდაპირ ტექსტი რესპონსში, მისი ჩადება ასევე შესაძლებელია XML - ში;
5) რესპონსი განიხილე როგორც ე.წ. multiple response რადგან XML გაძლევს იმის საშუალებას რომ სერვერიდან მონაცემები სტრუქტურირებულად დააბრუნო და ერთი რიქვესტისთვის დააბრუნო ისეთი პასუხი რომელიც განკუთვნილი იქნება დოკუმენტის მრავალი სეგმენტისთვის;

მცირე რეკომენდაციები ბრაუზერების შესახებ:
1) წინასწარვე განეწვე იმისათვის რომ IE მის შემქმნელს დაგაწყევლინებს biggrin.gif
2) IE - ში ხდება რისპონსის კეშირება და რიქვესთს აუცილებლად უნდა გააყოლო რამე fake პარამეტრი რომ ეს აირიდო თავიდან, მაგალითად "?nocache=" + (new Date().getTime())
3) აირიდე თავიდან რიქვესტის დროს setRequestHeader მეთოდის გამოყენება, ოპერა და საფარი არ იძლევიან მაგის უფლებას;
4) თუ წააწყდები ბრაუზერებს შორის არათავსებადობას არ გამოიგონო არაფერი, ჯერ შეეცადე რაიმე ისეთი გამოსავალი იპოვო რომელიც ყველგან ერთნაირად იმუშავებს, ეს უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელია;
5) DOM - ში არსებული არათავსებადობების თავიდან არიდება უმეტეს წილად ისე შეიძლება მოაგვარო რომ კოდის განცალკევება არ დაგჭირდეს
6) DOM ელემენტების რეფერენსებთან ძალიან ფრთხილად იყავი განსაკუთრებით IE - ში, სასურველია თუ გამოყენებული ელემენტების dereference - ს მაშინათვე გააკეთებ როდესაც მის დამუშავებს მორჩები;
7) საფუძვლიანად გაარჩიე Event მენეჯმენტი იმიტომ რომ ყველა ბრაუზერი იყენებს სტანდარტულ მოდელს ხოლო IE - ს თავისი მოდელი აქვს, რაიმე ვრაპერი დაგჭირდება მაგისთვის რომ ეგ დეტალები მიმალო და ხელი არ შეგეშალოს;
8) XHTML დოკუმენტში აირიდე თავიდან ასეთი რამეები <a onclick="doSomething()"> ან <div onmouseover="tralala()", ანუ ივენთ ატრიბუტები არ გამოიყენო შეეცადე ყველაფერი გარედან მოხდეს ისე რომ თვითონ დოკუმენტში მსგავსი კოდი არ ფიგურირებდეს;
9) ცოტაოდენი რამ მეც მიწერია ბლოგზე და კიდევ მივამატებ ბევრ რამეს, თუ გადაიკითხავ ბევრ დეტალს ნახავ ისეთს რაზეც მე ცხვირპირი ავილეწე თავის დროზე და საკმაოდ არასასიამოვნო პრობლემებს აგარიდებს თავიდან :დარცხვენილი სმილე: wink.gif

დოკუმენტაციას რაც შეეხება მე PDF - ების მოყვარული არ ვარ და მხოლოდ წიგნებს ვკითხულობ მაგრამ შემიძლია შთაბეჭდილებები გაგიზიარო და იქნება ფორუმელებმა PDF - ები დაგვიშეარონ:

java_script: The Definitive Guide - ძალიან ძალიან კარგი წიგნი, თუმცა ვერ გეტყვი რომ ამ წიგნის წაკითხვის მერე ქვეყანას დააქცევ
http://www.amazon.com/java_script-Definitive-Guide-David-Flanagan/dp/0596101996/ref=pd_bbs_sr_1/103-6442342-0085401?ie=UTF8&s=books&qid=1182502966&sr=8-1

Foundations of Ajax (Foundation) - ძალიან კარგი წიგნია Ajax - ის ანაბანას გასაგებად
http://www.amazon.com/Foundations-Ajax-Foundation-Ryan-Asleson/dp/1590595823/ref=sr_1_18/103-6442342-0085401?ie=UTF8&s=books&qid=1182503135&sr=1-18

Pro java_script Techniques - კაცური წიგნია jQuery - ს ავტორისგან
http://www.amazon.com/Pro-java_script-Techniques-John-Resig/dp/1590597273/ref=pd_bbs_sr_5/103-6442342-0085401?ie=UTF8&s=books&qid=1182502966&sr=8-5

DOM Scripting: Web Design with java_script and the Document Object Model - ძალიან კარგი წიგნია
http://www.amazon.com/DOM-Scripting-Design-java_script-Document/dp/1590595335/ref=pd_bbs_sr_7/103-6442342-0085401?ie=UTF8&s=books&qid=1182502966&sr=8-7

Bulletproof Ajax - ეს ჯერ არ ჩამომსვლია მაგრამ მითხრეს რომ ძალიან კარგი წიგნიაო
http://www.amazon.com/Bulletproof-Ajax-Voices-That-Matter/dp/0321472667/ref=pd_sim_b_5_img/103-6442342-0085401?ie=UTF8&qid=1182502966&sr=8-7

AJAX and PHP: Building Responsive Web Applications - ამ წიგნის სათაურმა არ მოგატყუოს და ტყუილად არ დახარჯო დრო მაგარი ლეღვობაა...
http://www.amazon.com/AJAX-PHP-Building-Responsive-Applications/dp/1904811825/ref=pd_bbs_sr_3/103-6442342-0085401?ie=UTF8&s=books&qid=1182503414&sr=8-3

Ajax in Action - ეს წიგნი კაპიკად არ ვარგა დრო არ დახარჯო
http://www.amazon.com/Ajax-Action-Dave-Crane/dp/1932394613/ref=pd_bbs_sr_2/103-6442342-0085401?ie=UTF8&s=books&qid=1182503135&sr=1-2

ასევე მიეძალე ამ რესურსებს:

Yahoo - ს არქიტექტორის საიტი
http://www.crockford.com/

Peter-Paul Koch - ის ძალიან ძალიან კარგი რესურსი, ასევე წიგნიც აქვს დაწერილი მაგრამ ჯერ არ მომეცა წაკითხვის ბედნიერება ამბობენ კარგიაო...
http://www.quirksmode.org/

დანარჩენს კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე რითიც შევძლება დაგეხმარები, წარმატებები wink.gif

Posted by: Gode 22 Jun 2007, 13:31
იოსები
იიფფფ! აი მესმის პასუხიიიი! smile.gif

კარგია, მადლობა. რაღაცეები მაქედან გასაგებია ისედაც, რაღაცეებზე (მაგალიტად კეშირებაზე smile.gif ) უკვე მოვიტეხე კისერი. რაღაცეები, უფრო სწორედ ბლომად რაღაცეები გასაწრჩევია/სასწავლია/გასაკეთებელია.

გავარჩევთ/ვისწავლით/გავაკეთებთ.

მადლობა კიდევ ერთხელ. ჩავუჯდები აწი ნელ-ნელა და რამე გამოვა ალბათ. smile.gif

ხანდახან შეგაწუხწებ ხოლმე smile.gif

Posted by: იოსები 22 Jun 2007, 13:34
Gode

არაფრის wink.gif

Posted by: karaoke 24 Jun 2007, 20:17
უფასოდ არაა ეს წიგნები?
---------------------------------------------------

Posted by: მირიან 24 Jun 2007, 21:00
Sams Teach Yourself Ajax in 10 Minutes is a concise introduction to the basics of building Ajax applications and the architecture and operation of these applications. You will learn the techniques employed in using Ajax, introducing Ajax and explaining how it may be used to solve realistic user interface problems. You will be able to immediately begin building web applications, and will have platform from which to explore more advanced aspects of Ajax.

http://bin.ge/?d=7BCD63F4

უმარტივესი წიგნია, სრულად საკმარისია რომ Ajax-ზე ზოგადი წარმოდგენა მაინც შეექმნას კაცს და მარტივი აპლიკაციები ააწყოს. smile.gif


Posted by: Ottoman 24 Jun 2007, 21:15
Gode

jQuery - java_script Library (http://www.jquery.com)

Prototype-სთანაც მქონდა შეხება და MooTools-თანაც, მაგრამ ყველაზე კარგი მაინც jQuery არის ( რა თქმა უნდა იმჰო smile.gif ) ჯერ ერთი იმით, რომ დაკომპრესებული 20 კბ-ა, + ძალიან სწრაფია, აქვს ძალიან მარტივი და მოხერხებული selectors (CSS-ის სამივე ვერსიას და ძირიტად xPath-ის მხარდაჭერა აქვს) და რაც ყველაზე მთავარია, სლოგანის არ იყოს, მართლა write less, do more გამოგდის კაცს ბოლოში smile.gif

ავტორს რაც შეეხება არის ძალიან კარგი JS-ს სპეციალისტი, მუშაობს Mozilla-ში. მისი შექმნილი კი არის ეს library, მაგრამ ეხლა თითქმის მთელი მსოფლიოდან არიან A Class დეველოპერები ჩართული მუშაობაში. იხილეთ ავტორის საიტი: http://ejohn.org

ასევე ავტორს აქვს დაწერილი ძალიან კარგი წიგნი - http://jspro.org თავიდან ბოლომდე არ მაქვს წაკითხული, მაგრამ რომ გადავხედე კარგი რამე ჩანს smile.gif

Posted by: Otory 24 Jun 2007, 21:21
Ottoman
QUOTE
ასევე ავტორს აქვს დაწერილი ძალიან კარგი წიგნი - http://jspro.org თავიდან ბოლომდე არ მაქვს წაკითხული, მაგრამ რომ გადავხედე კარგი რამე ჩანს

ძალიან საყვარელი წიგნია smile.gif
ეხლა ვკითხულობ...
თითქმის შუაში ვარ (დროის დედაც ვატირე spy.gif ) და საკაიფოა, ასევე მაგარი კაი ედვანსდი wink.gif

Posted by: aleko205 25 Jun 2007, 16:28
იოსები
QUOTE
საიტის შემთხვევაში Ajax - ის გამოყენება სასურველია და დასაშვებია მაგალითად რაიმე ფორმის შევსებისა და გაგზავნისათვის... რეიტინგებში/ვოუტინგებში... და ასევე ისეთ შემთხვევებში სადაც კონტენტი არ თამაშობს გადამწვეტ როლს..

არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვიყენოთ Ajax საიტის ნავიგაციის მენიუებში! არ უნდა გამოვიყენოთ Ajax მნიშვნელოვანი კონტენტის გამოსატანად...

ანუ სოსოჯან, გულისხმობ იმას, რომ მაგალითად www.myvideo.ge - ზე მთავარი გვერდი იტვირთება Ajax - ით. არა მარტო ფორმა, არამედ ფლეშ ობიექტიც და სურათებიც. აქ საერთო ზომა 120 კბ-ს ზემოთ ადის. ანუ ეს არ არის რეკომენდირებული?


QUOTE
წინასწარვე განეწვე იმისათვის რომ IE მის შემქმნელს დაგაწყევლინებს

არ ასცდეს არცერთი biggrin.gif
მაშინაც შენ მიშველე მახსოვს

Posted by: Ottoman 25 Jun 2007, 16:52
aleko205
QUOTE
ანუ ეს არ არის რეკომენდირებული?


QUOTE
QUOTE
myvideoge-ზე Ajax ტექნოლოგიებია ხომ გამოყენებული.?

არაჩვეულებრივი მაგალითი იმისა, თუ სად არის აჯაქსის გამოყენება ზედმეტი და უადგილო biggrin.gif

© როკო

რა თქმა უნდა არაა სასურველი ყველა ნიუანსი აჯაქსში იყოს გაკეთებული. აჯაქსის გამოყენება კარგია ფორმებთან, თეიბლებთან და ა.შ. მოკლედ კონტენტის აჯაქსით ლოადინგი არ ღირს (გამონაკლისი შემთხვევების გარდა). smile.gif

Posted by: aleko205 25 Jun 2007, 16:59
Ottoman
QUOTE
რაა სასურველი ყველა ნიუანსი აჯაქსში იყოს გაკეთებული

და რაც შეეხება პჰპ ჩატებს რომლებსაც პოსტები აჯაქსით გამოაქვს, ამ შემთხვევაში?


QUOTE
გამონაკლისი შემთხვევების გარდა

რამე კონკრეტული არის თუ ვინუჟდენს გულისხმობ ?

Posted by: Ottoman 25 Jun 2007, 17:17
aleko205
QUOTE
და რაც შეეხება პჰპ ჩატებს რომლებსაც პოსტები აჯაქსით გამოაქვს, ამ შემთხვევაში?

მერე ეგ იგივე ფორმაა smile.gif

QUOTE
რამე კონკრეტული არის თუ ვინუჟდენს გულისხმობ ?

კონკრეტული მაგალითია კონტენტის preloading, ანუ ჯერ ჩაიტვირთება საიტის სურათები და ტექსტი და მერე ერთბაშად გაიხსნება, როგორც სიტყვაზე ფლეშში პროგრეს ბარი... მეტი ამწამს კონკრეტული არ მახსენდება smile.gif

Posted by: zembali 26 Jun 2007, 10:45
ამ ორი წიგნის pdf_ები გავჩითე:

http://fast.ge/?d=25FA589F1

http://www.fast.ge/?d=B12E0ED11

თუ კიდე გავჩითავ რამეს აუცილებლად ავტვირთავ.

Posted by: herrlado 6 Jul 2007, 01:44
რას იტყვით ეს თემა იქნებ web-programming სი წაგვეღო? ჯერ ჯერობით აქ გადმოვიტანე რომ არ დაიკარგოს.

Posted by: Snowman 6 Jul 2007, 02:22
ჰეჰ აი მეც მოვედი ეს რა კარგი თემა გაგიხსნიათ კაცო
ისა ეხლა მიმდევრობით ვერ ჩამოვყვები რა ბიჭებო, მაგრამ ერთს ვიტყვი საკმაოდ დიდი გამოცდილება ამ მიმართულებით ვიყენებ საკუთარ ლაიბრარებს და კლასებს ლოადერების გათვალისწინებით და კიდევ სირთულეებს რაც შეეხება არარ მახსოვს როცა ვიწყები მაშინ რარაცეები იყო მარა ეხლა უკვე არ ვიცი ჯერჯერობით არაფერი მიჭირს გამიჭირდება და აგერ არ მყავხართ კაცო wink.gif

Posted by: member_12441 6 Jul 2007, 04:11
უი მეც აქ ვარ biggrin.gif
მეც მაქვს რაღაც გამოცდილება ამ განხრით, მაგრამ ნუ ჯერ-ჯერობით იოსების პოსტების შემდეგ ახალს ვერაფერს ვიტყვი.

უი, მხოლოდ ის რომ mootools-ის ფანი ვარ, ძალიან მოსახერხებელი და მაღალხარისხოვანი ბიბლიოთეკაა, კოდის წერის მანერა საერთოდ აღმაფრთოვანებელია.

Posted by: Otory 6 Jul 2007, 11:37
Snowman
შენი ჯავასკრიპტ ფრეიმვორკი გაქვს დაწერილი და რამე? wink.gif

Posted by: Snowman 7 Jul 2007, 23:30
Otory
ბიჭო ეს კაცი რას გადამეკიდა ძალიან მაინტერესებს biggrin.gif რა გინდა ერტხელ დავსხდეთ და სათითაოდ განახო კაცო რა მაქვს დაწერილი ამდენი ხნის განმავლობაში და სად ვიყენებ აჯაქს და ყველაფერი? biggrin.gif ვახ ესეიგი მე რარაც დავწერო და ამან არ დააკომენტიროს ხო არ შეიძლება biggrin.gif შენა და გრაფს შენ უწერდი ხოლმე ხო რარაცეებს biggrin.gif

Posted by: herrlado 7 Jul 2007, 23:36
Snowman
რატომ ბრაზობ, მაგაში გასაკვირი რა არის რომ გეხმაურება. საინტერესო პოსტებს აკეთებ და მაგიტომ ალბათ. აბა უაზრო პოსტებს ვინ ეხმაურება?

Posted by: Snowman 8 Jul 2007, 00:11
herrlado
შენ მაგარი ხარ ძაან biggrin.gif ჯავასკრიპტ ფრეიმვორქი როგორ უნდა დამეწერა კაცო და კი არ ვბრაზობ ვიცინი ვერ ხედავ გაბრაზებული სმაილიკი სად დაინახე ჩემ პოსტში wink.gif მართლა არ ვბრაზობ. ისა ეხლა ტემას რაც შეეხება აი მე პირადად მაინტერესებს ნეტა არ მიცდია და რაიმე პარსერით რო ვამუშაო PHP და უკან გაპარსული მონაცემი დავაბრუნო ამას რამდენ ხანს მოანდომებს?

Posted by: Otory 8 Jul 2007, 10:26
Snowman
ვერაფერი ვერ გავიგე smile.gif
ფრეიმვორკები თუ არ გაქვს ნაწერი - საკუთარი ლაიბრარიები და კლასები რას ნიშნავს? smile.gif
უბრალოდ მაინტერესებს, კაია თუ იქნება ხალხი ვისაც ეგეთი ცოდნა აქვს...
ვახ! biggrin.gif
QUOTE
ისა ეხლა ტემას რაც შეეხება აი მე პირადად მაინტერესებს ნეტა არ მიცდია და რაიმე პარსერით რო ვამუშაო PHP და უკან გაპარსული მონაცემი დავაბრუნო ამას რამდენ ხანს მოანდომებს?

spy.gif რაიო?

Posted by: Reference Frame 8 Jul 2007, 12:16
უი აი ეხლა მე დამცხება.
შესანიშნავი თემაა... ვერადავერმოვაბი თავი აჯაქსის დამუღამებას sad.gif
ალბათ ეხლა მაინც მოვიცლი ცოტცოტას...
საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს აქ ზოგზოგიერთს და სასიამოვნოა ასეთი ადამიანები რომ ცოდნას გიზიარებენ smile.gif ალბათ მალე დამჭირდება დახმარება და დავპოსტავ კიდეც smile.gif

Posted by: Snowman 8 Jul 2007, 16:06
QUOTE
რაიო?


რაო და აი რა მაინტერესებს იცი კონკრეტულად, უყურე წარმოიდგინე ვებზე გაკეთებული სოფტი სადაც ძალიან დიდი ინტერფეისია და ამიტომ აჯაქსით ხდება რაღაცეებიდს დამუშავება ეხლა უყურე რაშია საქმე დავუშვათ სერვერსაიდ სკრიპტის ენა არის PHP და იქ რომელიმე ისეთი გავრცელებული პარსერი აიღე რა ფასთი სმარტი ან რამე რა ხო მიხვდი. ხოდა უბრალოდ მაინტერესებს რა დროს მოანდომებს რეალურად აჯაქსით ამის დამუშავებას და გამოტანას და კიდევ ერთი ბუფერმემორი ლიმიტ ან რაიმე ამდაგვარი ხო არ გაწუხებთ აჯაქსთან მუშაობის დროს.

ეხლა მართლა სხვა საკითხი მოკლედ ზუსტად გუშინ ასეთ პრობლემას წავაწყდი, არის სისტემა რომელიც აჯაქსზე მუშაობს ანუ ცონტენთი პროგრამის აჯაქსით იტვირთება, მაგრამ ერთ-ერთ ასეთ დიდ ქონთენთში არის ტაბების სისტემა რომელიც თავის მხრივ ასევე აჯაქსზე მქონდა დაწერილი და რა ხდება ეხლა იცით ცენტრალურ ქონთენთს ვტვირთავ ვროდიბი ყველაფერი მუშაობს, მაგრამ აი სიდა აჯაქსები უკვე რატომღაც უმართავია.

ვინმეს შეგიძლიათ მითხრათ რისი ბრალი შეიძლება იყოს?

Posted by: Otory 8 Jul 2007, 22:32
Snowman
QUOTE
ვინმეს შეგიძლიათ მითხრათ რისი ბრალი შეიძლება იყოს?

ნებისმიერი რამის smile.gif
ესე ზოგადად ვერ იტყვი wink.gif

Posted by: იოსები 8 Jul 2007, 23:42
Snowman

QUOTE
ხოდა უბრალოდ მაინტერესებს რა დროს მოანდომებს რეალურად აჯაქსით ამის დამუშავებას და გამოტანას და კიდევ ერთი ბუფერმემორი ლიმიტ ან რაიმე ამდაგვარი ხო არ გაწუხებთ აჯაქსთან მუშაობის დროს.


"აჯაქსით" როგორც ასეთი არაფერს არ ამუშავებ... XHR იგივენაირად მუშაობს როგორც ბრაუზერი, ჩვეულებრივ HTTP მოთხოვნას აგზავნი და შესაბამისად HTTP პასუხსაც ღებულობ... ასეთ შემთხვევაში სისწრაფე დამოკიდებულია თავად ინტერნეტის სიმძლავრესა და მისაღები პასუხის მოცულობაზე... "ბუფერმემორი ლიმიტ" თუ 7 ან 8 მეგაბაიტის ოდენობის მონაცემი დააბრუნე სერვერიდან და div - ში ჩადე ალბათ შეგაწუეხებს...

QUOTE
თავის მხრივ ასევე აჯაქსზე მქონდა დაწერილი და რა ხდება ეხლა იცით ცენტრალურ ქონთენთს ვტვირთავ ვროდიბი ყველაფერი მუშაობს, მაგრამ აი სიდა აჯაქსები უკვე რატომღაც უმართავია.


როდესაც "შიდა აჯაქსებს" დავინახავ ჩემი თვალით მაშინათვე დავანებებ პროგრამირებას თავს wink.gif


P.S.
წავედი ახლა რეზერვში და 18 დღეში გავაგრძელოთ დისკუსია gigi.gif

Posted by: Snowman 9 Jul 2007, 00:41
იოსები

მაშIნ გირჩევნია დაანებო თავი იმიტომ, რომ ზუსტად ეგ არის ანუ არის მრცხენა კონტროლის დაფა იქიდან ცენტრალურ ქონთენთში იტვირთება აჯაქსით შესაბამისი ფორმა ხოლო იმ ფორმაში კიდევ არის აჯაქსზე დამოკიდებული კომპონენტები (მაგალითვისათვის ტასქ შედულერი მაიილ აგენტი რომელიც გვერდის გადარეფრეშების გარეშე ყოველ ერთ წუთში ამოწმებს მაილ შესაბამისი კლიენისთვის და დადებითი რესპონსის შემთხვევაში აკეთებს შეტყობინებას და მოკლედ რა თუ ასე გინდა პროგრამისტობას თავი დაანებო მაშინ დაანებე იმიტომ, რომ შიდა აჯაქსი ეს ტიტველი ქალების მითი არ არის და რეალობაა.

)Otory
ეხლა რაც შეეხება პრობლემას ანუ რა ხდება იცი? რეალურად როცა აჯაქსით ვტვირთავ იმ ფორმას იმაშინ მაქვს აჯაქსი კიბატონო ეს ტაბებზეა და ის ტაბები ლაგდება როგორც საჭიროა ანუ ტაბის გახსნა ან დახურვაც შეიძლება დინამიურად ხტება იმ ტაბზე რომელსაც გახსნი, მაგრამ აი ეხლა დავაკვირდი და იმ ტაბზე დაჭერისას ქონთენთი რეალურად ხომ უნდა ჩაიტვირთოს და აჯაქსი აქაცკი მუშაობს უბრალოდ ლოადერი მიდის და არ ტვირთავს ხოლო თუ მეორე ტაბს დავაჭირე მაშინ მთლიანად ბროწზერში მიტვირთავს ტაბში ჩასატვირთ ქქონთენთს.

Posted by: Otory 9 Jul 2007, 11:43
Snowman
QUOTE
ეხლა რაც შეეხება პრობლემას ანუ რა ხდება იცი? რეალურად როცა აჯაქსით ვტვირთავ იმ ფორმას იმაშინ მაქვს აჯაქსი კიბატონო ეს ტაბებზეა და ის ტაბები ლაგდება როგორც საჭიროა ანუ ტაბის გახსნა ან დახურვაც შეიძლება დინამიურად ხტება იმ ტაბზე რომელსაც გახსნი, მაგრამ აი ეხლა დავაკვირდი და იმ ტაბზე დაჭერისას ქონთენთი რეალურად ხომ უნდა ჩაიტვირთოს და აჯაქსი აქაცკი მუშაობს უბრალოდ ლოადერი მიდის და არ ტვირთავს ხოლო თუ მეორე ტაბს დავაჭირე მაშინ მთლიანად ბროწზერში მიტვირთავს ტაბში ჩასატვირთ ქქონთენთს.

ვეერაფერი ვერ გავიგე lol.gif lol.gif lol.gif
QUOTE
მაშIნ გირჩევნია დაანებო თავი იმიტომ, რომ ზუსტად ეგ არის ანუ არის მრცხენა კონტროლის დაფა იქიდან ცენტრალურ ქონთენთში იტვირთება აჯაქსით შესაბამისი ფორმა ხოლო იმ ფორმაში კიდევ არის აჯაქსზე დამოკიდებული კომპონენტები (მაგალითვისათვის ტასქ შედულერი მაიილ აგენტი რომელიც გვერდის გადარეფრეშების გარეშე ყოველ ერთ წუთში ამოწმებს მაილ შესაბამისი კლიენისთვის და დადებითი რესპონსის შემთხვევაში აკეთებს შეტყობინებას და მოკლედ რა თუ ასე გინდა პროგრამისტობას თავი დაანებო მაშინ დაანებე იმიტომ, რომ შიდა აჯაქსი ეს ტიტველი ქალების მითი არ არის და რეალობაა.

რას მერჩი რრრააას smile.gif)))))))))))))))))))))))))
ხო, სოსო დაანებებს პროგრამირებას თავს smile.gif)))))))
და ვინ დარჩება??
"აჯაქსი აჯაქსში" მკეთებელი ხალხი?..

მთლად თემას ნუ დამახურინებთ რა თქვენს გაზდა გახარებას smile.gif)

მოდი მაშინ მაგალითი გვანახე სნოუ, და შევხედავთ რისი ბრალია smile.gif)))

Posted by: herrlado 9 Jul 2007, 11:51
Oტორყ
სულ მეუხერხულება ხოლმე ამის თქმა, ერტთხელ ირიბადაც მივანიშნე, არ უყვარს სნოwმანს სასვენი ნიშნები და მისი პოსტები შესაბამისად ძნელად აღსათქმელია.

Posted by: Pixel_misha 9 Jul 2007, 13:51
QUOTE
ეხლა რაც შეეხება პრობლემას ანუ რა ხდება იცი? რეალურად როცა აჯაქსით ვტვირთავ იმ ფორმას იმაშინ მაქვს აჯაქსი კიბატონო ეს ტაბებზეა და ის ტაბები ლაგდება როგორც საჭიროა ანუ ტაბის გახსნა ან დახურვაც შეიძლება დინამიურად ხტება იმ ტაბზე რომელსაც გახსნი, მაგრამ აი ეხლა დავაკვირდი და იმ ტაბზე დაჭერისას ქონთენთი რეალურად ხომ უნდა ჩაიტვირთოს და აჯაქსი აქაცკი მუშაობს უბრალოდ ლოადერი მიდის და არ ტვირთავს ხოლო თუ მეორე ტაბს დავაჭირე მაშინ მთლიანად ბროწზერში მიტვირთავს ტაბში ჩასატვირთ ქქონთენთს.

კოდი გვაჩვენე. წერტილი ან რამე გამოგრჩებოდა სადმე wink.gif

Posted by: Otory 9 Jul 2007, 15:14
უეჭველი innerHTML-თი არღვევ დომის სტრუქტურას და მერე ვეღარ მუშაობს ალბათ wink.gif

Posted by: Snowman 9 Jul 2007, 16:18
Otory
აუ გაიხარე რა ეხლა ზუსტად მაგას ვუყურებდი და ზუსტად მანდ იქნება რარაც თორე სხვანაირად არანაირი შეცდომა არ არის wink.gif

ბიჭოუ რა ვერ გაიგეთ კაცო. წარმოიდგინე მარცხენა მხარე სადაც არის მენიუ და მრჯვენა მხარე სადაც ამ მენიუდან იტვირთება ქონთენთი? ძალიან კარგი ეხლა შეხედე როცა მარცხენა მენიუდან მარჯვნივ იტვირთება ქონთენთი ამ ცათვირთულ ქონთენთში კიდევ არის ტაბები, რომლებიც ისევ აჯაქსზე მუშაობს. უფ ამაზე ნათლად მგონი ვერარ ავხსნი biggrin.gif. აი ეხლა მიხვდით აჯაქსში აჯაქსი რას ნიშნავს biggrin.gif?

Posted by: Otory 9 Jul 2007, 16:38
Snowman
ებიჯო მე შეიძლება მივხვდი რა რას ნიშნავს მარა "აჯაქსი აჯაქსში" რა უბედურებაა არ გამაგიჟო ტოო tongue.gif
ვახ!! smile.gif)))))

მოკლედ, DOM-ს მიხედე smile.gif

Posted by: Snowman 9 Jul 2007, 16:44
Otory
აი ზუსტად DOM არის კარგად დასაშლელი და შესხედი. უფ ისე კაია რო მიხვდი. ისა საქმეც მაგაშია, რომ უბედური რარაც გამოდის და ეს ყველაფერი რატო იცი? ერთუ უბრალო ფუნქციის გამო რომელიც მაილს ამოწმებს ონლაინ რეჟიმში ტაიმერით და გადარეფრეშება გვერდის არანაირად არ შემიძლია თორემ ვიცი რასაც ვიზავდი და რამდენი აჯაქსებია აქ შენ ხო არ იცი სახლში რომ მივდივარ კარის გასაღებად მგონი უკვე request-ს ვაკეთებ biggrin.gif. და if(xmlHttp.readyState==4) კარს მირებენ biggrin.gif

Posted by: Gode 9 Jul 2007, 23:35
Otory
აჯაქსი აჯაქსში არის იგივე, რაც php php-ში და იგივე რაც mysql mysql-ში. სულ დაგავიწყეს მაგთიში პროგრამირება არა? sad.gif მასონები ეგენი... არადა რა კაი ბიჭი იყავი... ეეეეხ...

ხო, თქვენ გააგრძელეთ, მე ჯერ ვკითხულობ წიგნებს ხოდა ნელ-ნელა შემოგიერთდებით ალბათ. ისე კი უდროობას მოუკვდა პატრონი თორე იმდენნაირი (არა მხოლოდ აჯაქს) ფრეიმვორკის იდეა მიტრიალებს თავში, ნახევარი რო გამაკეთებინა მაქედან... ეეეხხხხ....

Posted by: Snowman 10 Jul 2007, 00:50
Gode
გოდე ბიჭო ერთ დღეს შევხვდეთ დავილაპარაკოთ მაგარ იდეას მოგაქვდი კი არა მაგარ რაღაცეებს გაჩვენებ აჯაქსშI და უფ ძლივს ერთი კაცი გაიხარე რა რო ზუსტად მიხვდა რასაც ვამბობდი wink.gif ჯიგარ.

ხოდა ეხლა
Otory
შენ ნათქვამზე dom ის შესახებ კარგად დავფიქრდი დღეს უბრალოდ დრო აღარ მქონდა მაგის გადასახედად და ალბათ უეჭველი მანდ იქნება რარაც უზუსტობა, ან კიდევ სხვა რომელიმე ფუნქციაში რომელიც დომთან მუშაობს.

და კიდევ ერთი თხოვნა ოტორი ეს მარტო შენ არ გეხება ყველა მოდერს და კომოდერს ვთხოვ რა აი ჩემი პოსტები პირადად წაშლილი დამხვდა რამოდენიმე და ძალიან გთხოვთ რა ნურც ჩემ და ნურც სხვის პოსტებს ასე ნუ შლით რა შეიძლება რარაც ისეთი იყოს რაც საკმაოდ დამჭირდეს და თქვენც ხომ იცით ბიჭებო აქ არავინ არ იგინება და არაფერი და მოდით რა მაქსიმალურად ვევცაცადოთ რო პოსტები არ წავშალოთ. ამბოლო კვირაში ძალიან ბევრი ჩემი პოსტი წაიშალა.

Posted by: Otory 10 Jul 2007, 14:35
QUOTE
და კიდევ ერთი თხოვნა ოტორი ეს მარტო შენ არ გეხება ყველა მოდერს და კომოდერს ვთხოვ რა აი ჩემი პოსტები პირადად წაშლილი დამხვდა რამოდენიმე და ძალიან გთხოვთ რა ნურც ჩემ და ნურც სხვის პოსტებს ასე ნუ შლით რა შეიძლება რარაც ისეთი იყოს რაც საკმაოდ დამჭირდეს და თქვენც ხომ იცით ბიჭებო აქ არავინ არ იგინება და არაფერი და მოდით რა მაქსიმალურად ვევცაცადოთ რო პოსტები არ წავშალოთ. ამბოლო კვირაში ძალიან ბევრი ჩემი პოსტი წაიშალა.

რეავიცი აბა, მე პირადად არ წამიშლია smile.gif
და მამენტ ინფორმაციულ და ჯიგრულ პოსტს არავინ არ წაშლის smile.gif
1-2 კვირაში ვაბშე დალაგდება ყველაფერი, ჯერ გვაცადეთ smile.gif

Posted by: Snowman 10 Jul 2007, 19:32
Otory
ძალიან კარგი ეს სტრუქტურა უკვე რო დაიყო პროგრამირება ასე ძალიან მომწონს კარგია ასე გააგრძელეთ.

Posted by: Snowman 15 Jul 2007, 20:32
მოკლედ დიდიხანია ექსპერტებს არარ გამოუთქვამთ თავისი აზრები ამ თემაში, ხოდა ეხლა მე მინდა რარაც საკიტხი დავსვა და თქვენი აზრი მაინტერესებს.

აი ეხლა მინდა file upload საკიტხს შევეხო ანუ პრინციპში როგორ შეიძლება მის გაკეთება?
მე ვფიქრობ, რომ ამის ერთი გზა არის, რომ მოხდეს ტემ ფაილის წაკიტხვა რარაც ინტერვალით და შემდეგ ტემპის ზომის დაბრუნება შესაბამისად ალბათ შესაძლებელი ხდება მთლიანა ფაილის ზომის მიხედვით უკვე ატვირთვის პროგრესის პროცნენტული მაჩვენებლის დათვლა და შესაბამისად სიჩქარეც ალბათ ხოდა მოკლედ აბა თქვენი აზრიც მაინტერესებს რა ამასთან დაკავშირებით.

ეხლა მინდა ასეთი რამის დაწერა ზუსტად და იქნებ თქვენც მომეხმაროთ.

Posted by: herrlado 15 Jul 2007, 20:56
Snowman
browserი აგზავნის ხოლმე content-length და შეგიძლია მანდედან დადგინო დეაახლებით რამხელა ფაილია. თუ რა თქმა უნდა რაგაც უსშველოდ დიდ პარამეტრებთან ერთად არ აგზავნი ხოლმე, რომლებიც ფაილზე დიდები არიან. ასევე მთლიანად ჰედერი და ხარახურა უნდა გაითვალისწინო.

Posted by: Snowman 15 Jul 2007, 21:28
herrlado
ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ რარაც რთული და მოუხერხებელი არ არის?
მე თან ისე მინდა გავაკეთო, რომ აფლოად პროცესი ვაჩვენო და აი ცოტა არ იყოს გავიჭედესავით.

Posted by: herrlado 15 Jul 2007, 21:36
Snowman
და შენ რაც თქვი ეგ როგორ უნდა განხორციელდეს? ტმპ ფაილში რომ წაიკითხავ მთლიანი ზომა როგორ უნდა გაიგო?

Posted by: Gode 15 Jul 2007, 21:38
Snowman
ვოტ, ვოტ!

კარგი საკითხია ამხანაგო! smile.gif ჩემთვისაც საინტერესო და მტკივნეული თემაა, აგერ herrlado-ც გავაწვალე თავის დროზე მაგის გამო smile.gif
მე ვზგუგლე და ძირითადად ვინმე ჯოშუას ნაშრომებს წავაწყდი. ღრმადპატივცემული ჯოშუა კი php-ს გაპატჩვას გვთავაზობს რამეთუ შემდეგ უფრო კარგად ხდება იმ ყველაფრის გაკეთება რაც თქვენ გინდათო...მარა გაპაჩვისა რა მოგახსენოთ ქართულ ჰოსტინგზე სადაც php 4.1 კარგ ტონად ითვლება და უსაფრთქოა თურმე... ხოდა რა ვიცი აბა... მე არ მიცდია ჯერე smile.gif

Posted by: Snowman 15 Jul 2007, 21:48
Gode
აი ზუსტად რა გავპაჩO კაცო მაგ ჯოშუას პოსტები და ნაშრომები მეც ვნახე , მაგრამ ეს რომ ვტქვათ ვიცოდე, რომ ამრტო ჩემი საკუთარი სერვერი იქნება და პროექტიაქ იმუშავებს ხო კიბატონო კიდე რაღაცას ვიზავდი, მაგრამ რომელი ჰოსტერი დაგთანხმდება გამაზე აქ თან იმ PHP ვერსიის მითებზე დაყრდნობით რაც შენც თქვი. აი მიჭირს რამის თქმა არადა რამდენად საინტერესო რარაც არის რა პრინციპში მე რასაც ვამობ არის შემდეგი, რომ როდესაც ფაილი იტვირთება ერთერთი პარამეტრი ხომ არის ტემპ სახელი ხოდა ატვირთვის დროს რარაც ტიმერის მეშვეობით გავაკეთოთ ისე, რომ აჯაქსმა მიმართოს PHP ს რომელსაც ტავის მხრივ შეუძლია ტემ დირექქტორიიდან იმ შესაბამისი ტემპ ფაილის ფაილსაიზის წაკიტხვა ხოდა დააბრუნოს ეს ზომა შემდეგ კი ჯავასკრიპტში ერთი ცვლადი იქნება რომელიც თავიდანვე აიღებს მთლიანი ფაილის ზომას ხოდა იმისდამიხედვით თუ რამხელაა ფაილი და რა დააბრუნა სკრიპტმა შეგვეძლება ერთგვარი პროგრესბარის გაკეთება. აი სე არის ჩემი ერტერთი თეორია, მაგრამ აი პრაქტიკაში ცოტა გაძნელდება ლაბათ.

და ამასთან ერტად კიდევ ერთ საკითხს მინდა შევეხო, კონკრეტულად ფორმის საბმითი აჯაქსის გამოყენებით ანუ არ ვიცით რამდენი ელემენტი გვაქვს არ ვიცით რამდენ TD ში თუ კიდევ Table-შI ზის ეს ელემენტები და არც ელემენტის ტიპები ვიცით, მაგრამ რაიმე ციკლი რომელიც ადგება და დაიფლის ფორმის შიგნით არსებულ ელემენტებს საწყისში შექმნის ერთ ცვლადს რომელსაც ექნება სტრინგის ტიპი ხოლო შემდეგ იმისდამიხედვრით ციკლისას რა ტიპის ელემენტი შეხვდა ადგება და იმ ცვლადს მიუწერს ცვლადის სხელს და მნიშვნელობას მგონი ასე უნდა გამოვიდეს და ბოლოს პოსტით უნდა გადასცეს შესაბამის სკრიპტს ეს მონაცემები.

CODE

function ajaxform(thisform,formhandler)
{
   // პარამეტრების შემცველი ტეგი
   var formdata = "";

   // Ajax request ცვლადი
   try {xmlhttp = window.XMLHttpRequest?new XMLHttpRequest(): new ActiveXObject("Microsoft.XMLHTTP");}  catch (e) { alert("Error: Could not load page.");}

   // form ელემენტის ციკლირება
   for (i=0; i < thisform.length; i++)
   {
        //Send სტრინგის კონსტრუირება
        if(thisform.elements[i].type == "text"){ //Textbox's
                 formdata = formdata + thisform.elements[i].name + "=" + escape(thisform.elements[i].value) + "&";
        }else if(thisform.elements[i].type == "textarea"){ //textareas
                 formdata = formdata + thisform.elements[i].name + "=" + escape(thisform.elements[i].value) + "&";
        }else if(thisform.elements[i].type == "checkbox"){ //checkbox's
                formdata = formdata + thisform.elements[i].name + "=" + thisform.elements[i].checked + "&";
        }else if(thisform.elements[i].type == "radio"){ //Radio buttons
                 if(thisform.elements[i].checked==true){
                    formdata = formdata + thisform.elements[i].name + "=" + thisform.elements[i].value + "&";
                 }
        }else{
                 //select box.
                 formdata = formdata + thisform.elements[i].name + "=" + escape(thisform.elements[i].value) + "&";
        }
   }

   //Ajax მოთხოვნის გაგზავნა
   xmlhttp.onreadystatechange = function(){.
              if ((xmlhttp.readyState == 4) && (xmlhttp.status == 200)) {
                     //აქ მიუთითებთ აჯაქსის რექუესთის შემდეგ მისი წარმატებით დასრულების შემტხვევაში რა ქნას
              }
   }
   //კავშირი
   xmlhttp.open("POST", formhandler);
   //Header-ების გადაცემა
   xmlhttp.setRequestHeader("Content-Type", "application/x-www-form-urlencoded");
   //მონაცემების გაგზავნა
   xmlhttp.send(formdata);
   //ფორმის ჩვეულებრივი წესით სუბმითის შეჩერება
   return false;
}

Posted by: Gode 15 Jul 2007, 22:42
Snowman
მაიცა მაიცა, რაღაც ვერ გავიგე, რეალურად $_FILES მასივი ხომ მას შემდეგ ხდება ხემისაწვდომი, რაც სკრიპტი ფიზიკურად გამოიძახება, სკრიპტი კი მას მერე გამოიძახება რაც POST ზაპროსი მივა სერვერზე, ხოლო დარგან ფაილი POST DATA-ში ზის და ისე მიდის სერვერისკენ ეზ აი ანდერსთენდ $_FILES მასივი მხოლოდ მას შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი რაც მთელი შენი POST DATA მოვა, ანუ რეალურად ფაილი აიტვირთება და მერე რაღად გინდა ან პროგრესი ან რეგრესი?

ან მე მესმის რაღაც არასწორად...

Posted by: herrlado 15 Jul 2007, 23:00
Gode
ეგ მემგონი ეგრეა, რამე "ბოროტი" reuquest proccessor ი იქნება php ში, რომელიც რექუესტებს იღებს და ამუშავებს(შედეგი -> $_FILEშ. $_POST და ა.შ.)
QUOTE

While other technologies like perl or J2EE gives access to the raw POST data PHP does not. Strangely enough PHP does have a variable named RAW_POST_DATA but this is populated only if the engine cannot identify the content type of the POST data.

წყარო:
http://www.raditha.com/php/progress.php

ეს წყარობე გვეუბნება რომ, უნდა მოვიშველიოთ პერლი, რომელიც php სგან განსხვავებით გაძლევს საშუალებას RAW_POST_DATA მივიღოთ.

Posted by: Snowman 15 Jul 2007, 23:04
Gode
ეგ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ აი მეორე საკითხზე რას იტვყი მეორე უფრო პრობლემატურია ჩემი აზრით ნუ ორივე მნიშვნლეოვანია, მაგრამ ის მეორე რაც გავაკეთე მგონი ეგეც საკმაოდ მნიშვნლეოვანი რამ არის არა ანუ ფორმის საბმითი აჯაქსით.

Posted by: Gode 15 Jul 2007, 23:39
Snowman
მეორეზე კომპეტენცია არ მყოფნის ჯერე ბიძია wink.gif მაგრამ ლოგიკურად მეორე უფრო მარტივი გადასაჭრელია ვიდრე პირველი.

herrlado
ხოდა მეც მანდ ვარ, საიდან უნდა აიღოს ამ კაცმა (ეს კაცი და ჩვენ რამ გაგვყო მამენტ smile.gif ) ინფორმაცია ასატვირთი ფაილის შესახებ რომელიც ჯერ არ არტვირთულა?... და პახოდუ საიდან უნდა აიღოს ინფორმაცია იმ დროებითი ფაილის შესახებ, რომელიც მერე $_FILES['tmp_name']-ში ჩაჯდება?
თორე ლოგიკა მარტივია:

1. ავიღეთ მთლიანი ზომა.
2. ავიღეთ დროებითი ფაილი
3. დავციკლეთ დროებითი ფაილის ზომის გაგება
4. გამოვიტანეთ პროგრესბარი.

პირველი კითხვა ჩნდება პირველივე პუნქტში საიდან ავიღოთ მთლიანი ზომა ფაილისა, რომელიც ჯერ არ ატვირთულა?
მეორე კითხვა: რანაირად გავარკვიოთ რა სახელს დაარქმევს ინტერპერეტატორი დროებით (მომავალში ჩვენს ატვირთულ) ფაილს?

ეს ორი საკითხი თუ გადაწყდა მერე კიდე რამე გვეშველება და შეილება სტაბილურობიდან კეთილდღეობისკენ დავიძრათ...

იოსებ, სად ხარ კაცო? აბა ეხლა ამ სახელმწიფოს ტვინი აქვს თავში? იოსების ნაირი კაცი რეზერვში უნდა იყოს?.. ეეეხხხ...

Posted by: herrlado 15 Jul 2007, 23:55
Gode
კი მარა ჩემი დადებული ლინკი არ წაიკითხე? მანდ არის გამოსავალი, ოღონდ მარტო PHP თი არ გამოვაო. გჭირდება პერლი. browseri აგზავნის parameterს: Content Length, სადაც წერია მთელი სუბმიტის ზომა. ასევე პერლში გაქვს საშუალება POSTი როგორც ROWდ დაამუშავო(content length იც და ფაილის შიგთავსიც შიგნით წერია) ანუ ფაილიც შენ ხელშია და სადაც მას დაასეივებ. ნახე მაგათ აქვს გაკეთებული და სოურსე ფორგეზე აგდია. სხვანაირად ვერ გააკეთებ.

Posted by: Gode 15 Jul 2007, 23:59
herrlado
კი წავიკითხე ყველაფერი კაცო smile.gif მე მარტო php-თი ვიგულისხმე რა.

Posted by: herrlado 16 Jul 2007, 00:06
Gode
არ გამოვა ეგ ამბავი. ან როგორც შენ თქვის უნდა დაპაჩო პჰპ. no.gif

რავი ეს ნანახი გექნება, ან თუ არა შეხე:
http://www.devpro.it/upload_progress/
მემგონი ეს არის მაქსიმუმი თი რისი გამოწურვაც თეორიულად შეგიძლია.

Posted by: Gode 16 Jul 2007, 00:30
herrlado
კი ვნახე მაგი უკვე. smile.gif

Posted by: herrlado 16 Jul 2007, 00:36
Gode
და კაი და ეგ პერლის ამბავი რატომ არ გაწყობს, ნუ ხო გასაგებია, ყველგან არაა, მარა ბევრგან არისო. ნუ ქართული მათხოვარ-ვებ-ჰოსტინგ-პროვაიდერები არ ვიცი პერლს თუ გვთავაზოებენ, მარა იქნება და კი?

Posted by: Snowman 16 Jul 2007, 00:38
ხო არა რარაც ძალიან რთულია ანუ ლოგიკა არის იმაში რაც ვბტქვი მაგრამ რამენაირად რო შეგვეძლოს ტემ ფაილის ზომის მირება მერე სადმე სესიაში დამახსოვრებადა ასე შემდეგ კარგი იქნებოდა ისე რა კარგი იქნება რა ეს დედანაქაჩი ტემპ ფაილი ატვირთვის დაწყებისთანავე რო იქმნებოდეს და შემდეგ ნელნელა რო ემატებოდეს ქონტენთი smile.gif

ხო აი მეორე საკითხზე გავამახვილოთ ეხლა ყურადღება რა დოგე მიდი აბა შენც ტქვი ეგ რის რაც მოვიფიქრე რო როგორ შეიძლება ფორმაში შემევალი კომპონენების აჯაქსით გადაცემა სკრიპტისთვის მეტი ჯერჯერობით არაფერი მომივიდა თავში თან პოსტის მეთოდით გადაეცემა და რავიცი მგონი ნორმალურია არა?

Posted by: herrlado 16 Jul 2007, 00:52
Snowman
დოგე კაი სასვენი ნიშნები არ გიყვარს მარა ამ კაცს რაღას ერჩი lol.gif

Posted by: Snowman 16 Jul 2007, 01:00
herrlado
აუ ეხლა წავიკიტხე რაც დამიწერია და ავყირავდი სკამიდან biggrin.gif:D:D:D გოდე გოდე გოდე გოდე დოგე ყოფილხარ ბიჭო biggrin.gif ხო მაგრად გამეცინა კარგი შენიშვნა იყო. biggrin.gif არა მიყვარს, უბრალოდ გააჩნია რა შემთხვევაში. თუ დოგეს ვწერ მაშინ არ მიყვარს, თუარადა ძალიანაც მიყვარს აბა რეპორტის დაწერის დროს სასვენი ნიშნების გარეშე რომ წერო კაი შედეგს მიირებ.
* * *
ხალხნო რა ქენით იმ ფორმის საბმიოთზე რამე ხომ არ მოიფიქრეთ? პრინციპში ალბათ ის კოდი რაც დავწერე მისაღებია, მაგრამ იქნებ ვინმემ უფრო ოპტიმალური მეთოდი შემომტავაზოთ?

Posted by: herrlado 17 Jul 2007, 19:21
Snowman
და პირდაპირ რომ form.submit() გაუშვა ეგრე არ გმოვა, არ გაწყობს თუ რაფერაა მაგ საკითხი?

Posted by: member_12441 17 Jul 2007, 19:45
herrlado

ყველა ბრაუზერში არ იმუშავებს: )

Posted by: herrlado 17 Jul 2007, 20:02
Sandrix
რატომ არ იმუშავებს? ზოგადად ამბობ ჯავასკრიპტზე თუ აიაქსის შემთხვევაში?

Posted by: member_12441 17 Jul 2007, 20:31
herrlado

ჯავასკრიპტზე.... მოზილა ტაიპ ბრაუზერები არ იძლევიან მაგის საშუალებას ოვერლოუდები დაჭირდება ყველაფერს.

ანუ .submit(); .click(); .reset() ამას მოზილა აიგნორებს უსაფრთხოების მიზნით... რესეტზე დ კლიკზე ზუსტად ვიცი დამიტესტია და დანარჩენებიც იგივეა პრინციპში ასე რომ მგონი ეგრეა. შეიძლება ვცდები smile.gif

Posted by: herrlado 18 Jul 2007, 00:35
Sandrix
submit() მუშაობს ff ზე. click() და reset() არ გმომიყენებია არასოდეს. თან ეხლა დავგუგლე და click ზე ეგრე ყოფილა როგორც შენ თქვი wink.gif
Snowman
ესე იგი, ვერ გავიგე იმ ციკლის მიზანი შენ რომ ჩაახუჭუჭე ზემოთქკენა. რას ნიშნავს დინამიური ფორმა და სად რა ელემენტია გაფანტული? რატომ არ გაწყობს form.submit() ?

Posted by: Snowman 18 Jul 2007, 03:28
herrlado
ჰო კარგი კიტხვაა იმიტომ, რომ საქმე რაშია თუ მაგ წიკლს კარგად დააკვირდები ნახავ, რომ მაგ ციკლში არის ერთი პარამეტრი რომელიც უშუალოდ სერვერსაიდ, ამ შემთხვევაში PHP სკრიპტს გადაეცემა და დაკვირვებით შეხედე ფორმის ბოლო ადგილს სადას return false წერია სწორედ ეგ ფორმას აჩერებს ჩვეულებრიფი მეთოდით საბმითისგან ანუ საბმითიც ხდება აჯაქსის მეშვეობით ხოლო ვინაიდან და რადგანაც აჯაქსს ასე რთბაშად არ შეუძლია გაგზავნა გავაკეთე ის, რომ დგება ერთი სტრინგი ამ შემტხვევაში რომელიც გეთის მეთოდით გადაეცემა სკრიპტს ხოლო სტრინგი ისეა შედგენილი, რომ შემდეგ სკრიპტში თითოეული ამ სტრინგის ცვლადი არის $_GET მასივის ცვლადიც. ანუ იმედია ეხლა უფრო გარკვევით დავწერე რასაც აკეთებს ეგ "ჩახუჭუჭებული" სკრიპტი. შენთვითონ ცადე უბრალოდ საბმითი და ნახავ რო აჯაქს ამ შემტხვევაში ეკარგება აზრი რადგანაც გვერდი გადაიტვირთება ჩვენი მიზანი კი ამ შემტხვევაში გვერდის გადატვირთვის გარეშე , თუნდაც ბაზაში მონაცემების ჩაწერაა.

ხო კიდევ ერთი ეგ სკრიპტი არასრულყოფილია იმ მხრივ, რომ როდესაც მოხდება საბმითი ვინაიდან და რადგანაც გვერდი არ გადაიტვირთება უნდა დაემატოს ერთი ფუნქცია, რომელიც მონაცემების შეყვანის და საბმითის ღილაკზე ხელის დაჭერის შემდეგ მოახდენს ვორმის ელემენტების დავლას და value-ს გახდის ნოლს და არაფერს (ნუ ეს არ ეხება სელეცთ მენიუს, აქ რათქმაუნდა უნდა მოხდეს მისი პირველი ოფციის მონიშვნა, მაგალითად რაირჩიეთ რაღაც.).

Posted by: Otory 18 Jul 2007, 09:16
Sandrix
QUOTE
ჯავასკრიპტზე.... მოზილა ტაიპ ბრაუზერები არ იძლევიან მაგის საშუალებას ოვერლოუდები დაჭირდება ყველაფერს.
ანუ .submit(); .click(); .reset() ამას მოზილა აიგნორებს უსაფრთხოების მიზნით... რესეტზე დ კლიკზე ზუსტად ვიცი დამიტესტია და დანარჩენებიც იგივეა პრინციპში ასე რომ მგონი ეგრეა. შეიძლება ვცდები

საბმიტი მუშაობს smile.gif

Posted by: Pixel_misha 18 Jul 2007, 12:44
Snowman
QUOTE
და ამასთან ერტად კიდევ ერთ საკითხს მინდა შევეხო, კონკრეტულად ფორმის საბმითი აჯაქსის გამოყენებით ანუ არ ვიცით რამდენი ელემენტი გვაქვს არ ვიცით რამდენ TD ში თუ კიდევ Table-შI ზის ეს ელემენტები და არც ელემენტის ტიპები ვიცით, მაგრამ რაიმე ციკლი რომელიც ადგება და დაიფლის ფორმის შიგნით არსებულ ელემენტებს საწყისში შექმნის ერთ ცვლადს რომელსაც ექნება სტრინგის ტიპი ხოლო შემდეგ იმისდამიხედვრით ციკლისას რა ტიპის ელემენტი შეხვდა ადგება და იმ ცვლადს მიუწერს ცვლადის სხელს და მნიშვნელობას მგონი ასე უნდა გამოვიდეს და ბოლოს პოსტით უნდა გადასცეს შესაბამის სკრიპტს ეს მონაცემები.


ეგრე უნდა გააკეთო მაგრამ რატომ იგონებ ველოსიპედებს, გამოიყენე jquery ან რამე სხვა ბიბლიოთეკა smile.gif მაგალითად აირე jquery + Forms Plugin ( http://www.malsup.com/jquery/form/ ) - აკეთებს რასაც შენ გინდა, + ვალიდაცია და ბევრი სხვა რამე, და <input type="file">-ის საფორთიც აქვს; ან აირჩიე რამე სხვა (http://malsup.com/jquery/form/comp/).

QUOTE
რადგანაც აჯაქსს ასე რთბაშად არ შეუძლია გაგზავნა გავაკეთე ის, რომ დგება ერთი სტრინგი ამ შემტხვევაში რომელიც გეთის მეთოდით გადაეცემა სკრიპტს

რატო GET? ჯავასკრიპტით POST-ის გაგზავნაც მოსულა, და როცა ფორმა გაქ, თითქმის ყოველთვის სწორედ POST გჭირდება.

რაც შეეხება პროგრეს-ბარს, ფლეშის გამოყენებით შეგიძლია გააკეთო, ამ დამხმარე ბიბლიოთეკით მაგალითად - http://swfupload.mammon.se/index.php, ან ჯქუერის პლაგინით - http://jquery.com/plugins/project/jquploader.

Posted by: Snowman 18 Jul 2007, 19:03
Otory
ვახ ბიშო არადა ესეიგი ჩემტან არის რაღაც პრობლემა? აბა მიტხარი უბრალო საბმითის ღილაკით როგორ ხდება ისე რო თან გვერდი არ უნდა გადარეფრეშდეს ეგ გაითვალისწინე და აჯაქსით სკრიპტს უნდა გაეგზავნოს ყველა ფორმის ელემენტი.

Pixel_misha
შენ გაიხარე სიმართლე გიტხრა ეს ბიბლიოთეკები უბრალოდ არ ვიცოდი და თუ ეს ყველაფერი მუშაობს შეიძლება გამოყენება თუ რაიმე რთული არ არის მირჩვენია დავწერო თან პრინციპსაც გავიგებ.

ეხლა რაც შეეხება ფაილის აფლოად ერთ რამეს შევატყე რა.ანუ შენ მზა მზა მზა ამისკენ მიდიხარ მე კიდე ეგრე არ ვმუშობ სიმართლე რომ გიტხრა. ფლეში კიდევ ნამდვილად არ მინდა აქ იმაზე კი არ არის ამ თემაში საუბარი როგორ შეიძლება გაკეთდეს ფლეშით ვიცი მაგის გაკეთება კაცო უბრალოდ აქ აჯაქსზე და სერვერსაიდ სკრიპტინგზე აირს საუბარი ამიტომ აქ მხოლოდ ამ ორი რამის ერთმანეთში მუშაობაზე ვსაუბრობთ.

Posted by: member_12441 19 Jul 2007, 06:07
Snowman

გუგლი ჩვენი მეგობარია smile.gif http://www.google.com/search?client=safari&rls=en&q=form%20submit%20with%20ajax&ie=UTF-8&oe=UTF-8

Posted by: bittinger 19 Jul 2007, 10:14
herrlado
CODE

While other technologies like perl or J2EE gives access to the raw POST data PHP does not. Strangely enough PHP does have a variable named RAW_POST_DATA but this is populated only if the engine cannot identify the content type of the POST data.

წყარო: http://www.raditha.com/php/progress.php

ეს წყარობე გვეუბნება რომ, უნდა მოვიშველიოთ პერლი, რომელიც php სგან განსხვავებით გაძლევს საშუალებას RAW_POST_DATA მივიღოთ.



თუ php.ini ჩვენს ხელშია, მაშინ ამან
ini.core.php
უნდა იმუშაოს, არა? smile.gif
* * *
Snowman
ესენი ნახე, აბა:
http://pecl.php.net/package/uploadprogress
http://nata2.org/2007/04/16/pecl-uploadprogress-example/
http://www.phpdeveloper.org/news/6956

lighttpd სერვერს აქვს მოდი: http://trac.lighttpd.net/trac/wiki/Docs:ModUploadProgress

უფრო ზოგადად, COMET ტექნოლოგია უნდა: http://en.wikipedia.org/wiki/Comet_(programming) და task-specific სერვერიც smile.gif

Posted by: herrlado 19 Jul 2007, 11:52
bittinger


QUOTE

herrlado
თუ php.ini ჩვენს ხელშია, მაშინ ამან
http://us2.php.net/manual/en/ini.core.php#ini.always-populate-raw-post-data
უნდა იმუშაოს, არა? smile.gif

ეგ კარგია მარა, ეს
CODE

$HTTP_RAW_POST_DATA is not available with enctype="multipart/form-data".

რას ნიშნავს? ანუ იმ ცვლადს რაზეც
არ დააყენებ, ამაზე მაინც არ მიგიწვდება ხელი?

P.S.
bittinger
sorry, უწინ პასუხის ნაცვლად შენი პოსტს "გავუკეთე ედიტი", მეგონა ახალი პოსტს ვწერდი gigi.gif
მარა მერე ისევ დავაბრუნე, იმედია არ მიწყენ.

Posted by: web_nts 19 Jul 2007, 12:03
კარგი თემაა.... მესინჯერის დონეზე სრულყოფილი ჩატის დაწერა მინდა უკვე დიდი ხანია და მომიწევს Ajax-თან შერკინება smile.gif

Posted by: bittinger 19 Jul 2007, 12:26
herrlado
QUOTE
რას ნიშნავს? ანუ იმ ცვლადს რაზეც არ დააყენებ, ამაზე მაინც არ მიგიწვდება ხელი?

მე როგორც ჩავწვდი, თუ always_populate_raw_post_data = Off არის, მაშინ raw post data შეივსება მარტო მაშინ, როცა უცნობი content type-ია; თუ always_populate_raw_post_data = On არის, მაშინ $HTTP_RAW_POST_DATA ადგილზე გვექნება ყველა შემთხვევაში...

Posted by: Snowman 19 Jul 2007, 14:03
Sandrix
კაი ერთი wink.gif მე და გუგლი ერთად ვიბრძოდით ფრონტზე ეგ ვიცი კაცო მაგით მოძებნი უბრალოდ ვერ მიხვდით ამ თემის მუღამს? ეს ხო როგორ გავაკეთო მიშველეთ არ არის არა აქ უბრალოდ ჩვენი მოსაზრებებია ამა თუ იმ საკითხის სხვადასხვა გზებით გადაწყვეტაზე ხოდა მე საკუთარი გადაწყვეტები მაინტერესებს და კიდევ თქვენი თორემ გუგლს რო უკვე კაიხანია გადაწყვეტილი აქვს და თანაც ათიათასობით ვარიანტში ეგ ისედაც ცნობილია biggrin.gif

bittinger
მაგ რესურსებს ვნახავ აუცილებლად.

ეხლა რაც შენ დაწერე PHP ზე ხო საინტერესოდ ჟღერს სმართლე რომ ვთქვა, მაგრამ ვერ ვხვდები ამით შენ პერლის ჩანაცვლების ვარიანტ გვთავაზობ?

web_nts
იდეაში მოგიწევს რომელია, თანაც შენ თუ XML ფაილებზე იმუშავებ და არა მონაცემთა ბაზაზე ხო საერთოდ კარგი იქნება.
ისე რატა AJAX არის კიდევ ერთი საშუალება და შენც ხვდები ალბათ რომელი biggrin.gif პრეისტორიული ტექნოლოგიის გამოყენებით შეიძლება ამის გაკეთება biggrin.gif ანუ i frame და აუტორფრეში ყოველ 3 წამში biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif. აი იქნებოდა კოშმარი ეგეთი ჩათიიიიიიიიი.

Posted by: web_nts 19 Jul 2007, 14:12
Snowman
QUOTE
თანაც შენ თუ XML ფაილებზე იმუშავებ და არა მონაცემთა ბაზაზე ხო საერთოდ კარგი იქნება.

ტფუი ეშმაკს pop.gif XML-ს ცხოვრებაში არ გამოვიყენებ, ვინაიდან ვერანაირ პრაქტიკულობას ან მოსახერხებლობას ამ ტექნოლოგიაში ვერ ვხედავ, სამსახურში მომიწია შეხება და მართალია კი გავაკეთე რაც მინდოდა, მაგრამ იმის მერე ორგანულად შემზიზღდა ეს უაზრობა smile.gif

QUOTE
ანუ i frame და აუტორფრეში ყოველ 3 წამში

ეგ მეორე უკიდურესობაა smile.gif ინტერნეტ ექსპლორერზე არის განსაკუთრებით სასიამოვნო რეფრეშისას წკაპის ხმა biggrin.gif

java_script, PHP, MySQL იქნება მხოლოდ გამოყენებული smile.gif იდეაში შეიძლება მომავალში ბაზად PostgreSQL გამოვიყენო თუ იმ მასშტაბებზე გავედი რაც მე მინდა smile.gif

Posted by: Snowman 19 Jul 2007, 14:27
იმედია ხუმრობ ხო? თუ სერიოზულად ამბობ, მაშინ დაფიქრდი ცოტა აბა შენტვითონ. ბაზაზე სვავ ჩათს და ორი არჩევანი გაქვს. პირველი, ან სულ ბერავ და ბერავ მაგ შენ მონაცემტა ბაზას და ამით კიდევ კაცმა არ იცის სადამდე გახვალ და მეორე რომ ყოველი ჩათის მერე ადგე და წაშალო შესაბამისი მომხმარებლების ჩანაწერები ბაზიდან. ბაზის გამოენებას ამ საკიტხში ვამართლებ აუცილებლად, მაგრამ მხოლოდ იმ ასპექტებისთვის, სადაც მომხმარებლის პარამეტრები, ასევე მათი რაიმე პროფაილის მაგვარი გვერდი არის ჩათში ინტეგრირებულია. დანარჩენ შემტხვევებში XML-ზე ნუ იტყვი უარს დამიჟერე. ერთი მომენტია შენ გეზიზღება და მეორე მომენტია რა არის ის რეალურად აჯაქსი ტექნოლოგია და ეგ შენი ნაძაგები XML ამას დამატებული java_script ერთად მთლიანობაში ისეთ რამეებს აკეთებს, რომ ადრე ეს წარმოუდგენელი იყო ან ამისთვის სპეციალურად ჯავაზე დაწერილი აპლეტი უნდა ყოფილიყო. ელემენტარულად დაფიქრდი აბა ვტქვათ გაქვს რარაც პროგრამა რომელიც ვებზე მუშაობს და ამ პროგრამის ერთ ერთი კომპონენტი არის რაიმე დიდი კორპორაციის ფიციალური საიტიდან ან სხვა რომელიმე წყაროდან RSS ფიდის მირება ნუ დავუშვათ რაიმე ბირჟაა ან რაიმე ამდაგვარი. შენ გაქვს სამივე ზმოთ ნათქვამის სინთეზი გაკეთებული და რას იღებ? ის თავის ინფორმცაიას RSSების დონეზე ყოველთვის წერს XML ფაილში ეს კანონია დაუწერელი და დაწერილიც კი smile.gif ხოლო შენ შენი მხრიდან დავუშვათ ტაიმერის გამოყენებით, ისე რომ არ ჭირდება მომხმარებელს გვერდის გადარეფრეშება და ამგვარი მანიაკალური და დინოზავრული მეთოდების გამოყენება, მას რარაცა დროის ინტერვალით აწვდი სულ ახალ ახალ ინფორმაციას. აი ეს ერთ-ერთი ძალიან ელემენტარული ნიმუში იმისა თუ რას შვება ეს სამი ერტად.

ეხლა პატარა ჩარტვა მაიკროსოფტის სამყწაროდან სადაც ამ სამყაროს შემქმნელი და დამაარსებელი გვეტყვის ორიოდ სიტყვას შექმნი ვითარებასთან დაკავშირებიტ.
"წარმოიდგინეთ, რომ ინტერნეტი ეს არის უზარმაზარი ბიბლიოთეკა, რომლშიც ყველა წიგნი და ყველა მასალა იატაკზე არის დაყრილი ხოლო თქვენ შეგიშვეს ამ ბიბლიოთეკაში და შუქი ჩაგიქრეს. წარმოიდგინეთ რამდენად კოშმარული და დამღლელი იქნება ტქვენთვის საჭირო წიგნისა თუ დოკუმენტის მოძიება?" აქვე ბილი ბიჭი აგრძელებს. "RSS და XML ტექნოლოგიების ვებ გვერდძე გამოყენებით ახლა უკვე შესაძლებელია ამ უწესრიგოდ მიმოყრილი წიგნების კატეგორიზაცია შესაბამისი კლასიფიკაცია და იმას, რასაც ადრე შეიძლება სატები დასჭირვებოდა ახლა თქვენგან დამოუკიდებლად წამებიღა სჭირდება."

Posted by: web_nts 19 Jul 2007, 14:39
Snowman
QUOTE
თუ სერიოზულად ამბობ, მაშინ დაფიქრდი ცოტა აბა შენტვითონ. ბაზაზე სვავ ჩათს და ორი არჩევანი გაქვს. პირველი, ან სულ ბერავ და ბერავ მაგ შენ მონაცემტა ბაზას და ამით კიდევ კაცმა არ იცის სადამდე გახვალ და მეორე რომ ყოველი ჩათის მერე ადგე და წაშალო შესაბამისი მომხმარებლების ჩანაწერები ბაზიდან.

და რატო უნდა გავბერო კაცო? eek.gif ბაზაში შეინახება მხოლოდ ოფლაინ მესიჯები, სხვა ყველა მესიჯი წაიშლება ბაზიდან გარკვეული დროის მერე... ანუ ბაზას გაბერვა არ ემუქრება smile.gif

რაც შეეხება RSS-ებს სხვა საიტიდან smile.gif
1. არანაირი RSS-ის გამოყენებას არ ვაპირებს სხვა საიტიდან.
2. რომც გამოვიყენო ძალიან მშვენივრად გავპარსავ ნებისმიერ RSS-ს PHP-ს დახმარებით smile.gif

მოკლედ რომ ვთქვათ ვერ დამისახელებ ვერცერთ მაგალითს XML-ზე რომელსაც ვერ განვახორციელებ XML-ის გარეშე ზემოთჩამოთვილილი სამი ტექნოლოგიით smile.gif
QUOTE
Java_script, PHP, MySQL


რა არის Ajax? ტექნოლოგია რომელიც დინამიურად განახლებადს ხდის გვერდს URL-ის შეცვლის გარეშე.... XML აუცილებელი დოგმა არანაირად არ არის Ajax-ისთვის smile.gif

Posted by: Snowman 19 Jul 2007, 14:46
web_nts
შენ ვერ მიხვდი საერთოდ რა გიტხარი მე შენ გინდა არ გინდა როდესაც სხვა საიტის RSS ს მოითხოვ ის შენ ყოველთვის XML ფაილიდან მოგაწვდის ინფორმაციას და როდესაც შენ ამბობ PHPით გავპარსავო მორჩა მანდ დამთავრებულია საქმე ჩენ უკვე XML-ის კანალებს სეგმენტებს ხსნი და უკვე მუშაობ ამასთან smile.gif რაც შეეხება დასახელებას აზრი არ აქვს შენ უბრალოდ ერტხელ თქვი არ მინდა არ მომწონს ვერ გავიგე რა უბედურებააო და ამის მერე მე რომ სულ ეხლა პოემა დაგიწერო რატომ არის კარგი და რა შემტხვევებში შენ მაინც შენ აზრზე იდგები ამიტომ ჯობია ამაზე არაფერი ვტქვა. თან მითუმეტეს ეს თემა AJAX და PHP-ს ეხება უბრალოდ ერთი მეგობრული რჩევა იქნება ასე ცალსახად ნუ იტყვი ხოლმე ნაგავია ფუ არ ვარგა და ვერ დამისაბუთებთო იმიტომ, რომ არიან თუნდაც ჩემზე და შენზე ჭკვიანი ადამიანები რომლებმაც ერთიც მოიგონეს და მეორეც და რომლებმაც ერთსაც მისცეს მეორის საპორტი და პირიქით შენ რასაც ამბობ ეგეთი უავრგისი რომ იყოს XML მაშინ PHP უბრალოდ უზრუნველყოფასაც არ ჩადებდა მისი ამიტომ ეს დამოკიდებულია მოტხოვნაზე და იმ მიზნებზე რომელსაც შენი პროგრამა ახორციელებს. ერთ შემთხვევაში შეიძლება მხოლოდ ბაზა იყოს გამართლებული მეორე შემთხვევაში კი XML ან მე როგორც ვებ პროგრამირების თემაში დავწერე ერთ-ერთ თემაში ორივეს სინთეზმა შეიძლება ბევრად უკეთესი რეზულტატი მოგვცეს.

ხო და კიდევ ერთი, გაითვალისწინე როდესაც ბაზაზე აკეთებ რარაცას შენ გინდა არ გინდა MySQL-ის სერვისის მუშა მდგომარეობაზე ხდები დამოკიდებული ამიტომ შეიძლება რეალურად httpd სერვისი მუშაობდეს, მაგრამ ბაზა დაცემული იყოს აი ამ შემტხვევაში ფაფუუუუუ შენი ნებისმიერი პროგრამა რომელიც ბაზას ხმარობს და ვინაიდან და რადგანაც ჩათი ისეთი რარაც არის სადაც მომხმარებელი რაღაც სურვილს იკმაყოფილებს და შესაბამისად მაშინ უნდა შეეძლოს შესვლა როცა უნდა თუ XML ზე კეთდება ამ შემტხვევაში უკვე ერტი პირობის შესრულებაც საკმარისია და საკმარისია, რომ მხოლოდ HTTPD სერვისი მუშაობდეს.

Posted by: web_nts 19 Jul 2007, 14:57
Snowman
QUOTE
PHPით გავპარსავო მორჩა მანდ დამთავრებულია საქმე ჩენ უკვე XML-ის კანალებს სეგმენტებს ხსნი და უკვე მუშაობ ამასთან

მაგ შემXთვევაში კი smile.gif ანუ თუ მეორე მხარეს ასეთი მოთხოვნა აქვს ვიმუშავებ, არც იმას ვამბობ რომ ცუდია, უბრალოდ მე ჩემს მხარეს არასდროს არ გამოვიყენებ და თუ ჩემს სკრიპტს სხვა საიტის XML-თან მოუწევს ინტეგრირება არც მაგის გაკეთება გამიჭირდება smile.gif უბრალოდ არის რაღაც რაც არ მოგწონს და ვსიო, ეს იმას არ ნიშნავს რადგან მე არ მომწონს საზიზღრობაათქო smile.gif

უბრალოდ როგორც ვთქვი რისი გაკეთებაც XML-ის მეშვეობით შეიძლება იგივეს გაკეთება შეიძლება მის გარეშეც smile.gif მართალია Ajax-ის სახელწოდებაში x-ი XML-ს ნიშნავს მაგრამ მე ვთვლი რომ Ajax უბრალოდ არის ტექნოლოგია, ხოლო ტექნოლიგიის მოთხოვნებს რა მეთოდით დააკმაყოფილებ არანაირი აზრი არ აქვს, მთავარია შედეგი smile.gif
* * *
QUOTE
ხო და კიდევ ერთი, გაითვალისწინე როდესაც ბაზაზე აკეთებ რარაცას შენ გინდა არ გინდა MySQL-ის სერვისის მუშა მდგომარეობაზე ხდები დამოკიდებული

smile.gif თუ სერვერზე MySQL დაეცა იმაზე აღარც XML-ის მუშაობას აქვს აზრი და აღარც აპაჩეს მუშაობას smile.gif რაც არ უნდა XML Ajax-ებით ააწყო სისტემა მონაცემთა ბაზების გამოყენება მაინც დაგჭირდება, იუზერებს, პაროლებს და მომხარებლის ინფოსაც XML-ში ხომ არ შეინახავ?

Posted by: member_12441 19 Jul 2007, 15:41
არის უკვე ეგეთი მესენჯერი ყველაფრით თან ოფენსოურსია და რაღა აზრი აქ ახლის წერას? მუთულსის ავტორებისაა ასე რომ არამგონია უკეთესი დაწეროს ვინმემ.


პ.ს. xml-ს სიჩქარე აქვს კარგი და ამიტომაა ამ შემთხვევაში კარგი...

Snowman
საკუთარი კი არა მაშინ ჩვენი გადაწყვეტილებები გინდა და სუბმიტის გაკეთება httprequest-ით როგორ იწერება თუ გინდა მაშინ პირდაპირ დაწერე კაცო რა საკუთარი გადაწყვეტილება biggrin.gif ჩვენ ინფორმაცია წიგნებიდან და ინტერნეტიდან გვაქ რაც იქ წერია დაახლოებით იგივე ვიცით ასე რომ ეს არავის იდეა და გადაწყვეტილება არაა biggrin.gif თუ გაინტერესებს კოდი დაგიწერთ კოდს შენ ოღონდ თქვი და biggrin.gif

Posted by: web_nts 19 Jul 2007, 15:58
Sandrix
QUOTE
არის უკვე ეგეთი მესენჯერი ყველაფრით თან ოფენსოურსია

შეგიძლია დაუნლოადის ლინკი მომცე? smile.gif

Posted by: herrlado 19 Jul 2007, 16:45
bittinger
ჰმმ შევამოწმებ მაგას მე ამ დღეებში, საინტერესოა.

Posted by: Snowman 19 Jul 2007, 17:43
Sandrix
კაცოუ არ გეწყინოთ რა მარა ადმწყები აკეთებს მერე წიგნების და ტუტორილების მინუშით მუშაობას შენტვიტონაც ხო უნდა შეგეძლოს გადაწყვეტების და ალგორითმების შექმნა არ შეიძლება სულ ინტერნეტით აკეთო უიდეა ერთია და ამ იდეის ტექნოლოგიური გადაწყვეტის და მუშაობის პრინციპის ალგორითმი შენტვითონ უნდა შექმნა კაცმა ყველა არამგონია ეგრე აკეთებდეს აქ როგორც შენ თვქი რომ წიგნების და საიტების მიხედვით წერდეს. ეგ შეიძლება დაწყების ეტაპში აკეთოს, მაგრამ ახლა ბევრს თუ არა არის აქ რამოდენიმე კაცი ვისაც თვიტონვე შეუძლია ამის კეტება.

Posted by: member_12441 19 Jul 2007, 18:11
web_nts

http://www.unwieldy.net/ajaxim/

Snowman

ეგ რა შუაშია? წიგნების კითხვის გარეშე არაფერი არ გამოგივა. თუთორიალი ვინ ახსენა საერთოდ? წიგნებში წერია თეორია და მარტივი მაგალითები.... თუ ამდენ რაღაცას აკეთებ აჯაქსში არ გეწყინოს მაგრამ საბმითის გაკეთება პირველია რაც უნდა იცოდე, იმიტომ რომ საერთოდ პირველი იდეა აჯაქსისა ეგ იყო და უმთავრესია smile.gif რა თვითონ გაკეთებაზეა საუბარი როცა წიგნის წაკითხვა არ მოგწონს სადაც წერია პირდაპირ სინტაქსი ფუნქციისა smile.gif ფორუმ.ჯი რა ინტერნეტი არ არის? smile.gif ჩვენ რო აქ დაგიწერთ კოდს იგივე ინტერნეტიდან ნახვა არ არის? მოკლედ სანამ სინტაქს არ ისწავლი იქამდე არაფერი არ გამოვა, რა მიხვედა რუნდოდა რო უმარტივესი საბმიტი აგზავნის ყველა მონაცემს POST/GET ის საშუალებით? smile.gif

და ის რამოდენიმე კაცი(რა თმქა უნდა კულტურულად მე გამომრიცხე უკვე შენი პოსტით smile.gif ) წიგნების საშუალებით სწავლობდა და მაგალითების და არა კონკრეტულ მომენტში ვინმეს დახმარებით smile.gif
გეუბნები წიგნები წაიკითხე ინფორმაციის წყარო ეგაა. თუ არადა გვკითხე კაცო და დაგიწერთ როგორ კეთდება ის საბმიტი.. ანუ სინტაქს მოგცეთ აი ესე კეთდება smile.gif არ არის პრობლემა ოღონდ ვერ ისწავლი ესე საკითხის გადაწყვეტას, ჩვენ რო გეტყვით შენ გააკეთებ ნახავ რო მუშაობს და ვსო მიაგდებ. რატო რისთვის ეს მეორეხარისხოვანი გახდება. თუმცა ეს შენი არჩევანია smile.gif აჰა შენ კოდი მონაცემების გაგზავნის და პასუხის მიღებისაც ფუნქციის დაბრუნებული მნიშნვნელობის სახით.

---------PHP--------------------
class HelloName extends AjaxLib // ნებისმიერი ლიბი ერთნაირად მუშაობს მიუთითე აქ ან შენი ან სხვა კერძო.
{
function SayHello($name)
{
return "Hello, " . $name . "!";
}
}
$h = new HelloService();
$h->ProcessRequest();

----------------AJAX BELOW-----

<script type="text/java_script" src="AjaxLib.js"></script> // აქაც ლიბის ფაილი...
<script type="text/java_script" src="HelloName.php/js"></script>
</head>
<body>
Name: <input id="name" type="text" /> <input type="button" value="Say Hello" onclick="button_click(); return false;" />
<br />
Response from server: <span id="response"></span> //აიდის მიხედვით იპოვის და innerHTML-ის მეშვეობით ჩაწერს პასუხს.
</body>
<script type="text/java_script">
function button_click() {
HelloService.SayHello($get('name').value, function (result) { $get('response').innerHTML = result; }); // აი აქ ხდება კერძოდ ყველაფერი.
}
</script>

პ.ს. ერთ რაღაცას ვერ ხვდები რო დახმარებით ნებისმიერ პონტში გეხმარები აქედან გამომდინარე რჩევას რო გაძლევ ტყუილა ხო არ გაძლევ? მინდა რო ნახო ხო? smile.gif მაგრამ თუ შენ თვლი რო მეტი იცი და ჩემი რჩევა არ გჭირდება მაშინ კიბატონო არც ეგაა პრობლემა smile.gif

Posted by: Snowman 19 Jul 2007, 18:37
Sandrix
კაი რა უნდა მეყწინოს კაცო არ ვიცი გგონია? უბრალოდ აქ იყო საუბარი ისეთ რარაცაზე რაც მაქსიმალურ უნივერსალობას იძენს და ამაზე იყ საუბარი ანუ ფაილის აფლოადსაც თუ აკეთებს ფორმა და ასე შემდეგ თორე საბმითიც ვიცი კაცო და მაგ დროს ბაზაზეჩ უმარტივესად ხდება მიწოდება უბრალოდ ჩვენ აქ სულ სხვა რაღაცაზე ვსაუბრობთ აი გოდე ზუსტად მიხვდა რაზე ვაკეთებდით აქ აქცენტებს ეს თემა ტავიდან ბოლომდე თუ არ წაგიკითხავს გადაიკითხე საინტერესო რარაცეებს წააწყდები. რაც შეეხება წიგნებს მე არსად არ მიტქვამს, რომ წიგნი სისულელეა პირიქით წიგნის გარეშე რეალურად მხოლოდ სამაუჩკა და სიმპლების დონეზე მცოდნე იქნები ადამიანი რავიცი მე 7წელია უკვე ამ საქმეს ვაკეთებ ასე რომ უბრალოდ შეიძლება მე დიდხანია წიგნი და თუთორიალი აღარ გამომიყენებია და ეხლა უკვე მეთვითონ ვკაიფობ გავაკეთებ რარაცა ახალს შეიძლება ცოტა ვიწყვალო კიდეც შემდეგ დავგუგლავ და აღმოჩნდება, რომ რაც მე გავაკეთე ისე კეთდება თურმე და ამაში ძალიან დიდი კაიფია.

ეხლა რაც შეეხება იმ კოდს რაც შენ დამიწერე ეს უმარტივესი რარაც დაწერე შენც ხო გესმის ინფუტის ტიპი ტექსია ჩვენ კიდევ ვსაუბრობთ აქ იმაზე, თუ როგორ დავწეროთ ისეთი უივერსალური რარაც რომელიც მიუხედავად ფორმის ელემენტების რაოდენობისა და ტიპებისა ყველაფერს ერტად უკეთებს საბმითს აი ამაშია კაიფი ესეც გაკეთებული მაქვს და იმიტომ დავწერე თორემ გასაკეთებელი რო იყოს ექსპერტ ექსჩეინჯში ხო არ გავხსნიდი თემას კაო ავდგებოდი და დამეხმარეთ ან რამე ეგეთს გავაკეთებდი wink.gif ასე რომ რაც შენ დაწერე ცუდი არ არის და კიდევ ერთი შენ აქ გაქვს უკვე ცვლადი რომელსაც იცი რომ name ქვია ეგ კარგია, მაგრამ როდესაც დინამიურად იქმნება ფორმა, ანუ ვთქვათ რამოდენიმე მონაცემს ერტდროულად არედაქტირებ და რამოდენიმეჯერ არის ერთი და იგივე რარაც ოღონდ განსხვავებული აიდიებით აქ შენ წინასწარ ვერ გაიგებ რომელსაც მოგინდება იმას აედიტებ ასე რომ გეტ ელემენტ ბაი აიდი აქ უკვე დინამიურია აიდის მნიშვნელობა ხოდა მოკლედ ელემენტარულ დონეზე ყველაფერი ძალიან მარტივია მაგრამ კიდევ ერთელ ვიმეორებherrlado და Gode-ს საკმაოდ კარგად აქვთ დაჭერილი ყველა ეს მომენტი და გაგვიხარდება შენც თუ ჩაებმევი ჩვენს განხილვაში. ჰო დამავიწყდა Otory-ც კარგად იჭერს ამის მურამს ასე რომ შენც შემოგვიერთდი და გარდა რა როგორისა იქნებ რამე იდეა დაიბადოს.

Posted by: member_12441 19 Jul 2007, 19:36
Snowman
ესეთი იდეა უნივერსალურობისთვვის.. აიდიების კლასიფიცირება რო გავაკეთოთ, რაღაც ერთი პრინიპით
მაგალალითად ციკლით შეიძლება უნიკალური აიდის გენერირება, ცვლადის ერთით გაზრდა ყოველჯერზე და იქვე გენერერირებულ ინფუთზე ან რაც იქნება მინიჭება for(yada yada x++)... element.get...byID="x", ამავე დროს ყველას აიდის შეგროვება, მაგ. 7 ცალი გამოვიდა შენ იცი რო ყველას 1, 2, 3... 7 აქ აიდიები, ისევ ციკლით აკეთებ შაბლონს ელემენტისათვის, რომელსაც აქვს რაღაც K(თუ ცოტა დავხვეწავთ იმავე x-ის გამოყენებაც შეიძლება) ცვლადი მთველად smile.gif რაღათქმა უნდა ამასთანავე უნდა ვიცოდეთ სულ რამდენი ელემენტია(ამას ციკლიდან გამომდინარე გავიგებთ).

Posted by: Snowman 20 Jul 2007, 01:52
Sandrix
პრინციპი მომწონს ცუდი ნამდვილად არ არის უბრალოდ ეხლა ერთი მომენტი გავითვალისწინოთ აი უყურე

მე მაქვს ვტქვათ სიტყვაზე ვამბობ მობილურების კათალოგი და აჯაქსით შემიძლია ამ კატალოგში მონაცემების რედაქტირება. დავუშვათ 4 მა აპარატმა შეიცვალა ფასი და ოთხივე ერთად მინდა დავარედაქტირო ერთი და იგივე ფასი აქვს და იმიტომ. ეხლა უყურე მოვნიშნე ჩექბოქსით ის ოთხი აპარატი და მივაჭირე ედითს ნუ სკრიპტმა გაიგო რო 4 ჩექბოქსი მოვნიშნე ანუ რამდენსაც მოვნიშნავ იმდენ ინპუთს ქმნის და იმ ინპუთებში წერია ამ მობილურების მიმდინარე ფასები დავარედაქტირე ყველა და ეხლა უნდა მოხდეს ამ ფასების ბაზაში განახლება. შენი პრინციპი კარგია, მაგრამ აი სად არის პატარა ჩიხი დავუშვათ, ერთ მობილურს ბაზაში ID აქვს 175 მეორეს 157 მესამეს 10 და მეთხეს 468 აი მაგ ციკლით შენ რომ თქვი ერთი მოვიმატოთ აიდისო უკვე ჩიხში ვართ რადგანაც ჩვენ გვჭირდება რეალური აიდიები რომელიც ამ ედიტის ფორმაც გადმოეცა წინა ფორმიდან რომლმაც თავის მხრივ ეს მონაცემები მიიღო მონაცემთა ბაზიდან. ანუ მიხვდი ხო რასაც ვლაპარაკობ? ეხლა უყურე ეს ცოტა სხვა საკიტხია ეხლა რაზეც ვსაუბრობთ, მაგრამ რეალურად ის სკრიპტი რაც მე დაგიწერეთ აქ ფორმის საბმითზე რომ იყო ამას არ აკეთებს ის უბრალოდ აკეთებს მონაცემების შეგროვებას გარდაქმნის ერთ სტრინგად რომელსაც შემდეგ გადასცემს შესაბამის სერვერსაიდ სკრიპტს. აი შენი უნივერსალურობა შეიძლება ერთ შემთხვევაში და ერთ განზომილებაში მართლა ეგრე იყოს, მაგრამ რაც უფრო რთულდება დავალება მით უფრო კონკრეტული ხდება შენი ვარიანტი. ასე არ არის? თუნდაც აი ამ მაგალითის საფუძველზე რომელიც ეხლა გითხარი. ამიტომ რაიმე უფრო უნივერსალური უნდა მოვიფიქროთ.

Posted by: member_12441 20 Jul 2007, 12:16
Snowman

მივხვდი მგონი, მაგრამ თუ უკვე მოცემული ველები გვაქ, ანუ მობილურებს უკვე აქვთ აიდიები მაშინ მაგ კონკრეტულ შემთხვევაში ეგ აიდიები რო ავიღოთ და გენერირება არ დაუწყოთ არ გამოვა? ანუ როცა დაგვჭრიდება დავაგენერიროთ(უმეტესად თუ ყველას რედაქტირება დაგვჭირდა ან თუ ახლების ჩამატება ნებისმიერ ადგილას.. ვიგებთ საწყის და საბოლოო ID-s და for(x=Min+1; x<Max) ციკლს ვწერთ) <-- ფრჩხილებში იყო ეს ყველაფერი biggrin.gif და როცა არ დაგვჭირდება მზა აიდიები გამოვიყენოთ.. რამე მასივში ჩავწეროთ და მერე გადავცეთ შემსრულებელ ნაწილს... მგონი სწორად ვერ ჩავწვდი ხო? smile.gif

მე უბრალოდ იქ ვიჭედები როცა მონაცემთა ტიპს ვერ ვვოულობ რომელიც ამ ყველაფერს სწორად მიიღებდა... შენ სტრინგი აირჩიე კი საუკეთესო არჩევანია სხვა ტიპებიდან მაგრამ აი ზუსტად, რომ მეტი არაფერი არ არის ეგ მაღელვებს

Posted by: Snowman 20 Jul 2007, 16:36
Sandrix
ჰო ცოტა ვერ ჩაწვდი მიმართულება სწორი გაქვს, მაგრამ ერთი პატარა ნიუანსი გაგეპარა უყურე რაშია საქმე ოთხი მონაცემია პირველის ყველაზე პატარა აიდი არის 15 მეორის 27 მესამის 48 მეოტხის 85 ეხლა სჰეხედე შენ რასაც ამბობ მაგ პრინციპით რა გამოდის რეალურად ჩვენ გვჭირდება 4 ცვლადი მარა შენი პრინციპით რომ გავაკეთოთ შენც ხო იცი რამდენს მივიღებთ ერთით რომ ვზარდოთ მინიმუმიდან მაქსიმუმამდე? აი ეგ არის მაგას ვერ ჩაწვდი უბრალოდ. აი რაც შეეხება სტრინგად ჩაწერას ხო ამ ეტაპზე ჯერჯერობით მხოლოდ ამ გადაწყვეტამდე მივედი, მაგრამ შეიძლება ალბათ იყოს რაიმე უკეთესიც.

Posted by: member_12441 20 Jul 2007, 17:23
Snowman

აუ ხო, ნებისმიერი რო შეიძლება იყოს მაგაზე აღარ დავფიქრდი smile.gif ოკ გავაგრძელებ ფიქრს ამ მიმართულებით იქნებ რამე მოვიდეს კიდე...

Posted by: Snowman 20 Jul 2007, 17:28
Sandrix
ჰო შენ იფიქრე იმ კოდსაც შეხედე მე რაც დავწერე დააკოპირე და ეგაა ნუ პოსტით რო გაკეთდეს საბმითი და აჯაქსმა სევრერს პოსტის მეშვეობით გადასცეს უფრო სოლიდური იქნება მე ამ კუთხით ვფიქრობ ეხლა.

Posted by: bittinger 23 Jul 2007, 17:58
Snowman
QUOTE
ი რაც შეეხება სტრინგად ჩაწერას ხო ამ ეტაპზე ჯერჯერობით მხოლოდ ამ გადაწყვეტამდე მივედი, მაგრამ შეიძლება ალბათ იყოს რაიმე უკეთესიც.

json-rpc შეიძლება, პირდაპირ XMLHTTPRequest-იდან. ეს გაზრდის ამოცანის კომპლექსურობას სერვერის მხარეს (რადგანაც rpc-სპეცკონტროლერი უნდა), მაგრამ ძალიან აიოლებს საქმეს კლიენტის მხარეზე.

Posted by: Snowman 23 Jul 2007, 18:02
bittinger
სიმართლე გიტხრა კოდი ჩემი დასაწერია და ამიტომ კლიენტის მხარე იქნება ეს თუ სერვერის მხარე ორივე ჩემი საკეთებალია. wink.gif ეგ ვიცი რაც არის უბრალოდ ყველაფერს აქვს თავის პლიუსები და მინუსები. შეიძლება რარაც შემტხვევაში ეგ გამომდგომოდა კიდეც, მაგრამ უმეტესად იმ პროექტში საკმაოდ მოუხერხებელია ჩემტვის იმიტომ, რომ გარდა მაგისა მე თვითონ ვახდენ დფომზე ზემოქმედებას სხვა რამე რუმეებით და შემდეგ უკვე დომის სტრუქტურის გარჩევა უჭირს მაგას.

ისე იდეაში ცუდი რამე არ არის.

Posted by: bittinger 23 Jul 2007, 18:06
Snowman
QUOTE
სიმართლე გიტხრა კოდი ჩემი დასაწერია და ამიტომ კლიენტის მხარე იქნება ეს თუ სერვერის მხარე ორივე ჩემი საკეთებალია. wink.gif

მთელი იდეა იმაშია, რომ ტრანსპორტი (ანუ, სტრინგი, რომლითაც აფდეითის შესახებ ინფორმაციას აწვდი სერვერს) მარტივი და ცალსახა სინტაქსის გამოდის და სერვერზე დესერიალიზაცია ერთი ინსტრუქციის საქმეა, ეს ერთი, და მეორეც, ჯავასკრიპტში ჰეშის მანიპულაციაზე იოლი რა უნდა იყოს? wink.gif

Posted by: member_12441 25 Jul 2007, 15:43
QUOTE (bittinger @ 23 Jul 2007, 17:06 )

მთელი იდეა იმაშია, რომ ტრანსპორტი (ანუ, სტრინგი, რომლითაც აფდეითის შესახებ ინფორმაციას აწვდი სერვერს) მარტივი და ცალსახა სინტაქსის გამოდის და სერვერზე დესერიალიზაცია ერთი ინსტრუქციის საქმეა, ეს ერთი, და მეორეც, ჯავასკრიპტში ჰეშის მანიპულაციაზე იოლი რა უნდა იყოს? wink.gif


+104398075094 yes.gif

Posted by: LRuby 23 May 2008, 23:43
რატოა ეს თემა ჩამკვდარი?
ძაან საინტერესო დისკუსია მიდიოდა.
მოდი გავაცოცხლოთ რა.
QUOTE

მოკლედ რომ ვთქვათ ვერ დამისახელებ ვერცერთ მაგალითს XML-ზე რომელსაც ვერ განვახორციელებ XML-ის გარეშე ზემოთჩამოთვილილი სამი ტექნოლოგიით

ისე აქ მინდა პატარა მაგალითი მოგიყვანო, ისეთი რომელსაც XML-ის გარეშე ვერანაირად ვერ იზავ.
შეგიკვეთეს რაიმე საიტი Flash-ში, სადაც მონაცემთა ბაზიდან უნდა გამოიტანო ინფორმაცია და ასევე შეიტანო, ჩერეზ საიტით (ადმინკით)
ეხლა შენ მითხარი როგორ უნდა გააკეთო XML-ის გარეშე?

აი მე გეტყვი XML-ის მხარდაჭერით:
აკეთებ მარტო PHP ფაილს საიდანაც გამოგაქვს ინფორმაცია XML-ის სახით ბაზიდან და ამ PHP ფაილს უთითებ ფლეშში AS-თი როგორც XML ფაილს და ჩვეულებრივ გამოიტან ინფორმაციას შენს ფლეშ საიტზე.

აბა XML-ის გარეშე როგორ იზავ?

ეხლა არ მითხრა Flash-ს არ ვიყენებ საერთოდო ან რათ მინდა ეგ ჯანდაბაო biggrin.gif

Posted by: Snowman 24 May 2008, 11:52
LRuby
მომეწონა კარგი მაგალითი დადე ნამდვილად. ხო რაღაც კარგი თემა იყო და კარგი დისკუსიები მიდიოდა და მერე ჩაკვდა. ხო ეხლა რაც შეეხება უშუალოდ AJAX, მე ამ ბოლოდროს prototype ზე მოვერგე რაღაც კადრაგ შეიძლება მითხრათ, ეგ პროტოტიპი მძიმე არისო, მაგრამ მე საკმაოდ ადვილად ვამუშავებ და ეს მომწონს. XML-ს რაც შეეხება, კიდევ ერთი კარგი გამოყენება, რაც მე ძალიან მადგება, არის სიტუაცია, როცა მონაცემთა ბააზიდან კომპლექსური დატალისტები მომაქვს. სთაილებს და ყველაფერს XMLშივე ვწერ და იმდენად პატარა და სწრაფი გამოდის, რომ ეს ყველაფერი HTML ით რო დამებრუნებინა უკან უფრო ნელი იქნებოდა.

Posted by: Lekso-Dav 1 Jun 2008, 17:02
რამე პჰპ & აჯაქს მარტივი ფრეიმვორკი თუ იცით დაწერეთ რა ლინკი ... xml http რექვესტების წერა ხელით რომ არ მომიწიოს ეგეთი ტუ არის rolleyes.gif

Posted by: Snowman 1 Jun 2008, 17:21
Lekso-Dav
უფ არის რომელია მაგალიტად დასაწყისისტვის გადახედე prototype.js-ს. API ც დევს საიტზე და გარდა ამისა კიდევ ბევრი სასარგებლო რამ აქვს ამ სატამაშოს.

Posted by: LRuby 19 Jul 2008, 21:04
Lekso-Dav
Sajax ყველაზე საკაიფოა ჩემი აზრით.
მარტო PHP ზე კი არა პითონი, რუბი, PHP და რავი კიდე ბევრ ენაზე მიდის.
- - - - - - - -
ერთი კითხვა მაქვს ხალხნო.
მოკლედ Ajax-ით გამომაქვს xml და ვამუშავებ დომით მარა რაღაც პრობლემას წავაწყდი:
xml ფაილში დაახლოებით ასეთი რამე მაქ:
<user>
<name>Luka</name>
<alias>LRuby</alias>
</user>
შემდეგ ვასრულებ ჩვეულებრივ ნუ აიაქსს და გამომაქვს xml:
var newDoc = xhr.responseXML;
var newEl = newDoc.firstChild.nodeName; // ჩვეულებრივ გამოაქვს <user>
// მაგრამ როცა მინდა name და alias-ის value გამოვიტანო:
var nodeVаl = newEl.firstChild.nodeVаlue; მაგრამ არ გამოაქვს და რატომ?
(overrideMimeType-ს ვასრულებ სხვა ბრაუზერისთვის, ამის ბრალი არაა.)

Posted by: Pixel_misha 20 Jul 2008, 01:26
QUOTE (LRuby @ 19 Jul 2008, 21:04 )

var newEl = newDoc.firstChild.nodeName; // ჩვეულებრივ გამოაქვს <user>
// მაგრამ როცა მინდა name და alias-ის value გამოვიტანო:
var nodeVаl = newEl.firstChild.nodeVаlue;

ეს ზუსტად ასე გიწერია? ეგ კოდი არ იმუშავებს, newEl –ში ელემენტის სახელი გიდევს და არა თვითონ ელემენტი.
firebug-ს არ იყენებ?

Posted by: LRuby 20 Jul 2008, 02:04
Pixel_misha
ვიცი რომ ელემენტის სახელი მაქვს და მაგ ელემენტის ჩაილდნოდი გამომაქვს, წესით უნდა გამოიტანოს და გამოაქვს კიდეც მაგრამ value-ს არ აჩვენებს თორე nodeName-ს და ტიპს კი.
და სხვანაირად <name>-ს value როგორ გავიგო?

Posted by: Pixel_misha 20 Jul 2008, 02:13
LRuby
QUOTE
<alias>LRuby</alias>

აქ alias ხომ არის ელემენტი, ამ ელემენტს კიდევ ყავს შვილი, ამ შვილს აქვს nodeVаlue-დ "LRuby"

ანუ newEl.firstChild.firstChild.nodeVаlue - ასე დაწერე.

Posted by: Snowman 20 Jul 2008, 02:21
Pixel_misha
უი ეგ კი ვერ შევამჩნიე სიმართლე რო ვტქვა. პრინციპში ეგ იმუშავებს? არა შენიშვნა სწორი იყო რუბიკ ბოლომდე არ წვდებოდი ელემემნტს.

Posted by: LRuby 20 Jul 2008, 02:27
Pixel_misha
Snowman
არა მაინც არ ქნა sad.gif

აი მთლიანი ფუნქცია:
CODE
function getData() {
if(req) {
var divID = document.getElementById("div1");
req.open("GET", "data.xml", true);
 req.onreadystatechange = function() {
  if(req.readyState == 4 && req.status == 200) {
   var newDoc = req.responseXML;
   var newEl = newDoc.firstChild;
   divID.innerHTML = newEl.firstChild.firstChild.nodevаlue;
  }
 }
req.send(null);
}
}

Posted by: Snowman 20 Jul 2008, 02:57
LRuby
ბიჭო დამიჯერე პროტოტიპი იხმარე რა API აქვს ძალიან კარგი და გაარჩევ ყველფერს ინსერთები აქვს ტავისი ინსერთ ბიფორ ინსერთ აფტერ და უამრავი რამ და მართლა მოგეწონება.

Posted by: LRuby 20 Jul 2008, 10:24
Snowman
რავი არ მინდა ამ ფრეიმორვკების გამოყენება და ა.შ.
ვაი და მომავალში ისე დამჭირდეს რომ ხელით უნდა გავაკათო, ხო უნდა ვიცოდე biggrin.gif
ეგეთი ჩვევა მაქვს მინდა რომ ჩემით გავაკეთო ყველაფერი.
სპასიბა მაინც დახმარებისთვის ყველას. ამას მერე გავაკეთებ smile.gif

Posted by: Pixel_misha 20 Jul 2008, 14:10
LRuby
QUOTE
.nodevаlue

.nodeVаlue უნდა იყოს

Posted by: Snowman 20 Jul 2008, 14:35
LRuby

ნუ თუ არ იცი და სწავლობ მაშინ გეთანხმები უნდ იცოდე და სწორსაც ამბობ, მაგრამ მე უბრალოდ ცოდნით ვიცი და დრო რო არ ვკაგრო ველოსიპედებს თავიდან არ ვიგონებ და მიჩქარებს საქმეს.

Pixel_misha
საღოლ შენ აი მესმის მახვილი თვალი. მაგისთვის არც შემიხედავს სიმართლე რომ ვთქვა.

Posted by: LRuby 20 Jul 2008, 14:44
Pixel_misha
კი ვიცი ეგ წერისას შემეშალა და მერე გადავასწორე.

Snowman
არა, არ ვსწავლობ უბრალოდ ამ მეთოდს ეხლა ვამუღამებ, ძალიან სასარგებლოა ajax-თან მუშაობისას თორე ცალკე js და domით კი გამოვიტან და ცალკე ობიექტები რომ შევქმნა (AciveXObject Microsoft XMLHTTP) მაგრამ მე მინდა ჩერეზ ajax ით გამოტანა

Posted by: Snowman 20 Jul 2008, 15:02
LRuby
რავი ძმა შენი საქმისა შენ უკეთ იცი და კარგია დაამურამე. ისე ვერ ვხვდები დაწერეს ბიჭებმა ყველა ვარიანტი დაჟე ელემენტს არასწორად წვდებოდი, მერე სიმბოლო ნიტოდ გეწერა და მაინც არ შვება რა უნდა იყოს ვეღარ ვხვდები.

Posted by: Pixel_misha 20 Jul 2008, 19:15
LRuby
არცერთ ბრაუზერში არ მუშობს? თუ ie-ში მუშაობს და სხვებში არა ? whitespace-ის პრობლემა უნდა იყოს.
xml ფაილში ცალკე ხაზებზე გიწერია არა ტექსტი? აბა ცადე და ერთ ხაზში ჩაწერე მთელი xml, წესით მასე უნდა იმუშაოს. საქმე იმაშია რო მელა ყველა ცარიელ ადგილს, უბრალო ნიულაინებსაც კი ტექსტურ ელემენტად აღიქვამს და ie კი არა.
ასე რომ xml ან 1 ხაზად უნდა დაწერო ან ამდაგვარი ფუნქცია გამოიყენე:
CODE

function firstElementChild(parent) {
for (var i = 0; i < parent.childNodes.length; i++) {
 if (parent.childNodes[i].nodeType == 1) { return parent.childNodes[i]; }
}
}


და იმ ხაზს ასე შეცვლი:
divID.innerHTML = firstElementChild(newEl).firstChild.nodevаlue;

Posted by: LRuby 20 Jul 2008, 19:55
Pixel_misha
ვაიმეეე...
ბიჭებო არ მცემოთ cry.gif
overrideMimeType("text/xml"); მეწერა შეცდომით და მაგიტომ არ გამოქონდა value.
არ მცემოთ ბიჭებო ამდენი რომ გაწვალეთ biggrin.gif
დიდი მადლობა Snowman და Pixel_misha დახმარებისთვის.
საბოლოო ჯამში აი ასე გამოვიტანე როდესაც overrideMimeType გავასწორე:
CODE
var newDoc = req.responseXML;
divID.innerHTML = newDoc.getElementsByTagName("name")[0].childNodes[0].nodeVаlue;

Posted by: Pixel_misha 20 Jul 2008, 21:19
LRuby
ძალიან კარგი.
firefox-ის error console-ში უნდა ჩაგეხედა და მიხვდებოდი რომ ვერ იღებს xml-ს

Posted by: LRuby 20 Jul 2008, 21:21
Pixel_misha
QUOTE
firefox-ის error console-ში უნდა ჩაგეხედა და მიხვდებოდი რომ ვერ იღებს xml-ს

არ ვიყენებ ეგეთ რაღაცეებს და ალბად მაგიტომ.
ეხლა გადმოვწერ FireBug-ს.
მივხვდი რომ საჭირო ყოფილა smile.gif

Posted by: Snowman 20 Jul 2008, 22:09
LRuby
ნადა ფედია ნადა ეგ საკმაოდ მძლავრი ინსტრუმენტია ჰედერებს გახედავ დიდი ჰორიზონტზე და ჰარი ჰარალეეეეე biggrin.gif აი მომეწონა შეცდომა სინტქასური შეცდომა გქონია სუფთა და მალადეც. biggrin.gif

Posted by: expansiona 19 Jan 2009, 13:50
არ ვიცი აქ IE - ს კეშირების პრობლემაზე ისაუბრეთ თუ არა Ajax - თან. მაინტერესებს ვინ როგორ გადაწყვიტა ეს პრობლემა. საუბარი მაქ კეშირებაზე რაც გამოიხატება იმაში რომ ბაზაში რომ მოხდეს ცვლილება ან PHP - კოდში- IE ს ისევ იგივე შედეგი მოაქ php - იდან. ოპერაში და Firefox - სში ყველაფერი რიგზეა. ან PHP - კოდში

Posted by: LRuby 19 Jan 2009, 14:38
expansiona
ძალიან მარტივია მაგ პრობლების გადაჭრა, უბრალოდ GET-ს ან POST-ს დაუმატებ კიდევ ერთ პარამეტრს (უნიკალური მნიშვნელობით) და მორჩა. აი მაგალითად:
CODE
// ...

XMLHttp.open("GET", "some_file.php?no_cache=" + new Date().getTime(), true);

// ...

Posted by: Lekso-Dav 24 Sep 2009, 04:10
XMLHttpRequest პრობლემა აქ ინტერნეტ ექსპლორერში და როგორ ვქნა არ ვიცი :|
ტექსტბოქსიდან შედის რაღაც უნიკოდი მერე ხდება აჯაქს რექვესტი და ინტერნეტ ექპლორერი ტექსბოქსში შეყვანილ ქართულ ასოებს კითხვისნიშნებად აქცევს sad.gif
ვინმეს არ გქონიათ მსგავსი პრობლემა?

Posted by: aleko205 24 Sep 2009, 11:32
Lekso-Dav
უფრო დეტალურად რო დაწერო? smile.gif რესპონსში მოდის ?????-ები? ანუ ტექსტბოქში შეყვანის მერე ხდება POST და შესაბამის რესპონში მოდის ????-ები?

Posted by: Lekso-Dav 28 Sep 2009, 06:57
aleko205
ტექსტბოქსიდან ჯავასკრიპტი იღებდა value-ს შემდეგ ხმლჰტტპრექვესტით იძახებდა რაღაც პჰპ ფაილს გეთ-ით და იმას კითხვისნიშნები მიუდიოდა თან მარტო ინტერნეტ ექსპლორერის დროს

Posted by: Redkiller 15 Apr 2012, 02:13
აუ ბიჩები უფასოდ შეგიძლიათ პროსტა ყველაზე ადვილი სიმპლე აჯაქს ფანჯარა გამიკეთედ რა პლიზ


ესეიგი როგოირ მინდა

ანუ დლესთვის მინდა რო დააჭერ ღილაკს რომ იხსნებოდეს რა და შიგნით ვიდეო ფლეირის სკრიფტის ჩასმა რომ შემეძლოს რა ი ვსო პლიზზ ვინმემ გმიკეთეთ რა

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)