გამარჯობა. მინდა კონკრეტული შემთხვევა დავწერო, კოდექსში ზუსტად ამ თემაზე არ წერია ამიტომ გამოცდილ პრაქტიკოსს იურისტების აზრი მინდა მოვისმინო
1. დასაქმებული პირი მუშაობს კომპანიაში, პირობითად X, 9 წლის განმავლობაში, კომპანია X იხურება/ერწყმის სხვა ორგანიზაციას - Y, სხვა ორგანიზაციამ Y არ აიყვანა დასაქმებული სამუშაოდ, ამიტომ X უნდა გადაუხადოს 2 თვის კომპენსაცია (ეს მაქვს წაკითხულო კოდექსში, მგონი სწორად ვამბობ). მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ დასაქმებული მრავალი წელი მუშაობს ხომ არ არის კანონი, რეგულაცია ასეთ შემთხვევაზე რომ კომპენსაციის თანხა იყოს უფრო მეტი პირობითად 6 თვის ? თუ რაც არ უნდა დიდი ხანი გქონდეს ნამუშევარი მაინც 2 თვის კომპენსაცია ეკუთვნის ?