3 წელიწადში რა გექნებათ გინდათ დავიანგარიშოთ?
დავუშვათ იყიდეთ 10 ძროხა:
ამისთვის გჭირდებათ ,,ბოსელი" - კეთილმოწყობილი და ზამთრისთვის ვარგისი.
10 მანქანა თივა, ან 600 ტუკი ჩალა (ერთი ტუკი რირს 4-5 ლარი) ერთი ზამთრისთვის
ერთი ძველი ნივის მსგავსი
ერთი ყოჩაღი ძაღლი
ერთიც მწველავი, თუ თვითონ მოწველით არ ვიცი...
ქატო დაგჭირდებათ როცა ძროხა მოიგებს
+ აცრები, ვეტერინარის ვიზიტები, ქვამარილი
და ძროხების დევნა ყოველდღე, თუ მწყემსი გყავთ ეგ სხვა საქმეა...
დავუშვათ პირველივე წელს იმაკა 10-ვე ძროხამ, 9 თვეში გეყოლებათ 10 ხბო - ზოგი ,,დედალი" ზოგიც ,,მამალი,, (როგორც ჩვენი სოფ. მეურნეობის მინისტრი იტყოდა)
ეხლა, სახარე ხბო რომ გაიზრდება ის ხომ ვერ დაფეხმძიმდება და ვერ იმშობიარებს, ამიტომ აქ გავჩერდეთ
რაც შეეხება ,,დედლებს" ანუ ფურებს - მინიმუმ 3 წელი ისინი ვერ იმაკებენ, ვერც რძეს მოიწველიან ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ
ასე რომ, პირველი სამი-ოთხი წლის განმავლობაში თქვენ წველით მხოლოდ 10 ძროხას ისიც 7-8 თვის განმავლობაში.
მეორე წელსაც და მესამე წელსაც რომ კიდევ 10-10 ხბო დავუმატოთ თქვენ გეყოლებათ 40 სული, აქედან 10 ძროხა, 10 დეკეული (რომელიც მზადაა იმაკოს და შთამომავლობა გააძლიეროს) და 20 ხბო.
ეს ყველაფერი არის იდეალური ვარიანტი. ამ სამი წლის განმავლობაში არც უნდა მოკვდეს რამე, არც - დაიკარგოს, არც უნდა გაიყიდოს და არც ძროხამ ,,გამაზოს" მაკეობა ანუ ბერწი დარჩეს
ჩემი რჩევა იქნება დამწყები ფერმერებისთვის, რომ ცოტა ხნით დააკვირდნენ უკვე მოქმედ მეურნეობას, გაიგონ ძროხის დაავადებების და მკურნალობის შესახებ ცოტ მაინც, და მერე თუ ექნებათ სურვილი, მოაგვარონ ტექნიკური საკითხები - ძროხების სადგომი, მანქანა, საკვები, მწველავი, მწყემსი და ა. შ.
თანაც იყიდონ პირველ წელს 10, თუ მოეწონებათ მერე იყიდონ კიდევ 10 და ასე გაამრავლონ.