#57180732 · 17 Nov 2020, 20:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სერიალი ზებუნებრივი (Supernatural) 15 სეზონის 19, ფინალურ სერიაში ადამიანები დაამარცხებენ ღმერთს, რომელიც მათით ისე თამაშობს როგორც სათამაშოებით. ახალი ღმერთი გახდება ღმერთის შვილიშვილი, ადამიანის და ანგელოზის ნაჯვარი და აი რას ამბობს ის: ყველა მიიღებს პასუხს თავიანთ კითხვებზე. ადამიანებს არ დაჭირდებათ ჩემთვის მსხერპლშეწირვა და ლოცვა. მათ უბრალოდ უნდა იცოდნენ, რომ მე უკვე ვარ მათი ნაწილი და სჯეროდეთ ამისი. მე არ მჭირდება თაყვანისმცემლები. როცა ადამიანები ცდილობენ იყვნენ უკეთესები, მათ ეს გამოსდით. მე აღარ დავწერ ადამიანების ცხოვრების ისტორიას.ადამიანები თვითონ დაწერენ მას. და ეს არაა წინასაარჩევნო დაპირება. ჯეკი უკვე იყო ღმერთი, როცა ეს თქვა. კაცობრიობა სხვადასხვა თანამედროვე ფორმებით ცდილობს თქვას თავისი სათქმელი და ამით ქმნის ახალ რეალობას.
ადამიანები იცვლებიან. აღარ არიან ისეთი ბინძურები და ბნელები როგორც შუა საუკუნეებში. მათ ახალი ღმერთი ჭირდებათ, უკეთესი. არსებული რელიგიები კი თავიანთი დამყაყებული წარმოდგენებით მხოლოდ აფერხებენ ამ პროცესს, მაგრამ მალე წარსულს ჩაბარდებიან
--------------------
https://modivisaubrot.wordpress.com/
|