მოკლედ დაიწყო ყველაფერი იმით, რომ რამდენიმე თვის წინ ერთ ქეიფში დავლიე ცუდი ღვინო, სულ რამოდენიმე ჭიქა, რადგან არ მესიამოვნა მაგრა, მაგრამ იმ საღამოს დაახლოებით 2 კოლოფი სიგარეტი მოვწიე. რამოდენიმე საათში დამეწყო ყრუ გულის ტკივილი, არც ძალიან ძლიერი, მაგრამ არ ჩერდებოდა და მაწუხებდა, მოკლედ მთელი ღამე მთკიოდა და მთელი დღე... ბოლოს ამოვიდა ყელში აღარ გამიარა და გამოვიძახე ექიმები, მაგათმა იშემიის დამწყები სტადია გაქვსო, გამიკეთეს ვენაში ნოშპა, ტკივილ გამაყუჩებელი და დამაწყნარებელი, გამომიწერეს ვალიდოლი 1 კვირა და კიდევ რაღაც და წავიდნენ. გულმა გამიარა... მერე მივედი რესპუბლიკურში გადავიღე კარდიოგრამა ( ხო სასწრაფომაც გადამიღო ), რესპუბლიკურში არანაირი იშემია არ გაქვს, ნაკლები დალიე და მოწიეო.
მოკლედ სიგარეტს თავი დავანებე, ისედაც დიდი ხანია მინდოდა, ამის წინ სამსახურში დავლიე 2 ჭიქა ყავა, ისე დიდად ყავის მოყვარული არ ვარ და სამსახურის გარეთ წელიწადში ერთხელ თუ დავლევ, ხოდა დამიწყო ისევ ყრუ, მაგრამ ბევრად უფრო სუსტმა ტკივილმა და უკვე მესამე დღეა ეგრეა, ვალიდოლიც დავლიე გამაყუჩებელიც, მაგრამ...
ჯერ ექიმთან ვერ მოვახერხე გასვლა, და თქვენი რჩევა და აზრი მაინტერესებს, თუ აქ ვინმე არის კომპეტენტური. |