Sopi__პირველ რიგში, უნდა იყიდო მიწა.
მერე უნდა შეარჩიო პროექტი, უნდა ძალიან ზუსტად წარმოიდგინო და ჩამოაყალიბო, როგორი სახლი გინდა, იმ მიწაზე როგორი სახლი დაიდგმება, აივანი საით ჯობია და შესასვლელი კარი საით, ზუსტად უნდა გათვალო რომელ კედელთან და რომელ კუთხეში რას დადგამ, ჭაღს სად ჩამოკიდებ, რომელ ოთახში რამდენი შტეფსელი დაგჭირდება, რომელ ოთახში ვინ იცხოვრებს და მას როგორი ოთახი ეკომფორტულება, ფანჯარა რა სიმაღლეზე უნდა იყოს და კარი რა სიგანის , გათბობის ქვაბი სად დაიდგმება და კომპოტებს სად შეინახავ და ა,შ, ანუ ყველა წვრილმანი თუ არ გაითვალისწინე, მერე აშენებულზე შეცვლა ძალიან გაგიჭირდება.
მერე მოთმინება უნდა მოიკრიბო და დაიწყო კარგი ბრიგადის ძებნა, რომელიც იქნება პროფესიონალი და სინდისიანი და ცხოვრებას არ გაგიმწარებს.
და მერე უკვე საქმე გიჩვენებს...
პირადი გამოცდილებიდან
This post has been edited by nia4u on 23 Mar 2018, 02:44