forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (98) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სოკო
Int3lig3nt
მორალისტი, ფარისეველი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11924
წევრი No.: 3300
რეგისტრ.: 30-October 03

გამოგზავნილია: 24 Apr 2007, 23:49  #5423079      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · yim · msn
სოკოები (ლათ. Mycetes ანუ Fungi) — ცოცხალ ორგანიზმთა დიდი ჯგუფია. მათ არ გააჩნიათ ფესვი, ღერო და ფოთოლი, რის გამოც უმდაბლეს ან თალუსიან მცენარეებს მიაკუთვნებენ. არსებობს მოსაზრება, რომ სოკოები მთელი რიგი თვისებების გამო ითვლებოდეს ცოცხალ ორგანიზმთა დამოუკიდებელ სამყაროდ, გარდამავალ საფეხურად მცენარეულიდან ცხოველურისაკენ.
user posted image
სოკოები მოიცავს 100 ათ. სახეობას, მათ შორის გვხვდება შეუიარაღებელი თვალით უხილავი ორგანიზმები — მიკროცეტები და დიდნაყოფსხეულიანი ქუდიანი სოკოები, აბედა სოკოები და სხვა — მაკრომიცეტები. სოკოებს არ გააჩნიათ ქლოროფილი. ისინი ჰეტეროტროფული ორგანიზმებია, საკვებად ხმარობენ მზა ორგანულ ნივთიერებებს მკვდარი სუბსტრატიდან (საპროფიტები) ან ცოცხალი ორგანიზმებიდან (პარაზიტები). ის, რაც სოკოების სახელწოდებითაა ცნობილი, ნაყოფსხეულია, ვეგეტატიური სხეული კი სუბტრატშია ჩამალული შედგება წვრილი, უმთავრესად თეთრი დატოტვილი ძაფებისაგან, რასაც მიცელიუმი ეწოდება, მიცელიუმის სახელცვლილებები გვხვდება სხვადასხვა ჭიმის ან გამსხვილების სახით, როგორიცაა რიზომორფები, სკლეროციუმები და სხვა.

სოკოები მრავლდებიან სპორებით და ვეგეტატიურად. სპორები თავისი წარმოშობის, ფორმისა და ფერის მიხედვით სხვადასხვანაირია:ერთუჯრედიანი და მრავალუჯრედიანი, უფერული და შეფერილი, ძაფისებრი, ცილინდრული, თითისტარისებრი, კვერცხისებრი, სფეროსებრი, ვარსკვლავისებრი და სხვა. ზედაპირი შეიძლება იყოს სადა, ხორკლიანი და სხვა, წარმოშობის მიხედვით — უსქესო და სქესობრივი, ეგზოგენური (გარეგანი) და ენდოგენური (შინაგანი). უსქესო წარმოშობის სპორებია კონიდიოსპორები, სპორანგიოსპორები, ქლამიდოსპორები, ოიდიოსპორები. სქესობწივი წარმოშობისაა ჩანთიანი და ბაზიდიუმიანი სპორები. ვეგეტატიური გამრავლება ხდება მიცელიუმისა და რიზონოტფების ნაგლეჯით, სკლეროციემებით და დაკვირტვით. სოკოები დიდ როლს თამაშობენ ბუნებაში ნივთიერებათა ცვლის პროცესში, ორგანული ნივთიერებათა აქტიური დამშლელებია. მათი მრავალი პარაზიტული სახეობა მცენარის, ცხოველისა და ადამიანის საშიშ დაავადებებს იწვევს. ზოგი სოკოები სასარგებლოა. მაგ., Penicillium-ს და Aspergillus-ს იყენებენ ვიტამინების, ანტიბიოტიკების, ლიმონმჟავას და სხვათა მისაღებად.საფუარებს ხმარობენ სპირტის გამოხდის, პურის ცხობისა და ლუდის წარმოებაში. ზოგიერთი სოკოები იჭმება. მიცელიუმის აგებულების, გამრავლების ხასიათისა და მთელი რიგი სხვა ბიოლოგიური თავისებურებების მიხედვით.

სოკოები იყოფა შემდეგ ძირითად კლასებად: I კლასი — ქიტრიდიომიცეტები (Chytridiomycetes), მიცელიუმი ან არ გააჩნიათ, ან სუსტად აქვთ განვითარებული უსქესო გამრავლება ხდება ერთშოლტიანი ზოოსპორებით. სქესობრივი გამრავლება კი სხვადასხვანაირია (იზოგამია, პეტეროგამია, ოოგამია ან პოლოგამია). II კლასი — ოომიცეტები (Oomycetes). კარგად განვითარებული არაუჯრედული მიცელიუმი აქვთ. უსქესო გამრავლება უმრავლესობისათვის ორშოლტიანი ზოოსპორებით ხდება. სქესობრივი პროცესი ოოგამიაა. არსებობს წყლის და ხმელეთის სახეობები. მათ შორის არიან საპროფიტები და ობლიგატური პარაზიტები. III კლასი — ზიგომიცეტები (Zygomycetes). ახასიათებს კარგად განვითარებული არაუჯრედული ან მომწიფებისას უჯრედებად დაყოფილი მიცელიუმი. უსქესო გამრავლება უძრავი სპორანგიოსსპორებით ან კონიდიუმებით ხდება. სქესობრივი პროცესი ზიგოგამაა. თითქმის ყველა ეს სოკოები მიწისზედა საპროფიტული სახეობაა, ზოგიერთი კი — მწერების პარაზიტი. IV კლასი — ჩანთიანი სოკოები (Ascomycetes). ერთ-ერთი დიდი და მრავალფეროვანი კლასია. მოიცავს 30 ათასზე მეტ სახეობას. მათ შორის გვხვდება მიკროსკოპული სოკოები და ისეთი სახეობებიც, რომელთა ნაყოფსხეული 20 სმ აღწევს. ახასიათებს მრავალუჯრედიანი ჰაპლოიდური მიცელიუმი. უსქესო გამრავლება კონიდიუმებით ხდება. სქესობრივი პროცესის შედეგად წარმოიქმნება ჩანთები, რომლებშიც ჩვეულებრივ 8 ენდოგენური სპორა ვითარდება. ამ კლასში არის როგორც საპროფიტული, ისე პარაზირული სახეობები. მრავალი მათგანი იწვევს სასოფლო-სამეურნეო კულტურების საშიშ დაავადებას. V კლასი — ბაზიდიომიცეტები (Basidiomycetes). ასევე დიდი კლასია. მოიცავს მიკრომიცეტებსაც და მაკრომიცეტებსაც. ახასიათებს მრავალუჯრედიანი მიცელიუმი. სქესობრივი პროცესის შედეგად წარმოიშობა ეგზოგენური ბაზიდიოსპორები. უსქესო გამრავლება — კონიდიალური ნაყოფიანობა იშვიათად ახასიათებს. აქ შედის როგორც საპროფიტული, ისე პარაზიტული სახეობები. VI კლასი — უსრულო სოკოები ( Deuteromycetes ანუ Fungi imperfecti). მრავალუჯრედიანი მიცელიუმი აქვთ, მაგრამ მათი სქესობრივი ნაყოფიანობა უცნობია. მრავლდებიან მხოლოდ უსქესოდ — კონიდიუმებით. ეს კლასიც ერთ-ერთი უდიდესია, მოიცავს 30 ათასამდე სახეობას, ყველა მიკრომიცეტია. მრავალი მათგანი იწვევს სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაავადებას.

This post has been edited by M-A-S-E-R-A-T-I on 22 Mar 2017, 23:27
Cruel Intentions
Nymphetamine Girl


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4524
წევრი No.: 25837
რეგისტრ.: 19-November 06

გამოგზავნილია: 25 Apr 2007, 17:20  #5429315      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
annak
QUOTE
ეუკარიოტული ორგანიზმი



არსებობენ პროკარიოტები და ეუკარიოტები
ეუკარიოტები ყველა ის უჯრედული ორგანიზმია, რომლებსაც ბირთვი გააჩნიათ yes.gif



ერთი ზაირამ შემოიხედოს რა ამ თემაში.. ნახოს რა ბავშვი დაკარგა givi.gif


--------------------
THE GRAND MASTER OF HATE
falestra
ამორძალთუხუცესი


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1271
წევრი No.: 24172
რეგისტრ.: 8-October 06

გამოგზავნილია: 14 May 2007, 21:56  #5598549      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სოკო იმიტომ არის შუალედური ცხოველებს და მცენარეებს შორის, რომ კვების მიხედვით არის ჰეტეროტროფი, როგორც ცხოველური უჯრედი, როდესაც მცენარეები ავტოტროფები არიან


--------------------
god made a man and then rested. god made a woman and then no one rested!

FALESTRA

ვარ ჩემი ქვეყნის გულდამწვარი ჭირისუფალი,
ერის ბრწყინვალე მომავლით მსურს გავიხარო.
თუ საქართველო არ იქნება თავისუფალი,
დე, მტვრად ქცეული დამენახოს მთელი სამყარო!
Björk
რამე


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3063
წევრი No.: 14460
რეგისტრ.: 11-November 05

გამოგზავნილია: 14 May 2007, 23:28  #5599396      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
ძალიან მიყვარს სოკო, მაგრამ მეშინია sad.gif
სოკოს "ხორცი" smile.gif


--------------------
რუმე
AMON_TOBIN
Electriber


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 145
წევრი No.: 34991
რეგისტრ.: 17-May 07

გამოგზავნილია: 17 May 2007, 02:33  #5618702      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
სოკოს "ხორცი"

მჭლე თუა ასწორებს smile.gif


--------------------
IDMist ZURNAteK
MEXXX
1-ივნისს მზიურში 2-სთ დან


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9027
წევრი No.: 29411
რეგისტრ.: 3-February 07

გამოგზავნილია: 17 May 2007, 02:38  #5618728      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
AMON_TOBIN
QUOTE
მჭლე თუა ასწორებს

+1-ი ქონიან ნაწილებს ვერ ვიტან user posted image user posted image user posted image


--------------------
be a star, but don't shine for everyone!

ქართველ კაცს არ უნდა ყავდეს გახვრეტილი ქალი გვერდით (c) PING

MP :bis:

"ზაზა" ჩემია! (c) _HASAAAN_

ნუ, ბრჭყალებიანი... აჰა... იყოს ! (c) MEXXX :givi:
SPC
პლატერო და მე


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12076
წევრი No.: 7802
რეგისტრ.: 14-December 04

გამოგზავნილია: 17 May 2007, 02:41  #5618737      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
იგი არც მცენარეებს განეკუთვნება და არც ცხოველებს, რაღაც შუალედურია

უი ცხოველია? ცოცხალია? აღარ შევჭამ...საწყალი sad.gifsad.gif


lol.gif lol.gif lol.gif
ხოდა ისე რავიცი, მგონი მართლა ცალკეა


--------------------

ჩვენ ყველაფერს გადავიტანთ
ჩვენ ხომ გასკონელი გვარდიელები ვართ!..

-----------------------
"Every man is born as many men and dies as a single one"
Martin Heidegger
MEXXX
1-ივნისს მზიურში 2-სთ დან


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9027
წევრი No.: 29411
რეგისტრ.: 3-February 07

გამოგზავნილია: 17 May 2007, 02:52  #5618774      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
SPC
QUOTE
უი ცხოველია? ცოცხალია? აღარ შევჭამ...საწყალი

ქათამი ძროხა და ღორი მკვდარია აბა? spy.gif
NK-407
BBC


********
ჯგუფი: Members
წერილები: 29270
წევრი No.: 27063
რეგისტრ.: 16-December 06

გამოგზავნილია: 17 May 2007, 03:37  #5618989      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
არ ვიცი რა არის მაგრამ ქამა სოკო ძალიან მიყვარს!!!


--------------------
5OO
Kesi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1365
წევრი No.: 3785
რეგისტრ.: 2-December 03

გამოგზავნილია: 31 May 2007, 12:36  #5747869      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
უი, ვიპოვეე...(სოკოს თემას ვგულისხმობ)

ჯერ ერთი ძალიან მიყვარს სოკო, ვგიჟდებიი.. smile.gif .
ხოდა ეხლა მორე საკითხი, გაგიგიათ ალბათ სოკო ნიყვი, რომელიც მოდის როგორც მე ვიცი მხოლოდ საქართველოში და ისიც მხოლოდ იმერეთში, ხოდა იქნებ იცოდეთ რუსულად ან ინგლისურად რა ქვია ამ სოკოს?? ან თუ არ იცით, ის მაინც მიმასწავლეთ სად შეიძლება მოვიძიო?? ჩვენი ფორუმის კულინარიაში არ გამიშვათ ოღონდ, იქ უკვე ვიკითხე და არ იციან... smile.gif smile.gif უფრო ინეტში მაინტერესებს....

გმადლობთ

Dr_Zuzumbo
ობერ მებაღე


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16079
წევრი No.: 532
რეგისტრ.: 13-December 01

გამოგზავნილია: 31 May 2007, 18:16  #5751236      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · aim · yim · msn
QUOTE (Kesi @ 31 May 2007, 10:36 )
უი, ვიპოვეე...(სოკოს თემას ვგულისხმობ)

ჯერ ერთი ძალიან მიყვარს სოკო, ვგიჟდებიი.. smile.gif .
ხოდა ეხლა მორე საკითხი, გაგიგიათ ალბათ სოკო ნიყვი, რომელიც მოდის როგორც მე ვიცი მხოლოდ საქართველოში და ისიც მხოლოდ იმერეთში, ხოდა იქნებ იცოდეთ რუსულად ან ინგლისურად რა ქვია ამ სოკოს?? ან თუ არ იცით, ის მაინც მიმასწავლეთ სად შეიძლება მოვიძიო?? ჩვენი ფორუმის კულინარიაში არ გამიშვათ ოღონდ, იქ უკვე ვიკითხე და არ იციან... smile.gif smile.gif უფრო ინეტში მაინტერესებს....

გმადლობთ

Amanita caesare ე.ი. კეისრის სოკო ცნობილია უხსოვარი დროიდან და როგორც სახელიც მიგვანიშნებს, რომის კეისრის სარგუნო იყო. ნიყვი არის ამონიტების ოჯახის წარმომადგენელი. ამ ოჯახის ყველა დანარჩენი სოკო შხამიანია. ალბათ ყველას დაგიხატავთ ბავშვობაში წითელქუდიანი და თეთრ წინწკლებიანი სოკო, რომელიც ძლიერ ჰალუცინოგენურ შხამს შეიცავს. მომაკვდინებლად საშიშია ამავე ოჯახის წარმომადგენელი, თეთრი ბილწა სოკო, რომელიც გამოუცდელ სოკოს შემგროვებელს ქამა სოკოში შეიძლება აერიოს. შხამას მიღება ხშირ შემთხვევაში ფატალური შედეგით მთავრდება.

ნიყვი გავრცელებული იყო ევროპაში, მთიან რეგიონებში. ახლა ნაკლებადაა.
უფრო დაწვრილებით აი, აქ წაიკითხეთ:
http://www.answers.com/topic/amanita-caesarea-1
http://pohod.km.ru/gribochki/44.htm


--------------------
უძაღლო ქვეყანაში, ისევ კატების კნავილი მირჩევნია ვირთხების სისინს (©Dr_Zuzumbo)
ყველაზე გულწრფელი მემუარები და ჩვენებები ბოთლზე ჯდომისას იწერება (©Dr_Zuzumbo)
ბაზალეთის ტბის ფსკერზე, ყველაზე ოპტიმისტური ვარაუდითაც კი გრეჩიხას სძინამს (©Dr_Zuzumbo)
მოძრაობა გააკეთეთ იობანი ვროტ რა (©ქეცბა)
Kesi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1365
წევრი No.: 3785
რეგისტრ.: 2-December 03

გამოგზავნილია: 1 Jun 2007, 14:37  #5758538      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Dr_Zuzumbo
დიდი მადლობა.... smile.gif smile.gif
MEXXX
1-ივნისს მზიურში 2-სთ დან


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9027
წევრი No.: 29411
რეგისტრ.: 3-February 07

გამოგზავნილია: 4 Jun 2007, 02:22  #5781075      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
nika_407
QUOTE
არ ვიცი რა არის მაგრამ ქამა სოკო ძალიან მიყვარს!!!

იიუ მე არა user.gif

დაჟე ვერ ვიტან sad.gif

მაგრამ ახლახანს მომიწია დაგემოვნება და შევჭამე yes.gif
basa-ttt
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 29911
წევრი No.: 27414
რეგისტრ.: 25-December 06

გამოგზავნილია: 25 Jul 2007, 17:22  #6236465      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჯერ საინტერესო ცნობები - მერე კი სოკოს (და სოკოების) შესახებ ბევრი საინტერესო

Грибы из Чернобыля питаются радиацией
Американские ученые из Медицинского колледжа имени Альберта Эйнштейна при Йешивском университете под руководством доктора Артура Касадевалла обнаружили грибы, способные существовать за счет радиации.

Несколько лет назад Касадевалл узнал о том, что в Чернобыле были зафиксированы странные грибы черного цвета, росшие непосредственно на стенах поврежденного реактора. Ученый посчитал эту информацию весьма интересной и решил выяснить, способны ли подобные грибы расти, питаясь исключительно радиацией.

После нескольких лет исследований и многочисленных опытов команда Касадевалла обнаружила свидетельства того, что некоторые виды грибов действительно могут существовать, используя в качестве источника энергии исключительно радиоактивное излучение. По мнению ученых, их открытие может привести к необходимости пересчета энергетического баланса нашей планеты. В частности, считают специалисты, может потребоваться пересчет количества радиации, преобразовывающейся в биологические виды энергии.

Результаты открытия в перспективе могут найти и практическое применение. Так, например, грибы, использующие в качестве энергии для роста ионизирующее излучение, могли бы стать неиссякаемым источником пищи для астронавтов, совершающих длительные межпланетные перелеты. Впрочем, пока не ясно, насколько подобные грибы пригодны для употребления в пищу.
* * *
სოკოები - ყველამ იცის, ყველას დაუკრეფია ტყეში აი სოკო კი მიკროორგანიზმია, რომელიც შეიძლება კანზე ბუდობდეს და კანსი სოკოვანი დაავადება გამოიწვიოს.
რასაც კანდიდოზი ეწოდება.

სოკოები საინტერესო მოვლენაა ბუნებაში - ისინი არც ფლორას და არც ფაუნას არ განეკუთვნებიან და ცალკე სამყაროდ ითვლება..
სოკოებს აქვთ როგორც მცენარეების თვისებები, ასევე ცხოველებისათვის დმახასითებელი თვისებები..

მე პირადად მიყვარს ძალიან მელაკუდა სოკო - лисички - Cantharellus cibarius

user posted image

არსებობს ამ სოკოს ცრუ ფორმაც, რომელიც შხამიანია - და უნდა განსხვავოთ უკან ფირფიტების არ არსებობით
ეს ნამდვილი მელაკუდა-სოკოა

user posted image

აღმოჩნდა, რომ ამ სოკოს სამკურნალო თვისებებიც ჰქონია.




This post has been edited by basa-ttt on 25 Jul 2007, 17:38


--------------------
საყდრისი საქართველოა - საქართველოს ვერ მოკლავთ!

უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში...
[IMG]http://a.pix.ge/l/p0tzt.jpg[/IMG]
basa-ttt
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 29911
წევრი No.: 27414
რეგისტრ.: 25-December 06

გამოგზავნილია: 26 Jul 2007, 12:08  #6242635      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აგერ შენ კიდევ სოკოები, რომ არ განერვიულდე...

ეს შამპინიონია - ქართულად მას ქამა სოკო ეწოდება - Agaricus
user posted image
Существует около 60 видов. Из них наиболее распространены:
Шампиньон обыкновенный (Agaricus campester), или «настоящий шампиньон»
Шампиньон полевой (A. arvensis), он же — «луговой шампиньон»
Шампиньон степной (Agaricus bernardii)
Шампиньон двуспоровый (Agaricus bisporus)
Шампиньон обыкновенный (Agaricus campester)
Шампиньон лесной (Agaricus silvaticus)
Шампиньон таблитчатый (Agaricus tabularis)
Шампиньон желтокожий (Agaricus xanthodermus)
… ок. 60 видов
Ядовитые виды
A. meleagris
A. xanthoderma

ქამა სოკო ხშირად გვხვდება საქართველოში და ძალიან გემრიელია--
აქვს განსაკუთრებული სუნი,
განასხვავებენ რამდენიმე ტიპის შამპინიონს.
ერთ ერთ სახეობას ყვითელი ქუდი აქვს, - Agaricus xanthodermus
http://grib.forest.ru/mushr/shampinion.jpg
user posted image
მას ყვითელი შამპინიონი ეწოდება
ზოგიერთი ყვითელ შამპინიონს შხამიან სოკოდ მიიჩნევს, თუმცა მე პირადად ის მიჭამია და არ მოვწამლულვარ. ხალხში ყვითელი შაპინიონი არ ითვლება შხამიან სოკოდ.


ხოლო მეორე შამპინიონის ქუდი კი ყავისფერია -
http://gribisrael.narod.ru/2005-2006/repor...MGP2318_800.jpg
user posted image


საქართველოში ვხვდებით გიგანტურ შამპინიონსაც -
AGARICUS ABRUPTIBULBUS
http://redbooknvrsk.narod.ru/torgachkin-dscn9731rb.jpg
user posted image
რომელსაც ხალხში წერეწოს ეძახიან - მე პირადად ყველაზე დიდი წერეწო, რაც მინახავს - 40 სმ სიმაღლის იყო (დაახლოებით) და ქუდი კი 30 სმ დიამეტრის. თავიდან წერეწოს თავი მომრგვალებულია, ხოლო როცა იზრდება, მისი ქუდი იშლება ხოლმე

მაღაზიებში იყიდება სათბურში გაზრდილი შამპინიონები, თუმცა უნდა ითქვას, რომ მისი არომატი და ტყის შამპინიონის არომატი - სულ სხვაა
http://www.kalinovca.narod.ru/mushrooms/mushrooms/11.jpg
user posted image
http://img257.imageshack.us/img257/8482/11fk3.jpg


http://redbooknvrsk.narod.ru/MUSHROOMS.html
http://gribisrael.narod.ru/2005-2006/repor...ort6_12_05.html
http://grib.forest.ru/link/sprav.htm

This post has been edited by basa-ttt on 26 Jul 2007, 12:51
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (98) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0297 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]