კიდევ 2 ჯერ მოვუსმინე ახალ ალბომს.თავიდან მაგრად არ მომეწონა,2 სიმღერის გარდა,მაგრამ რამოდენიმე მოსმენის შემდეგ,უნდა ვაღიარო რო არც ისე ცუდი ალბომი გამოუვიდათ მთლიანობაში.
კი,ჰარდვაირედს ვერ ჯობნის,მეჯნეტიკზე აღარ მაქ ლაპარაკი და ვერ სტ.ენგერზე წინ დავაყენებდი,მაგრამ ქრინჯობა ლოუდ/რელოუდს მე მირჩევნია პირადად.
პირველ რიგში კარგადაა ჩაწერილი.გადასარევი პროდაქშენი აქვს.ენგერზე,ჯუსტაისზე და მეჯნეტიკზე რო ქონდათ პრობლემები ეგეთი აქ არაფერია.აი ზედმეტად სუფთაც კია ხმა.მეტისმეტად"გალოკილი"რასაც ქვია.ადგილებში ძაან იგრძნობა ეს.აი მეტალური"სიბინძურე"აკლია.ძაან ნეიტრალურად ჟღერს.ჰარდვაირედის საუნდზე რო ყოფილიყო მთ₾იანად გაცილებით უკეთესი იქნებოდა(ნუ რავი მე ასე მომეჩვენა)
ალბომის მთავარი პრობლემა ალბათ მაინც ქრონომეტრაჟია.მეტისმეტად გაწელილია ალბომი და ცალკეული ტრეკების უმეტესობა.აი ადგილებში უაზრო მომენტები და ერთი და იგივე რიფის ათასჯერ გამეორება მოსაწყენია ძაან.
ლარსზე ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა,რო თითქოს რანდომნად უბრახუნებდა დრამებს
კირკის სოლოებიც მეტისმეტად სტანდარტული იყო.თითქოს ვალდებულების გამო უკრავდა ტიპი.არც ერთი სოლო არ დამამახსოვრდა და არანაირი შთაბეჭდილება არ მოახდინა საერთოდ.სტ.ენგერის დონე სოლოები იყო რა(იფ იუ ნოუ,უათ აი მინ
)
ჰეტს რაც შეეხება ჯიგარია.ლირიკებიც ნორმალური ქონდა და სიმღერაც შეუძლია.ძველი აგრესია და ცეცხლი დამაკლდა ცოტა"იეაჰჰ"სთან ერთად,მაგრამ ეგ არაფერი...
სიმღერებს რაც შეეხება.ძაან ბევრი პრახადნიაკი იყო ალბომზე სამწუხაროდ.კარგებს რაც შეეხება გამოვარჩევდი:
72 Seasson-აშკარად კარგი ტრეკია.საკაიფო რიფინგით.იმაზე დიდხანს გრძელდება ვიდრე საჭიროა.შეძ₾ებოდა შეთხელება,განსაკუთრებით მეორე ნახევარში,,მაგრამ მომეწონა მთლიანობაში
Shadows follow-ასევე მშვენიერი მეინ რიფი,ნორმალური ლირიკა და საასიამოვნო მისამღერი.(ნუ,მომენტებში Heres come to reveng ის უსირცხვილო პლაგიატი გააკეთეს,მაგრამ ნიჩო),თუმცა აქაც,შეიძ₾ებოდა სიმღერის შემოკლება
Lux aeterna-ამ შემთხვევაში კარგი ქრონომეტრაჟი აქვს.მეინ რიფიც ასწორებს,ძაან ჩამთრევია და ეგრევე გამახსოვრდება მარტივი სტრუქტურიდან გამომდინარე.(ნუ კირკის სოლო ტრადიციულად ჯენერიქია აქაც,მაგრამ აპიატ ჟე,ტრეკი დიდხანს არ გრძელდება და ვერ ასწრებს თავის მოწყენას)არსებობს რისკი რო ამ უკანასკნელის გამო 2 3 მოსმენის შემდეგ სიმღერამ თავი მოგაბეზროს.
Crown of barbed wire-ალბომის ერთ ერთი საუკეთესო ტრეკი ალბათ.თითქმის ყველაფერი იდელური აქვს.წინა ტრეკებთან შედარებით იგრძნობა მცდელობა რო სიმძიმე შეიტანონ საერთო ატმოსფეროში,რაზეც დასაწყისში სედ ბათ თრუს ვაიბებიც მეტყველებს.მოკლედ ძაან მაგარი ტრეკია.საინტერესო ლირიკით(კლიპს არ უყუროთ
)
Room of mirrors-ნი რიბა,ნი მიასა როგორც იტყვიან,მაგრამ ბოლო ნაწილში კარგად უბერავენ
და ბოლოდ Inamorata-საუკეთესო ტრეკი ალბომზე.ძლიერი,ემოციური,დრამატული და ეპიკური.პზდც ლირიკით.ალბათ ერთადერთი სიმღერა ,რომელიც თავის გრძელ ქრონომეტრაჟს ამართლებს.11წუთი მიდის,მაგრამ რო უსმენ საერთოდ ვერ ამჩნევ ამას.
ძაან კარგი იდეა იყო ამ ტრეკის ალბომის ბოლოს ჩასმა.მოსმენის შემდეგ ისეთ გრძნობას გიტოვებს,რო აღარც გახსენდება რამდენი იტანჯე ისეთ პრახადნიაკ ტრეკებზე,როგორიცაა Chasing the light,If darkness had son,Sleepwalk my live და აშ...
მთ₾იანობაში უფრო მომეწონა,ვიდრე არ მომეწონა.ნორმალური ალბომია.ჰეითს ნაღდდად არ იმსახურებს,მაგრამ არც აღტაცებას.როგორც ვთქვი ლოუდ/რილოუდზე მეტად გამისწორა მე მაგალითად,რომლების ბოლომდე მოსმენაც დღემდე არ შემიძლია,რამდენად ძაანაც არ უნდა ვეცადო.
ბებრებს წარმატებები რა თქმა უნდა
მერე რა რო მეგადეთის ბოლო ალბომმა აჩვენა "ვინ არის აქ უფროსი"
This post has been edited by oldfriend on 14 Aug 2023, 20:42