Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > მწვადის შეწვის ყველაზე გამორჩეულად კარგი მეთოდები

Posted by: Render11 23 Jul 2019, 02:34
მე მაინტერესებს ღორის ხორცის შემთხვევაში.

ხორცის რომელი და როგორი ნაჭრები უნდა გამოვიყენოთ რომ კარგი გამოვიდეს?
=============
ხორცის შრზავებისას რა მასალების გამოყენება ჯობს ხორცი ძალიან გემრიელი რომ გამოვიდეს?
=============
რომელი ხე გამოვიყენოთ ნაკვერჩხლისთვის რომელი აძლევს ხორცს უკეთესს არომატს?
=============
როგორ უნდა მოვიქცეთ ძალიან რომ არ გამოშრეს და შესაბამისად შიგნით უმი რომ არ დარჩეს? (შეწვის პროცესი 1-2 სიტყვით რა მომენტში როგორ ვიმოქმედოთ)
=============
რისი გამოყენება ჯობს მაშინ როდესაც ცეცხლის ჩაქვრობა გვიწევს? (წყალი, ღვინო - არვიცი კიდევ თუ იყენებენ რაიმეს >>> თქვენ დაწერეთ)
=============
და ბოლოს ბევრს არც კი სმენია შებოლილი მწვადის შესახებ მაგრამ ვინც ორივეს გაუსინჯა გემო ამბობენ შებოლილი ბევრად უკეთესიაო. თუ შეიძლება ამის შესახებაც გაგვიზიარებთ თქვენი ცოდნა

user posted image

Posted by: mustafa_ibrahim 24 Jul 2019, 13:08
Render11
QUOTE
ხორცის რომელი და როგორი ნაჭრები უნდა გამოვიყენოთ რომ კარგი გამოვიდეს?

ღორის ხორცს თუ წვავ, კისერს არაფერი ჯობია
QUOTE
ხორცის შრზავებისას რა მასალების გამოყენება ჯობს ხორცი ძალიან გემრიელი რომ გამოვიდეს?

მე პირადად ვიყენებ ხახვს (ოღონდ მარილთან ერთად უნდა დასრისო, რომ წვენი გაუშვას) შავ პილპლს და მარილს.
QUOTE
რომელი ხე გამოვიყენოთ ნაკვერჩხლისთვის რომელი აძლევს ხორცს უკეთესს არომატს?

ნახშირი ჯობია.
QUOTE
როგორ უნდა მოვიქცეთ ძალიან რომ არ გამოშრეს და შესაბამისად შიგნით უმი რომ არ დარჩეს? (შეწვის პროცესი 1-2 სიტყვით რა მომენტში როგორ ვიმოქმედოთ)

უნდა გაუკეთო ქერქი, რომ წვენი გარეთ არ გამოვიდეს და მერე თნაბრად შეწვა ყველა მხრიდან
QUOTE
რისი გამოყენება ჯობს მაშინ როდესაც ცეცხლის ჩაქვრობა გვიწევს? (წყალი, ღვინო - არვიცი კიდევ თუ იყენებენ რაიმეს >>> თქვენ დაწერეთ)

მსხვილი მარილის

Posted by: Sheffield 24 Jul 2019, 14:10
Render11
QUOTE
რომელი ხე გამოვიყენოთ ნაკვერჩხლისთვის რომელი აძლევს ხორცს უკეთესს არომატს?

ვაზი ან წიფელი

Posted by: ნიგერია 24 Jul 2019, 14:27
ჩაბასთურმებულ კისრის ნაჭერს ვერაფერი ჯობია
რა თქმა უნდა წალამზე შემწვარი

Posted by: Jonatahn_smith 26 Jul 2019, 09:45
ბასტურმა ტოგორ უნდა აკადრო ახალ ხორცს? ეგ იგივეა ტყემალი რომ მიაყოლო ჭამის დროს.
ეჰ...

არც შავი წიწაკა.

შეწვის დროს ბლომად მარილი (იმაზე მეტს არ მიიღებს რაც სჭირდება)
ცეცხლს ღვინო,
ხოლო როცა შეწვავ, მხოლოდ ხახვი უნდა მოაყარო ბლომად და ბროწეული გადააწურო.

ეს არის კლასიკა, ამის იქით მწვადი არასდროს წავა

Posted by: ilia132 26 Jul 2019, 12:58
Jonatahn_smith
QUOTE
ბროწეული გადააწურო.

დაჟე ბროწეულიც არ უნდა თუ ხორცია კარგი. მთავრია ტექნოლოგია იცოდე როგორ შეწვა და ბასთურმა მასთურამ არის მწვადის გაუპატიურება biggrin.gif

Posted by: Jonatahn_smith 26 Jul 2019, 13:47
ilia132

კი ბატონო, თუმცა ჭამის დროს იმ წვნიან ჯამში პურის ჩაწობა და მიყოლება ერთი სიამოვნებაა)

Posted by: iosebovich 26 Jul 2019, 14:55
ilia132
QUOTE
დაჟე ბროწეულიც არ უნდა თუ ხორცია კარგი. მთავრია ტექნოლოგია იცოდე როგორ შეწვა და ბასთურმა მასთურამ არის მწვადის გაუპატიურება

100%

ერთი ჩვენ როდის შევიკრიბოთ, გავიცნოთ ერთმანეთი ჰა? პური აღარა ვჭამოთ მამაძაღლიი biggrin.gif

Posted by: ilia132 26 Jul 2019, 15:08
iosebovich
QUOTE
ერთი ჩვენ როდის შევიკრიბოთ, გავიცნოთ ერთმანეთი ჰა? პური აღარა ვჭამოთ მამაძაღლიი

უნდა ვჭამოთ და დავთქვათ ერთი დღე ოღონდ უქმეები რო იყოს და ჩემი თავი გენაცვალოთ smile.gif კაი მწვადი ჩემზე იყოს wink.gif

Posted by: დავით_IV_აღმაშენებელი 26 Jul 2019, 15:27
QUOTE
ბასტურმა ტოგორ უნდა აკადრო ახალ ხორცს?

ხორცი გემოვნურ და სასარგებლო თვისებებს დაკვლიდან 12 საათის შემდეგ იღებს

Posted by: max-14 26 Jul 2019, 15:47
QUOTE
ხორცი გემოვნურ და სასარგებლო თვისებებს დაკვლიდან 12 საათის შემდეგ იღებს

yes.gif მართალია

Posted by: ჰეისან 27 Jul 2019, 16:49
QUOTE
თუმცა ჭამის დროს იმ წვნიან ჯამში პურის ჩაწობა და მიყოლება ერთი სიამოვნებაა

უმაგრესი გემო აქვს smile.gif არ ვმაზავ არასოდეს

Posted by: WP-Rex 29 Jul 2019, 12:22
თონეში შემწვარიც საკმაოდ კარგი გამოდის

Posted by: mustafa_ibrahim 29 Jul 2019, 16:33
ხახვის წვენში ჩამარინადება იმდენად გემოზე კი არ მოქმედებს, რამდენადაც ხორცს არბილებს და უფრო წვნიანი გამოდის.

Posted by: N_e_o_N 29 Jul 2019, 17:07
QUOTE
ხორცის რომელი და როგორი ნაჭრები უნდა გამოვიყენოთ რომ კარგი გამოვიდეს?
=============
ხორცის შრზავებისას რა მასალების გამოყენება ჯობს ხორცი ძალიან გემრიელი რომ გამოვიდეს?

ნაჭრები გემოვნების ამბავია. მე პირადად, ნეკნის ნაჭრები მიყვარს ძალიან, ძვალი მაგარ გემოს აძლევს შეწვისას. ზოგს სუკი უყვარს და მისი სიმშრალე, ზოგს ცხიმიანი ნაჭრები. გამოშრობა-არგამოშრობაც მაგაზეა დამოკიდებული, რა ნაჭრეს წვავ, უნივერსალური წესი არ არსებობს, გამოცდილებაზე და პრაქტიკაზეა დამოკიდებული.
შეზავებაც გემოვნების ამბავია, ზოგს უყვარს რაღაცის არომატი რომ დაყვება, თუმცა ახალი ხორცის გემოს არც მე "ვაფუჭებ" რამით, გარდა მარილისა. ისე, შავი პილპილიც უხდება ან დაღერღილი წითელი წიწაკაც.
შეწვამდე სანამ მივა საქმე, აგებასაც ცოდნა უნდა. ბევრისგან მინახავს, ატყუპებენ ხოლმე ნაჭრებს რაც შეიძლება(წვენი არ გამოვაო drug.gif) მე პირიქით, არასდროს ვახებ ერთ ნაჭრეს მეორეს, ასე უფრო ყველა მხრიდან იწვება. ან კიდევ, ააგებენ ხოლმე უშველებელ ნაჭრებს თავ-ბოლოში, შუაში შედარებით პატარებს და მერე ეგ შუები ეწვებათ და თავ-ბოლოში კიდე უმი რჩება, სადაც ნაკვერჩხალი ნაკლებად მწვავეა

Posted by: Lilith 29 Jul 2019, 17:43
mustafa_ibrahim
QUOTE
ხახვის წვენში ჩამარინადება იმდენად გემოზე კი არ მოქმედებს, რამდენადაც ხორცს არბილებს და უფრო წვნიანი გამოდის.

მაგას ცოტა შავი ღვინოც რომ მოასხას საერთოდ ბომბა გამოდის smile.gif თუ ვაბასთურმებ ხოლმა მარტო ხახვი + შავი ღვინო, თუ ახალი და კარგი ხორცია არ უნდა მარილის გარდა არაფერი. და მერე
QUOTE
როცა შეწვავ, მხოლოდ ხახვი უნდა მოაყარო ბლომად და ბროწეული გადააწურო.

და გააჩერო ერთი 2-3 წუთი, მეტხანს არავინ გაგაჩერებინებს როგორც წესი gigi.gif

აუF, ერთი სული მაქ როდის აგრილდება ცოტა, ამ სიცხეში ცეცხლს რა გამაკარებს user.gif

Posted by: დავით_IV_აღმაშენებელი 3 Aug 2019, 19:37
Lilith
QUOTE
აუF, ერთი სული მაქ როდის აგრილდება ცოტა, ამ სიცხეში ცეცხლს რა გამაკარებს

მწვადის სიყვარულმა არ იცის დრო და ამინდი biggrin.gif

Posted by: sedvan 4 Aug 2019, 16:16
გურიაში მუხის შეშას იყენებენ ტრადიციულად. ძალაინ გემრიელია. წალამი, წიფელა. ყველაფერზე გემრიელია თუ კარგად შეწვავ. ნაჭრებს ჩემთვის ნომერი პირველი ნეკნის ნაჭერია.

Posted by: Gemin 4 Aug 2019, 20:33
სალამი, შემომეფეთა ეს თემა smile.gif
ბევრი კარგი წერია მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ჩემთვის არის კარგი ხორცის ყიდვა.

ყველგან ერთი და იგივე იყიდება თითქმის. მათ შორის უკვე მგონი რეგიონებში.

სად ყიდულობთ კარგ ხორცს?

Posted by: ilia132 4 Aug 2019, 21:34
Gemin
ანტრეკოტის მაღაზია ფალიაშვილზე ცოტა ძვირია მარა როგორსაც გინდა ისეთს იყიდი და თან სულ ახალი ხორცი აქვთ

Posted by: Gemin 5 Aug 2019, 00:00
ilia132
სალამი მეგობარო.
მადლობა რჩევისთვის, აუცილებლად ვესტუმრები მაგრამ სამწუხაროდ ახალი ხორცი არაა იმის გარანტია რომ გემრიელი იქნება.

Posted by: iosebovich 5 Aug 2019, 00:28
ყველა უკრაინულია, ყველა პრემიქსით გაჭყეპილია და არც გემო აქვს და არც სუნი შეწვისას. კითხეთ და არ დამალავენ თვითონაც რო სხვა ხორცი უბრალოდ არაა. ბოლოს გემრიელი მწვადი სად ვჭამე ვერც ვიხსენებ. ასეთია რეალობა.

Posted by: Sheffield 5 Aug 2019, 02:32
სუკის ნაჭერს ინგლისურად რა ქვია ხომ არ იცით?

ანუ საქართველოს გარეთ როგორ ვიკითხო smile.gif

Posted by: xx3xx 5 Aug 2019, 18:33
iosebovich
Gemin
კახეთში რო ჩახვიდე იქ ვერ იყიდი ნაღდ კაი ქართულ ხორცს?

Posted by: serpeverde 5 Aug 2019, 19:01
QUOTE
უნდა გაუკეთო ქერქი

აუ ქერქი რა არის sad.gif

Posted by: iosebovich 5 Aug 2019, 23:38
xx3xx
თბილისში ნამდვილად გამორიცხულია. კახეთში კიდევ შეიძლება აქა იქა ...

Posted by: Gemin 8 Aug 2019, 14:47
xx3xx
მეც მქონდა კახეთზე ეგეთი წარმოდგენა.

ას ბრმად რომ ჩახვიდე და ხორცის მაღაზიაში მიხვიდე დიდი ალბათობით არაფრით განსხვავებული არ იქნება თბილისიდან.

ადამიანი რომელიც მაგ საქმითა დაკავებული ყავს ფერმა და ა.შ. ყველა აჭმევს პრემიქსს, სხვანაირად ფიზიკურად ვერ გაუწევენ კონკურენციას.

შინაურობით თუ ვინმე მიგასწავლის სხვა საქმეა.

* * *

Posted by: max-14 28 Aug 2019, 17:35
QUOTE
კახეთში რო ჩახვიდე იქ ვერ იყიდი ნაღდ კაი ქართულ ხორცს?

იგივეა რაც თბილისში,გასაყიდად გაზრდილი ყველა პრემიქსითაა ''გაჟღენთილი'',შეწვის დროს სუნიც კი არ ააქვსsmile.gif))

Posted by: xx3xx 28 Aug 2019, 19:51
QUOTE (max-14 @ 28 Aug 2019, 17:35 )
QUOTE
კახეთში რო ჩახვიდე იქ ვერ იყიდი ნაღდ კაი ქართულ ხორცს?

იგივეა რაც თბილისში,გასაყიდად გაზრდილი ყველა პრემიქსითაა ''გაჟღენთილი'',შეწვის დროს სუნიც კი არ ააქვსsmile.gif))

და რა არის ეგ პრემიქსი, ჯანმრთელობაზე როგორ მოქმედებს მაგ ხორცით კვება, და არის რამე შანსი სადმე რომ იყიდო ნაღდი ნატურალური ხორცი ? givi.gif

Posted by: tavadze 30 Aug 2019, 14:06
serpeverde
QUOTE
აუ ქერქი რა არის

შამფური თავიდან მალ-მალე უნდა ატრიალო ყველა მხარეს, რომ ყველა მხრიდან ტანაბრად შეიწვას. ეგ იკეთებს ქერს ანუ მოიბრაწება ხორცი - თუ ყველა მხრიდან ტანაბრადაა მობრაწული, მაშინ წვენი გარეთ არ იღვრება, შიგნითვე რჩება და მწვადი გამოდის წვნიანი, რბილი, ნაზი და არა გამხმარი. თუ არათანაბრად იწვება, მაშინ წვენი იქცევა და მწვადიც შრება, ხმება...
Render11
QUOTE
როგორ უნდა მოვიქცეთ ძალიან რომ არ გამოშრეს და შესაბამისად შიგნით უმი რომ არ დარჩეს? (შეწვის პროცესი 1-2 სიტყვით რა მომენტში როგორ ვიმოქმედოთ)

ეს დავწერე უკვე - ქერქზე რაც ვთქვი.

QUOTE
ხორცის შრზავებისას რა მასალების გამოყენება ჯობს ხორცი ძალიან გემრიელი რომ გამოვიდეს?

გემოვნების ამბავია - ვის რა მოსწონს. მარილი+წითელი წიწაკა მაგარ გემოს აძლევს. შემწვარზე ლიმონის წვენიც კარგია (ოღონდ არა ძმარი - ეგ ახმობს ხორცს). ასევე კარგია ხმელი ქინძი, კოწახური, სხვა რამეებიც შეიძლება. თუნდაც - ამერიკელების სპეცსანელებელი თუ გაქვს, ან - ინდური სანელებელი... მაგრამ ვიმეორებ - ეგ გემოვნების ამბავია და ჭკუის სწავლებას ნუ დამიწყებთ. მამენტ, მე ტყემალიც მაგრად მიყვარს (ჩემივე გაკეთებული საწებელიც) და ჩვენსკენ (გურიაში) ეს ჩვეულებრივი ამბავია.
პ.ს. კახეთში ხორცის ყიდვაზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ რამდენიმე წლის წინ საგარეჯოში ახლობელთან ვიყავით სამწვადაოდ წასულები. მისი სახლის წინ იყო ხორცის მაღაზია (მგონი, რუსთაველის ქუჩაა) - "დურიშვილის ხორცი" ყველამ იცის საგარეჯოშიო და მართლა ფანტასტიური ხორცი იყო. მწვადიც მაგარი გამოვიდა და იმდენად მომეწონა, მერე სახლისთვისაც ვიყიდე და საოცარი ოსტრი გამოვიდა...
ისე, სააღდგომოდ დეზერტირებშიც მაგარი ხორცი ვიყიდე, თუმცა იქ ჩემი გამყიდველები მყავს და შემირჩიეს.

* * *
xx3xx
QUOTE
და რა არის ეგ პრემიქსი, ჯანმრთელობაზე როგორ მოქმედებს მაგ ხორცით კვება,

სპეციალური საკვებია, რომელიც ზრდას უწყობს ხელს. არა მარტო ღორებს, ფრინველებსაც სუ მაგით კვებავენ და ეგაა, 1-2 კვირის წიწილებს ლამის დედლის ხელას რომ ზრდის... ამბობენ, რომ მთლაც კარგი არაა ორგანიზმისთვის.

Posted by: xx3xx 3 Sep 2019, 02:15
tavadze
ანუ რაგამოდის ჩვენს დღევანდელობაში გამორიცხულია კარგი ხორცის ყიდვა? მომენატრა კაი მწვადი sad.gif

Posted by: thug 3 Sep 2019, 07:48
Sheffield
QUOTE
სუკის ნაჭერს ინგლისურად რა ქვია ხომ არ იცით?

Tenderloin

Posted by: tavadze 9 Sep 2019, 01:58
xx3xx
QUOTE
tavadze
ანუ რაგამოდის ჩვენს დღევანდელობაში გამორიცხულია კარგი ხორცის ყიდვა?

ყოველ შემთხვევაში, ძნელი ნამდვილადაა.

Posted by: max-14 17 Sep 2019, 21:43
user posted image
ქალაგგარეთ კიდევ არაუშავრს....

Posted by: MasterJC 3 Oct 2019, 09:17
ჩემი გამოცდილებით:
1. დასვენებულ ხორცს სხვა გემო აქვს და ე. წ. ცვრიან მწვადს ვერ ვუმუღამებ (ეხლა ღორებს რომ დავკლავთ სოფელში და მშიერზე რამდენიმე ნაჭერს შევწვავთ,ეგ არც ითვლება)
2. რა თქმა უნდა გემოვნების ამბავია ვინ როგორ შეაზავებს და გამოცდილების ამბავია როგორ შეწვავს

3. ხორცი შესაწვავად არ მიაბაროთ ა. სიგარეტის მწეველს, ბ. ჭიქის ძმაკაცს, გ. ასაკოვან ბიძებს.
პირის გემო უმეტესობას არ უვარგა. რეცეპტორები აქვთ გაფუჭებული და შედეგად მწვადს წვავენ დანახშორებამდე ან სისხლიანს ხსნიან. ასეთი გემო უნდა ჰქონდესო. და მარინადსაც ასაზიზღრებენ

4. ღორის კისერი, ნეკნები. მუცელი. სამივედან კარგი მწვადი გამოდის. სუკჯ და უკანა ნაწილი/ბარკალი ნაკლებად გემრიელია.

5. ვაკეში "გურულებში" ვყიდულობ ხოლმე ხორცს, ნიკო ჰქვია გამყიდველს. ან ბლაუშტაინერში გორჩევდი. კარგო ხორცოც აწვთ. კარგადაც ამუშავებენ. შინაურობისთვის სადმე ახლოს ვყიდულობ სადაც მიხერხდება ხოლმე ან ნავთლუღში.

ასე გამიგია რკოზე გაზრდილი ღორის ხორცი უფრო გემრიელიაო და სამწუხაროდ არ გამისინჯავს ჯერ.

ნაცნობობით მოგიწევს შოვნა რა :-)

6. მარინადი -ახალ ხორცზე -ხახვი. ახლადდანაყული შავი პილპილის მარცვლები. მარილი. მეტი არაფერს არ ვამატებ. ზეთიც შეგიძლია დაამატო. დამატებით არბილებს თუმცა იშვიათად ვიყენებ.
მომზადებულს ბროწეულს ვაწურავ და ხახვს ვაყრი

7. შეწვისას ვიყენებ ნახშირს და ზედ ცოტა წალამს ვამატებ თუ მაქვს. არომატს აძლევს. ხეხილის შეშა ან წალამი უკეთესია.

8. მწვადს ვჭრი თანაბარ ნაჭრებად. არ ვაყოლებ დიდი რაოდენობის ცხიმს (1.5-2სმ ქონი საკმარისია. უფრო მეტი ცეცხლს აჩენს და მჭვარტლავს. შემწვარ ქონს მაინც არავინ არ ჭამს). თითო ნაჭერი 30-50 გრამის ფარგლებშია ალბათ. დაახლოებით 5-6 სმ სიგრძის. ზუსტად არ ამიწონია და არ გამიზომია.

მწვადს შამფურზე ვაცვამ შემდრგი პრინციპით
ერთნაირი ნაჭრები ერთად. თუ ცხიმიანი ხორცი მაქვს, მაშინ 0x00x00x0 დაახლოებით ასე ვაცვამ შამფურზე. სადაც x ცხიმიანი ნაჭერია. და 0 უცხიმო.
ასევე ყველა ნაჭერს ცხიმიან მხარეს ერთი მიმართულებით ვუქცევ. ასე თავიდან აირიდებთ ცეცხლის გაჩენას.
9. ცეცხლს არასდროს არ ვაქრობ რაიმით. ცეცხლსაჩხრეკით ვანაწილებ ნახშირს. იდეალური მდგომარეობა მწვადის შესაწვავად არის როცა ნახშირი წითელია და ნაცრით იწყებს დაფარვას.
ცეცხლს აჩენს ნახშირი თუ მწვადს დაალაგებ მაშინ როცა ნახშირი ბოლომდე არაა წაკიდებული (შავია). აჩენს ძალიან ცხიმიანი ხორცი. დნობას რომ იწყებს ცეცხლში ცვივა ცხიმის წვეთები და ალდება.
წყლის და რაიმე სითხის დასხმა იწვევს ნაცრის დაყრას მწვადზე და გემოს გაფუჭებას. ვინც გეტყვით რომ "ნაღდ მწვადს ნაცრის გემო უნდა ჰქონდეს", მუგუხალი მიეცით და მაყალს მოაცილეთ. თავის დასაზღვევად მსხვილი მარილი მოიდგით და ეგ მოაყარეთ ცეცხლე. ან უბრალოდ შამფურებს შორის მცირე დისტანცია და ხორცის ასხმის ის წესი დაიცავით რაც დავწერე
9. შებოლილი მწვადი არასდროს გამიკეთებჯა თუ ინმე მასწავლის მადლიერი ვიქნები :-) გავსინჯე და სასწაული გემო აქვს smile.gif
10. შამფურზე ასხმულ მწვადს აუცილებლად მოაცილეთ ყველაფერი ზედმეტი (ხახვი. პილპილი და ა.შ.), რაც მარინადიდან აჰყვა. რადგანაც ხორცზე ადრე დაიწვება ეგ მსრინადი და მწარე გემოს მისცემს.
11. შეწვის პროცესში მწვადი თავიდან 2-3წუთში ერთხელ გადაატრიალეთ. ცეცხლზე პირს როგორც კი მოიკრავს ცალი მხარე. საპირისპირო მხრით დადეთ ცეცხლზე. და ყველა მხრიდან რომ მოიკვრება მერე დაასრულეთ შეწვა. ასე წვენი შიგნით დარჩება და ხორცი არ გამოშრება

მარინადში ხორცს რამდენიმე საათით ვტოვებ და დროდადრო ვურევ

შეიძლება სურვილისამებრ რაც გაგიხარდეთ ის ჩაამატოთ. ამგრამ ახალი ხორცი ღვინოში ან ლიმონში ჩასადებად მენანება.

------------------------------

ხბის მწვადი -
ხორცს ვამუშავებ. ვჭრი და ვდებ 2 საათით მინერალურ წყალში. ეს ხორცს არბილებს. პარალელურად ვადუღებ წყალს. და 1 ჭიქაში ვაკეთებ ნაყენს დაფნის ფოთლით და ხმელი რეჰანით.
ნაყენი რომ გაცივდება გადავწურავ. მინერალურიდან ვიღებ ხორცს და ნახევარ საათს ამ ნაყენში ვაჩერებ. მერე ვაყრი ხახვს დაღერღილს და ა.შ. რაც მინდა და ცოტა ხანს კიდევ ვაჩერებ. მერე ვწვავ მედიუმს

დაფნა და რეჰანი უხდება ხორცს. მაგრამ პირდაპირ თუ მოაყრი,შამფურზე აცმისას ზედ რჩება ნატეხები რომელიც ან იწვება და გემკს აფუჭებს ან კბილებში ხვდება ნიტოდ. და ნაყენის გაკეთება და ისე დამარინადება გადავწყვიტე. გემო მრჩება და გვერდითი ეფექტები ფაფუ

Posted by: xx3xx 3 Oct 2019, 14:44
QUOTE (MasterJC @ 3 Oct 2019, 09:17 )

მადლობა, რომ გაგვიზიარე თქვენი გამოცდილება ეს პოსტი ისტორიას დარჩება და არაერთი ჩაინიშნავს მას როგორც გზამკვლევს წარმატებისკენ popcorn.gif

Posted by: mustafa_ibrahim 3 Oct 2019, 15:56
რაც MasterJC_მა დაწერა შეიძლება მივიჩნიოთ მწვადის შეწვის კლასიკად, ზუსტად არის ყველაფერი ჩამოყალიბებული.
დანარჩენი ყველაფერი იმპროვიზაციებია და ვისაც როგორ უყვარს ისე აკეთებს, ეს კი კლასიკაა...

Posted by: Nikneim 4 Oct 2019, 03:53
უნდა ვცადო რაგამოვა biggrin.gif

Posted by: jadgschloss 8 Oct 2019, 12:43
სასწაული ხორცი იყიდება კახეთისკენ, ბადიაური, ჩაილური ასევე სართიჭალაში. აი ისეთი ხორცი იყიდება ეგეთს ქალაქში ვერ ნახავ, გამორიცხულია.

Posted by: Miаmi 8 Oct 2019, 13:34
კაჭრეთის მწვადს ვერცერთი მწვადი ვერ შეედრება

Posted by: tavadze 10 Oct 2019, 16:45
Miаmi
QUOTE
კაჭრეთის მწვადს ვერცერთი მწვადი ვერ შეედრება

დიდად არ მომეწონა.
ნუ, არ გავგიჟდი და საუკეთესოდ ნამდვილად არ მომჩვენებია, თორემ ცუდი იყო-მეთქი, არ ვამბობ.

Posted by: iosebovich 10 Oct 2019, 17:08
Miаmi
QUOTE
კაჭრეთის მწვადს ვერცერთი მწვადი ვერ შეედრება

სადღაა კაჭრეთის კაი მწვადობა და ამბავი. ჩაილურის წყალი დალია დიდი ხანია. დამატებით თუ სადმე ბუზია კახეთში მანდაა და ბაღდადიდანაც ემატება ხოლმე, ერაყიდან biggrin.gif მოკლედ ვეღარ ქაჩავენ. დაბერდა ამირანა და ძველებურად ვეღარ უყურებს სიტუაციას.

Posted by: elchi 29 Dec 2019, 05:02
მასტერმა სათქმელი არ დამიტოვა, მადლობის მეტი რა მეთქმის.
მწვადისთვის ძირითადად ნეკნებს ვიყენებ, ზოგჯერ ზურგიელსაც ვამატებ და ასევე ფერთხებს/ქართლში ლართხებს ვეძახით/.
იშვიათად თუ შევხვდი ბურვაკის მთლიან გვერდს თავის ქონით, ან ყასაბს ვაძლევ შეკვეთას მარკეტში, შემდეგ დამირეკავს, ეს იმ შემთხვევაში, როცა წინასწარ დაგეგმილ სტუმრიანობას ველოდები.
მაყალი გადაკეთებული მაქვს შეშის ცეცხლზე, ვიმარაგებ ხილის შეშას, ასევე ჩემი ხეივნიდან ბევრი წალამი მრჩება.
ნაუცბათევად ნაყიდი სამწვადე ასე გამოიყურება.
ეს გამზადებულია საბასტურმედ.

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: MasterJC 29 Dec 2019, 11:58
QUOTE (elchi @ 29 Dec 2019, 05:02 )
მასტერმა სათქმელი არ დამიტოვა, მადლობის მეტი რა მეთქმის.
მწვადისთვის ძირითადად ნეკნებს ვიყენებ, ზოგჯერ ზურგიელსაც ვამატებ და ასევე ფერთხებს/ქართლში ლართხებს ვეძახით/.
იშვიათად თუ შევხვდი ბურვაკის მთლიან გვერდს თავის ქონით, ან ყასაბს ვაძლევ შეკვეთას მარკეტში, შემდეგ დამირეკავს, ეს იმ შემთხვევაში, როცა წინასწარ დაგეგმილ სტუმრიანობას ველოდები.
მაყალი გადაკეთებული მაქვს შეშის ცეცხლზე, ვიმარაგებ ხილის შეშას, ასევე ჩემი ხეივნიდან ბევრი წალამი მრჩება.
ნაუცბათევად ნაყიდი სამწვადე ასე გამოიყურება.
ეს გამზადებულია საბასტურმედ.

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

help.gif help.gif help.gif

აუუუ. რა კარგია

მინდა ეგეთი რამეები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: elchi 29 Dec 2019, 17:46
MasterJC
ერთ რამეს დავწერ ახლა და მოიმარაგე ცივი ტილოები.

თონე უნდა გავაკეთო ამ გაზაფხულზე სახლის უკან.

არადა გამკეთებელი ვარ, თუ რამე ავიხირე, თვით ღმერთიც ვერ გადამათქმევინებს.

ჩვენი ლევანისგან ყველანაირი ინფო მაქვს მიღებული, ეგ ყველა რჩევა გადატანილი მაქვს ცალკე ფოლდერში.
გაჩვენებთ მერე, რა და როგორ იქნება.

პ.ს. მეოცე წელია ვერაფრით ვერ მივეჩვიე აქაურ პურს, რა აღარ ვცადე, სხვა ქალაქებში მივდივარ იტალიურ და ფრანგულ საცხობებში, თანხა არ მაინტერესებს, ვერ დავსვი რა ჩვენს გემოზე ვერცერთი, ჰოდა თონე უნდა ავაშენო.
NY, NJ-ში თუ მოხვდა ვინმე ჩემი ახლობელი, რა წამიგიღო, რა გენატრებაო, მეთქი თონის პურები ძმებო, დანარჩენს ადგილზე დაგახვედრებთ მეთქი.
lol.gif lol.gif

Posted by: GEORGEXIII 30 Dec 2019, 10:16
ბევრი კარგი წავიკითხე მარა...

მე პირადად ერთი დღით ადრე ვაბასტურმებ ხოლმე. ლიმონი, ბროწეული, ხახვი, შავი პილპილის დიდი კაკლები.

და მთავარი არის ის რომ დაბალ ნაკვერჩხალზე უნდა შეწვა და ძალიან ჩქარ-ჩქარა უნდა ატრიალო.

Posted by: Master_Nick 30 Dec 2019, 10:24
GEORGEXIII
მიღებულია რომ კარგ ხორცს ბასტურმა არ სჭირდება, თუმცა გეთანხმები, მეც იგივეს ვაკეთებ. დაბასტურმებული ხორცი სულ სხვანაირად რბილდება და გემოც ჩემთვის ბევრად უკეთესი აქვს.

Posted by: GEORGEXIII 30 Dec 2019, 10:47
Master_Nick
ეგ ხოოო კაცო.. მაგაზე არ ვდაობთ...

ეგრევე რომ წამოაცმევ შამფურზე ბაზარი არააა...

მარა აი რავი მე მაგას ვუმუღამებ რა...

Posted by: SN10248‼ 30 Dec 2019, 15:01
მაგარია რა ეს დალოცვილი ესა biggrin.gif

--------------------

Posted by: Frankens†ein 30 Dec 2019, 15:43
QUOTE
ხორცის რომელი და როგორი ნაჭრები უნდა გამოვიყენოთ რომ კარგი გამოვიდეს?
=============
ხორცის შრზავებისას რა მასალების გამოყენება ჯობს ხორცი ძალიან გემრიელი რომ გამოვიდეს?
=============
რომელი ხე გამოვიყენოთ ნაკვერჩხლისთვის რომელი აძლევს ხორცს უკეთესს არომატს?
=============
როგორ უნდა მოვიქცეთ ძალიან რომ არ გამოშრეს და შესაბამისად შიგნით უმი რომ არ დარჩეს? (შეწვის პროცესი 1-2 სიტყვით რა მომენტში როგორ ვიმოქმედოთ)
=============
რისი გამოყენება ჯობს მაშინ როდესაც ცეცხლის ჩაქვრობა გვიწევს? (წყალი, ღვინო - არვიცი კიდევ თუ იყენებენ რაიმეს >>> თქვენ დაწერეთ)

ღორს რო დაკლავ, უნდა ააჭრა თბილ-თბილი სუკის ნაჭრები, ხერხემლის ორივე მხარეს.
==============
შეზავება კი არა არც უნდა გარეცხო ხორცი, მხოლოდ მარილი მოაყარო.
==============
წალამი (ვაზი).
==============
გარედან რომ შეპიწკინდება სუკი, უნდა დასერო და შიგნითაც სასურველ ზომაზე (ინდივიდუალურია, ზოგს ძალიან ცვრიანი უყვარს, ზოგს ისე რა) რომ შეიწვება, შოთის პურით ჩამოყარო ჯამში და მოაჭრა ხახვი. გემოვნების მიხედვით ბროწეულიც მოაწურო ზემოდან,
==============
ხორციდან ჩამოწვეთებულ ცხიმს თუ ცეცხლი მოეკიდება, შამფური უნდა აიღო და აალებულ ნაკვერჩხალს ცოტა მარილი მიაყარო.
==============

მწვადი არის ეს.

მარინადები, ბასტურმები და ეგეთებიც შეიძლება, მაგრამ ეგ ქართული მწვადი აღარაა უკვე.

Posted by: SN10248‼ 30 Dec 2019, 15:45
QUOTE (MasterJC @ 3 Oct 2019, 09:17 )
ჩემი გამოცდილებით:
1. დასვენებულ ხორცს სხვა გემო აქვს და ე. წ. ცვრიან მწვადს ვერ ვუმუღამებ (ეხლა ღორებს რომ დავკლავთ სოფელში და მშიერზე რამდენიმე ნაჭერს შევწვავთ,ეგ არც ითვლება)
2. რა თქმა უნდა გემოვნების ამბავია ვინ როგორ შეაზავებს და გამოცდილების ამბავია როგორ შეწვავს

3. ხორცი შესაწვავად არ მიაბაროთ ა. სიგარეტის მწეველს, ბ. ჭიქის ძმაკაცს, გ. ასაკოვან ბიძებს.
პირის გემო უმეტესობას არ უვარგა. რეცეპტორები აქვთ გაფუჭებული და შედეგად მწვადს წვავენ დანახშორებამდე ან სისხლიანს ხსნიან. ასეთი გემო უნდა ჰქონდესო. და მარინადსაც ასაზიზღრებენ

4. ღორის კისერი, ნეკნები. მუცელი. სამივედან კარგი მწვადი გამოდის. სუკჯ და უკანა ნაწილი/ბარკალი ნაკლებად გემრიელია.

5. ვაკეში "გურულებში" ვყიდულობ ხოლმე ხორცს, ნიკო ჰქვია გამყიდველს. ან ბლაუშტაინერში გორჩევდი. კარგო ხორცოც აწვთ. კარგადაც ამუშავებენ. შინაურობისთვის სადმე ახლოს ვყიდულობ სადაც მიხერხდება ხოლმე ან ნავთლუღში.

ასე გამიგია რკოზე გაზრდილი ღორის ხორცი უფრო გემრიელიაო და სამწუხაროდ არ გამისინჯავს ჯერ.

ნაცნობობით მოგიწევს შოვნა რა :-)

6. მარინადი -ახალ ხორცზე -ხახვი. ახლადდანაყული შავი პილპილის მარცვლები. მარილი. მეტი არაფერს არ ვამატებ. ზეთიც შეგიძლია დაამატო. დამატებით არბილებს თუმცა იშვიათად ვიყენებ.
მომზადებულს ბროწეულს ვაწურავ და ხახვს ვაყრი

7. შეწვისას ვიყენებ ნახშირს და ზედ ცოტა წალამს ვამატებ თუ მაქვს. არომატს აძლევს. ხეხილის შეშა ან წალამი უკეთესია.

8. მწვადს ვჭრი თანაბარ ნაჭრებად. არ ვაყოლებ დიდი რაოდენობის ცხიმს (1.5-2სმ ქონი საკმარისია. უფრო მეტი ცეცხლს აჩენს და მჭვარტლავს. შემწვარ ქონს მაინც არავინ არ ჭამს). თითო ნაჭერი 30-50 გრამის ფარგლებშია ალბათ. დაახლოებით 5-6 სმ სიგრძის. ზუსტად არ ამიწონია და არ გამიზომია.

მწვადს შამფურზე ვაცვამ შემდრგი პრინციპით
ერთნაირი ნაჭრები ერთად. თუ ცხიმიანი ხორცი მაქვს, მაშინ 0x00x00x0 დაახლოებით ასე ვაცვამ შამფურზე. სადაც x ცხიმიანი ნაჭერია. და 0 უცხიმო.
ასევე ყველა ნაჭერს ცხიმიან მხარეს ერთი მიმართულებით ვუქცევ. ასე თავიდან აირიდებთ ცეცხლის გაჩენას.
9. ცეცხლს არასდროს არ ვაქრობ რაიმით. ცეცხლსაჩხრეკით ვანაწილებ ნახშირს. იდეალური მდგომარეობა მწვადის შესაწვავად არის როცა ნახშირი წითელია და ნაცრით იწყებს დაფარვას.
ცეცხლს აჩენს ნახშირი თუ მწვადს დაალაგებ მაშინ როცა ნახშირი ბოლომდე არაა წაკიდებული (შავია). აჩენს ძალიან ცხიმიანი ხორცი. დნობას რომ იწყებს ცეცხლში ცვივა ცხიმის წვეთები და ალდება.
წყლის და რაიმე სითხის დასხმა იწვევს ნაცრის დაყრას მწვადზე და გემოს გაფუჭებას. ვინც გეტყვით რომ "ნაღდ მწვადს ნაცრის გემო უნდა ჰქონდეს", მუგუხალი მიეცით და მაყალს მოაცილეთ. თავის დასაზღვევად მსხვილი მარილი მოიდგით და ეგ მოაყარეთ ცეცხლე. ან უბრალოდ შამფურებს შორის მცირე დისტანცია და ხორცის ასხმის ის წესი დაიცავით რაც დავწერე
9. შებოლილი მწვადი არასდროს გამიკეთებჯა თუ ინმე მასწავლის მადლიერი ვიქნები :-) გავსინჯე და სასწაული გემო აქვს smile.gif
10. შამფურზე ასხმულ მწვადს აუცილებლად მოაცილეთ ყველაფერი ზედმეტი (ხახვი. პილპილი და ა.შ.), რაც მარინადიდან აჰყვა. რადგანაც ხორცზე ადრე დაიწვება ეგ მსრინადი და მწარე გემოს მისცემს.
11. შეწვის პროცესში მწვადი თავიდან 2-3წუთში ერთხელ გადაატრიალეთ. ცეცხლზე პირს როგორც კი მოიკრავს ცალი მხარე. საპირისპირო მხრით დადეთ ცეცხლზე. და ყველა მხრიდან რომ მოიკვრება მერე დაასრულეთ შეწვა. ასე წვენი შიგნით დარჩება და ხორცი არ გამოშრება

მარინადში ხორცს რამდენიმე საათით ვტოვებ და დროდადრო ვურევ

შეიძლება სურვილისამებრ რაც გაგიხარდეთ ის ჩაამატოთ. ამგრამ ახალი ხორცი ღვინოში ან ლიმონში ჩასადებად მენანება.

------------------------------

ხბის მწვადი -
ხორცს ვამუშავებ. ვჭრი და ვდებ 2 საათით მინერალურ წყალში. ეს ხორცს არბილებს. პარალელურად ვადუღებ წყალს. და 1 ჭიქაში ვაკეთებ ნაყენს დაფნის ფოთლით და ხმელი რეჰანით.
ნაყენი რომ გაცივდება გადავწურავ. მინერალურიდან ვიღებ ხორცს და ნახევარ საათს ამ ნაყენში ვაჩერებ. მერე ვაყრი ხახვს დაღერღილს და ა.შ. რაც მინდა და ცოტა ხანს კიდევ ვაჩერებ. მერე ვწვავ მედიუმს

დაფნა და რეჰანი უხდება ხორცს. მაგრამ პირდაპირ თუ მოაყრი,შამფურზე აცმისას ზედ რჩება ნატეხები რომელიც ან იწვება და გემკს აფუჭებს ან კბილებში ხვდება ნიტოდ. და ნაყენის გაკეთება და ისე დამარინადება გადავწყვიტე. გემო მრჩება და გვერდითი ეფექტები ფაფუ

up.gif

Posted by: thug 31 Dec 2019, 03:29
Frankens†ein
QUOTE
მარინადები, ბასტურმები და ეგეთებიც შეიძლება, მაგრამ ეგ ქართული მწვადი აღარაა უკვე.

+

ეგრეა

ქართული მწვადი არის ღორის ხორცი მარილს მოაყრი და წვავ
მეტი არაფერი არ უნდა

სუკი საუკეთესოა მაგრამ ახალი დაკლული ღორისგან მაგარი მწვადი გამოდის სხვა ნაწილებისგანაც.
ახალ ხორცს არანაირი ჩარევა არ ჭირდება მარილი და ეგაა

სიტყვა და პროცესი მარინადი საქართველოში არ გამიგია მე.
შეიძლება ეხლა დაიწყეს რავი...

Posted by: Master_Nick 31 Dec 2019, 04:28
QUOTE (thug @ 31 Dec 2019, 03:29 )

სიტყვა და პროცესი მარინადი საქართველოში არ გამიგია მე.
შეიძლება ეხლა დაიწყეს რავი...

რესტორნებში/პაბებში ძირითადად სადაც გაყინული იმპორტირებული ხორცი გამოიყენება ყველგან დაბასტურმებული ხორცი აქვთ.
ფრანკიმ რა ხორცზეც დაწერა, ეგეთი ახალი ხორცის ყიდვა თბილისში თითქმის შეუძლებელია. აშშ ში ხელმისაწვდომია ეგეთი ახალი ხორცი?

სუკი ძალიან მშრალია ჩემთვის, ე.წ ,,შეიკა" ჩემთვის ყველაზე მაგარი ნაჭერია.

Posted by: thug 31 Dec 2019, 04:43
Master_Nick

კი არის ფერმაში თუ მიხვალ და დააკვლევინებ რა ცხოველსაც გინდა დაგიკლავენ გაგისუფთავებენ და წამოიღებ
ზოგგან მონადირეებსაც მოაქვთ ირემი, დათვი და რავი მოკლედ ყველაფერი ჩითავს

ხო გაყინულ ხორცს უნდა უკვე ჩარევა რომ გამოაცოცხლო ცოტა smile.gif)

boston butt
ამ ნაწილს ვყიდულობ ხოლმე სამწვადედ

user posted image

Posted by: Frankens†ein 31 Dec 2019, 11:26
QUOTE (Master_Nick @ 31 Dec 2019, 04:28 )
QUOTE (thug @ 31 Dec 2019, 03:29 )

სიტყვა და პროცესი მარინადი საქართველოში არ გამიგია მე.
შეიძლება ეხლა დაიწყეს რავი...

რესტორნებში/პაბებში ძირითადად სადაც გაყინული იმპორტირებული ხორცი გამოიყენება ყველგან დაბასტურმებული ხორცი აქვთ.
ფრანკიმ რა ხორცზეც დაწერა, ეგეთი ახალი ხორცის ყიდვა თბილისში თითქმის შეუძლებელია. აშშ ში ხელმისაწვდომია ეგეთი ახალი ხორცი?

სუკი ძალიან მშრალია ჩემთვის, ე.წ ,,შეიკა" ჩემთვის ყველაზე მაგარი ნაჭერია.

კი, მე რაც დავწერე მასეთი ხორცის ყიდვა თბილისში შეუძლებელია.
შენ უნდა დაკლა ღორი.
მიყვარს კახეთი, ღორის ქელეხი smile.gif

სუკისგან მწვადი, გულ-ღვიძლისგან ყაურმა, ხერხემლისგან - ხაშლამა smile.gif

Posted by: Master_Nick 31 Dec 2019, 11:59
Frankens†ein
მაგარია კახეთი, განსაკუთრებით ამ დროს, ახალი ტანინიანი ღვინო და ღორის ქელეხი. biggrin.gif.
ახლად დაკლული ღორის მწვადი წალამზე შემწვარი სანატრელი გახდა თბილისში.

Posted by: MasterJC 1 Jan 2020, 19:25
QUOTE (elchi @ 29 Dec 2019, 17:46 )
MasterJC
ერთ რამეს დავწერ ახლა და მოიმარაგე ცივი ტილოები.

თონე უნდა გავაკეთო ამ გაზაფხულზე სახლის უკან.

არადა გამკეთებელი ვარ, თუ რამე ავიხირე, თვით ღმერთიც ვერ გადამათქმევინებს.

ჩვენი ლევანისგან ყველანაირი ინფო მაქვს მიღებული, ეგ ყველა რჩევა გადატანილი მაქვს ცალკე ფოლდერში.
გაჩვენებთ მერე, რა და როგორ იქნება.

პ.ს. მეოცე წელია ვერაფრით ვერ მივეჩვიე აქაურ პურს, რა აღარ ვცადე, სხვა ქალაქებში მივდივარ იტალიურ და ფრანგულ საცხობებში, თანხა არ მაინტერესებს, ვერ დავსვი რა ჩვენს გემოზე ვერცერთი, ჰოდა თონე უნდა ავაშენო.
NY, NJ-ში თუ მოხვდა ვინმე ჩემი ახლობელი, რა წამიგიღო, რა გენატრებაო, მეთქი თონის პურები ძმებო, დანარჩენს ადგილზე დაგახვედრებთ მეთქი.
lol.gif lol.gif

სადარბაზოს წინ თონეა. 3 წელია ყველაზე გემრიელ შოთს აცხობს ასაკოვანი კაცი. ყველა იმ შოთზე გემრიელია რაც გამისინჯავს.

ზოგჯერ მინდა მივიდე და ვთხოვო 2-3 დღე მაპახავოს და გამომაცხობინოს მეც smile.gif

მასწავლოს როგორ აცხობს ასე ლამაზ და გენრიელ პურს.

სხვებთან ხან მლაშეა ან უმარილო
ხან გაფუება აკლია
არის გადამჟავებული საფუვრის ზედმეტობით და ა.შ.

Posted by: Extra_Terrestrial 7 Jan 2020, 16:46
QUOTE (Frankens†ein @ 30 Dec 2019, 15:43 )

გარედან რომ შეპიწკინდება სუკი, უნდა დასერო და შიგნითაც სასურველ ზომაზე (ინდივიდუალურია, ზოგს ძალიან ცვრიანი უყვარს, ზოგს ისე რა) რომ შეიწვება, შოთის პურით ჩამოყარო ჯამში და მოაჭრა ხახვი. გემოვნების მიხედვით ბროწეულიც მოაწურო ზემოდან,

რაო რაოო? დასეროოო?!!!
შეწვისას დასერო კი არა რო შეიწვება ერთი 5 წუთი პირი არ უნდაა დააკარო რო წვენი კარგად გაჯდეს და გაიშალოს.
აქ ხალხი იმას ჩალიჩობს წვენი როგორ არ გამოუშვას წვადმა, ყველა მხრიდაა უნდა დაბეჭდო და შეკრა... აღარ ქნა მეგობარო ეგრე yes.gif

Posted by: BeerLover 7 Jan 2020, 21:24
მწვადი ვიცი თბილი ხორცით და მხოლოდ მარილით

დანარჩენი მწვადით ინსპირირებული კერძებია biggrin.gif

არავითარი დასერვა და მარინადი და გარეცხვა და ა.შ. არ ჭირდება

შეიწვება, ჩამოცალე ქვაბში, დაუშვი ხახვი და ბროწეული, გადააფარე პური და ეგაა

Posted by: N_e_o_N 8 Jan 2020, 17:20
QUOTE
მიყვარს კახეთი, ღორის ქელეხი

სუკისგან მწვადი, გულ-ღვიძლისგან ყაურმა, ხერხემლისგან - ხაშლამა

მოვხვდი ამ ახალწლებამდე არაერთგზის ქელეხზე და ყველგან ჯიგარს მხოლოდ ყაურმაში უშვებენ.
არ მანებებდნენ, მარა ჩემი დიდი თავგამოდების შედეგად ღვიძლის ნახევარი მივითვისე, უნდა ვშვრა შამფურზე მეთქი.
საბოლოოდ ისეთი გამოვიდა, მწვადიან ქვაბში ყველა ღვიძლის ნაჭრებს ეძებდა biggrin.gif

ე.ი. ჩვეულებრივზე ოდნავ პატარა ნაჭრებად დავჭერი, ავასხი შამფურზე და დავდეთ ნაკვერჩხალზე. მარილმოყრილი რა თქმა უნდა.
რამდენიმე გადატრიალება უნდა, ოდნავ რომ მოიბრაწოს ყველა მხრიდან. ოღონდ ძაან ოდნავ, მწვადივით არ უნდა.
შემდეგ იღებთ ბადექონს, რომელიც ღორის ყველა ქელეხში უხვად მოიპოვება და ვახვევთ გარედან მთლიან შამფურზე 1-2 ფენად.
მარილი ამასაც, რა თქმა უნდა და აი ეს კი უკვე კარგად უნდა დაიბრაწოს. გამოდის სასწაული

ვისაც არ გაგისინჯავთ, გირჩევთ. მწვადის თემაა მაინც

Posted by: iosebovich 8 Jan 2020, 17:39
QUOTE
ე.ი. ჩვეულებრივზე ოდნავ პატარა ნაჭრებად დავჭერი, ავასხი შამფურზე და დავდეთ ნაკვერჩხალზე. მარილმოყრილი რა თქმა უნდა.
რამდენიმე გადატრიალება უნდა, ოდნავ რომ მოიბრაწოს ყველა მხრიდან. ოღონდ ძაან ოდნავ, მწვადივით არ უნდა.
შემდეგ იღებთ ბადექონს, რომელიც ღორის ყველა ქელეხში უხვად მოიპოვება და ვახვევთ გარედან მთლიან შამფურზე 1-2 ფენად.
მარილი ამასაც, რა თქმა უნდა და აი ეს კი უკვე კარგად უნდა დაიბრაწოს. გამოდის სასწაული

მართლა ძალიან გემრიელია .. კაჭრეთის ჩემპიონში ჰქონდათ ხოლმე სუპერი. ეე სედოვიჩი ვეღარ ქაჩავს. გააფუჭესო მწვადიც და ბადექონიცო და მე კაი 2 წელია არვყოფილვარ და ეგრეა ? ვინ დადიხართ კახეთისაკენ ?

Posted by: atmismuraba 10 Jan 2020, 20:30
საუკეთესო მწვადისთვის არის 3 რამ საჭირო.

1. ღორის ხორცი უნდა იყოს ბეჭიდან ან ბარკლიდან, ისეთი რომ ქონნარევი იყოს.
2. ბასტურმა კეთდება ხახვში, ძმარში და ოდნავ მარილ პილპილში ერთი დღით/ღამით ადრე.
3. შეწვა ხდება ნაკვერჩხალზე რომელსაც გაცლილი აქვს ბოლომდე არდამწვარი ხე (რომ არ გაიჭვარტლოს ხორცი), მუდმივი ყურადღებით რომ ქონის აალებული წვეთები ჩაქრობილ იქნას დროზე. თუ წყალს იყენებთ ცეცხლის ჩასაქრობათ, გამოიყენეთ მარილწყალი.

ასეთი მწვადი შამფურს თონის პურით უნდა გააცალო და გადასანსლო ცივ ღვინოსთან ერთად.

Posted by: thug 10 Jan 2020, 20:48
QUOTE
მწვადი ვიცი თბილი ხორცით და მხოლოდ მარილით

დანარჩენი მწვადით ინსპირირებული კერძებია

არავითარი დასერვა და მარინადი და გარეცხვა და ა.შ. არ ჭირდება

შეიწვება, ჩამოცალე ქვაბში, დაუშვი ხახვი და ბროწეული, გადააფარე პური და ეგაა

+

Posted by: levani169 10 Jan 2020, 20:59
atmismuraba
QUOTE

1. ღორის ხორცი უნდა იყოს ბეჭიდან ან ბარკლიდან, ისეთი რომ ქონნარევი იყოს.

კახეთში არ თქვა თორემ დაიხოცებიან კახელები სიცილით!

სამწვადე არის ეგრეთწოდებული "მოკლე ნეკნი", ანუ ანტრეკოტი რომ იციან გოროდში!

Posted by: iosebovich 10 Jan 2020, 21:37
ბარკლის ნაწილი კატეგორიულად მიუღებელია სამწვადედ ...

Posted by: BeerLover 10 Jan 2020, 21:47
levani169
iosebovich

+1

ჩემმა მეხორცემ მითხრა ამასწინათ, საღამოს დამირეკეს სტუმრები მოდიან სამწვადე წამოიღეო და რა მექნაო, ბარკალი მქონდა მარტო დარჩენილი და წავიღეო biggrin.gif სულ არაფერს ხო ჯობდაო

Posted by: MasterJC 10 Jan 2020, 23:17
atmismuraba
სამწვადეს როცა აიღებ. ბარკალი იქნება თუ ბეჭი

იქვე 1კგ დაამატე ღორის მუცელი და ნეკნები წინა ნაწილიდან

მერე შეადარე როცა შეწვავ

ბეჭის ხორცი ქაბაბისთვისაა კარგი

ბარკალი დასავიჩინებლად

ჭამით ყველაფერი იჭმევა. გემოვნების ამბავია

Posted by: levani169 10 Jan 2020, 23:31
MasterJC
QUOTE
ღორის მუცელი და ნეკნები წინა ნაწილიდან

კატეგორიულად არ გეთანხმები.
მუცელი საერთოდ რა ხორცია (ტყლაპი იგივე,საფარშე მხოლოდ) და წინა ნეკნებს თვით "უმზეოსაც" კი უკანა მხარე სჯობს,ბოლო ოთხი ნეკნი რაცაა თავისი ხერხემლით......დაჟე კუბაჩაც!

Posted by: samisertiwutia 10 Jan 2020, 23:48
მწვადი ვიცი კისერი და უმზეური, ნეკნები. რა ბარკალი და ბეჭი biggrin.gif ან რა მარინადი უნდა, ძმარი როგორ უნდა მიაკარო რავი, ბროწეულიც ზედმეტია, მხოლოდ ხახვი და პილპილიც მოჟნა

Posted by: MasterJC 11 Jan 2020, 13:23
levani169
მაგ აზრზე ვიყავი სანამ არ ვცადე

#1 არ გამხდარა მაგრამ მაინც ძალიან გემრიელია smile.gif

Posted by: GEORGEXIII 14 Jan 2020, 15:58
ბევრი წავიკითხე აქ...

მარა მწვადის ხახვი ხანდახან ისეთი გემრიელია ხოლმე.

Posted by: MasterJC 14 Jan 2020, 18:24
GEORGEXIII
იღებ პურის ყუას, გამოაცლი გულს და გამოტენი ამ ხახვით. შეიძლება მცირეოდენი საწებელიც მიამატო, ან მაგის გგარეშეც, გააჩნია ხახვი რა მგომარეობაშია. რომ გაიჟღინთება და ჩაკბეჩ, მწვადს ტოლს არ დაუდებს smile.gif

Posted by: GEORGEXIII 14 Jan 2020, 23:54
MasterJC
იფფფ ახლა ამ დროს იქნებოდა ამის წაკითხვააა ბენტივით ნერწყვი გადავყლაპე

Posted by: MasterJC 15 Jan 2020, 10:09
GEORGEXIII
სანამ დავწერდი, მანამდე ხო წარმოვიდგინე რაც ახსენე

ყელზე დამადგა ისე მომინდა givi.gif

Posted by: Amigo-Amo 15 Jan 2020, 11:42
თვალი გადავავლე პოსტებს და რისი თქმა/დამატება შემიძლია:
1.1 წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი მარინადის/ბასტურმის. შესაძლოა ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ ფაქტიურად ჩემი სიმამრის მწვადზე "გავიზარდე" ქიზიყში და ყოველთვის სახლის პირობებში, ნატურალურად გაზრდილი ღორის ხორცი გვაქვს. აქ, ჩვენთან თბილისში რაც იყიდება (თუნდაც კახეთში უმეტესწილად), არის დაპრემიქსებული და მაგ ხორცის შეწვისას, შესაძლოა, რომ დაბასთურმება მისაღები იყოს, რადგანაც ისე არის გემოვნური თვისებების არ მქონე ხორცი, სუნსაც კი არ უშვებს შეწვის პროცესში. ერთადერთი, რაც მწვადს ძალიან, ძალიან უხდება, არის ხახვი და გაწურული ბროწეული (დაიწერა კიდევ წინა პოსტებში).
1.2 სუკი, ნეკნები და ღორის ე.წ "უმზეური" ნაწილი არის ჩემთვის N1. ბარკალი/შეიკა/კუბაჩა რა უნდა იყოს lol.gif lol.gif
1.3 ხორცს შამფურზე როდწესაც ააგებ, ცხიმიანი ნაჭრები უნდა მოათავსო ერთ მხარეს და როდესაც მაყალზე დაალაგებ, ეს ცხიმიანი მხარე უნდა დაიდოს ნაკვერჩხალის საპირისპირო მხარეს, რათა ცხიმი წვის დროს წავიდეს ქვემოთ, ხორცის მხარეს და მწვადი გამოვიდეს წვნიანი (ასევე, ცეცხლის გაჩენასაც თავიდან აირიდებ). ასევე, ზემოთაც დაიწერა და მეც განვმეორდები, რომ რაც უფრო ხშირად ატრიალებ, უფრო გემრიელი გამოვა.
1.4 რა ნაკვერჩხალზე იწვება ყველაზე კარგად? - გირჩზე smile.gif წალამზეც კარგად იწვება, თუმცა, დამერწმუნეთ, გირჩზე შემწვარი არის High Level. ამავდროულად, გირჩი ხორცს აძლევს წიწვოვანი მცენარისთვის დამახასიათებელი არომატს, რაც ძალიან მაგარია.

Posted by: elchi 15 Jan 2020, 14:58
QUOTE (Amigo-Amo @ 15 Jan 2020, 11:42 )

ბევრს არა ვწერ, არ შეიძლება, ვერ გამიგებენ.
ნანადირევით ვაკეთებ, შველი-ირემი-გარეული ღორი-დათვი, მერე ჩვენი წალამი, ან ხილის შეშა.
/ყველანაირი ოფიციალური ნებართვა მაქვს მაგ ჩამოთვლილ ცხოველებზე და უფრო მეტზეც./

განა არ ვიცი რა, როდის და როგორ უნდა გაკეთდეს?!

ამიტომ ვიკავებ თავს და ყველასათვის ხელმისაწვდომი რაც არის, იმას "გიუბნებით რაა". lol.gif

Posted by: ilia132 18 Jan 2020, 01:46
iosebovich
QUOTE
კაჭრეთის ჩემპიონში ჰქონდათ ხოლმე სუპერი. ეე სედოვიჩი ვეღარ ქაჩავს. გააფუჭესო მწვადიც და ბადექონიცო და მე კაი 2 წელია არვყოფილვარ და ეგრეა ? ვინ დადიხართ კახეთისაკენ ?

ჩემპიონში მართლა გაფუჭდა ზავედენია, მარა მაგის გვერდზეა ნაძვნარი. მწვადია მწვადის უნახავს გაგხდის და არამარტო smile.gif

Posted by: Мiami 20 Jan 2020, 07:34
QUOTE (samisertiwutia @ 10 Jan 2020, 23:48 )
მწვადი ვიცი კისერი და უმზეური, ნეკნები. რა ბარკალი და ბეჭი biggrin.gif ან რა მარინადი უნდა, ძმარი როგორ უნდა მიაკარო რავი, ბროწეულიც ზედმეტია, მხოლოდ ხახვი და პილპილიც მოჟნა

+1

ნეკნი და შეიკა ყველაზე გემრიელი ნაჭრები
სუკი ნამეტანი მშრალია

Posted by: Amigo-Amo 20 Jan 2020, 17:37
QUOTE (Мiami @ 20 Jan 2020, 07:34 )

ნეკნი და შეიკა ყველაზე გემრიელი ნაჭრები
სუკი ნამეტანი მშრალია

სუკი ბავშვების, ქალების და "ქალაქელების" ნაჭერია givi.gif givi.gif givi.gif

Posted by: max-14 20 Jan 2020, 17:48
QUOTE
ნეკნი და შეიკა ყველაზე გემრიელი ნაჭრები

კარგია მართლაცsmile.gif)))

Posted by: levani169 20 Jan 2020, 20:32
user posted imageuser posted imageდღევანდელი სუპერ მწვადი,საუკეთესო ხორცით,ნაჭრებით და მხოლოდ და მხოლოდ წალმის ნაკვერჩხლით.
ღვიძლი ბადე ქონით,შიდა სუკი და წელის სუკი.
user posted image

Posted by: Master_Nick 20 Jan 2020, 21:25
levani169
უფ მაგარია up.gif ტანინიანი ქვევრის ღვინო უნდა მაგ მწვადს.

Posted by: ninicool 22 Jan 2020, 03:14
QUOTE (levani169 @ 20 Jan 2020, 20:32 )
user posted imageuser posted imageდღევანდელი სუპერ მწვადი,საუკეთესო ხორცით,ნაჭრებით და მხოლოდ და მხოლოდ წალმის ნაკვერჩხლით.
ღვიძლი ბადე ქონით,შიდა სუკი და წელის სუკი.
user posted image

უი, ჩემი ჩუსტი როგორ მოხვედრილა კადრში ფეხიანად biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: GEORGEXIII 22 Jan 2020, 10:31
ilia132
QUOTE
არა მაგის გვერდზეა ნაძვნარი. მწვადია მწვადის უნახავს გაგხდის და არამარტო

კონკრეტულად სად არის მეგობარო? ეგ ნაძვნარი

Posted by: Keti-Ket 22 Jan 2020, 12:50
ყველაზე რბილი და ნაკლებადცხიმიანი ღორის რა ნაწილიდან გამოდის ისე მწვადი?

ხბოს მწვადი მაგიტომ მიყვარს ყველაზე მეტად ამ მოთხოვნებს რომ აკმაყოფილებს

Posted by: BeerLover 22 Jan 2020, 14:09
Keti-Ket

ნაკლეცხიმიანში რას გულისხმობ?

რბილი და წვნიანი რო დარჩეს ცხიმი ჭირდება, იმ რაოდენობით უნდა ქონდეს რო შეწვის მერე ქონად არ დაურჩეს, მაგას გულისხმობ?

Posted by: levani169 22 Jan 2020, 14:22
Keti-Ket
QUOTE
ყველაზე რბილი და ნაკლებადცხიმიანი ღორის რა ნაწილიდან გამოდის ისე მწვადი?

"სუკი" რასაც ნაღდი სუკი ჰქვია.........ხერხემლის ქვეშ ორი 30 სმ-იანი ხორცის მასა.
გაყიდვით იშვიათად რომ იყიდებოდეს......ღორები უნდა გაზარდო! biggrin.gif biggrin.gif

Posted by: BeerLover 22 Jan 2020, 14:25
levani169

სუკის მომზადებას ცოდნა უნდა, შეიძლება გამოუშრეს მარტივად

სუკს მთლიანს ვწვავ ხოლმე გრილზე, რამე საინტერესო შიგთავსით უნდა ვცადო ამ დღეებში

Posted by: la reine 22 Jan 2020, 14:46
აიი ამ ღორ/ძროხის ნაწილების აზრზე არ ვარ რაა.
უნდა ვისწავლო სად რა მდებარეობსsad.gif

Posted by: ninicool 22 Jan 2020, 18:34
la reine
QUOTE
აიი ამ ღორ/ძროხის ნაწილების აზრზე არ ვარ რაა.
უნდა ვისწავლო სად რა მდებარეობს

მე კიდევ, ვცდილობ, ხორცის ჭამას გადავეჩვიო. დღეს და გუშინ არ მიჭამია.

Posted by: levani169 22 Jan 2020, 19:11
ღორის შემწვარი ნეკნები, წითელი ღვინის მარინადში
1კგ ღორის ნეკნი.
1 ჩ.კ. ხმელი ქონდარი დაფქვილი
2 თავი დაჭრილი ხახვი
3 კბილი დაჭრილი ნიორი
პილპილი და მარილი
დაფნის ფოთოლი
წითელი ღვინო.
დავჭრით ნეკნებს და ფენა - ფენა ვაყრით ყველაფერს, მარილს ვაყრით ცოტა მომეტებულად, რადგან ღვინო ანეიტრალებს სიმლაშეს.
მოვასხავთ, მშრალ წითელ ღვინოს. შეიძლება თეთრი ღვინოც.
ვაჩერებთ ხორცს მარინადში, მინიმუმ 4 საათი. შემდეგ შეგვიძლია შევწვათ ნებისმიერი მეთოდით: ტაფაზე, ნაკვერჩხალზე, გრილზე და ა. შ.
მე ცოტა სვანური მარილიც დავამატე მარინადში.
ესეც ნახელავი.......ჩემი არაა ოღონდ,ჩემი და ამზადებს!
user posted imageuser posted imageuser posted image
"როდესაც ჩემ წინ სუფრაზე ცხელი შიშხინა მწვადია,
მაშინ მე სამშობლოსათვის ყოველი კარგი მწადია" აკაკი წერეთლის პოემიდანაა (წუნა და წრუწუნადან მგონი)! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Keti-Ket 22 Jan 2020, 22:07
BeerLover
QUOTE
შეწვის მერე ქონად არ დაურჩეს, მაგას გულისხმობ?

კი, ამას ვგულისხმობ. ანუ უმად როცა შემირჩევია ხორცი, ქონი თითქმის არ ჰქონია, მაგრამ მაინც ძალიან წვნიანი და რბილი ნაჭრები გამოსულა შემწვარ მდგომარეობაში. თუმცა, წარმოდგენა არ მაქვს რა ნაწილები იყო.

levani169
ხუმრობა იქით იყოს და სამწვადედ ცოდოა, მაგრამ რიგ ქვეყნებში მართლა ყიდულობენ ხოლმე მსხვილფეხა პირუტყვს, მიმდებარე სოფლად აბარებენ რომელიმე ოჯახს მოსავლელად და აქვთ მერე თავისი რძეც, ყველიც და ხორციც biggrin.gif

Posted by: Amigo-Amo 23 Jan 2020, 10:34
QUOTE (levani169 @ 22 Jan 2020, 19:11 )
ღორის შემწვარი ნეკნები, წითელი ღვინის მარინადში
1კგ ღორის ნეკნი.
1 ჩ.კ. ხმელი ქონდარი დაფქვილი
2 თავი დაჭრილი ხახვი
3 კბილი დაჭრილი ნიორი
პილპილი და მარილი
დაფნის ფოთოლი
წითელი ღვინო.
დავჭრით ნეკნებს და ფენა - ფენა ვაყრით ყველაფერს, მარილს ვაყრით ცოტა მომეტებულად, რადგან ღვინო ანეიტრალებს სიმლაშეს.
მოვასხავთ, მშრალ წითელ ღვინოს. შეიძლება თეთრი ღვინოც.
ვაჩერებთ ხორცს მარინადში, მინიმუმ 4 საათი. შემდეგ შეგვიძლია შევწვათ ნებისმიერი მეთოდით: ტაფაზე, ნაკვერჩხალზე, გრილზე და ა. შ.
მე ცოტა სვანური მარილიც დავამატე მარინადში.
ესეც ნახელავი.......ჩემი არაა ოღონდ,ჩემი და ამზადებს!
user posted imageuser posted imageuser posted image
"როდესაც ჩემ წინ სუფრაზე ცხელი შიშხინა მწვადია,
მაშინ მე სამშობლოსათვის ყოველი კარგი მწადია" აკაკი წერეთლის პოემიდანაა (წუნა და წრუწუნადან მგონი)! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ჩავიწერე ეს რეცეპტი, საინტერესოა.
ტაფაზე ვცდი, სახლის პირობებში, თორემ მაყალზე რა გამაფუჭებინებს ახალ ხორცს მარინადისთვის lol.gif

Posted by: ilia132 23 Jan 2020, 14:23
GEORGEXIII
კაჭრეთის შესასვლელშივეა.

BeerLover
QUOTE
სუკის მომზადებას ცოდნა უნდა, შეიძლება გამოუშრეს მარტივად

გეთანხმები და სუკის მარინადის გარეშე შეწვა არარეკომენდირებულია. ყველაზე უგემური და ცუდი ნაჭერია ხორცში, რომლის ტექნოლოგიური დამუშავებაც რთულია

Posted by: fermina 28 Jan 2020, 12:22
ესე იგი რაღაც რუსულ გვერდზე ფბ-ზე წერენ მწვადის დამარინადების იქაურ "საუკეთესო" მეთოდებს.

ხახვი და სუნელები კარგი, მაგრამ ამის გარდა ამატებენ ტომატს, კეფირს, მაიონეზს, ვაშლს, მინერალურ წყალს, ფორთოხალს და წარმოიდგინეთ, ბევრი აქებს კივის მარინადს biggrin.gif.

ცოტა გული შემიწუხდასავით.

Posted by: Keti-Ket 28 Jan 2020, 13:55
fermina
სხვათა შორის, ერთ-ერთ ავტორიტეტულ გადაცემაში მეც მოვისმინე ხორცის დამარინადება კეფირში, როგორც ერთი ჩვეულებრივი და ტრადიციული სახეობა მარინადისა. ძალიან რბილი ნა ნაზი სტრუქტურის ხდება ხორციო.

Posted by: fermina 28 Jan 2020, 14:41
Keti-Ket
QUOTE
სხვათა შორის, ერთ-ერთ ავტორიტეტულ გადაცემაში მეც მოვისმინე ხორცის დამარინადება კეფირში, როგორც ერთი ჩვეულებრივი და ტრადიციული სახეობა მარინადისა. ძალიან რბილი ნა ნაზი სტრუქტურის ხდება ხორციო.

კი, კეფირი და მინერალური წყალი მეც ვიცოდი, არბილებს ხორცს, უბრალოდ ამ თემაში ყველა შეთანხმდა მგონი, რომ კარგ მწვადს საერთოდ არანაირი მარინადი არ სჭირდება და მითუმეტეს კივი, ფორთოხალი და მაიონეზი smile.gif

ზემოთ რაც დევს წითელი ღვინის მარინადში ნეკნები ძალიან კარგად გამოიყურება იმ შემთხვევაში, თუ ტაფაზე უნდა მომზადდეს ხორცი.

Posted by: Master_Nick 28 Jan 2020, 22:38
fermina
კივის მარინადი კარგად არბილებს და წვნიანს ხდის ხორცს, ძალიან უხდება მშრალ ხორცს, ქათმის მკერდის ფილეებს და განსაკუთრებით კურდღლის ხორცს.

Posted by: fermina 29 Jan 2020, 00:02
Master_Nick
QUOTE
კივის მარინადი კარგად არბილებს და წვნიანს ხდის ხორცს, ძალიან უხდება მშრალ ხორცს, ქათმის მკერდის ფილეებს და განსაკუთრებით კურდღლის ხორცს.

შენ რუსეთში ცხოვრობდი ხო, თუ სწორად მახსოვს? smile.gif

კი ბატონო, მჯერა, რომ ასეა. უბრალოდ კახეთში მწვადი ვინმემ კივის მარინადში ჩააბასტურმოს, რაღაც ვერ წარმომიდგენია.

Posted by: max-14 29 Jan 2020, 00:03
QUOTE
კივის მარინადი კარგად არბილებს და წვნიანს ხდის ხორცს, ძალიან უხდება მშრალ ხორცს, ქათმის მკერდის ფილეებს

yes.gif

Posted by: Master_Nick 29 Jan 2020, 00:18
QUOTE (fermina @ 29 Jan 2020, 00:02 )
შენ რუსეთში ცხოვრობდი ხო, თუ სწორად მახსოვს? smile.gif

lol.gif კი ბავშვობა მაქვს რუსეთში გატარებული და დღემდე მოსკოვის ნოსტალგია მაქვს lol.gif

ფრანგებისგან ვისწავლე კივის მარინადიsmile.gif აბა სცადე შენც, იქნებ კახეთშიც მოეწონოთ, სწავლა სიბერემდეო გამიგია.

Posted by: WP-Rex 29 Jan 2020, 00:32
Master_Nick
QUOTE
კივის მარინადი

როგორ კეთდება?

Posted by: BeerLover 29 Jan 2020, 00:42
ilia132

მე შიგთავსით ვწვავ ხოლმე, მთლიანს გრილზე

Posted by: Master_Nick 29 Jan 2020, 09:14
QUOTE (WP-Rex @ 29 Jan 2020, 00:32 )
Master_Nick
QUOTE
კივის მარინადი

როგორ კეთდება?

მე ასეთი პროპორციებით ვაკეთებ:

1.5-2 კგ ქათმის / ინდაურის ფილე. (მთლიანი ქათამიც შეიძლება, ნაჭრებად დაჭრილი)

3 ცალი კივი - უნდა იყოს საშუალოდ მწიფე, გაითლება, დაიჭრება და წავიდა ბლენდერში
2-3 კბილი ნიორი და ესეც ბლენდერში.
კივი და ნიორი ბლენდერში კარგად აითქვიფება ისე რომ მივიღოთ პიურეს მსგავსი მასა, შემდეგ ამ მასაში ემატება
- ნახევარი გაჭრილი ლიმონის წვენი, ხელით ჩააწურავ პირდაპირ,
- 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
- 2 სუფრის კოვზი სიოს სოუსი
- 2 სუფრის კოვზი მეგლეს შეზავებული კარაქი (ნივრით და მწვანილებით), ან კარაქის ნაცვლად შეგიძლია იხმარო მაიონეზი
- მარილი და პილპილი გემოვნებით, მე მიყვარს წითელი ტკბილი დაფქული პაპრიკა,
ამ ყველაფერს ერთმანეთში კარგად გადაურევ და ქათმის ფილეებს/ნაჭრებს ამოავლებ, შეგიძლია ხორცი დანით დასერო და შიგნით კარგად შეაზილო. დამარინადებულ ნაჭრებს მაცივარში კონტეინერში 8-10 საათის განმავლობაში ინახავ.
ნაჭრებს წვავ გრილზე კარგ ნაკვერჩხალზე - მწვადი გამოდის ძალიან წვნიანი და ისეთი რბილი რომ პირში დნება, დაღეჭვაც კი არ ჭირდება ხორცს.

Posted by: fermina 29 Jan 2020, 10:57
Master_Nick
QUOTE

კი ბავშვობა მაქვს რუსეთში გატარებული და დღემდე მოსკოვის ნოსტალგია მაქვს

ფრანგებისგან ვისწავლე კივის მარინადი აბა სცადე შენც, იქნებ კახეთშიც მოეწონოთ, სწავლა სიბერემდეო გამიგია

ამერიე ალბათ სხვაში, მე მომიტევეთ, ჩემით გავალ rolleyes.gif

კახეთში ორჯერ ვარ ნამყოფი ექსკურსიაზე.

აქ რაც დაწერეს, იმის გავლენის ქვეშ დავიწუნე კივის მარინადი კახური მწვადისთვის smile.gif

ქათამს, ინდაურს ნამდვილად მოუხდება, ისევე როგორც ფორთოხალი და ლიმონი.

Posted by: elchi 29 Jan 2020, 11:30
fermina

კი, შეგეშალათ, ის სხვა "მასტერია", და ძალიან მაგარი კულინარი.
ესეც კარგად ამზადებს, არ ჩამოუვარდება არავის.

რაც შეეხება მწვადს, ისეთი ნაჭრები უნდა აირჩეს, რომელიც მართლა სამწვადეა.
უპირატესობას ვანიჭებ ნეკნებს, ზურგიელი უცებ იწვება და "მშრალი" გამოდის, შეიბრაწება თუ არა, გადაატრიალებ და მერე უცებ უნდა აიღო ცეცხლიდან, თორემ ჩალასავით არის.
იგივეს თქმა შემიძლია ე.წ. "სუკებზე", მიაკარებ თუ არა დანავლებულ ნაკვერცხალს, წარამარა უნდა ატრიალო შამფური.

უბრალო მიზეზით მარინადს იმიტომ ვიყენებ, დრო არ მაქვს საკმარისი.
სტუმრიანობას როცა ველოდები, წინა დღისით მაქვს მომზადებული სამწვადე.

აი, იმეების ატანა არა მაქვს, ნეკნებს თაფლს და ათასი გაუგებარი ტკბილეულით რომ გათხიპნიან და მერე გაზის გრილზე წვავენ, თან ძალიან მწარე რომ არის.
სათოფეზე ვერ მიმაკარებთ ეგეთ რამეებს. lol.gif lol.gif

Posted by: 2Bua 29 Jan 2020, 19:28
როგორც აქ ბევრმა აღნიშნა, მწვადის შეწვა იმდენად არაა პრობლემატიური როგორც კარგი ხორცის შერჩევა.

ხორცს, ჩემი სუბიექტური აზრით, ასე შევაფასებდი:

1. კისრის ნაჭრები - საუკეთესოა მწვადისთვის. ამას არც ერთი სხვა არ ედრება იმიტომ რომ საუკეთესო შეფარდება აქვს ცხიმსა და მჭლე ხორცს შორის, და ასევე ბევრი დარბილება არ ჭირდება.
2. ბარკლის ხორცი - კისრის ნაჭრებს გავს გემოთიც და ცხიმიანობითაც, უბრალოდ უფრო მკვრივია და ცოტა მეტი ყურადღება ჭირდება რომ დაარბილო
3. მუცლის ნეკნები - საქართველოში რა ქვია არ ვიცი მაგრამ ამერიკაში ვყიდულობ Spare Ribs. მუცლის არის ნეკნებია კარგი რაოდენობის ქონით და მჭლე ხორცით. ცოტა უბრო დაბალ ცეცხლზე უნდა შეიწვას და დარბილება ჭირდება. თუ კარგად გესმის მწვადის შეწვის მეცნიერება, საუკეთესო მწვადი გამოდის.
4. ზურგის ნეკნები - ამერიკაში უძახიან Country Ribs cut. ნეკნების ზემო ნაწილია. უბრო მკვრივი ხორცია, ფანტასტიკური ცხიმის და მჭლე ხორცის შეფარდებით, მაგრამ დარბილება ჭირდება აუცილებლდა.
5. სუკი - არ ვარ სუკის დიდი ქომაგი. ადვილად შრება და გემოც ისეთი კარგი არ აქვს როგორც სხვა ნაჭრებს. თუ მაინც და მაინც სუკის შეწვა გინდათ, როგორც მინიმუმ 2 საათი უნდა გააჩეროთ წვნიან მარინადში. რაც შეიძლება უნდა გაჟღენთოთ წვენით რომ მერე შეწვისას არ გამოშრეს.

რაც შეეხება მომზადებას.

როგორც წესი, ახალ და ახალგაზრდა ბურვაკის ხორცს ბევრი ჩალიჩი არ ჭირდება. მარილი, წიწაკა და მისი ჯანი. რბილიც იქნება და გემრიელიც.

თუ გაქვთ ნაჭრები რომლებსაც ცოტა შერბილება ჭირდება გამოიყენეთს გაზიანი მინერალური წყალი (ბორჯომი, ნაბეღლავი და ასე შემდეგ). თუ გაქვთ კარგი ნატურლარული ან მსხლის ან ვაშლის ლიმონათი, საუკეთესო გემოს აძლევს ზემო ნეკნებს, და ბარკლის ნაჭრებს დარბილებისას. თუ ლიმონათს იყენებთ, აუცილებლად დაუმატეთ წიწაკა რომ მოხდეს კარგი კონტრასტი ცხარესა და ტკბილს შორის.

თუ ცოტა ხნიერი ღორის ხორცი გაქვთ, ამას ცოტა მეტი მიხედვა ჭირდება. აქ, ტეხასში, ზოგჯერ დიდ ტახს მოვინადირებ ხოლმე. ხორცი რომ გავხადო შესაჭმელად ვარგისი, დავჭრი სამწვადე ნაწილებად, მარილს მოვაყრი და ყინულზე დავდებ სამი ოთხი დღე, და ყოველ დღე წყალს ვასხავ სანამ წყალს სისხლი საერთოდ აღარ ერევა. მერე უკვე ბურვაკისგან ვერც გაარჩევ. იგივეს თუ გაუკეთებთ ღორის ხორცს გემოს გაუუმჯობესებთ, უბრალოდ სამი ოთხი დღე არ დაგჭირდებათ, 8-10 საათი საკმარისი იქნება.

Posted by: elchi 30 Jan 2020, 13:56
2Bua

ვაიმე, რამდენ რამეში არ გეთანხმები. lol.gif

კისრის , ბეჭის და ბარკლების ხორცი, ეგ უნდა დარბილდეს და შემდეგ, ხინკალი, კუბდარი, კოტლეტი, ტოლმა და ა.შ. საქონლის ხორცთან უნდა შეერიოს, ასევე ქაბაბს როცა ვწვავ შამფურზე, მაშინაც ვხმარობ მაგ ნაჭრებს.

ზურგის "სუკს", ზურგიელი ჰქვია ჩვენებურად, ინგლისურად PORK BACK STRAP/LOIN.

ნეკნების ძირები ინგლისურად არის RIBLETS, ქართულად ფერთხებს, ქართლში ლართხებსაც ვეძახით.
უმაგრესი მწვადი გამოდის, ოღონდ დიდი ნაჭრები უნდა შეიწვას აუცილებლად ხილის შეშაზე, მთლად უკეთესი თუ წალამზე მოვამზადებთ.

ახლა უნდა დაგეთანხმო იმაში რომ სუკებს როცა ამოიღებ ახალი მონაპოვარიდან, მაშინვე უნდა შეწვა, მერე ჩვეულებრივი ჩალაა, აღარ შველის დამარინადება.

ეს კიდევ მთლად მთავარი ჩემთვის.
რაიო?
ვნადირობო.
რატომ არ ვიცნობთ ერთმანეთს აქამდე?

PM-ზე შევეხმიანოთ ერთმანეთს.

Posted by: diliskaptenachunchxa 30 Jan 2020, 14:14
მომიწია დედაქალაქიდან კახეთში საცხოვრებლად გადასვლა ერთი-ორი წლით. მწვადის თემა რომ იწეოდა, ადგილობრივები ყოველთვის ყიდულობდნენ ,,უმზეურს" (სპეციალურად ანახინებდნენ ღორის ხორცის გამყიდვლებს). ღორის დანარჩენი ნაწილები მეორეხარისხოვანია მწვადისთვისოოოო...

Posted by: 2Bua 30 Jan 2020, 18:28
QUOTE (elchi @ 30 Jan 2020, 13:56 )
2Bua

ვაიმე, რამდენ რამეში არ გეთანხმები. lol.gif

კისრის , ბეჭის და ბარკლების ხორცი, ეგ უნდა დარბილდეს და შემდეგ, ხინკალი, კუბდარი, კოტლეტი, ტოლმა და ა.შ. საქონლის ხორცთან უნდა შეერიოს, ასევე ქაბაბს როცა ვწვავ შამფურზე, მაშინაც ვხმარობ მაგ ნაჭრებს.

ზურგის "სუკს", ზურგიელი ჰქვია ჩვენებურად, ინგლისურად PORK BACK STRAP/LOIN.

ნეკნების ძირები ინგლისურად არის RIBLETS, ქართულად ფერთხებს, ქართლში ლართხებსაც ვეძახით.
უმაგრესი მწვადი გამოდის, ოღონდ დიდი ნაჭრები უნდა შეიწვას აუცილებლად ხილის შეშაზე, მთლად უკეთესი თუ წალამზე მოვამზადებთ.

ახლა უნდა დაგეთანხმო იმაში რომ სუკებს როცა ამოიღებ ახალი მონაპოვარიდან, მაშინვე უნდა შეწვა, მერე ჩვეულებრივი ჩალაა, აღარ შველის დამარინადება.

ეს კიდევ მთლად მთავარი ჩემთვის.
რაიო?
ვნადირობო.
რატომ არ ვიცნობთ ერთმანეთს აქამდე?

PM-ზე შევეხმიანოთ ერთმანეთს.

ტეხასში ხარ?

მე ტეხასში ვცხოვრობ.

რაც შეეხება კისერს, კისრისგან გამოდის ძალიან ძლიერი მწვადი. მიტომ დავწერე რომ ჩემი სუბიექტური აზრია და არა აუცილებელი სიმართლე.

კისრის ხორცს არ ვხმარობ გასატარებლა. მე ძალიან მომწონს მისი გემო და წვნიანობა.

გეთანხმები რომ გასატარებლად ბეჭი და ბარკალი საუკეთესოა. მაგრამ, მე რახანც არ მომწონს სუკი, ხშირად სუკს მუცლის ნაჭრებში ვურევ და გატარებულ ღორის ხორცს ხინკალში ვხმარობ. კაი წვნიანი შიგთავსი გამოდის თან ცოტა მჭლე საქონლის ხორცს თუ დაუმატებ გემრიელი ხინკალი გამოდის.

ნეკნები გემრიელია, გეთანხმები, მაგრამ მე კისერის და ბეჭის მწვადი უდრო მომწონს ვიდრე ძვლების ხვრა.

Posted by: thug 30 Jan 2020, 18:32
საინტერესო მეთოდია
რას იტყვით პროფესორებო? biggrin.gif

Posted by: 2Bua 30 Jan 2020, 21:33
thug

მაგი შებოლვა უფროა ვიდრე შეწვა.

მწვადის მთავარი ღირსება არის სირბილე, წვნიანობა და შეწვის დროს შექმნილი კანი (მაილარდის რეაქცია). როცა წვავ ეს ყველაფერი ნარჩუნდება.

როცა ბოლავ, თუ დიდი ხანი არ დაუთმე, მიიღება მკვრივ და მშრალ შედეგს. მე როგორც ამიხსნეს (ხორცის შებოლვა არ მიყვარს და არც მიცდია), ხორცს აქვს წვნიანობის და სირბილის ორი სტადია. შეწვა ინარჩუნებს პირველ სტადიას, შებოლვა ცდება პირველ სტადიას და ცდილობს მიაღწიოს მეორე სტადიას. როცა პატარა ნაჭრები გაქვს, მეორე სტადიამდე მიღწევა ძნელია იმიტომ რომ ხორცი გამოგიშრება. როცა ბოლავ, უნდა გამოიყენო დიდი და ცხიმიანი ნაჭრები, რომ არ გამოგიშრეს.

Posted by: elchi 30 Jan 2020, 23:42
QUOTE (thug @ 30 Jan 2020, 18:32 )
საინტერესო მეთოდია
რას იტყვით პროფესორებო? biggrin.gif

ვერ ვუყურე ბოლომდე, დამაწყდა ნერვები.
ჯერ რა დღეში ჩააგდო ხორცი, მერეა და ერთდროულად ვწვავ და ვბოლავო.
წარმომიდგენია რა სუნი ექნება ეგეთ "რამეს". facepalm.gif

Posted by: Besa 8 Feb 2020, 02:33
elchi

ზდრასტი მოდერ
ხინკლის მაგვარი თემა, მწვადზეც ხომ არ მიგვეცა?

Posted by: thug 8 Feb 2020, 02:42
2Bua
elchi

რავი კაი გემრიელ ვიდზე არის
დავაგემოვნებდი

მწვადის მუღამი ზუსტად ეგაა რო რაღაც დონეზე იბოლება როცა წვავ ნახშირზე
აბა ბოლის გემო თუ არ აიღო მაშინ ტაფაზე შეწვი ხორცი ეგ ხომ მწვადი აღარ იქნება

ეს მეთოდი არ ვიცი რაღაცებს რომ აფარებს რამდენად ჯობია მაგრამ ზოგადად მწვადის სიგემრიელეში დიდ როლს ბოლი თამაშობს.

Posted by: elchi 8 Feb 2020, 07:04
Besa

აგერ არ არის მწვადზე თემა?

thug

კიი, მაგრამ მწვადი სხვა რამეა და შებოლვა სხვა.
მაგან აიღო და თუ რამე დასწვავი ჰქონდა იმაზე შებოლა-შეწვა.
ტაფის მწვადი არ გამაგონო ძმაო.
რათქმაუნდა ნაკვერცხალზე უნდა შეიწვას, ისიც დანავლებული უნდა იყვეს, მერე გამოდის ბომბა, სუნიც მაგარი აქვს და გემოც.

Posted by: horsecash 8 Feb 2020, 11:43
ხორცს რო ბასტურმა და დარბილება, დამარინადება ჭირდება ის ხორცი არ უნდა შეწვა შამფურზე. მწვადი კარგია უმზეური, ნეკნი, შეიკა ნაჭერი. საშუალო ნაჭრებად დაჭრა თანაბრად ააგო შამფურზე და ნაკვერჩხალზე დადებამდე მსხვილი მარილი წააყარო ბარაქიანად და დაუდო. ჯერ შეკრა შამფურები შეატყუპო რომ ჩამოღვენთილი ცხიმი რო დაეცემა ნაკვერჩხალს და ბოლს აუშვებს მოედოს კარგად 3-4 გადატრიალების შემდეგ შეგიძლია გაუშალო ოდნავ და ატრიალო. წალამი პირველია, თხილი, და ხილის შეშა. არმიყვარს ნახშირზე შემწვარი აკლია რა რაღაც.

Posted by: thug 8 Feb 2020, 17:20
horsecash

შეშა არ დებს ნახშირს? biggrin.gif

elchi

ხო რაღაც განსხვავებული მეთოდით წვავს თან მამაპაპურიო რავი biggrin.gif

Posted by: Amigo-Amo 9 Feb 2020, 01:06
შეწვით გირჩზე და მიხვედებით, რომ სხვა დანარჩენი (ნახშირი, წალამი, შეშა) მხოლოდ ამაოებაა biggrin.gif

Posted by: soccer28 10 Feb 2020, 17:22
QUOTE
შეწვით გირჩზე და მიხვედებით, რომ სხვა დანარჩენი (ნახშირი, წალამი, შეშა) მხოლოდ ამაოებაა

საინტერესოა...

Posted by: elchi 10 Feb 2020, 17:34
QUOTE (Amigo-Amo @ 9 Feb 2020, 01:06 )
შეწვით გირჩზე და მიხვედებით, რომ სხვა დანარჩენი (ნახშირი, წალამი, შეშა) მხოლოდ ამაოებაა biggrin.gif

შემიწვია, მაგრამ არა ამიგო, არავითარ შემთხვევაში არ შეწვა ნებისმიერი რამ წიწვოვანის ცეცხლზე.
შენ წარმოიდგინე და ბუხარშიც არ ვხმარობ წიწვოვანს შეშად.
ვიცი რასაც ვწერ.

Posted by: iosebovich 10 Feb 2020, 17:38
დაუშვებელია წიწვოვანზე მწვადის შეწვა. მართალია პატივცემული მოდერი. კატეგორიულად დაუშვებელია.

Posted by: samisertiwutia 10 Feb 2020, 19:14
რა გირჩზე მწვადი, რა ექსპერიმენტებს ატარებთ? biggrin.gif ეთერზეთებს და ათას უბედურებას გაუშვებს შეწვისას, მავნებელიც იქნება ძალიან, გემოზე ვერაფერს ვიტყვი

Posted by: BeerLover 10 Feb 2020, 20:32
ეგეთი რამე პირველად გავიგე

უნდა დაწამლო ხალხი თუ რატო წერ მასეთებს? biggrin.gif

Posted by: Amigo-Amo 10 Feb 2020, 23:29
თუ საწინააღმდეგოს იძახით, მაშინ არგუმენტირებულად დაწერეთ smile.gif 10 წელიწადზე მეტია, რაც ქიზიყში ჩვენი ოჯახიც და სამეზობლოს უმეტესი ნაწილი გირჩზე ვწვამთ, გეუბნებით, რომ მინ. 10 წელიწადია. თუკი იმ კუთხით ეწინააღმდეგებით, რომ ჯანმრთელობისთვის საზიანოა, რავიცი, არც ჩვენ და არც გარშემომყოფებს ჯანმრთელობის მხრივ არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია. აი მაგ 1000 გზის შეწამლულ და წამლით გაჟღენთილ წალამზე ვინც წვამთ და ზოგადად, მიესალმებით, თქვენ იკითხეთ gigi.gif gigi.gif

Posted by: BeerLover 10 Feb 2020, 23:42
Amigo-Amo

არც წალამზე შემწვარი მწვადის მჭამელებს აქვთ ეგრე მასიურად ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ არ ნიშნავს რო მავნებელი არაა biggrin.gif

Posted by: Amigo-Amo 10 Feb 2020, 23:53
BeerLover
ნებისმიერ შემთხვევაში, წალამზე 98%-თ დარწმუნებული ხარ, რომ ნაწამლია (რა თქმა უნდა, თუკი შენი/ახლობლის ვენახის არ არის, როცა იცი, რომ ჯანსაღია smile.gif თუმცა, ახლა ისეთი დროა, რომ ყველა წამლავს ვაზს smile.gif მე მაინტერესებს, კარგად გამომშრალი გირჩი ჯანმრთელობისთვის/ორგანიზმისთვის რა საფრთხის შემცველია smile.gif გემოვნურ თვისებეზე ნუ ვილაპარაკებთ,

Posted by: Master_Nick 10 Feb 2020, 23:55
Amigo-Amo
გირჩზე შემწვარი მწვადი მეც პირველად გავიგე biggrin.gif სპეციფიკურ გემოს არ აძლევს?

Posted by: BeerLover 10 Feb 2020, 23:57
Amigo-Amo

მარტივია

ეთეროვანი ზეთების უზარმაზარ რაოდენობას შეიცავს გირჩი

Master_Nick

ცუდ გემოს არ მიცემს მარტო გირჩებს თუ იხმარ, წიწვები, ნაძვის ტოტები და ა.შ. კი აამწარებს მაგრად, მაგრამ მარტო გირჩით ალბათ გემოზე პრობლემა არ იქნება, თუმცა ეთერზეთებით გაჟღენთილ ხორცს შეჭამ biggrin.gif

Posted by: Amigo-Amo 11 Feb 2020, 00:07
QUOTE (BeerLover @ 10 Feb 2020, 23:57 )
Amigo-Amo

მარტივია

ეთეროვანი ზეთების უზარმაზარ რაოდენობას შეიცავს გირჩი

მედიცინაში ეთეროვან ზეთებს იყენებენ სამკურნალოდ, კარგად მოგეხსენებათ smile.gif კაი, ყველაფერს თავი დავანებოთ... პიტნა უფრო მეტ ეთერზეთებს შეიცავს, ვიდრე გირჩი, მაგრამ რატომ ითვლება სასარგებლოდ? ან/და ზოგადად, კულინარიაში რატომ გამოიყენება აქტიურად? smile.gif საერთოდ ვერაფრის გემოს იგრძნობთ, რადგანაც არც აქვს და არანაირი ზეთები და ფისი არ შეგაწუხებთ lol.gif

Posted by: BeerLover 11 Feb 2020, 00:09
Amigo-Amo

ეთერზეთებს გააჩNია და მოხმარების ფორმას

ჭაჭა მაგალითად მაგიტოა ნაგავი, ეთერზეთებით როა გაჟღენთილი, ერთ-ერთი ყველაზე მავნებელი სასმელია დედამიწაზე

პიტნა კაცებისთვის არ შეიძლება lol.gif

Posted by: GURAMI2 11 Feb 2020, 00:13
უკაცრავად და ეთეროვანი ზეთი რა შუაშია? გირჩი დაიწვა გადაიქცა ნაკვერჩხლად ასე ვთქვათ ჩაქვრა ბოლს აღარ უშვებს მაგრამ წითელი ფერი აქვს და გიზგიზებს აქ ხომ უკვე ყველა ეთერზეთი დამწვარია? თუ ვცდები?

Posted by: BeerLover 11 Feb 2020, 00:15
GURAMI2

რა თქმა უნდა ცდები biggrin.gif

Posted by: Amigo-Amo 11 Feb 2020, 00:19
QUOTE (BeerLover @ 11 Feb 2020, 00:09 )
Amigo-Amo

ეთერზეთებს გააჩNია და მოხმარების ფორმას

ჭაჭა მაგალითად მაგიტოა ნაგავი, ეთერზეთებით როა გაჟღენთილი, ერთ-ერთი ყველაზე მავნებელი სასმელია დედამიწაზე

პიტნა კაცებისთვის არ შეიძლება lol.gif

კაი ახლა, აქ რეჩი ეთეროვან ზეთებზე და მის მავნებლურ თვისებებზე კი არ ჩამოვარდა, არამედ იმაზე, რომ მწვადი "გირჩზე" განსხვავებული მეთოდია და ნიტო შეხედა სასტავმა biggrin.gif ამას ისიც განაპირობებს ალბათ, რომ ა) "მწვადი მხოლოდ წალამზე" სტერეოტიპია დამკვიდრებული და ბ) გირჩი წიწვოვანი მცენარეა/მცენარის შემადგენელი ნაწილია და გაფიქრებინებს, რომ წიწვოვანი მცენარისთვის დამახასიათებელი სპეციფიური გემო ექნება. მაგრამ არ არის ეგრე. ხინკლის თემაში, ბატის ხინკალსაც ნიტო შეხედა სასტავმა ეგრე biggrin.gif

Posted by: BeerLover 11 Feb 2020, 00:20
Amigo-Amo

არა მე ეგრე არ შემიხედავს მაგ თემისთვის, მავნებლობაზე გავამახვილე ყურადღება, გირჩი არ მიცემს სპეციფიურ გემოს, აი წიწვები და ტოტები კი

ბატის ხინკალს რაც შეეხება იდეალური რამეა

Posted by: Master_Nick 11 Feb 2020, 00:24
Amigo-Amo
ამ უქმეებზე გირჩზე უნდა შევწვა მწვადი ups.gif ინტრიგაში ჩავარდი კაცი

BeerLover
ისე ეთერზეთები რა შუაშია გირჩთან? უნდა მოისინჯოს, სწავლა სიბერემდეო.

Posted by: Amigo-Amo 11 Feb 2020, 00:25
QUOTE (BeerLover @ 11 Feb 2020, 00:20 )

ბატის ხინკალს რაც შეეხება იდეალური რამეა

ეეჰჰ yes.gif 2 კვირაა ალბათ, რაც არ მიჭამია cry.gif
წავედი აბა იქაც შევიხედავ gigi.gif
* * *
QUOTE (Master_Nick @ 11 Feb 2020, 00:24 )
Amigo-Amo
ამ უქმეებზე გირჩზე უნდა შევწვა მწვადი ups.gif ინტრიგაში ჩავარდი კაცი

BeerLover
ისე ეთერზეთები რა შუაშია გირჩთან? უნდა მოისინჯოს, სწავლა სიბერემდეო.

თუ იპოვი კარგად გამომშრალ გირჩს, შეწვი და ჭამისას მეც მომიხსენიე cry.gif არ ვიცი, კარგად გამომშრალი გირჩი ისეთ რა რაოდენობის ან საერთოდ რა ეთეროვან ზეთებს უნდა შეიცავდეს smile.gif

Posted by: thug 11 Feb 2020, 02:12
გირჩის მწვადი პირველად გავიგე მეც biggrin.gif

....................

Posted by: elchi 11 Feb 2020, 07:02
დაუწერიათ, მაგრამ ბოლომდე არა.
ეთერზეთების გარდა წებოვანია, იმიტომ არ ვხმარობ ბუხარში წიწვოვანებს.
გაიგლისება საკვამური და თითქმის შეუძლებელია მერე მისი გაწმენდა.

ავახვიეთ უბანმა და ტყეში ავედით, წავიღეთ ყველაფერი, მაგრამ შეშის წაღება დაგვავიწყდა.
სხვა გზა არ იყო, უკან ჩამომსვლელი არცერთი არ ვიყავით.
არადა ნაძვნარია.
მოვაგროვეთ გირჩები და დავანთეთ.
სიმართლე თვალის სინათლეო, მაგარი მწვადი გამოვიდა.
როგორც ფორუმელებმა ბრძანეს და ვეთანხმები, მავნებელია ჯანმრთელობისთვის.

Posted by: Amigo-Amo 11 Feb 2020, 08:50
elchi
ბუხარში მხოლოდ გირჩს არ უკეთებ, ტოტებს, ნაძვს/ფიჭვს შეშის სახით უკეთებ და რა თქმა უნდა, ის არ არის გამომშრალი და წებოსაც გაცილებით მეტს შეიცავს, ვიდრე გირჩი.
ოკი. შენ გამოცდილი და საქმის მცოდნე ადამიანი ხარ, გენდობი smile.gif რახან ამბობ, ესეიგი ეგრეა smile.gif თუმცა, შეწვას გავაგრძელებ მაინც gigi.gif

Posted by: Мiami 11 Feb 2020, 09:02
Amigo-Amo
QUOTE
ეეჰჰ  2 კვირაა ალბათ, რაც არ მიჭამ

სახლში აკეთებთ თU სადმე არის?...……………………………………...

Posted by: Amigo-Amo 11 Feb 2020, 10:26
QUOTE (Мiami @ 11 Feb 2020, 09:02 )
Amigo-Amo
QUOTE
ეეჰჰ   2 კვირაა ალბათ, რაც არ მიჭამ

სახლში აკეთებთ თU სადმე არის?...……………………………………...

სახლში smile.gif
სხვაგან ვერ იპოვით ვერსად.

Posted by: elchi 11 Feb 2020, 11:52
ამიგო, არ დავწერე ბოლომდე.
ის წიწვოვანის ნამწვავი ბუხარის კოშკში რომ გაელესება, წარმოიდგინე რა მოხდება მერე.
თავისუფლად შეიძლება სახლი დაწვა.

გეტყვი, მეუღლე მეცნიერი მყავს, მიკრობიოლოგია, ეგეთი "რამეები" არ ესწავლება, იმისგან ვიცი, საზიანოა ადამიანების ჯანმრთელობისთვის.
უცებ ვერ გაიგებ რა ხდება, რამოდენიმე წელში ის წიწვოვანის "ფისი" "ჩაბედონტება" ფილტვებში და კუჭში.

ვთქვი ზემოთ, არ შეწვათ მწვადი ნაძვის ნებისმიერ ნარჩენზე.

Posted by: Phenem 11 Feb 2020, 13:44
კარგად გამხმარ და გაფშეკილ გირჩს რაღა ეთერზეთები უნდა ქონდეს შერჩენილი ? სულ გამომხმარ-გამომშრალია ხოლმე.
თან კიდე იმის ჩაწვის მერე რაღა ეთერზეთი უნდა შერჩეს გავარვარებულ, წითელ ნაკვერჩხალს

ახლა თქვენ თუ კარგად შეკრულ, ლამაზ, მწვანე გირჩებზე წვამთ, ეგ სხვა საქმეა biggrin.gif ან თუ დაუმწვარი წიწვოვანის ბოლზე ბოლავთ მწვადს biggrin.gif
ძალიან მაგარი ნაკვერჩხალი აქვს გირჩს. არა იმიტომ, რომ რამე გემოს აძლევს, უბრალოდ მალე არ ნელდება და წვავს და წვავს თანაბრად. თან შესაგროვებლადაც ადვილია და დასანთებადაც, არც დაჩეხვა სჭირდება და არც მორების თრევა.
მოკლედ, კაი პრაქტიკული რამეა

Posted by: Amigo-Amo 11 Feb 2020, 13:57
QUOTE (Phenem @ 11 Feb 2020, 13:44 )
კარგად გამხმარ და გაფშეკილ გირჩს რაღა ეთერზეთები უნდა ქონდეს შერჩენილი ?  სულ გამომხმარ-გამომშრალია ხოლმე.
თან კიდე იმის ჩაწვის მერე რაღა ეთერზეთი უნდა შერჩეს გავარვარებულ, წითელ ნაკვერჩხალს

ახლა თქვენ თუ კარგად შეკრულ, ლამაზ, მწვანე გირჩებზე წვამთ, ეგ სხვა საქმეა biggrin.gif ან თუ დაუმწვარი წიწვოვანის ბოლზე ბოლავთ მწვადს biggrin.gif
ძალიან მაგარი ნაკვერჩხალი აქვს გირჩს. არა იმიტომ, რომ რამე გემოს აძლევს, უბრალოდ მალე არ ნელდება და წვავს და წვავს თანაბრად. თან შესაგროვებლადაც ადვილია და დასანთებადაც, არც დაჩეხვა სჭირდება და არც მორების თრევა.
მოკლედ, კაი პრაქტიკული რამეა

რავი, მეც მაგას ვსკანდირებ და არაო cry.gif
გეთანხმები სრულიად, გირჩზე რომ თანაბრად და უმაგრესად იწვება, ისე არცერთზე
yes.gif yes.gif yes.gif
თან ერთხელ რომ დააყრი, მეორე დადებ მწვადსაც წვამს უპრობლემოდ.

Posted by: elchi 12 Feb 2020, 06:36
სცადეთ აბა თხილის, ან კაკალის ნაჭუჭზე შეწვით ბურვაკის ნეკნები.

პ.ს. ვაზს არ ვწამლავ, საკუთარი ხეივანი მაქვს, ასე რომ წალამი ბუნებრივია.
რაც შეეხება ხილის შეშას, ეგეც მოუწამლავია, ადრე იმ ტერიტორიაზე სამხედრო ბაზა იყო და მერე სადღაც "წაიღეს" ყველაფერი, დარჩა ხეხილის ნარგავები, სავსეა იქაურობა ნაირნაირი ვაშლით, მსხალით, ბალით, ქლიავით და ა.შ.
პირადად ვიცნობ რეინჯერებს, როცა გასუფთავება-გასხვლას იწყებენ, მირეკავენ და იქიდან მომაქვს სამწვადე შეშა.
ან თუნდაც, თუ გადავაწყდი ვინმე ხილის ხეს ჭრის სამეზობლოში/ქალაქში, არ "დაფქვათ" და ნახერხად არ აქციოთ, მოვალ და წავიღებ.
ახლა არის, მეორე ქუჩაზე ვაშლი მოჭრა ერთმა შტერმა, იქ უყრია ძირი და ტოტები.
ვერ მოვიცალე რომ მივიდე და წამოვიღო.

Posted by: thug 12 Feb 2020, 06:43
საღოლ კაი ფანტაზია გაქვთ

მე მევასება ასანთის ღერების ნაკვერჩხალზე შემწვარი მწვადი
ოღონდ გოგირდიანი თავები უნდა დააჭრა რათქმაუნდა!!!

ჯამაიკელებთან ვიყავი ადრე სტუმრად

ავოკადოს კურკებზე შეწვეს დაუვიწყარი მწვადი mad.gif

Posted by: Мiami 12 Feb 2020, 08:34
QUOTE (thug @ 12 Feb 2020, 06:43 )
საღოლ კაი ფანტაზია გაქვთ

მე მევასება ასანთის ღერების ნაკვერჩხალზე შემწვარი მწვადი
ოღონდ გოგირდიანი თავები უნდა დააჭრა რათქმაუნდა!!!

ჯამაიკელებთან ვიყავი ადრე სტუმრად

ავოკადოს კურკებზე შეწვეს დაუვიწყარი მწვადი mad.gif

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif …………………………..

Posted by: Amigo-Amo 12 Feb 2020, 10:09
QUOTE (elchi @ 12 Feb 2020, 06:36 )
სცადეთ აბა თხილის, ან კაკალის ნაჭუჭზე შეწვით ბურვაკის ნეკნები.

პ.ს. ვაზს არ ვწამლავ, საკუთარი ხეივანი მაქვს, ასე რომ წალამი ბუნებრივია.
რაც შეეხება ხილის შეშას, ეგეც მოუწამლავია, ადრე იმ ტერიტორიაზე სამხედრო ბაზა იყო და მერე სადღაც "წაიღეს" ყველაფერი, დარჩა ხეხილის ნარგავები, სავსეა იქაურობა ნაირნაირი ვაშლით, მსხალით, ბალით, ქლიავით და ა.შ.
პირადად ვიცნობ რეინჯერებს, როცა გასუფთავება-გასხვლას იწყებენ, მირეკავენ და იქიდან მომაქვს სამწვადე შეშა.
ან თუნდაც, თუ გადავაწყდი ვინმე ხილის ხეს ჭრის სამეზობლოში/ქალაქში, არ "დაფქვათ" და ნახერხად არ აქციოთ, მოვალ და წავიღებ.
ახლა არის, მეორე ქუჩაზე ვაშლი მოჭრა ერთმა შტერმა, იქ უყრია ძირი და ტოტები.
ვერ მოვიცალე რომ მივიდე და წამოვიღო.

ჩემი სიმამრივით ხარ yes.gif უნარჩენო წარმოება გაქვთ, ტყუილად არაფერს აჩერებთ და არ ყრით gigi.gif gigi.gif

Posted by: ღამის_რაფსოდია 12 Feb 2020, 19:12
QUOTE (thug @ 12 Feb 2020, 06:43 )
საღოლ კაი ფანტაზია გაქვთ

მე მევასება ასანთის ღერების ნაკვერჩხალზე შემწვარი მწვადი
ოღონდ გოგირდიანი თავები უნდა დააჭრა რათქმაუნდა!!!

ჯამაიკელებთან ვიყავი ადრე სტუმრად

ავოკადოს კურკებზე შეწვეს დაუვიწყარი მწვადი mad.gif

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif up.gif

Posted by: Amigo-Amo 13 Feb 2020, 00:22
thug
Мiami
ღამის_რაფსოდია

"მწვადი წალამი"-ს სტერეოტიპზე დავწერე ზემოთ და როგორც ჩანს, თქვენც ამ სტერეოტიპის მსხევრპლნი ხართ smile.gif

Posted by: max-14 16 Feb 2020, 16:07
QUOTE
ავოკადოს კურკებზე შეწვეს დაუვიწყარი მწვადი

gigi.gif

Posted by: elchi 26 Mar 2020, 18:35
ასეთი წესით შემწვარი მწვადი შედარებით სხვანაირი გამოდის.
გუშინ მოვინდომე და ნახეთ შედეგიც.
ერთი ღამე მარინადში მქონდა გაუყინავი ღორის ხორცი, ლუდით ჩავაბასტურმე, მარილი, წითელი დაფქვილი წიწაკა და შავი პილპილი, ამ შემთხვევისათვის მარინადისთვის ხახვი და დაფნის ფოთოლი არ გამომიყენებია.

არ არის ეგ სამწვადე ნაჭრები.
ქალს ხორცი არ უნდა აყიდინო.
მე არ მიშვებს სახლიდან და ეგ მომიტანა.

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: CALDWELL 15 Apr 2020, 20:41
QUOTE
საღოლ კაი ფანტაზია გაქვთ

მე მევასება ასანთის ღერების ნაკვერჩხალზე შემწვარი მწვადი
ოღონდ გოგირდიანი თავები უნდა დააჭრა რათქმაუნდა!!!

ჯამაიკელებთან ვიყავი ადრე სტუმრად

ავოკადოს კურკებზე შეწვეს დაუვიწყარი მწვადი

ეგ რა არის, აი კომუნისტების დროს კახელმა მეღვინემ ( გვარი აღარ მახსოვს) პუგაჩოვას ლენინისთავიან თუმნიანებზე შეუწვა მწვადი. აი მწვადი ეგ იყო ძმაუუ....

Posted by: LIVE-76 26 Apr 2020, 20:34
რა კარგი თემა აღმოვაჩინე... love.gif

ჩემ გამოცდილებას ჩავამატებ თქვენის ნებართვით..

ყველაზე გემრიელი ამოდის ღორის შეიკა და ნეკნების მწვადი, სუკი კარგია მაგრამ მშრალი გამოდის...

შეიკას არავითარი ჩაბასტურმება არ უნდა, მარტო რამოდენიმე საათით ხახვში და პილპილში შეიძლება, რამოდენიმე ცალ დაფნის ფოთოლსაც ჩავდებ ხოლმე... მაგრამ მერე შამფურზე აგების დროს ეს ხახვი აუცილებლად ყველა ბოლომდე უნდა მოაცილოთ ხორცის ნაჭრებს, თორემ დაიწვება უცებ და დანახშირდება და გემოს გაუფუჭებს... მარილს პრინციპურად არ ვაყრი თავიდან, რადგან დიასახლისებმა კარგად იციან რომ მარილი ხელს უწყობს წვენის გამოყოფას... აი მაგალითად კიტრი-პომიდვრის სალათი დაჭრილი დიდ ხანს ინახება ახალივით თუ არ მოაყრით მარილს... მოაყრით და ეგრევე წვენს უშვებს... ასევე ხორცის ნაადრევად დამარილება იწვევს წვის პროცესში ნაადრევად წვენის გამოყოფას და მწვადი შედარებით მშრალი გამოდის... 2-3 წუთით ადრე სანამ მოვხსნი ნაკვერჩხლიდან მაშინ ვაყრი მარილს, ეს საკმარისია რომ მარილი გადნეს და გაუჯდეს.

თუ შეიკა ვერ იშოვეთ და მაგალითად ბარკლის ნაჭერი გაქვთ შესაწვავად, აიღეთ ერთი ბოთლი ჩვეულებრივი ლუდი და ლუდში ჩააბასტურმეთ ხახვთან ერთად, რამოდენიმე საათი საკმარისია, ხორცი გამოდის ძალიან ფაფუკი და გემრიელი, არავითარი ლუდის გემო არ აქვს...

შეშა წალამი ყველაზე სასურველია, მაგრამ თუ არ გაქვთ მაშინ ნებისმიერი ხილის შეშა გამოდგება, მთავარია არავითარ შემთხვევაში წიწვოვანი ხეები არ შეერიოს!!! მე მრავალი წელი ციმბირში ვცხოვრობდი და იქ არყის (ბერიოზას მგონი ესე ქვია ქართულად)) ხეს ვიყენებდით და ძალიან გემრიელი გამოდის ასევე...

როგორც კი ცეცხლი ქრება მაშინვე არ დაალაგოთ შამფურები, დააცადეთ ცოტა, აი ნაცრისფერი რომ გახდება ნაკვერჩხლები მაშინ დაიწყეთ შეწვა, თორემ ძლიერ სიმხურვალეზე ხორცი მალე იწვება და ვერ ასწრებს შიგნიდან კარგად შეწვას, გარეშემო გაგიშავდებათ და შიგნით კი უმივით დარჩება...

ძმარი არ იხმაროთ მარინადში!!! პადოშივით აქცევს ხორცს, ძმარს უმატებენ თაღლითი მემწვადეები განსაკუთრებულად ზაფხულში, როდესაც სიცხისგან ხორცი მალე უფუჭდებათ ამ შემთხვევაში, ძმარი მყრალ სუნს თრგუნავს!!! თუ ძმრის არომატი გსურთ მაინც, აი იმ წყლის ბოთლში ჩაამატეთ ერთი კოვზი ძმარი, რომელსაც ვიყენებთ უცაბედად ცეცხლის გაჩენის დროს ნაკვერჩხალზე...

ის ხახვი არ გამოიყენოთ საჭმელად რაშიც უმი ხორცი იყო ჩაბასტურმებული, იმ ხახვმა თავისი საქმე უკვე გააკეთა, ხორცს თავისი წვენი მისცა და იმუშავა გემოსთვის... ის ხახვი გადაყარეთ და ხელახლა სასურველია წითელი ხახვი დაჭერით რგოლებად ბლომად და ემალის დიდ ქვაბში ჩაყარეთ, მწვადს როცა მოხსნით შიგ ჩაყრით და აატრიელებთ გემრიელად, ერთ წუთში ჩაიორთქლება ხელახლა და იფ იფ იფ რა არომატები დადგებაა... მომანდომეთ ამ წერაში რაა... biggrin.gif love.gif

ესეც ჩემი შემწვარი მწვადი... alk.gif

user posted image

Posted by: masai11 14 Jun 2020, 11:33
როგორც მოგეხსენებათ არსებობს მწვადთაყვანისმცემლობის ორი მიმდინარეობა, ორი სკოლა.
ერთნი აცხადებენ, რომ ხახვი მწვადზე ეს არის ცრუსწავლება, ტრადიციის დამახინჯება და ერესი.
მეორენი არ უარყოფენ ხახვს, როგორც მწვადის გამამშვენებელ-დამამშვენებლ სართს.

ბოლოს და ბოლოს, თქვენი აზრით და გამოცდილებით რომელი მოძღვრებაა სწორი smile.gif

user posted image user posted image

Posted by: elchi 14 Jun 2020, 18:04
masai11

მოძღვრებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ როცა მწვადს ვწვავ, ყოველთვის ვიყენებ ხახვს.
მარინადში გამოყენებულ ხახვს აღარ ვხმარობ, ახალს მოვაჭრი ხოლმე, მაგრამ იმდენს არა, როგორც ერთხელ რესტორანში მოგვართვეს.
ჩემს შუათანა ძმას "ძალიან მწარე ენა" აქვს.
დაუძახა ოფიციანტს და -"ქალბატონო დეიდა", ჩვენ მწვადი შეგიკვეთეთ ხახვით და არა ხახვი მწვადით, სად ვიპოვო ახლა ხორცი ამდენ ხახვშიო. lol.gif lol.gif

Posted by: dadn 14 Jun 2020, 19:46
QUOTE
მეორენი არ უარყოფენ ხახვს, როგორც მწვადის გამამშვენებელ-დამამშვენებლ სართს.

აბა რაა..
მაგრამ არ დაგვავიწდეს რომ ყველა ხახვი ხახვი არაა ,ისევე როგორც ღორის ხორცი ! biggrin.gif
წინა საუკუნეს ქიზიყში მწვადზე მხოლოდ ამ ხახვს ვხმარობდით (მოგრძო წითელი) ე.წ Schalotten ,
user posted image

სამწუხაროდ ეხლა უკვე როგორც ყველაფერი ქართული გემრიელი სანთლით საძებარი გახდა.

Posted by: Extra_Terrestrial 13 Jul 2020, 17:24
ამას წინებზე მწვადი შევწვი და პირველად დამემართა ეგეთი რამე, მწვადს აბსოლუტურად არ ქონდა ბოლის ანუ შებოლვის გემო, გეგონება ტაფაზე იყო შემწვარი
ქათამიც შევწვი და იმასაც ანალოგიურად
შეშა არ მახსოვს რისი იყო, თმცა ხილის შეშა რო იყო მახსოვს და როგორც ვიცი ძალიან კარგია არომატისთვის ეგ
მეგობარმა ხორცს დააბრალა
თქვენ რას მეტყვით რისი ბრალი იყო? კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ რო მისხალი არომატიც კი არ ქონდა ნაკვერჩხალზე შემწვარის

Posted by: Killer-Bee 15 Jul 2020, 09:21
მწვადის ჭამის დროს უნდა იგრძნობოდეს მხოლოდ ხორცის არომატი არავითარი მარინადი პირპილი ტყემალი არ სჭირდება.მხოლოდ მარილი.რათქმაუდა ხორცი უნდა იყოს საუკეთესო კისერი ნეკნები.სასურველია წალამზე შემწვარი.შემწვარზე წითელი ხახვი მოყრილი.კარგი კიტრი პამიდვრის სალათა და სულგუნი ყველი და თონის პური.სხვა საჭმელი მაგიდაზე ზედმეტია.და კარგი ღვინო.

Posted by: iosebovich 15 Jul 2020, 09:30
Killer-Bee
QUOTE
მწვადის ჭამის დროს უნდა იგრძნობოდეს მხოლოდ ხორცის არომატი არავითარი მარინადი პირპილი ტყემალი არ სჭირდება.მხოლოდ მარილი.რათქმაუდა ხორცი უნდა იყოს საუკეთესო კისერი ნეკნები.სასურველია წალამზე შემწვარი.შემწვარზე წითელი ხახვი მოყრილი.კარგი კიტრი პამიდვრის სალათა და სულგუნი ყველი და თონის პური.სხვა საჭმელი მაგიდაზე ზედმეტია.და კარგი ღვინო.

100%
კლასიკა ეგაა. ყველაფერი დანარჩენი არის ბარბექიუ და შმარბექიუ.

Posted by: thug 15 Jul 2020, 09:42
სულგუნი არა %^#

არც მინახია მწვადაობის დროს სულგუნი სუფრაზე და დაჟე არც კი მსმენია მსგავსი რამე

საერთოდ სულგუნს რა უნდა აღმოსავლეთში

თუ მეგრულ მწვადებზე საუბრობთ

facepalm.gif

მარინადიც პირველად რუსებისგან გავიგე მწვადთან მიმართებაში...

რა მარინადი

ხორცი და მარილი... მეტი არაფერი.

Posted by: Killer-Bee 15 Jul 2020, 11:31
გუდის ყველი იმიტომ არა რომ ორივე მარილიანი გამოვა.მწვადს მარილი კარგათ უნდა ჰქონდეს.სულგუნი პირდაპირ მისწრებაა მწვადზე.ქალაქში ორივე იშოვება.კახური მწვადი და მეგრული სულგუნი არ გამოვა?მარინადი რუსების კი არა სომხებსაა.
* * *
iosebovich
ცხვრის მწვადზე შეიძლება მარინატის გაკეთებანუ იშვიათად იწვება.

Posted by: iosebovich 16 Jul 2020, 12:20
thug
სულგუნმა ჩაანაცვლა ქარხნის და გუდის ყველები. ნუ ქალაქელებს ეგრე გვირჩევნია smile.gif

Killer-Bee
ხო ეგ არ ვიცი. არ მიყვარს ცხვრის მწვადი ...

Posted by: GEORGEXIII 16 Jul 2020, 13:54
QUOTE
მწვადის ჭამის დროს უნდა იგრძნობოდეს მხოლოდ ხორცის არომატი არავითარი მარინადი პირპილი ტყემალი არ სჭირდება.მხოლოდ მარილი.რათქმაუდა ხორცი უნდა იყოს საუკეთესო კისერი ნეკნები.სასურველია წალამზე შემწვარი.შემწვარზე წითელი ხახვი მოყრილი.კარგი კიტრი პამიდვრის სალათა და სულგუნი ყველი და თონის პური.სხვა საჭმელი მაგიდაზე ზედმეტია.და კარგი ღვინო.

ამის წაკითხვა იქნებოდა მშიერზე

user.gif user.gif

Posted by: kataxxl 16 Jul 2020, 15:10
მსხლის ხის შეშა იძლევა ძაააან მაგარ გემოს მაგრამ სად იშოვით საკითხავი ეგაა

Posted by: lilu777 17 Jul 2020, 05:25
მწვადზე ყოველთვის ის მახსენდება. გოგოები წავედით ფეხით ბეთანიაში სტუდენტობის დროს. გზაში რაც შეგვხვდა იმ მანქანებმა მიგვიყვანეს. ხორცი გვქონდა ნაჭრებათ წაღებული, რომ მივედით, იქვე ხის წვრილი ტოტები ავიღეთ გავთალეთ წამოვაცვით ეს მწვადები, მარილი . ცეცხლი დავანთეთ შევწვით და უგემრიელესი იყო ან ძაან გვშიოდა biggrin.gif
მხოლოდ ასე მარტივად არ გვიქნია ეს ყველაფერი, საკმაოდ ვიწვალეთ, თუმცა კარგი მოგონებაა smile.gif

Posted by: fermina 21 Jul 2020, 18:10
user posted image

user posted image

ჩემი შემწვარია, პირველი ჯერისთვის მგონი არა უშავს. არანაირი მარინადი, მარტო ნეკნის ნაჭერი ახალი და მარილი

Posted by: thug 21 Jul 2020, 19:11
fermina

up.gif

..........................

Posted by: Darkstalker 25 Jul 2020, 22:30
QUOTE (lilu777 @ 17 Jul 2020, 05:25 )
მწვადზე ყოველთვის ის მახსენდება. გოგოები წავედით ფეხით ბეთანიაში სტუდენტობის დროს.  გზაში რაც შეგვხვდა იმ მანქანებმა მიგვიყვანეს. ხორცი გვქონდა ნაჭრებათ წაღებული, რომ მივედით, იქვე ხის წვრილი ტოტები ავიღეთ გავთალეთ  წამოვაცვით ეს მწვადები, მარილი . ცეცხლი დავანთეთ შევწვით და უგემრიელესი იყო ან ძაან გვშიოდა biggrin.gif 
მხოლოდ ასე მარტივად არ გვიქნია ეს ყველაფერი, საკმაოდ ვიწვალეთ, თუმცა კარგი მოგონებაა smile.gif

მაგარი დაღლილები იყავით და ბევრი ლუდი დალიეთ თუ რატო გაწვალდით ხორცის წამოცმაში?

Posted by: Augustiner 14 Aug 2020, 09:26
აუ რა მწვადი იყო
დედოფლისწყაროს ბაზარში სამწვადეს დაგიჭრიან, ხორცის უნახავს გაგხდის

user posted image

Posted by: ironshota 19 Aug 2020, 00:22
მწვადის შეწვაზე მამაჩემთან მაქვს ომიიიი...

გასაგებია ასაკშია, არ ევასება ქონიანი მაგრამ მაგ ქონი აძლევს გემოს ხორცს....ვერ შევაგნებინეე biggrin.gif.....

Posted by: ჰეისან 19 Aug 2020, 20:24
ironshota
QUOTE
გასაგებია ასაკშია, არ ევასება ქონიანი მაგრამ მაგ ქონი აძლევს გემოს ხორცს....ვერ შევაგნებინეე

ეჰ... მამაჩემმა კი იცის ეგ, მაგრამ გულის ოპერაციის შემდეგ აკრძალული აქვს ქონიანი კერძების მირთმევა sad.gif

Posted by: samisertiwutia 20 Aug 2020, 12:46
მე საერთოდ ვერ აღვიქვავ მწვადად მჭლე ნაჭრებს, არაფრის გემო არ აქვს, კაი ჭრელ ხორცს რა სჯობია love.gif

Posted by: Nemiroff 20 Aug 2020, 13:25
ბარკალის ხორცი ნორმალური რომ გამოვიდეს რას მირჩევთ როგორ დავამუშავო?
და შორს მიმაქვს, დაკვლიდან 48 საათში რო შევწვა ისე რომ არ გაფუჭდეს როგორ შევინახო?

Posted by: iosebovich 20 Aug 2020, 14:27
samisertiwutia
QUOTE
მე საერთოდ ვერ აღვიქვავ მწვადად მჭლე ნაჭრებს, არაფრის გემო არ აქვს, კაი ჭრელ ხორცს რა სჯობია

100%
ცხიმის გარეშე მწვადი რბილი ვერ გამოდის ...

Posted by: STRN 21 Aug 2020, 15:22
up.gif

................................

Posted by: მამაო ენუქი 21 Aug 2020, 15:26
მე ვწვავ გახურებულ ნაკვერჩხალზე და სულ ვატრიალებ, სოჩნი გამოდის chups.gif
უბრალოდ კაი ხორცის ყიდვა პრობლემაა უკვე თბილისში, იმ დღეს ბაუნშტაინის ხორციც არ მომეწონა old.gif

Posted by: DON PEDRO SANGRE 21 Aug 2020, 17:11
QUOTE (iosebovich @ 16 Jul 2020, 12:20 )
thug
სულგუნმა ჩაანაცვლა ქარხნის და გუდის ყველები. ნუ ქალაქელებს ეგრე გვირჩევნია smile.gif

სულგუნმა როგორ უნდა ჩაანაცვლოს ქარხნის და გუდის ყველი? მარტო სახელი აქვთ მაგათ საერთო.
ანდაც ქალაქში არ იშოვება ქარხნის ან გუდის ყველი?

Posted by: iosebovich 21 Aug 2020, 17:49
მამაო ენუქი
QUOTE
უბრალოდ კაი ხორცის ყიდვა პრობლემაა უკვე თბილისში, იმ დღეს ბაუნშტაინის ხორციც არ მომეწონა

სამწუხაროდ ფერმის ღორებია მთლიანად და პრემიქსით გაჭყეპილები. უგემო და ჩალა. თბილისში მორჩენილია ღორის ხორცის თემა.

Posted by: გიმე 21 Aug 2020, 20:08
მწვადა ცხიმი უხდება და ბროწეულის წვენის გარეშე, არ ვაღიარებ biggrin.gif

Posted by: DON PEDRO SANGRE 4 Sep 2020, 15:58
ძალიან ვარდისფერი რომ არის ღორის ხორცი რისი ნიშანია თუ იცით? კარგია სამწვადედ? ყასაბი მეუბნება ახალგაზრდა ღორისაა ვარდისფერიო და ეგრეა მართლა?

Posted by: fermina 4 Sep 2020, 18:33
DON PEDRO SANGRE
QUOTE
ძალიან ვარდისფერი რომ არის ღორის ხორცი რისი ნიშანია თუ იცით? კარგია სამწვადედ? ყასაბი მეუბნება ახალგაზრდა ღორისაა ვარდისფერიო და ეგრეა მართლა?

yes.gif yes.gif

კი, კარგია.

Posted by: thug 4 Sep 2020, 19:34
DON PEDRO SANGRE

ხბოს ხორციც ეგრეა ფერზე
ალბათ ღორზეც იგივე პონტია ახალგაზრდას ვარდისფერი აქვს

Posted by: toyota12345 24 Sep 2020, 23:18
თბილისში კარგი საწმვადე ღორის ხორცი სად ვიყიდო უპრემიქსო რომ იყოს და სერიოზული მწვადი შეიწვას????

გლდანი დიღომის გარდა ნებისმიერი უბანი მისაღებია...

Posted by: fermina 25 Sep 2020, 01:01
toyota12345
QUOTE
თბილისში კარგი საწმვადე ღორის ხორცი სად ვიყიდო უპრემიქსო რომ იყოს და სერიოზული მწვადი შეიწვას????

ერთადერთი რაც შემიძლია გირჩიო, ვაჟაზე "კახელები", ყოველ შემთხვევაში საბურთალოზე მართლა საუკეთესოა. ვაჟას ძეგლთან არის მაღაზია. ძალიან კარგი მწვადი გამოდის ყოველთვის, ერთი-ორჯერ სხვაგანაც ვიყიდეთ, მათ შორის სოფლის მაღაზიაში და შედარებაც არ შეიძლება, იმდენად ჯობდა კახელების.

Posted by: abes777 25 Sep 2020, 01:04
toyota12345
სუხიშვილის კრუგთან რო ხორცის მაღაზიაა, ყოველთვის ახალი და კარგია.

Posted by: toyota12345 25 Sep 2020, 01:12
fermina

მადლობა ქალბატონო ფერმინა. საგზაო ქაჯობის თემაში აღარ აქტიურობთ)))

abes777

სუხიშვილის კრუგი მანდ კალონკაც რო არის რაღაცა პატარა? ხო არ იცი სადაური ხორცი აქვთ სად კლავენ?

Posted by: fermina 25 Sep 2020, 02:24
toyota12345
QUOTE
fermina
მადლობა ქალბატონო ფერმინა. საგზაო ქაჯობის თემაში აღარ აქტიურობთ)))

ნერვებს ვუფრთხილდები smile.gif თან ამ ბოლო დროს იმდენს აღარ დავდივარ, მითუმეტეს პიკის საათებში, სახლიდან მიწევს მუშაობა smile.gif

Posted by: abes777 25 Sep 2020, 10:50
QUOTE (toyota12345 @ 25 Sep 2020, 01:12 )
fermina

მადლობა ქალბატონო ფერმინა. საგზაო ქაჯობის თემაში აღარ აქტიურობთ)))

abes777

სუხიშვილის კრუგი მანდ კალონკაც რო არის რაღაცა პატარა? ხო არ იცი სადაური ხორცი აქვთ სად კლავენ?

თვითმომსახურების კალონკას გაცდი და კრუგის გადახმა დაინახავ სასტუმროს მეორე სართულზე. მაგ სასტუმროს პირველ სართულზე არის ხორცის მაღაზია.
ან ქვემოდან თუ ადიხარ, ელექტრომობილებოს სატენს რო გაცხები, არმისული ავერსამდე და თბილისურამდე.

საკუთარ ბოინში, საგარეჯოს რაიონში.

Posted by: Amigo-Amo 25 Sep 2020, 11:11
ხორცი შეიძლება, რომ კარგი იყოს, მაგრამ აქ, თბილისში კი არა, კახეთში ვერ იპოვი ფაქტიურად უპრემიქსო ხორცს smile.gif მე უკვე ყველას და ყველაფრის ნდობა დავკარგე biggrin.gif უეჭველი თუ არ ვიცი, რომ უპრემიქსოა (კახეთში ჩემი სიმამრის გაზრდილი ან მეზობლის), აღარ მჯერა biggrin.gif

Posted by: iosebovich 25 Sep 2020, 11:22
Amigo-Amo
QUOTE
ხორცი შეიძლება, რომ კარგი იყოს, მაგრამ აქ, თბილისში კი არა, კახეთში ვერ იპოვი ფაქტიურად უპრემიქსო ხორცს  მე უკვე ყველას და ყველაფრის ნდობა დავკარგე  უეჭველი თუ არ ვიცი, რომ უპრემიქსოა (კახეთში ჩემი სიმამრის გაზრდილი ან მეზობლის), აღარ მჯერა

ეგრეა. თბილისში წესიერი ხორცის ყიდვა უკვე გამორიცხულია. ღორის ხორცი საერთოდ ყველა პრემიქსია და ყველა საშინელებაა. კარფურშიც ეგრეა და სხვაგანაც. გინდაც აგროჰაბში ...

Posted by: AvtandiL 169 25 Sep 2020, 15:17
ადრე იყო გლდანში ხორცის მაღაზია, ზესტაფონის რომელიღაც სოფლიდან ჩამოქონდათ ტყეში გაშვებული და რკოთი ნაკვები ღორის ხორცი. მერე ვარკეთილის უნივერსამში გადავიდნენ და მერე გაქრნენ საერთოდ.

უამრავჯერ შემიწვავს ბოლო წლებში ღორის ხორცი, უამრავ ადგილას მიყიდია მაგრამ ყველა პრემიქსზე იყო გაზრდილი და სუნიც კი არ ქონდა ოდნავ. აი იმ ზესტაფონელ ღორს (biggrin.gif) რომ სუნი და გემო ქონდა არ ვიცი რა. მთელ უბანს თავი ვაგინებინეთ მემგონი იმ დღეს ისეთი სუნი დავაყენეთ.

Posted by: toyota12345 25 Sep 2020, 23:45
AvtandiL 169

იურაზე იძახი იურას კუპატი ასე ერქვა. საბურთალოზე ყაზბეგზეც გახსნეს ფილიალი. რაც პანდემია დაიწყო და მერე შეზღუდვები მოიხსნა აღარ გამიგია მაგათზე არაფერი...

Posted by: Blofroo 26 Sep 2020, 04:33
QUOTE
მე უკვე ყველას და ყველაფრის ნდობა დავკარგე  უეჭველი თუ არ ვიცი, რომ უპრემიქსოა (კახეთში ჩემი სიმამრის გაზრდილი ან მეზობლის), აღარ მჯერა

მწარე სიმართლე სამწუხაროდ ვეღარავის ენდობი დღეს ყველამ იცის ამ საკვები დანამატის შესახებ და მისგან გამოწვეული ყველაფერი ის თუ რას აძლევს და უკარგავს ხორცს... გამომდინარე აქედან ძალიან იშვიათია იყოს ხორცი პრემიქსის გარეშე. თუ მოხდა საოცრება და არის სადმე ასეთიი უკვე ლატარიაა და სხვანაირად არ გამოვა ეგ საქმე თუ ბატინკის ძირზე მომგებიანი ბილეთი არ გაქვს მიკვრული

საერთოდ ამ თემას რომ გავცდეთ ეს რეალობა გვაქვს თუ გსურს რაღაც კარგი უნდა გყავდეს შესაბამისად კონკრეტულ სფეროში ნდობით აღჭურვილი პირი წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე გამართლება არ გამართლებაზეა დამოკიდებული

Posted by: elchi 26 Sep 2020, 15:59
QUOTE (Amigo-Amo @ 25 Sep 2020, 11:11 )
ხორცი შეიძლება, რომ კარგი იყოს, მაგრამ აქ, თბილისში კი არა, კახეთში ვერ იპოვი ფაქტიურად უპრემიქსო ხორცს smile.gif მე უკვე ყველას და ყველაფრის ნდობა დავკარგე biggrin.gif უეჭველი თუ არ ვიცი, რომ უპრემიქსოა (კახეთში ჩემი სიმამრის გაზრდილი ან მეზობლის), აღარ მჯერა biggrin.gif

აქ ისეთებს ვკითხულობ და თან რამდენს, აღარ ვემდურები ჩემს ძმას.
ჩამოსული ვიყავი 2017-ში და არ დაგინახო გარეთ რამეს გაეკაროვო.
სასწრაფოში მუშაობს და დღე არ გავა 5-6 საჭმელისგან მოწამლული რომ არ შემოიყვანონო.

რესტორანში ღვინო არ დაილევა, ხინკალი კიდევ ხომ საერთოდ.
ახლა სამწვადეც პრობლემა გამხდარა. facepalm.gif

და ეს ხდება საქართველოში. facepalm.gif

მარტივად შეიძლება მაგ საკითხის გადაწყვეტა.
დააწერონ რომელია "ხელოვნური" და რომელია ნატურალური.
თანახმა ვარ გაზარდონ ფასი, მაგრამ თუ იმაიმუნეს, მაგარი ჯარიმები უნდა ააკრან.

Posted by: masai11 27 Sep 2020, 00:29
ზოგადად საინტერესოა და თემისთვის პირველი სიუჟეტია "თემა".

https://www.youtube.com/watch?v=u3xzNqkbepE&list=LLSKzCyKdzT6L_Yd3mzKA_kQ

Posted by: keen 27 Sep 2020, 09:08
ბლაუენშტაინის ხორცი და ხორცპროდუქტები ვარგა რამედ?

Posted by: Lamorac 27 Sep 2020, 09:14
keen
მეც მაინტერესებს ეგ.
ფასები ძალიან ძვირი აქვთ.
საქართველოში ყველაზე ძვირი ხორცი აქვთ drug.gif

Posted by: masai11 27 Sep 2020, 11:44
keen
Lamorac
სუფთა და ნორმების დავცითაა დამზადებული. ასე ვთქვათ უვნებელია.
თუმცა გემრიალია არ არის. პატარა საყასბოებში უფრო გემრიელ ხორცს იყიდის კაცი.
როგორც ვიცი, რამოდენუმე სბურგერე სწორედ ბლაუენშტაინისაგან იღებს ფარშს. გარანტურებულია რომ ძაღლის, ვირის ან ცხენის ხორცი არ იქმება.

Posted by: Lamorac 27 Sep 2020, 14:21
masai11
აი გემრიელი რომ არ არის ეგ მგონია ზუსტად ნამდვილი ხორცის გემო.
ანუ იმას ვიძახი, რომ ხელოვნური ინგრედიენტებით გაჯერებული საჭმელი, ბუნებრივზე უფრო გემრიელია და ეს ყოველთვის ასეა.
მგონია, რომ ჩვენ დავიწყებული გვაქვს ნამდვილი რაღაცების გემო. კონსერვანტებმა და სხვადასხვა ქიმიებმა გემოვნება გაგვიფუჭეს რეალურად.

შეიძლება ვცდები...
არ მეთანხმებით?

Posted by: masai11 27 Sep 2020, 15:37
Lamorac
QUOTE
არ მეთანხმებით?

მომზადებულ ხორცში, ან ხორცის ნახევარფაბრიკატებში შეიძლება დაამატო ისეთი "ქიმია", რომ მისი გემოვნებითი თვისებები გააკეთილშობილო, მარაგ პირველადი ნედლეულის, ანუ უმი ხორცის შემთვევაში საქმე ასე არ არიას. რითია ნაკვები საქონელი, რამდენი ხნის დაკლულია - ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ხორცის ხარისხზე. ამიტომ, ხშირ შემთვევაში პატარა საყასბოებს უფრო ნატურალური და გემრიელი ხორცი აქვთ გაყიდვაში ვიდრე თქვათ ბალაუენშტაინს, აგროჰაბს და გუდვილს.

Posted by: fordman 27 Sep 2020, 18:21
keen
QUOTE
ბლაუენშტაინის ხორცი და ხორცპროდუქტები ვარგა რამედ?

კი, განსაკუთრებით საქონლის სასტეიკე ხორცი. ფასი 28 ლარიდან 56 ლარამდე.

Lamorac
QUOTE
საქართველოში ყველაზე ძვირი ხორცი აქვთ

არც ისე. მაგაზე ძვირიანებსაც ნახავ თუ მოინდომებ.

masai11

QUOTE
რითია ნაკვები საქონელი, რამდენი ხნის დაკლულია - ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ხორცის ხარისხზე. ამიტომ, ხშირ შემთვევაში პატარა საყასბოებს უფრო ნატურალური და გმრიელი ხორცი აქვთ გაყიდვაში ვიდრე თქვათ ბალაუენშტაინს, აგროჰაბს და გუდვილს.

პატარა საყასბომ ნორმალურად ნაკვები საქონელი სად უნდა იყიდოს ან რამდენი უნდა გადაიხადოს? აგროჰაბი და გუდვილი არ ვიცი და ბლაუენშტაინს თავისი საქონელი ჰყავს და იმის ხორცი იყიდება მარტო.
თუ სტეიკისთვის გინდა მით უმეტეს- ვერცერთ პატარა საყასბოში სასტეიკე ხორცს ვერ იყიდი.

Posted by: tavadze 27 Sep 2020, 20:03
elchi
QUOTE
მარტივად შეიძლება მაგ საკითხის გადაწყვეტა.
დააწერონ რომელია "ხელოვნური" და რომელია ნატურალური.
თანახმა ვარ გაზარდონ ფასი, მაგრამ თუ იმაიმუნეს, მაგარი ჯარიმები უნდა ააკრან.

ეეეჰ - ეგ რომ გააკეთონ, მაშინ მართლა სახელმწიფო უნდა გვქონდეს და არა - ვიგინდარათა საბოგინო შემოღობილი. sad.gif
მომინდომე აქ ნორმალური სახელმწიფოს აშენება, ხო იცი. biggrin.gif
და "კახეთშიც ვეღარ ნახავთ უპრემიქსოდ გაზრდილს" თემას რაც შეეხება, ხშირად გლეხმაც არ იცის, რითი კვებავს საკუთარ პირუტყვს, როცა საკვებს ბაზარზე ყიდულობს.

Posted by: toyota12345 28 Sep 2020, 20:19
abes777

მადლობა ძმაო ეგ რა მაგარი ადგილი მასწავლე. დღეს ხორცი ვიყიდეთ ძმაკაცები გადაირივნენ ასეთი სამწვადე თბილისში არ გვიყიდიაო. ხორცი იყო იდეალური!!! მწვადი წვნიანი და გემრიელი.

კაი კაცი ხარ გენაცვალე და თუ მაგ ხალხს იცნობ დიდი პატივისცემა ჩვენგან ასე გადაეცი. უეჭველი მანდ ვიყიდი ხოლმე ამის შემდეგ სამწვადეს.

Posted by: Camel 28 Sep 2020, 22:01
QUOTE
სუხიშვილის კრუგი მანდ კალონკაც რო არის რაღაცა პატარა? ხო არ იცი სადაური ხორცი აქვთ სად კლავენ?

რა ადგილზეა საუბარი?

სუხიშვილის კრუგი ვერ გავიგე სად არისwink.gif

Posted by: toyota12345 28 Sep 2020, 22:03
Camel

ვარკეთილი როგორ იცი ჯერ ეგ მითხარი და აგიღწერ როგორ უნდა მიხვიდე

Posted by: abes777 28 Sep 2020, 22:07
Camel
ვარკეთილშია. Dropped pin
Near 1, T'bilisi
https://maps.app.goo.gl/2FzF4SZ4jSVQ6WgD7
toyota12345
ხორცი ყოველთვის ახალია, ყოველთვის საბუთიანი და ბოინში დაკლული, ექიმგამოვლილი. უკრაინა და მამაძაღლობა არა. მანდ მალე მწვადი და ქაბაბიც დამეატება შეწვით მარა პატიოსანი კაცი არ გამოჩდა ჯერ არავინ რო დაიწყოს სამსახური. ენთუზიასტიც რო იყოს, კარგად ისწავლის, მიექცევა ყურადღება.

პ.ს.
როდესმე თუ რამე არ მოგეწონება, მითხარი.

Posted by: toyota12345 28 Sep 2020, 22:11
abes777

ხორცი იყო იდეალური! თბილისის მასშტაბით მე მასეთი ღორის ხორცი ჯერ არ მიყიდია ვწერ ფაიზაღს. 14 ღირდა, და 15 ლარიც რო ყოფილიყო მე მიღირს მასეთ ხორცში 1 და 2 ლარით მეტის გადახდა.

Posted by: Camel 28 Sep 2020, 22:20
toyota12345
QUOTE
ვარკეთილი როგორ იცი ჯერ ეგ მითხარი და აგიღწერ როგორ უნდა მიხვიდე

abes777
მადლობა ორივეს.

Posted by: iosebovich 29 Sep 2020, 09:50
toyota12345
QUOTE
ხორცი იყო იდეალური! თბილისის მასშტაბით მე მასეთი ღორის ხორცი ჯერ არ მიყიდია ვწერ ფაიზაღს. 14 ღირდა, და 15 ლარიც რო ყოფილიყო მე მიღირს მასეთ ხორცში 1 და 2 ლარით მეტის გადახდა.

ვაა ჩემთან ახლოსაა და მივალ მეც აუცილებლად. ეგ რა კარგი ვარიანტი გაიჩითა თუ მერე ტრადიციულდ არ გააფუჭეს.

Posted by: Amigo-Amo 29 Sep 2020, 11:09
ჩემი აზრით, ყველაზე სანდო მეთოდი, რომლითაც შეგვიძლია ზედაპირული დაკვირვებით უპრემიქსო ხორცი გავარჩიოთ პრემიქსით გაზრდილისგან, არის შემდეგი: ე.წ. "უმზეურ" ნაჭრებს რომ ეძახიან (ნეკნებიდან წამოსული მუცლის ჩათვლით), ეგ უნდა იყოს კომბინირებული ფენებით; ანუ: 1 ფენა უნდა იყოს ქონი/ცხიმი, მეორე ფენა მჭლე და ასეთი პრინციპით რამოდენიმე ფენა კდიევ smile.gif ასეთი ხორცი რომ მიიღო, სპეც. კომბინირებული კვება ჭირდება რამდენადაც ვიცი. რაღაც დროის განმავლობაში სიმინდს აჭმევ, რაღაც მონაკვეთში კოპტონს, რაღაც დროს ქატოს, შრატს და ა.შ. smile.gif არ ვამბობ, რომ უეჭველი უპრემიქსოა-მეთქი, მაგრამ ჩემი გამოცდილებით, როდესაც ასეთ ხორცს ვარჩევ, ყოველთვის გემრიელია და სურნელებაც აქვს შეწვის დროს;

Posted by: GEORGEXIII 29 Sep 2020, 11:22
ჩემი გამოცდილებაა მწვადის შეწვასთან დაკავშირებით იმენა არანორმალურად სწრაფად უნდა ატრიალო და საკაიფოდ იწვება....

Posted by: Amigo-Amo 29 Sep 2020, 11:43
QUOTE (GEORGEXIII @ 29 Sep 2020, 11:22 )
ჩემი გამოცდილებაა მწვადის შეწვასთან დაკავშირებით იმენა არანორმალურად სწრაფად უნდა ატრიალო და საკაიფოდ იწვება....

თუ ხორცი არ ვარგა, ატრიალე და იყავი, მაინც ჩალა იქნება smile.gif))))))

Posted by: Trump 29 Sep 2020, 11:44
QUOTE
ჩემი გამოცდილებაა მწვადის შეწვასთან დაკავშირებით იმენა არანორმალურად სწრაფად უნდა ატრიალო და საკაიფოდ იწვება....

ჩემი გამოცდილებაც ზუსტად იგივეს ამბობს.,

მთავარია იქვე იდგე და ატრიალო, მწვადი შეიწვება კარგი.

Posted by: iosebovich 29 Sep 2020, 12:34
Amigo-Amo
QUOTE
თუ ხორცი არ ვარგა, ატრიალე და იყავი, მაინც ჩალა იქნება

100 %
თუ გინდა ავტორევერსი ჩაურთე, ხორცი არ ვარგა შეგიძლია გადაყარო აზრი არ აქვს რა მეთოდით შეწვავ ...

Posted by: abes777 29 Sep 2020, 12:39
QUOTE (iosebovich @ 29 Sep 2020, 09:50 )
toyota12345
QUOTE
ხორცი იყო იდეალური! თბილისის მასშტაბით მე მასეთი ღორის ხორცი ჯერ არ მიყიდია ვწერ ფაიზაღს. 14 ღირდა, და 15 ლარიც რო ყოფილიყო მე მიღირს მასეთ ხორცში 1 და 2 ლარით მეტის გადახდა.

ვაა ჩემთან ახლოსაა და მივალ მეც აუცილებლად. ეგ რა კარგი ვარიანტი გაიჩითა თუ მერე ტრადიციულდ არ გააფუჭეს.

10 წელზე მეტია რაც არის.
ჯერ არის რესურსი რო იყოს ახალი, საბუთიანი, ექიმგამოვლილი, ქართული წარმოების.

Posted by: keen 29 Sep 2020, 12:41
QUOTE (abes777 @ 29 Sep 2020, 12:39 )
QUOTE (iosebovich @ 29 Sep 2020, 09:50 )
toyota12345
QUOTE
ხორცი იყო იდეალური! თბილისის მასშტაბით მე მასეთი ღორის ხორცი ჯერ არ მიყიდია ვწერ ფაიზაღს. 14 ღირდა, და 15 ლარიც რო ყოფილიყო მე მიღირს მასეთ ხორცში 1 და 2 ლარით მეტის გადახდა.

ვაა ჩემთან ახლოსაა და მივალ მეც აუცილებლად. ეგ რა კარგი ვარიანტი გაიჩითა თუ მერე ტრადიციულდ არ გააფუჭეს.

10 წელზე მეტია რაც არის.
ჯერ არის რესურსი რო იყოს ახალი, საბუთიანი, ექიმგამოვლილი, ქართული წარმოების.

საქონლის ან ხბოს ხორცი აქვთ ?

Posted by: abes777 29 Sep 2020, 12:46
keen
ყველაფერია .

Posted by: Amigo-Amo 29 Sep 2020, 13:07
საინტერესოა, ვინ როგორი პრინციპით არჩევთ სამწვადე ხორცს? აი, მე მაგალითად:
ა) ხორცი უნდა იყოს კომბინირებული ფენებით; ანუ: 1 ფენა იყოს ქონი/ცხიმი, მეორე ფენა მჭლე და ამ დაშვებით რამოდენიმე ფენა კიდევ (რაც მეტი, უკეთესი)
ბ) უპირატესობას ვანიჭებ ნეკნიდან დაწყებულ მუცლით დამთავრებულ ნაჭრებს; მაგის შემდგომ ზურგის/კისრის ნაჭრებს;
გ) ხორცი უნდა იყოს თანაბარი შეფერილობის, არ უნდა ჰქონდეს ჩამუქებული ადგილები ალაგ-ალაგ;
დ) ვიზუალურად უნდა იყოს ცხიმით გაპოხილი (ცხიმი ბზინავსო რომ იტყვიან)
ე) ნეკნი უნდა ჰქონდეს რაც შეიძლება ვიწრო და არა განიერი;

Posted by: masai11 29 Sep 2020, 18:54
QUOTE (fordman @ 27 Sep 2020, 18:21 )
keen
QUOTE
ბლაუენშტაინის ხორცი და ხორცპროდუქტები ვარგა რამედ?

კი, განსაკუთრებით საქონლის სასტეიკე ხორცი. ფასი 28 ლარიდან 56 ლარამდე.

Lamorac
QUOTE
საქართველოში ყველაზე ძვირი ხორცი აქვთ

არც ისე. მაგაზე ძვირიანებსაც ნახავ თუ მოინდომებ.

masai11

QUOTE
რითია ნაკვები საქონელი, რამდენი ხნის დაკლულია - ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ხორცის ხარისხზე. ამიტომ, ხშირ შემთვევაში პატარა საყასბოებს უფრო ნატურალური და გმრიელი ხორცი აქვთ გაყიდვაში ვიდრე თქვათ ბალაუენშტაინს, აგროჰაბს და გუდვილს.

პატარა საყასბომ ნორმალურად ნაკვები საქონელი სად უნდა იყიდოს ან რამდენი უნდა გადაიხადოს? აგროჰაბი და გუდვილი არ ვიცი და ბლაუენშტაინს თავისი საქონელი ჰყავს და იმის ხორცი იყიდება მარტო.
თუ სტეიკისთვის გინდა მით უმეტეს- ვერცერთ პატარა საყასბოში სასტეიკე ხორცს ვერ იყიდი.

ის პატარა საყასბოები ან თვითონ დადიან სოფელ-სოფელ და გლეხისგან ყიდულობენ საკლავს, ან შეთანხმეული არიან სასაკლაოებზე და როცა საქონელს მიიყვანს ვინმე ესენიც სთავაზობენ ყიდვას.
გლეხების საქონლისგან კი ხორცი უფრო გემრიელი იმიტომაა, რომ ხშირ შემთხვევაში ბალახზეა გაზრდილი და არა ხელოვნურ საკვებზე დანამატებით.
შენ მოგწონს ბალუანშტაინის საქონლის ხორცი?

Posted by: fordman 30 Sep 2020, 17:42
masai11
ეგ პატარ-პატარა საყასბოები სადაც იაფად იშოვიან ხორცს იქ ყიდულობენ. ბლაუენშტაინს თავისი ფერმები აქვს რაჭაში და ნაგავს არ აჭმევენ საქონელს.
QUOTE
შენ მოგწონს ბალუანშტაინის საქონლის ხორცი?

რომელიმე პატარა საყასბოში ნაყიდი ხორცისგან სტეიკი თუ შეგიწვავს და ბლაუენშტაინისას შეგიდარებია ამ კითხვას არ უნდა სვამდე.
თუმცა ყოველდღიური მოხმარებისთვის (არა შესაწვავად)ჩემთვის ძვირია სამწუხაროდ და მაინც პატარა საყასბოებს ვერიდები- კარფური, გუდვილი მირჩევნია.

Posted by: masai11 30 Sep 2020, 18:04
fordman
QUOTE
ეგ პატარ-პატარა საყასბოები სადაც იაფად იშოვიან ხორცს იქ ყიდულობენ. ბლაუენშტაინს თავისი ფერმები აქვს რაჭაში და ნაგავს არ აჭმევენ საქონელს.

შენ პირადად გინახავს რას აჭმევენ საქონელს ბალუენშტაინის ფერმებში?
ან ინსაიდერული ინფო გაქვს?
საქართველო არ არის ხარისხზე ორინეირებული ბაზარი, ასე რომ ბლაუნშტაინიც ისე იქცევა როგორც ბიზნესის კანონები უკარნახებს. უბრალო კანონს არ დაარღვევ და უვნებლობის შესახებ მოთხოვნებში ჩაჯდება.
სტეიკის მოყვარული არ ვარ, მაგრამ სხვა დანარჩენისთვის რაც მიყიდია (სპეციალურად ბლაუენშტაინი) მისი გემრიელობით არავინ მოხიბლულა.

Posted by: Amigo-Amo 30 Sep 2020, 19:57
კარგით რა... რა ბლაუენშტაინი და შინჰოფერი gigi.gif gigi.gif რომელ გემოზე და ნატურალური კვებით მირებულ ხორცზეა საუბარი? ჩვენს ქვეყანაში რომ მაღალი დონის სურსათის უვნებლობის და ხარისხის კონტროლი მოქმედებდეს, მაგ ხორცს სოსისში და ძეხვში თუ გაუშვებდნენ მაქს.
ნატურალური არის მხოლოდ ის, რომელსაც სოფლად მამაშენი/ბიძაშენი/პაპაშენი (და ა.შ.) ზრდის და დარწმუნებული ხარ რომ ის არის, რაც უნდა იყოს smile.gif

Posted by: fermina 30 Sep 2020, 20:40
fordman
QUOTE
რომელიმე პატარა საყასბოში ნაყიდი ხორცისგან სტეიკი თუ შეგიწვავს და ბლაუენშტაინისას შეგიდარებია ამ კითხვას არ უნდა სვამდე.

სხვაგან ნაყიდი ხორცისგან სტეიკი უბრალოდ არ იწვება, ესაა რეალობა. არის ქვასავით მაგარი უმეტეს შემთხვევაში.

Posted by: fordman 30 Sep 2020, 21:00
masai11
QUOTE
შენ პირადად გინახავს რას აჭმევენ საქონელს ბალუენშტაინის ფერმებში?
ან ინსაიდერული ინფო გაქვს?
საქართველო არ არის ხარისხზე ორინეირებული ბაზარი, ასე რომ ბლაუნშტაინიც ისე იქცევა როგორც ბიზნესის კანონები უკარნახებს. უბრალო კანონს არ დაარღვევ და უვნებლობის შესახებ მოთხოვნებში ჩაჯდება.
სტეიკის მოყვარული არ ვარ, მაგრამ სხვა დანარჩენისთვის რაც მიყიდია (სპეციალურად ბლაუენშტაინი) მისი გემრიელობით არავინ მოხიბლულა.

არცერთ ფერმაში არ ვარ ნამყოფი ცხოვრებაში, შესაბამისად არც მინახავს ვინ რას აჭმევს. ბლაუენშტაინზე რაც ვიცი იგივეს აკეთებს რაჭაში რასაც შირნჰოფერი აპირებდა ქართლში და არ დააცადეს- პატარა ფერმერებს ეხმარებიან ფერმის გამართვაში, აძლევენ ხბოებს და შემდეგ გაზრდილს ყიდულობენ. ხოდა ასეთ ფერმერს ედავებოდნენ იმაში რომ ძროხებს ახალი ბალახის ნაცვლად რუსთავიდან ჩამოტანილ თივას რომ აჭმევდა.
QUOTE
ან ინსაიდერული ინფო გაქვს?

რეცეპტორები მაქვს.
QUOTE
სტეიკის მოყვარული არ ვარ, მაგრამ სხვა დანარჩენისთვის რაც მიყიდია (სპეციალურად ბლაუენშტაინი) მისი გემრიელობით არავინ მოხიბლულა.

სხვა რამე არც გამისინჯავს, მარტო შესაწვავი ძეხვეული და ეგაც ნორმალური აქვთ.
fermina
QUOTE
სხვაგან ნაყიდი ხორცისგან სტეიკი უბრალოდ არ იწვება, ესაა რეალობა. არის ქვასავით მაგარი უმეტეს შემთხვევაში.

up.gif
იყიდება სხვაგანაც აქა-იქ ნორმალური სასტეიკე, მაგრამ ორჯერ და ხან სამჯერ ძვირია ხოლმე.

Posted by: masai11 30 Sep 2020, 22:37
fordman
QUOTE
რეცეპტორები მაქვს.

გასაგებია.
მე მაგის გარდა ცოტა გამოცდილებაც მაქვს, სასაკლაოებიც მინახავს და საქონლის ფერმაც, სადაც ჩემი თანამშრომლები მუშაობენ.

პ.ს. ზოგიერთმა საერთოდ ხორცის ცნობაც არ იცის და სადმე საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ან ვირის ხორცს თუ შეატყუებენ, მაგასაც ვერ გაარჩებს და მერე მთელი ცხოვრება დარწმუნებული იქნბა, რომ მხოლოდ ბლაუნეშტაიენის ვიტრინაში დაწყობილი ხორცისგან გამოდის სტეიკი.

ბონ აპტიტ მეგორბებო.
მე დავასრულე. ნუღარ დამთაგავთ პლზ.

Posted by: iosebovich 7 Oct 2020, 16:01
abes777
QUOTE
10 წელზე მეტია რაც არის.
ჯერ არის რესურსი რო იყოს ახალი, საბუთიანი, ექიმგამოვლილი, ქართული წარმოების.

QUOTE
ხორცი იყო იდეალური! თბილისის მასშტაბით მე მასეთი ღორის ხორცი ჯერ არ მიყიდია ვწერ ფაიზაღს. 14 ღირდა, და 15 ლარიც რო ყოფილიყო მე მიღირს მასეთ ხორცში 1 და 2 ლარით მეტის გადახდა.

ვიყავი დღეს ეტყობა ტოიოტას უსმინეს და გაუძვირებიათ 1 ლარით. ღირდა 15 ლარი. სატესტო ავიღე და ვნახავ დღეს რას იზავს. ხვალ მოგახსენებთ ...
* * *
QUOTE
QUOTE
ხორცი იყო იდეალური! თბილისის მასშტაბით მე მასეთი ღორის ხორცი ჯერ არ მიყიდია ვწერ ფაიზაღს. 14 ღირდა, და 15 ლარიც რო ყოფილიყო მე მიღირს მასეთ ხორცში 1 და 2 ლარით მეტის გადახდა.

არაა, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი მწვადი შეიწვა. ტაფაზე. საერთოდ არ მოგვეწონა. ეჭვი მაქვს ნეზვი იყო . მოკლედ მე მანდ ხორცს აღარ ვიყიდი. გამორიცხულია თბილისში წესიერი ღორის ხორცის ყიდვა რაა. ფიზიკურად არაა ...

Posted by: ninicool 26 Jan 2021, 19:05
QUOTE (ninicool @ 22 Jan 2020, 18:34 )
la reine
QUOTE
აიი ამ ღორ/ძროხის ნაწილების აზრზე არ ვარ რაა.
უნდა ვისწავლო სად რა მდებარეობს

მე კიდევ, ვცდილობ, ხორცის ჭამას გადავეჩვიო. დღეს და გუშინ არ მიჭამია.

1 წელი გასულა <3 love.gif

Posted by: 088 4 Oct 2023, 16:41
აბა გავაცოცხლოთ გემრიელი თემა. თბილისში მემგონი ყველგან ერთნაირი ხორცი იყიდება, აგროჰაბში ვყიდულობ ხოლმე მე და სად შეიძლება ნამდვილი ქართული სამწვადის ყიდვა?

Posted by: მამაო ენუქი 4 Oct 2023, 17:04
088
QUOTE
ნამდვილი ქართული სამწვადის ყიდვა?

არსად, ბლაუნშტაინს აქვს ასე თუ ისე ნორმალური ხორცი.

Posted by: MRlurch 4 Oct 2023, 18:03
088
თბილისში აგროჰაბში და ბლაუნშტაინში ნორმალური ხორცია, კახეთში მოვახერხე ერთი თვის წინ ყიდვა და რასაც ქვია გემრიელი მწვადი გამოვიდა bis.gif

Posted by: Amigo-Amo 5 Oct 2023, 00:21
QUOTE (088 @ 4 Oct 2023, 16:41 )
სად შეიძლება ნამდვილი ქართული სამწვადის ყიდვა?

თბილისში ყველგან დანამატებით გაზრდილ ღორის ხორცს თუ იყიდი ყველგან. პრინციპში, კახეთშიც ასეა smile.gif დანამატების გარეშე გაზრდილი ღორის ხორცის ყიდვა უფრო სხვა რაიონებში არის შესაძლებელი. მაგალითისთვის, ზაფხულობით უმეტესად სამცხე-ჯავახეთში მიწევს ყოფნა და იქ სახლში გაზრდილი ღორის ხორცი მხვდება ხოლმე. კიდევ ცალკე თემაა, რომ უნდა ცნობდე იმ ნიშნებს, რომლებიც განგასხვავებინებს სახლში/შინაურულად გაზრდილ ღორს დანამატებიღ გაზრდილი ღორისგან. მაინც მე ყოველთვის დანამატებით გაზრდილი ღორის ხორცის ყიდვას ვამჯობინებ უმეტესად, რადგანაც ყოველთვის სასურველ ნაჭერს ვერ ვპულობ ბაზარში და პრემიქსით გაზრდილი ღორი ყოველთვის ახალგაზრდაა ხოლმე და ზურგის ნაწილითაც კი რბილი მწვადი გამოდის. სახლში, შინაურულად და დანამატების გარეშე გაზრდილი ღორის ხორცი კი ღორის ასაკის გამო უმეტესად მაგარია, გემო კი ჩემთვის სულ სხვა (გემრიელი), თუმცა, სტუმრებს დიდად ვერ ვხიბლავ ხოლმე givi.gif

Posted by: 088 5 Oct 2023, 09:33
მამაო ენუქი
MRlurch
Amigo-Amo

მადლობა. მეც აგროჰაბში ვყიდულობ. სოფელში გარეთ გამოკიდებული ხორცზე ზაფხულში გული არ მიმდის, არც შემოწმებული იქნება და არც შენახვის პირობებს იცავენ ძირითადად. თან ბებერს კლავენ უფრო მეტად და მაგარია ხოლმე

თქვენ ნახშირს სად ყიდულობთ თბილისში, დაპრესილია მგონი კარგი. თხილის ბრიკეტებს ვყიდულობ და არც შეწვისას მარცხვენს და თან გემრიელიც გამოდის ხოლმე

Posted by: Amigo-Amo 5 Oct 2023, 12:42
QUOTE (088 @ 5 Oct 2023, 09:33 )
გარია ხოლმე

თქვენ ნახშირს სად ყიდულობთ თბილისში

სად მაქვს ნახშირის ლოლიავის და ფენის ხელში ჭერის თავი biggrin.gif biggrin.gif
შეშა ან გირჩი და მისი ჯანი yes.gif ნუ, კორპუსის ვერანდაზე თუ არ წვავ რა თქმა უნდა.

Posted by: Frankens†ein 5 Oct 2023, 15:08
QUOTE
სად შეიძლება ნამდვილი ქართული სამწვადის ყიდვა?

გურიაში თუ დააკვლევინებ ვინმეს, სადმე მაღალმთიან სოფელში, თავიანთთვის რო ყავთ ღორები, დღედაღამ გარეთ გაშვებული, თავისით რო იკვებებიან...

Posted by: Amigo-Amo 9 Oct 2023, 01:12
დღეს თანამშრომლები უფროსთან ვიყავით სტუმრად კახეთში და დამახვედრეს სამწვადე. ხორცი იყო საკმაოდ ბებერი ღორის, უმეტესად მკერდის ნაწილი და აქა-იქ ნეკნისკენ წასული. ასევე, ხორცის გამყიდველის მიერ იქვე დაჭრილი სამწვადე ნაჭრებად (ოდნავ დიდ ნაჭრებად მეჩვენა და + უმეტესი ნაწილი ისე იყო დაჭრილ-ჩაკუწული, რომ ფიზიკურად ერთს ვერ გაყოფდი ორ ნაჭრად. წალამი რომ დავინახე, მანდ უკვე ცოტა საფრთხე ვიგრძენი (ნაკვერჩხლისთვის წალმის გამოყენებილას სასტიკად არ ვემხრობი) და ამ ყველაფერთან ერთად, მე ხორცი შამფურზე ავაგე-დავამარილე და სხვამ დაანთო ცეცხლი. საბოლოო ჯამში, მწვადი არ შეიწვა, რადგანაც ნაკვერჩხალი არ ეყო smile.gif) ამაში უფრო მეტად დამნაშავე იყო ნაკვერჩხლის სისუსტე, რადგანაც წალამი ძალიან სწრაფად ინთება-იკეთებს ნაკვერჩხალს, თუმცა, ასეთნაირადვე მალე ნელდება smile.gif ამიტომაცაა, რომ მწვადს შეშაზე ან გირჩზე ვწვამ ხოლმე სახლში. ამასთან ერთად, მწვადის შეწვა საკუთარ თავზე უნდა აიღოს ერთმა ადამიანმა, რომელიც დაიწყება ხორცის ყიდვიდან დაწყებული,მისი შამფურიდან ჩამოცლით დამთავრებული. მწვადის შეწვის პროცესში რაც უფრო მეტი ადამიანი მონაწილეობს და ხელებს აფათურებს, მით უფრო უგემური გამოდის.

Posted by: donrobita 9 Oct 2023, 10:45
QUOTE (Amigo-Amo @ 9 Oct 2023, 01:12 )

წალამი კარგია როცა უბრალოდ ბოლის ეფექტის გამო იყენებ.
კაი შეშის ნაკვერჩხალი უნდა იყოს საფუძველი (ან ნახშირი) და ზედ ერთი კონა წალამიც მიაშველო. ტემპერატურას ვერ იჭერს მხოლოდ წალამი, მალე ნაცრდება.

ბებერი რო იყო არ გაშავდა შეწვის დროს? ბებერი ხორცი არ იბრაწება, შავდება ხოლმე და რეზინასავით ხდება

Posted by: Amigo-Amo 9 Oct 2023, 14:11
QUOTE (donrobita @ 9 Oct 2023, 10:45 )

ბებერი რო იყო არ გაშავდა შეწვის დროს? ბებერი ხორცი არ იბრაწება, შავდება ხოლმე და რეზინასავით ხდება

კი, გაშავდა რომელია givi.gif givi.gif დაჟე რაღაც ნაწილი ვერ წამოვაცვი შამფურზე (არ ეყო შამფური) და მერე ბლომად წალამი დავყარე და 3 შამფური ცალკე დავდე. ნაკვერჩხალი კი ეყო, მარა მწვადის ფერი არ მიიღო ხორცმა, მაგარი გამუქდა. yes.gif

საიდან ხარ ქიზიყიდან? 2kiss.gif

Posted by: პითონი 9 Oct 2023, 16:56
Amigo-Amo
წალამი ცოტა იქნებოდა, თორემ სულ წალამზე ვწვავ და ყოველთვის ყოფნის. მთავარია ნაკვერჩხალიდან ხორცამდე მანძილი შეირჩეს ზუსტად. ანუ არც ახლოს იყოს და არც ძალიან შორს, რომ სიმხურვალე კარგად გაუჯდეს და არ დაიწვას/ან არ დააკლდეს.
ასევე ცხიმიანი ხორცი ანელებს ცეცხლს, როდესაც ჩამოედინება ცხიმი და ეწვეთება ნაკვერჩხალს.

წალამს შერჩევა უნდა მამენტ :დ
ზოგს გონია ნედლიც იწვება;დ

ხორცზე გეთანხმებით, უკვე იშვიათად, რომ სადმე ვინმე ყიდიდეს ნატურალურს. მასეთს თვითონ ჭამენ : დ

Posted by: Amigo-Amo 9 Oct 2023, 18:28
პითონი
ხო, შესაძლოა ცოტაც იყო; იმიტომ აღვნიშნე ზემოთ, რომ მწვადი ერთმა კაცმა უნდა შეწვას. სანამ ავაგე-დავამარილე, უკვე დაენთოთ ცეცხლი და აზრზე არ ვარ ბევრი იყო თუ ცოტა biggrin.gif ნაკვერჩხალსა და ხორცს შორის მანძილს კი განვსაზღვრავ, პროსტა ეს არც თუ ისე სწრო მიწის ზედაპირზე იყო და ყველგან თანაბრად ვერც დასვამ მამენტ. თუმცა, მეც მიცდია რამოდენიმეჯერ წალამზე შეწვა, ნუ ასეთი ფიასკო არ განმიცდია არასდროს, თუმცა, გირჩთან ან შეშასთან შედარებით წალამი გაცილებით სუსტია და მალევე ნელდება. ეს ცხიმს წვეთები რომ ეგრევე ანელებს, ცალკე თემაა კიდევ. მჭლე ხორცით მწვადი კიდევ ჩემმა მტერმა შეწვა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: donrobita 10 Oct 2023, 00:06
QUOTE
საიდან ხარ ქიზიყიდან?

დედოფლისწყაროდან

QUOTE
წალამს შერჩევა უნდა მამენტ :დ
ზოგს გონია ნედლიც იწვება;დ

++

Posted by: Amigo-Amo 10 Oct 2023, 01:13
QUOTE (donrobita @ 10 Oct 2023, 00:06 )
QUOTE
საიდან ხარ ქიზიყიდან?

დედოფლისწყაროდან

ჩემი მეუღლე არის არბოშიკიდან და საკმაოდ ხშირად ჩავდივარ იქით. ნუ, კაცი ქიზიყელების სიძე იყოს და იქ ჩასვლა არ უხაროდეს/ეჩქარებოდეს, რავი 2kiss.gif

Posted by: elchi 14 Oct 2023, 08:00
Amigo-Amo

ერთი მეგობრული რჩევა უნდა მოგცე და სხვამაც გაითვალისწინოს.

არავითარ შემთხვევაში არ შეწვათ ნებისმიერი თევზეული, ხორცეული, თუნდაც ბოსტნეული წიწვოვანი მცენარის შეშა იქნება თუ გირჩზე.
old.gif old.gif old.gif

Posted by: Stanhope 14 Oct 2023, 08:32
QUOTE
მწვადის შეწვის ყველაზე გამორჩეულად კარგი მეთოდები

ცოტა ძვირი ჯდება მაგრამ jdam-ით კარგი მწვადი იწვება

Posted by: Amigo-Amo 15 Oct 2023, 00:46
QUOTE (elchi @ 14 Oct 2023, 08:00 )
Amigo-Amo

ერთი მეგობრული რჩევა უნდა მოგცე და სხვამაც გაითვალისწინოს.

არავითარ შემთხვევაში არ შეწვათ ნებისმიერი  თევზეული,  ხორცეული, თუნდაც ბოსტნეული  წიწვოვანი მცენარის შეშა იქნება თუ გირჩზე.
old.gif  old.gif  old.gif

ახლა არ დაიწყო კაცურად გირჩი ეთერ-ზეთებს გამოყოფსო და ა.შ smile.gif გავლილი გვაქვს ეგ ყველაფერი. ამხელა ტემპერატურაზე კიდევ რამე თუ დარჩა, რა გითხრა აბა smile.gif ყველანაირ ქიმიურ და ფიზიკურ პროცესს ეწინააღმდეგება ეგ შეხედულება. მწვადი კი ძალიან კარგი და უგემრიელესი გამოდის. აი ეგ შეხედულებაც რომ დავუშვათ თეორიის დონეზე, ადამიანი სხვა კერძებთან შედარებით, მწვადს იმდენად იშვიათად მიირთმევს, რომ ვერანაირად იქნება გირჩზე შემწვარი მწვადი ორგანიზმისთვის მავნებელი.

Posted by: GEORGEXIII 31 Oct 2023, 15:46
ჩემი აზრით ხშირად უნდა ატრიალო მწვადი რომ არ გამოშრეს და ე მაშინ იწვება ყველაზე კარგად.

Posted by: Frankens†ein 31 Oct 2023, 16:51
QUOTE
ჩემი აზრით ხშირად უნდა ატრიალო მწვადი რომ არ გამოშრეს და ე მაშინ იწვება ყველაზე კარგად.

შამფურებს შორის ადგილი არ უნდა იყოს დატოვებული, ერთმანეთზე უნდა იყოს მიწყობილი...

Posted by: მამაო ენუქი 31 Oct 2023, 16:56
მთავარია კარგი ხორცი, რომელიც თითქმის აღარ იშოვება gigi.gif

Posted by: Amigo-Amo 31 Oct 2023, 16:58
მთავარია, რომ იცოდე ხორცის და სწორი ნაჭრების შერჩევა. + მწვადი ხორცის ყიდვიდან, დამუშავებიდან, ცეცხლის დანთებიდან დაწყებული, მხოლოდ ერთმა ადამიანმა უნდა შეწვას, სხვამ ხელები არ უნდა აფათუროს.

Posted by: მამაო ენუქი 31 Oct 2023, 17:05
Amigo-Amo
ეგ მეორე ხარისხოვანია ყველაფერი, ხორცი თუ არ ვარგა არაფერი არ გამოვა no.gif
კვირას შევწვი ეზოში, არაფერი არ დაკლებია, კარგი სოჩნიც გამოვიდა, მარა არაა რა ის, ხორცი რომ შიშხინის დროს თეთრ ქაფს უშვებს დასახვრეტია იმ ოხრცის გამყიდველი biggrin.gif
ამან ცოტა გაუშვა კიდე, ბლაუნშტაინში ვიყიდე. ერთხელ მწვადი შევწვით აი ეგ ქაფი მდინარესავით მოდიოდა, ეგეთი უგემური ცხოვრებაში იშვიათად რამე გამესინჯოს.

Posted by: public_enemy 31 Oct 2023, 17:46
მიატნი მწვადი გიჭამიათ? lol.gif lol.gif სამსახურში შევწვით, ნახშირის მოსატანად ყველას დაეზარა წასვლა და პალეტები დავამტვრიეთ, ცეცხლი მაგით დავანთეთ. გემო იყო ისეთი თითებს არ ჩაატანდა კაცი. drug.gif

user posted image

Posted by: Amigo-Amo 31 Oct 2023, 17:59
მამაო ენუქი
ეგ თავისთავად, ხორცი თუ არ ვარგა (პრემიქსიანია ან ბებერია), არაფერი გამოვა; ამიტომაცაა, რომ თბილისში სამწვადეს არ ვყიდულობ. ძირითადად აგარაკზე ვწვამ ხოლმე და იქ რაიონში ვპოულობ ასე თუ ისე სახლურ ხორცს.

Posted by: levani169 1 Nov 2023, 01:14
QUOTE (მამაო ენუქი @ 31 Oct 2023, 17:05 )
Amigo-Amo
ეგ მეორე ხარისხოვანია ყველაფერი, ხორცი თუ არ ვარგა არაფერი არ გამოვა no.gif
კვირას შევწვი ეზოში, არაფერი არ დაკლებია, კარგი სოჩნიც გამოვიდა, მარა არაა რა ის, ხორცი რომ შიშხინის დროს თეთრ ქაფს უშვებს დასახვრეტია იმ ოხრცის გამყიდველი biggrin.gif
ამან ცოტა გაუშვა კიდე, ბლაუნშტაინში ვიყიდე. ერთხელ მწვადი შევწვით აი ეგ ქაფი მდინარესავით მოდიოდა, ეგეთი უგემური ცხოვრებაში იშვიათად რამე გამესინჯოს.

ევროპას და დასავლურ ღირებულებებს ებრძვით ..........მოგეკითხებათ,მიშა დიდ არს!

Posted by: MasterJC 3 Nov 2023, 18:45
მამაო ენუქი
ბლაუშტაინერის ხორცი შედარებით ხარისხიანია, მარა გემო - მეჰ
ფერმაა და მიტოუ

უნდა გახვიდე და ბაზარში იყიდო ისეთთან, ვისაც სოფლის საქონელი აქვს

აგლაძეზე (ჰიგიენაზე თვალს ხუჭავ...)
გუდვილში (აგლაძიდან მიაქვთ)
დეზერტირებე
ნავთლუღში და ა.შ.

სანდო ყასაბი გინდა
ცოტა სისუფთავე ესმოდეს
და რასაც ეტყვი იმას გაძლევდეს

მაგალითად "ვაკის ბაზარი" როა, მანდ არ უნდა იყიდო
აფერისტია ფრიდონა და ფერმის ხორცი აქვს და ჰიგიენაც მაგრად ჰკიდია
კაი მაღაზიას აფუჭებს ;დ

Posted by: fermina 3 Nov 2023, 21:43
მამაო ენუქი
QUOTE
ხორცი რომ შიშხინის დროს თეთრ ქაფს უშვებს დასახვრეტია იმ ოხრცის გამყიდველი

ეს რას ნიშნავს?

რამდენჯერმე შევწვით აგარაკზე, ჩემი შვილი წვავს კარგად, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს (გოგოა)

ხოდა იმან შენიშნა, ეს თეთრი ქაფი არ მომწონსო (არადა იქვე სოფელში ხორცის კარგი მაღაზიაა და ვითომ საუკეთესო ხორცი აქვთ). დავაკვირდიო, კახელებში რამდენჯერაც ვიყიდეთო (ვაჟაზე რომ მაღაზიაა თუ იცით ძეგლთან), არასოდეს ჰქონია ეს გამონადენიო.

Posted by: მამაო ენუქი 3 Nov 2023, 21:53
fermina
ეგ იცის პრემიქსით გაჭყეპილმა ღორის ხორცმა.

Posted by: fermina 3 Nov 2023, 21:55
მამაო ენუქი
QUOTE
fermina
ეგ იცის პრემიქსით გაჭყეპილმა ღორის ხორცმა.

გასაგებია, აწი გავითვალისწინებ და წავიღებ ხოლმე თბილისიდან, კაი ხანია კახელებთან აღარ მიყიდია, თუ არ გააფუჭეს ამათმაც ხარისხი.

Posted by: მამაო ენუქი 3 Nov 2023, 21:57
fermina
კი ვიცი ეგ მაღაზია, ცხონებული ბიძაჩემი ცხოვრობდა მანდვე.
სოფლებშიც უკვე უმეტესობა პრემიქსით ზრდის თუ გასაყიდად უნდათ.

Posted by: elchi 3 Nov 2023, 23:03
წავა ესე შემწვარი "სუკი"?

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: Master_Nick 4 Nov 2023, 19:15
elchi
კარგი გრილი გქონია up.gif ორაგულზე თავზაობის სეზონი როდის იწყება მაქეთ?
* * *
fermina
მამაო ენუქი
ღორის ხორცი თბილისში რაც მიყიდია, ყველაზე კარგი ისევ აგროჰაბს ააქვს, ქაფიანი მწვადი ნამდვილად არ გამოდის, ამ პატარა მაღაზიების ნდობა აღარ შეიძლება.

Posted by: fermina 4 Nov 2023, 20:00
Master_Nick
QUOTE
fermina
მამაო ენუქი
ღორის ხორცი თბილისში რაც მიყიდია, ყველაზე კარგი ისევ აგროჰაბს ააქვს, ქაფიანი მწვადი ნამდვილად არ გამოდის, ამ პატარა მაღაზიების ნდობა აღარ შეიძლება.

აგროჰაბის ხორცით არ მიცდია მწვადი. მოვსინჯავ.
კახელებს მართლა საუკეთესო ხორცი ჰქონდათ.
კავთისხევში შალოს დიდი საყვედური. აწი აღარ ვიყიდი მაგასთან.
მაგრამ ძაღლისთვის ისეთ საქონლის ძვლებს მაძლევს ხოლმე, კაი სუპ-ხარჩო თუ რა ვიცი რა არ გამოვა იმისგან biggrin.gif

Posted by: ჩარლზ 14 Nov 2023, 21:31
სულ რამდენი სახეობის ხორცი იცით?

უხსოვარ დროში რომელიღაც კულინარიული წიგნიდან მოვინიშნე რომ ღორის ხორცი 8 სახეობად იყოფა:
1) თავი
2) მკერდის ნაჭერი (მუცლის ღრუ)
3) ბეჭი
4) კისერი და ბეჭის ჩამონაჭერი
5) ზურგისა და წელის ნაჭერი
6) ბარკალი
7) ბარკლის ჩამონაჭერი
8) ფეხი

აქედან, შესაწვავი ხორციაო ბეჭი, კისერი, ბეჭის ჩამონაჭერი, ზურგისა და წელის ნაჭერი, ბარკალი. დანარჩენი არის მოსახარში ან ჩასაშუში ხორცი.

თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვა ტერმინებს უფრო იყენებენ: სუკი, ანტრეკოტი, უმზეური. რომელი ტერმინი ხორცის რომელ ნაწილს აღნიშნავს, ზუსტად შეგიძლიათ ვინმეს განმარტოთ? მარტივად და გლეხურად.

user posted image

Posted by: gordas 14 Nov 2023, 22:37
ჩარლზ
უმზეური - მკერდი/მუცელი
სუკი - ზურგის და წელის ნაჭერი იგივე loin/tenderloin
ანტრეკოტი - Pork chop ზურგის წელის ნაჭერი თავისი ძვლით თუ არ ვცდები, რუსულად კარეიკა
კისერს შეიკას ეძახიან ხოლმე

Posted by: ჩარლზ 16 Nov 2023, 18:50
gordas
QUOTE
უმზეური - მკერდი/მუცელი
სუკი - ზურგის და წელის ნაჭერი იგივე loin/tenderloin
ანტრეკოტი - Pork chop ზურგის წელის ნაჭერი თავისი ძვლით თუ არ ვცდები, რუსულად კარეიკა
კისერს შეიკას ეძახიან ხოლმე

გაიხარე up.gif

Posted by: elchi 20 Nov 2023, 21:32
მწვადისთვის ბურვაკის ნეკნებს ვირჩევ ხოლმე.
აუცილებლად ხილის შეშაზე ან წალამზე უნდა შეიწვას!!!

ნეკნების ნაწილს შევბოლავ.

user posted image

user posted image

Master_Nick
ნიკას გაუმარჯოს.
ორი გრილი შეშაზე და შამფურებზე მაქვს გადაკეთებული, ასევე ბადეზეც შემიძლია მოვამზადო, პროპანის ქურა დავუტოვე ორივეს, მესამე ავტოფარეხშია, ძირითადად იქ ვამზადებ კერძებს, სამზარეულოში არ მინდა, იშხეფება აქეთ-იქით და მერე მეუღლესთან პრობლემები მაქვს.lol.gif lol.gif
რაც შეეხება ორაგულზე თევზაობას, აგვისტოს ბოლოს დამთავრდა სეზონი. vik.gif
სხვა გზა არ მაქვს, ოკეანისკენ უნდა წავიდე ნავიდან რომ ვითევზავო. facepalm.gif

Posted by: xx3xx 2 Dec 2023, 01:10
QUOTE (elchi @ 20 Nov 2023, 21:32 )
მწვადისთვის ბურვაკის ნეკნებს ვირჩევ ხოლმე.
აუცილებლად ხილის შეშაზე ან წალამზე უნდა შეიწვას!!!

ნეკნების ნაწილს შევბოლავ.

user posted image

user posted image

Master_Nick
ნიკას გაუმარჯოს.
ორი გრილი შეშაზე და შამფურებზე მაქვს გადაკეთებული, ასევე ბადეზეც შემიძლია მოვამზადო, პროპანის ქურა დავუტოვე ორივეს, მესამე ავტოფარეხშია, ძირითადად იქ ვამზადებ კერძებს, სამზარეულოში არ მინდა, იშხეფება აქეთ-იქით და მერე მეუღლესთან პრობლემები მაქვს.lol.gif  lol.gif
რაც შეეხება ორაგულზე თევზაობას, აგვისტოს ბოლოს დამთავრდა სეზონი. vik.gif
სხვა გზა არ მაქვს, ოკეანისკენ უნდა წავიდე ნავიდან რომ ვითევზავო. facepalm.gif

ნეკნები ძალიან გემრიელია user.gif help.gif

პ.ს
ამერიკაშიც საჩალიჩოა კაი ხორცი? პრემიქსები და ხიმიაზე ზრდიან იქაც?

Posted by: Tocadero 2 Dec 2023, 17:21
ყველა ხე სხვადასხვა არომატსი იძლევა მე პირადად მსხალს გამოვარჩევდი მაგრამ მაგდენი მსხალი სად უნდა იშოვო

ნუ ხორცის ხარისხი მთავარია

ყველაზე გემრიელი ნეკნებია

Posted by: cosаnоstra 3 Dec 2023, 16:59
მწვადისთვის ნეკნი და შეიკა - ზი ბესტ

სუკი არ ვარგა

Posted by: Amigo-Amo 4 Dec 2023, 12:22
QUOTE (cosаnоstra @ 3 Dec 2023, 16:59 )
შეიკა - ზი ბესტ

აი რანაირად არის კისერი საუკეთესო? smile.gif კისერი კარგია ყაურმაში. კისერი თუ არ დაამარინადე, არ ვარგა არაფრით, რადგანაც მოძრავი ნაწილია და მაგარი ხორცია. ზოგადად, ხორცი, რომელიც ძვალთან ან მის ახლოს არ არის, სამწვადედ არ ვარგა.

Posted by: GEORGEXIII 4 Dec 2023, 12:25
QUOTE
სუკი არ ვარგა

რასამბობ სუკებს რა ჯობია

Posted by: xx3xx 4 Dec 2023, 13:45
QUOTE (GEORGEXIII @ 4 Dec 2023, 12:25 )
QUOTE
სუკი არ ვარგა

რასამბობ სუკებს რა ჯობია

არტალა ჯობია

Posted by: cosаnоstra 4 Dec 2023, 13:59
QUOTE (Amigo-Amo @ 4 Dec 2023, 12:22 )
QUOTE (cosаnоstra @ 3 Dec 2023, 16:59 )
შეიკა - ზი ბესტ

აი რანაირად არის კისერი საუკეთესო? smile.gif კისერი კარგია ყაურმაში. კისერი თუ არ დაამარინადე, არ ვარგა არაფრით, რადგანაც მოძრავი ნაწილია და მაგარი ხორცია. ზოგადად, ხორცი, რომელიც ძვალთან ან მის ახლოს არ არის, სამწვადედ არ ვარგა.

ვერ გეტყვი, ფაქტია გემრიელია შეიკა და ნეკნი

ყაურმა გულ-ღვიძლის ვიცი

სუკი კიდე ჩალაა

Posted by: Amigo-Amo 4 Dec 2023, 18:18
QUOTE (cosаnоstra @ 4 Dec 2023, 13:59 )

ვერ გეტყვი, ფაქტია გემრიელია შეიკა და ნეკნი

ყაურმა გულ-ღვიძლის ვიცი

გემოვნურ თვისებებზე არ ვსაუბრობ. მე ვთქვი, რომ კისერი და ბარკლები არის ყველაზე მოძრავი ნაწილი და შესაბამისად, ხორცი მკვრივი და რთულად საღეჭია. ნამდვილ კახურ ყაურმას კისრის ნაჭრებს უმატებენ აუცილებლად, თორემ მაგ კისერს ვერსად გამოიყენებენ მერე biggrin.gif biggrin.gif კახეთში/ქიზიყში კაკ მინიმუმ 20 ოჯახში მაინც მექნება მწვადი ნაჭამი და კისერი მე არსად შემხვედრია. ეგ კი არა, დაჟე ადრე მახსოვს, ჩემი ძმაკაცის ბიძამ მე და ძმაკაცი გაგვაგზავნა სამწვადის საყიდლად. აზრზე არ ვიყავით, სამწვადე გვინდა-მეთქი ვუთხარით ყასაბს და პატარა ბიჭები დაგვინახა, კისერი გამოგვატანა. რო მივიტანეთ სახლში, აიღო ძმაკაცის ბიძამ და უკან წაუღო, შეიკა რა პონტში გამაატანეო givi.gif givi.gif givi.gif

Posted by: Franziskaner 19 Jan 2024, 14:01
user posted image

::::::::::::::::::::

Posted by: მამაო ენუქი 19 Jan 2024, 14:07
Amigo-Amo
შეიკა კაია გრილზე chups.gif

Posted by: Frankens†ein 19 Jan 2024, 17:31
წალამი რო იყიდება სუპერმარკეტებში, ისეთი სუნი/არომატი არ აქვს, სოფელში ნამდვილ წალამს რო ქონდა თუ პარანოია მჭირს და ვეღარაფერს ვეღარ ვატან ძველებურ გემოს biggrin.gif

Posted by: GEORGEXIII 19 Jan 2024, 20:43
Frankens†ein
ეგ ერთი და მეორეც ახლა რეებით წამლიან ვაზს ათასი შხამქიმიკატია და ის წალამი აღარაა რაც ადრე იყო

Posted by: Besa 22 Jan 2024, 13:01
ახლახანს, კახეთში, სუფრასთან ტიპმა პომიდორი გაჭრა და სხვებს შესთავაზა. არავინ გამოართვა მაგას რა გემო აქვსო
ხო ბებიათქვენისამ ხაშლამას ხო აქვსო
drug.gif

Posted by: GEORGEXIII 26 Jan 2024, 15:43
ფშავის ჩემპიონში მწვადი მოიტანეს დღეს იმენა არ ვარგოდა მძაღე გემო ქონდა ხორცს. მანდ თუ მოხვდებით არ გაეკაროთ.

Posted by: mustafa_ibrahim 26 Jan 2024, 16:54
QUOTE
რომ კისერი და ბარკლები არის ყველაზე მოძრავი ნაწილი

ძროხის კი, მაგრამ ღორი კისერს ვერ ამოძრავებს, გაშეშებული აქვს. მე პირადად კისერი სამწვადედ ყველაფერს მირჩევნია. (ეს მარტო ჩემი აზრი არაა, ბევრი მემწვადისაგან გამიგია)

Posted by: Amigo-Amo 26 Jan 2024, 18:35
QUOTE (mustafa_ibrahim @ 26 Jan 2024, 16:54 )
QUOTE
რომ კისერი და ბარკლები არის ყველაზე მოძრავი ნაწილი

ძროხის კი, მაგრამ ღორი კისერს ვერ ამოძრავებს, გაშეშებული აქვს. მე პირადად კისერი სამწვადედ ყველაფერს მირჩევნია. (ეს მარტო ჩემი აზრი არაა, ბევრი მემწვადისაგან გამიგია)

ვერ გევიგე?! lol.gif რას ჰქვია გაშეშებული აქვს? ანუ ვერ ატრიალებს? საჭმელს კოვზით აჭმევენ აბა? lol.gif lol.gif მოძრავზეც არაა აქ, კისერი ისეთი ნაწილია, რომ მუდმივად მოითხოვს ძალას/ძალდატანებას, რათა თავი გეჭიროს smile.gif შესაბამისად, მაგრდება და მეტად კუნთოვანი ხდება.
არ ვიცი რომელმა მემწვადემ თქვა, რომ კისერი ყველაზე მაგარიაო, თუმცა, დაუმუშავებელი კისრით არ გამოდის კარგი მწვადი. თუკი დაამარინადე, დაარბილე და ა.შ მაშინ არ ვიცი, ალბათ კარგი გამოვა მერე.

Posted by: საქმიანნი 11 Feb 2024, 10:14
მწვადი რბილი რომ გამოვიდეს, რამე მეთოდი არ გაქვთ?
გუდვილის სამწვადეს ვყიდულობ, ნაჭრების არჩევა არ ვიცი
ხახვში ვამარინადებ მხოლოდ, უმარილოდ

წყალი ვაპკურო შიგდაშიგ თუ რა ვქნა? ძაან შრება

Posted by: Frаnknstein 11 Feb 2024, 15:57
საქმიანნი
QUOTE
მწვადი რბილი რომ გამოვიდეს, რამე მეთოდი არ გაქვთ?

შამფურები ახლო-ახლოს უნდა დაალაგო, ერთმანეთს უნდა ედებოდეს ხორცი და ხშირ-ხშირად ატრიალო...

Amigo-Amo
QUOTE
ვერ გევიგე?!  რას ჰქვია გაშეშებული აქვს? ანუ ვერ ატრიალებს?

კისერი არ გქონია გაშეშებული?
რო დაგიძახებენ და მთელი ტანით ტრიალდები...
მასეა ღორიც yes.gif

Posted by: საქმიანნი 11 Feb 2024, 18:33
Frаnknstein
მადლობელი, მივატყუპებ აწი ერთმანეთზე

Posted by: GEORGEXIII 11 Feb 2024, 22:12
რბილს ვყიდულობ ხოლმე დიდ დიღომში, პეტრიწზე ერთი კაი ხორცის მაღაზიაა სულ რიგებია ხოლმე, რავი ფასიც ნორმალური აქვთ და ხორციც

Posted by: MasterJC 12 Feb 2024, 00:27
საქმიანნი
QUOTE
მწვადი რბილი რომ გამოვიდეს, რამე მეთოდი არ გაქვთ?
გუდვილის სამწვადეს ვყიდულობ, ნაჭრების არჩევა არ ვიცი
ხახვში ვამარინადებ მხოლოდ, უმარილოდ

წყალი ვაპკურო შიგდაშიგ თუ რა ვქნა? ძაან შრება

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: GEORGEXIII 17 Feb 2024, 14:39
user posted image
user posted image

Posted by: ჩარლზ 17 Feb 2024, 19:26
GEORGEXIII
QUOTE
რბილს ვყიდულობ ხოლმე დიდ დიღომში, პეტრიწზე ერთი კაი ხორცის მაღაზიაა სულ რიგებია ხოლმე, რავი ფასიც ნორმალური აქვთ და ხორციც

მეც გამიგია. რა ადგილზეა ზუსტად? და რა ღირს კაი სამწვადე?

MasterJC
QUOTE
აგლაძეზე. თუ რაოდენობა გინდა და/ან ტრანსპორტის პრობლემა არ გაქვს, გირჩევ ნავთლუღში ან აგლაძეზე, მაცივრებში გაიარო. ადგილზე აიღებ ბევრად იაფად. დილის საათებში

რამე საბითუმო პონტია? აუცილებლად რაოდენობა უნდა გინდოდეს თუ 1-2 კილოს ყიდვაც შეიძლება?

ნუ, კერძო პირს რა რაოდენობა უნდა უნდოდეს smile.gif

Posted by: MasterJC 17 Feb 2024, 21:32
ჩარლზ
აგლაძეზე მაცივრებია და საბითუმოდ იყიდება, თუმცა მეც არაერთხელ მიყიდია და სხვებიც მინახავს, ადგილზე მიდიან, ეუბნებიან და ისინი მოგიჭრიან სასურველ ნაჭერს და წონას

ხარჯად რომ მიღირდეს, 5-6კგ ხორცისთვის მაინც მივდივარ
თორე 1-2 კილოს აქვეც ვიყიდი და ზედმეტი 1,5 სთ იქით-აქეთ სიარულად არ მიღირს

+ მანდ ეტყვი რომ ფერმის არ გინდა, სოფლის გინდა და ეგეთსაც აგირჩევენ და უფრო გემრიელი ხორცია ხოლმე

Posted by: Juventino 17 Feb 2024, 22:13
MasterJC
QUOTE
აგლაძეზე მაცივრებია

რა ადგილზეა უფრო კონკრეტულად ???

Posted by: Amigo-Amo 18 Feb 2024, 11:18
QUOTE (ჩარლზ @ 17 Feb 2024, 19:26 )
GEORGEXIII
QUOTE
რბილს ვყიდულობ ხოლმე დიდ დიღომში, პეტრიწზე ერთი კაი ხორცის მაღაზიაა სულ რიგებია ხოლმე, რავი ფასიც ნორმალური აქვთ და ხორციც

მეც გამიგია. რა ადგილზეა ზუსტად? და რა ღირს კაი სამწვადე?

მგონი პაატაზე გაქვთ საუბარი gigi.gif პეტრიწის 13 ნომერი უნდა იყოს წესით. თიბისი ბანკომატი დგას კორპუსის კუთხეში, იმპექსის აფთიაქთან და მაგის გვერდითაა. სიმართლე გითხრათ, ჩვეულებრივი პრემიქსიანი ხორცია, არაფრით გამორჩეული smile.gif უბრალოდ, ერთი პლიუსი აქვს: ძალიან ბევრს ყიდის, ბევრიც აქვს და სამწვადე ნაჭერს მარტივად აარჩევ. სხვაგან თუ მიდიხარ და ბარკლების და ბეჭის ნაჭრებია დარჩენილი, მანდ სულ აქვს კარგი. ჯიგრული სამწვადეს ნაჭრები.

Posted by: GEORGEXIII 18 Feb 2024, 16:24
ჩარლზ
პეტრიწზეა ნიკორადან 100-200მეტრში მარჯვენა მხარეს. ზუსტი მისამართი არ ვიცი.

Posted by: MasterJC 18 Feb 2024, 21:07
Juventino
https://maps.app.goo.gl/jx9ZRAqGL7ywRCuU6
ეს შენობაა. შესასვლელი ორივე მხრიდანაა, თავშიც და ბოლოშიც
დილის საათებში, ასე 1-2 საათამდე უნდა მიხვიდე, მერე მგონი არ არიან ხოლმე
ნომერიც მაქვს, მაგრამ იმდენი კაცის ნომერი მიწერია, ზუსტად რომელია ამისი არ მახსოვს
რამდენიმე მაცივარია

Posted by: Frаnknstein 19 Feb 2024, 16:46
QUOTE
პეტრიწზეა ნიკორადან 100-200მეტრში მარჯვენა მხარეს. ზუსტი მისამართი არ ვიცი

სახელი არ მახსოვს, მაგრამ მაგის ძმას საკლავი აქვს თელეთში და საუკეთესო ხორცი აქვს სულ...
პრემიქსზე გაზრდილი ღორების, მაგრამ ყველაზე კარგი smile.gif

Posted by: donrobita 19 Feb 2024, 17:22
QUOTE (GEORGEXIII @ 17 Feb 2024, 14:39 )
user posted image
user posted image

ეს ბარკლის ნაჭრებს გავს და არა სამწვადეს
+ მრგვლადაა დაჭრილი, ესე არ იჭრება სამწვადე

ზემოთ სპოილერში ყველაფერს ვეთანხმები რაც წერია სწორია 100% ერთი რამის გარდა
სამწვადეს თუ დაამარინადება მაგას მწვადი აღარ ქვია, ეგ შემწვარი ღორის ხორცია.
სამწვადედ გამოიყენეთ უმზეური, ანტრეკოტი, ჩალაღაჯი, ნეკნი და შეიკაც შეიძლება, ზომიერად ცხიმიანი ნაჭრები, მოაყარეთ მსხვილი მარილი, შეწვით შეშაზე მაღალი ტემპერატურის ნაკვერჩხალზე.
მოაყარეთ წითელი ქართული ხახვი (ვისაც უყვარს ბროწეულიც შეიძლება მოაწუროს).
ესაა მწვადი.
დანარჩენი არის შემწვარი ხორცი.

Posted by: Amigo-Amo 19 Feb 2024, 17:33
QUOTE (Frаnknstein @ 19 Feb 2024, 16:46 )
QUOTE
პეტრიწზეა ნიკორადან 100-200მეტრში მარჯვენა მხარეს. ზუსტი მისამართი არ ვიცი

სახელი არ მახსოვს, მაგრამ მაგის ძმას საკლავი აქვს თელეთში და საუკეთესო ხორცი აქვს სულ...
პრემიქსზე გაზრდილი ღორების, მაგრამ ყველაზე კარგი smile.gif

პაატასთან ჩვეულებრივი პრემიქსიანი ხორცია, არაფრით გამორჩეული smile.gif უბრალოდ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბევრს ყიდის და სამწვადე ნაჭრებს მარტივად აარჩევ.

* * *
QUOTE (GEORGEXIII @ 17 Feb 2024, 14:39 )

user posted image

რამხელა ნაჭრებია, ბარემ პირდაპირ ღორი დაგედოთ მაყალზე lol.gif lol.gif
სამწვადე ასე არ იჭრება. უნდა შეეცადო, რომ ნაჭრები დაჭრა გრძლად.
ნუ, ეს ნაჭრები არც ვარგა საერთოდ სამწვადედ, ბარკალი ან ბეჭია.

Posted by: xx3xx 20 Feb 2024, 04:32
QUOTE (MasterJC @ 12 Feb 2024, 00:27 )
საქმიანნი
QUOTE
მწვადი რბილი რომ გამოვიდეს, რამე მეთოდი არ გაქვთ?
გუდვილის სამწვადეს ვყიდულობ, ნაჭრების არჩევა არ ვიცი
ხახვში ვამარინადებ მხოლოდ, უმარილოდ

წყალი ვაპკურო შიგდაშიგ თუ რა ვქნა? ძაან შრება

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

შევინახოთ იდეალურ რეცეპტს გავს
თუ ოდესმე შევწვავ აუცილებლად ამ რეცეპტით

Posted by: .DG. 20 Feb 2024, 05:03
elchi
QUOTE
წავა ესე შემწვარი "სუკი"?

მეორე სურათზე ნეკნები უფრო გემრიელი იქნება, სუკი მაინც მშრალია.
ძროხისას კიდევ არა უშავს, მიდიუმ რეარს შეწვავ და ვერ ასწრებს გამოშრობას. ღორი ბოლომდე უნდა შეწვა.
პ.ს. ამერიკულ ხორცს ვგულისხმობ. საქართველოში ნაყიდი ძროხის მწვადი მტერმა ჭამა.

* * *
xx3xx
QUOTE
პ.ს
ამერიკაშიც საჩალიჩოა კაი ხორცი? პრემიქსები და ხიმიაზე ზრდიან იქაც?

არა, არაა საჩალიჩო. ხორცი გაცილებით ხარისხიანი და იაფია ვიდერ საქართველოში. გაცილებით.
ყველაზე იაფიანი ღორის ხორციც რომ იყიდო (მიახლოებით 4$ კილო) ტაფაზე რომ შეწვავ სუნი მეორე ქუჩამდე იგრძნობა.
ძროხა ყველაზე იაფიანიც კი ტაფაზე ჩვეულებრივად იწვება. მოხარშვაზე არ ვლაპარაკობ.
აი ამაში 15$ მაქვს გადახდილი მიახლოებით. კილონახევარი შედარებით დაბალი ხარისხის ძროხაა. ბრისკეტი
არა მგონია საქართველოში მიახლოებულ ფასში რამე იყიდო ასე რომ შეიწვას.
user posted image

Posted by: Trump 20 Feb 2024, 09:57
.DG.

ხორცი ამერიკაში იაფია და ხარისხიანი
რა ვიდეოებიც მაქვს ნანახი, ფასები და ხარისხიც რაც მანდ არის, იმასთან ახლოსაც არ ჩაუვლია აქაურ ხორცეულობას.

Posted by: xx3xx 20 Feb 2024, 21:48
xx3xx
QUOTE
პ.ს
ამერიკაშიც საჩალიჩოა კაი ხორცი? პრემიქსები და ხიმიაზე ზრდიან იქაც?

QUOTE

არა, არაა საჩალიჩო. ხორცი გაცილებით ხარისხიანი და იაფია ვიდერ საქართველოში. გაცილებით.
ყველაზე იაფიანი ღორის ხორციც რომ იყიდო (მიახლოებით 4$ კილო) ტაფაზე რომ შეწვავ სუნი მეორე ქუჩამდე იგრძნობა.
ძროხა ყველაზე იაფიანიც კი ტაფაზე ჩვეულებრივად იწვება. მოხარშვაზე არ ვლაპარაკობ.
აი ამაში  15$ მაქვს გადახდილი მიახლოებით.  კილონახევარი შედარებით დაბალი ხარისხის ძროხაა. ბრისკეტი
არა მგონია საქართველოში მიახლოებულ ფასში რამე იყიდო ასე რომ შეიწვას.
user posted image

რანაირად ტო აი პროსტა რანაირად ვინმემ ამიხსენით რა ხდება ჩვენსთავს??

Posted by: ჰეისან 20 Feb 2024, 21:50
რანაირად და, ქართველები არიან სუპერ-არაადექვატური ხალხი... ერთი საქმით მილიარდის შოვნა უნდათ ყოველთვის

Posted by: GEORGEXIII 21 Feb 2024, 13:40
donrobita
Amigo-Amo
ხორცი იდეალური იყო, კბილს დააჭერდი თუ არა ეგრევე წყდებოდა, ნაღდად არ ვიცი რისი ნაჭერი გამომატანეს მარა კაი იყო.

რაც შეეხება ნააჭრებს, ყოჩაღი ნაჭრები მევასება, ნელა ვწვავ ხოლმე დიდხანს და ბევრს ვატრიალებ.

Posted by: საქმიანნი 21 Feb 2024, 19:42
MasterJC
რამდენი კარგი რჩევა დაგიწერია, დიდი მადლობა
შემდეგ კვირას ვცდი სავარაუდოდ, ვნახოთ, როგორი მოსწავლე გამოვდგები )))

Posted by: MasterJC 22 Feb 2024, 00:48
საქმიანნი
გაიხარე
რაც გამახსენდა დავწერე
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: .DG. 23 Feb 2024, 07:06
xx3xx
QUOTE
რანაირად ტო აი პროსტა რანაირად ვინმემ ამიხსენით რა ხდება ჩვენსთავს??

ადგილობრივი წარმოება, ხარისხის კონტროლი და დიდი ჯარიმების და სახელის გაფუჭების შიში.

Posted by: Frаnknstein 23 Feb 2024, 19:22
ქართველ კაცს რო ამერიკული ხილ-ბოსტნეული და ხორცი მოგენატრება mad.gif

Posted by: *Irresistible* 23 Feb 2024, 20:15
სახლის პირობებში ამათგან რომელში იწვება მწვადი ყველაზე უკეთესად: ტაფაში, ელექტრო გრილში თუ კონვექციურ ღუმელში?

Posted by: xx3xx 24 Feb 2024, 00:48
QUOTE (*Irresistible* @ 23 Feb 2024, 20:15 )
სახლის პირობებში ამათგან რომელში იწვება მწვადი ყველაზე უკეთესად: ტაფაში, ელექტრო გრილში თუ კონვექციურ ღუმელში?

ღორის ჩალაღაჯი იყიდე აგროჰაბში გაგისწორდება

Posted by: *Irresistible* 24 Feb 2024, 01:21
QUOTE (xx3xx @ 24 Feb 2024, 00:48 )
QUOTE (*Irresistible* @ 23 Feb 2024, 20:15 )
სახლის პირობებში ამათგან რომელში იწვება მწვადი ყველაზე უკეთესად: ტაფაში, ელექტრო გრილში თუ კონვექციურ ღუმელში?

ღორის ჩალაღაჯი იყიდე აგროჰაბში გაგისწორდება

რა ღირს კილოგრამი?

..............................

Posted by: xx3xx 24 Feb 2024, 01:51
QUOTE (*Irresistible* @ 24 Feb 2024, 01:21 )
QUOTE (xx3xx @ 24 Feb 2024, 00:48 )
QUOTE (*Irresistible* @ 23 Feb 2024, 20:15 )
სახლის პირობებში ამათგან რომელში იწვება მწვადი ყველაზე უკეთესად: ტაფაში, ელექტრო გრილში თუ კონვექციურ ღუმელში?

ღორის ჩალაღაჯი იყიდე აგროჰაბში გაგისწორდება

რა ღირს კილოგრამი?

..............................

არმახსოვს 20 - 25 ლარამდე მგონი

Posted by: ჩარლზ 24 Feb 2024, 09:56
Amigo-Amo
GEORGEXIII
მადლობა მეგობრებო.

ისე, ერთი კითხვა მაქ. პრემიქსი რა არი საერთოდ? სუ ისმის ხოლმე პრემიქსიანი ხორციაო (ანუ ნეგატიურ კონტექსტში ამბობენ), ხოდა ღორის საკვები არაა ეგ? ქიმიური მინარევები აქვს თუ რატო ითვლება ეგეთ ცუდ პონტად?
მაგით თუ არა, აბა რითი უნდა გაზარდონ ფერმაში?

აზრზე არ ვარ და მაგიტო ვკითხულობ.

Posted by: donrobita 24 Feb 2024, 11:44
QUOTE (ჩარლზ @ 24 Feb 2024, 09:56 )
Amigo-Amo
GEORGEXIII
მადლობა მეგობრებო.

ისე, ერთი კითხვა მაქ. პრემიქსი რა არი საერთოდ? სუ ისმის ხოლმე პრემიქსიანი ხორციაო (ანუ ნეგატიურ კონტექსტში ამბობენ), ხოდა ღორის საკვები არაა ეგ? ქიმიური მინარევები აქვს თუ რატო ითვლება ეგეთ ცუდ პონტად?
მაგით თუ არა, აბა რითი უნდა გაზარდონ ფერმაში?

აზრზე არ ვარ და მაგიტო ვკითხულობ.

ვიტამინები, მინერალები და სწრაფად მზარდი საკვებისგან შედგება პრემიქსი, რაც ღორს სწარაფად ზრდის ნაკლები ხარჯებით. შედეგი გემო არ აქვს ისეთი როგორიც ჩვეულებრივ საკვებზე გაზრდილ ღორს. ძალიან დიდი სხვაობაა.
უბრალოდ ფერმერები 10 დან 9 უკვე მასე ზრდის რომ მოგება მიიღორს ღორისგან.

Posted by: *Irresistible* 24 Feb 2024, 12:03
QUOTE (donrobita @ 24 Feb 2024, 11:44 )
ვიტამინები, მინერალები და სწრაფად მზარდი საკვებისგან შედგება პრემიქსი, რაც ღორს სწარაფად ზრდის ნაკლები ხარჯებით. შედეგი გემო არ აქვს ისეთი როგორიც ჩვეულებრივ საკვებზე გაზრდილ ღორს. ძალიან დიდი სხვაობაა.

ჯანმრთელობის მხრივ რამდენად საზიანოა პრემიქსზე გაზრდილი ცხოველის ხორცი ადამიანისთვის?

Posted by: GEORGEXIII 24 Feb 2024, 14:00
QUOTE
ფერმერები 10 დან 9 უკვე მასე ზრდის

ფერმერები კი არა ბევრი ვიცი სახლში რომ ზრდიან და პრემიქს აჭმევენ.

Posted by: donrobita 24 Feb 2024, 15:33
*Irresistible*
საზიანო არაფერია, უბრალოდ გემო არ აქვს ისეთი, როგორიც უნდა ქონდეს მარცვლელუზე (ქერი, ხორბალი, სიმინდი, კოპტონი) გაზრდილ ღორს.

GEORGEXIII
სახლში ვინც ზრდის ისაც ფერმერია, ანუ ფერმა აქვს სახლის უკან ან გვერდით ან წინ რავი. აბა ოთახში ხო არ გაზრდიან. ფერმერებში დიდი ფერმის პატრონები არ მიგულისხმია.

პ.ს. როგორც მწვადს ხო სხვანაირი გემო აქვს და ტაფაშიც რომ ჩაყარო და შეწვა პრემიქსიანი ღორი იმდენ წყალს გამოუშვებს ხორცი განახევრდება.

Posted by: GEORGEXIII 24 Feb 2024, 15:57
donrobita
ღორი მაშინაა მომგებიანი, როცა მისი გაზრდა იაფი ჯდება.

Posted by: *Irresistible* 24 Feb 2024, 16:16
QUOTE (GEORGEXIII @ 24 Feb 2024, 15:57 )
donrobita
ღორი მაშინაა მომგებიანი, როცა მისი გაზრდა იაფი ჯდება.

სამაგიეროდ მერე მონელება უჯდება ძვირი ადამიანს.

Posted by: ჩარლზ 24 Feb 2024, 16:43
*Irresistible*
donrobita
GEORGEXIII
ანუ ჯანმრთელობის მხრივ არანაირი ზიანი არ მოაქვს? მხოლოდ გემოზე ზემოქმედებს?

აქ მეორე ფაქტორია. იქნებ სოფელში გაზრდილ ღორს ისევ ფერმაში გაზრდილი ჯობდეს. სოფელში გაზრდილი ღორი ხომ წარმოგიდგენიათ რითი იკვებება. ახლა, რკოთი ვინ გაგვიზრდის ღორს. სოფელში კი გარემო ისეა დაბინძურებული და ყველგან იმდენი ნაგავი ყრია, კატასტროფაა. ღორი კი ყველაფერს გეახლებათ.

ამიტომ ფერმაში გაზრდილი ჯობს მგონი ისევ.

ნუ, ყველაზე იდეალური ვარიანტია სოფელში სუფთად გაზრდილი, კარგად და სუფთად ნაკვები, მარა მასეთი არსებობს ისევ? არამგონია. სოფელში რო ღორი გყავს, სოფლის ორღობეში რო დახეტიალობს, ათას საზიზღრობას ჭამს. ნაგავს, ნარჩენებს, მკვდარ ცხოველებს, მგონი პლასტმასს და ცელოფნებსაც კი ჭამს ეგ უცნაური არსება.

Posted by: *Irresistible* 24 Feb 2024, 16:46
QUOTE (ჩარლზ @ 24 Feb 2024, 16:43 )
*Irresistible*
donrobita
GEORGEXIII
ანუ ჯამმრთელობის მხრივ არანაირი ზიანი არ მოაქვს? მხოლოდ გემოზე ზემოქმედებს?

ეგ მე არ მითქვამს, აქეთ ვიკითხე და მიპასუხა ზედა იუზერმა რომ არ ახდენს გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე პრემიქსზე გაზრდილი ცხოველის ხორცის ჭამაო, რაშიც, რატომღაც, ეჭვი მეპარება და მგონია, რომ ყველა ვარიანტში ახდენს გარკვეულ გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე, მინიმუმ ჰორმონალურ დონეზე მაინც.

Posted by: GEORGEXIII 24 Feb 2024, 17:14
*Irresistible*
ხო ეგაა.
ჩარლზ
კი ათას რამეს ჭამს, დაბმული ღორიც რა არის სულ ქონია და მასეთი არ მევასება.

Posted by: *Irresistible* 24 Feb 2024, 17:36
QUOTE (*Irresistible* @ 23 Feb 2024, 20:15 )
სახლის პირობებში ამათგან რომელში იწვება მწვადი ყველაზე უკეთესად: ტაფაში, ელექტრო გრილში თუ კონვექციურ ღუმელში?

ამ კითხვაზე არავინ მიპასუხა მაინც.

Posted by: MasterJC 24 Feb 2024, 18:32
*Irresistible*
QUOTE
სახლის პირობებში ამათგან რომელში იწვება მწვადი ყველაზე უკეთესად: ტაფაში, ელექტრო გრილში თუ კონვექციურ ღუმელში?

1. მწვადი იწვება მაყალზე
სხვა დანარჩენი იქნება შემწვარ/მოხარშული/გამომცხვარი და ა.შ. ხორცი
არ იქნება ეგენი მწვადი
2. გააჩნია ტექნიკას, რასაც იყენებ
მაგალითად კონვექციურში შეგიძლია გამოაცხო ხორცი (ბარკალი, ნეკნები და ა.შ. ნებისმიერი ნაჭერი) ფოლგაში გახვეული და სუპერ ბუპერ ბომბი რამე გამოდის, იმის მიხედვით როგორ დაამარინადებ და შეამზადებ
ტაფაზე უბრალოდ წვავ ან თუშავ ხორცს. ტაფასაც გააჩნია და ხორცსაც
მე შემიწვავს უცხიმოდ გრილ-ტაფაზე (შიგნიდან ამობურცული ზოლები აქვს და ოთხკუთხა ფორმისაა ეგ ტაფა) ჩალაღაჯი სახლში და საკაიფო გამოდის
წყალსაც კი იყენებენ ეგეთ ტაფაზე შეწვისას ზეთის ნაცვლად და მაგასაც ცოდნა უნდა
ცუდი არცერთი არაა კაროჩე, მთავარია დაამუღამო კეთება და რისი გაკეთება გინდა
ყველას აქვს თავისი ღირსებები

Posted by: Amigo-Amo 27 Feb 2024, 01:26
როდესაც სამწვადეს ყიდულობთ, ყოველთვის ერთი წესია: აარჩიეთ მხოლოდ ნეკნები ან მუცლის მხარე (მუცლის მხარე უკეთესია).
ხოლო, თუკი სახლში, დანამატების გარეშე გაზრდილი ღორია (მაქს. 9-10 თვის), ნებისმიერი ნაწილისგანაც კი გემრიელი მწვადი გამოვა smile.gif

Posted by: xx3xx 27 Feb 2024, 04:40
QUOTE (Amigo-Amo @ 27 Feb 2024, 01:26 )
როდესაც სამწვადეს ყიდულობთ, ყოველთვის ერთი წესია: აარჩიეთ მხოლოდ ნეკნები ან მუცლის მხარე (მუცლის მხარე უკეთესია).
ხოლო, თუკი სახლში, დანამატების გარეშე გაზრდილი ღორია (მაქს. 9-10 თვის), ნებისმიერი ნაწილისგანაც კი გემრიელი მწვადი გამოვა smile.gif

რატო ?

Posted by: .DG. 11 Mar 2024, 05:35
xx3xx
QUOTE
რატო ?

იმიტომ რომ კარგ ნეკნებს და განსაკუთრებით ნეკნების მერე რომაა უძვლო მუცლის ნაჭერი იმას ფენა-ფენად აქვს ხორცი და ცხიმი. მალე და კარგად იწვება და არ შრება.
user posted image

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)