Tequila665ქართულ სეტინგზე არ მიფიქრია,მაგრამ სამაგიეროდ მიფიქრია ვიკინგებთან მტაცებლის დაჯახებაზე.ძაან ეპიკი იქნება ჩემი აზრით.
აი რაიმე კუნძულზე უნდა ხდებოდეს მოქმედება,სადაც ვიკინგებმა მიცურეს ახალი მიწის პოვნით დაკავებულებმა.ამ კუნძულზე ჩაამოვარდება მტაცებელიც და უყურებს თუ როგორ ძარცვავენ და კლავენ ადგილობრივ მოსახლეობას.თან არჩევს ბრძოლისას რომელ მათგანია შედარებით ღირსეული მებრძოლი.
როცა იგებენ რო რაღაც ისე არ არის,ვიკინგები არ გარბიან.პირიქით-ღირსეული მოწინააღმდეგის ძებნაში მტაცებელთან დაპირისპირებას ცდილობენ...
ანუ,ერთიც ღირსეულ მოწინააღმდეგეს ეძებს და მეორეც.ამიტომ პარალელს გავავლებდი და განვავითარებდი თემას,რო განსხვავებებისდა მიუხედავად ეს ვიკინგები და უცხოპლანეტელიც კი შეიძლება ჰგავდნენ ერთმანეთს,რადგან მტაცებლის პრინციპები,როგორც პერსონაჟის მათთან ძალიან ახლოს იქნება,ჯახი უფრო მეტად დაძაბული და ავთენტური(თუ შეიძლება უცხოპლანეტელთან მსგავსი სიტყვა გამოიყენო)გამოვა
განვავითარებდი მტაცებლის ხასიათსაც.აი მაგალითად,ღირსეული მოწინააღმდეგის ძებნაში საინტერესო იქნება,რო რაღაც ავადმყოფურ თამაშს ეთამაშებოდეს ადამიანებს.მაგალითად ვიკინგს ესმის ხმა"ოვე ჰიე" და მიყვება ამ ხმას,მაგრამ როცა ადგილზე მიდის ხვდება მეორე ადამიანი,დავუშვათ რო კუნძულის ბინადარი.მტაცებელი იარაღს უგდებს რო ერთმანეთს შეებრძოლონ,რო ნახოს რომელია ღირსეული მეომარი და რომელთან ბრძოლაზე ღირს დროის დაკარგვა.უცნაურად მეჩვენება,რო არც ერთ სიქველის გამკეთებელს მსგავსი აზრი არ მოსვლია თავში.ძაან კაგრად გამოკვეთდა პრედატორის ხასიათს.
რახან მოქმედება ჯერ კიდე პრეიმდე ხდება და ბალანსის დაცვაა საჭირო,პრედატორს ვართმევთ თავისი ტექნელოგიის უმეტეს ნაწილს,რომ ბრძოლა ასე თუ ისე თანაბარი გამოვიდეს,მაგრამ ამასთან ვაძლევთ სტილიზებურ გაჯეტებს,რო რამე სიახლე შევიტანოს.
მტაცებელის დიზაინსაც ვცვლით და ვორიენტირდებით პრეიში როგორიც იყო ისეთ ვიდზე,მაგრამ უფრო მეტი დოზით.აი მაგალითად ნიღბის ნაცვლად მეორე მოკლული მტაცებლის თავის ქალა აქვს ზედა ნაწილში,ქვემოთ კიდე პირს ბერსერკერის სტილში რაიმე სხვა არსების ყბა დაუფარავს.ცივი იარაღი,რომლის ტარიც აგრეთვე ძვლებისგანაა დამზადებული და აშ.რო კოლორიტული და დასამახსოვრებელი მტაცებელი გამოვიდეს.
რახან საქმე ვიკინგებს ეხება,შეგვიძლია ცოტა ფენტზიც გავურიოთ.აი მაგალითად მთავარი გმირი,რომელიც მარტო გადაურჩა მტაცებელს,გაქცევით უშველის თავს,კუნძულიდან ათესვას მოისურვებს,მაგრამ რაიმე ხილვის მსგავსი დაეწყება,რო ასეთი მშიშარა ვალჰალაში ვერ მოხვდება თანამოძმეებთან ერთად.სულ ფანტაზიაში რო არ გადავიდეთ,ავიღებთ რობერტ ეგერსის იდეას ნორსმენიდან და არ დავაკონკრეტებთ,რაც ხდება რეალურია,თუ მთავარი გმირის ფანტაზიის ნაყოფი.გამოგვივა საიფაი,იდუმალებით მოცული მისტიური ელემენტებით.
და კიდე.ბოლო ბრძოლა უნდა იყოს ძაან ბრუტალური.პრეიში საშინლად არ მომწონს რო მთავარ გმირს ერთი ნაკაწრის არ აქვს.აქ პირიქით.ზღვარზე უნდა იყოს ბრძოლა.გმირი დაიჭრა,მტაცებელსაც თითქმის იარაღი აღარ აქვს.ბევრი სისხლი,მოცლილი კიდურები და ღრიალი უნდა დაიდოს
ორიგინალურობის და არაერთგვაროვანი დასასრულის ხათრით შესაძლებელია მთავარი გმირი პირველად სერიის ისტორიაში,მოკვდეს ბრძოლაში და ხიშნიკიც თან გაიყოლოს
This post has been edited by oldfriend on 5 Oct 2022, 17:02