რეებს ფილოსოფოსობთ
მცენარის მოყვანის გამო (რომელსაც დადებითი თვისება უფრო მეტი აქვს საჭიროებისამებრ გამოყენებისას, ვიდრე უარყოფითი) ადამიანებს სვამენ ციხეში. რაის dura lex sed lex და სხვა საყვარლობები...
იცით ციხეში 6 წლის გატარება რა არის? - აბსოლუტურად ინგრევი და ნადგურდები - ფიზიკურად, მორალურად, ფსიქიკურად - რაც არ უნდა მაგარი ბიჭი/გოგო იყო, სულ მცირე ამდენი წლით ცხოვრების ტემპიდან ამოგდება და ერთ სივრცეში იზოლაცია გაგასწორებს მიწასთან...
მაშინ როცა, შენი ციხეში წასვლამდეც და მერეც ისევ ოხრად ეყრება მარიხუანა ამ ქვეყანაში.
საქმე ისაა, ადეკვატურია თუ არა სასჯელი ქმედების სიმძიმის და სასჯელის ეს სახე ასრულებს თუ არა იმ ამოცანას, რასაც ის ისახავს თეორიულად - ნარკოტიკული საშუალების გავრცელების შეზღუდვა...
აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მარიხუანას მოხმარებით გამოწვეული საზოგადოებრივ სიკეთეზე ზიანი ჯერ კაცისშვილმა ვერ მოძებნა, ხოლო ინდივიდის თავისუფლების შეზღუდვა კი აბსოლუტურად მიღმაა სამართლიანობის და თავისუფლების პრინციპებისა.
კიდევ სრული იდიოტიზმია სასჯელის ზომების განსაზღვრა აღმოჩენილი მარიხუანას რაოდენობის მიხედვით - ისევ იმიტომ რომ საოგადოებრივ ზიანის რისკებთან საქმე არ გვაქვს - მიუხედავად რაოდენობისა, რაც არ უნდა გაუშვას ადამიანმა დისტრიბუციაში...
აღვადგინოთ ბარემ სიკვდილით დასჯა, თუ ეგეთი ხიხია და საშიშროებაა მარიხუანა და 29 ძირზე კი უნდა მოკლა კაცი ბარემ...