მოკლედ როგორც იქნა გამოვიდა ქართული თამაშები რომელიც უფასოდ ვრცელდება. ამ თამაშების ავტორები ვერტექს სტუდიაა საკმაოდ კარგი გასართობი ლამაზად გაკეთებული თამაშია.
მეორე თამაშს აქვს შენი ქულების ონლაინ რეიტინგში მონაწილეობის საშუალებაც. მოკლედ გადაწერეთ და ისიამოვნეთ.
კომპანია ამბობს რომ მომავლისთვის უამრავ ქართულ თამაშებს გეგმავს. რომელთაც უფასოდ გაავრცელებს. (ხო უფასო იქნება ქართული ვარიანტი რაც ძალზედ მისასალმებელია)
ეს არის კაზუალური ტიპის, ე. წ. Three Match თამაში RPG-ს ელემენტებით. იგი გამოირჩევა ულამაზესი 3D გარემოთი და ორიგინალური ანიმირებული 3D პერსონაჟებით.
Puzzle Hero
თამაშში თქვენი გმირია გოგონა, რომელსაც ბოროტმა ჯადოქარმა პატარა ძმა მოსტაცა და მის გასანთავისუფლებლად გამგზავრებულს, გზად ათეულობით მონსტრთან მოუწევს შებრძოლება.
ბრძოლის დროს თქვენ უნდა შეაგროვოთ ოქრო და გამოცდილება. სხვადასხვა ქალაქების მაღაზიებში გოგონასთვის შეიძინოთ ტანსაცმელი, აბჯარი, იარაღი და სხვა აღჭურვილობა, რომელთა მეშვეობითაც თქვენი გმირი უფრო ადვილად გაუმკლავდება მოწინააღმდეგეს.
ამ პროექტში ჩვენი ყურადღება თამაშის გამორჩეულ მექანიკაზე, 3D გარემოსა და ანიმირებულ 3D პერსონაჟებზე შევაჩერეთ. გრაფიკა Maya-ში და Photoshop-ში გაკეთდა. მრავალფეროვანი მაღალპოლიგონალური მონსტრების მოდელები, ჩვენივე მხატვრების ჩანახატების მიხედვით აიგო. უნიკალური და სახალისო ანიმაციებიც Maya-ს თანამედროვე საშუალებების გამოყენებით შეიქმნა.
თამაშის სპეცეფექტებიც ახალი მეთოდებით შევქმენით. მათი დიდი ნაწილი 3D ეფექტებს წარმოადგენს, რაც თავისთავად ახალი სიტყვაა კაზუალური თამაშების შექმნაში.
მთლიანობაში პროექტი ძალიან საინტერესო და სტუდიის თითოეული თანამშრომლისათვის უდიდესი გამოცდილების მომტანი იყო. სხვა მხრივ კი მისი შეფასება თქვენთვის მოგვინდია!
Puzzle Hero Downloadდა მეორე ქართული თამაში
Butterfty Escape - ეს არის კაზუალური ტიპის, სახალისო 3d თამაში, რომელშიც მოთამაშე უნდა დაეხმაროს "ბუკას" გაანთავისუფლოს პეპლები და დაუბრუნოს განთიადი სინათლის სამეფოს.
თამაშს გამოარჩევს ის ფაქტი, რომ იგი სრულად 3დ გარემოშია შექმნილი და "მოქმედი პირებიც" ანიმირებული 3დ პერსონაჟები არიან. ასეთ პატარა თამაშებში ეს არც თუ ისე გავრცელებული მოვლენაა.
სწორედ გამორჩეულად ლამაზ ბუნებაზე და ანიმირებულ პერსონაჟებზე იყო ჩვენი აქცენტი ამ პროექტზე მუშაობისას. ამიტომ გრაფიკა მთლიანად Maya-ში გაკეთდა. ყვავილები, ქვები, ნიჟარები და სხვა ყველა დეტალი მაღალპოლიგონალური მოდელებია. თავად პერსონაჟებიც, საწყისი და მარკეტინგის მასალებისათვის მაღალპოლიგონალურ მოდელებად იქნა აგებული, ხოლო შემდეგ, თამაშის ოპტიმიზაციის მიზნით მაქსიმალურად გამარტივდა.
თამაშის ზომის მიმართ მკაცრი მოთხოვნის გამო მოგვიხდა არასტანდარტული და არაორდინალური გამოსავალების ძიება და პოვნა, რამაც კიდევ უფრო საინტერესო გახადა მუშაობის პროცესი.
ყოველივე ამის დამსახურებით წარმატებით მოვახერხეთ საერთაშორისო ბაზარზე გასვლა და დღეს ჩვენი თამაში იყიდება ისეთი უდიდესი პორტალებიდან როგორიცაა MSN, AOL, და უამრავი სხვა.
Butterfty Escape - ჩვენი სტუდიის პირველი დასრულებული და საერთაშორისო ბაზარზე გატანილი პროდუქტია. "სრული ციკლის" გავლამ, ანუ პროექტის განხორციელებამ იდეიდან - რეალიზაციამდე უდიდესი გამოცდილება შესძინა თითოეულ ჩვენგანს.
Putterfly Escape Download This post has been edited by abazi on 5 Sep 2008, 20:36